განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2019
საქმის ნომერი
330210017001885445
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/2038-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ანა გოგიშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე;

 

აპელანტები - თ------- ყ---–-–---–ი, ზ---- ს--------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „------------------“;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 07 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება.

 

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების დასკვნებზე მითითება

 

2.1. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

შპს „-------------------ის“ სარჩელი მოპასუხეების - თ------- ყ---–-–---–ისა და ზ---- ს--------ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს - თ------- ყ---–-–---–სა და ზ---- ს--------ეს მოსარჩელე შპს „-------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის ძირი თანხის - 1742 აშშ დოლარისა და სარგებლის - 470,33 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეებს - თ------- ყ---–-–---–სა და ზ---- ს--------ეს მოსარჩელე შპს „-------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხის - 100 ლარის გადახდა. მოპასუხეებს - თ------- ყ---–-–---–სა და ზ---- ს--------ეს მოსარჩელე შპს „-------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 162,93 ლარის გადახდა.

 

2.1.1. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თ------- ყ---–-–---–ისა და ზ---- ს--------ის წარმომადგენლის შ-----------–-----ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში:

 

2016 წლის 27 აპრილს, თ------- ყ---–-–---–სა და შპს „-------------------ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება #1--------, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელემ მოპასუხეს თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 4000 აშშ დოლარის ოდენობით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 24 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად, მოსარჩელის სასარგებლოდ, გირავნობით დაიტვირთა ნ----------ას კუთვნილი ავტომობილი - ტ----------------ი. მსესხებლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები დამატებით უზრუნველყოფილი იყო ზ---- ს--------ის სოლიდარული თავდებობით.

 

მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2016 წლის 31 ოქტომბერს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. მდგომარეობის გათვალისწინებით, ავტომობილი გაიყიდა 3 485 აშშ დოლარად, რომლის გაქვითვაც ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელდა შემდეგნაირად: 1227 აშშ დოლარი - სრულიად გაიქვითა დარიცხული სარგებელი, 2258 აშშ დოლარი - შემცირდა სესხის ძირითადი თანხა.

 

თუმცა, ვინაიდან გირავნობის საგნის რეალიზაციის დღისთვის მოპასუხეს შპს „-------------------ის“ მიმართ ერიცხებოდა სესხის ძირითადი თანხა 4000 აშშ დოლარი, ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ მას კვლავ დარჩა დავალიანება - სესხის ძირითადი თანხა 1742 აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხება სარგებელი ყოველთვიურად 5%-ის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან ავტომობილის რეალიზაციიდან (31.10.2016-დან) დღემდე გასულია სრული 5 თვე და 12 კალენდარული დღე, დარიცხული სარგებელი შეადგენს 470,33 აშშ დოლარს.

 

ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ”თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც წარმოიშვა გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში”. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სესხის დარჩენილი ნაწილის ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით 2017 წლის 29 მარტს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნათ მოპასუხეებს და მიეცათ დამატებითი ვადაც, თუმცა, უშედეგოდ.

 

შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, მოპასუხეებს - თ------- ყ---–-–---–სა და ზ---- ს--------ეს შპს „-------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ: ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის ძირითადი თანხის - 1742 აშშ დოლარისა და სარგებლის - 470,33 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელე, ასევე ითხოვს მის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხის - 100 ლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრებას.

 

საქმის მომზადების მიზნით, მოსარჩელის წარმომადგენელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად, გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.

 

2017 წლის 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „-------------------ის“ წარმომადგენელმა და წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხეთათვის, არაერთხელ, გაგზავნის ფაქტი, რომლის მიუხედავად მათთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა.

 

2017 წლის 01 ივნისს 11:03 საათზე, სარჩელში მითითებულ ტელეფონის ნომერზე, მოხდა გასაუბრება მოპასუხე თ------- ყ---–-–---–თან, რომელსაც ეცნობა, რომ შპს “ე------------------ის“ მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილია სარჩელი თ------- ყ---–-–---–ისა და ზ---- ს--------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე და მიეცა წინადადება გამოცხადებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაებარებინა შპს “ე------------------ის“სარჩელი და თანდართული მასალები, რაზეც მოპასუხემ განაცხადა თანხმობა. თუმცა, იგი არ გამოცხადებულა თბილისის საქალაქო სასამართლოში და არ ჩაუბარებია შპს “ე------------------ის“ სარჩელი და თანდართული მასალები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხე - ზ---- ს--------ისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება დაევალა შსს გ-----------------– სამმართველოს, თუმცა 2017 წლის 23 აგვისტოს წარმოდგენილი პასუხის საფუძველზე დგინდება, რომ აღნიშნულ შემთხვევაშიც მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხეებს - თ------- ყ---–-–---–სა და ზ---- ს--------ეს შპს “ე------------------ის“ სარჩელისა და თანდართული საბუთების შესახებ ეცნობათ შეტყობინების საჯაროდ გავრცელების გზით, 2----–-–------------------ს.

 

წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეებს დანიშნული ჰქონდათ 10 დღის ვადა, მაგრამ მოპასუხეებმა შესაგებელი არ წარმოადგინეს და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის.

 

სარჩელში მითითებული და სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე 625-ე 394-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

მოპასუხეების არცერთ მისამართზე არ გამოცხადებულა სასამართლოს კურიერი. გარდა ამისა, მოსარჩელეს ჰქონდა მოპასუხეების საკონტაქტო ტელეფონის ნომრები, რომლებზეც შეიძლებოდა დაკავშირება, თუმცა მოსარჩელეს აღნიშნული არ უცდია. მოპასუხეების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჯარო შეტყობინების გავრცელების პერიოდში თ------- ყ---–-–---–ი იმყოფებოდა საავადმყოფოში. მოპასუხეებს სასამართლო გზავნილი არ ჩაჰბარებიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი თავს არ აარიდებდნენ სასამართლოში შესაგებლის შეტანას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. წინამდებარე შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს თ------- ყ---–-–---–სა და ზ---- ს--------ეს განკუთვნილი სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაჰბარდა თუ არა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. კანონის დასახელებული ნორმებიდან ასევე გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები _ საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსკ-ის 2321 მუხლი), სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ მხარეს სურვილი არ გააჩნია, უარყოს მოსარჩელის პრეტენზიები მის მიმართ და თანახმაა, სასამართლომ გაიზიაროს მისი მოთხოვნები. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეფუძნება დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების იურიდიულ შეფასებას.

 

შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთგვარ სასჯელს წარმოადგენს უპასუხისმგებლო მხარისათვის. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრული გარემოებებისა და პირობების აშკარად, ეჭვის გარეშე არსებობისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა პირის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.

 

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე ხელშეკრულებაში მითითებულ და მისთვის ცნობილ მისამართებზე - გ---------------–-----------, ქ---------------–---–------------------ და თ---–-------–---–---–------- ფოსტის მეშვეობით ცდილობდა მოპასუხეებისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარებას. თუმცა, ჩაბარება ვერ მოხდა იმ მიზეზით, რომ მოპასუხეები მითითებულ მისამართებზე არ იმყოფებოდნენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს განჩინებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს დაევალა მოპასუხე ზ---- ს--------ისთვის სარჩელში მითითებულ მისამართზე გ------------–---–--------- სარჩელის ჩაბარება. გ-----------------–ი სამმართველოს უბნის ინსპექტორების მიერ შედგენილი ოქმის მიხედვით ჩაბარება ვერ მოხერხდა, რადგან მითითებული მისამართი არ არსებობს. გარდა ამისა, 2017 წლის 1 ივნისს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის თანაშემწემ ტელეფონის საშუალებით აცნობა მოპასუხეს სარჩელისა და თანდართულ მასალების ჩაბარების აუცილებლობის შესახებ, თუმცა, მხარე არ გამოცხადებულა სასამართლოში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2----–-–----------------ის განჩინების საფუძველზე სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება მოხდა საჯარო შეტყობინების გზით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულია საჯარო შეტყობინების გამოყენების წინაპირობები, ესენია: თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება. მხარის (მოსარჩელე) მიერ სასამართლოსადმი მიმართვის მიზანი მოპასუხის მიერ მისი დარღვეული უფლების დაცვაა, რომელსაც ემსახურება, როგორც შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობის, ასევე პროცესის ეკონომიურობის პრინციპი. შესაბამისად, დაუშვებელია, განსახილველი საქმე დროში უსასრულოდ გაიწელოს, იმ მიზეზით, რომ სასამართლო კორესპონდენციის ჩაბარება მოპასუხისათვის ვერ ხერხდება. სსსკ-ის 78-ე მუხლით დადგენილი წესი მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების საშუალებაა, რომელიც ხელს უშლის მოწინააღმდეგე მხარის წახალისებას თავიდან აირიდოს დავის სასამართლო წესით განხილვა და ამ გზით მისი მოსარჩელის მიმართ შესრულებაზე ვალდებულ პირად ქცევა. პირის უფლება დარღვეული უფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს არარეალიზებული იქნება თუ სასამართლოს არ ექნებოდა შესაძლებლობა შესაბამისი წინაპირობების არსებობისას ხელი შეეწყო მოსარჩელის დაცვის ღირსი უფლების განხორცილებას. თუმცა, ამგვარი ხელშეწყობა უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს, ე.ი უნდა არსებობდეს თანაფარდობის გონივრული კავშირი გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის. სასამართლო ვალდებულია დაიცვას სამართლიანი ბალანსი და ერთი მხარის უფლების დაცვა არ მოხდეს მეორის ხელყოფის ხარჯზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ გამოიყენოს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უკიდურესი საშუალება - საჯარო შეტყობინება (სსკ-ის 78-ე მუხლი) ამოწურული უნდა იყოს მხარის ინფორმირების სსკ-ის 73.1 მუხლით გათვალისწინებული ყველა რესურსი. განმცხადებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ გზავნილი არ ჩაჰბარებია.

 

ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული რომელიმე საფუძველი, რაც გახდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა. არც საჩივართან ერთად და არც სასამართლოში საჩივრის განხილვისას მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გზავნილის მოპასუხისათვის ჩაბარების წესის დარღვევას. შესაგებელი არ არის წარმოდგენილი დადგენილი წესით და არც წარმოუდგენლობის საპატიო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოიპოვება საქმეში, შესაბამისად, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება მართლზომიერია და აკმაყოფილებს სსსკ-ის 233-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნებს. თ------- ყ---–-–---–სა და ზ---- ს--------ეს დროულად და კანონით დადგენილი წესით (სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლები) ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობა კი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ------- ყ---–-–---–ისა და ზ---- ს--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 07 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა გოგიშვილი