განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002480860
საქმე № 1ბ/989-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ვეფხია ლომიძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - ი-–--------------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი №2----------, ნასამართლობის მქონე, არასრული საშუალო განათლებით, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------–---–-----------------–----------------.
კვალიფიკაცია:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი (დანაშაულის ოთხი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი.
განაჩენის მიხედვით: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი-–--------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო-–-----------მ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრებით აპელანტებმა მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულმა ი-–--------------მა თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ, სადავოდ არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მოინანია და გულწრფელად აღიარა ჩადენილი დანაშაული. გარდა ამისა, მსჯავრდებულს კმაყოფაზე ჰყავს მოხუცი, ავადმყოფი მშობლები და აქვს მძიმე ოჯახური და ეკონომიური მდგომარეობა. აპელანტებს მიაჩნიათ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და გამოტანილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტებმა მოითხოვეს სასჯელის შემსუბუქება და საბოლოო სასჯელის შთანთქმის პრინციპით განსაზღვრა.
ბრალდების მხარეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
ი-–--------------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, არაერთგზის. მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2018 წლის 16 მარტის ეპიზოდი). მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2018 წლის 23 მარტის ეპიზოდი). მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი). მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2018 წლის 11 აპრილის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა ი-–--------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 0,1408 გრამი ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, საიდანაც 2018 წლის 16 მარტს, ქ. მ--------–ში, მ--------–ის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ი-–--------------მა კ------- კ--------–--ზე უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება - 0,0276 გრამი ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
ასევე, 2018 წლის 23 მარტს, ქ. მ--------–ში, მ--------–ის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ი-–--------------მა კ------- კ--------–--ზე 200 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება - 0,041 გრამი ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
ასევე, 2018 წლის 27 მარტს, ქ. მ--------–ში, მ--------–ის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ი-–--------------მა კ------- კ--------–--ზე 300 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება - 0,0481 გრამი ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
ასევე, 2018 წლის 11 აპრილს, ქ. მ--------–ში, მ--------–ის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ი-–--------------მა კ------- კ--------–--ზე 250 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება - 0,0241 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის განაჩენით ი-–--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან (დანაშაულის ოთხი ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე (დანაშაულის ოთხი ეპიზოდი) და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 16 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 23 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 260 მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 16 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ ძირითად სასჯელს -09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 23 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელიდან - 09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთიდან, ნაწილობრივ დაემატა 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელიდან - 09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელიდან - 09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელიდან - 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ი-–--------------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა ი-–--------------ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა სრულად შთანთა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ი-–--------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ი-–--------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ი-–--------------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ი-–--------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ი-–--------------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: კ.კ--------–--ს, რ---------ის, ლ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, ი-–--------------ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ი-–--------------ის დაკავების ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ი-–--------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი-–--------------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის. მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (დანაშაულის ოთხი ეპიზოდი).
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი-–--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
ი-–--------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებაა ის რომ მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პერიოდში.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ნაწილობრივ იზიარებს აპელანტების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ი-–--------------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან თერთმეტ წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ი-–--------------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით ბრალდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელები - თავისუფლების აღკვეთის სახით. თუმცა დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას პალატა თვლის, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალად შერაცხული ეპიზოდების ფაქტობრივი გარემოებები (ოთხივე შემთხვევაში ი-–--------------მა ნარკოტიკული საშუალება გაასაღა ერთიდაიგივე პირზე, რომელიც თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მისივე თანხმობით ჩართული იყო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში) და ი-–--------------ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
პალატა არ იზიარებს აპელანტების მოთხოვნას ი-–--------------ის მიმართ დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპით განსაზღვრის შესახებ, ვინაიდან იგი წარსულში ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულის ჩადენისთვის, რისი გათვალისწინებითაც სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს დანაშაულის სიმძიმის და მსჯავრდებულის პიროვნების რელევანტური, თანაზომიერი და პროპორციული. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ ი-–--------------ს უნდა განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
პალატას მიაჩნია, რომ ი-–--------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
ნარკოტიკული ნივთიერებები - განადგურდეს.
10 ცალი DVD-R დისკი, რომლებზეც განთავსებულია ფარული აუდიო-ვიდეო მასალა შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ი-–--------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ო-–----------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი-–--------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ო-–----------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის განაჩენში ი-–--------------ის მიმართ შევიდეს ცვლილება.
ი-–--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 მარტის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე (2018 წლის 16 მარტის ეპიზოდი).
ი-–--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 მარტის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე (2018 წლის 23 მარტის ეპიზოდი).
ი-–--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი).
ი-–--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე (2018 წლის 11 აპრილის ეპიზოდი).
ი-–--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 16 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 23 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 11 აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 16 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 23 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 260 მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 16 მარტის ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელს - 09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 23 მარტის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილი - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილი - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილი - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ი-–--------------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს ი-–--------------ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ი-–--------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 02 (ორი) წლით, 10 (ათი) თვით და 24 (ოცდაოთხი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ი-–--------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
ი-–--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2018 წლის 07 მაისიდან.
ი-–--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ი-–--------------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ი-–--------------ს უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ნარკოტიკული ნივთიერებები - განადგურდეს.
10 ცალი DVD-R დისკი, რომლებზეც განთავსებულია ფარული აუდიო-ვიდეო მასალა - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნ.სანდოძე
მოსამართლეები: ნ.ბარბაქაძე
ვ.ლომიძე