განაჩენი

სისხლის სამართლის 24.10.2018
საქმის ნომერი
180100118002346636
ინსტანცია
თარიღი
24.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-----------------

საქმე №1ბ/947-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

მარინე თათრიაშვილის, ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - ჯ----–-------–-–---–ის,მსჯავრდებულ - მ-----------------ის,ადვოკატების - ნ--------–--–--ის, მ------------–---–ის,თარჯიმნების - ა---------–--------ის, ზ---------------ას მონაწილეობით.

 

მსჯავრდებულ მ-----------------ის ადვოკატების ნ--------–--–--ისა და მ------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

მ-----------------ის მიმართ - დაბადებული 1981 წლის 3 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლევი, ფაქტობრივად მცხოვრები: მცხეთის რაიონი, სოფელი ქ----. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენით:

 

მ-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განაჩენით მ-----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობითად;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა 3 525 (სამიათასხუთასოცდახუთი) ლარის ოდენობით; საბოლოოდ, მ-----------------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით და დამატებით სასჯელი - ჯარიმა 3525 (სამიათასხუთასოცდახუთი) ლარის ოდენობით;

 

მ-----------------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 2 თებერვლიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინა განაჩენით პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 15 დეკემბრიდან , 2015 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

მ-----------------მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, არაერთგზის.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევი მ-----------------ი, 2018 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქალაქ მცხეთაში, სამხედროს ქუჩა N13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულ გ-------------–---–ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 85 ლარის მატერიალური ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ მ-----------------ის ადვოკატებმა ნ--------–--–--ემ და მ------------–---–მა, რომლებიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით ითხოვენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებბებზე მითითებით:

 

დაცვის მხარის განმარტებით, სასამართლომ გასაჩივრებული განაჩენის გამოტანისას უგულვებელყო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი და მხოლოდ ირიბ ჩვენებებსა და ვარაუდებზე დაყრდნობით დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი. პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულ ქმედებას, რომელიც არ წარმოადგენს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ დანაშაულს. საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ შემთხვევის დროს მ-----------------ის, თ---------–---–ის და გ-------------–---–ის გარდა, სხვა პირი მათ შორის წარმართულ საუბრებს არ შესწრებია და შესაბამისად, მომხდარი ფაქტის შეფასებისათვის მნიშნელოვანია მხოლოდ აღნიშნულ პირთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები. მოწმის სახით დაკითხული გამომძიებელი - ლ-–------------ა, შ--–-----------–---–ი, გ------- ტ-----–---–ი და დაზარალებულ გ-------------–---–ის მამა, ნ--------------–---–ი კი არიან ირიბი მოწმეები და მათ სასამართლოსათვის გადაცემული ინფორმაცია მიიღეს გ-------------–---–ისაგან. რაც შეეხება თავად გ-------------–---–ს, იმ ფონზე, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის ჩვენება მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო და მსჯავრდებულის ჩვენება არ წარმოადგენს ბრალდების მხარის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რჩება ერთადერთი პირის, ალკოჰოლური სასმელის ინტენსიური მომხმარებლის და შემთხვევის დროისთვის მთვრალ მდგომარეობაში მყოფი თ---------–---–ის ჩვენება, რომელიც არ წარმოადგენს მ-----------------ის მიერ გ-------------–---–ის მოტყუების, ნდობის ბოროტად გამოყენებისა და შემდგომ, ტელეფონის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების დამადასტურებელ მტკიცებულებას. აპელანტი ასევე ყურადღებას ამახვილებს 2018 წლის 01 თებერვლის მობილური ტელეფონის ყუთის ამოღებისა და 02 თებერვლის ნივთის ამოცნობის ოქმებზე და განმარტავს, რომ ისინი წარმოადგენენ დაუშვებელ მტკიცებულებებს, ვინაიდან მათ შედგენაში მონაწილეობს ფსიქიურად დაავადებული გ-------------–---–ი, რომელსაც ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არ შეეძლო საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა. მ-----------------ის მიერ კი პირადი ჩხრეკის დაწყებამდე ტელეფონის ნებაყოფლობით წარდგენა ადასტურებს მისი მხრიდან ტელეფონის მისაკუთრების განზრახვის არარსებობაზე. ამდენად, დაცვის მხარე მიუთითებს, რომ სახეზე არ არის არცერთი უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც მოპოვებული იქნებოდა კანონით დადგენილი წესით და დაადასტურებდა მ-----------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა მ-----------------მა და მისმა ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

პროკურორმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა მ-----------------ის მიმართ გამამრთლებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები აშკარად შეუსაბამოა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც ცალსახად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ მ-----------------ის მიერ ბრალად შერაცხული ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენას, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ---------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 01 თებერვალს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე მასთან სახლში მივიდა მ-----------------ვი და დალიეს ალკოჰოლური სასმელი. მ-----------------ის სურვილი იყო დალევა გაეგრძელებინათ და ვინაიდან მოწმეს სახლში აღარ ჰქონდა სასმელი, მისი შეძენის მიზნით წავიდნენ ქ. მცხეთაში, ს----------------ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში, იყიდეს არაყი და იქვე მაღაზიის მიმდებარედ დაიწყეს დალევა. მოგვიანებით მათთან მივიდა ნაცნობი გ-------------–---–ი რომელიც გააცნო მ-----------------ვს და ერთად საუბრობდნენ. გ-------ს თან ჰქონდა მობილური ტელეფონი და ყურსასმენებით უსმენდა მუსიკას. მ-----------------მა გ-------------–---–ს მუსიკის მოსმენის მიზინთ გამოართვა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, ხოლო ყურსასმენი დაუბრუნა უკან. მ-------იმ დაიწყო მუსიკის მოსმენა, ხოლო მას შემდეგ, რაც დაასრულეს დალევა, იგი (მ-----------------ვი) ისე წავიდა, რომ გ-------------–---–----ვის მობილური ტელეფონი არ დაუბრუნებია. გ-------------–---–ი უკან გაჰყვა მ-----------------ვს, რომელსაც უთქვამს, რომ ტელეფონი ჰქონდა თ------ს, წასულიყო და მისთვის გამოერთმია, ის კი დაელოდებოდა. გ------- მივიდა მასთან (თ---------–---–თან) და სთხოვა მობილური ტელეფონის დაბრუნება, რაზედაც უთხრა, რომ მ-----------------ვი იტყუებოდა და ტელეფონი მისთვის არ გადაუცია. გ-------მ დაიწყო მ-------ის ძებნა, მაგრამ ვერ ნახა, ხოლო ტელეფონი უკვე გათიშული იყო. მოწმის განმარტებით, მ-----------------ვმა მოატყუა გ-------------–---–ი, ვინაიდან მისთვის ტელეფონი არ დაუბრუნებია და შემდეგ კვლავ მოატყუა, თითქოს ტელეფონი მას (თ---------–---–ს) დაუტოვა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--------------–---–მა განმარტა, რომ არის დაზარალებულ გ-------------–---–ის მამა, ამავე დროს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, არის მისი მხარდამჭერი. 2018 წლის 1 თებერვალს, საღამოს დაურეკეს მცხეთის პოლიციიდან და სთხოვეს განყოფილებაში მისვლა. პოლიციის შენობის შესასვლელეთან დახვდა შვილი გ-------------–---–ი, რომელმაც განუმარტა, რომ აგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა თ---------–---–ს და მ-----------------ს. აღნიშნული პირები სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს, თვითონ კი მობილური ტელეფონის ყურსასმენით უსმენდა მუსიკას. მ-----------------ის თხოვნაზე - ეთხოვებინა ტელეფონი მუსიკის მოსასმენად, გ-------------–---–მა მისცა მას მობილური ტელეფონი, ხოლო თავად იქვე ახლოს იდგა. მოგვიანებით მ-----------------ი ისე წავიდა, რომ გ-------სთვის ტელეფონი არ დაუბრუნებია. გ-------------–---–ი გამოედევნა მას და სთხოვა ტელეფონის დაბრუნება, რაზეც მ-----------------მა უთხრა, რომ ტელეფონი ჰქონდა თ---------–---–ს და მისთვის მოეთხოვა, ხოლო თავად დაელოდებოდა. მას შემდეგ, რაც თ---------–---–მა უთხრა, რომ ტელეფონი მას კი არა, მ-----------------ს ჰქონდა, გ-------------–---–მა გადიმოვი ვეღარ იპოვნა. ტელეფონზე დაკავშირებაც ვერ მოახერხა, ვინაიდან იგი უკვე გათიშული ჰქონდა, რის შემდეგაც მიმართა პოლიციას. მოწმემ, როგორც გ-------------–---–ის მხარდამჭერმა, დაადასტურა მისი მონაწილეობა ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში და განმარტა, რომ გ-------------–---–მა გამოკითხვის დროს გამომძიებელს მისცა ის ინფორმაცია, რის შესახებაც მას მოუყვა გამოკითხვამდე, მიუთითა თავისი ტელეფონის მოდელი, იმეი კოდი და ნომერი; ასევე, გამომძიებლს წარუდგინა ტელეფონის შესაბამისი ყუთი, საგარანტიო ფურცელი და მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც გ-------------–---–მა მაშინვე ამოიცნო თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომლის ღირებულებაც 85 ლარს შეადგენს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა ლ-–------------ამ, გ------- ტ-----–---–მა და შ--–-----------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.

 

2018 წლის 01 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, გ-------------–---–ისგან ამოღებული იქნა ტელეფონის ყუთი, უცხო ენაზე შესრულებული წარწერით „BL---------------------------------------------------------- და საგარანტიო ფურცელი შპს „ნ------------------------–--------------------------. ღირებულება 85 ლარი.

 

2018 წლის 2 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, მ-----------------ის პირადი ჩხრეკისას, მისი ტყავის ქურთუკის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა გასაშლელი მობილური ტელეფონი, რომელსაც აქვს წარწერა „1---”. აღნიშნულ ტელეფონში მოთავსებულია „ჯეოსელის“ სიმბარათი, ტელეფონის იმეი კოდი არის 3--------------. ტელეფონში ასევე დევს მეხსიერების ბარათი.

 

2018 წლის 2 თებერვლის ნივთის ამოცნობის ოქმის მიხედვით, დაზარალებულმა გ-------------–---–მა, რომელსაც თან ახლდა მისი საპროცესო წარმომადგენელი - მამა, ნ--------------–---–ი, ამოიცნო კანონით დადგენილი წესით თავისი მობილური ტელეფონი. ამასთან, ამოცნობის წინ აღნიშნა, რომ 2018 წლის 01 თებერვალს დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. მ–-----–----------------------ის მიმდებარედ, მ-----------------ვი მოტყუების გზით დაეუფლა მისი კუთვნილ მობილურ ტელეფონს და მიუთითა ტელეფონის მონაცემები. ოქმის შინაარსის სისწორე დაადასტურეს თავისი ხელმოწერებით, როგორც თავად გ-------------–---–მა, ასევე მისმა საპროცესო წამომადგენელმა, ნ--------------–---–მა.

 

2018 წლის 26 აპრილის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N0-------- დასკვნით გ-------------–---–ს აღენიშნება თავის ტვინის დაზიანებით და დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა-ეპილეფსიური ფსიქოზი. ბრალად შერაცხული მართლსაწინაარმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა - ეპილეფსიური ფსიქოზი და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეურაცხადომა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში.

 

სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა დ--------------ემ და დამატებით განმარტა, რომ მოცემული დანაშაულის ფაქტი ეხებოდა მხოლოდ 2018 წლის 21 იანვრის ეპიზოდს, მაგრამ დასკვნა გასცეს 26 აპრილს. მათ არ უმსჯელიათ 2018 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით გ-------------–---–ის ფსიქიკური მდგომარების შესახებ; არ შეუძლია კატეგორიულად იმის თქმა, თუ როგორი იქნებოდა ამ დღეს საკვლევი პირის ფსიქიკური მდგომარეობა. ასევე, იგი მოკლებულია შესაძლებლობას, გასცეს პასუხი კითხვაზე - ამჟამად შეუძლია თუ არა გ-------------–---–ს მონაწილეობა მიიღოს პროცესში, რადგან შესაძლებელია ის დღეის მდგომარეობით კარგად იყოს, ან შეიძლება ჰქონდეს ფსიქოზი. მათ დაადგინეს მხოლოდ ის ფაქტი, რომ 21 იანვარს და 4 აპრილიდან, 10 აპრილამდე ჰქონდა ფსიქოზი და ჩაითვალა შეურაცხადად. თუმცა მისი დაავადების პირობებში ადამიანი შეიძლება რაღაც პეროიოდში ცუდად იყოს, შეიძლება კარგად. ასევე შეიძლება რაღაც ფანტაზიებს ჰქონდეს ადგილი და შეიძლება ასეთს არ ჰქონდეს ადგილი, რადგან გ-------------–---–ი ნათელ პერიოდში, როდესაც ფსიქოზის ნიშნები არა აქვს, შეიძლება ქმედუნარიანად ან შეზღუდულ ქმედუნარიანად ჩაითვალოს. ეპილეფსიური ფსიქოზი არ გამორიცხავს იმას, რომ გ-------------–---–ს არ ჰქონდეს სწორი ინფორმაცია მის გარშემო მომხდარ და განვითარებულ ყოფით მოვლენებზე, საკითხებზე, მხოლოდ მას აქვს დაქვეითებული განსჯის, გაცნობიერების და მსჯელობის უნარი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დგინდება, რომ მ-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. ასევე, საქართევლოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით. ხოლო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის განჩინებით დამატებით სასჯელად დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეეცვალა ჯარიმით - 3525 (სამი ათას ხუთას ოცდახუთი) ლარის ოდენობით, რაც არ არის აღსრულებული დღეის მდგომარეობით.

 

მ-----------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 01 თებერვალს თ---------–---–თან ერთად, ჯერ სახლში, ხოლო შემდეგ გარეთ, მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიიღო ალკოჰოლური სასმელი. მათთან მივიდა თ------ს ნაცნობი - გ-------------–---–ი, რომელიც ტელეფონში ყურსასმენის საშუალებით უსმენდა მუსიკას. მ-----------------მა გ-------------–---–ს სთხოვა, რომ მისთვის მუსიკის მოსმენის მიზნით ეთხოვებინა ტელეფონი, რომელსაც მეორე დილით დაუბრუნებდა, რაზეც გ-------------–---–ი დათანხმდა. მ-----------------ის განმარტებით, მასა და გ-------------–---–ს შორის შემდგარი საუბარი შესაძლოა თ---------–---–ს ვერ გაეგო, რადგან მათგან 2-3 მეტრში იდგა. მოგვიანებით გ-------------–---–ი წავიდა, ხოლო ის (მ-----------------ი) და თ------ დარჩნენ და დაახლოებით თხუთმეტი წუთი კიდევ სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. შესაბამისად, გ-------------–---–ს მისთვის არ მოუთხოვია ტელეფონის დაბრუნება და თავადაც არ უთქვამს, რომ ტელეფონი ქონდა თ---------–---–ს. ის და თ---------–---–ი იყვნენ მთვრალები, თუმცა ყველაფერი ახსოვს დეტალურად. მ-----------------ის განმრტებით, მას ტელეფონის მითვისება არ უნდოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორთმევისთანავე წავიდოდა. მისივე განმარტებით, გზაში ტელეფონი თავად გაითიშა, რადგან დაუჯდა ელემენტი; პოლიციის თანმაშრომლების მოთხოვნა ტელეფონის გადაცემასთან დაკავშირებით გაუკვირდა, რადგან მას ტელეფონი მეორე დღეს უნდა გადაეცა გ-------------–---–-------ს.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ მ-----------------მა დაზარალებულ გ-------------–---–ს გამოართვა მობილური ტელეფონი, რომელიც აღარ დაუბრუნა და მისგან სამართალდამცავების მიერ იქნა ამოღებული. აღნიშნული ფაქტი არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ, თუმცა, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ უნდა შეაფასოს - ჰქონდა თუ არა მ-----------------ის ქმედებაში ადგილი დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, ჩაიდინა თუ არა მან თაღლითობა, ე.ი მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის.

 

პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. აღნიშნული ინკრიმინირებული ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს შეგნებული აქვს, რომ იგი მოტუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა - მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლოს სხვის ნივთს, ან მიიღოს ქონებრივი უფლება.

 

პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას, რომ ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო გონივრულ ეჭვს მიღმა პირის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის წარმოდგენა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ემყარება მხოლოდ ირიბ ჩვენებებს და დაუშვებელ მტკიცებულებებს.

 

საქმის არსებითი განხილვისას მოწმე თ---------–---–მა მოახსენა სასამართლოს, რომ მ-----------------მა გ-------------–---–ს მუსიკის მოსმენის მიზინთ გამოართვა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. მ-----------------ი უსმენდა მუსიკას და ასევე მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს, ხოლო მას შემდეგ, რაც დაასრულეს დალევა, მ-------ი ისე წავიდა, რომ გ-------------–---–----ვის მობილური ტელეფონი არ დაუბრუნებია. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ გ-------------–---–ი უკან გაყვა მ-----------------ვს, რომელსაც უთქვამს, რომ ტელეფონი ჰქონდა თ------ს და მისთვის გამოერთმია, ის კი დაელოდებოდა. როდესაც თ------ ინაშვილმა დაზარალებულს აუხსნა, რომ მ-----------------ვი იტყუებოდა და ტელეფონი მისთვის არ გადაუცია, გ-------მ დაიწყო მ-------ის ძებნა, თუმცა ვეღარ იპოვა. პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს აღნიშნული მოწმის ჩევნების შეფასებაში და განმარტავს, რომ თ---------–---–მა მისცა საკმაოდ დამაჯერებლი და თანმიმდევრული ჩვენება. ნათელია, რომ ალკოჰოლური სასმელის მოხმარებას მის მეხსიერებაზე გავლენა არ მოუხდნეია, ვინაიდან მან სრულიად სარწმუნოდ და ლოგიკურად მოახსენა სასამართლოს მისთვის ცნობილი ფაქტები.

 

ამასთან, მოწმე თ---------–---–ის ჩვენება არ წარმოადგენს სს საქმეზე მხოლოდ ერთადერთ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებას. 2018 წლის 01 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, გ-------------–---–ისგან ამოღებული იქნა ტელეფონის ყუთი, უცხო ენაზე შესრულებული წარწერით „BL---------------------------------------------------------- და საგარანტიო ფურცელი შპს „ნ------------------------–--------------------------, რომელიც სრულ შესაბამისობაშია 2018 წლის 2 თებერვლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მტკიცებულებასთან, კერძოდ, მ-----------------ის პირადი ჩხრეკისას მისი ტყავის ქურთუკის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ობილური ტელეფონი იმეი კოდით 3--------------. ასევე, 2018 წლის 2 თებერვლის ნივთის ამოცნობის ოქმის მიხედვით, დაზარალებულმა გ-------------–---–მა, კანონით დადგენილი წესით ამოიცნო თავისი მობილური ტელეფონი.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ მობილური ტელეფონის ყუთის ამოღების ოქმი და მობილური ტელეფონის ამოცნობის ოქმი წარმოადგენს დაუშვებელ მტკციებულებებს და იგი არ უნდა გამოყენებულიყო, როგორც პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, პალატა აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კანონის სრული დაცვით. გ-------------–---–ს სათანადო წესით დაენიშნა კანონიერი წარმომადგენელი - მისი მხარდამჭერი ნ--------------–---–ი (მამა), რომლის თანდასწრებითაც დაზარალებულმა ამოიცნო თავისი მობილური ტელეფონი. ნ--------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ არანაირ კანონდარღვევას ამოცნობის დროს ადგილი არ ჰქონია და გ-------------–---–მა ყოველგვარი დაყოვნების გარეშე ამოიცნო თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. ამასთან, 2018 წლის 19 მარტის წინასასამართლო სხდომაზე, როდესაც განიხილებოდა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების განმარტებით, მათ არ მიაჩდათ, რომ მტკიცებულებები მოპოვებული იყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით და შესაბამისად, არ ჰქონდათ შუამდგომლობები მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ.

 

დაცვის მხარე ასევე არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს ექსპერტის ჩვენებას, როდესაც ამბობს რომ ექსპერტიზის დასკვნით გ-------------–---–ი იყო შეურაცხადი და მას არ ჰონდა უნარი, მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო მოწმედებებში. ექსპერტმა სასამართლო სხოდმაზე ნათლად დაადასტურა, რომ მოცემული დანაშაულის ფაქტი ეხებოდა მხოლოდ 2018 წლის 21 იანვრის ეპიზოდს, მათ კი დასკვნა გასცეს 26 აპრილს. მათ არ უმსჯელიათ 2018 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით გ-------------–---–ის ფსიქიკური მდგომარების შესახებ და არ შეუძლია კატეგორიულად იმის თქმა, თუ როგორი იქნებოდა ამ დღეს საკვლევი პირის ფსიქიკური მდგომარეობა. ასევე, ექსპერტის განმარტებით, დაზარალებულის დაავადების პირობებში ადამიანი შეიძლება რაღაც პეროიოდში ცუდად იყოს, ხოლო გარკვეულ პერიოდებში - შესაძლოა კარგად.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა. შესაბამისად, მოწმის ჩვენება, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ვერ იქნება გამოყენებული გამამტყუნებელი განაჩენის ძირითად საფუძვლად. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნება მოწმეთა ირიბ ჩვენებებს, პალატა მხედველობაში იღებს მოწმე ნ--------------–---–ის და პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს იმ თვალსაზრისით, რომ ისინი იდენტურად და ურთიერთშესაბამისად აღწერენ მათთვის ცნობილ, გ-------------–---–ისგან მონათხრობ ინფორმაციას და მეტ დამაჯერებლობას სძენენ პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

მხოლოდ ის ფაქტი, რომ დაზარალებული თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დაიკითხა სასამართლოს წინაშე, უპირობოდ არ მიუთითებს მ-----------------ის უდანაშაულობაზე. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევიან დასკვნის საფუძვლეს, რომ მ-----------------ს ქონდა წინასწარ განზრახული დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად, იგი მოქედებდა დაზარალებულთან სპეციალური ხერხის - მოტყუების გამოყენებით, კერძოდ, მათ შორის არსებული ნდობის ფაქტორის გათვალისწიებით. ვინაიდან მ-----------------ი იყო გ-------------–---–ის ნაცნობის - თ---------–---–ის მეგობარი, ადვილად შეიყვანა იგი შეცდომაში, ნებაყოფლობით გამოართვა მობილური ტელეფონი და ისე წავიდა, რომ აღარ დაუბრუნა. ხოლო დაცვის მხარის ვერსია, რომ მ------- გ-------მა ტელეფონი ითხოვა გ-------------–---–ისგან და მის დაბრუნებას მეორე დღეს აპირებდა, იმთავითვე ბათილდება წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთანალიზის შედეგად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში კი აღნიშნულია, რომ ?? ???????? 177-?–186-? ???????? გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-?, 231-?, 237-? და 264-ე ???????? გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. განსახილველ შემთხვევაში მ-----------------ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენისათვის და დღეის მდგომარეობით ითვლება ნასამართლობის მქონე პირად.

 

ამდენად, სასამართლომ შეაფასა რა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, ასევე მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მ-----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია; ისინი რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსია არასარწმუნოა და ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას. საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით მოპოვებული და საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც პირველი ინსტანციის მიერ მ-----------------ი დამნაშავედ იქნა ცნობილი. დაცვის მხარემ ვერ უზრუნველყო ეჭვის ქვეშ დაეყენებინა ბრალდების მხარის ვერსია და სათანადოდ დაედასტურებინა, რომ მ-----------------ი არ მოქმედებდა წინასწარ განზრახული მიზნით - მართლსაწინააღმდეგოდ, მოტყუებით დაუფლებოდა სხვის ქონებას. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - წარდგენილ ბრალდებაში პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი - თავისუფლება 7 (შვიდი) წლის ვადით არის ზედმეტად მკაცრი და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რის გამოც ცვლილება უნდა შევიდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის მიმართ ზედმეტად მკაცრი და დისპროპორციული სასჯელის გამოყენება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არის შეფასებადი, კერძოდ - „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე, 25-ე და 26-ე პუნქტები).

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, რომელიც არ იყო მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, რაც ასევე არ გამოიხატებოდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონებრივ ზიანში; პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მიერ პირობითი გამოსაცდელი ვადის პერიოდში ახალი დანაშაულის ჩადენა, უალტერნატივოდ არ შეიძლება გახდეს მისი მკაცრად დასჯის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის პიროვნება, მისი ყოფაქცევა, ის გარემოება, რომ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ პერიოდში მ-----------------ი კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებას. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე კი პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მ-----------------ს, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 7000 ლარის ოდენობით, რაც იქნება სამართლიანი და ადეკვატური სასჯელი და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ცვლილება უნდა შევიდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ მ-----------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

ცვლილება შევიდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენში;

 

მ-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვექუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7000 (შვიდიათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 3 525 (სამიათასხუთასოცდახუთი) ლარის ოდენობით და მ-----------------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7000 (შვიდიათასი) ლარის ოდენობით, თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და დამატებითი სასჯელის სახედ - ჯარიმა 3 525 (სამიათასხუთასოცდახუთი) ლარის ოდენობით.

 

მ-----------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2015 წლის 15 დეკემბრიდან, 2015 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით; ასევე, 2018 წლის 2 თებერვლიდან, 2018 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით და იგი გათავისუფლდეს თავისუფლების აღკვეთიდან სხდომათა დარბაზშივე.

 

პატიმრობაში ყოფნის დარჩენილი ვადის გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მ-----------------ს 2000 (ორიათასი) ლარით შეუმცირდეს ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით (რაც დღეის მდგომარეობით აქვს მოხდილი), ასევე, დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 3 525 (სამიათასხუთასოცდახუთი) ლარის ოდენობით.

 

მ-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

მობილური ტელეფონის ყუთი, საგარანტიო ფურცელი და მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს გ-------------–---–ის საპროცესო წარმომადგენელს ნ--------------–---–ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე