განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1--------------
საქმე №-ბ/733-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე
ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - ხ-----------ის,მსჯავრდებულების - ე-------------–-–---–ის, თ-------–-–----ის, ლ--–------–--ის,ადვოკატების: მ------------–---–ის, ე-–----------–-ას, ი----------–--ლის, ა-----–------–-–---–ისა და თ---------–-ძის მონაწილეობით,რ--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ---------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ე-------------–-–---–ის მიმართ - დაბადებული: 0--------- წელს, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------------------------------------ , ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------------------–---------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და მესამე ნაწილის ,,ბ” პუნქტებით;
ლ--–------–--ის მიმართ - დაბადებული: 1--------- წელს, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------------------------ნი, კორპუსი №------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------------–---------------ში; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” და სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტებით;
ც---–-----------–---–ის მიმართ - დაბადებული: 0--------- წელს, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. რ--------, ფ--–--–---–--------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------------------ნი, #6-5--ში (გარდაიცვალა), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტებითა და სსკ-ის 180-ე მუხლის მორე ნაწილის ,,ა” ქ/პუნქტით;
თ-------–-–----ის მიმართ - დაბადებული: 0--------- წელს, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რ--------, მე-1- მ/რ-ნი, #2----ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტებითა და სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით:
ე-------------–-–---–ი ბრალდებულად იქნა ცნობილი მასზედ, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ლ--–------–--ე ბრალდებულად იქნა ცნობილი მასზედ, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია;
ც---–-----------–---–ი ბრალდებულად იქნა ცნობილი მასზედ, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია;
თ-------–-–----ე ბრალდებულად იქნა ცნობილი მასზედ, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
რ--------ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1- აპრილის განაჩენით:
ბრალდებულების: ლ--–------–--ის, ც---–-----------–---–ის და თ-------–-–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.
ე-------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
ლ--–------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ პუნქტებით და სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ც---–------------–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტებით (2010 წლის ნოემბრის ეპიზოდი) და სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით (2011 წლის დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად - სასჯელის დაუნიშნავად.
თ-------–-–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტებით - ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით.
2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-1- მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 04 (ოთხი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, თ-------–-–----ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 04(ოთხი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა, კერძოდ, რ--------ს საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის #1------3 განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 04 (ოთხი) თვის ვადით და საბოლოოდ, თ-------–-–----ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით.
თ--------–-–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ბოლო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 1- აპრილიდან. მასვე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა სასჯელი, რომელიც მოხდილი აქვს წინა განაჩენით 2013 წლის 02 აგვისტოდან - 2018 წლის 1- აპრილის ჩათვლით (04 წელი, 08 თვე და 17 დღე).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, ე-------------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2010 წლის ნოემბრის თვეში ც---–-----------–---–მა და ე-------------–-–---–მა გადაწყვიტეს ქ. რ-------–ი, მე-1- მკ/რ-ნის, №-----ში მდებარე პ---–------------ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის მოტყუებით დაუფლება. ც---–-----------–---–მა 2010 წლის დეკემბერში ნ-----–--------ას დაამზადებინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - 1--- წლის 15 მაისით დათარიღებული გადაფორმების ოქმი, რომლის თანახმად თითქოსდა ე-------------–-–---–ს ძმა მ--–--------------–-–--ლი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საკუთრებაში გადასცემდა ქ.რ-------–ი, მე-1- მკ/რ-ნის, №-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინას. აღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტი ე-------------–-–---–მა ც---–-----------–---–ის მითითებითა და ხელშეწყობით 2010 წლის 22 დეკემბერს წარადგინა ქ. რ--------ს მერიაში და მის სახელზე 2011 წლის 06 იანვარს გაიცა საკუთრების №5 მოწმობა. 2011 წლის 10 იანვარს, ე-------------–-–---–მა საკუთრების მოწმობა წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რ--------ს სარეგისტრაციო სამსახურში. მან თავის სახელზე მოტყუებით დაირეგისტრირა პ---–------------ის კუთვნილი ზემოაღნიშნული ბინა. ე-------------–-–---–მა და ც---–-----------–---–მა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებული ბინა გაასხვისეს, მიღებული შემოსავალი შეთანხმებისამებრ გაინაწილეს ურთიერთშორის. ც---–-----------–---–ისა და ე-------------–-–---–ის ქმედებით დაზარალებულმა პ---–------------მა განიცადა 24 132 (ოცდაოთხიათას ასოცდათორმეტი) ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
ლ--–------–--ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია;
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ლ--–------–--ემ გადაწყვიტა ქ-----------–-------------------------–---------------------------------------------------------------------) საცხოვრებელი ბინის თაღლითურად დაუფლება, რის გამოც წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად: თ-------–-–----ემ დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - 2008 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული ყალბი მინდობილობა, რომლის თანახმად ი--------------------ი თითქოსდა ლ--–------–--ეს აძლევდა უფლებას, განეკარგა ქ. რ-------–ი, მე-1-----------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინა. აღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტი ლ--–------–--ემ ც---–-----------–---–ის მითითებით, 2011 წლის 15 დეკემბერს წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რ--------ს სარეგისტრაციო სამსახურში, დაარეგისტრირა ი--------------------ის სახელზე, ხოლო 2011 წლის 1- დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, იმავე დღეს საჯარო რეესტრში საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა ი--------------------ის (გ------------------------------ს) კუთვნილი ბინა, რომელიც 2012 წლის 06 მარტს მიჰყიდა რ-----------------ას. ც---–-----------–---–მა, თ-------–-–----ემ და ლ--–------–--ემ მიღებული თანხა შეთანხმებისამებრ გაინაწილეს ურთიერთშორის. ც---–-----------–---–ის, თ-------–-–----ისა და ლ--–------–--ის ქმედებით დაზარალებულმა ი--------------------მა (გ------------------------------მ) განიცადა 76 008 (სამოცდათექვსმეტიათასრვა) ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
რაც შეეხება ლ--–------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ლ--–------–--ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენას.
ც---–-----------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (2010 წლის ნოემბრის ეპიზოდი) და თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (2011 წლის დეკემბრის ეპიზოდი).
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
რ--------ს საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის განაჩენით ც---–-----------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით, 1-, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (ხუთი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ხუთი ეპიზოდი), 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით.
ც---–-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2013 წლის 02 აგვისტოდან. სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა 01.08. 201- წ. საქართველოს პრეზიდენტის #-------- განკარგულებით.
2010 წლის ნოემბრის თვეში, ც---–-----------–---–მა და ე-------------–-–---–მა გადაწყვიტეს ქ. რ-------–ი, მე-1- მკ/რ-ნის, №-----ში მდებარე პ---–------------ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის მოტყუებით დაუფლება. ც---–-----------–---–მა 2010 წლის დეკემბერში ნ-----–--------ას დაამზადებინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - 1--- წლის 15 მაისით დათარიღებული გადაფორმების ოქმი, რომლის თანახმად თითქოსდა ე-------------–-–---–ს ძმა მ--–--------------–-–--ლი, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საკუთრებაში გადასცემდა ქ. რ-------–ი, მე-1- მკ/რ-ნის, №-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინას. აღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტი ე-------------–-–---–მა ც---–-----------–---–ის მითითებითა და ხელშეწყობით 2010 წლის 22 დეკემბერს წარადგინა თვიმმართველი ქალაქ რ--------ს მერიაში და მის სახელზე 2011 წლის 06 იანვარს გაიცა საკუთრების №5 მოწმობა. 2011 წლის 10 იანვარს, ე-------------–-–---–მა საკუთრების მოწმობა წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რ--------ს სარეგისტრაციო სამსახურში. მან თავის სახელზე მოტყუებით დაირეგისტრირა პ---–------------ის კუთვნილი ზემოაღნიშნული ბინა. ე-------------–-–---–მა და ც---–-----------–---–მა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებული ბინა გაასხვისეს, მიღებული შემოსავალი შეთანხმებისამებრ გაინაწილეს ურთიერთშორის. ც---–-----------–---–ისა და ე-------------–-–---–ის ქმედებით დაზარალებულმა პ---–------------მა განიცადა 24132 (ოცდაოთხი ათას ას ოცდათორმეტი) ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
2011 წლის დეკემბრის თვეში, ც---–-----------–---–მა, თ-------–-–----ემ და ლ--–------–--ემ გადაწყვიტეს ქ-----------–-------------------------–---------------------------------------------------------------------) საცხოვრებელი ბინის თაღლითურად დაუფლება, რის გამოც წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად: თ-------–-–----ემ დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - 2008 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული ყალბი მინდობილობა, რომლის თანახმად ი--------------------ი თითქოსდა ლ--–------–--ეს აძლევდა უფლებას, განეკარგა ქ. რ-------–ი, მ---------------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინა. აღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტი ლ--–------–--ემ ც---–-----------–---–ის მითითებით, 2011 წლის 15 დეკემბერს წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რ--------ს სარეგისტრაციო სამსახურში, დაარეგისტრირა ი--------------------ის სახელზე, ხოლო 2011 წლის 1- დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იმავე დღეს საჯარო რეესტრში საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა ი--------------------ის (გ------------------------------ს) კუთვნილი ბინა, რომელიც 2012 წლის 06 მარტს მიჰყიდა რ-----------------ას. ც---–-----------–---–მა, თ-------–-–----ემ და ლ--–------–--ემ მიღებული თანხა შეთანხმებისამებრ გაინაწილეს ურთიერთშორის. ც---–-----------–---–ის, თ-------–-–----ისა და ლ--–------–--ის ქმედებით დაზარალებულმა ი--------------------მა (გ------------------------------მ) განიცადა 76 008 (სამოცდათექვსმეტიათასრვა) ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
რაც შეეხება ც---–-----------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით წარდგენილი ბრალდებას (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ც---–-----------–---–ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენას.
თ-------–-–----ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
რ--------ს საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის #1------3 განაჩენით თ-------–-–----ე მსჯავრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით, 1-,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (ხუთი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ექვსი ეპიზოდი), 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით.
თ-------–-–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2013 წლის 02 აგვისტოდან. დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს 4 წ. 8 თვე და 17 დღე.
2011 წლის დეკემბრის თვეში, თ-------–-–----ემ, ც---–-----------–---–მა და ლ--–------–--ემ გადაწყვიტეს ქ.რ-------–ი, მე-1- მკ/რ-ნის N-----ში მდებარე ი--------------------ის (გ------------------------------ს) საცხოვრებელი ბინის თაღლითურად დაუფლება, რის გამოც შექმნეს როლები ურთიერთშორის გაინაწილეს. თ-------–-–----ემ დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - 2008 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული ყალბი მინდობილობა, რომლის თანახმად ი--------------------ი თითქოსდა ლ--–------–--ეს აძლევდა უფლებას განეკარგა ქ.რ-------–ი, მე-1-----------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინა. აღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტი ლ--–------–--ემ ც---–-----------–---–ის მითითებით 2011 წლის 15 დეკემბერს წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რ--------ს სარეგისტრაციო სამსახურში, სადაც დაარეგისტრირა ი--------------------ის სახელზე, ხოლო 2011 წლის 1- დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იმავე დღეს საჯარო რეეტრში საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა ი--------------------ის (გ------------------------------ს) კუთვნილი ბინა, რომელიც 2012 წლის 06 მარტს მიჰყიდა რ-----------------ას. ც---–-----------–---–მა, თ-------–-–----ემ და ლ--–------–--ემ მიღებული თანხა შეთანხმებისამებრ გაინაწილეს ურთიერთშორის. ც---–-----------–---–ის, თ-------–-–----ისა და ლ--–------–--ის ქმედებით დაზარალებულმა ი--------------------მა (გ------------------------------მ) განიცადა 76008 (სამოცდათექვსმეტიათასრვა) ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
რაც შეეხება თ-------–-–----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით წარდგენილი ბრალდებას (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა თ-------–-–----ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენას.
რ--------ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1- აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქ---------------მ.
ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა კვალიფიკაციის ნაწილში და მსჯავრდებულ ლ--–------–--ის ქმედების დაკვალიფიცირება სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით; ც---–-----------–---–ის ქმედების დაკვალიფიცირება სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) და სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი); თ-------–-–----ის ქმედების დაკვალიფიცირება სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; ასევე მსჯავრდებულების - ლ--–------–--ისა და ე-------------–-–---–ის მიმართ უფრო მკაცრი - თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელის გამოყენება.
აპელანტის მითითებით, რ--------ს საქალაქო სასამართლოს მიერ ბრალდების შეცვლის დასასაბუთებლად მოყვანილ იქნა არგუმენტი, რომ მართალია აღნიშნული პირები წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ჩასადენად, თუმცა მათ ჯგუფს სტრუქტურული ფორმა არ ჰქონია. პროკურორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ორგანიზებული ჯგუფის ყველა ნიშანი, კერძოდ: ც---–-----------–---–ი იყო ამ ჯგუფის მთავარი ფიგურა, ის ვინც ქ.რ-------–ი უთვალმეყურეოდ დატოვებულ ბინებს ეძებდა და გარკვეული დროის დაკვირვების შემდეგ, როდესაც დარწმუნდებოდა, რომ ბინა უთვალმეყურეოდ იყო დატოვებული, საქმეში რთავდა ჯგუფის სხვა წევრებს; გეგმის შესაბამისად, თ-------–-–----ე ამზადებდა ყალბ ოფიციალურ დოკუმენტს, ლ--–------–--ის მიერ ხდებოდა აღნიშნული დოკუმენტის საჯარო რეესტრში წარდგენა, რის შემდეგაც, ც---–-----------–---–ის მითითებით, საკუთრების უფლება თაღლითურად გადადიოდა მათ სახელზე; საბოლოოდ კი, უძრავი ქონების გასხვისების შემდეგ, თანხას ინაწილებდნენ. ც---–-----------–---–ი აღნიშნული სქემით მოქმედებდა 2010 წლის ნოემბრის ეპიზოდშიც. პროკურორის განმარტებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შემადგენლობაში მყოფ ყველა პირს თავიანთი ფუნქცია-მოვალეობები ნათლად ჰქონდათ გამიჯნული. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აღნიშნული თაღლითობა ჩაიდინა ორგანიზებულმა ჯგუფმა. შესაბამისად, ლ--–------–--ეს, ც---–-----------–---–სა და თ-------–-–----ეს მსჯავრი უნდა დაედოთ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც.
გარდა კვალიფიკაციისა, ბრალდების მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულების - ლ--–------–--ეს და ე-------------–-–---–ის მიმართ, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელები არის ზედმეტად მსუბუქი და ვერ უზრუნველყოფენ სასჯელის მიზნების განხორციელებას. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მჯავრდებულები უშედეგოდ პირდებოდნენ დაზარალებულებს ზიანის ანაზღაურებას და მხოლოდ ყალბი დაპირებებით შემოიფარგლებოდნენ.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ხ-----------ემ მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად სწორედ იმ კვალიფიკაციით, რაც დადგენილი იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული, დაზარალებულ პ---–------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ქ. რ-------–ი, მე-1- მკ/რ-ნის, №-----ში მდებარე საცხოვრებელი ბინა მიიღო ქარხნიდან 1-87 წელს, სადაც 1-9- წლამდე ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილთან ერთად. 1-9- წელს წავიდა საზღვარგარეთ. ბინაში პერიოდულად დადიოდნენ მისი ოჯახის წევრები და ასუფთავებდნენ. 2013 წელს ჩამოვიდა საქართველოში, მივიდა მითითებულ ბინაში, მაგრამ ვერ შეძლო შესვლა. მეზობლის, ქ--------–--–------–-–---–ისგან შეიტყო, რომ ბინა გაყიდული იყო მისთვის უცნობი ქალბატონების მიერ (იხ. სხდომის ოქმი).
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ---- და ე-–----------------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2012 წელს განცხადების საფუძველზე ლ--–------–--ის მეშვეობით ნახეს მ---------------------ში მდებარე ბინა და გადაწყვიტეს მისი ყიდვა. ლ--–------–--ეს ჰქონდა გენერალური მინდობილობა კონსულის ბეჭდით ბინის მფლობელ ი--------------------ისგან. ასევე, საჯარო რეესტრის ამონაწერითაც მესაკუთრე იყო ლ--–------–--ე. აღნიშნულის გამო დოკუმენტებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონია. ბინა დატვირთული იყო იპოთეკით ორჯერ. შეთანხმებისამებრ, იპოთეკარებს გადაუხადეს ვალი და ბინა გადაფორმდა მათ სახელზე. ლ--–------–--ეს ადგილზევე გადასცეს 1- 000 აშშ დოლარი. გარკვეული დროის შემდეგ მათთან მივიდნენ უცნობი პირები და განუცხადეს, რომ ბინა მათ ეკუთვნოდათ და თაღლითური გზით იყო გაყიდული. შემდგომში, გამოძიებისას მათთვისაც ასევე ცნობილი გახდა, რომ ბინა იყო თაღლითური გზით გაყიდული (იხ. სხდომის ოქმი).
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--–------------ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ ც---–-----------–---–ი ლ---------------–---–თან ერთად ეწეოდა ბინების ყიდვა-გაყიდვას. ამ უკანასკნელმა სთხოვა, მიეყვანა გაჭირვებული ადამიანი, რომელსაც გარკვეული სამსახურის სანაცვლოდ დაეხმარებოდა, კონკრეტულად რა სამსახურს ითხოვდა, არ აუხსნია. მან (გ--–------------მ) მოიძია ს---–-----------ვა და მასთან ერთად მივიდა ლ---------------–---–თან, რომელმაც გააგზავნა იუსტიციის სახლში ცნობის ასაღებად. ასევე უთხრა, რომ იქ დახვდებოდა პიროვნება, რომელიც ეტყოდა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ და აღებული საბუთი უნდა მიეტანა მისთვის (ლ---------------–---–ისთვის). ამასთან, ყველაფერი სჭირდებოდათ დაჩქარებული წესით. როდესაც იუსტიციის სახლში მივიდნენ, დამხვედრმა ადამიანმა - ც---–-----------–---–მა გადასცა 20 ლარი და უთხრა, რომ დაჩქარებული წესით უნდა აეღო დოკუმენტი ოპერატორისგან. აღებული დოკუმენტები, რომელიც გაცემული იყო ი--------------------ის სახელზე, მიუტანა ლ---------------–---–ს (იხ. სხდომის ოქმი).
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ქე---------–--–-–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ბიძაშვილის - ლ--–------–--ისგან გაიცნო ც---–-----------–---–ი. ზაფხულში, ქ. რ-------–ი ლ--–------–--ესთან ყოფნისას, მოისმინა ც---–-----------–---–ის და ლ--–------–--ის საუბარი ქ. რ-------–ი, მე-1- მკ/რ-ნში მდებარე ბინის ლ--–------–--ეზე გაფორმებასთან დაკავშირებით. მისთვის ცნობილია, რომ ც---–-----------–---–ის მიერ მიტანილი მინდობილობის საფუძველზე გაფორმდა ბინა ლ--–------–--ეზე. ბინასთან დაკავშირებით ასევე ცნობილია, რომ ბინის პატრონები წასულები იყვნენ საბერძნეთში დიდი ხნით და ც---–-----------–---–ი დარწმუნებული იყო, რომ ბინის პატრონები არ ჩამოვიდნენ. ც---–-----------–---–ისგან მისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ მინდობილობა გააკეთა თ-------–-–----ის მეშვეობით; ც---–-----------–---–ი ეძებდა დაკეტილ ბინებს, გაყალბებული დოკუმენტებით აფორმებდა გაჭირვებულ ადამიანზე და ყიდდა (იხ. სხდომის ოქმი).
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ---------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ც---–-----------–---–ი გაიცნო როგორც მაკლერი. მისგან გაიგო, რომ ეძებდა ხალხს, რომელთა სახელზე დაკეტილ ბინას გადააფორმებდა და შესაფერის ანაზღაურებას გადაუხდიდა. ც---–------------–--ლმა მის სახლში გაიცნო დამხმარე, გ--–------------ და შესთავაზა, რომ შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ მე-----------ში დაკეტილი ბინას გააფორმებდა მის სახელზე, რაზეც გ--–--ა დათანხმდა. გარიგების თანახმად, ამ ოპერაციის შემდეგ გ--–--ა რუსეთში უნდა წასულიყო. ც---–-----------–---–მა მიიტანა საბუთი და გ--–------------სთან ერთად წავიდა გასაფორმებლად. გ--–--ა უკან მალევე დაბრუნდა, ც---–-----------–---–ის მიტანილ საბუთში ტექნიკური შეცდომა იყო, გამოაგზავნეს მასთან, რომ ტექსტი გადაეწერა. მან ტექსტი გადაწერა, თუმცა არ იცოდა, რა დოკუმენტი იყო. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ც---–-----------–---–ის მოტანილი დოკუმენტის მეშვეობით ბინა გადაფორმდა გ--–------------ს სახელზე. მისივე განმარტებით, რომ სცოდნოდა დოკუმენტის სიყალბის თაობაზე, არ გადაწერდა. ბინის გაყიდვის შემდეგ 1000 დოლარი მისცეს გ--–------------ს, რომელიც თანხის სიმცირის გამო ეჩხუბა ც---–-----------–---–ს, რის შემდეგაც იგი წავიდა რუსეთში, თუმცა მალევე დაბრუნდა. გარკვეული დროის მერე ც---–-----------–---–მა კიდევ ერთი ბინის შესახებ მიიტანა ინფორმაცია, რომელის მე-----------ში მდებარეობდა. გ--–------------მ ბინის გადასაფორმებლად მიუყვანა აზერბაიჯანელი ქალი, რომელიც შეახვედრა ც---–-----------–---–ს. აზერბაიჯანელი ქალიც დაეთანხმა ამ გარიგებას იმ პირობით, თუ პასუხისმგებლობა არ დაეკისრებოდა. მისთვის ცნობილია, რომ თ-------–-–----ემაც დაურეკა გ--–------------ს და შესთავაზა იმ ქალის ბინის გაფორმება, რომელსაც გ--–------------ უვლიდა, სანაცვლოდ კი 3000 დოლარი მოსთხოვა (იხ. სხდომის ოქმი).
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ქ--------–--–------–-–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ქ. რ-------–ი, მის კარის მეზობლად ოჯახთან ერთად ცხოვრობდა პ---–------------ი, რომელიც 1-94 წელს წავიდა საზღვარგარეთ და სთხოვა ყურადღება მიექცია ბინისთვის. 2010 წელს აღნიშნულ ბინაში მივიდა ორი ქალბატონი და ერთ-ერთმა მათგანმა, როგორც შემდეგ გაიგო, ე-------------–-–---–მა უთხრა, რომ ეს ბინა მას ძმამ აჩუქა. მან (ქ--------–--–------–-–---–მა) უცნობ ქალბატონებს აუხსნა, რომ ამ ბინას ყავდა მესაკუთრე და სხვა მეზობლებთან ერთად არ მისცა ბინაში შესვლის უფლება. რამდენიმე საათის შემდეგ აღნიშნული პირები კვლავ დაბრუნდნენ პოლიციასთან ერთად, მათი მეშვეობით შევიდნენ ბინაში, გამოიტანეს სხვადასხვა ნივთები და წაიღეს (იხ. სხდომის ოქმი).
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-------------–--–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2010 წლის ზამთრის პერიოდში ნ-----–--------ამ ორჯერ მიუტანა ბეჭდიანი ბლანკები შესავსებად, რომელშიც იმ პირის ვინაობა ჩაწერა, ვიზედაც უნდა გადაფორმებულიყო ბინა. როგორც ნ-----–--------ასგან იცოდა, ბინა მისი ახლობლის იყო, რომელმაც ძველი საბუთი დაკარგა. რაიმე ეჭვი არ გაჩენია, რადგან მხოლოდ კალიგრაფიის გამო ავსებდა ამ ბლანკს. მისთვის ცნობილია, რომ ეს ბლანკები ნ-----–--------ას მისცა ც---–-----------–---–მა. ამ საქმის გაკეთების სანაცვლოდ ნანული არაფერს დაპირებია, უბრალოდ მეგობრულად დაეხმარა. პროკურორის მიერ წარდგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ე-------------–-–---–ზე მოხდა ქ. რ-------–ი, მე-1--მიკრორაიონში მდებარე ბინის გადაფორმება, მისი შევსებულია. ე-------------–-–---–ს არ იცნობს და მასთან რაიმე კავშირი არ ჰქონია. როცა ოქმები შეავსო, მაშინვე გადასცა ნ-----–--------ას (იხ. სხდომის ოქმი).
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-----–--------ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ მუშაობდა ქ. რ--------ს მერიაში. 2010 წლის ბოლოს, ან 2011 წლის დასაწყისში, თარიღი ზუსტად არ ახსოვს, სამსახურში მიაკითხა ც---–-----------–---–მა, რომელმაც მიუტანა ე-------------–-–---–ის ბინის საქმეზე გადახეული ოქმი და სთხოვა მისი გაახლება. მას ქონდა 2-3 ცალი ცარიელი ბლანკი, რომლებიც აჩუქა ბინების გადაფორმების კომისიის წევრმა, გარდაცვლილმა შ---------–-–---–მა, რომელზეც ხელს აწერდა კომისიის თავმჯდომარე ს--------–--ე და ბეჭედიც იყო დარტყმული. აღნიშნულ ოქმებზე თანამშრომელ მ-------------–--–---–ს დააწერინეს ტექსტი, რაც უკარნახა ც---–-----------–---–მა, რომლისგანაც იცოდა, რომ ბინები უნდა გადაეფორმებინა ძმისთვის, ახლობლისთვის და თავისთვისაც. ასევე, ე-------------–-–---–ის განმარტებით, მე-1- მკ/რ-ის პირველ კორპუსში მდებარე ბინა უნდა გაეფორმებინა ძმის სახელზე და მერე ძმა გადაუფორმებდა მას. ამ საქმის სანაცვლოდ ც---–------------–--ლი შეპირდა 100 დოლარს, თუმცა როგორც ამ საქმეში, ასევე სხვა საქმეებშიც მისთვის ფული არ მიუცია. მისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ც---–-----------–---–ის მუქარის გამო ე-------------–-–---–მა მისცა მისი საწინააღმდეგო ჩვენება (იხ. სხდომის ოქმი).
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ-------–------ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2008 წლიდან მუშაობდა სამაკლერო ბიუროში ე-------------–-–---–თან და მზია ირემაშვილთან ერთად. ც---–-----------–---–ს იცნობდა, რომელიც მსგავსი საქმიანობით იყო დაკავებული. მისთვის ცნობილია, რომ ეს უკანასკნელი დაკეტილ ბინებზე აკეთებდა ე.წ. ყალბ საბუთებს და ასხვისებდა. 2010 წელს, თვე არ ახსოვს, ე-------------–-–---–ისგან გაიგო, რომ ძმამ აჩუქა ბინა. მოგვიანებით შეიტყო, რომ ე-------------–-–---–ის ბინის ყალბი დოკუმენტაცია გააკეთა ც---–-----------–---–მა, ასევე ცნობილია, რომ ლ--–------–--ის ბინაზე, რომელიც 1- მკ/რ-ში მდებარეობს, ყალბი დოკუმენტაცია გააკეთებინეს თ-------–-–----ეს. ც---–-----------–---–მა 400 აშშ დოლარი მისცა, რომ არსად არაფერი ეთქვა, რადგან ბინა ყალბი საბუთებით იყო გაფორმებული. ამ საქმეში მას რაიმე სახის მონაწილეობა არ მიუღია და პოლიციაში არ განუცხადებია. ამის შემდეგ ბინა იპოთეკით დატვირთეს ე-------------–-–---–მა და ც---–-----------–---–მა. ბინის იპოთეკით დატვირთვა მოხდა ფულის აღების მიზნით, აქედან 400-400 აშშ დოლარი აიღეს თვითონ და ე-------------–-–---–მა. ც---–-----------–---–ის განმარტებით, 3000 აშშ დოლარი უნდა მიეცა საბუთების გამკეთებლისთვის, დარჩენილი თანხა კი სხვა საქმისთვის სჭირდებოდა. აღნიშნულ ბინაში მისული იყო ე-------------–-–---–ის თხოვნით დასალაგებლად. სახლის გაღებისას მეზობლებისგან შეიტყო, რომ ბინას ყავდა პატრონი. ეს ბინა ე-------------–-–---–მა და ც---–-----------–---–მა გაყიდეს 15 000 დოლარად. აქედან 1000 დოლარი ე-------------–-–---–მა აიღო, 1000 დოლარი მას (თა------–------ს) მისცეს, დანარჩენი თანხა კი ხარჯების გამოკლებით წაიღო ც---–-----------–---–მა. ც---–-----------–---–ს ვინ დაუმზადა ყალბი საბუთები, არ იცის (იხ. სხდომის ოქმი). ჰ
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კომპლექსური გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის №--------------დტ დასკვნის თანახმად (ტომი №2, ს.ფ. 347-362):
-1--- წლის 15 მაისით დათარიღებული №2---- ოქმის ბლანკი დამზადებულია არა სტამბური წესით, არამედ კუსტრაულად, სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით.
-1--- წლის 15 მაისით დატარირებული №2---- ოქმის ბლანკზე არსებული მრგვალი ბეჭდის ანაბეჭდი დატანილია არა მრგვალი ბეჭდის უშუალოდ ქაღალდის ზედაპირზე შეხებით,არამედ შესრულებულია კუსტარულად, სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით.
-1--- წლის 15 მაისით დათარიღებული №2---- ოქმის ბლანკის გრაფებში არსებული ჩანწერები და გრაფაში ”წვრები”არსებული ხელმოწერა ,,ს--------–--ე” შესრულებულია საწერი საშუალების უშუალკოდ ქაღალდის ზედაპირზე შეხებით.
-1--- წლის 15 მაისით დათარიღებული №2---- ოქმის ბლანკის გრაფებში რაიმე სახის მექანიკური ზემოქმედების (წაშლა,ამოშლა, ამოფხეკა)კვალი არ ვლინდება.
-1-89 წლის 20 ოქტომბრით დათარიღებული №9-- ორდერის ასლის ბლანკი დამზადებულია სტამბური წესით.
-1-89 წლის 20 ოქტომბრით დათარიღებული №9-- ორდერის ასლის ბლანკის წინა მხარეს არსებული მრგვალი ბეჭდის ანაბრჭდის დატანილია მრგვალი ბეჭდის უშუალოდ ქაღალდის ზედაპირზე შეხებით.
-1-89 წლის 20 ოქტომბრით დათარიღებული №9-- ორდერის ასლის ბლანკის გრაფაში არსებული ჩანაწერები და გრაფებში ”ხელმოწერა” არსებული ხელოწერები შესრულებულია საწერი საშუალების უშუალოდ ქაღალდის ზედაპირზე შეხებით.
-1-89 წლის 20 ოქტომბრით დათარიღებული №9-- ოერდერისა ასლის ბლანკის გრაფებში რაიმე სახის მექანიკური ზეწმოქმედების ( წაშლა.ამოშლა ამოფხეკა) კვალი არ ვლინდება.
-1--- წლის 15 მაისით დათარიღებული №2---- ოქმის გრაფებში არსებული ჩანაწერები და ამავე ოქმის გრაფაში ”წევრები” არსებული ხელმოწერა ”ს--------–--ე” სავადაუდოდ შესრულებულია სხვადასხვა პირის მიერ.
-1--- წლის 15 მაისით დათარიღებული №2---- ოქმის გრაფებში ასრებული ჩანაწერები შესრულებულია არა ნ-----–--------ას ,არამედ სხვა პირის მიერ.
-1--- წლის 15 მაისით დათარიღებული №2---- ოქმის გრაფაში ” წევრები” არსებული ხელმოწერა ”ს--------–--ე” სავარაუდოდ შესრულებულია არა ნ-----–--------ას , არამედ სხვა პირის მიერ.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს გრაფიკული ექსპერტიზის №----გრ დასკვნის თანახმად (ტომი №3, ს.ფ. 31-45)
-1--- წლის 15 მაისით დათარიღებული საცხოვრებელი ბინის გრაფების №2---- ოქმის ბლანკის გრაფებში არსებული ჩანაწერები და გრაფაში ,,წევრები“ არსებული ხელმოწერა ,,ს--------–--ე“, სავარაუდოდ შესრულებულია არა ე-------------–-–---–ის, არამედ სხვა პირის (პირების) მიერ.
აღნიშნული დასკვნების სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა ს-------–-–---–-ა.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს გრაფიკული ექსპერტიზის №------- დასკვნის თანახმად (ტომი №3, ს.ფ. 21--220):
- გამოსაკვლევი 15.05.1--- წ №2---- ოქმის შემავსებელი ხელნაწერი ტექსტები შესრულებულია არა ლ---------------–---–ის, არამედ მ-------------–--–---–ის მიერ.
- გამოსაკვლევი 15.05.1--- წ №2---- ოქმზე კ. ს--------–--ის სახელით არსებული ხელმოწერა წარმოდგენლილი ნიმუშებით არ არის შესრულებული მ-------------–--–---–ს და ლატავრა სეხნიაშვილის მიერ.
აღნიშნული დასკვნების სისწორე დაადასტურა ექსპერტმა მ--------- პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად (ტომი №3, ს.ფ. 200-212):
- ექპერტიზაზე წარმოდგენილი ქ. რ-------–ი, მე-1- მკრ-ში კორპუს №--ში მდებარე საცხოვრებელი ბინა №---ის საბაზრო ღირებულება 2011 წლის 07 თებერვლის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 24132 ლარს.
- ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქ.რ-------–ი, მე-1- მკრ-ში კორპუს №--ში მდებარე საცხოვრებელი ბინა №5- საბაზრო ღირებულება 2013 წელს ოქტომბრის თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 23620 ლარს.
- ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქ.რ-------–ი, მე-1- მკრ-ში კორპუს №--ში მდებარე საცხოვრებელი ბინა №---ში განთავსებული მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებამ 2011 წლის 07 თებერვალს და დღეის მდგომარეობით შეადგინა 2597 ლარი. ,სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად (ტომი №-, ს.ფ. 205-214):
- ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქ.რ-------–ი, მე-1- მკრ-ში კორპ. №5----ის საბაზრო ღირებულება 2011 წლის 1- დეკემბრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 76008 ლარს;
აღნიშნული დასკვნების სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა ზ-------–-------------–---------–---–მა (სასაქონლო ექსპერტიზის №--------- დასკვნა) პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ტექნიკური ექსპერტიზის №5--/დტ დასკვნის თანახმად (ტომი №-, ს.ფ. 129-134):
1. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი მინდობილობა დამზადებულია ფერადსამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და მასზე რაიმე ზემოქმედების კვალი (ამოფხეკა, ამოშლა, გადასწორება და სხვა) არ აღინიშნება; ჩანაწერებში ცვლილებები შეტანილი არ არის;
2. მინდობილობაზე გრაფაში: ”გენერალური კონსული” არსებული ხელმოწერა შესრულებულია შავი ფერის საღებავის მქონე საწერი საშუალების უშუალოდ ბლანკზე შეხებით, ხოლო ბეჭდის ანაბეჭდი დატოვებულია კუსტარულად, ფერადსამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა რ----------------–----–-–---–-ა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის №---/გრ, 5--/დტ დასკვნის თანახმად (ტომი №-, ს.ფ. 1-0-1-7):
- გამოსაკვლევად წარდგენილი 1-90 წლის 01 ნოემბრით დათარიღებული №2---- ოქმის ბლანკი და მასზე არსებული მრგვალი ბეჭდის ანაბეჭდი შესრულებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით.
- ბლანკის გრაფაში არსებული ჩანაწერებში რაიმე სახის ცვლილება (ჩამატება,გადასწორება.ამოფხეკა და სხვა.) არ აღინიშნება.
- აღნიშნული ოქმის გრაფაში ,,წევრები” კ.ს--------–--ის გვარის გასწვრივ არსებული ხელმოწერა შესრულებულია უშუალოდ საწერი საშუალების ფურცლის ზედაპირზე შეხებით.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ს-------–-–---–-ა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს გრაფიკული ექსპერტიზის №---/გრ დასკვნის თანახმად (ტომი №-, ს.ფ. 277-291):
- ექსპერტიზაზე წარდგენილი 2008 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული მინდობილობის გრაფაში ”ხელმოწერა” ი--------------------ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია თ-------–-–----ის მიერ.
- ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2008 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული მინდობილობის გრაფაში ”გენერალური კონსული ა-----------------ე” არსებული ხელმოწერა წარმოდგენილი ნიმუშებით შესრულებულია არა ც---–-----------–---–ის ან თ-------–-–----ის, არამედ სხვა პირის მიერ.
საქართველოს შსს საექსპერტო -კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს გრაფიკული ექსპერტიზის №8--/გრ დასკვნის თანახმად (ტომი №2, ს.ფ. 178-1-0):
- ექსპერტიზაზე წარდგენილი 1-90 წლის 01 ნოემბრით დათარიღებული №2---- ოქმის გრაფაში არსებული ხელნაწერი და ხელმოწერა ს--------–--ის სახელით შესრულებულია არა მ-------------–--–---–ის, არამედ სხვა პირის მიერ.
- ექსპერტიზაზე წარდგენილი,1-90 წლის 01 ნოემბრით დათარიღებული №2---- ოქმის გრაფებში არსებული ხელნაწერი და ხელმოწერა ს--------–--ის სახელით სავარაუდოდ შესრულებულია ლატავრა სეხნიშვილის მიერ.
აღნიშნული დასკვნების სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ქ----–---–----ა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე სისხლის სამართლის საპროცესო ნორმათა სრული დაცვით იქნა გამოქვეყნებული მოწმეების: სოფია პარასტატიდუს, თ------------------–---–ის, გ------------------------------ს (ი--------------------ის) ჩვენებები; გამოძიების მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით დაკითხული იქნენ მოწმეები: ნ-------–---------------------–-–---–-------–----–--–-–---–--------------------–-------–--------------–-----------------–--- ს---–-----------ვა; პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესებზე ჩვენებები მისცეს გამომძიებლებმა - ხ-------------ემ, დ----------–---–მა, არ---–--–-------–---–მა რომლებმაც აღწერეს თითოეული მოქმედების ჩატარების გარემოებები.
მსჯავრდებულმა ეთერ დომელიშვილმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნო თავი დამნაშავედ და განმარტა, რომ ც---–-----------–---–ი გაიცნო 2009-2010 წლებში და მასთან ქონდა კარგი ურთიერთობა. ც---–------------–--ლმა შესთავაზა, რომ ქ. რ-------–ი, მე-1- მრ/ნში იყო უპატრონო ბინა, რომლის მესაკუთრეც გარდაცვლილი იყო. მანვე მიუტანა მინდობილობა, რომლის თანახმადაც თითქოს აღნიშნული ბინა აჩუქა მისმა ძმამ. რეალულად კი მისი ძმა დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. ამის შემდეგ ც---–-----------–---–თან ერთად წავიდა მერიაში, რომელმაც აჩვენა, თუ სად უნდა გაევლო რეგისტრაცია და სად უნდა შეეტანა საბუთები. მერიაში ერთ კვირაში მიიღეს განკარგულება და გახდა ბინის მესაკუთრე. მას ც---–-----------–---–მა აუხსნა, რომ ამ ბინის დოკუმენტაციის გაკეთებაში 6500 დოლარი ჰქონდა დახარჯული, თანხის ამოღების მიზნით ბინა იპოთეკით უნდა დაეტვირთათ. მართლაც, 10000 დოლარად ბინა ჩადეს იპოთეკაში, აქედან 6500 მაშინვე აიღო ც---–-მ; ასევე დოკუმენტების გაკეთებისთვის ნასესხები ქონდათ ფული და ისიც გადაიხადეს, 500 დოლარი კი ც---–-----------–---–მა გამოართვა არქივიდან ცნობის ამოსაღებად, 500 დოლარი კიდევ ვიღაცისთვის უნდოდა. საბოლოოდ, 400 დოლარი მან აიღო, 400 თა------–------მ და 400 ც---–-----------–---–მა. თა------–------ს ფული იმისთვის მისცეს, რომ იგი მონაწილეობას იღებდა ბინის მოძიებაში და კარის გაღებაში. შემდგომ ეს ბინა გაყიდეს 15 000 დოლარად, აქედან პირადად მას შეხვდა 1 500 დოლარი. მე-1- მ/რ-ის ბინის ყალბ საბუთებში სულ გადაიხადეს 7000 დოლარი. მისივე განმარტებით, დოკუმენტაცია ც---–-----------–---–ს მიჰქონდა, ხოლო ვინ აკეთებდა მას, არ იცის.
მსჯავრდებულმა ლ--–------–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 11 წლის წინ საცხოვრებლად გადავიდა ქ. რ-------–ი, სადაც ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში. ც---–-----------–---–თან ჰქონდა კარგი ურთიერთობა და იგი შეპირდა დახმარებას. ამ უკანასკნელის დახმარებით, მინდობილობის საფუძველზე, რომელიც ც---–-----------–---–მა მიუტანა, გაიფორმა ქ. რ-------–ი მდებარე მე-----------ში არსებული 7 ოთახიანი ბინა. 3-4 დღის შემდეგ ც---–-----------–---–თან ერთად წავიდა თბილისში, მ--------–---–ის ქუჩაზე მდებარე ნოტარიუსთან, სადაც მოიძიეს იპოთეკარი, რომლის სასარგებლოდაც აღნიშნული ბინა დატვირთეს იპოთეკით 12 000 აშშ დოლარად. ც---–-----------–---–მა აღნიშნული ფული გადაანაწილა ე-------------–-–---–ისთვის, ბინის კარის გამღები პირისთვის და სხვა ხარჯებისთვის. 2-3 თვის შემდეგ, ვინაიდან სესხის პროცენტები არ იყო გადახდილი, ბინა გაყიდა 1-000 დოლარად. ბინაზე დადებული ყადაღის ფული გადაიხადა მყიდველმა. იმის მერე ბინასთან არანაირი შეხება აღარ ჰქონია. საბოლოოდ ამ ბინიდან დაახლოებით 3 000 ლარი აიღო. ამავე დროს, ც---–-----------–---–მა შესთავაზა ქ. რ-------–ი, მე-1--მ/რნ-ში არსებული ბინის გაფორმება. ც---–-----------–---–ისგან იცოდა, რომ ბინა უპატრონო იყო. გეგმის თანახმად, ბინის გაფორმების შემდეგ ბინა გაიყიდებოდა და დაახლოებით 10 000 დოლარი შეხვდებოდა მას. მისივე განმარტებით, ც---–-----------–---–ს ეხმარებოდა თუ არა ვინმე ბინების მოძიებაში, არ იცის მაგრამ მისთვის ცნობილია, რომ ვინც ბინის კარს უხსნიდა და ვინც საბუთებს უკეთებდა, მასაც უხდიდა თანხას. ც---–-----------–---–ი აგზავნიდა ხოლმე საჯარო რეესტრში, თვითონ კი გარეთ ელოდებოდა. პირადად მას ურთიერთობა მხოლოდ ც---–-----------–---–თან ჰქონდა და ყალბი საბუთებიც მისგან მიიღო. პოლიციაში დაკითხვის შემდეგ ც---–-----------–---–ს სთხოვა, რომ მიეყვანა ადამიანთან, ვინც ეს ყალბი მინდობილობა დაამზადა, მან კი თ-------–-–----ესთან მიიყვანა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ც---–-----------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია პ---–------------ის და ი--------------------ის საცხოვრებელი ბინების მოტყუებით დაუფლებაში. არ შეუქმნია ყალბი მონდობილობა და დოკუმენტაცია და მხოლოდ სამაკლერო სამუშაოებს ეწეოდა. მოწმეები და ბრალდებულები არიან დაინტერესებული პირები და ამიტომაც აძლევენ მის საწინააღმდეგო ჩვენებებს.
სასამართლო სხდომაზე თ-------–-–----ემ ასევე არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოიყენა კანონით გათვალისწინებული დუმილის უფლება.
ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს პროკურორის არგუმენტაციას მსჯავრდებულების - ლ--–------–--ის, ც---–-----------–---–ისა და თ-------–-–----ის დანაშაულებრივი ქმედებების საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებით მოთხოვნის ნაწილში. პროკურორი სააპელაციო საჩივარში განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში თითქოსდა სახეზეა ორგანიზებული ჯგუფის ყველა ნიშანი; და რომ დანაშაულებრივი ჯგუფის შემადგენლობაში მყოფ ყველა პირს თავიანთი ფუნქცია-მოვალეობები ნათლად ქონდათ გამიჯნული.
