განაჩენი

სისხლის სამართლის 22.11.2018
საქმის ნომერი
330100115767327
ინსტანცია
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115767327

საქმე №1ბ/1106-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ა-----–-----–--–-–---–ის, დ---------------ის

ადვოკატის: ი--------------ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ: მ-----–------–---–ის (მონაწილეობის გარეშე)

 

ღია სასამართლო სხდომაზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორების - ა-----–-----–--–-–---–ისა და დ---------------ის, აგრეთვე, მსჯავრდებულ მ-----–------–---–ისა და ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი--------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მ-----–------–---–ის, დაბადებულის 1----–-–----- დეკემბერს, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-----–------–---–მა ჩაიდინა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და იარაღის გამოყენებით; მანვე ჩაიდინა, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება, ე.ი. სხეულის დაზიანების, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ ,,რ---------ში‘‘ გამოქვეყნდა ს----------–---------–------ის იმჟამინდელი წევრის - ვ--–--------–-–---–ის სტატია სათაურით: ,,ვ--–--------–-–---–ი თავის სახლს ს----–---–ს დაუთმობს‘‘. აღნიშნულ სტატიაში ვ--–--------–-–---–ი გამოთქვამდა უკმაყოფილებას იმჟამინდელი პ------------ის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პ------------ის - მ-----–------–---–ის პირადი ცხოვრების შესახებ.

 

აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მ-----–------–---–მა, ვ--–--------–-–---–ის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თ-----–------–--------–----------ს - ი-----–----------–---–ს დაავალა, მოეხდინა ვ--–--------–-–---–ის მიმართ ფიზიკური ანგარიშ-წორება, რაზეც ი-----–----------–---–ისგან მიიღო უარი.

 

აღნიშნულის შემდეგ, მ-----–------–---–მა ვ--–--------–-–---–ის მიმართ ფიზიკური ანგარიშ-წორება დაავალა ს----------–----–------------------–--------–----------ს - ი------------–---–ს, რომელმაც, მის დაქვემდებარებაში მყოფი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორ ე-----–---------ას ორგანიზებით, უზრუნველყო მ-----–------–---–ის დავალების შესრულება. კერძოდ, 2005 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 13 საათზე, შ--------------- სამ--------ოს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის შეიარაღებულმა მებრძოლებმა, ქ-------–--–-------–----–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანებით მოახდინეს ვ--–--------–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება, რის შემდეგაც სპეციალური დანიშნულების რაზმის შეიარაღებული მებრძოლები თავს დაესხნენ ვ--–--------–-–---–ს და მის თანმხლებ პირებს, ძალის გამოყენებითა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გადმოიყვანეს ავტომანქანიდან, დააწვინეს ასფალტზე და სცემეს იარაღის კონდახებით.

 

ცემის შედეგად, ვ--–--------–-–---–მა მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება, ხოლო მისმა თანმხლებმა პირმა - მ--–-----–----იამ მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება.

 

აღნიშნულმა დანაშაულებრივმა ქმედებამ ფიზიკური პირების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით:

 

მ-----–------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, რაც, ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, რაც, ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. მასვე, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, რაც, ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, მ-----–------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. მასვე, 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორებმა ა-----–-----–--–-–---–მა და დ---------------ემ, ასევე, მსჯავრდებულმა მ-----–------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი--------------ემ.

 

სახელმწიფო ბრალმდებლებმა ა-----–-----–--–-–---–მა და დ---------------ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ მ-----–------–---–ს, საქართველოს სსკ-ის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებში, დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. აპელანტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით სასჯელის დანიშვნის დროს, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა დანაშაულის ორგანიზატორობა, მ-----–------–---–ი კი აღნიშნული დანაშაულის მთავარ ორგანიზატორს წარმოადგენდა. დანაშაულში მონაწილე სხვა პირები მხოლოდ მ-----–------–---–ის დავალებას ასრულებდნენ. დავალებას, რომელიც პირადი შურისძიების მოტივით იყო განპირობებული. შესაბამისად, მ-----–------–---–ის დანაშაულში მონაწილეობის მნიშვნელობა საბოლოო მიზნის მისაღწევად, ასევე, მისი გავლენა გამოწვეული ზიანის ხასიათსა და ხარისხზე, სხვა პირებთან შედარებით ყველაზე უფრო დიდია და დანაშაულის ჩადენის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს. სააპელაციო საჩივრის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენით ი------------–---–ისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელზე - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთაზე, რაც შემცირებული იქნა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე და განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა. აპელანტების აზრით, მ-----–------–---–ს უნდა დაენიშნოს ი------------–---–ზე, ე-----–---------ასა და გ---------ეზე უფრო მკაცრი სასჯელი, რადგან ხსენებული პირები მხოლოდ მ-----–------–---–ის ბრძანებას და დავალებას ასრულებდნენ და ამ უკანასკნელის გავლენა გამოწვეული ზიანის ხასიათსა და ხარისხზე, სხვა პირებთან შედარებით უფრო მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, აპელანტების პოზიციით, საქართველოს სსკ-ის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტთან მიმართებით სასჯელის დანიშვნის დროს, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა იმავე სტანდარტით, რითაც საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლთან მიმართებით იხელმძღვანელა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარემ მოითხოვა მ-----–------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე ბრალდების მხარის სასარგებლოდ იყო მიკერძოებული და სუბიექტური. მოსამართლემ არ დაინახა საქართველოს მესამე პ------------ის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში პოლიტიკური დაკვეთის შესასრულებლად მიკერძოებული და არაობიექტური გამოძიების ფონზე უკანონოდ დადანაშაულების თვალსაჩინო მაგალითები. ბუნებრივ მოვლენად მიიჩნია საქმეზე დაკითხული ოცდათხუთმეტი პირიდან თითქმის ოცდაათის საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა და სისხლისსამართლებრივი პასუხსიმგებლობისაგან გათავისუფლება განრიდების ფორმით. დაცვის მხარის მოსაზრებით, ბრალდების მხარემ და სასამართლომ 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ ,,რ---------ში“ გამოქვეყნებულ სტატიას მისცეს არასწორი ინტერპრეტაცია. აქვე, აპელანტები აღნიშნავენ, რომ ხსენებულ სტატიაში ვ--–--------–-–---–ი არსად აფიქსირებდა, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ვ--–--------–-–---–ი აცხადებდა: ,,ი------------------–-------–-----–--------------–--მა, რომ მათთან დადებულ გარიგებას ვშლი. იგი აკრიტიკებს ხ--–-------–---ში მყოფ ყველა პირს და აცხადებს: ,,მე ვამბობ რომ ყველა ცუდია“. შესაბამისად, სტატიის შინაარსიდან გამომდინარე, ვ--–--------–-–---–ის ცემის სურვილი შესაძლოა გასჩენოდა ხ--–-------–---ში მყოფ ნებისმიერ პირს და არა მაინცდამაინც პ------------ს. ვ--–--------–-–---–ის პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებიდან დასტურდება, რომ მ-----–------–---–ს არ უთქვამს - რა გინდა, რატომ მირეკავო. აღნიშნული ვ--–--------–-–---–მა დაასკვნა იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მ-----–------–---–ი მის ზარებს აღარ პასუხობდა. დაცვის მხარის მოსაზრებით, ბრალდების მხარის მოწმე ი-----–----------–---–მა სასამართლოს მისცა არასანდო და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება. აპელანტები წარმოდგენილ საჩივარში თავდაპირველად, ი-----–----------–---–ის მიერ სატელევიზიო გადაცემებში მითითებული გარემოებების ციტირებას ახდენენ და მიიჩნევენ, რომ ისინი განსხვავდება ერთმანეთისგან. შემდგომ ყურადღება გამახვილებულია ი-----–----------–---–ის მიერ 2014 წლის 17 ივლისს, გამოძიების ეტაპზე, დამატებითი დაკითხვის დროს მიცემულ ჩვენებაზე, სადაც ის მიუთითებს: ,,ერთმანეთს შევხვდით პ-------------------- განკუთვნილი შენობის აივანზე, ვიყავით მხოლოდ ჩვენ ორნი“. თავდასხმის განხორციელების შემდგომ, როდესაც ჰკითხა მ-----–------–---–ს, მან უპასუხა, რომ ვ--–--------–-–---–ზე განსახორციელებელ თავდასხმის დაგეგმვის განხორციელებისა და ფაქტის შენიღბვაზე უარის მიღების შემდეგ, ეს ყოველივე დაავალა შ--------------- იმჟამინდელ მ-------- ვ------------–---–ს და სიტყვა-სიტყვით უთხრა: ,,რაც შენ ვერ გააკეთე, მშვენივრად შეასრულა ვ-----“-ო. 2018 წლის 14 მარტს ი-----–----------–---–ი სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში კი აღნიშნავს, რომ ს----–---–თან შეხვედრას ვ------------–---–იც ესწრებოდა, სადაც ს----–---–ის გულისწყრომა და გაბრაზება იყო გამოხატული ვ--–--------–-–---–ის მიმართ, ს----–---–ი თვლიდა, რომ ვ--–--------–-–---–ს საკადრისი პასუხი უნდა გასცემოდა ფიზიკური ანგარიშ-წორების სახით. ს----–---–ის მხრიდან იყო გარკვეული მოთხოვნა, რომ ეს მას (ი-----–----------–---–ს) გაეკეთებინა ერთგული ადამიანების მეშვეობით, რაზეც უარი მიიღო. სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა მ-----–------–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ზეწოლის ფორმით გადაბირების მცდელობის საქვეყნოდ ცნობილი ფაქტი, როდესაც ი------------–---–ი 2013 წლის 14 დეკემბრის გვიან ღამით უკანონოდ იქნა გაყვანილი იმჟამინდელ მთავარ პროკურორ ო-----------–---–--ესთან შესახვედრად. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მოწმე ნ----------------ის ჩვენება ასევე არადამაჯარებელი და არასარწმუნოა, მ-----–------–---–ისადმი მტრულად განწყობილი მოწმე გამოყენებული იქნა გამოძიების მიერ. მოწმე ნ----------------ე ყოველგვარი დასაბუთებისა და ზუსტი ფაქტების არცოდნის მიუხედავად, ცდილობს სასამართლო დაარწმუნოს, რომ მ-----–------–---–ის ხ--–-------–--ის პირობებში ვ--–--------–-–---–ზე ხორციელდებოდა უკანონო დევნა. ნ----------------ემ შეთხზა და გამოიგონა ვ--–--------–-–---–თან მისი გასაუბრების კონკრეტული დეტალები, თითქოსდა, 2005 წლის ივლისში, საავადმყოფოში მონახულებისას ვ--–--------–-–---–მა საიდუმლოდ გაანდო მას, რომ მასზე თავდასხმა იყო ს----–---–ის პირადი შურისძიება, თავად ვ--–--------–-–---–ს კი აღნიშნული არ დაუდასტურებია. გამოგონილია ასევე ნ----------------ისა და მ-----–------–---–ის შეხვედრა და შეხვედრის დეტალები. აგრეთვე, უმძიმესი ბრალდების თავიდან აცილება, საჯარო სამსახურში საპაუხისმგებლო თანამდებობაზე გარანტირებული ყოფნა და მკაცრი სასჯელისგან თავის დაღწევა იყო უდიდესი ცდუნება სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის იმ თანამშრომლებისთვის, რომლებმაც ზემოხსნებული სიკეთეების გამო, წინასწარ დაწერილ სცენარში საკუთრი როლები მოირგეს და მ-----–------–---–ის წინააღმდეგ წარმოებული მიკერძოებული გამოძიების პროცესში ცრუმოწმეობა გასწიეს. აღნიშნულის ნათელი მაგალითია ვ---------------ია. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ვ---------------ია ცრუობდა, როდესაც აცხადებდა, რომ პ------------ის კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტები მხოლოდ საწყის ეტაპზე იყვნენ, ამ გზით იგი შეეცადა იმის ახსნას, თუ რატომ ვერ მოხერხდა პ------------თან სურათის გადაღება, მან მთლიანად გამოიგონა საკონფერენციო ოთახიდან ფოიეში პ------------ის გამოსვლის სცენა, რაც დასტურდება მოწმე შ--–---–------ის ჩვენებით, რომელიც დეტალურად აღწერს კანცელარიიდან შეხვედრის შემდგომ გამომსვლელთა თანმიმდევრობას. აღნიშნავს, რომ შეხვედრის შემდეგ ჯერ თანამშრომლები გამოვიდნენ, ხოლო შემდეგ - ჟურნალისტები. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ვ--–--------–-–---–ის მიერ თავისი ინიციატივით ლიტვაში ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე, საქართველოში კომპლექსური ექსპერტიზის დანიშვნა და ჩატარება ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის და მესამე მუხლის მეხუთე პუნქტის მოთხოვნებს. აპელანტები მიიჩნევენ, რომ მოცემულ საქმეზე არ ჩატარებულა ობიექტური და საფუძვლიანი გამოძიება, არ გამოვლენილა ვ--–--------–-–---–ზე თავდასხმის წინა დღეებში განხორციელებული მუქარის შემცველი ზარის ავტორი, არ გადამოწმებულა შემთხვევის დღეს სპეცრაზმელებზე გაცემული საშტატო იარაღების რეგისტრაციის ჟურნალის ჩანაწერი. სააპალეციოო საჩივარში მითითებული არგუმენტების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ მათ მიერ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. განაჩენი არ ეყრდნობა უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებებს.

