გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310117001859310
№3-196/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 აგვისტო, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - ნუ--------------------------–---–---–----------–-შვილები,გი--–------------–----------ეები
წარმომადგენელი - ვა–-----------შვილი, აკ----------ე
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ნა-------–----ე
მოპასუხე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - მუ-----------------ე
მსამე პირი - შპს „ედ--–----ი“
წარმომადგენელი - არ გამოცხადდა
დავის საგანი – რესტიტუცია
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ნუ--------------------------–---–---–----------–-შვილებმა, გი--–------------–----------ეებმა სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის და ქალაქ ბათუმის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს:
ა) უსაფუძვლო გამდიდრებისა და დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის ანაზღაურება (კომპენსაცია), მოპასუხეებზე სოლიდარულად 2 199 591.00 აშშ დოლარის, გადახდის დღისათვის შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში დაკისრება, ან უკანონოდ ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის მიზნით მოსარჩელისათვის უძრავ ქონებაზე, საკ. კოდით: 05.-------06 /ნაკვეთის წინა ნომერი: 0--0--06.0--/ თანასაკუთრებაში აშენებული (ასაშენებელი) საცხოვრებელი კომპლექსიდან, კერძოდ, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 25.02.08 წლის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მისაღები ქონებიდან (რაც შეადგენს მითითებულ მიწის ნაკვეთზე აშენებული საცხოვრებელი კომპლექსიდან საერთო ფართის/საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის სავაჭრო ფართის/ 15%-ს) შემდეგი ოდენობის ფართების გადაცემა:
- სარდაფის სართულის კომერციული სასარგებლო ფართიდან 256.86 კვ.მ;
- პირველი სართულის კომერციული სარეალიზაციო ფართიდან 156.70 კვ.მ;
- ანტრესოლის სარეალიზაციო ფართიდან 193.34 კვ.მ;
- საცხოვრებელი სასარგებლო ფართიდან 2456.21 კვ.მ.
ბ) მოსარჩელეთა სასარგებლოდ, მიუღებელი სარგებლის სახით მოპასუხებისაგან 182 516.00 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა სოლიდარულად, 25.02.08 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, გადახდის დღისათვის შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში.
გ) მიუღებელი სარგებელი 182 516.00 აშშ დოლარის 10%, ანუ 18 251.6 აშშ დოლარი, რაც თვეში შეადგენს 1 521.00 აშშ დოლარს (18251.6:12), სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული, 3400.00 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან, დაახლოებით 1360.00 კვ.მ. ფართი ჯერ კიდევ 1985 წელში უკანონოდ იქნა გამოყენებული მოპასუხის მიერ, ქ. ბათუმში და----------–-----–ის ქუჩის გაყვანისა და ამავე ქუჩის №1-ში 104 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენების მოტივით, რის სანაცვლოდაც არანაირი სათანადო და სამართლიანი კომპენსაცია ან/და რესტიტუცია მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ არ გაცემულა, ხოლო 20-- წელში, აღმაშენებლის ქუჩის მეორე მხარეს მოქცეული საკარმიდამო ნაკვეთიდან დარჩენილი მიწის ფართი (დაახლოებით 1144 კვ.მ. /1144+1360+896=3400/), მდებარე ტბ--–-----------ისა და და----------–-----–ის ქუჩების კვეთაში, რაზედაც გაშენებული იყო მრავალწლიანი მოსავლიანი კულტურები (ციტრუსი), ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 24 თებერვლის №51 დადგენილებისა და ქ. ბათუმის მერის 2006 წლის 4 აპრილის მიმართვის საფუძველზე (ანუ უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე) საჯარო რეესტრში (ასევე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე) აღირიცხა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში (საკ. კოდით: 0--0--06.0--), რაც შემდგომში აუქციონის წესით საკუთრებაში გადაეცა შპს „ედ--–----ს“ (ს/ნ 2--------) დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით: 05.-------06 /ნაკვეთის წინა ნომერი: 0--0--06.0--/ 25.02.08 წლის აუქციონზე გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და 16.04.08 წელს გაცემული №0- საკუთრების მოწმობის საფუძველზე.
ხელვაჩაურის რაიონის კახაბრის თემის საკრებულოს სოფელ ანგისას 1986-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით, მოსარჩელე ტა-----–-–---–--ის კომლი შედგებოდა 10 წევრისაგან. დადგენილია ასევე, რომ კომლს საკარმიდამო მიწის ნაკვეთად ეწერა და მუდმივ სარგებლობაში გააჩნდა 3400.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზედ განთავსებული (განაშენიანება), 1933 წელში აგებული საცხოვრებელი სახლითა და დამხმარე შენობა-ნაგებობებით - სასიმინდე და ასევე 1953 წელს აგებული ბოსელი.
ტა-----–-–---–--ის კომლის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილი მოხმარდა მეგობრობის (ამჟამად და----------–-----–ის) ქუჩის მონაკვეთის მოწყობას, ხოლო ნაწილი მოექცა ქუჩის მეორე მხარეს, რაც დღეის მდგომარეობით შესულია ტბ--–-----------ისა და და----------–-----–ის ქუჩების კვეთაში არსებულ, 4000.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართში, რაც ჯერ ქ. ბათუმის მერიის საკუთრებად აღირიცხა, ხოლო შემდეგ აუქციონის წესით იქნა შეძენილი შპს „ედ--–----ის“ მიერ და დღეისათვის მასზე დასრულებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა.
ტა-----–-–---–--ის კომლს სულ მართლზომიერ მფლობელობაში გააჩნდათ რა, 3400.00 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, მასზედ განთავსებული საცხოვრებელი სახლითა და დამხმარე შენობა-ნაგებობანით, 1985 წელს და----------–-----–ის (ყოფილი მეგობრობის) ქუჩის გაყვანისა და აგრეთვე ამავე ქუჩის №1-ში 104 ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით ნაკვეთის ჩამორთმევისას, საცხოვრებელ სახლთან ერთად სარგებლობაში დარჩათ მხოლოდ 896.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საიდანაც 725.00 კვ.მ. მიწის ფართი მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 11.11.08 წელს გაცემული №9--- საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე ნევრესტან ტარიელაშვილის სახელზე აღირიცხა, ხოლო დარჩენილი 171.00 კვ.მ. მიწის ფართი კი (896-725), 2008 წელს ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით, სათანადო კომპენსაციის საფუძველზე მოხმარდა და----------–-----–ის ქუჩის გაფართოება-კეთილმოწყობას, ხოლო 2504.00 კვ.მ. კი (3400-896), უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იქნა ჩამორთმეული 1985 და 20-- წლებში, სათანადო სამართლიანი კომპენსაციის, ან რესტიტუციის მიღების გარეშე.
2504.00 კვ.მ. ფართიდან (3400-896), 1360.00 კვ.მ მიწის ფართი უკანანოდ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იქნა ჩამორთმეული, რაც აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის სახელზე 2005 წელში მომზადებული დასკვნიდან გამომდინარე, და----------–-----–ის (ყოფილი მეგობრობის) ქუჩის გაყვანასა და ამავე ქუჩის №1-ში 104 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას უნდა მოხმარებოდა. შესაბამისად ამისა, ტა-----–-–---–--ის საკარმიდამო ნაკვეთიდან უნდა დარჩენილიყო 1144.00 კვ.მ. ფართობი /3400-896=1360/. სანაცვლოდ ამას მოსარჩელეებისათვის არანაირი კომპენსაცია და/ან რესტიტუცია გარდა შეპირებისა (საგარანტიო წერილი, როგორც კანონიერი ნდობის საფუძველი), არ მოჰყოლია.
1360.00 კვ.მ მიწის ფართიდან, ფაქტობრივად გზის გაყვანისათვის მოხმარებული იქნა 624.00 კვ.მ. მიწის ფართი, დარჩენილი 736.00 კვ.მ. კი ეტყობა, გამიზნული იყო საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად, მაგრამ მისი აუშენებლობის გამო დარჩა აუთვისებელი და შესაბამისად ამისა, აღმოჩნდა გზის მეორე მხარეს, ტა-----–-–---–--ის დარჩენილ 1144.00 კვ.მ. მიწის ფართთან ერთად, ანუ გზის მეორე მხარეს საცხოვრებელი კორპუსის აუშენებლობისა და მიწის ფართის აუთვისებლობის გამო (და----------–-----–ის ქუჩის გამოკლებით) რეალურად აღმოჩნდა ტა-----–-–---–--ის დარჩენილი საკარმიდამო ნაკვეთიდან 1880.00 კვ.მ. მიწის ფართი (1144+736), რაზედაც ნათლად მეტყველებს ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე მხარის დაკვეთით, 57.0--08 წელს მომზადებული იქნა რა საკადასტრო აზომვითი ნახაზი აღმაშენებლის ქუჩის მეორე (ტბ--–-----------ისა და და----------–-----–ის ქუჩების კვეთა) მხარეს დარჩენილი მათი საკარმიდამო ნაკვეთის რეალური პარამეტრებისა და კონფიგურაციის შესაბამისად, ეს დარჩენილი ნაკვეთი შემოსაზღვრული იყო ღობით, მასზედ გაშენებული მრავალწლიანი მოსავლიანი კულტურებითა (ციტრუსი) და ნარგავებით.
აზომვის შედეგად მიწის ფართი აღმოჩნდა 1880.00 კვ.მ.-ის ოდენობით, რაც სარეგისტრაციოდ წარედგინა კიდევაც საჯარო რეესტრს, მაგრამ დადგენილი იქნა ზედდება რეგისტრირებულ მონაცემებთან, საკ. კოდით: 05.-------06. ნაკვეთზე, რომელიც 2006 წლის 24 თებერვლის ქ. ბათუმის მთავრობის №51 დადგენილებისა და იმავე წლის 4 აპრილის ქ. ბათუმის მერის მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში უკვე აღირიცხული იყო (მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან სათანადო დოკუმენტაციის მოკვლევის გარეშე და ამასთან იმის გაუთვალისწინებლად, რომ ტა-----–-–---–--ის საკარმიდამო ნაკვეთს სასამართლო განჩინებით უკვე ედო ყადაღა) მერიის საკუთრებად, იქვე მიმდებარედ არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართთან ერთად, რამაც ჯამში, ტა-----–-–---–--ის საკარმიდამო ნაკვეთის ჩათვლით (1880 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორიას განეკუთვნებოდა) შეადგინა 4000.00 კვ.მ. საკ. კოდით: 0--0--06.0-- და რაც შემდგომში აუქციონის წესით საკუთრებაში გადაეცა შპს „ედ--–----ს“ (ს/ნ 2--------) დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით 3629.00 კვმ, საკ. კოდით: 05.-------06 /ნაკვეთის წინა ნომერი: 0--0--06.0--/ 25.02.08 წლის აუქციონზე გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და 16.04.08 წელს გაცემული №0- საკუთრების მოწმობის საფუძველზე.
25.02.08 წლის თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიხედვით კი ირკვევა, რომ შპს „ედ--–----ს“ საკუთრებაში გადაეცა 3626.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 410 000.00 ლარად, ანუ 1 კვ.მ. 113.00 ლარად.
მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ადგილი ჰქონდა მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ქონების უკანონო ხელყოფას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ტერიტორიას ჰყავს ახალი მესაკუთრე (შ.პ.ს „ედ--–----ი“) და მასზე დასრულდა მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია.
მოსარჩელეთა კუთვნილი ქონების ხელყოფისას სახეზეა კანონისმიერი, ანუ დელიქტური ვალდებულებანი, მაგრამ ამასთან ერთად, დავის სამართლებრივი არსის შინაარსიდან გამომდინარე განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს ასევე უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კი, იმის გათვალისწინებით, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლელია, დღის წესრიგში დგება სათანადო და სამართლიანი კომპენსაციის ან/და რესტიტუციის საკითხი, რაც შემდეგნაირად უნდა გაანგარიშდეს:
კომპენსაციის შემთხვევაში მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 2 199 591.00 აშშ დოლარს, კერძოდ ქალაქ ბათუმის მერიამ შპს „ედ--–----ს“ თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 25.02.08 წლის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე, 3629.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 410 000.00 ლარად გადასცა საკუთრებაში, რაც იმდროინდელი კურსით (ერთი ა.შ.შ დოლარი=1.55 ლარს) შეადგენდა 264 516.00 ა.შ.შ დოლარს, ანუ გამოდის, რომ კვ.მ. მიწის ფართი გასხვისდა 72.89 ა.შ.შ დოლარად (264516 : 3629).
მოსარჩელეთა თანასაკუთრებიდან (3400.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი) უკანონოდ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოპასუხე მხარის მიერ ხელყოფილი იქნა 2504.00 კვ.მ მიწის ფართი, რაც შეადგენს 3629.00 კვ.მ-ის 69%-ს. შესაბამისად ამისა, მოსარჩელე მხარეს 25.02.08 წლის შეთანხმებით მიწის ნაკვეთში უნდა მიეღო, 182 516.00 აშშ დოლარი.
ამასთან, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 25.02.08 წლის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიხედვით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „ედ--–----ისთვის“ საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ საკუთრებაში უნდა მიიღოს რა, მასზედ აშენებული საცხოვრებელი კომპლექსის საერთო ფართის (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის სავაჭრო ფართის) 15%, რაც შპს „ედ--–----იდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე შეადგენს სარდაფის სართულის კომერციული სასარგებლო ფართის სახით, 2481.7 კვ.მ-დან (15%) - 372.26 კვ.მ-ს; პირველი სართულის კომერციული სარეალიზაციო ფათის სახით 1514.00 კვ.მ-დან (15%) 227.10 კვ.მ-ს; ანტრესოლის სარეალიზაციო ფართის სახით 1868.00 კვ.მ-დან (15%) 280.20 კვ.მ-ს და საცხოვრებელი სასარგებლო ფართის სახით 23 731.5 კვ.მ-დან (15%) 3559.73 კვ.მ-ს, აქედან მოსარჩელეთა კუთვნილ ფართს შეადგენს შემდეგი - 372.26 კვ.მ-დან (69%) 256.86 კვ.მ, 227.10 კვ.მ-დან (69%) 156.70 კვ.მ, 280.20 კვ.მ-დან (69%) 193.34 კვ.მ და 3559.73 კვ.მ-დან (69%) 2456.21 კვ.მ.
ე.ი კომერციული ფართის სახით მოსარჩელეთა კუთვნილ ფართს საერთო ჯამში არის 606.90 კვ.მ., ხოლო საცხოვრებელი ფართის სახით კი, 2456.21 კვ.მ, რომლის საბაზრო ღირებულებაც აუდიტორული დასკვნით შეადგენს შემდეგს:
ერთი კვ.მ. კომერციული ფართის საბაზრო ღირებულება აუდიტორული დასკვნით შეადგენს რა 1300.00 ა.შ.შ დოლარს, შესაბამისად ამისა, მოსარჩელეთა კუთვნილი კომერციული ფართის საბაზრო ღირებულება გამოდის 788 970.00 აშშ დოლარი, ხოლო ამავე აუდიტორული დასკვნით კი, ერთი კვ.მ. საცხოვრებელი ფართის (ე.წ „გასაღების ქვეშ“) საბაზრო ღირებულება მეხუთე სართულამდე შეადგენს რა 360.00 აშშ დოლარიდან, 500.00 აშშ დოლარამდე (გააჩნია მხარეს) და მეხუთე სართულიდან ზევით იზრდება 700.00 აშშ დოლარამდე, მოსარჩელეთა კუთვნილი საცხოვრებელი ფართის ღირებულება საშუალოდ გამოდის 1 228 105.00 აშშ დოლარი.
ამდენად, მოსარჩელეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთის, კომერციული და საცხოვრებელი ფართების საბაზრო ღირებულება საერთო ჯამში შეადგენს, 2 199 591.00 აშშ დოლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად - იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუმცა ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც (სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი).
ამდენად, ქონებრივ ზიანში მოიაზრება ზარალი, რომელიც შეიძლება გამოიხატოს დაზიანებული ქონების ღირებულების პირდაპირ შემცირებაში ან მის დაკარგვაში, ასევე სარგებლის ხელიდან გაშვებაში.
იმის გათვალისწინებით, როგორც ეს ფაქტობრივ გარემოებებსა და სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ დასაბუთებაშია აღნიშნული, მოსარჩელეთა თანასაკუთრებიდან (3400.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი) უკანონოდ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოპასუხე მხარის მიერ ხელყოფილი იქნა 2504.00 კვ.მ მიწის ფართი, რაც შეადგენს 3629.00 კვ.მ-ის 69%-ს. შესაბამისად ამისა, მოსარჩელე მხარეს 25.02.08 წლის შეთანხმებით მიწის ნაკვეთში უნდა მიეღო 182 516.00 აშშ დოლარი, რომლის წლიური მიუღებელი სარგებელი შეადგენს 10%-ს, ანუ 18 251.6 ა დოლარს, რაც თვეში შეადგენს 1 521.00 აშშ დოლარს (18251.6:12) და მიუღებელი სარგებლის სახით მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს ყოველთვიურად მისი გადახდა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, გადახდის დღის შესაბამისი კურსით, ეროვნულ ვალუტაში.
2.მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარის, საჯარო რეესტრის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
თავის სარჩელში მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მოპასუხე მხარის (დაკონკრეტებული არ არის ადმინისტრაციულ ორგანოს) მიერ უკანონოდ იქნა ხელყოფილი 2504 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, თუმცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება, საქმე №3-3--/13წ.) ვერ იქნა დადგენილი მისი ზუსტი ოდენობა. აქედან გამომდინარე, სრულიად უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მიერ მიწის ნაკვეთის ამ ოდენობაზე მითითება და მით უმეტეს ზიანის გამოთვლა ამ მონაცემების შესაბამისად. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ 2504 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილი მოხმარდა ქუჩის მოწყობას, მაგრამ დაუსაბუთებელია, რის საფუძველზე მოითხოვენ მოსარჩელეები ზიანის ანაზღაურებას საჯარო რეესტრისაგან და ასევე გაუგებარია, გამოთვლის რა წესით იხელმძღვანელა მოსარჩელე მხარემ. გარდა ამისა, სრულიად უსაფუძვლოა ზიანის ოდენობის დაანგარიშება იმ მშენებარე შენობა-ნაგებობის ღირებულებიდან, რომელიც ამ მიწის ნაკვეთზეა განლაგებული.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 7 ნოემბრის №1-- საოქმო გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა ნევრესტან ტარიელაშვილის საკუთრების უფლება ს. ანგისაში მდებარე, 724,5კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც განთავსებულია ტა-----–-–---–--ის საცხოვრებელი სახლი.
ამდენად, უდავოა, რომ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც 2006 წლის 5 აპრილს აღირიცხა ქალაქ ბათუმის მერიის (შემდეგ შპს ,,ედ--–----ის“) საკუთრების უფლება, განლაგებული არ ყოფილა საცხოვრებელი სახლი, რაც კიდევ ერთხელ აცლის საფუძველს სასარჩელო მოთხოვნას.
ამასთან, სახეზე არაა ზიანის ანაზღაურების სხვა საფუძვლები, კერძოდ, ზიანი, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ტერიტორიული სამსახურის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ბრალეულ ქმედებას, რომელსაც უშუალოდ მოჰყვა მოსარჩელეთათვის ზიანის მიყენება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს სარჩელის უსაფუძვლობასა და დაუსაბუთებლობაზე.
განსაკუთრებულ შეფასებას საჭიროებს ის გარემოება, რომ 2006 წლის 26 აპრილს ნევრესტან ტარიელაშვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 24 თებერვლის №51 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული.
გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ციალა ტარიელაშვილის საკუთრებას არ წარმოადგენდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 24 თებერვლის №51 დადგენილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მიუთითა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში და სარგებლობაში განკარგვა შეუძლიათ მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს.
შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მთავრობის 2006 წლის 24 თებერვლის №51 დადგენილება, რომლითაც საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების მაღლივი კომპლექსის მშენებლობის მიზნით ქალაქ ბათუმში, ტბ--–-----------ისა და და----------–-----–ის ქუჩების კვეთაში არსებულ 4000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე გამოცხადდა კონკურსი, მიჩნეული იქნა კანონიერ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად. აქედან გამომდინარე, ის სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც დაედო საფუძვლად ქ. ბათუმის მერიის საკუთრების უფლების რეგისტრაციას, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მიღებულ ადმინისტრაციულ აქტად იქნა მიჩნეული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ამგვარ ფაქტებს განეკუთვნება ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
გასათვალისწინებელია, რომ მხარეებს შორის წარმოებულ დავაზე მიღებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
ხელვაჩაურის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული მიწის ფართობი ისე იქნა გამოყენებული ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 30 დეკემბრის №857 დადგენილებით ქალაქის განაშენიანებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მეგობრობის (ამჟამად და----------–-----–ის) ქუჩის მშენებლობისათვის, რომ არ შემდგარა კონკრეტული ტექნიკური დოკუმენტაცია, მიწის ფართობების ზუსტი აღწერით, შესაბამისად, გაუგებარი რჩება საჯარო რეესტრის ბრალეული ქმედება რაში გამოიხატა.
სასამართლომ 2014 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო აქტი და დაავალა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ახალი აქტის გამოცემა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს იმ მიწის ნაკვეთის ზუსტი კოორდინატები, კონფიგურაცია და ადგილმდებარეობა, რომელიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ, თავისუფალ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს წარმოადგენს, ასევე, ტა-----–-–---–--ის კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის კოორდინატები, კონფიგურაცია და ადგილმდებარეობა, რომლის ოდენობად მოსარჩელე მხარე 1880 კვ.მ.-ს მიუთითებს. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, უპირობოდ არ გულისხმობს დადებითი გადაწყვეტილებას მიღებას მოსარჩელეთა სასარგებლოდ, ანუ უპირობოდ არ გულისხმობს იმას, რომ სადავო რეგისტრაციით შეილახა მოსარჩელე მხარეთა კანონით დაცული ინტერესები.
თუ მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ მათი საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან დაახლოებით 1360 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ 1985 წელს იქნა გამოყენებული და----------–-----–ის ქუჩის გაყვანისათვის, გაუგებარი რჩება მარეგისტრირებელი ორგანოს ბრალეული ქმედება რაში გამოიხატა.
ამასთან, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 2504 კვ.მ. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იქნა ხელყოფილი და ჩამორთმეული ჯერ 1985 წელს, ქუჩისა და მის მიმდებარედ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისათვის, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის ასეთი ოდენობა დადგენილი არ ყოფილა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსარჩელის მოსაზრებით, 2504 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილი ქუჩის გაყვანას მოხმარდა, რაც კიდევ ერთხელ უსაფუძვლოს ხდის სასარჩელო მოთხოვნას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
აქედან გამომდინარე სრულიად უსაფუძვლოა მითითება ამ მიწის ნაკვეთის ოდენობაზე და მით უმეტეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის თანხის ოდენობის დაანგარიშება, ამ ფართის შესაბამისად.
ტერიტორიული სამსახურის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ბრალეულ ქმედებას, რომელსაც უშუალოდ მოჰყვა მოსარჩელე მხარეთათვის ზიანის მიყენება. ამდენად, სარჩელი სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
მოპასუხე მხარე ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. ამდენად, მატერიალური ზარალის ანაზღაურების ვალდებულებაზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.
მოსარჩელეები სარჩელში მიუთითებენ, რომ მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 2504 კვ.მ. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იქნა ხელყოფილი და ჩამორთმეული 1985 წელს, ქუჩისა და მის მიმდებარედ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისათვის.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი ხელყოფილი იქნა ჯერ კიდევ 1985 წელს და გაიცა შესაბამისი საგარანტიო წერილები, აღნიშნული ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მათთვის უკვე 1985 წელს იყო ცნობილი უფლების დარღვევის თაობაზე (ამ უფლების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში).
2.2. მოპასუხე მხარის, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილებას სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გაცემის შესახებ იღებენ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ამ კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ კანონების შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, სახელმწიფო მიწა სარგებლობაში ან საკუთრებაში განიკარგება კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით.
საქმეში არსებული მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ასევე ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესაბამისად, მოსარჩელეთა საკუთრების უფლება აღრიცხული არ ყოფილა სადავო მიწის ნაკვეთზე, რაც ზიანის გამომრიცხავ გარემოებას წარმოადგენს.
ამასთან, მიზანშეწონილია მიეთითოს, ხელვაჩაურის არქივის 09.0-.2018 წლის №01------- წერილზე, რომლის შესაბამისად, ხელვაჩაურის რაიონის, კახაბრის თემის საკრებულოს სოფელ ანგისის 2000-2006 წლების მონაცემებით, საკომლო წიგნში ტა-----–-–---–--ის კომლზე მიწის ფართობი აღნიშნულია ციფრი ,,0“-ით.
გარდა ამისა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 20 ნოემბერს წარმოდგენილი შპს ,,გეოს“ მიერ 02.0--2018წ. შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები შესრულებულია, თავად მოსარჩერლე მხარის წარმომადგენლის, აკ----------ის დაკვეთით, რა დროსაც მხოლოდ მოსარჩელეთა ინტერესია გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახისმტკიცებულებებით, არშეიძლებადადასტურდესსხვასახისმტკიცებულებებით.კანონის ეს მოთხოვნა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როცა ამა თუ იმ გარემოების დასამტკიცებლად კანონით გათვალისწინებულია სპეციალური მტკიცებულება.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად, თუ დადგინდებოდა, რომ ის არ წარმოადგენდა სხვა პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს და სასამართლომ მიუთითა სადავო რეგისტრაციის დროს მოქმედ, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს კანონის“ 47-ე მუხლზე, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი კერძო პირის საკუთრებას წარმოადგენდა. ქ. ბათუმის მერიის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებისას ამ მიწის ნაკვეთზე სხვა პირის (მათ შორის მოსარჩელე მხარეთა) საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ ყოფილა.
გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტა-----–-–---–--ის კომლზე რიცხული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილი დაკავებული იქნა მეგობრობის (დღევანდელი და----------–-----–ის) ქუჩის გაყვანისა და მოწყობისას, ხოლო ნაწილი მოქცეულია ტბ--–-----------ისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში მდებარე იმ 4000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში, რომელიც ქ. ბათუმის მერის 20-- წლის 4 აპრილის მიმართვისა და ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 24 თებერვლის №51 დადგენილების საფუძველზე, საჯარო რეესტრში ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებად დარეგისტრირდა. ამასთან, მიუთითა, რომ სასამართლოში არ წარმოდგენილა ტა-----–-–---–--ის კომლზე რიცხული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფისა და მიზომვის, ან მიღება-ჩაბარების აქტი და ასეთი ვერც სასამართლოს მიერ გამოთხოვის მიუხედავად იქნა მიღებული, რადგანაც ის არ არის დაცული საარქივო მასალებში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ (პუნქტი 6.9) ტბ--–-----------ისა და და----------–-----–ის ქუჩების კვეთაში მდებარე 4000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც ქ. ბათუმის მერიის საკუთრების უფლება იქნა რეგისტრირებული, მოიცავდა მოსარჩელეთა კომლის საკარმიდამო ნაკვეთის ნაწილს, თუმცა სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი მისი ზუსტი ოდენობა.
შესაბამისად, საქმეში არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა იმას, რომ 0,34 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 1--4 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მოქცეულია ტბ--–-----------ისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში მდებარე იმ 4000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში, რომელიც ქ. ბათუმის მერიის საკუთრებად აღირიცხა.
ამასთან, სახეზე არ არის ზიანის ანაზღაურების სხვა საფუძვლები, კერძოდ, ზიანი, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მერიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ბრალეულ ქმედებას, რომელსაც უშუალოდ მოჰყვა მოსარჩელეთათვის ზიანის მიყენება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს სარჩელის უსაფუძვლობასა და დაუსაბუთებლობაზე.
მოსარჩელე მხარე სარჩელში მიუთითებს, რომ მათი მიწის ნაკვეთი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იქნა ხელყოფილი და ჩამორთმეული, 1985 წელს ქუჩისა და მის მიმდებარედ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისათვის. აღნიშნული ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მათთვის უკვე 1985 წელს იყო ცნობილი უფლების დარღვევის თაობაზე და ამ მომენტიდან უნდა აითვალოს ხანდაზმულობის ვადა.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 30 დეკემბრის №857 დადგენილებით გადაწყდა მიწის ნაკვეთის გამოყოფა, ქ. ბათუმში, ლეონიძის დასახლებაში, მეგობრობის ქუჩაზე (ამჟამად და----------–-----–ის ქუჩა) ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის, რისთვისაც აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს ეთხოვა მშენებლობისათვის გამოყოფილ ნაკვეთზე არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ათვისება, ხოლო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს დაევალა, ინდივიდუალური ბინათმფლობელთა სახლებისა და მწვანე ნარგავების შეფასება. ამავე დადგენილებით (პუნქტი 4) დაგეგმარებისა და არქიტექტურის საქმეთა განყოფილებას დაევალა, მიწის ნაკვეთის გამოყოფის პასპორტის გაცემა, ტექნიკური პირობებითა და არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 30 დეკემბრის №857 დადგენილება;
3.1.2. ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1986 წლის 26 მაისის №359 გადაწყვეტილებით მეგობრობის ქუჩის და საზოგადოებრივი დანიშნულების მაღლივი კომპლექსის მშენებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორიის დროულად გათავისუფლების მიზნით დამტკიცდა, მშენებლობასთან დაკავშირებით ათვისებაში მოხვედრილ მობინადრეთა სია (დანართის მიხედვით).
საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საბინაო განყოფილებას დაევალა, ორდერის გაცემა ათვისებაში მოხვედრილ მობინადრეებზე, ნინოშვილის ქუჩა N75-ში მდებარე 9 სართულიან საცხოვრებელ სახლში 4 კეთლმოწყობილი ბინის მისაღებად.
საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1986 წლის 26 მაისის №359 გადაწყვეტილებაში მითითებულია ათვისებაში მოხვედრილი იმ 9 ოჯახის სია, რომლებსაც უნდა გადასცემოდათ სანაცვლო ბინები, აგრეთვე იმ სამი ოჯახის სია, რომლებსაც დაუმტკიცდათ საგარანტიო წერილები, ათვისების სანაცვლოდ, საცხოვრებელი ბინების მიღების შესახებ.
კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალა, კაპიტალური მშენებლობის განყოფილებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1986 წლის 26 მაისის №359 გადაწყვეტილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. 20-- წლის 24 თებერვალს ქ. ბათუმის მთავრობამ მიიღო №51 დადგენილება, რომლითაც საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების მაღლივი კომპლექსის მშენებლობის მიზნით, ქ. ბათუმში ტბ--–-----------ისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში მდებარე 4000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე გამოაცხადა კონკურსი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. ბათუმის მთავრობის 20-- წლის 24 თებერვლის №51 დადგენილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. 20-- წლის 4 აპრილს ქ. ბათუმის მერმა მიმართვა გაუგზავნა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა 20-- წლის 24 თებერვლის №51 დადგენილების საფუძველზე ქ. ბათუმში, ტბ--–-----------ისა და და----------–-----–ის ქუჩების კვეთაში მდებარე 4000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის (ქ. ბათუმის მერიის) საკუთრებად რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა ქ. ბათუმის მთავრობის 20-- წლის 24 თებერვლის №51 დადგენილებისა და ქ. ბათუმის მერის 20-- წლის 4 აპრილის მიმართვის საფუძველზე 206 წლის 05 აპრილს ტბ--–-----------ისა და და----------–-----–ის ქუჩების კვეთაში მდებარე, 4000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ დაარეგისტრირა ქ. ბათუმის მერია (სახელმწიფო) საკადასტრო კოდი: 0--0--06.0--.
ქ. ბათუმის მთავრობის 20-- წლის 25 აპრილის №111 დადგენილებით დამტკიცდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის 20-- წლის 18 აპრილის №09 შემაჯამებელი ოქმი და 20-- წლის 17 თებერვლის №40 დადგენილებით ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ედ--–----ი“, რომელსაც საკუთრებაში გადაეცა ტბ--–-----------ისა და და----------–-----–ის ქუჩების კვეთაში მდებარე, 4000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. ბათუმის მერის 20-- წლის 4 აპრილის მიმართვა;
- საჯარო რეესტრის ამონაწერი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.5. ხელვაჩაურის რაიონული სახელმწიფო არქივის 1992 წლის 06 აგვისტოს №30- ცნობის თანახმად, ბათუმის რაიონის კახაბრის სასოფლო საბჭოს აღმასკომის საარქივო ფონდში დაცული 1938-1939 წლების საკომლო წიგნში ჩანს, ტარიელოღლი ახმედ მურადის ძე - ოჯახის უფროსი, ცოლი-ტარიელოღლი ხენიფე. კომლს საკარმიდამო მიწად აწერია 1938 წლის გრაფაში - 0,72 ჰექტარი, ხოლო 1939 წლის გრაფაში - 0,75 ჰექტარი.
1940-1942 წლების საკომლო წიგნში კომლს მიწა ერიცხება 0,43 ჰექტარი, მიწის შემცირების საფუძველი არ არის ნაჩვენები.
ამავე ფონდში დაცული, 1958-1960 წლების საკომლო წიგნში ჩანს ტარიელაშვილი ხენიფე - ოჯახის უფროსი, ხოლო ოჯახის შემადგენლობაში ირიცხებიან:
ტარიელაშვილი ციალა - შვილი;
ტარიელაშვილი იაშა ალიოშას ძე - შვილი;
ტარიელაშვილი ნევრესტან ალიოშას ასული - შვილი;
ტარიელაშვილი ნუნუ ალიოშას ასული - შვილი;
კომლს მიწის რაოდენობად სულ ნაჩვენები აქვს 0,41 ჰექტარი მ იწის ნაკვეთი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელვაჩაურის რაიონული სახელმწიფო არქივის 1992 წლის 06 აგვისტოს №30- ცნობა;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.6. ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო არქივის 20-- წლის 25 დეკემბრის საარქივო ცნობის თანახმად, ხელვაჩაურის რაიონის კახაბრის სასოფლო საკრებულოს, ს. ანგისის 1986-20-- წლების საკომლო წიგნი №3-ში ჩანს ტა-----–-–---–--ის კომლი, შემდეგი შემადგენლობით:
ტარიელაშვილი ციალა - კომლის უფროსი, გარდაიცვალა 1994 წელს;
ოჯახის შემადგენლობაში ირიცხება:
ტარიელაშვილი იაშა ალიოშას ძე - შვილი;
ტარიელაშვილი ნევრესტან ალიოშას ასული - შვილი;
ტარიელაშვილი ნუნუ ალიოშას ასული - შვილი;
ტარიელაშვილი მაყვალა ახმედის ასული - რძალი;
ტარიელაშვილი ირმა იაშას ასული - შვილიშვილი;
ტარიელაშვილი ცირა იაშას ასული - შვილიშვილი;
ტარიელაშვილი პაატა იაშას ძე - შვილიშვილი;
გორგაძე გიგლა ანდროს ძე - შვილიშვილი;
გორგაძე ირაკლი ანდროს ძე - შვილიშვილი;
საკომლო წიგნში მიწის რაოდენობა ნაჩვენებია 0,34 ჰექტარი, სახლის აგების წელია 1933, სასიმინდე - 1933 წელი; ბოსელი - 1953 წელი.
აჭარის ა.რ. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ხელვაჩაურის საარქივო განყოფილების მიერ 2009 წლის 26 იანვარს გაცემული საარქივო ცნობის განმარტებითი ბარათის თანახმად, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ანგისაში მცხოვრებ ციალა ტარიელაშვილის კომლს, რომელშიც ირიცხება 9 წევრი, პირად სარგებლობაში 1986 წლიდან აწერია 0,34 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო არქივის 20-- წლის 25 დეკემბრის საარქივო ცნობა;
- 2009 წლის 26 იანვარს გაცემული საარქივო ცნობის განმარტებითი ბარათი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.7. 20-- წლის 26 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ნევრესტან ტარიელაშვილმა, ქ. ბათუმის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. ბათუმის მთავრობის 20-- წლის 24 თებერვლის №51 დადგენილების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნევრესტან ტარიელაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობის გამო. სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში 20-- წლის 5 აპრილს ქ. ბათუმის მერიამ წარადგინა 04.04.20--წ. №2-26-552 მიმართვა (განაცხადი №1928), რომლითაც მოთხოვნილი იქნა ,,ქ. ბათუმში, ტბ--–-----------ისა და და----------–-----–ის ქუჩების კვეთაში არსებული 4000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ქ. ბათუმის მთავრობის 20-- წლის 24 თებერვლის №51 დადგენილების საფუძველზე საჯარო რეესტრში ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის (ქ. ბათუმის მერია) სახელზე საკუთრების უფლებით დადგენილებაში მითითებული მიწის ნაკვეთის აღრიცხვა. დადგენილების შესაბამისად, ქ. ბათუმის მთავრობამ საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების მაღლივი კომპლექსის მშენებლობის მიზნით, ტბ--–-----------ისა და და----------–-----–ის ქუჩების კვეთაში არსებული 4000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე გამოაცხადა კონკურსი. აღნიშნული განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე ქ. ბათუმის მერია აღირიცხა ქ. ბათუმში, ტბ--–-----------ისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო 4000კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ (ს/კ 0--0--06.0--).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.04.20--წ. №2-26-552 მიმართვა;
- ქ. ბათუმის მთავრობის 20-- წლის 24 თებერვლის №51 დადგენილება;
- საჯარო რეესტრის ამონაწერი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.9. ქ. ბათუმის მთავრობის 20-- წლის 25 აპრილის დადგენილებით დამტკიცებული იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის 20-- წლის 18 აპრილის შემაჯამებელი ოქმი და გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ედ--–----ი“ (ს/ნ 2--------), რომელსაც საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმში, ტბ--–-----------ისა და და----------–-----–ის ქუჩების კვეთაში მდებარე, 4000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის 1 კვ.მ. ფართის ღირებულება დადგენილების შესაბამისად შეადგენს 35 ლარს, სულ კი 140 000 ლარს, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების მაღლივი კომპლექსის მსენებლობის მიზნით.
2008 წლის 22 აპრილს ქ. ბათუმში, ტბ--–-----------ისა და და----------–-----–ის ქუჩების კვეთაში მდებარე 4000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: 05.-------06 აღირიცხა შპს „ედ--–----ის“ საკუთრებაში, 2008 წლის 05 თებერვლის აუქციონზე გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და 2008 წლის 16 აპრილს გაცემული №0- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. შპს „ედ--–----მა“ უძრავი ნივთი (მიწის ნაკვეთი) შეიძინა 410 000.00 ლარად და 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფასი შეადგენდა, 113 ლარს.
შპს „ედ--–----მა“ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განახორციელა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. დღეის მდგომარეობით შპს ,,ედ--–----ის“ საკუთრებაში რიცხულ უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 05.-------06 რეგისტრირებულია №1 მშენებარე ობიექტი, ასევე რეგისტრირებულია ვალდებულებები სხვა პირთა სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. ბათუმის მთავრობის 20-- წლის 25 აპრილის დადგენილება;
- 2008 წლის 16 აპრილის №0- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა;
- საჯარო რეესტრის 2008 წლის 30 აპრილის და 2009 წლის 20 ივლისის ამონაწერი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.10. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 07 ნოემბრის №1-- საოქმო გადაწყვეტილებით მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით აღიარებული იქნა ნევრესტან ტარიელაშვილის საკუთრების უფლება, ს. ანგისაში მდებარე 724,5 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ხოლო 1880 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მასზე მიმდინარეობდა სასამართლო დავა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკუთრების აღიარების კომისიის 2008 წლის 07 ნოემბრის №1-- საოქმო გადაწყვეტილება;
3.1.11. ნევრესტან ტარიელაშვილმა 20-0 წლის 24 მაისს საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია, ქ. ბათუმში, ტბ--–-----------ისა და და----------–-----–ის ქუჩების კვეთაში მდებარე 1800 კვ.მ.-ზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, ხოლო სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის 20-0 წლის 31 მაისის წერილით მას ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ელექტრონული ბაზის მონაცემებით მის მიერ ელექტრონული ვერსიით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოცემულ უძრავ ნივთს ზედდება ჰქონდა შპს „ედ--–----ის“ საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, საკადასტრო კოდით: 05.-------06 .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
- გადაფარვის შესახებ საჯარო რეესტრის ფოტოგრაფიული სიტუაციური გეგმა;
- ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის 20-0 წლის 31 მაისის წერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.12. ირ----------------------------------------–ა ტა-----–-–---–--მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირების - ქ. ბათუმის მერიის, ირაკლი გორგაძის, იაშა ტარიელაშვილის, მაყვალა ტარიელაშვილის, ცირა ტარიელაშვილის, შპს „ედ--–----ის“ მიმართ, რომლითაც მოითხოვეს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ქ. ბათუმში, ტბ--–-----------ისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში მდებარე, 4 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის საკუთრების უფლების შესახებ სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა.
20-4 წლის წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3-3--/13წ.) ირ----------------------------------------–ა ტა-----–-–---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმში, ტბ--–-----------ისა და და----------–-----–ის ქუჩების კვეთაში მდებარე, 4 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის საკუთრების უფლების შესახებ 20-- წლის 05 აპრილის სარეგისტრაციო გადაწყვეტილება (ჩანაწერი). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ. ბათუმში, ტბ--–-----------ისა და და----------–-----–ის ქუჩების კვეთაში მდებარე, 4 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ქ. ბათუმის მერის 20-- წლის 4 აპრილის მიმართვაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-4 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3.1.13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20-5 წლის 23 ივნისის განჩინებით (საქმე №3/ბ-0-/15წ.), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, შპს ,,ედ--–----ისა“ და ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-4 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20-5 წლის 0- დეკემბრის განჩინებით (საქმე №ბს-590-583(2კ-15)) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური საკასაციო საჩივრები მიჩნეული იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20-5 წლის 23 ივნისის განჩინება.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრირებული იქნა №88---------- პირობითი განცხადება, ხოლო ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ აღნიშნულ განცხადებაზე 20-6 წლის 25 იანვარს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებული იქნა №88-----------05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებულია სხვა უფლება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნულ უძრავ ნივთზე წარმოდგენილი უფლების რეგისტრაციას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20-5 წლის 23 ივნისის განჩინება (საქმე №3/ბ-0-/15წ.);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20-5 წლის 0- დეკემბრის განჩინება;
- 20-6 წლის 25 იანვრის №88-----------05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მთლიან კომლს სარგებლობაში გააჩნდა 3400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საიდანაც საბოლოოდ სარგებლობაში დარჩათ 896 (725+171) კვ.მ. ფართობი, ხოლო დანარჩენი ფართობი მათი სარგებლობიდან სახელმწიფოს სასარგებლოდ იქნა გასული. კერძოდ, ეს ფაქტობრივი გარემოება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით:
ხელვაჩაურის რაიონის კახაბრის სასოფლო საკრებულოს, ს. ანგისის 1986-20-- წლების №3 საკომლო წიგნში ჩაწერილია ტა-----–-–---–--ის კომლი, ხოლო საკომლო წიგნში მიწის რაოდენობა ნაჩვენებია 0,34 ჰექტარი, ამ მიწის ნაკვეთზე მდებარე, კომლის კუთვნილი სახლის აგების წელია 1933 წელი, სასიმინდის აგების - 1933 წელი, ხოლო ბოსელი აგებულია 1953 წელს.
აჭარის ა.რ. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ხელვაჩაურის საარქივო განყოფილების მიერ 2009 წლის 26 იანვარს გაცემული საარქივო ცნობის განმარტებითი ბარათის თანახმად, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ანგისაში მცხოვრებ ციალა ტარიელაშვილის კომლს, რომელშიც ირიცხება 9 წევრი, მათ შორის მოსარჩელეები, პირად სარგებლობაში 1986 წლიდან აწერია 0,34 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 07 ნოემბრის №1-- საოქმო გადაწყვეტილებით მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით აღიარებული იქნა ნევრესტან ტარიელაშვილის საკუთრების უფლება, ს. ანგისაში მდებარე 724,5 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც განთავსებულია ტა-----–-–---–--ის საცხოვრებელი სახლი, ხოლო 1880 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს და----------–-----–ის ქუჩის მე-2 მხარეს, ნევრესტან ტარიელაშვილის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მასზე მიმდინარეობდა სასამართლო დავა.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და კანონიერ ძალაში შესული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-4 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3-3--/13წ.) ერთობლივი ანალიზის საფუძველზე ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ტა-----–-–---–--ის კომლზე რიცხული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილი დაკავებული იქნა მეგობრობის (დღევანდელი და----------–-----–ის) ქუჩის გაყვანისა და მოწყობისას, ხოლო ნაწილი მოქცეულია ტბ--–-----------ისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში მდებარე, იმ 4 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში, რომელიც ქ. ბათუმის მერის 20-- წლის 4 აპრილის მიმართვისა და ქ. ბათუმის მთავრობის 20-- წლის 24 თებერვლის №51 დადგენილების საფუძველზე, საჯარო რეესტრში ქ. ბათუმის მერიის საკუთრებად დარეგისტრირდა, ხოლო შემდეგ გასხვისდა შპს „ედ--–----ზე“.
ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის 2002 წლის 15 მაისს ნევრესტან ტარიელაშვილის ადრესატით, ამ უკანასკნელის 2002 წლის 2 თებერვლის განცხადების პასუხად გაგზავნილი წერილის თანახმად, აჭარის ა.რ. მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 13 ივნისის №286 დადგენილებით და----------–-----–ის ქუჩის მშენებლობასთან დაკავშირებით მეცხოველეობის სანაშენე მეურნეობის მიწებიდან ქალაქ ბათუმს გადაეცა არაინტენსიური სახნავი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, რომლის შედეგად ნევრესტან ტარიელაშვილის სახელზე რიცხული საკარმიდამო მიწის ნაკვეთი გაიყო ორ ნაწილად.
აჭარის ა.რ. მთავრობაში 2005 წლის 28 აპრილს ნევრესტან ტარიელაშვილის მიერ შეტანილი განცხადების შესწავლის შედეგად, რომლითაც ის მოითხოვდა ტა-----–-–---–--ის კომლის სახლეზე რიცხული, 0,34 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ნაწილზე საკუთრების უფლების აღდგენას, მთავრობის აპარატის დარგობრივი ურთიერთობის სამსახურის უფროსის მიერ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის სახელზე მომზადებული დასკვნის თანახმად, კახაბრის თემის საკრებულოს საკომლო დავთრებისა და მიწების ზონარგაყრილი წიგნის ჩანაწერებით ციალა ტარიელაშვილის ოჯახის საკუთრებაში ირიცხებოდა 0,34 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომლიდანაც ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 30 დეკემბრის №857 დადგენილებით ქალაქის განაშენიანებასთან დაკავშირებით და----------–-----–ის ქუჩის, აგრეთვე ამავე ქუჩის №1-ში 104 ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის გამო ტა-----–-–---–--ის ოჯახს ფაქტობრივ სარგებლობაში დარჩა 0,1 ჰა მიწის ფართობი, რადგანაც ქუჩის ამ მონაკვეთის მოწყობას მოხმარდა 1360 კვ.მ. ფართობი, ხოლო ქუჩის მეორე მხარეს მოექცა, 1040 კვ.მ. ფართობი.
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1986 წლის 28 მაისის №359 გადაწყვეტილებით აწ გარდაცვლილ ციალა ტარიელაშვილს, როგორც ათვისებაში მოხვედრილ ოჯახს, რომელიც თავისი შემადგენლობის მიხედვით იყოფა სამ ოჯახად (ციალა ტარიელაშვილი, ნევრესტან ტარიელაშვილი და ნუნუ ტარიელაშვილი), და----------–-----–ის №1-ში ასაშენებელ საცხოვრებელი სახლში მიეცათ საგარანტიო წერილი ორი ერთოთახიანი და ერთი ოთხოთახიანი ბინის მისაღებად, რითაც მათ არ უსარგებლიათ, და----------–-----–ის ქუჩის №1-ში 104 ბინიანი საცხოვრებელი სახლის აუშენებლობის გამო. მათ ასევე არ მიუღიათ, მრავალწლიანი ნარგავების ღირებულება და მათთვის არ მოუცვლიათ შემცირებული საკარმიდამო ნაკვეთი.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ აწ გარდაცლილ ციალა ტარიელაშვილის შვილი, იაშა ტარიელაშვილი კახაბრის თემის საკრებულოში 1994 წლიდან ითვლება ოჯახის უფროსად და სარგებლობაში არიცხია 0,34 ჰა მიწის ნაკვეთი, რაზედაც გადახდილი აქვს დაწესებული ტარიფის მიხედვით მიწის გადასახადი, რაც დასტურდება ხელვაჩაურის რაიონის საგადასახადო სამსახურის მიერ გადასახადის აკრეფის ქვითრებით.
დასკვნის თანახმად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის №66 დადგენილებით იაშა ტარიელაშვილის კანონიერ სარგებლობაში არსებული 0,34 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი გამოცხადდა მის საკუთრებად.
დასკვნაში მითითებულია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იაშა ტარიელაშვილის ოჯახი მოითხოვს მათზე რიცხული 0,34 ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით პირველად რეგისტრაციას, რაზეც საჯარო რეესტრიდან იღებს უარს იმის გამო, რომ ფაქტობრივ სარგებლობაში დარჩენილი აქვთ, მხოლოდ, 0,1 ჰა მიწის ფართობი.
დასკვნაში მითითებულია, რომ აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით მიზანშეწონილია, კახაბრის თემის საკრებულოს მიწის რეფორმის მუდმივმოქმედმა კომისიამ განიხილოს და გადაწყვიტოს ნევრესტან ტარიელაშვილის ოჯახისათვის საკუთრებაში რიცხული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის აღნიშნული ნაწილისა და სარეფორმო ფონდში ჩარიცხული სხვა მიწის ნაკვეთების ხარჯზე შევსება, რომლის შემდეგ შესაძლებელი გახდება საჯარო რეესტრში იაშა ტარიელაშვილის ოჯახისათვის 0,34 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
იგივე შინაარსს შეიცავს ხელვაჩაურის რაიონის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების განყოფილების მთავარი სპეციალისტის მიერ ხელვაჩაურის რაიონის გამგებლისა და ნევრესტან ტარიელაშვილის ადრესატით 2005 წლის 30 სექტემბერს გაგზავნილი წერილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-4 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმეების, მაყვალა ბახტაძის, გუგული ბახტაძის ჩვენებებით დადასტურებული იქნა, რომ ტა-----–-–---–--ის ოჯახს გააჩნდა საკარმიდამო ნაკვეთი, რომელიც მოიცავდა იმ კონკრეტულ ფართობს, რომელიც მეგობრობის (და----------–-----–ის) ქუჩის ამ მონაკვეთის მოწყობას მოხმარდა, ხოლო ნაწილი ქუჩის მეორე მხარეს მოექცა და შედის იმ 4 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში, რომელიც ქ. ბათუმის მერიის საკუთრებად დარეგისტრირდა, ხოლო შემდეგ გაიყიდა და ამჟამად მასზე მრავალბინიან კორპუსს აშენებს შპს „ედ--–----ი“.ტა-----–-–---–--ის ოჯახი, და----------–-----–ის ქუჩის გადაღმა მოქცეული მიწის ნაკვეთითაც რომ სარგებლობდა წლების განმავლობაში, დადასტურებულია მოწმეების, მაყვალა ბახტაძის, გუგული ბახტაძის ჩვენებებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-4 წლის 30.09. გადაწყვეტილება (საქმე №3-3--/13წ.);
- აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის დარგობრივი ურთიერთობის სამსახურის დასკვნა;
- ხელვაჩაურის რაიონის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების განყოფილების მთავარი სპეციალისტის 2005 წლის 30 სექტემბრის გაგზავნილი წერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2.2. სასამართლო მოცემული დავის ფარგლებშიც დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული, ტა-----–-–---–--ის კომლის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი სწორედ აღნიშნული პროცესების დროს იქნა გამოყენებული, ნაწილი მოხმარდა მეგობრობის (და----------–-----–ის) ქუჩის ამ მონაკვეთის მოწყობას, ხოლო ნაწილი მოექცა ახლად მოწყობილი ქუჩის მეორე მხარეს, რაც დღეისათვის მოცულია იმ 4 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში, რომელიც ქ. ბათუმის მერიის საკუთრებად დარეგისტრირდა, ხოლო შემდეგ გაიყიდა და ამჟამად მასზე მრავალბინიან კორპუსს აშენებს შპს „ედ--–----ი“, ხოლო საკარმიდამო ნაკვეთის უმცირესი ნაწილი, დარჩათ ტა-----–-–---–--ის კომლს.
ამ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა აგრეთვე საქმეში წარმოდგენილი სიტუაციური გეგმები და ნახაზებიც. კერძოდ, სასამართლოში 20-8 წლის 12 დეკემბერს წარმოდგენილი იქნა, სასამართლოს 20-8 წლის 20 ნოემბრის განჩინებით დავალებული, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უზრუნველყოფის სამსახურის მიერ შედგენილი სიტუაციური ნახაზები, რომელთა ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელთან ერთად წარმოდგენილი საკადასტრო ნახაზები, რეალურ მოცემულობებს შეესაბამდება. კერძოდ, როგორც მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, 1--4 კვ.მ. ფართზე შედგენილი ნახაზის შესაბამის მიწის ნაკვეთზე ქ. ბათუმის მერიის საკუთრება დარეგისტრირდა, ხოლო შემდეგ ის გაიყიდა და ამჟამად მასზე მრავალბინიანი კორპუსი ააშენა შპს „ედ--–----მა“, მოსარჩელის ნახაზის შესაბამისი 1150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი კი, მოსარჩელე მხარის მტკიცებით გამოყენებული იქნა აღმაშენებლის ქუჩის გაყვანის დროს.
სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ამ ორი (1--4 კვ.მ. და 1150 კვ.მ.) მიწის ნაკვეთის შესაბამისი ნახაზები და მოსარჩელე მხარის მიერ შედგენილი კიდევ ორი სხვა, 725 კვ.მ. და 171 კვ.მ. მიწის ნაკვეთების ნახაზები ურთიერთშედარებით ერთობლიობაში ქმნის ერთიან ნაკვეთს, ანუ, ეს რამოდენიმე ნაკვეთი ერთი მთლიანი ნაკვეთის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენს, რაც მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სწორედ ტა-----–-–---–--ის კომლზე რიცხული, 3400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იყო;
დადგენილია აგრეთვე, ამ მიწის ნაკვეთების და შესაბამისად, ტა-----–-–---–--ის საკომლო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, სხვა, მეზობელი მიწის ნაკვეთების შესაბამის საკადასტრო ერთეულებთან და ასევე დადგენილია, რომ მათთან ზედდება არ ფისქირდება. ამასთან, დასტურდება მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი, 1150 კვ.მ. და 1--4 კვ.მ. მიწის ნაკვეთების საკადასტრო ნახაზების მიხედვით ზედდება, შპს „ედ--–----ის“ საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთთან და მუნიციპალურ საკუთრებასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სიტუაციური გეგმა და საკადასტრო ნახაზები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ნუ--------------------------–---–---–----------–-შვილების, გი--–------------–----------ეების სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები, მოპასუხეზე მოსარჩელეთა სასარგებლოდ თანხების დაკისრების შესახებ.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია“.
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ I-ლი დამატებითი ოქმის I-ლი მუხლი - „ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით, არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვენ და იმ პირობებით, რომლებიც გათვალისწინებული არიან კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით. ზემოაღნიშნული დებულებები არანაირად არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებას უზრუნველყოს ისეთი კანონების შესრულება, რომლებიც მას აუცილებლად ესახება საკუთრების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელებისათვის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ან ბეგარის, ან სხვა გადასახადებისა და ჯარიმების აკრეფის უზრუნველყოფისათვის.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება. შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებოვბის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორცილებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფო პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. კერძოდ, 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია, სახელმწიფო. ამასთან, იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი, ანუ განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ქმედებასა და შედეგს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ამასთან ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ მოვალეობებს მის თავიდან ასაცილებლად.
6.2. ურთიერთობის სამართლებრივი კვალიფიკაცია სასამართლოს პრეროგატივაა. სასამართლო ვალდებულია, სამართლებრივად სწორად შეაფასოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლომ გადასაწყვეტი დავის სამართლებრივი რეგულაციისათვის შეაფასა, დადგენილად მიჩნეული, შემდეგ ფაქობრივი გარემოებები:
სარჩელზე თანდართული მტკიცებულებების, მათ შორის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-4 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3-3--/13წ.), ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 23.06.15 წლის განჩინებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 0-.12.15 წლის განჩინებების, ხელვაჩაურის საარქივო განყოფილების მიერ 2009 წლის 26 იანვარს გაცემული საარქივო ცნობის განმარტებითი ბარათის საფუძველზე ირკვევა, რომ მიწის რეფორმამდე და მის პერიოდში, კერძოდ, ხელვაჩაურის რაიონის კახაბრის თემის საკრებულოს სოფელ ანგისას 1986-20-- წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით, მოსარჩელე ტა-----–-–---–--ის კომლი შედგებოდა, 10 წევრისაგან.
დადგენილია ასევე, რომ კომლს საკარმიდამო მიწის ნაკვეთად ეწერა და მუდმივ სარგებლობაში გააჩნდა 3400.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული (განაშენიანება), 1933 წელს აგებული საცხოვრებელი სახლითა და დამხმარე შენობა-ნაგებობებით - სასიმინდე და ასევე 1953 წელში აგებული ბოსელი.
ტა-----–-–---–--ის კომლზე რიცხული საკარმიდამო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას და იგი მდებარეობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 30 დეკემბრის №857 დადგენილებით გადაწყდა მიწის ნაკვეთის გამოყოფა, ქ. ბათუმში, მეგობრობის ქუჩაზე (ამჟამად და----------–-----–ის ქუჩა) ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის, რისთვისაც აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს ეთხოვა, მშენებლობისათვის გამოყოფილ ნაკვეთზე არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ათვისება, ხოლო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს დაევალა, ინდივიდუალურ ბინათმფლობელთა სახლებისა და მწვანე ნარგავების შეფასება. ამავე დადგენილებით (პუნქტი 4) დაგეგმარებისა და არქიტექტურის საქმეთა განყოფილებას დაევალა, მიწის ნაკვეთის გამოყოფის პასპორტის გაცემა, ტექნიკური პირობებითა და არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალებით.
1985 წლის 30 დეკემბრის №857 დადგენილების თანახმად, 104 ბინიანი, 9 სართულიანი №9 საცხოვრებელი სახლისა და მეგობრობის ქუჩის მშენებლობისათვის გამოიყო ანგისის ხიდთან მდებარე ტერიტორია - 1,2 ჰექტარი ფართით, იქ არსებული ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ათვისებით. მშენებლობასთან დაკავშირებით ათვისებაში მოხვდა 3 საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ცხოვრობდა 3 ოჯახი, 38 წევრის შემადგენლობით, რაც იყოფა 12 ოჯახად, რომელთაგან 9 ოჯახი სანაცვლოდ ითხოვს კეთილმოწყობილი ბინების გადაცემას, ხოლო სამი ოჯახი, საგარანტიო წერილების მიღების შემთხვევაში თანახმაა, გაათავისუფლონ მათი საცხოვრებელი ფართები და დაელოდონ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.
ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1986 წლის 26 მაისის №359 გადაწყვეტილებით მეგობრობის ქუჩის და საზოგადოებრივი დანიშნულების მაღლივი კომპლექსის მშენებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორიის დროულად გათავისუფლების მიზნით დამტკიცდა, მშენებლობასთან დაკავშირებით ათვისებაში მოხვედრილი 9 ოჯახის სია (დანართის მიხედვით), რომელშიც შედიოდა ტა-----–-–---–--ის სრული ოჯახიდან, ცალკე კომლებად მიჩნეული მაყვალა ტარიელაშვილის ხუთ წევრიანი და გუგული ტარიელაშვილის ექვსწევრიანი ოჯახები, რომლებსაც უნდა გადასცემოდა ორ-ორი ბინა, ოთხოთახიანი და ერთოთახიანი, 77,68 კვ.მ. ფართით. ამასთან, №359 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ აგრეთვე დამტკიცდა ათვისებაში მოხვედრილი ტა-----–-–---–--ის დანარჩენი, სხვა სამი ოჯახისათვის საგარანტიო წერილები, კერძოდ, ციალა ტარიელაშვილისათვის ერთოთახიანი ბინის (20,3 კვ.მ ფართი), ნევრესტან ტარიელაშვილისთვის ერთოთახიანი (20,3 კვ.მ ფართი) და ნუნუ ტარიელაშვილის ოთხწევრიანი ოჯახისთვის, ოთხოთახიანი ბინის (56 კვ.მ. ფართის) მიღების შესახებ. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალა, კაპიტალური მშენებლობის განყოფილებას.
სასამართლოს მიერ დადგენილია ერთმნიშვნელოვანი ფაქტი და მოპასუხე მხარეც ადასტურებს, რომ ტა-----–-–---–--ის ოჯახიდან არც ერთ მათგანს არ მიუღიათ, რაიმე საცხოვრებელი, ან არასაცხოვრებელი ფართი, ანდა სხვა სახის სარგებელი, ათვისებაში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ.
სასამართლო ასევე აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ ადგილობრივი მმართველობისა, თუ ცენტრალური ხელისუფლების არცერთ ორგანოს, რომელიმე გადაწყვეტილებით არ დაუდგენია, ზუსტად რა ოდენობის მიწის ნაკვეთი უნდა გამოყენებულიყო (ათვისებულიყო) ტა-----–-–---–--ის საკარმიდამო ნაკვეთიდან, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 30 დეკემბრის №857 დადგენილებით დაგეგმილი მშენებლობისათვის.
სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მთლიან კომლს სარგებლობაში გააჩნდა 3400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საიდანაც საბოლოოდ სარგებლობაში დარჩათ 896 (725+171) კვ.მ. ფართობი, ხოლო დანარჩენი, მათი სარგებლობიდან მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) და არა, სხვა რომელიმე სუბიექტის სასარგებლოდ იქნა გასული. ეს ფაქტობრივი გარემოება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 07 ნოემბრის №1-- საოქმო გადაწყვეტილებით მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით აღიარებული იქნა ნევრესტან ტარიელაშვილის საკუთრების უფლება, ს. ანგისაში მდებარე 724,5 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც განთავსებულია ტა-----–-–---–--ის საცხოვრებელი სახლი, ხოლო 1880 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს და----------–-----–ის ქუჩის მე-2 მხარეს, ნევრესტან ტარიელაშვილის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მასზე მიმდინარეობდა სასამართლო დავა.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და კანონიერ ძალაში შესული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-4 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების გადაწყვეტილების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ტა-----–-–---–--ის კომლზე რიცხული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილი დაკავებული იქნა მეგობრობის (დღევანდელი და----------–-----–ის) ქუჩის გაყვანისა და მოწყობისას, ხოლო ნაწილი მოქცეულია ტბ--–-----------ისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში მდებარე, იმ 4 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში, რომელიც ქ. ბათუმის მერის 20-- წლის 4 აპრილის მიმართვისა და ქ. ბათუმის მთავრობის 20-- წლის 24 თებერვლის №51 დადგენილების საფუძველზე, საჯარო რეესტრში ქ. ბათუმის მერიის საკუთრებად დარეგისტრირდა, ხოლო შემდეგ გასხვისდა შპს „ედ--–----ზე“.
ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის 2002 წლის 15 მაისს ნევრესტან ტარიელაშვილის ადრესატით, ამ უკანასკნელის 2002 წლის 2 თებერვლის განცხადების პასუხად გაგზავნილი წერილის თანახმად, აჭარის ა.რ. მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 13 ივნისის №286 დადგენილებით და----------–-----–ის ქუჩის მშენებლობასთან დაკავშირებით მეცხოველეობის სანაშენე მეურნეობის მიწებიდან ქალაქ ბათუმს გადაეცა არაინტენსიური სახნავი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, რომლის შედეგად ნევრესტან ტარიელაშვილის სახელზე რიცხული საკარმიდამო მიწის ნაკვეთი გაიყო ორ ნაწილად.
სასამართლოს მიერ დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეთა ოჯახმა იმთავითვე, რაც საკომლო მიწის ნაკვეთის უმეტესი ნაწილი მათი მფლობელობიდან გამოვიდა, კერძოდ, გამოიყენა სახელმწიფომ, დაიწყო აქტიური მოქმედებები და დავა, საკარმიდამოს შემცირებით გამოწვეული ამ დანაკლისის კომპენსირების მიზნით.
ციალა ტარიელაშვილმა განცხადებით მიმართა აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, რომლითაც მოითხოვა ლეონიძის დასახლებაში მშენებარე გზის (მეგობრობის, ახლანდელი და----------–-----–ის ქუჩა) ქვეშ მოყოლილი თავისი საკარმიდამო მიწის ფართობის სანაცვლო ნაკვეთის გამოყოფა, რაც დასტურდება ხელვაჩაურის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარის მეცხოველეობის სანაშენე საბჭოთა მეურნეობის დირექტორისა და ციალა ტარიელაშვილის ადრესატით 1986 წლის 25 აგვისტოს გაგზავნილი წერილით.
აჭარის ა.რ. მთავრობაში 2005 წლის 28 აპრილს ნევრესტან ტარიელაშვილის მიერ შეტანილი განცხადების შესწავლის შედეგად, რომლითაც ის მოითხოვდა ტა-----–-–---–--ის კომლის სახლეზე რიცხული, 0,34 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ნაწილზე საკუთრების უფლების აღდგენას, მთავრობის აპარატის დარგობრივი ურთიერთობის სამსახურის უფროსის მიერ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის სახელზე მომზადებული დასკვნის თანახმად, კახაბრის თემის საკრებულოს საკომლო დავთრებისა და მიწების ზონარგაყრილი წიგნის ჩანაწერებით ციალა ტარიელაშვილის ოჯახის საკუთრებაში ირიცხებოდა 0,34 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომლიდანაც ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 30 დეკემბრის №857 დადგენილებით ქალაქის განაშენიანებასთან დაკავშირებით და----------–-----–ის ქუჩის, აგრეთვე ამავე ქუჩის №1-ში 104 ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის გამო ტა-----–-–---–--ის ოჯახს ფაქტობრივ სარგებლობაში დარჩა 0,1 ჰა მიწის ფართობი, რადგანაც ქუჩის ამ მონაკვეთის მოწყობას მოხმარდა 1360 კვ.მ. ფართობი, ხოლო ქუჩის მეორე მხარეს მოექცა, 1040 კვ.მ. ფართობი.
დასკვნის თანახმად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის №66 დადგენილებით იაშა ტარიელაშვილის კანონიერ სარგებლობაში არსებული 0,34 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი გამოცხადდა მის საკუთრებად.
დასკვნაში მითითებულია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იაშა ტარიელაშვილის ოჯახი მოითხოვს მათზე რიცხული 0,34 ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით პირველად რეგისტრაციას, რაზეც საჯარო რეესტრიდან იღებს უარს იმის გამო, რომ ფაქტობრივ სარგებლობაში დარჩენილი აქვთ, მხოლოდ, 0,1 ჰა მიწის ფართობი.
დასკვნის თანახმად, ნევრესტან ტარიელაშვილის ოჯახის კანონიერ სარგებლობაში არსებული 0,34 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთს ნაწილის საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გამოყოფის დროს დარღვეული იქნა საქართველოს მიწის კოდექსის მე-13, მე-14 და მე-40 მუხლების მოთხოვნები, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ მიწის გამოყოფის (ქუჩის გაყვანის მიზნით) შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ დაუმტკიცებიათ შესაბამის ზემდგომ ორგანოებს.
დასკვნაში მითითებულია, რომ აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით მიზანშეწონილია, კახაბრის თემის საკრებულოს მიწის რეფორმის მუდმივმოქმედმა კომისიამ განიხილოს და გადაწყვიტოს ნევრესტან ტარიელაშვილის ოჯახისათვის საკუთრებაში რიცხული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის აღნიშნული ნაწილისა და სარეფორმო ფონდში ჩარიცხული სხვა მიწის ნაკვეთების ხარჯზე შევსება, რომლის შემდეგ შესაძლებელი გახდება საჯარო რეესტრში იაშა ტარიელაშვილის ოჯახისათვის 0,34 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
იგივე შინაარსს შეიცავს ხელვაჩაურის რაიონის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების განყოფილების მთავარი სპეციალისტის მიერ ხელვაჩაურის რაიონის გამგებლისა და ნევრესტან ტარიელაშვილის ადრესატით 2005 წლის 30 სექტემბერს გაგზავნილი წერილი.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ტა-----–-–---–--ის კომლზე რიცხული საკარმიდამო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას და იგი მდებარეობდა ხელვაჩაურის რაიონის (შემდეგ მუნიციპალიტეტის) ადმინისტრაციულ საზღვრებში, თუმცა ამ საზღვრებში მოქცეული მიწის ფართობი ისე იქნა გამოყენებული ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 30 დეკემბრის №857 დადგენილებით ქალაქის განაშენიანებასთან დაკავშირებით, კერძოდ მეგობრობის (ამჟამად და----------–-----–ის) ქუჩის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომ არ შემდგარა კონკრეტული ტექნიკური დოკუმენტაცია, მიწის ფართობების ზუსტი აღწერით და ხელვაჩაურის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მიწის ფართობები ისე მოექცა ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში, რომ ამის თაობაზე არ ყოფილა გამოცემული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამაზე მიუთითებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარგისტრაციო სამსახურის მიერ შავი ზღვის ეკოაკადემიის დირექტორისა და ნევრესტან ტარიელაშვილის ადრესატით 2005 წლის 26 იანვარს გაგზავნილი წერილიც, რომელიც ეხება ქალაქ ბათუმისა და ხელვაჩაურის სარეგისტრაციო ზონებს შორის საზღვრის გამიჯნვის საკითხს. მასში აღნიშნულია, რომ აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1963 წლის 11 მარტის ბრძანებულებითა და საქართველოს სსრ მე-6 მოწვევის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1963 წლის 29 მაისის სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებულია ქ. ბათუმის პერსპექტიული განაშენიანების გენერალური გეგმის საზღვარი. პრეზიდიუმის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ამ საზღვრებში მოქცეული ყოფილი კოლმეურნეობებისა და მეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწები კვლავ დარჩა მათივე სარგებლობაში. მათი გადაცემა ქალაქის განაშენიანებასთან დაკავშირებით ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, რაც არ მომხდარა.
სარგისტრაციო სამსახურის წერილში მითითებულია, რომ ყოველივე აღნიშნულის სრულ შესაბამისობაში მოყვანის მიზნით აჭარის ა.რ. ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 200- წლის მარტში მომზადდა მინისტრთა საბჭოს დადგენილების პროექტი, ხელვაჩაურის რაიონის მახინჯაურის, ურეხისა და კახაბრის საკრებულოს ტერიტორიებიდან ქალაქის განაშენიანების პერსპექტიული გეგმის საზღვრებში მოქცეული მიწის ფართობის ქ. ბათუმის მერიაზე გადაცემის შესახებ, რაც დღემდე არ განხილულა და არ მიღებულა შესაბამისი დადგენილება.
აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1963 წლის 11 მარტის ბრძანებულებით ქალაქ ბათუმის საზღვრების დამტკიცების შესახებ, დადგენილი იქნა, რომ ქალაქის საზღვრებში მოქცეული მიწები წარმოადგენს ქალაქის მიწის ფონდს. ამ ფონდში შემავალი კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების ბინები რჩება კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების სარგებლობაში და მათი გაცემა ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა მოხდეს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
6.3. სასამართლო მოცემული დავის ფარგლებშიც დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული, ტა-----–-–---–--ის კომლის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი სწორედ აღნიშნული პროცესების დროს იქნა გამოყენებული, ნაწილი მოხმარდა მეგობრობის (და----------–-----–ის) ქუჩის ამ მონაკვეთის მოწყობას, ხოლო ნაწილი მოექცა ახლად მოწყობილი ქუჩის მეორე მხარეს, რაც დღეისათვის მოცულია იმ 4 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში, რომელიც ქ. ბათუმის მერიის საკუთრებად დარეგისტრირდა, ხოლო შემდეგ გაიყიდა და ამჟამად მასზე მრავალბინიან კორპუსს აშენებს შპს „ედ--–----ი“, ხოლო საკარმიდამო ნაკვეთის უმცირესი ნაწილი, დარჩათ ტა-----–-–---–--ის კომლს.
ამ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა აგრეთვე საქმეში წარმოდგენილი სიტუაციური გეგმები და ნახაზებიც. კერძოდ, სასამართლოში 20-8 წლის 12 დეკემბერს წარმოდგენილი იქნა, სასამართლოს 20-8 წლის 20 ნოემბრის განჩინებით დავალებული, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უზრუნველყოფის სამსახურის მიერ შედგენილი სიტუაციური ნახაზები, რომელთა ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელთან ერთად წარმოდგენილი საკადასტრო ნახაზები, რეალურ მოცემულობებს შეესაბამდება. კერძოდ, როგორც მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, 1--4 კვ.მ. ფართზე შედგენილი ნახაზის შესაბამის მიწის ნაკვეთზე ქ. ბათუმის მერიის საკუთრება დარეგისტრირდა, ხოლო შემდეგ ის გაიყიდა და ამჟამად მასზე მრავალბინიანი კორპუსი ააშენა შპს „ედ--–----მა“, მოსარჩელის ნახაზის შესაბამისი 1150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი კი, მოსარჩელე მხარის მტკიცებით გამოყენებული იქნა აღმაშენებლის ქუჩის გაყვანის დროს.
სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ამ ორი (1--4 კვ.მ. და 1150 კვ.მ.) მიწის ნაკვეთის შესაბამისი ნახაზები და მოსარჩელე მხარის მიერ შედგენილი კიდევ ორი სხვა, 725 კვ.მ. და 171 კვ.მ. მიწის ნაკვეთების ნახაზები ურთიერთშედარებით ერთობლიობაში ქმნის ერთიან ნაკვეთს, ანუ, ეს რამოდენიმე ნაკვეთი ერთი მთლიანი ნაკვეთის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენს, რაც მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სწორედ ტა-----–-–---–--ის კომლზე რიცხული, 3400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იყო;
დადგენილია აგრეთვე, ამ მიწის ნაკვეთების და შესაბამისად, ტა-----–-–---–--ის საკომლო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, სხვა, მეზობელი მიწის ნაკვეთების შესაბამის საკადასტრო ერთეულებთან და ასევე დადგენილია, რომ მათთან ზედდება არ ფისქირდება. ამასთან, დასტურდება მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი, 1150 კვ.მ. და 1--4 კვ.მ. მიწის ნაკვეთების საკადასტრო ნახაზების მიხედვით ზედდება, შპს „ედ--–----ის“ საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთთან და მუნიციპალურ საკუთრებასთან. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი, ამ გარემოებასთან დაკავშირებით სხვა დასკვნის გამოტანის საფუძველს არ ქმნის.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ მხრივ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით დადგენილი წესის შესაბაისად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსა და ქ. ბათუმის მერიაზეც.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენიული, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.
ამავე კოდექსის კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები.
ტა-----–-–---–--ის კომლზე რიცხული საკარმიდამო ნაკვეთის სხვა ადგილმდებარეობის შესახებ, მოპასუხე მხარე ვერ მიუთითებს და ამისათვის არც რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუ კერძო პირთან ურთიერთობის მონაწილე არის სახელმწიფო, მისი სტატუსიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მიიჩნევა გარიგებაში ე.წ. „ძლიერ მხარედ“, რის გამოც ამ გარიგების დადებისას მხარეთა შორის ურთიერთობაში ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი ძალიან მაღალი უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა აშკარაა, რომ უმეტესწილად სწორედ სახელმწიფო იღებს სარგებელს გარიგებიდან, კერძო პირის („სუსტი მხარის“) ხარჯზე.
ურთიერთობებში კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია, სამართლიანი შედეგების მიღება და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს.
სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპს ემყარება უსაფუძვლოდ გამდიდრების ინსტიტუტი, რომლის მიზანს წარმოადგენს საფუძვლის გარეშე, უსამართლოდ შეძენილი ქონების (ნამატი, უპირატესობა, უფლება, შეღავათი) ამოღება, ანუ სამართლებრივი წონასწორობის აღდგენა. ამ ინსტიტუტის უმთავრესი ნიშანია „ვითომ-კრედიტორის“ მიერ ქონების მიღება და, შესაბამისად, მისი გამდიდრება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებებს, კონდიქციური ვალდებულებები ეწოდება, სხვის უფლებებში ჩარევის გზით მითვისებული, მიმთვისებელმა უნდა დააბრუნოს ხელყოფის კონდიქციით. შესრულებისა და ხელყოფის კონდიქციები ის მთავარი ინსტრუმენტებია, რომლებიც ემსახურება ქონების უსაფუძვლო მოძრაობის უკუქცევას.
კონდიქციურ ვალდებულებათა რეგულირებას ეთმობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლები, რომელთა მიხედვით უსაფუძვლო გამდიდრება სახეზეა, თუ არსებობს მოპასუხის გამდიდრება, ამის შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი და მატერიალურ სიკეთეთა ასეთი გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა. უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. უსაფუძვლო გამდიდრების დადგენის მიზანი არის, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების ამოღება, რითაც უნდა იქნას უზრუნველყოფილი სამართლიანობის აღდგენა, ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დგინდება ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ მეორე პირის, ანუ მოსარჩელეთა ხარჯზე სამართლებრივი სიკეთის შეძენას, უძრავი ქონების დასაკუთრებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, რის შედეგად ადგილი აქვს გამდიდრებას სხვის ხარჯზე, როცა ერთი პირის ქონება, მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე გაიზარდა.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ზიანი გამოვლენილია და ის გამოწვეულია მოსარჩელეთა საკუთრების ხელყოფით, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოსარჩელეთა კომლს სარგებლობაში გააჩნდა 3400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საიდანაც საბოლოოდ სარგებლობაში დარჩათ მხოლოდ 896 (725+171) კვ.მ. ფართობი, ხოლო დანარჩენი ფართობი მათგან გასული იქნა სახელმწიფოს სასარგებლოდ, ყოველგვარი სარგებლის გარეშე.
მოსარჩელეთა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის კვლევისათვის არსებითია უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი საფუძვლების ძიება. მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ქუჩისა და მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობის მიზნით უძრავი ნივთის, მიწის ნაკვეთის დათმობას მოპასუხისათვის გარკვეული პირობის შესრულების გზით, თუმცა მხარეთა შორის გარიგება ფორმადაუცველია, ხოლო მეორე შემთხვევაში, მიწის ნაკვეთზე მფლობელთა სურვილის გაუთვალისწინებლად მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შედეგად, საკუთრების უფლების ხელყოფას, მოსარჩელეთა ნების საწინააღმდეგოდ.
სასამართლო აღნიშნავს, თუ სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე შესაბამისი საფუძვლის გარეშე იღებს სარგებელს, ამის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც განზრახვა, ისე გაუფრთხილებლობა და შეცდომა. უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველი შეიძლება გახდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
თუ უსაფუძვლო გამდიდრების მიზეზია ბრალეული მოქმედება, მაშინ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები შეიძლება კონკურენციის რეჟიმში აღმოჩნდეს დელიქტურ სამართალთან, რომელიც მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით ზიანის ანაზღაურების საკითხს ეხება. ეს არ ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების დროს ბრალი გამორიცხულია. შესაბამისად, ნორმათა ასეთი კონკურენციისას სასამართლოს გადასაწყვეტია, რომელ ნორმებს გამოიყენებს კონკრეტული შემთხვევის თანმხლები გარემოებებისა და ურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით.
მიუხედავად იმისა, რომ უსაფუძვლო გამდიდრება ვალდებულების წარმოშობის დამოუკიდებელი საფუძველია, მას არსებითად დამხმარე სამართლებრივი ფუნქცია ეკისრება.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელეთა კომლის სკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილზე გადის ქუჩა და საავტომობილო გზით არის დაკავებული, ხოლო ნაწილზე სხვა კერძო პირის, შპს „ედ--–----ის“ საკუთრების უფლება აღირიცხება, შეუძლებელია მისი დაბრუნება მოსარჩელეებისათვის, ანუ პირვანდელი მდგომარეობა ვერ აღდგება.
სასამართლო ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენებს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტისა და 979-ე მუხლის მეორე ნაწილის რეგულაციებს (თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება) და მოპასუხეს, ქალაქ ბათუმის მერიას უნდა დაეკისროს უძრავი ნივთის ღირებულება, გონივრული და სამართლიანი შეფასებით, მოსარჩელის სასარგებლოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შესრულების კონდიქციის მიზნებისათვის, შესრულებაში იგულისხმება სხვა პირის ქონების შეგნებულად და მიზანმიმართულად გაზრდა, ვინაიდან ამით ვალდებულება უნდა შესრულდეს. შესრულების კონდიქციისას შემსრულებელი ახორციელებს არარსებული, ბათილი ან არშემდგარი ვალდებულების შესრულებას. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებობდა ვალდებულება, მისი ფაქტობრივი საფუძვლით.
პირველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სკ-ის 976-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ანუ მოთხოვნის მარეგულირებელი ნორმის ელემენტს, შესრულებას (სამართლებრივი სიკეთის ვითომ-კრედიტორისათვის გადაცემა). არსებობდა ამ შესრულების განხორციელების ფაქტობრივი საფუძველი, მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, საცხოვრებელი ბინების გადაცემა, ანუ რა ვალდებულებას მოიაზრებდა მოსარჩელე, როდესაც მიმღებს გადასცემდა ქონებას, ასევე, გადაცემის ფაქტობრივი საფუძვლის არარსებობა/შეწყვეტა, რამდენადაც მშენებლობა ვერ განხორციელდა და არც საცხოვრებელი ბინები გადაეცათ მოსარჩელეთა ოჯახის წევრებს.
იმის გამო, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, მეორე მიწის ნაკვეთის ნაწილში უკავშირდება მოპასუხის მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მფლობელობას, სადავო შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესი, რომელიც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლით, კერძოდ, განსახილველი მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა, აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს (სუს გადაწყვეტილება 05.-------- №ა-----------0-3) ამით მიყენებული ზიანი.
განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევაა, არამედ, გამდიდრების გათანაბრებაა. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ განსახილველი ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიუთითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ, როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. ნორმაში მითითებულ ზიანში, იგულისხმება მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ არა ზიანის ანაზღაურება, არამედ გამდიდრების გათანაბრება. მნიშვნელოვანია.
ამდენად, სადავო ფაქტობრივი სიტუაცია, არ ითვალისწინებს ზიანის ინსტიტუტს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყანაში გატარებული სამართლებრივი რეფორმის შედეგად დაიშვა მიწაზე საკუთრების უფლება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ამ უფლების მიღების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა საადგილმამულო (ფერმერული) და საკომლო მეურნეობის არსებობა. შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეთა ოჯახის წევრებმა, როგორც კომლის წევრებმა, თავიანთ კომლზე რიცხულ 0,34 ჰა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მოიპოვეს საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის №66 დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 14 ნოემბრის №490 კანონის, ასევე, 1997 წლის 26 ივნისს მიღებული, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (მუხ. 1513), დადგენილი წესის საფუძველზე, თუმცა ფაქტობრივად ამ დროისათვის ტა-----–-–---–--ის ოჯახის წევრთა მფლობელობაში, მხოლოდ კომლის მიწის ნაკვეთის ნაწილიღა რჩებოდა, რამდენადაც, დადგენილია, რომ ტა-----–-–---–--ის საკარმიდამო ნაკვეთიდან ნაწილი, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 30 დეკემბრის №857 დადგენილებით დაგეგმილი, მეგობრობის (დღევანდელი და----------–-----–ის) ქუჩის გაყვანისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის იქნა გამოყენებული, რაც მოსარჩელე მხარის მტკიცებით 1360 კვ.მ.-ს შეადგენდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მმართველობის ადგილობრივი ორგანოს ასეთი ქმედების შედეგად, მოსარჩელეთა კომლს წაერთვა შესაძლებლობა, მასზე საკუთრების უფლების მოპოვებისა, ამასთან, სანაცვლოდ მოსარჩელეთა ოჯახს მმართველობის ადგილობრივი ორგანოს და ზოგადად სახელმწოფასაგან რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღია, მიუხედავად ოჯახის წევრთა იმთავითვე დაწყებული აქტიურობისა სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოებისადმი მიმართვებისა და დავისა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სამართალმემკვიდრეს ასეთი ვითარების და ურთიერთობის დროს წარმოშობილი ვალდებულებების მხრივ, წარმოადგენს ქალაქ ბათუმი მუნიციპალიტეტის მერია, რომელიც უდავოდ დადასტურებული ფაქტია, რომ ზოგადად არის საბჭოთა სახელმწიფოს დროს ქალაქ ბათუმში მოქმედი, ქალაქის მუნიციპალური ორგანოს (საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი) უფლებამონაცვლე. შესაბამისად, თუ ქალაქ ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ტა-----–-–---–--ის კომლის მიმართ ვალდებულება გააჩნდა, ის, როგორც ორ მხარეს შორის ნაწარმოები ურთიერთობებიდან წარმოშობილი, გარდამავალი ვალდებულება, ვრცელდება ქალაქ ბათუმი მუნიციპალიტეტის მერიაზე, რომელიც განსახილველ დავაში მოპასუხეს წარმოადგენს.
სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ტა-----–-–---–--ის კომლზე რიცხული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მეორე ნაწილი მოექცა ტბ--–-----------ისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში მდებარე, იმ 4 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში, რომელიც ქ. ბათუმის მერის 20-- წლის 4 აპრილის მიმართვისა და ქ. ბათუმის მთავრობის 20-- წლის 24 თებერვლის №51 დადგენილების საფუძველზე, საჯარო რეესტრში ქ. ბათუმის მერიის საკუთრებად დარეგისტრირდა, ,,ქ. ბათუმში, ტბ--–-----------ისა და და----------–-----–ის ქუჩების კვეთაში არსებული 4000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ქ. ბათუმის მთავრობის 20-- წლის 24 თებერვლის №51 დადგენილების საფუძველზე საჯარო რეესტრში ჯერ აღირიცხა ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის (ქ. ბათუმის მერიის) საკუთრების უფლება, ხოლო შემდეგ ქ. ბათუმის მთავრობის 20-- წლის 25 აპრილის დადგენილებით დამტკიცებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის 20-- წლის 18 აპრილის შემაჯამებელი ოქმით გამარჯვებულად გამოცხადებული შპს „ედ--–----ის“ საკუთრების უფლება, რომელზეც ამ უკანასკნელის მიერ განხორციელდა მრავალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.
ერთმნიშვნელოვნია შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის ასეთი მოქმედების შედეგად მოსარჩელეებმა დაკარგეს კომლის საკარმიდამო ნაკვეთის ამ ნაწილზე მოქმედი კანონმდებლობის შედეგად მოპოვებული საკუთრების უფლების რეალიზების შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტმა ამის შედეგად კი მიიღო მნიშვნელოვანი სარგებელი.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 07 ნოემბრის №1-- საოქმო გადაწყვეტილებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონის შესაბამისად, მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით აღიარებული იქნა ნევრესტან ტარიელაშვილის საკუთრების უფლება, ტა-----–-–---–--ის ოჯახის მფლობელობაში დარჩენილ, მხოლოდ 724,5 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც განთავსებულია ტა-----–-–---–--ის საცხოვრებელი სახლი, ხოლო 1880 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს და----------–-----–ის ქუჩის მე-2 მხარეს, ნევრესტან ტარიელაშვილის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ის ოჯახის მფლობელობაში აღარ იყო და მასზე მიმდინარეობდა სასამართლო დავა.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ორივე შემთხვევაში, როგორც 1985 წელს, ისე 2004 წელს სახელმწიფო, კერძოდ ქალაქ ბათუმის ადგილობრივი მმართველობის ორგანო მოქმედებდა მხოლოდ საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე და აშკარად და პირდაპირ იქნა უგულებელყოფილი მოსარჩელეთა კერძო ინტერესი, საკუთრების მიმართ. მოპასუხე მხარის ასეთი მოქმედება შეფასებული უნდა იქნას, როგორც კანონსაწინააღმდეგო და უსამართლო, ხოლო ამის შედეგად სახელმწიფოსათვის მიღებული სარგებელიც ჩაითვლება უსამართლოდ და მოსარჩელეთა უფლებებისა და ინტერესის შელახვის ხარჯზე მიღებულად.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის თანახმად, გარანტირებულია საკუთრების უფლების დაცულობა: ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურად უზრუნველყოფილ უფლებას და საკუთრების სოციალური ფუნქცია მასში ვალდებულებებსაც მოიცავს. ამის გათვალისწინებით, სახელმწიფო უფლებამოსილია, განახორციელოს ჩარევა საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში.
ევროპული კონვენცია უშვებს შესაძლებლობას, სახელმწიფოებმა გარკვეული წინაპირობების არსებობისას, განახორციელონ ქონების ჩამორთმევა ან გააკონტროლონ საკუთრებით სარგებლობა. ევროპული კონვენცია ასევე ითვალისწინებს საკუთრების უფლებაში ჩარევას საჯარო ან საერთო ინტერესის მიზნიდან გამომდინარე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაცულ სფეროში ჩარევის პროპორციულობას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს, მიუთითებს რა საზოგადოების საერთო ინტერესებსა და პირის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის მოთხოვნებს შორის სამართლიანი ბალანსის დადგენის აუცილებლობაზე (მაგალითად, საქმეზე „მარკსი ბელგიის წინააღმდეგ“ 1979 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებაში სასამართლომ ევროპული კონვენციის №1 ოქმის 1-ლი მუხლის მეორე პუნქტის განმარტებისას აღნიშნა, რომ ნორმა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს აძლევს უფლებას - აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელოს საკუთრებით სარგებლობაზე კონტროლი საჯარო ინტერესების უზრუნველსაყოფად. ხოლო, საქმეზე „სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ 1982 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებაში სასამართლომ იმსჯელა, რომ სამართლიანი ბალანსი გამოირიცხება, თუ პირს ეკისრება ინდივიდუალური და განსაკუთრებული ტვირთი, რომელიც შეიძლება კანონიერი ყოფილიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს ექნებოდა, ვადების შემცირების ან კომპენსაციის მოთხოვნის უფლება).
სასამართლო აღნიშანვს, რომ საჯარო ინტერესის უზრუნველყოფა - არის არგუმენტი, რომელიც სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, დაასაბუთოს საკუთრების ხელყოფა, თუმცა, ეს არ ათავისუფლებს სახელმწიფოს ვალდებულებისაგან, შექმნან საკუთრების უფლების შეზღუდვის სამართლებრივი და გამჭვირვალე მექანიზმი.
ამდენად, სახელმწიფოს ჩარევა კერძო პირის საკუთრების უფლებაში მისი ლეგიტიმური მიზნის მიუხედავად გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ დაცულია პროპორციულობა, ამ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის.
საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სამართლებრივად აწესრიგებს ამ ურთიერთობას საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.
მოცემულ დავაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სახელმწიფოს (ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს) არ გაუტარებია არავითარი ღონისძიება, მოსარჩელეთა ინტერესების დაცვის მიზნით, როდესაც საჯარო ინტერესებზე მითითებით და აიმ ინტერესის გამოყენებით მოსარჩელოეებს წაართვა კანონმდებობით მოპოვებული სარგებლობისა და შემდგომ უკვე საკუთრების უფლება, საკარმიდამო (კომლის) მიწის ნაკვეთზე. მიუხედავად სასამართლოს მცდელობისა, მოპასუხე არ დათანხმდა ნებაყოფლობით გონივრულ ანაზღაურებას და მოსარჩელე მხარესთან ამაზე შეთანხმებას.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც, ხოლო 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემული დავის ფაგლებში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხის უკანონო ქმედების შედეგად მოსარჩელეებმა დაკარგეს საკუთრების უფლება, 3400 კვ.მ. საკომლო მიწის ნაკვეთის უდიდეს ნაწილზე და მათ საბოლოოდ საკუთრების უფლება გაიფორმეს მხოლოდ 896 (725+171) კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. დადგენილია ისიც, რომ მოსარჩელეთა კანონიერი მფლობელობიდან მიწის ნაკვეთი გავიდა მოპასუხის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მფლობელობასა და საკუთრებაში, რომლის ნაწილიც შემდგომ გასხვისდა სხვა პირზე.
ამდენად, აღნიშნულ გარემოებათა მიხედვით უსაფუძვლო გამდიდრება სახეზეა, არსებობს მოპასუხის გამდიდრებაც, ამის შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი და მატერიალურ სიკეთის ამდაგვარი გადანაცვლების აშკარა გაუმართლებლობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
სასამართლო დავის სამართლებრივი რეგულაციის მიზნით მიუთითებს, აგრეთვე, სამოქალაქო კოდექსის უსაფუძვლო გამდიდრების (მესამე თავი) მომწესრიგებელ შემდეგ ნორმებზე:
მუხლი 976. ვითომ-კრედიტორისაგან მოთხოვნის საფუძვლები
1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:
ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
ბ. ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
2. უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ:
ა. შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან
ბ. გავიდა ხანდაზმულობის ვადა, ან
გ. მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა დ. მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.
მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არცერთი გარემოება, რაც გამორიცხავდა მოსარჩელეთა მიერ უკან დაბრუნების მოთხოვნის საფუძვლიანობას.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა მტკიცებას, მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, რამდენადაც დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელეთა ოჯახის წევრები, 1985 წლიდან, ანუ იმთავითვე, როდესაც მათი კანონიერი მფლობელობიდან გავიდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილი, აქტიურად ითხოვდნენ სახელმწიფოსგან შესაბამის კომპენსირებას, დაპირებული საცხოვრებელი ფართებით, ასევე, დაკმაყოფილებას მონაცვლე მიწის ნაკვეთით, სასამართლოში აღძრული სხვადასხვა დავებით მოპასუხე ორგანოთა ქმედებებისა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შესახებ, თუმცა ამას რაიმე პოზიტიური შედეგი მათთვის არ მოჰყოლია. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლას, მიწის ნაკვეთების მოსარჩელეთა კანონიერი სარგებლობიდან გასვლის მომენტიდან, რაზეც მოპასუხე მხარე მიუთითებს, არ გააჩნია დასაბუთება და სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, კანონიერი საკუთრების უფლების შესახებ დავაზე რაიმე ხანდაზმულობის გავრცელება წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული ევროპული კონვენციით, სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული, საკუთრების უფლების დაცვის პრინციპთან.
მუხლი 979. უკან დაბრუნების მოთხოვნის ფარგლები.
1. უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.
2. თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და უდავო, რომ მოპასუხის უკანონო ქმედების შედეგად მოსარჩელეთა კანონიერი მფლობელობიდან გასული მიწის ნაკვეთის უკან დაბრუნება მოსარჩელეებისათვის შეუძლებელია, რადგანაც იგი დაკავებულია და----------–-----–ის ქუჩის კომუნიკაციებით და შპს „ედ--–----ის“ მიერ აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსით. შესაბამისად, დასაბუთებულია და სამართლებრივი საფუძვლის მქონე, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, ფულადი სახით ანაზღაურების შესახებ.
რაც შეეხება ფულადი ანაზღაურების ოდენობას, სასამართლო მას განსაზღვრავს მიწის ნაკვეთის ღირებულების გამოყენებით. ამ დროს მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეთა კომლს მიწის ნაკვეთი გააჩნდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ხოლო სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობის გათვალისწინებით, შეიცვალა მისი დანიშნულება და შესაბამისად, გამოყენების მიზანი, რამაც რა თქმა უნდა გაზარდა ნაკვეთის საბაზრო ფასები. ამ ტერიტორიაზე ქალაქის დასახლების გადასვლით და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნით, ადგილი მოთხოვნადი გახდა, იმასთან შედარებით, რაც მანამდე მოცემული პირობებით არსებობდა, რისი საფუძველი გახდა ქალაქის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება, ამ ტერიტორიის არსებული სახით განვითარების შესახებ.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, ანაზღაურების ოდენობასთან დაკავშირებით, რაც ზოგადად შემდეგი წესით არის გამოთვლილი: როგორც მოსარჩელე მხარე აღნიშნავს და სასამართლოს მიერაც დადასტურებულია, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2008 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების პირობებით გამოცხადებულ აუქციონზე გატანილი, 3629.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით: 05.-------06 (ნაკვეთის წინა ნომერი: 0--0--06.0--)), მდებარე ტბ--–-----------ისა და და----------–-----–ის ქუჩების კვეთაში, რომელიც მოსარჩელეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილს მოიცავდა, რაც მოსარჩელე მხარის გამოთვლით მთლიანი ნაკვეთის 69 %-ია, შპს „ედელვაისმა“ შეიძინა 410 000.00 ლარად და 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფასი შეადგენდა 113 ლარს.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ტა-----–-–---–--ის კომლის კუთვნილი 2504 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იქნა სულ გასული მათი კანონიერი მფლობელობიდან, რასაც სასამართლოც ადასტურებს. ამის შესაბამისად, მოსარჩელე მხარე თვლის, რომ მიწის ნაკვეთის კომპენსაცია უნდა განისაზღვროს აუქციონზე განსაზღვრული ფასით, რაც შეადგენს 2504 X 113 = 282 952 ლარს და რაც იმ დროისათვის მოქმედი ეროვნული ვალუტის კურსზე გადაანაგარიშებით არის 182 516 აშშ დოლარი.
ამასთან, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ უნდა აუნაზღაურდეთ მიუღებელი შემოსავალი, რომელიც შემდეგი პრინციპით აქვს გამოთვლილი: 25.02.08 წლის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „ედ--–----ისთვის“ საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ საკუთრებაში უნდა მიიღოს მასზედ აშენებული საცხოვრებელი კომპლექსის საერთო ფართის (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის სავაჭრო ფართის) 15%, საიდანაც მოსარჩელეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთის მთლიან ნაკვეთთან წილობრივი თანაფარდობის (69 %) შესაბამისად, მოსარჩელეებს ეკუთვნით 606.90 კვ.მ. კომერციული დანიშნულების ფართობი და 2456,21 საცხოვრებელი ფართი, რომელიც ან ნატურის სახით უნდა გადაეცეთ მათ საკუთრებაში, ან უნდა აუნაზღაურდეთ ფართების საბაზრო ღირებულება, რომელიც მოსარჩელეთა მტკიცებით, აუდიტის დასკვნის საფუძველზე, დღევანდელი საბაზრო ფასით შეადგენს 1 კვ.მ. კომერციული დანიშნულების ფართზე 1300 აშშ დოლარს, ხოლო საცხოვრებელ ფართზე სართულების მიხედვით 360-დან, 700 აშშ დოლარამდე. ამ ანგარიშით მოსარჩელეთა კუთვნილი საცხოვრებელი ფართის ღირებულება საშუალოდ გამოდის 1 228 10--00 ა.შ.შ დოლარი (2456.21 X 500), ხოლო კომერციული ფართისა, 788 790 აშშ დოლარი (606,90 X 1300).
ამგვარად, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ასანაზღაურებელი ფულადი თანხა მიწის ნაკვეთის, კომერციული და საცხოვრებელი ფართების საბაზრო ღირებულების საერთო ჯამით შეადგენს, 2 199 591.00 აშშ დოლარს (182516+788970+1228105).
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, აგრეთვე მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ამ ნორმის შესაბამისად, მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი წინაპირობები შემოიფარგლება კონკრეტული ვალდებულებითი ურთიერთობებით და დამოკიდებულია ამ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შემოსავლის მიღების ალბათობაზე.
აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას, რომელიც ანაზღაურებადია სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა, რისი მტკიცების ტვირთიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე მხარის ვალდებულებას წარმოადგენს. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულს, ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო დავაში წარმოადგენს მოსარჩელეს.
სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებლად ჩაითვლება ის შემოსავალი, რომლის მიღებაც პროგნოზირებადი იყო კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პირმა ვერ მიიღო. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს თავად იმ ვალდებულების ხასიათი, რომლის არაჯეროვანი შესრულების გამოც, მხარე ამგვარი შემოსავლის ანაზღაურებას ითხოვს. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რასაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან.
