გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე N2/1485-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - გ----------------, დ--–- ქ----–--ე, მ---- ქ------–--ე
წარმომადგენელი - მ-----– ჯ----
მოპასუხე - ს----------–-----------------------------------------------------------ო
წარმომადგენელი - ნ---- ხ-----------, დ---- კ-----–---–--
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ს----------–-----------------------------------------------------------ოს (შემდგომში - „სამინისტრო“) მოსარჩელეების - გ---------------ის, დ--–- ქ----–--ისა მ---- ქ------–--ის სასარგებლოდ დააკისროს 814 216 აშშ დოლარის გადახდა, თითოეულის სასარგებლოდ შემდეგი წილობრივი მონაწილეობით: გ---------------ის სასარგებლოდ 814 216 აშშ დოლარის 74%-ი, რაც შეადგენს 602 519.84 აშშ დოლარს, დ--–- ქ----–--ის სასარგებლოდ 814 216 აშშ დოლარის 12% -ი, რაც შეადგენს 97 705.92 აშშ დოლარს, ხოლო მ---- ქ------–--ის სასარგებლოდ 814 216 აშშ დოლარის 14% -ი, რაც შეადგენს 113 900.24 აშშ დოლარს (სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა მოსამზადებელ სხდომაზე, ტ.2, 159-164).
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელეები წარმოადგენენ შპს "ს----ოს" პარტნიორებს. საწარმოში მათი კუთვნილი წილი ბათილი გარიგების საფუძველზე მოიპოვა სახელმწიფომ, ხოლო შემდეგ, როგორც შპს "ს----ოს" 100%-იანი წილის მფლობელმა ერთადერთმა პარტნიორმა, განკარგა შპს „ს----ოს“ კუთვნილი არაერთი უძრავი ქონება, რომლებიც დღეისათვის გადაცემული აქვს სს "ს------------- ს------ს".
სახელმწიფომ ამ ქმედებით ზიანი მიაყენა შპს ,,ს----ოს’’, თუმცა ვინაიდან შპს ,,ს----ო’’ დღეისთვის აღარ არსებობს და მისი რეგისტრაცია გაუქმებულია, მოსარჩელეებს როგორც შპს ,,ს----ოს’’ პარტნიორებს, უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს სარჩელით და მოითხოვონ სახელმწიფოს მიერ არამართლზომიერად განკარგული ქონებების ღირებულების, როგორც განცდილი ქონებრივი ზიანის ანაზღაურება, ვინაიდან თავად ქონების დაბრუნება ვერ ხერხდება, სწორედ იმის გამო, რომ სახელმწიფოს ეს ქონებები დღეისათვის აქვს განკარგული.
მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტებით, 2003 წლის 24 ნოემბერს ო----------ის რაიონულმა სასამართლომ დაარეგისტრირა შპს ,,ს----ო“ (ს/კ N2--------). კომპანიის დამფუძნებლები იყვნენ: გ---------------- - საწესდებო კაპიტალში წილის 50% მფლობელი და ტ------– ჭ-------–ი - ასევე 50%-იანი წილის მფლობელი. 2004 წლის 24 აგვისტოდან შპს ,,ს----ოს“ პარტნიორები გახდნენ მ---- ქ------–--ე - საწესდებო კაპიტალში წილის 18%-სა და დ--–- ქ----–--ე - წილის 12%-ს მფლობელები.
2006 წლის 15 დეკემბერს შპს ,,ს----ოს“ ყველა პარტნიორმა მათი ნამდვილი ნების საწინააღმდეგოდ ერთდროულად, ერთ სანოტარო ბიუროში სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო შპს „ს----ოს“ წილის 100%-ანი წილი, მათ შორის იმ დროისათვის ბრალდებულისა და საპყრობილეში მყოფი პირის გ---------------ის 74%-ან წილზე გარიგება დაიდო წარმომადგენლის მეშვეობით. ამასთან, ისიც აღსანიშნავია, რომ დ--–- ქ----–--ეზე გაცემული მინდობილობა არ მოიცავდა იმავდროულად გ---------------ის საკუთრებაში აღრიცხული წილის გასხვისების უფლებამოსილებას.
ქუთაისის N2 საპყრობილეში წინასწარ პატიმრობაში მყოფ ბრალდებულ გ----------------ზე ხორციელდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაც გამოიხატებოდა მისი და მისი ოჯახის წევრების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და ხანგრძლივი დროით თავისუფლების აღკვეთის მუქარაში, ამასთან ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა შპს ,,ს----ოს’’ სხვა პარტნიორებზეც.
2006 წლის 23 დეკემბერს ო----------ის რაიონული სასამართლოს განაჩენით დამტკიცდა გ----------------სა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
შპს ,,ს----ოს’’ პარტნიორების მიერ სახელმწიფოსათვის საწარმოს 100%-ანი წილის დათმობის დროისათვის საწარმოს საკუთრებაში ირიცხებოდა ო----------ის რაიონში მდებარე ექვსი ერთეული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდებით: N2------------; N2-----------; N2-----------; N2-----------; N2-----------; N2-----------.
შპს ,,ს----ოს’’ პარტნიორმა - სახელმწიფომ, რომელსაც ურთიერთობებში წარმოადგენდა სსიპ ს-–----------------------------ო - 2010 წლის 12 აპრილის N1------ ბრძანებით საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან ამოიღო N2-----------; N2-----------; N2-----------; N2-----------; N2----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებები და ყველა დაარეგისტრირა სახელმწიფოს საკუთრებად.
2011 წლის 28 იანვარს სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება ზემოხსენებული უძრავი ქონების, რომელიც ამოღებული იქნა საწესდებო კაპიტალიდან, გაერთიანების თაობაზე (საკადასტრო კოდით N2-----------). აღნიშნული გაერთიანებული მიწის ნაკვეთი 2011 წლის 01 თებერვალს სახელმწიფომ გადასცა სს „ს------------- ს------ს“. გარდა ამისა, სახელმწიფომ ამ უკანასკნელს გადასცა მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით N2-----------, რომელიც ასევე ირიცხებოდა შპს ,,ს----ოს’’ საკუთრებაში.
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად განისაზღვრა უძრავ ქონებათა (N2-----------; N2-----------; N2-----------; N2-----------; N2-----------) საბაზრო ღირებულება:
საკადასტრო კოდით N2----------- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ღირებულება 2006 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით შეადგენდა 55 625 აშშ დოლარს.
საკადასტრო კოდით N2----------- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ღირებულება 2006 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით შეადგენდა 8 000 აშშ დოლარს.
საკადასტრო კოდით N2----------- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ღირებულება 2006 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით შეადგენდა 106 434 აშშ დოლარს.
