განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140210115778171
საქმე №2ბ/1660-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 აპრილი, 2018 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები - ეკატერინე ცისკარიძე, ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი – ნ----- მახარაშვილი
აპელანტი - გ--- მ--–----–---–ი
წარმომადგენელი - ტ-------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - მ------ ჩ----------ე, ვ----– ფ------–---–ი, მ----- ფ------–---–ი
წარმომადგენელი - ე-–---------–--–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი
1. მ------ ჩ----------ემ და მისი ოჯახის ყველა წევრმა - ვ-–- ჩ----------ემ, დ--–-------------ემ, ნ----- ჩ----------ემ და ვ-–- ჩ----------ემ ერთობლივად გააკეთეს საკალმახე, რისთვისაც გ--- მ--–----–---–ისგან მიიღეს 70 000 აშშ დოლარი. იმავე ხელწერილით აღნიშნული თანხა უნდა დაბრუნებულიყო 2015 წლის აპრილის თვის ბოლომდე. ხელწერილს ხელს აწერენ მ------ ჩ----------ე, ვ-–- ჩ----------ე, დ--–-------------ე, ნ----- ჩ----------ე და ვ-–- ჩ----------ე.
2. ხელწერილით გათვალისწინებული თანხა - 70 000 (სამოცდაათი ათასი) აშშ დოლარი მოსარჩელე გ--- მ--–----–---–ისათვის გადახდილი არ არის. ამ თანხის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
3. 2015 წლის 25 თებერვალს მ------ ჩ----------ეს და ვ----– ფ------–---–ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად უძრავიქონება მდებარე გ---------------- სოფელი კ-----–---ი მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი 6----------- საკუთრების უფლებით აღირიცხა ვ----– ფ------–---–ის სახელზე;
4. 2015 წლის 29 ივნისს ვ----– ფ------–---–ს და მ----- ფ------–---–ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად უძრავი ქონება მდებარე გ---------------- სოფელი კ-----–---ი მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი 6----------- საკუთრების უფლებით აღირიცხა მ----- ფ------–---–ის სახელზე;
5. გ--- მ--–----–---–მა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა:
5.1 მოპასუხეებს მ------ ჩ----------ეს, ვ-–- ჩ----------ეს, დ--–-------------ეს, ნ----- ჩ----------ეს და ვ-–- ჩ----------ეს, მოსარჩელე გ--- მ--–----–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 70 000 (სამოცდაათი ათასი) აშშ დოლარის გადახდა;
5.2 ბათილად იქნას ცნობილი მ------ ჩ----------ესა და ვ----– ფ------–---–ს შორის
2015 წლის 25 თებერვალს მოჩვენებით დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის
ხელშეკრულება, გ--------------ი, სოფელ კ-----–---ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით 6-----------;
5.3 ბათილად იქნას ცნობილი ვ----– ფ------–---–სა და მ----- ფ------–---–ს შორის
2015 წლის 29 ივნისს მოჩვენებით ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე
საკადასტრო კოდით 6-----------;
5.4. მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტებსა და გარემოებს: მოსარჩელის განმარტებით, გ--- მ--–----–---–სა და მეორეს მხრივ მ------ ჩ----------ეს, ვ-–- ჩ----------ეს, დ--–-------------ეს, ნ----- ჩ----------ეს და ვ-–- ჩ----------ეს შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხეებს გადასცათ 70 000 აშშ დოლარი. მოპასუხეებმა შეადგინეს ხელწერილი და აიღეს ვალდებულება, რომ ნასესხებ თანხას დააბრუნებდნენ 2015 წლის აპრილის თვის ბოლომდე. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხეები არ ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით მ------ ჩ----------ემ გაასხვისა მის სახელზე არსებული ქონება, მოპასუხე ვ----– ფ------–---–თან და მ----- ფ------–---–თან გაფორმდა მოჩვენებითი ხასიათის ნასყიდობის ხელშეკრულებები.
6. მოპასუხე მ------ ჩ----------ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ გ----------------------–-------–---ში გადაწყვეტილი ჰქონდა საკალმახე მეურნეობის მოწყობა, რომელსაც სჭირდებოდა გარკვეული თანხები, სწორედ აღნიშნული მეურნების მოსაწყობად დასჭირდა თანხები, შეიძინა მიწის ნაკვეთი და დაიწყო აღნიშნულ ნაკვეთში ინფრასტრუქტურული საქმიანობა. რის შემდეგაც დაიწყო თევზის ლიფსიტების მოშენება. იმის გამო რომ, დაწყებულმა საქმემ ვერ გაამართლა, ამიტომ ვერ მოხდა თანხების დროულად დაბრუნება. მოპასუხემ განმარტა, რომ მხოლოდ მას ეკისრება ზემოთ ხსენებული თანხის გადახდის ვალდებულება და არა ოჯახის დანარჩენს წევრებს. დანარჩენმა მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე მ------ ჩ----------ეს, ვ-–- ჩ----------ეს, დ--–-------------ეს, ნ----- ჩ----------ეს და ვ-–- ჩ----------ეს მოსარჩელე გ--- მ--–----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრათ 70 000 (სამოცდაათი ათასი) აშშ დოლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნებს დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:
7.1. სასამართლო საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენლად მიიჩნევს, რომ გ--- მ--–----–---–მა სესხის სახით თანხა 70 000 აშშ დოლარი გადასცა მ------ ჩ----------ეს, ვ-–- ჩ----------ეს, დ--–-------------ეს, ნ----- ჩ----------ეს და ვ-–- ჩ----------ეს. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის შინაარსი ადასტურებს, რომ მათ აიღეს ვალდებულება 2015 წლის აპრილის თვის ბოლომდე მოსარჩელისათვის გადაეხადათ სადავო თანხა. შესაბამისად, ისინი ვალდებულებით ურთიერთობაში არიან გ--- მ--–----–---–თან. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2015 წლის 25 თებერვალს მ------ ჩ----------ესა და ვ----– ფ------–---–ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ წარმოადგენს მოჩვენებით დადებულ ხელშეკრულებას, ხელშეკრულების არა მოჩვენებით ხასიათზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მანამდე, სანამ მოსარჩელე სასამართლოს მომართავდა სარჩელით - 15.04.2015 წელი.
7.2 სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ----- ფ------–---–მა ვ----– ფ------–---–ს 2015 წლის 29 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად გადასცა ნასყიდობის საფასური 20 000 ლარის ოდენობით, რაც გამორიცხავს გარიგების მხარეთა მხრიდან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისადმი მოჩვენებით დამოკიდებულებას. აღნიშნული გარემოების საფუძვლად სასამართლო მიუთითებს შემდეგს: მოსარჩელემ მოპასუხეთა შორის დადებულ უძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა როგორც მოჩვენებითი გარიგებისა, დაიდო რა იგი მხოლოდ ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდების მიზნით და მხარეებს არ სურდათ შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომა. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას მასთან მიმართებით, რომ სადავო ხელშეკრულებები დაიდო კრედიტორის დაკმაყოფილებისთავის თავის არიდების მიზნით. საგულისხმოა, რომ უძრავი ნივთი ორივე შემთხვევაში საკუთრების უფლებით აღირიცხა მყიდველის სახელზე და ამასთან საქმის მასალებით არ დასტურდება, მოპასუხე მ------ ჩ----------ის ან ხელწერილში მითითებულ ოჯახის სხვა წევრთა მიერ ამ უძრავი ნივთის ფლობის ან სარგებლობის ფაქტი. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისი სამართლებრივი შედეგი დამდგარია. ამ გარემოების გამომრიცხავი რაიმე სახის მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება, რის გამოც სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებებთან მიმართებაში მოპასუხეები - ვ----– ფ------–---–ი და მ----- ფ------–---–ი წარმოადგენენ კეთილსინდისიერ მხარეს.
7.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. იმისათვის, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ გააჩნდეთ მოთხოვნის უფლება, საჭიროა ისინი ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყვენ ერთმანეთთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. ხელშეკრულება არის ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. . საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
7.4. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, ჯდებოდეს მორალის ფარგლებში და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოსარჩელის მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოპასუხეებმა არ გადაიხადეს სესხად აღებული თანხა, სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის მიუხედავად.
7.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის მიუხედავად ვალდებულება არ არის შესრულებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სასამართლო განმარტავს, რომ კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ამასთან, მხარეთა შორის გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება ივარაუდება, რომ მხარეთა გონივრული განსჯისა და ურთიერთშორის პოზიციების შეჯერების შედეგია, სადაც თითოეულ მხარეს შეგნებული და გააზრებული აქვს თავისი ქმედება, რეალური შესაძლებლობები და გათვალისწინებული აქვს ის რისკები, რაც შეიძლება ხელშეკრულების შესრულებასა თუ მის შეუსრულებლობას მოჰყვეს. შესაბამისად, თითოეული მხარე პასუხისმგებელია ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ვალდებულებების შესრულებაზე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელწერილით გათვალისწინებული თანხა მ------ ჩ----------ეს, ვ-–- ჩ----------ეს, ნ----- ჩ----------ეს, ვ-–- ჩ----------ეს და დ--–-------------ეს, მოსარჩელე გ--- მ--–----–---–ისათვის არ გადაუხდიათ. ამდენად, გ--- მ--–----–---–ს ხელწერილის საფუძველზე წარმოეშვა მ------ ჩ----------ისაგან, ვ-–- ჩ----------ისაგან, ნ----- ჩ----------ისაგან, ვ-–- ჩ----------ისაგან და დ--–-------------ისაგან 70 000 (სამოცდაათი ათასი) აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნის უფლება. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე კოდექსის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მე-2 ნაწილის თანახმად კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ვინაიდან მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალებულება სესხის გადახადასთან დაკავშირებით არ შესრულებულა, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7.76 მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა მოითხოვა იმ გარემოებაზედ მითითებით, რომ ხელშეკრულება დაიდო მოსაჩვენებლად: იმ განზრახვით, რომ მ------ ჩ----------ეს თავი აერიდებინა სესხისა ხელწერილით დადგენილი ვალდებულების გ--- მ--–----–---–ის წინაშე შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ზემოთმითითებული ნორმის თანახმად, გარიგება იმ შემთხვევაში ჩაითვლება მოჩვენებით დადებულად, როცა გარიგების მხარეებს არ სურთ ამ გარიგებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის დადგომა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. მოჩვენებითი გარიგება მოკლებულია ნამდვილობას და მხარეთა მიერ გამოიყენება კანონსაწინააღმდეგო მიზნების დასაფარად და მისაღწევად. მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი და გარიგების არც ერთ მხარეს არ სურს ამ გარიგების შესრულება. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ურთიერთშეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
საქართველოს სამოქალაქო კოდქესის 56-ე მუხლის თანახმად გარიგება იმ შემთხვევაში ჩაითვლება მოჩვენებით დადებულად, როცა გარიგების მხარეებს არ სურთ ამ გარიგებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის დადგომა. მოჩვენებითი გარიგება მოკლებულია ნამდვილობას და მხარეთა მიერ გამოიყენება კანონსაწინააღმდეგო მიზნების დასაფარად და მისაღწევად. მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი და გარიგების არც ერთ მხარეს არ სურს ამ გარიგების შესრულება. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სადავო გარიგებათა ბათილად ცნობის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მხარეთა განზრახვა იყო ნასყიდობის ხელშეკრულების დადება. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება (სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი); საქმის მასალებით დადგენილია, რომ გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და სადაო უძრავი ქონება აღირიცხა მყიდველის სახელზე კანონით დადგენილი წესით, რაც გამორიცხავს გარიგების მხარეთა მხრიდან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისადმი მოჩვენებით დამოკიდებულებას; დადგენილია, რომ 2015 წლის 25 თებერვალს მ------ ჩ----------ესა და ვ----– ფ------–---–სა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე გ---------------- სოფელი კ-----–---ი, საკადასტრო კოდით N6-----------. ხელშეკრულების არა მოჩვენებით ხასიათზე მიუთითებს ის გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მანამდე, სანამ მოსარჩელე სასამართლოს მიმართავდა თანხის დაკისრების მოთხოვნით. საგულისხმოა, რომ მოპასუხემ უძრავი ნივთის გასხვისების მოტივად მიუთითა ის გარემოება, რომ მამის ავადმყოფობის გამო ესაჭიროებოდა ფულადი თანხები, რის დასადასტურებლადაც სასამართლოს წარმოუდგინა ვ-–- ჩ----------ის მკურნალობისათვის გაწეული ხარჯების ამსახველი დოკუმენტაცია.
ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 29 ივნისს ვ----– ფ------–---–სა და მ----- ფ------–---–ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე გ---------------- სოფელი კ-----–---ი, საკადასტრო კოდით N6-----------. მოცემულ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები სადავოდ არ ხდიან ამ ხელშეკრულებას, ასევე ნასყიდობის თანხის გადაცემისა და უძრავი ქონების საკუთრებაში მიღების ფაქტს. საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია, მისი მხრიდან არ წარმოდგენილა არცერთი სახის მტკიცებულება, რაც დაადგენდა გარიგებაში მონაწილე მხარეთა სურვილს, რომ მათ არ სურდათ შესაბამისი იურიდიული შედეგის დადგომა, რაც თან ახლავს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას. ამასთან სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხე მ------ ჩ----------ის ან ხელწერილში მითითებულ ოჯახის სხვა წევრთა მიერ ამ უძრავი ნივთის ფლობის ან სარგებლობის ფაქტი. დადგენილია, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნასყიდობის საგანი საკუთრების უფლებით აღირიცხა მ----- ფ------–---–ის სახელზე 2015 წლის 29 ივნისს. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით უძრავი ქონების თაობაზე დადებული გარიგების მიმართ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე მოქმედებს გარიგების კანონშესაბამისობის პრეზუმფცია, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით დადებული გარიგების ბათილობის მოთხოვნის არსებობის პირობებში, აღნიშნული მოთხოვნის მქონემ უნდა ადასტუროს გარიგების ბათილობის საფუძვლების არსებობა; მოცემულ შემთხვევაში გარიგების ბათილობას არა გარიგების მონაწილე მხარე, - არამედ მესამე პირი ითხოვს იმ საფუძვლით, რომ გარიგების მხარეები არ ისახავდნენ მიზნად გარიგების სამართლებრივი შედეგის დადგომას და აღნიშნული გარიგება მხოლოდ მოსაჩვენებლად დაიდო, ასეთ ვითარებაში მხოლოდ მესამე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტის დადასტურება, რომ მოპასუხე მ------ ჩ----------ეს არ სურდა უძრავი ქონების რეალიზაცია, ხოლო მყიდველს უძრავი ქონების მიღება;
7.7 ამავე დროს სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი დეტალურად აწესრიგებს კეთილსინდისიერი შემძენის უფლებრივ მდგომარეობას. მოცემული შემთხვევის განხილვისას ყურადღება უნდა მიექცეს მესაკუთრისა და კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების ბალანსირებას, რაც განსხვავებულად წესრიგდება უძრავი და მოძრავი ქონების შეძენისას; თუ მოძრავი ნივთის შეძენისას წინა რიგში დგას ქონების მესაკუთრის ინტერესები, უძრავი ქონების შეძენისას პრიორიტეტი ენიჭება კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს; სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა , როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. აღნიშნული ნორმა იძლევა კეთილსინდისიერი შემძენის დაცვის გარანტიებს.
სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილით იმ პირის სასარგებლოდ, რომლიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელი უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა , როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. ნასყიდობის შესახებ გარიგების ბათილობის მოთხოვნისას სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით განხილული იქნეს, თუ რამდენად არსებობს მითითებული სამართლებრივი საფუძველი; რამდენად არის გარიგება მოჩვენებითი, თუ აღნიშნულზე მითითებისას მხარეს სურს დაასაბუთოს, რომ საერთოდ არ შემდგარა გარიგება, და ის არის მხოლოდ მოსაჩვენებლად, საფუძველს მოკლებულია მტკიცება, როცა სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულება და საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მომხდარია შემძენის მესაკუთრედ აღრიცხვა; საგულისხმოა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობაში (შინაარსიდან გამომდინარე) კი მხარის მიერ ეჭვი არ შეტანილა და მაშინ, როცა სახეზეა გარიგების შედეგად ფაქტობრივი შესრულება, უადგილოა აღნიშნული შემთხვევის დროს მოჩვენებითი გარიგების არსებობაზე მსჯელობა.
8. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ--- მ--–----–---–მა. აპელანტის განმარტებით:
8.1 სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მოპასუხე მ------ ჩ----------ემ გ--- მ--–----–---–ის სასესხო ვალდებულებისაგან თავის არიდებისა და მოსალოდნელი გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის მიზნით 2015 წლის 25 თებერვალს, დის, მარინე ჩ----------ის ქმართან, ვ----– ფ------–---–თან გააფორმა უძრავ ქონებაზე, მიწის ნაკვეთზე, ს.კ 6----------- მდ. გ------------------------–-------–---ში, ნასყიდობის ხელშეკრულება.
8.2 გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის განჩინება N2/346-15 მ------ ჩ----------ის უძრავ ქონებაზე საკ. კოდი 6----------- ყადაღის დადების შესახებ 2015 წლის 24 აპრილს და 27 მაისს საჯარო რეესტრის სამსახურმა არ დაარეგისტრირა, რადგან ქონება ვ----– ფ------–---–ზე ირიცხებოდა. 2015 წლის 24 ივნისს აპელანტის მიერ სასამართლოს წარედგინა ახალი განცხადება სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებისა და ვ----– ფ------–--–ის საკუთრებაშ არსებულ უძრავ ქონებაზე საკ. კოდი 6----------- ყადაღის დადების შესახებ, მაგრამ აღნიშნული განჩინება სასამართლომ 25 ივნისის თარიღით მიიღო 2015 წლის 29 ივნისს 18 საათსა და 04 წუთზე, რაც აპელანტს ჩაბარდა 30 ივნისს 10 საათზე, რომელიც მან დაუყოვნებლივ წარადგინა საჯარო რეესტრის სამსახურში, სადაც აღმოჩნდა, რომ ვ----– ფ------–---–ს 2015 წლის 29 ივნისს 13 საათსა და 51 წუთზე გადაუფორმებია მ----- ფ------–---–ზე, რომელიც იმავე დღეს დაჩქარებული წესით დაირეგისტრირა მ----- ფ------–---–მა. ეს ცხადყოფს, რომ ორივე ნასყიდობის ხელშეკრულება განპირობებულია სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობით. ნასყიდობის ხელშკრულების არც ერთი მხარე არ არის კეთილსინდისიერი. სასამართლომ კი არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. მოწინააღმდეგე მხარეთა განზრახვა, ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებებით მიეღწიათ მიზნისათვის, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგებების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს, სახეზეა. მოჩვენებითი გარიგებით ისინი მოქმედებდნენ საერთო მიზნითა და ურთიერთშეთანხმებით. ისინი მიზნად ისახავდნენ აპელანტის მოტყუებასა და მათზე დაკისრებული ვალდებულებებისაგან თავის არიდებას.
8.3 სასამართლომ უგულებელყო საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, რომელიც ყოველ ადამიანს უფლებას ანიჭებს, თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადაოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი, რასაც შედეგად მოჰყვა მოცემულ საქმეზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება.
სამოტივაციო ნაწილი
9. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი, მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას.ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. მოჩვენებითიგარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება), ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკით დადგენილია, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ).თავის მხრივ, მოჩვენებითი გარიგება, როგორც წესი, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით,ყოველთვის შეესაბამება ამ ტიპის გარიგების დადებისათვის კანონით დადგენილ წესსა და პირობებს,წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე გვექნებოდა ამავე კოდექსის ზოგადი თუ კერძო ნაწილით განსაზღვრული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები. ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის შემოწმებისას განხილული უნდა იქნას წარმოშვა თუ არა ამ ხელშეკრულებამ ის სამართლებრივი შედეგები, რაც ნასყიდობის მიზანს წარმოადგენს. უნდა დადგინდეს ხომ არ მოქმედებდნენ ხელშეკრულების მონაწილეები მოჩვენებით და მათ განზრახვას ხომ არ წარმოადგენდა ისეთი მიზნის მიღწევა, რაც არ შეესაბამება მათ შორის დადებული გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. იმის დასადგენად, მხარეები გარიგების დადებისას მოქმედებდნენ თუ არა მოჩვენებით, უნდა შეფასდეს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მის მიერ განხორციელებული ქმედებები რამდენად შეესაბამება ჩვეულებრივი მყიდველისათვის დამახასიათებელ სტანდარტს, რომლის მიზანს ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლების წარმოშობა წარმოადგენს. ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. იმ გარემოებების დადასტურება, რომელიც გარიგების მოჩვენებითობაზე მიუთითებს, ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც მოსარჩელეს ევალება.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. პალატა მოიხმობს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, მხარე აპელირებს, რომ ვინაიდან გარიგებები დაიდო ნათესავებს შორის, სახეზეა მოჩვენებითი გარიგება, რაც მიზნად ისახავდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას. სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე. აპელანტის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებები არის მოჩვენებითი ხასიათის. მხოლოდ ის ფაქტი, რომ გარიგება დადებულია ნათესავებს შორის, არ ადასტურებს ამ გარიგებების მოჩვენებით ბუნებას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ ნათესაური კავშირი ყოველთვის არ არის ის გარემოება, რამაც შეიძლება გარიგება ბათილიგახადოს.(იხ.სუს საქმე ას-1015-951-2012 20.11.2012 წ.) გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც გარიგება იდება ოჯახის წევრებს შორის. ასეთ შემთხვევაში ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე და, ასევე, მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე. (იხ. სუს საქმე N №ას-571-879-09 და № ას-1439-1357-2012; №ას-1347 -1272 -2012;). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მ------ ჩ----------ემ სადავო ქონება მიყიდა ვ----– ფ------–---–ს, რომელიც არის მისი დის ქმარი, ხოლო ამ უკანასკნელმა იგი მიყიდა მ----- ფ------–---–ს. საქმის მასალებით არ დგინდება რომ ვ----– ან მ----- ფ-----–---–ისათვის ცნობილი იყო მოპასუხის მ------ ჩ----------ის ფულადი ვალდებულების შესახებ. ნასყიდობის ხელშეკრულებების თანახმად ნასყიდობის თანხა მყიდველების მიერ გადახდილია სრულად. (იხ ს.ფ. 83; 98 ტომი1) ასევე არ დგინდება ნასყიდობის გარიგებების მოჩვენებითი ხასიათი. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება რომ უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით და სასესხო ვალდებულების შესრულება უზრუნველყო მებარ ფ------–---–მა (იხ. ს.ფ.117 ტომი2 ) პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის წინამდებარე განჩინების 8.2. პუნქტში მითითებულ პოზიციებს და განმარტავს რომ პირველი ნასყიდობა დაიდო 2015 წლის 25 თებერვალს, სარჩელის აღძვრამდე, ხოლო მეორე დაიდო 2015 წლის 29 ივნისს (ს.ფ.83; 98 ტომი 1.) მოსარჩელემ პირველად სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნით მიმართა 2015 წლის 24 ივნისს და მოითხოვა ვ----– ფ------–---–ის საკუთრებაში არსებული ქონების დაყადაღება, 25 ივნისის განჩინებით მისი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. განჩინება მოსარჩელემ ჩაიბარა 30 ივნისს. საქმის მასალებით არ დგინდება რომ 25 ივნისის განჩინება მოსარჩელემდე 29 ივნისს ჩაიბარა ვ----– ფ------–---–მა და მ------ ჩ----------ემ, მით უმეტეს ისეთ ვითარებაში როდესაც თავად აპელანტი მიუთითებს რომ განჩინება სასამართლომ დაგვიანებით 29 ივნისს მიიღო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გ--- მ--–----–---–ის სააპელაციო საჩივარი არის დაუსაბუთებელი და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობები.
13. სასამართლო ხარჯები: აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად. რაც შეეხება ადვოკატის მომსახურების ხარჯებს, პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მ----- ფ------–---–მა წარმოადგინა მტკიცებულება მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ხარჯის რეალურად გაწევის თაობაზე . პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად მხარე ვალდებულია დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, მან უნდა წარადგინოს მისი მოთხოვნის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები. მ----- ფ------–---–ის მიერ სააადვოკატო მომსახურების გაწევის თაობაზე წარმოდგენილ ხელშკერულებაზე დაყრდნობით პალატა მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა სასამართლოს გარეშე ხარჯის- ადვოკატის მომსახურების ხარჯის 700 ლარის ანაზღაურების თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ--- მ--–----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება.
3. გ--- მ--–----–---–ის დაეკისროს მ----- ფ------–---–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 700 ლარის ოდენობით;
4. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია
სხდომის თავმჯდომარე: /დიანა ბერეკაშვილი /
მოსამართლეები: /ეკატერინე ცისკარიძე/
/ვანო წიკლაური/