განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2019
საქმის ნომერი
330210116001367707
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3353-17 5 დეკემბერი, 2018 წელი

თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნატალია ნაზღაიძე

მოსამართლეები – მაია სულხანიშვილი, ირაკლი ბონდარენკო

 

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი – ა-–------------ი, ა-–-----------ი

წარმომადგენელი – რ------------–---ი

 

მოწინააღმდეგე მხარე – ე-–-------–--–---ი

წარმომადგენლები – რ----–----------–--ე

 

დავის საგანი – სამკვიდრო ქონებიდან წილის მიკუთვნება, სანოტარო აქტის ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება და 2016 წლის 28 ნოემბრის საოქმო განჩინება მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. 2014 წლის 20 თებერვლის N1-------- და N1-------- სანოტარო აქტების, ქ-------–--–---------------–---------ში მდებარე უძრავი ნივთიდან - მამკვიდრებელ თ----–----------ის კუთვნილი 1/3 წილი სამკვიდრო ქონებიდან, ა-–------------ისა და ა-–-----–-------------ისათვის, თითოეულისათვის 1/3 -ზე მეტი წილის მიკუთვნების ნაწილში, ბათილად ცნობა და დასახელებული უძრავი ქონების 1/3 ნაწილის 1/3 წილზე მემკვიდრედ მოსარჩელე ე-–-------–--–---ის აღიარება;

 

1.2. მოპასუხეებისათვის ა-–------------ის და ა-–-----–-------------ისათვის მოსარჩელე ე-–-------–--–---ის სასარგებლოდ, მამკვიდრებელ თ----–----------ის სამკვიდრო ქონების 1/3 წილის საფასურის 10 000 ლარის დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე-–-------–--–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა:

 

2.1. ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ჟ----------------–---–ის მიერ 2014 წლის 20 თებერვალს შედგენილი N1-------- და N1-------- სანოტარო აქტები ქ-------–--–---------------–---------ში მდებარე უძრავი ნივთის, მამკვიდრებელ თ----–----------ის კუთვნილი 1/3 წილი სამკვიდრო ქონებიდან, ა-–------------ისა და ა-–-----–-------------ისათვის, თითოეულისათვის, 1/3-ზე მეტი წილის მიკუთვნების ნაწილში და დასახელებული უძრავი ქონების 1/3 ნაწილის 1/3 წილზე მემკვიდრედ ცნობილ იქნა ე-–-------–--–---ი;

 

2.2. მოპასუხეებს - ა-–------------სა და ა-–-----–-------------ს - ე-–-------–--–---ის სასარგებლოდ დაეკისრათ თ----–----------ის სამკვიდრო ქონების 1/3 წილის საფასურის, 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქმეში წარმოდგენილი, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის 15.05.2009 წელს გაცემული ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისში, მოსე ხონელის ქ. N2-ში მდებარე 160 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 1941 წლიდან საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ბ--–---------–---------------ის სახელზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 15.05.2009 წელს გაცემული ცნობა-დახასიათება (ს.ფ. 18);

 

3.2. ბ--–---------–---------------ი გარდაიცვალა 1968 წლის 21 ოქტომბერს და მისი დანაშთი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ-------–-----------------–--------, ფაქტობრივი ფლობით მიიღო მისმა შვილმა რ----------------მა. 1981 წლის 26 ივლისს გარდაიცვალა რ----------------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- 2008 წლის 29 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეესტრის N2-16 (ს.ფ. 19-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.3. 2008 წლის 29 მაისს ნოტარიუსს მ--------------–---–ის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა ა-–------------ის და თ----–----------ის სახელზე - ბ--–--------------ის შვილიშვილებსა და რ----------------ის შვილებზე და თითოეულმა სამკვიდრო მიიღო თანაბრად იდეალური წილის უფლებით.

 

საქმეში წარმოდგენილი 2009 წლის 18 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანის შესახებ სანოტარო აქტის მიხედვით, 2008 წლის 29 მაისს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში განხორციელდა ცვლილებები: რ----------------ის სამკვიდროზე - მემკვიდრეობის უფლება მოიპოვეს მისმა შვილებმა - ა-–------------მა, თ----–----------მა და ა-–------------მა და თითოეულს მიეკუთვნა ერთი მესამედი იდეალური წილი რ----------------ის იმ სამკვიდრო ქონებიდან (აღრიცხული ბ--–--------------ის სახელზე, მდებარე ქ-------–-----------------–-----------), რომელიც რ----------------მა მიიღო ამ ქონებების ფაქტობრივი დაუფლებით და არ გაიფორმა სამკვიდრო უფლებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- 2008 წლის 29 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეესტრის N2-16 (ს.ფ. 19-24);

- 2009 წლის 18 მაისს გაცემული N090115376 სანოტარო აქტი სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანის შესახებ (ს.ფ. 25-27);

 

3.4. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 16 თებერვალს გაცემული დაბადების მოწმობის მიხედვით, მოსარჩელე ე-–-------–--–---ი (ქორწინებამდელი გვარი „ფ------ი“) წარმოადგენს ა-–------ ფ------ის და რ----------------ის შვილს;

 

ე-–--- ფ------ი და ე-–------–--–---ი დაქორწინდნენ 1986 წლის 26 მარტს, რის შემდეგაც მოსარჩელეს მიეკუთვნა გვარი - ხ--–--–---ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 16 თებერვალს

გაცემული ე-–-------–--–---ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N895 (ს.ფ. 39);

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 29 ოქტომბერს გაცემული ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N70 (ს.ფ. 40);

 

3.5. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 29.10.2015 წლის გადაწყვეტილებით ე-–-------–--–---ის ქორწინების სააქტო ჩანაწერში საქმროს ქორწინებამდელი, ქორწინების შემდგომი და საცოლის ქორწინების შემდგომი გვარი ხ----–---ი შესწროდა ხ--–--–---ზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის

სამსახურის 29.10.2015 წლის გადაწყვეტილება N00111518462 (ს.ფ. 41);

 

3.6. საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 28 ნოემბრის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების მიხედვით, ა-–------------მა აჩუქა მეუღლეს - გ---–----------------ს მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ--–---------–-----------------–--------------- ნაწილი. გ---–----------------მა კი აღნიშნული ქონება 2013 წლის 19 დეკემბერს გაასხვისა ვ--–--------------ზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- 28.11.2011 წლის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 28-29);

- 19.12.2013 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 30-31);

 

3.7. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძველი თბილისის სამსახურის მიერ 2012 წლის 17 მაისს გაცემული გარდაცვალების მოწმობით, თ----–----------ი გარდაიცვალა 2012 წლის 13 თებერვალს; თ----–----------ს პირველი რიგის მემკვიდრე არ ჰყავს. მამკვიდრებელს თავის დანაშთ ქონებაზე ანდერძი არ შეუდგენია; თ----–----------ის მეორე რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ მოსარჩელე - ე-–-------–--–---ი, მოპასუხეები - ა-–------------ი და ა-–-----–-------------ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- სამოქალაქო რეესტრის საანეგენტოს ძველი თბილისის სამსახურის მიერ 2012 წლის 17

მაისს გაცემული გარდაცვალების მოწმობა ალ N599580, აქტის ჩანაწერი N06201271880 (ს.ფ. 32);

 

3.8. საქმეში წარმოდგენილი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ 2016 წლის 22 აპრილის დადგენილების მიხედვით, ე-–-------–--–---მა მიმართა ნოტარიუსს ჟ----------------–---–ს და მოითხოვა თ----–----------ის დანაშთი ქონებიდან კუთვნილ წილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ვინაიდან 2012 წლის 13 თებერვალს გარდაცვლილი თ----–----------ის დანაშთ უძრავ ქონებაზე უკვე გაცემული იყო სამკვიდრო მოწმობა, ე-–-------–--–---ს უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის

თქმის შესახებ, რეგისტრაციის ნომერი N160421849 (ს.ფ. 47-48);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.9. 2014 წლის 20 თებერვალს ნოტარიუს ჟ----------------–---–ის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა N1-------- თ----–----------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, რომლის მიხედვითაც, ა-–------------მა, როგორც მამკვიდრებლის, თ----–----------ის, მეორე რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - ძმამ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით მიიღო მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, კერძოდ, ქ-------–--–---------------–-------2-ში მდებარე თ----–----------ის კუთვნილი უძრავი ქონების 1/3 ნაწილიდან ½ ნაწილი. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ა-–-----------ი საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების შესაბამისი წილის მესაკუთრედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- 2014 წლის 20 თებერვალს ნოტარიუს ჟ----------------–---–ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა N1-------- (ს.ფ. 33-35);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 26.02.2014 წელი (ს.ფ. 49-50);

 

3.10. 2014 წლის 20 თებერვალს ნოტარიუს ჟ----------------–---–ის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა N1--------, რომლის მიხედვითაც, ა-–-----–-------------მა, როგორც მამკვიდრებლის თ----–----------ის მეორე რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - ძმამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით მიიღო მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, კერძოდ, ქ-------–--–---------------–-------2- ში მდებარე თ----–----------ის კუთვნილი უძრავი ქონების 1/3 ნაწილიდან ½ ნაწილი. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ალი (ალიკ) საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების შესაბამისი წილის მესაკუთრედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- 2014 წლის 20 თებერვალს ნოტარიუს ჟ----------------–---–ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა N1-------- (ს.ფ. 36-38);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 26.02.2014 წელი (ს.ფ. 49-50);

 

3.11. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 26.02.2014 წელს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე ქ--–---------–-----------------------–-, 2, საკადასტრო კოდი N0---------------, თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ ა-–-----------ი, ა-–------------ი და ვ--–--------------ი შემდეგი წილობრივი მონაცემებით: ა-–------------ი - 1/6 ნაწილი, ვ--–--------------ი - 1/3 ნაწილი, ა-–-----------ი - 1/2 ნაწილი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 26.02.2014 წელი (ს.ფ. 49-50);

 

3.12. 12.11.2015 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ა-–------------მა, ვ--–--------------მა და ა-–------------მა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ--–---------–-----------------------–-, 2, 161.00 კვ.მ. შენობა- ნაგებობა N1, N2, N3, N4, N5, საკადასტრო კოდი N0---------------, მიჰყიდეს ე-–----- ს--–------ს. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარად; აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა ე-–----- ს--–------ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- 14.11.2015 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 51-54);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 12.11.2015 წელი (ს.ფ. 55-56);

 

3.13. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 02.02.2016 წელს გაცემული საინფორმაციო ბარათის მიხედვით, ე-–-------–--–---ის რეგისტრაციის ადგილს 04.12.1995 წლიდან 21.09.2015 წლამდე წარმოადგენდა თ---–-----------------–--------. მამკვიდრებლის თ----–----------ის გარდაცვალების დროისათვის და შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში, მოსარჩელე ე-–-------–--–---ს რეგისტრაციის მისამართი არ შეუცვლია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 02.02.2016 წელს გაცემული

საინფორმაციო ბარათი N0111716003138 (ს.ფ. 44-46)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.14. მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ თ----–----------ის გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ, მის კუთვნის უძრავ ქონებას დაუფლა მოსარჩელე მხარის შვილი, რომელიც სადავო სახლში ცხოვრობდა ორი წლის განმავლობაში. ხოლო ორი წლის შემდეგ, მოსარჩელის შვილი ოჯახთან ერთად გამოასახლეს იძულების წესით. სადავო საცხოვრებელი ფართის საყოფაცხოვრებო ნივთებისგან გამოთავისუფლებაში მოსარჩელე ე-–-------–--–---ის შვილს დაეხმარნენ მეზობლები. მოსარჩელე ე-–-------–--–---ი ხშირად მიდიოდა შვილთან სადავო საცოხვრებელ სახლში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

- მოწმეების გ---------------ს და ე-–-------------ის ჩვენება (სასამართლო 2017 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი).

 

3.15. საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათების მიხედვით, მამკვიდრებელი თ----–----------ის დანაშთ სამკვიდრო მასაში მოიაზრებოდა მოძრავი ნივთი, კერძოდ, საყვავილე ვაზა. ხოლო სხვა მოძრავი ნივთების მაინდეტიფიცირებელი ნიშნები წარმოდგენილი ფოტოსურათებიდან არ ირკვევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

- მოწმე ე-–-------------ის ჩვენება (სასამართლო 2017 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი);

- ფოტოსურათები (ს.ფ. 143-146);

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო- სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

3.16. მოსარჩელე ე-–-------–--–---მა მოითხოვა სადავო სამკვიდრო მოწმობების N1-------- და N1-------- (გაცემის თარიღი 2014 წლის 20 თებერვალი) ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ, მამკვიდრებელ თ----–----------ის კუთვნილი 1/3 წილი სამკვიდრო ქონებიდან, ა-–------------ისა და ა-–-----–-------------ისათვის, თითოეულისათვის 1/3-ზე მეტი წილის მიკუთვნების ნაწილში და დასახელებული უძრავი ქონების 1/3 ნაწილის 1/3 წილზე მემკვიდრედ აღიარება; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხებისათვის ალმას ფრიევის და ა-–-----–-------------ისათვის მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდროდან მოსარჩელის კუთვნილის წილის ღირებულების - 10 000 (ათი ათასი) ლარის დაკისრება. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ე-–-------–--–---ს, როგორც თ----–----------ის მეორე რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, მოპასუხეებთან ერთად ჰქონდა თანაბარი წილის უფლება მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან.

 

სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის 15.05.2009 წელს გაცემული ცნობა- დახასიათების მიხედვით, ქ--------–--–-----------------–-----------ში მდებარე 160 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 1941 წლიდან საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ბ--–---------–---------------ის სახელზე; ქონების მესაკუთრე ბ--–---------–---------------ი გარდაიცვალა

1968 წლის 21 ოქტომბერს და მისი დანაშთი უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ-------–-----------------–--------, ფაქტობრივი ფლობით მიიღო მისმა შვილმა რ----------------მა. 1981 წლის 26 ივლისს გარდაიცვალა რ----------------ი.

 

საქმის მასალების მიხედვით, 2008 წლის 29 მაისს ნოტარიუსს მ--------------–---–ის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა ა-–------------ის და თ----–----------ის სახელზე - ბ--–--------------ის შვილიშვილებსა და რ----------------ის შვილებზე და თითოეულმა სამკვიდრო მიიღო თანაბრად იდეალურ წილის უფლებით.

 

საქმეში წარმოდგენილი 2009 წლის 18 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანის შესახებ სანოტარო აქტის მიხედვით, 2008 წლის 29 მაისს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში განხორციელდა ცვლილებები: რ----------------ის სამკვიდროზე - მემკვიდრეობის უფლება მოიპოვეს მისმა შვილებმა - ა-–------------მა, თ----–----------მა და ა-–------------მა და თითოეულს მიეკუთვნა ერთი მესამედი იდეალური წილი რ----------------ის იმ სამკვიდრო ქონებიდან (აღრიცხული ბ--–--------------ის სახელზე, მდებარე ქ-------–-----------------–-----------), რომელიც რ----------------მა მიიღო ამ ქონებების ფაქტობრივი დაუფლებით და არ გაიფორმა სამკვიდრო უფლებები.

 

სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით, მჩუქებელი უსასყიდლოს გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 28 ნოემბრის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების მიხედვით, ა-–------------მა აჩუქა მეუღლეს - გ---–----------------ს მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ--–---------–-----------------–--------------- ნაწილი. გ---–----------------მა აღნიშნული ქონება 2013 წლის 19 დეკემბერს გაასხვისა ვ--–--------------ზე.

 

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძველი თბილისის სამსახურის მიერ 2012 წლის 17 მაისს გაცემული გარდაცვალების მოწმობით, თ----–- ფ------ი გარდაიცვალა 2012 წლის 13 თებერვალს; თ----–----------ს პირველი რიგის მემკვიდრე არ ჰყავს. მამკვიდრებელს თავის დანაშთ ქონებაზე ანდერძი არ შეუდგენია.

 

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან მეორე რიგში - გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მამკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

საქმეში წარმოდგენილი სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 16 თებერვალს გაცემული დაბადების მოწმობის მიხედვით, მოსარჩელე ე-–-------–--–---ი (ქორწინებამდელი გვარი ,,ფ------ი“) წარმოადგენს ა-–------ ფ------ის და რ----------------ის შვილს. ე-–--- ფ------ი და ე-–-------–--–---ი დაქორწინდნენ 1986 წლის 26 მარტს, რის შემდეგაც მოსარჩელეს მიეკუთვნა გვარი - ხ--–--–---ი. ამდენად, დადგენილია, რომ ე-–-------–--–---ი მოპასუხეების ა-–------------ის და ა-–-----–-------------ის მსგავსად წარმოადგენს მამკვიდრებლის თ----–----------ის მეორე რიგის მემკვიდრეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1337-ე მუხლის თანახმად, წინა რიგის თუნდაც ერთერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას. დადგენილია, რომ თ----–----------ს არ ჰყავდა პირველი რიგის მემკვიდრე. შესაბამისად, მის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით მოთხოვნის უფლება თანაბარი წილის უფლებით გააჩნიათ მისი მეორე რიგის მემკვიდრეებს.

 

საქმეში არსებული მასალებით, დადგენილია, რომ თ----–----------ის დანაშთ სამკვიდრო მასას წარმოადგენდა უძრავი ქონების, მდებარე ქ-------–-----------------–-----------, 1/3 ნაწილი, რომელიც მან მიიღო მემკვიდრეობით.

 

2016 წლის 22 აპრილის დადგენილების (სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ) მიხედვით ე-–-------–--–---მა მიმართა ნოტარიუსს- ჟ----------------–---–ს და მოითხოვა თ----–----------ის დანაშთი ქონებიდან კუთვნილ წილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ვინაიდან 2012 წლის 13 თებერვალს გარდაცვლილი თ----–----------ის დანაშთ უძრავ ქონებაზე უკვე გაცემული იყო სამკვიდრო მოწმობა, ე-–-------–--–---ს უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა.

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 20 თებერვალს ნოტარიუსის - ჟ----------------–---–ის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობები N1-------- და 1-------- თ----–----------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, რომლის მიხედვითაც, ალ------------მა და ა-–-----–-------------მა, როგორც მამკვიდრებლის თ----–----------ის მეორე რიგის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა - ძმებმა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით მიიღეს მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, კერძოდ, ქ-------–--–---------------–-------2-ში მდებარე თ----–----------ის კუთვნილი უძრავი ქონების 1/3 ნაწილიდან თითოეულმა 1/2 ნაწილი. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ა-–------------ი და ა-–-----–-------------ი საჯარო რეესტრში აღირიცხნენ უძრავი ქონების შესაბამისი წილის თანა მესაკუთრეებად.

 

სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილებების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 26.02.2014 წელს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე ქ--–---------–-----------------------–-, 2, საკადასტრო კოდი N0---------------, თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ ალი მამედოვი, ალმას ფ------ი და ვ--–--------------ი შემდეგი წილობრივი მონაცემებით: ა-–------------ი - 1/6 ნაწილი, ვ--–--------------ი - 1/3 ნაწილი, ა-–-----------ი - 1/2 ნაწილი;

 

მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებას, რომ ე-–-------–--–---ი სადავო უძრავი ქონებიდან კუთვნილი წილს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივად დაეუფლა და შეუდგა სამკვიდროდან თავისი წილის ფლობასა და მართვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა მემკვიდრის სხვადასხვა მოქმედებით შეიძლება დადგინდეს, თუმცა ამ მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. შესაბამისად, უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობას და მართვას. ამა თუ იმ მისამართზე პირთა რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების მტკიცებულებას. ფაქტობრივი მფლობელობის გზით ქონების მიღებისათვის საერთოდ არაა აუცილებელი მემკვიდრე სამკვიდრო ქონების მისამართზე იყოს რეგისტრირებული. რეგისტრაციის პარალელურად მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს ქონების დაუფლების მტკიცებულებები. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ცნების განმარტების მიზნებისათვის, სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება გულისხმობს აღნიშნულ სამკვიდროში შემავალი ქონების ან მისი ნაწილის პერიოდულად ფლობას, გამოყენებას. სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებულ მოქმედებად მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში ანდა გარკვეული პერიოდულობით ამ სახლის ფლობა და მართვა, როგორც საკუთარისა.

 

სამკვიდროს მიღებისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა განახორციელოს იურიდიული ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილი იქნა, რომ თ----–----------ის გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ, მის კუთვნილ უძრავ ქონებას დაეუფლა მოსარჩელე მხარის შვილი, რომელიც სადავო სახლში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ორი წლის განმავლობაში. მოსარჩელე ე-–-------–--–---ი ამ პერიოდის განმავლობაში ხშირად მიდიოდა შვილთან სადავო საცოხვრებელ სახლში. ხოლო ორი წლის შემდეგ, მოსარჩელის შვილი ოჯახთან ერთად გამოასახლეს იძულების წესით. სადავო საცხოვრებელი ფართის საყოფაცხოვრებო ნივთებისგან გამოთავისუფლებაში მოსარჩელე ე-–-------–--–---ის შვილს დაეხმარნენ მეზობლები. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებენ მოწმეები გოჩა როსტომიანი და ე-–-------------ი. მოსარჩელე ე-–-------–--–---ის შვილის სადავო ბინაში ცხოვრების ფაქტს არ უარყოფს და სადავოდ არ ხდის მოპასუხე მხარე. ამასთან, მხარეთა განმარტებით, მოსარჩელის შვილი სადავო სახლში საცხოვრებლად შევიდა ისე, რომ მოპასუხეებს მისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება გულისხმობს მემკვიდრის მიერ სამკვიდრო ქონებაზე იმგვარი ნებელობითი ქმედებების განხორციელებას, როგორც კუთვნილი ნივთის მიმართ. მოსარჩელე ე-–-------–--–---ი თავისი დის, თ----–----------ის გარდაცვალების შემდეგ, მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლს (სამკვიდროდან თავისი წილის შესაბამისად) მოიაზრებდა როგორც საკუთარ ქონებას, რის გამოც მხარემ იგი განკარგა თავისი შეხედულებით და საცხოვრებლად სადავო ბინაში შეუშვა თავისი შვილი. მესაკუთრეს შეუძლია თვისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) და განკარგოს იგი თავისი ნების შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, ის გარემოება, რომ მოსარჩელის შვილი მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ, ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა სადავო სახლში, გულისხმობს სწორედ მემკვიდრის მიერ ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღებას. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება, რომ მოსარჩელეს პირადად უნდა მიეღო სამკვიდრო და მისი შვილი მემკვიდრეთა შესაბამისი რიგის წევრად არ შეიძლება მოიაზრებოდეს თანახმად 1337-ე მუხლით დადგენილი დანაწესისა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის შვილის ცხოვრების ფაქტი მიუთითებს ე-–-------–--–---ის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებაზე, ვინაიდან იგი სამკვიდროს მართავს თავისუფლად (მოპასუხეთა წინააღმდეგობის გარეშე) თავისი ნების შესაბამისად, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მოსარჩელემ სამკვიდრო მიიღო.

 

სამოქალაქო კოდექსის 1447-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეს, რომელიც ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი დროის განმავლობაში შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართოს სანოტარო ორგანოს.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე ე-–-------–--–---მა თავისი უმოქმედობით ფაქტობრივად უარი განაცხადა სამკვიდრო ქონების მიღებაზე. უპირველესად, სასამართლომ აღნიშნა, რომ არ იკვეთებოდა მოსარჩელის მხრიდან უმოქმედობის ფაქტი თ----–----------ის დანაშთ სამკვიდროსთან მიმართებით, ვინაიდან როგორც აღინიშნა, მან თავისი ნების შესაბამისად განკარგა აღნიშნული ქონება, როგორც საკუთარი ქონება. ამდენად, მემკვიდრის მიერ გამოხატულია სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელბული მოქმედების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვდრო ქონების ფლობასა და მართვას. ე-–-------–--–---ს არ განუცხადებია უარი სამკვიდროს მიღებაზე, უფრო მეტიც, როგორც უკვე აღინიშნა მან სანოტარო ორგანოს მიმართა თ----–----------ის დანაშთი ქონების მისაღებად, რაზეც ეთქვა უარი. მოსარჩელის მხრიდან სადავო საცხოვრებელი სახლის მფლობელობა შეწყდა იძულებით, ვინაიდან, როგორც მხარეთა განმარტებით დადგინდა, ე-–-------–--–---ის შვილი პოლიციის მეშვეობით გამოასახლეს ქ. თბილისში, მოსე-ხონელის ქ. 2-დან. ამდენად, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რასაც განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ე-–-------–--–---ის მხრიდან ჰქონდა ადგილი.

 

გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი დაუფლა თ----–----------ის დანაშთ სამკვიდრო მასაში შემავალ მოძრავ ნივთებსაც - ტანსაცმელს, საყვავილე ვაზას. სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლი განსაზღვრას სამკვიდრო ქონების მოცულობას, კერძოდ - მამკვიდრებლის ქონებრივი უფლებების ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლით, ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობაც და განკარგვა შეუძლია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. 148-ე მუხლის მიხედვით კი, ნივთი შეიძლება იყოს მოძრავი ან უძრავი. საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათების მიხედვით, მამკვიდრებელი თ----–----------ის დანაშთ სამკვიდრო მასაში მოიაზრებოდა მოძრავი ნივთი, კერძოდ, საყვავილე ვაზა, ხოლო სხვა მოძრავი ნივთების მაინდეტიფიცირებელი ნიშნები წარმოდგენილი ფოტოსურათებიდან არ ირკვეოდა. ამდენად, სასამართლომ ზემოაღნიშნული გარემოებების გარდა, დამატებით მიუთითა, რომ თ----–----------ის კუთვნილი საყვავილე ვაზის დაუფლებაც გულისხმობს მოსარჩელე მხარის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი წესით მიღებას. საწინააღმდეგო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ვაზა არ წარმოადგენს სამკვიდრო მასაში შემავალ ნივთს და არის მსგავსი, საქმეში მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ, მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან. სადავო სამკვიდრო მოწმობა გაიცა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, 2014 წლის 20 თებერვალს. სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, მოსარჩელემ განახორციელა თავისი უფლება და სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებას ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ, რაც მოწმობს რომ მან სამკვიდრო მიიღო. შესაბამისად, იგი აღიარებულ უნდა მდებარე ქ-------–-----------------–---------ში მდებარე მთლიანი უძრავი ქონების 1/3 ნაწილის 1/3 წილზე მემკვიდრედ და შესაბამის ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი თ----–----------ის ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობები.

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, მტიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

ამავე კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად, შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია.

 

2015 წლის 12 ნოემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ა-–------------მა, ვ--–--------------მა და ა-–------------მა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ--–---------–-----------------------–-, 2, 161.00 კვ.მ. შენობა- ნაგებობა N1, N2, N3, N4, N5, საკადასტრო კოდი N0---------------, მიჰყიდეს ე-–----- ს--–------ს. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარად; აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა ე-–----- ს--–------ი; ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს თანახმად სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლით დადგენილი დანაწესისა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1429-ე მუხლის თანახმად, თუ სამკვიდროში შემავალი ნივთები გაიყიდება დავის აღძვრამდე, მაშინ ნასყიდობა ნამდვილად ჩაითვლება და ძალაში დარჩება, ხოლო ნივთების გაყიდვით მიღებული თანხა გადაეცემა ნამდვილ მემკვიდრეს.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით ქ-------–-----------------–---------ში მდებარე მთლიანი უძრავი ქონების ღირებულებამ შეადგინა 90 000 (ოთხმოცდააათი ათასი) ლარი, ხოლო მამკვიდრებლის თ----–----------ის დანაშთი სამკვიდრო მასა შეადგენდა ამ ქონების 1/3 ნაწილს. შესაბამისად, მის მეორე რიგის მემკვიდრეებზე 1/3 წილის უფლებით თანაბრად უნდა განაწილდეს. მოცემულ შემთხვევაში თითოეულისათვის მისაკუთვნებელი სამკვიდროს წილის ღირებულება შეადგენს 10 000 (ათი ათასი) ლარს. მოპასუხე მხარეს სადავო არ გაუხდია მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი წილის საბაზრო ღირებულების ოდენობა.

 

ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ გარემოებათა ურთიერთშეჯიბრებისა და შეფასების შედეგად, მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით, მოსარჩელე ე-–-------–--–---ის მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, მემკვიდრედ აღიარებისა და თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა.

 

სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით, სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადები ვრცელდება მოთხოვნებზე, რომელთა განხორციელებაც დროში იზღუდება და გარკვეულ ჩარჩოში ექცევა. საკუთრების უფლება კი საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული აბსოლიტური უფლებაა. დადგენილია, რომ ე-–-------–--–---მა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მოიპოვა საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

საკუთრების უფლება აბსოლუტური სანივთო უფლების კლასიკური სახეა, რომელიც დროში არ იზღუდება. აბსოლუტური უფლების ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ იგი სხვა პირთა თანაქმედებისაგან დამოუკიდებლად არსებობს. ამ უფლების განხორციელება უფლებამოსილი პირის აბსოლუტური ძალაუფლების სფეროს განეკუთვნება, ხოლო მისი დაცვა უზრუნველყოფილია ნებისმიერი შესაძლო ხელყოფისაგან.

 

4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა ა-–------------მა და ა-–-----------მა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს. სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

 

4.1. არასწორია სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ თ----–----------ის გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ მის კუთვნილ უძრავ ქონებას დაეუფლა მოსარჩელის შვილი, რაც მოწმობდა მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებას. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელის შვილი ბინაში შეიჭრა 2014 წელს და ამავე წელს მოხდა მისი გამოსახლებაც, რაც დგინდება საქმეში არსებული მტკიცებულებით, კერძოდ, პოლიციაში წარდგენილი განცხადებით.

 

სასამართლომ მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე დაასკვნა, რომ საყვავილე („ვაზა“) მამკვიდრებელს ეკუთვნოდა. მოპასუხე მხარის მიერ დასახელებულ მოწმეთა დაკითხვით კი დადასტურდებოდა, რომ აღნიშნული საყვავილე მამკვიდრებელს არ ეკუთვნოდა და შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც თუ დადგინდებოდა, რომ სადავო ნივთი მოსარჩელემ მართლაც წაიღო, აღნიშნული გარემოება არ უნდა გამხდარიყო სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობის გზით მიღებულად მიჩნევის საფუძველი.

 

4.2. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად თქვა უარი მოპასუხე მხარის წარმოდგენილ მოწმეთა დაკითხვაზე, რომლითაც მხარეები არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა და დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. აღნიშნულით შეიზღუდა მოპასუხეთა საპროცესო უფლებები, რამაც საბოლოოდ საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა“ პუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და უბრუნებს საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

7 . სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაუბრუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

 

მოცემულ შემთხვევაში, განხილვის საგანია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის საოქმო განჩინება მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი აღნიშნული განჩინების გაუქმების შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებას, რომ მან სამკვიდრო ქონება კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღო.

 

პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, ემყარება ორ ძირითად გარემოებას. პირველი, რომ მოსარჩელის შვილი მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ გადავიდა და ცხოვრობდა სადავო სახლში და მეორე, მოსარჩელე დაეუფლა მამკვიდრებლის კუთვნილ მოძრავ ნივთს (საყვავილეს), რაც ასევე, გულისხმობს მოსარჩელე მხარის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივ დაუფლებას.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ. აღნიშნულ განჩინებას სასამართლომ საფუძვლად დაუდო ის მოსაზრება, რომ მოპასუხეს მოწმეთა დაკითხვა ესაჭიროებოდა პოზიტიური ფაქტობრივი გარემოების - მოსარჩელის მიერ მამკვიდრებლის კუთვნილი მოძრავი ნივთის (საყვავილის) წაღების ფაქტის უარსაყოფად, ანუ მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა ნეგატიური მტკიცება (რომ მოსარჩელეს საყვავილე არ წაუღია), რომლის მიღწევაც სასამართლოს მოსაზრებით, მოწმეთა დაკითხვით არ იყო შესაძლებელი.

 

აპელანტის განმარტებით, მოწმეთა დაკითხვა ესაჭიროებოდა არა საყვავილის წაღების ფაქტის უარსაყოფად, არამედ, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ აღნიშნული საერთოდ არ წარმოადგენდა სამკვიდრო მასაში შემავალ ნივთს და შესაბამისად, მისი დაუფლებით მოსარჩელე არ დაეუფლებია სამკვიდრო ქონებას. ასევე, იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელის შვილი მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 2 თვეში არ დაუფლებია სადავო უძრავ ნივთს.

 

პალატა განმარტავს, რომ მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსება სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის აღიარებით ვლინდება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხაარები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

დავის შინაარს განსაზღვრავენ მხარეები. ისინი განაგებენ საპროცესო მასალებს, მტკიცებულებებსა და ფაქტებს. შესაბამისად, მხარე, უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი თავის ხელთ არსებული ფაქტებისა და უფლებების სწორად გამოყენებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მტკიცებულებას წარმოადგენს ფაქტების შესახებ ცნობები, მოწმე კი ფაქტების შესახებ ცნობების წყაროა. მოწმის დაბარება საჭიროა ზოგიერთი იმ ფაქტის დასადგენად, რომელთა დოკუმენტალურად განმტკიცება არ შეიძლება. ფაქტობრივი ფლობა სწორედ ისეთ გარემოებათა წრეს განეკუთვნება, რომლის დოკუმენტურად განმტკიცება შეუძლებელია (თუ არ ჩავთვლით ფაქტის კონსტანტაციას) და ამ თვალსაზრისით მოწმის ჩვენება შეუცვლელი და ეფექტიანი საშუალებაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის პრეტენზია მოწმეთა დაკითხვის შესახებ, საფუძვლიანია და მასზე უარის თქმით მხარეს ეზღუდება შეჯიბრებითობის პრინციპით გარანტირებული უფლებამოსილების რეალიზაციის შესაძლებლობა. ამასთან, მოწმის ჩვენების შეფასებისას, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს კითხვას: დაინტერესებულია თუ არა მოწმე საქმის შედეგით ვინმეს (რომელიმე მხარის) სასარგებლოდ; რამდენად სრულია მოწმის ჩვენება და საკმარისია, თუ არა ეს ჩვენება განსაზღვრული ცნობების ფორმირებისათვის;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს რა სააპელაციო წარმოების წესსა და ფარგლებს, ამავდროულად იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის დასაბუთება შეამოწმოს მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით და იმ მტკიცებულებებით, რომლებიც წარდგენილი იყო და შემოწმდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტების თანახმად: „..მხარეთა აქტიურობა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად უზრუნველყოფილი და ეფექტურია საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მხარეთა აქტიურობა შეზღუდულია თვით სააპელაციო სამართალწარმოების შეზღუდვის გამო. ამ მოსაზრების ნათელ დადასტურებას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 380-ე, 381-ე, 382-ე, 384-ე მუხლები, რომლებიც ფაქტობრივად გამორიცხავს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელმეორედ განხილვის შესაძლებლობას და ადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მკაცრად შეზღუდულ ფარგლებს“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე # ას-121-117-2016, 17 მარტი 2016).

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელზედაც დამყარებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და მათი სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების სისწორე. აღნიშნულით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დამკვიდრებულია არასრული (შეზღუდული) აპელაციის სახე, რა დროსაც სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში უნდა შემოწმდეს. საქმის წარმოების ამ ეტაპზე ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენას კანონი მხოლოდ განსაზღვრული პირობების არსებობისას უშვებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი), შესაბამისად, კანონის ეს დანაწესი განაპირობებს სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს, რაც არ მოიცავს გადაწყვეტილი დავის ხელახალი განხილვის შესაძლებლობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, პალატას დასაბუთებულად მიაჩნია, მოპასუხის პრეტენზია მოწმეთა დაკითხვის შესახებ. აღნიშნული გარემოება კი მიზანშეწონილს ხდის საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველად დაბრუნებას, რათა მოპასუხეს არ შეეზღუდოს შეჯიბრებითობის პრინციპით გათვალისწინებული უფლებამოსილების რეალიზაციის შესაძლებლობა.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს, სადაც დაკმაყოფილდება მოპასუხეთა შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს დაიცვან მათი, როგორც მოპასუხის მატერიალურ-სამართლებრივი პოზიცია.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის საოქმო განჩინება მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

საპროცესო ხარჯები

 

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ამ ეტაპზე არ მსჯელობს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხზე.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-–------------ისა და ა-–-----------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის საოქმო განჩინება მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ნატალია ნაზღაიძე

 

მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი

 

ირაკლი ბონდარენკო