საკადასტრო კოდით N2----------- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ღირებულება 2006 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით შეადგენდა 28 000 აშშ დოლარს.
საკადასტრო კოდით N2----------- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ღირებულება 2006 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით შეადგენდა 244 157 აშშ დოლარს.
საკადასტრო კოდით N2----------- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ღირებულება ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის (2014 წლის 31 მარტის მდგომარეობით) შეადგენდა 596 726 აშშ დოლარს.
ასევე შეფასებულ იქნა მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით N2-----------, ღირებულება და დასკვნით განისაზღვრა, რომ ნაკვეთის ღირებულება 2006 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით შეადგენდა 372 000 აშშ დოლარს.
მოსარჩელე მხარემ ასევე მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი 2006 წელს გ----------------ს, დ--–- ქ----–--ეს, ასევე მ---- ქ------–--ესა და სახელმწიფოს შორის დადებული წილის უსასყიდლოს გადაცემის გარიგებები. ამავე გადაწყვეტილებით სახელმწიფოს დაეკისრა მოსარჩელეთათვის მიღებული წილების ღირებულების გადახდა. რაც შეეხება მოთხოვნას იმ ნაწილში, რომლითაც მხარე ითხოვდა ხელშეკრულების ბათილად ცნობას და N2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონების მესაკუთრედ აღრიცხვას, აღნიშნული არ დაკმაყოფილდა, რადგან სასამართლომ სს „ს-------------ი ს------“ კეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნია.
მხარის წარმომადგენელმა დამატებთ მიუთითა, რომ საექსპერტო დაწესებულების მიერ უძრავი ქონება ს/კ N2----------- და მისი საბაზრო ღირებლება 2006 წლის დეკემბრის მდგომარეობით განისაზღვრა 372 000 აშშ დოლარად. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელეთა მიერ სახელმწიფოზე ქონების გადაცემა განხორციელდა ბათილი გარიგების საფუძველზე, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა თანხის ანაზღაურება. მანვე მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა იყო 10 წელი და არ 3 წელი, როგორც ეს დელიქტური ურთიერთობიდან გამომდინარე მიყენებული ზაინის შემთხვევაშია, რის გამოც სარჩელი საფუძვლინი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. სარჩელი და სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ არის შესული და გასაჩივრებულია საკასაციო წესით, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობაზე და უსაფუძვლობაზე საუბარი ზედმეტი იყო, რადგან ჯერ გადასაწყვეტი იყო, არსებობდა თუ არა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
მხარის განმარტებით, მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და შპს „ს----ოს“ დამფუძნებლებს შორის 2006 წლის 15 დეკემბერს დაიდო წილის უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცა შპს „ს----ოს“ 100% წილი (გ---------------ის 74%, მ---- ქ------–--ის კუთვნილი - 14% და დ--–- ქ----–--ის კუთვნილი - 12%). აღნიშნული ხელშეკრულება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი და ს----------–-----------------------------------------------------------ოს შპს „ს----ოს“ დამფუძნებლების მიმართ დაეკისრა საწარმოს წილის ღირებულების ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 06 სექტემბრის N1-3814-17 განჩინებით წილის ღირებულების ანაზღაურების ნაწილში დარჩა ძალაში, შესაბამისად, ს----------–-----------------------------------------------------------ოს მოსარჩელე მხარეებისათვის ანაზღაურებული აქვს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ქონების ღირებულება, აქვე აღსანიშნავია, რომ ჩუქების ხელშეკრულების ბათილობისა და წილის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილება დაეფუძნა მხარის მიერ მითითებულ მოთხოვნას, რომლის ოდენობა მოსარჩელე მხარის სურვილით განსაზღვრული მტკიცებულებით დგინდებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად.
მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, როგორც მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, 2006 წლის 15 დეკემბრის წილის უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პარტნიორის - სსიპ - ს-–----------------------------ოს გადაწყვეტილების (2010 წლის 12 აპრილის ბრძანების) საფუძველზე შპს „ს----ოს“ კაპიტალიდან ამოღებული იქნა უძრავი ქონებები - ს/კ 2----------- (წინა 2----------5), ს/კ 2----------- (წინა 2----------6), ს/კ 2----------- (წინა 2-----------), ს/კ 2----------- (წინა 2-----------), ს/კ 2----------- (ს/კ 2----------- და ს/კ 2-----------), რომლებიც გაერთიანდა ერთ მიწის ნაკვეთად და მიენიჭა საკადასტრო კოდი 2-----------) და ასევე ს/კ 2----------- და სწორედ აღნიშნული უძრავი ქონებების ღირებულება უნდა დაკისრებოდა სამინისტროს.
აქვე აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარე თავად მიუთითებდა, რომ დასახელებული უძრავი ქონება მოთხოვნის წარდგენის დროისათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არ იმყოფება, ამასთან, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას ეყრდნობოდა ექსპერტიზის დასკვნებს, რომლის მიხედვითაც შეფასებულია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, მაშინ როცა შპს „ს----ოს“ საკუთრებაში გააჩნდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს „ს----ოს“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე შენობა-ნაგებობა არ ფიქსირდება. ამასთან, დასახელებულ უძრავ ქონებაზე გაწეულია გარკვეული სახის ხარჯები, რომელიც ასევე არ არის გაზიარებული ექსპერტიზის შეფასებაში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის N1--- ბრძანების შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განისაზღვრა სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულება, კერძოდ: უძრავი ქონებებისთვის - ს/კ N2----------- -20 800 ლარი, ს/კ N2----------- – 29 900 ლარი, ს/კ N2----------- – 20 500 ლარი, ს/კ N 2----------- – 4000 ლარი, ს/კ N2----------- – 4000 ლარი, ს/კ N2----------- – 4000 ლარი. ამასთან, 2009 წლის დეკემბრის მდგომარეობით შპს „ს----ოს“ საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებაზე შენობა-ნაგებობა არ ფიქსირდება, ხოლო 2006 წლის 15 დეკემბრისთვის შპს „ს----ოს“ ქონების მიმართ გამოყენებული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა (ძირითადი თანხა 6800 ლარი, საუბარი - 600 ლარი, ზედმეტი - 1300 ლარი).
მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება გამოყენებული მოსარჩელის მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძველი - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე, 979-ე და 982-ე მუხლები, რადგან მათი ანალიზი ცხადყოფდა, რომ მათი გამოყენების შესაძლებლობა დგებოდა იმ შემთხვევაში, თუკი სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის შესაბამისად უკან დაბრუნების ვალდებულება არსებობს ან პირის საკუთრებაში არსებული ქონება ამ პირის ნების გამოვლენის გარეშე ხვდება მესამე პირის მფლობელობაში.
ასევე ვერ იქნება გამოყენებული 979-ე და 982-ე მუხლები, ვინაიდან 2006 წლის 15 დეკემბრის ხელშეკრულებით სამინისტროს სასარგებლოდ გადაცემულია შპს „ს----ოს“ 100%-იანი წილის, ხოლო დღეის მდგომარეობით მოსარჩელე ითხოვს, რომ მას აუნაზღაურდეს იმ ქონების ღირებულება, რომელიც არა მოსარჩელეს, არამედ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ იურიდიულ პირს გააჩნდა, მაშინ როცა იურიდიული პირის ქონება გამიჯნულია ფიზიკური პირის ქონებისგან და საწარმოს წილის ფლობა არ აძლევს პარტნიორს უფლებას საწარმოს ქონებაზე განაცხადოს პრეტენზია და მით უფრო, მისი საკუთრების უფლება გაავრცელოს საწარმოს ქონებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის გამოყენებისთვის აუცილებელია რამდენიმე პირობა არსებობდეს, კერძოდ, მოპასუხის გამდიდრება, გამდიდრების შესაბამისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი და მატერიალურ სიკეთეთა/აქტივების გადანაცვლები უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენდა არა ადრინდელი ქონებრივი მდგომარეობის აღდგენა, არამედ საწარმოს წილის ღირებულების ორმაგად მიღება, რადგან შპს „ს----ოს“ წილის ღირებულება განსაზღვრულია 2004 წელს პარტნიორთა გადაწყვეტილებით, დღეს სადავოდ ქცეული უძრავი ქონების საწესდებო კაპიტალში შეტანის გზით. შესაბამისად, თუკი წილის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა უკვე დაკმაყოფილებულია, ქონებამ რომელმაც განსაზღვრა წილის ღირებულება, ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელეთა ქონებრივ დანაკლისად. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს ქონება იმავდროულად არ შეიძლება გაიგივებული იქნეს წილის ღირებულებას, მნიშვნელოვანია, რომ მხედველობაში იქნეს ის ფაქტი მიღებული, რომ წილის ღირებულება, რომლის ანაზღაურება უკვე დაკისრებული აქვს სამინისტროს, განისაზღვრა სწორედ მიმდინარე სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში დაყენებული ქონების ღირებულების შესაბამისად, კერძოდ: 2004 წლის 17 აგვისტოს პარტნიორთა კრების ოქმით შპს „ს----ოს“ კაპიტალი გაიზარდა 64 000 ლარით და საბოლოოდ განისაზღვრა 66500 ლარის ოდენობით. საწესდებო კაპიტალის გაზრდა გამოიწვია იმ შენატანებმა, რაც უძრავი ქონების სახით იქნა შეტანილი, კერძოდ, მიწის ნაკვეთები ს/კ N2-----------, ს/კ N2-----------, ს/კ N2-----------, ს/კ N2-----------, ს/კ N2-----------, ს/კ N2-----------, ს/კ N2-----------, ს/კ N2-----------, ს/კ N2----------- და ს/კ N2-----------. მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად კი, სწორედ აღნიშნული მიწის ნაკვეთების ღირებულება უნდა დაეკისროს სამინისტროს, რაც უსაფუძვლოა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის შესაბამისად პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. იმისათვის, რომ დადგინდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობა აუცილებელია, რომ სახეზე იყოს რამდენიმე პირობა, კერძოდ: 1. ერთი პირის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა და ხელყოფის შედეგად ზიანის მიყენება, 2. სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა კონკრეტული პირის ქმედებით უნდა იყოს გამოწვეული, 3. ხელყოფის უსაფუძვლობა და 4. ხელმყოფის გამდიდრება. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი შემადგენლობის არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ასევე ყურადღება გაამახვილა ხანდაზმულობაზე და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილია 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც ზიანი მიყენებისა და ზიანის მიმყენებლის თაობაზე ინფორმაციის შეტყობინების მომენტიდან უნდა აითვალოს. მოცემულ შემთხვევაში 2013 წლიდან (წილის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის სასარჩელო მოთხოვნის აღძვრის დროიდან) უნდა აითვალოს მითითებული ვადის დენა, რადგან აღნიშნული თარიღისათვის მოსარჩელისთვის ცნობილი იყო ქონების საწესდებო კაპიტალიდან ამოღების შესახებ, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
ამდენად, მხარის მტკიცებით, სარჩელი უსაფუძვლო და ამასთან, ხანდაზმული იყო, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. შესაგებელი, დაზუსტებული შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2003 წლის 24 ნოემბერს ო----------ის რაიონულმა სასამართლომ დაარეგისტრირა შპს ,,ს----ო“ (ს/კ N2--------). კომპანიის დამფუძნებლები იყვნენ: გ---------------- - საწესდებო კაპიტალში წილის 50% მფლობელი და ტ------– ჭ-------–ი - ასევე 50%-იანი წილის მფლობელი. 2004 წლის 24 აგვისტოდან შპს ,,ს----ოს“ პარტნიორები გახდნენ მ---- ქ------–--ე საწესდებო კაპიტალში წილის 18%-სა და დ--–- ქ----–--ე - წილის 12%-ს მფლობელები.
თავდაპირველად საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 2500 ლარს.
2004 წლის 24 აგვისტოს დადგენილებით ცვლილების შესახებ, ცვლილება შევიდა საწესდებო კაპიტალში და იგი განისაზღვრა 66 500 ლარად, ასევე დამფუძნებელ პარტნიორებად მიეთითა - ტ------– ჭ-------–ი - 2% (გარდაცვლილია), გ---------------- - 74%, მ---- ქ------–--ე - 12% და დ--–- ქ----–--ე - 12%.
უძრავი ქონებები საკადასტრო კოდებით - N 2-----------; N 2-----------; N 2-----------; N 2-----------; N 2-----------; N 2----------- შპს ,,ს----ოს’’ პარტნიორთა კრების 2004 წლის 17 აგვისტოს ოქმის საფუძველზე შეტანილი იქნა საზოგადოების საწესდებო კაპიტალში, რის შედეგადაც გაიზარდა საწესდებო კაპიტალი და გახდა 66 500 ლარის ოდენობის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ო----------ის რაიონულმა სასამართლოს 2003 წლის 24 ნოემბრის დადგენილება (ტ.1, ს.ფ. 21)
- ო----------ის რაიონულმა სასამართლოს 2004 წლის 24 აგვისტოს დადგენილება ცვლილების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 22-23)
- 2004 წლის 17 აგვისტოს ოქმი (ტ.1, ს.ფ. 71-75)
- შპს „ს----ოს“ წესდების ცვლილებები (ტ.2, ს.ფ. 27-30)
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 76-86)
- განცხადება (ტ.2, ს.ფ. 20-21)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. უძრავი ნივთები საკადატრო კოდებით N2----------- (წინა ს/კ N2-----------), ს/კ N2----------- (წინა ს/კ N2----------6), ს/კ N2----------- (წინა ს/კ N2----------7), ს/კ N26.2----------- (წინა ს/კ N2-----------), ს/კ N2----------- (წინა ს/კ N2-----------) გაერთიანდა ერთ საკადასტრო კოდეზე N2-----------, ასევე უძრავი ნივთები საკადასტრო კოდებით N2-----------, ს/კ N2----------- და N2----------- გაერთიანდა ერთ საკადასტრო კოდეზე N2----------5, რომელმაც განიცადა ცვლილება საკადასტრო კოდზე N 2----------- და გაერთიანდა საკადასტრო კოდზე N2-----------.
უძრავი ქონებები საკადასტრო კოდებით N2-----------; N2----------- და N2----------- გაერთიანდა ერთ საკადასტრო კოდზე N2----------6, რომელმაც განიცადა ცვლილება საკადასტრო კოდზე N2-----------, რომელიც თავი მხრივ გაერთიანდა საკადასტრო კოდზე N2-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 14 თებერვლს წერილი საჯარო რეესტრიდან N4---- (ტ.2, ს.ფ. 33)
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმები (ტ.2, ს.ფ. 34-51)
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2006 წლის 06 დეკემბერს საქართველოს საგამოძიებო ნაწილის დასავლეთის საგამოძიებო განყოფილებაში დაიწყო წინასწარი გამოძიება შპს ,,ს----ოს’’ პარტნიორის გ---------------ის მიმართ, ამ უკანასკნელის მიერ ო----------ის შს რაიონული განყოფილების დ----------ის ქვეგანყოფილების უფროსის - გ-----------------ს მიმართ განხორციელებული ქრთამის შეთავაზების ფაქტზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წინასწარი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი (ტ.1, ს.ფ. 24)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
4.2. 2006 წლის 07 დეკემბერს ო----------ის შს რაიონული განყოფილების დ----------ის შს რაიგანყოფილების თანამშრომლების მიერ ქრთამის შეთავაზების ბრალდებით ამავე განყოფილების შენობაში დაკავებულ იქნა შპს ,,ს----ოს’’ ინჟინერ მშენებელი შ----------------ე, ხოლო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა ამავე საწარმოს დირექტორი და პარტნიორი გ----------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2006 წლის 7 დეკემბრის ეჭვმიტანილის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი (ტ.1, ს.ფ. 25-32)
- 2006 წლის 7 დეკემბრის ეჭვმიტანილის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი (ტ.1, ს.ფ. 33-37)
- 2006 წლის 9 დეკემბრის ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმი (ტ.1, ს.ფ. 42-43)
- 2006 წლის 7 დეკემბრის დაკითხვის ოქმი (ტ.1, ს.ფ. 38-41)
4.3. 2006 წლის 14 დეკემბერს ბრალდებულმა გ----------------მ ქუთაისის N2 საპყრობილეში, როგორც შპს ,,ს----ოს’’ პარტნიორმა გასცა მინდობილობა ამავე საწარმოს ერთ-ერთი პარტნიორზე - დ--–- ქ----–--ეზე შპს ,,ს----ოს’’ კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2006 წლის 14 დეკემბრის მინდობილობა (ტ.1, ს.ფ. 44)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.4. პარტნიორმა მ---- ქ------–--ემ 2006 წლის 15 დეკემბერს გაიფორმა სამკვიდრო გარდაცვლილი მეუღლის ტ------– ჭ-------–ის 2% - იან წილზე შპს ,,ს----ოში’’
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2006 წლის 15 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობა (რეესტრი N2----) (ტ.1, ს.ფ. 57-59)
- პარტნიორთა კრების N2 ოქმი (ტ.1, ს.ფ. 59)
4.5. 2006 წლის 15 დეკემბერს შპს ,,ს----ოს’’ პარტნიორებმა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს მათ საკუთრებაში არსებული შპს ,,ს----ოს’’ წილები.
აღნიშნული გარიგებების დადების შედეგად შპს ,,ს----ოს’’ 100%-იანი წილის მფლობელი გახდა სახელმწიფო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 15 დეკემბრის წილის უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულება N 1----- (ტ.1, ს.ფ. 45-47)
- 2016 წლის 15 დეკემბრის წილის უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულება N 1----- (ტ.1, ს.ფ. 48-51)
- 2016 წლის 15 დეკემბრის წილის უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულება N 1----- (ტ.1, ს.ფ. 52-55)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.6. 2006 წლის 15 დეკემბრისათვის შპს „ს----ოს“ პარტნიორების მიერ მათ საკუთრებაში არსებული ამავე საწარმოს 100% -იანი წილის სახელმწიფოზე უსასყიდლოდ დათმობის დროისთვის, შპს „ს----ოს“ საკუთრებაში იყო ო----------ის რაიონში მდებარე ექვსი ერთეული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდებით:
N 2-----------;
N 2-----------;
N 2-----------;
N 2-----------;
N 2-----------;
N 2-----------;
აღნიშნული მიწის ნაკვეთები შპს ,,ს----ოს’’ პარტნიორთა კრების 2004 წლის 17 აგვისტოს ოქმის საფუძველზე შეტანილი იქნა საზოგადოების საწესდებო კაპიტალში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ს----ოს’’ პარტნიორთა კრების 2004 წლის 17 აგვისტოს ოქმი (ს.ფ. 71-75)
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 76-86)
4.7. 2006 წლის 19 დეკემბერს ბრალდებულმა გ----------------მ, განცხადებით მიმართა პროკურატურას, თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მოითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება.
2006 წლის 20 დეკემბერს გ----------------სა და ბრალდების მხარეს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რაც 2006 წლის 23 დეკემბრის ო----------ის რაიონული სასამართლოს განაჩენით დამტკიცდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქუტიძის 2006 წლის 19 დეკემბრის განცხადება (ტ.1, ს.ფ. 60)
- ქუტიძის ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმი (ტ.1, ს.ფ. 61-62)
- 2006 წლის 20 დეკემბრის საპროცესო შეთანხმება (ტ.1, ს.ფ. 63-64)
- 2006 წლის 23 დეკემბრის განაჩენი საქმე N1------- (ტ.1, ს.ფ. 65-70)
4.8. 2010 წლის 05 მაისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებებზე საკადასტრო კოდებით N2-----------, N2-----------, N2-----------, N2-----------, N2----------- დასტურდება, რომ მესაკუთრედ რეგისტრირებულია სახელმწიფო, ხოლო უფლების დამდგენ დოკუმენტად კი მითითებულია სსიპ ს-–----------------------------ოს ბრძანება.
2011 წლის 28 იანვრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონება მდებარე ო----------ის რაიონი, დ----------ი ს/კ N2----------- ნაკვეთის წინა ნომერი იყო N2-----------; N2-----------; N2-----------; N2-----------; N2-----------; N2-----------; N2----------- და N2-----------.
2011 წლის 28 იანვარს სახელმწიფომ, როგორც საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრემ, მიიღო გადაწყვეტილება N2-----------; N2-----------; N2-----------; N2-----------; N2----------- - მიწის ნაკვეთების გაერთიანების თაობაზე; გაერთიანების შემდეგ უძრავი ქონების საკადასტრო კოდი გახდა N2-----------
(ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 9211 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 2-----------; 2-----------; 2-----------; 2-----------; 2-----------; 2-----------; 2-----------; 2-----------; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #1 განაშენიანების ფართი 120 კვ.მ. (მშენებარე), #2 განაშენიანების ფართი 120 კვ.მ. (მშენებარე), #3 განაშენიანების ფართი 120 კვ.მ. (მშენებარე), #4 განაშენიანების ფართი 120 კვ.მ. (მშენებარე), #5 განაშენიანების ფართი 120 კვ.მ. (მშენებარე), #6 განაშენიანების ფართი 330 კვ.მ (მშენებარე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2010 წლის 05 მაისის ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 89-97)
- 2011 წლის 28 იანვრის წერილი (ტ.1, ს.ფ. 98)
- 2011 წლის 28 იანვრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 99-100)
- საკადასტრო გეგმა (ტ.1, ს.ფ. 101)
4.9. შპს „ს----ოს“ პარტნიორმა - სახელმწიფომ, რომელსაც ურთიერთობებში წარმოადგენდა სსიპ „ს-–----------------------------ო“, 2010 წლის 12 აპრილის N1------ ბრძანებით საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან ამოიღო უძრავი ქონებებე საკადასტრო კოდებით N2-----------; N2-----------; N2-----------; N2-----------; N2----------- და ყველა მათგანი დაარეგისტრირა სახელმწიფოს საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ „ს-–----------------------------ოს“ 2010 წლის 12 აპრილის #1------ ბრძანება (ტ.1, ს.ფ. 88)
- საჯარო რეესტრიდან ამონაწერები (ტ.1, ს.ფ. 89-96)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.10. 2011 წლის 01 თებერვალს სახელმწიფომ ს/ს „ს------------- ს------სთან“ (საიდენტიფიკაციო ნომერი N2--------) გააფორმა ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ ხელშეკრულება და ზემოთ ხსენებული მიწის ნაკვეთები (გაერთიანების შემდეგ მინიჭებული საკადასტრო კოდი N2-----------) მასზე არსებული მშენებარე შენობა-ნაგებობებით, გადასცა ს/ს „ს------------- ს------ს“.
გარდა უძრავი ნივთისა, საკადასტრო კოდით N2-----------, 2011 წლის 01 თებერვლის ამავე ხელშეკრულებით სახელმწიფომ სს „ს------------- ს------ს“ ასევე გადასცა მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით N2-----------, რომელიც ამჟამადაც არის სს „ს------------- ს------ს“ საკუთრებაში.
ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული „ქონების“ ღირებულება შეადგენდა (უძრავი ქონება ს/კ N2-----------) – 60000 ლარს, ხოლო უძრავი ქონება საკადასტრო კოდით N2----------- - 568 054 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2011 წლის 01 თებერვლის ხელშეკრულება ქონების ურთიერთგაცვლის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 102-105)
- საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ტ.1, ს.ფ. 107)
- 2011 წლის 01 თებერვლის ბრძანება N1----- უძრავი ქონების გაცვლის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 106)
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ტ.1, 107-113)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.11. მოსარჩელეთა მიერ დაწყებული იქნა დავა 2012 წელს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც მხარე მოითხოვდა 2006 წელს 15 დეკემბერს გ----------------სა და სახელმწიფოს, ასევე დ--–- ქ----–--ეს, მ---- ქ------–--ეს და სახელმწიფოს შორის დადებული წილის უსასყიდლოდ გადაცემის გარიგებების ბათილად ცნობასა და განკარგული წილების დაბრუნებას გ---------------ის, დ--–- ქ----–--ისა და მ---- ქ------–--ის საკუთრებაში.
იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ს----ოს’’ რეგისტრაცია იყო გაუქმებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის განჩინების საფუძველზე, დაკორექტირდა მოთხოვნა და მხარის მიერ მოთხოვნილი იქნა სახელმწიფოს მიერ მიტაცებული წილების ღირებულების დაბრუნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება (ტ.1, ს.ფ. 114-115)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.12. დავის პროცესში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასდა უძრავი ნივთების (ს/კ 2-----------, 2-----------, 2-----------, 2----------- და 2-----------) საბაზრო ღირებულება და განისაზღვრა, თუ რას შეადგენდა მათი ღირებულება 2006 წლის დეკემბრის მდგომარეობით და რას შეადგენდა მათი ღირებულება ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის 2014 წლის 31 მარტის მდგომარეობით.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, N2----------- კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული ნაგებობის საერთო საბაზრო ღირებულება 2006 წლის დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა 55 625 აშშ დოლარს.
2----------- კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ღირებულება 2006 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით შეადგენდა 8 000 აშშ დოლარს.
2----------- კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ღირებულება 2006 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით შეადგენდა 106 434 აშშ დოლარს.
2----------- კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ღირებულება 2006 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით შეადგენდა 28 000 აშშ დოლარს.
2----------- კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული ნაგებობის საბაზრო ღირებულება 2006 წლის დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა 244 157 აშშ დოლარს.
