განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.04.2018
საქმის ნომერი
330210014664572
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
12.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/5130-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ანა გოგიშვილი

სხდომის მდივანი – ოთარ ბუკია

 

აპელანტი - სსიპ „ი-–--- სახელმწიფო უ-------------ი“

წარმომადგენელი: პ---–--------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - გ------ი თ------–---–ი

წარმომადგენლები - ა-------------ე, ს------ო ს---------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

1.1. აპელანტ - სსიპ „ი-–--- სახელმწიფო უ-------------ის“ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

გ------ი თ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ი-–--- სახელმწიფო უ-------------ის 2014 წლის 14 აგვისტოს №02-1574 ბრძანება, სამართლის სკოლის პროფესორის, გ------ი თ------–---–ის დაკავებული აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. აღდგენილ იქნა გ------ი თ------–---–ი სსიპ ი-–--- სახელმწიფო უ-------------ში უვადოზე ორიენტირებული პირველი დონის კონტრაქტის ფარგლებში, სამართლის სკოლაში სამართლის მიმართულებით სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე. დაეკისრა სსიპ ი-–--- სახელმწიფო უ-------------ს, გ------ი თ------–---–ის სასარგებლოდ, 2014 წლის 15 აგვისტოდან სამსახურში აღდგენამდე პირიოდში იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის - 2400 ლარის გათვალისწინებით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. გ------ი თ------–---–ი, 2009 წლის 21 ივლისიდან იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში სსიპ ი-–--- სახელმწიფო უ-------------თან, მათ შორის: 2010 წლის 14 ივნისიდან 2013 წლის 14 ივნისამდე ვადით, ის არჩეულ იქნა სსიპ ი-–--- სახელმწიფო უ-------------ის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტზე, სამართლის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე. აღნიშნული თანამდებობა მას ეკავა 2013 წლის 01 ივნისამდე, როდესაც სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა, რის საფუძველზეც, მან, უვადოზე ორიენტირებული პირველი დონის კონტრაქტის ფარგლებში, სამართლის სკოლაში, სამართლის მიმართულებით დაიკავა სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობა, ვადით, 2013 წლის 01 ივნისიდან 2018 წლის 01 მაისამდე. ამავე დროს, პარალელურად, გ------ი თ------–---–ი 2010 წლის 01 სექტემბერს არჩეულ იქნა სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე, ვადით _ 2014 წლის 13 აგვისტომდე (იხ. შრომითი ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ტ. 1, ს.ფ. 25-42; ბრძანებები, ტ. 1, ს.ფ. 210; 211-212; მხარეთა ახსნა-განმარტება, სასამართლოს 12.04.2016 წლის სხდომის ოქმი, ტ. 2, ს.ფ. 91-99; აუდიოჩანაწერი, დისკი, ტ. 2, ს.ფ. 100; ს.ფ. 165-168; აუდიოჩანაწერი, დისკი, ტ. 2, ს.ფ. 170);

 

2.2. სამართლის სკოლაში სამართლის მიმართულებით სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე დასაქმების პერიოდში, გ------ი თ------–---–ის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრა თვეში _ 2400 ლარით (იხ. შრომითი ხელშეკრულება, ტ. 1, ს.ფ. 38-40; მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

2.3. გ------ი თ------–---–ი მოპასუხე უ-------------თან შრომითი ურთიერთობისას, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ შრომით მოვალეობებს. მის მიმართ არასოდეს ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხიმგებლობის რომელიმე ზომა. დამსაქმებელს მის მიმართ არაერთხელ გამოუყენებია წამახალისებელი ღონისძიება ფულადი პრემიის სახით, სახელდობრ: 2012 წლის ივლისის თვეში, გ------ი თ------–---–ს, სამართლის ფაკულტეტის დეკანსა და ასოცირებულ პროფესორს, 2011-2012 წლებში, სამართლის ფაკულტეტის წარმატებული ადმინისტრირებისთვის მიეცა პრემია; 2012 წლის დეკემბრის თვეში, 2012 წლის განმავლობაში, უ-------------ის რიგი სამუშაოების წარმატებით განხორციელებისათვის, წახალისების მიზნით, უ-------------ის სხვა 06 თანამშრომელთან ერთად, პრემიის სახით თანხა მიეცა გ------ი თ------–---–საც, როგორც სამართლის ფაკულტეტის დეკანს; ასევე, 2014 წლის მარტის თვეში, მას, როგორც სამართლის სკოლის დეკანს, სამართლის სკოლაში წარმატებით შესრულებული სამუშაოსათვის, მიეცა პრემია. გ------ი თ------–---–ის ინიციატივით და თაოსნობით შეიქმნა სამართლის საბაკალავრო პროგრამა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე. ამ პროგრამის წარმატებული განხორციელების შემდეგ, შეიქმნა სამართლის ფაკულტეტი (რომლის დეკანადაც ის აირჩიეს). ასევე, მისი ინიციატივით, ფაკულტეტზე დაიწყო რამდენიმე კვლევითი პროექტის განხორციელება (იხ. სამსახურებრივი ბარათი, ტ. 1, ს.ფ. 92; ბრძანებები, ტ. 1, ს.ფ. 96-08; მოპასუხე უ-------------ის ყოფილი რექტორის დახასიათება, ტ. 2, ს.ფ. 72; მოსარჩელის ახსნა-განმარტება);

 

2.4. 2014 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით, გ------ი თ------–---–ი ირიცხებოდა მოპასუხე უ-------------ის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინური პროგრამის მეხუთე წლის (მეცხრე სემესტრის) დოქტორანტად (იხ. ცნობა, ტ. 1, ს.ფ. 90; მოსარჩელის ახსნა-განმარტება);

 

2.5. 2013 წლის 18 დეკემბერს, გ------ი თ------–---–მა უ-------------ის რექტორ გიგი თევზაძეს და უ-------------ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ზურაბ ჯავახიშვილს მიმართა შემდეგი შინაარსის განცხადებით: „... ი-–--- სახელმწიფო უ-------------ში ვმუშაობ 2009 წლიდან. მოგმართავთ თხოვნით, იმ შემთხვევაში თუ უ-------------ს აქვს ამის შესაძლებლობა, მომცეთ15 კალენდარული თვის ხელფასი ერთიანად. დახმარების გაცემის შემთხვევაში, 4 წლის განმავლობაში ყოველთვიურად ავიღებ 1000 ლარით ნაკლებ ხელფასს...“. მოსარჩელის განმარტებით, ბინის შესაძენად თანხის საჭიროებამ გადააწყვეტინა მას დამსაქმებლისთვის ასეთი თხოვნით მიმართვა. მოპასუხე უ-------------ის მხრიდან, გ------ი თ------–---–ს მოხმობილ განცხადებას რაიმე სახის (დადებითი, უარყოფითი) რეაგირება არ მოჰყოლია. მოსარჩელემ მოპასუხისგან პასუხის გაუცემლობა მიიჩნია მის თხოვნაზე უარისთქმად. მოპასუხის მხრიდან, აღნიშნულ განცხადებაზე რაიმე გამოძახილი არ ყოფილა არც 2014 წლის პირველ ნახევარში (იხ. განცხადება, ტ. 1, ს.ფ. 44; მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

2.6. 2014 წლის თებერვლის თვეში, მოპასუხე სსიპ ი-–--- სახელმწიფო უ-------------ს სათავეში ჩაუდგა ახალი ხელმძღვანელობა, რექტორის თანამდებობა დაიკავა გ--- ზ------ამ, ხოლო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა _ დ---------------ემ (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

2.7. 2014 წლის დასაწყისში, მოპასუხე უ-------------ში მოქმედებდა რექტორის 2013 წლის 29 ნოემბრის №03-2030 ბრძანებით დამტკიცებული _ „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიანტთა შერჩევის კრიტერიუმები და რაოდენობები. ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, სტიპენდიანტთა შერჩევა სწავლების საბაკალავრო საფეხურზე უნდა განხორციელებულიყო სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ, სემესტრის დასაწყისში, სემესტრული შედეგების მიხედვით; მე-2 პუნქტის მიხედვით, სტიპენდიანტთა შერჩევა უნდა განხორციელებულიყო გასული სემესტრის მონაცემების მიხედვით შედგენილი სტუდენტთა აკადემიური მოსწრების საფუძველზე, რეიტინგული პრინციპით, რომელიც დგინდებოდა თითოეული ფაკულტეტისათვის და რაოდენობრივად ნაწილდებოდა უ-------------ში ჯამურად არსებული აქტიური სტუდენტების საერთო რაოდენობისა და ფაკულტეტზე არსებული სტუდენტების პროპორციულად. 2014 წლის 08 აპრილის №03-529 ბრძანებით, უ-------------ის რექტორმა უარი თქვა ზემომოხმობილი ბრძანებით დადგენილ, ფაკულტეტებზე არსებულ აქტიურ სტუდენტთა რაოდენობის პროპორციულად სტიპენდიების განაწილების წესზე. ამ დროიდან, დადგინდა სტიპენდიების გაცემა საუ-------------ო რეიტინგის და არა _ საფაკულტეტო რეიტინგის მიხედვით. აღნიშნული ცვლილება გახდა სამართლის ფაკულტეტის (სკოლის) სტუდენტთა გარკვეული ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი. ამ ცვლილებებს არ ეთანხმებოდა მოსარჩელეც, როგორც ფაკულტეტის დეკანი. შექმნილი ვითარების განსამუხტად, მოსარჩელის, როგორც სამართლის ფაკულტეტის (სკოლის) დეკანის მიერ, ორგანიზებულ იქნა უ-------------ის რექტორის შეხვედრა სამართლის სკოლის სტუდენტებთან. სტუდენტთა უკმაყოფილების გათვალისწინებით, უ-------------ის რექტორმა წარადგინა სტუდენტების დამატებითი სია, რომლის საფუძველზე შემდეგში, უ-------------მა დამატებით, ერთჯერადად გასცა სტიპენდია იმ 50 სტუდენტზე, რომელთაც გააჩნდათ მოლოდინი, რომ საფაკულტეტო რეიტინგის მიხედვით მიიღებდნენ სტიპენდიას. ამ შეხვედრის შედეგები მისაღები არ აღმოჩნდა მოსარჩელე გ------ი თ------–---–ისთვის, რომელმაც მიიჩნია, რომ „ამ დამატებით სიას არავითარი ლოგიკური და საბაზისო საფუძველი არ აქვს თუ არა სტუდენტთა უკმაყოფილების სიტუაციური, ერთჯერადი განმუხტვა, რაც სტიპენდიების განაწილების წესის შინაარსს არ ცვლის“ (იხ. ბრძანება, ტ. 1, ს.ფ. 45-46; ბრძანება, ტ. 1, ს.ფ. 244-245; „ღია წერილი“, ტ. 1, ს.ფ. 61-66; მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

2.8. 2014 წლის 30 აპრილს, როგორც უ-------------ის სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა, სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა წერილი სათაურით _ „ღია წერილი ი-–--- სახელმწიფო უ-------------ის რექტორს, ბატონ გ--- ზ------ას“, რომელშიც გააკრიტიკა სტიპენდიების გაცემის წესის ცვლილება და სამართლის სკოლის სტუდენტების არათანაბარ პირობებში ჩაყენება სხვა ფაკულტეტების (სკოლების) სტუდენტებთან მიმართებაში. ამ საკითხზე მსჯელობისას, მოსარჩელემ მიუთითა სამართლის სკოლასთან მიმართებაში, უ-------------ის რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შეცვლის შემდეგ, საუ-------------ო ცხოვრების, გაუგებარი და დაუფიქრებელი არაერთი ნაბიჯის გადადგმით წარმართვაზე; სტუდენტთა სტიპენდიების განაწილების წესის შესახებ გამოცემულ რექტორის ბრძანებაზე, რომელიც „არის შინაარსობრივად უსამართლო და პირდაპირ ხელყოფს სამართლის სკოლის სტუდენტთა შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ თანასწორუფლებიან, თანაბარ“ შეჯიბრში. წერილში მოსარჩელე გამოთქვამს უკმაყოფილებას, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის პროფესორებთან, სტუდენტებთან და დეკანთა საბჭოსთან განხილვის გარეშე, რექტორის მიერ ერთპიროვნულად გადაწყვეტის გამო. მთლიანობაში, წერილში განხილულია ერთადერთი საკითხი _ სტიპენდიების განაწილების წესის შეცვლის შესახებ რექტორის გადაწყვეტილება, რომელშიც არ იქნა გათვალისწინებული სამართლის სკოლის სტუდენტების ინტერესები სხვა სტუდენტებთან მიმართებაში და რომლითაც ისინი აღმოჩდნენ არათანაბარ პირობებში. აღნიშნული ბრძანების შინაარსის უსამართლობაზე და უსწორობაზე მსჯელობისას, მოსარჩელე შეეხო უ-------------ის სხვა ფაკულტეტებზე ისეთი პირობების არსებობაზე, როგორიცაა შეფასების განხორციელება შესაბამისი კრიტერიუმების გარეშე, იგივე ნიშნის „ჩუქება“, მისი აზრით, პრაქტიკულად შეუძლებელია ერთ სტუდენტს შვიდ ან რვა სასწავლო საგანში ჰქონდეს საშუალო არითმეტიკული 100 ქულა და ასეთი სტუდენტი უ-------------ში საკმაოდ ბევრია, რაც მოსარჩელის აზრით, ერთის მხრივ, შეიძლება იყოს მისასალმებელი, ხოლო მეორეს მხრივ _ დამაფიქრებელი (იხ. „ღია წერილი“, ტ. ს.ფ. 61-66; მოსარჩელის ახსნა-განმარტება);

 

2.9. 2014 წლის 1 მაისს, უ-------------ის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭომ მიმართა უ-------------ის სამართლის სკოლის საბჭოს, გ------ი თ------–---–ის „ღია წერილთან“ დაკავშირებით მათი პოზიციის გამოხატვის სურვილით, რა დროსაც აღნიშნა, რომ სამართლის სკოლის დეკანის „ღია წერილი“ ცალსახად უპირისპირდებოდა უ-------------ის ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს და პრინციპებს, როგორიცაა ერთიანი საუ-------------ო იდენტობა და საყოველთაოდ გაზიარებული და შეთანხმებული პრინციპები _ აკადემიური თავისუფლება, არჩევანის და სინდისის თავისუფლება; პასუხისმგებლობა, კოლეგიალობა და მჭიდრო თანამშრომლობა აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს და სტუდენტთა შორის. აღნიშნული მიმართვა, მოსარჩელემ გადაუგზავნა საინჟინრო ფაკულტეტის საბჭოს და ბიზნეს სკოლის საბჭოს, „ღია წერილში“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მათი პოზიციის ჩამოყალიბების თხოვნით. ბიზნესის სკოლის საბჭომ უმჯობესად მიიჩნია, წერილში აღნიშნული საკითხის დიალოგის გზით მიღწევა და ამ მიზნით, დროებითი კომისიის შექმნა, საინჟინრო ფაკულტეტის საბჭომ განაცხადა, რომ აღნიშნულ „ფაკულტეტს თავისი ხედვა აქვს სტიპენდიების გაცემის წესთან დაკავშირებით (იხ. მიმართვა, ტ. 1, ს.ფ. 219-220); სამსახურებრივი ბარათი, ტ. 1, ს.ფ. 55; ოქმი, ტ. 1, ს.ფ. 56-57; ოქმი, ტ. 1, ს.ფ. 119-120; მიმართვა, ტ. 1, ს.ფ. 127-128; მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

2.10. მოპასუხე უ-------------ის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 06 მაისის №95 გადაწყვეტილებით, შეიქმნა სამართლის სკოლის პროფესორის, გ------ი თ------–---–ის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებული ღია წერილის საკითხის განმხილველი სამუშაო ჯგუფი _ საკითხის შემსწავლელი კომისია, რომლის მე-2 სხდომაზე მიწვეულ იქნა გ------ი თ------–---–ი, მისგან ზეპირი განმარტების მოსმენის მიზნით. კომისიის წევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ „გ------ი თ------–---–ის მიერ გაკეთებულ ღია წერილში ფიქსირდება გამონათქვამები, რომელშიც იკვეთება უ-------------ის იმიჯის შემლახველი განცხადებები. ამასთან, როგორც გამოიკვეთა გ------ი თ------–---–ის პოზიციის მოსმენისას, მას არ ამოუწურავს უ-------------ის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის რესურსი წერილის გამოქვეყნებამდე და თავად აღნიშნული ქმედება წარმოადგენს არაეთიკურ ქცევას, რის გამოც, უ-------------ის ადმინისტრაციას უნდა მიეცეს რეკომენდაცია, საქმეზე დაიწყოს დისციპლინური წარმოება....“. სხდომაზე წარმოებდა აუდიო ჩაწერა. მოსარჩელე გ------ი თ------–---–ი, კომისიის წევრებისგან ფარულად, ასევე ახდენდა სხდომის აუდიო ჩაწერას, მისი განმარტებით, ოქმის შემდგომში გაყალბების თავიდან ასაცილებლად (იხ. კომისიის სხდომის ოქმები, ტ. 1, სფ. 53-54; 67-73; მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

2.11. 2014 წლის 19 მაისს, დილის საათებში, მოსარჩელის საცოლეს _ თ----- კ-------–---–ს, მათ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დახვდა მისთვის უცნობი ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც უთხრა, გადაეცა გ------ი თ------–---–ისთვის, რომ „მოისვენოს, არ გააკეთოს, რასაც აპირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკარგავს მისთვის ძვირფასს და გაანადგურებს“. ამასთან, მან თ----- კ-------–---–ს უთხრა, რომ კი არ ემუქრებოდა, არამედ აფრთხილებდა. გ------ი თ------–---–მა მუქარის ფაქტი დაუკავშირა „ღია წერილიდან“ და ზოგადად, მისი საუ-------------ო საქმიანობიდან გამომდინარე, უ-------------ში, ბოლო პერიოდში არსებულ ვითარებას, რის გამოც, აღელვებული დ---------------ეს შეეხმიანა მოკლე ტექსტური შეტყობინებით (ე.წ. მესიჯით), საიდანაც ჩანს, რომ მოსარჩელე მუქარის ფაქტს სწორედ დ---------------ეს და მის თანამოაზრეებს უკავშირებდა, საპასუხო მოკლეტექსტური შეტყობინებით, დ---------------ემ უარყო აღნიშნული და მოუწოდა გ------ი თ------–---–ს, დაერეკა პოლიციაში. ორივე პირი მოკლეტექსტურ შეტყობინებაში ერთმანეთს მიმართავს არა როგორც, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და დეკანი, საქმიანი ტონით, არამედ როგორც წლების განმავლობაში დაახლოებული ორი ახალგაზრდა მამაკაცი, მხოლობით რიცხვში, ფამილარული ტონით, შინაურულად. საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, ორივე პირის შეტყობინებაში ჩანს მათი გაღიზიანება და აღშფოთება, ამასთან, გ------ი თ------–---–ის შეტყობინებაში ორი გამონათქვამი წარმოადგენს ახალგაზრდულ სლენგს, რაც, როგორც წესი, ნორმალურ ვითარებაში, საუბარს არაკორექტულობას და სიუხეშეს სძენს. გ------ი თ------–---–ს დასახელებული მოკლეტექსტური შეტყობინებები სხვა, გარეშე პირისთვის არ გაუცნია. იმავე დღეს, 2014 წლის 19 მაისს, მუქარის სერიოზულად აღქმის შედეგად, მოსარჩელემ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, მის საკუთრებაში არსებულ იარაღზე შენახვა/ტარების ნებართვის გაგრძელების თხოვნით, რაც იმავე დღეს დაკმაყოფილდა. ამ შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგ, 2014 წლის 27 მაისს (უ-------------ში ჩატარებული, ზემოაღნიშნული კომისიის _ სამუშაო ჯგუფის სხდომის დასრულებიდან რამდენიმე საათში), მოსარჩელის პირად მობილურ ტელეფონზე განხორციელდა მუქარის შემცველი ზარი. მოსარჩელის რჩევით, მისმა საცოლემ მეორე დღეს _ 2014 წლის 28 მაისს, განცხადებით მიმართა პოლიციას, 2014 წლის 19 ივნისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ამავე დღეს, პოლიციის თანამშრომლებმა, გ------ი თ------–---–ს, მომხდართან დაკავშირებით ჩამოართვეს ახსნა-განმარტება, რა დროსაც, მან ეჭვი გამოთქვა, რომ უცნობი პირის მუქარა უკავშირდებოდა დ---------------ეს და გ--- ზ------ას _ მოპასუხე უ-------------ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და რექტორს. 2014 წლის ივნისის თვეში, აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით პოლიციაში (და შემდეგ პროკურატურაში) გამოიკითხნენ დ---------------ე და გ--- ზ------ა. მათ უარყვეს ამ ფაქტთან რაიმე კავშირი (იხ. თ. კ-------–---–ის განცხადება, ტ. 2, ს.ფ. 60; მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ტ. 1, ს.ფ. 78; დ---------------ის და გ--- ზ------ას განცხადებები, ტ. 1, ს.ფ. 79; 80; მოწმობა, ტ. 1, ს.ფ. 99; მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

2.12. 2014 წლის 30 მაისს, მოპასუხე უ-------------ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დ---------------ემ რექტორ გ--- ზ------ას მიმართა შემდეგი შინაარსის განცხადებით: „ _ ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უ-------------ის აკადემიურმა საბჭომ შექმნა კომისია პროფ. გ------ი თ------–---–ის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მინდა თქვენ და კომისიის წევრები საქმის კურსში ჩავაყენო ერთ გარემოებასთან დაკავშირებით. კერძოდ, 2014 წლის 19 მაისს ბატონი თ------–---–ისგან მივიღე მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც შეიცავდა ცილისწამებას და შეურაცხყოფის ნიშნებს. აღნიშნულ მოკლე ტექსტური შეტყობინების ფოტოასლს თან ვურთავ განცხადებას. გთხოვთ, კომისიას მიაწოდოთ ინფორმაცია და მოახდინოთ რეაგირება...“ (იხ. განცხადება, ტ. 1, ს.ფ. 77; მოკლეტქსტური შეტყობინებები, ტ. 1, ს.ფ. 78; მხარეთა ხსნა-განმარტება);

 

2.13. 2014 წლის 22 ივლისს, მოპასუხე უ-------------ის აკადემიურ საბჭოს განცხადებებით მიმართეს უ-------------ს პროფესორმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დ---------------ემ და უ-------------ის რექტორმა, პროფესორმა გ--- ზ------ამ. განცხადებებით მათ აცნობეს აკადემიურ საბჭოს, გ------ი თ------–---–ის მიერ მუქარის ფაქტის მათთან დაკავშირების საფუძველზე, პოლიციაში და პროკურატურაში შემდგარი შეხვედრის და მათ მიმართ დასმული შეკითხვების შესახებ. ორივე განმცხადებელი თხოვს აკადემიურ საბჭოს, გამოიკვლიონ, რა საფუძველი ჰქონდა გ------ი თ------–---–ს, აღნიშნული ფაქტის მათთან დასაკავშირებლად. ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დ---------------ის განმარტებით, ის მიიჩნევს, რომ მოსარჩელე „მოიქცა არაეთიკურად, რადგან უსაფუძვლო განცხადებებით, რომელთა შინაარსი ცნობილია უ-------------ის თანამშრომლების უმრავლესობისთვის, მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიადგეს“ მის რეპუტაციას. უ-------------ის რექტორი გ--- ზ------ა მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოსარჩელის ეჭვის საფუძვლის გამოკვლევას, ვინაიდან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს არა მხოლოდ პირადად მას, არამედ „მთლიანად უ-------------ის რეპუტაციასაც...“ (იხ. განცხადებები, ტ. 1, ს.ფ. 79; 80; მოპასუხის ახსნა-განმარტება);

 

2.14. 2014 წლის 22 ივლისს შედგა სსიპ ი-–--- სახელმწიფო უ-------------ის აკადემიური საბჭოს N99 სხდომა, რომლის დღის წესრიგში მე-18 საკითხად შეტანილი იყო შემდეგი: 2014 წლის 6 მაისის აკადემიური საბჭოს N95 სხდომის ოქმით შექმნილი, სამართლის სკოლის პროფესორ გ------ი თ------–---–ის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებული „ღია წერილის“ განმხილველი სამუშაო ჯგუფის _ საკითხის შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დ---------------ის 30.05.14, N02-7587/14 და 22.07.14, N02-8095/14 განცხადებების და რექტორის, პროფესორ გ--- ზ------ას 22.07.14, N02-8094/14 განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. აკადემიური საბჭოს სხდომაზე დადგინდა: „მიეცეს რეკომენდაცია რექტორს, პროფესორ გ--- ზ------ას, 2014 წლის 6 მაისის აკადემიური საბჭოს N95-ე სხდომის ოქმით შექმნილი სამართლის სკოლის პროფესორ გ------ი თ------–---–ის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელებული ღია წერილის განმხილველი სამუშაო ჯგუფის _ საკითხის შემსწავლელი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დ---------------ის და რექტორის მიმართ პროფესორ თ------–---–ის მიერ ჩადენილი არაეთიკური ქმედებების გამო დაიწყოს დისციპლინური საქმისწარმოება (იხ. ამონაწერი ოქმიდან, ტ. 1, ს.ფ. 75-76; მოპასუხის ახსნა-განმარტება);

 

2.15. 2014 წლის 29 ივლისს, მოპასუხე უ-------------ის რექტორმა გამოსცა ბრძანება N02-1342, „სოციალურ ქსელ ფეისბუქში ღია წერილის გამოქვეყნების და უ-------------ის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებების ფაქტთან დაკავშირებით, სამართლის სკოლის პროფესორის, გ------ი თ------–---–ის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოების დაწყების შესახებ“. ბრძანების მე-2 პუნქტით, დაევალა გ------ი თ------–---–ს, ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში წერილობითი ახსნა-განმარტების წარდგენა შემდეგ საკითხებზე: ა) წერილით უპასუხოს კითხვას: რატომ არ მოხდა „ღია წერილის“ გამოქვეყნებამდე, მასში მოყვანილი პრეტენზიების განხილვა სამართლის სკოლის საბჭოსთან ან საუ-------------ო კოლეგიურ ორგანოებთან; ასევე, განმარტოს, რა ფაქტობრივი საფუძველი ჰქონდა მის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს; ბ) განმარტოს 2014 წლის 19 მაისს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დ---------------ისადმი გაგზავნილი მოკლეტექსტური შეტყობინებების მიწერის მოტივი; გ) რატომ თვლის იგი, რომ მისი მეგობარი გოგონას მიმართ, უცნობი პირის მიერ გაკეთებული მუქარა კავშირშია უ-------------ის რექტორთან ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან; დ) წარმოადგინოს მასალა, თუ რა სამართლებრივ საფუძველს ეყრდნობოდა, მის მიერ უ-------------ის ადმინისტრაციის მიმართ გაკეთებული მოთხოვნა, მისთვის წინასწარ 15 თვის ხელფასის გაცემის შესახებ და განმარტოს, არსებობდა თუ არა, უ-------------ის იმდროინდელ ხელმძღვანელობასთან შეთანხმება მისი ბინის კრედიტის ამ თუ სხვა ფორმით უ-------------ის მიერ დაფარვის შესახებ; ე) განმარტოს, თუ რა მოტივით აწარმოებდა ფარულ აუდიო ჩანაწერს, 2014 წლის 27 მაისს გამართულ, აკადემიური საბჭოს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დროს (იხ. ბრძანება, ტ. 1, ს.ფ. 136-138; მოპასუხის ახსნა-განმარტება);

 

2.16. 2014 წლის 08 აგვისტოს, მოსარჩელე გ------ი თ------–---–მა მოპასუხე უ-------------ს გაუგზავნა, ბრძანებით მისგან მოთხოვილი წერილობითი ახსნა-განმარტება. გ------ი თ------–---–მა განმარტა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელმძღვანელობდა „მხოლოდ უ-------------ის იმიჯის ამაღლების, ხარისხის და მიუკერძოებლობის პრინციპებით“.

 

ბრძანებაში მითითებულ, განსამარტ საკითხებთან დაკავშირებით, მოსარჩელემ აღნიშნა: 1. „ღია წერილი“ არის მისი მოსაზრება უ-------------ში სტიპენდიების განაწილების ახალი წესის შესახებ, რომელსაც ახლაც მიიჩნევს უსამართლოდ და არაარგუმენტირებულად. „ღია წერილი“ წარმოადგენს მისი აზრის გამოხატვის თავისუფლებას. უ-------------ის რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არიან საჯარო პირები და მათ აქვთ თმენის ვალდებულების საკმაოდ მაღალი ხარისხი. ის არავის ადანაშაულებს; მას აქვს მოსაზრება, რომ სტიპენდიების განაწილების მოქმედი წესი არ არის „მოქნილი“ რეგულაცია და თვლის, რომ არ ეფუძნება შეწონილ კონცეფციას, რომელიც სამართლის სკოლის სტუდენტებთან მიმართებაში იქნებოდა საუკეთესო. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მსგავსი სისტემური გადაწყვეტილებები უნდა განიხილებოდეს უ-------------ის რექტორის მიერ დეკანთა საბჭოზე, ასევე აკადემიურ საბჭოზე, საგნობრივად;

 

2. 2014 წლის თებერვლიდან, უ-------------ის ზედა რგოლის მენეჯმენტის (რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) შეცვლა მოსარჩელისთვის მტკივნეული აღმოჩნდა, მისთვის მიუღებელი იყო ის ფორმები, რაც გამოიყენეს იმ ადამიანების მიმართ, ვისთანაც წლების განმავლობაში მუშაობდა; მან ამის შესახებ პირდაპირ უთხრა ახალ რექტორს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია. ამის შემდეგ, რექტორმა გადადგა რამდენიმე არაეთიკური და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი (დასახელებულია ახსნა-განმარტებაში). ამის შესახებ, მოსარჩელემ, მის საკითხთან დაკავშირებით, აკადემიური საბჭოს მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფს _ კომისიასაც მოახსენა. მარტის თვიდან უ-------------ის რექტორს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და მოსარჩელეს შორის, საკმაოდ დაძაბული პიროვნული ურთიერთობები განვითარდა: მოსარჩელეს ეთხოვა, არ მიეღო მონაწილეობა დეკანის არჩევნებში, არ ეურთიერთა უ-------------ის ყოფილ რექტორთან, ყოფილიყო იმ გუნდის წევრი, რომელიც ახლა არის უ-------------ის მმართველობაში. 2014 წლის 19 მაისს, უ-------------ში უნდა ჩატარებულიყო აკადემიური საბჭოს მიერ, „ღია წერილთან“ დაკავშირებით შექმნილი კომისიის სხდომა, რომელიც არ ჩატარდა ობიექტური მიზეზის გამო.

 

ამ დღეს მოხდა მისი საცოლის მიმართ უცნობი პირის მუქარის ფაქტი, რომელმაც, მასთან დააბარა, რომ გაჩერებულიყო და არ გაეკეთებინა ის, რასაც აპირებდა. მოსარჩელის განმარტებით, იმ დროს რასაც აპირებდა, ეს იყო მხოლოდ რამდენიმე ღია წერილის დაწერა უ-------------ში განვითარებულ სხვადასხვა საკითხზე (აღნიშნულის შესახებ გ------ი თ------–---–ს მითითებული ჰქონდა „ღია წერილის“ დასასრულს). მას არ ყავს მტრები, ერთადერთი, რაც იმ ეტაპზე, მის ცხოვრებაში ხდებოდა, ეს იყო დაპირისპირება უნივერისტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან და რექტორთან, რაც მათი მხრიდან მოდიოდა; მუქარის ფაქტის შესახებ შეტყობისას ის აღელდა, რა დროსაც მიწერა დ---------------ეს პირადი ხასიათის მოკლეტექსტური შეტყობინება. მან საცოლის მიმართ მუქარა და შემდგომ, მის მიმართ, განხორციელებული სატელეფონო მუქარა დაუკავშირა რექტორს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და მათ შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას. თუ დ---------------ეს ბრალი არ მიუძღვის, მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე, მისი საცოლის მიმართ მუქარის ინციდენტში, ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელე გამოთქვამს წუხილს და ბოდიშს უხდის მას იმ ტექსტისთვის, რომელიც მას აღელვებულ მდგომარეობაში მიწერა. რაც შეეხება პოლიციისთვის მიმართვას, მოსარჩელის განმარტებით, ეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოქმედებაა.

3. მოსარჩელე ადასტურებს, 2013 წლის 18 დეკემბერს, მართლაც მიმართა განცხადებით უ-------------ს, მისთვის, წინასწარ, 15 კალენდარული თვის ხელფასის ავანსის სახით გამოყოფაზე, რომელიც დაქვითული იქნებოდა აკადემიურ თანამდებობაზე, მიმდინარე კონტრაქტის განმავლობაში, მისი ხელფასიდან, რაზეც უ-------------ის მიერ ეთქვა უარი. მოსარჩელის განმარტებით, პროფესორის მიერ დახმარების აღმოჩენის თხოვნით უ-------------ისთვის მიმართვა არ შეიძლება ჩაითვალოს არაეთიკურ საქციელად. ბინის შესაძენად კრედიტის რაიმე ფორმით უ-------------ის მიერ დაფარვის შესახებ, უ-------------ის იმდროინდელ ხელმძღვანელობასთან არავითარი შეთანხმება არ არსებობდა;

 

4. მოსარჩელე აკადემიური საბჭოს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის _ კომისიის სხდომის ფარულ აუდიო ჩანაწერს აწარმოებდა მტკიცებულებათა ფალსიფიცირების თავიდან აცილების მიზნით. კომისიის წევრებისთვის ცნობილი იყო, რომ სხდომის აუდიო ჩაწერას ახორციელებდა უ-------------ის იურიდიული სამსახური, კომისიის არც ერთ წევრს არ ქონდა იმის ფსიქოლოგიური ვარაუდი, რომ ჩაწერა არ ხორციელდებოდა. მოსარჩელის განმარტებით, მან, მოთხოვნისთანავე, წარუდგინა იურიდიულ სამსახურს მის მიერ ნაწარმოები აუდიო ჩანაწერი. მოსარჩელე თხოვს უ-------------ის რექტორს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, შეწყვიტონ მისი დევნა, მათ შორის, შეწყვიტონ დისციპლინური საქმის წარმოება, რომელიც რეალურად არც ერთ სამართლებრივ საფუძველს არ ეფუძნება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ პერსონალური უთანხმოებები არის ზუსტად ის, რაც ზიანს აყენებს საქმეს, ზიანს აყენებს უ-------------ს (იხ. ახსნა-განმარტება უ-------------ისადმი, ტ. 1, ს.ფ. 145-152; მოსარჩელის ახსნა-განმარტება);

 

2.17. 2014 წლის 12 აგვისტოს N01-3322 წერილით, გ------ი თ------–---–ს ეცნობა, რომ ი-–--- სახელმწიფო უ-------------ი, 2014 წლის 15 აგვისტოდან წყვეტდა მასთან შრომით ურთიერთობას და ატყობინებდა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. ამავე წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება (ბრძანება) გაეგზავნებოდა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში (იხ. წერილი, ტ. 1, ს.ფ. 81; მოპასუხის ახსნა-განმარტება);

 

2.18. უ-------------ის რექტორის წერილი _ შეტყობინება მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მოსარჩელეს ჩაბარდა იმავე დღეს, 2014 წლის 12 აგვისტოს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

2.19. 2014 წლის 14 აგვისტოს, მოპასუხე უ-------------ის რექტორმა გამოსცა ბრძანება N12-1575, „სამართლის სკოლის პროფესორის, გ------ი თ------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“. ბრძანების თანახმად, პროფესორ გ------ი თ------–---–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა დისციპლინური საქმისწარმოების შედეგად დადგენილი ფაქტები, რომლებიც მოიცავენ მის მიერ შრომითი ხელშეკრულების, შინაგანაწესისა და აკადემიური პერსონალისა და სწავლების პროცესში მონაწილე სხვა პირების მიმართ ეთიკის კოდექსის მოთხოვნების არაერთგზის დარღვევის შემთხვევებს, კერძოდ: 2013 წლის 18 დეკემბერს, პროფესორმა თ------–---–მა უ-------------ისგან ითხოვა 15 კალენდარული თვის (66 000 ლარი) ხელფასის წინასწარ ანაზღაურება; მან სოციალურ ქსელ ფეისბუქში, 2014 წლის 30 აპრილს გამოაქვეყნა უ-------------ის დისკრედიტაციის შემცველი შინაარსის ღია წერილი; 2014 წლის 19 მაისს, მან უ-------------ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გაუგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელიც შეიცავდა ცილისმწამებლურ, შეურაცხმყოფელსა და უცენზურო ტექსტს; 2014 წლის 27 მაისს გამართული შეხვედრის დროს, მან მოახდინა მისი კოლეგებისა და უ-------------ის თანამშრომლების ფარული აუდიოჩაწერა; 2014 წლის ივნისის თვეში, პროფესორმა თ------–---–მა მიმართა საგამოძიებო ორგანოებს დაუსაბუთებელი ეჭვით, თითქოს უცხო პირის მიერ მისი მეგობარი გოგონას მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული მუქარა კავშირში იყო უ-------------ის რექტორთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან.

 

ბრძანების მიხედვით, შრომის კანონმდებლობა არ იცნობს ნორმას, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნებოდა დასაქმებულისათვის 15 თვის ხელფასის წინასწარ გადახდა. „ასეთი კანონსაწინააღმდეგო მოთხოვნები საზიანოა უ-------------ისათვის, არ უწყობს ჯანსაღი ატმოსფეროს ჩამოყალიბებას საუ-------------ო სივრცეში, არ შეესაბამება ეთიკურ სტანდარტებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროფესორი“. ღია წერილში გამოთქმული ბრალდება უ-------------ში „შესაბამისი კრიტერიუმების გარეშე შეფასების განხორციელებისა“ და „ნიშნის ჩუქების“ შესახებ საგრძნობი ზიანის მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო უ-------------ისათვის. „ეს უსაფუძვლო განცხადება წარმოადგენს უ-------------ის დისკრედიტაციისა და მისი პატივისა და ღირსების შებღალვის მცდელობას...“. ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დ---------------ეს პროფესორ გ------ი თ------–---–თან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა. პროფესორის მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დადანაშაულება მისი ან მისი ახლობელი პირის მიმართ დანაშაულის ჩადენაში, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს არაეთიკურსა და არაკოლეგიალურ საქციელს. დაუშვებელია ისეთი შეტყობინებების გაგზავნა თანამშრომლისთვის, რომლებიც არის ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უცენზურო და უხეშად არღვევს უ-------------ში მოქმედ აკადემიური პერსონალისა და სწავლების პროცესში მონაწილე სხვა პირების ეთიკის კოდექსს. 2014 წლის 27 მაისს, აკადემიური საბჭოს მიერ შექმნილ კომისიასთან შეხვედრისას, იურიდიული სამსახურის თანამშრომელთა მსგავსად (რომლებიც სხდომის აუდიოჩაწერას ახორციელებდნენ), გ------ი თ------–---–საც შეეძლო წინასწარ განეცხადებინა, რომ იწერდა სხდომას, თუმცა იგი აქაც პოტენციურ დამნაშავეებად თვლის უ-------------ის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებს, რადგან გამოთქვა ვარაუდი სხდომის ჩანაწერის გაყალბებასთან დაკავშირებით. 2014 წლის ივნისის თვეში, რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იმყოფებოდნენ ქ. თბილისის პოლიციის დიღმის განყოფილებაში პროფესორ თ------–---–ისა და მისი ახლობელი პირის საჩივრის საფუძველზე. პროფესორი გ------ი თ------–---–ი თვლის, რომ დასახელებული პირები, შესაძლოა, იყვნენ, მისი და მისი ახლობელი პირის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულში თანამონაწილე პირები, თუმცა მან ვერანაირი ფაქტი ვერ წარმოადგინა ზემოთ აღნიშნული ეჭვის დასადასტურებლად. უ-------------ის ხელმძღვანელი პირების მიმართ მსგავსი უსაფუძვლო ეჭვებით და ცილისწამებით შეიძლება საგრძნობი ზიანი მიადგეს უ-------------ის რეპუტაციას. ამგვარი ქმედება პროფესორის მხრიდან ლახავს როგორც პიროვნების, ისე უ-------------ის რეპუტაციას და პრესტიჟს (იხ. ბრძანება, ტ. 1, ს.ფ. 82-89; მოპასუხის ახსნა-განმარტება);

 

2.20. ზემოაღნიშნული, აკადემიური თანამდებობიდან გ------ი თ------–---–ის გათავისუფლების შესახებ გამოცემულ ბრძანებაში, მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად, სხვა სამართლის ნორმებთან ერთად, მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი; „აკადემიური პერსონალის და სწავლების პროცესში მონაწილე სხვა პირების ეთიკის კოდექსის“ მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტები, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტები, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი; „უ-------------ის შინაგანაწესის“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი (იხ. იქვე);

 

2.21. მოხმობილი ბრძანებით, გ------ი თ------–---–თან შრომითი ურთიერთობა შეწყდა და იგი გათავისუფლდა დაკავებული აკადემიური თანამდებობიდან, 2014 წლის 15 აგვისტოდან (იხ. იქვე);

 

2.22. გ------ი თ------–---–ის სარჩელი არ არის ხანდაზმული: სშკ-ის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 07 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის (მოსალოდნელი გათავისუფლების) შესახებ გ------ი თ------–---–ს ეცნობა 2014 წლის 12 აგვისტოს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მას უფლება ჰქონდა, 13 აგვისტოდან 01 თვის განმავლობაში (2014 წლის 13 სექტემბრამდე), მოეთხოვა უ-------------ისგან ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთება. ვიდრე მოსარჩელე, საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის შესახებ თავის უფლებას გამოიყენებდა, მოპასუხემ (დამსაქმებელმა) მას თავად გაუგზავნა გათავისუფლების წერილობითი დასაბუთება ბრძანების სახით, რაც გ------ი თ------–---–ს ჩაბარდა პირადად, 2014 წლის 22 აგვისტოს; აღნიშნული დასტურდება საქართველოს ფოსტის წერილით (იხ. წერილი, ტ. 1, ს.ფ. 155). მართალია, მოპასუხე უ-------------მა მას აღნიშნული ბრძანება (დასაბუთება) გაუგზავნა სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე 2014 წლის 14 აგვისტოს, მაგრამ იმის მტკიცებულება, რომ აღნიშნული გზავნილი მოსარჩელემ მიიღო (და შესაბამისად, მას გაეცნო), საქმეში წარმოდგენილი არ არის. საქმეში წარმოდგენილია, უ-------------ის მიერ მოსარჩელისთვის, მისამართზე: თბილისი, პეკინის გამზირი №15, ბ. №15, 2014 წლის 15 აგვისტოს შეკვეთილი წერილის გაგზავნა, რომელიც მხოლოდ 2014 წლის 22 აგვისტოს იქნა გ------ი თ------–---–ისთვის, პირადად (ხელზე) ჩაბარებული (იხ. საფოსტო გზავნილის კონვერტი, ტ. 1, ს.ფ. 157);

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, მოსარჩელეს, მოთხოვნამდე, თავად მოპასუხემ გაუგზავნა დასაბუთება (ბრძანება), რომელიც მას 2014 წლის 22 აგვისტოს ჩაბარდა, სასამართლოში გასაჩივრების ვადაც ამ თარიღიდან უნდა აითვალოს. მოსარჩელეს სასამართლოში სარჩელი უნდა შემოეტანა 2014 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. მან სარჩელი სასამართლოში შეიტანა ვადაში, 2014 წლის 19 სექტემბერს (იხ. წერილი, ტ. 1, ს.ფ. 155; კონვერტი, ტ. 1, ს.ფ. 157; მოსარჩელის ახსნა-განმარტება);

 

2.23. მოპასუხე სსიპ ი-–--- სახელმწიფო უ-------------მა მოსარჩელე გ------ი თ------–---–თან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა და შესაბამისად, სადავო ბრძანება გამოსცა არაკანონიერად:

 

1. გ------ი თ------–---–ს, როგორც დასაქმებულს, არ ჩაუდენია მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა, რაც გათვალისწინებულია სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით: მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია შრომითი ხელშეკრულების, შინაგანაწესისა და აკადემიური პერსონალისა და სწავლების პროცესში მონაწილე პირების მიმართ ეთიკის კოდექსის მოთხოვნების არაერთგზის, ამასთან, ისეთი ხასიათის დარღვევების ჩადენას, რომელთა ერთობლიობა, ჯამში, შეიძლება შეფასდეს უხეშ დარღვევად, სახელდობრ:

1. ბრძანების თანახმად, გ------ი თ------–---–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა დისციპლინური საქმისწარმოების შედეგად დადგენილი, ვალდებულების დარღვევის 05 ფაქტი.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ რექტორის მიერ, 2014 წლის 29 ივლისს, გ------ი თ------–---–ის მიმართ, დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების საფუძველი გახდა უ-------------ის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 ივლისის №99 სხდომის დადგენილება, რექტორისათვის, „ღია წერილის“ განმხილველი სამუშაო ჯგუფის _ საკითხის შემსწავლელი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დ---------------ის და რექტორის მიმართ პროფესორ თ------–---–ის მიერ ჩადენილი არაეთიკური ქმედებების გამო დისციპლინური საქმისწარმოების დაწყებისათვის რეკომენდაციის მიცემის შესახებ. ცხადია, რომ აღნიშნული დადგენილება რექტორს დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების შესახებ რეკომენდაციას აძლევდა იმ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდებოდა 03 ფაქტის _ „ღია წერილის“ ფეიბუქით გავრცელებას, დ---------------ისთვის მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნას და მუქარის ფაქტთან დ---------------ის და გ--- ზ------ას დაკავშირებას, წარმოშობილი ეჭვის საფუძველზე. რეკომენდაციის საფუძველზე, დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესახებ რექტორის ბრძანების სახელწოდებაშიც შესაძლო დარღვევის სამი ფაქტია დასახელებული, კერძოდ, ბრძანება გამოცემულია „სოციალურ ქსელ ფეისბუკში ღია წერილის გამოქვეყნების და უ-------------ის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიმართ ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთების ფაქტთან დაკავშირებით სამართლის სკოლის პროფესორის, გ------ი თ------–---–ის მიმართ დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების შესახებ“.

მიუხედავად აკადემიური საბჭოს რეკომენდაციაში და რექტორის აღნიშნული ბრძანების სახელწოდებაში მითითებული, გ------ი თ------–---–ის მიერ დარღვევის 03 ფაქტის შესაძლო ჩადენისა, რექტორის იმავე ბრძანებით, გ------ი თ------–---–ს დაევალა წერილობითი ახსნა-განმარტების წარდგენა დარღვევის 05 ფაქტის შესაძლო ჩადენის თაობაზე, მათ შორის _ 2013 წლის 18 დეკემბერს, უ-------------ისათვის, 15 თვის ხელფასის წინსწრებით გადახდის თხოვნით მიმართვის და 2014 წლის 27 მაისს, აკადემიური საბჭოს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის _ კომისიის სხდომაზე ფარული აუდიოჩაწერის წარმოების შესახებ. არცერთი ფაქტი მითითებული არ ყოფილა არც დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების შესახებ აკადემიური საბჭოს დადგენილებაში და არც თავად, აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველზე, დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების შესახებ გამოცემულ რექტორის ბრძანების სახელწოდებაში. შემდგომში, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად არამართლზომიერად იქნა გამოყენებული დარღვევის 05 ფაქტი: ხუთი ფაქტიდან ორი ფაქტის კვლევა ცდებოდა დისციპლინური საქმისწარმოების ფარგლებს (იხ. აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი, ტ. 1, ს.ფ. 75-76; ბრძანება, ტ. 1, ს.ფ. 136-138; გათავისუფლების ბრძანება, ტ. 1, ს.ფ. 82-89);

2. მოსარჩელე, სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი გ------ი თ------–---–ი და უ-------------ის, იმ დროისთვის ახალი ხელმძღვანელობა _ რექტორი _ პროფესორი გ--- ზ------ა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი _ პროფესორი დ---------------ე ერთი თაობის, ახალგაზრდა მეცნიერთა წარმომადგენლები არიან, ისინი დაახლოებით ერთ პერიოდში გამოვიდნენ საზოგადოებრივ ასპარეზზეც. მათ ერთად, ი-–--- სახელმწიფო უ-------------ში (სხვადასხვა ფაკულტეტზე) არაერთი წელი უმუშავიათ.

3. 2014 წლის მარტის თვიდან, ერთის მხრივ, მოსარჩელესა და მეორეს მხრივ, უ-------------ის რექტორსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შორის ურთიერთობა დაიძაბა. დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა 2014 წლის აპრილის თვეში, რექტორის მიერ ახალი, სტუდენტთა სტიპენდიების განაწილების წესის ერთპიროვნულმა მიღებამ: სამართლის სკოლის სტუდენტები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ; მოსარჩელემ, როგორც სამართლის სკოლის დეკანმა (და არა _ პროფესორმა) მიიჩნია, რომ აღნიშნული წესი, სტიპენდიის განაწილება საუ-------------ო და არა _ საფაკულტეტო რეიტინგის მიხედვით ლახავდა სამართლის სკოლის (ფაკულტეტის) სტუდენტთა უფლებებს, მათ არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა სხვა სკოლების (ფაკულტეტების) სტუდენტებთან შედარებით. მოსარჩელის ორგანიზებით, შედგა რექტორის შეხვედრა სამართლის სკოლის სტუდენტებთან. რექტორმა არ გაიზიარა შეხვედრაზე გამოთქმული პრეტენზიები მიღებულ წესთან დაკავშირებით. თავის მხრივ, რექტორის განმარტებამ მოსარჩელე ვერ დაარწმუნა ახალი წესის სამართლიანობაში. წესთან დაკავშირებით არსებულმა აზრთა სხვადასხვაობამ კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა უ-------------ის რექტორსა და დეკანს, მოსარჩელე გ------ი თ------–---–თან, ხოლო დასახელებულ პირთა შორის ურთიერთობა განსაკუთრებით გამწვავდა, 2014 წლის 30 აპრილს, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, გ------ი თ------–---–ის მიერ „ღია წერილის“ გამოქვეყნების შემდეგ (იხ. სტიპენდიების განაწილების წესის შესახებ 2013 წლის და 2014 წლის ბრძანებები, ტ. 1, ს.ფ. 45-46; ტ. 1, ს.ფ. 244-255; „ღია წერილი“, ტ. 1, ს.ფ. 61-66);

4. 2014 წლის 30 აპრილს, სოციალური ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, მოსარჩელის მიერ გამოქვეყნებული „ღია წერილი ილია სახელმწიფო უ-------------ის რექტორს, ბატონ გ--- ზ------ას“ მთლიანად ეძღვნება ერთ საკითხს _ რექტორის მიერ გამოცემული, სტუდენტთა სტიპენდიების განაწილების წესის კრიტიკას, მის ნაკლოვან მხარეებს, ბრძანების შინაარსის უსამართლობას სამართლის სკოლის (ფაკულტეტის) სტუდენტებთან მიმართებაში; წერილში უ-------------ის, სამართლის სკოლის და სტუდენტის გულშემატკივარი ადამიანის ნაფიქრალი, მისი მოსაზრებები და შეფასებებია მოცემული. წერილი ზოგჯერ არის მკაცრი, ზოგჯერ _ ხისტი, მაგრამ წერილი მთლიანობაში წარმოადგენს საუ-------------ო ცხოვრების ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების კრიტიკულ შეფასებას, რაც მიზნად ისახავს სამართლის სკოლის სტუდენტების უფლებების დაცვას. ამასთან ერთად, ახალი წესის ნაკლის უფრო მეტად წარმოსაჩენად, მოსარჩელე ეხება უ-------------ში არსებულ ზოგ პრობლემას, რომელიც ახალი წესის პირობებში, უფრო მეტად აუარესებს სამართლის სკოლის სტუდენტების მდგომარეობას, მაგალითად, სხვა ფაკულტეტებზე შესაბამისი კრიტერიუმების გარეშე შეფასების განხორციელებას, ასე ვთქვათ, ნიშნის „ჩუქებას“. არ დადგინდა, რომ „ღია წერილში“ გამოთქმულია ყოველგვარ დასაბუთებას და საფუძველს მოკლებული ბრალდება უ-------------ში „შესაბამისი კრიტერიუმების გარეშე შეფასების განხორციელების“ _ ნიშნის „ჩუქების“ შესახებ. არ დადგინდა, რომ ეს განცხადება წარმოადგენს უ-------------ის დისკრედიტაციისა და მისი პატივისა და ღირსების შებღალვის მცდელობას, რაც ბრძანების თანახმად, ეწინააღმდეგება ეთიკის კოდექსს, რომელიც ავალდებულებს პროფესორს, „გაუფრთხილდეს უ-------------ის რეპუტაციას და პრესტიჟს“, ამასთან, რომლის თანახმადაც, პროფესორი ვალდებულია თავი შეიკავოს სტუდენტების თანდასწრებით კოლეგების გაკიცხვისგან“.

„ღია წერილის“ შინაარსი და მასში გამოხატული სულისკვეთება საპირისპიროზე მიუთითებს: მისი ავტორი, მოსარჩელე უფრთხილდება უ-------------ის რეპუტაციას და პრესტიჟს, ამასთან, მტკივნეულ პრობლემებზე კრიტიკული წერილის გამოქვეყნება, რომელიც თუნდაც რამდენიმე მკვეთრ პასაჟს შეიცავს, არ წამოადგენს ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ „სტუდენტების თანდასწრებით კოლეგების გაკიცხვას“. სასამართლო მიიჩნევს, რომ „ღია წერილის“ მიმართ მოპასუხე უ-------------ი თავიდანვე უარყოფითად, ემოციურად განეწყო, რამაც დააბრკოლა იგი, ობიექტურად, სიღრმისეულად შეესწავლა და გამოეკვლია მასში მითითებული საკითხები თუ პრობლემები და ამის შემდეგ, თუნდაც ჯანსაღ პოლემიკაში გამოეწვია მისი ავტორი. შესაბამისად, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე „ღია წერილის“ გამოქვეყნება არ წარმოადგენს მოსარჩელე გ------ი თ------–---–ის მხრიდან არც შრომის ხელშეკრულების და არც შრომის შინაგანაწესის რაიმე სახის დარღვევას.

5. 2014 წლის 19 მაისს, საცოლის მიმართ, მისი მისამართით განხორციელებული მუქარის ფაქტით აღელვებული მოსარჩელის მიერ დ---------------ის _ უ-------------ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიმართ გაგზავნილი მოკლეტექსტური შეტყობინებები, მიუხედავად მათი დიდი ხნის ნაცნობობისა და იმ დროს, მათ შორის არსებული დაძაბული ურთიერთობისა, არის არაკორექტული და ადრესატის შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, გ------ი თ------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კოლეგას, ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დ---------------ეს.

6. 2014 წლის 19 მაისს, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, საცოლის მიმართ, მისი მისამართით უცხო პირის მიერ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, საცოლის განცხადების საფუძველზე, პოლიციაში ახსნა-განმარტების მიცემისას, მუქარის ფაქტთან უ-------------ის რექტორის _ გ--- ზ------ას და უ-------------ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის _ დ---------------ის კავშირში ყოფნაზე ეჭვის გამოთქმა არ წარმოადგენს უ-------------ის რეპუტაციის და პრესტიჟის შელახვას. დასახელებულ პირთა შორის არსებული მწვავე დაპირისპირების გამო, გ------ი თ------–---–ს გაუჩნდა ეჭვი სწორედ მათ მიმართ. ეჭვი შეიძლება გამართლდეს ან არ გამართლდეს. ესა თუ ის პირი შეიძლება წარმოადგენდეს ცნობილ ადამიანს, საჯარო პირს, პოლიტიკურ მოღვაწეს, მაგრამ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები, რიგითი მოქალაქეები არიან და ეჭვის გაჩენა მათ მიმართ ისევე შესაძლებელია, როგორც სხვა ადამიანის, მოქალაქის მიმართ. სასამართლომ ვერ დაადგინა, პოლიციაში ზემოაღნიშნული ეჭვის გამოთქმისას, გ------ი თ------–---–ის მხრიდან უ-------------ის რეპუტაციის შელახვა ან ასეთის განზრახვა (იხ. თ. კ-------–---–ის განცხადება, ტ. 2, ს.ფ. 60; დ. აფრასიძის და გ. ზ------ას განცხადებები, ტ. 1, ს.ფ. 79; 80; მოსარჩელის ახსნა-განმარტება);

7. მიუხედავად იმისა, რომ დისციპლინური საქმისწარმოება არ ეხებოდა 2013 წლის 18 დეკემბერს, გ------ი თ------–---–ის მიერ უ-------------ისათვის, 15 კალენდარული თვის ხელფასის წინასწარ ანაზღაურების თხოვნით მიმართვის ფაქტს, რის გამოც, ეს ფაქტი, გათავისუფლების ბრძანების ერთ-ერთ საფუძვლად არასწორადაა მითითებული, სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულისგან დამსაქმებლისათვის ამ შინაარსის თხოვნით მიმართვა არ არის კანონსაწინააღმდეგო, შესაბამისად, არ არის საზიანო უ-------------ისთვის, ის არ უშლის ხელს საუ-------------ო სივრცეში ჯანსაღი ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, არ ეწინააღმდეგება ეთიკურ სტანდარტებს, როგორც ეს მითითებულია ბრძანებაში. ითხოვდა რა წინსწრებით, 15 კალენდარული თვის ხელფასის, როგორც დახმარების გაცემას, შემდეგში, შრომითი კონტრაქტის ამოწურვამდე (2018 წლის 01 მაისამდე), ხელფასიდან 1000 ლარის დაქვითვის გზით დაფარვის პირობით, მოსარჩელე რეალურად, დამსაქმებელს მასთან გარიგების დადებას სთავაზობდა (იმ შემთხვევაში, თუ უ-------------ს ექნებოდა ამის შესაძლებლობა). გარიგება კი არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ. თუ უ-------------ს ექნებოდა ამის შესაძლებლობა და სურვილი, მის მიერ ნების გამოვლენის შემთხვევაში, შეთავაზებული ან მათ მიერ შეთანხმებული სხვა პირობებით გარიგების დადება იქნებოდა კანონიერი.

8. დისციპლინური საქმისწარმოება არ ეხებოდა და შესაბამისად, გ------ი თ------–---–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად არასწორადაა მითითებული მოსარჩელის მიერ სამუშაო ჯგუფის _ კომისიის 2014 წლის 27 მაისის სხდომის ფარული აუდიოჩაწერის წარმოება. თუ დისციპლინური საქმისწარმოება, აკადემიური საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, შეეხებოდა მოცემულ ფაქტს (რასაც ამ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს), აღნიშნული ფაქტი, მიუხედავად უ-------------ის ხელმძღვანელებთან დაძაბული ურთიერთობის გამო, სხდომის ოქმის გაყალბების შიშისა, ჩაითვლებოდა გ------ი თ------–---–ის მიერ ჩადენილ არაკორექტულ ქმედებად, მაგრამ არა _ შრომითი ხელშეკრულების, შრომის შინაგანაწესის ან ეთიკის კოდექსის დარღვევად.

ვინაიდან, მოსარჩელე გ------ი თ------–---–მა ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დ---------------ისთვის მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნისას, მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა (რაც გამოწვეული იყო საცოლის მიმართ მისი მისამართით, უცნობი პირის მიერ განხორციელებული მუქარის ფაქტის შეტყობის გამო აღელვებით, დ---------------ესთან და გ--- ზ------ასთან დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, ამ ფაქტთან კავშირში მათ მიმართ ეჭვის გაჩენით), მოპასუხე უ-------------ს მოსარჩელის მიმართ უნდა გამოეყენებინა შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება. უ-------------ის შინაგანაწესის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილია დისციპლინური პასუხიმგებლობის შემდეგი ზომები: შენიშვნა; საყვედური; სასტიკი საყვედური; შრომის ანაზღაურების არაუმეტეს 20%-ის დაკავება; სამსახურიდან გათავისუფლება. ამავე აქტის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის დადებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნას ჩადენილი გადაცდომის სიმძიმე, მისი ჩადენის გარემოებები, პირის წინანდელი მუშაობა და სხვ. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე უ-------------მა არ დაიცვა შინაგანაწესის აღნიშნული მოთხოვნა და მოსარჩელე გ------ი თ------–---–ის მიმართ გამოიყენა არაადეკვატური, დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა _ სამსახურიდან გათავისუფლება.

 

2.24. მოპასუხე უ-------------ის მხრიდან, გ------ი თ------–---–ის მიმართ რაიმე ნიშნით, მათ შორის _ განსხვავებული აზრის გამო დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია (იხ. მოპასუხის ახსნა-განმარტება);

 

2.25. მოპასუხე უ-------------მა მოსარჩელე გ------ი თ------–---–თან შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერი შეწყვეტით, შელახა მისი შრომითი უფლებები და მიაყენა მას ზიანი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.26. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, დასაქმებულის დათხოვნის შესახებ დავაში დასაქმებულის მიერ ჩადენილი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის, დამდგარი შედეგის თვალსაზრისით, დასაქმებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირით. ამ გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ჩადენილი გადაცდომა იყო უხეში დარღვევა, შრომითი ვალდებულების არსებითი დარღვევა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ უნდა დაადგინოს, არის თუ არა გათავისუფლება ჩადენილი დარღვევის (გადაცდომის) ადეკვატური ზომა. დასაქმებულისათვის შრომით-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანია არსებული ვითარების გამოსწორება, დასაქმებული მუშაკის კვალიფიკაციას ამაღლება. შესაბამისად, დამსაქმებელმა უნდა შეარჩიოს დისციპლინური ზემოქმედების ისეთი ზომა, რაც დასაქმებულს აიძულებს უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას, ასევე სხვა დასაქმებულებზე მოახდენს პრევენციულ ზეგავლენას, მათ შეუქმნის უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას.

 

მოსარჩელემ არაჯეროვნად შეასრულა შრომის შინაგანაწესი, სახელდობრ, ეთიკის კოდექსის მოთხოვნა კოლეგის მიმართ ნებისმიერი სახის შეურაცხყოფის აკრძალვის თაობაზე. დადგენილია, რომ გ------ი თ------–---–ს, აღელვების და დ---------------ესთან დაძაბული ურთიერთობის ნიადაგზე, ეჭვი გაუჩნდა მუქარის ფაქტთან დ---------------ის (და გ--- ზ------ას) კავშირის შესახებ, რა დროსაც ორი მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნით, შეტყობინებების შინაარსით და მასში გამოყენებული სლენგის გამოყენებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას. მართალია, მოსარჩელეს არ გაუსაჯაროვებია გზავნილის შინაარსი, მაგრამ მასზე რეაგირების მიზნით, იგი გაასაჯაროვა დ---------------ემ, ვინაიდან მიიჩნია, რომ გ------ი თ------–---–მა მას მიაყენა შეურაცხყოფა.

 

გადაცდომის სხვა ოთხი ფაქტიდან (რასაც, ასევე დაეყრდნო დამსაქმებელი გ------ი თ------–---–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას), ორი ფაქტის კვლევა ცდებოდა დაწყებული დისციპლინური საქმისწარმოების სფეროს, თუმცა სასამართლომ მაინც შეაფასა აღნიშნული ქმედებები და არ მიიჩნია ისინი სამართალდარღვევად. რაც შეეხება გადაცდომის ორ შემთხვევას, რომელთა კვლევა შედიოდა დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოების სფეროში _ მოსარჩელის მიერ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე „ღია წერილის“ გამოქვეყნებას“ და მუქარის ფაქტზე საცოლის მიერ პოლიციაში შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით, გ------ი თ------–---–ის მიერ ახსნა-განმარტების მიცემისას, ამ ფაქტთან დ---------------ის და გ--- ზ------ას შესაძლო კავშირზე ეჭვის გამოთქმას, სასამართლომ დაადგინა, რომ არც ერთი ეს ქმედება არ წარმოადგენს შრომითი ვალდებულებების დარღვევას, მით უმეტეს _ უხეშ დარღვევას (იხ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები).

 

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გ------ი თ------–---–ს მუშაობის პერიოდში, რაიმე სახის დისციპლინური სახდელი დაკისრებული არ ჰქონია.

 

გ------ი თ------–---–ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით დადგენილ უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს, რაც შრომით ურთიერთობაში გულისხმობს სამართლიან მოპყრობას დასაქმებულის ინტერესებისადმი და მისთვის დარღვევის შესაბამისი, გადაცდომის თანაზომიერი სახდელის დაკისრებას. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა არის დასაქმებულის დასჯის უკიდურესი ზომა, რასაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა მიმართოს დამსაქმებელმა, როცა შეუძლებელია დასაქმებულს მიანდოს საქმიანობის გაგრძელება, რადგან ჩადენილი დარღვევის მნიშვნელობის, გამოწვეული შედეგის გამო აშკარად შეუძლებელია დასაქმებულმა გააგრძელოს წინანდელი საქმიანობა ან სხვა სამუშაო შეასრულოს იმავე დამსაქმებლისათვის. ამდენად, დისციპლინური სასჯელის დაკისრება იქნება უშედეგო და არც სხვა დასაქმებულებს შეუქმნის უკეთ მუშაობის მოტივაციას.

 

გ------ი თ------–---–მა, მართალია, გამოიჩინა მისი მოვალეობისადმი არაგულისხმიერი დამოკიდებულება, მაგრამ ეს მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს არ წარმოადგენს. მოსარჩელეს უხეშად არ დაურღვევია მისი სამსახურებრივი მოვალეობა. ჩადენილი გადაცდომისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შედარებით მსუბუქი ზომის დაკისრება იქნებოდა სამართლიანი და შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომა.

 

სასამართლომ სკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე, მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში დასაქმებულის ინიციატივით გ------ი თ------–---–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა დაუსაბუთებელია, არ არის გამოწვეული მოსარჩელის მიერ შრომითი მოვალეობის უხეში დარღვევით, რის გამოც ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის ცალმხრივი ნების გამოვლენა _ 2014 წლის 14 აგვისტოს ბრძანება არ შეესაბამება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტს და ბათილია.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

სასამართლომ შრომის კოდექსის 44-ე მუხლის, სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 409-ე მუხლისა და 411-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია გ------ი თ------–---–ის მოთხოვნა, მისთვის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან, დამსაქმებელმა მოუსპო შესაძლებლობა დასაქმებულს, განეხორციელებინა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი სამსახურებრივი მოვალეობა და მიეღო ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომითი ანაზღაურება, ყოველთვიური ხელფასის _ 2400 ლარის ოდენობით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. 2014 წლის 14 აპრილის უ-------------ის რექტორის # 02-1574 ბრძანებით 2014 წლის 15 აგვისტოდან შეწყდა შრომითი ურთიერთობა სამართლის სკოლის პროფესორ გ------ი თ------–---–თან, შესაბამისად იგი გათავისუფლდა დაკავებული აკადემიური თანამდებობიდან. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოების შედეგად დადგენილი ფაქტები და აღნიშნული ფაქტების უტყუარობა დადასტურებული იქნა მოცემული საქმის განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლოში. გ------ი თ------–---–მა 2014 წლის აპრილში, სოციალურ ქსელ ფეისბუქის საშუალებით გამოაქვეყნა წერილი, სადაც ღიად დასდო ბრალი უ-------------ს ,,ნიშნების ჩუქებასა“ და ,,შესაბამისი კრიტერიუმების გარეშე შეფასების განხორციელებაში“. როგორც დისციპლინური წარმოების ეტაპზე, ასევე, სასამართლო განხილვისას მოწინააღმდეგე მხარემ აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგინა მხოლოდ ერთი ფაქტი. მან აღნიშნა, რომ 2011-2012 წლების გაზაფხულის სემესტრში, უ-------------ის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე დოქტორანტად სწავლის პროცესში მას ნიშანი აჩუქეს საგანში - ,,იდენტობა და არტ-ფსიქოლოგიური მეთოდები", რაც გამოიხატა იმაში, რომ იგი არ ესწრებოდა ლექციებს და ისე მიიღო შეფასება. აღნიშნული კიდევ ერთხელ მეტყველებს მის არაკეთილსინდისიერ ქმედებებზე, ვინაიდან, თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი 2011 – 2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მას დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინა უ-------------ის ფაკულტეტის საბჭოსთვის, მმართველი კოლეგიალური ორგანოებისათვის და ხელმძღვანელი პირებისთვის, თუმცა, საჯარო სივრცეში დაუსაბუთებელი ბრალდების გამოთქმამდე მას არ მიუმართავს ზემოაღნიშნული ორგანოებისათვის და პირთათვის, რათა შესაბამისი რეაგირება განხორციელებულიყო უ-------------ის მხრიდან.

 

აპელანტმა წარმოადგინა ასოცირებული პროფესორის რუსუდან მირცხულავას ახსნა-განმარტება, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ, ვინაიდან, გ------ი თ------–---–ი ასრულებდა იმ პერიოდში დეკანის მოვალეობას, მისივე პირადი თხოვნით გაუწია ანგარიში და მისცა მას უფლება, რომ არ დასწრებოდა ლექციებს და სემესტრის ბოლოს ერთად ჩაებარებინა გავლილი მასალა. მანვე აღნიშნა, რომ შეფასება მას დაუწერა სემესტრის ბოლოს ზეპირი გამოცდის საფუძველზე. გ------ი თ------–---–ის ზემოაღნიშნული ქმედება შეფასებულია უ-------------ის დისკრედიტაციის, ღირსების შებღავლის მცდელობად, რომელიც ეწინააღმდეგება უ-------------ში მოქმედ აკადემიურ პერსონალისა და სწავლების პროცესში მონაწილე სხვა პირების ეთიკის კოდექსს, რომელიც ავალდებულებს პროფესორს ,,გაუფრთხილდეს უ-------------ის რეპუტაციასა და პრესტიჟს“; ასევე პროფესორი ვალდებულია თავი შეიკავოს სტუდენტების თანდასწრებით კოლეგების გაკიცხვისგან.

 

3.2. ანალოგიური ქმედება იქნა განხორციელებული მის მიერ, როდესაც მოწინაღმდეგე მხარემ კვლავ სოციალური ქსელით ღიად დააფიქსირა მისი პოზიცია უ-------------ის რექტორის მიმართ, სადაც აღნიშნა, რომ რექტორის მხირდან გადადგმულ იქნა არალოგიკური, დაუფიქრებელი და გაუაზრებელი არაერთი ნაბიჯი და ამის ერთ–ერთ მაგალითად მან მიუთითა უ-------------ში სტუდენტებზე სტიპენდიების გაცემის წესი. მისი ეს მოსაზრებაც ყოვლად უსაფუძვლოა, ვინაიდან, 2008-2013 წლებში სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებზე გაიცემოდა საუ-------------ო რეიტინგის მიხედვით, ანუ იმ წესის მიხედვით, რაც უ-------------ში კვლავ მოქმედებს 2014 წლის 16 აპრილის რექტორის ბრძანების საფუძველზე, თუმცა, 2008-2013 წლებში არც საუ-------------ო სივრცეში და არც ღია წერილით მოსარჩელეს არ გამოუთქვამს მოსაზრება სტუდენტებზე სტიპენდიის გაცემის არასამართლიან წესთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ამ წესის მიხედვით, სტიპენდია მიიღო ყველა იმ სტუდენტმა (დაახლოებით 417), რომელთა საუ-------------ო რეიტინგი მერყეობდა 94-100 ქულის ჩათვლით, ამასთან დამატებით უ-------------მა ერთჯერადად გასცა სტიპენდია იმ 50 სტუდენტზე, რომელთაც გააჩნდათ მოლოდინი, რომ საფაკულტეტო რეიტინგის მიხედვით მიიღებდნენ სტიპენდიას.

 

სტიპენდიის გაცემის წესთან დაკავშირებით გ------ი თ------–---–ის არცერთ კოლეგას არ გამოუთქვამს რაიმე შენიშვნა ან უარყოფითი მოსაზრება, რაც ცხადყოფს, რომ სტიპენდიის გაცემის არსებული წესი არის სამართლიანი. უ-------------ის მხრიდან ამ საკითხზე გ------ი თ------–---–ის ერთგვარი არაკორექტური შინაარსის ღია წერილის გამოქვეყნება ასევე შეფასდა ქმედებად, რომელიც საზიანო არის უ-------------ისათვის და ზოგადად არაჯანსაღი ატმოსაფეროს შემქმნელი საუ-------------ო სივრცეში.

 

3.3. ასევე, საყუარდღებოა, გ------ი თ------–---–ის ქმედება, როდესაც მან ღირსების შემლახველი ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა უ-------------ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და სამართალდამცავ ორგონებთან გამოთქვა პირდაპირი ეჭვი უ-------------ის რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მხრიდან მისი და მისი საცოლის მიმართ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, რის გამოც, უ-------------ის ხელმძღვანელი პირები ჯერ გამოკითხულ იყვნენ შსს-ს საგამოძიებო ორგანოში, ხოლო შემდგომ დაკითხული პროკურატურის თანამშრომლების მიერ. იგი მიიჩნევდა და დღესაც მიიჩნევს, რომ მის და მისი საცოლის მიმართ განხორციელებული მუქარების ორგანიზატორები არიან უ-------------ის რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. აღნიშნული საკითხიც განხილულ იქნა უ-------------ში და ამ ქმედებასაც მიეცა შეფასება, რომ მოსარჩელის ქმედებით შელახულ იქნა ზოგადად უ-------------ის და მისი ხელმძღვანელი პირების რეპუტაცია და პრესტიჟი და აშკარაა, რომ მან დაკარგა კოლეგიალობის განცდა უ-------------ის თანამშრომლების და ხელმძღვანელი პირების მიმართ.

 

აპელანტი განმარტავს, რომ აკადემიური საბჭოს შექმნილ კომისიასთან შეხვედრისას, 2014 წლის 27 მაისს, მან აწარმოა ფარული აუდიოჩაწერა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შეხვედრის აუდიოჩაწერა ხორციელდებოდა და იგი არ იზღუდებოდა ღიად განეხორციელებინა დამოუკიდებელი აუდიოჩაწერა. გ------ი თ------–---–მა აღნიშნული ქმედება ახსნა იმ გარემოებით, რომ შესაძლოა კომისიის წევრებს ან უ-------------ის იურიდიული სამსახურის წარმომადგენლებს გაეყალბებინათ სხდომის ოქმი. მისი ეს მოსაზრება ნიშნავს იმას, რომ იგი პოტენციურ დამნაშავეებად თვლის ზემოაღნიშნულ პირებს.

 

3.4. დისციპლინური წარმოების შედეგად ასევე გამოირკვა შემდეგი გარემოება, რომ 2013 წლის 18 დეკემბერს გ------ი თ------–---–მა უ-------------ისგან ითხოვა 15 კალენდარული თვის (66 000 ლარის) ხელფასის წინასწარ ანაზღაურება მისივე განმარტებით საბანკო კრედიტის დასაფარად. მანვე წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც ის აპირებდა ეტაპობრივად დაეფარა ეს თანხა. მისი აღნიშნული ქმედება სრულიად ეწინააღმდეგება უ-------------ში არსებულ პრაქტიკას, რა დროსაც დახმარებები გაიცემა მხოლოდ უ-------------თან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირების მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო. მან თავისი პოზიციით განაზოგადა მისი კოლეგებისგან საკუთარი თავი, რის გამოც, უ-------------ის მხრიდან ეს ქმედება შეფასებულ იქნა, როგორც ზიანის მიმყენებელი, რომ ეს ქმედება არ უწყობს ჯანსაღი ატმოსფეროს ჩამოყალიბებას საუ-------------ო სივრცეში, არ შეესაბამება ეთიკურ სტანდარტებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროფესორი. მხარეებს შორის შრომითი ურთერთობის განმსაზღვრელი ხელშეკრულების არცერთი ნორმა არ ითვალისწინებდა უ-------------ის მხრიდან ასეთი ქმედების განხორციელების ვალდებულებას.

 

ზემოაღნიშნული ფაქტები არაერთგზის გახდა საუნივერისტეტო სივრცეში განხილვისა და მსჯელობის საგანი და სწორედ მათი გაანალიზების შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

 

3.5. სასამართლომ ასევე მისი სუბიექტური მოსაზრებით უგულვებელყო ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა შედეგადაც დგინდება, რომ სარჩელი არის ხანდაზმული. მოწინააღმდეგე მხარეს მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ 2014 წლის 12 აგვისტოს, წერილობით ეცნობა მის სამსახურეობრივ ელექტრონულ ფოსტაზე. ამავე ფორმით 2014 წლის 14 აგვისტოს გაეგზავნა დასაბუთებული ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. გ------ი თ------–---–მა საქმის სასამართლო განხილვისას აღნიშნა, რომ მან დატოვა უ-------------ი, მისი სამუშაო სივრცე 2014 წლის 18 აგვისტოს, ვინაიდან, მიიღო ინფორმაცია მისი გათავისუფლების შესახებ. სასამართლო უტყუარად მიიჩნევს მასთან 2014 წლის 14 აგვისტოს დასაბუთებული ბრძანების (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ) გაგზავნის ფაქტს, მაგრამ აღნიშნავს, რომ უ-------------მა ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება მოწინააღმდეგე მხარესთან აღნიშნულის ჩაბარების თაობაზე, მეტიც იგი ითხოვს დამტკიცდეს ის ფაქტი, რომ გზავნილს გ------ი თ------–---–ი გაეცნო.

 

ელექტრონულ სივრცეში კონკრეტულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნა ნიშნავს მის ავტომატურ მიღებას, ხოლო გაეცნო თუ არა მხარე შეტყობინების შინაარს ეს ამ შემთხვევაში განხილვის საგანი არ უნდა გახდეს. ხანდაზმულობის დენა იწყება სწორედ იმ მომენტიდან, როდესაც მხარემ მიიღო კონკრეტული შეტყობინება, კერძოდ, 2014 წლის 14 აგვისტოს გ------ი თ------–---–ს გაეგზავნა და ჩაჰბარდა დასაბუთებული ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხოლო მან სარჩელი სასამართლოში წარადგინა 2014 წლის 19 სექტემბერს კანონით დადგენილი 30 დღიანი გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად სარჩელი არის ხანდაზმული და უსაფუძვლო.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.2.-2.25 პუნქტები) და განმარტავს შემდეგს:

 

შრომითი ურთიერთობის საკითხებს არეგულირებს, ასევე სპეციალურად ამ სფეროს მოსაწესრიგებლად შემუშავებული საერთაშორისო აქტები. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 1982 წელს მიღებული N158 კონვენცია „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ ადგენს ე.წ. „გონივრული საფუძვლის“ პრინციპს დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს. კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, დაუშვებელია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა, თუ არ არსებობს ასეთი შეწყვეტის კანონიერი მიზეზი, დაკავშირებული დასაქმებულის უნართან ან ქცევასთან, ან რომელიც ეფუძნება საწარმოს, დაწესებულების ან სამსახურის საოპერაციო მოთხოვნებს. კონვენციის ამ ნორმის მსგავსად, საქართველოს შრომის კოდექსის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად ითვალისწინებს შრომითი ვალდებულების უხეშ დარღვევას.

 

ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის თანახმად, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში, მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; ბ) მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლება საპატიო მიზეზების გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში. მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ მუშაკის მიერ მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება საპატო მიზეზების გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქარტიის ეს ნორმა საქართველოში სავალდებულოდ აღიარებული არ არის, თუმცა საქართველოს შრომის კოდექსი ქარტიის ამ დებულებების შესაბამისად იცავს დასაქმებულის უფლებას, რადგან ითვალისწინებს ხელშეკრულების შეწყვეტას შინაგანაწესის ან შრომის ხელშეკრულების უხეში დარღვევის გამო, ასევე ადგენს დამსაქმებლის ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას და წესებს.

 

პალატა განმარტავს, რომ სამართლის საერთაშორისო წყაროთა ზემოაღნიშნული ჩამონათვალი და მათი შესაბამისი ნორმები, სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ საერთაშორისო სტანდარტი, რომლისკენაც სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით - მათ შორის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულყოფის გზით უნდა იაროს თანამედროვე სამართლებრივმა სახელმწიფომ, მდგომარეობს ადამიანის შრომის უფლების განუხრელად დაცვაში. ამავე დროს, მნიშვნელოვანია ადამიანის დასახელებული უფლების ერთ-ერთი პოსტულატი - სამუშაოს შენარჩუნების უფლების გამოყოფა. ცხადია, რომ შრომის უფლება სრულყოფილად ვერ იქნება რეალიზებული და უზრუნველყოფილი, თუ გარანტირებული არ იქნება მუშაკის მიერ დაკავებული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა და დაცვის შესაძლებლობა.

სააპელაციო სასამართლოს აზრით, თუ სამუშაოს მოპოვება მნიშვნელოვანია და დაცულია სამართლებრივი სახელმწიფოს მიერ, მით უფრო მნიშვნელოვანი და დაცულია უკვე მოპოვებული სამუშაოს შენარჩუნების შესაძლებლობა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ამგვარი დაცვის არარსებობა თვით უფლებას გახდიდა ილუზორულს, რაც შრომითი სამართალურთიერთობის არასტაბილურობას გამოიწვევდა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ადგენს რომ შრომის თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რა თქმა უნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლო ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნებისმიერი დარღვევა, პირის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი არ უნდა გახდეს. აღნიშნული ეწინააღმდეგება დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპს. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში Ultima Ratio - ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით. ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის.

წინამდებარე შემთხვევაში, მათ შორის, სააპელაციო საჩივარშიც, მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნას საფუძვლად დაედო დისციპლინური საქმის წარმოების შედეგად დადგენილი ფაქტები, რაც მოპასუხის მიერ შეფასდა უ-------------ისათვის დისკრედიტაციის, ღირსების შელახვის მცდელობად, რომელიც ეწინააღმდეგება უ-------------ში მოქმედი აკადემიური პერსონალისა და სწავლების პროცესში მონაწილე სხვა პირების ეთიკის კოდექსს, რაც ავალდებულებს პროფესორს ,,გაუფრთხილდეს უ-------------ის რეპუტაციასა და პრესტიჟს“; ასევე პროფესორი ვალდებულია თავი შეიკავოს სტუდენტების თანდასწრებით კოლეგების გაკიცხვისგან. აღნიშნულ ფაქტებად კი, დასახელებულია შემდეგი: 1. გ------ი თ------–---–მა 2014 წლის აპრილში სოციალურ ქსელის მეშვეობით გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც მითითებული იყო, რომ 2011-2012 წლების გაზაფხულის სემესტრში, უ-------------ის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე დოქტორანტად სწავლის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ ესწრებოდა ლექციებს მას ნიშანი აჩუქეს საგანში - ,,იდენტობა და არტ-ფსიქოლოგიური მეთოდები"; 2. სოციალური ქსელით ღიად იქნა დაფიქსირებული მოსარჩელის პოზიცია უ-------------ის რექტორის მიმართ, სადაც აღნიშნა, რომ რექტორის მხრიდან გადადგმულ იქნა არალოგიკური, დაუფიქრებელი და გაუაზრებელი არაერთი ნაბიჯი და ერთ–ერთ მაგალითად მითითებულია უ-------------ში სტუდენტებზე სტიპენდიების გაცემის წესი; 3. გ------ი თ------–---–მა ღირსების შემლახველი ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა უ-------------ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და სამართალდამცავ ორგონებთან გამოთქვა პირდაპირი ეჭვი უ-------------ის რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მხრიდან მისი და მისი მეგობარი გოგონას მიმართ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, რის გამოც, უ-------------ის ხელმძღვანელი პირები ჯერ გამოკითხულ იყვნენ შსს-ს საგამოძიებო ორგანოში, ხოლო შემდგომ დაკითხული პროკურატურის თანამშრომლების მიერ; 4. მოსარჩელემ აკადემიური საბჭოს მიერ შექმნილ კომისიასთან შეხვედრისას, 2014 წლის 27 მაისს, აწარმოა ფარული აუდიოჩაწერა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შეხვედრის აუდიოჩაწერა ხორციელდებოდა და იგი არ იზღუდებოდა ღიად განეხორციელებინა დამოუკიდებელი აუდიოჩაწერა. გ------ი თ------–---–მა აღნიშნულ ქმედებაზე გააკეთა განმარტება, რომ აღნიშნულის განხორციელება განაპირობა კომისიის წევრების ან უ-------------ის იურიდიული სამსახურის წარმომადგენლების მიერ სხდომის ოქმის გაყალაბების შესაძლებლობამ; 5. დისწიპლინური წარმოების შედეგად ასევე გამოირკვა შემდეგი გარემოება, რომ 2013 წლის 18 დეკემბერს გ. თ------–---–მა უ-------------ისგან ითხოვა 15 კალენდარული თვის (66 000 ლარის) ხელფასის წინასწარ ანაზღაურება საბანკო კრედიტის დასაფარად. მანვე წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც, ის აპირებდა ეტაპობრივად დაეფარა ეს თანხა. მისი აღნიშნული ქმედება სრულიად ეწინააღმდეგება უ-------------ში არსებულ პრაქტიკას, რა დროსაც დახმარება გაიცემა მხოლოდ უ-------------თან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირების მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო. აღნიშნული ქმედება არ უწყობს ჯანსაღი ატმოსფეროს ჩამოყალიბებას საუ-------------ო სივრცეში, არ შეესაბამება ეთიკურ სტანდარტებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროფესორი.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი) გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შრომით სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალური წესი: „სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ორი ძირითადი წესი ზოგადი წესი, რომელიც სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად ეკისრება თითოეულ მხარეს, და სპეციალური წესი, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს და ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 07 ოქტომრის განჩინება საქმეზე Nას-483-457-2015).

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------ი თ------–---–ის მიერ, დაკავებული პოზიციიდან ღიად გამოთქმული მოსაზრებები (სტიპენდიის გაცემის წესთან დაკავშირებით) არ შეიძლება უ-------------ის რეპუტაციის შელახვად იქნეს მიჩნეული. მოსარჩელის მიერ გამოხატული აზრი მის მიერ დაკავებული თანამდებობის გათვალისწინებით, არ ცდებოდა დასაშვებ ფარგლებს. ასევე, არ იყო მიზანშეწონილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გათავისუფლების გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მიერ თანამშრომლის მისამართით გაგზავნილი იქნა არაკორექტული მოკლე ტექსტური შეტყობინება. შეტყობინება გაგზავნილ იქნა არასამუშაო გარემოში, პირადად ადრესატისათვის. შესაბამისად, მოპასუხეს ჰქონდა შესაძლებლობა გამოეყენებინა დისციპლინური ზომის ნაკლებად მზღუდავი საშუალება.

 

გასაზიარებელია პირველი ინსტანციის მსჯელობა, რომ 2014 წლის 19 მაისს, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, მეგობარი გოგონას მიმართ, მისი მისამართით უცხო პირის მიერ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, საცოლის განცხადების საფუძველზე, პოლიციაში ახსნა-განმარტების მიცემისას, მუქარის ფაქტთან უ-------------ის რექტორის - გ--- ზ------ას და უ-------------ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის - დ---------------ის კავშირში ყოფნაზე ეჭვის გამოთქმა არ წარმოადგენს უ-------------ის რეპუტაციის და პრესტიჟის შელახვას. დასახელებულ პირთა შორის არსებული მწვავე დაპირისპირების გამო, გ------ი თ------–---–ს გაუჩნდა ეჭვი სწორედ მათ მიმართ. ეჭვი შეიძლება გამართლდეს ან არ გამართლდეს. ესა თუ ის პირი შეიძლება წარმოადგენდეს ცნობილ ადამიანს, საჯარო პირს, პოლიტიკურ მოღვაწეს, მაგრამ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები, რიგითი მოქალაქეები არიან და ეჭვის გაჩენა მათ მიმართ ისევე შესაძლებელია, როგორც სხვა ადამიანის, მოქალაქის მიმართ. სასამართლომ ვერ დაადგინა, პოლიციაში ზემოაღნიშნული ეჭვის გამოთქმისას, გ------ი თ------–---–ის მხრიდან უ-------------ის რეპუტაციის შელახვა ან ასეთის განზრახვა. ასევე, დასაქმებულისგან დამსაქმებლისათვის 15 თვის ხელფასის გაცემის თხოვნით მიმართვა არ არის კანონსაწინააღმდეგო, შესაბამისად, არ არის საზიანო უ-------------ისთვის, ის არ უშლის ხელს საუ-------------ო სივრცეში ჯანსაღი ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, არ ეწინააღმდეგება ეთიკურ სტანდარტებს, როგორც ეს მითითებულია ბრძანებაში.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, პალატა, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დასახელებულ ფაქტებთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს და დამატებით მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ გათავისუფლების საფუძვლად მითითებული გარემოებები წარმოადგენს აბსტრაქტული ხასიათის მოსაზრებებს, რაც სასამართლო უქმნის შინაგან რწმენას მასზე, რომ აღნიშნულით მოპასუხე გათავისუფლების ბრძანების კანონიერების დადასტურებას ცდილობს. შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი გათავისუფლების საფუძვლად მიიჩნევს არა ვალდებულების ყოველგვარ დარღვევას, არამედ უხეშ დარღვევას. უხეშია თუ არა დარღვევა, იგი შეფასებითი კატეგორიაა და სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დარღვევის „უხეში“ ხასიათი სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით, უნდა დაადგინოს. ასეთ დროს, მხედველობაშია მისაღები, დასაქმებულის მიერ დაკავებული თანამდებობა, მასზე დაკისრებული ვალდებულებები და ა.შ. წინამდებარე შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ დაადასტურა დასაქმებულის მხრიდან დარღვევის უხეში ხასიათი, მის მიერ გათავისუფლების საფუძლად მითითებული გარემოებები ცალ-ცალკე და ერთად აღებული არ ატარებს უხეშ ხასიათს, რაც, ცხადია, დისციპლინური სახდელის უკიდურესი ზომის გამოყენებას, ე.ი გათავისუფლების თაობაზე ბრძანებას, არამართლზომიერს ხდის.

 

4.2. რაც შეეხება, სარჩელის ხანდაზმულობას, პალატა განმარტავს შემდეგს: შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. დასახელებული ნორმის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ხოლო მეექვსე ნაწილის მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

 

წინამდებარე შემთხვევაში, დადგენილია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის (მოსალოდნელი გათავისუფლების) შესახებ გ------ი თ------–---–ს ეცნობა 2014 წლის 12 აგვისტოს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მას უფლება ჰქონდა, 13 აგვისტოდან 1 თვის განმავლობაში (2014 წლის 13 სექტემბრამდე), მოეთხოვა უ-------------ისგან ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთება. აღნიშნული უფლების განხორციელებამდე, დამსაქმებელმა თავად გაუგზავნა გათავისუფლების წერილობითი დასაბუთება ბრძანების სახით, რაც გ------ი თ------–---–ს ჩაჰბარდა პირადად, 2014 წლის 22 აგვისტოს. აღნიშნული ცხადყოფს, რომ სასამართლოში გასაჩივრების ვადაც დასახელებული თარიღიდან უნდა აითვალოს. გ------ი თ------–---–ი უფლებამოსილი იყო სასამართლოში სარჩელი შემოეტანა 2014 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით. მან სასამართლოში მითითებული ვადის დაცვით წარადგინა სარჩელი, კერძოდ, 2014 წლის 19 სექტემბერს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის პოზიცია სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი ფაქტობრივი სინამდვილის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იხელმძღვანება შრომის კოდექსის 32-ე და 38-ე მუხლებით, რის საფუძველზეც, ბათილად ცნო სსიპ ი-–--- სახელმწიფო უ-------------ის 2014 წლის 14 აგვისტოს №02-1574 ბრძანება, სამართლის სკოლის პროფესორის, გ------ი თ------–---–ის დაკავებული აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. შესაბამისად, აღდგენილ იქნა გ------ი თ------–---–ი სსიპ ი-–--- სახელმწიფო უ-------------ში უვადოზე ორიენტირებული პირველი დონის კონტრაქტის ფარგლებში, სამართლის სკოლაში სამართლის მიმართულებით სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე და სსიპ ი-–--- სახელმწიფო უ-------------ს, გ------ი თ------–---–ის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა, 2014 წლის 15 აგვისტოდან სამსახურში აღდგენამდე პირიოდში იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის - 2400 ლარის გათვალისწინებით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სსიპ „ი-–--- სახელმწიფო უ-------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა გოგიშვილი