გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210020003411263
№2/17-2020 წელი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 მარტი, 2020 წელი ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე, ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე - მ--- კ-----–---–-,წარმომადგენელი - ზ----- ც-------ე,მოპასუხე: ააიპ ზ-----------ს დ-------------სა და კ-----–---–----ის ს------ ც------ი,მოპასუხე: ზ-----------ს მ----–----–------ის მ----ა,წარმომადგენელი: ი-----–ი გ--------ე
დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ზ-----------ს მ----–----–------ის მ----ს 2019 წლის 18 დეკემბრის N4------ ბრძანება მ--- კ-----–---–-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
1.2. მ--- კ-----–---–- აღდგენილი იქნას ააიპ ,,ზ-----------ს დ-------------ს და კ-----–---–----ის ს------ ც------ის’’ უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
1.3. ააიპ ,,ზ-----------ს დ-------------ს და კ-----–---–----ის ს------ ც------ს’’ დაეკისროს მ--- კ-----–---–-ს სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება -ყოველთვიურად 1120 ლარის ოდენობით, 2019 წლის 18 დეკემბრიდან თანამდებობაზე აღდგენამდე.
1.4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელის მოთხოვნა დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე:
მ--- კ-----–---–- 2016 წლის 12 აგვისტოდან დასაქმებული იყო ააიპ ,,ზ-----------ს დ-------------ს და კ-----–---–----ის ს------ ც------ის“ უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. მის ფუნქციებში შედიოდა ქუჩების, სკვერების, პარკების, ნარგავების მოვლა-პატრონობა და კ-----–---–----ა. 2019 წლის 5 ნოემბერს, ზ-----------ს მ----–----–------ის მ----ისგან სატენდერო კომისიას, რომლის ერთ-ერთი წევრი იყო მოსარჩელე, გადაერიცხათ თანხა, რათა ჩაეტარებინათ ტენდერი ქალაქის საახალწლო განათებებით მოწყობის უზრუნველსაყოფად. 2019 წლის 11 ნოემბერს გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც შევიდა ერთი მიმწოდებელი, მაგრამ იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტები, კერძოდ, არ ჰქონდა მითითებული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია და ქვეყანა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის საფუძველზე, მას მიეცა დისკვალიფიკაცია. 2019 წლის 25 ნოემბერს გამოცხადდა ახალი ტენდერი და ვინაიდან ახალი წელი ახლოვდებოდა და დრო იყო ცოტა, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით პირობებში შევიდა ცვლილება და ამოიღეს ნიმუშის წარმოდგენის ვალდებულება, სხვა პირობები იყო უცვლელი. აღნიშნულ ტენდერშიც მონაწილეობა მიიღო ერთმა მომწოდებელმა, რომელიც მოწვეული იქნა ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად, მაგრამ ვადა ამოიწურა ისე, რომ მან ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა, რის გამოც მეორე ტენდერიც ჩაიშალა. 2019 წლის 18 დეკემბერს, კომისიამ შეადგინა შესაბამისი ოქმი და დაიწყეს მომზადება გამარტივებული შესყიდვების ჩასატარებლად. იმავე დღეს, ზ-----------ს მ----–----–------ის მ----ს მოადგილემ მოხსენებითი ბარათით მიმართა მერს, რომლის თანახმადაც, საახალწლო განათებების მოწყობისთვის გამართული ტენდერების არაორგანიზებულად ჩატარების გამო რეკომენდირებულად მიაჩნდა სამსახურიდან გათავისუფლებულიყვნენ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, იმავე დღეს, მერმა გამოსცა ბრძანება და მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, მაგრამ რაში გამოიხატა მოსარჩელის მხრიდან შრომითი ვალდებულების, უფლება-მოვალეობების უხეში დარღვევა, არც დადასტურებული და სავარაუდოდ არც შესწავლილი დამსაქმებლის მხრიდან არ ყოფილა. მოსარჩელეს არ მიეცა განმარტების მიცემის საშუალება. გაურკვეველია რატომ იყო გათავისუფლება ერთადერთი პროპორციული ღონისძიება და რატომ იყო მიზანშეუწონელი მოსარჩელის მიერ მუშაობის გაგრძელება იმავე თანამდებობაზე, როცა მის მიმართ წარსულში არასოდეს გამოყენებულა დისციპლინური ღონისძიება. ამასთან, ზ-----------ს მ----–----–------ის მ---- არ იყო უფლებამოსილი გამოეცა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება, რადგან მ----–----–------ის მ----ა არის ააიპ-ის დამფუძნებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრულია მისი უფლებამოსილება. არც აღნიშნული კოდექსით და არც ააიპ ,,ზ-----------ს დ-------------ს და კ-----–---–----ის ს------ ც------ის“ წესდებით, მ---- უფლებამოსილი არ არის თანამდებობაზე დანიშნოს ან გაათავისუფლოს თანამდებობიდან ც------ის უფროსის მოადგილე ან სხვა თანამშრომელი გარდა უფროსისა. მხოლოდ ც------ის უფროსია უფლებამოსილი დანიშნოს და გაათავისუფლოს ც------ის თანამშრომლები თანამდებობებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის გათავისუფლება თანამდებობიდან იყო უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც იგი აღდგენილი უნდა იქნეს თანამდებობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეებმა ზ-----------ს მ----–----–------ის მ----ამ და ააიპ ,,ზ-----------ს დ-------------ს და კ-----–---–----ის ს------ ც------მა“ სარჩელი არ ცნეს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
მოსარჩელე მ--- კ-----–---–- დასაქმებული იყო ააიპ ,,ზ-----------ს დ-------------ს და კ-----–---–----ის ს------ ც------ის“ უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2019 წლის ბოლოს, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, მ----–----–------ის მ----აში დაიწყო საახალწლო სამზადისი და საჭირო გახდა ქალაქის სხვადასხვა ადგილისა და ლოკაციის სადღესასწაულო განათებებით მოწყობის უზრუნველყოფა, რომელიც იყო ზ-----------ს დ-------------სა და კ-----–---–----ის სამსახურის პირდაპირი მოვალეობა. ც------მა 2019 წლის 11 ნოემბერს გამოაცხადა ტენდერი. სატენდერო კომისიის წევრები იყვნენ ც------ის უფროსი და მისი ორივე მოადგილე. პირველი ტენდერი ჩაიშალა, მეორე ტენდერი გამოცხადდა 25 ნოემბერს. პირველ ტენდერში ერთ-ერთ პირობად მითითებული იყო საქონლის ნიმუშის წარმოდგენა, მეორე ტენდერში კი ეს პირობა ამოღებული იქნა, რამაც გამოიწვია სატენდერო პირობების გაუარესება და აღნიშნული ტენდერიც, 2019 წლის 18 დეკემბერს დასრულდა უარყოფითი შედეგით. უარყოფით შედეგებით დასრულებულმა ტენდერებმა შედეგად გამოიწვიეს საახალწლო ღონისძიებების ორგანიზების შეფერხება და დაყოვნება, რამაც თავის მხრივ მ----–----–------ის მ----ა დააყენა მრავალი ფორსმაჟორული მდგომარეობის წინაშე, გაზრდილი ხარჯებისა და ქალაქის საახალწლოდ მორთვის იმ მასშტაბებით ვერ განხორციელების შედეგებით რომელიც დაგეგმილი იყო. შექმნილი მდგომარეობის შესახებ, მ----ს პირველმა მოადგილემ, რომლის საკურატორო სფეროშიც შედის ს------ ც------ი, მოხსენებითი ბარათით მიმართა მერს, რომ რეკომენდირებული იყო ს------ ც------ის ხელმძღვანელის და მისი მოადგილეების სამსახურიდან გათავისუფლება. მართალია, ც------ის უფროსის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ც------ის უფროსი, მაგრამ წესდების თანახმად, აღნიშნული ხორციელდება მერთან შეთანხმებით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ფორსმაჟორულ სიტუაციას, ტენდერების არაორგანიზებულად ჩატარების გამო და იმის გამო, რომ ახალ წლამდე დარჩენილი იყო რამდენიმე დღე, საჭირო იყო სწრაფად მოქმედება. იმავე დღესვე დაწერა ც------ის უფროსმა განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლებაზე და ვინაიდან უფროსი აღარ ჰყავდა ც------ს, მათი მოადგილეების გათავისუფლება განხორციელდა მ----ს ბრძანებით. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელის მხრიდან წარსულშც ჰქონდა სამსახურებრივი უპასუხისმგებლობას ადგილი. კერძოდ, 2017 წელში ც------ის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე შეძენილი იქნა ხე-მცენარეებისა და ყვავილების ნერგები, რომლის პატრონობა დავალებული ჰქონდა მ--- კ-----–---–ს. მან ვერ გაართვა აღნიშნულ მოვალეობას თავი და ნერგების 80 პროცენტი გახმა. ასევე, კითხვებს ბადებს ც------ის მუშა-მოსამსახურეებისათვის სამუშაო ინსტრუმენტების შესყიდვების და მის მიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ააიპ ,,ზ-----------ს დ-------------სა და კ-----–---–----ის ს------ ც------ის“ უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 12 აგვისტოს №1-- ბრძანებით, მ--- კ-----–---–- დაინიშნა ზ-----------ს დ-------------სა და კ-----–---–----ის სერვიც------ის უფროსის მოადგილის პოზიციაზე 2016 წლის 12 აგვისტოდან და მისი სახელფასო განაკვეთი განისაზღვრა თვეში 1120 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ააიპ ზ-----------ს დ-------------სა და კ-----–---–----ის ს------ც------ის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 12 აგვისტოს №1-- ბრძანება;
3.2. ააიპ ზ-----------ს დ-------------სა და კ-----–---–----ის ს------ც------ის უფროსის 2018 წლის 14 აგვისტოს №3-- ბრძანებით, ააიპ ზ-----------ს დ-------------სა და კ-----–---–----ის ს------ც------ის უფროსის მოადგილეს მ--- კ-----–---–ს დაევალა ქუჩების, სკვერების, პარკების, ნარგავების მოვლა-პატრონობა და კ-----–---–----ა, სპეციალისტის თ---------- ღ-----ის და გამწვანების მომსახურე მუშების საქმიანობაზე ზედამხედველობა. გარე განათების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი იყო ს------ ც------ის უფროსის მეორე მოადგილე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ააიპ ზ-----------ს დ-------------სა და კ-----–---–----ის ს------ც------ის უფროსის 2018 წლის 14 აგვისტოს №3-- ბრძანება;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება,- მოპასუხე ააიპ ზ-----------ს დ-------------სა და კ-----–---–----ის ს------ც------ის უფროსის ახსნა განმარტება.
3.3. ააიპ ზ-----------ს დ-------------სა და კ-----–---–----ის ს------ ც------ი არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის საფუძველზე და იგი დაფუძნებულია ზ-----------ს მ----–----–------ის მიერ. ც------ს გააჩნია წესდება, რომელიც დამტკიცებულია ზ-----------ს მ----–----–------ის გამგებლის 2014 წლის 25 სექტემბრის №4--- ბრძანებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ააიპ ზ-----------ს დ-------------სა და კ-----–---–----ის ს------ ც------ის წესდება.
3.4. 2019 წლის 11 ნოემბერს ააიპ ზ-----------ს დ-------------სა და კ-----–---–----ის ც------ის მიერ ქ.ზ----------ში, ქუჩებში განსათავსებელი საახალწლო განათებებისათვის სხვადასხვა სახეობის გასანათებელი მოწყობილობების შესყიდვის და მონტაჟის მიზნით გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი. აღნიშნული ტენდერი, იმის გამო, რომ პრეტენდენტს ტექნიკური დოკუმენტაცია არ ჰქონდა სრულყოფილად წარმოდგენილი, კერძოდ, არ იყო წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ანდა მწარმოებელთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით პრეტენდენტი შპს ,,ქ---–---------– ს--------ი“ დისკვალიფიცირებული იქნა სატენდერო პროცედურებიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ააიპ ზ-----------ს დ-------------სა და კ-----–---–----ის ს------ც------ის 2019 წლის 11 ნოემბრის სხდომის ოქმი №1,- ააიპ ზ-----------ს დ-------------სა და კ-----–---–----ის ს------ც------ის 2019 წლის 25 ნოემბრის სხდომის ოქმი №3,- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.5. 2019 წლის 25 ნოემბერს ააიპ ზ-----------ს დ-------------სა და კ-----–---–----ის ც------ის მიერ ქ.ზ----------ში ქუჩებში განსათავსებელი საახალწლო განათებებისათვის სხვადასხვა სახეობის გასანათებელი მოწყობილობების შესყიდვის და მონტაჟის მიზნით კვლავ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი. აღნიშნულ შემთხვევაში, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით შეიცვალა პირობა, კერძოდ, პრეტენდენტს აღარ ევალებოდა ნიმუშის წარმოდგენა, სხვა პირობები იყო უცვლელი. აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა შპს ,,ქ---–---------– ს--------მა“ და იგი მოწვეული იქნა ხელშეკრულების გასაფორმებლად. ხელშეკრულების გაფორმების ვადა იყო 2019 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნული ვადა გავიდა ისე რომ გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. სატენდერო კომისიის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ქ---–---------– ს--------ი“ დისკვალიფიცირებული იქნა სატენდერო პროცედურებიდან. აღნიშნული ტენდერიც ჩაიშალა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ააიპ ზ-----------ს დ-------------სა და კ-----–---–----ის ს------ც------ის 2019 წლის 25 ნოემბრის სხდომის ოქმი №1,- ააიპ ზ-----------ს დ-------------სა და კ-----–---–----ის ს------ც------ის 2019 წლის 10 დეკემბრის სხდომის ოქმი №3,- ააიპ ზ-----------ს დ-------------სა და კ-----–---–----ის ს------ც------ის 2019 წლის 18 დეკემბრის სხდომის ოქმი №4,- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.6. 2019 წლის 18 დეკემბერს, ზ-----------ს მ----–----–------ის მ----ს პირველმა მოადგილემ მოხსენებითი ბარათით მიმართა ზ-----------ს მ----–----–------ს მერს, სადაც აღნიშნა, რომ ააიპ დ-------------სა და კ-----–---–----ის ც------მა 2019 წლის 11 ნოემბერს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების შესყიდვისა და მათი მონტაჟისთვის, რომელიც დასრულდა უარყოფითი შედეგით. მეორე ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოცხადდა სატენდერო პირობების არსებითად შეუცვლელად (კერძოდ, პირველ ტენდერში ერთ-ერთ პირობად განსაზღვრული იყო საქონლის ნიმუშის წარმოდგენა, მეორე გამოცხადებულ ტენდერში ეს პირობა ამოღებული იქნა, რამაც გამოიწვია სატენდერო პირობების გაუარესება და სავარაუდოდ მოწოდებული საქონლის ხარისხი დააყენა ეჭვქვეშ). 2019 წლის 25 ნოემბერს აღნიშნული ტენდერიც დასრულდა უარყოფითი შედეგით. აღნიშნული საქონლის შეძენა მნიშვნელოვანი იყო საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის. ტენდერების უარყოფითი შედეგებით დასრულება გამოიწვია არასწორი პირობების განსაზღვრამ. ტენდერის პირობების განსაზღვრა და მისი შემდგომი რეაგირება კი ხელმძღვანელი პირების მუშაობაზე და მათ პასუხისმგებლობაზე იყო დამოკიდებული, შესაბამისად, ვინაიდან მათ ვერ განახორციელეს საქმის სრულფასოვნად ორგანიზება, მიზანშეწონილად მიაჩნდა თანამდებობიდან გათავისუფლებულიყვნენ ხელმძღვანელი პირები, ს------ ც------ის უფროსი და მისი მოადგილეები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზ-----------ს მ----–----–------ის მ----ს პირველი მოადგილის დ----- მ-------ის 2019 წლის 18 დეკემბრის მოხსენებითი ბარათი № 4------,- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.7. ზ-----------ს მ----–----–------ის მ----ს 2019 წლის 18 დეკემბრის №4------ ბრძანებით, ააიპ ,,დ-------------სა და კ-----–---–----ის ს------ც------ის“ უფროსის მოადგილე მ--- კ-----–---–- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ზ-----------ს მ----–----–------ის მ----ს პირველი მოადგილის დ----- მ-------ის 2019 წლის 18 დეკემბრის №4------ მოხსენებითი ბარათი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზ-----------ს მ----–----–------ის მ----ს 2019 წლის 18 დეკემბრის №4------ ბრძანება.
3.8. მოსარჩელემ 2020 წლის 8 იანვარს განცხადებით მიმართა ააიპ ზ-----------ს დ-------------სა და კ-----–---–----ის ს------ ც------ის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს და მოითხოვა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლის წერილობითი დასაბუთება. ს------ც------ის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ო-–-- შ---–--ის 2020 წლის 9 იანვრის №08 წერილის თანახმად, მ--- კ-----–---–ს განემარტა, რომ აღნიშნული საკითხისთვის უნდა მიემართა ზ-----------ს მ----–----–------ის მ----ისთვის. მოსარჩელეს აღნიშნული მოთხოვნით მ----ისთვის არ მიუმართვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ--- კ-----–---–-ს 2020 წლის 8 იანვრის განცხადება,- ააიპ დ-------------სა და კ-----–---–----ის ს------ც------ის უფროსის მოვალეობის შესრულებლის ო-–-- შ---–--ის 2020 წლის 9 იანვრის №08 წერილი;
-მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.9. მ--- კ-----–---–-ს მიერ, ააიპ დ-------------სა და კ-----–---–----ის ს------ც------ში მუშაობის პერიოდში რაიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ააიპ დ-------------სა და კ-----–---–----ის ს------ც------ის უფროსის მოვალეობის შესრულებლის ო-–-- შ---–--ის 2019 წლის 30 დეკემბრის №485 წერილი;
3.10. მ--- კ-----–---–- ისე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რომ არ ჩატარებულა დისციპლინური საქმის წარმოება, მას არ გაუკეთებია განმარტება იმ გარემოებებთან დაკავშირებით რაც საფუძვლად დაედო მის გათავისუფლებას, არ მიეცა საშუალება მისადმი წაყენებულ პრეტენზიაზე გამოეთქვა თავისი პოზიცია. 2019 წლის 18 დეკემბერს, საღამოს საათებში აცნობეს, რომ გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.11. მ--- კ-----–---–-ს მიერ ადგილი არ ჰქონია ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევას, მითუფრო უხეშ დარღვევას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, შეჯიბრებითობა ნიშნავს მოდავე მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დასამტკიცებლად. სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნის თუ შესაგებლის ფარგლებით, რასაც პირდაპირ ადგენს საქართველოს სსკ-ის 248-ე მუხლი, არამედ მათი მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
შრომითსამართლებრივი დავა მტკიცების ტვირთის გადანაწილების გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონო დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს (უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება №ას-1210-2018) .
სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დასაქმებულის მიერ ვალდებულების უხეში დარღვევის საფუძვლით გათავისუფლების შემთხვევებში. სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ,,Affirmanti non negate, incumbit probation” - მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. მოცემულ შემთხვევაში საკითხი ეხება ისეთ ნეგატიურ გარემოებას, რაც მტკიცებადია სწორედ მოპასუხის მიერ. განსახილველ შემთხვევაში დამსაქმებელს გააჩნია უპირატესობა სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა მუშაკმა დაარღვია შრომითი მოვალეობები, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებულმა ადასტუროს, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია არამართლზომიერ მოქმედებას.
სასამართლოში დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, მოპასუხეა ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის უხეში დარღვევის ფაქტები, რაც საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძვლად იქნება მიჩნეული.
დამსაქმებლის მიერ შესაგებელსა და ახსნა-განმარტების ეტაპზე გაკეთებული მითითებებით, მოსარჩელის მხრიდან მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება გამოიხატა მასში, რომ ზ-----------ს დ-------------სა და კ-----–---–----ის ც------მა, რომლის პირდაპირი მოვალეობა იყო საახალწლოდ უზრუნველყოთ ქალაქის განათებებით მოწყობა, ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, არაორგანიზებულად ჩაატარეს ტენდერები, რამაც გამოიწვია მათი ჩაშლა. პირველ ტენდერში ერთ-ერთ პირობად განსაზღვრული იყო საქონლის ნიმუშის წარმოდგენა, მეორე ტენდერში კი ეს პირობა ამოიღეს, რამაც გამოიწვია სატენდერო პირობების გაუარესება და მეორე ტენდერიც დასრულდა უარყოფითი შედეგით.
მოპასუხე მხარემ მხოლოდ პაექრობის ეტაპზე მიუთითა, მისი მოსაზრებით თუ რაში მდგომარეობდა სატენდერო კომისიის მიერ მოვალეობის არაჯეროვნად და არაორგანიზებულად შესრულება. აღნიშნა, რომ პირველ ტენდერში სატენდერო დოკუმენტაცია წარდგენილი იყო არსებითი დარღვევებით, შემსყიდველის მიერ წარდგენილ ფასების ცხრილში არ იყო მითითებული შესაბამისი გრაფები წარმოშობის ქვეყნის, მარკის, მოდელის და მწარმოებლის შესახებ. პრეტენდენტმა ისარგებლა წარდგენილი ცხრილით და არ მიუთითა აღნიშნული მონაცემები. სატენდერო დოკუმენტაციაში არ იყო მითითება ფასების ცხრილის დაზუსტების დაუშვებლობის და შესაბამისად დისკვალიფიკაციის შესახებ. სატენდერო კომისიას შეეძლო განესაზღვრა დამატებითი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად და მოეხდინა სატელეფონო კომუნიკაცია, რაც არ განახორციელეს და მიიღეს გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის შესახებ, რაც იყო არასწორი და გაჭიანურდა ტენდერი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ გარემოებაზე მოპასუხემ არათუ ახსნა-განმარტების, არამედ პაექრობის ეტაპზე განაცხადა და ამასთან, აღნიშნულის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია წერილობითი დოკუმენტები, რაც დაადასტურებდა მის მიერ მითითებულ გარემოებებს.
აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია დ-------------სა და კ-----–---–----ის სამსახურის უფროსის ბრძანება, რომლითაც განსაზღვრულია მ--- კ-----–---–-ს ფუნქციები, ესაა ქუჩების, სკვერების, პარკების, ნარგავების მოვლა-პატრონობა და კ-----–---–----ა, სპეციალისტის თ---------- ღ-----ის და გამწვანების მომსახურე მუშების საქმიანობაზე ზედამხედველობა. მართალია, მ--- კ-----–---–- იყო სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი და სატენდერო კომისიას ევალებოდა კანონით დადგენილი წესით სრულყოფილად ჩაეტარებინათ ტენდერი, მაგრამ მოსარჩელის მითითებით, პირველი ტენდერის ჩაშლა გამოიწვია პრეტენდენტის მიერ დოკუმენტაციაში არსებულმა ხარვეზებმა, კერძოდ არ იყო მასში მითითებული შესასყიდი საქონლის წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი კომპანია. ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 27-ე მუხლის თანახმად, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნას არ შეიცავდა ტექნიკური დოკუმენტაცია, სატენდერო კომისიას არათუ ვალდებულება, არამედ უფლებაც არ ჰქონდათ აღნიშნულის დასაზუსტებალდ ვადა მიეცათ პრეტენდენტისთვის.
რაც შეეხება მეორე ტენდერის უარყოფითი შედეგებით დასრულებას, მოსარჩელის მითითებით, რადგან ახალ წლამდე დარჩენილი იყო მცირე დრო, აღნიშნულის გამო მიიღო გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ და ტენდერის პირობებიდან ამოიღო ნიმუშის წარდგენის ვალდებულება, რადგან აღნიშნული დამატებით დროს მოითხოვდა. აღნიშნულით არათუ გართულდა, პირიქით გამარტივდა ტენდერის პირობები. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხის მიერ არაფერი წარმოდგენილა, გარდა ზოგადი მითითებისა, რომ სატენდერო პირობებიდან ნიმუშის წარდგენის ვალდებულების ამოღებამ გააუარესა ტენდერის პირობები და აღნიშნულის გამო არ მოაწერა ხელი პრეტენდეტმა ხელშეკრულებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მ--- კ-----–---–-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს შრომის კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54, 115-ე მუხლები.
,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშოროსო პაქტის’’ მე-6 მუხლი;
,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-23-ე მუხლები;
1982 წლის ,,დამსაქმებლის ინიციატივით დასაქმების შეწყვეტის შესახებ“ №158 კონვენცია;
,,დამსაქმებლის ინიციატივით დასაქმების შეწყვეტის შესახებ“ 1982 წლის კონვენციის №166 რეკომენდაციები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.
,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის’’ 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნების თავისუფალი განვითარებისათვის. ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები. ყოველ ადამიანს აქვს უფლება შექმნას პროფესიული კავშირები და შევიდეს პროფესიულ კავშირებში თავისი ინტერესების დასაცავად.
ევროპის სოციალურ ქარტიის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობა. დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც, ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.
შრომის თავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩინო და დათმო ეს სამუშაო, დაცული იყო უმუშევრობისგან და ისეთი რეგულირებისგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას“ (გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007). შრომის თავისუფლება მჭიდრო კავშირშია ადამიანის სიცოცხლესა და მის ღირსეულ ყოფასთან. როგორც წესი, მისი განხორციელება ასოცირდება და უზრუნველყოფს მატერიალურ კეთილდღეობას, თუმცა დაუშვებელია, შრომის უფლების რეალიზაცია მხოლოდ შემოსავლის მიღების წყაროდ იქნეს აღქმული. შრომის პროცესში ადამიანი ახდენს საკუთარი უნარ-ჩვევების გამოყენებას, მათ საკუთარი, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად წარმართვას. ეს არის პროცესი, რომლის საშუალებითაც მისი განმახორციელებელი ახდენს სოციალიზაციას, საკუთარი თავის, იდეების, შესაძლებლობების ერთგვარ რეალიზაციას. პიროვნების განვითარებისთვის არსებითია, თავი იგრძნოს საზოგადოების სრულფასოვან, საჭირო წევრად, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის პიროვნებას. შესაბამისად, ეს უფლება გადაჯაჭვულია პიროვნული განვითარების უფლებასთან. შრომის თავისუფლების განხორციელება, ბუნებრივია, არა ერთადერთი, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პირის დამოუკიდებლობისათვის. შესაბამისად, შრომა და ამ უფლების დაცვა არ არის მხოლოდ დასაქმებულის ინტერესების, მისი მოთხოვნილებების საკანონმდებლო რეგლამენტაცია. მისი მნიშვნელობა დიდია ასევე სახელმწიფოსთვის. სწორედ სახელმწიფოს ინტერესებში შედის, თითოეულმა დასაქმებულმა კეთილსინდისიერად განახორციელოს საკუთარი მოვალეობები, ვინაიდან მათი შრომითი საქმიანობის პროდუქტი, საბოლოოდ სახელმწიფოზე, მის განვითარებაზე აისახება (გადაწყვეტილება №2/2-565, 219.04.2016) .
საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ორგანული კანონის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს.
სამართლის საერთაშორისო წყაროები (ისევე როგორც საქართველოს შიდა ეროვნული კანონმდებლობა), აშკარად შეიცავენ დამსაქმებლის შესაძლებლობას შეწყვიტოს შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, მხოლოდ გონივრული საფუძვლისა და საკმარისი, ადეკვატური წინაპირობის არსებობის შემთხვევაში.
სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობა ემყარება ხელშემკვრელი მხარეების განსაკუთრებულ ნდობას და ურთიერთგაგებას. დასაქმებულისათვის ხელმისაწვდომი, ხშირად კონფიდენციალური ინფორმაციის გათვალისწინებით, მხარეები შედიან ერთმანეთთან ნდობაში და იღებენ პასუხისმგებლობასაც. პასუხისმგებლობის ფარგლები დამოკიდებულია დასაქმებულის თანამდებობაზე.
მართალია, შრომითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოადგენს ისეთ ურთიერთობას, რომელშიც დამსაქმებელი ყოველთვის წარმოადგენს ხელშეკრულების ე.წ. „ძლიერ“ მხარეს და შესაბამისად, ამ ურთიერთობათა მომწესრიგებელი როგორც საერთაშორისო ასევე ეროვნული სამართლის წყაროები მნიშვნელოვანწილად უფრო დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. თუმცა, აღნიშნული მიდგომები აბსოლუტურად გამოუსადეგარი და მცდარი იქნება, თუ გონივრულობის ფარგლებში არ მოვთხოვთ დამსაქმებელს დასაქმებულთა უფლებების დაცვას. მოთხოვნები დამსაქმებლების მიმართ არ უნდა იყოს გადამეტებულად მკაცრი, არაგონივრული და არაადეკვატური. დამსაქმებელი უფლებამოსილია აკონტროლოს შრომის ნაყოფიერების ხარისხი, შრომით მოვალეობათა შესრულების თანმიმდევრულობა და ასეთის არარსებობის შემთხვევაში დასაქმებულთა მიმართ გამოიყენოს მკაცრი სანქციები. თუ დამსაქმებელი ვერ იქნება უფლებამოსილი, რომ წაახალისოს დაქირავებული კარგი მუშაობისათვის, ხოლო ცუდი მუშაობისათვის დასაჯოს იგი, შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი სივრცე გარკვეულწილად აღმოჩნდება არაბუნებრივ მდგომარეობაში.
სასამართლოს განმარტებით, არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი). სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართებულობას.
6.2. დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობა. დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც, ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება პრინციპს, რომლის შესაბამისადაც, შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი დარღვევა, პირის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი არ უნდა გახდეს. აღნიშნული ეწინააღმდეგება დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპს. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში Ultima Ratio - ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, რა დროსაც, პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას - არის თუ არა გათავისუფლება დარღვევის (გადაცდომის) ადეკვატური? ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის.
მოპასუხე მხარის მითითებით, დასაქმებულის მხრიდან მოვალეობის დარღვევის ადეკვატურ ღონისძიებას სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდა, რადგან ტენდერების არაერთხელ არაორგანიზებულად ჩატარებამ დაკარგა ნდობა ს------ ც------ში დასაქმებული ხელმძღვანელი პირების მიმართ, ახალი წელი ახლოვდებოდა და სასწრაფოდ იყო ჩასატარებელი შესაბამისი ღონისძიებები, რათა დაუყოვნებლივ მომხდარიყო განათებების შესყიდვა და დამონტაჟება. აღნიშნულ დავალებას კი მათ ვეღარ მისცემდნენ შესასრულებლად. საჭირო იყო დაუყოვნებლივ მომხდარიყო მათი გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან და სხვა პირებისთვის გადაბარება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა რამდენადაა ,,უხეში“ ხასიათის, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საგანია, რა დროსაც მხედველობაში მიიღება საქმის ფაქტობრივი გარემოებები. იმისთვის რომ დამრღვევის მოქმედების სიმძიმე შეფასდეს, გამოკვლეული უნდა იქნეს იმ სამსახურის დანიშნულება, სადაც დამსაქმებელი მუშაობს, დასაქმებულის ფუნქცია და მისი მოვალეობები (სუსგ №ას-816-782-2016, 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება).
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს შემდეგს: დადგენილია, რომ დ-------------სა და კ-----–---–----ის ს------ ც------ის უფროსის ბრძანების საფუძველზე, მ--- კ-----–---–ს ევალებოდა ქუჩების, სკვერების, პარკების, ნარგავების მოვლა-პატრონობა და კ-----–---–----ა, სპეციალისტის თ---------- ღ-----ის და გამწვანების მომსახურე მუშების საქმიანობაზე ზედამხედველობა. მხარეთა განმარტებით, გარე განათების უზრუნველყოფა დავალებული ჰქონდა მეორე მოადგილეს, რისი საწინააღმდეგო მტკიცებულებაც დამსაქმებლის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილი არ ყოფილა. მოპასუხის განმარტებით, ს------ ც------ის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენდა ჩაეტარებინა ტენდერი სადღესასწაულო განათებებით მოწყობის უზრუნველსაყოფად, მაგრამ მის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა თუ რა დაარღვია სატენდერო კომისიამ, რომლის ერთ-ერთი წევრი იყო მ--- კ-----–---–-, რა ვერ შეასრულა, რაში გამოიხატა ტენდერის არაორგანიზებულად ჩატარება და რაში გამოიხატებოდა კომისიის წევრების, მათ შორის კონკრეტულად მოსარჩელის ბრალეულობა ტენდერების ჩაშლაში, მითუფრო იმ ვითარებაში როდესაც კომისიის ყველა წევრი, მათ შორის ფინანსურ დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი პირი არ გათავისუფლებულა დაკავებული თანამდებობიდან. პირველ ტენდერთან დაკავშირებით, მხარემ მხოლოდ პაექრობის ეტაპზე მიუთითა, რომ კომისიას სრულყოფილად არ ჰქონდა შედგენილი სატენდერო დოკუმენტაცია, რამაც გამოიწვია პრეტენდენტის მიერ დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენა, და კომისიას უნდა მიეცა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს ჯერ ერთი რომ დაგვიანებით იქნა მითითებული მხარის მიერ აღნიშნული და მეორე იმის გამო, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. რაც შეეხება მეორე ტენდერის ჩაშლის საფუძვლად, სატენდერო პირობებიდან ნიმუშის წარმოდგენის ვალდებულების ამოღებას, სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მითითებას, რადგან მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა თუ რატომ, ან როგორ უნდა გაერთულებინა ტენდერის პირობები ნიმუშის წარმოდგენის ვალდებულების ამოღებას. ამასთან, საქმეში არსებული წერილობითი დოკუმენტებით დადგენილია, რომ მეორე ტენდერი, რომელიც გამოცხადებული იყო 2019 წლის 25 ნოემბერს, შედგა, გაიმარჯვა ერთმა პრეტენდენტმა რომელიც მიწვეული იქნა ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული პირობის ამოღების გამო არ მოაწერა ხელი პრეტენდენტმა ხელშეკრულებას. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს შრომითსამართლებრივ დავაში მტკიცების ტვირთის განაწილებაზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა. მოცემულ შემთხვევაში კი, დამსაქმებელმა თავისი წილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, გარდა ზოგადი მითითებებისა, კონკრეტულად რა მოვალეობები დაარღვია დასაქმებულმა და რაში გამოიხატა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, ვერ წარმოადგინა. მოპასუხის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება რომ მ--- კ-----–---–-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა არათუ ,,უხეშ“, არამედ რაიმე სახის დარღვევას. რაც შეეხება, მოპასუხის მიერ მითითებას, რომ მოსარჩელის მხრიდან, გარდა ტენდერების არაორგანიზებულად ჩატარებისა, წარსულში სხვა დარღვევებსაც ჰქონდა ადგილი, აღნიშნული ვერ დაედება საფუძვლად მ--- კ-----–---–-ს გათავისუფლების ბრძანების კანონიერად მიჩნევას, რადგან, აღნიშნული დარღვევები საფუძვლად არ დადებია გათავისუფლების ბრძანებას.
6.3 სასამართლო, ასევე, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემობაზე, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა ისე, რომ მის მიმართ არ ჩატარებულა დისციპლინური წარმოება. მას არ მისცემია განმარტების გაკეთების საშუალება იმ გარემოებებთან დაკავშირებით რაც საფუძვლად დაედო მის გათავისუფლებას, არ მიეცა საშუალება მისადმი წაყენებულ პრეტენზიაზე გამოეთქვა თავისი პოზიცია, რაც არის გარკვეული გარანტია იმისა, რომ დასაქმებულის შეუტყობინებლად არ განხორციელდება მისი დასჯა. არ გამოკვლეულა და შეფასებულა სხვა მტკიცებულებები რაც დაადასტურებდა მ--- კ-----–---–-ს ბრალეულობას, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ პროცედურული თვალსაზრისით შელახული იქნა მოსარჩელის უფლებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლო შრომით დავებზე თავის არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ დასაქმებულის გათავისუფლების კანონიერებაზე მსჯელობისას შრომის კოდექსთან ერთად გამოყენებული უნდა იქნეს ის საერთაშორისო აქტები, რომლებიც იცავს დასაქმებულს სამუშაოდან წინასწარ შეტყობინების და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გათავისუფლებისაგან, მათ შორის ევროპის სოციალური ქარტიის 4.4. მუხლი, რომლის თანახმად, შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლების განხორცილების მიზნით, მხარე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარ მიღების უფლება (05.10.2012 წლის განჩინება №545-513-2012).
სასამართლო მიუთითებს 1982 წლის ,,დამსაქმებლის ინიციატივით დასაქმების შეწყვეტის შესახებ“ №158 კონვენციაზე, რომელსაც მართალია, საქართველო მიერთებული არ არის, მაგრამ შრომით ურთიერთობებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასთან თანხვედრაშია. კერძოდ, კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნა შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობისას, რაც უკავშირდება დამსაქმებლის შესაძლებლობებსა და ქცევის წესს ან დაწესებულებას, საწარმოს წარმოების აუცილებლობას ან სამსახურს. კონვენციის თანახმად, დაუშვებელია დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნა, რაც უკავშირდება მის სამუშაოს ან ქცევის წესს, სანამ, მანამ მას არ მიეცემა (დასაქმებულს) თავის გამართლების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეტყობინება მოკლებულია გონივრულ აზრს (კონვენციის მე–7 მუხლი). მნიშვნელოვანია ამ კონვენციის მე–11 მუხლი, რომელიც დასაქმებულს ანიჭებს შესაძლო გათავისუფლების თაობაზე გაფრთხილების ან გაფრთხილების ნაცვლად შესაბამისი ფულადი კომპენსაციის მიღების უფლებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დასაქმებულის მიერ ჩადენილია მძიმე გადაცდომა, კერძოდ, ისეთი გადაცდომა, რომლის არსებობისას არ არის მიზანშეწონილი მასთან სამუშაოს გაგრძელება გაფრთხილების მოქმედების დროის მანძილზე.
,,დამსაქმებლის ინიციატივით დასაქმების შეწყვეტის შესახებ“ 1982 წლის №166 რეკომენდაციების მიხედვით, დაუშვებელია დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება სამსახურებრივი გადაცდომის გამო, რომელიც ეროვნული კანონმდებლობის ან არსებული პრაქტიკის მიხედვით, გათვალისწინებულია ერთჯერადი, ან მრავალჯერადი დარღვევისათვის მანამ, სანამ დამსაქმებელი წერილობით არ გააფრთხილებს დასაქმებულს (რეკომენდაციების მე–7 პუნქტი). ამავე რეკომენდაციების თანახმად, დაუშვებელია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა ამ უკანასკნელის მიერ თავისი პროფესიული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო, თუ მას არ მიეცა გონივრული ვადა მდგომარეობის გამოსასწორებლად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ვადა გავიდა უშედეგოდ და დასაქმებული გაფრთხილებული იყო წერილობით ამის თაობაზე (რეკომენდაციების მე–8 პუნქტი).
აღნიშნული რეკომენდაციების მიხედვით, უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ დაასკვნა, რომ დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომისათვის ანდა პროფესიული ვალდებულების არასათანადოდ შესრულებისათვის არ შეიძლება პირდაპირ ისეთი მძიმე ღონისძიების გამოყენება, როგორიც არის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა (დადგენილი გამონაკლისების გარდა), გარკვეული პროცედურული წინაპირობების დაცვის გარეშე. უზენაესი სასამართლოს მითითებით, დაუშვებელია დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნა შეტყობინებისა და მისგან ახსნა–განმარტების მიღების გარეშე. გამონაკლისია მძიმე გადაცდომა, რაც მიზანშეუწონელს ხდის მასთან შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებას, და, შესაბამისად, არ არსებობს დასაქმებულისაგან გასამართლებელი პასუხის მიღების აუცილებლობა. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც, მაგალითად, დასაქმებულის მიერ საწარმოსათვის მიყენებული ზიანი საკმაოდ მძიმეა და აშკარაა, რომ მისი წინასწარი გაფრთხილება და მისგან ახსნა–განმარტების მოსმენა მიზანშეუწონელია. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მაგალითის სახით მოყვანილი კონვენცია და მის საფუძველზე მიღებული რეკომენდაციები განსაზღვრავენ დასაქმებულის დაცვის ისეთივე მაღალ სტანდარტს როგორც საქართველოსთვის ძალის მქონე სხვა საერთაშორისო შეთანხმებები. ამასთან, ხელშეკრულების პირობების დარღვევისას (მათ შორის შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისას) დამრღვევისთვის დარღვევის აღმოსაფხვრელად ვადის დაწესების ან/და გაფრთხილების მიცემის ინსტიტუტს ასევე ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის №ას-106-101-2014 განჩინება).
მოცემულ ვითარებაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ დისციპლინური სამართალწარმოების წესით უნდა ემოქმედა დამსაქმებელს, რადგან იგი უთითებს საჯარო ინტერესების განხორციელებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე და ამ შემთხვევაში მას ევალებოდა არამხოლოდ ფაქტების მითითება, არამედ მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენაც სასამართლოსათვის. დამსაქმებელი, რომელიც ცდილობს ყოფილი თანამშრომლის გათავისუფლების მართლზომიერების დამტკიცებას და აპელირებს ამ უკანასკნელის მიერ სამსახურის გამართული ფუნქციონირებისათვის საფრთხის შექმნაზე, თვითონვეა ვალდებული წარადგინოს მტკიცებულებები, რომელთა სამართლებრივი წონადობა და ვარგისიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანი გახდება.
სასამართლო საქმის განხილვისას, ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხის მიერ ვერ დადასტურდა მ--- კ-----–---–-ს სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების ფაქტი. ვერ დადასტურდა რაში გამოიხატა მ--- კ-----–---–-ს მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება და ვალდებულების ისეთი უხეში დარღვევა, რამაც აუცილებელი გახადა გამოეყენებინა ყველაზე მკაცრი სახდელი, სამსახურიდან გათავისუფლება. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონსძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. კონკრეტული დისციპლინური გადაცდომის ხასიათის განსაზღვრისას, მართალია არა პირველხარისხოვანი, მაგრამ გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელის მიმართ წარსულში არ ყოფილა გამოყენებული რომელიმე დისციპლინური სახდელი.
საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება; №ას-1502-1422-2017, 20 თებერვალი, 2018 წელი, პ-14.4).
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფილია შრომის თავისუფლება. შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. „შრომა თავისუფალია“, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესათუ ის სფერო, ასევე, შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები. კონსტიტუციით დაცულია არამარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“ (იხ., საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყეტილება საქმეზე გადაწყვეტილება საქმეზე N2/2-389)
ვინაიდან საკითხი შეეხება დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლებას“, დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს, რომ მიჩნეული იქნეს მართლზომიერად, კერძოდ, შრომის უფლების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს პროპორციული. დასახელებული კრიტერიუმებიდან პირველი - „გათვალისწინებული იყოს კანონით“ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების შეზღუდვა სშკ-ით გათვალისწინებულ კანონიერ საფუძველზე უნდა განხორციელდეს. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მხარე უთითებს სშკ-ის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტს. ლეგიტიმურ მიზანს, რაც შეეხება, აქ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული დამსაქმებლის შინაგანაწესის განუხრელ დაცვაში მდგომარეობს, რაც საბოლოოდ სამსახურის შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა თავისი წილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, ვერ დაადასტურა კონკრეტულად, რა მოვალეობების დარღვევას ჰქონდა ადგილი მოსარჩელის მხრიდან და რაში გამოიხატა უშუალოდ მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება. უზენაესი სასმართლოს განმარტებით, როგორც წესი, თუკი სახეზე არ არის შრომის უფლების შეზღუდვის მართლზომიერების ერთ-ერთი კრიტერიუმი, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უფლების შეზღუდვა განხორციელებულია კანონის დარღვევით. თუმცა, დავის თავისებურებიდან, სადავო საკითხის მნიშვნელობიდან და აგრეთვე, იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ დარღვევის სიმძიმის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურ შეფასებას საჭიროებს, საკასაციო პალატამ, საქმეში მაინც იმსჯელა შრომის უფლების შეზღუდვის პროპორციულობაზე და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ განხორციელებული გადაცდომის ხასიათიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. დასაქმებულის მიერ განხორციელებული ყოველი დარღვევა უნდა შეფასებულ იქნეს მისი სიხშირის, სიმძიმისა და რაც მთავარია შედეგობრივი თვალსაზრისით. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ზოგადად, სამსახურების შინაგანაწესით დადგენილია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენის მიმართ, გამოსაყენებელი შესაძლო ღონისძიებები, როგორიცაა: ხელფასის დაქვითვა; შენიშვნა; საყვედური; სასტიკი საყვედური; უფრო დაბალ სახელფასო საფეხურზე გადაყვანა; სამსახურიდან გათავისუფლება. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი დარღვევის ადეკვატურ ღონისძიებას სამსახურიდან გათავისუფლება როდი წარმოადგენს. შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში, დამსაქმებელ ორგანიზაციათა შინაგანაწესის მიხედვით დამსაქმებელი შეუზღუდავი იყოს არათანმიმდევრული პრინციპით დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების უფლება, თუმცა საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მიუხედავად კანონმდებლობით მინიჭებული მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებისა, ორგანიზაციის ხელმძღვანელის შეუზღუდავი არ არის [სსკ-ის 115-ე მუხლი] და არ სარგებლობს აბსოლუტური ავტონომიით, რაც საკმარისი საფუძველი იქნებოდა დასაქმებულის სამსახურიდან გასათავისუფლებლად (იხ., სუსგ №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი). საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის სახედ სამსახურიდან გათავისუფლება ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელია (სშკ-ის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისათან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა იხ., სუსგ-ები №ას-1210-2018, 15 თებერვალი 2019 წელი, №ას-776-733-2015, 02 დეკემბერი, 2015 წელი; №ას-1028-970-2015, 03 თებერვალი, 2016 წელი; №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი).
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახდელის სახით პირდაპირ უმკაცრესი ზომის - „დათხოვნის“ გამოყენება ვერ იქნება მიჩნეული შესაბამის და რელევანტურ ღონისძიებად. მით უფრო, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს ააიპ ზ-----------ს დ-------------სა და კ-----–---–----ის ს------ ც------ში საქმიანობისას, არასდროს ჰქონია დაკისრებული დისციპლინური სახდელი. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად არ დადგინდა მოსარჩელის მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობების უხეში დარღვევის ფაქტი, არაპროპორციულ ღონისძიებად უნდა იქნეს მიჩნეული დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანება. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული „მართლზომიერი ნების“ მაღალ სტანდარტებს.
6.4. ზ-----------ს მ----–----–------ის მ---- არ იყო უფლებამოსილი სუბიექტი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ზ-----------ს დ-------------სა და კ-----–---–----ის ს------ ც------ის უფროსის მოადგილე, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 1061-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მ----–----–------ს უფლება აქვს, მხოლოდ საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დააფუძნოს სააქციო საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. მ----–----–------ს აგრეთვე უფლება აქვს, გახდეს სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პარტნიორი/აქციონერი/წევრი. მ----–----–------ი არის კერძო სამართლის იურიდიული პირის დამფუძნებელი/პარტნიორი/აქციონერი/წევრი. ამავე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, მ----–----–------ის/მ----–----–------ების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლის/წევრის უფლებამოსილებებს ახორციელებს/ახორციელებენ მ----–----–------ის/ მ----–----–------ების შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო/ორგანოები. მ----–----–------ის აღმასრულებელი ორგანო, როგორც დამფუძნებელი/წევრი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მ----–----–------ის/მ----–----–------ების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ფინანსური სახსრებისა და მოძრავი ნივთების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ, უძრავი ნივთების სარგებლობაში გადაცემის შესახებ, დაამტკიცოს შესაბამისი იურიდიული პირის წესდება (დებულება), განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. მ----–----–------ის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი/წევრი შესაბამისი მ----–----–------ია, ამ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში მ----–----–------ის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო მონაწილეობს, როგორც დამფუძნებელი/წევრი. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი იურიდიული პირის წესდების (დებულების) შესაბამისად. მე-13 ნაწილის თანახმად,მ----–----–------ის/მ----–----–------ების კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის/გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი იურიდიული პირის წესდების (დებულების) შესაბამისად, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის დამფუძნებელი/პარტნიორი/აქციონერი/წევრი, იღებს მ----–----–------ის აღმასრულებელი ორგანო.
ზ-----------ს მ----–----–------ის გამგებლის 2014 წლის 25 სექტემბრის №4--- ბრძანებით დამტკიცებული ააიპ ზ-----------ს დ-------------სა და კ-----–---–----ის ს------ ც------ის წესდების თანახმად, ააიპ ზ-----------ს დ-------------სა და კ-----–---–----ის ს------ ც------ი არის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად ზ-----------ს დ-------------ს, ნარჩენების მართვისა და კ-----–---–----ის საკითხებში კანონმდებლობით მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით. წესდების მე-5 მუხლის თანახმად, ც------ის დამფუძნებელი ზ-----------ს მ----–----–------ი: ა) ამტკიცებს ც------ის წესდებას და ცვლილებები შეაქვს მასში; ბ) ისმენს და ამტკიცებს ც------ის ხელმძღვანელის ანგარიშს გაწული მუშაობის შესახებ; გ) წყვეტს ც------ის ლიკვიდაციის და რეორგანიზაციის საკითხს; დ) იღებს გადაწყვეტილებას ც------ის ორგანიზაციული მოწყობის და მართვის საკითხებზე, რასაც ასახავს წესდებაში; ე) ნიშნავს აუდიტს; ვ) იღებს გადაწყვეტილებას ყველა იმ საკითხზე, რაც წინამდებარე წესდების შესაბამისად მის კომპეტენციას განეკუთვნება; ზ) ც------ის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს გაერთიანების ბიუჯეტის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და თანამდებობრივ სარგოს.
წესდების მე-6 მუხლის თანახმად, ც------ს მართავს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ზ-----------ს მ----–----–------ის გამგებელი. ც------ის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ც------ის უფროსის მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ც------ის უფროსი ზ-----------ს მ----–----–------ის გამგებელთან შეთანხმებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ-----------ს მ----–----–------ის მ---- არ იყო უფლებამოსილი სუბიექტი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ზ-----------ს დ-------------სა და კ-----–---–----ის ს------ ც------ის უფროსის მოადგილე. ს------ ც------ის წესდების თანახმად, უფროსის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ს------ ც------ის ხელმძღვანელი. ზ-----------ს მ----–----–------ს, როგორც დამფუძნებელ ორგანოს, გააჩნია გარკვეული უფლებამოსილება, მაგრამ უფლებამოსილების წრე შეზღუდულია კანონითა და წესდებით. დამფუძნებელი იღებს გადაწყვეტილებას ყველა იმ საკითხზე რაც წესდების შესაბამისად მის კომპეტენციას განეკუთვნება. მართალია, ააიპ დაფუძნებულია მ----–----–------ის მიერ, მის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მ----, ხოლო მოადგილეებს ნიშნავს და ათავისუფლებს ც------ის უფროსი გამგებელთან შეთანხმებით, მაგრამ მ----ს მიერ მოადგილის გათავისუფლება არ შედიოდა მის კომპეტენციაში.
ვინაიდან, სადავო აქტი მიღებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მისი ბათილობის წინაპირობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრძანება არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე.
6.5. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაოზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში, საქართველოს შრომის კოდექსი ითვალისწინებს დასაქმებულის იმავე ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის შესაძლებლობას, ან მისთვის ადეკვატური კომპენსაციის გადახდას. ბევრ ქვეყანაში რთულია იმის დადგენა, დასაქმებულის შელახული უფლებების აღდგენის რომელ მექანიზმს ენიჭება უპირატესობა. შრომის საერთაშორისო სამართალი სულ უფრო მეტად მოწოდებულია საკანონმდებლო და პროცესუალური სიცხადისკენ, შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მიზანშეწონილია, რომ კომპენსაციის მიცემას წინ უძღოდეს აღდგენის შეუძლებლობის ან მიზანშეუწონლობის დასაბუთება. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის ობიექტური შესაძლებლობა, კერძოდ, იმავე სამუშაო ადგილის არსებობა. მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი დამსაქმებლის მხარეზეა. მან უნდა ამტკიცოს, რომ მითითებული სამუშაო ადგილი არ არსებობს ან არსებობს, მაგრამ დაკავებულია. მისივე მტკიცების საგანში შედის იმის დადასტურება, რომ თუ უკვე დასაქმებულია სხვა პირი სადავო პოზიციაზე, მისი დასაქმება მოხდა რეალური საჭიროებიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სამუშაო პოზიცია, თანამდებობა, რაც გათავისუფლებამდე ეკავა მოსარჩელეს, არ გაუქმებულა და არსებობს ამჟამადაც, ხოლო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ააიპ ზ-----------ს დ-------------სა და კ-----–---–----ის ს------ ც------ის უფროსის მოადგილის თანამდებობა არის დაკავებული, ანდა თუ დაკავებულია როდის განხორციელდა ვაკანტური თანამდებობის დაკავება, რით იყო განპირობებული ვაკანსიის შევსება და რა გადაუდებელი და აუცილებელი სამუშაო შეასრულა ახლადდანიშნულმა პირმა, რათა შეფასებულიყო დამსაქმებლის კეთილსინდისიერება აღნიშნულ ფაქტთან მიმართებით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთანავე, სასამართლო განმარტავს, რომ შრომის სამართლის ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილად ცნობა იმ სოციალური სამართლიანობის აღდგენის წინაპირობაა, რომელიც იარსებებდა, რომ არა დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტა. შესაბამისად, როდესაც უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტი ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილად ცნობასა და პირვანდელ სამუშაოზე აღდგენას ითხოვს, აღნიშნული მოთხოვნა დასაქმებულის უპირატესი უფლებაა, რადგან მისი დათხოვნა მისივე უკანონო გათავისუფლების თანმდევი შედეგია, შესაბამისად, სამუშაოზე აღდგენა ამ პირობებში დაცვის ღირსი ლეგიტიმური ინტერესის შემცველია. სასამართლო მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, თუნდაც სადავო პოზიცია დაკავებული იყოს სხვა პირის მიერ, მოსარჩელის უფლებას, აღდგენილი იქნეს იმ თანამდებობაზე, საიდანაც განხორციელდა მისი უკანონოდ დათხოვნა, გააჩნია დაცვის აღმატებული ინტერესი, მესამე პირის უფლებების დაცვის ინტერესთან შედარებით, რადგან დაცულია არამარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ უფლება განახორციელო და შეინარჩუნო იგი უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლებისგან. თუ სადავო პოზიციაზე მესამე პირის დასაქმების შემთხვევაში, უპირობოდ მოვსპობთ უკანონოდ გათავისუფლებული პირის აღდგენის საშუალებას, აღნიშნულით მოვახდენთ დამსაქმებლის ერთგვარ წახალისებას, რომ მისთვის ,,არასასურველი“ დასაქმებული დაითხოვოს სამსახურიდან, თუნდაც უკანონოდ, შეავსოს მისი თანამდებობა და ამით ხელი შეუშალოს დასაქმებულის დაბრუნებას პირვანდელ სამუშაო ადგილზე. აღნიშნული კი თავის მხრივ დასაქმებულში მუდმივად გამოიწვევს იმის განცდას, რომ მიუხედავად მის მიერ მოვალეობის ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულებისა, შეიძლება, ნებისმიერ დროს იქნეს გათავისუფლებული თანამდებობიდან და ამით წაერთვას სოციალიზაციის, საკუთარი თავის, შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება, ხოლო სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში ეფექტურად ვერ იქნას დაცული მისი დარღვეული უფლებები. აღნიშნული კი ვერ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებას, ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები. სხვა ალტერნატიული ღონისძიებების გამოყენება სასამართლოს აზრით ვერ მოახდენს სამართლიანობის აღდგენას, რადგან, ერთის მხრივ, კომპენსაციის - ხელფასის რამდენიმე თვის, თუნდაც რამდენიმე წლის ოდენობით მიცემა, სათანადოდ ვერ დააბალანსებს უვადოდ დასაქმებული პირისთვის საკუთარი შრომით სარჩოს მიღების და გრძელვადიან მომავალში ოჯახის შემოსავლით უზრუნველყოფის შესაძლებლობის მოსპობას, მითუფრო იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში წლების მანძილზე დასაქმება მნიშვნელოვანი პრობლემაა, ხოლო მეორეს მხრივ, დაუშვებელია შრომის უფლების რეალიზაცია მხოლოდ შემოსავლის მიღების წყაროდ იქნეს აღქმული, ვინაიდან, შრომის პროცესში ადამიანი ახდენს საკუთარი უნარ-ჩვევების გამოყენებას, მათ საკუთარი, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად წარმართვას. პიროვნების განვითარებისთვის არსებითია, თავი იგრძნოს საზოგადოების სრულფასოვან, საჭირო წევრად, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის პიროვნებას.
6.6. ვინაიდან სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, სასამართლოს მოსაზრებით, ასევე უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. იძულებით მოცდენად უნდა ჩაითვალოს შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტით გამოწვეული მოცდენა, როცა დასაქმებული ვერ იღებს შრომის ანაზღაურებას. შესაბამისად, იძულებითი მოცდენის დროს მიუღებელი ხელფასის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს იმ შემთხვევაში, როცა შრომითი ურთიერთობა შეწყდა არამართლზომიერად. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
რაც შეეხება ხელფასის ოდენობას, უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ მ--- კ-----–---–-ს თანამდებობრივი სარგო შეადგენდა თვეში დარიცხულ 1120 ლარს. ამდენად, სწორედ 1120 ლარის (საშემოსავლოს ჩათვლით) ანაზღაურება დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2019 წლის 18 დეკემბრიდან თანამდებობაზე აღდგენამდე - გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
6.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ და უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ“. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მ--- კ-----–---–- უკანონოდ იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან და იგი თვეების განმავლობაში დარჩენილი იყო ხელფასის გარეშე, ამასთან, მისი გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების მიღებამდე გასულია ზუსტად სამი თვე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხე ააიპ ზ-----------ს დ-------------სა და კ-----–---–----ის ს------ ც------ი ვალდებულია განახორციელოს სათანადო ღონისძიებები სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მ--- კ-----–---–-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი უნდა აანაზღაუროს მოპასუხეებმა, ზ-----------ს მ----–----–------ის მ----ამ და ააიპ ,,ზ-----------ს დ-------------ს და კ-----–---–----ის ს------ ც------მა“.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 248-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მოსარჩელე მ--- კ-----–---–-ს ( პ/ნ 1----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნას ცნობილი ზ-----------ს მ----–----–------ის მ----ს 2019 წლის 18 დეკემბრის N4------ ბრძანება მ--- კ-----–---–-ს (პ/ნ 1----------) სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
3. მოსარჩელე მ--- კ-----–---–- (პ/ნ 1----------) აღდგენილ იქნას ააიპ ,,ზ-----------ს დ-------------ს და კ-----–---–----ის ს------ ც------ის’’ უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
4. ააიპ ,,ზ-----------ს დ-------------ს და კ-----–---–----ის ს------ ც------ს’’ დაეკისროს მ--- კ-----–---–-სთვის ( პ/ნ 1----------) იძულებითი განაცდურის ანაზღაურება -ყოვეთვიურად 1120 ლარის ოდენობით (საშემოსავლოს ჩათვლით) 2019 წლის 18 დეკემბრიდან თანამდებობაზე აღდგენამდე.
5. მოპასუხეებს- ზ-----------ს მ----–----–------ის მ----ას და ააიპ ,,ზ-----------ს დ-------------ს და კ-----–---–----ის ს------ ც------ს’’ მ--- კ-----–---–-ს ( პ/ნ 1----------) სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.
6. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7.გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32) მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ.ზესტაფონი, წერეთლის ქ.№7).
8.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
9.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
10.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: შოთა ნიკურაძე