2----------- კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული ნაგებობების საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის განისაზღვრა 596 726 აშშ დოლარით.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასებული იქნა ასევე მიწის ნაკვეთის, კოდით 2----------- ღირებულება და დასკვნით განისაზღვრა, რომ ნაკვეთის ღირებულება 2006 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით შეადგენდა 372 000 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნები (ტ.1, ს.ფ. 116-133)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.13. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის N1--- ბრძანების შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განისაზღვრა სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულება, კერძოდ: შემდეგი უძრავი ქონებებისთვის - ს/კ N2----------- - 20 800 ლარი, ს/კ N2----------- – 29 900 ლარი, ს/კ N2----------- – 20 500 ლარი, ს/კ N 2----------- – 4000 ლარი, ს/კ N2----------- – 4000 ლარი, ს/კ N2----------- – 4000 ლარი. ამასთან, 2009 წლის დეკემბრის მდგომარეობით შპს „საჩიმოს“ საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებაზე შენობა-ნაგებობა არ ფიქსირდება, ხოლო 2006 წლის 15 დეკემბრისთვის შპს „ს----ოს“ ქონების მიმართ გამოყენებული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა (ძირითადი თანხა 6800 ლარი, საუბარი - 600 ლარი, ზედმეტი - 1300 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- . საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის N1--- ბრძანება (ტ.2, ს.ფ. 18-19)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბერის გადაწყვეტილებით გ---------------ის, დ--–- ქ----–--ისა და მ---- ქ------–--ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრის დაკმაყოფილდა, კერძოდ, დაკმაყოფილდა 2006 წლის 15 დეკემბრის წილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულებების ბათილობისა და წილის ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გ----------------სთან, დ--–- ქ----–--ესთან და მ---- ქ------–--ესთან გაფორმებული 2006 წლის 15 დეკემბრის წილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულებები, ასევე სამინისტროს გ---------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 49 2010 ლარის გადახდა, დ--–- ქ----–--ის სასარგებლოდ - 7980 ლარისა და მ---- ქ------–--ის სასარგებლოდ - 9310 ლარის გადახდა. ამასთან, უძრავი ქონების მდებარე ო----------ის რაიონის სოფელი შრომა, საკადასტრო კოდით N2----------- თანამესაკუთრეებად ცნობილი იქნენ გ----------------, მითითებული ქონების 74%-ის ნაწილზე, დ--–- ქ----–--ე - 12%-ის ნაწილზე და მ---- ქ------–--ე - 14%-ის ნაწილზე.
ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სსიპ ს-–----------------------------ოს 2010 წლის 12 აპრილის ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე სს „ს------------- ს------სა“ და სამინისტროს შორის გაფორმებული 2011 წლის პირველი თებერვლის ხელშეკრულება, სადავო უძრავი ქონების მდებარე ო----------ი, დ----------ი ს/კ N2----------- მესაკუთრედ ცნობის ნაწილში და ზიანის სახით 330 549 ლარის დაკისრების ნაწილში.
ამჟამად აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია საკასაციო წესით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნები (ტ.1, ს.ფ. 116-133)
- 2017 წლის 30 იანვრის წერილი (ტ.1, ს.ფ. 182)
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“
7. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
როგორც წინამდებარე ნორმის დანაწესიდან ირკვევა, უსაფუძვლო გამდიდრების წესების გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობა გარიგების ბათილობაა, რომლის დადგენაც მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა.
მოცემულ საქმეში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ფულადი თანხა იქიდან გამომდინარე, რომ ვერ იქნა სრულად უზრუნველყოფილი 2006 წლის დეკემბრის თვეში ბათილი ხელშეკრულებების საფუძველზე სახელმწიფოსთვის გადაცემული მიწის ნაკვეთების ნატურით დაბრუნება, შემდგომში ამ უძრავი ქონებების კეთილსინდისიერი შემძენის არსებობის გამო. შესაბამისად, მოსარჩელე უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე მოითხოვს ხსენებული მიწის ნაკვეთების ღირებულების ანაზღაურებას.
აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს 979-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც, თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ხოლო ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.
გარდა ამისა, სსკ-ის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია კონდიქციური ვალდებულებების მომწესრიგებელ ნორმათა საფუძველზე.
როგორც აღინიშნა, იმისათვის, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები იქნეს გამოყენებული კონკრეტული საკითხის მოწესრიგებისას, ადგილი უნდა ჰქონდეს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას, რომლის ერთ-ერთ საფუძველსაც ბათილი გარიგება წარმოადგენს.
სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების სამართლიანი და ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.
პრეიუდიციული ფაქტების შესახებ ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: „თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოების შინაარსს“ (იხ. საქმე №ას-824-790-2016).
მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა დაედასტურებინა სასამართლოსთვის, რომ გარიგებები, რომელთა საფუძველზეც 2006 წლის 15 დეკემბერს უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს უძრავი ქონებები, რომ არის ბათილი. აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. იმისათვის, რომ მოცემული გადაწყვეტილება სასამართლოს პრეიუდიციულად მიეღო მხედველობაში, აუცილებელი იყო შესაბამისი წერილობითი დოკუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, რაც მოცემულ შემთხვევაში არ წარმოდგენილა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს რამდენიმე შემთხვევას, როდესაც გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია და ამდენად, ამ გადაწყვეტილებით დადგენილი გარემობები სსსკ-ის 106-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენს პრეიუდიციას, რომლის მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლებულები არიან მხარეები. კერძოდ, ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში: ა) გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება; ბ) სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული; გ) სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა; დ) თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე.
ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული – საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში ასევე შედის, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე.
მესამე ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), იგი კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.
ამგვარად, როდესაც მხარე ეყრდნობა სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და სასამართლოსგან მოითხოვს პრეიუდუციულად მის გაზიარებას, აუცილებლად უნდა იქნეს წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება იმისა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ასეთ მტკიცებულებად კი ვერ იქნება მიჩნეული მხოლოდ მხარეთა ახსნა-განმარტება, თუნდაც ორივე მხარე თანხმდებოდეს, რომ სასამართლომ კონკრეტული საკითხი გადაწყვიტა და შესაბამისი გარემოება დადასტურებულადაც მიიჩნიათ ან ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
მოცემულ შემთხვევაში, იმისათვის, რომ საქმეში არსებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემობებები პრეიუდიციულად მივიჩნიოთ, საქმეში მხარეთა (მტკიცების ტვირთიდან გამომდინარე, მოსარჩელის) მიერ წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო:
1) სათანადო წესით დამოწმებული გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება არის კანონიერ ძალაში შესული.
2) გადაწყვეტილება (განჩინება), რომლის თანახმადაც, გასაჩივრებული საქმის საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ არის გაუქმებული.
განსახილველ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი ზემოთ ხსენებული მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ 2015 წლის 12 ნოემბრის N2ბ/380-15 გადაწყვეტილება (ტ. 1, ს/ფ 134-157) კანონიერ ძალაშია შესული, რის გამოც, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას პრეიუდიციულ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნიოს 2016 წლის 15 დეკემბრის უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულებები არის ბათილი. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, შეუძლებელია მოცემულ საქმეში ვიმსჯელოთ უსაფუძვლო გამდიდრების წესებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს უშუალოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ უზენაესი სასამართლოში დაწერილ 2018 წლის 12 თებერვლით დათარიღებულ განცხადებაზე (ტ. 2, ს/ფ 157), სადაც აღნიშნულია, რომ საკასაციო სასამართლომ 2017 წლის 06 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შეუძლებელია ვისმჯელოთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების პრეიუდიციაზე, მაშინ, როცა არსებობს ამავე საქმეზე საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილება და თან, ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ არის გაუქმებული ქვემდგომი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
აქვე უნდა აღინიშნოს მოსარჩელის მიერ უზენაეს სასამართლოში დაწერილი 2017 წლის 06 სექტემბრით დათარიღებული კიდევ ერთი განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. ამის მიუხედავად, მოსარჩელე მხარეს არც სარეზოლუციო ნაწილი არ აქვს წარმოდგენილი და არც უარი ამ დოკუმენტის გაცემაზე, ასეთი არსებობის შემთხვევაში.
ამგვარად, სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ სსსკ-ის 264-ე მუხლში მითითებულია სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე, რაიმე სხვა სახის მტკიცებულებით ამ გარემოების დადასტურება დაუშვებელია.
გარდა ამისა, რომც ყოფილიყო უდავო გარემოებად მიჩნეული 2006 წლის 15 დეკემბრის გარიგებების ბათილობის ფაქტი, მოცემული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მაინც ვერ მოხდებოდა ერთი მიზეზის გამო: არ არის უტყუარად დადასტურებული იმ თანხის ოდენობა, რომლითაც შესაძლოა უსაფუძვლოდ გამდიდრებულიყო სახელმწიფო.
უპირველეს ყოვლისა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს „ს----ოს“ წილების ნომინალური ღირებულება 66 500 ლარის ოდენობით მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ გადახდა დაეკისრა სახელმწიფოს. ამჟამად მოსარჩელე ითხოვს ამ იურიდიული პირის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ღირებულების ანაზღაურებას სახელმწიფოსგან. თუმცა, იმისათვის, რომ მომხდარიყო ფაქტობრივად მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა, აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო შესაბამისი ექსპერტიზა და გამიჯნულიყო რა საბაზრო ღირებულების იყო თავად წილი და იყო თუ არა ამ თანხაში გათვალისწინებული ამავე იურიდიული პირის კუთვნილი მიწის ნაკვეთების ღირებულებებიც, როგორც საწარმოს აქტივი, ხოლო ასეთი არსებობის შემთხვევაში რა ნაწილში და რა ოდენობით. აღნიშნულის მტკიცების ტვირთი სწორედ მოსარჩელის მხარეს იყო, რომელმაც ვერ დაადასტურა ზიანის ოდენობა.
სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 2004 წლის 17 აგვისტოს ოქმზე, სადაც მითითებულია, რომ სწორედ სადავო მიწის ნაკვეთების (და არა ფულადი თანხების) კაპიტალში შეტანის შედეგად მოხდა საწესდებო კაპიტალის გაზრდა 64 000 ლარით და საბოლოოდ შეადგინა 66 500 ლარი. ამავე ოქმით განისაზღვრა პარტნიორთა ვინაობა და მათი წილობრივი მონაცემები. აღნიშნულს თუ შევაჯერებთ თბილისის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებასთან, სწორედ აღნიშნული საწესდებო კაპიტალის საფუძველზე მოსარჩელეთა წილების შესაბამისად დააკმაყოფილა სასამართლომ მოთხოვნები და სამინისტროს მოსარჩელეთა სასასრგებლოდ დააკისრა ჯამურად 66 500 ლარის ანაზღაურება (წილების პროპორციულად). ამდენად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს თავისი გადაწყვეტილებთ მიიჩნია, რომ შპს „ს----ოს“ წილები მოსარჩელეთა ნების გარეშე გავიდა მათი საკუთრებიდან, სწორედ ამიტომ გააბათილა ხელშეკრულებები და სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ საწესდებო კაპიტალის სრული ღირებულების ანაზღაურება დააკისრა.
საწესდებო კაპიტალი არის კანონით განმტკიცებული და საზოგადოების წესდებით განსაზღვრული ქონება, რომელიც აუცილებელია კაპიტალური ტიპის საწარმოს დაფუძნებისათვის და რომლის შეტანის ვალდებულებასაც პარტნიორები (აქციონერები) წესდებით კისრულობენ. საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული საწესდებო კაპიტალის ოდენობა.
საწესდებო კაპიტალი არ არის საზოგადოების ქონების იდენტური ცნება. საწესდებო კაპიტალი არის წესდებაში მყარად განსაზღვრული ფულადი თანხა.
საზოგადოების ქონება (ეკონომიკური გაგებით – ,,საზოგადოების კაპიტალი”) კი არის საზოგადოების საკუთრებაში არსებული ყველა ობიექტის ერთობლიობა. მათ განეკუთვნება ფული, მანქანა-დანადგარები, მიწის ნაკვეთები და ა.შ. საწესდებო კაპიტალისაგან განსხვავებით, საზოგადოების ქონება არ არის ფიქსირებული თანხა, იგი საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად იცვლება და მერყეობს. საზოგადოების ქონება შეიძლება იყოს საწესდებო კაპიტალზე მეტი ან ნაკლები.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული წილების შესაბამისი საწესდებო კაპიტალის ღირებულების დაბრუნება, გარკვეულწილად უნდა მივიჩნიოთ, რომ სწორედ ამ თანხით „განხორციელდა“ მოსარჩელეთაგან მათი წილების „გამოსყიდვა“ სასამართლოს მეშვეობით. იმის გათვალისწინებით, რომ ვერ მოხდა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით წილების პროპორციულად განსაზღვრა საწესდებო კაპიტალის შესაბამისი თანხების სამინისტროზე დაკისრება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო 2 გარემოებაზე გაამახვილებს ყურადღება, 1 - ამჟამად გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული ბათილობის ნაწილში და შესაბამისად, სასამართლოსთვის უცნობია საბოლოო შედეგი და 2 - თუკი ჩავთვლით, რომ ბათილ გარიგებას ჰქონდა ადგილი და ამასთან, ვერ ხდება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და მოსარჩელეებს ვერ უბრუნდებათ საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთებზე, შესაბამისად, დღის წესრიგში ზიანის ანაზღაურების საკითხი დგება. ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უკვე აქვს ნასჯელი ზიანთან დაკავშირებით იმგვარად, რომ მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ საწესდებო კაპიტალით განსაზღვრული ფულადი თანხების გადახდა დაეკისრა მოსარჩელეთა წილების პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ უძრავი ქონებების კაპიტალში შეტანით გაიზარდა მოსარჩელეების, როგორც პარტნიორების წილობრივი მონაცემები, წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო წილობრივ მონაცემებს თავდაპირველი კაპიტალიდან - 2500 ლარიდან დაინგარიშებდა. მართლია მოსარჩელეებს უშუალოდ მიწის ნაკვეთები არ დაუბრუნდათ, თუმცა მათ გავლენა იქონიეს წილის ღირებულებაზე. შესაბამისად, სწორედ გაზრდილი ოდენობიდან მოხდა წილების დაანგარიშება და თანხების მოპასუხეზე დაკისრება. იმის გათლისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სამინისტრო მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა, აღნიშნული ზიანის ანაზრაურებადაც კი უნდა მივიჩნიოთ, რაც სახელმწიფომ (ასეთის არსებობის შემთხვევაში, რადგან ამჟამად ბათილობის ნაწილში გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული) მიაყენა მოსარჩელეებს.
გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).
7.2. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა არის ხანდაზმული, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
იმის გათვალისწინებით, რომ საწესდებო კაპიტალი და საზოგადოების კაპიტალი სხვადასხვა ცნებებია და მათი მოთხოვნა შესაძლებელია დღის წესრიგში დადგეს როგორც ერთად, ასევე ცალკ-ცალკე, შესაბამისად, მოსარჩელეებს, მას შემდეგ რაც მათთვის ცნობილი იყო, რომ სახელმწიფომ უსასყიდლოდ „ჩამოართვა“ ქონებები, დაეწყოთ დავა აღნიშნულზე. შესაბამისად, მოსარჩელეებისთვის მათი უფლებების დარღვევის თაობაზე უნდა სცოდნოდათ ჯერ კიდევ 2006 წლის 15 დეკემბერს განხორციელებული სახელმწიფოსადმი ქონების გადაცემის მომდევნო დღიდანვე, რადგან, როგორც თავად მოსარჩელეები უთითებენ, ასეთი გადაცემა არ შეესაბამებოდა მათ რეალურ ნებას. შესაბამისად, 2006 წლის 16 დეკემბრიდან დაიწყო კანონით განსაზღვრული 3 წლიანი ვადის ათვლა, რომელიც ამოიწურა 2009 წლის 16 დეკემბერს.
უფრო მეტიც, თუკი გადავალთ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრულ ხანდაზმულობის ვადებზე, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს (პირველი პუნქტი). ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც (მესამე პუნქტი).
უძრავ ქონებასთან დაკავშირებით არსებულ დავებზე ვრცელდება 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა და ასეთ შემთხვევაშიც კი სარჩელი ასევე ხანდაზმულია 2012 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით.
სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელზეც უთითებს თავად მოსარჩელე მხარე. მითითებული კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს.
ამდენად, სპეციალური კანონის მიერ დადგენილი უფრო ნაკლები ვადაც კი გასულია სარჩელის შემოტანის მომენტისათვის.
რაც შეეხება იმ საკითხს, რომ მოცემულ საქმეზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სარჩელის წარმოდგენის დროს და ახსნა-განმარტების დროს უთითებს სხვადასხვა საფუძველს მისი სარჩელის დაკმაყოფილებისთვის. ფაქტია, რომ თუკი სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდება კაპიტალს და მის ღირებულებას, სასამართლოს მიერ გამოყენებული უნდა იქნეს სპეციალური კანონი. მოსარჩელე თავის დასაბუთებაში სწორედ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-9 ნაწილს უთითებს.
აღნიშნული კანონის 14-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმებიდან 3 თვის განმავლობაში აღმოჩნდება, რომ ლიკვიდაციისას არ იქნა დაკმაყოფილებული საწარმოს კრედიტორთა ნაწილი, მათი დაკმაყოფილება მოხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დეპონირებული თანხებიდან ან ქონებიდან. აღნიშნული 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დეპონირებული თანხები ან ქონება ნაწილდება პარტნიორებს შორის მათი წილის პროპორციულად, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნაა სწორედ ლიკვიდაციის დროს როგორც განაწილდებოდა იურიდიული პირის ქონება, იგივე წესით მომხდარიყო პარტნიორებს შორის ქონების განაწილება, სწორედ უძრავი ქონებების ღირებულებების გათვალისწინებით.
ამდენად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია სპეციალური ვადა, რაც შეადგენს 5 წელს. შესაბამისად, როგორც ზოგადი, რომელიც დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან და არის 6 წელი, ასევე სპეციალური კანონით განსაზღვრული 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა სარჩელის შემოტანის დროისთვის დიდი ხნის ამოწურული იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლზე.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილ მტკიცებულებებით შეფასებულია მხოლოდ სადავო მიწის ნაკვეთების ღირებულება 2006 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ისინი წარმოადგენდნენ იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ქონებას, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, უნდა დაანგარიშებულიყო ყველა ის აქტივი და პასივი, რაც 2006 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით ჰქონდა შპს „ს----ოს“, ასევე მას უნდა გამოაკლდეს მითითებული მიწის ნაკვეთების გაუმჯობესებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები, ამავე ღირებულებიდან გასტუმრებული უნდა იყოს ყველა ის მოვალე, რომელიც შესაძლებელია ყოფილიყო მითითებული პერიოდისთვის და მხოლოს ამ ყველაფრის შემდეგ არის შესაძლებელი, რომ დარჩენილი აქტივების განაწილება მოხდეს მეწილეებს შორის სწორედ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესიდან გამომდინარე.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზოგადად ზიანზე მხოლოდ იმიტომ უთითებს მოსარჩელე მხარე, რომ მის მიერ წარმოდგენილი სარჩელი ვადაში შემოტანილად ჩაითვალოს, თუმცა მის მიერ ახსნა-განმარტების დროს თუ თავად სარჩელის წარმოდგენისას, მართალია არაპირდაპის, თუმცა უთითებს იმაზე, რომ მოსარჩელეებს, როგორც იურიდიული პირების პარტნიორებს, გარდა საწესდებო კაპიტალის ანაზღაურებისა, უფლება ჰქონდათ უკვე ნაშთად დაფიქსირებული აქტივის წილების შესაბამისად განაწილება, რაც ამჟამად არის მოსარჩელის მოთხოვნის რეალური საფუძველი, მიუხედავად მოსარჩელის წარმომადგენლის რამდენიმე და არაერთგვაროვანი სამართლებრივი საფუძვლის მითითებისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ამასთან ხანდაზმული და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეების მიერ 2016 წლის 15 დეკემბერს გადახდილი 3000, 3000 და 3000 ლარი, სულ 9000 ლარი (ტ.1, ს.ფ. 160-163) უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელეების გ---------------ის, დ--–- ქ----–--ისა და მ---- ქ------–--ის სარჩელი მოპასუხე ს----------–-----------------------------------------------------------ოს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელეთა მიერ 2016 წლის 15 დეკემბერს გადახდილი სულ 9000 ლარი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდ: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მდ: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე