განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010141318700060651
საქმე №1ბ/1125-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის მდივნები ლელა ბახტაძე, ეკატერინე უკლება და
ეკატერინე დიხამინჯია
ბრალდების მხარე:
პროკურორები: ხ-----------------ი, ლ-–---------–---–ი, გ--------------–--ე, ს--–---------–---–ი.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ბ-----------------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–-----------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 3----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------------------–--------------.
მსჯავრდებული: ე-------------------–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–----------------–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 3----------, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ყ------–--------------------–------–-------–ი.
ადვოკატები: ა-–--------------------ე და რ---------–----ე.
თარჯიმნები: მ-------------–--ე, ი----------------ე.
კვალიფიკაცია:
ბ-----------------ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
ე-------------------–---–ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
სასჯელი:
ბ-----------------ი - დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
ე-------------------–---–ი - დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ-----------------მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ზემოხსენებული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე მსჯავრდებულმა ე-------------------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა მისცეს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები. დაკავების შემდეგ გამომძიებელ რ-------------–---–ის მიერ შედგენილ იქნა პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელშიც მითითებულია, რომ ე-------------------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას აღნიშნულმა მოწმემ განაცხადა, რომ მან ჩაატარა ე-------------------–---–ის პირადი ჩხრეკა, მანვე გააცნო დადგენილება და მანქანიდან გადმოსვლისას ხელიდან ჩამოართვა ავტომატური იარაღი. დასკვნით სიტყვაში კი, ბრალდების მხარემ განმარტა, რომ ე-------------------–---–ს ცეცხლსასროლი იარაღი ჩამოართვა ნ-----–------------ემ, რ-------------–---–ი კი ადგენდა ოქმს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან, რ-------------–---–ის მიერ შედგენილ პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ ჩხრეკა დაიწყო 16:40 საათზე და დასრულდა 17:50 საათზე, ხოლო დაკავების ოქმის შედგენა დაიწო 18:00 საათზე და დასრულდა 18:52 საათზე. ამასთან, დაკავების ოქმში მითითებულია, რომ ოქმი შედგენილ იქნა ადგილზე, რაც არ წარმოადგენს სიმართლეს, რადგან პოლიციის თანამშრომლებს დაკავების ადგილზე ოქმები არ შეუდგენიათ, ამიტომ ოქმებში დაფიქსირებული დროც არ არის სწორი, შესაბამისად, პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმები შედგენილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით. ბრალდების მხარე ერთ-ერთ მტკიცებულებად იყენებდა ნ-------------–---–ის პატაკს და გამოკითხვის ოქმს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ნი-----------–---–-ს გამოკითხვა დაიწყო 16:35 საათზე და დასრულდა 16:41 საათზე, მაშინ როცა გამომძიებელ რ-------------–---–მა ე-------------------–---–ის პირადი ჩხრეკა დაიწყო 16:40 საათზე, იმ დროს როდესაც ინფორმაციის მიმღები პირი ჯერ კიდევ საგამოძიებო ორგანოში აძლევდა ჩვენებას გამომძიებელს. აპელანტს საეჭვოდ მიაჩნია ის გარემოება თუ რატომ არ მოხდა დაკავების და ჩხრეკის ვიდეო გადაღება და რატომ არ დაასწრეს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას გარეშე პირები. სახეზე არ იყო დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, როცა შესაძლოა ობიექტურად ვერ მოხერხებულიყო პოლიციელთა სათანადო ტექნიკით აღჭურვა. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ღონისძიების დაგეგმვას საფუძვლად დაედო ოპერატიული ინფორმაცია, რაც პოლიციელს სრულყოფილი საგამოძიებო მოქმედებებისა და ნეიტრალური მტკიცებულებების შექმნის თვალსაზრისით ავალდებულებს მობილიზებას. აპელანტის განმარტებით, იგი წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი, თუმცა ბოლო სასჯელის მოხდის შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა სოფელში, დაუბრუნდა ნორმალური ცხოვრების წესს, იყო დასაქმებული. ამასთან, არ არის კრიმინალი და საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ასევე მსჯავრდებულების ე-------------------–---–ის და ბ-----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ა-–--------------------ემ და რ---------–----ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტებმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ შეისწავლა ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღების წარმომავლობა და არ შეამოწმა მათი საიდენტიფიკაციო ნომრები, რითაც დადგინდებოდა იარაღთა კუთვნილება და ვარგისიანობა. ამასთან, სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ ავტომანქანის საჭესა და გადამრთველ კოლოფზე ბ-----------------ის დნმ-ის კვალის ნაცვლად აღმოჩენილია სხვა პირის დნმ-ის კვალი, რაც იწვევს ეჭვს, რომ ავტომანქანა დალუქვის ნაცვლად ბ-----------------ის დაკავების შემდეგ გადააადგილა სხვა პირმა, სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომელმა. საქმეში წარმოდგენილი არ არის ამოღებული იარაღებიდან ექსპერიმენტულად გასროლილი ტყვია-მასრების შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყვია-მასროთეკის ბაზასთან შედარების დოკუმენტი. გამოკვლეული მასალებით არ იკვეთება ორი საგამოძიებო ჯგუფის შექმნის დრო და აუცილებლობა. ბრალდების მხარის მიერ არ დათვალიერებულა შემთხვევის ადგილი, რითაც დადასტურდებოდა, რომ კ-----------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არ მომხდარა ჩხრეკა და დაკავება. ბრალდების მხარეს არ გამოუკითხავს კ-----------–--------------ის მაცხოვრებლები. ამასთან, ექსპერტ-ბალისტიკოსმა არ დაათვალიერა ცეცხლსასროლი იარაღები და არ აღწერა ექსპერიმენტალური გასროლის დროს მასრასა და ტყვიაზე გადატანილი კვალი. დათვალიერებული არ არის ბ-----------------ის ავტომანქანა, რომელიც იყო გაუმართავ მდგომარეობაში. ასეთი გაუმართავი ავტომანქანით თავისუფლად გადაადგილება, ყაჩაღობის ჩადენის მომზადება და იარაღის ღია ცის ქვეშ, აშკარად ხილვად მდგომარეობაში ტარება კი აპელანტთა აზრით მოკლებულია ლოგიკას. გაშიფრული არ არის სატელეფონო ზარები, არ დათვალიერებულა ვიდეო-კამერების ჩანაწერები, რითაც დადგინდებოდა ხსენებულ პირთა გადაადგილების დრო და მარშრუტი. აპელანტთა განმარტებით, საქმეზე ჩატარებული კერძო გამოძიებით დადგინდა, რომ ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღები შემთხვევის ადგილზე მიიტანეს გარეშე პირებმა. თავიდან ფიგურირებდა ერთი სახის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო შემდეგ მოხდა შეცვლა და საპროცესო მოქმედების ოქმებში დაფიქსირდა სხვადასხვა სახის იარაღი. პოლიციის ავტომანქანებში დაკავებულთა მიმართ განხორციელდა ძალადობა, კერძოდ ადგილი ჰქონდა მათ სხეულის ნაწილებზე იარაღების და ვაზნების იძულებით შეხებას, ხახუნს, ასევე პირის ღრუში ვაზნების მოთავსებას, რათა შემდეგ მათზე აღმოჩენილიყო დაკავებულთა დნმ-ის კვალი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტებმა მოითხოვეს ბ-----------------ის და ე-------------------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებლები, რომლითაც პროკურორმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივარი არის დაუსაბუთებელი შემდეგ გარემოებათა გამო: მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სასამართლო არ არის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩამტარებელი ორგანო. იარაღის ვარგისიანობა დადგენილია ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ მითითებულ გადაჭრილ სანადირო თოფზე წაშლილი ნომრის აღდგენას და შედარებას, აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ საქმეზე წარდგენილ ქარხნული წესით დამზადებულ ორლულიან უნომრო გადაჭრილ თოფში ექსპერიმენტული გასროლების შედეგად მიღებული ნიმუშების შედარებისას საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტყვია მასროთეკაში არსებულ ობიექტებთან იდენტური ობიექტები ვერ იქნა აღმოჩენილი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ავტომანქანას ადგილზე ჩხრეკდა ექსპერტი, შესაბამისად ვერ მოხდებოდა ავტომანქანის დალუქულ მდგომარეობაში ექსპერტისთვის გადაცემა. ჩვენების მიცემისას ექსპერტმა ი------------ემ განმარტა, რომ შესაძლოა ადამიანს კონტაქტი ჰქონდეს საგანთან მცირე ხნის განმავლობაში და საგანზე არ დარჩეს საკმარისი ბიოლოგიური მასალა. ამასთან, დადგენილია, რომ ბ-----------------ამდე მანქანას ჰყავდა სამი მესაკუთრე, ბ-----------------ი კი მას მართავდა ხელთათმანებით. შესაბამისად არ უნდა იქნეს გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია, ავტომანქანის საჭეზე აღმოჩენილ დნმ-ის კვალთან დაკავშირებით. ბრალდების მხარისთვის გაურკვეველია თუ სად უნდა გამოჩენილიყო ორი საგამოძიებო ჯგუფის შექმნის დრო ან საჭიროება, ან რა საპროცესო დოკუმენტი უნდა შედგენილიყო აღნიშნულის დასადასტურებლად. საგამოძიებო ორგანომ ბრალდებულთა ადგილსამყოფელი შეიტყო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო კ-----------–--------------ის მაცხოვრებლები გამოკითხულნი არიან დაცვის მხარის მიერ, თუმცა ხსენებულ პირთა ჩვენებებით არ დადასტურდა მითითებულ ადგილზე ბრალდებულთა დაკავების ფაქტი. ბალისტიკური ექპერტიზის დასკვნის თანახმად, ჩატარდა ორივე იარაღის სრულყოფილი გამოკვლევა, ორივე მათგანი დათვალიერდა, როგორც ვიზუალურად ისე არასრული დაშლით, მოხდა ექსპერიმენტული გასროლები, რომელთა მიმდინარეობა არის აღწერილი. მოწმეთა ჩვენებებით და გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა ბ-----------------ის ავტომანქანის გაუმართაობა. ბრალდების მხარემ გამოითხოვა ინფორმაცია დაკავებულთა ტელეფონის ნომრებზე განხორციელებული ზარების შესახებ, თუმცა აღნიშნულით რაიმე მნიშვნელოვანი არ გარკვეულა. ამასთან, ბრალდებულთა მოძრაობის მარშრუტის დასადგენად ვიდეო-კამერების ჩანაწერების მოპოვება საჭიროებას არ წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულებმა ბ-----------------მა, ე-------------------–---–მა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და მოითხოვეს მათი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
ე-------------------–---–მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ე-------------------–---–მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, პირადად ინახავდა და ატარებდა მას 2017 წლის 11 თებერვალს.
ბ-----------------მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ბ-----------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ინახავდა და ატარებდა მას თავის მფლობელობაში არსებულ ოპელის მარკის ავტომობილით 2017 წლის 11 თებერვალს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა ე-------------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამანაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 10 თებერვალს, მეგობარ გ-------------–---–თან ერთად ჩამოვიდა კახეთიდან და საღამომდე იმყოფებოდა ამ უკანასკნელის სიძის სახლში, ხოლო ღამით დარჩა ბ-----------------თან. 2017 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით დილის 12 საათამდე პერიოდში ბ-----------------თან ერთად გავიდა სახლიდან და შეხვდა გ-------------–---–ს, რომელიც დაახლოებით 14:00 საათზე დაშორდა მათ და წავიდა პირადი საქმეების მოსაგვარებლად, თავად კი ბ-----------------თან ერთად კო---------–---------ს გავლით ბრუნდებოდა ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში. დაახლოებით 14:00-დან 15:00 საათამდე პერიოდში მათთან მანქანებით მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, გააჩერებინეს ავტომანქანა და უყვიროდნენ არ გაინძრეთო. შემდეგ პოლიციელებმა გადმოიყვანეს მანქანიდან და გაჩხრიკეს, თუმცა, ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოუღიათ და ჩასვეს სხვა მანქანაში. ოპელის მარკის მანქანა კი, მიაგორეს იქვე, კ-----------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები. მას დაკავებისას და პოლიციის განყოფილებაში მიყვანისას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. იგი ფიქრობდა, რომ ადგილი ჰქონდა გაურკვევლობას. მოგვიანებით პოლიციის თანამშრომლებმა ოქმში დაწერეს, რომ თითქოსდა მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს იარაღი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ავტომატი, რომელიც თითქოსდა მისგან ამოიღეს ნახა განყოფილებაში და მაშინ გაიგო რაში ედებოდა ბრალი. მანვე განმარტა, რომ იარაღი დალუქული არ იყო და მასზე განზრახ გადაიტანეს მისი დნმ. ამასთან, მობილური ტელეფონი, რომელიც თითქოსდა ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკისას, სინამდვილეში დარჩა ბ-----------------თან სახლში. მოწმეებმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს და მათ ჩვენებებში არის ბევრი უზუსტობა.
ბრალდებულმა ბ-----------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ კო---------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა და გაჩხრიკეს, რა დროსაც მისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. ამის შემდეგ ის და ე-------------------–---–ი ჩასვეს სხვა მანქანაში, ხოლო მისი ავტომანქანა გადაიყვანეს შედარებით დაუსახლებელ ადგილზე, კ-----------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. მანქანის მიგორების შემდეგ, იგი პოლიციელებმა გადმოიყვანეს იმ ავტომანქანიდან, რომელშიც მანამდე ჩასვეს და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც მისი ავტომანქანიდან ამოიღეს იარაღი, რომელიც მას არ ეკუთვნის და ადგილზე მიიტანეს პოლიციის თანამშრომლებმა. იმ დროს, როდესაც სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირები მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, ავტომანქანაში იარაღი უკვე ჩადებული იყო, ხოლო ე-------------------–---–ისაგან ამოღებული ავტომატი, პირველად ნახეს განყოფილებაში. ერთ-ერთმა პოლიციის თანამშრომელმა მას შეგნებულად წაუსვა ხელი სხეულზე, რათა შემდეგ აღმოჩენილიყო გენეტიკური პროფილი. ადგილზე არ დალუქულა არცერთი იარაღი, ყველაფერი გასწორდა მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდა იარაღზე მათი გენეტიკური პროფილების გადატანა. მანვე განმარტა, რომ მოწმეთა ჩვენებებში არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მიანიშნებს საქმის შედეგის მიმართ მათ დაინტერსებაზე. ის და ე-------------------–---–ი არიან ნასამართლევნი. შესაძლოა პოლიციელებს ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ რადგან მათი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ვერ აღმოაჩინეს, პოლიციელებმა ადგილზე თავად მიიტანეს ცეცხლსასროლი იარაღები და ჩადეს მის ავტომანქანში. ამასთან, ისინი დააკავეს სხვა ადგილზე, შემდეგ კი, გადაიყვანეს სხვაგან. სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდნენ და ატარებდნენ ის პირები, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან. მოწმემ განმარტა, რომ მართალია გამომძიებლები ადგილზე მივიდნენ დაახლოებით 17:00 საათისთვის, თუმცა მათთვის იარაღის ჩადება და ავტომანქანის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანა მოხდა დაახლოებით 15:00 საათამდე პერიოდში, რასაც ადასტურებს მის საცხოვრებელ ბინაში პოლიციის თანამშრომლების მისვლის დრო. ამასთან, საჭიდან ამოღებული გენეტიკური პროფილის უმეტესი წილის სხვისთვის კუთვნილება ადასტურებს პოლიციის თანამშრომლების მიერ მისი ავტომანქანის კ-----------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიგორების ფაქტს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ზ-------–--------ის 2017 წლის 11 თებერვლის პატაკით ირკვევა, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ბ-----------------ი, ე-------------------–---–ი და გ-------------–---–ი მოძრაობდნენ ბ-----------------ის მფლობელობაში არსებული ოპელის მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით I------, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს პირადად ან ავტომობილში უნდა ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ირკვევა, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2017 წლის 11 თებერვალს, ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.
მოწმე ნ-------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილებაში. მას 2017 წლის 11 თებერვალს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დაევალა მითითებულ პირთა კონკრეტული ადგილსამყოფელის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მოძიება. მიღებული ინფორმაციის თანახმად, ბ-----------------ი და ე-------------------–---–ი ოპელის მარკის ავტომანქანით მოძრაობდნენ ქ.რუსთავში, კო---------–---------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ბ-----------------ი ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდა ავტომობილში, ხოლო ე-------------------–---–ი - პირადად. მის მიერ გადამოწმებული ინფორმაცია მიღებისთანავე, ტელეფონის საშუალებით გადაეცა საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად ქ.რუსთავში გასულ ჯგუფებს. ამასთან, იგი მოწმის სახით დაიკითხა 2017 წლის 11 თებერვალს 16:35-16:41 საათზე. იგი მუშაობდა ინფორმაციის მიღებაზე და კ-----------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაკავებულ იქნენ ე-------------------–---–ი და ბ-----------------ი, მივიდა იმ დროს, როდესაც ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, რომლის ჩატარებაშიც მონაწილეობა არ მიუღია. იგი შემთხვევის ადგილზე მივიდა იმ მიზნით, რომ გადაემოწმებინა მიღებული ინფორმაცია.
პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 11 თებერვალს 16:40-17:50 საათზე, ქ.რუსთავი, კ-----------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა ე-------------------–---–ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ე-------------------–---–ს მარჯვენა ხელიდან ჩამოერთვა სავარაუდოდ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც მარცხენა მხარეს ხუფის წინა ქვედა მხარეს აქვს წარწერა 1-----------. იგივე ნომერი იკითხება ავტომატის ხუფის ღილაკის ზემოთ. ავტომატის მჭიდის მოხსნის შემდეგ მასში აღმოჩნდა ოთხი ცალი ვაზნა. ავტომატი მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა შსს რუსთავის საქალაქო სა----------–-------------------–------2 ბეჭდით და ლუქზე გაკეთდა საგამოძიებო მოქედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები. ე-------------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებული იქნა ერთი ცალი ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმ ბარათთან ერთად. ოქმზე გაკეთებული შენიშვნის თანახმად, ე-------------------–---–ი გაეცნო ჩხრეკის ოქმს, ჩაიბარა ოქმის ასლი, თუმცა ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერაზე განაცხადა უარი.
მოწმე რ-------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 2017 წლის 11 თებერვალს, ბ-----------------ის, ე-------------------–---–ისა და გ-------------–---–ის ქ.რუსთავში ადგილსამყოფელის დასადგენად და საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად შეიქმნა ორი ჯგუფი. მან პროკურორის დავალებით, ქ.რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში, კერძოდ, ერთ ჯგუფში იყვნენ ლ-–------–--ე, გუ----------–---–ი, დ------------–---–ი და თარჯიმანი თ----–------------ა, ხოლო მეორე ჯგუფში მასთან ერთად შედიოდნენ ნ-----–------------ე და ნ---------–--–---–ი. ისინი ხსენებულ პირთა ადგილსამყოფელის დასადგენად გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამსახურებრივი ,,ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის და ნ---------–--–---–ის პირადი ,,ბმვ X5“ მოდელის ავტომანქანებით მოძრაობდნენ ე.წ. ძვ--–----------–ი, რა დროსაც დამატებითი ინფორმაცია მიიღო ნ---------–--–---–მა. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ოპელის მარკის ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ ბ-----------------ი და ე-------------------–---–ი მოძრაობდა კო---------–---------ს მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შემდეგ ნ---------–--–---–ი ჯგუფთან ერთად გაემართა კო---------–---------სკენ. №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ დაინახეს ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანა. ნ---------–--–---–მა მანქანა გააჩერა წინა მხარეს, ხოლო მეორე ჯგუფის ავტომანქანა იმავდროულად გაჩერდა უკანა მხარეს. მათ წინასწარ იცოდნენ ვის რა საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩაეტარებინა, ამიტომ იგი ნ-----–------------ესთან ერთად მივიდა ,,ოპელის“ მარკის ორკარიანი ავტომანქანის მარჯვენა მხარეს, რა დროსაც შენიშნა, რომ ე-------------------–---–ი იჯდა უკანა მხარეს და თან ჰქონდა ავტომატი. მათ გააღეს კარი, ე-------------------–---–ს თხოვეს ავტომანქანიდან გადმოსვლა და კანონსაწინააღმდეგო ნივთის წარდგენა, რაზეც ამ უკანასკნელმა განუცხადა უარი, თუმცა გადავიდა ავტომანქანიდან. ამ დროს მას მარჯვენა ხელიდან ჩამოართვეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ამის შემდეგ მან ე-------------------–---–ს განუმარტა უფლებები, გააცნო დადგენილება პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ და ჩაატარა მისი პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი. მათ ე-------------------–---–ისთვის ჩამორთმეულ იარაღს მოხსნეს მჭიდი, რომელშიც შემოწმებისას აღმოჩნდა ოთხი ცალი ვაზნა. ამის შემდეგ ამოღებული ნივთები დალუქეს ადგილზე და წაიღეს განყოფილებაში. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას ე-------------------–---–ს წინააღმდეგობა არ გაუწვია, თუმცა დადგენილებას და ჩხრეკის ოქმს არ მოაწერა ხელი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ადგილი შეესაბამება ოქმში მითითებულ ადგილს და ისინი მოშორებით არავის შეუჩერებია. იმ დროს როდესაც მიმდინარეობდა ე-------------------–---–ის პირადი ჩხრეკა, მეორე ჯგუფის წევრები ატარებდნენ ბ-----------------ის პირად ჩხრეკას. პირადი ჩხრეკის დასრულებისთანავე, ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა ავტომანქანის ჩხრეკა. შემთხვევის ადგილი დაცული იყო ყვითელი ლენტით და გამვლელებს შეეძლოთ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების დანახვა, თუმცა მათ არ აძლევდნენ მიახლოების უფლებას.
ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე ნ-----–------------ემ და დამატებით განმარტა, რომ იგი რ-------------–---–თან და ნ---------–--–---–თან ერთად ამ უკანასკნელის კუთვნილი ნაცრისფერი ავტომანქანით გავიდა შემთხვევის ადგილზე და ქ.რუსთავში, კ-----------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ,,ოპელის“ მარკის ავტომობილის შეჩერება, სადაც სხვა პირებთან ერთად იჯდა ე-------------------–---–ი. მან მონაწილეობა მიიღო ე-------------------–---–ის პირად ჩხრეკაში. მათთვის წინასწარ იყო ცნობილი ვის რომელ საგამოძიებო მოქმედებაში უნდა მიეღო მონაწილეობა, ამიტომ ავტომანქანიდან გადასვლისთანავე რ-------------–---–თან ერთად მივიდა ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანის მარჯვენა მხარეს და კარის გაღებამდე დაინახა, რომ უკანა სავარძელზე მჯდომ ე-------------------–---–ს მუხლებზე ედო ცეცხლსასროლი იარაღი. კარის გაღების შემდეგ მათ ე-------------------–---–ს შესთავაზეს მანქანიდან გადასვლა და იარაღის მიწოდება. ვინაიდან მანქანა იყო ორკარიანი, იგი წინა სავარძლის გადაწევის გარეშე ვერ გადმოვიდოდა მანქანიდან, ამიტომ მას დადგენილების გაცნობისთანავე ჩამოართვეს ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის მჭიდშიც მოთავსებული იყო ოთხი ცალი ვაზნა. მან იარაღს მოხსნა მჭიდი და განმუხტა. ამის შემდეგ იარაღი დაილუქა ადგილზე. ე-------------------–---–ის მანქანიდან გადასვლას, მისთვის იარაღის ჩამორთმევას და დადგენილების გაცნობას დასჭირდა წუთები. მას არ ახსოვს ჯერ დადგენილება გააცნეს თუ იარაღი ჩამოართვეს ე-------------------–---–ს, შესაძლოა ორივე მოქმედება განახორციელეს ერთდროულად. ამასთან, ვინაიდან არსებობდა მომეტებული საფრთხე, ვერ დაელოდებოდნენ დადგენილების წაკითხვას, იმ წუთას მნიშვნელოვანი იყო იარაღის ჩამორთმევა. ჩხრეკისას ე-------------------–---–ს წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა პირადი ჩხრეკის ოქმს ხელი არ მოაწერა და განმარტა, რომ იარაღი არ იყო მისი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს შემთხვევის ადგილი იყო დაცული ყვითელი ლენტით, რომლის შიგნით იდგა ოთხი ავტომანქანა, რომელთაგან ერთი ეკუთვნოდა ბრალდებულებს, ორი პოლიციის თანამშრომლებს და ერთი კი, ექსპერტებს. მოწმემ განმარტა, რომ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე წითელი ტაქსი არ მდგარა.
მოწმე შ--–-----------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ,,ოპელის“ მარიკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით I------ წარმოადგენს მის საკუთრებას, რომელიც სარგებლობის მიზნით ათხოვა ახლობელს - ბ-----------------ს.
ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 11 თებერვალს, 17:15-18:35 საათზე, ქ.რუსთავში, კ-----------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა ბ-----------------ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით I------ ჩხრეკა, რა დროსაც მარცხენა მხარეს, მძღოლის სავარძლის ქვეშიდან ამოღებული იქნა ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი, რომელსაც აქვს ჰორიზონტალური ლულები და ხის დაპატარავებული კონდახი, ორი სასხლეტით და ორი ჩახმახით. სანადირო თოფის მარცხენა ლულის ქვედა ნაწილში არის წარწერა, რომელიც იკითხება ნაწილობრივ - ,,4-----------------“. კონდახზე და ლულაზე სანომრე ნიშნები არის გადახეხილი და არ იკითხება. ლულებში მოთავსებულია ორი ვაზნა. აღნიშნული ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა სხვადასხვა ნივთები, მათ შორის: წინა მარცხენა სავარძელზე ერთი შავი ფერის ნიღაბი, წინა მარცხენა სავარძლის ქვემოდან ერთი წყვილი სამუშაო ხელთათმანი, წინა მარცხენა სავარძლის უკან იატაკიდან - ერთი ცალი შავი ფერის ნიღაბი, ორი ცალი ხელთათმანი, რეზინის ხელთათმანი, რვა ცალი წებოვანი ფირი მიკრონაწილაკებით, და ანაწმენდები. ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერაზე ბ-----------------მა განაცხადა უარი.
მოწმე ლ-–------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ ქ.რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილებაში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბ-----------------ის და ე-------------------–---–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტთან დაკავშირებით დაიგეგმა საგამოძიებო მოქმედებები და თანამშრომლებს დაევალათ ხსენებულ პირთა დადგენა და საჭიროების შემთხვევაში მათი დაკავება. შედგა ორი ჯგუფი. იგი ადგილზე გავიდა სამსახურებრივი მანქანით გუ----------–---–თან და დ------------–---–თან ერთად. მათ ასევე ახლდათ თარჯიმანი თ----–------------ა, რადგან შეიძლება ბ-----------------ს სათანადოდ არ სცოდნოდა ქართული ენა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მან ტელეფონის საშუალებით აცნობეს, რომ ინფორმაციაში მითითებული პირები, გ-------------–---–ის გამოკლებით, ოპელის მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ კო---------–-----------ე. იგი არ---–---–--------ს გავლით მივიდა მითითებულ მისამართზე. ხსენებული ავტომანქანა წინა მხრიდან გააჩერეს ნ---------–--–---–ის მანქანით მოძრავმა ჯგუფის წევრებმა, ხოლო თავად უკანა მხრიდან მივიდა ავტომანქანასთან. საჭესთან იჯდა ბ-----------------ი, ხოლო ე-------------------–---–ი იჯდა უკან. იგი მივიდა ბ-----------------თან, გააღო მანქანის მარცხენა კარი, უთხრა რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და უნდა ჩაეტარებინა მისი პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა. ასევე გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ. ბ-----------------ის პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ, ამოიღეს მხოლოდ პირადი ნივთები. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ, მან ადგილზე მისულ ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად ჩაატარა ბ-----------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც მძღოლის სავარძლის ქვეშიდან ამოიღეს ორ ლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი, ლულაში მოთავსებული ორი ცალი ვაზნით. ნ---------–--–---–ი შემთხვევის ადგილზე მივიდა კუთვნილი ვერცხლისფერი ჯიპით.
მოწმე დ------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს განყოფილებაში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც მიიღო ზ-------–--------ემ. აღნიშნულის შემდეგ დაიგეგმა საგამოძიებო მოქმედებები და ოპელის მარკის ავტომანქანის ადგილსამყოფელის დასადგენად გავიდნენ ჯგუფები. ერთი ჯგუფი მოძრაობდა სამსახურებრივი ავტომანქანით, ხოლო მეორე ჯგუფი - ნ---------–--–---–ის კუთვნილი ვერცხლისფერი BMW X 5 მოდელის ავტომანქანით. ცოტა ხანში ნ-------------–---–მა მიიღო დამატებითი ინფორმაცია, რომლითაც ირკვეოდა, რომ ინფორმაციაში მითითებული პირები მოძრაობდნენ კო---------–-----------ე. ორივე ჯგუფი მივიდა მითითებულ ადგილზე, სადაც ნამდვილად მოძრაობდა ოპელის მარკის ავტომანქანა, რომელიც წინა მხრიდან იქნა შეჩერებული მეორე ჯგუფის წევრების მიერ, თავად კი მანქანა გააჩერეს ოპელის მარკის ავტომანქანის უკანა მხარეს. აღნიშნულის შემდეგ კ-----------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა მანქანაში მყოფ პირთა ჩხრეკა და დაკავება, შესაბამისად ოქმში დაკავების ადგილი მითითებულია სწორად. მათ ხსენებული პირები სხვა ადგილზე არ დაუკავებიათ. მან მონაწილეობა მიიღო ბ-----------------ის პირად და ავტომანქანის ჩხრეკაში. ჩხრეკის დაწყებამდე, მან ავტომანქანის სავარძლის ქვეშ დაინახა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის ტარი, რომელიც იდო წინა მარცხენა კარის მიმართულებით. მოგვიანებით აღნიშნული იარაღი ამოიღეს ექსპერტებმა.
მოწმე ნ----------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ საექსპერტო დაწესებულებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად საჭირო იყო ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. იგი დი----------------–---–თან ერთად დაახლოებით 17:00 საათისთვის, ანუ შეტყობინების მიღებიდან 5-10 წუთში, სამსახურებრივი ავტომანქანით მივიდა შემთხვევის ადგილზე - კ-----------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაჩერებული იყო ოპელის მარკის მანქანა, რომელიც დაათვალიერა, გადაიღო ფოტოსურათები და მონაწილეობა მიიღო ავტომანქანის ჩხრეკაში. ჩხრეკისას ნახა, რომ ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძლის ქვეშ იდო გადაჭრილი სანადირო იარაღი, რომლის ტარიც ჩანდა ნაწილობრივ. წინა მარცხენა სავარძლის ე.წ. ,,კოვრიკზე“ იდო სამუშაო ხელთათმანები და ნიღაბი, უკანა მარცხენა სავარძლის ქვემოთ ე.წ. ,,კოვრიკზე“ იდო ნიღაბი და ხელთათმანი. მან მანქანის საჭიდან, სავარძლებიდან და სიჩქარის გადამრთველი კოლოფიდან აიღო ანაწმენდების ნიმუშები. ამასთან, ამოიღო და დალუქა ზემოხსენებული ნივთები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ როგორც წესი იარაღს საიდენტიფიკაციო ნომერი აღენიშნება სამ ადგილას, მოცემულ შემთხვევაში ამოღებულ იარაღზე კი ნომრები არ იკითხებოდა სრულად, რადგან ნაწილი იყო წაშლილი. მანქანის ჩხრეკისას ორივე ბრალდებული იდგა იქვე. მის მისვლამდე რა ვითარება იყო ადგილზე მისთვის ცნობილი არ არის.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე დ----------------–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ დაახლოებით 17:00 საათისთვის საექსპერტო განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რის საფუძველზეც ნ----------------–---–თან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე და მონაწილეობა მიიღო ოპელის მარკის ავტომანქანის ჩხრეკაში, რა დროსაც დაინახა, რომ მძღოლის სავარძლის ქვეშ ნაწილობრივ ჩანდა გადაჭრილი სანადირო თოფი, ხოლო მეორე ნაწილი მოთავსებული იყო უშუალოდ სკამის ქვეშ. მძღოლის სავარძლის წინ, ე.წ. ,,პედლებთან“ იდო ხელთათმანები, სავარძელზე კი ნიღაბი. მძღოლის სავარძლის უკან ასევე აღმოჩნდა ნიღაბი და ხელთათმანები. მათ საჭიდან და სიჩქარის გადამრთველი კოლოფიდან აიღეს ანაწმენდები, ხოლო მანქანის სავარძლებიდან მიკრონაწილაკები. ამოღებულ იარაღში აღმოჩნდა ორი ცალი ვაზნა, სერიულ ნომრებს აღენიშნებოდა ზემოქმედების კვალი, ამიტომ იკითხებოდა ნაწილობრივ. ამოღებული ნივთები დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე მყოფ პოლიციის თანამშრომლებს ეცვათ სამსახურებრივი ფორმა. მათთან ერთად კი იდგა ორი მამაკაცი, თუმცა ხსენებული პირები იყვნენ თუ არა ბრალდებულები ამის დაკონკრეტება არ შეუძლია.
მოწმე თ----–------------ას ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს თარჯიმნად და იმ შემთხვევაში თუ პირმა არ იცის ქართული ენა მონაწილეობას იღებს საგამოძიებო მოქმედებებში. მოცემულ შემთხვევაში იგი შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს იმ მიზნით, რომ ერთ-ერთ პირს შესაძლოა დასჭირვებოდა თარჯიმნის დახმარება. იგი შემთხვევის ადგილზე გავიდა ლ-–------–--ესთან ერთად. ისინი ადგილზე მისვლამდე, გარკვეული ხნის განმავლობაში ამ უკანასკნელის ავტომანქანით მოძრაობდნენ ,,ძვ--–----------–ი“, შემდეგ კი ლ-–------–--ეს დაურეკეს და უთხრეს თუ სად იმყოფებოდნენ ინფორმაციაში მითითებული პირები, რის შემდეგაც მივიდნენ კო---------–-----------ე, სადაც მოძრაობდა ოპელის მარკის ავტომანქანა. ხსენებული ავტომანქანა თავისი მანქანებით გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა. მას ავტომანქანის გაჩერების მომენტი არ დაუნახავს, რადგან უყურებდა ტელეფონს, თუმცა გაიგო ლ-–-ს ნათქვამი ,,გაჩერდაო“. მოწმემ ასევე განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ კიდევ ერთი ავტომანქანით. ოპელის მარკის მანქანის გაჩერებისთანავე, იგი ლ-–------–--ესთან ერთად მივიდა ბ-----------------თან, რომელსაც ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილება და უფლებები უთარგმნა რუსულ ენაზე. ბ-----------------ს არაფერი უთქვამს და არც წინააღმდეგობა გაუწევია. თავდაპირველად ჩატარდა ბ-----------------ის პირადი ჩხრეკა, შემდეგ კი ავტომანქანის ჩხრეკა. მანქანის ჩხრეკის დროს მასთან ერთად იქვე იდგნენ ლ-–------–--ე, ბ-----------------ი და პოლიციის სხვა თანამშრომლები. მან დაინახა, რომ ავტომანქანიდან ამოიღეს ე.წ. ,,აბრეზი“ და ხელთათმანები. მოწმის განმარტებით საგამოძიებო მოქმედება დაიწყო დაახლოებით 17:00 საათისთვის. ადგილზე იყო სიმშვიდე და რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. ბრალდებულთა დაკავება მოხდა კო---------–---------ს №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ადგილი ახსოვს იმიტომ, რომ მითითებულ მისამართზე ცხოვრობს მისი დეიდა. მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი არის დასახლებული, ხოლო ერთ ადგილზე არის ბეტონის კედელი. ტერიტორია სრულად დაუსახლებელი არ არის. როგორც ახსოვს, მეორე დაკავებული იჯდა ავტომანქანის უკანა სავარძელზე და იგი გადავიდა ავტომანქანის მარჯვენა მხრიდან. ხსენებულ პირთანაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, რა დროსაც ე-------------------–---–ს ავტომატის მსგავსი საგანი ეჭირა ხელში. მას იარაღების დანახვაზე არ შეშინებია, რადგან ხშირად დასწრებია ასეთ მოქმედებებს. მან დაინახა, რომ ავტომანქანიდან ამოღებული იარაღი დაილუქა ადგილზე. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, მას არ დარჩენია შთაბეჭდილება, რომ ხსენებულ პირებთან უკვე ჩატარებული იყო რაიმე საგამოძიებო მოქმედება. ბ-----------------ი ავტომანქანიდან გადმოვიდა მას შემდეგ, რაც იგი ლ-–------–--ესთან ერთად მივიდა ავტომანქანასთან. საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მან ხელი მოაწერა მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედების ოქმებს.
მოწმე ა---------------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ ოპერატიულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, დაახლოებით 17:00 საათისთვის მან მოწმის სახით დაკითხა ნ-------------–---–ი. აღნიშნული პირი მან მოწმის სახით დაკითხა მეორედაც, ცოტა მოგვიანებით. მანვე ჩაატარა ბ-----------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. ადგილზე მისვლისას, მას დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, თუმცა ბინაში პოლიციის თანამშრომლები არ ყოფილან. ადგილზე მივიდნენ ექსპერტებიც. რის შემდეგაც ჩაატარეს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ.
მოწმე თ---------------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ბ-----------------ი არის მისი ძმა. 2017 წლის 11 თებერვალს იგი იმყოფებოდა სახლში. დაახლოებით 11-დან 12 საათამდე პერიოდში ბ-----------------ი გავიდა სახლიდან. დაახლოებით 15:00 საათზე, მასთან სახლში მივიდა პოლიციის ორი თანამშრომელი, რომლებმაც ჰკითხეს აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდა თუ არა ბ-----------------ი. ასევე უთხრეს, რომ ბ-------- დაკავებული იყო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისთვის, რის გამოც ბინაში უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა. 10-15 წუთის შემდეგ, ადგილზე მივიდა კიდევ ორი პირი, რომელთაგან ერთი იყო თარჯიმანი და უთხრეს, რომ ელოდებოდნენ გამომძიებელს, რომლის მისვლის შემდეგაც ჩაატარებდნენ ჩხრეკას. ხსენებული პირები ისხდნენ მათთან ერთად ოთახში და არ უშვებდნენ ცალკე. ამასთან, ორი მათგანი შევიდა ბ-----------------ის ოთახში. დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ ადგილზე მივიდა გამომძიებელი, რომელმაც უთხრა, რომ ექსპერტის მისვლის შემდეგ უნდა ჩაეტარებინა ჩხრეკა. ბინის ჩხრეკა ჩატარდა დაახლოებით შვიდი რვა საათისთვის, რა დროსაც ამოიღეს მობილური ტელეფონი, რომელიც არ ეკუთვნოდა მისი ოჯახის წევრებს. მას წინა საღამოს და ან იმ დილით ე-------------------–---–ი არ უნახავს და არც ძმას უთქვამს მისთვის ამის შესახებ რამე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ გამოქვეყნებული იქნა მოწმე ნ------------ის გამოკითხვის ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ 2017 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, მეზობლის სამძიმარზე იმყოფებოდა გვერდით სადარბაზოში. სახლში დაბრუნდა დაახლოებით 15:00 საათზე და ავიდა მესამე სართულზე მცხოვრებ მეზობელთან, რომელსაც უვლის. შემდეგ ჩავიდა სახლში, სადაც იმყოფებოდა მისი მეუღლე თ--------------------ი. ამ დროს მათ შემოესმათ კარზე კაკუნი. თ--------------------ის მიერ კარის გარების შემდეგ მათ სახლში შევიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც იკითხეს ბინა იყო თუ არა უ--------ს. ასევე უთხრეს, რომ ბ-----------------ი იყო დაკავებული და ადგილზე უნდა მისულიყო გამომძიებელი. ამიტომ მათ გამომძიებლის მისვლამდე აუკრძალეს ოთახიდან და სახლიდან გასვლა. ამ პოლიციელებთან მივიდნენ სხვა გამომძიებლებიც. უკვე იყო დაბნელებული, როდესაც მათ უთხრეს, რომ მივიდა გამომძიებელი და უნდა გაეჩხრიკათ ბინა. ცოტა მოგვიანებით ადგილზე მივიდნენ კრიმინალისტებიც, რის შემდეგაც მათ სახლში ჩატარდა ჩხრეკა. სატელეფონო საუბრისას პოლიციელებმა ვიღაცას უთხრეს ,,რასაც ვეძებდით არ არისო“. ამის შემდეგ გააფორმეს ჩხრეკის ოქმი, სადაც ეწერა, რომ ჩხრეკისას არაფერი ამოუღიათ და მოაწერინეს ხელი. იმ დროს, როდესაც მათ ბინაში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები დაწყებული იყო 4 საათი, ჩხრეკა კი დაიწყეს მაშინ, როდესაც კარგად დაბნელდა.
დაცვის მხარის მოწმის გ------------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არის ბ-----------------ის სიძე და მ----------–-–---–თან ერთად, დროებით ცხოვრობს ქ.რუსთავში, კ-----------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2017 წლის 11 თებერვალს იმყოფებოდა სახლში. დაახლოებით 15:00 საათისთვის ეზოდან შემოესმა ჩხუბის ხმა. მან გადაიხედა ფანჯრიდან და დაინახა, რომ ორ ავტომანქანას გადაკეტილი ჰქონდა გზა, საიდანაც გადავიდნენ ადამიანები, რომლებიც ყვიროდნენ ,,დაიჭირეთ, დაიჭირეთო“. მან დაინახა, რომ იყო ტოიოტას მარკის შავი ფერის ჯიპი და წითელი ფერის ფორდის მარკის ტაქსი. მოგვიანებით მივიდა ორი ბმვ-ს მარკის და ერთი შკოდას მარკის ავტომანქანა. იქვე გაჩერებული იყო ოპელის მარკის ავტომანქანა, საიდანაც გადავიდა ბ-----------------ი, რომელიც უცებ დააჩოქეს, გაკოჭეს და ჩასვეს წითელი ფერის ავტომანქანში. მან იცნო სიმამრი, ამიტომ დაუძახა მეუღლეს და უთხრა ,,მგონი მამაშენს იჭერენო“. მომხდარის შესახებ მათ არავისთვის უცნობებიათ, რადგან მიხვდნენ, რომ ბ-----------------ი დააკავეს.
დაცვის მხარის მოწმის მ----------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ ბ-----------------ი არის მისი მამა, რომელსაც ახასიათებს დადებითად. 2017 წლის 11 თებერვალს იმყოფებოდა ქ.რუსთავში, კ-----------–--------------ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც დაუძახა მეუღლემ - გ------------–-–---–მა და უთხრა მგონი მამაშენს იჭერენო. იგი მივიდა ფანჯარასთან და დაინახა, რომ №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული იყო რამდენიმე ავტომანქანა. მამამისი გადაიყვანეს მანქანიდან და ჩასვეს წითელი ფერის ტაქსიში, რომელსაც ორივე მხრიდან ჩაუსხდნენ პოლიციის თანამშრომლები. შემდეგ კი წავიდნენ სხვა პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. ბ-----------------ის მანქანა კი დატოვეს იქვე. ცოტა ხნის შემდეგ მამამისის ავტომანქანა ორმა ადამიანმა მიწოლით გააგორა იქვე ახლოს მდებარე სალოცავთან. იგი მომხდარმა გაანერვიულა, რის გამოც ვერ მოახერხა მომხდარის ტელეფონით გადაღება. იმ საღამოს მეუღლესთან ერთად სასეირნოდ გასულმა მამის სახლთან შენიშნა პოლიციის თანამშრომლები, თუმცა დასახმარებლად ან ვითარებაში გასარკვევად არავისთვის მიუმართავს.
მოწმე გ---------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არის ჟურნალისტი და სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შემთხვევით შეესწრო კო---------–-----------ე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს. მაგრამ რადგან გზა იყო გადაკეტილი, უშუალოდ დაკავების ადგილზე მისვა ვერ შეძლო. იგი დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, სადაც განუმარტეს, რომ დააზუსტებდნენ და მიაწვდიდნენ ინფორმაციას. მან ინფორმაცია საიტზე დადო მოგვიანებით, დაზუსტების შემდეგ, ხოლო რეალურად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა დაახლოებით 16:00 საათისთვის. მან მოახერხა და იქვე მდებარე ერთ-ერთი ბინიდან გადაიღო ერთი ფოტოსურათი. მოწმის განმარტებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა კ-----------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც შემოსაზღვრული იყო ლენტით. კ-----------–--------------თან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები მას არ უნახავს.
პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 11 თებერვალს, 16:40-17:05 საათზე, ქ.რუსთავი, კ-----------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა ბ-----------------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა მის სახელზე გაცემული პასპორტი, კენტის ფირმის სანთებელა, წამალი ,,ალლოხოლის“ ფირფიტა ოთხი აბით, საქართველოს ბანკის ექსპრეს პაკეტის განაცხადი, სათვალე და სათვალის საწმენდი მოთავსებული სათვალის სათავსოში, ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმ ბარათთან ერთად. ოქმზე გაკეთებული შენიშვნის თანახმად, ბ-----------------ი თარჯიმნის მეშვეობით გაეცნო ჩხრეკის ოქმს, ჩაიბარა ოქმის ასლი, თუმცა ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერაზე განაცხადა უარი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით დათვალიერდა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთა გამოკვლევითაც დადგინა შემდეგი: ნივთები წარდგენილია დალუქულ მდგომარეობაში და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის. შეფუთვაში მოთავსებულია მუყაოს ყუთი, მუყაოს ყუთში კი მოთავსებულია შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების გამომძიებელ ლ-–------–--ის მიერ დალუქული პარკი, ლუქის ნომერი 0-----------, ყუთში მოთავსებულია იარაღი და ვაზნა. F-------- შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო -კრიმილისტიკური დეპარტამენტის ლუქი, შიგნით მოთავსებულია 16 კალიბრის ორლულიანი უნომრო გადაჭრილი თოფი და ერთი ცალი 16 კალიბრის ვაზნა. მასში აღმოჩნდა 0------ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ლუქი, მასში ასევე აღმოჩნდა შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების გამომძიებელ ლ-–------–--ის მიერ დალუქული პარკი და N---------- შენიშვნის სახით წერია აღნიშნული ნომერი. მასში აღმოჩნდა შავი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულია აღნიშნული იარაღი. ე-------------------–---–ის ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი დალუქულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმილისტიკური დეპარტამენტის F-------- ლუქით, ამ პაკეტში მოთავსებულია აკმ მოდელის კალაშნიკოვის კონსტუქციის 7,62მმ კალიბრის ავტომატი, ერთი ცალი მჭიდი და სამი ცალი ვაზნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 13 თებერვლის ექსპერტის N1----- დასკვნით დასტურდება, რომ:
▪ სისხლის სამართლის №00----------- საქმეზე ექსპერტიზაზე წარდგენილი: ქარხნული წესით დამზადებული რუსული წარმოების, (ტულის საიარაღო ქარხანა) > მოდელის, 16 კალიბრის, გლუვლულიანი, ორლულიანი უნომრო სანადირო თოფის ლულა და კონდახი გადაჭრილია თვითნაკეთი წესით. მის კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებების გამო (იხილეთ კვლევითი ნაწილი), იგი წარმოადგენს გადაჭრილ თოფს, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის ორივე ლულიდან.
▪ ქარხნული წესით დამზადებული, ,,A--“ მოდელის, 7,62მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის 1965 წელს გამოშვებული №Ф------ ავტომატი ვარგისია სროლისათვის, როგორც ცალმაგ ისე ავტომატურ რეჟიმში და მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.
▪ ქარხნული წესით დამზადებული 1943 წლის ნიმუშის, 7,62მმ კალიბრის 4 (ოთხი) ცალი სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილია 7,62მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,A----“, ,,A--“, ,,A--C“, ,,A--CY“ ავტომატებისათვის, ,,C--“ კარაბინისათვის, ,,Р--“, და ,,Р--“ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის. ოთხივე (4) ვაზნა ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.
▪ ქარხნული წესით დამზადებული 2 (ორი) ცალი 16 კალიბრის ვაზნა განკუთვნილია ამავე კალიბრის გლუვლულიანი სანადირო თოფებისათვის, მიეკუთვნება გლუვლულიანი სანადირო თოფებისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი და სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ---------–-----ემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 25 ოქტომბრის ექსპერტის N1----- დასკვნით ირკვევა, რომ: სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე წარდგენილ ქარხნული წესით დამზადებულ ,,Т----“ მოდელის, 16 კალიბრიან, გლუვლულიან, ორლულიან უნომრო გადაჭრილ თოფში ექსპერიმენტული გასროლების შედეგად მიღებული ნიმუშების შედარებისას საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტყვია-მასროთეკაში არსებულ ობიექტთან იდენტური ობიექტები ვერ იქნა აღმოჩენილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექ-------------------------–-------------ის ზუ-----------ს 2017 წლის 30 ოქტომბრის წერილით ირკვევა, რომ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე წარმოდგენილ NФ------ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღში გასროლილი ექსპერიმენტული ნიმუშების შედარება მიმდინარეობს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტყვია-მასროთეკაში მოთავსებულ ობიექტებთან შედარების პასუხი გეცნობებათ შედარების დასრულებისთანავე.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 მარტის ექსპერტის N0-------- დასკვნით ირკვევა, რომ გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა შემდეგი:
▪ პაკეტში წარწერით: ,,... NI-------ის ჩხრეკისას ამოღებული გადაჭრილი სანადირო თოფი ...“, მოთავსებულ თოფზე არსებული ბიომასალა (ობ. N1,2) ეკუთვნის ბ-----------------ს (ობ. N16; პაკეტი წარწერით :,,...ბ-----------------ის ნერწყვის ნიმუში...“)
▪ პაკეტში წარწერით: ,,ცეცხლსასროლი იარაღი ავტომატი“, მოთავსებულ იარაღზე და ვაზნებზე არსებული ბიომასალა (ობ. N3-5) ეკუთვნის ე-------------------–---–ს (ობ. N15; პაკეტი წარწერით : ,,..ე-------------------–---–ის ნერწყვის ნიმუში...“)
▪ პაკეტში წარწერით: ,,...2ც. ვაზნა ამოღებული ა/მ ოპელის სახ.ნომ I------ წინა მარცხენა სავარძლის ქვეშ არსებულ გადაჭრილი სანადირო თოფიდან...“, მოთავსებულ ორ ცალ ვაზნაზე არსებული ბიომასალა (ობ.N6) ეკუთვნის ბ-----------------ს (ობ.N16)
▪ პაკეტში წარწერით: ,,... ანაწმენდები ავტომანქანა ოპელის სახ. NI-------ის საჭიდან და სიჩქარეების გადამრთველიდან 8 ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე... ,,მოთავსებულ: ანაწმენდებზე, სიჩქარეების გადამრთველიდან და საჭის ზედა რკალიდან, არსებული ბიომასალა (ობ.N7,8) ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და განსხვავდება ე-------------------–---–ის (ობ.N15) და ბ-----------------ის (ობ.N16) გენეტიკური პროფილებისაგან.
▪ ანაწმენდებზე, საჭის შუა და ქვედა რკალიდან, არსებული ბიომასალის (ობ.N9,10) გენეტიკური პროფილები შერეულია:
▪ ობ. N10-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი ობ. N7,8-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. N10-ის გენეტიკურ პროფილში ე-------------------–---–ის (ობ. N15) და ბ-----------------ის (ობ.N16) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
▪ ობ. N9-ის გენეტიკური პროფილი, ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
▪ პაკეტში, წარწერით: ,,... ავტომანქანა ოპელის სახ NI-------ის წინა მარცხენა სავარძელზე მდებარე 1 ცალი ნიღაბი...“, მოთავსებულ ქუდზე (ნიღაბზე) არსებული ბიომასალა (ობ.N11) ეკუთვნის ე-------------------–---–ს (ობ.N15). ამავე ნიღაბზე არსებული თმები (ობ.N11ა) ეკუთვნის ბ-----------------ს (ობ.N16).
▪ პაკეტში, წარწერით: ,,...ავტომანქანა ოპელის სახ NI-------ის წინა მარცხენა სავარძლის უკან იატაკიდან ამოღებული 1 ცალი ნიღაბი...’’, მოთავსებულ ქუდზე (ნიღაბზე) არსბული ბიომასალა (ობ. N12) და თმები (ობ. N12) ეკუთვნის ბ-----------------ს ( ობ. N16).
▪ პაკეტში წარწერით: ,,...2 ც. ხელთათმანი ამოღებული ა/მ ოპელი სახ.ნომ I-------ის წინა მარცხენა სავარძლის ქვეშ იატაკიდან...“, მოთავსებულ ხელთათმანებზე არსებული ბიომასალის (ობ.N13) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N13-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი ბ-----------------ის (ობ.N16) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. N13-ში ე-------------------–---–ის (ობ. N15) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
▪ პაკეტში წარწერით: ,,...2 ც. ხელთათმანი ამოღებული ა/მ ოპელის სახ. ნომ I-------ის წინა მარცხენა სავარძლის უკან იატაკიდან...“, მოთავსებულ ხელთათმანებზე არსებული ბიომასალა (ობ. N14) ეკუთვნის ე-------------------–---–ს (ობ. N15).
ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი და სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი------------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მას ბრალდების მხარემ ობიექტები გამოსაკვლევად წარედგინა დალუქულ მდგომარეობაში. ლუქის მთლიანობდა დარღვეული არ ყოფილა. გამოკვლევით დადგინდა, რომ საჭიდან აღებული გენეტიკური პროფილები ეკუთვნოდა ბევრ პირს, ამიტომ იდენტიფიკაციისთვის იყო არაინფორმატიული. მოწმის განმარტებით, შესაძლებელია ადამიანს რაიმე ნივთთან ჰქონდეს კონტაქტი ძალიან მცირე ხნის განმავლობაში და ნივთზე არ დარჩეს საკმარისი ბიოლოგიური მასალა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 21 მარტის ექსპერტის N1----- დასკვნით ირკვევა, რომ:
▪ ა/მანქანის ,,ოპელი“ სახ. NI------ წინა სავარძლების დასაჯდომი ნაწილებიდან დაქტილოფირებით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის აღმოჩენილი მოშავო ფერის ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკები და ბ.უ--------ს შარვლის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი მოშავო ფერის ბამბის ბოჭკოები ხასიათდებიან ერთნაირი გვარობრივი ნიშნებით: ბუნებით, ფერით, ფერის ტონალობით, ბოჭკოს სტრუქტურით და საღებავის კლასით.
▪ ა/მანქანის ,,ოპელი“ სახ. NI------ სავარძლებიდან დაქტილოფირებით ამოღებული ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის აღმოჩენილი ლურჯი ფერის ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკები კონკრეტულად დატოვებულია თუ არა ე.ტ-------–---–-- ჯინსის შარვლის ქსოვილიდან, დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან ჯინსის ქსოვილის ნაწარმი ფართოდ არის გავრცელებული, სერიული წარმოებისაა და ქსოვილში შემავალი ბოჭკოები ხასიათდებიან ერთნაირი გვარობრივი ნიშნებით.
ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი და სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე----------------------–---–მა.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N1-81-11 განაჩენით ირკვევა, რომ ე-------------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით. ე-------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2011 წლის 14 მარტიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 04 ოქტომბრის N1-143-11 განაჩენით ე-------------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით. ე-------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 18 მარტიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, მსჯავრდებულ ე-------------------–---–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 06 (ექვსი) წლით, 09 (ცხრა) თვით და 14 (თოთხმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით და განაჩენთა ერთობლიობით ე-------------------–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით, 09 (ცხრა) თვით და 14 (თოთხმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით. ე-------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ბოლო განაჩენის მიღების დღიდან 2011 წლის 04 ოქტომბრიდან.
2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინების სამოტივაციო-სარეზოლუციო ნაწილებში შევიდა შესწორება, კერძოდ: მსჯავრდბულ ე-------------------–---–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 6 (ექვსი) წლით, 8 (რვა) თვით და 10 (ათი) დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით და განაჩენთა ერთობლიობით მსჯავრდებულ ე-------------------–---–ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით, 8 (რვა) თვით და 10 (ათი) დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 თებერვლის N8-------- განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად ე-------------------–---–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა: გარდაბნის რაიონული სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 7 (შვიდი) დღის ვადით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - თავიუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ე-------------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის, 9 (ცხრა) თვის და 7 (შვიდი) დღის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 04 ოქტომბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის N1/ა.გ.537-13 განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განაჩენში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 04 ოქტომბრის განაჩენში, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 თებერვლის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებაში ივ-----------ის, რა----------–-–---–-ს და ე-------------------–---–ის მიმართ შეტანილ იქნა ცვლილება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ე-------------------–---–ის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა (ამნისტიის გათვალისწინებით) თავისუფლების აღკვეთამ 5 (ხუთი) წლისა და 7 (შვიდი) დღის ვადით შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის (ამნისტიის გათვალისწინებით) მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით და საბოლოოდ ე-------------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 7 (შვიდი) დღის ვადით. ე-------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 04 ოქტომბრიდან.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N0------ ცნობით ირკვევა, რომ ე-------------------–---–ი 2016 წლის 21 მარტს კალენდარულად, სასჯელის ვადის გასვლის გამო გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის განაჩენით ბ-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ბ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2005 წლის 24 მაისიდან.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N0------ ცნობით ირკვევა, რომ ბ-----------------ი 2010 წლის 21 მაისს კალენდარულად, სასჯელის მოხდით გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულების ბ-----------------ის და ე-------------------–---–ის გამართლების თაობაზე, რომ თითქოსდა მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით და ემსახურება ბ-----------------ის და ე-------------------–---–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დასჯადია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს ,,იარაღის შესახებ‘‘ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მის მოპოვებას, რაც გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ, მის ყიდვაში, სხვა ნივთში გაცვლაში, ვალში ჩათვლაში, ნაჩუქარის მიღებაში, ნაპოვნის დაუფლებაში და ა.შ. იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა დადგენილი, თუ როდის და რა ვითარებაში განხორციელდა მსჯავრდებულების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულად ითვლება, როდესაც პირს ეძლევა იარაღის განკარგვის შესაძლებლობა.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს მისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს, თუმცა მისი სურვილის შესაბამისად შეუძლია იარაღი გამოიყენოს მაშინ, როდესაც დასჭირდება. შენახვა შეიძლება განხორციელდეს საცხოვრებელ ბინაში, სარდაფში, ეზოში და ა.შ. მის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც თავისთავად შენახვასაც მოიცავს, გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირი ამას კანონით მინიჭებული უფლების გარეშე ახორციელებს. აღნიშნული ქმედება შესაძლებელია განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც პირი მოძრაობს და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის ვარგისია გამოყენებისათვის და მისი ვარგისიანობა დადასტურებულია ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება საზოგადოებისათვის და ცალკეული პირებისათვის მომეტებული საშიშროების შემცველია, ვინაიდან არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ მას, ვინც უკანონოდ ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს, აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს გამოიყენოს იგი. მოცემულ შემთხვევაში, ბ-----------------ი და ე-------------------–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ იარაღს უკანონოდ ინახავდნენ და უკანონოდ ატარებდნენ ქ.რუსთავში გადაადგილებისას.
,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ტ‘‘ პუნქტის მიხედვით, იარაღის ბრუნვას განეკუთვნება იარაღის რეგისტრაცია, შეძენა, შენახვა და ტარება, ხოლო, ამავე მუხლის ,,ფ‘‘ პუნქტის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, ცეცხლსასროლი იარაღები ჰქონდათ ბ-----------------ს და ე-------------------–---–ს, რომლებსაც, ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ჰქონდათ მინიჭებული იარაღის ფლობის, განკარგვისა, იარაღით სარგებლობისა და ტარების უფლება. ამავე კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებსაც გააჩნიათ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება, ამასთან, იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. ასეთი ნებართვა ბ-----------------ს და ე-------------------–---–ს არ გააჩნდათ, შესაბამისად, მათ ცეცხლსასროლი იარაღი შეძენილი ჰქონდათ, ინახავდნენ და ატარებდნენ მართლსაწინააღმდეგოდ.
,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონი ასევე განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ტერმინში ,,იარაღი‘‘ იგულისხმება მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად. ამავე მუხლის ,,ბ‘‘ პუნქტის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. ბალისტიკური ექსპერტიზის №1----- დასკვნით დასტურდება, რომ დანაშაულის იარაღი ,,Т----“ მოდელის, 16 კალიბრის, გლუვლულიანი, ორლულიანი უნომრო სანადირო თოფი, რომლის ლულა და კონდახი გადაჭრილია თვითნაკეთი წესით, მის კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებების გამო წარმოადგენს გადაჭრილ თოფს, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის ორივე ლულიდან. ,,A--“ მოდელის, 7,62მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის 1965 წელს გამოშვებული №Ф------ ავტომატი ვარგისია სროლისათვის, როგორც ცალმაგ ისე ავტომატურ რეჟიმში და მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. ასევე ქარხნული წესით დამზადებული 1943 წლის ნიმუშის, 7,62მმ კალიბრის 4 (ოთხი) ცალი სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილია 7,62მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,A----“, ,,A--“, ,,A--C“, ,,A--CY“ ავტომატებისათვის, ,,C--“ კარაბინისათვის, ,,Р--“, და ,,Р--“ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის. ოთხივე (4) ვაზნა ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. ქარხნული წესით დამზადებული 2 (ორი) ცალი 16 კალიბრის ვაზნა განკუთვნილია ამავე კალიბრის გლუვლულიანი სანადირო თოფებისათვის, მიეკუთვნება გლუვლულიანი სანადირო თოფებისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
პალატას ასევე დადგენილად მიაჩნია ბ-----------------ის და ე-------------------–---–ის მიერ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტი, ვინაიდან ექსპერტის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პაკეტში წარწერით ,,... NI-------ის ჩხრეკისას ამოღებული გადაჭრილი სანადირო თოფი ...“, მოთავსებულ თოფზე არსებული ბიომასალა ეკუთვნის ბ-----------------ს, ხოლო პაკეტში წარწერით: ,,ცეცხლსასროლი იარაღი ავტომატი“, მოთავსებულ იარაღზე და ვაზნებზე არსებული ბიომასალა ეკუთვნის ე-------------------–---–ს. ასევე პაკეტში წარწერით ,,...2ც. ვაზნა ამოღებული ა/მ ოპელის სახ.ნომ I------ წინა მარცხენა სავარძლის ქვეშ არსებულ გადაჭრილი სანადირო თოფიდან...“, მოთავსებულ ორ ცალ ვაზნაზე არსებული ბიომასალა ეკუთვნის ბ-----------------ს.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ბ-----------------ის და ე-------------------–---–ის დაკავება და ჩხრეკა არ ჩატარებულა საგამოძიებო მოქმედების ოქმებში მითითებული ადგილას და დროს. ამასთან, მათი პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული იარაღები ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა, შემდეგ კი იძულებით გაუხახუნეს ტანზე, რათა გადასულიყო მათი დნმ-ის კვალი. აღნიშნული წინააღმდეგობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, კერძოდ: მოწმე ზ-------–--------ის ჩვენებით დადგენილ იქნა, რომ მან ოპერატიული ინფორმაცია მიიღო დაახლოებით 15:00 საათზე, ხოლო მოგვიანებით მეორე ინფორმაცია მიიღო ნ-------------–---–მა, რომლის თანახმად მათთვის ცნობილი გახდა ინფორმაციაში მითითებუილ პირთა ადგილსამყოფელი, კერძოდ ის, რომ ხსენებული პირები გადაადგილდებოდნენ კო---------–-----------ე, რის შემდეგაც ჯგუფები მივიდნენ მითითებულ ადგილზე, სადაც შეაჩერეს ინფორმაციაში მითითებული ოპელის მარკის ავტომანქანა. ნ-------------–---–ი მოწმის სახით დაკითხულ იქნა ინფორმაციის მიღების შემდეგ, კერძოდ 16:41 საათზე, ხოლო ბ-----------------ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა 16:40-17:05 საათზე, რაც სრულად ემთხვევა ნ-------------–---–ის მიერ ინფორმაციის მიღების სავარაუდო დროს. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ბ-----------------ის და ე-------------------–---–ის ჩხრეკა და დაკავება განხორციელდა ქ.რუსთავში, კ-----------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდა პოლიციელთა ჩვენებებისა დასტურდება როგორც ჟურნალისტ გ---------------–---–ის, ისე შემთხვევის ადგილზე გასული ექსპერტების და თარჯიმან თ----–------------ას ჩვენებებით, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნული ადგილი ზუსტად ახსოვს იმიტომ, რომ იქ ცხოვრობს მისი დეიდა.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს, რომ თითქოსდა ბ-----------------ის დაკავება მოხდა ქ.რუსთავში, კო---------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებით. ამასთან, ხსენებული მოწმეები არიან ბ-----------------ის ახლო ნათესავები, შესაბამისად აქვთ დაინტერესება პასუხისმგებლობა აარიდონ მათ ახლობელს. გარდა ამისა მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ დაინახეს ბ-----------------ის დაკავების, მისი ავტომანქანის გადაგორების და ბ-----------------ის სახლთან პოლიციელთა ყოფნის ფატი, არ დაინტერსდნენ და არ გაარკვიეს, რა მოხდა და რატომ ტარდებოდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები.
პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმე პოლიციის თანამშრომელთა და თარჯიმნის ჩვენებებში, ასევე დაკავების და ჩხრეკის ოქმების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულების მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა მოწმეების და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან. დაცვის მხარეს კი არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც პალატას გაუჩენდა მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს.
საქართველოს უზენაესი სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11).
მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
ამასთან, პალატა თვლის, რომ შესაძლოა მოწმეთა ჩვენებებში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც პალატას მათი ჩვენებების გაზაირებაზე უარის თქმის საფუძველს მისცემდა. მოწმეთა ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არ არის არსებით წინააღმდეგობაში ერთმანეთთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებიდან სასამართლოში ჩვენებების მიცემამდე გავიდა რამდენიმე თვე, რის გამოც სრულიად შესაძლებელია მოწმეებს არ ახსოვდეთ გარკვეული დეტალები, მაგრამ მათ დეტალურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერეს ადგილზე განვითარებული მოვლენები.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბ-----------------ის ავტომანქანა პოლიციის თანამშრომლებმა გადააგორეს კო---------–--------------დან, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ ავტომანქანის საჭეზე აღმოჩნდა სხვა პირის გენეტიკური პროფილი. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განამარტავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ იქნა, რომ ბ-----------------ის მართვის ქვეშ მყოფი ოპელის მარკის მანქანა არ წარმოადგენდა მისი საკუთრებას და ფლობდა დროებით. ამასთან, მის დაკავებამდე მძღოლის გვერდით იჯდა გ-------------–---–ი. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული არ არის გენეტიკური პროფილის კუთვნილება, შესაბამისად იმის მტკიცება, რომ იგი ეკუთვნის ერთ-ერთ პოლიციის თანამშრომელს მოკლებულია საფუძველს.
პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: KRASULYA v. RUSSIA, N12365/03 , პარ. 50).
პალატა იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). მოცემულ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებთან დაკავშირებით, ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.
სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბ-----------------ის და ე-------------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ბ-----------------მა და ე-------------------–---–მა ჩაიდინეს, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. მათვე ჩაიდინეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბ-----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ე-------------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ნასამართლობა.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ასევე ე-------------------–---–ის მიმართ რეციდივის გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. პალატა თვლის, რომ ბ-----------------ს და ე-------------------–---–ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი შეცვლა პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულების ბ-----------------ის, ე-------------------–---–ის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების ა-–--------------------ის და რ---------–----ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ნოემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
გადაჭრილლულიანი სანადირო თოფი და ერთი ცალი ვაზნა, ავტომატი, 1 ცალი მჭიდი და 3 ცალი ვაზნა - გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.
ბ-----------------ის ტელეფონი, ბ-----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები, ე-------------------–---–ის ტელეფონი, ე-------------------–---–ის შარვალი, ბ-----------------ის შარვალი - დაუბრუნდეთ მსჯავრდებულებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
იარაღის განსამუხტად გამოყენებული რეზინის ხელთათმანი, ავტომობილის სავარძლიდან ამოღებული მიკრონაწილაკები, ავტომანქანის საჭიდან და სიჩქარის გადამრთველიდან ამოღებული ანაწმენდები, ე-------------------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ბ-----------------ის ნერწყვის ნიმუში, ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებული ორი წყვილი ხელთათმანი, ავტომობილის ჩხრეკისას ავტომობილიდან ამოღებული ნიღბები - განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ბ-----------------ის, მსჯავრდებულ ე-------------------–---–ის, ასევე მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების ა-–--------------------ის და რ---------–----ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ბ-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ბ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ბ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 11 თებერვლიდან.
ე-------------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ე-------------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ე-------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 11 თებერვლიდან.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
გადაჭრილლულიანი სანადირო თოფი და ერთი ცალი ვაზნა, ავტომატი, 1 ცალი მჭიდი და 3 ცალი ვაზნა - გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.
ბ-----------------ის ტელეფონი, ბ-----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები, ე-------------------–---–ის ტელეფონი, ე-------------------–---–ის შარვალი, ბ-----------------ის შარვალი - დაუბრუნდეთ მსჯავრდებულებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
იარაღის განსამუხტად გამოყენებული რეზინის ხელთათმანი, ავტომობილის სავარძლიდან ამოღებული მიკრონაწილაკები, ავტომანქანის საჭიდან და სიჩქარის გადამრთველიდან ამოღებული ანაწმენდები, ე-------------------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ბ-----------------ის ნერწყვის ნიმუში, ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებული ორი წყვილი ხელთათმანი, ავტომობილის ჩხრეკისას ავტომობილიდან ამოღებული ნიღბები - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო სანდოძე