 

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო მხარეთა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორების ა-----–-----–--–-–---–ისა და დ---------------ის, აგრეთვე, მსჯავრდებულ მ-----–------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი--------------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ-----–------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ მ-----–------–---–ის მიმართ წარდგენილი, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდებები უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილი ობიექტური, თანმიმდევრული და ერთმანეთის თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობით. საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულების - ვ--–--------–-–---–ის, მ--–-----–----იას, მ-----–-----ის ჩვენებების, მოწმეების - ი------–-----ის, თ--------------–------------–-------------–---–-----–-–--–---–---–-------–------------------------–---------------------–---–----------------–---------------------------------------–---------------------–--–------------------------------–------------------------------------------–---------------, ვ---------------იას, ი-----–----------–---–ის, ნ----------------ის, რ---------------------–-------------ს და სხვა მოწმეთა ჩვენებების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, 2012 წლის 12 დეკემბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის #------- დასკვნის, 2005 წლის 17 აგვისტოს ტრასოლოგიური ექსპერტიზის #-------- დასკვნის, 2005 წლის 22 ივლისის სასაქონლო ექსპერტიზის #----- დასკვნის, 2014 წლის 6 ნოემბრის სასაქონლო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის, 2005 წლის 20 ივლისის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #3--- დასკვნის, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #3--- დასკვნის, 2014 წლის 15 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის, 2014 წლის 1 ოქტომბრის კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის, 2014 წლის 5 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნისა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ-----–------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

დაზარალებულ ვ--–--------–-–---–ის სასამართლოში მიცემული განმარტებით, 2005 წელს იყო ს----------–---------–------ის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი, ასევე, სამშენებლო კომპანია შპს ,,-----‘-ს‘ დამფუძნებელი, რომლის დირექტორი იყო მ-----–-----ე. 2002 წელს ქ-------–--–-----–-----------ზე, შეიძინა მიწის ნაკვეთი და სახლი, სადაც, ოჯახთან ერთად, აპირებდა საცხოვრებლად გადასვლას. 2003 წლის არჩევნების შედეგად ხ--–-------–---ში მოსვლის შემდეგ, მ-----–------–---–მა გამოხატა ინტერესი მის საკუთრებაში არსებული სახლისა და მიმდებარე ტერიტორიის მიმართ. ჰქონდა შეხვედრები მ-----–------–---–ის წარმომადგენლებთან. მისი პოზიციით, - თუ სახელმწიფოს სჭირდებოდა, უარს არ იტყოდა ქონების გადაცემაზე, მაგრამ უნდა მომხდარიყო მისი ქონებრივი ან ფულადი სახსრებით დაკმაყოფილება. ამასთან, შესთავაზა მისი კომპანიის მიერ წინასწარი ინვესტირების განხორციელება, შემდგომში ფულადი თანხების ანაზღაურების პირობით. გამოიცა მთავრობის დადგენილება, რომლის თანახმად, დეპუტატ ვ--–--------–-–---–ს დაევალა პ------------ის რ--------–იის მშენებლობისთვის სახსრების მოძიება, რის შემდეგაც უნდა მომხდარიყო ქონებრივი ან ფულადი ანაზღაურება. კომპანია შეუდგა მშენებლობას და ერთ წელიწადში დახარჯა ერთ მილიონზე მეტი. 2004 წლის ბოლოს მ-----–------–---–მა გაუგზავნა ადმ--------აციის უფროსი - ჩ------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ, როგორც გენერალური მეიჯარე, მისი კომპანია გასულიყო ობიექტიდან, რადგან აღნიშნული უნდა ჩაებარებინათ ო------–---–ისთვის. დათანხმდა, რაც წერილობით დაფიქსირდა, კომპანიასთან უნდა მომხდარიყო ანგარიშ-წორება, კერძოდ, სახელმწიფოს კომპანიისთვის უნდა აენაზღაურებინა ოთხ მილიონ ლარზე მეტი, რის შემდეგაც მოხდებოდა მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ბინის სახელმწიფოსთვის გადაფორმება. გავიდა ნახევარ წელზე მეტი, თუმცა ანგარიშ-წორებასთან დაკავშირებით არავინ ხვდებოდა, არადა, მანამდე პირადად უკავშირდებოდა მ-----–------–---–ს ტელეფონზე, ისიც ყოველთვის პასუხობდა, ხვდებოდა რ--------–იაშიც და კაბინეტშიც. ერთადერთი, პ----–------ში ესმოდა, რომ უარი ეთქვა თანხის ნახევარზე, რასაც იგი არ თანხმდებოდა. ვინაიდან ბინა უკვე გარემონტებული ჰქონდათ და ინვესტიცია სამ მილიონ დოლარზე მეტი ჰქონდათ დახარჯული, იძულებული გახდა, მისულიყო და სახლზე დაედო პლომბები, რათა შიგნით ვინმეს შესვლა არ მომხარიყო. ამის შემდეგ დაურეკა გ----------–--ამ, რომელიც მაშინ ადმ--------აციის უფროსი იყო. მივიდა შეხვედრაზე კანცელარიაში, რა დროსაც მან მუქარით დაუწყო საუბარი, რომ სახლი უნდა გადაეფორმებინა სახელმწიფოსთვის. პრემიერთანაც შეიყვანეს, ეგონათ, აზრს შეიცვლიდა, მაგრამ კატეგორიულად ამბობდა, რომ ანგარიშ-წორებამდე სახლს არ გადააფორმებდა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დაუკავშირდნენ გაზეთ ,,რ---------ი‘‘-დან და ჩაწერეს ინტერვიუ. ვინაიდან განერვიულებული იყო, ჟურნალისტს უთხრა, რომ გარკვეული თემები, რაზეც ისაუბრა, გაზეთში არ აესახა, რაც ჟურნალისტმა არ შეასრულა და მისი მონათხრობი პირდაპირ გაზეთში გადაიტანა. მ-----–------–---–მა იცოდა, რომ ოჯახის ჩამოყვანა უნდოდა ვ--–-----იდან თბილისში საცხოვრებლად, მაგრამ ფაქტობრივად მისი ოჯახი სახლიდან გამოაგდო ანაზღაურების გარეშე, რითაც მის ოჯახს მიაყენა შეურაცხყოფა, რამდენადაც მ-----–------–---–ი მის ოჯახს ეხებოდა, მას (ვ--–--------–-–---–ს) მიაჩნდა, რომ თვითონაც ჰქონდა უფლება, შეხებოდა როგორც ს----–---–ის ოჯახს, ისე მის გარემოცვას. დაზარალებულის განმარტებით, როგორც ახსოვს, თქვა, რომ გ---–----ა დადიოდა მის სახლში, უფროსობდა და ცვლიდა ყველაფერს, რისი უფლებაც არ ჰქონდა, ვინაიდან სახლი ჯერ კიდევ მის საკუთრებაში იყო. ჟურნალისტთან საუბრისას, ასევე, ნაწილობრივ შეეხო პირველ ლედისაც. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, 29 ან 30 ივნისს, ვ--–-----ში მყოფს დაურეკეს მუქარით, რომ, როცა ჩამოვიდოდა, ტერორისტულ აქტს მოუწყობდნენ. იცნო გ----------–--ას ხმა, რომელიც მოსაუბრეს კარნახობდა.

 

ვ--–-----იდან ჩამოფრინდა 2005 წლის 13 ივლისს. დაცვა გააფრთხილა, რომ დაემუქრნენ და ფრთხილად ყოფილიყვნენ. იმავე დღეს, დღისით, მისი ავტომანქანა გააჩერა პატრულმა, რასაც მოჰყვა ინციდენტი პატრულსა და მ--–-----–----იას შორის, შემდეგ გაუშვეს. 2005 წლის 14 ივლისს, იმავე ავტომანქანით მგზავრობისას, აინთო წითელი და მძღოლმა ავტომანქანა წაიყვანა სერვისცენტრში. შემდგომ გაირკვა, რომ ABS-ის შლანგი იყო გადაჭრილი სპეციალურად. გადაჯდა მეუღლის კუთვნილ, M--ის მოდელის ავტომანქანაში. ბრონირებული მანქანის მწყობრიდან გამოსვლის გამო, მოძრაობა გააგრძელა მეუღლის კუთვნილი, M--ის მოდელის ავტომანქანით, რომელშიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი ბიძაშვილი მ-----–-----ე, რომელიც მის ფირმაში დირექტორი იყო, და დაცვის უფროსი მ--–-----–----ია. საჭესთან თავად იჯდა, გვერდით ეჯდა მ--–-----–----ია, ხოლო უკანა სავარძელზე - მ-----–-----ე. ვინაიდან უკვე ეჭვი ჰქონდა, რომ უთვალთვალებდნენ, მ--–-----–----ია გააფრთხილა, სარკეში ეთვალიერებინა სპეცსამსახურის მანქანები. ე.წ. ე-–----ს ბაზრობასთან, ს---------------------------თან, დაამუხრუჭა, რა დროსაც მის მანქანას წინიდან, გვერდიდან და უკნიდან ბლოკირება გაუკეთეს ავტომანქანებით, რომელთა შორის იყო ,,ო---–---------ს‘‘ მარკის შინდისფერი ავტომანქანა. აღნიშნული ავტომანქანებიდან გადმოხტნენ სპეცრაზმელები, დაახლოებით 8-10 კაცი. იყო სროლა, ჩატეხეს მანქანის მინები. ავტომანქანიდან ხელებაწეულები გადმოვიდნენ, რა დროსაც ნიღბიანმა პიროვნებამ იარაღის კონდახი ჩაარტყა სახეში. იგრძნო სახის ძვლების მსხვრევა და დავარდა ძირს. ვინაიდან ყოფილი სპორტსმენია, ბურთივით გახდა და ხელებით თავის არის დაბლოკვა მოახერხა, მაგრამ არ ეშვებოდნენ, ოთხმა სპეცრაზმელმა ნახევარი წუთის განმავლობაში ურტყა ჩექმებიანი ფეხები თავში, უნდოდათ ბოლომდე გათიშულიყო, მერე თავი გაანებეს, წელიდან ამოუღეს ,,ჰ---–----------‘‘ ტიპის, ორმოცდახუთკალიბრიანი იარაღი და წავიდნენ. მართალია, გონება არ დაუკარგავს, თუმცა თვალებზე ბინდი ჰქონდა გადაკრული, თვალის გუგები ხელით გაიხსნა. სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ფილტვები წყლით ჰქონდა სავსე, თავის ქალა წინა მხრიდან შეტანილი ჰქონდა მთლიანად, ძვლები მოძრაობდა, ფუძის ძვალიც მოტეხილი ჰქონდა. მეორე დღეს, ფილტვებიდან წყლის ამოტუმბვიდან საათნახევარში, გაფრინდა ვ--–-----ში. ლიტვაში ჩაიტარა ექსპერტიზა, რამაც ჯანმრთელობის მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანება დაუდგინა. გაუკეთეს შვიდსაათიანი ოპერაცია, რა დროსაც მთელი სახე ტიტანის ნაწილებით აუწყვეს და რკინაში ჰქონდა ოცი დღის განმავლობაში. მიღებული დაზიანებების გამო, ახლაც, გადაღლის ფონზე, ეწყება თავის ტკივილი, რასაც ინექციით იყუჩებს.

 

ვ--–-----ში წასვლის შემდეგ არავითარი შეხება საქართველოს ხ--–-------–---სთან არ ჰქონია. ერთადერთი, როდესაც საქართველოში დაბრუნდა, პირველივე ს------–--------------ზე მ-----–------–---–ი იძულებული გახდა, პირადი დაცვა დაენიშნა მისთვის. 2006 წელს პ----–------ში გააკეთეს განცხადება და გაიტანეს კანონი ბიზნესის საპ----–------ო საქმიანობასთან შეუთავსებლობის შესახებ, კენჭი უყარეს და კიდეც გამოაგდეს პ----–------იდან მაშინ, როდესაც დამფუძნებლის ყველა გადაწყვეტილებას ხელს აწერდა მისი შვილი, რომელიც, ასევე, ვ--–--------–-–---–ია და არა თვითონ, რის შესახებაც ხ--–-------–---ში იცოდნენ. ავიწროებდნენ ბიზნესშიც. დაძაბულობის გაგრძელების თავიდან ასაცილებლად, სახლი გარკვეული თანხების ჩარიცხვის შემდეგ გადაუფორმა სახელმწიფო ადმ--------აციას. ერთი წლის შემდეგ სხვა სახლს იშენებდა, რა დროსაც მივიდა ფინანსური პოლიცია, რომელსაც მოსთხოვა, ხ--–-------–--ის წარმომადგენლები თვითონ დალაპარაკებოდნენ. შეხვდა ქ-----–---–ი, რომელმაც გადასცა, რომ ითხოვდნენ სახლს და თავისუფლების მოედანზე ტერიტორიას და თუ გაყიდდა, მასზე ზეწოლას მოხსნიდნენ. იმ დღესვე, როგორც კი მოხდა მეორე სახლის გადაფორმება, გადასცეს პროკურატურიდან საბუთი, რომ მისი კომპანიის მიმართ საქმე დახურული იყო.

 

დაზარალებულ მ--–-----–----იას სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2005 წლის ივლისში ვ--–--------–-–---–ის დაცვაში მუშაობდა, რომელიც იმ პერიოდში იყო ლიტვაში. ვ--–--------–-–---–ს ჰქონდა თავისი სამშენებლო კომპანია, ასევე, იყო პ----–------ის წევრი. თბილისში 13 ივლისს, გამთენიას ჩამოვიდა. აეროპორტში, მძღოლთან ერთად, ბ-------------–--------- დახვდა, რომელიც თვითონ მოითხოვა. ვ--–--------–-–---–მა თქვა, რომ ვ--–-----ში ყოფნის დროს დაემუქრნენ ლიკვიდაციით, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, იყო მის მიერ გაზეთისთვის მიცემული ინტერვიუ, რომელშიც ვ--–--------–-–---–ი ს----–---–ის ოჯახს მოიხსენიებდა. მეორე დღეს, ავტომანქანის სამუხრუჭე სისტემამ აანთო წითელი და შესამოწმებლად გაუშვეს ,,მერსედეს ცენტრში‘‘. მეორე მანქანაში საჭესთან დაჯდა ვ--–--------–-–---–ი, თვითონ გვერდზე დაჯდა და უკანა სავარძელში - მ-----–-----ე. წავიდნენ ბანკში. შემდეგ ოფისი უნდა გაეღოთ. ე.წ. ე-–----ს ბაზრობას რომ გასცდნენ, მოძრაობა ვეღარ შეძლეს. წინა მანქანამ მწვანეზე მოძრაობა არ გააგრძელა. ამ დროს გაიგო მსხვრევის ხმა და დაინახა ავტომატის ლულები პირდაპირ ფანჯარასთან. შავებში იყვნენ ჩაცმული, დიდი ავტომატებით. პირველი დარტყმა მოხვდა მუხლში და ჩაიკეცა. სროლაზე თავის აწევა, რომ დააპირა, ავტომატის ლულა თავში მოხვდა. ვ--–---ი მანქანის მეორე მხარეს იყო სისხლიანი, სახე სისხლიანი ჰქონდა, ცხვირიდან, თვალიდან სისხლი სდიოდა, უნდოდა, წყლით მაინც დახმარებოდა, მაგრამ, თავისი მდგომარეობის გამო, ვერც ეს შეძლო. მივიდნენ სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის მანქანები. გადაიყვანეს ჯერ ღ------–-----ის კლინიკაში და შემდეგ - მიხაილოვის სახელობის საავადმყოფოში. თავზე ხუთი-ექვსი ნაკერი დაადეს, მუხლიც ერთ თვემდე აწუხებდა. ვ--–--------–-–---–ი ამ თავდასხმას უკავშირებდა გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ თავდასხმის წინა დღეს მანქანა გააჩერა საპატრულო პოლიციამ და მის კითხვაზე, თუ რა ხდებოდა, უპასუხეს, რომ ამოწმებდნენ ყველა M--ის მოდელის ,,მერსედესი‘‘-ს მარკის ავტომანქანას. მან (მ--–-----–----იამ) აუხსნა, რომ მათი მანქანა იყო G--ის მოდელი, ამ დროს იმ პირმა ხელებით შეამოწმა, სავარაუდოდ, აინტერესებდა, ჰქონდა თუ არა იარაღი, და მისი კითხვა, ეს რატომ ხდებოდა, უპასუხოდ დატოვა.

 

დაზარალებულ მ-----–-----ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, დირექტორი იყო შპს ,,-----ში‘‘, რომელიც 2005 წელს ასრულებდა სამშენებლო სამუშაოებს პ------------ის ავლაბრის რ--------–იაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ დამკვეთისგან მოითხოვეს გახარჯული თანხების ანაზღაურება, რამაც შეადგინა ოთხი მილიონი ლარი და გამოიწვია ურთიერთობების დაძაბვა. კომპანიის მფლობელი იძულებული გახდა, სტატია დაეწერა გაზეთში. ამის შემდეგ მოხდა თავდასხმა. 2005 წლის 14 ივლისს, დღის საათებში, ვ--–--------–-–---–თან და დაცვის უფროს მ--–-----–----იასთან ერთად იმყოფებოდა ბანკში, საიდანაც ბრუნდებოდნენ ოფისში. დაახლოებით 13 საათისთვის, ვ--–--------–-–---–თან და დაცვის წევრ მ--–-----–----იასთან ერთად მგზავრობისას, სანაპიროზე, მ---–----–---------ის გადასახვევთან, შუქნიშანთან, მათ წინ გაჩერდა ორი ავტომანქანა, ორივე მხრიდან შენიშნა შავტანსაცმლიანი, შეიარაღებული ხალხი, ატყდა ხმაური, სროლის და მინების მსხვრევის ხმა. მანქანიდან გადაიყვანეს ჯერ ვ--–--------–-–---–ი და მ--–-----–----ია, შემდეგ - თვითონაც, უბრძანეს, დაწოლილიყო. ეშინოდა და თავი ჰქონდა დახრილი. თავდამსხმელების წასვლის შემდეგ შემოუარა მანქანას და დაინახა მუხლებში ჩაკეცილი ვ--–---ი, რომელსაც სახე სისხლიანი ჰქონდა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, თითქოს, რაღაც ერთიანი მასა იყო. მ--–----საც შუბლი სისხლიანი ჰქონდა. გ--–-–---–ი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში. მეორე დღეს გადაიყვანეს ვ--–-----ში თვითმფრინავით. თავდასხმიდან ძალიან მალე პროკურატურაში აღძრეს საქმე, თითქოს, ხარჯთაღრიცხვით 1000 ლარი ზედმეტი იყო ნაჩვენები ხაშურში გამგეობის შენობის სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე, რასთან დაკავშირებითაც მოხდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. მალევე კომპანიაში შევიდა ფინანსური პოლიცია, შემდეგ - საგადასახადო ინსპექცია და ფაქტობრივად პარალიზებული იყო კომპანიის საქმიანობა.

 

მოწმე ი------–-----ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, 2005 წლის ივლისში მუშაობდა მამიდაშვილთან, - პ----–------ის წევრ ვ--–--------–-–---–თან და ავტომანქანით ემსახურებოდა მის ოჯახს. ვ--–--------–-–---–ი ასევე იყო სამშენებლო კომპანია ,,-----‘‘-ს დამფუძნებელი, რომელიც იმ პერიოდში პ------------ის რ--------–იის მშენებლობას აწარმოებდა. ვ--–---ისგან იცოდა, რომ ჰქონდა ფინანსური უთანხმოება დამკვეთთან, მთავრობასთან. 2005 წლის ივლისში, ვ--–---ი იმყოფებოდა ლ----------------–---ში, ვ--–-----ში, საიდანაც ჩამოვიდა ცამეტ ივლისს. აეროპორტში დახვდა დაცვის უფროს მ--–-----–----იასთან ერთად, ბ-------------–---------, სწორედ ისე, როგორც ვ--–---იმ ჩამოფრენამდე ორი დღით ადრე სატელეფონო საუბრისას გააფრთხილა. საუბრის დროს, ვ--–---ის არ უთქვამს, რატომ სჭირდებოდა უსაფრთხოების ეს ზომები, თუმცა ბინაზე მისვლის შემდეგ, მ--–----ისგან შეიტყო, რომ ვ--–---ის მიმართ ყოფილა სატელეფონო მუქარები. დილას, ცხრა საათზე, გაემართნენ ოფისისკენ, რა დროსაც ვ--–---იმ შენიშნა, რომ კონდიციონერი არ აგრილებდა. ვ--–---ი ოფისში დარჩა, თვითონ კი მ--–-----–----იასთან ერთად წავიდა შესამოწმებლად. გზაში წამოეწიათ საპატრულო პოლიციის ავტომანქანა და მოსთხოვეს გაჩერება, გამოკითხეს, ვისი იყო მანქანა, ვინ იყო თვითონ, ვინ იჯდა მანქანაში. გაიგეს, რომ მ--–----ი ვ--–--------–-–---–ის დაცვის უფროსი იყო, ზურგი მოუსინჯეს, იარაღი ხომ არ ჰქონდა. მ--–----მა ეს ფაქტი საეჭვოდ მიიჩნია. საღამოს მანქანა დააყენა რუსთაველზე, ავტოსადგომზე, ხოლო დილით ეკრანზე აინთო მაჩვენებელი, რომ სამუხრუჭე სისტემა იყო დაზიანებული. ვ--–---იმ მანქანა გაატანა ,,მერსედესის ცენტრში‘‘ დიაგნოსტიკისთვის, ხოლო თვითონ მ--–-----–----იასთან ერთად, წავიდა M--ის მოდელის ვერცხლისფერი ჯიპით, რომლის საჭესთან თვითონ დაჯდა. ცენტრში მოუწია ლოდინი, რა დროსაც დაურეკა ვ--–---იმ შეშინებული და პანიკური ხმით და უთხრა, რომ თავს დაესხნენ და ჩქარა მისულიყო. საავადმყოფოში ნახა, რომ ვ--–---ი სასტიკად იყო ნაცემი. ნაცემი იყო, ასევე, მ--–-----–----იაც, თუმცა ისე არა, როგორც ვ--–---ი. მეორე დღეს, ვ--–---ისა და მისი ოჯახის წევრების დაჟინებული თხოვნის საფუძველზე, რადგან თვლიდნენ, რომ აქ ყოფნა მთავრობის მხრიდან სახიფათო იყო, ლიტვაში გადააფრინეს. ავტომანქანის შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბრონირებული ავტომანქანის სამუხრუჭე სისტემის ელექტროგაყვანილობა იყო გადაჭრილი.

 

მოწმე ლ-–--–---–---–მა სასამართლოში აჩვენა, რომ 2005 წლის ივლისში იყო შ--------------- სამ--------ოს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ფარული მეთვალყურეობისა და ოპერატიული დადგენის მთავარი სამმართველოს უფროსი. მის ფუნქცია-მოვალეობაში შედიოდა, შ--------------- სამ--------ოს დანაყოფებიდან შესული დავალებების საფუძველზე, დაინტერესებული პირების მიმართ თვალთვალი და ოპერატიული დადგენის ღონისძიებების განხორციელება. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი იყო ე-----–---------ა, რომლისგანაც მიიღო დავალება, რომ საქართველოში ჩამოდიოდა ვ--–--------–-–---–ი, რომლის მიმართაც უნდა განეხორციელებინათ ფარული მეთვალყურეობა, ოპერატიული დადგენა, მისი მარშრუტების შესწავლა. თავის მხრივ, დავალება გაანაწილა განყოფილების უფროსებზე - გ--–-----------ასა და ბ-------–--–------ზე. ღონისძიების განხორციელება დაიწყეს აეროპორტის ტერიტორიიდან. ვ--–--------–-–---–ის ჩამოფრენისთანავე მოხდა მისი დაფიქსირება, რომ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მოხდა მისი და სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირება და დაიწყეს ჩვეულებრივად ფარული თვალთვალი. დადგინდა მისი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ათევდა ღამეს, ასევე, დადგინდა სხვა გარემოებები, რომ გადაადგილდებოდა დაცვის თანხლებით, პირადი მანქანით, რომელიც იყო დაჯავშნული, რაც აღნიშნულ ავტომანქანას ვიზუალურადაც ეტყობოდა, მაგრამ მოხდა გადამოწმება. რამდენადაც მათი სამსახური იყო საიდუმლო, ჰქონდათ ყველანაირი საშუალება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე, ტექნიკური საშუალებების, ჰყავდათ საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანაც და სრული ეკიპირებაც, რითაც აღიჭურვნენ მისი თანამშრომლები და საპატრულო ეკიპაჟის ლეგენდით მოხდა ვ--–--------–-–---–ის დაჯავშნული ავტომანქანის გადაყენება, საბუთების შემოწმება, მანქანის ვიზუალური დათვალიერება და დადასტურდა, რომ ეს მანქანა იყო დაჯავშნული. ვინაიდან ფიზიკურად შეუძლებელი იყო ამ მანქანიდან პიროვნების გადმოყვანა, სხვა დანაყოფებმა მიიღეს დავალება და შეგნებულად მოხდა მისი მწყობრიდან გამოყვანა, სამუხრუჭე სისტემის განზრახ დაზიანება, რამაც მანქანა გახადა ტექნიკურად გაუმართავი და ობიექტი იძულებული გახდა, ესარგებლა სხვა ავტომანქანით. მუშაობის პროცესში შეიცვალა დავალება და მისთვის (ლ-–--–---–---–ისთვის) ე-----–---------ასგან ცნობილი გახდა, რომ ვ--–--------–-–---–ს უნდა გასწორებოდნენ ფიზიკურად. მისგანვე გახდა ცნობილი, რომ ვ--–--------–-–---–მა მასმედიის საშუალებით იმჟამინდელი პ------------ის - მ-----–------–---–ის ოჯახის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა და ამის გამო უნდა მოეხდინათ ანგარიშ-წორება. თავდასხმა უნდა განეხორციელებინა სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს ყაჩაღობის ინსცენირებით, რათა მომხდარიყო შენიღბვა, თითქოს, ეს არ იყო შურისძიება. სპეციალური დანიშნულების რაზმის ხელმძღვანელობა გამოყოფდა რამდენიმე კაცს, რომლებიც კოორდინაციაში იქნებოდნენ მის სამსახურთან. ამ ღონისძიებაში ჩართული იყვნენ განყოფილების უფროსები - გ--–-----------ა და ბ-------–--–------, რომლებმაც მოახდინეს სპეციალური დანიშნულების რაზმიდან ბიჭების წამოყვანა, მათი ხელმძღვანელი იმ დროს იყო ზ-----ია, ხოლო უშუალოდ ოპერატიულ დანაყოფს ხელმძღვანელობდა გ---------ე. მათ შორის კოორდინაცია ხორციელდებოდა სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით, მობილური ტელეფონებით და, საჭიროების შემთხვევაში, რადიოკავშირით. დღის პერიოდში, ქალაქში მოძრაობისას მოხდა ვ--–--------–-–---–ის ავტომანქანის გადაყენება და სპეციალური დანიშნულების რაზმმა შეასრულა თავისი დავალება. აღნიშნულის შემდეგ დაუკავშირდნენ თანამშრომლები და მის კაბინეტში შეიკრიბა ამ ოპერაციაში ჩართული ყველა პირი, სადაც ისაუბრეს ჩატარებული ოპერაციის დეტალებზე. შეკრებას ესწრებოდა ე-----–---------ა, რომელმაც დაათვალიერა ვ--–--------–-–---–ისგან წამოღებული პირადი ნივთები - პ-----------–-----ა, რომელშიც მოთავსებული იყო თანხა და ძვირფასი ბეჭედი, კიდევ იყო იარაღი. ეს ყველაფერი ჩალაგდა და ე-----–---------ამ წაიღო თავის კაბინეტში. ამის შემდეგ მოხდა ოპერაციაში მონაწილე ბიჭების წახალისება ე-----–---------ას მიერ.

 

მოწმე გ--–-----------ამ სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2005 წლის ივლისში მუშაობდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ფარული მეთვალყურეობისა და ოპერატიული დადგენის მთავარ სამმართველოში, რომლის ფუნქცია იყო ადამიანებზე თვალთვალი. სამმართველოს უფროსი იყო ლ-–--–---–---–ი. მისგან მიიღო დავალება, რომ ვ--–--------–-–---–ზე, რომელიც უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, უნდა განეხორციელებინათ თვალთვალი. განყოფილებისა და ქვეგანყოფილების უფროსებთან ერთად, დაამუშავეს გეგმა, აეროპორტშივე დახვდნენ ვ--–--------–-–---–ს და დაუწყეს თვალთვალი, შეამოწმეს მისი დაცვაც, ჰქონდა თუ არა იარაღი, მოახდინეს მანქანის იდენტიფიცირება, რომ ,,მერსედესის‘‘-ს ფირმის ჯიპი, რომლითაც ვ--–--------–-–---–ი მოძრაობდა, იყო ბრონირებული. დაურეკა ლ-–--–---–---–მა და უთხრა, მისულიყო მ-------–ის შენობაში და მანქანაში ჩაესვა სპეციალური რაზმის წევრები, რომლებსაც უნდა განეხორციელებინათ ვ--–--------–-–---–ზე თავდასხმა ყაჩაღობის ინსცენირებით. მ-------–ის შენობაში მივიდა ,,BMW-ს‘‘ მარკის ავტომანქანით, ხოლო ბ-------–--–------ - შინდისფერი ,,ო---–---------თი‘‘, თითოეულმა სამ-სამი სპეცრაზმელი ჩაისვა მანქანაში, სულ ექვსი კაცი. იმ დღეს არაფერი გამოვიდა, რადგან ელოდებოდნენ მითითებებს. მეორე დღეს შეიტყო, რომ ვ--–--------–-–---–ის ავტომანქანისთვის დეპარტამენტის თანამშრომლებს სამუხრუჭე თუ ბენზინის მილები ჩაუჭრიათ. უკვე დღის საათებში დაურეკა ლ-–--–---–---–მა და უთხრა, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ტ--–---ის ქუჩაზე, ელოდებოდათ გ---------ე, რომლისგანაც უნდა მიეღოთ მითითებები. გ---------ესთან ერთად იყო ზ--------------ე და კიდევ იყვნენ თანამშრომლები. გ--მ უთხრა, მანქანიდან არ ჩამოსულიყვნენ, როგორც კი ჩამოივლიდა ობიექტი, აჩერებდნენ და იწყებდნენ ღონისძიებას, ცემას, ყაჩაღობის ინსცენირებით. ს---------იის ქუჩაზე, შუქნიშანთან, რაციაზე დაიძახა: ვიწყებთ, ვკეტავთო და წინიდან ჩაკეტეს მანქანით. მარცხნიდან მიუდგა თვითონ, ხოლო მარჯვნიდან - ბ------- მუქ ფორმებში ჩაცმული, შეიარაღებული სპეცრაზმელები ნიღბებით გადავიდნენ ავტომანქანებიდან და დაიწყეს ცემა. ვ--–--------–-–---–ისა და დაცვის თანამშრომლის გარდა, მანქანაში იჯდა ასევე ერთი ქალბატონი. თავდასხმა გაგრძელდა, ალბათ, წუთნახევარი-ორი წუთი. როგორც კი დამთავრდა, ჩახტნენ მანქანაში და დატოვეს შემთხვევის ადგილი. ყაჩაღობას რომ დამსგავსებოდა, მანქანიდან აიღეს პ-----------–-----ა, ასევე, ტომრით ძაღლის საკვები, რომელიც გზაშივე გადააგდეს, და კიდევ წამოიღეს იარაღი. მივიდნენ სამსახურის ბაზაზე, სადაც უნდა მისულიყო ე-----–---------აც. ნახევარ საათში, როდესაც ე-----–---------ა მივიდა, ავიდნენ ლ-–--–---–---–ის კაბინეტში და აიტანეს ვ--–--------–-–---–ისგან წამოღებული ნივთები, რომლებიც ერეკლემ დაათვალიერა, მოკიდა ყველაფერს ხელი და წავიდა მ-------–ის შენობაში. ამის შემდეგ დაურეკა ლ-–--–---–---–მა და უთხრა, რომ სპეცრაზმელები მიეყვანა ე-----–---------ას კაბინეტში, მ-------–ის შენობაში, სადაც მათ ე-----–---------ამ ხელი ჩამოართვა, მადლობა გადაუხადა და თანხით დაასაჩუქრა.

 

მოწმეებმა - გ--------–----ემ, კ------------–---–მა და ვ-----------–------მა სასამართლოში დაკითხვისას აჩვენეს, რომ 2005 წლის ივლისში მუშაობდნენ შ--------------- სამ--------ოს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში. იმ პერიოდში დეპარტამენტის უფროსი იყო ე-----–---------ა, ხოლო სამმართველოს უფროსი იყო ლ-–--–---–---–ი. გ--------–----ე იყო ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილე, ხოლო ვ-----------–------ი და კ------------–---–ი იყვნენ ქვეგანყოფილების უფროსები. მათი უშუალო ხელმძღვანელი იყო გ--–-----------ა. მათ მოვალეობაში შედიოდა ფარული მეთვალყურეობა და თვალთვალი ობიექტზე. 2005 წლის ივლისში, ვ--–--------–-–---–ზე განხორციელებულ თავდასხმამდე ერთი დღით ადრე, მიიღეს დავალება G--ის მოდელის ავტომანქანაზე ფარული მეთვალყურეობის განხორციელების შესახებ. შესაბამისად, ახორციელებდნენ თვალთვალს აღნიშნულ ავტომანქანაზე, რომელიც შემდეგ შეიცვალა M--ის მოდელის ,,მერსედესით‘‘. ვ-----------–------ი მხოლოდ პირველ დღეს იღებდა მონაწილეობას აღნიშნულ ღონისძიებაში, ხოლო გ--------–----ე და კ------------–---–ი - ორივე დღეს. მათი ჩახსნა მოხდა თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე და როდესაც უკან ბრუნდებოდნენ, აღნიშნული M--ის მოდელის ავტომანქანა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაინახეს. გ--------–----ის ჩვენების მიხედვით, მანქანა იყო გაჩერებული და უცებ ნიღბიანი, შავფორმიანი ადამიანები შეესივნენ რაღაცნაირად, შუშები ჩალეწილი იყო, შემდეგ ჩასხდნენ და წავიდნენ. როდესაც ბაზაზე დაბრუნდნენ, ტელევიზიით შეიტყვეს ვ--–--------–-–---–ზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ პირი, ვის მიმართაც ახორციელებდნენ ფარულ მეთვალყურეობას, ყოფილა ვ--–--------–-–---–ი, რომელიც თავდასხმის შედეგად სასტიკად იყო ნაცემი და მოათავსეს საავადმყოფოში.

 

მოწმე ზ---------------ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, 2005 წლის ივლისში მუშაობდა შ--------------- სამ--------ოს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილედ. სამმართველოს უფროსი იყო გ---------ე, ხოლო დეპარტამენტის დირექტორი - ე-----–---------ა. მათი სამმართველო ახდენდა ოპერატიულად ღირებული ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას და რეალიზებას. 2005 წლის ივლისში, ვ--–--------–-–---–ზე განხორციელებული თავდასხმის დღეს, იმყოფებოდა სამსახურში, გ---------ემ გააფრთხილა, არსად გასულიყო, რადგან ღონისძიებაზე იქნებოდნენ გასასვლელი. ზედმეტი კითხვის დასმის გარეშე დაელოდა და დაძახებისთანავე, გ--ს სამსახურის მანქანით, შინდისფერი ,,ო---–---------თი‘‘, გავიდნენ. მივიდნენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ერთ ადგილას შეჩერდნენ, გ-- გადავიდა ავტომანქანიდან და მალევე დაბრუნდა. მანქანაში არსებულ რადიოსადგურზე მოდიოდა შემდეგი შინაარსის განკარგულებები: მოდიან, ვიწყებთ. გ---------ე ტელეფონითაც კონტაქტობდა. ერთ-ერთ შუქნიშანთან გ---------ემ მისი მართვის ქვეშ მყოფი მანქანა ჩაუყენა ღია ფერის M--ის მოდელის ჯიპს, მოძრაობის დაწყებისას მან არ დაძრა მანქანა და მოახდინა ბლოკირება. პარალელურად, მიადგნენ სხვა მანქანებიც სხვადასხვა მხრიდან, მანქანებიდან გადმოვიდნენ ნიღბიანები, ატყდა ყვირილი, დაიწყო ჰაერში სროლა, ჯიპიდან გადმოიყვანეს ვიღაცეები. ეს ყველაფერი დააფიქსირა მანქანიდან გადაუსვლელად, უკან მიხედვით. გ-- ცოტა ხნით გადავიდა. ყველაფერი მოხდა უცბად. როგორც კი გ-- დაბრუნდა, დაქოქა მანქანა და წამოვიდნენ. მივიდნენ ფეიქრების ქუჩაზე მდებარე, ფარული მეთვალყურეობის დანაყოფის ბაზაზე. ე-----–---------აც მოვიდა, რომელსაც გადასცეს მანქანიდან წამოღებული ნივთები. შემდეგ გ---------ესთან ერთად დაბრუნდა მ-------–ის შენობაში. მოგვიანებით მასმედიის საშუალებით შეიტყო, რომ აღნიშნულ ავტომანქანაში იმყოფებოდა ვ--–--------–-–---–ი, რომელიც სასტიკად იყო ნაცემი და მოათავსეს საავადმყოფოში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული, მოწმე მ-------–-------ის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2003 წლიდან მუშაობდა შ--------------- სამ--------ოს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში სპეციალური რაზმის მოიერიშედ. რაზმის ხელმძღვანელი იყო ვ---------------ია. რაზმი შედგებოდა 36 მებრძოლისგან, თითოეულ ექვს ჯგუფს ჰყავდა თავისი ხელმძღვანელი. მისი (მოწმის) ჯგუფის უფროსი იყო ა-–------------------ა. 2005 წლის 13 ივლისს, ნაჭყებიამ დაუძახა ჯგუფის წევრებს და დაავალა, ექვსივე გამოცხადებულიყო სამოქალაქო ფორმაში, ჰქონოდათ Glock-ის მოდელის პისტოლეტები და AKS-ები, ასევე - ნიღბები. მისივე მითითებით, ჩასხდნენ ორ ავტომანქანაში. თვითონ იჯდა მ---------------სა და ლ--------------სთან ერთად, ხოლო მეორე მანქანაში ისხდნენ ა-–------------------ა, გ--------------- და მ---------–--–-----ა. ნაჭყებიამ მ-------–იდან გამოიტანა ამბავი, რომ უნდა ჩაეტარებინათ ოპერაცია, რომლის ობიექტი იყო დაცვის თანხლებით ქალაქში მოძრავი შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა დოკუმენტები, რაც უნდა წამოეღოთ. ვინაიდან დაადგინეს, რომ ობიექტი გადაადგილდებოდა დაჯავშნული ავტომანქანით, იმ დღეს ოპერაცია გადაიდო მეორე დღისთვის. გააგრძელეს ოპერაცია, ს---------იის ქუჩისა და სანაპიროს კუთხეში, ა-–------------------ამ გადმოსცა რაციით, რომ მათ წინ მიდიოდა ობიექტი M--ის მოდელის ჯიპით. შუქნიშანთან იმ მანქანამ შეანელა სვლა, რა დროსაც მარჯვნიდან ამოუდგა ნაჭყებიას მანქანა, დაუკეტა გზა, მარცხნიდან მიადგა მათი მანქანა და უსწრაფესად გადმოვიდნენ მებრძოლები. სახეზე ეკეთათ ნიღბები, გადაკიდებული ჰქონდათ ავტომატები, პისტოლეტები ხელში ეჭირათ. სასწრაფოდ გადმოათრიეს ობიექტის დაცვა და დააგდეს ასფალტზე, რა დროსაც მათი ძალისმიერი ქმედებით მიიღო დაზიანებები. ნაჭყებიას ხალხმა გადმოათრია მძღოლი, ობიექტი და დაუწყეს ცემა, რა დროსაც მან მიიღო სერიოზული დაზიანებები. წამოიღეს ჩანთა. ღონისძიების დასრულების შემდეგ ა-–------------------ამ მონაწილეები აიყვანა მ-------–ის შენობაში, სადაც დახვდათ შვიდი-რვა კაცი, მათ შორის - ე-----–---------ა, რომელმაც ხელი ჩამოართვა თითოეულს, მიულოცა და ოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის გადასცა მაგიდაზე ექვს ნაწილად შეკრული, 500-500 აშშ დოლარი. როგორც მისთვისაა ცნობილი, აღნიშნული ოპერაციის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არსად დაფიქსირებულა.

