განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210017002211693
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/3820-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - შ-- ,,ს---’’
წარმომადგენელი - ი-–-- რ--------–---–- (დირექტორი), თ----- ა------
მოწინააღმდეგე მხარე - შ-- ,,პ------------------’’
წარმომადგენელი - ჯ------– ქ-----–--
დავის საგანი - ნასყიდობის საფასურის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის განჩინება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება
შპს ,,პ----- ჯ- ჯ------ს’’ სასარჩელო მოთხოვნა - შპს ,,ს---ს“ შპს ,,პ----- ჯ- ჯ------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 18 930 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები:
2016 წლის 07 დეკემბერს შ-- ,,პ-----------------სა” და მოპასუხე შ-- ,,ს---ს“ შორის გაფორმდა შედარების აქტი. აღნიშნული აქტის თანახმად შ-- ,,პ------------------ს” წარმომადგენელმა ჯ------– ქ-----–--მ და შ-- ,,ს---ს“ წარმომადგენელმა ი-–-- რ--------–---–მა მოახდინეს ფულად ვალდებულებათა ურთიერთშედარება, რის შედეგადაც დაადასტურეს, რომ 2016 წლის 07 დეკემბრის მდგომარეობით, შ-- ,,ს---ს“ დავალიანება შ-- ,,პ------------------ს” მიმართ შეადგენს 18 930 ლარს.
2016 წლის 07 დეკემბერს შ-- ,,პ------------------ს” დირექტორმა ჯ------– ქ-----–--მ წერილობით მიმართა შ-- ,,ს---ს“ დირექტორს ი-–-- რ--------–---–ს და მოსთხოვა ნაკისრი ვალდებულებების დროული შესრულება, კერძოდ, შ-- ,,პ------------------ს” მიმართ არსებული დავალიანების 18 930 ლარის გადახდა, რომელიც განსაზღვრულია 07.12.2016 წლის შედარების აქტით. ამავე წერილით შ-- ,,ს---ს“ დირექტორი ი-–-- რ--------–---–- გაფრთხილებულ იქნა, რომ თუ 2016 წლის 27 დეკემბრამდე შ-- ,,პ------------------ს” მიმართ არსებულ დავალიანებას 18930 ლარის ოდენობით სრულად არ დაფარავდა, შ-- ,,პ------------------” გამოიყენებდა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებას, მიმართავდა სასამართლოს, რითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა დავალიანების იძულებით ამოღება. ამასთან, ი-–-- რ--------–---–- გაფრთხილებულ იქნა, რომ სამართალწარმოების შემთხვევაში დაეკისრებოდა პროცესის ხარჯები (ადვოკატის მომსახურების ხარჯ- და სახელმწიფო ბაჟი).
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შ-- ,,პ------------------ს” სარჩელი დაკმაყოფილდა; შ-- ,,ს---ს“ (ს/ნ 4--------) დაეკისრა შ-- ,,პ------------------სათვის” (ს/ნ 2-------- ) 18 930 ლარის გადახდა;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შ-------ს საჩივარი და ძალაში დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. 2017 წლის 22 დეკემბერს მოსარჩელის წარმომადგენელს ეცნობა სარჩელის განსახილველად მიღების შესახებ. მოსარჩელეს დაევალა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისათვის ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსათვის წარდგენა.
2.2. 2018 წლის 03 იანვარს მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისათვის ჩაბარების დასტური, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად 2017 წლის 25 დეკემბერს პირადად ჩაბარდა შ-- ,,ს---ს“ დირექტორს ი-–-- რ--------–---–ს.
2.3. მოპასუხეს წერილობითი პასუხის (შესაგებლის) წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღის ვადა;
2.4. მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. პასუხი (შესაგებელი) უნდა პასუხობდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის შესაბამისად, შესაგებელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს.
ამავე კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
მოპასუხეს სარჩელი და თანდართული საბუთები ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რადგან 2017 წლის 25 დეკემბერს სარჩელი ჩაიბარა მოპასუხე იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა დირექტორმა ი-–-- რ--------–---–მა პირადად.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, მე-60, 61-ე მუხლებზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმების შესაბამისად წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად განსაზღვრული 10 დღის ვადის დენა დაიწყო კორესპონდენციის ჩაბარებიდან მომდევნო დღეს 2017 წლის 26 დეკემბერს და ამოიწურა 2018 წლის 04 იანვარს. მოპასუხეს აღნიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზები უცნობებია სასამართლოსთვის. შესაბამისად, წერილობითი შესაგებლის წარმოუდგენლობის მიზეზი არასაპატიოა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცებულად ჩათვალა სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2016 წლის 07 დეკემბერს შ-- ,,პ-----------------სა” და მოპასუხე შ-- ,,ს---ს“ შორის გაფორმდა შედარების აქტი. აღნიშნული აქტის თანახმად შ-- ,,პ------------------ს” წარმომადგენელმა ჯ------– ქ-----–--მ და შ-- ,,ს---ს“ წარმომადგენელმა ი-–-- რ--------–---–მა მოახდინეს ფულად ვალდებულებათა ურთიერთშედარება, რის შედეგადაც დაადასტურეს, რომ 2016 წლის 07 დეკემბრის მდგომარეობით, შ-- ,,ს---ს“ დავალიანება შ-- ,,პ------------------ს” მიმართ შეადგენს 18 930 ლარს. 2014 წლის 24 მარტს შედგენი-–-- Nე-–----------- სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად. შ-- პ------------------ს მიერ შ-------სათვსი მიწოდებულია ამონიუმის გვარჯიბა ღირებულებით 21 000 ლარი. მიწდებული საქონლის ჩაბარების თარიღია 2014 წლის 29 მარტი.
2016 წლის 07 დეკემბერს შ-- ,,პ------------------ს” დირექტორმა ჯ------– ქ-----–--მ წერილობით მიმართა შ-- ,,ს---ს“ დირექტორს ი-–-- რ--------–---–ს და მოსთხოვა 18930 ლარის გადახდა შედარების აქტის საფუძველზე. მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 341-ე, 477-ე მუხლების შესაბამისად იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას მოსარჩელისათვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების შესახებ.
სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის წარმომადგენლის პოზიცია, რომ სასამართლოდან გამოგზავნილ კონვერტში, რაც მან ჩაიბარა, იყო მხოლოდ შესაგებლის შესავსები ფორმა, ხოლო სარჩელი და თანდართული საბუთები კონვერტში არ იყო. მხარეებს შორის სხვა დავებიც მიმდინარეობს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, რის გამოც სიღნაღის რაიონულ სასამართლოში მოიძია ინფორმაცია მის წინააღმდეგ მიმდინარე დავის შესახებ, სადაც განუმარტეს, რომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის განჩინება ჰქონდათ მიღებული.
საბოლოოდ სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ის გარემოება, რომ რაიმე სხვა დოკუმენტი იდო კონვერტში და არ ერთვოდა სასამართლოს გზავნილი, საჩივრის ავტორმა ვერ დაუდასტურა სასამართლოს. შესაბამისად, არ არსებობდა შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი. სასამართლომ აღნიშნა, რომ დოკუმენტაციის არასრულყოფილად ჩაბარების შემთხვევაშიც მოპასუხეს სათანადო გულისხმიერების გამოჩენის შედეგად შეეძლო ინფორმაცია შესაბამის სასამართლოში მიეღო, რადგან კონვერტზე მითითებული იყო დოკუმენტაციის გამომგზავნი სასამართლო. ამასთან, მას უფლება ჰქონდა გაუგებრობის და ხარვეზის აღმოფხვრამდე გამოეჩინა სათანადო წინდახედულება და მოეთხოვა შესაგებლის წამოდგენის ვადის გაგრძელება.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის მითითებით მართალია მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა სარჩელის და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ გზავნილი ჩაბარდა ადრესატს, თუმცა სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ გზავნილში, რომელიც მას ჩაბარდა არ ყოფილა სარჩელი და მითუმეტეს რაიმე დოკუმენტი შესაგებლის სავალდებულო წარდგენის მითითებით. აპელანტის მითითებით საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს ჩაბარდა, შესაბამისად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
სააპელაციო პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს იმ პროცესუალურ საფუძვლებზე, რომელთა გათვალისწინებითაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალტამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ამავე კოდექსის 3761-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად.
4.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
4.1.1. სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მასალების ანალიზის, ასევე მხარეთა პოზიციების შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გამოიკვლია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი წინაპირობების არსებობა და გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების, ასევე მისი ძალაში დატოვების თაობაზე.
პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების საწინააღმდეგოდ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნების გასაბათილებლად.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტი სადავოდ ხდის მისთვის შ-- ,,პ------------------ს’’ სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩაბარებას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს აკისრებს, რომელთა შეუსრულებლობა მხარეთათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ საჩივრის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მართალია, აპელანტი სადავოდ ხდის მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარებას, თუმცა მისივე ახსნა-განმარტების გარდა საჩივარში მითითებული გარემოების დასადასტურებლად ვერ უთითებს სამართლებრივად ვარგის რაიმე მტკიცებულებაზე. აპელანტის ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ სააპელაციო პალატა მიუთითებს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისათვის ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე (იხ. ს.ფ. 33), რომლითაც დადასტურებულია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა მოპასუხე შ-- ,,ს---ს’’ დირექტორს ი-–-- რ--------–---–ს, 2017 წლის 25 დეკემბერს. აღნიშნული კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე წარმოადგენს საფუძველს დასკვნის გასაკეთებლად, რომ მოპასუხეს კონკრეტულ შემთხვევაში ჩაბარებული აქვს სასამართლო გზავნილი.
ამდენად, აპელანტის პრეტენზია სარჩელისა და თანდართული მასალების კანონით დადგენილი წესით ჩაუბარებლობასთან დაკავშირებით, მოკლებულია ფაქტობრივ საფუძველს.
4.1.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ-- ,,ს---ს’’ შ-- ,,პ------------------ს’’ სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია და სასამართლოსათვის არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების თაობაზე უცნობებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
როგორც მითითებული ნორმიდან, ისე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის ზოგადი ანალიზიდან ირკვევა, ზემოაღნიშნულ პირობებთან ერთად, იმისათვის რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საჭიროა, არსებობდეს ასევე უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი), ხოლო მითითებული გარემოებები კი სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიჩნევა დამტკიცებულად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის ზოგადი ანალიზიდან ირკვევა, ზემოაღნიშნულ პირობებთან ერთად, იმისათვის რომ მხარის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საჭიროა, არსებობდეს ასევე უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი), ხოლო მითითებული გარემოებები კი სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიჩნევა დამტკიცებულად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი).
დაუსწრებელი წარმოების არსი მდგომარეობს სასამართლოს მიერ საპროცესო მოქმედების შესასრულებლად მიცემულ ვადაში არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის ან სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის გარკვეული სანქციის გამოყენებაში, რომელიც გამოიხატება სასამართლოს მიერ საქმის სრულყოფილი განხილვის გარეშე ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც არათუ ესადაგება, არამედ ეწინააღმდეგება გამოუცხადებელი მხარის ინტერესებს. აღსანიშნავია ასევე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის რეჟიმში სასამართლო არ შედის მტკიცებულებებისა და საქმის არსებითი კვლევის სტადიაში. იგი მხოლოდ იკვლევს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აძლევს მათ სამართლებრივ შეფასებას.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიუთითებს იმ ძირითად ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა გათვალისწინებითაც იურიდიულად გამართლებულია სასარჩელო მოთხოვნა და შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული სარჩელში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები რომ:
- 2016 წლის 07 დეკემბერს შ-- ,,პ-----------------სა” და მოპასუხე შ-- ,,ს---ს“ შორის გაფორმდა შედარების აქტი. აღნიშნული აქტის თანახმად შ-- ,,პ------------------ს” წარმომადგენელმა ჯ------– ქ-----–--მ და შ-- ,,ს---ს“ წარმომადგენელმა ი-–-- რ--------–---–მა მოახდინეს ფულად ვალდებულებათა ურთიერთშედარება, რის შედეგადაც დაადასტურეს, რომ 2016 წლის 07 დეკემბრის მდგომარეობით, შ-- ,,ს---ს“ დავალიანება შ-- ,,პ------------------ს” მიმართ შეადგენს 18930 ლარს.
- შ-- ,,ს---“ არ ასრულებს შ-- ,,პ------------------ს’’ მიმართ არსებულ ვალდებულებას ვადამოსული ფულადი ვალდებულების 18930 ლარის გადახდის შესახებ.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დადგენილად მიჩნეული ეს ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას და პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 477-ე მუხლებით და დააკმაყოფილა შ-- ,,პ------------------ს’’ სარჩელი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი წინაპირობა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია სარჩელზე შესაგებლის წარუდგენლობის გამო, ასევე მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ-- ,,ს---ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტიელბის ძალაში დატოვების თაობაზე.
3. წინამდებარე განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე /ვანო წიკლაური/