გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/23764-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - სს “ლ-------ი ბ---ი“
წარმომადგენლები - თ----ა ზ------–---–ი
მოპასუხეები - მ----ა ყ------ი, გ--ი ფ-----ე, ნ--–ი ფ-----ე, ს-----ო ფ-----ე
დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. მოპასუხეები მ----ა ყ------ი, გ--ი ფ-----ე, ნ--–ი ფ-----ე და ს-----ო ფ-----ე ცნობილ იქნენ გარდაცვლილი ზ------ ფ-----ის მემკვიდრეებად;
1.2. მოპასუხეებს მ----ა ყ------ს, გ--ი ფ-----ეს, ნ--–ი ფ-----ესა და ს-----ო ფ-----ეს სს „ლ-------ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ #-------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 5260.30 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2380.90 ლარი, პროცენტი - 1079.78 ლარი და ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - 1799.62 ლარი.
სარჩელში განმარტებულია, რომ სს "ლ-------ი ბ---სა" და ზ------ ფ-----ეს შორის 2017 წლის 5 ივლისს გაფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება №-------- შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 3000 ლარი; კრედიტის მოქმედების ვადა - 05.07.2018 წლამდე, საპროცენტო განაკვეთი - 48%; ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული წესითა და საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით.
2017 წლის 16 ნოემბრიდან მოპასუხემ დაარღვია სესხის გადახდის გრაფიკი, რა დროიდანაც ერიცხება პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2018 წლის 28 სექტემბრის მდგომარეობით სს "ლ-------ი ბ---ის" წინაშე მსესხებელს ერიცხება - 5 260.30 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 2380.90 ლარი, პროცენტი - 1 079.78 ლარი და ვადაგადაცილების ჯარიმა - 1 799.62 ლარი.
მოპასუხეს ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად გაეგზავნა გაფრთხილების წერილი ელექტორნულ ფოსტაზე, თუმცა უშედეგოდ.
2017 წლის დეკემბერში მოსარჩელემ შეიტყო, რომ ზ------ ფ-----ე გარდაიცვალა, რის შემდგომაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა მის მემკვიდრეებს ვალდებულების არსებობის შესახებ.
ზ------ ფ-----ის სავარაუდო მემკვიდრედ ცნობილია მეუღლე - მ----ა ყ------ი, რომელმაც ჩაიბარა ზ------ ფ-----ის სახელზე არსებული შეტყობინება ვალდებულების შესრულების მოთხოვნის შესახებ.
ზ------ ფ-----ის მემკვიდრეებზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით, 2018 წლის 24 ოქტომბერს ბ---მა მიმართა ნოტარიუსთა პალატას. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის ცნობის შესაბამისად, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებული არ არის ჩანაწერი ზ------ ფ-----ის სამკვიდრო ქონების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მ----ა ყ------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა მას არსებითი შედავება არ განუხორციელებია.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხეებმა გ--ი ფ-----ემ და ნ--–ი ფ-----ემ არ ცნეს სასარჩელო მოთხოვნები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 5 ივლისს სს "ლ-------ი ბ---სა" და ზ------ ფ-----ეს შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება №-------- შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 3000 ლარი; კრედიტის მოქმედების ვადა - 05.07.2018 წლამდე, საპროცენტო განაკვეთი - 48%; ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული წესითა და საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-20).
ზ------ ფ-----ის ანგარიშის ამონაწერი (ს.ფ. 21-24).
3.1.2. 2018 წლის 28 სექტემბრის მდგომარეობით სს "ლ-------ი ბ---ის" წინაშე მსესხებელს ერიცხება დავალიანება - 5 260.30 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 2 380.90 ლარი, პროცენტი - 1 079.78 ლარი და ვადაგადაცილების ჯარიმა - 1 799.62 ლარი.
მოპასუხე მხარეს უშუალოდ დავალიანების ოდენობა სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ზ------ ფ-----ის ანგარიშის ამონაწერი (ს.ფ. 21-24).
ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 25).
3.1.3. 2017 წლის 10 აგვისტოს ზ------ ფ-----ე გარდაიცვალა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 84).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეები მ----ა ყ------ი, გ--ი ფ-----ე და ნ--–ი ფ-----ე წარმოადგენენ გარდაცვლილი ზ------ ფ-----ის პირველი რიგის მემკვიდრეებს, რომელთაც მიიღეს სამკვიდრო ქონება და პასუხისმგებელნი არიან მამკვიდრებლის კრედიტორების წინაშე;
რაც შეეხება მოპასუხე ს-----ო ფ-----ეს, იგი წარმოადგენს მოპასუხის დას და მეორე რიგის მემკვიდრეს. შესაბამისად, არ წარმოადგენს კრედიტორის სს „ლ-------ი ბ---ის“ წინაშე პასუხისმგებელ პირს.
სადავო არ არის გარემოება, რომ მ----ა ყ------ი წარმოადგენს ზ------ ფ-----ის მეუღლეს, ხოლო გ--ი ფ-----ე და ნ--–ი ფ-----ე - გარდაცვლილის მშობლებს, ს-----ო ფ-----ე კი - ზ------ ფ-----ის დას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის მიხედვით, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: „I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები)“; „II. მეორე რიგში – გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა“.
სსკ-ის 1421-ე მუხლის (სამკვიდროს მიღება) მიხედვით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე; მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო; თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი; თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად.
სსკ-ის 1424-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების ვადას: სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სსკ-ის 1320-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.
ზ------ ფ-----ის მემკვიდრეებზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით, 2018 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული „ინფორმაციით“ (ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან), ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნება ინფორმაცია 2017 წლის 10 აგვიტოს გარდაცვლილ ზ------ ფ-----ის სამკვიდრო ქონების თაობაზე.
2019 წლის 02 სექტემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონება რეგისტრირებული 0---------------------- საკადასტრო კოდით, მდებარე თბილისი, ს---–--- ც--–--ის ქუჩა №-, ბინა №--, ირიცხება გ--ი ფ-----ის, ზ------ ფ-----ის, ნ--–ი ფ-----ისა და ს-----ო ფ-----ის თანასაკუთრებაში. თანამესაკუთრეებს შორის საზიარო უფლება გაუქმებული არ არის და ისინი წარმოადგენენ თანამესაკუთრეებს იდეალური წილობრივი მონაცემებით.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა დაადასტურეს, რომ მ----ა ყ------ი, გ--ი ფ-----ე და ნ--–ი ფ-----ე ცხოვრობენ ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაში და ფაქტობრივად ფლობენ ბინას, მათ შორის ზ------ ფ-----ის გარდაცვალების შემდეგ უწყვეტად (იხ. 2020 წლის 21 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, მოპასუხეთა განმარტება 15:22:49). ეს გარემოებები მხარეს სადავოდ არ გაუხდია. დამატებით აღსანიშნავია, რომ სს „ლ-------ი ბ---ის“ 2017 წლის 11 დეკემბრის წერილი (მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენის შესახებ) 2017 წლის 14 დეკემბერს ჩაბარდა მ----ა ყ------ს, ზ------ ფ-----ის მეუღლეს ზემოთ დასახელებული ქონების მისამართზე (ს.ფ. 29, უკუგზავნილი). ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრეებმა მ----ა ყ------მა, გ--ი ფ-----ემ და ნ--–ი ფ-----ემ ფაქტობრივი ფლობით მიიღეს მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება (უძრავი ქონების ¼ წილი).
სსკ-ის 1336-ე მუხლის თანახმად, მეორე რიგის მემკვიდრეები დები და ძმები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. მოცემულ შემთხვევაში გარდაცვლილის მშობლები - გ--ი ფ-----ე და ნ--–ი ფ-----ე არიან ცოცხლები (და მათ სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვთ), შესაბამისად, არ არსებობს სსკ-ის 1336 მუხლით გათვალისწინებული კანონისმიერ საფუძველი ს-----ო ფ-----ის მემკვიდრედ მოაზრებისა (იგი წარმოადგენს ქონების თანამესაკუთრეს და არა ზ------ ფ-----ის მემკვიდრეს).
3.2.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ კრედიტორმა გარდაცვლილის მემკვიდრეებს მოთხოვნა წარუდგინა სსკ-ის 1488-ე მუხლით დადგენილი ვადის დაცვით.
სსკ-ის 1488-ე მუხლი განსაზღვრავს მემკვიდრეებისათვის კრედიტორების მოთხოვნათა წარდგენის ვადას. სსკ-ის 1488.1 მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად.
საქმეში წარმოდგენილია სს „ლ-------ი ბ---ის“ 2017 წლის 11 დეკემბრის წერილი, რომლის თანახმად, ადრესატებს - „ზ------ ფ-----ის მემკვიდრეებს“ ეცნობათ ზ------ ფ-----ის დავალიანების შესახებ #-------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წერილში განმარტებულია, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით მიღების შემთხვევაში, მემკვიდრეებს უნდა დაეფარათ ბ---ის წინაშე არსებული დავალიანება.
სს „ლ-------ი ბ---ის“ 2017 წლის 11 დეკემბრის წერილი 2017 წლის 14 დეკემბერს ჩაბარდა მ----ა ყ------ს, ზ------ ფ-----ის მეუღლეს (ს.ფ. 29, უკუგზავნილი). ეს გარემოება სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოპასუხე მ----ა ყ------მა (იხ. 2020 წლის 21 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:28:03). ამდენად, მემკვიდრეებს კრედიტორის მოთხოვნის შესახებ შეტყობინება გაეგზავნათ და ჩაბარდათ მათ საცხოვრებელ მისამართზე (სადაც შეტყობინება ჩაიბარა ერთ-ერთმა მემკვიდრემ) ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც ბ---ისათვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, რაც ამ შემთხვევაში არ აღემტება გარდაცვალებიდან 6 თვეს.
ამდენად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტს იმის შესახებ, რომ კრედიტორმა გარდაცვლილის მემკვიდრეებს მოთხოვნა წარუდგინა სსკ-ის 1488-ე მუხლით დადგენილი ვადის დაცვით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ სს „ლ-------ი ბ---ის” სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვან--–ა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 867-ე, 868-ე, 1488-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდესის 1306.1 მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. 1306.2 მუხლის მიხედვით, „კანონით მემკვიდრეობა – გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი“.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრეებმა, სსკ-ის 1421-ე და 1336-ე მუხლების შესაბამისად, მ----ა ყ------მა, გ--ი ფ-----ემ და ნ--–ი ფ-----ემ ფაქტობრივი ფლობით მიიღეს სამკვიდრო ქონება.
სსკ-ის 1328.1 მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
სსკ-ის 1484-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად; თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს; მამკვიდრებლის ვალებისათვის პასუხისმგებელნი არიან სავალდებულო წილის მიმღები მემკვიდრეებიც.
სამკვიდროს მიღება შედეგობრივად წარმოშობს მემკვიდრეთა ვალდებულებას დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები. მოპასუხეები მ----ა ყ------ი, გ--ი ფ-----ე და ნ--–ი ფ-----ე ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ სს „ლ-------ი ბ---ი“ როგორც გარდაცვლილის კრედიტორი. განსახილველ შემთხვევაში კრედიტორის მიერ დაცულია სსკ-ის 1488-ე მულით დადგენილი ვადა, შესაბამისად, არ არსებობს კრედიტორის მიერ უფლების დაკარგვის საფუძველი (სსკ-ის 1488.3 მუხლი).
სსკ-ის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სსკ-ის 464-ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სსკ-ის 464-ე და 1488-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეებს მ----ა ყ------ს, გ--ი ფ-----ესა და ნ--–ი ფ-----ეს კრედიტორის წინაშე გააჩნიათ კანონისმიერი სოლიდარული ვალდებულება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან არ არსებობს სსკ-ის 1336 მუხლით გათვალისწინებული კანონისმიერ საფუძველი ს-----ო ფ-----ის მემკვიდრედ მოაზრებისა (იგი წარმოადგენს ქონების თანამესაკუთრეს), იგი ვერ იქნება მიჩნეული გარდაცვლილი ზ------ ფ-----ის დავალიანებაზე კრედიტორის წინაშე პასუხისმგებელ პირად.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ემუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ მხარეებს სს “ლ-------ი ბ---სა” და ზ----- ფ-----ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბ---მა კლიენტზე გასცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხები გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილია, რომ 2018 წლის 28 სექტემბრის მდგომარეობით სს "ლ-------ი ბ---ის" წინაშე მსესხებელს ერიცხება დავალიანება სესხის ძირითადი სახით - 2 380.90 ლარი. ამდენად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეების - მ----ა ყ------ს, გ--ი ფ-----ისა და ნ--–ი ფ-----ისათვის კრედიტის ძირითადი თანხის - 2 380,90 ლარის გადახდის დაკისრება.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდევინება, ამ ვალდებულების შესასრულებლად მოპასუხეებს სს „ლ-------ი ბ---ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის - 1 079.78 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა კრედიტის თანხა მხარეთა შორის გაფორმებული საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით შეთანხმებული წესის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნ--–ოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლოს თვლის, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 1 799,62 ლარი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და უნდა განისაზღვროს 500 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 118,8 ლარის გადახდა, ხოლო 39,2 ლარი ჩაითვლება ბიუჯეტში გადახდილად. მოპასუხეებმა მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურონ საფოსტო ხარჯი 40 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვან--–ა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს „ლ-------ი ბ---ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს მ----ა ყ------ს, გ--ი ფ-----ესა და ნ--–ი ფ-----ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 3 960,68 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 2 380,90 ლარი, პროცენტი - 1 079,78 ლარი და პირგასამტეხლო - 500 ლარი;
3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით - 118,8 ლარისა და საფოსტო მომსახურების ხარჯის 40 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე