გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/7315-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი,2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი შორენა აბჟანდაძე
მოსარჩელე - სს „ს----------–--------ი“
წარმომადგენელი - მ------- ს--------
მოპასუხე - მ-–-–-- შ------–--ე
წარმომადგნელი - მ------ ს----–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მ-–-–-- შ------–--ეს, 2017 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო დავალიანების 3933.34 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3729.50 ლარი და სარგებელი 203.84 ლარი.
1.2. მ-–-–-- შ------–--ეს 2017 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ძირ თანხაზე 3729.50 ლარზე წლიური სარგებლის 13.7%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შედგენს 1.39 ლარს;
1.3. მ-–-–-- შ------–--ეს, 2017 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ძირ თანხაზე 3729.50 ლარზე, პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 18.64 ლარს;
1.4. მ-–-–-- შ------–--ეს 2017 წლის 03 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო დავალიანების 1810.14 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1167.59 ლარი, სარგებელი 78.02 ლარი, პირგასამტეხლო 524.53 ლარი და საკომისიო 40 ლარი.
1.5. მ-–-–-- შ------–--ეს, 2017 წლის 26 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო დავალიანების 4618.45 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3575.51 ლარი, სარგებელი 435.36 ლარი, პირგასამტეხლო 557.58 ლარი და საკომისიო 50 ლარი.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2017 წლის 20 ივლისს, სს „ს----------–--------სა" და მ-–-–-- შ------–--ეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხის სასარგებლოდ გაიცა სესხი 4840.00 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 13.7% სარგებლის დარიცხვით. აღნიშნული ხელშეკრულებით, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა დაზღვევის მართვის საკომისიო, ხუთი ლარი, რომელიც გადაიხდებოდა ყოველი თვის თხუთმეტ რიცხვში ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის.
სს „ს----------–--------ის" მხრიდან, საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი, თუმცა მოპასუხემ, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, კერძოდ სესხის გაცემის შემდგომ გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა, 2018 წლის 17 მაისის შემდგომ არ გადაიხადა, რა მომენტიდანაც მოპასუხეს ერიცხებოდა პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მაისის შემდგომ რამოდენიმეჯერ დაიფარა გრაფიკით გათვალისწინებული თანხა, თუმცა იფარებოდა მხოლოდ სარგებელი და ვადაგადაცილებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო, კერძოდ, 2018 წლის ივლისის თვეში ჩამოჭრილი 1.36 ლარი მიემართა პირგასამტეხლოს დასაფარად, 2018 წლის აგვისტოს თვეში ჩამოჭრილი თანხებით დაიფარა მხოლოდ სარგებელი, პირგასამტეხლო და საკომისიო, 2018 წლის ოქტომბრის თვეში ჩამოჭრილი თანხით 256.46 ლარით სრულად დაიფარა სარგებელი. ოქტომბრის შემდგომ მომდევნო სამი თვე სესხი აღარ დაფარულა, ხოლო 2019 წლის თებერვლის თვეში ჩარიცხული თანხებით დაიფარა სარგებელი 89.66 ლარის ოდენობით, პირგასამტეხლო 34.31 ლარის ოდენობით და საკომისიო 12.96 ლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დღევანდელი მდგომარეობით, მოპასუხეს, საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, სს „ ქართველოს ბანკის" სასარგებლოდ გადასახდელად ერიცხება დავალიანება 3933.34 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3729.50 ლარი და სარგებელი 203.84 ლარი.
2017 წლის 03 ნოემბერს მსესხებლის მ-–-–-- შ------–--ის სასარგებლოდ გაიცა ე.წ. „სმს სესხი", 2040 ლარის ოდენობით, სესხი გაიცა 03.11.2017 წლიდან 2019 წლის 06 მაისამდე. სესხის პირობების თანახმად გაცემულ თანხას ერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი წლიური 9%-ის ოდენობით. მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა სიცოცხლის დაზღვევის მართვის საკომისიო, ხუთი ლარის, ოდენობით. მსესხებელს ვალდებულება უნდა შეესრულებინა შეთანხმებული გადახდის გრაფიკის შესაბამისად, თუმცა 2018 წლის 15 ივლისის შემდეგ, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ნაკისრი ვალდებულება აღარ შეუსრულებია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსესხებელს ივლისის შემდგომ მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხდია, ხოლო 2019 წლის 08 იანვარს მოპასუხის ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხა 130 ლარი სრულად იქნა მიმართული პირგასამტეხლოს დასაფარად. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს, 2017 წლის 03 ნოემბრის, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ეკისრება დავალიანება 1810.14 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1167.59 ლარი, სარგებელი 78.02 ლარი, პირგასამტეხლო 524.53 ლარი და საკომისიო 40 ლარი.
2017 წლის 26 დეკემბერს მსესხებლის მ-–-–-- შ------–--ის სასარგებლოდ გაიცა ე.წ. „სმს სესხი", 3900 ლარის ოდენობით, სესხი გაიცა 26.12.2017 წლიდან 2021 წლის 15 ივნისამდე. სესხის პირობების თანახმად გაცემულ მასას დაერიცხა საპროცენტო სარგებელი წლიური 13.8%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა სიცოცხლის დაზღვევის მართვის საკომისიო, ხუთი ლარის ოდენობით. მსესხებელს ვალდებულება უნდა შეესრულებინა შეთანხმებული გადახდის გრაფიკის შესაბამისად, თუმცა 2018 წლის 17 მაისის შემდეგ, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ნაკისრი ვალდებულება აღარ შეუსრულებია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსესხებელს მაისის შემდგომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხდია, ხოლო 2018 წლის 31 დეკემბერს მსესხებლის ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხით 260 ლარით და 2019 წლის 155 მარტს ჩამოჭრილი თანხით 13 ლარით დაიფარა ვადაგადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლო.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს, 2017 წლის 26 დეკემბრის, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ეკისრება დავალიანება 4618.45 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3575.51 ლარი, სარგებელი 435.35 ლარი, პირგასამტეხლო 557.58 ლარი და საკომისიო 50 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ-–-–-- შ------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი ნაწილობრივ, ვალდებულების ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო სარგებლის და საკომისიო ნაწილში ცნო. მოპასუხემ მიუთითა, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ნაწილში (იხ. შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 20 ივლისს, სს „ს----------–--------სა" და მ-–-–-- შ------–--ეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხის სასარგებლოდ გაიცა სესხი 4840.00 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 13.7% სარგებლის დარიცხვით. აღნიშნული ხელშეკრულებით, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა დაზღვევის მართვის საკომისიო, ხუთი ლარი, რომელიც გადაიხდებოდა ყოველი თვის თხუთმეტ რიცხვში ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის.
2017 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მოპასუხე მ-–-–-- შ------–--ეს სს „ს----------–--------ის" სასარგებლოდ გადასახდელად ერიცხება დავალიანება 3933.34 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3729.50 ლარი და სარგებელი 203.84 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 19-22);
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 23-25);
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 26-27);
- ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 28);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 46);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2017 წლის 03 ნოემბერს მსესხებლის მ-–-–-- შ------–--ის სასარგებლოდ გაიცა ე.წ. „სმს სესხი", 2040 ლარის ოდენობით, სესხი გაიცა 03.11.2017 წლიდან 2019 წლის 06 მაისამდე ვადით. სესხის პირობების თანახმად გაცემულ თანხას ერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი წლიური 9%-ის ოდენობით. მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა სიცოცხლის დაზღვევის მართვის საკომისიო, ხუთი ლარის, ოდენობით. მსესხებელს ვალდებულება უნდა შეესრულებინა შეთანხმებული გადახდის გრაფიკის შესაბამისად.
2017 წლის 03 ნოემბრის ხელშეკრულების ფარგლებში, მსესხებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მის მიერ შესასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა 1810.14 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1167.59 ლარი, სარგებელი 78.02 ლარი, პირგასამტეხლო 524.53 ლარი და საკომისიო 40 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილები, საფოსტო შეტყობინებები (ს.ფ. 29-38);
- სესხის პროგრამული გრაფიკი (ს.ფ. 39);
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 40-41);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 46);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2017 წლის 26 დეკემბერს მსესხებლის მ-–-–-- შ------–--ის სასარგებლოდ გაიცა ე.წ. „სმს სესხი", 3900 ლარის ოდენობით, სესხი გაიცა 26.12.2017 წლიდან 2021 წლის 15 ივნისამდე ვადით. სესხის პირობების თანახმად გაცემულ მასას დაერიცხა საპროცენტო სარგებელი წლიური 13.8%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა სიცოცხლის დაზღვევის მართვის საკომისიო, ხუთი ლარის ოდენობით. მსესხებელს ვალდებულება უნდა შეესრულებინა შეთანხმებული გადახდის გრაფიკის შესაბამისად.
მსესხებელმა მ-–-–-- შ------–--ემ, 2017 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ვალდებულების შესრულების ვადა დაარღვია 2018 წლის 17 მაისს, შესაბამისად, მსესხებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მოპასუხე მ-–-–-- შ------–--ის მიერ შესასრულებელი ვალდებულება შეადგენს 4618.45 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3575.51 ლარი, სარგებელი 435.35 ლარი, პირგასამტეხლო 557.58 ლარი და საკომისიო 50 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილები, საფოსტო შეტყობინებები (ს.ფ. 29-38);
- სესხის პროგრამული გრაფიკი (ს.ფ. 42);
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 43-44);
- სესხების დაფარვები (ს.ფ. 45);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 46);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------მა“ მოპასუხე მ-–-–-- შ------–--ის მიმართ, დავალიანების გადახდევინების მიზნით, მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, გამარტივებული წარმოების წესით განცხადების განხილვის თაობაზე.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ, აპლიკანტ სს ,,საქართეველოს ბანკს“ უარი ეთქვა ბრძანების გამოცემაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 47);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,საქართველოს ბანკის“ სარჩელი მ-–-–-- შ------–--ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე, 411-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სასარჩელო მოთხოვნები 2017 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის 3729.50 ლარის და სარგებლის 203.84 ლარის, 2017 წლის 03 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის 1167.59 ლარის და სარგებლის 78.02 ლარის, საკომისიოს 40 ლარის, 2017 წლის 26 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის 3575.51 ლარის, სარგებლის 435.36 ლარის და საკომისიოს 50 ლარის ნაწილში ცნო. შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ფარგლებში საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--------ს” და მოპასუხე მ-–-–-- შ------–--ეს შორის არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე მ-–-–-- შ------–--ემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულების ძირითადი თანხის ოდენობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს, 2017 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს 0.5%-ს შემცირებას მის გონივრულ ოდენობამდე, რაც შეადგენს 0.02%-ს. რაც შეეხება 2017 წლის 26 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხას 557.58 ლარს, სასამართლო მიიჩნევს, რომ დავალიანების ძირ თანხასთან მიმართებაში იგი არაგონივრულად დიდი ოდენობისაა, შესაბამისად უნდა იქნეს შემცირებული 55 .70 ლარამდე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.
მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.
წარმოდგენილ შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულებით გაცემულ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში საბანკო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი) რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგლებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორინტირებული. თუმცა ასევე საგულისხმოა, რომ მიუღებელი შემოსავლის დადგენისა და მისი მოვალისათვის დაკისრებისას გასათვალისწინებელია სრულად ყველა ფაქტობრივი ასპექტები და მისი ოდენობის დადგენა და მხარისათვის დაკისრება არ უნდა იწვევდეს არც ერთი მხარის უფლებების უგულვებელყოფას ან/და კრედიტორის გაუმართლებლად უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე მხარემ არ დაფარა არსებული დავალიანება. სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება არ უნდა იწვევდეს გაუმართლებელი ტვირთის მხარისათვის დაკისრებას და თავის მხრივ არ უნდა აყენებდეს კრედიტორს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში უსაფუძვლოდ გამდიდრებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. საბანკო დაწესებულება, მისი საქმიანობის სფერო, უშუალოდ საკრედიტო სესხების გაცემის და საპროცენტო სარგებლით მოგების მიღებაა. მოთხოვნის არსიდან გამომდინარე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე მ-–-–-- შ------–--ეს 2017 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ძირ თანხაზე 3729.50 ლარზე წლიური სარგებლის 13.7%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შედგენს 1.39 ლარს. მოსარჩელე აღნიშნული მოთხოვნის პარალელურად ასევე ითხოვს მოპასუხე მხარისთვის, სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის გამო, მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ მიზანს წარმოადგენს მოსარჩელე მხარის, როგორც კრედიტორის დაცვა მოსალოდნელი ზიანისგან. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ როგორც პირგასამტეხლოს, ასევე მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა წარმოადგენს ერთგვარ დუბლირებულ დაცვის მექანიზმს, რომლის გამოყენება განაპირობებს მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენებას, კერძოდ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრებას და მსესხებლისთვის არათანაზომიერი ფინანსური ტვირთის დაკისრებას, რაც სასამართლოს მიხედულებით დაუშვებელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ მოთხოვნა მოპასუხე მ-–-–-- შ------–--ისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით, 2017 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ძირ თანხაზე 3729.50 ლარზე წლიური სარგებლის 13.7%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შედგენს 1.39 ლარს, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მ-–-–-- შ------–--ემ სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი ნაწილობრივ, დავალიანების ძირითადი თანხების და საპროცენტო სარგებლის ნაწილში ცნო, მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ს“ უნდა დაუბრუნდეს, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 968.00 ლარის ნაწილი - 278.39 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის (იმ ნაწილში, რომელიც არ ცნო მოპასუხემ) პროპორციული სახელმწიფო ბაჟის 53.24 ლარის გადახდა.
აქვე სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს მის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების, კერძოდ, სააღსრულებო ბიუროში გამარტივებული წარმოების საფასურის 100 ლარის და ყადაღის რეგისტრაციის საფასურის 100 ლარის ანაზღაურებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით, მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ს“ აღნიშნული ხარჯების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები არასრულად აქვს წარმოდგენილი. სარჩელს ერთვის თბილისის სააღსრულებო ბიუროს გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ, რაც ადასტურებს მოსარჩელე მხარის მიერ სააღსრულებო ბიუროსთვის მიმართვისა და შესაბამისი ხარჯის გაწევის დადასტურების ფაქტს. რაც შეეხება ყადაღის რეგისტრაციის საფასურს, აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელე მხარეს შესაბამისი მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს. შესაბამისად, სასამართლოსთვის უცნობია, თუ რამდენად გასწია ხსენებული ხარჯი მოსარჩელე მხარემ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ს----------–--------ის“ მოთხოვნა საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე მ-–-–-- შ------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გამარტივებული წარმოებისთვის გადახდილი სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის ანაზღაურება, ხოლო ყადაღის რეგისტრაციისთვის მოთხოვნილი 100 ლარის ანაზღაურებაზე მოსარჩელე მხარეს უნდა ეთქვას უარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან, წარმოდგენილ შემთხვევაში, სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ც-–---- (მ-–-–--) შ------–--ეს (პ/ნ 2----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა მ-----ე, #6/4, საკუთრება: ავტოფარეხი, შენობა #19, ფართი 20.15 კვ.მ, საკადასტრო კოდი N0-----------------------ის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. მოპასუხე ც-–---- (მ-–-–--) შ------–--ეს (პ/ნ 2----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 40 კვ.მ წილის, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა მ-----ე, #6/4, ფართი 194.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი N0-----------------------ის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე,257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სს "ს----------–--------ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე მ-–-–-- შ------–--ეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3933.34 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3729.50 ლარი და სარგებელი - 203.84 ლარი.
3. მოპასუხე მ-–-–-- შ------–--ეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 20 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2019 წლის 04 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით სესხის ძირი თანხის - 3729.50 ლარის 0.02% -ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.74 ლარს.
4. მოპასუხე მ-–-–-- შ------–--ეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 03 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 1167.59 ლარის, საპროცენტო სარგებლის 78.02 ლარის, პირგასამტეხლოს სახით - 52.40 ლარის და საკომისიოს სახით - 40 ლარის გადახდა.
5. მოპასუხე მ-–-–-- შ------–--ეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 26 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 3575.51 ლარის, საპროცენტო სარგებლის 435.36 ლარის, პირგასამტეხლოს სახით - 55.70 ლარის და საკომისიოს სახით - 50 ლარის გადახდა.
6. სს "ს----------–--------ის" მოთხოვნა მოპასუხე მ-–-–-- შ------–--ისთვის 2017 წლის 20 ივლისი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით, სარჩელის აღძვრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ძირ თანხაზე წლიური სარგებლის 13.7%-ის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
7. მოპასუხე მ-–-–-- შ------–--ეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ დაეკისროს გამარტივებული საქმის წარმოების ფარგლებში გადახდილი სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის ანაზღაურება.
8. სს "ს----------–--------ის" მოთხოვნა 2017 წლის 03 ნოემბრის და 2017 წლის 26 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით ჯამში 974.01 ლარის მოპასუხე მ-–-–-- შ------–--ისთვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
9. სს "ს----------–--------ის" მოთხოვნა მოპასუხე მ-–-–-- შ------–--ისთვის ყადაღის რეგისტრაციის საფასურის - 100 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
10. მ-–-–-- შ------–--ეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 53.24 ლარის ანაზღაურება.
11. სს "ს----------–--------ს" დაუბრუნდეს მის მიერ 29/03/2019 წლის №5 საგადახდო დავალებით სს ,,ს----------–--------ის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 968.00 ლარის ნაწილი - 278.39 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
13. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე