განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2018
საქმის ნომერი
330210015001101660
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015001101660

საქმე №2ბ/6158-16

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

22 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ამირან ძაბუნიძე

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

 

აპელანტი - ი------ ლ---------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,დ-----------ი“

წარმომადგენელი - ლ---ნ ლ---------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 3 ნოემბრის განჩინება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდა შპს ,,დ-----------ის“ სარჩელი; მოპასუხე ი------ ლ---------ას შპს ”დ-----------ის” სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 2023 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

2.1. 2011 წლის 13 ოქტომბერს შპს ”დ-----------სა” და მოპასუხე ი------ ლ---------ას შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის №3-- ხელშეკრულება. გირავნობის საგანს წარმოადგენდა ავტოსატრანსპორტო საშუალება - ფ---–---------------, 2004 წლის, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით Q------, შასი/ვანი №-----------------, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დატვირთულ იქნა გირავნობით 2011 წლის 13 ოქტომბერს. ხელშეკრულების გაფორმების დღესვე ი------ ლ---------აზე გაიცა სესხი 1000 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში ოდენობით და მიეცა ავტომანქანის ტარების უფლება. ზემოაღნიშნული ხელშეკრულება დადებული იყო 3 თვის ვადით 2011 წლის 13 იანვრის ჩათვლით. სესხის საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა თვეში 8 %-ს, პირგასამტეხლო კი სესხის ძირითადი თანხის 0.5%. მოგვიანებით მოპასუხემ რამოდენიმეჯერ დაიმატა სესხის თანხა: სესხისა და გირავნობის №3-- ხელშეკრულებით 2012 წლის 11 იანვარს - 650 აშშ დოლარი, №4-- ხელშეკრულებით 2012 წლის 11 მაისს - 500 აშშ დოლარი, №6-- ხელშეკრულებით 2012 წლის 15 ნოემბერს - 600 აშშ დოლარი, №7-- ხელშეკრულებით 2013 წლის 19 მარტს - 700 აშშ დოლარი. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები დადებული იყო ძირითადი ხელშეკრულების იდენტური პირობებით. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ვადები რამდენჯერმე გაგრძელდა 3 თვიადი ვადებით, აქედან გამომდინარე ი------ ლ---------ას ვალდებულების შესრულების საბოლოო ვადად განისაზღვრა: №3-- ხელშეკრულებისათვის - 2012 წლის 13 აპრილი, №3-- და №4-- ხელშეკრულებებისათვის - 2014 წლის 11 დეკემბერი, №6-- ხელშეკრულებისათვის - 2014 წლის 15 დეკემბერი, №7-- ხელშეკრულებისათვის - 2014 წლის 19 დეკემბერი. მოპასუხემ შეასრულა მხოლოდ №3-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2012 წლის 12 მარტს. 2014 წლის 19 დეკემბერს მოპასუხეს ეცნობა არსებული დავალიანების შესახებ: ხელშეკრულება №3---დან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა 650 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; ხელშეკრულება №4---დან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; ხელშეკრულება №6---დან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა 600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; ხელშეკრულება №7---დან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა 700 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; დარიცხული საპროცენტო დავალიანება ჯამურად 784 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. შპს ”დ-----------ის” მიერ გირავნობის საგანზე გადახდევინების მიქცევის მიზნით, გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 101 ლარი. 2014 წელის 19 დეკემბრის შეტყობინება ი------ ლ---------ას ჩაბარდა პირადად, იგი სრულად დაეთანხმა და წარმოადგინა გირავნობის საგანი. 2015 წლის 16 ივლისს შპს ”დ-----------მა” პირდაპირი მიყიდვის გზით გაასხვისა ავტოსატრანსპორტო საშუალება - გირავნობის საგანი ს---–--ო ყ----–-----ეზე. აღნიშნული ოპერაციიდან ამონაგებმა თანხამ შეადგინა 1500 აშშ დოლარი, რომლითაც დაფარულ იქნა ი------ ლ---------ას შპს ”დ-----------ის” წინაშე არსებულის სასესხო დავალიანების ნაწილი, კერძოდ: ხელშეკრულება №6-- – სესხის ძირითადი თანხა 427 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; ხელშეკრულება №3--, №4--, №6-- - დარიცხული პროცენტი ჯამურად 784 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; ხელშეკრულება №3--, №4--, №6--, №7-- - დარიცხული საურავი ჯამურად 245 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; აგრეთვე გირავნობის საგანზე გადახდევინების მიქცევის მიზნით გაწეული ხარჯი (საექსპერტო შეფასება) 101 ლარის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი------ ლ---------ას დარჩენილი დავალიანება შეადგენს: ხელშეკრულება №4-- - სესხის ძირითადი თანხა 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; ხელშეკრულება №7-- - სესხის ძირითადი თანხა 700 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; ხელშეკრულება №3-- - სესხის ძირითადი თანხა 650 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; ხელშეკრულება №6-- - სესხის ძირითადი თანხა 173 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; მოსარჩელე შპს ”დ-----------მა” არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით საჩივრით მიმართა შპს ”მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟ ჭ---–--ს”, რისთვისაც მან გადაიხადა 150 ლარი. თუმცა, მოგვიანებით მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა არბიტრის ცვლილებას, ამიტომ 2015 წლის 20 აგვისტოს განკარგულებით, საარბიტრაჟო საჩივარი დარჩა განუხილველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე შპს ”დ-----------მა” მოითხოვა მოპასუხე ი------ ლ---------ას მის სასარგებლოდ დაეკისროს ჯამში 2023 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის სახით გადახდილი 150 ლარის გადახდა.

 

სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე ი------ ლ---------ას ჩაბარდა 2016 წლის 26 თებერვალს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღეებით გამოსათვლელი

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, მოპასუხე ი------ ლ---------ასათვის შესაგებლის წარმოდგენისათვის დადგენილი 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 27 თებერვალს და ამოიწურა 2016 წლის 7 მარტს 24:00 საათზე.

 

მოპასუხეს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია, მას არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 23---ე მუხლზე რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის 'ბ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები :

 

2011 წლის 13 ოქტომბერს შპს ”დ-----------სა” და მოპასუხე ი------ ლ---------ას შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის №3-- ხელშეკრულება. გირავნობის საგანს წარმოადგენდა ავტოსატრანსპორტო საშუალება - ფ---–---------------, 2004 წლის, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით Q------, შასი/ვანი №-----------------, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დატვირთულ იქნა გირავნობით 2011 წლის 13 ოქტომბერს. ხელშეკრულების გაფორმების დღესვე ი------ ლ---------აზე გაიცა სესხი 1000 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში ოდენობით და მიეცა ავტომანქანის ტარების უფლება. ზემოაღნიშნული ხელშეკრულება დადებული იყო 3 თვის ვადით 2011 წლის 13 იანვრის ჩათვლით. სესხის საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა თვეში 8 %-ს, პირგასამტეხლო კი სესხის ძირითადი თანხის 0.5%. მოგვიანებით მოპასუხემ რამოდენიმეჯერ დაიმატა სესხის თანხა: სესხისა და გირავნობის №3-- ხელშეკრულებით 2012 წლის 11 იანვარს - 650 აშშ დოლარი, №4-- ხელშეკრულებით 2012 წლის 11 მაისს - 500 აშშ დოლარი, №6-- ხელშეკრულებით 2012 წლის 15 ნოემბერს - 600 აშშ დოლარი, №7-- ხელშეკრულებით 2013 წლის 19 მარტს - 700 აშშ დოლარი. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები დადებული იყო ძირითადი ხელშეკრულების იდენტური პირობებით. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ვადები რამდენჯერმე გაგრძელდა 3 თვიადი ვადებით, აქედან გამომდინარე ი------ ლ---------ას ვალდებულების შესრულების საბოლოო ვადად განისაზღვრა: №3-- ხელშეკრულებისათვის - 2012 წლის 13 აპრილი, №3-- და №4-- ხელშეკრულებებისათვის - 2014 წლის 11 დეკემბერი, №6-- ხელშეკრულებისათვის - 2014 წლის 15 დეკემბერი, №7-- ხელშეკრულებისათვის - 2014 წლის 19 დეკემბერი. მოპასუხემ შეასრულა მხოლოდ №3-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2012 წლის 12 მარტს. 2014 წლის 19 დეკემბერს მოპასუხეს ეცნობა არსებული დავალიანების შესახებ: ხელშეკრულება №3---დან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა 650 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; ხელშეკრულება №4---დან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; ხელშეკრულება №6---დან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა 600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;

 

ხელშეკრულება №7---დან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა 700 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; დარიცხული საპროცენტო დავალიანება ჯამურად 784 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. შპს ”დ-----------ის” მიერ გირავნობის საგანზე გადახდევინების მიქცევის მიზნით, გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 101 ლარი. 2014 წელის 19 დეკემბრის შეტყობინება ი------ ლ---------ას ჩაბარდა პირადად, იგი სრულად დაეთანხმა და წარმოადგინა გირავნობის საგანი. 2015 წლის 16 ივლისს შპს ”დ-----------მა” პირდაპირი მიყიდვის გზით გაასხვისა ავტოსატრანსპორტო საშუალება - გირავნობის საგანი ს---–--ო ყ----–-----ეზე. აღნიშნული ოპერაციიდან ამონაგებმა თანხამ შეადგინა 1500 აშშ დოლარი, რომლითაც დაფარულ იქნა ი------ ლ---------ას შპს ”დ-----------ის” წინაშე არსებულის სასესხო დავალიანების ნაწილი, კერძოდ: ხელშეკრულება №6-- – სესხის ძირითადი თანხა 427 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; ხელშეკრულება №3--, №4--, №6-- - დარიცხული პროცენტი ჯამურად 784 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; ხელშეკრულება №3--, №4--, №6--, №7-- - დარიცხული საურავი ჯამურად 245 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; აგრეთვე გირავნობის საგანზე გადახდევინების მიქცევის მიზნით გაწეული ხარჯი (საექსპერტო შეფასება) 101 ლარის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი------ ლ---------ას დარჩენილი დავალიანება შეადგენს: ხელშეკრულება №4-- - სესხის ძირითადი თანხა 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; ხელშეკრულება №7-- - სესხის ძირითადი თანხა 700 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; ხელშეკრულება №3-- - სესხის ძირითადი თანხა 650 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; ხელშეკრულება №6-- - სესხის ძირითადი თანხა 173 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; მოსარჩელე შპს ”დ-----------მა” არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით საჩივრით მიმართა შპს ”მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟ ჭ---–--ს”, რისთვისაც მან გადაიხადა 150 ლარი. თუმცა, მოგვიანებით მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა არბიტრის ცვლილებას, ამიტომ 2015 წლის 20 აგვისტოს განკარგულებით, საარბიტრაჟო საჩივარი დარჩა განუხილველი.

 

სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა შპს ”დ-----------ის” წარმომადგენლის მიერ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ ეს გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-625-ე, 417-4178-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას.

 

იმის გამო, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 23---ე მუხლის თანახმად სრული საფუძველი არსებობდა, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2016 წლის 18 ივლისს მოპასუხე ი------ ლ---------ამ საჩივრით მომართა სასამართლოს და მოითხოვა 2016 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

 

საჩივრის ავტორის განმარტებით სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით. კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ი------ ლ---------ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილზე რომლის თანახმად, საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება სარჩელის განხილვა. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ ამ კოდექსის 23-- მუხლის შესაბამისად გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლით, რომ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და მოპასუხეს აღუდგენს პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებაა - ,,სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის, ხოლო ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებაა - ,,გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები’’.

 

ამდენად, სასამართლომ მიუთითა რომ შესაგებლის სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში წარმოუდგენლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს თუ შესაგებლის წარმოუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით ან არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის პირობები, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე რომლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საჩივრით და სასამართლო პროცესზე საჩივრის ავტორის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია არც ერთ საპატიო მიზეზისა და მისი დამადასტურებელი გარემოებების თაობაზე, რომელიც შესაძლოა გამხდარიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი. მოპასუხე მხარის განმარტებით, სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდა მის მეუღლეს, თუმცა ავადმყოფობის გამო ვერ მოიცალა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარმოსადგენად. ამასთან სასამართლო გზავნილის ჩაბარება დასტურდება საქმეში არსებული ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ი------ ლ---------ას საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის შუამდგომლობა იმის თაობაზე, რომ მას არ შეეძლო სასამართლო განხილვაზე დასწრება, ვინაიდან იმ დროისთვის იმყეფოდა შეუძლოდ. აპელანტის განმარტებით იგი არის ომის ვეტერანი, მე-2 ჯგუფის ინვალიდი და უჭირს გადაადგილება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.1 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 23-- მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის ანუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამოხატვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებელი აწესებს ზეპირი მოსმენის გარეშე მის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლო ვალდებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. კერძოდ, 1. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული საბუთების ასლები) კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოპასუხეს და შესაბამისად, განემარტა შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ; ამასთან, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ მის მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს პასუხს (შესაგებლს). 2. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად რამდენად ამართლებს (ასაბუთებს) სასარჩელო მოთხოვნას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ,,დ-----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ი------ ლ---------ას შპს ,,დ-----------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2023 აშშ დოლარის გადახდა. დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ნოემბრის საოქმო განჩინებით ი------ ლ---------ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 11.07.2016 წლის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განხლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 11.07.2016 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია ახდენს სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციას და, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ, მოსარჩელეს (წარმომადგენელს) გადასცემს გზავნილს (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.

 

2015 წლის 27 აგვისტოს აქტის თანახმად დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე ი------ ლ---------ას მეუღლეს მ---- ც-----–--ს ჩაბარდა 2016 წლის 26 თებერვალს. (ტომი 1; ს.ფ. 133). საქმეში წარმოდგენილი მიმართვით - გზავნილით, ასევე დასტუდება ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ მოპასუხეს განესაზღვრა 10 დღის ვადა სარჩელზე შესაგებლის წარსადგენად (ტომი 1; ს.ფ. 133).

 

საქართვლოს სამოქალაქო კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს მოსამართლისათვის სარჩელის (განცხადების) გადაცემიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 14 დღისა მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) მათ მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტის ან სასამართლო კურიერის მეშვეობით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 24 სექტემბერს შპს ,,დ-----------ის“ წარმომადგენელს სატელეფონო საშუალებით ეცნობა სარჩელის განსახილველად მიღების შესახებ და სასამართლო გზავნილის (სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ასლების) მის მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე (ტომი 1; ს.ფ. 110), რის შემდეგაც მოსარჩელეს წარმოეშვა საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულება უზრუნველყო მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტის ან სასამართლო კურიერის მეშვეობით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში.

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ 2015 წლის 19 ოქტომბერს, შპს ,,დ-----------ის“ წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ორჯერ გაგზავნის მიუხედავად, სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ვერ ჩააბარა მოპასუხეს მოუკითხავობის გამო, მოითხოვა მოპასუხისათვის სარჩელის და თანდართული დოკუმენეტების საჯარო პუბლიკაციის მეშვეობით ჩაბარება.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციისნდეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოს დაევალა 5 დღის ვადაში, ამავე განჩინების ასლის მისთვის ჩაბარების მომენტიდან, მოპასუხე ი------ ლ---------ასთვის მოსარჩელე შპს ,,დ-----------ის“ სარჩელისა და თანდართული მასალების ასლების ჩაბარება. დადგენილია, რომ გზავნილი მოპასუხისათვის ჩაბარდა 2016 წლის 22 თებერვალს, რაზეც შედგენილა შესაბამისი ოქმი (ტომი 1; ს.ფ. 132-133);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ,,საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში’’. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი’’. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება’’.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს ჩაბარდა 2016 წლის 26 თებერვალს, მისთვის შესაგებლის შეტანის 10–დღიანი ვადის დენა დაიწყო გზავნილის გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2016 წლის 27 თებერვლიდან და ამოიწურა 2016 წლის 7 მარტს. ამდენად, მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოში უნდა წარედგინა 2016 წლის 7 მარტის ჩათვლით. დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია 2016 წლის 11 ივლისს, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო.

 

საქართველოს სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ: ა) თუ მხარე არ იყო მოწვეული ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;

 

პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტი ი------ ლ---------ა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ არსებობდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი.

 

იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარეს შუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს. ამასთან, ისეთ დროს, როდესაც საპატიო მიზეზად აპელანტი უთითებს რომ არის მეორე ჯგუფის ინვალიდი და არ შეეძლო გამოცხადება, მან ეს გარემოება უნდა დაადასტუროს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიუთითებს განსახილველ შემთხვევაში, არ დგინდება ის გარემოება, რომ 2016 წლის 26 თებერვლიდან (გზავნილის ჩაბარების თარიღი) - 2016 წლის 7 მარტის (შეპასუხების წარმოდგენის ბოლო ვადა) ჩათვლით, მით უფრო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის (11.07.2016წ) დროისათვის, მოპასუხე იმყოფებოდა ისეთ მდგომარეობაში, რომ ვერ შეძლებდა სასამართლოში შესაგებლის წარდგენას.

 

როგორც აღინიშნა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის კიდევ ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად მიიჩნია დადგენილად სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2011 წლის 13 ოქტომბერს შპს ”დ-----------სა” და მოპასუხე ი------ ლ---------ას შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის №3-- ხელშეკრულება. გირავნობის საგანს წარმოადგენდა ავტოსატრანსპორტო საშუალება - ფ---–---------------, 2004 წლის, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით Q------, შასი/ვანი №-----------------, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დატვირთულ იქნა გირავნობით 2011 წლის 13 ოქტომბერს. ხელშეკრულების გაფორმების დღესვე ი------ ლ---------აზე გაიცა სესხი 1000 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში ოდენობით და მიეცა ავტომანქანის ტარების უფლება. ზემოაღნიშნული ხელშეკრულება დადებული იყო 3 თვის ვადით 2011 წლის 13 იანვრის ჩათვლით. სესხის საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა თვეში 8 %-ს, პირგასამტეხლო კი სესხის ძირითადი თანხის 0.5%. მოგვიანებით მოპასუხემ რამოდენიმეჯერ დაიმატა სესხის თანხა: სესხისა და გირავნობის №3-- ხელშეკრულებით 2012 წლის 11 იანვარს - 650 აშშ დოლარი, №4-- ხელშეკრულებით 2012 წლის 11 მაისს - 500 აშშ დოლარი, №6-- ხელშეკრულებით 2012 წლის 15 ნოემბერს - 600 აშშ დოლარი, №7-- ხელშეკრულებით 2013 წლის 19 მარტს - 700 აშშ დოლარი. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები დადებული იყო ძირითადი ხელშეკრულების იდენტური პირობებით. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ვადები რამდენჯერმე გაგრძელდა 3 თვიადი ვადებით, აქედან გამომდინარე ი------ ლ---------ას ვალდებულების შესრულების საბოლოო ვადად განისაზღვრა: №3-- ხელშეკრულებისათვის - 2012 წლის 13 აპრილი, №3-- და №4-- ხელშეკრულებებისათვის - 2014 წლის 11 დეკემბერი, №6-- ხელშეკრულებისათვის - 2014 წლის 15 დეკემბერი, №7-- ხელშეკრულებისათვის - 2014 წლის 19 დეკემბერი. მოპასუხემ შეასრულა მხოლოდ №3-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2012 წლის 12 მარტს. 2014 წლის 19 დეკემბერს მოპასუხეს ეცნობა არსებული დავალიანების შესახებ: ხელშეკრულება №3---დან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა 650 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; ხელშეკრულება №4---დან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; ხელშეკრულება №6---დან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა 600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; ხელშეკრულება №7---დან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა 700 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; დარიცხული საპროცენტო დავალიანება ჯამურად 784 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. შპს ”დ-----------ის” მიერ გირავნობის საგანზე გადახდევინების მიქცევის მიზნით, გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 101 ლარი. 2014 წლის 19 დეკემბრის შეტყობინება ი------ ლ---------ას ჩაბარდა პირადად, იგი სრულად დაეთანხმა და წარმოადგინა გირავნობის საგანი. 2015 წლის 16 ივლისს შპს ”დ-----------მა” პირდაპირი მიყიდვის გზით გაასხვისა ავტოსატრანსპორტო საშუალება - გირავნობის საგანი ს---–--ო ყ----–-----ეზე. აღნიშნული ოპერაციიდან ამონაგებმა თანხამ შეადგინა 1500 აშშ დოლარი, რომლითაც დაფარულ იქნა ი------ ლ---------ას შპს ”დ-----------ის” წინაშე არსებულის სასესხო დავალიანების ნაწილი, კერძოდ: ხელშეკრულება №6-- – სესხის ძირითადი თანხა 427 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; ხელშეკრულება №3--, №4--, №6-- - დარიცხული პროცენტი ჯამურად 784 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; ხელშეკრულება №3--, №4--, №6--, №7-- - დარიცხული საურავი ჯამურად 245 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; აგრეთვე გირავნობის საგანზე გადახდევინების მიქცევის მიზნით გაწეული ხარჯი (საექსპერტო შეფასება) 101 ლარის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი------ ლ---------ას დარჩენილი დავალიანება შეადგენს: ხელშეკრულება №4-- - სესხის ძირითადი თანხა 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; ხელშეკრულება №7-- - სესხის ძირითადი თანხა 700 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; ხელშეკრულება №3-- - სესხის ძირითადი თანხა 650 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; ხელშეკრულება №6-- - სესხის ძირითადი თანხა 173 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;

 

მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ კანონიერად დაასკვნა, რომ დამტკიცებულად მიჩნეული ეს ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-625ე, 417-418-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, შპს ,,დ-----------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს, არ შედის წარმოდგენილი მტკიცებულებების არსებით კვლ---ში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელის შინაარსის ფარგლებში და სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შესაგებლოს წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრებოდა თავად საჩივრის ავტორს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, ი------ ლ---------ას სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახეზე არ არის გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,მ'' ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა სარჩელზე. სააპელაცი საჩივარზე თანდართულია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა #------------, რომლის თანახმად ი------ ლ---------ა წარმოადგენს ომის მე-2 ჯგუფის ინვალიდს. ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,მ'' ქვეპუნქტის საფუძველზე აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი------ ლ---------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე კოლეგიის 2016 წლის 3 ნოემბრის საოქმო განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ამირან ძაბუნიძე