მიუღებელი შემოსავლისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ორი კუმულატიური პირობის არსებობა, სახეზე უნდა იყოს თავად ზიანი და ასევე მტკიცება იმისა, რომ ვალდებულების ჯეროვანად შესრულების შემთხვევაში პირი გარკვეულ შემოსვალს მიიღებდა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიუღებელი ზიანის ანაზღაურებას უკავშირებს, საკუთრების უფლების მოპოვების რეალური პერსპექტივით, კანონიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთის) გასვლას თავისი მფლობელობიდან, მოპასუხის უკანონო ქმედების შედეგად.
სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირმა უნდა აანაზღაუროს ზიანი, რომელიც წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი საცხოვრებელი და კომერციული ფართები, ან მათი საბაზრო ღირებულება მიუღებელ შემოსავლად ვერ ჩაითვლება, რადგანაც მოპასუხის მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ მითვისება, მის ნაწილზე ქუჩის კომუნიკაციების მოწყობის, ხოლო დანარჩენი ნაწილის მუნიციპალიტეტისთვის სასარგებლო პირობიანი ხელშეკრულებით სხვა პირზე გასხვისების მიზნით, პირდაპირ კავშირში არ არის, სამომავლოდ ამ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული მშენებლობის შედეგად მიღებული ქონების საკუთრების უფლებასთან. ამასთან, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაში თავად მოსარჩელე მხარეს არავითარი წვლილი არ მიუძღვის. გარდა ამისა, რაც ასევე მნიშვნელოვანია, არაფრით დასტურდება, რომ მოსარჩელე მხარე თვითონ აპირებდა, ან შეძლებდა და ააშენებდა საცხოვრებელ კორპუსს ამ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მოსარჩელეთა მფლობელობაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენებოდა და იქ არც ქალაქის დასახლება იყო გაშენებული, რისი მტკიცებაც მოსარჩელე მხარის ვალდებულებას წარმოადგენს.
მოსარჩელეები მიუთითებენ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, ხოლო მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა, თუმცა, მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი, ამ მხრივ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის ქონებრივი დანაკლისის ხარჯზე, მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების გამო, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ უნდა მოხდეს მოსარჩელეებისათვის ანაზღაურება, გონივრული და სამართლიანი თანაფარდობის ფარგლებში, მოცემულ პირობებში იმ ღირებულებითი ანგარიშით, რითაც მოხდა მოპასუხის მიერ მიწის ნაკვეთის გასხვისება აუქციონზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის 20-- წლის 18 აპრილის შემაჯამებელი ოქმით (რომლითაცგამარჯვებულად გამოცხადებული შპს „ედ--–----ი“), როდესაც 1 კვ.მ.-ის ფასი განსაზღვრული იყო, 113 ლარით.
ამის შესაბამისად, მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი ფულადი თანხა იქნება, 2504 კვ.მ. X 113 ლარი = 282 952 ლარს.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის იმ მოსაზრებას, რომ ამ გამოთვლისას გათვალისწინებული უნდა იქნას ეროვნული ვალუტის, ლარის კურსის ცვლილება, აშშ დოლართან მიმართებით და რომ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა, 20-- წლის 18 აპრილის აუქციონის ჩატარების დროისათვის მოქმედი კურსით, 282 952 ლარის, აშშ დოლარზე კონვერტაციით უნდა განისაზღვროს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარეს ზიანის ანაზღაურების თაობაზე აღნიშნული დავა 20-- წლიდანაც შეეძლო დაეწყო, როდესაც მისთვის ხელსაყრელი სავალუტო კურსი მოქმედებდა და ამაში ბრალი მოპასუხე მხარეს არ მიუძღვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი ანაზღაურების დანარჩენი ოდენობა მოკლებულია დასაბუთებულობას და სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც მის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელე მხარეს უარი უნდა ეთქვას.
6.7. რაც შეეხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტთან ერთად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისისათვის (ადრე ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური) ზიანის ანაზღაურების დაკისრებას (სოლიდარულად), სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:
მოსარჩელე მხარე რეესტრის მხრიდან ზიანის ანაზღაურების საფუძველს ძირითადად იმ გარემოებებს უკავშირებს, რომ მოსარჩელეთა კომლის კუთვნილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილი, 1360 კვ.მ. ფართით, ჯერ კიდევ 1985 წელს იმდროინდელი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, ქალაქ ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით იქნა გამოყენებული, და----------–-----–ის ქუჩის გაყვანისათვის, ხოლო 20-- წელს, 1150 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრმა უკანონოდ დაარეგისტრირა ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრების უფლება, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტმა იგი გაასხვისა სხვა პირზე, ისე, რომ მოსარჩელეებს არანაირი კომპენსაცია არ მიუღიათ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 30 დეკემბრის №857 დადგენილების საფუძველზე მოსარჩელეთა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის განკარგვასთან, საჯარო რეესტრის ბრალეულობის დაკავშირება მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს და დასაბუთებულობას.
მოსარჩელეთა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მეორე ნაწილის განკარგვაში საჯარო რეესტრის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარის პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ 20-- წლის 5 აპრილს საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში ქ. ბათუმის მერიის მიერ წარდგენილი 04.04.20-- წ. №2-26-552 მიმართვის (განაცხადი №1928) და მასზე თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესების უგულებელყოფით, ქ. ბათუმის მერია აღირიცხა ტბ--–-----------ისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4000 კვ.მ. იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, რომელიც მოიცავდა, მოსარჩელეთა კომლის მართლზომიერი სარგებლობის საკომლო მიწის ნაკვეთის ნაწილს, 1--4 კვ.მ. ფართის ოდენობით.
სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ სარეგისტრაციო სამსახურისათვის 20-- წლის 5 აპრილს წარდგენილ №2-26-552 მიმართვას თან ერთვოდა ,,ქ. ბათუმში, ტბ--–-----------ისა და და----------–-----–ის ქუჩების კვეთაში არსებული 4000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ქ. ბათუმის მთავრობის 20-- წლის 24 თებერვლის №51 დადგენილება, რომლის შესაბამისად, ქ. ბათუმის მთავრობამ საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების მაღლივი კომპლექსის მშენებლობის მიზნით, ტბ--–-----------ისა და და----------–-----–ის ქუჩების კვეთაში არსებული 4000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე გამოაცხადა კონკურსი.
ქ. ბათუმის მერიამ უძრავი ნივთის რეგისტრაცია განახორციელა იმ მიზნით, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც უფლებამოსილ ორგანოს, შემდგომ განეკარგა იგი.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საჯარო რეესტრის მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული ის გარემოებები, რაც აუცილებელი იყო მითითებულ მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას. კერძოდ, სარეგისტრაციო სამსახურისთვის ცნობილი იყო, იმ დროიდან, როდესაც დარღვეული იქნა მოსარჩელეთა უფლებები, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო დავები სხვადახვა სამართლებრივი საფუძვლებით და ამ დავებში მხარეს წარმოადგენდა როგორც ქ. ბათუმის მერია, ისე საჯარო რეესტრის მარეგისტრირებელი ორგანო. შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დაედგინა, რომ კონკურსზე გასაყიდად გამოტანილი, ტბ--–-----------ისა და და----------–-----–ის ქუჩების კვეთაში არსებული 4000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მოიცავდა მოსარჩელეთა საკომლო მიწის ნაკვეთის ნაწილს და უნდა მიეღო გადაწყვეტილება, მასზე ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 20-- წლის 5 აპრილს ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირველადი რეგისტრაცია განიმარტებოდა, როგორც საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უფლებამოსილი პირის სარეგისტრაციო განცხადებისა და საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე, ხოლო ,,რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლების დამადასტურებელი საბუთი განიმარტებოდა, როგორც კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების, სხვა სანივთო, საგარანტიო და ვალდებულებითი ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლებების წარმოშობას, მის გადაცემას ან მიტოვებას, აგრეთვე საკუთრების უფლებაზე რაიმე ზეგავლენის წარმოშობას, შეჩერებას, მასში ცვლილების შეტანას ან შეწყვეტას.
ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაცია ხორციელდება უფლების დამადასტურებელი საბუთებისა და საკადასტრო ინფორმაციის საფუძველზე. მე-13 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, პირველადი რეგისტრაცია ხორციელდებოდა ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი უფლების დამადასტურებელი საბუთის, ამ კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული სარეგისტრაციო განცხადებისა და სხვა საბუთების საფუძველზე; ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად გამოცხადებულ უძრავ ნივთზე უფლების პირველადი რეგისტრაცია ხორციელდება საკუთრებად გამოცხადების შესახებ ნორმატიული ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, საკადასტრო გეგმებისა (ასეთის არარსებობის შემთხვევაში – აზომვითი ნახაზის) და რეგისტრაციით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული საბუთების წარდგენა სარეგისტრაციო სამსახურში ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულება განახორციელოს უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და მასზე უარის თქმის საფუძვლები განისაზღვრებოდა 23-ე, 24-ე და 25-ე მუხლები.
ამასთან, 20-- წლის 5 აპრილს განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის დროისათვის მოქმედი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილებას სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გაცემის შესახებ იღებენ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ამ კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ კანონების შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, სახელმწიფო მიწა სარგებლობაში ან საკუთრებაში განიკარგება კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით.
სასამართლო მიიჩნევს, მითითებული სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად, საჯარო რეესტრისათვის არ არსებობდა მოთხოვნილ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი იმ მხრივ, რომ ქალაქ ბათუმის მერია არ იყო უფლებამოსილი, ამ ფორმით მოეთხოვა მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღრიცხვა თავის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ სარეგისტრაციო სამსახურისათვის ერთმნიშვნელოვნად იყო ცნობილი, ტბ--–-----------ისა და და----------–-----–ის ქუჩების კვეთაში არსებული 4000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მოიცავდა, მოსარჩელეთა საკომლო მიწის ნაკვეთის ნაწილს, სასამართლო მას ვერ გაიზიარებს. საჯარო რეესტრში არ არსებობდა მოსარჩელეთა კომლზე რიცხული მიწის ნაკვეთის ზუსტი მონაცემები, აზომვითი და საკადასტრო ნახაზები, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამ დროისათვის საკომლო მიწის ნაკვეთის ნაწილი ქალაქ ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ 1985 წლიდან იქნა გამოყენებული და----------–-----–ის ქუჩის გაყვანისათვის და მოსარჩელეები მას აღარ ფლობდნენ. საჯარო რეესტრში არ იყო წარდგენილი ტა-----–-–---–--ის კომლზე რიცხული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფისა და მიზომვის, ან მიღება-ჩაბარების აქტი და ასეთი არ არის დაცული არც ტექბიუროს საარქივო მასალებში, ქ. ბათუმის მერიის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებისას ამ მიწის ნაკვეთზე სხვა პირის (მათ შორის არც მოსარჩელეთა) საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ ყოფილა. შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურისათვის ერთმნიშვნელოვნად ვერ იქნებოდა ცნობილი, ქალაქ ბათუმის მერიის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი თუ მოიცავდა, მოსარჩელეთა საკომლო მიწის ნაკვეთის ნაწილს, ხოლო სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენის დროს განმცხადებელს ამის თაობაზე ინფორმაცია მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არ წარუდგენია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქალაქ ბათუმის მერიის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს მოქმედი ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პასუხს არ აგებს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტების და გაცხადებული უფლების სისწორეზე. მსგავს წესს ადგენს დღეს მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.6 მუხლიც. მითითებული ნორმების მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ საჯარო რეესტრის მარეგისტრირებელი ორგანო არ წარმოადგენს იმ ურთიერთობის მონაწილეს, რომლითაც ქალაქ ბათუმის მერიის მიერ შპს ,,ედ--–----ზე“ განიკარგა მიწის ნაკვეთი. ეს ურთიერთობა წარმოიშვა მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ, ქალაქ ბათუმის მერიასა და შპს ,,ედ--–----ს“ შორის, რომელშიც არ მონაწილეობდა საჯარო რეესტრი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დაასკვნის, რომ არ არსებობს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის ბრალეულობის სამტკიცებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. აღნიშნული მუხლის თანახმად, იმისთვის, რომ პირმა აანაზღაუროს ზიანი, უნდა დგინდებოდეს თვით ზიანის არსებობის ფაქტი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედების უშუალო შედეგს. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ მოსარჩელე მხარეს უშუალოდ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ქმედების შედეგად მიადგა ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე, იმისათვის, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი დაკმაყოფილდეს, აუცილებელია დადგინდეს ზიანის მიყენების ფაქტი, მოპასუხის ბრალეულობა და მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი. მხოლოდ ყველა ამ პირობის ერთობლიობა ქმნის დელიქტს და ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობას იწვევს. იმისათვის, რომ მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ დელიქტური პასუხისმგებლობის ღონისძიება, საქმის მასალებით დადასტურებული უნდა იქნეს მოპასუხის მიერ განხორციელებული არამართლზომიერი ქმედების ფაქტი, ეს ქმედება განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით უნდა იქნეს ჩადენილი. მოსარჩელეს ზიანი უნდა მიადგეს სწორედ ასეთი ქმედების შედეგად და მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს შორის.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიმართ დამდგარი ზიანის მიმართ, საჯარო რეესტრთან არც მიზეზობრივი კავშირი იკვეთება.
ამდენად, სახეზე არ არის ზიანის ანაზღაურების საფუძვლები, კერძოდ, ზიანი, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საჯარო რეესტრის ტერიტორიული სამსახურის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ბრალეულ ქმედებას, რომელსაც უშუალოდ მოჰყვა მოსარჩელე მხარეთათვის ზიანის მიყენება, სახეზე არ არის კონდიქციის არსებობა (საჯარო რეესტრის მიმართ), უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით. შესაბამისად, სარჩელი საჯარო რეესტრის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
7.საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 3 000 ლარის ოდენობით წინასწარ აქვს გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უკან არ უბრუნდება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნუ--------------------------–---–---–----------–-შვილების, გი--–------------–----------ეების სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ, (1144+1360) X 113 = 282952 ლარის გადახდა.
2. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ, საადვოკატო მომსახურების ხარჯები, 2000 ლარის ოდენობით.
3. ნუ--------------------------–---–---–----------–-შვილების, გი--–------------–----------ეების სარჩელი დანარჩენი ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას გადახდეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ, მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3000 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე