განაჩენი

სისხლის სამართლის 03.08.2018
საქმის ნომერი
330100118002453832
ინსტანცია
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002453832

საქმე № 1ბ/854-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 აგვისტო, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული – ა-----------------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლევი, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ს--------------------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ცივი იარაღის ტარება განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა მ-----------–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ზემოხსენებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, განაჩენი არ არის სამართლიანი, ვინაიდან განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა არ შეესაბამება მსჯავრდებულ ა-----------------ის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს. ბრალდების მხარე თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება. კერძოდ, რომ იგი არაერთხელ არის ნასამართლევი არსებითად განსხვავებული სამართლებრივი სიკეთეების ხელყოფისათვის. იმის ნაცვლად, რომ მსჯავრდებული ა---ი გ----------ი პასუხისმგებლობით მოკიდებოდა სასამართლოს მიერ მისთვის დადგენილ გამოსაცდელ ვადას, არ ჩაედინა ახალი დანაშაული, მაშინ, როცა იგი სრულად აცნობიერებდა გამოსაცდელ ვადაში ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ შედეგებს, მან მაინც განახორციელა სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალული განზრახი ქმედება. აპელანტი თვლის, რომ ა-----------------ი კანონთან კონფლიქტში მყოფი პიროვნებაა და იგი პატივს არ სცემ საზოგადოებაში არსებულ მართლწესრიგის ნორმებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2017 წლის 13 აპრილის N634აპ-16 განაჩენით სასამართლომ აღნიშნა, რომ „კანონმდებლის მიერ ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის დასჯადობა იმ მიზანს ემსახურება, რომ ვინაიდან პირმა წარსულში უგულებელყო კანონის მოთხოვნები და გადალახა ის სამართლებრივი წანააღმდეგობა, რომელსაც კანონით დადგენილი აკრძალვები აწესებს, მისი მხრიდან ამ საგნის თანქონით კანონის კვლავ უგულებელყოფის შანსი შედარებით მეტია“. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი თვლის, რომ სასამართლოს მსჯავრდებულ ა-----------------ის მიმართ უნდა გამოეყენებინა სასჯელის უფრო მკაცრი სახე და ზომა, რათა მიღწეულიყო სასჯელის როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნები.

 

დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

სასამართლომ დაადგინა:

ა-----------------მა ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება , რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, ა-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განესაზღვრა 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. 2018 წლის 03 აპრილს, დაახლოებით 04:40 საათზე, თბილისში, ა---ი წერეთლის გამზირსა და არჩილ კერესელიძის ქუჩის კვეთაზე შარვლის წინა მარჯვენა ჯიბით ატარებდა დანას, რაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით ა-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობით მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ა-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან 2018 წლის 19 ივნისიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა-----------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ა-----------------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: ბრალდებულ ა-----------------ის, მოწმეების: დ---------------ის, კ---------–-------ას, რ---------------ის გამოკითხვის ოქმებით, ა-----------------ის პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმით, ნივთის ფაქტობრივი შეზღუდვის ოქმით, დათვალიერების ოქმით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალიტიკური დეპარტამენტის ექსპერტის 2018 წლის 11 აპრილის 7---–- დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 სექტემბრის განაჩენით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ა-----------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა-----------------მა ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ა-----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

ა-----------------ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ მოიპოვება.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ა-----------------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთას ექვსი თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი. პალატა თვლის, რომ ა-----------------ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება დანა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი ა-----------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, დანიშნული სასჯელი კი - სამართლიანი. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ–პროკურორ მ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ–პროკურორ მ-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენი ა-----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ა-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ა-----------------ის მიმართ დანიშნული პირობით მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ა-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 19 ივნისიდან.

 

ა-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულება – დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე