განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2019
საქმის ნომერი
020211418700071635
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ზიანის ანაზღაურება
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020211418700071635

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-1363-18 13 მარტი 2019 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - ს----------–-----------–--------–---------------–-------------------------------------- ქ------- ირ----–---–ი ნ-------- კ--–-- რ--------- ხ----–--–-ვა

დავის საგანი - სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება, ნ-------- კ--–--ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, გათავისუფლებამდე მუშაობდა სსიპ ქალაქ ს--------------- საჯარო სკოლის დ------------ს თანამდებობაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 ივლისის №--- ბრძანებით, შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, სკოლას გამოეცხადა გაფრთხილება, მას კი მოეთხოვა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირება და ერთი თვის ვადაში სამინისტროსათვის ანგარიშის წარდგენა, რაც შეასრულა. ამის შემდეგ, სკოლა კვლავ იქნა შემოწმებული შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შემოწმების შედეგად, აუდიტის დასკვნაში დარღვევები არასწორად იქნა დაფიქსირებული, რის გამოც 2017 წლის 15 მარტს არასწორად შეუწყდა შრომითი ურთიერთობა. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებული იქნა აუდიტის N---------- და N---------- დასკვნაში მითითებული ერთი და იგივე დარღვევების არსებობა, რაც არასწორია, ვინაიდან, ის კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და მისი თითოეული ქმედება მიმართული იყო არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სკოლის კეთილმოწყობისკენ. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე, ს----------–-----------–------------–-----------------------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნ-------- კ--–--ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას წინ უძღოდა ს----------–-----------–------------–-----------------------ს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ, სსიპ ქ.ს--------------- საჯარო სკოლაში განხორციელებული ინსპექტირება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 03 მაისის N-- ბრძანებით დამტკიცებული, ს----------–-----------–------------–-----------------------ს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ინსპექტირების პროცესში დეპარტამენტის მოსამსახურე უფლებამოსილია მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მოითხოვოს ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნა, დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები, გამოიძახოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან განმარტების მიღების მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებელი პირები ინსპექტირების პროცესში იღებდნენ ყველა საჭირო ინფორმაციას, ინსპექტირების პერიოდში განმარტებებს ართმევდნენ რესურსცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივად იყვნენ დაკავშირებული შესამოწმებელ საკითხებთან. ინსპექტირების შედეგად, სკოლის საქმიანობაში გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევები, რაც აისახა დასკვნაშიც. დარღვევათა უმრავლესობა, გამოწვეული იყო ნ-------- კ--–--ს, როგორც ქმედებით, ასევე უმოქმედობით. ამასთან, დარღვევები იყო არაერთგზისი, რაც საჯარო სკოლამ წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა. ზემოაღნიშნულ დარღვევათა გამო, სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება, ხოლო დ------------ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე. ამდენად, მოპასუხეს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. ნ-------- კ--–--ს სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. ბათილად იქნეს ცნობილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 მარტის N------- ბრძანება - ნ-------- კ--–--ს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ; 3. ნ-------- კ--–-- აღდგენილ იქნეს, სსიპ ქალაქ ს--------------- საჯარო სკიოლის დ------------ს თანამდებობაზე; 4. ს----------–-----------–------------–-----------------------ს დაეკისროს, აუნაზღაუროს ნ-------- კ--–--ს იძულებითი განაცდური სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან, 2017 წლის 15 მარტიდან, სამუშაოზე აღდგენამდე, სარგოს (საშემოსავლო გადახდების გარეშე) 720 ლარის ოდენობით; 5. მოპასუხეს, ნ-------- კ--–--ს სასარგებლოდ დაეკისროს, მოსაჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება; 6. მოპასუხე, გ------–------------–-----------------------ს დაეკისროს, მოსარჩელის მიერ, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 1000 ლარის გადახდა ნ-------- კ--–--ს სასარგებლოდ. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. მოსარჩელე ნ-------- კ--–-- გათავისუფლებამდე მუშაობდა სსიპ ქ.ს--------------- საჯარო სკოლის დ------------ს თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 720 ლარს. 2.2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 25 ივლისის N------ მოხსენებითი ბარათით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წარედგინა შიდა აუდიტის დეპარტამენტის N---------- დასკვნა - სსიპ ქალაქ ს--------------- საჯარო სკოლის ინსპექტირების შედეგების შესახებ და მიეთითა იმ ქმედებების განხორციელების შესახებ, რაც გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე შიდა აუდიტის დეპარტამენტს მიაჩნდა მიზანშეწონილად. 2.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 27 ივლისის N--- ბრძანებით, შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევევს გამო, სსიპ ქალაქ ს--------------- საჯარო სკოლას მიეცა წერილობით გაფრთხილება. 2.4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 03 მაისის №---- ბრძანებით დამტკიცებული ს----------–-----------–------------–-----------------------ს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 17 თებერვლის №--- ბრძანებით სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს მთავარ სპეციალისტებს დაევალათ, სსიპ - ქალაქ ს--------------- საჯარო სკოლის ინსპექტირება ამავე ბრძანებაზე თანდართული გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესაბამისად. 2.5. სსიპ ქალაქ ს--------------- საჯარო სკოლაში ინსპექტირება განხორციელდა 2017 წლის 20 თებერვლიდან-2017 წლის 24 თებერვლის ჩათვლით, რომლის შედეგად შედგენილ იქნა შიდა აუდიტის დეპარტამენტის N---------- დასკვნა. დასკვნაში დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: 1. 2017 წლის 20 თებერვალს, ინსპექტირების ჯგუფს, სკოლაში შესვლისას, სკოლის ეზოში შესასვლელი ჭიშკარი და შენობაში შესასვლელი კარი დახვდათ ღია, ხოლო კარებთან არ იდგა დარაჯი, რომელიც გააკონტროლებდა უცხო პირთა სკოლაში შესვლას და მოსწავლეთა სკოლიდან გასვლას. საყურადღებოა, რომ იგივე სახის დარღვევა სკოლას უფიქსირდებოდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის №---------- დასკვნაში (დღის დარაჯის არ ყოფნის გამო, სკოლაში არ კონტროლდებოდა სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლა და მოსწავლეთა სკოლიდან გასვლა). 2. 2017 წლის 21 თებერვალს, მე-12 კლასში მიმდინარეობდა მე-4 გაკვეთილი (ისტორია), კლასში სიით ირიცხება 29 მოსწავლე, აქედან ერთი მოსწავლე არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, რომელიც შინ სწავლებაზეა გადაყვანილი, ხოლო 28 მოსწავლიდან გაკვეთილს ესწრებოდა ოთხი მოსწავლე. მასწავლებელ კ.გე-–--–---–ს მოსწავლეებისთვის, რომლებიც არ ესწრებოდნენ გაკვეთილს „არა“ არ ჰქონდა დაფიქსირებული, რადგან კლასში არ იყო საკლასო ჟურნალი. მე-9 კლასში მე-4 გაკვეთილი მიმდინარეობდა საგანში - სამოქალაქო განათლება, სადაც კლასში სიით ირიცხება 32 მოსწავლე, ხოლო გაკვეთილს არ ესწრებოდა სამი მოსწავლე. მასწავლებელს, ე.ბე–---–---–ს საკლასო ჟურნალში „არები“ დაფიქსირებული არ ჰქონდა. ჟურნალის წარმოების წესის იგივე დარღვევა სკოლას ასევე უფიქსირდებოდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის №---------- დასკვნაში. 3. სკოლაში ჯანმრთელობის დაცვის შენარჩუნების, განმტკიცების, ჯანსაღი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვისა და უსაფრთხო გარემო-პირობების შექმნის კუთხით, სკოლის მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარება არ დასტურდება. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ბოლო ანგარიშსწორება სკოლამ განახორციელა 2016 წლის 17 მარტს, ხოლო სკოლის დ-----------მა, სკოლის შენობაში არსებული საპირფარეშოს ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთვის დარჩენილი თანხის გამოყენების თაობაზე, მხოლოდ 2016 წლის 17 აგვისტოს მიმართა შესაბამის სამსახურს, ხელშეკრულება სამუშაოების საწარმოებლად კი გააფორმა 2017 წლის 17 თებერვალს. დ-----------ს, ინსპექტირების დასრულებამდე (2017 წლის 24 თებერვალი) არ ჰქონდა სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა. ამდენად, მისი მითითება, რომ სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს ზაფხულის არდადეგებზე-დაუსაბუთებელია. საყურადღებოა, რომ იგივე სახის დარღვევა სკოლას უფიქსირდებოდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის №---------- დასკვნაში (სკოლაში ფუნქციონირებს ერთი ქალთა და ერთი მამაკაცთა ტუალეტი, რომლითაც სარგებლობენ, როგორც სკოლის თანამშრომლები, ასევე მოსწავლეები). 4. სკოლაში არ არის ჯანსაღი, კეთილგანწყობილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული სამუშაო გარემო, რის შედეგად სკოლა, თავის მხრივ ვერ უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის საჭირო ყველა პირობის შექმნას. 5. 2016 წლის აპრილის თვიდან -2016 წლის ოქტომბრის თვემდე პერიოდის სკოლის პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაცია არ იყო აკინძული კანონმდებლობით დადგენილი წესით. სკოლის თანამშრომელთა საავადმყოფო ფურცლები (ბიულეტენები) არ იყო შეკერილი და დანომრილი კანონმდებლობით დადგენილი ფორმით (ჩალაგებულია პირველადი აღრიცხვის დოკუმენტებთან ერთად). აღნიშნულ დარღვევას ჰქონდა განმეორებითი ხასიათი, 6. 2017 წლის შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავების დროს, სკოლას არ ჩაუტარებია ბაზრის კვლევა. 2016 წლის 18 ნოემბერს, დი----------ის №----- ბრძანებით დამტკიცებული, სკოლის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის თანახმად, ნ---- ქო----ე, როგორც შესყიდვების კოორდინატორი, 2016 წლის 18 ნოემბრიდან, ვალდებული იყო ბაზრის კვლევის ანალიზი წარედგინა დ-----------თან, თუმცა აღნიშნული ანალიზი არასოდეს წარუდგენია, გარდა, 2016 წლის 18 ნოემბრის №------- სამსახურებრივი ბარათისა, რომლის შინაარსშიც საუბარია მის მიერ, 2017 წლის შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავების მიზნით, ბაზრის კვლევის ჩატარებაზე, რომელიც განახორციელა წინა წლების შესყიდვების გამოცდილების ანალიზის (ხელშეკრულებების შესწავლა) მეთოდით. ამდენად, შესყიდვების კოორდინატორის მხრიდან არ მომხდარა სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, ხოლო დ-----------მა ვერ უზრუნველყო ამ წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე პასუხისმგებელი პირის კონტროლი. 7. რიგ შემთხვევებში, სკოლის შესყიდვების წლიური გეგმის კორექტირება რეგისტრირდება დადგენილი წესისგან განსხვავებით, დ------------ს ბრძანებით (№-----, 18.11.2016წ.). კერძოდ, კორექტირებული გეგმები სისტემაში რეგისტრირდებოდა დ------------ს მხრიდან მისი დამტკიცების შემდეგ, 1 ან 2 დღის დაგვიანებით. 8. შპს „P-----“-სთან გაფორმებულ №-- ხელშეკრულებაში (04.08.2016წ.) ცვლილების შეტანის თაობაზე, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გადაწევის მიზნით, 2-ჯერ იმსჯელა სატენდერო კომისიამ (ო------, 29.11.2---–--------------------------წ.), მაშინ, როდესაც სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით აღნიშნული უფლებამოსილება სატენდერო კომისიას არ გააჩნია და სატენდერო კომისია გასცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს. აღნიშნულით დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი. აღნიშნულ დარღვევას ჰქონდა განმეორებითი ხასიათი, 9. რიგ შემთხვევებში, სკოლის მიერ, ერთი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ხდებოდა რამდენიმე არაერთგვაროვანი ობიექტის შეძენა, სადაც არ იყო გამიჯნული ცალკეული C-- კოდების შესაბამისად შესაძენი საქონლის/მომსახურების ღირებულება და რაოდენობა (2016 წელი: №--, ს---------–--------–-–-- - 10.06.2016წ; №26, შპს „----“ – 26.09.2016წ; №27, შპს „ჩ----------–-“ – 30.09.2016წ; №34, ი/მ „მ. ქ---------“ – 15.11.2016წ.), რაც აუცილებელი იყო საქონლის/მომსახურების მიღების დროს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისობის დადგენის მიზნით, ასევე, საანგარიშო წელს, შესყიდვების წლიურ გეგმაში, შესაბამის კლასიფიკატორის კოდში (C--) რესურსის იდენტიფიცირებისათვის, რომლის გარეშე შემსყიდველი ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დაცვას, რომ ხარჯვა განეხორციელებინა წინასწარ დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად. აღნიშნულ დარღვევას ჰქონდა განმეორებითი ხასიათი, 10. სკოლის მიერ, სხვადასხვა მიმწოდებელთან გაფორმებული, ქვემოთ ჩამოთვლილი ხელშეკრულებები, რიგ შემთხვევებში შეიცავდა, მხოლოდ კლასიფიკატორის დანაყოფის კოდს (არ შეიცავდა კატეგორიის ან ქვეკატეგორიის კოდს), ხოლო რიგ შემთხვევებში არ შეიცავდა შესაბამის კლასიფიკატორის დანაყოფს: 2016 წელი: 1. №33, ი/მ „ა. ც--–---“ – 11.11.2016წ; 2.№34, ი/მ „მ. ქ---------“ – 15.11.2016წ; 3. №38, ი/მ „ა. ც--–---“ – 15.12.2016წ. 2017 წელი: 1. №1, შპს „----------------“ – 20.01.2017წ; 2. №4, ი/მ „ა. ც--–---“ – 24.01.2017წ; 3. №7, ი/მ „რ. მ-----“ – 03.02.2---–- (არის ჩ-- 725 და უნდა იყოს C-- 503); 4.№8, ი/მ „ა. ც--–---“ – 06.02.2---–- აღნიშნულით დაირღვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №-- ბრძანებით დამტკიცებული გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი. 11. დ------------ს მიერ დამტკიცებული, 2016 წლის შესყიდვების წლიური გეგმის თანახმად, ძირითად კლასიფიკატორის კოდში C---------- დაფინანსების წყარო გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტი, თუმცა ერთიანი ელექტრონული სისტემის ePLAN მოდულში, სკოლის 2016 წლის შესყიდვების წლიური გეგმის ძირითად კლასიფიკატორის კოდში C---------- დაფინანსების წყაროდ მითითებული იყო საკუთარი შემოსავლები. აღნიშნულით დაირღვა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი. 12. 2016 წელს, სკოლა მომსახურებას იღებდა სს „ბ--------------–---“-სგან, 2016-2017 წლებში სს „ლ--------------ს“-გან, თუმცა სკოლამ მიმწოდებელ ორგანიზაციებთან ამ წლებში წერილობით გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება ვერ წარმოადგინა. აღნიშნულით დაირღვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტი და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №-- ბრძანებით დამტკიცებული გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი. 13. შპს „-------------------“ (№1, 20.01.2---–-), სკოლის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება არ შეიცავდა გამარტივებული შესყიდვის სამართლებრივ საფუძველს – კანონის შესაბამის ნორმას. აღნიშნულით დაირღვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №-- ბრძანებით დამტკიცებული გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი. აღნიშნულ დარღვევას ჰქონდა განმეორებითი ხასიათი. 14. სკოლასა და ს---------–--------–-–--ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება (№--, 10.06.2016წ.) არ შეიცავდა მოქმედების კონკრეტულ ვადას. აღნიშნულით დაირღვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №-- ბრძანებით დამტკიცებული გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი. აღნიშნულ დარღვევას ჰქონდა განმეორებითი ხასიათი. 15. საინვენტარიზაციო კომისია, არაფინანსური და ფინანსური აქტივების, ასევე ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების აღწერას ახორციელებს ადგილმდებარეობისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით, თუმცა სკოლის მიერ წარმოდგენილი 2016 წლის „საინვენტარიზაციო აღწერილობების №1 აქტი“ და „საცნობარო მუხლის აქტი“ არ იყო შედგენილი კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად. 2016 წლის ინვენტარიზაციის დროს, საინვენტარიზაციო აღწერილობების №1 აქტში „ძირითადი აქტივები“ და „მანქანა-დანადგარები და ინვენტარი“ არ იყო შეტანილი ინდივიდუალურად, სრული დასახელებით და ძირითადი ტექნიკური ან საექსპლუატაციო მაჩვენებლებით. საყურადღებოა, რომ იგივე სახის დარღვევა სკოლას უფიქსირდებოდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის №---------- დასკვნაში. 16. 2016 წლის ბოლოს, სკოლამ, შენობას არ დაარიცხა ფიზიკური ცვეთა, მაშინ, როდესაც მოქმედი კანონმდებლობით, ძირითად აქტივს ცვეთა ერიცხება წლის ბოლოს სრული კალენდარული წლისათვის და გამოიანგარიშება მისი საწყისი ღირებულების გამრავლებით დადგენილ წლიურ ნორმაზე. აღნიშნულით დაირღვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი და ამავე ინსტრუქციის დანართი №1-ით დადგენილი ნორმები. 2.6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 მარტის N--- ბრძანებით, შიდა აუდიტის დეპარტამენტის N---------- დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევებისათვის, სსიპ ქალაქ ს--------------- საჯარო სკოლას მიეცა წერილობით გაფრთხილება, ხოლო 2017 წლის 15 მარტის N------- ბრძანებით, გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, სსიპ ქალაქ ს--------------- საჯარო სკოლის დ-----------თან- ნ-------- კ--–--სთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე, 42-ე მუხლებზე, საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 32-ე, 44-ე მუხლებზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლზე, სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 408-ე, 411-ე მუხლებზე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე და 49-ე მუხლებზე და განმარტა: განსახილველ შემთხვევაში, ნ-------- კ--–--სთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 მარტის N------- ბრძანებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად. იმისათვის, რომ გაირკვეს, დასაქმებულის გათავისუფლების მართლზომიერების საკითხი, მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა, რადგან სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული. დარვევის სიმძიმე კი პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო ვალდებულია შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, მოსარჩელის თანამდებობრივი უფლებამოსილების საკითხი, ნორმატიული ბაზა, რომელიც მას გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს, ასევე მისი თანამდებობრივი სტატუსი, დასაქმებულის ბრალეულობა, და რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. 2.8. სასამართლომ დაადგინა, რომ ნ-------- კ--–--ს გათავისუფლების საფუძვლად მითითებული მტკიცებულება-შიდა აუდიტის დეპარტამენტის N---------- დასკვნა და მასში მითითებული დარღვევები ნ-------- კ--–--ს სამუშაოდან გათავისუფლების დამოუკიდებელ და უპირობო საფუძველს არ წარმოადგენდა, ვინაიდან აუდიტის სამსახურის მიერ, რიგ შემთხვევებში კონკრეტულ ფაქტების შესწავლისას არ იქნა გამოკითხული სკოლის დ------------ს ახსნა-განმარტებაში მითითებული და გარემოებების უშუალო მონაწილე პირები; შემოწმების პროცესში ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა ატარებდა ფორმალურ ხასიათს და იგი შეფასებული იქნა მასში მითითებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და გაანალიზების გარეშე. გარდა ამისა, დასკვნაში მითითებული ის გარემოებები, რომლებიც ეყრდნობა შემოწმების პროცესში გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებებს, გაქარწყლებული იქნა მოსარჩელის შუამდგომლობით სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით, რომლებიც გაფრთხილდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის საფუძველზე ჩვენებაზე უარის თქმის, თავის არიდების ან ცრუ ჩვენებისათვის. შესაბამისად, შიდა აუდიტის დასკვნა არ ჩაითვალა მოსარჩელის შუამდგომლობით, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების საპირწონე მტკიცებულებად. 2.9. გაზიარებული არ იქნა აუდიტის დასკვნაში განმეორებით დარღვევად შეფასებული ქმედებები. სასამართლომ აღნიშნა, რომ შიდა აუდიტის N----------- დასკვნაში დასახელებული, ამ გადაწყვეტილების 2.5 პუნქტში მითითებული 1-ლი დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, სკოლის დ-----------მა განახორციელა შემდეგი მოქმედებები: 2017 წლის 30 იანვრიდან, სკოლაში ბრძანებით დანიშნა დღის დარაჯი, ხოლო 2017 წლის 20 თებერვალს, სკოლის დღის დარაჯის, მ-------- ჯვ---–--–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მყისიერად ჩაანაცვლა, ამავე სკოლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორით-ვ--–------- ჯი---ით. აღნიშნული დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-------- ჯვ---–--–---–ის, ვ--–------- ჯი---ის, ი----- ბე----ს ჩვენებებით, (იხ სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი). საგულისხმოა ის გარემოება, რომ ინსპექტირების ჯგუფის წევრების მიერ არ გამოკითხულა 2017 წლის 20 თებერვლის ფაქტთან დაკავშირებით, სკოლის დ------------ს, ნ-------- კ--–--ს ახსნა-განმარტებაში მითითებული პირები, არასრულყოფილად იქნა შესწავლილი ფაქტი 2.10. გაზიარებული არ იქნა აუდიტის დასკვნაში განმეორებით დარღვევად შეფასებული, ამ გადაწყვეტილების 2.5 პუნქტში მითითებული მე-2 დარღვევა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, კვლავ გამოვლინდა იგივე დარღვევა, რაც პირველ დასკვნაში იყო დაფიქსირებული, თუმცა მისი აღმოფხვრის მიზნით, სკოლის დ------------ს მიერ განახორციელებული იქნა შემდეგი მოქმედებები: სკოლის დ------------ს 2015 წლის 21 სექტემბრის N------ ბრძანებით, სკოლის დ------------ს მოადგილეს, ი.ზა-----ეს დაევალა საკლასო ჟურნალების წარმოებაზე მასწავლებლების მონიტორინგი. ასევე, ნ-------- კ--–--, პრევენციის მიზნით, მასწავლებლებთან შეხვედრის დროს აფრთხილებდა მათ, მოსწავლის მიერ, გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში „არა“-ს დაფიქსირების აუცილებლობისა და საკლასო ჟურნალით სარგებლობის წესის დაცვის შესახებ, რაც დასტურდება, მოწმეების-სკოლის პედაგოგების: ი.ზა-----ის, გ.დე--------ის, ი.ბე----ს მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით და მასწავლებელთა გაფრთხილების ხელწერილით (ტ.4 ს.ფ. 145); სკოლის დ------------ს 2016 წლის 16 აგვისტოს წერილობითი წარდგინების საფუძველზე, დისციპლინურ კომიტეტს გადაეცა ჟურნალის წარმოების წესის დარღვევის ფაქტები რეაგირებისათვის, რადგან გადაწყვეტილებას მასწავლებელთათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების ან დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ იღებს დისციპლინური კომიტეტი; სკოლის დ------------ს ბრძანებებით, პედაგოგების მიმართ ჟურნალის წარმოების წესის დარღვევის ფაქტებზე გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელები. 2.11. განმეორებით დარღვევად არ ჩაითვალა ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაოების შეუსრულებლობის მოტივით, ამ გადაწყვეტილების 2.5 პუნქტში მითითებული მე-3 დარღვევა. სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილია სკოლის დ-----------ს- ნ-------- კ--–--სა და შპს „----------------“ შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი საპირფარეშოს სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ვადაში შესრულების თაობაზე, ასევე, გამარტივებული შესყიდვების N-- ხელშეკრულება დათარიღებული 29 აგვისტო 2017წ, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შიდა აუდიტის N---------- დასკვნაში მითითებული ხარვეზი, რაც უკავშირდებოდა ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას და შესაბამისად სარემონტო სამუშაოების არასასწავლო დროს ჩატარებას, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული სკოლის დერეფანსა და სკოლის ეზოში სამშენებლო მასალის და ხელსაწყოების არსებობის შესაძლებლობა, სკოლის დ------------ს მიერ განხორციელებული ქმედებების თანმიმდევრულობისა და სამუშაოს შესრულების პერიოდის (არასასწავლო) გათვალისწინებით-აღმოფხვრილია. რაც შეეხება საკითხს, უშუალოდ საპირფარეშოს სანიტარულ ჰიგიენური პირობების შესახებ, მასზე საუბარი შიდა აუდიტის N---------- დასკვნაში არ არის, შესაბამისად, განმეორებითი ხასიათის დარღვევად ვერ განიხილება. 2.12. გაზიარებული არ იქნა შიდა აუდიტის დეპარტამენტის N---------- დასკვნაში ასახული, ამ გადაწყვეტილების 2.5 პუნქტში მითითებული მე-4 დარღვევა, რაზედაც სასამართლომ განმარტა: შიდა აუდიტის დეპარტამენტის N---------- დასკვნით არ დასტურდება სკოლის დირექციის ისეთ რეგულაციებზე ორიენტირება, რომელიც სკოლაში იწვევს შიდა დაპირისპირებას და კონფლიქტებს. აუდიტის ჯგუფის მიერ, შემოწმების ჩატარებისას არ იქნა ადეკვატურად შეფასებული სკოლაში შექმნილი ფაქტობრივი გარემოებები, რამაც გამოიწვია სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ არასწორი შეფასება, კერძოდ, ნ-------- კ--–--სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე, სსიპ ს-------------- საჯარო სკოლის 23 პედაგოგის მიერ გაგზავნილი იქნა კოლექტიური განცხადება (ტ.4 ს.ფ. 176-178) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელზე, სადაც სკოლის მიღწევებთან ერთად მიუთითებენ, რომ სკოლის დ------------ სისტემატურად ზრუნავს მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის, სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის და რომ სკოლაში არის კოლეგიალური და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული პოზიტიური, უსაფრთხო, ჯანსაღი და სკოლის მოსწავლეებისათვის ხელსაყრელი პირობები, რასაც მოწმობს პირველად სკოლის ისტორიაში სამი პირველი კლასის გახსნა. საგრძნობლად მოიმატა მოსწავლეთა რაოდენობამ. აღნიშნული გარემოებები დაადასტურეს, ასევე სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ამავე სკოლის პედაგოგებმა ი---- ზა-----ემ, გ--–--- დე--------ემ, ი----- ბე----მ, ქ------- რუ---ემ, ჯ------- ყა---–---–მა. აღნიშნულს ადასტურებს, ასევე საქმეში წარმოდგენილი სკოლის დ------------სთვის გადაცემული მადლობის სიგელი (ტ.6, ს.ფ.60) და ამავე სკოლის მოსწავლეებისთვის 2015-2016 წწ სხვადასხვა დროს, ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის გადაცემული სერთიფიკატები და დიპლომები (ტ.6 ს.ფ. 20- 59). 2.13. გაზიარებული არ იქნა ამ გადაწყვეტილების 2.5 პუნქტში მითითებული მე-6 დარღვევა. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, გარდა 2016 წლის 18 ნოემბრის №------- სამსახურებრივი ბარათისა, საქმეში წარმოდგენილია სხვადასხვა საქონლის ინვოისები დათარიღებული 2016 წლით, ასევე, საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ბუღალტრის- ნ---- ქო----ის, მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის-ვ--–------ ჯი---ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ბაზრის კვლევაზე პასუხისმგებელი პირები ამ მიმართულებით მუშაობდნენ, არა მხოლოდ წინა წლების შესყიდვების გამოცდილების ანალიზის (ხელშეკრულებების შესწავლა) მეთოდით, არამედ ბაზრის კვლევის შედეგებს განიხილავდნენ სკოლის დ-----------თან ერთად, რაც გამორიცხავდა სკოლის დ------------ს მხრიდან, სკოლის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე პასუხისმგებელი პირის კონტროლის განუხორციელებლობას. 2.14. პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა ამ გადაწყვეტილების 2.5 პუნქტში მითითებული მე-5, მე-8, მე-9, მე-10, მე-13, მე-14, მე-15 ქვეპუნქტებში ასახული დარღვევების განმეორებითი ხასიათი, თუმცა მე-15 დარღვევასთან დაკავშირებით განმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების: ნ---- ქო----ის, ი---- ზა-----ის, ქ------- რუ---ის, ჯ------- ყა---–---–ის ჩვენებებით ირკვევა, დარღვევა განპირობებული იყო იმ მიზეზით, რომ არაფინანსური და ფინანსური აქტივების შესახებ ინფორმაციის მატარებელი დოკუმენტაცია გათხოვილი იქნა შსს ფინანსური პოლიციის მიერ, ამას დაემატა ის გარემოებაც, რომ ინვენტარი არის საკმაოდ ძველი და რიგ შემთხვევებში საერთოდ შეუძლებელია მათი ინდივიდუალიზაცია საინვენტარო ნომრით, მწარმოებლის გამოშვების წელის, სიმძლავრის მითითებით, რაც ობიექტურად გამორიცხავს საინვენტარიზაციო აღწერილობებში „ძირითადი აქტივები“-ს და „მანქანა-დანადგარების და ინვენტარის“ შეტანას ინდივიდუალურად, სრული დასახელებით და ძირითადი ტექნიკური ან საექსპლუატაციო მაჩვენებლებით. 2.15. პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა ამ გადაწყვეტილების 2.5. პუნქტის მე-7, მე-11, მე-12, მე-16 ქვეპუნქტებში ასახული დარღვევების შესაბამისობა, თუმცა მიიჩნია, რომ ეს დარღვევები განმეორებითი ხასიათის არ იყო. 2.16. დარღვევებთან დაკავშირებული შეფასებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ-------- კ--–--ს მიმართ უკიდურესი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ იგი არის სსიპ ხელმძღვანელი - სკოლის დ------------ და რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად, მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა და იგი პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე, არ ქმნის მის მიმართ უკიდურესი ღონისძიების მართლზომიერად გამოყენების საფუძველს, რადგან დისციპლინური პასუხისმგებლობა, მხოლოდ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით არ განისაზღვრება. ამასთან, საქართველოს ორგანულ კანონში- შრომის კოდექსში, 2013 წლის 12 ივნისს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, დასაქმებულის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა უხეშ ხასიათს ატარებს. 2.17. რაც შეეხება ნ-------- კ--–--ს სამუშაოდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის გამოყენებას, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმა მაკონტროლებელ ორგანოს, მხოლოდ უფლებამოსილებას ანიჭებს და არ ავალდებულებს დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, უპირობოდ გაათავისუფლოს სკოლის დ------------ სამუშაოდან. ამასთან, დაუშვებელია მუხლის გავრცობილად განმარტება იმდაგვარად, რომ მასში მოაზრებულ იქნეს ნებისმიერი დარღვევა, რადგან კანონი მაკონტროლებელს არ ზღუდავს შეაფასოს დარღვევის ხასიათი და ისე მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების შესახებ, ანუ დაიცვას ობიექტური კრიტერიუმი დარღვევის შეფასებისა და ადეკვატური სახდელის გამოყენების მიზნით, არ შევიდეს კონფლიქტში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან. სასამართლომ განმარტა, რომ დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია შედეგობრივი თვალსაზრისით. განსახილველ შემთხვევაში, დარღვევები, რომლებიც პირველად იქნა ასახული დასკვნაში და დარღვევები, რომლებიც განმეორებით იქნა დაფიქსირებული აუდიტის დასკვნაში, თავისი ხასიათით არ იყო იმ სიმძიმის, რომ გამოყენებული ყოფილიყო უკიდურესი ღონისძიება-შრომითი უთიერთობის შეწყვეტა, რადგან დაფიქსირებული დარღვევებით გამოწვეულ მძიმე სამართლებრივ შედეგებზე არ იყო განვითარებული მსჯელობა არც შიდა აუდიტის დეპარტამენტის 1--------- დასკვნაში და არც ამავე დეპარტამენტის უფროსის მოხსენებით ბარათში. 2.18. სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები, გაფრთხილების ხელწერილები, წარდგინებები) შეფასებით დადგენილია, რომ დაფიქსირებული დარღვევების აღმოუფხვრელობის მიზეზები არ იყო განპირობებული ნ-------- კ--–--ს სუბიექტური დამოკიდებულებით. ნ-------- კ--–-- ავლენდა მე-------ის უნარ-ჩვევებს, ახორციელებდა კონტროლს სკოლაში დასაქმებული პირების მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ავლენდა მუშაობაში ხელშემშლელ ფაქტორებს, იმ პირების დარღვევის ფაქტზე, რომელთა საქმიანობაც არ შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნებს, წარდგინებით მიმართავდა სკოლის დისციპლინურ კომიტეტს, ახორციელებდა პრევენციულ ზომებს დარღვევის აღმოსაფხვრელად. ამდენად, მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა მის მიერ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების ზომის-სამუშაოდან დათხოვნის ობიექტური საფუძვლების არსებობა. 2.19. სასამართლომ მიუთითა, რომ დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნის კანონიერი საფუძვლების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა დამსაქმებელს, რაც მისი მხრიდან სათანადოდ ვერ იქნა დამტკიცებული. აღნიშნული წარმოადგენს სადავო ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, ნ-------- კ--–--ს სარჩლის დაკმაყოფილების საფუძველს. 2.20. საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის და 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების საფუძვლის ბათილად ცნობა შედეგობრივი თვალსაზრისით იწვევს ხელშეკრულების საფუძვლის ბათილობამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი გათავისუფლებით მიადგა. სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების კონტექსტში, ის სამართლებრივი შედეგებია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას სდევს თან. ვინაიდან, ბათილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 15 მარტის N------- ბრძანება ნ-------- კ--–--ს სსიპ ქალაქ ს--------------- საჯარო სკოლის დ------------ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, დამსაქმებელი ვალდებულია, საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, აღადგინოს ის პირვანდელ სამუშაო ადგილზე და გათავისუფლების დღიდან, 2017 წლის 15 მარტიდან-სამუშაოზე აღდგენამდე აუნაზღაუროს იძულებითი განაცდური - თანამდებობრივი სარგოს 720 ლარის ოდენობით.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არ გაიზიარა ს----------–-----------–------------–-----------------------ს შიდა აუდიტის დეპარტამენტის №---------- დასკვნაში მოცემული შეფასება იმის თაობაზე, რომ სკოლის დ------------ს მხრიდან, სკოლაში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით გატარებული ღონისძიებები არ იყო საკმარისი სკოლის შენობაში და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად- რაც არასწორია. გარდა ამისა, არასწორად მიუთითა, რომ ინსპექტირების ჯგუფის წევრების მიერ არასრულყოფილად იქნა შესწავლილი აღნიშნული ფაქტი. 2017 წლის 21 თებერვალს, თავად ნ-------- კ--–--ს ახსნა-განმარტებით დადასტურდა შემდეგი დარღვევა: ,,დღის დარაჯის არ ყოფნის გამო, სკოლაში არ კონტროლდებოდა სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლა და მოსწავლეთა სკოლიდან გასვლა", რაც საკმარისია ამ დარღვევის ფაქტის დასადგენად, ვინაიდან, სწორედ სკოლის დ------------ უზრუნველყოფს სკოლაში უსაფრთხო, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნას. 3.2. დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე არცერთი ბრძანებით, რომლებსაც ნ-------- კ--–-- აწერს ხელს, არ დასტურდება ჟურნალის წარმოების წესის დარღვევის გამო, პედაგოგებზე სახდელის დაკისრება. ასეთი განხორციელებულია ინსპექტირების შემდგომ, დ------------ს მოვალეობის შემსრულებლის, ი---- ზა-----ის მიერ გამოცემული 2017 წლის 12 აპრილის N1/კ-38, N--------------- ბრძანებებით. 3.3. სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ ნ-------- კ--–--ს არ გააჩნდა ვალდებულება სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად თანხმობა მიეღო სამეურვეო საბჭოსგან. ამასთან, მან საჭირო ღონისძიებები გაატარა ხუთი თვის დაგვიანებით, ასევე, შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ბოლო ანგარიშსწორება სკოლამ ი/მ ვ-–------–-- ბუ-–----თან განახორციელა 2016 წლის 17 მარტს, ხოლო სკოლის წერილი, ანგარიშზე დარჩენილი 7072,21 ლარი დაეტოვებინათ სკოლისთვის, რათა აღნიშნული თანხით ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში სკოლას ჩაეტარებინა აუცილებელი სარემონტო სამუშაოები, შესაბამისი უწყებისათვის გაგზავნილ იქნა, მხოლოდ 2016 წლის 17 აგვისტოს (5 თვეში). აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ-------- კ--–--ს მიერ, სარემონტო სამუშაოების ზაფხულის არდადეგებზე განხორციელების თაობაზე მითითება სრულიად დაუსაბუთებელია. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ უშუალოდ, საპირფარეშოების სანიტარულ ჰიგიენური პირობების შესახებ საუბარი შიდა აუდიტის N---------- დასკვნაში არ იყო და განმეორებით ხასიათის დარღვევად ვერ განიხილებოდა. 3.4. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ აუდიტის ჯგუფის მიერ შემოწმების ჩატარებისას არ იქნა ადეკვატურად შეფასებული სკოლაში შექმნილი ფაქტობრივი გარემოებები, რამაც გამოიწვია სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ არასწორი შეფასება. ხ------- ახ-----ე აღნიშნავს, რომ ,,სკოლაში არის ურთიერთდაპირისპირება სკოლის დირექციასა და პედაგოგების გარკვეულ ნაწილს შორის, რაც იწვევს არაჯანსაღ სიტუაციას სკოლაში და საფრთხეს უქმნის სასწავლო პროცესის ნორმალურ წარმართვას“, ხოლო თ---------- ჯუ-–----ე, თ----- რა-----ე, დ---- შე----–-- აღნიშნავენ, რომ ,,სკოლაში არ არის ჯანსაღი სამუშაო გარემო, დარღვეულია პედაგოგთა უფლებები“. ეს შეფასებები საკმარისია დარღვევის დასადგენად. 3.5. სასამართლო ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე მივიდა დასკვნამდე, რომ ბაზრის კვლევაზე პასუხისმგებელი პირები ბაზრის კვლევას აწარმოებდნენ სრულყოფილად და შემდეგ, შედეგებს განიხილავდნენ სკოლის დ-----------თან ერთად, თუმცა დ-----------ს აღნიშნული ანალიზი არასოდეს წარუდგენია, 2016 წლის 18 ნოემბრის №------- სამსახურებრივი ბარათის გარდა. ბუღალტერი ნ---- ქო----ე და ნ-------- კ--–-- ადასტურებენ, რომ არ მომხდარა აღნიშნულ მასალებში შეტანილი მონაცემების დამუშავების შესახებ დოკუმენტის შექმნა. ისინი, მონაცემების შედარებას ახდენდნენ და გადაწყვეტილებას იღებდნენ ზეპირად, კერძოდ, რომელ მიმწოდებელსაც ჩათვლიდნენ მისაღებს, მასთან აფორმებდნენ ხელშეკრულებას. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ სკოლის მხრიდან არ მომხდარა დ------------ს მიერ დამტკიცებული (ბრძ.№-----, 18.11.2016წ.) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, ხოლო ბუღალტრის, ნ---- ქო----ის, როგორც შესყიდვების კოორდინატორის მხრიდან არ მომხდარა, ამავე წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. დ-----------მა ვერ უზრუნველყო ამ წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე პასუხისმგებელი პირების კონტროლი. 3.6. სასამართლომ სწორად დაადგინა, თუმცა შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ სკოლას, 2016 წლის აპრილის თვიდან-2016 წლის ოქტომბრის თვემდე პერიოდის პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაცია არ ჰქონდა აკინძული კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული დარღვევა სკოლას უფიქსირდებოდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის №---------- დასკვნაში და ჰქონდა განმეორებითი ხასიათი. 3.7. სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ შპს „P-----“-სთან გაფორმებულ №-- ხელშეკრულებაში (04.08.2016წ.) ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გადაწევის თაობაზე სატენდერო კომისია გასცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს და რომ აღნიშნული დარღვევა სკოლას უფიქსირდებოდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის №---------- დასკვნაში და ჰქონდა განმეორებითი ხასიათი, ასევე, რიგ შემთხვევებში სკოლის მიერ ერთი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ხდებოდა რამდენიმე არაერთგვაროვანი ობიექტის შეძენა, თუმცა სათანადო შეფასება არ მისცა ამ ფაქტს და არ დაადგინა, რომ სკოლამ ვერ უზრუნველყო, როგორც შიდა აუდიტის დეპარტამენტის კანონიერი მოთხოვნის, ასევე მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის შესრულება. 3.8. სასამართლომ არ დაადგინა, რომ სკოლამ დაარღვია: 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, ძირითადი აქტივების ინვენტარიზაციას კომისია ახორციელებს აქტივების ფიზიკურად დათვალიერების გზით და საინვენტარიზაციო აღწერილობებში შეაქვს სრული დასახელებით, დანიშნულებით, საინვენტარო ნომრითა და ძირითადი ტექნიკური ან საექსპლუატაციო მაჩვენებლებით; 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული, საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის მე-9 მუხლის მე-10 პუნქტი, რომლის თანახმად, მანქანა-დანადგარები და ინვენტარი საინვენტარიზაციო აღწერილობებში შეიტანება ინდივიდუალურად, საინვენტარო ნომრის, მწარმოებლის გამოშვების წლის, დანიშნულების, სიმძლავრის და საჭიროების შემთხვევაში, საინვენტარიზაციო კომისიის გადაწყვეტილებით, სხვა მონაცემების ჩვენებით. 3.9. სასამართლომ სწორად გამოიყენა, თუმცა არასწორად განმარტა ,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-7 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტი, რომელიც მაკონტროლებელ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს სკოლის დ------------ სამუშაოდან. მართალია, მითითებული ჩანაწერი არ არის იმპერატიული ხასიათის, მაგრამ სამინისტრომ, საქმის ყოველმხრივი გამოკვლევის შემდგომ და იმის გათვალისწინებით, რომ ნ-------- კ--–--სთვის უფრო მსუბუქი სანქციის დაკისრებას აზრი ჰქონდა დაკარგული, მიზანშეწონლად მიიჩია, სწორედ უკიდურესი ზომის გამოყენება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ნ-------- კ--–--ს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ს----------–-----------–--------–---------------–--------------------------------------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.6 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს 2.7-2.20 პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე, 42-ე მუხლები, საქართველოს შრომის კოდექსის 2.1-ე, 32-ე, 38-ე, 44-ე მუხლები, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 408-ე, 411-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-5, 102-103-ე მუხლები, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე, 49-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით ადგენს: მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ 2015 წლის 01 იანვრიდან, 2016 წლის 28 აპრილის ჩათვლით ჩატარებული ინსპექტირების პერიოდში (შიდა აუდიტის დეპარტამენტის №---------- დასკვნა) სკოლას არ ჰყავდა დანიშნული დღის დარაჯი, რადგან არ ჰქონდა შესაბამისი საშტატო ერთეული (იხ. დასკვნა, ტომი 1, ს/ფ 74), ხოლო სსიპ ქ.ს--------------- საჯარო სკოლის დ------------ს, ნ.კ--–--ს 2017 წლის 30 იანვრის №---- ბრძანებით, ამავე სკოლაში დღის დარაჯად დაინიშნა მ.ჯვ---–--–---–ი (იხ. ბრძანება, ტომი 1, ს/ფ 231). 4.4. დადგენილია, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტის №---------- დასკვნის თანახმად, სკოლას დარღვევად დაუფიქსირდა ის, რომ „სკოლაში, სასწავლო პროცესის დროს მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, სკოლის დერეფანში და ეზოში ეწყო სამშენებლო მასალა და ხელსაწყოები. აღნიშნულით, სკოლის მიერ უგულვებელყოფილი იქნა „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტი, რომლის თანახმადაც, სკოლა ვალდებულია შექმნას ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე“ (იხ.დასკვნა, ტომი 1, ს/ფ 71). 4.5. დადგენილია, რომ სსიპ ქ.ს--------------- საჯარო სკოლის დ------------ს ნ-------- კ--–--ს 2016 წლის 27 დეკემბრის №------- ბრძანებით ამავე სკოლის დ------------ს მოადგილეს-ი.ზა-----ეს, საკლასო ჟურნალის წარმოების წესთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო, დისციპლინური სახდელის სახით მიეცაწერილობითი გაფრთხილება (იხ. ბრძანება, ტომი 5, ს/ფ 92, მოწმეთა ჩვენებები). 4.6. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის პრეტენზია მიმართულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ მსჯელობის წინააღმდეგ, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ ნ.კ--–--ს სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად, ბრძანებაში მითითებული ფაქტები არ წარმოადგენდა საკმარისს ისეთი სახის დისციპლინური სახდელის დადებისათვის, როგორიცაა სამუშაოდან გათავისუფლება. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ამდენად, სადავო საკითხთან დაკავშირებით პალატა განმარტავს: საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესოკოდექსის 102-ე მუხ.). ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირეული პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა. ამ მსჯელობის შესაბამისად, მოპასუხეა (დამსაქმებელი) ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის ,,მე-7 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევები. პალატა მიუთითებს, რომ დასახელებული საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა კანონიერი რომ იყოს, აუცილებელია, განმეორებით გამოვლენილი დარღვევების შეფასება, რადგან მოცემული მუხლის ფარგლებში პასუხისმგებლობის საფუძველი შესაძლებელია იყოს, მხოლოდ იმავე დარღვევების განმეორებითობა. დარღვევის განმეორებითობასთან მიმართებაში არსებითია ქმედების ერთგვაროვნება. 4.7. ნ. კ--–--ს სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, განსახილველი დავის ფარგლებში პალატის შესაფასებელია ის ფაქტები, რაც წინა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში იყო ასახული და სკოლის დ------------ს, ნ.კ--–--ს მიერ, საჯარო სკოლისათვის წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი. გათავისუფლების ბრძანებისა და აუდიტის დასკვნების მიხედვის განმეორებითი დარღვევები დადასტურდა შემდეგ შემთხვევებში: 1) სკოლას არ ჰყავდა დღის დარაჯი, რომელიც გააკონტროლებდა უცხო პირთა შესვლას და მოსწავლეთა სკოლიდან გასვლას; 2) მასწავლებლები, მოსწავლეების გაკვეთილზე არ ყოფნის შემთხვევაში, ჟურნალში არ აფიქსირებდნენ ,,არა“-ს, რითაც ხდებოდა ჟურნალის წარმოების წესის დარღვევა; 4) პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაცია არ იყო აკინძული (შეკერილი) კანონმდებლობით დადგენილი წესით; 5) სატენდერო კომისია გაცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს, როდესაც ორჯერ იმსჯელა შპს ,,P-----“-სთან №-- ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; 6) რიგ შემთხვევებში სკოლის მიერ, ერთი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ხდებოდა რამდენიმე ერთგვაროვანი ობიექტის შეძენა, სადაც არ იყო გამიჯნული ცალკეული C-- კოდების შესაბამისად შესაძენი საქონლის/მომსახურების ღირებულება და რაოდენობა, რის გამოც ვერ ხდებოდა მისი იდენტიფიცირება; 7) სკოლის მიერ, შპს ,,ა------------------“ გაფორმებული ხელშეკრულება არ შეიცავდა გამარტივებული შესყიდვების სამართლებრივ საფუძველს - კანონის შესაბამის ნორმას, რითაც დაირღვა კანონის მოთხოვნები; 8) სკოლასა და დაცვის პოლიციას შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ შეიცავდა მოქმედების კონკრეტულ ვადას, რითაც დაირღვა კანონის მოთხოვნები; 9) სკოლის მიერ, 2016 წლის ,,საინვენტარიზაციო აღწერილობების №1 აქტი“ და ,,საცნობარო მუხლის აქტი“ არ იყო შედგენილი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, 2016 წლის ინვენტარიზაციის დროს საინვენტარიზაციო აღწერილობების №1 აქტში ,,ძირითადი აქტივები“ და ,,მანქანა-დანადგარები და ინვენტარი“ არ იყო შეტანილი ინდივიდუალურად, სრული დასახელებით და ძირითადი ტექნიკური ან საექსპლუატაციო მაჩვენებლებით. 4.8. პალატა განმარტავს, რომ შრომითი დავა მოითხოვს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დეტალურ და გულმოდგინე შესწავლასა და შეფასებას. უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, ესაა პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. გონივრული საფუძვლის პრინციპს საერთაშორისო სამართალში უწოდებენ – Ultima Ratio-ს. გერმანულ სამართალში იგი განიმარტება, როგორც უკანასკნელი საშუალება, რადგან მიჩნეულია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე გამოყენებულ უნდა იქნეს უფრო მსუბუქი ზომა, თუკი ამის საშუალებას, ჩადენილი დარღვევიდან გამომდინარე, იძლევა დასაქმებულის კანონიერი ინტერესი. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა წარმოადგენს უკიდურეს და სერიოზულ დისციპლინურ ღონისძიებას, რომელიც შესაძლოა დამსაქმებელმა გამოიყენოს დასაქმებულის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც კანონმდებლობა დამსაქმებელს ანიჭებს განსაზღვრული თავისუფლების შესაძლებლობას, აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა გაითვალისწინოს, არამართლზომიერი ქცევის-ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა. ერთ-ერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, სწორედ პროპორციულობის პრინციპი გამოიყენა და განმარტა: შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება. მაშასადამე, არასათანადო მოქმედებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს დათხოვნის საფუძველი, როცა იგი მიაღწევს მნიშვნელოვან დონეს. ამასთან, გათავისუფლების შემოწმებისას, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს დასაქმებულის ბრალის ფორმას, რადგან ხშირად სწორედ ეს უკანასკნელი ახდენს სამართლებრივ შედეგზე გავლენას. 4.9. შრომის სამართალში Ultima Ratio-ს პრინციპი მოითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, რა დროსაც პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას – არის თუ არა გათავისუფლება დარღვევის (გადაცდომის) ადეკვატური. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას, დამსაქმებლის მიერ გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს, არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის. 4.10. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, წინა ინსპექტირების დროს გამოვლენილი ზოგიერთი დარღვევა კვლავ გამოვლინდა, თუმცა დ------------ს მხრიდან დარღვევების აღმოსაფხვრელად უმოქმედობის ფაქტები არ დადასტურდა. ნ. კ--–--მ, როგორც სკოლის ხელმძღვანელმა ხარვეზის გამოსასწორებლად განახორციელა სხვადასხვა ღონისძიებები, კერძოდ: ჟურნალის წარმოების წესის დარღვევების აღმოფხვრასთან მიმართებაში მასწავლებლებს ჩამოერთვათ გაფრთხილების ხელწერილები; სკოლის დ------------ს მოადგილეს დაევალა მასწავლებლების მიერ, საკლასო ჟურნალების წარმოებაზე მონიტორინგი და ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მიეცა წერილობითი გაფრთხილება; მასწავლებლების მოქმედებების შეფასების საკითხი განსახილველად გადაეცა სკოლის დისციპლინურ კომიტეტს. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აპელანტს არ მიუთითებია რაიმე სხვა უფრო ეფექტური და გონივრული ღონისძიების გატარებაზე, რაც იქნებოდა მიმართული გამოვლენილი დარღვევევის გამოსასწორებლად და რაც დ------------ს მიერ განხორციელებული არ ყოფილა. 4.11. პალატა არ იზიარებს დამსაქმებლის მოტივაციას საპირფარეშოებში სარემონტო სამუშაოების ჩატარების პერიოდთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, სარემონტო სამუშაოების ჩატარება არ წარმოადგენს გონივრულ გადაწყვეტილებას, რადგან აღნიშნული გამოიწვევდა სასწავლო პროცესის შეფერხებას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პირველი ინსპექტირებისას სკოლას დარღვევად დაუფიქსირდა სწორედ ის, რომ სკოლაში სასწავლო პროცესის დროს მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, სკოლის დერეფანში და ეზოში ეწყო სამშენებლო მასალა და ხელსაწყოები. 4.12. რაც შეეხება განმეორებით სხვა დარღვევებს, პალატა განმარტავს: სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი კეთილსინდისერების პრინციპისა და უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის, ასევე სასამართლო პრაქტიკით დადგენილი ,,Ultima Ratio” პრინციპის გათვალისწინებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, თუ დარღვევას აქვს არსებითი ხასიათი. დაუშვებელია ერთი და იგივე არაარსებითი დარღვევების არსებობისას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. გარდა ამისა, გათავისუფლების მიზნებისათვის, დარღვევის კანონით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობასთან ერთად, საჭიროა მისი ხასიათისა და ბუნების შემოწმება (მაგ. სიმძიმე, მნიშვნელობა), დარღვევის ხარისხის დადგენა, ბრალეულობა, უნდა შეფასდეს რამდენად გონივრული, აუცილებელი, პროპორციული და თანაზომიერია აღნიშნულ დარღვევებთან მიმართებაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, ხომ არ არის შესაძლებელი უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება იმ პრინციპს, რომ, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას პრიორიტეტი აქვს მის რღვევასთან შედარებით. ნებისმიერი დარღვევა, პირის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი არ შეიძლება გახდეს. აღნიშნული ეწინააღმდეგება დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპს. 4.13. განსახილველ შემთხვევაში, განმეორებითი დარღვევების შეფასებისას, რაც გახდა საფუძველი ნ. კ--–--ს სამუშაოდან გათავისუფლებისა, პალატას მიაჩნია, რომ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში არ წარმოადგენს ისეთი მძიმე ხარისხის ,,უხეშ“ დარღვევას, რაც გამორიცხავდა უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას და გამართლებული იქნებოდა უკიდურესი ზომის - სამუშაოდან გათავისუფლების გამოყენება. ამდენად, ისეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელე დარღვევების გამოსასწორებლად მიმართავდა ქმედით ღონისძიებებს, პალატას მიაჩნია, რომ ნ.კ--–--ს მიმართ გამოყენებული ღონისძიება - სამსახურიდან გათავისუფლება იყო არაგონივრული და არაპროპორციული. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ნ.კ--–--ს გათავისუფლების შესახებ ბრძანება, იგი აღდგენილი იქნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური-დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები. 4.14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ს----------–-----------–--------–---------------–--------------------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს აპელანტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ბაჟის გადახდის დაკისრების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ს----------–-----------–--------–---------------–--------------------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე