განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2018
საქმის ნომერი
820210018002135121
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820210018002135121

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

ს----------–--ს სახელით

 

საქმე№2/ბ-880-18 26 დეკემბერი 2018 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე, თავდაპირველი მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (აპელანტი, მეორე მოსარჩელე წარმომადგენელი - - - - ფ------- ხ--–--–ი მ------ ნ---–--ე ა(ა)იპ ,,ხ--–---------- ს----–--- ბ------- გ------------" მ-------- ზ----ე

დავის საგანი - სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება; თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხ--–---------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის, ფ------- ხ--–--–ის მოთხოვნა: ფ------- ხ--–--–ისათვის, თანხის დაკისრების თაობაზე, ა(ა)იპ ,,ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის“ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. 2. აპელანტის, ა(ა)იპ ,,ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის“ მოთხოვნა: ფ------- ხ--–--–ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

მოსარჩელე ფ------- ხ--–--–ის მითითებით, 2011 წლის 5 იანვრიდან მუშაობდა ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის მთავარი ბ------–------ თანამდებობაზე. დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 18 სექტემბრის N01-04/152 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძველად მოპასუხემ მიიჩნია შემოსავლების სამსახურისათვის დეკლარაციების დაგვიანებით გადაგზავნა, რამაც გამოიწვია გა----------ის დაჯარიმება, ასევე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სამსახურეობრივი მოვალეობის რიგით მეორე გადაცდომა.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბრძანება მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უკანონოა და ის უნდა გაუქმდეს, რადგან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული დარღვევა-დეკლარაციების დაგვიანებით წარდგენა გამოწვეული იყო საოფისე კომპიუტერის გაუმართაობით, რომლის შეკეთების ან ახლით ჩანაცვლების მიზნით, არაერთგზის მიმართა გა----------ის დირექტორს, ასევე არაერთხელ ითხოვა, მწირი ადამიანური რესურსების გათვალისწინებით დაემატებინა რამდენიმე ბუღალტერი, თუმცა უშედეგოდ.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის N----- ბრძანებით გაუქმდა რა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, აღარ არსებობდა ის საფუძველი, რის გამოც გათავისუფლდა სამსახურიდან.

სამუშაოდან გათავისუფლებამდე გამოვლენილი წინა დარღვევა-არასწორი ტრანზაქციის გამო, ფიზიკური პირისათვის თანხის გადარიცხვა, ხოლო შემდეგ ამ თანხის დაუბრუნებლობა, შეუძლებელი გახადა თავად გა----------ის ხელმძღვანელის არასწორმა ტაქტიკამ, კერძოდ ნაცვლად იმისა, რომ სარჩელით მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმის საფუძველზე, ფიზიკური პირისგან ფულადი ვალდებულების შესრულება, გა----------ის დირექტორმა მიმართა პოლიციის სამმართველოს, რითაც მნიშვნელოვნად გაგრძელდა პროცესი.

გარდა ამისა, გა----------ის წესდების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დირექტორი და მისი მოადგილე ისევე იყვნენ პასუხისმგებელნი გ------------ში მიმდინარე ფინანსური პროცესის ეფექტურობაზე, როგორც მოსარჩელე, თუმცა მათ მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის არც ერთი ზომა გამოყენებული არ ყოფილა, რის გამოც ცალსახაა, რომ დაირღვა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებას ვინაიდან, დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა პირნათლად, მისი ცოდნა, კომპეტენცია, გამოცდილება, უნარ-ჩვევები სრულ შესაბამისობაშია კანონით დადგენილ მოთხოვნებთან და არ არსებობდა მასთან, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი.

შესაბამისად, მოითხოვს აღდგენილი იქნას, გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური.

 

ფ------- ხ--–--–ის სარჩელზე მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის ადმინისტრაციის შრომის შინაგანაწესის მე-6-ე მუხლის ა) ქვეპუნქტის თანახმად, თანამშრომლები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად, ჯეროვნად და დროულად შეასრულონ შრომითი ვალდებულებები თანამდებობების, სპეციალობის კვალიფიკაციის შესაბამისად. მოსარჩელის მხრიდან, არაერთხელ ჰქონდა ადგილი სამსახურებრივი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას. აქედან გამომდინარე, არსებობდა კონკრეტული მიზეზები და გარემოებები შესაბამისი სამართლებრივი საფუძველებით მისი სამსახურიდან გათავისუფლებისა.

2016 წლის 05 აპრილს, ფ------- ხ--–--–ს, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების საწინააღმდეგო ხშირი ქმედებებისათვის N01-06/33 ბრძანებით შეეფარდა დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომა - გაფრთხილება, რომელიც მის მიერ გასაჩივრებული არც ყოფილა. მიუხედავად აღნიშნულისა, დისციპლინური ზომის გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში, მის მიერ კვლავ იქნა ჩადენილი გადაცდომა, კერძოდ, სხვა პირს გადაურიცხა 6663 ლარის ოდენობით ორგანიზაციის ფულადი თანხა, რომელიც ამ დროისათვის სრულად ანაზღაურებული არ არის.

ამ ქმედების გამო, 2017 წლის 05 აპრილის 01-06/50 ბრძანებით, კვლავ დაეკისრა დისციპლინური სახდელი, არა უმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ხელფასის დაკავება.

მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, ჯერ კიდევ ამ გადაცდომისათვის, არსებობდა მასთან შრომით ხელშეკრულებების შეწყვეტის საფუძვლები, თუმცა სამსახურის ხელმძღვანელი პირის მიერ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მას დაენიშნა შედარებით უფრო მსუბუქი სახდელის ზომა.

მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი ვალდებულების შეუსრულებლობა ასევე გამოიხატა შემოსავლების სამსახურში ყოველთვიური დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენაში, რის გამოც, სამსახური ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და დაეკისრა ჯარიმა. მართალია, შემდგომ, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, საგადასახადო ორგანომ გაათავისუფლა სახდელისაგან, თუმცა ეს გავლენას არ ახდენს ფ. ხ--–--–ის გადაცდომის ხასიათზე.

მოსარჩელის მიერ, პროფესიული ვალდებულებებისადმი შეუსაბამობა და მისი არაეთიკური მოქცევები, რაც ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს, ხოლო ამ საფუძვლით მისი სამსახურიდან განთავისუფლება, კანონიერია, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის წარმომადგენელმა სარჩელში აღნიშნა, რომ ფ------- ხ--–--–ი დასაქმებული იყო მათ საწარმოში მთავარი ბ------–------ თანამდებობაზე. 2017 წლის 10 მარტს, ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის ანგარიშიდან, შპს ,,რ------------– ს----------–--სთვის“ უნდა გადაერიცხა შესყიდული საწვავის ღირებულება - 6663.59 ლარი, თუმცა, ხსენებული თანხა მის მიერ, დარიცხული იქნა სხვა, ფიზიკური პირის-ა----- ძი------ის ანგარიშზე.

ამ ქმედებისა და სამსახურებრივი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, ფ------- ხ--–--–ს გა----------ის დირექტორის 2017 წლის 05 აპრილის N01-06/50 ბრძანებით დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა.

დაშვებული შეცდომისა და თანხის უკან ბიუჯეტში დასაბრუნებლად არაერთხელ იქნენ გაფრთხილებული სიტყვიერად, როგორც ფ. ხ--–--–ი, ასევე თანხის მიმღები ა----- ძი------ე, თუმცა ამ დრომდე, გარდა 1000 ლარისა, ვერ მოხერხდა არასწორად გადარიცხული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნება, რამაც განაპირობა რიგი ფინანსური ღონისძიებების შეფერხება და საწვავის მიწოდების პროცედურებიც.

ვინაიდან, არსებობს მიზეზობრივი კავშირი ფ------- ხ--–--–ის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, მისი უშუალო ბრალეული მოქმედებით დამდგარია ფინანსური ზარალი, ამიტომ ფ------- ხ--–--–მა უნდა აანაზღაუროს საკუთარი ბრალეული მოქმედებით მიყენებული ზიანი და ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5663,59 ლარის გადახდა და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 1000 ლარის ანაზღაურება.

 

ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის სარჩელზე მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე ფ------- ხ--–--–მა არ ცნო მის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელი და განმარტა, რომ ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გ------------, ხაზინის ერთიანი ელ. პროგრამის საშუალებით ახდენს გადარიცხვებს. ამ ანგარიშზე დაშვების უფლება აქვს ორგანიზაციის დირექტორს და ბუღალტერს. პირველადი დოკუმენტაციის ატვირთვა ხდება ბუღალტერის მიერ. შემდეგ, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამოწმებს და ადასტურებს მის სისწორეს და ამის შემდეგ ხდება გადარიცხვა ელექტრონულად.

ვინაიდან, ს----------–--ს ფინანსთა სამინისტროს ბრძანებულების საფუძველზე, ორგანიზაციაში ბუღალტრულ აღრიცხვაზე პასუხისმგებელია ორგანიზაციის დირექტორი, ხოლო ორგანიზაციის წესდებაში წერია, რომ ფინანსურ აღრიცხვაზე, ასევე პასუხისმგებელი პირია ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე, მხოლოდ მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება არასწორია.

გარდა ამისა, ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ შეგნებულად შექმნა პირობები, რომ შეცდომით გადარიცხული თანხა არ დაბრუნებულიყო, ვინაიდან, დროულად არ მოახდინეს ა----- ძი------ის საბანკო ანგარიშის დაყადაღება, არ შეიტანეს სარჩელი სასამართლოში და, მხოლოდ განცხადებით მიმართეს პოლიციას, სადაც ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი საკითხი.

შესაბამისად, არ არსებობს ფ------- ხ--–--–ისათვის თანხის დაკისრების საფუძველი.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. ფ------- ხ--–--–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. ბათილად იქნეს ცნობილი, ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის დირექტორის 2017 წლის 18 ოქტომბრის N 01-04/142 ბრძანება ფ------- ხ--–--–ის ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის მთავარი ბ------–------ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; 3. ფ------- ხ--–--–ი აღდგენილი იქნეს, ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის მთავარი ბ------–------ თანამდებობაზე; 4. ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გ------------ს დაეკისროს, იძულებითი განაცდურის სახით, მოსარჩელე ფ------- ხ--–--–ის სასარგებლოდ თვეში 350 ლარის გადახდა გათავისუფლებიდან, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; 5. ფ------- ხ--–--–ის სასარჩელო მოთხოვნა, გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის, 350 ლარის მოპასუხეზე დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს; 6. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან; 7. ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის სარჩელი ფ------- ხ--–--–ის მიმართ, თანხის დაკისრებაზე დაკმაყოფილდეს; 8. ფ------- ხ--–--–ს დაეკისროს, ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 5663,59 ლარის გადახდა ხაზინის ანგარიში 300739921; 9. ფ------- ხ--–--–ს დაეკისროს მოსარჩელე ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის 200 ლარის ანაზღაურება; 10. ფ------- ხ--–--–ს დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის-169.90 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის დირექტორის 2011 წლის 5 იანვრის N1 ბრძანებით, მოსარჩელე ფ------- ხ--–--–ი დაინიშნა ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის მთავარი ბ------–------ თანამდებობაზე. მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 400 ლარით. 2.2. ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის დირექტორის მოადგილის, ბადრი ირემაძის 2016 წლის 30 მარტის N01-17/66 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გა----------ის დირექტორის 2016 წლის 05 აპრილის N01-06/33 ბრძანებით, ფ------- ხ--–--–ს შეეფარდა დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომა - გაფრთხილება. 2.3. 2017 წლის 10 მარტს, ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის მთავარი ბ------–------, ფ------- ხ--–--–ის მიერ, განხორციელდა მოწოდებული ნავთობროდუქტებისათვის შპს ,,რ------------– ს----------–--“-სთვის გადასარიცხი თანხის 6663.59 ლარის, ფიზიკური პირის, ა----- ძი------ის ანგარიშზე შეცდომით გადარიცხვა. აღნიშნული თანხიდან, დღეის მდგომარეობით, ა----- ძი------ის მიერ დაბრუნებულია 1000 ლარი. 2.4. ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის დირექტორის 2017 წლის 05 აპრილის 01-06/50 ბრძანებით, ა----- ძი------ის ანგარიშზე შეცდომით თანხის (6663.59 ლარის) გადარიცხვის გამო, გა----------ის მთავარ ბუღალტერს, ფ------- ხ--–--–ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება. 2.5. ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის დირექტორის 2017 წლის 18 სექტემბრის N01-04/152 ბრძანებით, ფ------- ხ--–--–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძველად მითითებული იქნა შემოსავლების სამსახურისათვის დეკლარაციების დაგვიანებით გადაგზავნა, რამაც გამოიწვია გა----------ის დაჯარიმება, ასევე სამსახურეობრივი მოვალეობის რიგით მეორე გადაცდომა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.6. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა ს----------–--ს კონსტიტუციის 30-ე, 42-ე მუხლებზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე, ს----------–--ს შრომის კოდექსის 2.1, მე-7, 37-38-ე მუხლებზე და განმარტა: მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს შრომითი ხელშეკრულებიდან. დასაქმებულთან-ფ------- ხ--–--–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ პუნქტი-დასაქმებულის მიერ, მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ, ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა. 2.7. მოცემული დავის პირობებში უნდა დადგინდეს, დასაქმებულმა, დაარღვია თუ არა შინაგანაწესით დადგენილი ვალდებულება და არსებობდა თუ არა, დისციპლინური ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახის - სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. ასევე, არსებობდა თუ არა დასაქმებულისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი. 2.8. ფ------- ხ--–--–ის სარჩელთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა: განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის შრომის შინაგანაწესით კონკრეტულად არ არის განსაზღვრული გა----------ის მთავარი ბ------–------ უფლება მოვალეობანი. აღნიშნული არ რეგულირდება არც გა----------ის წესდებით. გარდა ამისა, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ დეკლარაციის შევსება არ წარმოადგენდა ფ------- ხ--–--–ის უშუალო ვალდებულებას. ამ გარემოებებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დარღვევა თავად ფ. ხ--–--–ის მიერ გამოსწორდა და ორგანიზაცია აღარ დაჯარიმებულა, სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მხრიდან არ არსებობდა დისციპლინარული ღონიძიების ყველაზე მკაცრი სახის - სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, ფ------- ხ--–--–ის სამუშაოდან გათავისუფლება ეწინააღმდეგება ს----------–--ს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. ამ ქმედებით დაირღვა დამსაქმებლისა და დასაქმებულის თანასწორობის უფლება, რის გამოც, ბრძანება სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, როგორც ს----------–--ს შრომის კოდექსის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მიღებული, ბათილად უნდა გამოცხადდეს. 2.9. შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მერვე ნაწილზე და 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით სასამართლომ დაადგინა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის გამო, ფ------- ხ--–--–ი აღდგენილი უნდა იქნეს პირვანდელ სამუშაო ადგილზე და მოპასუხეს დაევალოს, გათავისუფლებიდან, ანუ 2017 წლის 18 სექტემბრიდან-სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდში, ფ------- ხ--–--–ს გადაუხადოს, იძულებითი განაცდურის სახით, ხელფასის შესაბამისი ოდენობის თანხა- თვეში 350 ლარი. 2.10. ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა: ს----------–--ს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ, მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ს----------–--ს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. 2.11. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 10 მარტს, ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის მთავარი ბ------–------, ფ------- ხ--–--–ის მიერ, განხორციელდა მოწოდებული ნავთობროდუქტებისათვის შპს ,,რ------------– ს----------–--“-სთვის გადასარიცხი თანხის-6663.59 ლარის, ფიზიკური პირის, ა----- ძი------ის ანგარიშზე შეცდომით გადარიცხვა. აღნიშნული ქმედებისათვის ფ------- ხ--–--–ს დაეკისრა დისციპლინარული სახდელი, რაც მას სადავოდ არ გაუხდია და ფაქტობრივად აღიარა ორგანიზაციაზე დაუდევრობით ზიანის მიყენება. ვინაიდან, აღნიშნული თანხიდან, დღეის მდგომარეობით, ა----- ძი------ის მიერ დაბრუნებულია, მხოლოდ 1000 ლარი, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანი უნდა განისაზღვროს 5663.59 ლარით და მისი ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე ფ------- ხ--–--–ს.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფ------- ხ--–--–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები: 3.1. სასამართლომ, ისე იმსჯელა და დააკისრა ზიანის სახით თანხის გადახდა, რომ არ გაითვალისწინა, მსგავს შემთხვევებში თანხის გადარიცხვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომელიც ს----------–--ს ფინანსთა სამინისტროს ბრძანებულების საფუძველზე, ვალდებულია გადაამოწმოს და შემდეგ დაუშვას გადასარიცხად შესაბამისი დოკუმენტები, ხოლო ორგანოზაციის წესდებით, დირექტორის მოადგილეც ასევე პასუხიმგებელი პირია ფინანსურ აღიცხვაზე. სასამართლო სხდომაზე ააიპ ხ--–---------- ბ------- გა----------ის წარმომადგენელი, ასევე ორგანიზაციის დირექტორიც აცხადებდნენ, რომ ორგანიზაციის დირექტორს გადამოწმების დრო არ აქვს, რაც მის პასუხიმგებლობას არ გამორიცხავდა. 3.2. მოცემულ შემთხვევაში, თანხის გადარიცხვის დოკუმენტში ზუსტადაა მითითებული თანხის მიმღები, მაგრამ არასწორადაა მითითებული მიმღების ანგარიშის ნომერი, რომლის გადამოწმების ვალდებულება აქვს ორგანიზაციის დირექტორს და ბანკს, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არ შეუფასებია, რასაც მოჰყვა დაუსაბუთებელი, უკანონო გადაწყვეტილების მიღება და რაც ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ა(ა)იპ ,,ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.3. ხ--–---------- რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას დისციპლინარული გადაცდომები, რისთვისაც მას, 2017 წლის 05 აპრილის N01–06/50 ბრძანებით შეეფარდა კიდეც დისციპლინარული სახდელი. გარდა ამისა, ფ. ხ--–--–მა, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩაიდინა დისციპლინარული გადაცდომა-მის უშუალო ფუნქციაში შემავალი მოვალეობის (შემოსავლების სამსახურში დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა) არაჯეროვანი შესრულება, რამაც განაპირობა 2017 წლის 18 სექტემბრის N01–04/152 ბრძანებით, დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლება. მიუხედავად ამ გადაცდომებისა, რაც სადავო არ გამხდარა, სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტები და მტკიცებულებები, კერძოდ: არასწორად აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი, ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის შრომის შინაგანაწესით, თითქოსდა დადგენილი არ იყო გა----------ის მთავარი ბ------–------ კონკრეტულად განსაზღვრული უფლება მოვალეობანი და, რომ თითქოსდა მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ იმ ფაქტს, რომ დეკლარაციის შევსება არ წარმოადგენდა ფ------- ხ--–--–ის უშუალო მოვალეობას. 3.4. მოცემულ შემთხვევაში, ფ.ხ--–--–ს, როგორც ბუღალტერს, ევალებოდა, ორგანიზაციის სააღრიცხვო პოლიტიკის დაგეგმვა, ორგანიზება და წარმართვა. სწორედ იგი ამოწმებდა ორგანიზაციაში ფინანსურ და ბუღალტრულ ანგარიშებს და ჩანაწერებს, რათა უზრუნველყო მათი შესაბამისობა დადგენილ კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან. მას, როგორც ბ------–------ პოზიციაზე დასაქმებულს, გააჩნდა შემოსავლების სამსახურის სპეციალურ www.rs.ge ვებ–გვერდის პროგრამაში, ავტორიზებული, ანუ ამ ელექტრონული სისტემის წვდომისათვის საჭირო ინფორმაცია. შესაბამისად, ელექტრონული პროგრამით დისტანციურად დეკლარაციების წარდგენა, პერსონალურად მას უნდა განეხორციელებინა და მსგავს ქმედებაზე სხვა მესამე პირს ხელი არ მიუწვდებოდა. 3.5. უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო სხდომებზე მოსარჩელე (მისი წარმომადგენელი) არ უთითებდა იმ ფაქტზე, რომ შემოსავლების სამსახურში დეკლარაციების უშუალო გადაგზავნის ვალდებულება მას, როგორც მთავარი ბ------–------ პოზიციაზე მყოფს არ გააჩნდა, ისინი აღნიშნავდნენ, რომ დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა განაპირობა კომპიუტერული სისტემის გაუმართაობამ, აქედან გამომდინარე, სრულიად გაუგებარია სასამართლომ რატომ მისცა ისეთ ფაქტს შეფასება, რაც „არ ევალებოდა“.

3.6. სასამართლომ ისე მიიჩნია გაუმართლებულად ყველაზე მკაცრი სახის დისციპლინური ღონისძიების-სამსახურიდან განთავისუფლების გამოყენება, რომ შეფასება არ მისცა იმ ფაქტებს, რომ ფ------- ხ--–--–ის მიმართ უკვე შეფარდებული იყო (05/04/2017 წ.) ნაკლებად მკაცრი დისციპლინური სახდელი, რომელმაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მიაყენა ორგანიზაციას, რაც ამ დრომდე არ ანაზღაურებულა).

შესაბამისად, წლის განმავლობაში განმეორებით (18/09/2017 წ), დაახლოებით 5 (ხუთი) თვის შემდეგ, დისციპლინური გადაცდომის კვლავ ჩადენის პირობებში, რამაც ასევე მატერიალური ზარალი გამოიწვია (თუმცა შემდგომში ჯარიმა გაუქმდა) შეუძლებელი იყო უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება.

ამდენად, თანმიმდევრულად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა გამართლებულია და დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო, წლის განმავლობაში ორჯერ დისციპლინური გადაცდომის პირობებში, დასაქმებულთან შეეწყვიტა შრომითი ურთიერთობა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი დასაბუთება 4.3 პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.5 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს: ხ--–---------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 23/04/2015 წლის N63–05–4–2----------- ბრძანებით დამტკიცებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის წესდება, რომლის მე–9 მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, „ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის საფინანსო საქმიანობას წარმართავს (ბუღალტრულ აღრიცხვა–ანგარიშგებას აწარმოებს) ბუღალტერი, რომელიც ანგარიშვალდებულია (უშუალოდ ემორჩილება) დირექტორის წინაშე“ (ტ.1.ს.ფ. 33-40). 4.4. ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის ადმინისტრაციის შრომის შინაგანაწესის 23-ე მუხლის მიხედვით: 1) თანამშრომლების მიმართ შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) გაფრთხილება; ბ) არაუმეტეს ათი სამუშაოი დღის ხელფასის დაკავება; გ) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა-არა უმეტეს ერთი წლისა; დ) სამსახურიდან გათავისუფლება (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა) 2) ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებული იქნას დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა. დირექტორი უფლებამოსილია თავად შეარჩიოს პასუხისმგებლობის ზომა გადაცდომის სიმძიმის პროპორციულად.(ტ.1.ს.ფ.21-32) სამართლებრივი დასაბუთება 4.5. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს შრომითი ხელშეკრულებიდან. შრომითი დავა მოითხოვს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დეტალურ და გულმოდგინე შესწავლასა და შეფასებას. უკიდურესად მნიშვნელოვანია მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა. ამდენად, სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ პირველ რიგში უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. ამ მიზნით, სასამართლო ამოწმებს მხარეთა მიერ მითითებულ და წარმოდგენილ მტკიცებულებებს. 4.6. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, თუნდაც შრომის კოდექსის 37-ე მუხლის რომელიმე პუნქტის წინაპირობისას, უნდა არსებობდეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გონივრული საფუძველი. გონივრულობის პრინციპი ასახული უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ დონეზე და განმტკიცებული უნდა იყოს საკანონმდებლო სისტემაში. შრომით უფლებებს იცავს და განამტკიცებს ისეთი საერთაშორისო აქტები, როგორიცაა 1996 წლის 03 მაისის ,,ევროპის სოციალური ქარტია“ და 1950 წლის 04 ნოემბერის ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია“. მასზე ხელმომწერ სახელმწიფოთა შორის ს----------–--ცაა. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას აღებული აქვს პასუხისმგებლობა მასში გაწერილი მოვალეობების შესრულებაზე. ,,ევროპის სოციალური ქარტიის“ 24-ე მუხლის თანახმად, მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით..... 4.7. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესოკოდექსის 102-ე მუხ.). ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა. ასეთ შემთხვევაში, დამსაქმებელია ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს ფ------- ხ--–--–ის მიერ, მასზე ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტები, რაც ს----------–--ს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით, ფ------- ხ--–--–ის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძვლად იქნება მიჩნეული. 4.8. ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის სააპელაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, 2017 წლის 18 სექტემბრის N01-04/152 ბრძანებით, ფ------- ხ--–--–ის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო შემოსავლების სამსახურისათვის დეკლარაციების დაგვიანებით გადაგზავნის ფაქტი, რამაც გამოიწვია გა----------ის დაჯარიმება, რაც ფ. ხ--–--–ისათვის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამსახურეობრივი მოვალეობის რიგით მეორე გადაცდომა იყო, ხოლო პირველ გადაცდომად ჩაითვალა, 5 თვით ადრე, ორგანიზაციის ანგარიშიდან შეცდომით, ფიზიკური პირის, ა----- ძი------ის ანგარიშზე 6663.59 ლარის გადარიცხვა, რაც ამ დრომდე დაბრუნებული არ არის. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით: ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის ადმინისტრაციის შრომის შინაგანაწესითა და წესდებით დასტურდება, რომ საბუღალტრო საქმიანობის წარმოებაზე პასუხისმგებელს წარმოადგენდა ფ------- ხ--–--–ი, როგორც მთავარი ბუღალტერი, რომლის სამსახურებრივმა გადაცდომამ, ორგანიზაციას, ბოლო 5 თვის განმავლობაში მიაყენა 5663,59 ლარის მატერიალური ზიანი, ასევე, განაპირობა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით, საგადასახადო სანქციის დაკისრება. პალატას მიაჩნია, რომ დასაქმებულის საქმიანობის პრინციპიდან გამომდინარე (ორგანიზაციის მთავარი ბუღალტერი), აღნიშნული მოქმედებები საკმარის ფაქტობრივ წინაპირობას წარმოადგენს იმისათვის, რომ მიჩნეულ იქნეს დასაქმებულის მიერ, შრომითი მოვალეობის უხეშ დარღვევად, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ, შემდეგში გაუქმდა ადმინისტრაციული სანქცია იმ მიზეზით, რომ ზოგადად, საწარმო წარმოადგენდა კეთილსინდისიერ გადამხდელს. ამდენად, ნდობის პრინციპიდან გამომდინარე, შრომის შინაგამაწესის 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტის მიხედვით, ასევე შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფ. ხ--–--–ის სამუშაოდან გათავისუფლება უნდა ჩაითვალოს დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად. 4.9. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, ხ--–---------- რაიონული სასამართლოს მიერ, მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება იმის თაობაზე, რომ არ არსებობდა ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის დირექტორის მიერ, ფ. ხ--–--–ის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი-დაუსაბუთებელია, რაც ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების და ფ. ხ--–--–ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. შესაბამისად, ფ. ხ--–--–ის მოთხოვნებს, ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის დირექტორის 2017 წლის 18 ოქტომბრის N 01-04/142 ბრძანების ბათილად ცნობის, ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის მთავარი ბ------–------ თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი. 4.10. ფ------- ხ--–--–ის სააპელაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს: გაზიარებული ვერ იქნება აპელანტის, ფ. ხ--–--–ის მითითება იმის თაობაზე, რომ ფიზიკური პირის, ა. ძი------ის ანგარიშზე შეცდომით გადარიცხული თანხის დაბრუნებაზე მისი ვალდებულება გამორიცხულია, ვინაიდან გადარიცხვებზე მასთან ერთად პასუხისმგებელია დირექტორიც. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3.2 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გ------------მ წარმოდგენილი სარჩელით, ფ------- ხ--–--–ისაგან მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომლის სამართლებრივი საფუძველსაც წარმოადგენდა შრომის კოდექსის 44-ე, სამოქალაქო კოდექსის 394.1 და 408.1 მუხლებით დადგენილი პირობები. ვინაიდან, დადგენილია, რომ ფ------- ხ--–--–ის ვალდებულებას შეადგენდა საბუღალტრო საქმეების წარმოება, სწორედ მან განახორციელა საგადახდო დოკუმენტის შედგენა, რასაც მოჰყვა თანხის არასწორი გადარიცხვა, ფ. ხ--–--–ი ვალდებულია, შრომითი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანისათვის, შრომის კოდექსის 44-ე, სამოქალაქო კოდექსის 394.1 და 408.1 მუხლების საფუძველზე გადაუხადოს დამსაქმებელს გადარიცხული 6663.59 ლარიდან დაუბრუნებელი ოდენობით თანხა- 5663.59 ლარი. ამ მსჯელობის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის სარჩელი ფ. ხ--–--–ისათვის ზიანის თანხის დაკისრების თობაზე დასაბუთებულია და არ არსებობს ამ ნაწილში მისი გაუქმების საფუძველი. 4.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ფ------- ხ--–--–ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს რის გამოც ფ. ხ--–--–ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება ფ. ხ--–--–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმის თაობაზე. ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ ფ------- ხ--–--–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; ა(ა)იპ ,,ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს, ხ--–---------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილება ფ------- ხ--–--–ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ფ------- ხ--–--–ის სასარჩელო მოთხოვნა, სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს; ხ--–---------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილება ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, დაკმაყოფილდა ა(ა)იპ ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, ფ------- ხ--–--–ს ა(ა)იპ ,,ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სააპელაციო წარმოებისათვის, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-150 ლარის ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ფ------- ხ--–--–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ა(ა)იპ ,,ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს ხ--–---------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილება ფ------- ხ--–--–ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. ფ------- ხ--–--–ის სასარჩელო მოთხოვნა, სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

5. ფ------- ხ--–--–ს ა(ა)იპ ,,ხ--–---------- ს----–--- ბ------- გა----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, სააპელაციო წარმოებისათვის, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟს-150 ლარის ანაზღაურება;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ს----------–--ს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე