განაჩენი

სისხლის სამართლის 09.12.2019
საქმის ნომერი
080100119003030435
დავის ტიპი
151 , 126 2 ე
თარიღი
09.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119003030435

საქმე №1/462-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

09.12.2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯოხაძე

სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი: გუ------------–--ე;

 

დაცვის მხარე

ადვოკატი: მა------------------ე;

 

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე

№0-----------

 

ბრალდებული: ბუ-----ი სი----ე

მამის სახელი: ტუ---

დაბადების თარიღი: 0---------წ.

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე (პირობით მსჯავრდებული)

რეგისტრირებული: ქ. ქუ-----ი, შო---------------–ის ქუჩა, მე-1----------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუ-----ი, დ. მი---–---------–-ს ქუჩა, მე-3 შესახვევი №-.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

ოჯახის წევრი მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, არაერთგზის.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდები არსი

2019 წლის 07 მაისს, დღის საათებში, ქუ-----ში, დ. მი---–---------–-ს ქუჩა, მე-3 შესახვევი №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენით ოჯახის წევრის მიმართ გამხორციელებული მუქარისათვის ნასამართლევი ბუ-----ი სი----ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - ჟუ–---ა სუ-–-------ეს. ბუ-----ი სი----ეს ქმედების შედეგად ჟუ–---ა სუ-–-------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის წევრი მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, არაერთგზის.

 

3. წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დასაკითხად წარმოდგენილი იქნა დაზარალებული ჟუ–---ა სუ-–-------ე, რომელმაც გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (შვილის) წინააღმდეგ.

 

4. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ბუ-----ი სი----ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე.

 

ამავე მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის მე-49 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულს სასამართლოსთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია - მან კანონიერი საფუძვლით განაცხადა უარი ჩვენების მიცემაზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა პირდაპირ მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ბუ-----ი სი----ეს მხრიდან ჟუ–---ა სუ-–-------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს.

 

ბრალდების მხარის მიერ გამოსაკვლევ მტკიცებულებათა ნუსხაში დასახელებული არც ერთი მოწმე, არ არიან შემთხვევის ფაქტის (სიცოცხლის მოსპობის მუქარის) თვითმხილველები და მათ მიერ გადმოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. მოწმის (დაზარალებულის) მიერ მესამე პირებისათვის ან გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებულ ინფორმაციას, თუკი მათ დადასტურება ვერ ჰპოვეს საქმის სასამართლო განხილვისას სასამართლო მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს. ასევე, არც წერილობითი მტკიცებულებები: დანაშაულის შესახებ შეტყობინება, შემაკავებელი ორდერის მასალები არ იძლევიან უტყუარ ინფორმაციას ბრალად შერაცხული ქმედების რეალურად არსებობის შესახებ, არამედ შეიცავენ მხოლოდ დაზარალებულისაგან მოწოდებულ ინფორმაციას მასზე სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტის შესახებ, რაც სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენს ირიბ ჩვენებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’ აღნიშნავს: ,,ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით’’.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რადგან სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ქმედების დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ მსხვერპლს ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ იარსებებს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის განაჩენზე (საქმე №141აპ.-16) სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ ... სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობა შეიცავს მუხლებს, რომლით დაკვალიფიცირებისას განმსაზღვრელია დაზარალებულის სუბიექტური აღქმა მის მიმართ განხორციელებული ქმედებისადმი. მაგალითად, მუქარის დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი) დასადგენად დაზარალებულმა მუქარის განხორციელება რეალურად უნდა აღიქვას. ...“

 

სასამართლო განმარტავს, რომ შიში (ამ შემთხვევაში მუქარის განხორციელების), სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია მან აღიქვა თუ არა მუქარა რეალურად და განიცადა თუ არა შიში. ყველა სხვა პირის განმარტება კი, არის მხოლოდ ვარაუდი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა საფუძველს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჩამოყალიბებული დასკვნისათვის, რომ ინკრიმინირებული დანაშაული - სიცოცხლის მოსპობის მუქარა სწორედ ბუ-----ი სი----ემ ჩაიდინა. მხოლოდ ეჭვი, სათანადო მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

5. სამართლებრივი შეფასება

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბუ-----ი სი----ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

6. სასამართლომ დაადგინა

 

2019 წლის 07 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქუ-----ში, დ. მი---–---------–-ს ქუჩა, მე-3 შესახვევი №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენით ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ბუ-----ი სი----ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ჟუ–---ა სუ-–-------ეს. კერძოდ, აგინებდა რა მას, რამდენჯერმე ფიცარი დაარტყა ზურგისა და თავის არეში. ბუ-----ი სი----ეს ქმედებების შედეგად ჟუ–---ა სუ-–-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

7. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

8. წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ბუ-----ი სი----ეს მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ზვ-------–---–---–--ლმა (ინსპექტორ- გამომძიებელი) განმარტა, რომ - ის ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე------ განყოფილებაში მუშაობს უბნის უფროსი-ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. სამსახურში ყოფნისას ეცნობა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, შეტყობინების ინიციატორი განმარტავდა, რომ მისი შვილი სცემდა, რასთან დაკავშირებითაც შემთხვევის ადგილზე გავიდნენ ქუ-----ში მი---–-----------–-ს ქუჩა მე-3 შესახვევი №--ში. მათი მისვლისას ჭიშკართან მათ დახვდათ ბუ-----ი სი----ე, რომელიც მოძრაობდა და იგინებოდა დედამისის ჟუ–---ა სუ-–-------ის მისამართით. აღნიშნულიდან გამომდინარე ზვიადი მეშვილდიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბუ-----ი დაეკავებინა. დაკავების ოქმი ადგილზე შედგა, რა დროსაც ბრალდებულს განუმარტეს მისი უფლებები, ბრალდებულს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, რის შემდეგაც ის მისივე ნებით ჩასვეს ავტომობილში. დაკავებისას მეზობლის ეზოდან გამოჩნდა დაზარალებული ჟუ–---ა სუ-–-------ე, ის ემოციურად ძალიან გაცხარებული იყო, მან აუხსნა თუ რა მოხდა, განმარტა, რომ მისმა შვილმა ფიცარი ჩაარტყა თავში, ითხოვდა დახმარებას და ასევე ბუ-----ი სი----ეს დაკავებას. ბრალდებულმა დაკავების ოქმზე ხელი არ მოაწერა, რის გამოც ზვ-------–---–---–--ლმა გააკეთა შენიშვნა მასზე. ზვ-------–---–---–--ლმა განმარტა, რომ ჟუ–---ა სუ-–-------ეს თავზე ეტყობოდა სისხლი, თუმცა არ ახსოვს ზუსტად რა ადგილიდან მოდიოდა. ბრალდებული იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, საუბრისას ალკოჰოლის სუნი ამოდიოდა პირიდან. ბრალდებულის დაკავება მოხდა მისი საცხოვრებელი სახის ეზოს გარეთ და დაკავებისას ის მარტო იმყოფებოდა. (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ბე------------ემ (ინსპექტორ- გამომძიებელი) განმარტა, რომ - მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანმდებობაზე. 2019 წლის 7 მაისს თავად ბე------------ე და ზვ-------–---–---–--ლი იყვნენ გამოძახების ჯგუფში, ისინი ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. ადგილზე მისვლისას მათ ქუჩაში დახვდათ ბრალდებული ბუ-----ი სი----ე, რომელსაც მოწმე ადრეც იცნობდა, რადგანაც მას მანამდეც ჰქონდა ჩადენილი აღნიშნული სახის დანაშაული. ბუ-----ი სი----ე შეაჩერეს, ის აფექტში იყო და იგინებოდა, დედის მისამართით. ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ის დაკავებული იქნა და გადაყვანილ იქნა ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე------ განყოფილებაში. დაკავებისას შედგა შესაბამისი ოქმი და ბრალდებულს განემარტა მისი უფლებები. რაიმე წინააღმდეგობას ადგილი არ ქონია. დაკავების ოქმს ბუ-----ი სი----ემ ხელი არ მოაწერა. ის დედას ლანძღავდა, აგინებდა, იძახდა დამღუპეს, დამაქციესო, მათი გულისთვის ორჯერ წავედი ციხეშიო, მეორედ მიჭერსო. ბრალდებული ჟუ–---ა სუ-–-------ეს არ ხედავდა, თუმცა იგინებოდა მისი მისამართით, ხოლო შემდეგ როდესაც პოლიციელები მივიდნენ მასთან დაწყნარდა. ბე------------ე დაეთანხმა მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას. (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ოთ--------–--ემ (ინსპექტორ- გამომძიებელი) განმარტა, რომ - ის პოლიციის განყოფილებაში მუშაობს უბნის-ინსპექტორ გამომძიებლად, სადაც ბრალდებული ცხოვრობს. მის მიერ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი, მოძალადე ბუ-----ი სი----ეს მიმართ, მსხვერპლი დედა ჟუ–---ა სუ-–-------ე. შემაკავებელი ორდერის საფუძველზეც ბუ-----ი სი----ეს 30 დღით აეკრძალა დაზარალებულთან მიახლოება და ყველანაირი სახის კონტაქტი. მსხვერპლი, განმარტავდა, რომ მისი შვილი ემუქრებოდა, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდა, ფიცარიც კი დაარტყა მას (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გი-----–---–მა განმარტა, (ინსპექტორ- გამომძიებელი) რომ - ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე------ განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2019 წლის 07 მაისს მოწმე იმყოფებოდა სამსახურში ასრულებდა მის სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც პოლიციის მე------ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ბუ-----ი სი----ეს მიერ დედამისზე ძალადობის ფაქტის განხორციელების შესახებ. მის მიერ გამოკითხული იქნა ჟუ–---ა სუ-–-------ე, რომელმაც განმარტა, რომ მისი შვილი დილით იყო ნასვამ მდგომარეობაში აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რეალურად და სიტუაციის განმუხტვის მიზნით გადავიდა იქვე მცხოვრებ მეზობელთან ჩი----------ესთან. როცა მისი შვილი დაწყნარდებოდა და მერე დაბრუნდებოდა სახლში. მეზობელმა დაზარალებული მარტო არ გაუშვა და თავადაც გაყვა, როდესაც შევიდნენ ეზოში ჟუ–---ა სუ-–-------ის განმარტებით ბუ-----ი სი----ე გახდა აგრესიული აიღო ეზოში იქვე კიბესთან არსებული ფიცრის ნაჭერი და ორჯერ ზურგში და თავის არეში დაარტყა. გი-----–---–ი ექპერტ-კრიმინალისტებთან ერთად წავიდა შემთხვევის ადგილზე. დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ჟუ–---ა სუ-–-------ის მითითებით ამოიღეს ფიცრის ნაჭერი. ფიცრის ნაჭრის დალუქვა მოხდა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ. აღნიშნულის შემდგემ მის მიერ მოხდა სასამართლო სამედიცინო ექპერტიზის დანიშვნა ჟუ–---ა სუ-–-------ისათვის. რადგან მას მარცხენა ხელის არეში აღენიშნებოდა ჩალურჯება. ასევე, მის მიერ გამოკითხული იქნა მეზობელი თა---------------ე. გაკეთებული იქნა მიმართვები ფსიქიატრიულში, პრობაციაში და სოციალურ სამსახურში. ის თავად ფაქტის მხილველი არ არის (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს და----------–-–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ - მუშაობს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე------ განყოფილების დეტექტივის თანაშემწის გამომძიებლის თანამდებობაზე. პოლიციის მე------ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება 2019 წლის 07 მაისს ბუ-----ი სი----ეს მიერ ჟუ–---ა სუ-–-------ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ დანიშნული იქნა ალკოჰოლური თრობის შემოწმების ექპერტიზა ბუ-----ი სი----ეს მიმართ, მიღებული იქნა დასკვნა საშუალო ხარისხის სიმთვრალის შესახებ. მოწმემ შეატყობინა ბუ-----ი სი----ნის დაკავების შესახებ მის მამას ტუ--- სი----ეს. განუმარტა დაკავებულს შესაბამისი უფლებები. ბრალდებულს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებებში. ბრალდებული გამოკითხულ იქნა და გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება. მის მიერ გაცვლილი იქნა მხარესთან შესაბამისი მტკიცებულებები, ჟუ–---ა სუ-–-------ეს გააცნო დადგენილება დაზარალებულად ცნობის თაობაზე და განუმარტა უფლება-მოვალეობები, გამოთხოვილი იქნა 112-ის საოპერატოროდან აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მოხდა პოლიციის გამოძახება აღნიშნულ მისამართზე. დათვალიერებულ იქნა აუდიო ჩანაწერი და ასევე CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილი იყო შემთხვევის ადგილზე დათვალიერების დროს გადაღებული ფოტო მასალა. ასევე გამოკითხული იქნენ ზვ-------–---–---–--ლი და ბე------------ე, აგრეთვე პატრულ-ინსპექტორი ილ------–-------ე. ის უშუალოდ ფაქტის თვითმხილველი არ არის. (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დე-------------ემ (გამომძიებელი) განმარტა, რომ - მუშაობს ქუ-----ი საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე------ განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მას აღნიშნულ საქმეში მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, დეტექტივ-გამომძიებელ გი-----–---–თან ერთად და მოწმის სახით ჰყავს გამოკითხული ჩი----------ე, რომელიც შემსწრე იყო უშუალოდ ფაქტის. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ჟუ–---ა სუ-–-------ემ მიუთითა სახლის ასასვლელ კიბეებთან დაგდებულ ხის ჯოხის ნაჭერზე და განაცხადა, რომ სწორედ ამ ჯოხით მიაყენა მისმა შვილმა ფიზიკური შეურაცყოფა. დე-------------ეს რამდენადაც ახსოვს დაზარალებულს მარცხენა მკლავზე აღენიშნებოდა სილურჯე. (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს თა---------------ემ განმარტა, რომ - ბუ-----ი სი----ე არის მისი ნათესავი, კერძოდ მისი მეუღლის ნათესავი. აგრეთვე ისინი არიან მეზობლები. დაზარალებული - ჟუ–---ა სუ-–-------ე არის მისი მეზობელი და ცხოვრობს მის პირდაპირ, წინ დაახლოებით 10 მეტრში. ჟუ–---ა ცხოვრობს მეუღლესთან, შვილიშვილთან და რძალთან ერთად. ბრალდებული ბუ-----ი სი----ე ცხოვრობს ჟუ–---ას ოჯახში. 2019 წლის 7 მაისს რომ გამოდიოდა ჭიშკრიდან დაინახა, რომ ჟუ–---ა ბებია იყო ჭიშკართან, ძირს იჯდა, რის გამოც ჰკითხა მას ცუდად ხომ არ იყო და შეიყვანა მასთან სახლში. დაზარალებული მართლაც ცუდად იყო და ამიტომ ის წამოაწვინა და დაეხმარა. თავი მტკივაო იძახდა დაზარალებულის თქმით დაზიანება მიაყენა მისმა შვილმა თავსი არეში, სადაც ყინული დაადო. თავად მომხდარ ფაქტს არ შესწრებია. (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ჩი----------ემ განმარტა, რომ - არის ბუ-----ი სი----ეს მეზობელი, აგრეთვე ისინი არიან ნათლია - მირონები. 2019 წლის 7 მაისს ბუ-----ი სი----ეს დედა ჟუ–---ა სუ-–-------ე იყო მისული მასთან, რა დროსაც ის დაწოლილი იყო, რადგანაც ავად იყო. ჟუ–---ა მას შეეხვეწა, რომ გადასულიყო მასთან და ცოტა ხანი გაჩერებულიყო, რადგანაც ბუ-----ი იყო ნასვამი. როდესაც ჩი----------ე გადავიდა ჟუ–---ას სახლში, ბუ-----ი სი----ე დაწოლილი იყო, მერე გამოვიდა ბუ-----ი სი----ე და იკითხა თუ სად იყო დედამისი. როდესაც ჟუ–---ა ქვევიდან, კიბეებზე ამოდიოდა, ბუ-----ი სი----ემ დაუწყო ლაპარაკი და ყვირილი ეუბნებოდა შენ არ ხარ დედა, რატომ დამიჭირეო. ჩი----------ისათვის უცნობია, თუ როდის ჰქონდა ამ ფაქტს ადგილი, რადგანაც რეანიმაციაში იწვა. ბუ-----ი ჩავარდა ძირს, ამოიტანა ფიცარი და ესროლა დაზარალებულს. როდესაც ჟუ–---ა დავარდა, მან ყვირილი დაიწყო მიშველეთ სასწრაფოო და გადავიდა წინა მეზობელთან რადგან სასწრაფოსათვის დაეძახა, როდესაც მოიხედა და ჭიშკარი გააღო, ჟუ–---ა ღობესთან იყო დამჯდარი. შემდეგ თა---------------ემ წაიყვანა მის სახლში, რომ მოევლო. მოწმეს არ ახსოვს ბუ-----ი სი----ე ემუქრებოდა თუ არა დედამისს მოკვლით, ჟუ–---ა სუ-–-------ე ძალიან შეშინებული იყო (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ბრალდებულმა ბუ-----ი სი----ემ განმარტა, რომ - გიორგობის მეორე დღე იყო, სახლში მივიდა და ხელში ეკავა ლიტრიანი ბოთლით ღვინო, დედამისმა უწოდა სიტყვა ,,საზიზღაროო’’ და დაიწყო წყევლა, რაზეც ბრალდებულმა უპასუხა, რომ უხერხული იყო, ახლახან გამოვიდა ციხიდან და თავს ნუ ჭრიდა, რის შემდეგაც ჟუ–---ა სუ-–-------ემ ფეხებზე დააფურთხა მას, ფანჯარაზე იდო ხის სახაზავი და ეს ესროლა ბრალდებულმა დედამისს, მისი განმარტებით მეტი იქ არაფერი არ მომხდარა, ის ნასვამი იყო და თავი ვერ შეიკავა. ბრალდებულის მიერ არანაირი მუქარის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ის შევიდა სახლში და დაწვა. მან განმარტა, რომ არის აივ ინფიცირებული და შესაბამის მკურნალობას გადის. პრეპარატები რომელსაც ის იღებს, მოქმედებს ფსიქიკურ მდგომარეობაზეც. როდესაც პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ მასთან სახლში, ლოგინიდან ააყენეს და ისე წაიყვანეს. მას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამ დროს დედამისი მეზობელთან იყო გადასული (იხ. სხდომის ოქმი)

 

საქმეში წარმოდგენილი ფორმა №1, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად, 2019 წლის 07 მაისს, ქ. ქუ-----ში მიქელაძე მეველის ქუჩა მესამე შს. №3-ში მცხოვრები ჟუ–---ა სუ-–-------ეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილმა ბუ-----ი სი----ემ, რის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. (ს.ფ 1)

 

საქმეში წარმოდგენილი №1------ 09/05/2019 10:53 შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, ინციდენტის ტიპი: კონფლიქტი/ოჯახური ძალადობა, რეგიონი: იმერეთი-ქუ-----ი, მი---–---------–-ს ქუჩა მე-3 შესახვევი №3, ინიციატორის ჟუ–---ა სუ-–-------ის, ტელეფონის ნომერი: 597-98-60-59, გადმოცემით მისი ასაკი არის 73 წელი, განაცხადა, რომ შვილთან აქვს კონფლიქტი, თავი აქვს გატეხილი, რომელიც ციხიდან გამოვიდა, პირობითი აქვს.(ს.ფ 2)

 

საქმეში წარმოდგენილი №1------ 07/05/2019 12:34 შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურის (ქუ-----ი) ,,113’’ საპატრულო ეკიპაჟიდან ინსპექტორმა ი. ბუ–-------ემ აცნობა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე------ განყოფილების მორიგეს, რომ ქუ-----ში მიქელაძე მეველის ქუჩა მე-3 შეს. №3-ში ითხოვა დახმარება 1945წ. დ. ჟუ–---ა სუ-–-------ემ, რომლის განმარტებით შვილმა, 1973წ. დ. ბუ-----ი სი----ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. (ს.ფ 3)

 

2019 წლის 07 მაისის 17:19 საათის ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ბუ-----ი სი----ეს დაუდგინდა საშუალო ხარისხის ალკოჰოლური თრობა. (ს.ფ. 20-21).

 

2019 წლის 07 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით: ,,შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ ქუ-----ში მი---–---------–-ს ქუჩა მესამე შესახვევი №--ში მდებარე ჟუ–---ა სუ-–-------ის კუთვნილ ეზოში. დათვალიერების დაწყებამდე ჟუ–---ა სუ-–-------ემ თანხმობა განაცხადა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე. მითითებულ ეზოში შევდივართ ლითონის კონსტრუქციის ჭიშკრის გავლით, სადაც შემდეგ კიბეებით ჩავდივართ ბეტონის საფარით დაგებულ მცირე ზომის ეზოში, სადაც მარჯვენა მხარეს არის მწვანე მინდვრის საფარი, რომელზეც განთავსებულია სხვადასხვა დასახელების მცენარეები, აღნიშნულ ეზოში მდებარეობს ორსართულიანი კაპიტალურად ნაგები საცხოვრებელი სახლი, რომელსაც პირველ სართულზე აქვს აივანი, სადაც ავდივართ 5 საფეხურიანი კიბის მეშვეობით, კიბეებთან დაგდებულია ფიცრის ნაჭერი, ჟუ–---ა სუ-–-------ის განმარტებით, აღნიშნულ კიბეებთან ზემოხსენებული ფიცრის ნაჭერით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მისმა შვილმა ბუ-----ი სი----ემ. აღნიშნულის შემდეგ ექსპერტ კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა ფიცრის ნაჭერი და დაილუქა FCD 1004880 პაკეტში ერთ პაკეტად. დათვალიერებულ იქნა საცხოვრებელი სახლის პირველი, მეორე სართულები, სადაც რაიმე არეულობის კვალი არ შეინიშნება. აღნიშნულით შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულდა რა დროსაც მიმდინარეობდა ფოტო-გადაღება. დათვალიერების დროს გარდა ზემოხსენებული ფიცრის ნაჭრისა სხვა რაიმე ნივთიერი მტკიცებულება ამოღებული არ იქნა’’. (ს.ფ 33-38)

 

საქმეში წარმოდგენილი №0----- შემაკავებელი ორდერით და თანდართული მასალებით ირკვევა, რომ: 2019 წლის 07 მაისს ბუ-----ი სი----ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას ჟუ–---ა სუ-–-------ეს. ორდერის თანახმად ბუ-----ი სი----ეს აეკრძალა ჟუ–---ა სუ-–-------ესთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. (ს.ფ 74-80).

სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 07.05.2019 წ. 16:21-16:35 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ჟუ–---ა სუ-–-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. (ს.ფ 102-105)

 

დაზარალებულმა ჟუ–---ა სუ-–-------ემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (შვილის) წინააღმდეგ.

 

9. სამართლებრივი შეფასება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამავე კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით. რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით, მხარეთა მიერ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით.

 

სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).

 

იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში დანაშაულის ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

ოჯახში ძალადობა:

სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.

ბრალდებულ ბუ-----ი სი----ეს მიმართ წარდგენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობის ბრალდება სრულად დასტურდება სასამართლოზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, ყველა აღნიშნული მოწმე სასამართლოს აწვდის სარწმუნო და ურთიერთთავსებად ინფორმაციას დანაშაულის შესახებ, მათ შორის უშუალოდ დანაშაულის შემსწრე პირი არის ჩი----------ე.

 

ბრალდებულმა განმარტა, რომ ხის სახაზავი ესროლა დედამისს. ბრალდებულის დედამ - ჟუ–---ა სუ-–-------ემ გამოიყენა დუმილის უფლება, მაგრამ შემთხვევის ადგილზე მყოფი ჩი----------ის ჩვენება, დანაშაულის შესახებ შეტყობინება, შემაკავებელი ორდერის მასალები და დანარჩენ მოწმეთა ჩვენებებთან ერთად ქმნის იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ნებისმიერ საღად მოაზროვნე ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს ბუ-----ი სი----ეს მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობის რეალურად არსებობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბუ-----ი სი----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით.

10. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ბუ-----ი სი----ეს არ გააჩნია.

 

პასუხისმგებლობის დამამძიბელი გარემოებაა ის, რომ ბუ-----ი სი----ე არის ნასამართლევი პირი და აღნიშნული დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის დროს.

 

11. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის შესახებ“ (1993), მე-4(გ) მუხლში მოუწოდებს სახელმწიფოებს „განახორციელონ ჯეროვანი ქმედებები რათა თავიდან აიცილონ, გამოიძიონ და, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დასაჯონ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის განმახორციელებელი პირები მიუხედავად იმისა თუ ვინ ჩაიდენს მოცემულ ქმედებებს, სახელმწიფო თუ კერძო პირები“.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახში ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქმის მასალებში არის ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენი, რომლის თანახმად, ბუ-----ი სი----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სასჯელის დანიშვნის წესს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე------ ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

ამდენად, ბუ-----ი სი----ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ბუ-----ი სი----ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა ორი წლისა და ექვსი თვის ვადით.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე, 62-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-21-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბუ-----ი სი----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

2. ბუ-----ი სი----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

 

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ბუ-----ი სი----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბუ-----ი სი----ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 07 მაისიდან.

 

4. გაუქმდეს ბუ-----ი სი----ეს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

 

5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

5.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა 1 (ერთ) ცალ დისკად და საინფორმაციო ცენტრ 112-იდან გადმოგზავნილი სიდი დისკი - რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

5.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხის ფიცარი - რომელიც ინახება საქართველოს შსს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე------ განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

7. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუ-----ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე ნანა ჯოხაძე