განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100117002159685
საქმე № 1ბ/1058-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული – გ--–----–--–---–ი, დაბადების თარიღი: 0------------------ წელი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N0----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ქ--------–-------–---------------------------.
კვალიფიკაცია:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
განაჩენის მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ--------------ემ და მოითხოვა ზემოხსენებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გ--–----–--–---–ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდება და მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება იმ მოტივით, რომ სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა გ--–----–--–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას ყურადღება უნდა გაემახვილებინა სასჯელის მიზნების რეალური შესრულებისათვის, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციასა და ზიანის ანაზღაურებას. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრი პერსონალური ხასიათი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს დანიშნულზე უფრო მკაცრი სასჯელი და მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ გ--–----–--–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ქ------–------–----ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ--–----–--–---–ს ბრალი ედება, მასში რომ მან ჩაიდინა სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე და 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2012 წლიდან 2017 წლის 06 ოქტომბრის მონაკვეთში გ--–----–--–---–ი მეუღლეს - ე-–---------ეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე აყენებდა მრავალჯერადი ხასიათის სიტყვიერ შეურაცხყოფას და ასევე ხელის და ფეხის გამოყენებით სისტემატურად აყენებდა მრავალჯერად დარტყმას სხეულის სხვადსხვა ადგილას, რის შედეგად ე-–---------ეს მიადგა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა, ასევე მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2017 წლის 06 ოქტომბერს დაახლოებით 12:30 საათზე, თბილისში, ქე-------–-------–-----------ი №42-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ--–----–--–---–ი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე და ერთად ცხოვრების გაგრძელებაზე უარის თქმის გამო სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მეუღლეს ე-–---------ეს, რის შედეგად ე-–---------ეს გაუჩნდა მუქარის რეალურად განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენში სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა გ--–----–--–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გ--–----–--–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე.
სასამართლომ დაადგინა, რომ გ--–----–--–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 06 ოქტომბერს, დაახლოებით 12:30 საათზე, თბილისში, ქე-------–-------–-----------ი №42-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ--–----–--–---–მა მეუღლეს - ე-–---------ეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხელი დაარტყა სახის არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნულით ე-–---------ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2017 წლის 06 ოქტომბერს დაახლოებით 12:30 საათზე, თბილისში, ქე-------–-------–-----------ი №42-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ--–----–--–---–ი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე და ერთად ცხოვრების გაგრძელებაზე უარის თქმის გამო სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მეუღლეს ე-–---------ეს, რის შედეგად ე-–---------ეს გაუჩნდა მუქარის რეალურად განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენით გ--–----–--–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე.
გ--–----–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--–----–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ--–----–--–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ გ--–----–--–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. კერძოდ:
გ--–----–--–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას თავი არ ცნო დამნაშავედ და საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლემ წაიყვანა ბავშვები და გადავიდა დედამისთან საცხოვრებლად. მოგვიანებით მან შეიტყო, რომ მეუღლის დის ქმარს მათი უმცროსი ვაჟი წაუყვანია სალონში და გადაუპარსია თმა, რაზეც გაბრაზდა და ამის გასარკვევად მივიდა სიდედრის სახლში. თუმცა მეუღლემ თხოვა ამ თემაზე არაფერი ეთქვა რადგან იყო უხერხული, რასაც იგი დათანხმდა. მას შემდეგ, რაც დასხდნენ სუფრასთან, მან გადაისახა პირჯვარი და სურდა შუათანა ქალიშვილის კალთაში ჩასმა, რა დროსაც გოგონამ უთხრა, რომ ისწავლა ახალი ლოცვა, გახედა დეიდას და უთხრა რომ ბიძიამ ასე გააკეთა და დაიწყო უცნაური მოქმედებების კეთება. ამას მოჰყვა მათ შორის შეხლა-შემოხლა, რა დროსაც მიიღო დაზიანებები. რამდენიმე დღის შემდეგ, იგი გაესაუბრა ცოლის დის ქმარს, რათა გაერკვია რეალურად რა მოხდა. მას სიძემ აუხსნა, რომ შესაძლოა ბავშვმა დაინახა რასაც აკეთებდნენ და გაიმეორაო. გარკვეული ხნის შემდეგ მან გაიგო რაღაც ამბავი მეუღლესთან დაკავშირებით, ამიტომ დაუკავშირდა სიდედრს და უთხრა ამის შესახებ, რაზეც სიდედრმა უპასუხა, რომ თავიდნვე გააფრთხილა, რომ მის შვილთან ცხოვრებას ვერ შეძლებდა. ამის შემდეგ იგი დაუკავშირდა მეუღლეს, რომელმაც უკვე იცოდა დედამისისგან მომხდარის შესახებ და უთხრა, მას შემდეგ რაც ბავშვს მიიყვანდა სკოლაში მისულიყო მასთან სალაპარაკოდ, თუმცა მეუღლე არ მივიდა. იგი იმავე საღამოს კვლავ დაუკავშირდა მეუღლეს და უთხრა, რომ ვინაიდან მეორე დღეს იყო თბილისობა, მივიდოდა ბავშვების წასაყვანად, რათა სადმე გაესეირნებინა. იგი მეორე დღეს დაპირებისამებრ მივედა ბავშვებთან, რა დროსაც მეუღლე იყურებოდა ფანჯრიდან და კითხვაზე უპასუხა რომ ბავშვები იყვნენ უკანა ოთახში. მან გადაწყვიტა ცოტახანს ფანჯრიდან გათამაშებოდა უმცროს ვაჟს, რა დროსაც გაიგო რაღაცის მსხვრევის ხმა. ჰკითხა ქალიშვილს, რა გატეხა დედამო, თუმცა გოგონამ ვერაფერი გაიგო. ამ დროს მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც უთხრეს მეუღლემ დაგვირეკა და გვითხრა რომ ფანჯარა ჩაგიმტვრევიაო. იგი გადაიყვანეს შს სამინისტროს შენობაში, სადაც ჩამოართვეს ჩვენება. იქედან გამოსული კი დააკავეს სხვა პოლიციის თანამშრომლებმა და გადაიყვანეს ისანი-სამგორის განყოფილებაში და უთხრეს, თითქოსდა წინა დღეს მეუღლისთვის მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც არ არის სიმართლე.
დაზარალებულმა ე-–---------ემ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის (ყოფილი მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.
პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ რომ თითქოსდა მას დანაშაული არ ჩაუდენია, ვინაიდან იგი არ დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით და ემსახურება გ--–----–--–---–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. გ--–----–--–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
მოწმე ხ---------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ დაზარალებული ე-–---------ე არის მისი შვილი, რომელიც ამჟამად ცხოვრობს მასთან ერთად თბილისში, ვ-–----–----–------- კვარტალში. 2017 წლის სექტემბრში, მასთან სტუმრად იმყოფებოდა ე-–---------ე მეუღლესთან ერთად, რა დროსაც მეორე ოთახიდან შემოესმა ჩხუბის ხმა. იგი შევიდა ოთხში და დაინახა გ--–----–--–---–ი, რომელსაც მარცხენა ხელით ეჭირა ე-–---------ე და გამეტებით ურტყავდა მარჯვენა ხელს სახის არეში. იგი შეეცადა მათ გაშველებას, თუმცა გ--–----–--–---–მა მაინც მოახერხა რამდენჯერმე დაერტყა ე-–---------ისთვის. დაზარალებულს მეუღლე ემუქრებოდა ყელის გამოჭრით და სიცოცხლის მოსპობით, ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მან საბოლოოდ შეძლო ცოლ-ქმრის გაშველება და გი---------–--–---–ი წავიდა სახლიდან. ფიზიკური დაპირისპირების დროს ე-–---------ის არასრულწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ სხვა ოთახში და თამაშობდნენ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გარდა აღნიშნული შემთხვევისა, იგი სხვა დროს არ შესწრებია მეუღლეებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას და არც ქალიშვილს უთქვამს მისთვის.
მოწმე პ-----------–------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 07 ოქტომბერს, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით მიიღო შეტყობინება და მეწყვილე ზ---------------–---–თან ერთად მივიდა თბილისში, ვ-–----–----–-----------------–-----------------------------ში, სადაც დახვდა შეშინებული ქალბატონი, რომელსაც ყოფილი მეუღლე - გ--–----–--–---–ი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდა სახლში შეღწევას. საცხოვრებელი სახლი მდებარეობდა პირველ სართულზე და მისი ფანჯარა იყო ჩამტვრეული. დამტვრეული იყო ასევე შესასვლელი კარის სახელური. გ--–----–--–---–ი იდგა სახლის ფანჯარასთან და იმის გამო, რომ ფანჯარას ჰქონდა გისოსები, ვერ ახერხებდა ბინაში შეღწევას. ვინაიდან დაზარალებული არ აძლევდა მას ბინაში შესვლის უფლებას, გი---------–--–---–მა ჩაამსხვრია ფანჯარა და დააზიანა კარის სახელური, რასაც ეს უკანასკნელიც აღიარებდა და განმარტავდა, რომ მეუღლე არ აძლევდა შვილების ნახვის საშუალებას.
მოწმე ზ---------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 07 ოქტომბერს ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით მიიღო შეტყობინება და მეწყვილე პ-----------–------ესთან ერთად მივიდა მითითებულ მისამართზე. ადგილზე მისულებს ე-–---------ემ უთხრათ, რომ ყოფილი მეუღლე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ცდილობდა სახლში შეღწევას. იგი მეუღლეს არ აძლევდა ბინაში შესვლის საშუალებას, რადგან გ--–----–--–---–ის მხრიდან ოჯახური ძალადობის ფაქტს ადრეც ჰქონდა ადგილი და ეშინოდა. საცხოვრებელი სახლი მდებარეობდა პირველ სართულზე, რომლის ფანჯარაც იყო ჩამტვრეული, ხოლო შესასვლელი კარის სახელური დამტვრეული. გ--–----–--–---–ი იდგა სახლის ფანჯარასთან და გისოსების გამო ვერ ახერხებდა ბინაში შეღწევას. იგი აღიარებდა ჩადენილს და განმარტავდა, რომ მეუღლე არ აძლევდა შვილების ნახვის უფლებას.
მოწმე ი-----------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 06 ოქტომბერს, დაახლოებით 12:30 საათზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, ქე-------–-------–-----------ზე მდებარე N----------–--თან ადგილი ჰქონდა ოჯახურ ძალადობას. იგი მეწყვილე ბა--------------–---–---ნ ერთად გავიდა მითითებულ მისამართზე. ადგილზე დახვდათ დაზარალებული ე-–----------ე, რომელმაც განუცხადა, რომ მისი ყოფილი მეუღლე - გ--–----–--–---–ი აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულს სახის მარცხენა არეში აღენიშნებოდა დაზიანება, რომელიც მისი განმარტებით მიაყენა ყოფილმა მეუღლე - გ--–----–--–---–მა.
მოწმე ბ--------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 06 ოქტომბერს, დაახლოებით 12:30 საათზე, თბილისში, ქე-------–-------–-----------ზე მდებარე N----------–--თან განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიიღო შეტყობინება. იგი მეწყვილესთან - ი-----------–--ესთან ერთად გავიდა მითითებულ მისამართზე. ადგილზე დახვდა დაზარალებული ე-–----------ე. დაზარალებულის განმარტებით ყოფილი მეუღლე აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ე-–---------ეს სახის მარცხენა არეში აღენიშნებოდა დაზიანება. მისი განმარტებით აღნიშნული დაზიანება N----------–--თან მიაყენა გ--–----–--–---–მა.
მოწმე თ---–-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი გარკვეული ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ე-–---------ესთან და გ--–----–--–---–თან ერთად. რა დროსაც მეუღლეებს შორის ადგილი ჰქონდა კონფლიქტებს, თუმცა მიზეზების გახსენება უჭირს. დაახლოებით ხუთი წლის წინ, ერთ-ერთ კონცერტზე ყოფნისას, გ--–----–--–---–ს და ე-–---------ეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც გ--–----–--–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს. მოწმემ განმარტა, რომ მისთვის ე-–---------ისგან ცნობილია გ--–----–--–---–თან არსებული კონფლიქტური სიტუაციების შესახებ, თუმცა თავად მათ ფიზიკურ დაპირისპირებას არ შესწრებია. 2017 წლის 06 ოქტომბერს მომხდარი დაპირისპირების შესახებ გადმოცემით იცის დედისგან, თუმცა მომხდარის შესახებ დეტალები მისთვის უცნობია.
მოწმე მ---------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 06 ოქტომბერს დაწყებული იქნა გამოძიება გ--–----–--–---–ის მიერ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. 2017 წლის 07 ოქტომბერს გაცემულ იქნა სასამართლო განჩინება გ--–----–--–---–ის დაკავების შესახებ. მას შემდეგ, რაც თანამშრომელ ი---------–---იას მიერ მიღებული იქნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გ--–----–--–---–ი იმყოფებოდა თბილისში, გუ-–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, იგი თო------------–---–---ნ ერთად გაემართა მითითებულ მისამართზე, სადაც მოხდა გ--–----–--–---–ის ბრალდებულის სახით დაკავება.
მოწმე ლ------------–---ას ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 07 ოქტომბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე მეწყვილესთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა დაზარალებული ე-–---------ე. დაზარალებულის განმარტებით, ყოფილი მეუღლე - გ--–----–--–---–ი ახორციელებდა მასზე ძალადობას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მისივე განმარტებით, გ--–----–--–---–ი ცდილობდა სახლში შეღწევას, რის გამოც დაუზიანა კარის სახელური და ქვის სროლით ჩაუმტვრია მინა. ექსპერტების მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა ქვა და ლითონის ნაჭერი. დაზარალებულმა ასევე განუმარტა, რომ გ--–----–--–---–მა წინა დღესაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
მოწმე შ---------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მე-11 განყოფილებაში. 2017 წლის 06 ოქტომბერს მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება და დაზარალებულ ე-–---------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა.
მოწმე ი---------–---იას ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 07 ოქტომბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გ--–----–--–---–ი იმყოფებოდა თბილისში, გუ-–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შესახებაც პატაკის სახით აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმე გ--------------ას ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მე-11 განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებლად. მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხა დაზარალებული ე-–---------ე, რომელმაც დაუდასტურა მეუღლის - გ--–----–--–---–ის მხრიდან 2017 წლის 06 ოქტომბერს მის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. მანვე დაკითხა მოწმეები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და დაზარალებულის მიერ წარდგენილი სატელეფონო მიმოწერები.
მოწმე ე---–------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხა დაზარალებულის შვილი - თე--–-------ე და დედა - ხ---------------.
მოწმე ზ----------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 07 ოქტომბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე გე----------------ნ ერთად გამოცხადდა თბილისში, ვ-–----–----–------- კვარტალში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, სადაც დაათვალიერეს და დაასურათეს შემთხვევის ადგილი. ბინაში ჩამსხვრეული იყო მინა და დაზიანებული იყო კარის სახელური, რომლის ლითონის ნაჭერიც ეგდო სადარბაზოს შესასვლელში. დათვალიერების შედეგად სახლიდან ასევე ამოღებული იქნა ქვა და მინის ნატეხი, რაც დაილუქა და შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის გადაეცა გამომძიებელს.
ექსპერტმა ზ------------–--ემ დაადასტურა საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 03 ნოემბრის ექსპერტის Nი----- დასკვნა, რომლის თანახმად, თბილისში, ვ-–----–----–------- კვარტალში მდებარე კო------------ში განთავსებული ბინა N3-ის შესასვლელი კარის სახელურისა და ფანჯრის მინა-პაკეტის დაზიანებით გამოწვეულმა ზარალის ოდენობამ (პირდაპირი ხარჯებით), აღდგენითი-სამონტაჟო სამუშაოების გათვალისწინებით შეადგინა 111 (ასთერთმეტი) ლარი.
ექსპერტმა თ----------------–--ემ დაადასტურა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 1--------------ს ექსპერტის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად ე-–---------ის სხეულზე აღნიშნული დაზიანება ნაჭდევის სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. მანვე დამატებით განმარტა, რომ პირადი შემოწმებისას დაზარალებულმა განუმარტა, რომ მას 2017 წლის 06 ოქტომბერს, ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ე-–---------ეს მარცხენა თვალბუდის გარეთა კუთხესთან, გარდამავალი საფეთქელზე, აღენიშნებოდა კანის ზედაპირის ოდნავ ქვემოთ მდებარე მოწითალო ნაჭდევი ზომით 6X0,3 სმ და უჩიოდა თავის ტკივილს.
ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 07 ოქტომბერს 20:50 საათზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა გ--–----–--–---–ი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 09 ოქტომბერს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს თბილისში, ქე-------–-------–-----------ი N------ნ, N--------------------–ის მიმდებარე ტერიტორიაზე. დათვალიერებისას დაზარალებულმა ე-–---------ემ მიუთითა N--------------------–ის გვერდით ქუჩაზე მდებარე კონკრეტული ადგილი და განმარტა, რომ 2017 წლის 06 ოქტომბერს, მისმა ყოფილმა მეუღლემ - გ--–----–--–---–მა იმ ადგილას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
2017 წლის 07 ოქტომბერს გაცემული შემაკავებელი ორდერის თანახმად, მოძალადე გ--–----–--–---–ი სისტემატიურად ძალადობდა ე-–---------ეზე. აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მასზე ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 07 ოქტომბერს 17:00-18:00 საათზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს თბილისში, ვა–----–----–----------------------------–ი, მ-------------------------ში. საცხოვრებელი სახლის რკინის კარს მოტეხილი აქვს სახელური, ხოლო ფანჯარა არის ჩამსხვრეული.
დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 09 ოქტომბერს 12:30-12:50 საათზე დათვალიერდა დაზარალებულ ე-–---------ის მიერ წარდგენილი მისი კუთვნილი მობილური ტელეფონიდან ამობეჭდილი გ--–----–--–---–ის მიერ მისთვის სხვადასხვა დროს გაგზავნილი მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებები.
დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 03 ნოემბერს 10:00-10:35 საათზე დათვალიერდა დაზარალებულ ე-–---------ის მიერ წარდგენილი „მაგთიკომიდან“ აღებული, კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომერზე 5-----------, 2017 წლის 01 ოქტომბრიდან 2017 წლის 07 ოქტომბრის ჩათვლით, შემავალი და გამავალი ზარების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების დეტალური ამონაბეჭდი. დათვალიერების დროს ე-–---------ემ აღნიშნა, რომ მისი ყოფილი მეუღლის, გ--–----–--–---–ის ტელეფონის ნომერია 5-----------. დეტალური ამონაბეჭდის მიხედვით ე-–---------ის ტელეფონის ნომერზე 5-----------, 2017 წლის 01 ოქტომბრიდან 07 ოქტომბრის ჩათვლით სხვადასხვა დროს სისტემატიურად შედის მოკლე ტექსტური შეტყობინებები გ--–----–--–---–ის მობილური ტელეფონის ნომრიდან. ასევე დათვალიერებული იქნა ე-–---------ის მიერ წარდგენილი ქორწინების მოწმობის ასლი, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ე-–---------ემ გ--–----–--–---–ზე იქორწინა 2011 წლის 09 მარტს.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა თვლის, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, უტყუარად დადასტურდა გ--–----–--–---–ის მხრიდან ე-–---------ეზე განხორციელებული მუქარისა და ძალადობის ფაქტი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ე-–---------ის სხეულზე არსებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ე-–---------ეს სამედიცინო შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის სახით, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ამასთან, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ პირადი შემოწმებისას ე-–----------ეს მარცხენა თვალბუდის გარეთა კუთხესთან, გარდამავალი საფეთქელზე, აღენიშნებოდა კანის ზედაპირის ოდნავ ქვემოთ მდებარე მოწითალო ნაჭდევი ზომით 6X0,3 სმ და უჩიოდა თავის ტკივილს.
გასათვალისწინებელია ასევე დაზარალებულ ე-–---------ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე განხორციელებულ შემავალი და გამავალი ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებების შინაარსი, რომლითაც ნათლად დასტურდება, თუ როგორ ემუქრება გ--–----–--–---–ი სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით ე-–---------ეს ერთად თანაცხოვრების გაგრძელებაზე უარის თქმის გამო და აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა და სიმშვიდე. დანაშაული დამთავრებულია, როდესაც მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი, თუმცა მისი მიზანი შეიძლება იყოს პირის დაშინება.
პალატა განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები დამმუქრებლის პიროვნება, დამოკიდებულება მუქარის ობიექტის მიმართ, მუქარის გამოხატვის ხერხი და სხვა გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ--–----–--–---–ი გამოირჩეოდა აგრესიული დამოკიდებულებით დაზარალებულის მიმართ, ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით და მას შემდეგ რაც ე-–---------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მის მიმართ გ--–----–--–---–ის მხრიდან განახორციელა ძალადობა, დახმარება სთხოვა პოლიციას. ამდენად, პალატას დადასტურებულად მიაჩნია გ--–----–--–---–ის მიერ ე-–---------ის მიმართ მუქარის და ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი.
ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა გ--–-----–--–---–ის მხრიდან მეუღლეზე განხორციელებული სისტემატიური ცემის ფაქტი, რასაც შეეძლო გამოეწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
ოჯახში ძალადობა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალაუფლებისა და კონტროლის დამყარების მიზნით ხდება. ოჯახში ძალადობის, ისევე, როგორც ზოგადად ძალადობის შემთხვევაში, არსებობს სამი ძირითადი კომპონენტი: მსხვერპლი, მოძალადე და ქმედება (ძალადობა). მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ძალადობა ან იძულება. მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც ოჯახის სხვა წევრის მიმართ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ახორციელებს. რაც შეეხება ოჯახის წევრის ცნებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ,,სსკ-ის მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას“.
ოჯახში ძალადობას გააჩნია საკუთარი მახასიათებლები და თავისებურებები - ანუ კრიტერიუმები, რომლის მიხედვით ხდება ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირება. არსებობს ძალადობის შემდეგი ძირითად ფორმები: ფიზიკური ძალადობა (ხელის კვრა, დარტყმა, კბენა, დაწვა, შეფურთხება, ჭრილობის მიყენება, ოთახის დატოვების აკრძალვა, ნივთების სროლა, სახლში ან სახლის გარეთ პიროვნების ჩაკეტვა, სახიფათო ადგილებში მიტოვება, უარის თქმა დახმარებაზე, როცა ქალი ავად არის ან ორსულად, მეუღლის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, როცა მანქანას მართავს გადაჭარბებული სიჩქარით, ხელის შეშლა დაძინებაში ან მძინარეს გამოღვიძება); ფსიქოლოგიური /ემოციური ძალადობა (ყვირილი, მუქარა, დამცირება, გაღიზიანება, მეუღლის გრძნობების იგნორირება, მისი რწმენების საცინად აგდება, მუქარა, რომ ბავშვს წაართმევს, ტყუილებით მანიპულირება, ქალთა, როგორც გარკვეული ჯგუფის დეგრადირება, მეუღლისთვის იმის თქმა, რომ არის სულელი, მახინჯი, სქელი, იზოლირება მეგობრებისაგან და ოჯახისაგან, განუწყვეტლივ გაკრიტიკება თუ რას როგორ აკეთებს, ქალის ოჯახის და მეგობრების საცინად აგდება, მუქარა, რომ მიატოვებს ან აიძულებს, რომ დატოვოს ქმარი, მუქარა მეუღლის ოჯახის მისამართით, ტკივილის მიყენება ბავშვებისათვის, როცა ცოლზე არი გაბრაზებული, ქალის კრიტიკა მეგობრების, ოჯახის, ბავშვების, თანამშრომლების წინაშე), ეკონომიკური ძალადობა (უარის თქმა, რომ მისცეს მეუღლეს ფული საკვებისათვის ან ტანისამოსისათვის, როცა უარს ამბობს, რომ ქალმა მონაწილეობა მიიღოს ფულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაში) და სექსუალური ძალადობა (როცა მამაკაცი ქალს ეპყრობა, როგორც სექსუალურ ნივთს, აკრიტიკებს სექსის დროს მის ქცევას, ვარაუდობს, რომ ქალს შეუძლია სექსი ჰქონდეს ნებისმიერთან, ადანაშაულებს მეუღლეს, რომ ჰქონდა სექსი სხვა ქალებთან და მამაკაცებთან, ექცევა როგორც საკუთრებას, რომ არის ქმრის კუთვნილება, უმოწმებს ტანსაცმელს, რათა მასზე აღმოაჩინოს ღალატის ნიშნები).
პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სრულად დადასტურდა გ--–----–--–---–ის მიერ მისი მეუღლის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის და ძალადობის შემადგენლობის სავალდებულო სხვა ნიშნები. თუმცა არ დადასტურდა გ--–----–--–---–ის მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ ძალადობრივი ქმედების - ცემის სისტემატიურად განხორციელების ფაქტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გ--–----–--–---–ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ.
ამასთან, პალატა თვლის რომ პირს არ ერღვევა ბრალდების უცვლელობის პრინციპის უფლების დაცვა. ევროპული სასამართლოს მიდგომით, ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისთვის წინასწარგანჭვრეტადია, როდესაც „ქმედება ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტია“ (დე სალვადორ ტორესი ესპანეთის წინააღმდეგ (De Salvador Torres v. Spain), განაცხადი no. 21525/93, ამ შემთხვევაში კი გ--–------–--–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტი იყო სასამართლოს მიერ წარდგენილი ბრალდების ნაწილში კვალიფიკაციის შეცვლის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა დასკვნამდე, რომ გ--–----–--–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--–----–--–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
გ--–----–--–---–ის მიმართ მუქარის ბრალდებასთან მიმართებით პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგეს ის, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი. პალატა თვლის, რომ გ--–----–--–---–ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქვა, სახელური და შუშის ნატეხები – განადგურდეს.
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი გ--–----–--–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, დანიშნული სასჯელი კი - სამართლიანი. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენი გ--–----–--–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
გ--–----–--–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე.
გ--–----–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--–----–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
გ--–----–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 07 ოქტომბრიდან.
გ--–----–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებების ბედი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქვა, სახელური და შუშის ნატეხები – განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნ.სანდოძე