განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140100118002580729
საქმე № 1ბ/1------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული – გ-----–-----–--–---–ი, დაბადების თარიღი: 19---–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი №5----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ------------------------–---------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------ს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო---------------–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ზემოხსენებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული თუმცა სასჯელის ნაწილში არ არის სამართლიანი, დანიშნული სასჯელი ლმობიერია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან და სპეციფიკიდან. ბრალდების მხარე თვლის, რომ საქმეში არსებული მასალებით უტყუარად დასტურდება გ-----–-----–--–---–ის მიერ ძალადობრივი ქმედების ჩადენა დედის მიმართ, არაფხიზელ მდგომარეობაში, იგი არის ალკოჰოლური სასმელის ხშირი მომხმარებელი, რის გამოც დედის მიმართ ხდება აგრესიული და სისტემატურად აყენებს მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც ცხყადყოფს რომ მსჯავრდებული მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისაკენ და არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების შემთხვევაში იგი კვლავ ჩაიდენს ძალადობრივ დანაშაულს, რამაც შესაძლოა უფრო მძიმე შედეგი გამოიწვიოს. ამასთან, როგორც საქმის მასალებით დასტურდება მსჯავრდებულს ანალოგიური ხასიათის ქმედება ჩადენილი აქვს წარსულში, რა დროსაც მის მიმართ გამოყენებული იქნა კანონით გათალისწინებული შეღავათი - დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება, რა დროსაც პროკურორმა არ დაიწყო მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა. აღნიშნული ფაქტი არ აღმოჩნდა მსჯავრდებულისთვის სათანაო ქცევის საფუძველი და მან კვლავ ჩაიდინა თვისობრივად იგივე ხასიათის დანაშაული, რაც ცალსახად მიუთითებს მის მიდრეკილებაზე ძალადობისკენ. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში არ იქნა მიღებული მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკა, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედაბაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ გ-----–-----–--–---–მა ჩაიდინა განზრახი ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, დედის მიმართ. ასევე არ იქნა გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამდე მისი წინარე ქმედებები, კერძოდ, რომ იგი დედას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
გ-----–-----–--–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 26 ივნისს, საღამოს საათებში, გ------------------------–------ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ-----–-----–--–---–მა, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, დედას - ა----–-----–--–---–ს ტანის არეში რამდენჯერმე დაარტა პოლიეთილენის სკამი და ე.წ „პოლის“ საწმენდი ჯოხი, რის შედეგადაც ა----–-----–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
2018 წლის 26 ივნისს, საღამოს საათებში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გ-----–-----–--–---–ი, დედას - ა----–-----–--–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------ს განაჩენით, გ-----–-----–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ–ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ-----–-----–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ-----–-----–--–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ-----–-----–--–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - ჯ-------–---–---–---------------–---–--------------–------------------------–-–---–-- გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ ა----–-----–--–---–ის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ა----–-----–--–---–ის კუთვნილი ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით, ალკოტესტზე შემოწმების შესახებ ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ გ-----–-----–--–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ-----–-----–--–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-----–-----–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, ხასიათდება დადებითად, აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა (თავის ტვინის მარჯვენა კავერნოზული სინუსის სიმსივნე, რის გამოც გადატანილი აქვს თავის ტვინის ორჯერადი ტრეპანაცია).
გ-----–-----–--–---–ის მიმართ პასუხიმგებლობის დამამძიემებელი გარემოებაა, მის მიერ ქმედებების ჩადენა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში. ასევე, მუქარის ბრალდებასთან მიმართებით პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგეს ის, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთ წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი გ-----–-----–--–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი გ-----–-----–--–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელები, რაც ჩაუთვალა პირობით. პალატა თვლის, რომ გ-----–-----–--–---–ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პლასტმასის ნამტვრევები, ჯოხები და პოლიეთილენის სკამი - განადგურდეს.
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გ-----–-----–--–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, დანიშნული სასჯელი კი - სამართლიანი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო---------------–---–ის სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------ს განაჩენი გ-----–-----–--–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
გ-----–-----–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ-----–-----–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
გ-----–-----–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2----–-–------------დან 2----–-–------------------ს ჩათვლით.
გ-----–-----–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი გ-----–-----–--–---–ის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პლასტმასის ნამტვრევები, ჯოხები და პოლიეთილენის სკამი - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო სანდოძე