პალატა აღნიშნავს, რომ ჯგუფური დანაშაულის დეფინიციას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი და ერთმანეთისგან მიჯნავს წინასწარ შეუთანხმებლად, წინასწარი შეთანხმებითა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის ცნებებს. სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერააა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ამასთან, წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად, ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება. დანაშაულის ჩასადენად შექმნილი ორგანიზებული ჯგუფი აშკარად განსხვავება ჩვეულებრივ დანაშაულებრივი ჯგუფისაგან. ორგანიზებული ჯგუფის დროს აუცილებელია სახეზე იყოს პირთა ჯგუფის ორგანიზებული კავშირი, რაც აგებული უნდა იყოს მკაცრ საშემსრულებლო დისციპლინაზე, მეტ-ნაკლები ხარისხის როლების მკვეთრ განაწილებაზე, მათში მონაწილე პირთა სუბორდინაციაზე ჯგუფის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის თვალსაზრისით.
გაეროს 2000 წლის 12 დეკემბრის კონვენციის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მე-2 მუხლის განმარტების თანახმად, ორგანიზებული ჯგუფი ორგანიზატორის ან ხელმძღვანელის მიერ ჩამოყალიბებული მყარი დანაშაულებრივი კავშირის მქონე სტუქტურული ფორმაა, როცა არსებობს ორგანიზაციული იერარქია და საქმიანობის დაგეგმვა გრძელვადიან პერსპექტივაში, რომელიც თავისი ორგანიზებულობის ხასიათისა და ხარისხით აღემატება პირთა ჩვეულებრივ ჯგუფს (დანაშაულებრივი საქმიანობა შეიძლება იყოს ორგანიზებული, მაგრამ ჯგუფი ორგანიზებული არ იყოს).
ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ პუნქტში აღნიშნულია, რომ „სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფი“ ნიშნავს ჯგუფს, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის აუცილებელი ფორმალურად იყოს განაწილებული როლები მის წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეთ უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა;
მოცემულ შემთხვავაში, საქმეზე არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სახეზე არ არის დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილად მიჩნევისათვის საჭირო ყველა ნიშანი. მსჯავრდებულების - ლ--–------–--ის, ც---–-----------–---–ის და თ-------–-–----ის ქმედებების ანალიზის საფუძველზე შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ამ დანაშაულებრივ ჯგუფს გააჩნდა სტრუქტურული ფორმა და ხასიათდებოდა როლების მკვეთრი განაწილებით. შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და თვლის, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ სახეზე იყო მყარი დანაშაულებრივი კავშირის და სტუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული ჯგუფი და მსჯავრდებულებმა - ლ--–------–--ემ, ც---–-----------–---–მა და თ-------–-–----ემ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
საქმეში არსებული მტკიცებულებით კი მხოლოდ ის იქნა დადასტურებული, რომ პირთა ჯგუფის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, რის გამოც ბრალდებულების - ლ--–------–--ის, ც---–-----------–---–ის და თ-------–-–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.
პალატა განმარტავს, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებიდან თაღლითობა გამოირჩევა მისი ჩადენის ხერხით, რადგან ამ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქონების დაუფლება ხდება არა ფარულად ან ძალადობის გამოყენებით, არამედ დაზარალებულის მოტყუებით, ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის გზით, რის შედეგადაც ქონების გადაცემა დაზარალებულის მხრიდან ხდება ნებაყოფლობით. მოტყუების მიზნით ხშირია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტებიც. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში. შესაბამისად, თაღლითობა მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, სსკ-ის 177-ე-1891-ე მუხლები), დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებები, გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნები, დოკუმენტის დათვალიერების ოქმები, ამოღების ოქმები და სხვა უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა სათანადოდ შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებმა ე-------------–-–---–მა, ლ--–------–--ემ, ც---–-----------–---–მა და თ-------–-–----ემ ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი. მაღთლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. თ-------–-–----ემ ასევე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. შესაბამისად, მათ პასუხი უნდა აგონ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულების ლ--–------–--ისა და ე-------------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, პალატა მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
ბრალდების მხარის მოთხოვნას ლ--–------–--ისა და ე-------------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ არ არის ანაზღაურებული დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანი, პალატა არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები; გაითვალისწინა ასევე, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი; ბრალდებულების პიროვნება, მათი ასაკი და გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა; სურვილი, რომ შესაძლებლობის ფარგლებში აანაზღაურონ ზიანი. აღნიშნულ გარემოებათა საფუძველზე სასამართლომ მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ლ--–------–--ისა და ეთერ დომელაშვილის მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში დანიშნულია ადეკვატური, მათი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ რ--------ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1- აპრილის განაჩენი ე-------------–-–---–ის, ლ--–------–--ის, ც---–-----------–---–ისა და თ-------–-–----ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რის გამოც სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 29--ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ---------------ს სააპელაციო სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს რ--------ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1- აპრილის განაჩენი;
ე-------------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და მესამე ნაწილის ,,ბ’’ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
- ცნობად იქნეს მიღებული, რომ ე-------------–-–---–ს გადავადებული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 დეკემბრის განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული მოუხდელი სასჯელის ნაწილი ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
ლ--–------–--ის ქმედება საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.
ლ--–------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ პუნქტებით და სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ც---–-----------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.
ც---–------------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტებით (2010 წლის ნოემბრის ეპიზოდი) და სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით (2011 წლის დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად - სასჯელის დაუნიშნავად.
თ-------–-–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ” პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და მესამე ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტები - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით.
2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-1- მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 04(ოთხი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით დროს უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, თ-------–-–----ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 04(ოთხი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, რ--------ს საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის #1------3 განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს მოცემული განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, თ-------–-–----ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით.
თ--------–-–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ბოლო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 1- აპრილიდან. მასვე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს სასჯელი, რომელიც მოხდილი აქვს წინა განაჩენით - 2013 წლის 02 აგვისტოდან - 2018 წლის 1- აპრილის ჩათვლით (04 წელი, 08 თვე და 17 დღე).
ე-------------–-–---–ის და ლ--–------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სს საქმეზე დართული ნივთმტკიცებები:
- ქ. რ-------–ი, მე-1- მ/რ-ნის, №5----ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ყალბი გადაფორმების ოქმი №2---- და 2008 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული ყალბი მინდობილობა, შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე