განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N190100118002450141, №1ბ/1547-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის მდივანი სოფიკო კაპანაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ზ------ ხ-----–---–ი.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ა------ თ---–--ე, დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ.ცხინვალი, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------------------------------;
მსჯავრდებული - ა------ გ-------–--ე, დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ----------------–-----–---–-------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------------------------------;
ადვოკატი ლ--–- გ-----–---–ი.
კვალიფიკაცია:
ბრალდების დადგენილების მიხედვით:
ა------ თ---–--ე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
ა------ გ-------–--ე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილი (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
განაჩენის მიხედვით:
ა------ თ---–--ე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
ა------ გ-------–--ე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილი (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
სასჯელი:
ა------ თ---–--ე - დანაშაულთა ერთობლიობით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა------ გ-------–--ე - დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
მსჯავრდებულების: ა------ თ---–--ის, ა------ გ-------–--ის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ--–- გ-----–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა - რ--------ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, ა------ თ---–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის შეცვლა ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელებით, ხოლო ა------ გ-------–--ის გამართლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და საბოლოოდ, სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენი ა------ გ-------–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან. მოსამართლემ გაიზიარა პოლიციის თანამშრომელთა არასარწმუნო ჩვენებები, მაშინ, როდესაც ა------ გ-------–--ეს დაზიანებები მიაყენეს თავად პოლიციის თანამშრომლებმა, ხოლო პოლიციის დაწესებულებაში ა------ გ-------–--ის გაღიზიანება გამოიწვია ა---------– ჭ--------ს ქმედებებმა, რომელიც ახორციელებდა გადაღებას და შეურაცხმყოფელი სიტყვებით ცდილობდა ა------ გ-------–--ის მდგომარეობიდან გამოყვანას. ა------ გ-------–--ეს არანაირი ინტერესი არ გააჩნდა გ------- კ--–-------ს მიმართ და მის მიერ ფეხის აქნევა იყო არა წინასწარგანზრახული ქმედება, არამედ ინსტიქტური, რაც არ წარმოადგენს პოლიციელზე თავდასხმას. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას ასევე არ გაითვალისწინა შემამსუბუქებელი გარემოებები. ჯერ კიდევ გამოძიების პროცესში დაზარალებულები აცხადებდნენ, რომ ა------ თ---–--ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანის დაზიანების ნაწილში დაცვის მხარეს თავი არ აურიდებია ზიანის ანაზღაურებისთვის. გარდა ამისა, სასამართლოს არ გაუთვალისწინებია ა------ თ---–--ის ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობა, რომლის გათვალისწინებითაც, დაცვის მხარე ითხოვს ა------ თ---–--ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელების გამოყენებას, ხოლო ა------ გ-------–--ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ვრცლად იხილეთ სააპელაციო საჩივრები და სხდომის ოქმი).
ბრალდების მხარის პოზიცია - რ--------ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენის უცვლ--–-დ დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება მსჯავრდებულების ბრალეულობა, ხოლო შეფარდებული სასჯელი არის ადეკვატური და არ არსებობს დანიშნული სასჯელის შემცირების საფუძველი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივრის შესაგებელი, სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა------ თ---–--ეს ბრალი წარედგინა ხულიგნობისთვის, ე.ი. ქმედებისთვის, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 02 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ა------ თ---–--ე და ა------ გ-------–--ე იმყოფებოდნენ ქ----------–----------------------------- საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ წინასწარი შეთანხმებით მათთვის უცნობ გ------- ზ------იშვილს, რომელიც იმყოფებოდა საცხოვრებელ ბინაში და იხედებოდა ფანჯრიდან, უმიზეზოდ მიაყენეს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ მოიხმეს ეზოში და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ დატოვეს აღნიშნული ტერიტორია და გაემართნენ მ----------ს ქუჩაზე. გზაში მოძრაობისას სრულიად უმიზეზოდ წინ გადაუდგნენ ამავე ქუჩაზე მოძრავ ტაქსს, რომელსაც მართავდა ზ------ კ----–-–---–ი. მათ ზ------ კ----–-–---–ს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ აძლევდნენ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა და მოძრაობის საშუალებას, რა დროსაც ა------ გ-------–--ემ მუშტის დარტყმით ჩაამტვრია მანქანის უკანა მარცხენა საქარე მინა, რითაც მიაყენა ქონებრივი ზიანი. ამის შემდეგ ისინი წინ გადაუდგნენ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების რ--------------–---–-ს სასწრაფო დახმარების ავტომანქანას, რომელიც მიემართებოდა გამოძახებაზე. მათ სრულიად უმიზეზოდ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ეკიპაჟის წევრებს, ასევე დააზიანეს ავტომანქანა, არ აძლევდნენ მოძრაობის საშუალებას სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად. წინასწარ შეთანხმებული, განგრძობადი, ძალადობრივი მოქმედებითა და მუქარით მათ უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, რა დროსაც შეფერხდა მოძრაობა.
2018 წლის 02 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ა------ თ---–--ე და ა------ გ-------–--ე იმყოფებოდნენ ქ----------–----------------------------- საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ისინი წინ გადაუდგნენ ამავე ქუჩაზე მოძრავ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რ--------------–---–-ს კუთვნილ სასწრაფო დახმარების FORD TRANSIT CUSTOM 310S მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით E-------- და დააზიანეს. თავიანთი ქმედებით, ა------ თ---–--ემ და ა------ გ-------–--ემ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რ--------ს ფილიალს მიაყენა 1400 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ა------ გ-------–--ეს ბრალი წარედგინა ასევე ხულიგნობისთვის, ე.ი. ქმედებისთვის, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, პოლიციის ჯანმრთელობის ხელყოფისთვის, პოლიციის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 02 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ა------ თ---–--ე და ა------ გ-------–--ე იმყოფებოდნენ ქ----------–----------------------------- საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ წინასწარი შეთანხმებით მათთვის უცნობ გ------- ზ------იშვილს, რომელიც იმყოფებოდა საცხოვრებელ ბინაში და იხედებოდა ფანჯრიდან, უმიზეზოდ მიაყენეს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგში მოიხმეს ეზოში და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ დატოვეს აღნიშნული ტერიტორია და გაემართნენ მ----------ს ქუჩაზე. გზაში მოძრაობისას სრულიად უმიზეზოდ წინ გადაუდგნენ ამავე ქუჩაზე მოძრავ ტაქსს, რომელსაც მართავდა ზ------ კ----–-–---–ი. მათ ზ------ კ----–-–---–ს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ აძლევდნენ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა და მოძრაობის საშუალებას, რა დროსაც ა------ გ-------–--ემ მუშტის დარტყმით ჩაამტვრია მანქანის უკანა მარცხენა საქარე მინა, რითაც მიაყენა ქონებრივი ზიანი. ამის შემდეგ ისინი წინ გადაუდგნენ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების რ--------------–---–-ს სასწრაფო დახმარების ავტომანქანას, რომელიც მიემართებოდა გამოძახებაზე. მათ სრულიად უმიზეზოდ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ეკიპაჟის წევრებს, ასევე დააზიანეს ავტომანქანა, არ აძლევდნენ მოძრაობის საშუალებას სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად. წინასწარ შეთანხმებული, განგრძობადი, ძალადობრივი მოქმედებითა და მუქარით მათ უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, რა დროსაც შეფერხდა მოძრაობა.
2018 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ა------ თ---–--ე და ა------ გ-------–--ე იმყოფებოდნენ ქ----------–----------------------------- საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ისინი წინ გადაუდგნენ ამავე ქუჩაზე მოძრავ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რ--------------–---–-ს კუთვნილ სასწრაფო დახმარების FORD TRANSIT CUSTOM 310S მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით E-------- და დააზიანეს. თავიანთი ქმედებით, ა------ თ---–--ემ და ა------ გ-------–--ემ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რ--------ს ფილიალს მიაყენა 1400 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2018 წლის 2 აპრილს, ა------ გ-------–--ე დაკავებისას გადაყვანილ იქნა რ--------ს ს----–-----------------–------- განყოფილებაში, მდებარე ქ.რ--------, რ---------–----------ა. განყოფილებაში ყოფნისას ა------ გ-------–--ე პოლიციელებისადმი, მათი საქმიანობის გამო, გამოხატავდა აშკარა აგრესიას და ძალადობის მუქარას. ამ დროს, ა------ გ-------–--ემ, ამავე განყოფილების უფროსს - გ------- კ--–-------ს, მისი სამსახურებრივი საქმიანობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ფეხი დაარტყა თავის არეში, რა დროსაც გ.კ--–-------მ მიიღო ტვინის შერყევა.
სასამართლომ ა------ თ---–--ის და ა------ გ-------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ასევე სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, მიიჩნია დადასტურებულად. რაც შეეხება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, მიიჩნია, რომ ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ თავდასხმას, შესაბამისად, ა------ გ-------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მეორე ნაწილიდან გადააკვალიფიცირა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე.
სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 2 აპრილს, ა------ გ-------–--ე დაკავებისას გადაყვანილ იქნა რ--------ს ს----–-----------------–------ განყოფილებაში, მდებარე ქ.რ--------, რ---------–---------ა. განყოფილებაში ყოფნისას ა------ გ-------–--ე პოლიციელებისადმი, მათი საქმიანობის გამო, გამოხატავდა აშკარა აგრესიას და ძალადობის მუქარას. ამ დროს, ა------ გ-------–--ემ, ამავე განყოფილების უფროსს - გ------- კ--–-------ს, მისი სამსახურებრივი საქმიანობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ფეხი დაარტყა თავის არეში.
რ--------ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით, ა------ თ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა------ თ---–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 2 აპრილიდან.
ა------ გ-------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე.
ა------ გ-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ა------ გ-------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა რ--------ს საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა------ გ-------–--ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 2 აპრილიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს 2018 წლის 2 აპრილს ა------ გ-------–--ის და ა------ თ---–--ის დაკავების ფაქტი, რის შემდეგაც დაკავებულები გადაყვანილ იქნენ რ--------ს ს----–-----------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. დაკავების ოქმებში მითითებულია, რომ ა------ თ---–--ემ და ა------ გ-------–--ემ დამკავებელ პირებს დაკავებისას გაუწიეს წინააღმდეგობა, რის გამოც დაკავება განხორციელდა პროპორციული ძალის გამოყენებით. ასევე მითითებულია, რომ ა------ თ---–--ეს თავის არეში აღენიშნებოდა ნაკაწრები, ტუჩთან ესკორიაციები, ხოლო ხელებზე სიწითლეები. ა------ გ-------–--ეს თავზე აღენიშნებოდა სისხლის ლაქები, სახის არეში ნაკაწრები, შეშუპება, ხელებზე დაზიანებები.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, მოწმე ვ-–-------- მ--–----ემ განმარტა, რომ 2018 წლის 2 აპრილს, განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე, გავიდა შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობდა მ----------ს ქუჩაზე, მ-------------- სკოლის მიმდებარედ. შემთხვევის ადგილზე გზის შუა ნაწილში გაჩერებული იყო სასწრაფოს მანქანა, რომელსაც ჩამსხვრეული ჰქონდა წინა საქარე მინა, ასევე ჩაღუნული ჰქონდა ე.წ. კაპოტი. უკანა მხარეს იდგა მერსედესის მარკის ავტომანქანა, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა უკანა მარცხენა მინა. ამ სასწრაფო მანქანის წინ მდგარ ორ მამაკაცს ეტყობოდა ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა, აგინებდნენ სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, რის გამოც მან და მისმა თანამშრომლებმა მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ. აღნიშნულზე ეს პირები გაღიზიანდნენ და ამჯერად მათ მიმართეს აგრესიულად. ა------ გ-------–--ეს აღენიშნებოდა დაზიანებები, თავი სისხლიანი ჰქონდა, როგორც იცის ერთ-ერთ მოქალაქესთან დაპირისპირების შედეგად. ბრალდებულები ადგილზე დააკავეს და მიიყვანეს განყოფილებაში. მათ დაკავების ოქმებზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადეს, ასევე უარი თქვეს ალკოტესტზე შემოწმებასა და სამედიცინო დახმარებაზე. განყოფილების შენობაში დაკავებულები კვლავ აყენებდნენ მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, განსაკუთრებით აგრესიული იყო ა------ გ-------–--ე, აფურთხებდა და აგინებდა ყველა პოლიციელს, იქნევდა ფეხებს. ერთ მომენტში ის წამოდგა, შესაჩერებლად იატაკზე დააწვინეს. ა------ გ-------–--ე გაჩერდა, აღარ ყვიროდა და იფიქრეს, რომ გონება დაკარგა. გ------- კ--–------- დაიხარა და უსინჯავდა პულსს. ამ მომენტში ბრალდებულმა ფეხი მოიქნია და თავში მოარტყა გ.კ--–-------ს. ის წაიქცა და რამდენიმე წუთი გონება დაკარგა. მოწმის განმარტებით, ბრალდებულების განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, ვიდეოს თავისი მობილური ტელეფონით იღებდა დ-------- დ-----–---–ი. რაც შეეხება გარე და შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებულ ვიდეო-კამერებს, იმ დღეს, მისთვის უცნობი მიზეზით, არ მუშაობდნენ.
პოლიციის სამმართველოში მობილური ტელეფონით გადაღების ფაქტი დაადასტურა მოწმე დ-------- დ-----–---–მა. მოწმის ჩვენებით, სხვისი ნივთის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღების საფუძველზე, გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ორი მამაკაცი იქცეოდა აგრესიულად, დაამსხვრიეს მანქანების მინები და შეზღუდული იყო ტრანსპორტის მოძრაობა. ისინი ამავე დროს იმყოფებოდნენ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს. ა------ გ-------–--ე არ აძლევდა მათ გამოძახებაზე მისვლის საშუალებას და მუშტებს ურტყამდა მანქანის წინა საქარე მინას. მათ მოწოდებაზე, რომ დაეცვათ წესრიგი, ისინი გახდნენ უფრო აგრესიულები, ამიტომ დააკავეს ბრალდებულის სახით და გადაიყვანეს განყოფილებაში. დაკავების დროს მათ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. განყოფილების შენობის ერთ ნაწილში სკამზე დასვეს ა------ თ---–--ე და თავზე ედგნენ პოლიციის თანამშრომლები, ასევე ა------ გ-------–--ე ხელებშეკრული იჯდა სკამზე. იგი გამოხატავდა აგრესიას, აფურთხებდა და აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იქნევდა ფეხებს და ცდილობდა თვითდაზიანების მიყენებას. ყვირილის და გინების დროს ა------ გ-------–--ე წამოდგა, ა---- ს-----–---–მა და ვ-–-------- მ--–----ემ ვერ შეძლეს მისი შეჩერება, რის გამოც, ლ-–- მ---------–---–ისა და ს-------- ყ-----–---–ის დახმარებით, იძულებით, გულაღმა დააწვინეს იატაკზე. გ------- კ--–------- მას უსინჯავდა პულსს, რადგან დაწოლის შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში ა------ი მოდუნდა. იფიქრეს, რომ ცუდად გახდა, თუმცა მან უცებ მთელი ძალით მოიქნია ფეხი და თავში დაარტყა გ------- კ--–-------ს, რომელიც წაიქცა და მიიღო ტვინის შერყევა. როგორც მან დაინახა, დაწოლის დროს ა------ს თვალები გახელილი ჰქონდა და ხედავდა მასთან ახლოს მყოფ პირებს. გული არ წასვლია, რადგან ხმადაბლა რაღაცას ამბობდა. გ------- კ--–-------სთვის ფეხის ჩარტყმის მომენტი მან გადაიღო თავისი მობილური ტელეფონით, რადგან მსგავს შემთხვევებში დაკავებული პირები ცდილობენ თვითდაზიანებების მიყენებას და შემდეგ აბრალებენ მათ.
მოწმე ნ------ მ------ს ჩვენებით, მოცემულ საქმეზე ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დ-------- დ-----–---–ისაგან, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გამოითხოვა დვდ დისკი და დაათვალიერა მასში ასახული ინფორმაცია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, მოწმე ა---------– ჭ--------მ განმარტა, რომ 2018 წლის 2 აპრილს იმყოფებოდა მ-----------------–--აში, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს დაკავებულები: ა------ თ---–--ე და ა------ გ-------–--ე. ორივე იყო ნასვამი, ძალიან აგრესიული, პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და აფურთხებდნენ, იქნევდნენ ფეხებს. ერთ მომენტში ა------ გ-------–--ე წამოხტა სკამიდან, თუმცა სხვა პოლიციელების დახმარებით დააწვინეს იატაკზე. რაღაც მომენტში ა------ გ-------–--ე გაჩერდა. მას მიუახლოვდა გ------- კ--–-------, რადგან უნდოდა ენახა ცუდად ხომ არ იყო. პულსის გასინჯვის დროს ა------ გ-------–--ემ ფეხი მოიქნია და თავში მოარტყა. პირადად მას ა------ გ-------–--ისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ხოლო ვიდეოს უღებდა დ-------- დ-----–---–ი და არა თავად.
დაზარალებულ გ------- კ--–-------ს ჩვენებით, მოცემული საქმის გამოძიების დროს მუშაობდა ქ.რ--------ს პოლიციის მ-----------------–--ის უფროსის თანამდებობაზე. განყოფილებაში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე გავიდა პოლიციის თანამშრომლების ორი ჯგუფი და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დააკავეს ა------ თ---–--ე და ა------ გ-------–--ე. ისინი მოყვანისთანავე გამოირჩეოდნენ აგრესიით, ყვიროდნენ, იგინებოდნენ, აყენებდნენ მათ შეურაცხყოფას. ასევე ცდილობდნენ თვითდაზიანების მიყენებას, რის შესაძლებლობასაც არ აძლევდნენ. ორივე ბრალდებული ხელებშეკრული სკამზე იჯდა და თავზე ედგნენ პოლიციის თანამშრომლები. ერთ მომენტში ა------ გ-------–--ე ყვირილით და ფეხის ქნევით წამოდგა და ძალის გამოყენებით დააწვინეს იატაკზე. შემდეგ ვითომ ცუდად გახდა, გაჩერდა და აღარ ყვიროდა. დაიხარა პულსის გასასინჯად, რა დროსაც ა------ გ-------–--ის მოქნეული ფეხი მოხვდა კეფის არეში. დარტყმის შედეგად გადავარდა და გონება დაკარგა. საავადმყოფოდან მეორე დღეს გამოწერეს და ექვსი დღის განმავლობაში მკურნალობდა სახლში. განყოფილების შენობაში ვიდეო-კამერები იმ დროისთვის, მისთვის უცნობი მიზეზით, არ მუშაობდა.
ანალოგიური ჩვენებები აქვთ მიწოდებული სასამართლოსთვის მოწმეებს: გ------- გ------ეს, დ----- დ------–-–---–ს, ა---- ს-----–---–ს, ი---- ტ--------ეს, ი----- ჭ------ეს, ს-------- ყ-----–---–ს და დ----- ხ-------–---–ს. მოწმე ბ--------- ს--------–--ემ დამატებით აღნიშნა, რომ ა------ გ-------–--ე შეურაცხყოფას აყენებდა იმას, ვინც ტელეფონით უღებდა. ლ-–- მ---------–---–ის განმარტებით, როდესაც ა------ გ-------–--ე ძალის გამოყენებით იატაკზე დააწვინეს, მოხრილი ფეხი დაადო გულმკერდის არეში, რადგან ის კვლავ ცდილობდა ადგომას, ეს რამდენიმე წამს გაგრძელდა, შემდეგ გამოეცალა და მასთან გ------- კ--–------- მივიდა, რადგან პულსის გასინჯვა უნდოდა. ა------ გ-------–--ემ თავზე დაზიანებები მაშინ მიიღო, როდესაც მანქანის კაპოტს ურტყამდა. დაკავებისას გამოყენებული ძალა იყო მათი ქმედების პროპორციული.
პალატას მიაჩნია, რომ გარდა პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებისა, მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დ-------- დ-----–---–ისგან გამოთხოვილი ჩანაწერი.
ჩანაწერის მიხედვით, პოლიციის განყოფილების შენობაში იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები და ბრალდებულები ა------ თ---–--ე და ა------ გ-------–--ე. ა------ თ---–--ე სკამზე ზის ოთახის ერთ კუთხეში და თავზე ადგას 4 პოლიციელი, ხოლო ა------ გ-------–--ე იმყოფება ოთახის შუა ნაწილში. ანალოგიურად ზის სკამზე და თავზე ადგას 2 პოლიციის თანამშრომელი. პალატა მოკლებულია შესაძლებლობას ვიზუალურად ამოიცნოს ის პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც დგანან დაკავებულებთან, თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებული აქვს, რომ ა------ გ-------–--ესთან დგანან ა.ს-----–---–ი და ვ----–-----. ა------ თ---–--ის მხრიდან ისმის ყვირილი, გინება და სიტყვები - შენ თუ ჩემი შვილი არ გაზრდევინო. ა------ გ-------–--ეც ასევე ყვირის და იგინება უფრო ხანგრძლივად, რამდენიმე წამის შემდეგ სკამიდან დგება ყვირილით, მასთან დამატებით მიდიან პოლიციელები, აკავებენ და აწვენენ იატაკზე. რამდენიმე წამის მანძილზე ის წევს გაუნძრევლად, არ ყვირის, შემდეგ გ------- კ--–------- იხრება და სავარაუდოდ უსინჯავს პულსს. ამ დროს ა------ გ-------–--ე ჯერ ხრის მარცხენა ფეხს, ხოლო შემდეგ მთელი ძალით მარჯვენა ფეხს იქნევს და ურტყამს თავში გ------- კ--–-------ს, რომელიც იატაკზე ეცემა გვერდულად, მოქნეული ფეხის მიმართულებით.
ა------ გ-------–--ის ჩვენებით, ხულიგნობის და სხვისი ნივთის დაზიანების ნაწილში თავს სრულად ცნობს დამნაშავედ. შემთხვევის დღეს საქართველოში ჩამოვიდა ათენიდან. ჩამოსვლის მიზანი იყო პრობაციის სამსახურში გამოცხადება და სასწავლო ვიზის საკითხების მოგვარება. საქართველოში ცხოვრება არ სურს სამართალდამცავების მხრიდან მისით დაინტერესების გამო. იმ დღესაც მოინახულა მეგობრები, სტუმრად იყო მ--- ც-–--–--ესთან, დალია ცოტა ალკოჰოლი და ა------სთან ერთად წამოვიდა მის გასაცილებლად. ალკოჰოლის მიღების შემდეგ ცუდად ხდება, სჭირდება გადასხმა, ამიტომ ტაქსი გააჩერა, რომელმაც უარი უთხრა გადაყვანაზე და გაბრაზებულმა კარი მიუჯახუნა, რის გამოც ჩაიმსხვრა მინა. ამ დროს დაინახა სასწრაფოს მანქანა, იფიქრა გადასხმის გაკეთებას სთხოვდა, თუმცა ექიმებმაც უარი უთხრეს, გამოძახებაზე მივდივართო. ნასვამ მდგომარეობაში თავი ვერ გააკონტროლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამ დროს ხალხი მოგროვდა, მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლებიც და ისე, რომ არაფერი უკითხავთ, ხელები გადაუგრიხეს და დააკავეს. ის უწევდა წინააღმდეგობას, რადგან ცუდად იყო და დახმარება უნდოდა, თუმცა დახმარების ნაცვლად ურტყამდნენ. მანქანაში ა---------– ჭ-------- და ლ-–- მ---------–---–ი გამეტებით ცემდნენ. განყოფილებაში ა.ჭ-------- კვლავ აგრძელებდა მის შეურაცხყოფას და აგინებდა გაუგონარი სიტყვებით. პასუხობდა გინებითვე და მხოლოდ მის გინებას იღებდა ტელეფონით. გ------- კ--–-------ს მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს, პირიქით, იგი ამშვიდებდა მას, თუმცა გონების დაკარგვის დროს ვერ დაინახა სახესთან ვინ ედგა და ფეხი ინსტიქტურად მოიქნია. რომ ცოდნოდა, რომ ფეხი გ------- კ--–-------ს მოხვდებოდა, არც დაარტყამდა.
ა------ თ---–--ის განმარტებით, ა------ გ-------–--ესთან ერთად იმყოფებოდა მეგობართან, სადაც ცოტა ალკოჰოლი დალიეს და სახლში წასვლისას შელაპარაკება მოუვიდა უცნობ მამაკაცთან, თუმცა ყველაფერი გაარკვიეს და დაემშვიდობნენ ერთმანეთს. გზაში ა------მა ტაქსი გააჩერა, მან უარი უთხრა გადაყვანაზე და კარი რომ მიაჯახუნა, მინა ჩატყდა. ა------ის ცუდად ყოფნის გამო ცადეს სასწრაფო დახმარების მანქანის გაჩერება, თუმცა ექიმებმა უარი უთხრეს დახმარებაზე და მათთან სიტყვიერი დაპირისპირების გამო დააკავეს. განყოფილებაში ა------ს ა---------– ჭ-------- აგინებდა, გამოყავდა იგი მდგომარეობიდან და როდესაც ა------ი მას გინებით პასუხობდა, ის და დ.დ-----–---–ი ვიდეოს უღებდნენ.
2018 წლის 03 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად: პირადი გასინჯვის (04.04.2018) და სამედიცინო საბუთის მონაცემებით (02.04.2018) ა------ გ-------–--ეს აღენიშნება ჭრილობა მარჯვნივ თხემ-საფეთქლის მიდამოში, მრავლობითი ნაჭდევები და სისხლჩაქცევები სხეულზე (დაწვრილებით იხილეთ აღწერილობით ნაწილში). დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ჭრილობა მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო, ხოლო ყველა სხვა დაზიანება როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ. ყველა დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
2018 წლის 24 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად: პირადი გასინჯვის მონაცემებით (04.04.2018) ა------ თ---–--ეს აღენიშნება სისხლჩაქცევა ზედა ქუთუთოზე და ნაჭდევები: თხემზე ცენტრალურად, მარჯვნივ: წინამხრის ქვემო მესამედის გარეთა ზედაპირზე, სხივ-მაჯის სახსრის წინა ზედაპირზე და წინამხრის შუა მესამედის შიგნითა ზედაპირზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. დასკვნების სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა.
2018 წლის 2 აპრილს რ--------ს საქალაქო სამმართველოს მ-----------------–--ის გამომძიებელმა გ---–- გ------მ მიმართა რ--------ს ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს დაკავებულ ა------ გ-------–--ისათვის საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარების გაწევის და შესაბამისი ფორმა 100-ის გაცემის მიზნით. 2018 წლის 3 აპრილის სს „რ--------ს ცენტრალური საავადმყოფოს“ მიერ გაცემული ფორმა 100-ის მიხედვით, ა------ გ-------–--ემ ამბულატორიას მიმართა 2018 წლის 2 აპრილს, 23:10 საათზე და გაეწერა 2018 წლის 3 აპრილს, 00:15 საათზე, დიაგნოზში მითითებულია: მარჯვენა თხემის მიდამოს ჭრილობა S01.0, მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის სხვა ზედაპირული ტრავმა S90,8.
2018 წლის 4 აპრილის სს „რ--------ს ცენტრალური საავადმყოფოს“ მიერ გაცემული ფორმა 100-ის მიხედვით, ა------ გ-------–--ემ ექიმს მიმართა 2018 წლის 4 აპრილს, 12:55 საათზე და გაეწერა 2018 წლის 4 აპრილს, 14:00 საათზე, დიაგნოზში მითითებულია: დაჟეჟილი (გაკერილი) ჭრილობა თავის არეში.
2018 წლის 4 აპრილის დაკავებულთან გასაუბრების ოქმით, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი, დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატ ლ--–- გ-----–---–თან ერთად შეხვდა ა------ გ-------–--ეს, რათა გაერკვია დაკავების ოქმზე ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი. ბრალდებულმა განმარტა, რომ დაკავების ოქმს არ მოაწერა ხელი, რადგან არ ეთანხმება დაკავებას, აგრეთვე იყო ნაცემი, ხელები ჰქონდა დაზიანებული, თავიდან მოსდიოდა სისხლი და კალმის დაჭერა ვერ შეძლო.
დაცვის მხარის მოწმე თ--- ნ-------ის ჩვენებით, შემთხვევის დღეს იმყოფებოდა მეგობარ მ--- ც-–--–--ესთან, სადაც სტუმრად იმყოფებოდნენ ა------ გ-------–--ე და ა------ თ---–--ე. მოგვიანებით შეიტყვეს, რომ ა------ი და ა------ დაკავებულები იყვნენ და იმყოფებოდნენ პოლიციის შენობაში. ა------ გ-------–--ეს ხედავდნენ გარედან და მას ეტყობოდა, რომ იყო ნაცემი.
მოწმე მ--- ც-–--–--ემ განმარტა, რომ მეგობრების სანახავად მივიდა პოლიციის მე-2 განყოფილებაში და ნახა, რომ ა------ გ-------–--ე იყო ნაცემი, იწვა იატაკზე და იყო ცუდად. არავინ იზრუნა, რომ სასწრაფო გამოეძახა, პირიქით, პოლიციის თანამშრომლები უფრო მეტად აღიზიანებდნენ მას, უღებდნენ ვიდეოს და ფოტოებს. მას თავი ჰქონდა გატეხილი და თვალი დალურჯებული, ასევე არ ეცვა ფეხსაცმელები.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში ა------ გ-------–--ის გამართლების მოთხოვნით, ხოლო სხვა ნაწილში დაცვის მხარე ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელს.
შესაბამისად, რ--------ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა------ თ---–--ის და ა------ გ-------–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მულის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, მიიჩნევა დადასტურებულად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ განაჩენის გასაჩივრებულ დებულებებზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მულის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დაცვის მხარის პოზიცია პირველი ინსტანციის სასამართლოში, სადაც აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები მხარეებმა გახადეს უდავო, რითაც მათ მიანიჭეს პრეიუდიციული მნიშვნელობა, ხოლო ა------ თ---–--ემ და ა------ გ-------–--ემ დაადასტურეს ბრალდება.
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველ ნაწილს, როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარეს არ გაუსაჩივრებია განაჩენი, რომლითაც სასამართლომ ა------ გ-------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველ ნაწილზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა არ იმსჯელებს სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებაზე.
წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც ა------ გ-------–--ე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს ზემოაღნიშნული მუხლით, საჭიროა, რომ 1. დაზარალებული იყოს პოლიციის თანამშრომელი, 2. განხორციელდეს მასზე თავდასხმა და 3. თავდასხმა უნდა იყოს დაკავშირებული მის სამსახურებრივ საქმიანობასთან.
სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2018 წლის 2 აპრილს, იმ დროს, როდესაც ბრალდებულის სახით დაკავებულმა ა------ გ-------–--ემ ფეხი დაარტყა პოლიციის თანამშრომელს, ის იმყოფებოდა რ--------ს ს----–-----------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში.
მოცემულ საქმეზე მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს დ-------- დ-----–---–ისგან გამოთხოვილი ინფორმაცია, სადაც ასახულია იმ ოთახში არსებული ვითარება, სადაც იმყოფებოდნენ როგორც ა------ თ---–--ე, ისე ა------ გ-------–--ე. აღსანიშნავია, რომ თავად დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის გ------- კ--–-------სთვის ფეხის დარტყმის ფაქტს, თუმცა მიუთითებს, რომ ა------ გ-------–--ეს არანაირი ინტერესი არ გააჩნდა გ------- კ--–-------ს მიმართ და ფეხის აქნევა იყო ინსტიქტური ქმედება, რაც არ უნდა შეფასებულიყო განზრახვად. გარდა ამისა, დაცვის მხარეს, ა------ გ-------–--ის ქცევის შესახებ ასევე აქვს წარმოდგენილი ვერსია, რომლის თანახმად, ა------ გ-------–--ის გაღიზიანება გამოიწვია ა---------– ჭ--------ს გამოწვევამ, მისმა დამცირებამ, შეურაცხყოფამ და ვიდეოს გადაღებამ, რაც, წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში, პალატის მიერ ვერ იქნება დადასტურებულად მიჩნეული.
ლოგიკურია არგუმენტი, რომლის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი საკუთარი მობილური ტელეფონით იღებდა შენობაში მიმდინარე მოვლენებს, ვინაიდან განყოფილებაში დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეო-კამერები იმ მომენტისთვის არ მუშაობდა. მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დ-------- დ-----–---–ისაგან ინფორმაციის გამოთხოვა, რამდენადაც დადგინდა, რომ ა------ გ-------–--ის მიერ გ------- კ--–-------ს ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტი ჩაწერა და ინფორმაცია დისკზე გადაიტანა დ-------- დ-----–---–მა. სასამართლოს განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დ-------- დ-----–---–ისაგან 2018 წლის 12 აპრილს გამოთხოვილი იქნა დვდ დისკი.
უნდა აღინიშნოს, რომ ა------ გ-------–--ეს პირველი შეხება პოლიციის თანამშრომლებთან ჰქონდა მაშინ, როდესაც, არაერთი შეტყობინების საფუძველზე, ა------ გ-------–--ის და ა------ თ---–--ის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების აღსაკვეთად, პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ პოლიციის თანამშრომლების ადგილზე გამოცხადების შემდეგ, ორივე პირმა პოლიციელებს დაუწყო გინება. პოლიციელების მოწოდებაზე, დამშვიდებულიყვნენ და დაეცვათ წესრიგი, არ ჩერდებოდნენ და კვლავ აგრესიას გამოხატავდნენ. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მოწოდებულია არამხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა მიერ, არამედ შემთხვევის ადგილზე მყოფი მოქალაქეების მიერაც. ამის შემდეგ, ა------ თ---–--ის და ა------ გ-------–--ის დამოკიდებულება პოლიციის თანამშრომელთა მიმართ ჩანს ჩანაწერში, სადაც ისმის არაერთი შეურაცხმყოფელი ფრაზა. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ პოლიციის თანამშრომლები თავად ახორციელებდნენ დაკავებულების მიმართ შეურაცხყოფას და მხოლოდ საპასუხო შეურაცხყოფის მონაკვეთს აფიქსირებდნენ ჩანაწერში. წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში ასევე ვერ იქნება დადასტურებულად მიჩნეული ის გარემოება, რომ ა------ თ---–--ეს და ა------ გ-------–--ეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებმა.
დაცვის მხარის წარმომადგენლები ერთის მხრივ განმარტავენ, რომ მსჯავრდებულები აღიარებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მულის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალს, თუმცა, მეორე მხრივ სურთ, რომ მიყენებული დაზიანებები დაუკავშირონ პოლიციელებს, რასაც პალატა, როგორც ზემოთ აღინიშნა, წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში ვერ გაიზიარებს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ა------ თ---–--ის და ა------ გ-------–--ის ჩვენებები წინააღმდეგობაშია პრეიუდიციად ცნობილ მტკიცებულებებთანაც კი. ა------ თ---–--ის და ა------ გ-------–--ის განმარტება, რომ თითქოს ტაქსის ტრაფარეტის მქონე ავტომანქანის მინა დაზიანდა კარის მიჯახუნების შედეგად, წინააღმდეგობაშია თავად ზ------ კ----–-–---–ის გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებულ გარემოებებთან. ამ უკანასკნელმა აღწერა ის ვითარება, როდესაც ერთ-ერთი პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუშტით განზრახ მინის ჩამსხვრევას. მოწმემ აღნიშნა, რომ წინ გადაუდგა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ყვიროდა ხმამაღლა, იყო აგრესიული და სახეზე ჰქონდა დაზიანებები, მოსდიოდა სისხლი და ითხოვდა მანქანის გაჩერებას. ავტომანქანა გააჩერა, თუმცა ეს პირი არც მას და არც სხვა მანქანებს არ აძლევდა წასვლის საშუალებას. ამ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა მეორე პირიც, რომელიც ასევე იგინებოდა და ილანძღებოდა. მოწმემ გამორიცხა მსჯავრდებულთა მიერ დაფიქსირებული პოზიცია და არ დაადასტურა ის ფაქტი, რომ თითქოს აღნიშნული პირები მას წაყვანას თხოვდნენ და მათი გაღიზიანება გამოიწვია მისმა უარმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენებები შემთხვევით კარის დაზიანების შესახებ, არის უსაფუძვლო, ისევე, როგორც ა------ გ-------–--ის და ა------ თ---–--ის მიერ შემდეგ აღწერილი მოვლენები წინააღმდეგობაში მოდის მოწმეთა ჩვენებებთან. დ----- ასპანიძის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ორივე პირი ძლიერ მუჭებს ურტყამდა სასწრაფოს წინა საქარე მინას, აზიანებდნენ მინას, მაღალმა კი თავი ურტყა სასწრაფოს მანქანის ძრავის სახურავს. შემდეგ პოლიციას დაუწყეს გინება. პოლიციელების მოწოდებაზე დამშვიდებულიყვნენ და დაეცვათ წესრიგი, არ ჩერდებოდნენ და კვლავ აგრესიას გამოხატავდნენ. ის მოტივი, რაც დაასახელეს ბრალდებულებმა, არ დაუდასტურებიათ არც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ეკიპაჟის წევრებს. მათი განმარტებებით, აღნიშნული ორი პირის (ა------ თ---–--ე და ა------ გ-------–--ე) ქმედებები იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო, იყვნენ აგრესიულები და მანქანიდან გადასვლის შემთხვევაში ალბათ მიაყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფასაც.
მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში ყოფნისას პოლიციის თანამშრომლებმა მოახდინეს ა------ გ-------–--ის პროვოცირება. პალატა არ გამორიცხავს, რომ ა------ გ-------–--ემ პოლიციის თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იმის, გამო, რომ ის ტელეფონით უღებდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ვიდეოს გადაღება არ შეიძლება გახდეს ძალადობის გამართლების საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ პოლიციის თანამშრომელთა საქმიანობიდან გამომდინარე, ისინი წარმოადგენენ ძალადობის რისკის ქვეშ მყოფ პირებს, შესაბამისად, მათი უსაფრთხოება განსაკუთრებულად არის დაცული კანონით და ითვალისწინებს მკაცრ სასჯელს როგორც ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის, ისე მუქარის, თავდასხმის და მით უფრო ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებში. გასათვალისწინებელია, რომ ა------ გ-------–--ე განყოფილებაში მიყვანამდეც აგრესიული იყო, უმიზეზოდ მიაყენა შეურაცხყოფა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს, ა------ თ---–--ესთან ერთად უმიზეზოდ აგინა მამაკაცს, რომელიც ფანჯარასთან სიგარეტს ეწეოდა და შემდეგ ცემა და ა.შ.. მაშინ, როდესაც ნეიტრალური პირების მიერ დასტურდება ავტომანქანებზე დაზიანებების განზრახ მიყენების ფაქტი, რაც ცხადია, დამზიანებლის გარკვეულ დაზიანებასაც გამოიწვევდა, როდესაც დასტურდება მანქანის ძრავის სახურავზე თავის დარტყმების ფაქტი, დაკავებისას პროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი, მხოლოდ ა------ თ---–--ის და ა------ გ-------–--ის განმარტებები პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის თაობაზე, ვერ იქნება დადასტურებულად მიჩნეული.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება (ვრცლად იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11).
მოცემულ შემთხვევაში, გამოძიება დაიწყო შეტყობინებების საფუძველზე. შეტყობინებების მიხედვით, ადგილი ჰქონდა ნივთების დაზიანებას, ჩხუბს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ა------ თ---–--ის და ა------ გ-------–--ის დაკავებაც განხორციელდა აღნიშნული ბრალდების საფუძველზე. შეუძლებელია იმაზე მსჯელობა, რომ პოლიციის თანამშრომლებს გააჩნდათ რაიმე ინტერესი აღნიშნულ პირთა მიმართ და მათი ქმედებები იყო კანონშეუსაბამო. ბრალდებულების სახით აღნიშნულ პირთა დაკავება განხორციელდა გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, ვინაიდან ა------ თ---–--ე და ა------ გ-------–--ე კვლავ აგრძელებდნენ დანაშაულის ჩადენას. პოლიციის განყოფილებაში განვითარებული მოვლენების შესახებ სასამართლოს ინფორმაცია მოაწოდეს პოლიციის თანამშრომლებმა. ის გარემოება, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტი, არ მიუთითებს პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების არაგულწრფელობაზე. გ------- კ--–-------ს არ დაუდასტურებია, რომ 6 დღის მანძილზე იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, მისი ჩვენებით, საავადმყოფოდან გამოწერეს მეორე დღეს (რაც შესაბამისობაშია სამედიცინო ჩანაწერებთან), ხოლო შემდეგი დღეების მანძილზე მკურნალობდა სახლში.
ჩანაწერში ნათლადაა ასახული, რომ ა------ გ-------–--ე დგება სკამიდან, არის აგრესიული, იქნევს ფეხს (ხელები აქვს შეკრული) და ორი პირი ვერ ახერხებს მის შეკავებას. ამ დროს ოთახში შედის გ------- კ--–-------ც, რომელიც სხვა პირებთან ერთად ასევე ცდილობს ა------ გ-------–--ის შეკავებას და ძალის გამოყენებით საბოლოოდ აწვენენ მას იატაკზე. ა------ გ-------–--ე დუნდება, რის შემდეგაც გ------- კ--–------- იხრება მის თავთან. დაზარალებულის განმარტებით, ის დაიხარა პულსის გასასინჯად, რადგან ძირს დაწვენილმა ა------ გ-------–--ემ შეწყვიტა წინააღმდეგობა. ჩანაწერის მიხედვით, სწრაფად და მოულოდნელად, ა------ გ-------–--ე ხრის მარცხენა ფეხს, ხოლო მარჯვენა ფეხს მთელი ძალით ურტყამს გ------- კ--–-------ს. ჩანაწერი ასახავს ინფორმაციას, სადაც კარგად ჩანს განვითარებული მოვლენები, მათ შორის ა------ გ-------–--ის წინასწარგანზრახული და პოლიციის თანამშრომლებისთვის მოულოდნელი ქმედებაც.
თავდასხმა გულისხმობს უეცარ, აგრესიულ მოქმედებას. პალატას მიაჩნია, რომ ა------ გ-------–--ის ქმედება არ შეიძლება შეფასდეს ინსტიქტურ ქმედებად. მას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების - ფეხის აქნევის მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რადგან მისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ მის თავთან „ვიღაც“ იყო ჩაცუცქული და ეს პირი ყველა შემთხვევაში იქნებოდა პოლიციის თანამშრომელი. შესაბამისად, ა------ გ-------–--ის მიერ მთელი ძალით ფეხის აქნევა მიუთითებს შედეგის მიმართ სურვილზე, ანდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობის გათვალისწინებაზე.
დაცვის მხარის არგუმენტი, რომ ა------ გ-------–--ეს არანაირი მოტივი არ გააჩნდა, ძალადობა განეხორციელებინა გ------- კ--–-------ს მიმართ, არ გამორიცხავს აღნიშნული მუხლის შემადგენლობას. ა------ გ-------–--ისთვის კარგად იყო ცნობილი მისი ადგილსამყოფელი - პოლიციის ადმინისტრაციული შენობა და ისიც, რომ იქ მყოფი პირები წარმოადგენდნენ პოლიციის თანამშრომლებს. მისი აგრესიული ქცევა და მოქმედება სკამიდან ადგომის შემდეგ მიუთითებს მის დამოკიდებულებაზე პოლიციის თანამშრომელთა მიმართ. პოლიციის თანამშრომლებმა ვერ შეძლეს მისი შეკავება. ამას ისიც ადასტურებს, რომ რამდენიმე პირმა ერთობლივად შეძლო მისი იატაკზე დაწვენა. იატაკზე დაწვენილმა ა------ გ-------–--ემ კი გამოიყენა პირველივე შესაძლებლობა, თავდაპირველად შეწყვიტა წინააღმდეგობა, მოდუნდა, მოემზადა და მარჯვენა ფეხი მოიქნია იმ სიძლიერით და იმ მიმართულებით, რომ მოხვედროდა უკიდურეს შემთხვევაში ნებისმიერ პოლიციელს. მისთვის არ იყო მნიშვნელოვანი, ობიექტი იქნებოდა ა---------– ჭ-------- თუ ვინმე სხვა პოლიციის თანამშრომელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ ა------ გ-------–--ის ქმედებით განხორციელდა პოლიციელზე თავდასხმის ობიექტური შემადგენლობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: Krasulya v. Russia, N12365/03 , პარ. 50). პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე ნამსჯელი აქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს. ძირითად არგუმენტებზე იმსჯელა ასევე პალატამაც და მიიჩნია, რომ ა------ გ-------–--ემ, განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს როგორც ა------ გ-------–--ის, ისე ა------ თ---–--ის ბრალეულობას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ არსებობს არსებითი ხასიათის უზუსტობები, რაც მათში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, ხოლო სხვა მტკიცებულება, რაც საკმარისი იქნებოდა მათი გაუზიარებლობისათვის, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები არ წარმოადგენს ბრალდების უარყოფის საფუძველს. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაციაა, ხოლო სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინონ დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით 100-დან 180 საათამდე, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით 1 წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 3 წლამდე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა საბოლოო სასჯელი ა------ თ---–--ეს, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 200 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 1-დან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5 წლამდე.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ა------ თ---–--ეს და ა------ გ-------–--ეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვთ 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა. დაცვის მხარე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში ორივე პირის მიმართ, ხოლო ა------ თ---–--ის შემთხვევაში ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისთვის, ითხოვს არასაპატიმრო სასჯელების გამოყენებას და ასაბუთებს იმ გარემოებით, რომ ზიანი არის ანაზღაურებული და გარდა ამისა, მსჯავრდებულთა პიროვნული მონაცემები და მათი ოჯახური მდგომარეობა არ ყოფილა გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის დროს.
პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების ამ ნაწილში დამნაშავედ თავის ცნობა, მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევა, ოჯახური მდგომარეობა და ზიანის ანაზღაურების ფაქტი ვერ გახდება არასაპატიმრო სასჯელის უპირობო გამოყენების საფუძველი. აღნიშნული გარემოებები გათვალისწინებული აქვს სასამართლოს, რაც დასტურდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მინიმუმის (რეციდივის გამო) დანიშვნით და გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
იმისათვის, რომ განისაზღვროს სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნები, სრულყოფილად უნდა შეფასდეს ყველა ის გარემოება, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არის გასათვალისწინებელი და ასევე ნათლად უნდა იქნეს გაანალიზებული საფრთხეები, რაც შექმნეს დამნაშავის თუ დამნაშავეების ქმედებებმა.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებით გამოწვეული საფრთხეების და სიმძიმის გათვალისწინების შედეგად ადეკვატური, შესაბამისი და თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. შესაბამისად, უნდა შეფასდეს არამხოლოდ ნივთის დაზიანება და შემდეგ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, არამედ ა------ თ---–--ის და ა------ გ-------–--ის ქმედებები 2018 წლის 2 აპრილს. მოცემულ შემთხვევაში, ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების ხარისხი, ქმედებების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პალატის მოსაზრებით, გამორიცხავს თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სხვა ალტერნატიული სასჯელის გამოყენების მიზანშეწონილობას. 2018 წლის 02 აპრილს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა------ თ---–--ემ და ა------ გ-------–--ემ ჯერ მათთვის უცნობ გ------- ზ------იშვილს მიაყენეს უმიზეზოდ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ გაემართნენ მ----------ს ქუჩაზე და გზაში მოძრაობისას ასევე სრულიად უმიზეზოდ წინ გადაუდგნენ ამავე ქუჩაზე მოძრავ ტაქსს, რომლის მძღოლსაც ასევე მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ აძლევდნენ მოძრაობის საშუალებას და ამასთან, ა------ გ-------–--ემ მუშტის დარტყმით ჩაუმტვრია მანქანის უკანა მარცხენა საქარე მინა. მიუხედავად აღნიშნულისა, ეს ქმედებები არ აღმოჩნდა საკმარისი, წინ გადაუდგნენ სასწრაფო დახმარების ავტომანქანას. უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ სასწრაფო დახმარების ავტომანქანა შესაძლოა მიემართებოდა გამოძახებაზე (ყველა შემთხვევაში უნდა ევარაუდათ ავტომანქანის ამოსაცნობი ნიშნის გამო), ასევე უმიზეზოდ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ეკიპაჟის წევრებს და მანქანა დააზიანეს.
დაცვის მხარის არგუმენტები, რომ ა------ გ-------–--ემ მიიღო ალკოჰოლური ინტოქსიკაცია და ტაქსის ამოსაცნობი ნიშნით არსებული ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ არ გაუჩერა მსჯავრდებულებს, რომ სწორედ ეს მოტივი ამოძრავებდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანისთვის წინ გადადგომის და დაზიანების დროსაც, პალატის მიერ ვერ იქნება დასაბუთებულად მიჩნეული. იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა ბრალდების ამ ნაწილში მითითებული მტკიცებულებები, სადაც მოწმეებს არ განუცხადებიათ დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები, ეს მსჯელობა არის საფუძველს მოკლებული.
რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. რესოციალიზაციის მიზანი მჭიდროდაა დაკავშირებული ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან. შესაბამისად, სასჯელი მიაღწევს თუ არა მიზანს, უნდა იქნეს შეფასებული მსჯავრდებულის პიროვნებითაც.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
როგორც ა------ თ---–--ე, ისე ა------ გ-------–--ე არიან ნასამართლობის მქონენი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. კერძოდ, ა------ გ-------–--ე რ--------ს საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა ამავე გამოსაცდელი ვადით. ა------ გ-------–--ისათვის ცნობილი იყო, რომ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენა შესაძლოა გამხდარიყო პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის რეალურად გადაქცევის საფუძველი და მიუხედავად აღნიშნულისა, უგულებელყო სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებული შეღავათები და საზოგადოების მიმართ ძალადობით გამოხატა აშკარა უპატივცემულობა, ხოლო მისი მხრიდან გამოხატული ქმედებები და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადის ავტომანქანის დაზიანება არ შეიძლება შეფასდეს მცირე მნიშვნელობის ქმედებად. ა------ თ---–--ე ნასამართლობის მქონეა რ--------ს საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 იანვრის განაჩენით. აღნიშნული განაჩენით, ა------ თ---–--ე დამნაშავედაა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ა------ თ---–--ე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2016 წლის 25 მაისს. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის საფუძველზე, მას ნასამართლობა გაქარწყლებული არ აქვს. რაც შეეხება ნასამართლობის მოხსნას, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, ხოლო მსჯავრდებულის განმარტება, რომ ნასამართლობა აქვს უსაფუძვლოდ, ვერ იქნება გაზიარებული. პალატა ვერ შეაფასებს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის სამართლიანობას და დასაბუთებულობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის №54აპ-16 განაჩენში მითითებულია: „... საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური... ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათავლისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები...“
დაცვის მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა სასჯელის შემსუბუქებაზე. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ სასჯელის დანიშვნის დროს არ მოხდა მთელი რიგი შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინება, პალატა ვერ გაიზიარებს. პალატას მიაჩნია, რომ ა------ თ---–--ის და ა------ გ-------–--ის პიროვნებები, ოჯახური მდგომარეობა, ზიანის ანაზღაურება და ნაწილობრივი აღიარება გათვალისწინებული იქნა სასჯელის დანიშვნის დროს და მათ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმუმი. გარდა ამისა, გამოყენებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელთა შთანთქმის, და არა ნაწილობრივი ან სრული შეკრების სახით.
პალატა იმედოვნებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში გატარებული დრო იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულებისთვის, უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც ხელს შეუწყობს როგორც ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, ისე სამართლიანობის აღდგენას და მათ რესოციალიზაციას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი და რ--------ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა------ თ---–--ის, მსჯავრდებულ ა------ გ-------–--ის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ--–- გ-----–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლ--–-დ დარჩეს რ--------ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი.
ა------ თ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა------ თ---–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასჯელის ვადის ათვლა ა------ თ---–--ეს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 02 აპრილიდან.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ა------ გ-------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველ ნაწილზე.
ა------ გ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ა------ გ-------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს რ--------ს საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით ა------ გ-------–--ეს განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასჯელის ვადის ათვლა ა------ გ-------–--ეს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 02 აპრილიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულებები:
DVD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით; ასფალტიდან აღებული მერსედესის ავტომანქანის შუშის ნატეხი, ავტომანქანა მერსედესიდან ამოღებული შუშის ნატეხი, სასწრაფოს ავტომანქანის საქარე მინიდან აღებული ანაწმენდები, მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქა, ხელის ანაწმენდები და სისხლის ნიმუშები, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ავტომანქანები დაბრუნებული აქვთ მესაკუთრეებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე