გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.12.2019
საქმის ნომერი
110210119003111858
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სესხი
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210119003111858

N2/424-2019წელი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 დეკემბერი 2019 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე _სს ,,თ-----------’’;

წარმომადგენელი_ ლ--–- ბ-----–---;

მოპასუხეები -მ----- გ-–---, ა--- გ-–---;

დავის საგანი_ თანხის დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მ----- გ-–---ს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს:

 

1. 2018 წლის 5 მაისის საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება - 2692.30 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1000 ლარი, პროცენტი -502.80 ლარი და ჯარიმა - 1189.50 ლარი.

 

2.1. 2018 წლის 24 იანვრის TBC Prime Card-ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 1864.15 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 962.51 ლარი, პროცენტი -324.70 ლარი და ჯარიმა -576.94 ლარი.

 

2.2. 2019 წლის 5 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 962.51 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 28.87 ლარს.

 

3.1. 2018 წლის 13 მარტის საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 3696.33 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1997.21 ლარი, პროცენტი -618.30 ლარი და ჯარიმა -1080.82 ლარი.

 

3.2. 2019 წლის 5 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1997.21 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 59.91 ლარს.

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 25 ოქტომბრის მ----- გ-–---სა და ა--- გ-–---ს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და გასხვისებულ ქონებაზე მდებარე: თბილისი, გ------------------------------–------------------------–------ ს-------------------------- აღდგეს მოპასუხე მ----- გ-–---ს საკუთრების უფლება.

 

5. მ----- გ-–---ს და ა--- გ-–---ს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,თ-----------ს“ მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი - 343.67 ლარის, ბათილობის ბაჟის 100 ლარის, უზრუნველყოფის ბაჟის - 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, დავის საგნის ღირებულების 4%, კერძოდ - 458.22 ლარის გადახდა.

 

სარჩელის გარემოებები:

 

სს „თ----------სა“ და მ----- გ-–---ს შორის 2018 წლის 5 მაისს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებლზე გაიცა კრედიტი 1000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ყოველთვიური საკომისიო - 50 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა - 365 დღე (2019 წლის 5 მაისამდე). კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო 2018 წლის 5 ივნისიდან 12 შენატანის განხორციელებით, ყოველი თვის 5 რიცხვში საკომისიოს - 50 ლარის გადახდით, ხოლო კრედიტის ძირი თანხისა და ბოლო თვის საკომისიოს (1600 ლარის) დაფარვა უნდა განხორციელებულიყო კრედიტის ვადის ბოლოს. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ყოველდღირი პირგასამტეხლო ვადაგადაცილების დღეს არსებული ნარჩენი ძირი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოპასუხემ 2018 წლის 5 მაისს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2018 წლის 9 აგვისტოს შემდეგ აღარ განუხორციელებია გადახდა. ასევე, მოპასუხემ არაერთხელ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2019 წლის 5 ივლისის მდგომარეობით, მოპასუხეს 2018 წლის 5 მაისის საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 2692.30 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1000 ლარი, პროცენტი -502.80 ლარი და ჯარიმა - 1189.50 ლარი.

 

სს „თ----------სა“ და მ----- გ-–---ს შორის 2018 წლის 24 იანვარს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი ერთგული 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თ-----------ს“ ბანკომატით ათვსიების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 1 ლარი, ამას დამატებული 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღი, ყოველი კალენდარული თვის 23 რიცხვ.

 

მოპასუხემ 2018 წლის 24 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2018 წლის 21 ივლისის შემდეგ აღარ განუხორციელებია გადახდა. ასევე, მოპასუხემ არაერთხელ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2019 წლის 5 ივლისის მდგომარეობით, მოპასუხეს 2018 წლის 24 იანვრის საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1864.15 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 962.51 ლარი, პროცენტი -324.70 ლარი და ჯარიმა -576.94 ლარი.

 

სს „თ----------სა“ და მ----- გ-–---ს შორის 2018 წლის 13 მარტს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი ერთგული 2000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თ-----------ს“ ბანკომატით ათვსიების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 1 ლარი, ამას დამატებული 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღი, ყოველი კალენდარული თვის 13 რიცხვი.

 

მოპასუხემ 2018 წლის 13 მარტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2018 წლის 11 აგვისტოს შემდეგ აღარ განუხორციელებია გადახდა. ასევე, მოპასუხემ არაერთხელ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2019 წლის 5 ივლისის მდგომარეობით, მოპასუხეს 2018 წლის 13 მარტის საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 3696.33 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1997.21 ლარი, პროცენტი -618.30 ლარი და ჯარიმა -1080.82 ლარი.

 

მას შემდეგ, რაც მ----- გეწაძწემ შეწყვიტა სეხებზე გადახდები და წარმოეშვა დავალიანება, მ----- გ-–---სა და ა--- გ-–---ს შორის 2018 წლის 25 ოქტომბერს გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება. აღნიშნულ საქმეზე მოპასუხესთან ხორციელდებოდა სატელეფონო კონტაქტი, რათა შემდგარიყო მოლაპარაკება მორიგების თაობაზე, თუმცა მოლაპარაკების პარალელურად 2018 წლის 25 ოქტომბერს მოპასუხემ შეიტანა განაცხადი საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში არსებული ქონების შვილის სახელზე რეგისტრაციაზე ჩუქების ხელშეკრულების გზით. აღსანიშნავია, რომ ჩუქების ხელშეკრულება დაიდო დედა-შვილს შორის. ცხადია, რომ ა--- გ-–--- წარმოადგენს მ----- გ-–---ს ოჯახის წევრს - შვილს და მისთვის ჩუქების ხელშეკრულების დადების მომენტში ცნობილი იყო დედის - მ----- გ-–---ს დავალიანების შესახებ სს ,,თ-----------ს’’ მიმართ. ზემოთქმულიდან გამომდინარე ცხადია, რომ მ----- გ-–---მ ზემოაღნიშნული ჩუქების ხელშეკრულება დადო მოჩვენებით, რათა თავი აერიდებინა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პასუხისმგელობისაგან. შესაბამისად ამ შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მოპასუხეების პოზიცია.

 

მოპასუხე მ----- გ-–---მ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, მოთხოვნებიდან სარჩელი ცნო 2018 წლის 5 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 1000 ლარის, პროცენტის 502.80 ლარის; 2018 წლის 24 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 962.51 ლარის, პროცენტის 324.70 ლარის; 2018 წლის 13 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 1997.21 ლარის, პროცენტის 618.30 ლარის ნაწილში. რაც შეეხება პირგასამეტეხლოსა და ზიანის ნაწილში მოთხოვნებს არ ცნო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი და უსაფუძვლო.

 

რაც შეეხება ჩუქების ხელშეკრულების ბათილობას, მ----- გ-–---მ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მისი ვალების შესახებ ქალიშვილმა არაფერი იცოდა. ბინა შეიძინა ქალიშვილისათვის და ვინაიდან ვაჟი დაქორწინდა, შემდგომში ოჯახური უსიამოვნებებისა და გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, ბინა აჩუქა ქალიშვილს ა--- გ-–---ს, ვინაიდან თავიდანვე მისთვის ჰქონდა შეძენილი.

 

მოპასუხე ა--- გ-–---მ არ ცნო სარჩელი, განმარტა, რომ იგი სტუდენტია და დედის ვალების თაობაზე არაფერი იცოდა, ბინა მისთვის ჰქონდა დედას შეძენილი და შესაბამისად მას აჩუქა.

 

3.საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. სს „თ----------სა“ და მ----- გ-–---ს შორის 2018 წლის 5 მაისს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებლზე გაიცა კრედიტი 1000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ყოველთვიური საკომისიო - 50 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა - 365 დღე (2019 წლის 5 მაისამდე). კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო 2018 წლის 5 ივნისიდან 12 შენატანის განხორციელებით, ყოველი თვის 5 რიცხვში საკომისიოს - 50 ლარის გადახდით, ხოლო კრედიტის ძირი თანხისა და ბოლო თვის საკომისიოს (1600 ლარის) დაფარვა უნდა განხორციელებულიყო კრედიტის ვადის ბოლოს. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ყოველდღირი პირგასამტეხლო ვადაგადაცილების დღეს არსებული ნარჩენი ძირი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2018 წლის 5 მაისის სესხის ხელშეკრულებას, მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

3.2. მ----- გ-–---მ 2018 წლის 5 მაისს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2018 წლის 9 აგვისტოს შემდეგ აღარ განუხორციელებია გადახდა. სესხი ვადაგადაცილებაშია 2018 წლის 5 სექტემბრიდან და ხელშეკრულების პირობების თანახმად, 2019 წლის 5 ივლისის მდგომარეობით, მოპასუხეს 2018 წლის 5 მაისის საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 2692.30 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1000 ლარი, პროცენტი -502.80 ლარი და ჯარიმა - 1189.50 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ ცნობას დავალიანების შესახებ.

 

3.3. სს „თ----------სა“ და მ----- გ-–---ს შორის 2018 წლის 24 იანვარს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი ერთგული 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თ-----------ს“ ბანკომატით ათვსიების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 1 ლარი, ამას დამატებული 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღი, ყოველი კალენდარული თვის 23 რიცხვი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2018 წლის 24 იანვრის სესხის ხელშეკრულებას, მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

3.4. მოპასუხემ 2018 წლის 24 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2018 წლის 21 ივლისის შემდეგ აღარ განუხორციელებია გადახდა. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2019 წლის 5 ივლისის მდგომარეობით, მოპასუხეს 2018 წლის 24 იანვრის საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1864.15 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 962.51 ლარი, პროცენტი -324.70 ლარი და ჯარიმა -576.94 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ ცნობას დავალიანების შესახებ.

 

3.5.სს „თ----------სა“ და მ----- გ-–---ს შორის 2018 წლის 13 მარტს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი ერთგული 2000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თ-----------ს“ ბანკომატით ათვსიების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 1 ლარი, ამას დამატებული 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღი, ყოველი კალენდარული თვის 13 რიცხვი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2018 წლის 5 მაისის სესხის ხელშეკრულებას, მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

3.6. მოპასუხემ 2018 წლის 13 მარტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2018 წლის 11 აგვისტოს შემდეგ აღარ განუხორციელებია გადახდა. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2019 წლის 5 ივლისის მდგომარეობით, მოპასუხეს 2018 წლის 13 მარტის საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 3696.33 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1997.21 ლარი, პროცენტი -618.30 ლარი და ჯარიმა -1080.82 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ ცნობას დავალიანების შესახებ.

 

3.7. მოპასუხეები მ----- გ-–--- და ა--- გ-–--- არიან დედა-შვილი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მხარეთა ახსნა- განმარტებებს.

 

3.8. მსესხებელმა მ----- გ-–---მ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები ფაქტობრივად დაარღვია 2018 წლის ივლისის თვიდან და აღნიშნული პერიოდიდან მას სესხებზე გადახდები აღარ უწარმოებია.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ ცნობას დავალიანების შესახებ.

 

3.9. 2018 წლის 25 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულებით, მსესხებელმა მ----- გ-–---მ შვილს ა--- გ-–---ს აჩუქა თავისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, გ-------------------------------–------------ში, ს. კოდით 0----------------------- .

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ სასამართლო დაეყდნო ჩუქების ხელშეკრულებას.

 

3.10 მ----- გ-–---სა და ა--- გ-–---ს შორის 2018 წლის 25 დეკემბრის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება დაიდო იმ მიზნით, რომ მ----- გ-–---ს თავიდან აერიდებინა სს ,,თ-----------ს'' მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარავად ქონების რეალიზაცია.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას. მთლიანი საქმის მასალებს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სს ,,თ-----------ს'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე, მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56, 316-ე,317-ე, 361-ე, 411-ე, 412-ე, 416-ე, 417-ე, 420-ე, 463-ე, 524-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ: სს „თ----------სა“ და მ----- გ-–---ს შორის 2018 წლის 5 მაისს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებლზე გაიცა კრედიტი 1000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ყოველთვიური საკომისიო - 50 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა - 365 დღე (2019 წლის 5 მაისამდე). კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო 2018 წლის 5 ივნისიდან 12 შენატანის განხორციელებით, ყოველი თვის 5 რიცხვში საკომისიოს - 50 ლარის გადახდით, ხოლო კრედიტის ძირი თანხისა და ბოლო თვის საკომისიოს (1600 ლარის) დაფარვა უნდა განხორციელებულიყო კრედიტის ვადის ბოლოს.

 

სს „თ----------სა“ და მ----- გ-–---ს შორის 2018 წლის 24 იანვარს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი ერთგული 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თ-----------ს“ ბანკომატით ათვსიების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში.

 

სს „თ----------სა“ და მ----- გ-–---ს შორის 2018 წლის 13 მარტს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი ერთგული 2000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თ-----------ს“ ბანკომატით ათვსიების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში.

 

დადგენილია, ასევე, რომ მსესხებელმა მ----- გ-–---მ აღნიშნული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2018 წლის ივლისის შემდგომ მას სესხებზე გადახდები აღარ უწარმოებია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მ----- გ-–---მ სარჩელი ცნო სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში. შესაბამისად, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ მოთხოვნის ცნობის გამო.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა.

 

პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.

 

მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა.

 

მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდეობასთან.

 

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება.

 

შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გაითვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

დადგენილია, რომ: სს „თ----------სა“ და მ----- გ-–---ს შორის 2018 წლის 5 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილების დღეს არსებული ნარჩენი ძირი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ხელშეკრულების პირობების თანახმად, აღნიშნულ სესხზე პირგასამტეხლოს ნაწილში დავალიანებამ შეადგინა 1189.50 ლარი, რაც აღემატება დავალიანებულ ძირ თანხას და მისი ოდენობა არაგონივრულია და შეუსაბამოდ მაღალია. სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა დაანგარიშდეს 0.1 %-ის გათვალისწინებით. მოცემული სესხი ვადაგადაცილებაშია 2018 წლის 5 სექტემბრიდან და დავალიანების შესახებ ცნობის გაცემამდე, 2019 წლის 5 ივლისამდე (რა პარიოდზეც მოსარჩელე ითხოვს პირგასატეხლოს დაკისრებას) ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობაა - 300, შესაბამისად 0.1% გათვალისწინებით მოცემულ სესხზე პირგასამტეხლოს ოდენობა იქნება 300 ლარი.

 

სს „თ----------სა“ და მ----- გ-–---ს შორის 2018 წლის 13 მარტს დადბული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 1 ლარი, ამას დამატებული 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ხელშეკრულების პირობების თანახმად, აღნიშნულ სესხზე პირგასამტეხლოს ნაწილში დავალიანებამ შეადგინა 1080.82 ლარი. მოცემულ შემთხვევაშიც, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და ამ შემთხვევაშიც უნდა დაანგარიშდეს 0.1%-ის გათვალისწინებით. მოცემული სესხი, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემამდე ვადაგადაცილებაშია 328 დღე, შესაბამისად 0.1% -ის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს ოდენობა იქნება 655.08 ლარი.

 

სს „თ----------სა“ და მ----- გ-–---ს შორის 2018 წლის 24 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 1 ლარი, ამას დამატებული 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ხელშეკრულების პირობების თანახმად, აღნიშნულ სესხზე პირგასამტეხლოს ნაწილში დავალიანებამ შეადგინა 576.94 ლარი. მოცემულ შემთხვევაში, დავალიანების ცნობის გაცემამდე, სესხი ვადაგადაცილებაშია 350 დღე, 0.1 %-ის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს ოდენობა იქნება 336,87 ლარი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მოსარჩელე ზიანის - მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების სახით მოითხოვს:

 

2019 წლის 5 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან), 2018 წლის 24 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 962.51 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდას.

 

2019 წლის 5 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან), 2018 წლის 13 მარტის საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1997.21 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდას.

 

მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე იქედან რომ მოსარჩელე წარმოადგენს ბანკს და მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი სფეროა სესხების გაცემა - მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა სარგებლის სახით, ვალდებულება ჯეროვნად, რომ შესრულებულიყო. ამსთანავე ბანკი შეძლებდა დაბრუნებული თანხის კრედიტის სახით გაცემას და შემოსავლის მიღებას.

 

ამდენად, დადგენილი გარემოებების და ზემოთ მითითებული ნორმების ანალიზის შედეგად მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით -ზიანის მოპასუხეებზე დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და მოპასუხეს უნდა დაეკისროს დავალიანების მომენტში (თანხის ოდენობა სხვადასხვა დრო შეიძლება იყოს სხვადასხვა) გადაუხდელი ძირი თანხის წლიური 36%-ის სარგებლის გადახდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

6.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 524-ე მუხლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა. ე.ი. გარეგნულად გამოხატეს ნება, იქცევიან ისე, თითქოს ნამდვილად სურთ ამ გარეგნულად გამოხატულის მიღწევა, სინამდვილეში არც ფიქრობენ ამ შედეგის დადგომაზე.

 

მითითებული ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ჩუქების ხელშეკრულების შესაბამისი იურიდიული შედეგია, ის რომ მჩუქებელმა დასაჩუქრებულს უსასყიდლოდ გადასცეს მისი კუთვნილი ქონება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში, ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა არ არსებობს. ამ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები შეთანხმებით მოქმედებდნენ და ნების ნაკლს ორივე აცნობიერებდეს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-921-861-2017).

 

გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის, დადასტურებული უნდა იყოს, რომ ორივე მხარე აღნიშნული მიზნით მოქმედებს.

 

ამ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მსესხებელმა მ----- გ-–---მ სს ,,თ-----------ს'' დავალიანება არ დაფარა და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. დადგენილია, რომ მას ერთ სესხზე 2018 წლის 21 ივლისის შემდგომ თანხა აღარ გადაუხდია, ხოლო ორ სესხზე 2018 წლის 9 აგვისტოს და 11 აგვისტოს შემდეგ.

 

დადგენილია, რომ სწორედ ვალდებულების დარღვევის შემდგომ, 2018 წლის 25 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულებით, მსესხებელმა მ----- გ-–---მ თავის შვილს აჩუქა თავისი კუთვნილი ქ. თბილისში, გ-------------------------------–------------ში მდებარე 0----------------------- ს. კოდის მქონე უძრავი ქონება.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სადავო ხელშეკრულებების მხარეებს დედა -შვილი წარმოადგენს და დამაჯერებელია ის გარემოება, რომ არსებობდა მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, მით უფრო, რომ დავალიანების წარმოშობა და ქონების გაჩუქება ქრონოლოგიურად ფაქტობრივად თანხვედრილია.

 

ამდენად, მ----- გ-–---სა და ა--- გ-–---ს შორის 2018 წლის 25 დეკემბრის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება დაიდო იმ მიზნით, რომ მ----- გ-–---ს თავიდან აერიდებინა სს ,,თ-----------ს'' მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულება და აერიდებინა დავალიანების ამღების მიზნით მისი ქონებაზე იძულებითი აღსრულება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას, რომელიც რეალურად მიზნად არ ისახავდა ქონების გადასვლას სხვის საკუთრებაში, რაც სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს მისი ბათილობის საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნებიდან სახ. ბაჟი 343 ლარი და 67 თეთრი გადახდილია მოპასუხე მ----- გ-–---ს მიმართ თანხის დაკისრერბის მოთხოვნაზე, საიდანაც მოსამზადებელ სხდომაზე მან სცნო სარჩელი ძირი თანხისა და პროცენტის თანხის, ჯამში 5405.52 ლარის ნაწილში, შესამისად ამ თანხის ბაჟი 162 ლარი და 16 თეთრი მოსარჩელს უნდა დაუბრუნდეს ბიჯეტიდან, ბაჟის ნაწილი 134 ლარი და 86 თეთრის მოპასუხე მ----- გ-–---ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო ბაჟის დანარჩენი ნაწილი -46.65 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

 

მეორე სასარჩელო მოთხოვნაზე (ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომელიც სრულად დაკმაყოფილდა) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარისა და უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება მოპასუხეებს მ----- გ-–---სა და ა--- გ-–---ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ. ასევე, მათვე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარისა და საადვოკატო ხარჯიდან 300 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

 

სსკ-ის 199.1 მუხლის თანახმად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ა--- გ-–---ს (პ/ნ: 1----------- აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, გ------------------------------–------------------------–------ ს-------------------------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.საქმის შედეგის მიხედვით უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუცო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,თ-----------ს '' (-------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2.1. მოპასუხე მ----- გ-–---ს (---------------- სს ,,თ-----------ს'' (-------------- სასარგებლოდ, 2018 წლის 5 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს ძირი თანხის 1000 (ათასი) ლარის, პროცენტის 502 (ხუთას ორი) ლარისა და 80 (ოთხმოცი) თეთრის, ჯარიმის 300 (სამასი) ლარის, ჯამში 1802 (ათას რვაას ორი ) ლარისა და 80 (ოთხმოცი) თეთრის გადახდა.

 

2.2. მოპასუხე მ----- გ-–---ს (---------------- სს ,,თ-----------ს'' (-------------- სასარგებლოდ, 2018 წლის 24 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს ძირი თანხის 962 (ცხრაას სამოცდაორი) ლარისა და 51(ორმოცდათერმეტი) თეთრის, პროცენტის 324 (სამას ოცდაოთხი) ლარისა და 70 (სამოცდაათი) თერის, ჯარიმის 336 (სამას ოცდათექვსმეტი) ლარისა და 87 (ოთხმოცდაშვიდი) თეთრის, ჯამში 1624 (ათას ექვსას ოცდაოთხი) ლარისა და 08 (რვა ) თეთრის გადახდა.

 

2.3. მოპასუხე მ----- გ-–---ს (---------------- სს ,,თ-----------ს'' (-------------- სასარგებლოდ, 2019 წლის 5 ივლისიდან, (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან), ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე (ამჟამად - 962.51 ლარი, თუმცა სხვადასხვა დროს მისი ოდენობა შეიძლება იყოს სხვადასხვა) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, დაეკიროს წლიური 36 % სარგებლის გადახდა.

 

2.4. მოპასუხე მ----- გ-–---ს (---------------- სს ,,თ-----------ს'' (-------------- სასარგებლოდ, 2018 წლის 13 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს ძირი თანხის 1997 (ათას ცხრაა ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარისა და 21 (ოცდაერთი) თეთრის, პროცენტის 618 (ექვსას თვრამეტი) ლარისა 30 (ოცდაათი) თეთრის, ჯარიმის 655 (ექვსას ორმოცდათხუთმეტი) ლარისა და 08 (რვა) თეთრის, ჯამში 3270 (სამი ათას ორას სამოცდაათი) ლარისა და 59 (ორმოცდაცხრამეტი) თეთის გადახდა.

 

2.5. მოპასუხე მ----- გ-–---ს (---------------- სს ,,თ-----------ს'' (-------------- სასარგებლოდ, 2019 წლის 5 ივლისიდან, (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან), ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე (ამჟამად - 1997.21 ლარი, თუმცა სხვადასხვა დროს მისი ოდენობა შეიძლება იყოს სხვადასხვა) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, დაეკიროს წლიური 36 % სარგებლის გადახდა.

 

3. ბათილად იქნას ცნობილი 2018 წილს 25 ოქტომბერს მ----- გ-–---სა (---------------- და ა--- გ-–---ს (პ/ნ 1----------- შორის ქ. თბილისში, გ--------------------------- II შესახვევი N1, სართული N-------------------------- ს. კოდის მქონე უძრავ ქონებაზე გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება და აღნიშნული ქონება აღირიცხოს მ----- გ-–---ს (---------------- საკუთრებად.

 

4. სს ,,თ----------ს '' (-------------- უარი ეთქვას მოპასუხე მ----- გ-–---ზე (---------------- 1555 (ათას ხუთას ორმოცდათხუთმეტი) ლარისა და 31 (ოცდათერთმეტი) თეთრის დაკისრებაზე.

 

5. 2019 წლის 23 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დარჩეს უცვლელი.

 

6. მ----- გ-–---ს (---------------- სს ,,თ-----------ს'' (-------------- სასარგებლოდ დაეკისროს ბაჟის 134 (ას ოცდათოთხმეტი) ლარისა და 86 (ოთხმოცდაექვსი) თეთრის გადახდა.

 

7.სს ,,თ----------ს '' (-------------- გადახდილი ბაჟიდან, ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 162 (ას სამოცდაორი) ლარი და 16 (თექვსმეტი) თეთრი ( საგადასახადო დავალება N7, თარიღი 16/07/2019, კოდი 300193150); ხოლო 46 (ორმოცდაექვსი) ლარი და 65 (სამოცდახუთი) თეთრი დარჩეს ბიუჯეტში.

 

8. მ----- გ-–---ს (---------------- და ა--- გ-–---ს (პ/ნ 1----------- სს ,,თ-----------ს'' (-------------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ხელშეკრულების ბათილობის ბაჟის - 100 (ასი) ლარის, უზრუნველყოფის ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 (ოცი) ლარისა და საადვოკატო ხარჯიდან 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება.

 

9.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

10.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

11.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: შოთა ნიკურაძე