 

ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა მოიერიშეებმა - გ---------------მ, მ---------–--–-----ამ, მ---------------მ, ა-–------------------ამ და ლ--------------მ. მათი ჩვენებების თანახმად, 2005 წლის ივლისის თვეში ირიცხებოდნენ შ--------------- სამ--------ოს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეციალურ რაზმში. 2005 წლის ივლისში, დაახლოებით პირველი საათისთვის, მოძრაობა ჩაუკეტეს M--ის მოდელის ვერცხლისფერ ჯიპს, რომელშიც იჯდა მათთვის საინტერესო ობიექტი და არ მისცეს გადაადგილების საშუალება. ხელმძღვანელობის დავალებისამებრ, გადმოათრიეს ავტომანქანაში მყოფი პირები და დაუწყეს ცემა. თავდასხმის უშუალო ობიექტი იყო მძღოლი, რომელიც სცემეს როგორც ფეხებით, ისე - ავტომატებით. ფიზიკურად გაუსწორდნენ ასევე ავტომანქანაში მყოფ მეორე მამაკაცს - დაცვის წევრს. თავდასხმის დროს ყველა მათგანს სახე დაფარული ჰქონდა ნიღბით, შეიარაღებული იყვნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ტაბელური იარაღით. ვ--–--------–-–---–ზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მ-------–ის შენობაში მათ შეხვდა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ე-----–---------ა, რომელმაც ოპერაციაში მონაწილე ექვსივე თანამშრომელს, მადლობის ნიშნად, აჩუქა 500-500 აშშ დოლარი, თან ყველანი იქვე გააფრთხილეს, რომ ეს ამბავი უნდა დაცულიყო საიდუმლოდ და არასდროს არავისთან ესაუბრათ ამ თემაზე. მათთვის ტელევიზიით გახდა ცნობილი, რომ ეს თავდასხმა დეპუტატ ვ--–--------–-–---–ის მიმართ იყო განხორციელებული. მოწმე მ---------–--–-----ას განმარტებით, ობიექტი უნდა გაელახათ ისე, რომ ყოფილიყო ყაჩაღობის ინსცენირება, მანქანიდან უნდა აეღოთ დოკუმენტები. უშუალოდ ვ--–--------–-–---–ის ცემაში მასთან (მოწმესთან) ერთად მონაწილეობდნენ ა-–------------------ა და გ---------------.

 

სასამართლოში მოწმე ა-–------------------ამ აჩვენა, რომ მისი უშუალო ხელმძღვანელი იყო ვ---------------ია, რომელმაც 2005 წლის ივლისის თვეში უთხრა, რომ აეყვანა რამდენიმე მებრძოლი და ჩასულიყო მ-------–ის შენობაში, სადაც უნდა ენახა გ---------ე. მივიდა გ---------ესთან კაბინეტში, სადაც ამ უკანასკნელმა ჟურნალში ანახა მისთვის უცნობი პიროვნების სურათი, უთხრა, რომ აღნიშნული პირი იყო ქვეყნის მოღალატე და ჯაშუში და მასზე უნდა განეხორციელებინათ თავდასხმა, რაც განახორციელეს მეორე დღეს. როდესაც მოხდა ობიექტის ავტომანქანის ბლოკირება, ადგილზე იმყოფებოდა გ---------ე, რომელიც გადასული იყო ავტომანქანიდან. საღამოს, ტელევიზიის საშუალებით შეიტყო, რომ პირი, რომელზეც თავდასხმა განახორციელეს, იყო პ----–------ის წევრი ვ--–--------–-–---–ი.

 

მოწმე ვ---------------იას სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2005 წელს მუშაობდა შ--------------- სამ--------ოს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში სპეციალური სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. სამმართველოს ფუნქციას წარმოადგენდა შეიარაღებული ძალით ოპერაციების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში, მუშაობდნენ ასევე კონტრდაზვერვისა და ანტიტერორისტული ცენტრის ინტერესებში. მისი ხელმძღვანელი იყო ე-----–---------ა. პ------------ ს----–---–თან, სამსახურიდან გამომდინარე, ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა. მის მიმართ რაიმე პირადი ინტერესი ან წყენა არ ჰქონია. ზაფხულის პერიოდი იყო, ე-----–---------ამ უთხრა, რომ, ობიექტის ოპერატიული დამუშავების მიზნით, სჭირდებოდათ ერთი ადამიანი, ვინც შეძლებდა ჯგუფის ორგანიზებას და უშუალოდ მიიღებდა მონაწილეობას დამუშავებული ინფორმაციის რეალიზებაში. სჭირდებოდათ პატარა ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც დაემორჩილებოდა გ---------ეს. დაიბარა საბრძოლო ჯგუფის უფროსის მოადგილე ა-–------------------ა, რომელსაც დაავალა ჯგუფის ჩამოყალიბება და გ---------ესთან დაკავშირება. ა-–------------------ამ შეკრიბა ექვსკაციანი ჯგუფი, რომელშიც, ნაჭყებიას გარდა, შედიოდნენ ჩხეტია, გეთია, ცინარიძე, წოწონავა და გერსამია. მეორე დღეს, დღის მეორე ნახევარში, დაუკავშირდა ა-–------------------ა, რომელმაც აცნობა, რომ ღონისძიება ჩატარდა, ყველაფერი რიგზე იყო და ბრუნდებოდნენ ბაზაზე. ,,კ--------ი“-ს საინფორმაციო გამოშვებიდან შეიტყო, რომ მოხდა ვ--–--------–-–---–ზე ყაჩაღური თავდასხმა. 2005 წლის ივლისის ბოლოს, მთავრობის კანცელარიაში შედგა შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა კონტრდაზვერვის მიერ ორგანიზებული ოპერაციის წარმატებით ჩატარებას, რომელშიც პირადად მონაწილეობდა. მის გარდა შეხვედრას ესწრებოდნენ შ--------------- მ--------ი ი------------–---–ი, მ--------ის მოადგილე ამირან მესხელი, კონტრდაზვერვის უფროსი შ--–---–------ი, ლ-----------ე და კიდევ ერთი პირი. პ------------ის მიერ დადებითად შეფასდა ჩატარებული სპეცოპერაცია. შეხვედრის შემდეგ, ფოიეში, მისი თანდასწრებით, ი------------–---–მა მ-----–------–---–ს უთხრა: აი, ვ---ს (ამ სახელს ეძახდნენ მას შემოკლებით) რა მაგარი ბიჭები ჰყავს, პროფესიონალურად ასრულებენ თავიანთ ამოცანას, ყველაფერს მაგრად აკეთებენ, გ--–-–---–ის ამბავთან დაკავშირებით იყოჩაღეს, ძაან მაგრად შეასრულეს ღონისძიება, რაც მ-----–------–---–ს არ გაჰკვირვებია და კმაყოფილებით თქვა: ,,კი, ვიცი, მაგარი ბიჭები არიან, რაც გაკეთდა, ყველაფერი კარგად, უმაღლეს დონეზე, როგორც საჭირო იყო, ისე გაკეთდა, და ჩემი სახელით გადაეცი დიდი მადლობა“-ო. მოწმის განმარტებით, მ-----–------–---–ის მადლობა ეხებოდა ვ--–--------–-–---–ზე განხორციელებულ თავდასხმას, რამდენადაც, გარდა აღნიშნული თავდასხმისა, სხვა არანაირი შეხება და კავშირი ვ--–--------–-–---–თან არასდროს ჰქონია. მოწმემ აღნიშნა, ამ ღონისძიების ჩატარება არ იყო არც თავდასხმაში მონაწილე ბიჭების და არც კოდუას ინიციატივა, ამ ღონისძიების შესახებ იცოდა უშუალოდ ვ------------–---–მა და თავად მ-----–------–---–ი იყო საქმის კურსში.

 

პ------------თან გამართულ შეკრებაზე ი------------–---–ისა და ვ---------------იას ყოფნის ფაქტი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, შ--------------- სამ--------ოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა შ--–---–------მაც.

 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, მოწმის სახით დაკითხული პატრულ-ინსპექტორ თ--------------–--------ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2005 წლის 14 ივლისს, დაახლოებით პირველი საათისთვის, მეწყვილე შ----------–---–თან ერთად პატრულირებისას, დიდუბის მხრიდან მიემართებოდა ე.წ. ე-–----ს ბაზრობის მიმართულებით. მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და მ---–----–---------ის კვეთაზე შენიშნეს ხალხმრავლობა, რა დროსაც გამოვლინდა ყაჩაღობის ფაქტი. კერძოდ, M--ის მოდელის ავტომანქანის მინა იყო ჩამტვრეული, ძირს იწვა ვ--–--------–-–---–ი, რომელსაც სახის არეში მძიმე დაზიანებები ჰქონდა და მისი ამოცნობა ძნელი იყო. დაზიანებები აღენიშნებოდა და სისხლი სდიოდა პირად მცველსაც. გამოკითხვის შედეგად დაადგინეს, რომ დაახლოებით ექვსმა-შვიდმა ადამიანმა, რომლებიც იყვნენ ნიღბებით და შავებში ჩაცმული, მათზე განახორციელა თავდასხმა. შემთხვევის შესახებ გადასცეს რადიოსადგურით და გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

 

მოწმე შ-------------–---–მა სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ 2005 წლის ივლისში მუშაობდა თბილისში, სანაპიროზე, რესტორან ,,თეთრ სახლთან‘‘ მდებარე ავტოსამრეცხაოში. 14 ივლისს, დღის პირველიდან ორ საათამდე პერიოდში, სამრეცხაოში მყოფს შემოესმა მანქანის ძლიერი დამუხრუჭების ხმა და გარეთ გასულმა დაინახა რამდენიმე, დაახლოებით რვა, ნიღბიანი, შავებში ჩაცმული, შეიარაღებული პირი, რომლებმაც რუხი ფერის ავტომანქანიდან გადმოიყვანეს ორი კაცი და ერთი ქალი, დაუწყეს იარაღებით ცემა. განსაკუთრებით ერთი მამაკაცი სცემეს, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ გაიგო, რომ ეს კაცი იყო ვ--–--------–-–---–ი.

 

მოწმე ი-----–----------–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით, 2005 წელს იყო თავდაცვის მ--------ი, რა პერიოდშიც შეხვედრა შედგა პ------------ მ-----–------–---–თან, რომელსაც, მის გარდა ასევე ესწრებოდა შ--------------- მ--------ი ი------------–---–ი. ამ პერიოდში უკვე დაძაბული იყო ურთიერთობა პ------------სა და ვ--–--------–-–---–ს შორის, იგულისხმება ვ--–--------–-–---–ის მხრიდან საგაზეთო სტატიები, სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობა, სადაც აშკარად ავლენდა ნეგატიურ დამოკიდებულებას პ------------ის მიმართ, ასევე, მოიხსენიებდა მის მეუღლეს. ამ შეხვედრაზე მ-----–------–---–მა თქვა, რომ ვ--–--------–-–---–ი უკვე ზედმეტებში გადადიოდა და აუცილებელი იყო მის მიმართ ფიზიკური ანგარიშ-წორება, რომლის ორგანიზებაც დაავალა მას (ი-----–----------–---–ს). ი------------–---–ი იკავებდა ს----–---–ის მხარეს და გარკვეულწილად აქეზებდა მას. პ------------ს მყარად ჰქონდა პოზიცია ჩამოყალიბებული, მაგრამ მისგან (მოწმისგან) უარის მიღების შემდეგ დეტალებზე აღარ უსაუბრიათ. ამ შეხვედრიდან ორი-სამი დღის შემდეგ იგი (ი-----–----------–---–ი) შეეცადა მასთან კომუნიკაციას გადარწმუნების მიზნით, თუმცა ეს შეუძლებელი იყო. ვ--–--------–-–---–ის ცემის ფაქტის შემდეგ მ-----–------–---–ს შეხვდა შავნაბადაზე ან კანცელარიაში (ზუსტად არ ახსოვს), სადაც ს----–---–მა გულისწყრომა გამოხატა მის მიმართ და ნიშნის მოგებით უთხრა, რომ ის, რაც ვერ გააკეთა მან (ო------–---–მა), საკმაოდ კარგად გააკეთა ვ-----. მოწმის განმარტებით, მიუხედავად პირადი დამოკიდებულებისა მ-----–------–---–ის მიმართ, მისი ჩვენება სრულად შეესაბამება რეალობას.

 

მოწმის სახით დაკითხული, ს----------–---------–------ის ყოფილი თავმჯდომარის, ნ----------------ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, დეპუტატ ვ--–--------–-–---–სა და პ------------ მ-----–------–---–ს შორის არსებული დაძაბულობა უკავშირდებოდა ავლაბარში მდებარე ვ--–--------–-–---–ის კუთვნილ სახლს, რომელშიც ის აპირებდა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადასვლას, ს----–---–მა კი გადაწყვიტა აღნიშნულ ტერიტორიაზე პ------------ის რ--------–იის აშენება. ხ--–-------–--ის წარმომადგენლებსა და ვ--–--------–-–---–ს შორის გაიმართა მოლაპარაკება და მიუხედავად იმისა, რომ გ--–-–---–ს ძალიან უჭირდა სახლის დათმობა, ბოლოს დათანხმდა კონკრეტული ანაზღაურების სანაცვლოდ. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, როდესაც ვ--–--------–-–---–მა თანხა ვერ მიიღო, მოითხოვა ანაზღაურება. ამ ფაქტით პ------------ი იყო ძალიან აღშფოთებული, თუ როგორ გაბედა ვ--–--------–-–---–მა და მოითხოვა ანაზღაურება. ამის შემდგომ გაზეთში გამოქვეყნდა ინტერვიუ ვ--–--------–-–---–თან, რომელშიც ძალიან არასასიამოვნოდ და არაკორექტულად მოიხსენიებდა მ-----–------–---–ის მეუღლეს და მის ოჯახს. სწორედ ეს გახდა ს----–---–ისთვის ბოლო წვეთი, რომ სპეცრაზმს ეცემა გ--–-–---–ი. 2005 წლის ივლისში, ვ--–--------–-–---–ზე მომხდარი თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, იგი (ბ-----------) სასწრაფოდ წავიდა საავადმყოფოში და მოინახულა დაშავებული. ნანახით შოკირებული დარჩა, ვ--–--------–-–---–ი იყო უმოწყალოდ ნაცემი, საუბარი ძალიან უჭირდა, თუმცა ვ--–--------–-–---–მა უთხრა, რომ ეს იყო ს----–---–ის პირადი შურისძიება იმ რამდენიმე მილიონის გამო, რომელიც მის სახლში უნდა გადაეხადა, რაც შეასრულებინა სპეცრაზმს. ვ--–--------–-–---–ი იყო უმოწყალოდ ნაცემი, სასიკვდილოდ გამეტებული და სავსებით შესაძლებელი იყო ამ დაზიანებებით ფატალური შედეგის დადგომა. გ--–-–---–ი ასევე შიშობდა, რომ საქართველოში დარჩენის შემთხვევაში შურისძიება გაგრძელდებოდა და ცოცხალს არ დატოვებდნენ. მეტიც, ვ--–--------–-–---–ს მიაჩნდა, რომ საავადმყოფოშიც კი არ იყო დაცული, არ ენდობოდა ექიმებს. მოწმემ აღნიშნა, რომ მან, როგორც პ----–------ის თავმჯდომარემ, აღუთქვა დახმარება, მაქსიმალურად მოკლე დროში გაეყვანათ საქართველოდან, რაც შეასრულა კიდეც. თავიდან ძალიან გაუჭირდა დაჯერება, რომ ეს ს----–---–მა გააკეთა. საავადმყოფოდან წამოსვლისთანავე ის დაუკავშირდა მ-----–------–---–ს და მათი შეხვედრა შედგა პ------------ის ადმ--------აციაში. სამწუხაროდ, მ-----–------–---–თან საუბრის შემდეგ მიხვდა, რომ ეს მისი გაკეთებული იყო. მის კითხვებზე, ს----–---–ის პასუხი იყო: ,,რა, არ იყო ვ--–--------–-–---–ი საცემი?‘‘ მ-----–------–---–მა უთხრა, რომ ვ--–--------–-–---–ი გაილახა საგაზეთო სტატიის გამო. მართალია, მ-----–------–---–ს პირდაპირ არ უთქვამს, რომ მან დაავალა სპეცრაზმს აღნიშნული, თუმცა სპეცრაზმის მონაწილეობა თავდასხმაში არ უარყვია. ვინაიდან ნ----------------ისთვის მიუღებელი იყო პირად ანგარიშ-წორებაში სახელმწიფო უწყების ჩარევა, მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იკამათეს, რა დროსაც ს----–---–მა თქვა, რომ ის აღარ გაიმეორებდა ამას. ამ ფაქტის შემდეგ ვ--–--------–-–---–ი მუდმივად ითხოვდა თავდასხმის გამოძიებას, რაც ხ--–-------–---ს აღიზიანებდა და უწყობდნენ პროვოკაციებს, კერძოდ, ხალხში ხმების გავრცელებითა და შეკვეთილი სტატიებით დააბრალეს სკოლის დაწვა, წამოწიეს საკითხი ფინანსურ გადასახადებთან დაკავშირებით, უფლებამოსილებაც კი შეუწყვიტეს. ყველაფერი ეს იყო სახელწიფოს პოლიტიკური ანგარიშ-წორება და შურისძიება ვ--–--------–-–---–ის მიმართ. გამორიცხულია, რომ იმ პერიოდში, როდესაც ფასადებიც კი არ იღებებოდა ს----–---–ის მითითების გარეშე, სპეცრაზმს, თუნდაც შ--------------- მ--------ის მითითებით, მიეღო გადაწყვეტილება დეპუტატის ცემის შესახებ.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2005 წლის 14 ივლისს, დათვალიერდა ქ. თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მ---–----–---------ის გადაკვეთაზე გზის მარჯვენა მხარეს მდგარი, ,,მერსედესი‘‘-ს მარკის, ვერცხლისფერი M- 400 მოდელის ჯიპი, ლიტვური სა-------------. მანქანას ჩამსხვრეული აქვს შუშები, ფრთებზე, საბარგულის დაბლა მხარეს, აღენიშნება სისხლისფერი მოწითალო ლაქები. მანქანის სალონში დაყრილია შუშის ნამსხვრევები, წინა მარცხენა სავარძელს ზურგის მხრიდან აქვს სისხლის ლაქები, ასეთივე ლაქებია წინა მარცხენა სავარძლის საჯდომ ნაწილზე, გადმოხსნილია ე.წ. ,,ბარდაჩოკი“. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ მოხდა ხელის კვლებისა და სისხლისმაგვარი ლაქების ამოღება და შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება.

 

2012 წლის 12 დეკემბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის #------- დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული, პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისი ხელის თითის 1 (ერთი) კვალი, გადატანილი დაქტილოფირზე, მ--–-----–----იას მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის ნიმუშის იდენტურია, რაც სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი-----–---------–-–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ დაქტილოსკოპიური ფირები გადაეცა ექსპერტების - ეკატერინე ჩავლეიშვილისა და თამაზ იასაღაშვილის მიერ.

 

ვ--–--------–-–---–ის კუთვნილი ავტომანქანა ,,M------------------ის‘‘, სახ. #------- ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით, შპს ,,აკას‘‘ დირექტორის 2005 წლის 16 ივლისის წერილის თანახმად, კომპიუტერული შემოწმების შედეგად აღმოჩნდა ანტიბლოკირების სისტემის უკანა ორივე გადამწოდის დაზიანება. ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ სამუხრუჭე სისტემის ანტიბლოკირების უკანა ორივე გადამწოდს გაწყვეტილი აქვს კონტაქტები.

 

2005 წლის 17 აგვისტოს ტრასოლოგიური ექსპერტიზის #-------- დასკვნის თანახმად, ავტომანქანა ,,მერსედეს-ბენცის‘‘, სახ. #-------, სამუხრუჭე სისტემის ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანება აღმოჩენილი ვერ იქნა. ავტომანქანიდან ამოღებული ელექტროსადენები განცალკევებულია/გადაჭრილია რაიმე ბასრი ხელსაწყოს გამოყენებით, როგორიც შესაძლებელია იყოს მკვნეტარა. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ--------–----------ემ, რომელმაც განმარტა, რომ, ექსპერტ ზენაიშვილთან ერთად, დაათვალიერა ავტომანქანა, რა დროსაც გამოყენებულ იქნა ოპტიკური და კრიმინალისტიკური ხელსაწყოები და გამოირკვა, რომ სადენები იყო დაზიანებული. ასევე, გამომძიებელმა დამატებით წარუდგინა სადენები, რაც შესწავლილ იქნა და სამუხრუჭე სისტემის ზედაპირზე დაზიანებები აღმოჩენილი ვერ იქნა. ავტომანქანიდან ამოღებული ელექტროსადენები განცალკევებული იყო რაიმე ბასრი ხელსაწყოს გამოყენებით.

 

2005 წლის 22 ივლისის სასაქონლო ექსპერტიზის #----- დასკვნის თანახმად, რომლის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ-------–----ემ, დადგენილია, რომ ავტომანქანა ,,მერსედეს ბენცი M--400-ის‘‘, სახ.#-------, დაზიანებით მიყენებული ზარალის ოდენობა შეადგენს 2 620 ლარს.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, 2014 წლის 6 ნოემბრის სასაქონლო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმადაც, ვ--–--------–-–---–ის კუთვნილი ბრილიანტის ბეჭდის საბაზრო ღირებულება 2005 წლის ივლისის თვის მდგომარეობით შეადგენდა 50 000 ლარს. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-------------ემ, რომელმაც განმარტა, რომ, გამომძიებლის დადგენილებასთან ერთად, წარედგინა ბრილიანტის ქვის სერტიფიკატი, სადაც მითითებული იყო ქვის როგორც წონა, ისე - ხარისხი და ფერი. ბეჭდის ფასის განსასაზღვრად კვლევისას გამოიყენა შედარების მეთოდი, რაც გულისხმობს მსგავსი ან იდენტური საქონლის ღირებულების განსაზღვრას.

 

2005 წლის 20 ივლისის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #3--- დასკვნის თანახმად, მოქ. ვ--–--------–-–---–ი თბილისის ო----------–-----ის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში შესულია 2005 წლის 14 ივლისს, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: დახურილი ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ზედა და ქვედა ყბის მოტეხილობა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. ამავე დასკვნის მიხედვით, დაზიანების ხარისხის განსაზღვრისათვის საჭიროა, ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნას სამედიცინო დოკუმენტაცია სრული სახით. აგრეთვე, სრული სამედიცინო დოკუმენტაცია მოთხოვნილია იმავე თარიღის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #3--- დასკვნით მოქ. მ--–-----–----იას მიმართ, რომელიც თბილისის ო----------–-----ის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში შესულია ასევე 2005 წლის 14 ივლისს, სადაც დაესვა დიაგნოზი: მარცხენა წარბის დაჟეჟილი ჭრილობა, მარცხენა საფეთქლის ჰემატომა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების შინაარსი სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ე-------–--–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ პირველადი ექსპერტიზების ჩატარებისას მასთან არ იყო წარდგენილი სრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაცია, რის გამოც მხოლოდ დაზიანების მექანიზმი გაირკვა და ვერ მოხდა დაზიანების ხარისხის განსაზღვრა. შემდგომში, როდესაც სხვა ექსპერტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო კომისიურ სამედიცინო ექსპერტიზაში, დადგენილ იქნა, რომ ვ--–--------–-–---–ისთვის მიყენებული დაზიანებები მიეკუთვნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებებს. ვ--–--------–-–---–ს დაზიანებები ჰქონდა სახის არეში, ძვლოვანი დაზიანება იყო, იქ იყო ორბიტის შუბლის წიაღის მოტეხილობა, ორბიტის სახურავზე გავრცელებით, რაც მძიმე დაზიანებათა ხარისხით განისაზღვრება. ორბიტა არის თვალის მიდამო, შუბლის ძვლის ქალა-სარქველის მხრიდან, ორბიტის სახურავი ჰქვია, არის შიგნითა ფირფიტა, რომლის მოტეხილობა მძიმე ხარისხის დაზიანებად კლასიფიცირდება. ეს დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა ტრავმის მიღების თარიღს. ექსპერტმა ასევე დაადასტურა, რომ ნაწიბურები, რაც გ--–-–---–ს დარჩა, იყო წარუხოცელი, რაც ნიშნავს იმას, რომ სახეზე რჩება კვალი, რომელიც თავისით არ გამოსწორდება.

 

2014 წლის 15 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით:

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ კლინიკურ საავადმყოფოში 2005 წლის 14 ივლისს ვ--–--------–-–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: ქალა-ტვინის ტრავმა, ორივე შუბლის წილის ბაზალური სტრუქტურების ჰემორაგიული კონტუზია. შუბლის წილის ჰემოსინუსიტი, სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, მარჯვენა ორბიტის სახურავის ხაზოვანი მოტეხილობა. მასვე აღენიშნებოდა ნახეთქი ჭრილობა ცხვირის ფუძის მიდამოში, მრავლობითი კანქვეშა ჰემატომები, სისხლნაჟღენთები თავისა და სახის არეში, ექსკორიაციები ორივე მუხლის არეში, კანქვეშა ჰემატომა მტევნის II მეტაკარპალური ძვლის მიდამოში.

ო----------–-----ის სახ. ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ვ--–--------–-–---–ს დადგენილი აქვს: თავის ტვინის შერყევა, ზედა და ქვედა ყბის მოტეხილობა. მრავლობითი სისხლნაჟღენთები, ნახეთქი ჭრილობები შუბლის არეში, მრავლობითი ექსკორიაციები და კანქვეშა ჰემატომები სახის არეში, მცირე ზომის სისხლმდენი ჭრილობა კეფის არეში, მარჯვნივ მაჯის სახსრის არეში კანქვეშა ჰემატომა.

ვ--–--------–-–---–ის თავის ტვინისა და სახის ძვლების კტ კვლევების CD დისკები შესწავლილ იქნა სათანადო პროფილის სპეციალისტის მიერ, რომლის დასკვნითაც, არსებულ გამოსახულებებზე ისახება ჰაიმორის წიაღების ვენტრალური, მედიალური და ლატერალური კედლების (ზედა ყბის ძვლები) მოტეხილობები, ასევე, ცხავის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობები აიროვანი უჯრედების დონეზე. მოტეხილობები ტოპიკურად სახის ქალას განეკუთვნება და წინააღმდეგობაში არ არის ტრავმის მითითებულ თარიღთან (14.07.2005).

დასკვნის თანახმად, კეფის არეში არსებული ჭრილობის მიმყენებელი საგნის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია, ვინაიდან სამედიცინო საბუთში არ არის აღწერილი მისი მორფოლოგიური სურათი. ყველა სხვა დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს.

 

აღნიშნული დასკვნის შინაარსი სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–------------ამ, რომელმაც განმარტა, რომ ვ--–--------–-–---–ის კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის შესწავლის შედეგად, რადიოლოგის მიერ გაიცა დასკვნა, სადაც აღინიშნებოდა მხოლოდ სახის ძვლების მოტეხილობა, რაც მიეკუთვნებოდა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას. შემდგომში, კომისიური ექსპერტიზის დროს, შესწავლილ იქნა კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის CD დისკები, რის შესაბამისადაც, ვ--–--------–-–---–ს აღენიშნებოდა ქალასარქველის, ქალას ფუძის ძვლების დაზიანება, რაც მძიმე ხარისხის დაზიანებაა. მანვე დაადასტურა ასევე კომისიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ფარგლებშიც ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნა თავად ვ--–--------–-–---–ი და მოხდა მის სხეულზე არსებული დაზიანებების შემოწმება, რა დროსაც აღენიშნებოდა ნაწიბურები სახის არეში. მოწმის განმარტებით, კომისიურ ექსპერტიზაში, ასევე, მონაწილეობას იღებდნენ ექსპერტები: ე-------–--–---–ი, დ--------------–--, კ--------------–-----–---–ი, ვ--–-----ის სამედიცინო ექსპერტი რ---------------ი და რადიოლოგი ნ-----–----------–---–ი. რაც შეეხება უცხოელ ექსპერტ რ---------------თან კომუნიკაციას, ხდებოდა მეილის საშუალებით, გაიგზავნა დასკვნა, მოხდა მასალების გაცნობა და ხელიც მოეწერა ელექტრონულად. ექსპერტიზაში რ---------------ის ჩართვა მოითხოვა გამოძიებამ.

 

აღნიშნული დასკვნის შინაარსი დაადასტურა სასამართლოში დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ---------------მა, რომელმაც აღნიშნა, რომ #G----------) დასკვნით, ქალას ფუძის წინა ფოსოს მოტეხილობის გამო, ვ--–--------–-–---–ის დაზიანებები შეფასებულია, როგორც მძიმე. ვ--–--------–-–---–ს აღენიშნებოდა დაჟეჟილობა თავისა და სახის არეში, რომელიც გამოვლინდა რბილი ქსოვილების შეშუპებით და კანქვეშა სისხლჩაქცევით, მრავლობითი სახის ძვლების მოტეხილობით, ქალას ფუძის წინა ფოსოს მოტეხილობით, რაც მიყენებული იყო მყარი, ბლაგვი საგნით. ექსპერტიზა ჩაატარა კანონის მიხედვით ცოცხალ სხეულზე, არანაირი კითხვები არ დაუსვამთ, თვითონვე დაადგინა სამედიცინო დიაგნოზი, დრო, ამ დაზიანებების წარმოშობის მექანიზმი და შემდეგ დაზიანების ხარისხი. მანვე განმარტა, რომ ქართველ ექიმებთან ერთად მონაწილეობა მიიღო კომისიურ ექსპერტიზაში, რა დროსაც თვითონ და ქართველი ექიმები მივიდნენ ერთ დასკვნამდე, რომ ეს იყო მძიმე დაზიანებები, რაც მისი პირველი ექსპერტიზითაც დადგინდა.

 

2014 წლის 1 ოქტომბრის კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ ექსპერტთა მიერ შესწავლილ იქნა ვ--–--------–-–---–ის მიმართ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თსუ კლინიკური საავადმყოფოსა და ო----------–-----ის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დოკუმენტაციით დადგენილი დიაგნოზები, ასევე, მათი მოთხოვნის საფუძველზე, წარდგენილ იქნა სამი ცალი CD დისკი, რომელიც შესწავლილ იქნა შპს ,,ავერსის კლინიკის‘‘ რადიოლოგიური სამსახურის უფროსის - ნ-------–---–ის მიერ, რომლებზეც ისახება ჰაიმორის წიაღების ვენტრალური, მედიალური და ლატერალური კედლების (ზედა ყბის ძვლები) მოტეხილობები, ასევე, ცხავის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობები აიროვანი უჯრედების დონეზე. მოტეხილობები ტოპიკურად სახის ქალას განეკუთვნება. ქალას ფუძე ამ სერიაში არ ვიზუალირდება. თავის ტვინის კტ კვლევაზე ისახება შუბლის წიაღის მოტეხილობა მარჯვნივ, ორბიტის სახურავზე გავრცელებით. დაზიანება განეკუთვნება ქალა-სარქველს და ვრცელდება ქალას ფუძის წინა ფოსოზე. დაზიანებები ტრავმის მითითებულ თარიღთან (14.07.2005) წინააღმდეგობაში არ არის.

 

დასკვნის თანახმად, კეფის არეში არსებული ჭრილობის მიმყენებელი საგნის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია, სამედიცინო დოკუმენტაციაში დაზიანების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო, ხოლო ყველა სხვა დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და, ერთად აღებული, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. ვ--–--------–-–---–ის სახის არეში არსებული ნაწიბურები უნდა წარმოადგენდნენ ჭრილობების შეხორცების შემდგომ კვლებს, რომლებიც წარუხოცელია. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი და ნამდვილობა სასამართლო სხდომაზე სრულად დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ე-------–--–---–მა, კ--------------–-----–---–მა, ნ-----–----------–---–მა, დ--------------–--მ და ე-–------------ამ.

 

მოწმის სახით დაკითხულმა, რადიოლოგმა ნ-----–----------–---–მა განმარტა, რომ მან ორჯერ მიიღო მონაწილეობა სამედიცინო დასკვნების გაცემაში, რაც შემოიფარგლებოდა წარდგენილი რადიალური გამოსახულებების განხილვითა და რეცენზიებით. პირველ შემთხვევაში წარდგენილი იყო მასალები სახის ძვლების მოტეხილობების თაობაზე. დადგინდა სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობის არსებობა, რაც ნაკლებად მძიმე დაზიანებად განიხილებოდა. მეორე შემთხვევაში გამოკვლეულ იქნა თავის ტვინის ტომოგრაფიული მასალები, ეს იყო მოტეხილობა თავის ქალას ორბიტის ზედაპირზე გავრცელებული, ეს არის თავის ქალას წინა მხარის ფოსო. ამრიგად, დაზიანება არა მხოლოდ თავის ქალას განეკუთვნება, არამედ ვრცელდება თავის ქალას ფოსოზე. ვინაიდან მოტეხილობა ვრცელდებოდა ქალას ფუძის ფოსოზე, განისაზღვრა მძიმე დაზიანებად.

 

2014 წლის 5 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, ო----------–-----ის სახ. ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მ--–-----–----იას დაუდგინდა: მარჯვენა წარბის დაჟეჟილი ჭრილობა, მარცხენა საფეთქლის არეში კანქვეშა ჰემატომა. გადაყვანილ იქნა მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც დაუდგინდა: ჭრილობა (გაკერილი) მარჯვენა წარბის არეში, მარჯვენა ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე. ასევე, აღენიშნებოდა ჰემატომები სახის მარჯვენა ნახევარში. დადგინდა, რომ დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ჭრილობა, იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ჰემატომა მარცხენა საფეთქლის მიდამოში, იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო ჰემატომები სახის მარჯვენა ნახევარში და მარჯვენა ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო. დაჟეჟილი ჭრილობა მარჯვენა წარბის არეში ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს, ხოლო დანარჩენი დაზიანებების ხანდაზმულობის განსაზღვრა, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტების საფუძველზე, შეუძლებელია. მითითებული დასკვნის შინაარსი და ნამდვილობა სასამართლოში სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ--------------ემ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენით, რაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განაჩენით, ვ--–--------–-–---–ზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, ი------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით; ე-----–---------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტით, 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით; გ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტით, 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით განსახილველად არ იქნა დაშვებული ი------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი.

 

უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა მ-----–------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს მ-----–------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივ ქმედებათა ჩადენას. აღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საქმეში არ არსებობს მსჯავრდებულ მ-----–------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრებში მითითებულ მოთხოვნასა და ძირითად არგუმენტებზე.

 

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში, აპელანტები-დაცვის მხარე აღნიშნავენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე ბრალდების მხარის სასარგებლოდ იყო მიკერძოებული, აღნიშნულის ერთ-ერთ საფუძვლად კი მიუთითებენ - მოსამართლემ ბუნებრივად მიიჩნია საქმეზე დაკითხული ოცდათხუთმეტი პირიდან თითქმის ოცდაათის საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება განრიდების ფორმით. სააპელაციო პალატა დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტს არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მ-----–------–---–ის წინააღმდეგ იმ პირთა მიერ მიცემული ჩვენებების, რომელთა მიმართაც გამოყენებული იქნა განრიდება, საანდოობას აფასებს სხვადასხვა რელევანტური ფაქტორების (როგორიცაა მათი ხასიათი, მოტივი, მიცემის დრო და სხვა) გათვალისწინებით და მიიჩნევს, რომ მათი ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოწმეებმა სასამართლო განხილვის ეტაპზე ჩვენებები მისცეს ფიცის ქვეშ და მათ დაკითხვას ესწრებოდა მსჯავრდებულის ადვოკატი. გარდა ამისა, მ-----–------–---–ის წინააღმდეგ ხსენებულ პირთა მიერ მიცემული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ სხვა მოწმეთა ჩვენებებთან და საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებთან. სააპელაციო პალატის შეფასებით, მათი ჩვენებები აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს. ვინაიდან მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია თანმიმდევრულია და არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან/და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას. აღნიშნული არგუმენტების მხედველობაში მიღებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მათ მიმართ გამოყენებული იქნა სისხლის სამართლის პროცესით გათვალისწინებული განრიდება, არ შეიძლება გახდეს მათ მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებებში ეჭვის შეტანისა და არგაზიარების სამართლებრივი საფუძველი.

 

დაცვის მხარის მოსაზრებით, ბრალდების მხარემ და სასამართლომ 2005 წლის 29 ივნისს გაზეთ ,,რ---------ში“ გამოქვეყნებულ სტატიას მისცეს არასწორი ინტერპრეტაცია, რადგან სტატიაში ვ--–--------–-–---–ი არ აფიქსირებდა, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. სტატიის შინაარსიდან გამომდინარე, ვ--–--------–-–---–ის ცემის სურვილი შესაძლოა გასჩენოდა ხ--–-------–---ში მყოფ ნებისმიერ პირს და არა მაინცდამაინც პ------------ს. სააპელაციო პალატა დაცვის მხარის აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ 2005 წლის 29 ივნისს გაზეთ ,,რ---------ში“ გამოქვეყნებულ ვ--–--------–-–---–ის ინტერვიუდან ნათლად ჩანს, რომ ვ--–--------–-–---–ი გარდა იმისა, რომ აკრიტიკებს მ-----–------–---–ს იგი უშუალოდ ეხება მ-----–------–---–ის პირად, ოჯახურ ცხოვრებას, კერძოდ: ჟურნალისტის შეკითხვაზე - პ------------ი მოგწონთ თუ არა, ვ--–--------–-–---–ი პასუხობს: ,,რას ლაპარაკობთ პ------------ს, რომელსაც ცოლი გაექცევა, ის კარგი პ------------ია?“ ამავე ინტერვიუში ვ--–--------–-–---–ი აღნიშნავს: ,,თუ ჩემს სახლში პ------------ი დარბის და უკან გ---–----ა დასდევს, ის ჩემი პ------------ი არ არის; პ------------ი, რომ კერძო საკუთრებას ეხება და მოქალაქის ინტერესებს არ იცავს, ჩემთვის ის არ არსებობს“. ის გარემოება, რომ მ-----–------–---–მა ხსენებული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ პირადი შურისძების მოტივით გადაწყვიტა ვ--–--------–-–---–ის ფიზიკური ანგარიშწორება და აღნიშნულის განხორციელება დაავალა საქართველოს შ- იმჟამინდელ მ--------ს, - ი------------–---–ს, რომელმაც მ-----–------–---–ის დავალების შესრულება უზრუნველყო ე-----–---------ას მეშვეობით, დასტურდება მოწმეების: ლ-–--–---–---–ის, ი-----–----------–---–ის, ნ----------------ისა და თავად დაზარალებულის ჩვენებითაც. დაზარალებულ ვ--–--------–-–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენების შინაარსიდან ერთმნიშვნელოვნად იკვეთება მ-----–------–---–ის ბრალეულობა, თუმცა პალატა ყურადღებას მიაპყრობს ვ--–--------–-–---–ის ჩვენების იმ ნაწილზე სადაც ის აღნიშნავს, - თავდასხმის დროს ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მას მიაძახა, ხომ გითხარი, შეგხვდები და პ------------ზე ვერაფერს იტყვიო. პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოწმე ვ---------------იას ჩვენებაზე, რომელმაც სხვა გარემოებებთან ერთად აღნიშნა, რომ მთავრობის კანცელარიაში ესწრებოდა შეხვედრას, რომლის შემდეგ, ფოიეში, მისი თანდასწრებით, ი------------–---–მა მ-----–------–---–ს უთხრა: აი, ვ---ს (ამ სახელს ეძახდნენ მას შემოკლებით) რა მაგარი ბიჭები ჰყავს, პროფესიონალურად ასრულებენ თავიანთ ამოცანას, ყველაფერს მაგრად აკეთებენ, გ--–-–---–ის ამბავთან დაკავშირებით იყოჩაღეს, ძაან მაგრად შეასრულეს ღონისძიება, რაც მ-----–------–---–ს არ გაჰკვირვებია და კმაყოფილებით თქვა: კი ვიცი, მაგარი ბიჭები არიან, რაც გაკეთდა, ყველაფერი კარგად, უმაღლეს დონეზე, როგორც საჭირო იყო, ისე გაკეთდა, და ჩემი სახელით გადაეცი დიდი მადლობაო. მოწმის განმარტებით, მ-----–------–---–ის მადლობა ეხებოდა ვ--–--------–-–---–ზე განხორციელებულ თავდასხმას, რამდენადაც, გარდა აღნიშნული თავდასხმისა, სხვა არანაირი შეხება და კავშირი გ--–-–---–თან არასდროს ჰქონია. ამ ღონისძიების ჩატარება არ იყო არც თავდასხმაში მონაწილე ბიჭების და არც კოდუას ინიციატივა, ამ ღონისძიების შესახებ იცოდა უშუალოდ ვ------------–---–მა და თავად მ-----–------–---–ი იყო საქმის კურსში. საგულისხმოა მოწმე ლ-–--–---–---–ის ჩვენების ის ნაწილი, სადაც ის განმარტავს, რომ მან პირადად ე-----–---------ასგან მიიღო დავალება ვ--–--------–-–---–ის მიმართ ფარული მეთვალყურეობის განხორციელების შესახებ, ე-----–---------ასგანვე გახდა მისთვის ცნობილი, რომ ვ--–--------–-–---–ს უნდა გასწორებოდნენ ფიზიკურად იმჟამინდელი პ------------ის - მ-----–------–---–ის ოჯახის წევრების მიმართ მასმედიის საშუალებით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო და თავდასხმა უნდა განხორციელებულიყო სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლების მიერ, ყაჩაღობის ინსცენირებით. მოწმე ი-----–----------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ შეხვედრა შედგა პ------------ მ-----–------–---–თან, რომელსაც, მის გარდა, ასევე, ესწრებოდა შ--------------- მ--------ი ი------------–---–ი. ამ შეხვედრაზე მ-----–------–---–მა თქვა, რომ ვ--–--------–-–---–ი უკვე ზედმეტებში გადადიოდა და აუცილებელი იყო მის მიმართ ფიზიკური ანგარიშ-წორება, რომლის ორგანიზებაც დაავალა მას, მაგრამ მისგან უარი მიიღო. ვ--–--------–-–---–ის ცემის ფაქტის შემდეგ მ-----–------–---–მა გულისწყრომა გამოხატა მის მიმართ და ნიშნის მოგებით უთხრა, რომ, ის, რაც ვერ გააკეთა მან, საკმაოდ კარგად გააკეთა ვ-----. მოწმე ნ----------------ის განმარტებით, შემთხვევის შემდეგ მოინახულა ვ--–--------–-–---–ი, საავადმყოფოდან წამოსვლისთანავე დაუკავშირდა მ-----–------–---–ს და მათი შეხვედრა შედგა პ------------ის ადმ--------აციაში. მასთან საუბრის შემდეგ მიხვდა, რომ ეს მისი გაკეთებული იყო. მის კითხვებზე, ს----–---–ის პასუხი იყო: ,,რა, არ იყო ვ--–--------–-–---–ი საცემი?‘‘ მან თქვა, რომ ვ--–--------–-–---–ი გაილახა საგაზეთო სტატიის გამო. მართალია, მ-----–------–---–ს პირდაპირ არ უთქვამს, რომ მან დაავალა სპეცრაზმს აღნიშნული, თუმცა არ უარყვია სპეცრაზმის მონაწილეობა თავდასხმაში. ვინაიდან ნ----------------ისთვის მიუღებელი იყო პირად ანგარიშ-წორებაში სახელმწიფო უწყების ჩარევა, მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იკამათეს, რა დროსაც ს----–---–მა თქვა, რომ ის აღარ გაიმეორებდა ამას.

 

ამასთანავე, პალატა უპასუხებს დაცვის მხარის არგუმენტს იმის შესახებ, რომ მოწმე ვ---------------იას ჩვენება კანცელარიაში გამართული შეხვედრის შემდგომ პ------------ის გამოსვლის სცენასთან დაკავშირებით, გამოგონილია მოწმის მიერ და ეწინააღმდეგება მოწმე შ--–---–------ის ჩვენებას. სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის აღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს, - როდესაც საჩივარში აპელანტები ახდენენ მოწმე შ--–---–------ის ჩვენების ციტირებას აღნიშნავენ, რომ მ--------ი (ი------------–---–ი) და პ------------ი ს----–---–ი ერთად გავიდნენ, მათი საუბარი არ გაუგ--. არ იცის ზ-----ია სად იყო. ზემოთხსენებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატა მიიჩნევს, რომ მოწმე შ--–---–------ის ჩვენება უფრო ადასტურებს ვიდრე უარყოფს მოვლენათა ისეთ განვითარებას, როგორსაც აღწერს მოწმე ვ---------------ია მის მიერ მიცემულ ჩვენებაში.

 

გარდა აღნიშნულისა სააპელაციო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ ი-----–----------–---–ის მიერ მიცემული ჩვენებები განსხვავდება ერთმანეთისგან, აგრეთვე, ი-----–----------–---–ი განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებდა სატელევიზო გადაცემებშიც. თუმცა სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ ს----–---–თან შეხვედრას ესწრებოდა ი------------–---–იც. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის თანახმად: ,,მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ“. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს ი-----–----------–---–ის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებული განცხადება. სასამართლო შეფასებას აძლევს და ეყრდნობა ი-----–----------–---–ის მიერ მოცემული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოში მოწმის სტატუსით მიცემულ განმარტებებს. სააპელაციო პალატა არ იზიარებს, აგრეთვე, აპელანტების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოწმე ნ----------------ემ სასამართლოს მის მიერ გამოგონილი ჩვენება მისცა. დაცვის მხარეს, გარდა თავისი სუბიექტური მოსაზრებისა, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება კანონით დადგენილი წესით არ წარმოუდგენია. აღნიშნულ კონტექსტში პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნ----------------ე და ი-----–----------–---–ი საქართველოს იმჟამინდელი ხ--–-------–--ის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს წარმოადგენდნენ, რომლებსაც, ბუნებრივია, ჰქონდათ სამსახურებრივი კონტაქტები საქართველოს იმჟამინდელ პ------------თან და მათი ჩვენებების უტყუარობასა და სანდოობაში რაიმე ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. აპელანტები ასევე მიიჩნევენ, რომ სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა მიხეილ საკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ზეწოლის ფორმით გადაბირების მცდელობის საქვეყნოდ ცნობილი ფაქტი, როდესაც ი------------–---–ი 2013 წლის 14 დეკმებრს გვიან ღამით უკანონოდ იქნა გაყვანილი ო-----------–---–--ესთან შესახვედრად. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებულ ფაქტის შემხებლობა მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან არ დასტურდება, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტის ირგვლივ მსჯელობა სცილდება პალატის კომპეტენციის ფარგლებს.

 

სააპელაციო საჩივარის ავტორთა მოსაზრებით, ვ--–--------–-–---–ის მიერ თავისი ინიციატივით ლიტვაში ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე, საქართველოში კომპლექსური ექსპერტიზის დანიშვნა და ჩატარება ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილისა და მესამე მუხლის მეხუთე პუნქტის მოთხოვნებს. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულ არგუმენტს და მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, - ექსპერტიზა ტარდება მხარის ინიციატივით, ხოლო ამავე კოდექსის მესამე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს თუ ვინ არის მხარე (ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადვოკატი, გამომძიებელი, პროკურორი) სისხლის სამართლის პროცესში. ხსენებული ნორმების ანალიზიდან დგინდება, რომ ისინი არ უკავშირდება ექსპერტიზის დანიშვნის საფუძვლებს. გარდა ამისა, 2014 წლის 10 სექტემბრის დადგენილებით ნათლად ჩანს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე კოპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მიიღო გამომძიებელმა დ. ბაინდურაშვილმა.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლების - ა-----–-----–--–-–---–ისა და დ---------------ის სააპელაციო საჩივრის მოითხოვნას, - მ-----–------–---–ისთვის საქართველოს სსკ-ის 25, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებში უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, აპელანტები მიიჩნევენ, რომ სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მ-----–------–---–ი აღნიშნული დანაშაულის მთავარ ორგანიზატორს წარმოადგენდა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირები მხოლოდ მ-----–------–---–ის დავალებას ასრულებდნენ, რომელთაც მ-----–------–---–ზე უფრო მკაცრი სასჯელი დაენიშნათ. გარდა ამისა, აპელანტების პოზიციით, საქართველოს სსკ-ის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტთან მიმართებით სასჯელის დანიშვნის დროს, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა იმავე სტანდარტით, როგორც იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლთან მიმართებით. სააპელაციო პალატის აზრით, სახელმწიფო ბრალმდებლების მოთხოვნა მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, იმთავითვე ეწინააღმდეგება სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპს. პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სააპელაციო პალატა მ-----–------–---–ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს, სამართლიანად მიიჩნევს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მისთვის დანიშნულ სასჯელთა სახესა და ზომას. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მ-----–------–---–ისათვის დანიშნული სასჯელების სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, სამოხელეო და ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავიდან აცილებას. სააპელაციო პალატა ასევე აცხადებს, რომ, როდესაც დანაშაულს სჩადის სახელმწიფოს წარმომადგენელი – მოხელე და მითუმეტეს უმაღლესი სახელმწიფო–პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც მოწოდებული და ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ასეთ პირი უფრო მეტად არის პასუხისმგებელი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში სამსჯავროზეა არა მხოლოდ თითოეული დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ სახელმწიფოს ვალდებულებაც, აღმოფხვრას დაუსჯელობის სინდრომი, აგრეთვე, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ქვეყნის მმართველობითი სისტემის მიმართ სათანადო ნდობისა და პატივისცემის შენარჩუნება–განმტკიცებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელები ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას, პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულთა შინაარსს, ხასიათს, მათ მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის დროს მ-----–------–---–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ – მ-----–------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ-----–------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორების ა-----–-----–--–-–---–ისა და დ---------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებზე ითქვას უარი;

 

მსჯავრდებულ მ-----–------–---–ის და ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი--------------ის

სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენი მ-----–------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

მ-----–------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, რაც, ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, რაც, ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით; მასვე, 3 (სამი) წლით ჩამოერთვას დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, რაც, ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდეს ¼-ით და სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვას 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, მ-----–------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. მასვე, 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით ჩამოერთვას დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში;

 

მ-----–------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაპატიმრების მომენტიდან;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

დაქტილოფირები და სამი ცალი სინჯი განადგურდეს, ხოლო CD და DVD დისკები შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე