განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.02.2019
საქმის ნომერი
010210018001878715
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210018001878715

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-1285-2018 20 თებერვალი 2019 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (აპელანტი) წარმომადგენელი - - - - სსიპ ,,ს------------------ მ---–----–-- ა------ ტე--------- და რ------“ ნ---- უ----–---–ი----------–-------------–- ბ-------ე ს---–--- ფ--–-------–--ლი

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, პატივის ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტის დადგენა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის, სსიპ ,,ს------------------ მ---–----–-- ა------ ტე--------- და რ------“-ს მოთხოვნა: სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ი-----–- ბ-------ის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა 2. აპელანტის, ი-----–- ბ-------ის მოთხოვნა: სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, ნ----- კ------ის მიერ, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტის დადგენა და ნ----- კ------ის მიერ გაკეთებული განცხადების უარყოფის დავალდებულება სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 1993 წლიდან- 2017 წლის 23 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა პოზიციებზე შრომით ურთიერთობაში უწყვეტად იმყოფებოდა მოპასუხესთან. საბოლოოდ, 2016 წლის 1 თებერვლის ბრძანებით დაინიშნა მიმდინარე მ---–----–-- სამსახურის უფროსის პოზიციაზე, სადაც მუშაობდა 2017 წლის 23 მარტის ჩათვლით. მის ფუნქციებში შედიოდა სა-----------ო ეთერის პროგრამული ბადის მიხედვით პროგრამების განთავსება, ხოლო გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება. ტე---------ში მუშაობის 24 წლის მანძილზე, იგი ყოველთვის პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული, არც ერთი დისციპლინური სახდელი, მიღებული აქვს არაერთი სიტყვიერი და წერილობითი მადლობა. 2017 წლის 25 თებერვალს, ეთერში ხარვეზების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მოსარჩელემ მიიღო ოპერატიული გადაწყვეტილება და საინფორმაციო სამსახურის ოპერატორს, მ------ მა-–-----ეს სთხოვა მწ---------–---ე არტებისათვის მასალის გადაღება. შესაბამისად, ამ მიზნით გასცა განკარგულება მ---–----–-- კუთვნილი ვიდეოკამერის გატანის შესახებ. 2017 წლის 25 თებერვალს, მ---–----–-- კუთვნილი ვიდეოკამერით, მწ---------–---ე, ქორწილის გადაღების ფაქტის გამო, მის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება. დისციპლინური წარმოების ფარგლებში მან და ოპერატორმა მ------ მა-–-----ემ განმარტეს, რომ 25 თებერვალს მწ---------–---ე კამერა გატანილი იქნა არტებისათვის ბუნების კადრების გადასაღებად, ხოლო ქორწილის კადრები გადაღებული იქნა მ------ მა-–-----ის პირადი ვიდეოკამერით და ა------ ტე---------ს კამერა კომერციული გადაღებისათვის გამოყენებული არ ყოფილა. 2017 წლის 23 მარტის ბრძანებით, მოსარჩელე დათხოვნილი იქნა სამსახურიდან. განთავისუფლების მიზეზად მითითებული იქნა ის გარემოება, რომ ტე---------დან არაგეგმიურად, მისი მითითებით, გატანილი იქნა ვიდეოკამერა არტების გადასაღებად, რაც არ შედიოდა მიმდინარე მ---–----–-- სამსახურის ფუნქციაში. გარდა ამისა, ა------ ტე---------ს ლოგოიანი კამერით მოხდა ქორწილის გადაღება, რამაც შელახა ა------ ტე---------ს იმიჯი და საქმიანი რეპუტაცია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კამერის გატანაზე და არტების გადაღებაზე მითითება გასცა კანონიერად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, მ---–----–-- საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით. მისი დავალება, მხოლოდ არტების გადაღებას უკავშირდებოდა და არავითარი კავშირი ქორწილის გადაღებასთან არ გააჩნდა. შესაბამისად, მისი სამუშაოდან განთავისუფლების ბრძანება უკანონოა და უნდა გაუქმდეს. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხის დირექტორის, ნ----- კ------ის მიერ, სხვადასხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მის მიმართ გაკეთებული იქნა ცილისმწამებლური განცხადებები, რამაც შელახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რის გამოც, იგი ვალდებულია იმავე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით უარყოს მის მიერ გავრცელებული ცნობები. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც უარი განაცხადა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და განმარტა, რომ ი-----–- ბ-------ის, როგორც მიმდინარე მა------------ს სამსახურის ხელმძღვანელის ფუნქციას არ წარმოადგენდა არტების დამზადება. სამსახურის დებულების შესაბამისად, სამსახურის მიზანია გამართული, ხარისხიანი და შეუფერხებელი მიმდინარე სა-----------ო მა------------ს უზრუნველყოფა. მოსარჩელის სამსახურეობრივი ფუნქციების განმსაზღვრელ არცერთ დოკუმენტში არ მოიძებნება ნორმა, რომელიც მას უფლებამოსილებას მიანიჭებდა ახალი ამბების სამსახურის ოპერატორისთვის მიეცა დავალება. ასევე არ მოიძებნება ნორმა, რომელიც ახალი ამბების სამსახურის ოპერატორებს დაავალდებულებდა შეასრულონ სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მითითებები. მოსარჩელემ გასცა ისეთი დავალება, რომლის გაცემის უფლებამოსილება არ გააჩნდა და აღნიშნული დავალების შესრულებისათვის გამოიყენა ისეთი პირი, რომლის, არც ხელმძღვანელი იყო და, არც ის იყო უფლებამოსილი შეესრულებინა აღნიშნული დავალება, მით უფრო მ---–----–-- ქონებით მიეღო სარგებელი. მ---–----–-- კამერის გატანით ი-----–- ბ-------ემ არ დაიცვა ტე---------ს ქონებრივი ინტერესები, ვინაიდან კამერა არის ძვირადღირებული აქტივი და ხასიათდება ამოწურვადი რესურსით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე გასაჩივრებული ბრძანება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება ნ----- კ------ის მიერ, მედიასაშუალებებისათვის გაკეთებულ კომენტარს, მისი მოსაზრება ეფუძნებოდა დასრულებული დისციპლინური საქმის წარმოებისას მოპოვებულ მასალებს. ამასთან, კომენტარები არ არღვევდა დასაქმებულის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულ უფლებას.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. მოსარჩელე ი-----–- ბ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. ბათილად იქნეს ცნობილი, სსიპ „ს------------------ მ---–----–-- ა------ ტე--------- და რ------ს“ დირექტორის ბრძანება სსიპ „ს------------------ მ---–----–-- ა------ ტე--------- და რ------ს“ მიმდინარე მა------------ს სამსახურის უფროსის მიმართ დისციპლინური სანქციის გამოყენების შესახებ; 3. ი-----–- ბ-------ე აღდგენილი იქნეს, სსიპ „ს------------------ მ---–----–-- ა------ ტე--------- და რ------ს“ მიმდინარე მა------------ს სამსახურის უფროსის თანამდებობაზე; 4. დაეკისროს სსიპ „ს------------------ მ---–----–-- ა------ ტე--------- და რ------ს“ ი-----–- ბ-------ის სასარგებლოდ განაცდური, 2017 წლის 23 მარტიდან, თანამდებობაზე აღდგენამდე, 2300 ლარის ოდენობით; 5. ი-----–- ბ-------ის სარჩელი, ნ----- კ------ის მიერ, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტის დადგენის და ნ----- კ------ის მიერ გაკეთებული განცხადებების უარყოფის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს; 6. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე მოსარჩელეს ეთქვას უარი; 7. დაეკისროს, სსიპ „ს------------------ მ---–----–-- ა------ ტე--------- და რ------ს“ სახელმწიფო ბაჟის სახით 514 ლარი. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2013 წლის 25 დეკემბერს, „მა------------ს შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით დაფუძნდა სსიპ „ს------------------ მ---–----–-- ა------ ტე--------- და რ------“. 2.2. 2014 წლის 3 იანვრის ბრძანებით და იმავე დღეს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ი-----–- ბ-------ე დაინიშნა სსიპ „ს------------------ მ---–----–-- ა------ ტე--------- და რ------ს“ შემოქმედებითი ჯგუფების მასობრივი ღონისძიებების გადაღების მიმართულების პროდიუსერის თანამდებობაზე; 2014 წლის 1 აპრილის ბრძანებით გადაყვანილი იქნა გენერალური პროდიუსერის თანამდებობაზე, ხოლო 2016 წლის 1 თებერვლის ბრძანებით დაინიშნა და განთავისუფლებამდე მუშაობდა მიმდინარე მა------------ს სამსახურის უფროსის პოზიციაზე. 2.3. 2016 წლის 12 ოქტომბრის N02-03/28 ბრძანებით დამტკიცებული, სსიპ „ს------------------ მ---–----–-- ა------ ტე---------სა და რ------ს“ მიმდინარე მა------------ს სამსახურის დებულების თანახმად, სამსახურის საქმიანობის მიზანია გამართული, ხარისხიანი და შეუფერხებელი მიმდინარე სა-----------ო, რ------ და ინტერნეტ მა------------ს უზრუნველყოფა. ამავე დებულების თანახმად, სამსახურის ძირითად ფუნქციებში შედის: 1. ტე---------ს და რ------ს მაღალი ხარისხის, შეუფერხებელი მიმდინარე ეთერის და ვებ. გვერდის უზრუნველყოფა; 2. სა-----------ო, რ------ და ინტერნეტ მიმართულებით სტუდიების, სააპარატოების, ტექნიკისა და აპარატურის წინასწარი, გეგმიური, ტექნიკური შემოწმება; 3. სა-----------ო, რ------ და ინტერნეტ მიმართულებით სტუდიების, სააპარატოების, ტექნიკასა და აპარატურაში შესაძლო და არსებული ხარვეზების მაქსიმალური გამოვლენა; 4. სა-----------ო, რ------ და ინტერნეტ მიმართულებით სტუდიების, სააპარატოების, ტექნიკასა და აპარატურაში გამოვლენილი ხარვეზების დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა; 5. მიმდინარე რეჟიმში სა-----------ო, რ------ და ინტერნეტ გადაცემების წინასწარი შემოწმება; 6. სა-----------ო, რ------ და ინტერნეტ გადაცემებში არსებული ხარვეზებისა და ტექნიკურ ხარისხთან შეუსაბამობების გამოვლენა და დროულად გადაწყვეტის უზრუნველყოფა; 7. მაღალი ხარისხის სა-----------ო ეთერისათვის წინასწარი მომზადების მონიტორინგი და შეუფერხებელი, მაღალი ხარისხის მიმდინარე მა------------ს უზრუნველყოფა; 8. სა-----------ო ეთერში ხარვეზების, გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროული გამოვლენა და ოპერატიული გამოსწორების უზრუნველყოფა; 9. მაღალი ხარისხის რ------ ეთერისათვის წინასწარი მომზადების მონიტორინგი; 10. შეუფერხებელი, მაღალი ხარისხის მიმდინარე რ------ ეთერის უზრუნველყოფა და მასში არსებული ხარვეზების, გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროული გამოვლენა და ოპერატიული გამოსწორების უზრუნველყოფა; 11. ვებ-გვერდზე გასაშვები მასალებისა და პროგრამების წინასწარი მზადყოფნის მონიტორინგი; 12. მიმდინარე რეჟიმში ვებ-გვერდის მუდმივი განახლება ახალი ინფორმაციითა და გადაცემებით; 13. მიმდინარე რეჟიმში ვებ-გვერდის ტექნიკურად გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა. 2.4. 2016 წლის 12 ოქტომბრის N02-03/28 ბრძანებით დამტკიცებული, სსიპ „ს------------------ მ---–----–-- ა------ ტე---------სა და რ------ს“ მიმდინარე მა------------ს სამსახურის დებულებით განისაზღვრა სამსახურის უფროსის შემდეგი ფუნქციები: 1. ტე---------ს, რ------სა და ინტერნეტის ტექნიკის წინასწარი მონიტორინგის და გამართულობის უზრუნველყოფა; 2. ტე---------ის რ------სა და ინტერნეტის გადაცემების წინასწარი შემოწმების უზრუნველყოფის კოორდინაცია; 3. ტე---------ს, რ------სა და ინტერნეტის გადაცემებში მოწვეული სტუმრებისა და რესპოდენტების წინასწარი მომზადების უზრუნველყოფა; 4. ტე---------სა და ინტერნეტ გადაცემების სტუდიების, დეკორაციების, დიზაინის მზადყოფნის წინასწარი შემოწმების უზრუნველყოფა; 5. ტე---------ს საეთერო ბადის გენერალური გეგმის მიხედვით ყოველდღიურად, პროგრამების ბადეში დროულად, მაღალი ხარისხით განთავსების უზრუნველყოფა; 6. რ------ს საეთერო ბადის გენერალური გეგმის მიხედვით ყოველდღიურად, პროგრამების ბადეში დროულად, მაღალი ხარისხით განთავსების უზრუნველყოფა; 7. ვებ-გვერდის საეთერო ბადის გენერალური გეგმის მიხედვით, პროგრამების დროული და ხარისხიანი ატვირთვის უზრუნველყოფა; 8. სა-----------ო, რ------სა და ინტერნეტის მიმდინარე ეთერში ხარვეზების მაქსიმალური გამოვლენა, გამოვლენილ ხარვეზებზე შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვის სამუშაოების კოორდინაცია და გამოვლენილი ხარვეზების რეაგირების ღონისძიებების ორგანიზება; 9. გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება და განხორციელება; 10. სა-----------ო და რ------ და ინტერნეტ მა------------ს განვითარების სამსახურების მიერ დასახული/განსაზღვრული ამოცანების/მითითებების შესრულების კოორდინაცია/უზრუნველყოფა; 11. ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამსახურში (სტრუქტურულ ერთეულში) დასაქმებულ პირებს; 12. მ---–----–-- დირექტორის და მისი მოადგილეების სამსახურებრივი მითითებების შესრულება. 2.5. 2017 წლის 25 თებერვალს, მიმდინარე მა------------ს სამსახურის უფროსის- ი-----–- ბ-------ის დავალებით, ახალი ამბების სამსახურის ოპერატორი მ------ მა-–-----ე, სამსახურის კამერით გავიდა გადაღებაზე მწ----------–-ზე. აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო დისციპლინური წარმოება. 2.6. 2017 წლის 23 მარტის N02-05/16 ბრძანებით, ი-----–- ბ-------ესთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება და იგი დათხოვნილი იქნა სამსახურიდან. სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იქნა ი-----–- ბ-------ის მიერ, შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა, რაც დამსაქმებლის მოსაზრებით გამოიხატა: 1. დასაქმებულის მიერ, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში; 2. მ---–----–-- საკუთრებაში არსებული ვიდეოკამერის არამიზნობრივად გამოყენებაში, რითაც შეილახა ტე---------ს იმიჯი; 3. ი-----–- ბ-------ემ ვერ გაათვითცნობიერა ჩადენილი გადაცდომის სიმძიმე და თავი აარიდა პასუხისმგებლობას. 2.7. 2017 წლის 24 მარტს, გაზეთ „---------–----------“ მიცემულ ინტერვიუში ნ----- კ------ემ განაცხადა შემდეგი: „ადმინისტრაციული მოკვლევით რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა. მაგალითად ის, რომ ი-----–- ბ-------ე არ იყო უფლებამოსილი რომელიმე თანამშრომლისათვის მიეცა კამერის გატანის უფლება. მ------ მა-–-----ე საინფორმაციო სამსახურის ოპერატორია და ის არ უნდა წასულიყო გადასაღებად. გარდა ამისა, ქორწილის დღე ოპერატორისათვის არასამუშაო დღე იყო.“ 2.8. 2017 წლის 4 აპრილს, ა------ ს------------------ მ---–----–-- ერთ-ერთ გასულ სიუჟეტში ნ----- კ------ემ განაცხადა: „ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ მას შეეძლო საკუთარი გამოცდილება გაეგრძელებინა მაუწყებელში, საკუთარი გამოცდილებით ეპოვა მაუწყებელში ის ფუნქცია, რომელსაც ის თავს გაართმევდა. რაც შეეხება მმართველთა საბჭოს ფორმატს, მმართველთა საბჭოს ფორმატი გახლავთ დირექტორის საკონსულტაციო ორგანო. ეს დამყარებულია აბსოლუტურ ნდობაზე, სწორ ნაბიჯებზე, სწორ ხედვებზე და როდესაც ჩვენ მივიღეთ ქორწილის განმავლობაში გატანილი კამერა, ამ შემთხვევაში შეუძლებელია მმართველობის ფუნქციასთან გვქონდეს საქმე. როდესაც თქვენ ისაუბრეთ სასამართლოსთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ კორპორატიული კულტურა და შესაბამისი გადაწყვეტილება, პასუხისმგებლობის აღება შესაბამის გადაწყვეტილებაზე მატერიალურ ტექნიკური ბაზის სწორად განკარგვა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს დისკუსიის საგანი. ეს ეკუთვნის საზოგადოებას და არ შეიძლება იყოს პირადი მიზნებისათვის“. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.9. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-17, მე-19, 24-ე მუხლებზე; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-10, ევროპის სოციალური ქარტიის მე-6, მე-10, 24-ე, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-4, 30-ე, 32-ე, 37 (1,,ზ“); 38-ე (8), სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლებზე და განმარტა: მოცემული დავის ფარგლებში დადგენილი უნდა იქნეს შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები: 1. შედიოდა, თუ არა ი-----–- ბ-------ის უფლებამოსილებაში ტე---------ს სხვა სამსახურის თანამშრომელზე დავალების მიცემა; 2. ჰქონდა, თუ არა უფლებამოსილება მიმდინარე მა------------ს სამსახურის უფროსს ეზრუნა არტების გადაღება-მომზადებაზე; 2. ჰქონდა, თუ არა ი-----–- ბ-------ეს უფლება, ამ მიზნით ვიდეოკამერის გაცემაზე; 3. განხორციელდა, თუ არა ი-----–- ბ-------ის დავალებით, ა------ ს------------------ მ---–----–-- ვიდეოკამერით, ტე---------ს ოპერატორის მიერ კომერციული გადაღება; 4. არსებობდა, თუ არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ი-----–- ბ-------ის ქმედებას (არტების გადასაღებად გაგზავნა) და ქორწილის გადაღებას შორის; 5. შეილახა, თუ არა ტე---------ს საქმიანი რეპუტაცია და იმიჯი. 2.10. სასამართლომ, ტე---------ს მიმდინარე მა------------ს სამსახურის დებულებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2017 წლის 25 თებერვალს, ი-----–- ბ-------ემ სხვა სამსახურის თანამშრომელს დაავალა არტების გადაღება, რაც არ შედიოდა მის უშუალო სამსახურეობრივ მოვალეობაში. მის პირდაპირ მოვალეობას არ წარმოადგენდა სა-----------ო პროდუქტის დამზადება, არამედ მისი ფუნქციაა უკვე მზა პროდუქტის მაყურებლისათვის მიწოდება და სა-----------ო ეთერის ხარისხის უზრუნველყოფა. ამასთან, სამსახურის უფროსის იურისდიქცია ვრცელდება, მხოლოდ აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებზე; ის ასრულებს ტე---------ს დირექტორისა და მისი მოადგილეების დავალებებს. 2.11. 2017 წლის 25 თებერვალს, ი-----–- ბ-------ის მხრიდან აღნიშნული დარღვევის შეფასებისას, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმ საკითხის გარკვევა, არის თუ არა ეს დისციპლინური გადაცდომა „უხეში დარღვევა“ და გამოყენებულია, თუ არა ადეკვატური დისციპლინური ღონისძიება. სასამართლომ მიუთითა, რომ ა------ ს------------------ მ---–----–-- შექმნის დღიდანვე ი-----–- ბ-------ე იკავებდა მაღალ მენეჯერულ პოზიციებს, რაც ტე---------ს ხელმძღვანელობის მხრიდან გამოწვეული იყო მისი მაღალი პროფესიონალიზმით და საქმისადმი დამოკიდებულებით. ი-----–- ბ-------ე შედიოდა მმართველთა საბჭოში და წარმოადგენდა ტე---------ს ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა უმნიშვნელოვანესი თანამდებობა. სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ თავისი სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე, მოსარჩელე განაგებდა ტე---------ს დიდი ღირებულების მქონე მატერიალურ-ტექნიკურ არჭურვილობას და მისი საქმიანობის მანძილზე, რაიმე სახის ქონებრივი დანაკარგი ან დაზიანება არ მომხდარა. 2.12. სადავო ბრძანების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა ტე---------ს საქმიანობის სპეციფიკაზე, რომელიც ითვალისწინებს ოპერატიული, წინასწარ დაუგეგმავი და ხშირად სპონტანური გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას. ასევე, ყურადღება მიაქცია მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს და მიმდინარე მ---–----–-- დებულებას, რომელიც ითვალისწინებს ხელმძღვანელის მხრიდან, გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების შესაძლებლობას. სასამართლომ აღნიშნა, მართალია, იმ ეტაპისთვის ი-----–- ბ-------ის გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა ნაკარნახევი ობიექტური გარემოებებით ან გადაუდებელი აუცილებლობით, ვინაიდან ტე--------- არტების ნაკლებობას არ განიცდიდა, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი, ი-----–- ბ-------ის ქმედება უნდა შეფასდეს ლეგიტიმური მიზნისა და იმ შედეგის მიხედვით, რომელიც მას მოჰყვა. სასამართლოს შეფასებით, არტების გადაღების დავალება, ანუ სა-----------ო ეთერისათვის პროდუქციის დამზადების ორგანიზება, ლეგიტიმური მიზანია და მიუხედავად იმისა, შედიოდა თუ არა აღნიშნული ი-----–- ბ-------ის კომპეტენციაში, ქმედება ვერ შეფასდება „უხეშ დაღვევად“, მით უფრო, რომ მას არ მოჰყოლია დამსაქმებლის ქონებრივი დანაკლისი ან დაზიანება. ამდენად, მსგავსი ქმედების პრევენცია ისეთი მძიმე დისციპლინური სანქციით, როგორიცაა შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა, არაპროპორციული ღონისძიებაა და ეწინააღმდეგება შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის მიზნებს. 2.13. გაზიარებული არ იქნა სადავო ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებული ფაქტი იმის შესახებ, რომ მ---–----–-- საკუთრებაში არსებული ვიდეოკამერა გამოყენებული იქნა არამიზნობრივად, რითაც შეილახა ტე---------ს იმიჯი. სასამართლომ მიუთითა, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის მიხედვით, შრომითსამართლებრივ დავაში მუშაკის უკანონოდ განთავისუფლების მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება, რაც ასევე მოქმედებს დისციპლინურ წარმოებაზეც. შესაბამისად, არა დასაქმებული, არამედ დამსაქმებელია ვალდებული მოიპოვოს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს დასაქმებულის მხრიდან „უხეში დარღვევის“ ფაქტს. 2.14. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანია არა მხოლოდ ის, თუ რომელი კამერით გადაიღო მ------ მა-–-----ემ ქორწილის კადრები, არამედ, დაგეგმა თუ არა ეს გადაღება უშუალოდ ი-----–- ბ-------ემ. სწორედ, ამ მიზეზობრივი კავშირის დადგენაა სადავო ბრძანების მართლზომიერების განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმი ვინაიდან, სადავო ბრძანებით უფლებამოსილების გადამეტებასთან ერთად, ი-----–- ბ-------ეს ეს ქმედებაც შეერაცხა. 2.15. სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ი-----–- ბ-------ემ: ა) მონაწილეობა მიიღო 2017 წლის 25 თებერვლის კომერციულ გადაღების ორგანიზებაში; ბ) რაიმე შეხება ჰქონდა ოპერატორ მ------ მა-–-----ის მიერ პირადი მიზნებისათვის დაგეგმილ გადაღებასთან; გ) მ------ მა-–-----ეს დაავალა ტე---------ს კამერით ქორწილის გადაღება; გ) რაიმე ფინანსური დაინტერესება ჰქონდა ამ გადაღების მიმართ; ასევე: დ) ქორწილის გადაღება მიმდინარეობდა მ---–----–-- საკუთრებაში არსებული ვიდეოკამერით, რომელიც აღჭურვილი იყო მ---–----–-- ლოგოტიპით და მესამე პირებს გაუჩნდათ წარმოდგენა, რომ ქორწილის ვიდეოგადაღებას აწარმოებდა ა------ ტე---------; ე) მ---–----–-- საკუთრებაში არსებული ვიდეოკამერის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების ფაქტმა, საფრთხე შეუქმნა არამარტო მ---–----–-- საკუთრებაში არსებულ ქონებას, არამედ შელახა მ---–----–-- საქმიანი რეპუტაცია. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ფაქტები არ შეიძლება დადასტურდეს ტე---------ს თანამშრომელთა ახსნა-განმარტებებით, რომლებმაც მიუთითეს, მხოლოდ კამერის არაგეგმიურ გატანაზე და სურათებზე, რომლის მიხედვითაც ვერ ხერხდება ვერც კონკრეტული ვიდეოკამერის იდენტიფიცირება და ვერც იმ გარემოს დაფიქსირება, რომელშიც მოხდა გადაღება. მოპასუხის მოსაზრებები აგებულია, მხოლოდ ვარაუდებზე და ის მსჯელობა, რომ შესაძლოა ამ ფაქტმა შელახა ტე---------ს იმიჯი, ვერ დაედება საფუძვლად ი-----–- ბ-------ის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენებას. 2.16. საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილი იქნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არაა ქმედების „უხეშ დარღვევად“ მიჩნევის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. მოპასუხემ ვერ დაასაბუთა ი-----–- ბ-------ის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდების შეუძლებლობა. ვინაიდან, მოსარჩელეს, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას დაკისრებული ვალდებულება უხეშად არ დაურღვევია, მოპასუხემ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ქმედებას, როდესაც ის დააკვალიფიცირა „უხეშ დარღვევად“. ასეთ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ გამოვლენილ ცალმხრივ ნებას (მოსარჩელის დათხოვნის შესახებ ბრძანება, სსკ-ის 51-ე მუხლი), სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვებოდა, რადგანაც არ იყო შესრულებული ამ შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოება - მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა (სუსგ საქმე N637-637-18 29.08.2018). ამდენად, სადავო ბრძანება ბათილია. 2.17. იმაზე მითითებით, რომ ბათილად იქნა ცნობილი სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილზე დაყრდნობით, ი-----–- ბ-------ის სარჩელი მიმდინარე მა------------ს სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში საფუძვლიანად ჩაითვალა და დაკმაყოფილდა. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის 1-ელ ნაწილის საფუძველზე, ასევე დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის დაკისრების შესახებ, გათავისუფლებიდან - 2017 წლის 23 მარტიდან, სამუშაოზე აღდგენამდე, რაც თანამდებობის მიხედვით შეადგენდა თვეში 2300 ლარს. 2.18. მოსარჩელეს მოთხოვნაზე-სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვა, სასამართლომ განმარტა: „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ე“ პუნქტით ცილისწამება განიმარტება, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ასეთი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება; 2. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა; 3. განცხადების გავრცელების შედეგად პირისათვის ზიანის მიყენება. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ დაადგინა, რომ ნ----- კ------ის არც ერთი ინტერვიუ არ შეიცავდა ფაქტის იმგვარ აღწერას, რომელიც დაარღვევდა კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით დაცულ უფლებას და გამოიწვევდა სსკ-ის მე-18 მუხლითა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულ სფეროში ჩარევას. ვინაიდან, გამოირიცხა ტე---------ს დირექტორის განცხადებებში პატივისა და ღირსების შემლახველ კონტექსტში ფაქტის გავრცელება ან ცილისწამება, არ არსებობდა აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

სსიპ ,,ს------------------ მ---–----–-- ა------ ტე---------ს და რ------ს“ სააპელაციო საჩივრების საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არ დაადგინა ის ფაქტი, რომ ოპერატორი მ------ მა-–-----ე, 2017 წლის 25 თებერვალს მწ---------–---ე მიდიოდა კომერციული (ქორწილის) გადაღებისათვის, რაც ცნობილი იყო ი-----–- ბ-------ისთვის, რომელმაც გაატანა მას მ---–----–-- საკუთრებაში არსებული ვიდეოკამერა. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას აქვს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა, ვინაიდან, როდესაც დასაქმებული ჩადის დისციპლინურ გადაცდომას, მისი ქმედების „უხეშ დარღევად“ შეფასებისათვის ერთ-ერთი კრიტერიუმი არის ის, თუ რა ვითარებაში ხდება დარღვევა და რამდენად შესაძლებელი იყო დამრღვევისათვის მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინება. ი-----–- ბ-------ის მტკიცებით, ოპერატორს ქორწილის პარალელურად მწ---------–---ე უნდა გადაეღო საინტერესო კადრები და ხედები სა-----------ო არტისათვის, რისთვისაც ოპერატორს ჰქონდა, როგორც საკუთარი ვიდეოკამერა, ისე ი-----–- ბ-------ის მიერ გატანებული კამერა. ამდენად, მ---–----–-- ოპერატორს საკუთარი კამერით უნდა გადაეღო ქორწილი, პარალელურად კი ხელით უნდა ეტარებინა მეორე – მ---–----–-- კამერა, ა------ ტე---------ს ლოგოთი და ქორწილში მყოფი სტუმრების თვალსაჩინოდ გადაეღო კადრები მ---–----–-- კამერით. ყოველივე ეს, სტუმრებს შეუქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ქორწილს იღებდა ა------ ტე---------, ან მინიმუმ შეილახებოდა მ---–----–-- იმიჯი იმ ფაქტით, რომ მაუწყებელს არ აქვს რესურსი დამოუკიდებლად გააგზავნოს ოპერატორი მწ---------–---ე გადასაღებად და ქორწილის პარალელურად ახორციელებს გადაღებას. აღნიშნული ი-----–- ბ-------ისთვის უნდა ყოფილიყო გასათვალისწინებელი მისი თანამდებობრივი მდგომარეობიდან და ტე---------ში მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე. 3.2. სასამართლომ არასწორად დადგინა, რომ ი-----–- ბ-------ეს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია 2017 წლის 25 თებერვლის კომერციული გადაღების ორგანიზებაში. ი-----–- ბ-------ემ, კომერციული გადაღების ორგანიზების ნაწილში, სწორედ ვიდეოკამერის ოპერატორისათვის გადაცემას შეუწყო ხელი, იცოდა რა, რომ ოპერატორი ქორწილში მიდიოდა და გადასცა მას მ---–----–-- საკუთრებაში არსებული ვიდეოკამერა. 3.3. განსახილველ საქმეზე მტკიცების ტვირთის განაწილებისას სასამართლომ, ყველა გარემოების მტკიცების ტვირთი დააკისრა დამსაქმებელს. მოსარჩელემ თავად წარადგინა სა-----------ო მა------------ს განვითარების სამსახურის უფროსის ახსნა-განმარტება, სადაც მითითებული იყო, რომ მაუწყებელს მზად ჰქონდა საგაზაფხულო არტი, ხოლო დამუშავების პროცესში იყო კიდევ რამოდენიმე არტი. ამდენად, მოცემული მომენტისათვის, მაუწყებელი არ საჭიროებდა დამატებით არტების გადაღებას. რაც შეეხება მოსარჩელის მოწმე, მ------ მა-–-----ის მიერ მიცემულ ჩვენებას, იგი ვერ იქნება სარწმუნო, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს დაინტერესებულ პირს და რა თქმა უნდა მისცემდა ისეთ ჩვენებას, რომელიც მისთვის ხელსაყრელი იყო. 3.4. სასამართლომ არ დაადგინა ის ფაქტი, რომ ი-----–- ბ-------ე არ მოქმედებდა "ოპერატიული გადაწყვეტილების" მიღების ფარგლებში და რომ ახალი ამბების სამსახურის ოპერატორისათვის არტების გადაღების დავალება არ იყო ნაკარნახევი ობიექტური გარემოებებით და გადაუდებელი აუცილებლობით. 3.5. სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ მიმდინარე მა------------ს სამსახურის უფროსის მოვალეობას არ წარმოადგენს სა-----------ო პროდუქტის შექმნა, არამედ მისი ფუნქციაა უკვე მზა პროდუქტის მაყურებლისათვის მიწოდება და სა-----------ო ეთერის ხარისხის უზრუნველყოფა, თუმცა ამის საპირისპიროდ არ დაადგინა, რომ ი-----–- ბ-------ე არ იცნობს და ვერ აცნობიერებს საკუთარი სამსახურის ფუნქციებს. ამდენად, მოსარჩელის მიმართ უფრო მსუბუქი დისციპლინური სანქცია ვერ იქნებოდა ეფექტური, რადგან, როგორც დისციპლინური წარმოების დროს და ასევე მას შემდგომაც, მოსარჩელეს სხვანაირად ესმის მ---–----–-- სტრუქტურული მოწყობა, ვერ აცნობიერებს ან/და სხვანაირად აღიქვამს საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურის ფუნქციებს. ლოგიკურია, რომ მაუწყებელი ვეღარ ითანამშრომლებდა მასთან, როგორც სამსახურის ხელმძღვანელ პირთან, რის გამოც იძულებული იყო მიეღო ი-----–- ბ-------ის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება. 3.6. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს ემსჯელა: ა) ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, დარღვევის ხასიათზე; ბ) გადაცდომის ჩამდენი პირის მიერ დარღვევის გაცნობიერებასა და მის დამოკიდებულებაზე; გ) რა რისკებს შეიცავდა ჩადენილი დარღვევა. მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელი აგებულია იმის მტკიცებაზე, რომ მის ფუნქცია-მოვალეობებს წარმოადგენდა სა-----------ო არტების გადაღება, რაც ადასტურებს, რომ მიმდინარე მა------------ს სამსახურის უფროსმა არ იცის მისი სამსახურის ფუნქციები, ასევე სამსახურის დებულებით არასწორად განმარტავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. 3.7. მიუხედავად იმისა, რომ საქალაქო სასამართლომ დაადგინა მოსარჩელის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტი, ყურადღების მიღმა დატოვა მოსარჩელის აღქმა და დამოკიდებულება ჩადენილი გადაცდომის მიმართ, არ გაითვალისწინა მოსარჩელის სტატუსი, მისი თანამდებობრივი მდგომარეობა. მოსარჩელე წარმოადგენს სამსახურის უფროსს, ასევე მმართველთა საბჭოს წევრს, ანუ მ---–----–-- ერთ-ერთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პირს, რომელმაც არ იცის საკუთარი სამსახურის ფუნქციები ვერ აცნობიერებს, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს არტების გადაღება და იჭრება სხვა სამსახურის კომპეტენციაში, ასევე გულგრილ დამოკიდებულებას ავლენს მ---–----–-- ძვირადღირებული ქონების მიმართ, რაც ქმნის რისკს, დარღვევის კვლავ განმეორებისას. 3.8. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლები. ი-----–- ბ-------ე ვალდებული იყო ემტკიცებინა, რომ მან ნამდვილად არტების გადასაღებად გაატანა ოპერატორს ვიდეოკამერა, თუმცა მის მიერ მითითებული გარემოებების დასამტკიცებლად, გარდა ახსნა-განმარტებისა, რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, ასევე არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი, არასწორად განმარტა საქართველოს შრომის კოდესის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით დადგენილი "უხეში დარღვევა", რის შედეგად გამოიტანა არასწორი დასკვნა იმის თაობაზე, რომ ი-----–- ბ-------ემ ოპერატორს ნამდვილად არტების გადასაღებად გაატანა ვიდეოკამერა, ეს მოქმედება მიიჩნია ლეგიტიმურ მიზნად და ამ მიზნის მიღწევის საფუძვლით უარყო ი-----–- ბ-------ის მიერ ჩადენილი დარღვევის „უხეში“ ხასიათი, სანქციის სახით სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება არაადეკვატურად და არასწორად მიიჩნია. 3.9. სასამართლომ, მაუწყებელს, როგორც საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დააკისრა უფრო მაღალი შრომითსამართლებრივი სტანდარტის დაცვა, სხვა სამეწარმეო სუბიექტებისგან განსხვავებით, თუმცა დასაქმებულს არ მოსთხოვა პასუხისმგებლობის უფრო მაღალი ხარისხი იმ ძვირადღირებული ქონების (ათობით ათასი ლარი) მიმართ, რომელიც სწორედ საბიუჯეტო სახსრებით არის შეძენილი და რომელიც თავისი ქმედებით აშკარა დაზიანების საფრთხის ქვეშ დააყენა. ი-----–- ბ-------ის სააპელაციო საჩივრების საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.10. სასამართლომ არ დაადგინა, რომ ნ----- კ------ემ, მისი სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ, სხვადასხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მის წინააღმდეგ გააკეთა ცილისმწამებლური განცხადებები, რომელიც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. სასამართლოს ეს მოქმედება არასწორია, ვინაიდან, ტე---------ში გასულ სიუჟეტს თან სდევდა ჟურნალისტის კომენტარი, რომ ,,ტე---------ს დირექტორის განმარტებით, ი-----–- ბ-------ის ნებართვით გატანილი კამერა ქორწილში აღმოჩნდა, რაზედაც ბრალი მიუძღვის ი-----–- ბ-------ეს“. გარდა აღნიშნულისა, გაზეთ ბათუმელებში, ი-----–- ბ-------ის სამსახურიდან დათხოვნის საკითხზე მიცემულ კომენტარში ნ----- კ------ე საუბრობს ი-----–- ბ-------ეზე და თან აღნიშნავს, რომ ,,სამწუხაროა, რომ ტე---------დან კამერის ასე გატანა და ქორწილების გადაღება სხვა დროსაც მომხდარა“. 3.11. ზემოაღნიშნული განცხადებების და მედიის საშუალებების მიერ მისმა ფართოდ გაშუქებამ გამოიწვია მისი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა. აღნიშნული სტატიის მკითხველს და სიუჟეტის ნებისმიერ ნეიტრალურ მსმენელს გაუჩნდება შთაბეჭდილება, რომ ი-----–- ბ-------ის თანხმობით, ტე---------ს კამერით გადაღებული იქნა ქორწილი და, რომ თითქოს ტე---------დან კამერის ასეთი გატანა და ქორწილების გადაღება სხვა დროსაც მომხდარა აღნიშნულ განცხადებებში მოპასუხე მხარე აფიქსირებს არა თავის მოსაზრებას, არამედ ფაქტებს და განმარტავს ისე, როგორც მომხდარს. შესაბამისად, მან უნდა დაამტკიცოს მის მიერ ,,ფაქტად გასაღებული“ ინფორმაცია ან უნდა მოახდინოს მის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფა. 3.12. სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის მე-17 და მე-18 მუხლები, ასევე ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი და მე-17 მუხლები, რამაც სარჩელის დაუკმაყოფილებალ ნაწილში არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.8 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.9-2.18 პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები: საქართველოს კონსტიტუციის მე-17, მე-19, 24-ე მუხლები, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-10, ევროპის სოციალური ქარტიის მე-6, მე-10, 24-ე, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-4, 30-ე, 32-ე, 37 (1,,ზ“); 38-ე (8), სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლები და აპელანტების მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით ადგენს: სსიპ ,,ს------------------ მ---–----–-- ა------ ტე---------ს და რ------ს“ 2015 წლის 20 ივლისის №02-03/10 ბრძანებით დამტკიცებული შრომის შინაგანაწესის თანახმად, შრომის დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის ზომისა ან/და სიხშირის გათვალისწინებით, დასაქმებული ისჯება დირექტორის ბრძანების საფუძველზე, შინაგანაწესის 15.3 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სანქციის შესაბამისად (პუნქტი 15.2); დისციპლინური სანქციებია: ა) გაფრთხილება ბ) საყვედური გ) დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან დ) სამსახურიდან დათხოვნა (პუნქტი 15.3). (იხ. შინაგანაწესი, ტომი 1, ს/ფ 86-93). 4.4. საქმეში განთავსებული ვიდეო დისკის ჩანაწერით ირკვევა, რომ 2017 წლის 27 მარტს, ა------ ს------------------ მ---–----–-- ერთ-ერთ გასულ სიუჟეტში ნ----- კ------ე აცხადებს: ,,კამერის გატანა მოხდა ოპერატორის დასვენების დღეს. ოპერატორი ასრულებდა სხვა სამუშაოს, რომელსაც შემხებლობა არა აქვს საზოგადოების, მ---–----–-- საქმიანობასთან. გადაწყვეტილება კამერის გატანის და ოპერატორის დასაქმების შესახებ მიიღო იმ ფუნქციის მატარებელმა, რომელსაც შეხება არ ჰქონდა, როგორც ოპერატორის საქმესთან, ასევე არტების გადაღებასთან. მე ვთავაზობდი და დღესაც ვთავაზობ მას, რომ მაუწყებელში, სადაც წარმოუდგენია საკუთარი გამოცდილების რეალიზება, მან მიიღოს გადაწყვეტილება ამის თაობაზე და წერილობით მაცნობის ამის შესახებ. თუ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხები, რა თქმა უნდა მაუწყებელს ექნება საკუთარი პოზოცია“. (იხ. ინტერვიუ ტომი 1, ს/ფ 127). 4.5. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მ---–----–-- საინფორმაციო სამსახურის ოპერატორს, მ------ მა-–-----ეს აქვს საკუთარი ვიდეოკამერა, რაც ხარისხობრივი მაჩვენებლით ისეთივე სათანადოა, როგორიც მ---–----–-- სადავო კამერა. 4.6. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს შრომითი ხელშეკრულებიდან, ასევე პირადი არაქონებრივი უფლებებიდან. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ პირველ რიგში უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 23 მარტის №02-05/16 ბრძანების თანახმად, ი-----–- ბ-------ე გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამ ნორმის გამოყენებას დამსაქმებლის მიერ საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ ი. ბ-------ემ გადაამეტა მის სამსახურებრივ ფუნქციებს, ტე---------ს ვიდეოკამერა არასამუშაო დღეს გაატანა ოპერატორს, რითაც საფრთხე შეუქმა მ---–----–-- საკუთრებაში არსებულ ქონებას, ამასთან, შელახა ტე---------ს იმიჯი. 4.7. პალატა განმარტავს, რომ შრომითი დავა მოითხოვს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დეტალურ და გულმოდგინე შესწავლასა და შეფასებას. უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული 37(1)„ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, ესაა პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. გონივრული საფუძვლის პრინციპს საერთაშორისო სამართალში უწოდებენ – U----- R-----ს. გერმანულ სამართალში იგი განიმარტება, როგორც უკანასკნელი საშუალება, რადგან მიჩნეულია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე გამოყენებულ უნდა იქნეს უფრო მსუბუქი ზომა, თუკი ამის საშუალებას დამსაქმებლის მიერ ჩადენილი დარღვევიდან გამომდინარე, იძლევა დასაქმებულის კანონიერი ინტერესი. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა წარმოადგენს უკიდურეს და სერიოზულ დისციპლინურ ღონისძიებას, რომელიც შესაძლოა დამსაქმებელმა გამოიყენოს დასაქმებულის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც კანონმდებლობა დამსაქმებელს ანიჭებს განსაზღვრული თავისუფლების შესაძლებლობას, აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა გაითვალისწინოს, არამართლზომიერი ქცევის-ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა. ერთ-ერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, სწორედ პროპორციულობის პრინციპი გამოიყენა და განმარტა: შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება. მაშასადამე, შეუფერებელი ყოფაქცევა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს დათხოვნის საფუძველი, როცა იგი მიაღწევს მნიშვნელოვან დონეს. 4.8. შრომის სამართალში U----- R-----ს პრინციპი მოითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, რა დროსაც პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას – არის თუ არა გათავისუფლება დარღვევის (გადაცდომის) ადეკვატური. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს, არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის. 4.9. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებლის მითითებით, მოსარჩელის მხრიდან გამოვლინდა შრომითი ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით დადგენილი დარღვევის ფაქტი, რაც გამოიხატა მასში, რომ რომ 2017 წლის 25 თებერვალს, ი-----–- ბ-------ის ნებართვით, საინფორმაციო სამსახურის ოპერატორმა, მ------ მა-–-----ემ, არასამუშაო დღეს, მწ---------–---ე გაიტანა მ---–----–-- კუთვნილი ვიდეოკამერა და რომ ი-----–- ბ-------ეს მისი უფლებამოსილების ფარგლებში არ ჰქონდა მსგავსი განკარგულების გაცემის უფლება, თუმცა პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არ ჩაუდენია სამსახურებრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა იმგვარი დარღვევა, რომელიც მისთვის გაფრთხილებას, საყვედურის გამოცხადებას, შრომის ანაზღაურებიდან დაქვითვას ან კიდევ უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას გამორიცხავდა და, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მის მიერ ჩადენილი დარღვევის ადეკვატური ღონისძიება იყო. 4.10. პალატა არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს. შრომით დავებში მტკიცების ტვირთის განაწილება გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე-დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. გარდა ამისა, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (იხ. საქარველოს უზენაესი სასამართლოს 29.07.16წ. №ას-194-185-2016 განჩინება). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დაუშვებელია ამ პრინციპის საპირისპიროდ, მტკიცების ტვირთის მოსარჩელეზე გადაკისრება. 4.11. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მ---–----–-- საინფორმაციო სამსახურის ოპერატორს მ------ მა-–-----ეს აქვს საკუთარი ვიდეოკამერა, 2017 წლის 25 თებერვალს იგი მიდიოდა ქორწილის გადასაღებად საკუთარი ვიდეოკამერით, თუმცა გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული ის ფაქტი, რომ ქორწილის გადაღება მ---–----–-- საკუთრებაში არსებული ვიდეოკამერით განხორციელდა და ამის შედეგად რაიმე სახის ზიანი მიადგა მაუწყებელს, მოპასუხემ ვერ დაადასტურა. მისი მსჯელობა აგებულია მხოლოდ ვარაუდებზე. ისეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელის მიმართ გათავისუფლებამდე არ ყოფილა გამოყენებული არანაირი დისციპლინური ღონისძიება, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული იყო სტაბილური შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, ი-----–- ბ-------ეს მუშაობის პერიოდში არ მიუღია არცერთი შენიშვნა, გათავისუფლების საფუძვლად დაფიქსირებული ფაქტები არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დასაქმებულის-ი-----–- ბარამაძის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების „უხეშ“ დარღვევად. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ი-----–- ბ-------ის მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანება, ი. ბ-------ე აღდგენილი იქნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური-დასაბუთებულია და არ არსებობს ამ ნაწილში მისი გაუქმებისა და სსიპ ,,ს------------------ მ---–----–-- ა------ ტე--------- და რ------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები. 4.12. როგორც უკვე აღინიშნა, მხარეთა შორის ასევე სადავოა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელება. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატის შესაფასებელია, მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის თუ არა მოსარჩელისათვის, სსკ-ის მე-18 მუხლითა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულ სფეროში იმგვარი ჩარევა, რასაც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება. ზემოაღნიშნული სპეციალური სამართლებრივი მოწესრიგების გათვალისწინებით, განსახილველ დავაში, იმის გადასაწყვეტად, მოპასუხის გამონათქვამი შეიცავს თუ არა ცილისმწამებლურ განცხადებას, რაც სსკ-ის 18.2. მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძველია, უნდა გაირკვეს მოპასუხის მსჯელობა წარმოადგენს „აზრს“ თუ „არსებითად მცდარ ფაქტს“. სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის კი უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა, გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი. 4.13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ,,ფაქტები“ ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ხოლო ცილისწამება არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა. პირს ეკისრება სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. ვინაიდან, დამტკიცების თვალსაზრისით სპეციალური კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს „აზრისა“ და „ფაქტის“ სფეროს, და აზრს, როგორც გონებითი სფეროს რეზულტატს/შედეგს დამტკიცებასავალდებულო ფაქტობრივ გარემოებათა წრიდან გამორიცხავს, ამიტომ, ვიდრე სასამართლო იმსჯელებს სადავო სტატიის და ინტერვიუს შინაარსის სინამდვილესთან შეუსაბამობის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისა და მათი დამტკიცების ვალდებულებაზე, უნდა გაირკვეს სადავო სტატიის და ინტერვიუს შინაარსის - სადავო გამონათქვამების ფაქტის სფეროსთან რელევანტურობა და მაშასადამე, მათი დამტკიცების პროცესუალური სავალდებულობა. 4.14. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ შეაფასა რა მოსარჩელის მიერ პატივისა და ღირსების შელახვად მიჩნეული დამსაქმებლის, მ---–----–-- დირექტორის-ნ.კ------ის მიერ სა-----------ო გადაცემასა და გაზეთ ბათუმელებში მითითებული გამონათქვამები: ,,კამერის გატანა მოხდა ოპერატორის დასვენების დღეს. ოპერატორი ასრულებდა სხვა სამუშაოს, რომელსაც შემხებლობა არა აქვს საზოგადოების, მ---–----–-- საქმიანობასთან. გადაწყვეტილება კამერის გატანის და ოპერატორის დასაქმების შესახებ მიიღო იმ ფუნქციის მატარებელმა, რომელსაც შეხება არ ჰქონდა, როგორც ოპერატორის საქმესთან, ასევე არტების გადაღებასთან...“ არ შეიცავს მცდარ ფაქტებს; რაც შეეხება გამონათქვამს: „...მე ვთავაზობდი და დღესაც ვთავაზობ მას, რომ მაუწყებელში, სადაც წარმოუდგენია საკუთარი გამოცდილების რეალიზება, მან მიიღოს გადაწყვეტილება ამის თაობაზე და წერილობით მაცნობის ამის შესახებ. თუ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხები, რა თქმა უნდა მაუწყებელს ექნება საკუთარი პოზოცია“- განეკუთვნება „აზრის“, „შეფასებითი მსჯელობის“ სფეროს, რაც დაცვის აბსოლიტური პრივილეგიით სარგებლობს. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სტატიაში და ინტერვიუში მითითებული ინფორმაცია არ შეიცავს არასწორ ფაქტებს, ასევე მასში ასახულია მოპასუხის აზრი (მსჯელობა, თვალსაზრისი) მოსარჩელის სამსახურეობრივი საქმიანობის, მისი უნარ-ჩვევებისა და ქცევის შესახებ. შესაბამისად, მასში გამოთქმული მოსაზრებები ვერ შეფასდება პატივისა და ღირსების შემლახველად. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის საკითხი უნდა გადაწყდეს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია-დასაბუთებულია, რაც გამორიცხავს ი-----–- ბ-------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. 4.15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც ი-----–- ბ-------ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ სსიპ ,,ს------------------ მ---–----–-- ა------ ტე--------- და რ------“-ს, ასევე ი-----–- ბ-------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სსიპ ,,ს------------------ მ---–----–-- ა------ ტე--------- და რ------“-ს, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ი-----–- ბ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. დარჩეს უცვლელად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება;

4. აპელანტთა მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე