განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002437116
საქმე №1ბ/1019-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული – დ----------------–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–-----------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი №0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვ-–----–----–--------------------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლი (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ----------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ------------------ემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ზემოხსენებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ აღნიშნული განაჩენი არის უსამართლო და სასჯელის დადგენის ნაწილში დაუსაბუთებელი, განაჩენი გამოტანილია საქართველოს სისხლის სამართის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. აპელანტი თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა დ----------------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე ის რომ მან ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული ყველა დანაშაული და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ დ----------------–---–ი დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების გათვალისწინებით უნდა გამოეყენებინა სასჯელების შთანთქმის პრინციპი და არა ნაწილობრივ შეკრების პრინციპი, რომლის გამოყენების დასაბუთებაც განაჩენში არ არის განმარტებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულ დ----------------–---–ის მიმართ, საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებას.
ბრალდების მხარეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
დ----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. მანვე, ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 20 მარტს, თბილისში, შ----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 22:05 საათზე, ე--------------------ის მიმართ, მისსავე მანქანაში მეუღლემ დ----------------–---–მა დეზოდორანტის თვალებში შესხმით, ხელის კვრითა და მანქანის ტორპედოზე თავის დარტყმით განახორციელა ძალადობრივი ქმედება, რამაც ე--------------------ეს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, თუმცა არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
2018 წლის 20 მარტს, თბილისში, შ-----------------------–- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 22:15 საათზე, დ----------------–---–მა მეუღლეს ე--------------------ეს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიბჯენით გასროლის შედეგად მარცხენა ფეხის არეში მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2018 წლის 20 მარტს, თბილისში, შ---------------------- მყოფი დ----------------–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა და ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას. დ----------------–---–მა მეუღლეს ე--------------------ეს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიბჯენით გასროლის შედეგად მარცხენა ფეხის არეში მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით დ----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნულ სასჯელს - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით დანიშნული სასჯელიდან - 02 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 02 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან 02 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა და დ----------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
დ----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2018 წლის 20 მარტიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დ----------------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ დ----------------–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ - ე--------------------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: რ----------------ის, ი---–-------------ის, ე---------------–---–ის, ე------------–-–---–ის, გ--------–---–---ის, ა-–-------------------–---–ის, ნ---------–---–--ის, ო------------ის, ლ--–--------–---–ის, ლ-------–---–ის, მ-----------–----–-–---–ის და ვ---------–----ის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 21 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 21 მარტის ამოღების ოქმებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 21 მარტის ექსპერტის №------ დასკვნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 23 მარტის ექსპერტის №-------- დასკვნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 11 აპრილის ექსპერტის №--------- დასკვნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 30 მარტის ექსპერტის №------- დასკვნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 13 აპრილის ექსპერტის №--------- დასკვნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 მაისის ექსპერტის №--------- დასკვნით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ დ----------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულების ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ დ----------------–---–მა ჩაიდნა ოჯახში ძალადობა - ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ----------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს, ის რომ მან ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას - კერძოდ, მტკიცებულებები გახადა უდავოდ, ასევე აღიარა ჩადენილი დანაშაული.
დ----------------–---–ის მიმართ პასუხიმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, ის რომ იგი არის ნასამართლევი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისთვის.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ დ----------------–---–ის მიმართ დადგენილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უკანონო, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 05 აპრილის N543-IIს დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც აქვს დანიშნული სასჯელის დ----------------–---–ს, სასჯელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ვადით 6 თვემდე, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი დ----------------–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, რაც შეეხება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი დ----------------–---–ს, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი დ----------------–---–ის, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა, ასევე დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, ბრალდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელები. პალატა თვლის, რომ დ----------------–---–ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
პალატა არ იზიარებს აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დ----------------–---–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი დ----------------–---–მა მოიხადა 2018 წლის 30 იანვარს. გათავისუფლებიდან მალევე, კი - კერძოდ, 2018 წლის 20 მარტს მან კვლავ ჩაიდინა ოჯახური დანაშაული. ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, პალატა თვლის, რომ სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს დანაშაულის სიმძიმის და მსჯავრდებულის პიროვნების რელევანტური, თანაზომიერი და პროპორციული. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და მართლსაწინააღმდეგო შედეგი არ იძლევა როგორც სასჯელის შემცირების, ასევე სხვა შეღავათების გამოყენების საფუძველს. დ----------------–---–ის მიმართ 05 (ხუთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს არასამართლიან და მკაცრ სასჯელს. მოცემულ შემთხვევაში სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი ძალადობრივი დანაშაული.
პალატას მიაჩნია, რომ დ----------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მეუღლის, ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ანაწმენდები, 9 ცალი ანაწმენდი ჩხირებზე, ლითონის ფრაგმენტები, მცირე ზომის ბალონი, ხელბორკილი, 4 ცალი დაქტილო ფირი მიკრონაწილაკებით, 5 ცალი დაქტილო ფირი ხელის კვლებით, სუნის ნიმუში – განადგურდეს; სამკაული, ძეწკვი, კულონი – დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი მასრა – განადგურდეს; დანა – დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს; ე--------------------ის ტანსაცმელი – დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს; დ----------------–---–ის ანაწმენდები, ნერწყვის და სუნის ნიმუში, ე--------------------ის სისხლის ნიმუში – განადგურდეს; ე---------------------ის კომპიუტერული ტომოგრაფიის დისკი, ,,რენდგენო“ ფირები და ერთი დისკი – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი დ----------------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, დანიშნული სასჯელი კი - სამართლიანი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ----------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის განაჩენი დ----------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
დ----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთ) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნულ სასჯელს - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატოს საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელიდან - 02 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელიდან - 02 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელიდან 02 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა და დ----------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
დ----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2018 წლის 20 მარტიდან.
დ----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ანაწმენდები, 9 ცალი ანაწმენდი ჩხირებზე, ლითონის ფრაგმენტები, მცირე ზომის ბალონი, ხელბორკილი, 4 ცალი დაქტილო ფირი მიკრონაწილაკებით, 5 ცალი დაქტილო ფირი ხელის კვლებით, სუნის ნიმუში – განადგურდეს;
სამკაული, ძეწკვი, კულონი – დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი მასრა – განადგურდეს;
დანა – დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
ე--------------------ის ტანსაცმელი – დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
დ----------------–---–ის ანაწმენდები, ნერწყვის და სუნის ნიმუში, ე--------------------ის სისხლის ნიმუში – განადგურდეს;
ე---------------------ის კომპიუტერული ტომოგრაფიის დისკი, ,,რენდგენო“ ფირები და ერთი დისკი – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნ.სანდოძე