განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.11.2018
საქმის ნომერი
110210118002380582
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110210118002380582

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-856-18 14 ნოემბე--- 2018 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: ეკატე---ნე ქორიძე

აპელანტი (მოსარჩელე) მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი - - ტ------– კ-----–---–ი ზ------------ მ----–----–-------- მე---ა მ--–---- მ----------ი, მ--- გ-------–ი

დავის საგანი - სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების და შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზ------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, ზ------------ მ----–----–-------- გა-----–ის თანაშემწის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის სახით, ყოველთვიურად 1100 ლარის ანაზღაურება. სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: ზ------------ მ----–----–-------- გა-----–ის 2015 წლის 02 თებერვლის N----- ბრძანებით, კონკურსის შედეგების მიხედვით, ტ------– კ-----–---–ი დაინიშნა ზ------------ მ----–----–-------- გა-----–ის თანაშემწედ გამოსაცდელი ვადით. გა-----–ის 2015 წლის 01 მაისის N----- ბრძანებით დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით. ზ------------ მ----–----–-------- გა-----–ის 2017 წლის 29 ივნისის N----- ბრძანების საფუძველზე, პასუხისმგებელი პირის მხრიდან პირვანდელ პოზიციაზე დაბრუნების დაპირების გამო, მასთან გაფორმდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, თუმცა, დაპირების მიუხედავად, 2018 წლის პირველი იანვრიდან დათხოვნილი იქნა სამსახურიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის მოტივით. მისი სამუშაოდან გათავისუფლება მიაჩნია უკანონოდ, ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობით მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება უვადოდ გაფორმებულად ითვლება. შესაბამისად, სამსახურიდან ჩამოცილების ვარაუდი არ ჰქონია და აგრძელებდა საქმიანობას. ამ გარემოების გათვალისწინებით, ზ------------ მ----–----–-------- გა-----–ის 2017 წლის 29 ივნისის N----- ბრძანება ტ------– კ-----–---–ის ნაწილში ვადიანი შრომითი ხელშკრულების დადების თაობაზე, ამ ბრძანების საფუძველზე, ტ------– კ-----–---–თან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 4.1. პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა ხელშეკრულების ვადა- ბათილია. მათი ბათილობის გამო, ტ------– კ-----–---–ი აღდგენილი უნდა იქნეს უვადოდ, გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს აღდგენამდე იძულებითი განაცდური, ყოველთვიური ხელფასის-1100 ლარის ოდენობით. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე, ზ------------ მ----–----–-------- მე---ამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ, როგორც 2017 წლის 29 ივნისის N----- ბრძანების, ისე სამუშაოდან გათავისუფლების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნაზე გაშვებულია გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადები. ამასთან, მე---ის მხრიდან ბრძანების გამოცემა განხორციელდა კანონშესაბამისად, ვინაიდან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საჯარო დაწესებულებები ვალდებულნი იყვნენ, 2017 წლის 01 ივლისამდე მოეხდინათ დაწესებულებაში არსებული თანამდებობების იერარქიულ რანგში განაწილება, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა პროფესიულ საჯარო მოხელეებად გარდაქმნა ან შესაბამისი ფუნქციების და უფლება-მოვალეობების მქონე პირებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 156-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებს, მხოლოდ 2017 წლის 01 ივლისიდან-2017 წლის 31 დეკემბრამდე პე---ოდში შეიძლებოდა ჰყოლოდათ დადგენილ ზღვრულ ოდენობამდე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. სწორედ, ამ ნორმის საფუძველზე გაფორმდა მოსარჩელესთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, რომლის ყველა არსებით პირობას დაეთანხმა მოპასუხე ხელშეკრულებაზე ხ--–---–------.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. მოსარჩელე, ტ------– კ-----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; 2. ტ------– კ-----–---–ის მიერ, საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, დარჩეს ბიუჯეტის შემოსავალში. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ზ------------ მ----–----–-------- გა-----–ის 2015 წლის 02 თებერვლის N----- ბრძანებით, კონკურსის შედეგების მიხედვით, მოსარჩელე დაინიშნა ზ------------ მ----–----–-------- გა-----–ის თანაშემწედ გამოსაცდელი ვადით. 2.2. ზ------------ მ----–----–-------- გამგებილის 2015 წლის 01 მაისის N----- ბრძანებით, მოსარჩელეს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით. 2.3. ზ------------ მ----–----–-------- გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ზოგიერთი თანამდებობების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციად განსაზღვრის შესახებ, ზ------------ მ----–----–-------- გა-----–ის 2017 წლის 22 ივნისის N----- ბრძანების საფუძველზე, ზ------------ მ----–----–-------- გა-----–ის თანაშემწის თანამდებობა, 2017 წლის 01 ივლისიდან გარდაიქმნა შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციად. 2.4. ზ------------ მ----–----–-------- გა-----–ის 2017 წლის 29 ივნისის N----- ბრძანების საფუძველზე, 2017 წლის 29 ივნისს, მოსარჩელესთან დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სამუშაოს ვადა განისაზღვრა 2017 წლის 01 ივლისიდან-2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 2.5. ზ------------ მ----–----–-------- მე---ამ, 2017 წლის 26 დეკემბერს, წე---ლობით გააფრთხილა ტ------– კ-----–---–ი მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე და განუმარტა, რომ მასთან დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება იწურებოდა 2017 წლის 31 დეკემბერს. 2018 წლის 01 იანვრიდან, ტ------– კ-----–---–ი სამსახურში აღარ დაუშვეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გამო. 2.6. ზ------------ მ----–----–-------- საკრებულოს მიერ, 2018 წლის 31 იანვარს მიღებული იქნა N3 დადგენილება ,,ზ------------ მ----–----–-------- მე---ის თანამდებობის პირთა, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ", სადაც განისაზღვრა მე---ს თანაშემწის სამი შტატი. 2.7. ტ------– კ-----–---–ს, შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა 2018 წლის 01 იანვრიდან, ხოლო მის მიერ, სარჩელი სასამართლოში აღძრული იქნა 2018 წლის 02 აპრილს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.8. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე, 30-ე, 42-ე მუხლებზე, შრომის კოდექსის 1-ელ, მე-2, მე-6, 37-ე, 38-ე, 53-ე მუხლებზე, სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 130-ე მუხლებზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებზე და განმარტა: საქმის მასალების თანახმად, ზ------------ მ----–----–-------- გამგეობასა და მოსარჩელე ტ------– კ-----–---–ს შორის, 2015 წლის 02 თებერვლიდან არსებობდა შრომითი ურთიერთობა. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 13 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ტ------– კ-----–---–ი, უვადო შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში იმყოფებოდა ზ------------ მ----–----–-------- გამგეობასთან და ამ ურთიერთობის ფარგლებში გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს შრომის კოდექსის მოქმედი რედაქცია, ვინაიდან, სადავო სამართალურთიერთობა მხარეებს შორის შედგა 2014 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა (2013 წლის ივლისი) საქართველოს შრომის კოდექსის ახალი რეგულაციები, მათ შორის ახალი რეგულაციები შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გსმო, გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ. 2.9. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 მე-5, მე-6, მე-7 პუნქტებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან, მოსარჩელე ტ------– კ-----–---–ი ზ------------ მ----–----–-------- მე---ის მიერ, 2017 წლის 26 დეკემბერს გაფრთხილებულ იქნა, რომ მასთან გაფორმებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადა იწურებოდა 2017 წლის 31 დეკემბერს, აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს და საქართველოს შრომის კოდექსის ზემოაღნიშნული რეგულაციის შესაბამისად, მოსარჩელეს სწორედ ამ დროიდან წარმოეშვა უფლება დაეწყო ე.წ. გასაჩივრების პროცედურები კანონით დადგენილი წესით, რაც მას არ გაუკეთებია. გაფრთხილების ჩაბარების შემდეგ, მოსარჩელეს არ უსარგებლია უფლებით 30 კალენდარული დღის ვადაში მოეთხოვა დამსაქმებლისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წე---ლობითი დასაბუთება. მოსარჩელემ, სამართლებრივი გზების ძიება და შესაბამისი აქტივობების განხორციელება დაიწყო 2018 წლის 02 აპრილს. 2.10. სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას. სკ-ის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი კი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობა არის ფაქტობრივი მოცემულობა და ყოველ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია დამოუკიდებლად მიუთითოს, რაც მოპასუხის მხრიდან განხორციელდა, კერძოდ, მოპასუხე მიუთითებს, რომ გასულია მოსარჩელესთნ შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა. 2.11. სასამართლოს აზრით, ვინაიდან, შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება (რომელსაც ითვალისწინებს შრომის კოდექსი გასაჩივრების პროცედურების დაწყებისათვის ათვლის წერტილად) მოსარჩელეს ჩაბარდა 2017 წლის 26 დეკემბერს და ეს გარემოება სადავოდ არავის გაუხდია, ასევე არავის გაუხდია სადავოდ 2018 წლის 01 იანვრიდან შრომითი ურთიერთობის ფაქტობრივი შეწყვეტის გარემოება, ცალსახად დასაბუთებულია მოპასუხის მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა ხანდაზმულად ჩაითვალა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლოს, არც მოსამზადებელ, არც მთავარ სხდომაზე (პაექრობის ეტაპის ბოლომდე) არ გამართულა მსჯელობა სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, რაც დასტურდება სხდომის ოქმის ელექტრონული ვერსიითაც. გაუგებარია, რატომ დაეყრდნო სასამართლო ხანდაზმულობის მოტივს. სასამართლომ, საქმის გამოკვლევის ყველა ეტაპი დაუთმო ფაქტობრივ გარემოებებს და შრომის კოდექსის მე-6, 32-ე, 37-ე მუხლის დანაწესებზე მსჯელობას, ხოლო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით 38-ე მუხლის დანაწესზე არ უმსჯელია, რაზედაც მოკლე და ზერელე რეპლიკა გააკეთა მოპასუხის წარმომადგენელმა. სასამართლო ხანდაზმულობაზე მსჯელობისას არ ეყრდნობა არც შესაგებელს, არც მოპასუხის ახსნა-განმარტებას ან/და საპაექრო სიტყვას. 3.2. სასამართლოს გამორჩა ორი ძირითადი (თავდაპირველი) მოთხოვნა და ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადების შემოწმება. კერძოდ, საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა. პირველი სასარჩელო მოთხოვნით, იგი ითხოვდა შრომით ხელშეკრულებებზე გადაყვანის შესახებ, გა-----–ის №----- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას, რაზეც არ მოქმედებს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები. მეორე სასარჩელო მოთხოვნით ითხოვდა, ვადის განსაზღვრის ნაწილში შრომის ხელშეკრულების 4.1. პუნქტის ბათილად ცნობას, რაზეც, ასევე არ მოქმედებს 38-ე მუხლის წესები. მასზე მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლი, რის გამოც სარჩელი არ არის ხანდაზმული. ამდენად, მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი პირველი და მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხოლო სხვა მოთხოვნები არიან თანმდევი შედეგების ხასიათის. 3.3. სასამართლომ არასწორად გამოიყენა შრომის კოდექსის 38-ე მუხლი და არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლი, ასევე დაარღვია კანონი, როდესაც პაექრობის ბოლომდე მოპასუხე მხარის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და საფუძვლიანი მსჯელობის გარეშე, გადაწყვიტა ემსჯელა ხანდაზმულობაზე და ამ პროცესუალურ საშუალებაზე დაემყარებინა საკუთარი გადაწყვეტილება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ტ------– კ-----–---–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ზ------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.7. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით მიუთითებს შემდეგს: მხარეთა მიერ სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ზ------------ მ----–----–-------- გა-----–ის 2017 წლის 22 ივნისის N----- ბრძანების (ს.ფ.69) გამოცემამდე, ტ------– კ-----–---–ი წარმოადგენდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დასაქმებულ საჯარო მოხელეს, ხოლო შემდეგ, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის N215 დადგენილების დანართით განსაზღვრული ფაქტორების გათვალისწინებით, მისი სამუშაო გარდაიქმნა შრომის კოდექსით რეგულირებული მოხელის პოზიციად (იხ.მ----–----–-------- გამგეობის სამუშაო ჯგუფის 16.06.2017წ. N2 ოქმი, ს.ფ.74-75 ). 4.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 22 ივნისის N----- ბრძანება, შედავებული არ ყოფილა და ძალაშია. ამდენად, დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ტ------– კ-----–---–ი, 2017 წლის 01 ივლისიდან-2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შრომის კოდექსით რეგულირებულ სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა დამსაქმებელთან. 4.5. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება. მოსარჩელე თვლის, რომ მასთან შრომითი ხელშეკრულების მოკლე ვადით გაფორმება კანონსაწინააღმდეგოა, იგი განუსაზღვრელი ვადით დასაქმებულად უნდა იქნეს მიჩნეული და აღდგენილ იქნეს პირვანდელ სამუშაო ადგილზე იძულებითი განაცდურის ანაზღაურებით. სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველ ნაწილსა და 12 -ე ნაწილზე, რომლის თანახმადაც, შრომითი ხელშეკრულება იდება წე---ლობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება, მხოლოდ მაშინ, როცა: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას. 4.6. კანონის მითითებული ნორმა განსაზღვრავს ვადიანი ხელშეკრულების ორ სახეს: 1) მინიმუმ ერთწლიან ხელშეკრულებას, რომელშიც ვადა, მხოლოდ კალენდარულად მიეთითება, ყოველგვარი მიზნის და საფუძვლის გარეშე; 2) კონკრეტული მიზნით დადებულ ხელშეკრულებას, როდესაც ხელშეკრულების გაფორმება უკავშირდება სამუშაოს შესრულების სახეს, მიზანს და სამუშაოს შინაარსს. ასეთ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულებას უკავშირებს გარკვეულ გარემოებას, არის განსაზღვრადი და დამახასიათებელი ამ ურთიერთობისთვის. 4.7. როგორც უკვე აღინიშნა, საჯარო მოხელის ის შტატი (გა-----–ის თანაშემწე), რომელზეც ტ------– კ-----–---–ი მუშაობდა 2017 წლის 1 ივლისამდე, გარდაიქმნა შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პირის თანამდებობად, რის შემდეგაც, მოსარჩელესთან დაიდო 6 თვით-ვადიანი შრომითი ხელშეკრულება. მოპასუხის მითითებით, ვადის განსაზღვრა განაპირობა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 156-ე მუხლში განხორციელებულმა ცვლილებებმა, რომელმაც კონკრეტულად განსაზღვრა 2017 წლის 1 ივლისიდან-2017 წლის 31 დეკემბრამდე პე---ოდში, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობა, რაც ასახული იქნა კიდეც 2017 წლის 22 ივნისის N----- ბრძანებაში. ამდენად, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ტ------– კ-----–---–თან შრომითი ურთიერთობის ვადის განსაზღვრას საფუძვლად დაედო საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი- სხვა ობიექტური გარემოება, რაც გამომდინარეობდა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 156-ე მუხლის დანაწესიდან და რის გამოც გამართლებულია ხელშეკრულების განსაზღვრული, 6 თვის ვადით დადება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ ტ------– კ-----–---–თან 2017 წლის 01 ივლისს დადებული შრომითი ხელშეკრულება რეალურად უვადო ხელშეკრულებას წარმოადგენდა-არასწორია. 4.8. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების განსაზღვრული 6 თვის ვადით დადება, მისი მოტივები, ასევე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი (შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა) მოსარჩელისათვის თავიდანვე, ხელშეკრულების დადებისთანავე იყო ცნობილი და ამის მიუხედავად, ტ------– კ-----–---–ს ხელშეკრულების პირობები მისი დადებისას სადავოდ არ გაუხდია, მასზე ხელისმოწე---თ საკუთარი ნება გამოხატა, რითაც დაეთანხმა მას, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მოთხოვნა ზ------------ მ----–----–-------- გა-----–ის 2017 წლის 29 ივნისის N----- ბრძანების და მის საფუძველზე, 2017 წლის 29 ივნისს, მოსარჩელესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 4.1. პუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც ტ------– კ-----–---–თან შრომითი ურთიერთობის ვადა განისაზღვრა 6 თვით ( 2017 წლის 01 ივლისიდან-2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, 2018 წლის 01 იანვრიდან, ვადის გასვლის საფუძვლით, ტ------– კ-----–---–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სრულად გამომდინარეობს შრომის კოდექსის 37.1 „ბ“ პუნქტის დანაწესიდან, კანონიე---ა, რაც გამორიცხავს გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. 4.9. გარდა ზემოაღნიშნული მოტივებისა, პალატა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნას შემდეგი გარემოების გათვალისწინებითაც: დადგენილია, რომ ზ------------ მ----–----–-------- საკრებულოს მიერ, 2018 წლის 31 იანვარს მიღებული იქნა N3 დადგენილება ,,ზ------------ მ----–----–-------- მე---ის თანამდებობის პირთა, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ", რომლითაც ის საშტატო ერთეული, რაზედაც ტ. კ-----–---–ი იყო დასაქმებული, ვადიანი შრომის ხელშეკრულებით, განისაზღვრა, როგორც საჯარო მოხელე და დადგინდა ამ შტატზე დანიშვნის მიზნით, კონკურსის წესით პირთა შერჩევა. ამდენად, სამუშაოდან გათავისუფლების უკანონობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, ვერ მოხდებოდა ტ. კ-----–---–ის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა. 4.10. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ ტ------– კ-----–---–ი 2017 წლის 26 დეკემბერს ზ------------ მ----–----–-------- მე---ის მიერ გაფრთხილებულ იქნა რა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა აღარ საჭიროებდა ცალკე დასაბუთებას, რადგან ამის თაობაზე საკმარისად ინფორმირებული იყო. შესაბამისად, სამუშაოდან გათავისუფლების გადაწყვეტილების გასაჩივრების 30 დღიანი ვადის დენა დაეწყო იმ დღიდან, როდესაც ამოეწურა შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა (2018 წლის 1 იანვარი) და აღარ მიეცა მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნულ ვადაში (2018 წლის 31 იანვრამდე) მხარეს სადავო არ გაუხდია დამდგარი შედეგი, სარჩელი წარდგენილი იქნა, სამი თვის შემდეგ, 2018 წლის 02 აპრილს, რაც უსაფუძვლობასთან ერთად სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასაც ადასტურებს. 4.11. მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, 2018 წლის 31 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე ტ. კ-----–---–მა განმარტა, რომ გათავისუფლების მიზეზების თაობაზე მ----–----–-------- მე---ს 2018 წლის 18 იანვრის ცნობა (ს.ფ.31) ჩაბარდა 2018 წლის იანვრის ბოლოს (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 12:41:37-12:42:38 ). ამდენად, თუნდაც არ იქნეს გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა გასაჩივრების ვადის ათვლასთან დაკავშირებით, 2018 წლის იანვრის ბოლოდან (2018 წლის 31 იანვარი) სარჩელის წარდგენამდე - 2018 წლის 02 აპრილამდე გასულია 30 დღეზე მეტი დრო, რაც ასევე ადასტურებს მოთხოვნის ხანდაზმულობას. 4.12. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს, შესაბამის საპროცესო ეტაპზე ხანდაზმულობის ფაქტზე მითითება არ გაუკეთებია. როგორც სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელში, პირველი ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი დასაბუთების გრაფაში, ისე საქმის არსებითი განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე (იხ. 12.06.2018წ. ზ------------ რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმი 14:24:16-14:28:21) მოპასუხემ მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე და დეტალურად განმარტა სარჩელის ხანდაზმულობის საფუძვლები, რაც აისახა კიდეც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში. ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით, არ არსებობს ტ------– კ-----–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები. 4.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, ტ------– კ-----–---–ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით, არსებითაც სწორი, დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ტ------– კ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს, ზ------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის ტ------– კ-----–---–ის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-160 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ტ------– კ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად ზ------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე