განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №030210017001860659
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-127-18 10 მაისი, 2018 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მოსამართლეები: ლაურა მიქავა თამარ სვანიძე ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი - მირანდა ირემაძე
აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - - - - სს ,,ტე--------“ - ბ----- ხ-------–---–ი - ელ---- თო-–---------, მა----- კა-–-------, ლი-- მი---- -
დავის საგანი თანახის დაკისრება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
- სს „ტე--------ს“ სასარჩელო მოთხოვნა - 2013 წლის 11 ოქტომბრის საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2903,91 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა 1200 ლარი, პროცენტი 30,52 ლარი, ჯარიმა 1673,39 ლარი) ელ---- თო-–---------სათვის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;
- სს „ტე--------ს“ სასარჩელო მოთხოვნა - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული დავალიანების 15616,26 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა
11072,45 ლარი, პროცენტი 1426,34 ლარი, ჯარიმა 3117,47 ლარი) ელ---- თო-–---------სათვის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;
- სს „ტე--------ს“ სასარჩელო მოთხოვნა - საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული დავალიანების გადასახდელი ძირითადი თანხის 0,1%-ის ოდენობით 2017 წლის 28 თებერვლიდან სესხის სრულად დაფარვამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, ელ---- თო-–---------სათვის თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;
- სს „ტე--------ს“ სასარჩელო მოთხოვნა - საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული დავალიანების გადასახდელი ძირითადი თანხის 0,1%-ის ოდენობით 2017 წლის 28 თებერვლიდან სესხის სრულად დაფარვამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, ელ---- თო-–---------სათვის თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;
- სს „ტე--------ს“ სასარჩელო მოთხოვნა - მა----- კა-–-------სა და ელ---- თო-–---------ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების (დამოწმებული
2017 წლის 27 იანვარს, რომლის საფუძველზეც მყიდველმა მა----- კა-–-------მ შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფ-----, ე-–----- ქ.N--, საკადასტრო კოდი:
0-.0-.0-.0--.0-.0--) ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;
- სს „ტე--------ს“ სასარჩელო მოთხოვნა - ლი-- მი----სა და ელ---- თო-–---------ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების (დამოწმებული 2017 წლის 27 იანვარს, რომლის საფუძველზეც მყიდველმა ლი-- მი----მ შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფ-----, ე-–----- ქ.N-, საკადასტრო კოდი: 0-.0-.0-.0--.0-.0--) ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;
- გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 აპრილის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, კერძოდ, ლი-- მ----ისათვის (პ/ნ 0----------) მის საკუთრებაში არსებული ქ. ფ-----, ე-–----- ქ.№--ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი: 0-.0-.0-.0--.0-.0-- (საკუთრების ტიპი: საკუთრება; საკუთრება: ფართი სართული 2, ბინა N38, ფართი: 61.78 კვ.მ.) გასხვისების, სანივთო ვალდებულებით ან/და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის თაობაზე და მა----- კ--–-------------- (პ/ნ 3----------) მის საკუთრებაში არსებული ქ. ფ-----, ე-–----- ქ.№---ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი: 0-.0-.0-.0--.0-.0-- (საკუთრების ტიპი: საკუთრება; საკუთრება: ფართი სართული 1, ბინა N3, ფართი: 61,70 კვ.მ.) გასხვისების, სანივთო ვალდებულებით ან/და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის თაობაზე.
2.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. 2016 წლის 30 მარტს გარდაიცვალა გ---- ბ-----უა;
2.2. 2013 წლის 11 ოქტომბერს სს „------------“ და (ყოფილი სს „----- ს----------- ბ----“) და გ---- ბა-------- შორის გაფორმდა N--.0------.0-- ხელშეკრულება საბარათე ანგარიშზე (პლასტიკურ ბარათზე) ოვერდრაფტის დაშვების შესახებ შემდეგი პირობებით: ოვერდრაფტის თანხა: 1200 ლარი, ვადა 60 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი: 17%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე: ათვისებული ოვერდრაფტის თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
2.3. 2013 წლის 13 ოქტომბერს სს „------------“ და (ყოფილი სს „----- ს----------- ბ----“) და გ---- ბა-------- შორის გაფორმდა N--.0------.0-- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედტის თანხა: 1200 ლარი, ვადა 13.10.2015-დან 15.10.2019-მდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 15%, კრედიტის დაფარვის პირობა: თანდართული გრაფიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო ვადაგადცილებაზე: ფიქსირებული 10 ლარის ოდენობით და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
2.4. 2017 წლის 28 თებერვალის მდგომარეობით აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე მსესხებელს ერიცხება ჯამური დავალიანება 18 520.17 ლარის ოდენობით (დავალიანება - ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2903.91 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1200 ლარი, პროცენტი 30.52 ლარი, ჯარიმა 1673.39 ლარი, ხოლო საბანკო კრედტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 15616.26 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 11072.45 ლარი, პროცენტი 1426.34 ლარი, ჯარიმა 3117.47 ლარი.
2.5. სს „ტე--------ს“ სესხების დაფარვის განყოფილების უფროსის 2016 წლის 06 ივნისის წერილის მიხედვით, გ---- ბა-------- დავალიანება 2016 წლის 06 ივნისის მდგომარეობით შეადგენს: N--.0------.0-- საბანკო კრედიტზე - 11.562.61 ლარს, N--.0------.0-- ოვერდრაფტზე - 1261.27 ლარს. ხელშეკრულების თანახმად პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%;
2.6. საჯარო რეესტრიდან 2011 წლის 11 მაისის ამონაწერის შესაბამისად, არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მდებარე: ქ.ფ-----, ე-–----- ქ.N-, საკადასტრო კოდი 0-.0-.0-.0--.0-.0--, დაზუსტებული ფართობი 7703 კვ.მ. მესაკუთრე არის გ---- ბ-----უა;
2.7. საჯარო რეესტრიდან 2014 წლის 26 თებერვლის იანვრის ამონაწერის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მდებარე: ქ.ფ-----, ე-–----- ქ.N-, საკადასტრო კოდი 0-.0-.0-.0--.0-.0--, დაზუსტებული ფართობი 7703კვ.მ. მესაკუთრე არის გ---- ბ-----უა, იპოთეკარი არის შპს მისო „-------–-“;
2.8. საჯარო რეესტრიდან 2015 წლის 25 მაისის ამონაწერის შესაბამისად, არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მდებარე: ქ.ფ-----, ე-–----- ქ.N--, საკადასტრო კოდი 0-.0-.0-.0--.0-.0--, დაზუსტებული ფართობი 3000 კვ.მ. მესაკუთრე არის გ---- ბ-----უა;
2.9. სს „------ ბ----ს“ სესხების დაფარვის განყოფილების უფროსის 2017 წლის 07 ივნისის წერილის მიხედვით, გ---- ბა-------- დავალიანება 2017 წლის 07 მრტის მდგომარეობით შეადგენს: N--.0------.0-- საბანკო კრედიტზე - 1-00 ლარს, პროცენტი - 30.52 ლარს, N--.0------.0-- ოვერდრაფტზე - 11 072.45 ლარს, პროცენტი 1451.61 ლარს. ხელშეკრულების თანახმად პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%;
2.10. სს „ტე--------ს“ საკრედიტო ადმინისტრატორის ნატალია გიორგაძის 2017 წლის 28 თებერვლის ცნობის თანახმად, გ---- ბა-------- (პირადი ნომერი: 4----------) 2017 წლის 28 თებერვალს მდგომარეობით სს „ტე--------ს“ მიმართ სასესხო დავალიანება შეადგენს 18 520.17 ლარს;
2.11. საჯარო რეესტრიდან 2017 წლის 27 იანვრის ამონაწერის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მდებარე: ქ.ფ-----, ე-–----- ქ.N--, საკადასტრო კოდი 0-.0-.0-.0--.0-.0--, დაზუსტებული ფართობი 3000 კვ.მ. მესაკუთრე არის მა-----ი კა-–-------;
2.1-. საჯარო რეესტრიდან 2017 წლის 27 იანვრის ამონაწერის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მდებარე: ქ.ფ-----, ე-–----- ქ.N--, საკადასტრო კოდი 0-.0-.0-.0--.0-.0--, დაზუსტებული ფართობი 7703კვ.მ. მესაკუთრე არის ლი-- მი----, იპოთეკარი არის შპს მისო „-------–-“;
2.13. საჯარო რეესტრიდან 2017 წლის 27 იანვრის ამონაწერის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მდებარე: ქ. ფ-----, ე-–----- ქ.N--, საკადასტრო კოდი 0-.0-.0-.0--.0-.0--, დაზუსტებული ფართობი 3000 კვ.მ. მესაკუთრე არის ელ---- თო-–---------, იპოთეკარი არის შპს მისო „-------–-“;
2.14. საჯარო რეესტრიდან 2017 წლის 27 იანვრის ამონაწერის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მდებარე: ქ.ფ-----, ე-–----- ქ.N-, საკადასტრო კოდი 0-.0-.0-.0--.0-.0--, დაზუსტებული ფართობი 7703 კვ.მ. მესაკუთრე არის ელ---- თო-–---------, იპოთეკარი არის შპს მისო „-------–-“.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას;
2.16. 2013 წლის 11 ოქტომბერს სს „------------“ და (ყოფილი სს „----- ს----------- ბ----“) და გ---- ბა-------- შორის გაფორმდა N--.0------.0-- ხელშეკრულება საბარათე ანგარიშზე (პლასტიკურ ბარათზე) ოვერდრაფტის დაშვების შესახებ შემდეგი პირობებით: ოვერდრაფტის თანხა: 1-00 ლარი, ვადა 60 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი: 17%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე: ათვისებული ოვერდრაფტის თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
2.17. 2013 წლის 13 ოქტომბერს სს „------------“ და (ყოფილი სს „----- ს----------- ბ----“) და გ---- ბა-------- შორის გაფორმდა N--.0------.0-- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედტის თანხა: 1-00 ლარი, ვადა 13.10.2015-დან 15.10.2019-მდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 15%, კრედიტის დაფარვის პირობა: თანდართული გრაფიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო ვადაგადცილებაზე: ფიქსირებული 10 ლარის ოდენობით და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
2.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი;
2.19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობა – გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი;
2.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ – ამ ქონების ღირებულება;
2.21. საქართველოს სამოქალაქო კოდექისის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ნაშვილები და მისივშთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ. II. მეორე რიგში – გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა.III. მესამე რიგში – ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან.IV. მეოთხე
რიგში – ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები და მამიდები.V. მეხუთე რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, ხოლო თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ მათი შვილები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას;
2.22. საქართველოს სსკ-ის 1488.1 მუხლით დადგენილი ექსვთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ უშუალოდ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის Nას-303-285-2014) გადაწყვეტილება);
2.23. სასამართლომ განმარტა, რომ „მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის- მთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასრცელო ხანდაზმულობის ვადა. სასრჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია დაი--მყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დაკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე (იხ.სუსგ07.10.2010წ, საქმე Nას-143-136-2010, სუსგ, 22.02.2008
წ, საქმე Nას-968-1-69-2007);
2.24. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსესხებელი გ---- ბ-----უა გარდაიცვალა 2016 წლის 30 მარტს, ხოლო კრედიტორისათვის ცნობილი იყო გარდაცვლილის მემკვიდრის შესახებ მაშინათვე, როგორც კი მას ჩაბარდა მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა;
2.25. 2016 წლის 06 ივნისს ბანკის მიერ გაიგზავნა წერილობითი შეტყობინება აღნიშნული დავალიანების დაფარვის მოთხოვნით მისამართზე: ქ. ფ-----, ე-–----- ქ.#1-, გ.ა-------- სახელზე, თუმცა სს "ტე--------ს" სესხების განყოფილებისთვის ცნობილი იყო გ---- ბა-------- გარდაცვალების შესახებ, რასაც მოსარჩელეც ადასტურებს;
2.26. საქართველოს უზენასი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქართველოს სკ-ის 1488.1 მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის მიერ კრედიტორთა მიერ უშუალოდ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა;
2.27. კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით პრეტენზია წარდგენილია ვადაში. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც სასამართლოსთვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია დაიკმყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრდიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია, ხოლო საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე;
2.28. ფაქტობრივად მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, თუ როდიდან იწყება საქართველოს სკ-ის 1488.1 მუხლით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადის ათვლა. ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, რაც მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ. მამკვიდრებლის მემკვიდრეებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, ამასთან მათ უნდა იცოდნენ იმ მემკვიდრეთა ვინაობა, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს;
2.29. სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ ბანკისთვის ცნობილი იყო მოვალის გარდაცვალება და მემკვიდრის შვილისა და მეუღლის შესახებ. ანუ ბანკისთვის ცნობილი იყო იმ მემკვიდრეთა შესახებ, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს;
2.30. საქმის მასალების მიხედვით გ---- ბ-----უა გარდაიცვლა 2016 წლის 30 მარტს (იხ. გარდაცვალების მოწმობა N-----------);
2.31. მოწმე ლ---- ბ----–---–მა (სს "ტე--------ს" პრობლემური სესხების სპეციალისტი) დაადასტურა ის გარემოება, რომ 2016 წლის მაისში მისთვის ცნობილი იყო გ---- ბა-------- გარდაცვალების შესახებ. ის 2016 წლის 18 მაისს დაუკავშირდა გ---- ბა-------- შვილს ი---- ბა--------, უთხრა, რომ მის მამას დარჩა ვალი და შესთავაზა გადახდის რამდენიმე საშუალება გრაფიკის სახით, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ. თარიღი ახსოვს იქიდან, რომ სს "ტე--------" უკავშირდებოდა ოჯახს დავალიანების გადახდის თაობაზე, მაგრამ ვერ შეძლო ბ-----უებიდან თანხის ამოღება და 2016 წლის მაისს საქმე გადაეცა პრობლემურ სესხებს;
2.32. ნიშანდობლივია, რომ ი---- ბა-------- განცხადებაში სს "ტე--------ს" გენერალური დირექტორის სახელზე მითითებულია დაახლოებითი თარიღი, როდესაც "კორ ს----------- ბ----ს" ფ-----ს ფილიალში მოლარე-ოპერატორისათვის მიწოდებულ იქნა ცნობა და დასტური გ---- ბა-------- გარდაცვალების შესახებ, რომელიც ვერ მოიძებნა;
2.33. სს "ტ---- ბ----ს" მიერ სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2017 წლის 28 მარტს, ანუ 2016 წლის 18 მაისიდან გასულია 10 თვე და 10 დღე, რაც მიუთითებს სარჩელის სასამართლოში შეტანის ექვსთვიანი ვადის დარღვევაზე;
2.34. ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, სს „ტე--------ს“ სასარჩელო მოთხოვნები: - 2013 წლის 11 ოქტომბრის საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2903,91 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა 1200 ლარი, პროცენტი 30,52 ლარი, ჯარიმა 1673,39 ლარი), საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული დავალიანების 15616,26 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა 11072,45 ლარი, პროცენტი 1426,34 ლარი, ჯარიმა 3117,47 ლარი), საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული დავალიანების გადასახდელი ძირითადი თანხის 0,1%-ის ოდენობით 2017 წლის 28 თებერვლიდან სესხის სრულად დაფარვამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული დავალიანების გადასახდელი ძირითადი თანხის 0,1%-ის ოდენობით 2017 წლის 28 თებერვლიდან სესხის სრულად დაფარვამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, ელ---- თო-–---------სათვის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს;
ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის არ დაკმაყოფილების დასაბუთება.
2.35. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით; ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია;
2.36. კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე;
2.37. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მა----- კა-–-------სა და ელ---- თო-–---------ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მყიდველმა მა----- კა-–-------მ შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფ-----, ე-–----- ქ.N--, საკადასტრო კოდი: 0-.0-.0-.0--.0-.0--;
2.38. ლი-- მი----სა და ელ---- თო-–---------ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მყიდველმა ლი-- მი----მ შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფ-----, ე-–----- ქ.N-, საკადასტრო კოდი: 0-.0-.0-.0--.0-.0--; ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშობა ქონების გაცვლის, გადაცემის ვალდებულება ფულის სანაცვლოდ. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, შესაბამისად, მიანიჭოს მას მესაკუთრის პოზიცია, გადასცეს საქონელი მფლობელობაში და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია;
2.39. ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიცია ადგენს მყიდველის მთავარ ვალდებულებებს - შეთანხმებული საფასურის გადახდის თაობაზე, რომელიც მხარეთა თავისუფალი შეთანხმებით განსაზღვრას ექვემდებარება და ასევე, მყიდველის ვალდებულებას მიიღოს ნასყიდობის საგანი;
2.40. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე;
2.41. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს;
2.42. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა “ურთიერთშეთანხმება”, “გარიგება” მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. როგორც წესი, ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან დაკავშირებულ/არსებულ ურთიერთობასთან, მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ. როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი, მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. ამდენად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს იმან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება;
2.43. განსახილველ შემთხვევაში მტკიცების საგანში შემავალ საკითხს წარმოადგენს გარიგების მოჩვენებითობა, რაზეც მოსარჩელე ამყარებს თვის მოთხოვნას (ხელშეკრულების ბათილობად ცნობა). კანონი ამ შემთხვევაში გამონაკლისს არ ითვალისწინებს, ამრიგად აღნიშნული გარემოება მოსარჩელის დასამტკიცებელია;
2.44. მასთან, მოჩვენებითი გარიგების მოდიფი--ციასთან მიმართებით, საგულისხმოა ის, რომ ფაქტობრივად დადებული გარიგებით უნდა იფარებოდეს სხვა გარიგება და მხარეებს იმის მიღწევა არ უნდა სურდეთ, რაც გარეგნულად გამოხატეს. მოსარჩელეს კონკრეტულ დავაში უნდა დაემტკიცებინა, ის ფაქტი, რომ მხარეთა ქმედება არ მოიაზრებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმ შედეგის დადგომას რაც უნდა მოჰყვეს ამგვარ გარიგებას (უძრავი ქონების მყიდველის საკუთრებაში აღრიცხვა) თუმცა მოსარჩელემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის ამგვარი რეალიზება;
2.45. სასამართლომ მიუთითა, რომ მოჩვენებითი გარიგება ნების ნაკლის საფუძველზე დადებული გარიგებაა. მოჩვენებითი გარიგების დადებისას ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა. ამდენად, იმისთვის რომ სადავო გარიგება მიჩნეულ იქნეს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოების არსებობა, რომელებიც მიუთითებს ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მხარეთა მიერ გარეგანი ნების გამოვლენას;
2.46. საქმის მასალებზე დაყრდნობით და საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მხარეებს ნამდვილად სურდათ ის გარიგება, რაც დადეს, ანუ მათი შინაგანი ნება გამოვლინდა მათსავე სურვილის გათვალისწინებით. საწინააღმდეგოს დამტკიცება მოსარჩელემ ვერ შეძლო. ამრიგად, არ არსებობდა გამოვლენილი ნების ნაკლი;
2.47. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის მიხედვით, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე; ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მათ. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით;
2.48. საჯარო რეესტრიდან 2017 წლის 27 იანვრის ამონაწერის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მდებარე: ქ.ფ-----, ე-–----- ქ.N--,საკადასტრო კოდი 0-.0-.0-.0--.0-.0--, დაზუსტებული ფართობი 3000 კვ.მ. მესაკუთრე არის მა-----ი კა-–-------;
2.49. საჯარო რეესტრიდან 2017 წლის 27 იანვრის ამონაწერის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მდებარე: ქ.ფ-----, ე-–----- ქ.N--, საკადასტრო კოდი 0-.0-.0-.0--.0-.0--, დაზუსტებული ფართობი 7703კვ.მ. მესაკუთრე არის ლი-- მი----;
2.50. მოპასუხეებმა: ლი-- მი----მ და მა----- კა-–-------მ ელ---- თო-–---------საგან ზემოაღნიშნული უძრავი ქონებები შეიძინეს კანონიერად და დღესაც ცხოვრობენ აღნიშნულ ბინაში.
2.51. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, სს „ტე--------ს“ სასარჩელო მოთხოვნები: მა----- კა-–-------სა და ელ---- თო-–---------ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების (დამოწმებული 2017 წლის 27 იანვარს, რომლის საფუძველზეც მყიდველმა მა----- კა-–-------მ შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფ-----, ე-–----- ქ.N--, საკადასტრო კოდი: 0-.0-.0-.0--.0-.0--) და ლი-- მი----სა და ელ---- თო-–---------ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების (დამოწმებული 2017 წლის 27 იანვარს, რომლის საფუძველზეც მყიდველმა ლი-- მი----მ შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფ-----, ე-–----- ქ.N-, საკადასტრო კოდი: 0-.0-.0-.0--.0-.0--) ბათილად ცნობის თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
გადაწყვეტილება გაასაჩივრა სს ,,ტ----------“
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ სს ,,ტე--------ს" მიერ სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2017 წლის 28 მარტს, ანუ 2016 წლის 18 მაისიდან გასულია 10 თვე და 10 დღე, რაც მიუთითებს სარჩელის სასამართლოში შეტანის ექვსთვიანი ვადის დარღვევაზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არასწორად იქნა დადგენილი, რადგან არ არსებობს სარჩელის სასამართლოში შეტანის 6 თვიანი ვადა. აღნიშნული ვადა მხოლოდ პრეტენზიის წარდგენას ეხება. ამ პოზიციას სასამართლოც იზიარებს სამოტივაციო ნაწილში, თუმცა უცნაურია რატომ არის წინააღმდეგობრივი ნორმის ანალიზი და მის საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება;
3.2. სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ მოპასუხეებმა ლი-- მი----მ და მა----- კა-–-------მ ელ---- თო-–---------საგან ზემოაღნიშნული უძრავი ქონებები შეიძინეს კეთილსინდისიერად და დღესაც ცხოვრობენ აღნიშნულ ბინაში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაც არასწორად იქნა დადგენილი, რადგან სასამართლო არ უთითებს არცერთ მტკიცებულებაზე რომელიც დაადასტურებდა ამ ფაქტს. მეტიც, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს ჰქონდა წარმოდგენლი სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ლი-- მ----ის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა შემდეგი მისამართი: ქ. ფ-----, ე-–----- ქ. 8, ბინა №-- და არა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება, მისამართი ქ. ფ-----, ე-–----- ქ. 8, ბინა №--. ლი-- მი----მ შეკითხვების სტადიაზე განაცხადა, რომ იგი ცხოვრობს თავის მეუღლესთან თ------ ბა--------თან ერთად. ვინაიდან სწორედ ამ უკანასკნელს ჩაბარდა მოსარჩელის მიერ გაგზავნილი საქმის მასალები მისამართზე ქ. ფ-----, ე-–----- ქ. 8, ბინა №--. სასამართლოს უნდა მიეჩნია, რომ მოპასუხე ლი-- მ----ის საცხოვრებელ ადგილს სწორედ ეს მისამართი წარმოადგენდა და ფაქტობრივად არ დაუფლებია იგი შეძენილ უძრავ ქონებას.
3.3. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სკ-ის 1488.1 მუხლი და შესაბამისად, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ასევე არასწორად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არ დადებულა მოჩვენებითი ნასყიდობის ხელშეკრულება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;
4.3. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სს ,,ტე--------ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, შესაბამისად, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.4. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ გადაწყვეტილების 2.1-2.50 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს შემდეგს:
4.5. მოსარჩელე მხარისათვის მოვალე გ---- ბა-------- გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა 2016 წლის 09 აპრილს (იხ. 27.0-.2018წ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი 12:32:25 სთ.);
4.6. სს ,,ტე--------“-ს წარმომადგენელმა ბ----- ხ-------–---–მა 2017 წლის 18 იანვარს განცხადებით მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და ითხოვა ეცნობებინათ მათ საინფორმაციო/სარეგისტრაციო ბაზაში/ჩანაწერებში ფიქსირდებოდა თუ არა გარდაცვლილი გ---- ბა-------- სამკვიდრო ქონების მიღების განაცხადი ან/და გაცემული იყო თუ არა სამკვიდრო მოწმობა. საქართველოს ნოტარიუსთა პალატას აღნიშნული განცხადება ჩაბარდა 2017 წლის 20 იანვარს (იხ. ტომი 1, ს/ფ 33, 36);
4.7. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2017 წლის 08 თებერვლის მიმართვიდან ირკვევა, რომ მან აცნობა ბ----- ხ-------–---–ს ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში 2016 წლის 30 მარტს გარდაცვლილი გ---- ბა-------- დანაშთ ქონების თაობაზე 2017 წლის 27 იანვრის ნოტარიუს მ--- მ---------–ის მიერ გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ (იხ. ტომი 1, ს/ფ 38).
4.8. 2017 წლის 07 მარტს სს ,,ტ----------“ შეტყობინება გაუგზავნა ელ---- თო-–---------ს, რომელსაც როგორც მისი გარდაცვლილი მეუღლის გ---- ბა-------- დანაშთი სამკვიდროს მიმღებს (რომელზეც ნოტარიუს მ--- მ---------–ის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა) მოსთხოვა გ---- ბ-------ს მიერ სს ,,ტ--------–-“ აღებული სესხის თანხის დაფარვა. აღნიშნული შეტყობინება ვერ ჩაბარდა ადრესატს (იხ. ტომი 1, ს/ფ 65-66);
4.9. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია ხანდაზმულია თუ არა მოსარჩელის მიერ მოვალის მემკვიდრის მიმართ მოთხოვნის(პრეტენზიის) წარდგენის ვადა, რაც თავის მხრივ გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას. ასევე სადავო უძრავ ქონებებზე დაიდო თუ არა მოჩვენებითი ნასყიდობის ხელშეკრულება;
4.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად;
4.11. ამავე კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას;
4.12. სსკ-ის 1488-ე მუხლში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც განსხვავებული ცნებებია. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება;
4.13. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც, სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე” (იხ. სუსგ-ები 07.10.2010წ., საქმე №ას-143-136-2010; სუსგ, 22.02.2008წ., საქმე №ას-968-1269-2007);
4.14. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488.1 მუხლით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადის ათვლა. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, რაც მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის მემკვიდრეებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლისათვის მხოლოდ იმის ცოდნა, რომ სამკვიდრო გაიხსნა, საკმარისი არაა, მამკვიდრებლის კრედიტორებმა უნდა იცოდნენ, ასევე იმ მემკვიდრეთა ვინაობა, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, რათა მათ წარუდგინონ მოთხოვნა. კანონი მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების ორ გზას ადგენს, კერძოდ, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და ნოტარიუსისათვის განცხადების წარდგენით (სსკ-ის 1421-ე მუხლი) (იხ. სუსგ-ები 30.10.2015წ., საქმე №ას-303-285-2014);
4.15. სსკ-ის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი. შესაბამისად, კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ უნდა შეასრულოს შემდეგი იურიდიული მოქმედება - მან უნდა მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით. ნოტარიუსი კი ვალდებულია, მიიღოს მამკვიდრებლის კრედიტორის წერილობითი განცხადება, კრედიტორის პრეტენზიების შესახებ, განცხადება უნდა შედგეს კერძო ან საჯარო აქტის ფორმით, განცხადება მიიღება მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა მოთხოვნის ვადა. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ («სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ» საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლი) (იხ. სუსგ-ები 18.04.2017წ., საქმე №ას-171-160-2017);
4.16. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარისათვის გ---- ბა-------- გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა 2016 წლის 09 აპრილს. ამასთან, დადგენილია, რომ სს ,,ტე--------“-ს წარმომადგენელმა ბ----- ხ-------–---–მა მხოლოდ 2017 წლის 18 იანვარს ანუ მოვალის გარდაცვალების შესახებ შეტყობინებიდან 9 თვისა და 9 დღის შემდეგ, განცხადებით მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და ითხოვა ეცნობებინათ მათ საინფორმაციო/სარეგისტრაციო ბაზაში/ჩანაწერებში ფიქსირდებოდა თუ არა გარდაცვლილი გ---- ბა-------- სამკვიდრო ქონების მიღების განაცხადი ან/და გაცემული იყო თუ არა სამკვიდრო მოწმობა. აღნიშნული განცხადება საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ჩაბარდა 2017 წლის 20 იანვარს;
4.17. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული ნორმები არ უნდა განიმარტოს იმგავარად, რომ კრედიტორს მოვალის გარდაცვალების შესახებ შეტყობინების მომენტიდან ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად შეუძლია გამოარკვიოს მოვალის სამკვიდროს მიმღები მემკვიდრის ვინაობა, ხოლო მისი ვინაობის გაგებიდან 6 თვის განმავლობაში წაუყენოს მას მოთხოვნა. აღნიშნულით საფრთხე შეექმნება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, კეთილსინდისიერი მემკვიდრის და მესამე პირების ინტერესებს. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ კრედიტორს აღნიშნული მოქმედება უნდა განეხორციელებინა მოვალის გარდაცვალების შესახებ შეტყობინებიდან 6 თვის ვადაში, ანუ მას ნოტარიუსთა პალატისათვის მოვალის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის აღების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად უნდა მიემართა 2016 წლის 9 აპრილიდან 6 თვის ვადაში, რაც მის მიერ შესრულებული არ იქნა;
4.18. მოცემულ შემთხვევაში, უსამართლო და გაუმართლებელი იქნებოდა, რომ კრედიტორი შეგვეზღუდა 6 თვიანი ვადით და მისგან მოგვეთხოვა ამ ვადაში სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების ვინაობის გაგება და მათთვის მოთხოვნის წარდგენა, რადგან აღნიშნული დამოკიდებულია არა მხოლოდ კრედიტორის მოქმედებებზე, არამედ მემკვიდრის მიერ დანაშთი ქონების მიღებაზე, ასევე, თუნდაც, ნოტარიუსთა პალატის მიერ ინფორმაციის მიწოდებაზე. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში კრედიტორის მიერ ნოტარიუსთა პალატისაგან ინფორმაციის გამოთხოვა ცალსახად მასზე იყო დამოკიდებული, რაც დადგენილ ვადაში მის მიერ შესრულებული არ იქნა;
4.19. აღსანიშნავია ასევე, რომ სს ,,ტ----------“ მოვალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის მიღების მომენტიდან 6 თვის გასვლის შემდგომ მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, თუმცა გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზია არ განუხორციელებია;
4.20. მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი შეფასებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია მემკვიდრისადმი მოთხოვნის წარდგენის ვადა, რაც სსსკ-ის 1488-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორის მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვის და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთან, ვინაიდან, პალატას მიაჩნია, რომ ხანდაზმულია მოსარჩელის მიერ მოვალის მემკვიდრისადმი წაყენებული მოთხოვნის (იურიდიული ინტერესი) ვადა, ასევე უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე;
4.21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;
4.22. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შედეგობივი თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება სსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სს ,,ტე--------“-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ტე--------“-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
6.2. დადგენილია, სს ,,ტე--------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,ტე--------“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ლაურა მიქავა
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ირმა პერანიძე