განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.01.2018
საქმის ნომერი
330210014465263
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210014465263

საქმე №2ბ/4519-16

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი

ხათუნა არევაძე

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - ნ-------–----–---–-

წარმომადგენელი - ა-----–--–----------

 

მოწინაარმდეგე მხარე (შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი) - სს ,,ტ---------“

წარმომადგენელი - დ--------–-------–---–-, ს-------------------–---–-

 

დავის საგანი - გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისი გადაწყვეტილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისი გადაწყვეტილებით:

1. არ დაკმაყოფილდა ნ-------–----–---–-ს სარჩელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

2. არ დაკმაყოფილდა სს ”ტ---------ს” შეგებებული სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

ნ-------–----–---–- 2007 წელს დასაქმდა სს „კ----------------------ში“ (ამჟამად სს ”ტ---------“). 2013 წლის 26 აგვისტომდე მუშაობდა ბანკის პეკინის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, ხოლო 2013 წლის 31 დეკემბერს დადებული შრომის ხელშეკრულებით დაინიშნა ბანკის აღმაშენებლის განყოფილების უფროსად. მოსარჩელის შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში _ 3500 ლარს.

 

2016 წლის 24 მაისს, გაცემული სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სს „კ----------------------მა“ შეიცვალა სახელწოდება და ეწოდა სს“ტ---------“.

 

2013 წლის 31 დეკემბერს სს „კ-----------------------სა“ და ნ--------–----–---–ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულებით ნ--------–----–---–ი დაინიშნა ბანკში აღმაშენებლის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. ხელშეკრულება ძალაშია 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით.

 

ხელშეკრულების მე-6 მუხლი განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს. კერძოდ: თანამშრომელი ვალდებულია განუხრელად დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები და ბანკის შინაგანაწესის მოთხოვნები; დაკისრებული მოვალეობები შეასრულოს კეთილსინდისიერად შესაბამის პროფესიულ დონეზე; თავისი სამუშაოს შესრულების დროს, გაუფრთხილდეს ბანკის ქონებას; პასუხისმგებელია ბანკის წინაშე მის მიერ განზრახ ჩადენილი არასწორი ქმედებისათვის ან თავისი ვალდებულების აშკარა დარღვევის შემთხვევაში, თუ თანამშრომლის ბრალეული ქმედებით, ვალდებულების დარღვევით ან დაუდევრობით (შეცდომით) ბანკს მიადგა ზიანი, თანამშრომელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი სრულად ან იმ ოდენობის ფარგლებში, რასაც ბანკი დაადგენს; წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ხელშეკრულების შეწყვეტიდან არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების განმავლობაში ბანკი თანამშრომელს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობების შეწყვეტისას არსებული ოდენობით; თანამშრომელს აქვს პარალელურად სხვაგან მუშაობის (შეთავსების) უფლება მხოლოდ ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში;

 

აუცილებლობის შემთხვევაში, მისი კომპეტენციიდან გამომდინარე, თანამშრომელს შეიძლება დროებით დაეკისროს სხვა სამუშაოს შესრულება, რაც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული წინამდებარე ხელშეკრულებით. ამის თაობაზე ბანკმა უნდა აცნობოს თანამშრომელს სულ ცოტა ერთ დღით ადრე მაინც.

 

ნ-------–----–---–სა და სს „კ----------------------ს“ შორის შრომითი ურთიერთობა არ წარმოშობილა ხსენებული ხელშეკრულების დადებით, რადგან მხარეთა განმარტებით დასტურდება, რომ ნ-------–----–---–მა ბანკში მუშაობა დაიწყო 2007 წელს. 2011-2013 წლებში მოსარჩელე მუშაობდა ბანკის პეკინის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, ხოლო 2013 წლის 26 აგვისტოდან გადაყვანილ იქნა ბანკის აღმაშენებლის განყოფილებაში.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 13-ე ნაწილის საფუძველზე, 2013 წლის 31 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს შორის ფაქტობრივად განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდა არსებული შრომითი ურთიერთობა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, 1. შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით; 11 პუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება. ამავე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. შრომის კოდექსის აღნიშნული ნორმა შეიცავს შენიშვნას, რომლის მიხედვით, ამ მუხლის 11_13 პუნქტების მოქმედება ვრცელდება ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (12.06.2013 N729) ამოქმედების შემდეგ დადებულ ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებაზე ან/და კოლექტიურ ხელშეკრულებაზე. მე-6 მუხლის 13 პუნქტის პირობების მიუხედავად, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე დასაქმებულთან, რომლის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, უვადო შრომითი ხელშეკრულება მე-6 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად დადებულად ჩაითვლება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ, ხოლო თუ ასეთივე დასაქმებულის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში, მასთან უვადო შრომითი ხელშეკრულება მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად დადებულად ჩაითვლება ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (12.06.2013 N729) ამოქმედებიდან 2 წლის შემდეგ).

 

ამავე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადებაზე ამ მუხლით დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მეწარმე სუბიექტზე, თუ მისი სახელმწიფო რეგისტრაციიდან არ გასულა 48 თვე (დამწყები საწარმო) და იგი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ დამატებით პირობებს (ასეთი პირობების დადგენის შემთხვევაში), იმ პირობით, რომ ამ პუნქტის მიზნებისთვის ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 3 თვეზე ნაკლები.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ერთიდაიმავე დამსაქმებელთან რამდენჯერმე შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას კანონმდებელი უვადო შრომითი ურთიერთობად მიიჩნევს იმის გამო, რომ მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა ხანგრძლივი, სტაბილური და განგრძობადი ხასიათისაა. შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, უვადო შრომით ურთიერთობად ითვლება 30 თვეზე მეტი ვადით დადებული შრომის ხელშეკრულება ან ვადიანი შრომის ხელშეკრულების ორჯერ ან მეტჯერ გაგრძელება, თუ მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს.

 

ნ-------–----–---–სა და ბანკს შორის შრომითი ურთიერთობა წარმოიშვა 2007 წელს, შესაბამისად, 2013 წლის 31 დეკემბერს შრომის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის, ამ ურთიერთობის ვადა 5 წელზე მეტს შეადგენდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის მიუხედავად, რომ შრომის ხელშეკრულებით მხარეებმა განსაზღვრეს ხელშეკრულების ვადა 1 წლით, შრომითი ურთიერთობა განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებულად უნდა შეფასდეს, რადგან საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას. კანონის ამ ნორმით განსაზღვრულია შრომის კოდექსის ზოგადი პრინციპი, რაც გულისხმობს შრომის სახელშეკრულებო დებულებების განმარტებას დასაქმებულის კანონით გათვალისწინებული უფლებების და ინტერესების სასარგებლოდ. ამასთან, შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 13 ნაწილის თანახმად, 30 თვეზე მეტი ვადით არსებული შრომითი ურთიერთობის ან ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შემთხვევაში, თუ მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ამდენად, ზემოთდასახელებულ შემთხვევებში კანონი შრომით ურთიერთობას განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებულად მიიჩნევს, რის გამოც მხარეთა საწინააღმდეგო შეთანხმება დასაქმებულის ინტერესების საწინააღმდეგოდ ვერ იქნება განმარტებული გამომდინარე შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 პუნქტიდან.

 

ამდენად, შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-6 მუხლის 13-14-ე პუნქტების საფუძველზე, 2013 წლის 31 დეკემბრის შეთანხმების დადებით მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდა.

 

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე ნ-------–----–---–ს დისციპლინური სახდელი დაკისრებული არ ჰქონდა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ შრომის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 17-18, ტომი 1);

_ სარჩელი (ს.ფ. 2-5, ტომი 1);

_ მოსარჩელის მოხსენებითი ბარათის ასლი (ს.ფ. 43-44, ტომი 1);

_ მოპასუხის საპაექრო სიტყვა (ს.ფ. 226-232, ტომი 3);

_ სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 251-252, ტომი 3).

 

სს „კ----------------------ის“ დირექტორის 2014 წლის 27 თებერვლის ბრძანების საფუძველზე, ნ-------–----–---–თან შეწყდა შრომითი ურთიერთობა, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

2014 წლის 27 თებერვალს, ნ-------–----–---–ს გადაეცა შეტყობინება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ბანკის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის და ბანკის თანამშრომლისათვის მიუღებელი საქმიანობის წარმოების გამო, 2014 წლის 27 თებერვლიდან, ბანკი წყვეტს შრომით ურთიერთობას. შეტყობინების ხელმომწერ პირად მითითებულია სს „კ----------------------ის“ გენერალური დირექტორი ნ-------------.

 

2014 წლის 27 თებერვალს, სს „კ----------------------ის“ დირექტორის მ------------–----------------------ის მიერ გამოცემულია ბრძანება N2-------, ნ-------–----–---–-ს განთავისუფლების შესახებ. ბრძანებაში მითითებულია, რომ ნ-------–----–---–- გათავისუფლდა სს „კ----------------------ის“ აღმაშენებლის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან 2014 წლის 27 თებერვლიდან, ბანკის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევისა და ბანკის თანამშრომლისათვის მიუღებელი საქმიანობის წარმოების გამო. ბრძანების ხელმომწერ პირებად მითითებულნი არიან დირექტორი მ------------–----------------------ი და გ----------------–---–-.

 

სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოსაზრება აღნიშნული ბრძანების სიყალბის შესახებ, რადგან ნ-------–----–---–თან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ნება გამოვლენილია კანონით დადგენილი ფორმის დაცვით.

 

მოსარჩელე ბრძანებას ყალბად მიიჩნევს იმ საფუძვლით, რომ სამსახურიდან

 

დათხოვნის შეტყობინებას ხელს არ აწერს მასზე ხელმომწერად მითითებული პირი, იგი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. ასევე ორგვერდიანი ბრძანების გვერდები ერთმანეთთან კავშირში არ არის და მეორე გვერდი მოიცავს მხოლოდ ხელმოწერას. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ბანკმა მას ბრძანების ასლი სასამართლოში დავის დაწყებამდე არ გადასცა, შესაბამისად, იგი არ არსებობდა და მოგვიანებით არის ფალსიფიცირებული.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელეს სადავო ბრძანების ასლი გადაეცა სარჩელის აღძვრამდე, ამის თაობაზე მოსარჩელის 2014 წლის 5 მარტის, 10 მარტის, 18 მარტის განცხადებებს რეაგირება ბანკის მხრიდან არ მოჰყოლია, თუმცა ეს ბრძანების გაყალბებაზე არ მიუთითებს. სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ სადავო ბრძანების გამოცემის დროს, სს „კ----------------------ის“ აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი იყო მ------------–-----------------------, ხოლო გენერალური დირექტორი იყო ნ-------------. ამდენად, მ------------–----------------------- იყო ბანკის ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებიდან ერთერთი დირექტორი.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილია მ------------–-----------------------ს 2014 წლის 11 დეკემბრის განცხადება დოკუმენტისა და ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ, რომლითაც იგი ადასტურებს 2014 წლის 27 თებერვლის N2------- ბრძანების ხელმოწერის ფაქტს.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილია სს «კ----------------------ის» 2015 წლის 17 თებერვლის ბრძანების ასლი, რომლითაც ბანკის დირექტორთა საბჭოს მიერ დადასტურებული (მოწონებული) იქნა ბანკის შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული ყველა ქმედება/გადაწყვეტილება ნ-------–----–---–-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მათ შორის _ 2014 წლის 27 თებერვლის N2------- ბრძანება და ბანკის კომერციული დირექტორის _ გ----------------–---–-ს 2014 წლის 27 თებერვლის შეტყობინება ნ-------–----–---–-ს მიმართ, ამ უკანასკნელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არის ცალმხრივი ნების გამოვლენა, შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილების ნამდვილობა მისი ფორმის დაცვის თვალსაზრისით უნდა შემოწმდეს საქართველოს შრომის კოდექსის და სამოქალაქო კოდექსის ნორმების საფუძველზე, რადგან შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. შრომის კოდექსით არ არის დადგენილი შრომითი ურთიერთობის

 

შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემის ვალდებულება. შესაბამისად, დამსაქმებლის ამგვარი ნების გამოვლენისათვის საკმარისად უნდა ჩაითვალოს დასაქმებულისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნა. ამ შემთხვევაში, არც მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება და არც ბანკის შინაგანაწესი არ ადგენს ამ საქმეში სადავო საკითხზე ბრძანების გამოცემის ვალდებულებას.

 

საქმეში წარმოდგენილი ბრძანების ასლით, სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერით, ბანკის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცემულია ბანკის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი დირექტორის მიერ და შესაბამისი წერილობითი შეტყობინებით ნების გამოვლენა მიუვიდა მოსარჩელეს.

 

სადავო ბრძანების სიყალბეზე არ მიუთითებს ის ფაქტი, რომ ბრძანების ყველა გვერდი არ არის ხელმოწერილი დირექტორის მიერ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, 1. გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით.

 

2. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით. 3. გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა. 71-ე მუხლის მიხედვით, გარიგების წერილობითი ფორმის უზრუნველყოფისათვის, მხარემ ხელი უნდა მოაწეროს იმ დოკუმენტის ეგზემპლარს, რომელიც განკუთვნილია შესაბამისი მხარისათვის. კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილი არ არის ხელშეკრულების ყველა გვერდზე მხარეთა ხელმოწერის არსებობა და ბრძანების გამოცემის ასეთი წესი არც ბანკის შინაგანაწესითაა დადგენილი. ხელშეკრულების რომელიმე გვერდზე მხარეთა ხელმოწერის არარსებობა არ მიუთითებს ამ გვერდზე მოცემულ პირობებზე შეუთანხმებლობას, რადგან ხელშეკრულების ან ბრძანების ტექსტის დასასრულს მხარეთა ხელმოწერა მიუთითებს გარიგების დადებაზე თანხმობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის მიხედვით, 1. ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. 2. ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე განაცხადებს უარს. ამ ნორმით დადგენილია ცალმხრივი ნების გამოვლენის ნამდვილობის წინაპირობები.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი

 

შეტყობინების გაგზავნით. ამ ნორმის მიხედვით, შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს, დასაქმებულს წერილობითი შეტყობინებით აცნობოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, ხოლო შეტყობინების ვადას უკავშირდება დასაქმებულისათვის გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ნ--------–----–---–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით, რადგან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულია წერილობითი აქტი, ხოლო მოსარჩელეს დამსაქმებლის ნება ეცნობა შესაბამისი წერილობითი შეტყობინებით.

 

სს „ლ-------------სა“ და ნ-------–----–---–ს შორის 2014 წლის 2 ივნისს დადებული შრომის ხელშეკრულებით, მოსარჩელე მუშაობს სს „ლ-------------ში“ სტრატეგიული გაყიდვების კოორდინ-----რად. ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 2 წელი. შრომის ანაზღაურებაა 3125 ლარი. შესაბამისად, სს ”ტ---------დან” გათავისუფლების შემდეგ, მოსარჩელე დასაქმდა სხვა ბანკში და 2014 წლის ივნისის თვიდან იღებს შრომის ანაზღაურებას.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ ბანკის დირექტორის 2014 წლის 27 თებერვლის ბრძანების ასლი (ს.ფ. 94, ტომი 3);

_ ბანკის დირექტორის 2015 წლის 17 თებერვლის ბრძანება (ს.ფ. 96-97, ტომი 3);

_ ბანკის 2014 წლის 27 თებერვლის შეტყიბინების ასლი (ს.ფ. 19, ტომი 1);

_ მოსარჩელის 2014 წლის 5 მარტის, 10 მარტის, 18 მარტის განცხადებები (ს.ფ. 20-24, ტომი 1);

_ ბანკის დირექტორების 2014 წლის 11 დეკემბრის და 12 დეკემბრის განცხადებები (ს.ფ.

87-91, ტომი 3);

_ ლ-------------თან დადებული ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 112-116, ტომი 3).

 

ნ-------–----–---–თან შრომითი ურთიერთობა შეწყდა მოსარჩელის მიერ შრომის ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევის გამო.

 

ნ-------–----–---–თან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა ბანკის პეკინის ფილიალის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში ჩადენილი გადაცდომების გამო, რაც ბანკმა გამოავლინა ბანკის კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2012-2013 წლებში ჩატარებული შემოწმების დროს. შემოწმების შედეგად გამოვლინდა არაერთი სესხის ხელშეკრულების დადება ბანკის მიერ დადგენილი წესების დარღვევით, ასევე საბანკო ეთიკის დარღვევა - ბანკის კლიენტების სასესხო ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, მოპასუხის განმარტებით, ნ--------–----–---–მა დაარღვია ბანკის დირექტორატის მიერ დამტკიცებული „საცალო გაყიდვების სეგმენტში შემავალი კლიენტების სამომხმარებლო (უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი) სესხების მომსახურების პროცედურით“ გათვალისწინებული აკრძალვა, რომლის მიხედვით სერვის ცენტრის თანამშრომელს, ასევე უფროსს არა აქვთ პორტფელში არსებული კლიენტების სასესხო დავალიანების დაფარვის უფლება. დარღვეულია, ასევე სესხის გაცემის პროცედურა - გადაჭარბებულია ფილიალისათვის დადგენილი სესხის ლიმიტი და სესხი გაცემულია ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანხმობის გარეშე, ასევე რეალურ ღირებულებაზე არსებითად მეტი თანხით არის შეფასებული უზრუნველყოფის საგნის ღირებულება.

 

ბანკის კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2012 წლის 30 მაისს შედგენილია პეკინის განყოფილების მიერ გაცემული სესხების მონიტორონგის ანგარიში, რომლის თანახმად, შემოწმება ჩატარდა თემატურად (სალარო აპარატების განვადების გარეშე). შემოწმდა 68 მსესხებელი (პორტფელის 23%), გაცემული თანხა ჯამურად შეადგენს 1 055 951 ლარს, მიმდინარე დავალიანებაა 977 937 ლარი (მთლიანი პორტფელის 53%).68 მსესხებლიდან 28-ზე დაფიქსირებულია სხვადასხვა ტიპის დარღვევები. მეორადი ავტოსესხების აბსოლუტური უმრავლესობა დარღვევით არის გაცემული. ხშირია ფილიალის ლიმიტს გადაცილებული სესხები.

 

ანგარიშის თანახმად, დარღვევები დაფიქსირებულია ნ-----–---------–---–თან, ნ-------–---სთან, დ------–-----სთან, დ--–---------–---–თან, გ--------–-------სთან, ფ----------------–-–---–თან, ხ---------------–-----სთან, ზ--------------------სთან, თ-------------–---–თან, ს-------------–---სთან, ს-----------------თან, ა-–------------------–---–თან, ნ----------------სთან სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებების დადების დროს. ანგარიშში დარღვევებად მითითებულია სესხის გაცემა ფილიალისათვის დამტკიცებული ლიმიტის გადაჭარბებული თანხით, სესხის გაცემა აშკარად არასაკმარისი უზრუნველყოფით (თავმდებების გარეშე, თავმდებების მწირი ქონებრივი შესაძლებლობის პირობებში და ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების გარეშე, შემცირებული თანადაფინანსების პროცენტით), უზრუნველყოფის საგნის აშკარად გადაჭარბებული შეფასება.

 

სს „კ----------------------ის“ დირექტორთა საბჭოს მიერ 2011 წლის 23 დეკემბერს დამტკიცებულია პროცედურა „საცალო გაყიდვების სეგმენტში შემავალი კლიენტების უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მომსახურება“, რომელიც ადგენს ფიზიკურ პირებზე სამომხმარებლო სესხის გაცემის წესებს და ვრცელდება ბანკის სერვის ცენტრებსა და განყოფილებების კლიენტთან მომსახურე ოფიცრებზე, კლიენტთან ურთიერთობის ოფიცრებზე, კლიენტთან ურთიერთობის მენეჯერებზე, საოპერაციოების უფროსებზე, ფილიალების მმართველებზე საკრედიტო რისკების დეპარტამენტის თანამშრომლებზე, საცალო გაყიდვების განყოფილების თანამშრომლებზე, იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებზე და კრედიტების ადმინისტრირების განყოფილების თანამშრომლებზე.

 

ამ წესის მე-10 პუნქტი ითვალისწინებს იმ სესხის გაცემის პროცედურას, რომელიც არ თავსდება ფილიალის ლიმიტში. კერძოდ, ამ შემთხვევაში, განყოფილების /სერვის ცენტრის უფროსი ვალდებულია, საკუთარი სამსახურებრივი მეილიდან გააგზავნოს სესხის განაცხადი, პროექტი და გადაწყვეტილების ფურცელი საკრედიტო რისკების დეპარტამენტის თანამშრომელთან და წერილის ელექტრონულ ველში ჩასვას საცალო გაყიდვების შესაბამისი კოორდინ-----რი, საცალო გაყიდვების განყოფილების და ფილიალების მართვის განყოფილების უფროსები; იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების ფურცელში ან პროექტში ხორციელდება ნებისმიერ ტიპის ცვლილება, ოფიცრის მიერ უნდა მოხდეს ახალი გადაწყვეტილების ფურცლის შედგენა; საჭიროების შემთხვევაში, რისკების დეპარტამენტის სპეციალისტმა შეიძლება მოითხოვოს კლიენტის სრული საქმის ნახვა. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს დასკანერებული ვერსიის გაგზავნა. თუ საკრედიტო დეპარტამენტი მოითხოვს კლიენტის საქმის ორიგალი საბუთების ნახვას, საბუთები უნდა გადაეცეს მიღება- ჩაბარების აქტის საფუძველზე; იმ შემთხვევაში, თუ სესხის გაცემისათვის საჭიროა დამატებითი პირობა ან ცვლილება გადაწყვეტილების ფურცლის ელქტრონულ ვერსიაში დამატებითი პირობების ველში შესაბამისი კომენტარის მითითება, გადაწყვეტილების ფურცლის ამობეჭდვა, ხელმოწერით დადასტურება და დასკანერებული ვერსიის შესაბამისი ოფიცრისათვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგზავნა, წერილის ელექტრონულ ველში მითითებული უნდა იყოს შესაბამის სერვის ცენტრის/განყოფილების უფროსი და საკრედიტო რისკების და სესხების დაფარვის დეპარტამენტის უფროსი; იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების ფურცელში ან პროექტში ხდება ნებისმიერი ტიპის ცვლილება, ოფიცრის მიერ უნდა მოხდეს ახალი გადაწყვეტილების ფურცლის შედგენა.

 

პროცედურების თანახმად, თუ სესხის უზრუნველყოფა არის ავტომანქანა, დასაგირავებელი ავტომანქანა აუცილებლად უნდა იყოს დაზღვეული და მოსარგებლე იყოს სს „კ----------------------ი“. თუ ავტომანქანა უკვე დაზღვეულია, საჭიროა კლიენტის ინფორმირება, რომ სესხის გაცემისას მოსარგებლედ უნდა დაფიქსირდეს ბანკი.

 

პროცედურით დადგენილია ბანკში სესხის დაბრუნების აღრიცხვის წესები, რომლის თანახმად, ნაღდი სახით თანხის შეტანა მსესხებლის ანგარიშზე შესაძლებელია განახორციელოს ნებისმიერმა მესამე ფიზიკურმა პირმა. კლიენტთა მომსახურების ოფიცერს და განყოფილების/სერვისცენტრის უფროსს უფლება არა აქვს დაფაროს საკუთარ პორტფელში არსებული კლიენტების სასესხო დავალიანება.

 

ნ-------–----–---–-ს მიმართ ბანკის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ნ-----–---------–---–თან, ნ-------–---სთან, თ-------------–---–თან, ზ-------------–---–თან, ა---------–--------–---–თან სესხის ხელშეკრულებები დადებულია ბანკის მიერ განსაზღვრული წესების დარღვევით.

 

მონიტორინგის სამსახურის აქტის თანახმად, ნ-----–---------–---–თან 2012 წლის 17 იანვარს დაიდო სესხის ხელშეკრულება 84 თვის ვადით, სესხის თანხაა 25 000 აშშ დოლარი. სესხის ტიპი - იპოთეკური, სესხის მიზნობრიობაა უძრავი ქონების - ბინის, მდებარე თბილისში, ვ---------–----------------------, მე-8 კორპ, ბინა 28-ში, შეძენა. პასუხისმგებელი პირია თამარ აფციაური. სესხი გაცემულია ადგილობრივი ლიმიტის საფუძველზე. აქტში მითითებულია შემდეგი გადაცდომები: მსესხებლის ფაქტიური და იურიდიული მისამართი არის გურჯაანი, ხოლო პროექტის მიხედვით, კლიენტი მუშაობს გურჯაანში ბიბლიოთეკარად, სადაც ხელფასი ერიცხება „ლ-------------ში“ და თბილისში, შპს „დ----------–---ში“ დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად, სადაც მუშაობა დაიწყო სესხის მიღებამდე ორი კვირით ადრე. გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება მუშაობდეს პირი ორ სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა პოზიციაზე; სესხის თავსებადობის კრიტერიუმებში არ თავსდება მსესხებლის ასაკი - 59 წლის და სესხის ვადის ბოლოს იქნება 66 წლის. სესხის მიზნობრიობა შესრულდა. კლიენტის მიერ შეძენილი ბინა არის მის საკუთრებაში. სესხის გადახდა მიმდინარეობს გრაფიკის მიხედვით, სხვა დავალიანება არ ფიქსირდება. სესხი უზრუნველყოფილია მსესხებლის უძრავი ქონებით. კლიენტმა ხელფასი უნდა ჩარიცხოს ჩვენს ბანკში გახსნილ ანგარიშზე, ვინაიდან რიგი თანამშრომლების ხელფასი ირიცხება ამ ბანკში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ხელფასის გათვალისწინება ბანკს არ მიაჩნია სწორად და სესხის გადახდის წყარო გაურკვეველია.

 

აქტის თანახმად, ნ-------–---სთან 2012 წლის 14 მაისს დაიდო სესხის ხელშეკრულება 72 თვის ვადით, სესხის თანხაა 22 000 აშშ დოლარი. სესხის მიზნობრიობაა უძრავი ქონების - თბილისში, ვ-–----–----–---------------, კორპ. 25-ში მდებარე ბინის შეძენა. პასუხისმგებელი პირია ლელა ლაღუნდარიძე. სესხი გაცემულია ადგილობრივი ლიმიტის საფუძველზე. სესხი გაცემულია შემდეგი დარღვევებით: მსესხებელს ვაჟა- ფშაველას გამზირზე არსებული ბინა გაქირავებული აქვს სესხის აღების დღეს, საეჭვოა იმავე დღეს გრძელვადიანი კლიენტის პოვნა; ასევე მარნეულში გაქირავებული აქვს ბინა, თბილისის ბინაზე მაღალ ფასში იმავე თვეში, თუმცა არც ერთი მათგანი ბანკში არ ირიცხება; სესხის პროექტში არ არის აღწერილი ტექნიკური ნაწილი, სადაც მითითებული იქნებოდა სესხის შესახებ ზოგადი ინფორმაცია; იჯარების შეკრების შემთხვევაში, მითითებული შემოსავალი თითქმის ორჯერ განსხვავდება პროექტში მითითებულისაგან (წერია 1800 აშშ დოლარი, საბუთების მიხედვით არის 1095 აშშ დოლარი); უზრუნველყოფის სალიკვიდაციო ღირებულება ნაკლებია სესხის თანხაზე

 

(სესხის თანხაა 22 000 აშშ დოლარი, ხოლო იპოთეკის საგნის ღირებულებაა 18 900 აშშ დოლარი). ამ კლიენტისთვის სესხის გაცემაზე უარი აქვს ნათქვამი რისკების დეპარტამენტს. პროექტი მომზადებული ჰქონდა მარნეულის დეპარტამენტს აპრილში, ხოლო პეკინის ფილიალს სესხის გაცემული აქვს მაისში. მარნეულის მიერ მომზადებულ პროექტში შემოსავალი იყო 1700 ლარი, ხოლო წყარო _ ხელფასი და აბიტურიენტების მომზადება. გაუგებარია, რატომ გაიცა სესხი თბილისში, რაიონში მცხოვრებ პირზე ისე, რომ არ მოხდა იმ რაიონის განყოფილებაში ინფორმაციის გადამოწმება. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ მსესხებელს მარნეულში ბინა გაქირავებული არა აქვს, თვითონ ცხოვრობს. მას აქვს შემოსავალი ხელფასის და აბიტურიენტების მომზადებიდან 1900 ლარის ოდენობით. თუმცა ამ შემოსავალს იღებს წლის მანძილზე 10 თვის განმავლობაში. აღნიშნული გარემოებების გამო სესხის გაპრობლემების რისკი მაღალია.

 

აქტის თანახმად, თ-------------–---–ს 2011 წლის 14 ივლისს 60 თვის ვადით აღებული აქვს იპოთეკური სესხი 12000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 2012 წლის 3 აპრილს სამომხმარებლო სესხი 8 000 აშშ დოლარის ოდენობით. პასუხისმგებელ პირებად მითითებულნი არიან თ--------------- და ლელა ლაღუნდარიძე. აქტში მითითებულია შემდეგი დარღვევები: ფილიალს არა აქვს რემონტისთვის იპოთეკური სესხის დამტკიცების უფლება, ასევე არა აქვს 5 000 აშშ დოლარზე მეტი თანხის სამომხმარებლო სესხის გაცემის უფლება; სესხის გაცემის კრიტერიუმებს არ შეესაბამება თანამსესხებლის ასაკი - აღემატება 65 წელს; პროექტში არ არის მითითებული, რომელი ბინის მოწყობა სურს მსესხებელს; საბუთებში არ დევს ბოლო სამი თვის ამონაწერი ანგარიშიდან; მსესხებლის ანგარიშზე ხელფასი ჩაირიცხა ორჯერ, სესხის აღებამდე რამდენიმე დღით ადრე. ხელფასი ჩარიცხულია იმ კომპანიის (შპს ”ს-------–-”) მიერ, რომლის დირექტორის ერთადერთი დამფუძნებელიც არის მსესხებელი; თანამსესხებლის იჯარის შემოსავლებში ერთერთი მოიჯარე არის იგივე კომპანია შპს „ს-------–-“; სამომხმარებლო სესხის პროექტში გათვალისწინებული არ არის იპოთეკური სესხის გადახდები. აქტში მითითებულია, რომ საჭიროა შპს „ს-------–-ს“ შესწავლა, რადგან შემოსავლის ძირითადი წყარო აქედან არის და დასადგენია, რამდენად გადახდისუნარიანია კლიენტი.

 

აქტის თანახმად, 2011 წლის 22 ნოემბერს ზ-------------–---–მა 36 თვის ვადით აიღო მეორადი ავტოსესხი 11 531,97 აშშ დოლარის ოდენობით. პასუხისმგებელი პირია თ---------------. სესხი გაცემულია ადგილობრივი ლიმიტით, შპს «დ----------–----ს» პირობით. სესხის გაცემულია მერსედეს ბენც ცლკ 270, გამოშვების წელი 2004, შესაძენად - ღირებულება 17 820 აშშ დოლარი. სესხის გაცემულია შემდეგი დარღვევებით: არ მომხდარა თანამონაწილეობის თანხის შეტანა კლიენტის ანგარიშზე; არ მომხდარა განბაჟებისათვის საჭირო თანხების გადარიცხვა სს „კ------------------------დან“; თუ ავტომობილი არის 2002-2007 წლებში გამოშვებული, საჭიროა 40% თანამონაწილეობა, ამ ხელშეკრულებაში კი არის 35%-იანი თანამონაწილეობა; კლიენტი მოხვედრილია თიბისი ბანკის კრედიტ ინფოს ნეგატიურ ბაზაში, რის გამოც სესხის გაცემის უფლებამოსილება მმართველს არ ჰქონდა. სესხის გადახდა მიმდინარებს გრაფიკის მიხედვით მცირედი ვადაგადაცილებით. ეს კლიენტი დაკავშირებულია ნ-----–---------–---–თან, რომელიც არის შპს „დ----------–---ის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და სარგებლობს ბანკის იპოთეკური სესხით.

 

დასახელებულ შემთხვევებში, სესხის ხელშეკრულებები დადებულია ბანკის მიერ დამტკიცებული წესების დარღვევით, რომლებიც, სასამართლოს აზრით, სხვადასხვა სიმძიმისაა. რამდენიმე ხელშეკრულების შემთხვევაში მითითებულია, რომ სესხის პროექტში არასრულად არის მითითებული ინფორმაცია, რაც არსებით და მნიშვნელოვან დარღვევად ვერ შეფასდება. აღნიშნული არის პროცედურული ხასიათის დარღვევა, რადგან გავლენას ვერ ახდენს სესხის ხელშეკრულების ძირითადი პირობების ჩამოყალიბებაზე და შეთანხმებაზე.

 

სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას დაშვებულ მნიშვნელოვან დარღვევებად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ რიგ შემთხვევებში სესხი გაცემულია ფილიალისათვის დადგენილი ლიმიტის გადაჭარბებული თანხით. კერძოდ, სესხის ლიმიტი გადაჭარბებულია თ-------------–---–თან დადებულ სამომხარებლო სესხის ხელშეკრულებაში, რადგან გაცემულია 8000 აშშ დოლარი.

 

2011 წლის 14 სექტემბერს, ნ----------------სთან დადებულ სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხის თანხაა 14 000 აშშ დოლარი. სესხი გაცემულია საკრედიტო კომიტეტის თანხმობის გარეშე.

 

მიხეილ ლოლუას, 2011 წლის 8 ნოემბერს დადებული სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული აქვს სესხი 15 500 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2013 წლის შემდეგ მონიტორინგის აქტში მითითებული ხელშეკრულებებიდან საკრედიტო ლიმიტის გადაჭარბებით გაცემულია შემდეგი სესხები:

 

2012 წლის 3 ივლისს, გ--------------სთან დადებული ავტოსესხის ხელშეკრულებით გაცემულია სესხი 24 280 აშშ დოლარი.

 

ნ--------------სთან დადებულია ორი სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულება - 2012 წლის 14 თებერვალს, თანხით _ 12 500 აშშ დოლარი და 2012 წლის 17 მაისს, თანხით _

5000 აშშ დოლარი. მსესხებელი მოხვედრილია კრედინფოს ნეგატიურ ბაზაში და სესხი უნდა დაემტკიცებინა რისკების დეპარტამენტს.

 

2011 წლის 14 ნოემბერს, ბანკის გენერალური დირექტორის _ გ-----------–------ს მიერ

 

გაცემული მინდობილობით, სს „კ----------------------ი“ უფლებამოსილებას ანიჭებს პეკინის ფილიალის მმართველს ნ-------–----–---–ს ბანკის სახელით ხელი მოაწეროს ბანკის საკრედიტო კომიტეტის მიერ დამტკიცებული და შესაბამისი წესით ხელმოწერილი საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე შედგენილ გენერალურ საკრედიტო, საბანკო კრედიტის და ოვერდრაფტის ხელშეკრულებებს, ასევე ბანკის პეკინის განყოფილებიდან გასაცემი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებს, ასევე ამ პუნქტში აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის (იპოთეკის, გირავნობის, თავდებობის, მოვალის გარანტიის ხელშეკრულებებს).

 

სს „კ----------------------ის“ დირექტორთა საბჭოს მიერ 2011 წლის 29 ივნისს დამტკიცებულია ბანკის განყოფილების (სერვის ცენტრის) მიერ გასაცემი კრედიტების ლიმიტები. ბინის შესაძენად და ბინის კაპიტალური რემონტისთვის სესხის ლიმიტია

25 000 აშშ დოლარი, სამომხმარებლო სესხის (უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი) ლიმიტია 5000 აშშ დოლარი; ბინის კეთილმოწყობის სამომხმარებლო სესხის ლიმიტია 15 000 აშშ დოლარი. ახალი ავტომობილის შესაძენი სესხის ლიმიტია 12 000 აშშ დოლარი, მეორადი ავტომობილის შესაძენი სესხის ლიმიტია 7000 აშშ დოლარი.

 

ამდენად, ბანკის განყოფილება უფლებამოსილი იყო სამომხმარებლო სესხის სახით გაეცა 5000 აშშ დოლარამდე ოდენობის თანხა, ახალი ავტომობილის შესაძენად 12 000 აშშ დოლარამდე სესხი, ხოლო მეორადი ავტომობილის შესაძენად 7000 აშშ დოლარამდე ოდენობის თანხა. ამ ლიმიტის გადაჭარბებით თანხის გაცემა განყოფილების ხელმძღვანელს შეეძლო მხოლოდ ბანკის საკრედიტო რისკების განყოფილების ან საკრედიტო კომიტეტის თანხმობით, რადგან დირექტორთა საბჭოს მიერ დადგენილი წესის მიხედვით, ლიმიტის გადაჭარბებით სესხის თანხის განაცხადი განსახილველად უნდა გადაცემოდა ბანკის ზემოთდასახელებულ სტრუქტურულ ერთეულებს. მითითებულ შემთხვევებში, სესხი გაცემულია ამ წესების დარღვევით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ წესის დარღვევა უნდა შეფასდეს შრომითი მოვალეობის უხეშ დარღვევად. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონით დადგენილი არ არის, თუ რა კრიტერიუმის საფუძველზე უნდა შეფასდეს ესა თუ ის დარღვევა შრომითი მოვალეობის უხეშ დარღვევად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს თავად შრომითი მოვალეობის თავისებურებიდან გამომდინარე, დაწესებულების საქმიანობის შინაარსის გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში, ნ-------–----–---–-ს დამსაქმებელია საბანკო დაწესებულება, რომლის საქმიანობის სფეროა სესხის გაცემა და მასზე დარიცხული სარგებლიდან შემოსავლის მიღება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ ნორმის მიხედვით, საკრედიტო ხელშეკრულების არსებითი პირობაა სესხის ოდენობაზე შეთანხმება. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სესხის ხელშეკრულების დადების დროს დაცული იყოს ბანკის მიერ შემუშავებული წესები, რომლის მიხედვით, კონკრეტულ ფილიალს დადგენილი აქვს სესხის თანხის ლიმიტი. ბანკის განყოფილებას ლიმიტის გადაჭარბებით სესხის გაცემის გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება არა აქვს და ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ბანკის რისკების განყოფილება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ბანკის განყოფილებისათვის გასაცემი სესხის თანხის ლიმიტის დაწესება და ლიმიტის გადაჭარბებული თანხის სესხის გაცემისათვის თანხმობის დაწესების მიზანია სესხის დაუბრუნებლობის რისკების შემცირება და ამ საკითხის გადაწყვეტა სათანადო ანალიზის საფუძველზე - მსესხებლის გადახდისუნარიანობის, მისი შემოსავლების, ამ შემოსავლის წყაროს შემოწმების გზით. თითოეული ხელშეკრულების თანხის ლიმიტის დაწესების შედეგად განისაზღვრება ბანკის განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულება. ამდენად, ამ წესის დაცვა ბანკის გამართული საქმიანობისათვის მნიშვნელოვანია, ხოლო ამ წესის დარღვევა ქმნის ბანკისათვის ზიანის მიყენების სერიოზულ რისკს.

 

ბანკის მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგენილი აქტების თანახმად, პეკინის ფილიალში ლიმიტის გადაჭარბებით სესხის გაცემის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც, ეს დარღვევა ერთჯერადი ხასიათის არ იყო, 2012 წელს მონიტორინგის შედეგად, ამ ფაქტების გამოვლენის შემდეგ, მსგავსი ფაქტები გამოვლინდა, ასევე 2013 წელს ჩატარებული მონიტორინგის დროსაც. შესაბამისად, განყოფილების ხელმძღვანელს ამ პრობლების გამოსწორების მიზნით ეფექტური ზომები არ მიუღია.

 

შრომითი მოვალეობის უხეშ დარღვევად უნდა შეფასდეს, ასევე რისკების განყოფილების თანხმობის გარეშე, სესხის გაცემის ფაქტი იმ პირზე, ვინც რეგისტრირებულია კრედიტინფოს მონაცემთა ბაზაში. ი-----–--------–--ლთან დადებულია ორი სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულება: 2012 წლის 25 ივნისს _ 1690 აშშ დოლარზე და 2013 წლის 12 ივლისს _ 2000 აშშ დოლარზე. მსესხებელი რეგისტრირებულია კრედიტინფოს ნეგატიურ ბაზაში, რის გამოც სესხი დამტკიცებული უნდა ყოფილიყო რისკების დეპარტამენტის მიერ. ბანკის მიერ დამტკიცებული „საცალო გაყიდვების სეგმენტში შემავალი კლიენტების უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მომსახურების მომსახურება პროცედურის“ პირველი თავი განსაზღვრავს კლიენტთან გასაუბრების წესებს. ამ თავის მე-5 პუნქტის მიხედვით, კლიენტი გადამოწმდება „კრედიტ ინფო საქართველოს“ საგადასახადო დავალიანების ბაზაში. თუ კლიენტს ერიცხება საგადასახადი დავალიანება, სესხის გაცემამდე ან გაცემისას, სასურველია აღნიშნული დავალიანების დაფარვა და ეს არ უნდა იყოს კლიენტისთვის სესხის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი.

5.6 პუნქტის მიხედვით, თუ კლიენტი უარს აცხადებს საგადასახდო დავალიანების

 

დაფარვაზე, საჭიროა, დავალიანების წარმოშობის მიზეზის დადგენა და აღნიშნულის სესხის პროექტში მითითება. პროექტი, ფილიალის ლიმიტის მიუხედავად, იგზავნება საკრედიტო რისკების და სესხების დაფარვის დეპარტამენტში განსახილველად.

 

მოსარჩელის განმარტებით, სესხის ხელშეკრულებების დადების დროს გამოვლენილი დარღვევებზე მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება დაუსაბუთებელია, რადგან თავად ბანკის მიერ შედგენილ მონიტორინგის ანგარიშშივე სესხის ხელშეკრულებებზე პასუხისმგებელ პირებად სხვა თანამშრომლებია მითითებული, რომლებიც ამ დარღვევევის გამო არ დასჯილან. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბანკის შინაგანაწესის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, განყოფილება არ სარგებლობს იურიდიული პირის სტატუსით. იგი წარმოადგენს სს „კ----------------------ის“ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, წესდების, გენერალური დირექტორის და დირექტორების, დირექტორატის, ბანკის შიდა ნორმატიული აქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სერვის ცენტრის მიზანია საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების ხარისხიანად და დროულად რეალიზაცია დაგეგმილი მოცულობების მიხედვით. ამ მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, სერვის ცენტრის მმართველი პირადად აგებს პასუხს სერვის ცენტრზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია დირექტორატის, გენერალური დირექტორისა და დირექტორების წინაშე.

 

განყოფილების/სერვის ცენტრის მმართველის თანამდებობრივ ინსტრუქციაში მითითებულია, რომ მმართველის მოვალეობაა ფილიალის/სერვის -ცენტრის საკრედიტო საქმიანობაზე კონტროლის დაწესება, კომპეტენციის და დადგენილი ლიმიტების ფარგლებში სესხების განხილვა/დამტკიცება, სესხის გასაცემად ყველა საჭირო საბუთის დამოწმება. სასესხო პორტფელის მუდმივი მონიტორინგი შესაბამის ოფიცრებთან ერთად და საჭიროების შემთხვევაში (მაგ. პრობლემური სესხების შემთხვევაში), შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და/ან ბანკის შესაბამის სტრუქტურული ქვედანაყოფის ინფორმირება.

 

ამდენად, ბანკის სერვის ცენტრის/განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია განყოფილების ფუნქციების შესრულებაზე, იგი წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების გამგებლობაში არსებული საკითხებს. შესაბამისად, ხელმძღვანელობითი ფუნქციის შესრულება გულისხმობს ბანკის თანამშრომლების მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესწავლას და ამის შედეგად სესხის გაცემის გადაწყვეტილების მიღებას.

 

ბანკის მიერ შედგენილი მონიტორინგის ანგარიშში ზემოთდასახელებულ სესხის ხელშეკრულებების პასუხისმგებელ პირად ნ-------–----–---–- მითითებული არ არის,თუმცა ეს მოსარჩელეს სამსახურებრივი პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს. მართალია, მოსარჩელე ხელშეკრულებების ტექნიკური მხარის მომზადებაში არ მონაწილეობს, მაგრამ იგი, როგორც განყოფილების უფროსი, იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სესხის გაცემის საკითხზე. შესაბამისად, მას ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა ისეთ შემთხვევაზე, როცა დარღვეულია სესხის გაცემის ლიმიტი, სესხის გაცემას მოითხოვს კრედიტინფოს ბაზაში რეგისტრირებული პირი და ეს სესხები გაცემულია რისკების დეპარტამენტის თანხმობის გარეშე.

 

შრომითი მოვალეობის მნიშვნელოვან დარღვევად უნდა შეფასდეს, ასევე ნ-------–----–---–-ს მიერ კლიენტთა სასესხო ვალდებულებების შესრულების ფაქტები.

 

„საცალო გაყიდვების სეგმენტში შემავალი კლიენტების უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მომსახურების მომსახურება პროცედურის“ მე-6 თავის მე-3 პუნქტის მიხედვით, ნაღდი სახით თანხის შეტანა მსესხებლის ანგარიშზე შესაძლებელია განახორციელოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა. კლიენტთა მომსახურების ოფიცერს და განყოფილების/სერვის -ცენტრის უფროსს არა აქვს უფლება დაფაროს საკუთარ პორტფელში არსებული კლიენტების სასესხო დავალიანება.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერებით დასტურდება, რომ ნ-------–----–---–-ს მიერ ნ-------------–---–-ს სესხის დასაფარად 2013 წლის 26 სექტემბერს, გადახდილია 846 ლარი. 2013 წლის 6 მარტს, ნ-------–----–---–-ს მიერ სალომე კვირიკაშვილის ანგარიშზე სესხის დასაფარად გადახდილია 2360 ლარი.

 

სს „კ----------------------ის“ საოპერაციო რისკების განყოფილების უფროსის _ მ-----–-----–---–---–-ს მიერ 2014 წლის 29 ივლისს გაცემულია ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ 2014 წლის იანვარში მოხდა აღმაშენებლის ფილიალის მმართველის ნ-------–----–---–-ს მიერ განხორციელებული ნაღდი ფულის ოპერაციების ანალიზი, მისი ბანკში მუშაობის დაწყებიდან 2014 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე. საკუთარ ანგარიშებზე შეტანილი ნაღდი ფულის ოდენობამ შეადგინა 1 871 235,06 ლარის ექვივალენტი, სხვა კლიენტების ანგარიშებზე 2 076 633,88 ლარი.

 

ამდენად, სს „კ----------------------ში“ საქმიანობის პერიოდში, ნ-------–----–---–-ს მიერ ხდებოდა ბანკის კლიენტთა სასესხო დავალიანების დაფარვა, რომლის საერთო თანხამ შეადგინა 2 076 633,88 ლარი. ამასთან, ნ-------–----–---–-ს პირად ანგარიშებზე ბანკის კლიენტების სასესხო დავალიანების დაფარვიდან ნაღდი ფულის სახით შეტანილია 1 871 235,06 ლარი. ბანკის მიერ მითითებული ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია და არგუმენტირებულად ვერ უარყო ბანკის მიერ მითითებული ეს გარემოებები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობის არსიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთი შემდეგნაირად ნაწილდება: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო სამართლწარმოების ძირითადი შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლით განსაზღვრულია მტკიცებულებათა წრე, რომელთა მეშვეობით შეიძლება მხარის მიერ მითითებულ გარემოებათა დამტკიცება. ესენია, თვით მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები.

 

მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას გასათვალისწინებელია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. ამ შემთხვევაში სადავოა შრომითი ურთიერთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, რის გამოც გასათვალისწინებელია შრომითი ურთიერთობის თავისებურებები. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2, მე-4-7 პუნქტების თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე; დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში, დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.

 

ამდენად, მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ დამსაქმებელმა უნდა დაადასტუროს იმ დარღვევების არსებობა, რომელთა გამოც შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა. ამ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა მოსარჩელის მიერ შრომის ხელშეკრულების პირობების დარღვევა, ხოლო შრომითი მოვალეობის დარღვევად ბანკმა მიიჩნია სერვის-ცენტრისათვის დადგენილი ლიმიტის გადაჭარბებით სესხების გაცემა რისკების დეპარტამენტის განყოფილების გადაწყვეტილების გარეშე, კლიენტთა სასესხო დავალიანების გადახდა, საკუთარ ანგარიშზე კლიენტთა თანხების ჩარიცხვა. ამ გარემოებების შესახებ მოპასუხის მიერ წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულებები, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, მხარეებზე მტკიცების ტვირთი თანაბრად ნაწილდება, რაც შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავაში, მოსარჩელეს ავალდებულებს დაამტკიცოს მის მიერ შრომითი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების ფაქტები, უარყოს დამსაქმებლის მიერ განცხადებული პრეტენზია. მოსარჩელე ნ-------–----–---–ს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება საოპერაციო რისკების განყოფილების მიერ გაცემული ცნობაში მითითებული ფაქტების საწინააღმდეგო გარემოებები. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ ამ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია ან მის ანგარიშზე არსებული კლიენტთა მიერ გადახდილი თანხები საბოლოოდ ბანკის ანგარიშზე აისახა.

 

მოსარჩელის განმარტებით, პეკინის ფილიალის მმართველად საქმიანობის განმავლობაში, მის გამგებლობაში არსებული განყოფილების საქმიანობა იყო წარმატებული, შემოსავლებმა იმატა, რაც მისი, როგორც ხელმძღვანელის კეთილსინდისიერ მუშაობას ნიშნავს. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მიერ მითითებულ ამ გარემოებას დაადასტურებს. შესაბამისად, სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ გამოვლენილი დარღვევებს არსებითი გავლენა არ მოუხდენია ფილიალის საერთო საქმიანობაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ სესხების მონიტორინგის ანგარიშები (ს.ფ. 222-241, ტომი 1);

_ ბანკის საოპერაციო რისკების განყოფილების ცნობა (ს.ფ. 273-276, ტომი 1);

_ სერვის-ცენტრის მმართველის თანამდებობრივი ინსტრუქცია (ს.ფ. 172-175, ტომი 1);

_ ბანკის შინაგანაწესი (ს.ფ. 160-164, ტომი 1);

_ „საცალო გაყიდვების სეგმენტში შემავალი კლიენტების უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მომსახურების პროცედურა“ (ს.ფ. 57-

72, ტომი 1);

_ ბანკის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება კრედიტების ლიმიტის შესახებ (ს.ფ. 95-

97, ტომი 1);

_ ბანკის მიერ ნ-------–----–---–-სათვის მიცემული მინდობილობის ასლი (ს.ფ. 54, ტომი 1).

 

სს „ტ--------მა“ ა---------–--------–---–თან და ნ-----–---------–---–თან დადებული სესხის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით განიცადა ზიანი

18 455,86 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სს „კ----------------------სა“ და ნ-----–---------–---–ს შორის 2012 წლის 14 იანვარს დაიდო სესხის ხელშეკრელება, რომლის საგანია 25 000 აშშ დოლარი, ვადა 84 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 17%. სესხი უზრუნველყოფილია იპოთეკით. საკრედიტო ხელშეკრულებასთან ერთად დაიდო ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ნ-----–---------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, თბილისში, ვ---------–----------–---, მ----------, კვარტ 8, კორპ 8, ბინა 28-ში. იპოთეკის საგანი ხელშეკრულებაში შეფასებულია 36 000 აშშ დოლარად, ხოლო მისი სწრაფად გასხვისების ღირებულება 25 000 აშშ დოლარად.

 

ნ-----–---------–---–მა სასესხო ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც იპოთეკის საგანი იძულებით აუქციონზე გასხვისდა 2013 წლის 23 დეკემბერს 34 200 ლარად (20 000 აშშ დოლარად), ხოლო აღმასრულებელმა ბინა შეაფასა 45 000 ლარად (27 000 აშშ დოლარად).

 

სს „კ----------------------ის“ მიერ წარმოდგენილი, ნ-----–---------–---–ის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით, სააღსრულებო წარმოების დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ნ-----–---------–---–მა სასესხო ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც ბანკმა მოითხოვა თანხის გადახდევინება იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით. ბანკმა თბილისის სააღსრულებო ბიუროს შესაბამისი განცხადებით მიმართა 2013 წლის 5 თებერვალს, სადაც მოითხოვა იპოთეკის საგნის რეალიზაცია ნ-----–---------–---–ის დავალიანების 26 758,07 აშშ დოლარის გადასახდევინებლად. აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსსახურის შემფასებლის _ ს--–---------–-–---–ის დასკვნით ნ-----–---------–---–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ბინა შეფასებულია 45 000 (26 000 აშშ დოლარი) ლარად.

 

იძულებით აუქციონზე ბინა გასხვისდა 34 200 ლარად (20 000 აშშ დოლარად). ნ-----–---------–---–ის დავალიანება სულ შეადგენდა 26 758,07 აშშ დოლარს, შესაბამისად იძულებითი აღსრულების გზით დავალიანება გადახდილია ნაწილობრივ და გადასახდელად დარჩენილია 6758,07 აშშ დოლარი.

 

სს „ტ---------ს“ პოზიცია ხელშეკრულებაში იპოთეკის საგნის უსწოროდ განსაზღვრის შესახებ ეფუძნება იმ ფაქტს, რომ იძულებითი აღსრულების დროს, იპოთეკის საგნის ღირებულება განისაზღვრა ხელშეკრულებაში მითითებულ ფასზე მნიშვნელოვნად

 

ნაკლები ფასით და გაცემული სესხი სრულად ვერ დაბრუნდა. შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ წარმოდგენილია ბინის ფოტოსურათები, რომლებითაც დასტურდება, რომ ბინა არის ურემონტო, თუმცა ეს გარემოება საკმარისი არ არის იმის დასასტურებლად, რომ ქონების ღირებულება აშკარად არასწორად არის განსაზღვრული. ბინის საბაზრო ფასის არასწორად შეფასებას, ასევე არ ამტკიცებს მხოლოდ ის ფაქტი, რომ სააღსრულებო ბიუროს შემფასებელმა ბინა შეაფასა 10 000 აშშ დოლარით ნაკლებ ფასად. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია აუდიტის დასკვნა ან ექსპერტიზის დასკვნა იმ საკითხზე, თუ იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს რამდენს შეადგენდა ბინის ღირებულება ისეთ პირობებში, როგორც წარმოდგენილია ფოტოსურათებზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ბანკის მიერ დადგენილი პროცედურის მე-3 თავის მიხედვით, თუ სესხის თანხა ნაკლებია ან ტოლია 50 000 აშშ დოლარისა და სესხის უზრუნველყოფა არის საცხოვრებელი ფართი, ქონებას აფასებს კლიენტთან ურთიერთობის ოფიცერი ან სერვის-ცენტრის უფროსი. ამ შემთხვევაში ქონების შეფასების აქტს ხელს აწერს კლიენტთა მომსახურების ოფიცერი თამარ აფციაური. აღსანიშნავია, რომ სესხის უზრუნველსაყოფად დადებულია ნასყიდობისა და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ნ-----–---------–---–მა იპოთეკის საგანი დინა გოგაძისაგან შეიძინა 36 000 აშშ დოლარად. შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული ფასი, ამავე დროს არის ამ უძრავი ქონების ნასყიდობის ფასი. ამდენად, ბინის ასეთი ფასი არ ეფუძნება მხოლოდ ბანკის თანამშრომლის შეხედულებას და შეფასებას და წარმოადგენს მყიდველისა და გამყიდველის მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში შეთანხმებულ ფასს. ამდენად, ამ ღირებულების უსწორობა მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა შესაბამისი მტკიცებულებით, რაც წარმოდგენილი არ არის.

 

სს „კ----------------------ის“ პეკინის ფილიალის მმართველს ნ-------–----–---–სა და ა---------–--------–---–ს შორის, 2012 წლის 5 ივნისს, დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება ჩNშ AUთ შ-----------------, რომლის საფუძველზე, ბანკა გასცა სესხი 10 870 აშშ დოლარი 36 თვის ვადით, წლიური 18% სარგებლის დარიცხვით. 2012 წლის 5 ივნისს დადებული გირავნობის ხელშეკრულებით, კრედიტის უზრუნველსაყოფად დაგირავდა ა---------–--------–---–ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთი - ავტომობილი მერსედეს ბენც E 200 სახ. ნომერი ღ-------, რომელიც შეფასდა 16 210 აშშ დოლარად, თანამონაწილეობის თანხა განისაზღვრა 6 484 აშშ დოლარით.

 

2012 წლის 24 სექტემბერს, დაგირავებული ავტომანქანა ნ-------–----–---–-ს თანხმობით, გასხვისდა თურქეთის საელჩოს თანამშრომელზე. კერძოდ, 2012 წლის 24 სექტემბრის განცხადებით, სს „კ----------------------ის“ პეკინის ფილიალის მმართველმა ნ-------–----–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა, შეიცვალოს გირაოს - ავტომობილის მერსედეს ბენც E 200 სახ ნომერი ღ------- მესაკუთრე ა---------–--------–---–ი და მის მაგივრად მესაკუთრედ აღირიცხოს თურქეთის საელჩოს დიპლომატი ჰ----------------- (HUშEYIN GUVENDIK). ბანკი არის თანახმა აღნიშნულ ცვლილებაზე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 23 სექტემბრის ცნობის თანახმად, ავტომობილის მერსედეს ბენც E 200 საიდენტიფიკაციო ნომერი ჭ---------------- 2012 წლის 24 სექტემბრიდან რეგისტრირებულია სანომრე ნიშნით - 003D85 ჰ-----------------ის სახელზე. ავტომობილზე 2012 წლის 5 ივნისიდან რეგისტრირებულია გირავნობა, დამგირავებელი ა. მ------–---–-, მოგირავნე სს «კ----------------------ი». ამ ცნობით დასტურდება, რომ 2012 წლის 24 სექტემბრიდან ავტომობილის მესაკუთრის შეცვლასთან ერთად შეიცვალა ავტომობილის სახელმწიფო ნომერი და მიენიჭა დიპლომატიური სამსახურის ნომერი.

 

ა---------–--------–---–მა ბანკისათვის კრედიტის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა. 2013 წლის 9 ოქტომბერს, ბანკმა ა---------–--------–---–ს გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება და აცნობა, რომ მისი დავალიანება შეადგენს 11 967,79 აშშ დოლარს და განუსაზღვრა ვალდებულების შესრულების დამატებითი ვადა - შეტყობინების ჩაბარებიდან 14 დღე. ბანკმა წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა ასევე ავტომობილის მესაკუთრეს, ჰ-----------------ს, აცნობა ა---------–--------–---–ის დავალიანების ოდენობა და განუმარტა, რომ გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, შეტყობინების გაცნობიდან 14 დღის ვადაში, ავტომობილზე მფლობელობის უფლება უნდა გადაეცა ბანკისათვის.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 26 მარტის წერილში მითითებულია, რომ სამინისტრომ მიღო საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ნოტა, რომლითაც იტყობინებიან, რომ 2012 წლის 24 სექტემბერს, საელჩოს მესამე მდივნის _ რეიზან ა----------------ის მეუღლემ ჰ-----------------მა ა---------–--------–---–ისგან ნაღდი ანგარიშსწორებით, 14 000 აშშ დოლარად შეიძინა ავტომობილი მერსედეს ბენც E-200, რომლის ყიდვისას, კომპეტენტურ ორგანოებს არ განუმარტავთ მისი გირავნობის შესახებ. ორი თვის წინ, როდესაც გუვენდიქმა გადაწყვიტა ავტომობილის გასხვისება, მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულების გამო ავტომობილი იყო დაყადაღებული. მას სააგენტოში გააცნეს ბანკის წერილობითი თანხმობა ავტომობილის გასხვისებაზე. ასევე გააცნეს დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ შემძენი ფლობდა ინფორმაციას ავტომობილის დაგირავების შესახებ და რომ დამგირავებელსა და შემძენს ამ ვალზე ერთობლივად ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა. გუვენდიქის განცხადებით, მას ასეთ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. ამასთან, წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებულია ავტომობილის დიპლომატიური ნომერი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საბუთი მომზადებულია ავტომობილის გაყიდვის შემდეგ.

 

ამდენად, ა---------–--------–---–ის დავალიანების იძულებით გადახდევინება ვერ განხორციელდა, რადგან დაგირავებული ავტომანქანა გადავიდა დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის საკუთრებაში. ა---------–---------–---–თან 2012 წლის 5 ივნისს დადებული ჩNშ AUთ შ----------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანება არის 11 697,79 აშშ დოლარი, რადგან მოვალისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში მოთხოვნილია ამ თანხის გადახდა.

 

აღნიშნული თანხა არის ბანკის მიერ მიუღებელი შემოსავალი. ამ დავალიანების იძულებით გადახდევინება კი შეუძლებელი გახდა იმის გამო, დაგირავებული ავტომობილზე საკუთრების უფლება გადაეცა დიპლომატიური სტატუსის მქონე პირს.

 

დაგირავებული ავტომობილის მესაკუთრე შეიცვალა ბანკის პეკინის ფილიალის მმართველის _ ნ-------–----–---–-ს თანხმობით, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. კერძოდ, ბანკის მიერ გაცემული მინდობილობით, ნ-------–----–---–- უფლებამოსილი იყო ბანკის ფილიალის სახელი დაედო გენერალური საკრედიტო, საბანკო კრედიტი და ოვერდრაფტის ხელშეკრულებები. ასევე ბანკის პეკინის ფილიალიდან გასაცემი საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის (იპოთეკის, გირავნობის, თავდებობის, მოვალის გარანტიის) ხელშეკრულებები. ამდენად, მინდობილობა ითვალისწინებდა საკრედიტო და გირავნობის ხელშეკრულების დადების უფლებამოსილებას, რაც მოიცავს, ასევე ამ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილებასაც. თუმცა სადავო ფაქტი ხელშეკრულებაში ცვლილებად ვერ განიხილება, რადგან საქმე შეეხება მოვალის მიერ მესამე პირთან გარიგების დადებას და არა _ ბანკთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულებების ცვლილებას. ვინაიდან ნ-------–----–---–-სათვის ცნობილი იყო, რომ ქონების შემძენი იყო უცხო სახელმწიფოს დიპლომატი, ეს ზრდიდა გირავნობის საგნის რეალიზაციაში დაბრკოლების რისკს, რადგან დიპლომატიური აგენტისათვის კუთვნილი ავტომობილის მფლობელობის უფლების ჩამორთმევა საჭიროებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით საკითხის გადაწყვეტას.

 

მტკიცებულებები:

_ 2012 წლის 17 იანვრის საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებების ასლები (ს.ფ. 138-

155, ტომი 2);

_ ქონების შეფასების აქტი (ს.ფ. 154, ტომი 2);

_ სააღსრულებო წარმოების დოკუმენტაციის ასლი (ს.ფ. 155-166, ტომი 2);

_ 2012 წლის 5 ივნისის საკრედიტო და გირავნობის ხელშეკრულებების ასლები (ს.ფ.

167-187, ტომი 2);

_ ნ-------–----–---–-ს განცხადების ასლი (ს.ფ. 189, ტომი 2);

 

_ ბანკის შეტყობინებების ასლები (ს.ფ. 190-193, ტომი 2);

_ მომსახურების სააგენტოს ცნობის ასლი (ს.ფ. 194, ტომი 2);

_ ბანკის მიერ ნ-------–----–---–-სათვის მიცემული მინდობილობის ასლი (ს.ფ. 54, ტომი 1).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა , როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამ შემთხვევაში, ნ-------–----–---–სა და სს „ტ--------ს“ შორის არსებული სადავო სამართლებრივი ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობაა, რადგან შრომის კოდექსის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა არის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობა: საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

სშკ-ის მე-6 მუხლით განსაზღვრულია, თუ რა არის შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები. ამ ნორმის მე-9 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის მიხედვით, შრომის ხელშეკრულების ერთერთი არსებითი პირობაა დასაქმებულის თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ ნორმით დადგენილია ვალდებულებითი ურთიერთობის ძირითადი პრინციპი, რომლის მიხედვით, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს უპირობოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად - დათქმულ ვადაში და ადგილას. ამავე ნორმის მითითებით, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომით ურთიერთობაში. შესაბამისად, დასაქმებულმა შრომითი ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს სათანადო გულისხმიერებით, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

 

მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულება შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან დამსაქმებლის პრეტენზიები შეეხება შრომითი მოვალეობის უხეშ დარღვევას. ამ ნორმის მიხედვით, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

 

მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება უნდა შეფასდეს იმ თვალსაზრისით, თუ რა სამსახურებრივი მოვალეობა დაარღვია დასაქმებულმა, რაც უნდა დადგინდეს მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შინაარსიდან გამომდინარე.

 

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს, ნ-------–----–---–- მუშაობდა ბანკის აღმაშენებლის განყოფილების უფროსად, ხოლო მანამდე იგი დასაქმებული იყო, ასევე ბანკის პეკინის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს, რომ შრომის შინაგანაწესი ხელშეკრულების ნაწილია. ამ შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია პირს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს შრომის შინაგანაწესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდგომ – მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება. ნ--------–----–---–თან დადებულ შრომის ხელშეკრულების 1.2 პუნქტის მიხედვით,დამსაქმებლისა და თანამშრომლის უფლება მოვალეობები განისაზღვრება ხელშეკრულებით, ბანკის შიდა ნორმატიული აქტებით და ბანკის შინაგანაწესით. რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს. შრომის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე დასაქმებული იყო ბანკის განყოფილების უფროსად, შესაბამისად, მისი ქმედებების შესაფასებლად უნდა დადგინდეს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, თუ რა შედიოდა ბანკის განყოფილების კომპეტენციაში.

 

სს „ტ---------ს“ შინაგანაწესის 41-ე მუხლის მიხედვით, ბანკის განყოფილება (ფილიალი, სერვის-ცენტრი) საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, წესდების, დირეტორების გადაწყვეტილებების და ბანკის შიდა ნორმატიული აქტების საფუძველზე. შინაგანაწესის 44-ე მუხლის მიხედვით, ბანკის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებთან დაკავშირებული საკითხის მოწესრიგებისას, ბანკი ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება – შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია ორგანული კანონით – საქართველოს შრომის კოდექსით. ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის თანახმად, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში, მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; ბ) მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლება საპატიო მიზეზების გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში. მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ მუშაკის მიერ მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება საპატო მიზეზების გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქარტიის ეს ნორმა საქართველოში სავალდებულოდ აღიარებული არ არის, თუმცა საქართველოს შრომის კოდექსი ქარტიის ამ დებულებების შესაბამისად იცავს დასაქმებულის უფლებას, რადგან ითვალისწინებს ხელშეკრულების შეწყვეტას შინაგანაწესით ან შრომის ხელშეკრულების უხეში დარღვევის გამო, ასევე ადგენს დამსაქმებლის ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას და წესებს.

 

ამ დებულებების შესაბამისად, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ნება უნდა იყოს დასაბუთებული. სასამართლომ განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობის არსიდან გამომდინარე, დამსაქმებლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლების დადასტურების ვალდებულება ეკისრება დამსაქმებელს. შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა უნდა ეფუძნებოდეს დამსაქმებლის მიერ გამოკვლეულ, სათანადოდ დადასტურებულ გარემოებებს.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. ამ ნორმის მიხედვით, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას იწვევს შრომითი მოვალეობის არა ყოველგვარი, არამედ უხეში დარღვევა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომითი მოვალეობების უხეშ დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს სამსახურებრივი მოვალეობების სისტემატიური დარღვევა, შრომის დისციპლინის ისეთი დარღვევა, რაც არსებით გავლენას ახდენს დასაქმებულის მიერ შრომითი მოვალეობის შესრულებაზე, ქმედება, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა დამსაქმებელი ან ქმნის სერიოზული ზიანის საფრთხეს, შრომითი მოვალეობების ისეთი დარღვევა, რომლის გამოც დასაქმებულის მიერ შრომითი მოვალეობის შესრულების გაგრძელება შეუძლებელია. ამასთან, ეს გარემოებები სათანადოდ უნდა იყოს დადგენილი და გამოკვლეული დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ-------–----–---–მა უხეშად დაარღვია მისი სამსახურებრივი მოვალეობა, გადააჭარბა ბანკის შინაგანაწესით და დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მის უფლებამოსილებას. კერძოდ, მის გამგებლობაში არსებული ბანკის განყოფილების სახელით არაერთხელ გაიცა კრედიტი, რომლის თანხა აჭარბებდა ბანკის დირექტორატის მიერ ფილიალისათვის დადგენილ ლიმიტს. სესხის გაცემის გადაწყვეტილება ნ-------–----–---–მა მიიღო დამოუკიდებლად, ბანკის საკრედიტო რისკების განყოფილების თანხმობის გარეშე.

 

შრომითი მოვალეობის უხეშ დარღვევად უნდა შეფასდეს ასევე სესხის გაცემა იმ პირზე, რომელიც რეგისტრირებულია კრედიტინფოს მონაცემთა ნეგატიურ ბაზაში. ასეთ პირზე სესხის გაცემა კრედიტის დაუბრუნებლობის მომეტებულ რისკს შეიცავს, რადგან უკვე გამოვლენილია კლიენტის მიერ სხვა საკრედიტო ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების ფაქტები. ბანკის მიერ დადგენილი პროცედურებით, ასეთ შემთხვევაში, ფილიალის ხელძღვანელი არ არის უფლებამოსილი დომოუკიდებლად მიიღოს ასეთ პირისათვის სესხის გაცემის გადაწყვეტილება და ეს უნდა შეთანხმდეს ბანკის საკრედიტო რისკების განყოფილებასთან.

 

ნ-------–----–---–-ს მიერ შრომითი მოვალეობის უხეშ დარღვევად და არაკეთილსინდისიერ ქმედებად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ იგი ბანკის მიერ დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ თავად ასრულებდა მის გამგებლობაში არსებული ბანკის ფილიალის მიერ გაცემულ სასესხო ვალდებულებებს, ასევე მისი პირად ანგარიშზე ირიცხებოდა ბანკის კლიენტთა მიერ მიღებული კრედიტების გასასტუმრებლად გადახდილი თანხები. ამ ქმედების შესაფასებლად მნიშვნელოვანია შეფასდეს საბანკო საქმიანობის არსი.

 

სს „ტ---------ს“ შინაგანაწესის 45-ე მუხლის მიხედვით, ბანკირებს აკისრიათ განსაკუთრებული, ნდობაზე დაფუძნებული პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს მათდამი რწმუნებული ბანკის მიმართ ყურადღებას, გულმოდგინებას, გონივრულ წინდახედულებას, დამოკიდებულებასა და ერთგულებას. ყოველივე ამის უზრუნველსაყოფად ადმინისტრატორმა თავიდან უნდა აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი და გადაწყვეტილების მიღებაზე პირადი ინტერესების ზეგავლენა.

 

ნ-------–----–---–თან შრომითი ურთიერთობის დროს მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 სექტემბრის N 234 ბრძანებით დამტკიცებულია „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულება“. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ბანკის ეფექტიანად მართვისა და დეპოზიტორთა ნდობის მოპოვების აუცილებელი წინაპირობაა, ბანკის ადმინისტრატორებს ჰქონდეთ საბანკო საქმიანობის წარმოებისათვის აუცილებელი სათანადო კვალიფიკაცია, პროფესიული გამოცდილება, შესაბამისი კომპეტენცია და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება. მე-4 პუნქტის მიხედვით, ბანკის ადმინისტრატორები ვალდებული არიან პირად და ბანკის ინტერესებზე მაღლა დააყენონ დეპოზიტორთა ფულადი სახსრების დაცვის საიმედოობა და უსაფრთხოება, ვინაიდან ბანკის ადმინისტრატორთა საქმისადმი არაპროფესიონალური და არაკეთილსინდისიერმა დამოკიდებულებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბანკის გადახდისუუნარობა და გაკოტრება, საფრთხე შეუქმნას დეპოზიტორთა ფულად სახსრებს და შეასუსტოს საზოგადოების ბანკებისადმი ნდობა, რაც საბანკო სისტემის სტაბილურობის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია. 5. ბანკის ეფექტიანად მართვაში კვალიფიციური, პროფესიონალი, გამოცდილი, კომპეტენტური და კეთილსინდისიერი ადმინისტრატორების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი ბანკის ადმინისტრატორებს უდგენს შესაფერისობის კრიტერიუმებს. ამავე მუხლის 11-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ დებულების მოთხოვნები შეეხება ბანკის ფილიალის და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, მის მოადგილესა და მათი უფლებამოსილების განმხორციელებელ პირებს.

 

ეროვნული ბანკის აღნიშნული ბრძანების პრეამბულაში მითითებულია, რომ საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი ვალდებულია მოქმედი ადმინისტრატორების ხელახალი ან ახალი ადმინისტრატორების დანიშვნა განახორციელოს ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით და შესაბამისი ინფორმაცია წარუდგინონ ეროვნულ ბანკს. ეს დებულება არ ნიშნავს, რომ ბრძანებით განსაზღვრული წესი მხოლოდ ბანკირის შერჩევის, მასთან შრომის ხელშეკრულების დადების დროს უნდა დაიცვან. ეს ბრძანება ადგენს სახელმძღვანელო პრინციპს, რომლითაც უნდა შეფასდეს ბანკში დასაქმებული ადმინისტრატორების საქმიანობის კანონშესაბამისობა.

 

ბანკის პერსონალის საქმიანობაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოვალეობებისადმი გულისხმიერი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულება, რადგან საქმე შეეხება იმ პირთა ქონებრივ ინტერსებს, რომლებიც ბანკს საკუთარ ფინანსურ კაპიტალს ანდობენ. ბანკის ადმინისტრატორთა საქმისადმი არაპროფესიონალურმა და არაკეთილსინდისიერმა დამოკიდებულებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბანკის გადახდისუუნარობა და გაკოტრება, საფრთხე შეუქმნას დეპოზიტორთა ფულად სახსრებს. შესაბამისად, ბანკის ადმინისტრატორის არაკეთილსინდისიერი ქმედება საფრთხეს უქმნის არა მარტო ბანკის ქონებრივ ინტერესებს, არამედ ქმნის მესამე პირთა ქონებრივი უფლებების ხელყოფის საფრთხეს.

 

ნ-------–----–---–-ს მიერ სესხის ხელშეკრულებების დადების დროს დაშვებულია სხვადასხვა სიმძიმის დარღვევები, რომლებიც ცალკე, დამოუკიდებლად შესაძლოა უხეშ დარღვევად არ შეფასებულიყო (მაგ. სესხის ხელშეკრულების პროექტებში გარკვეული ინფორმაციის მიუთითებლობა), თუმცა ქმედებები ჩადენილია არაერთგზის. გარდა ამისა, ნ----- ლაქოშვილის მიერ ჩადენილია სხვა არსებითი ხასიათის დარღვევები, მან არაერთხელ გადააჭარბა უფლებამოსილებას ლიმიტის გადაჭარბებით სესხის გაცემით, რის გამოც მის მიერ სესხის ხელშეკრულებების გაცემის დროს დაშვებული დარღვევები ერთიობლიობაში უნდა შეფასდეს შრომითი მოვალეობის უხეშ დარღვევად.

 

შრომის ხელშეკრულების უხეშ დარღვევად, ამასთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის ობიექტურ გარემოებად შეიძლება შეფასდეს ნ-------–----–---–-ს პირად ანგარიშზე კლიენტთა მიერ სესხის დასაფარად გადახდილი თანხების ჩარიცხვა. საბანკო საქმიანობის არსიდან გამომდინარე, ბანკის თანამშრომელთან და გამორჩეულად ბანკის ადმინისტრატორთან შრომითი ურთიერთობა განსაკუთრებულ ნდობას ეფუძნება, რაც ბანკირს ავალდებულებს მოვალეობა შეასრულოს გულმოდგინედ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რადგან საქმე შეეხება როგორც ბანკის ქონებას, ისე მესამე პირთა ქონებრივ ინტერესებს. ნ-------–----–---–მა ფილიალის მმართველად მუშაობის დროს არაერთგზის დაარღვია ბანკის მიერ დადგენილი

 

აკრძალვა და დიდი ოდენობით თანხას იხდიდა ფილიალის კლიენტთა კრედიტების გასასტუმრებლად. ეს გარემოება ბანკისათვის ქმნის გონივრული ეჭვის საფუძველს, რომ შესაძლოა ბანკის კუთვნილი ფულადი სახსრების არამართლზომიერ განკარგვას აქვს ადგილი, მით უფრო, რომ ნ-------–----–---–-ს პირად ანგარიშზე, ასევე ჩარიცხულია კლიენტების მიერ კრედიტის დასაბრუნებლად გადახდილი თანხა.

 

აქვე სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია, სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. ეს ნორმა შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად ადგენს ისეთ გარემოებას, რაც ამავე ნორმის სხვა დებულებებით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული. ნ-------–----–---–-ს პირად ანგარიშზე კლიენტთა თანხების მოძრაობამ, ამ თანხების სოლიდურმა ოდენობამ და სხვა დარღვევებმა განაპირობა მის მიმართ ნდობის დაკარგვა, რაც ზემოთდასახელებული ნორმის საფუძველზე წარმოადგენს ”სხვა ობიექტურ გარემოებას”, რაც ამართლებს მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. სასამართლო სამართლებრივად აფასებს რა, ნ-------–----–---–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულ გარემოებებს, დაასკვნის, რომ შრომითი ურთიერთობის (ხელშეკრულების) შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, ასევე შეიძლებოდა ყოფილიყო სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ო” ქვეპუნქტი: თუ გავიზიარებთ მოსარჩელის პოზიციას და ვიტყვით, რომ მოპასუხემ შეწყვიტა მასთან დადებული ის (ბოლო) ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, დამსაქმებელი ვერ უთითებს მის მიერ რაიმე დარღვევის ჩადენას, ასეთ შემთხვევაში, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ო” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ”სხვა გარემოებას” წარმოადგენს მის მიმართ ნდობის დაკარგვა, რაც განაპირობა იმ სავალალო შედეგებმა, რაც გამოწვეული იყო წინა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოსარჩელის დარღვევებით. აღნიშნული დარღვევების შედეგების შესახებ დამსაქმებელმა შეიტყო სწორედ ბოლო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, რაც გახდა ნ-------–----–---–-ს მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველი.

 

სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის ის მოსაზრება, რომ მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას საფუძვლად არ დასდებია 2013 წლის 31 დეკემბერის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება – აღმაშენებლის ფილიალში გადაცდომის ჩადენა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე დაინიშნა ბანკის აღმაშენებლის განყოფილების უფროსად, ხოლო მანამდე იგი მუშაობდა ბანკის პეკინის ფილიალის მმართველად, სადაც საქმიანობის დროს გამოვლენილი დარღვევების გამო მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან. სასამართლომ გადაწყვეტილების აღწერილობით

 

ნაწილში იმსჯელა და დაასაბუთა, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის დროს მხარეებს შორის არსებობდა განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომის ხელშეკრულება, რადგან ერთსა და იმავე დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობა გრძელდებოდა 5 წელზე მეტი ხნის მანძილზე. 2013 წლის 31 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება სხვა შრომით ხელშეკრულებად ვერ ჩაითვლება, რადგან ნ-------–----–---–მა გააგრძელა უკვე არსებული შრომითი ურთიერთობა, ამასთან, კვლავ ბანკის ადმინისტრატორის თანამდებობაზე, შეიცვალა მხოლოდ ტერიტორიული დანაყოფი. ამდენად, დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო ხელშეკრულების გაგრძელებამდე არსებული ფაქტებისათვის მიეცა შეფასება და გამოევლინა შესაბამისი ნება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საკითხზე.

 

ნ-------–----–---–-ს სარჩელის ერთერთი საფუძველია ასევე ის ფაქტი, რომ შრომის ხელშეკრულების გაგრძელებამდე, ბანკისათვის სადავო ფაქტები ცნობილი იყო 2012 წლიდან და შრომითი ურთიერთობა ამის მიუხედავად გაგრძელდა. ნ-------–----–---–-ს გამგებლობაში არსებული ბანკის ფილიალი ბანკის მონიტორინგის სამსახურმა შეამოწმა 2012 და 2013 წელს, რის შესახებ საქმეში წარმოდგენილია წერილობითი ანგარიშები. ბანკის შინაგანაწესის 47-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, შრომითი მოვალეობის შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების ან/და დირექტორატის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ბანკის ადმინისტრაცია უფლებამოსილია გამოყენოს შემდეგი დისციპლინური სასჯელები: შენიშვნა, გაფრთხილება; საყვედური და/ან ფულადი ჯარიმა ხელფასის არანაკლებ 3%-ის და არაუმეტეს 10%-ის ოდენობით; სამსახურიდან დათხოვნა. შინაგანაწესით დადგენილი არ არის, თუ გადაცდომის ჩადენიდან ან გამოვლენიდან რა ვადაში შეიძლება დისციპლინური სასჯელის დაკისრება. მონიტორინგის სამსახურის მიერ სესხის ხელშეკრულებების დადების დროს ჩადენილი გადაცდომები გამოვლენილია 2012-2013 წლებში, ხოლო მოსარჩელე გათავისუფლებულია 2014 წლის თებერვალში. ამასთან, ნ-------–----–---–-ს პირად ანგარიშზე არსებული ნაღდი ფულის ოპერაციების ანალიზი განხორციელდა 2014 წლის იანვრის შუა რიცხვებში, რის გამოც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიღებულია დარღვევის გამოვლენიდან გონივრულ ვადაში. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ნ-------–----–---–-ს მიერ წინა პერიოდში ჩადენილი დარღვევებით ბანკისთვის სავალალო შედეგები დადგა სწორედ მისი აღმაშენებლის განყოფილებაში მუშაობის დროს. აღნიშნულმა განაპირობა მის მიმართ ნდობის დაკარგვაც და შესაბამისად, მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაც.

 

სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოსაზრება მისი დისკრიმინაციის შესახებ.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო; დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.

 

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად; ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

 

მოსარჩელე ვერ მიუთითებს ამ ნორმებით განსაზღვრულ ისეთ ფაქტებს, რაც მის მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. მოსარჩელის მიმართ არათანაბარ მოპყრობას, მის უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენებას, სასამართლოს აზრით, გამორიცხავს ის ფაქტი, რომ მონიტორინგის სამსახურის მიერ დარღვევად მიჩნეული ფაქტების გამოვლენის პირობებში, ნ-------–----–---–ს გაუგრძელდა შრომის ხელშეკრულება, ხოლო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტი თავისთავად დისკრიმინაციაზე არ მიუთითებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემა ან დასაქმებულის ინიციტივით შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა არის ცალმხრივი ნების გამოვლენა, რომლის ნამდვილობა უნდა შეფასდეს ზოგადად გარიგებების ნამდვილობისათვის კანონით დადგენილი წესების საფუძველზე.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ დასაქმებულის ინიციატივით ნ-------–----–---–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა გამოწვეულია მოსარჩელის მხრიდან შრომითი მოვალეობის უხეში დარღვევით, რის გამოც ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის ცალმხრივი ნების გამოვლენა შეესაბამება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტს და მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანების ბათილობის საფუძველი არ არსებობს.

 

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერების გამო არ არსებობს მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის საფუძველი. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამ ნორმის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენის ბათილობის შედეგად უნდა აღდგეს მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა და დამსაქმებელმა უნდა აღადგინოს გათავისუფლებამდე არსებულ სამუშაო ადგილზე ან უზრუნველყოს ტოლფასი სამუშაოთი. ამ ნორმის მიზანია მოსარჩელის შრომითი უფლებების დაცვა, მისი დასაქმების უფლების რეალიზაცია. სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიიჩნია სადავო ბრძანების (გადაწყვეტილების) ბათილად ცნობა, შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული რომელიმე ღონისძიების (სამსახურში აღდგენა და სხვ.) გამოყენება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე დასაქმებულია: სს „ლ-------------სა“ და ნ-------–----–---–ს შორის 2014 წლის 2 ივნისს დადებული შრომის ხელშეკრულებით, მოსარჩელე მუშაობს სს „ლ-------------ში“ სტრატეგიული გაყიდვების კოორდინ-----რად. ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 2 წელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. ამ ნორმით გათვალისწინებულია დასაქმებულისათვის შრომის ანაზღაურების მიცემა დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა მართლზომიერად, რის გამოც არ არსებობს მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების საფუძველი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების დადასტურების პირობებშიც, სამუშაოზე აღდგენის დღემდე განაცდურის დაკისრების ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს, რადგან ნ----- ლაქოშვილი 2014 წლის 2 ივნისიდან დასაქმებულია. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში იგი იღებს შრომის ანაზღაურებას მასთან დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე, რის გამოც 2014 წლის 2 ივნისის შემდგომი პერიოდის განაცდურის მიღების საფუძველი ამ საფუძვლითაც აღარ იარსებებდა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „ტ---------ს“ შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო, კერძოდ,საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მიხედვით, 1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით . 2. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. 3. შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას.

 

ამ ნორმის მიხედვით, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობაში, ამ კოდექსის გარდა გამოიყენება, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები იმ შემთხვევაში, როცა ამ კანონით შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხი მოწესრიგებული არ არის.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილია ზოგადი წესი, რომლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას გათვალისწინებული უნდა იქნას სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმების მოთხოვნები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 395-ე მუხლის მიხედვით, მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

აღნიშნულ ნორმებით განსაზღვრულია ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის ოთხი აუცილებელი პირობა, რომელთა ერთობლიობა წარმოშობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. კერძოდ, უნდა დადასტურდეს ზიანის - დაზარალებულის ქონების შემცირების ან ვალდებულების გაზრდის ფაქტი, ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანის მიმყენებლის ბრალი, მიზეზობრივი კავშირი მოვალის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

ნ-------–----–---–-სათვის წარდგენილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ეფუძნება სესხის ხელშეკრულებების დადების დროს ჩადენილ გადაცდომებს, რამაც გამოიწვია ნ-----–---------–---–ის სესხის ნაწილობრივ გადახდევინება, ა---------–--------–---–ის სესხის გადაუხდელობა და სხვ.

 

ნ-----–---------–---–ისთვის გადაცემული სესხის თანხის არასრულად გადახდევინება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ იპოთეკით დატვირთული ქონება იძულებით აუქციონზე გასხვისდა სესხის დავალიანებაზე ნაკლებ თანხად. ბანკი მოპასუხის არამართლზომიერ და ბრალეულ ქმედებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს იპოთეკის საგნის ღირებულება განისაზღვრა მის რეალურ ღირებულებაზე აშკარად მეტი თანხით. ვინაიდან აუდიტის დასკვნით არ არის დადასტურებული იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების დროს ქონების რეალური ღირებულება, ხელშეკრულებაში მითითებული ფასის განსაზღვრა ვერ შეფასდება ბანკისათვის ზიანის გამომწვევ ქმედებად.

 

ამასთან, ქონების შეფასების აქტი არ არის შედგენილი პირადად ნ-------–----–---–-ს მიერ, რის გამოც მხოლოდ ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერის ფაქტი მხოლოდ მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი ვერ გახდება.

 

რაც შეეხება ა---------–--------–---–ის სესხის ხელშეკრულების შეუსრულებლობას, ბანკის მოთხოვნის საფუძველია ის ფაქტი, რომ ნ-------–----–---–-ს თანხმობით დაგირავებული ავტომობილი საკუთრებაში გადაეცა უცხო ქვეყნის დიპლომატს, რომლისთვისაც ავტომობილის მფლობელობის შეწყვეტა დაუშვებელია.

 

„დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“ ვენის კონვენციის 31-ე მუხლის მიხედვით,1. დიპლომატიურ აგენტს აქვს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სისხლის სამართლის იურისდიქციის იმუნიტეტი. მას აქვს აგრეთვე სამოქალაქო და ადმინისტრაციული იურისდიქციის იმუნიტეტი, გარდა იმ შემთხვევებისა , როცა ა)აღძრულია სანივთო სარჩელი, რომელიც შეეხება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ კერძო უძრავ ქონებას, თუ იგი მაკრედიტებელი სახელმწიფოს სახელით არ ფლობს ამ ქონებას წარმომადგენლობის მიზნებისათვის; ბ) აღძრულია სარჩელი, რომელიც შეეხება მემკვიდრეობას, რომლის მიმართაც დიპლომატიური აგენტი გვევლინება ანდერძის აღმსრულებლად, სამემკვიდრეო ქონების მზრუნველად ან საანდერძო დანაკისრის მიმღებად, როგორც კერძო პირი, და არა მააკრედიტებელი სახელმწიფოს სახელით; გ)აღძრულია სარჩელი, რომელიც შეეხება ყოველგვარ პროფესიულ და კომერციულ საქმიანობას, რომელსაც დიპლომატიური აგენტი თავისი ოფიციალური ფუნქციების ფარგლებს გარეთ ეწევა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში. 2.დიპლომატიური აგენტი ვალდებული არ არის მისცეს ჩვენება როგორც მოწმემ. 3. დიპლომატიური აგენტის მიმართ არ შეიძლება განხორციელდეს არავითარი სააღმსრულებლო ღონისძიებანი, გარდა იმ შემთხვევებისა , რომლებიც ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებს, და მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს ღონისძიებანი არ დაარღვევს მისი პიროვნების ან მისი რეზიდენციის ხელშეუხებლობას.

 

ამ კონვენციით აღიარებულია დიპლომატიური აგენტის სამოქალაქო და ადმინისტრაციული იურისდიქციის იმუნიტეტი, გარდა ზოგადი მითითებული შემთხვევისა. ამ შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილით დასტურდება, რომ ჰ-----------------მა ავტომობილი შეიძინა 14 000 აშშ დოლარად. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს მოქმედება წარმოადგენს კონვენციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ პუნქტში მითითებულ კომერციულ საქმიანობას, რადგან დიპლომატმა ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულება დადო როგორც ფიზიკურმა პირმა. ამაზე მიუთითებს, ასევე ის გარემოება, რომ 2014 წლის შემოდგომაზე ჰ-----------------მა დააპირა ავტომობილის გასხვისება. ჰ-----------------ზე ავტომობილის გასხსვისებაზე თანხმობის განცხადება არის თუ არა ზიანის გამომწვევი ქმედება, უნდა შეფასდეს გირავნობის სამართლებრივი ურთიერთობის არსიდან გამომდინარე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მიხედვით, 1. მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში; 2. მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით.

 

სსკ-ის 274-ე მუხლის მიხედვით, 1. გირავნობის საგნის გასხვისებისას, შემძენზე გადადის გირავნობით დატვირთული საკუთრება, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. რეგისტრირებული გირავნობისას გირავნობის საგნის გასხვისების შემთხვევაში, დამგირავებელსა და შემძენს ერთობლივად ეკისრებათ საჯარო რეესტრში, ხოლო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე – საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც, სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანისათვის. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გირავნობის საგნის გასხვისების შემთხვევაში, გირავნობის უფლება წყდება მფლობელობითი გირავნობის შემთხვევაში და შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება. შემძენზე დაუტვირთავი საკუთრება გადადის, ასევე დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გასხვისების შემთხვევაში.

 

ამ შემთხვევაში, ავთანდილ მუჯნიშვილის სესხი უზრუნველყოფილი იყო რეგისტრირებული გირავნობით, რის გამოც გირავნობის საგნის გასხვისების შედეგად შემძენის საკუთრებაში გადავიდა გირავნობის უფლებით დატვირთული მოძრავი ნივთი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ჰ-----------------ზე ავტომობილის გასხვისების დროს სათანადო წესით 2012 წლის 5 ივნისს რეგისტრირებული იყო გირავნობა. შესაბამისად, ჰ-----------------ზე ავტომობილის გასხვისების თანხმობის განცხადებით ავტომობილზე გირავნობის უფლება არ გაუქმებულა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე და 412-ე მუხლებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელია დადგინდეს ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი და მოვალის ქმედების მართლზომიერება, მისი ბრალეულობა. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი ადგენს ზიანის ანაზღაურებისას უშუალო მიზეზობრივი კავშირის პრინციპს, რადგან ამ ნორმაში აღნიშნულია, რომ ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამდენად, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს და ქმედების ჩამდენს უნდა ევარაუდა, რომ ქმედება ასეთ შედეგს გამოიწვევდა.

 

მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო იყო თუ არა ზიანი, სამართლებრივი ურთიერთობის არსიდან გამომდინარე უნდა დადგინდეს. ამ შემთხვევაში, ნ-------–----–---–მა, როგორც ბანკის ფილიალის ხელმძღვანელმა თანხმობა განაცხადა დაგირავებული ავტომობილის უცხო ქვეყნის დიპლომატზე გასხვისებაზე. ამ შემთხვევაში ბანკის უფლებები დაცული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 274- ე მუხლით, რადგან შემძენზე გადავიდა უფლებრივად დატვირთული საკუთრების უფლება იმის მიუხედავად, რომ შემძენი იყო უცხო ქვეყნის დიპლომატი. გასათვალისწინებელია, რომ დიპლომატმა ნასყიდობის ხელშეკრულება დადო როგორც ფიზიკურმა პირმა და არა როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობის უფლებამოსილმა პირმა, შესაბამისად ვენის კონვენციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აკრძალული არ არის იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გატარება. დაგირავებულ ავტომობილს დიპლომატიური ნომრები მიენიჭა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ, რაც დასტურდება საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილით. ამდენად, ავტომობილის გასხვისებაზე თანხმობის განცხადების დროს, ნ-------–----–---–ს არ შეეძლო ევარაუდა, რომ სესხის გადაუხდელობის პირობებში ავტომობილის რეალიზაცია შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ მას შეეძლო ევარაუდა ავტომობილის რეალიზაციის გართულება. ამდენად, მართალია ავტომობილის გასხვისებაზე თანხმობით მოპასუხემ შრომითი მოვალეობა დაარღვია, თუმცა კანონის საფუძველზე გირავნობის საგნის რეალიზაცია აკრძალული არ იყო, რის გამოც, არ შეეძლო ევარაუდა, ავტომობილის რეალიზაცია ვერ მოხდებოდა, თუმცა შეეძლო ევარაუდა მისი გართულება.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით 2013 წლის 31 დეკემბერს სს “კ----------------------სა“ და ნ-------–----–---–ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ-------–----–---–- დაინიშნა ბანკის აღმაშენებლის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე და შრომის ანაზღაურების სახით განესაზღვრა ყოველთვიურად 3500 ლარი.

 

ნ-------–----–---–- მანამდეც სს “კ----------------------ში“ იყო დასაქმებული. ის ყოველვის კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს. სამსახურისადმი ნ-------–----–---–-ს დამოკიდებულებას ისიც ასახავს, რომ ფეხმძიმობის ბოლო დღეებამდე იგი რეგულარულად ცხადდებოდა ბანკში და ასრულებდა სამუშაოს, თუმცა ეს არ ევალებოდა.

 

2014 წლის 27 თებერვალს ნ-------–----–---–ს გადაეცა შეტყობინება, რომლის თანახმადაც იმავე დღიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება. შეტყობინებას ხელს არ აწერს ბანკის გენერალური დირექტორი, თუმცა იგი დოკუმენტში მითითებულია ხელმომწერ პირად (ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი - გ. ფარესიშვილი). იურიდიული თვალსაზრისით ეს იგივეა, რომ ნ-------–----–---–ს მოეწერა ხელი დოკუმენტისთვის, რომლის თანახმადაც თავად გ. ფარესიშვილი გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან.

 

2014 წლის 5 მარტს, 10 მარტს, 18 მარტს ნ-------–----–---–მა მიმართა სს “კ----------------------ს“ და ითხოვა ეცნობებინათ მისთვის არსებობს თუ არა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან და თუკი ასეთი დოკუმენტი არსებობს, მაშინ უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი გადაცემა. წერილებს რეაგირება არ მოჰყოლია.

 

ნ-------–----–---–-ს სამსახურიდან გათავისუფლების მომენტში ბრძანება არ არსებობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გადაცემა მოხდებოდა დაუყოვნებლივ. მას კი ბრძანება მოგვიანებითაც არ გადასცემია, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა. ალოგიკური იქნებოდა დაგვეშვა, რომ ბრძანება, რომლის საფუძველზეც ნ-------–----–---–- გათავისუფლდა თანამდებობიდან არსებობდა, მაგრამ მას არ გადაეცა. გადაუცემლობის მოტივი არ ყოფილა.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ მას უკვე სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში გადაეცა ყალბი ბრძანება ნ-------–----–---–-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. გასაჩივრებული ბრძანება ორგვერდიანია. პირველ გვერდზე არის ფალსიფიცირებული ბრძანების შინაარსი, ხოლო მეორე გვერდზე დირექტორის ხელმოწერა. ეს ორი ფურცელი არაფრითაა ერთმანეთთან დაკავშირებული. აქედან ჩნდება ეჭვი, რომ თუკი დირექტორის ხელმოწერა გაყალბებული არ არის, მაშინ მას ხელი მოწერილი აქვს სხვა დოკუმენტზე და არა ბრძანებაზე, მაგრამ ჩვენმა პროცესუალურმა მოწინააღმდეგემ ფალსიფიცირების გზით გამოიყენა ხელმოწერა ბრძანებისთვის, რომელზედაც დირექტორს ხელი არ მოუწერია. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ბანკის დირექტორი ხელს აწერს ბრძანების ყოველ გვერდს (თუ ის შედგება რამოდენიმე გვერდისგან).

 

ნ-------–----–---–მა გააკეთა განცხადება ბრძანების სიყალბის შესახებ. სასამართლომ გამოითხოვა ბრძანების დედანი. სს “კ----------------------ს“ საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა წარმოედგინა ბრძანების დედანი და დაემტკიცებინა, რომ ბრძანება ნამდვილია ან სულაც წარმოედგინა ყოფილი გენერალური დირექტორის განცხადება, რომ ბრძანება მის მიერ არის ხელმოწერილი, რაც ვერ მოახერხა. ამითი ცალსახად დამტკიცდა, რომ ბრძანება ყალბია და სინამდვილეში უფლებამოსილ პირს ნება ნ-------–----–---–-ს გათავისუფლების შესახებ არ გამოუვლენია. სს “კ----------------------მა“ იმის ნაცვლად, რომ ეღიარებინა ბრძანების სიყალბე გააკეთა აშკარად დაუჯერებელი და აღმაშფოთებელი განცხადება, რომ ბრძანება - დაიკარგა!?

 

სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერად ცნობისთვის საკმარისი არ არის დასაქმებულისთვის კარებზე მითითება და სამსახურში შესვლის ფიზიკური აღკვეთა. აუცილებელია, გათავისუფლების თაობაზე ნების უფლებამოსილი პირისგან გამოვლენა და ამ ნების ადრესატამდე მისვლა. ბრძანება პირის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წარმოადგენს ცალხმრივ გარიგებას, რომელიც ძალაში შედის მისი მხარისათვის გადაცემის მომენტიდან. სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. ყალბი ბრძანება კი ნ-------–----–---–ს გადაეცა სასამართლოში საქმის განხილვის დროს. დაუშვებელია, ნ-------–----–---–- გათავისუფლებულად მიჩნეულ იქნეს 2014 წლის 27 თებერვლიდან მოგვიანებით გადაცემული ბრძანების საფუძველზე, მაშინაც კი თუ დავუშვებთ, რომ ბრძანება ყალბი არ არის.

 

ნ-------–----–---–მა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მოითხოვა 2013 წლის 31 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების გადმოცემა. რეაგირება არც ამ მოთხოვნას მოჰყოლია.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს. ამასთან დაკავშირებით, სს “კ----------------------მა“ გააკეთა სხვა ცინიკური და აღმაშფოთებელი განცხადება, რომ თურმე ნ-------–----–---–ს გაეგზავნა წერილობითი დასაბუთება, მაგრამ კორესპონდენცია, ბრძანების მსგავსად, დაიკარგა. აპელანტის განმარტებით, რომ მოწმის სახით მაია სვანიძის (სწორედ მის განყოფილებაში უნდა ყოფილიყო შენახული ბრძანება) დაკითხვა, რაზედაც ვიშუამდგომლეთ სასამართლოს წინაშე, სს “კ----------------------ს“ მოუსპობდა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებას.

 

სს “კ----------------------ის“ 27.02.2014 წლის შეტყობინებაში, ასევე, სს “კ----------------------ის“ 2------- ბრძანებაში არაა მითითებული ის იურიდიული ნორმა, რომლის საფუძვლზეც მოხდა ნ-------–----–---–თან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. ამ დოკუმენტებში არ არის მითითებული ის მითიური დარღვევებიც, რომლის გამოც ნ-------–----–---–- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. უკვე სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში სს “კ----------------------მა“ დაასახელა მის მიერვე გამოგონილი, თითქოსდა ნ-------–----–---–-ს მიერ განხორციელებული სხვადასხვა გადაცდომები. საქმის განხილვის დასრულების შემდეგაც არ ვიცით კონკრეტულად რომელი დარღვევისთვის იქნა გათავისუფლებული ნ-------–----–---–-. ეს კი გამორიცხავს, რომ დასაქმებული მოქმედებდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის საფუძველზე და შრომითი ხელშეკრულება მართლზომიერად შეწყვიტა.

 

სს “კ----------------------ის“ მიერ მითითებული უკლებლივ ყველა ე.წ. დარღვევა მოხდა ნ-------–----–---–თან შრომითი ხელშეკრულების დადების მომენტამდე. შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ამ კონკრეტული ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში და არა ხელშეკრულების დადებამდე დამდგარი იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ამ მხრივ, სს “კ----------------------ის“ პოზიცია ალოგიკური და პარადოქსულია.

 

სს “კ----------------------ისთვის“, ის იურიდიული ფაქტები, რომლებიც შესაგებელში აქვს მითითებული და რომელთაც უსაფუძვლოდ, ტენდენციურად ასაღებს ნ-------–----–---–-ს დარღვევებად, ცნობილი იყო ნ-------–----–---–თან ხელშეკრულების დადებამდე - 2013 წლის 31 დეკემბრამდე. ხელშეკრულების შეწყვეტა ხელშეკრულების დადებამდე არსებული და ორივე მხარისთვის ცნობილი გარემოებების არსებობის საფუძვლით დაუშვებელია. გამოდის, რომ ბანკმა ეს დარღვევები კომპრომატის სახით გამოიყენა, რაც ეწინააღმდეგება შრომის კოდექსს, რომლითაც დაცულია დამსაქმებლის უფლებები და რომლითაც გამორიცხულია ამ უფლებათა შელახვა კომპრომატის გამოყენების გზით. დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს გონივრულ ვადაში და არა მაშინ, როდესაც დამსაქმებელს მოესურვება.

 

ის რომ სინამდვილეში ნ-------–----–---–-ს მხრიდან შინაგანაწესი არ დარღვეულა და ეს მხოლოდ ბანკის ტენდენციური მუშაკების მიერ გამოგონილი ტყუილია მჟღავნდება მათ მიერვე წარმოდგენილი დოკუმენტებით. 30.05.2012 წლით დათარიღებული პეკინის განყოფილების მიერ გაცემული სესხების მონიტორინგის ანგარიშში მითითებულია დარღვევები, რომელთა საფუძველზეც ნ-------–----–---–- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ანგარიშში პასუხისმგებელ პირებად მითითებულნი არიან სხვა თანამშრომლები და არა ნ-------–----–---–-. ნ-------–----–---–ს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომაც კი არ დაკისრებია.

 

ბანკის მიერ მითითებული არც ერთი დარღვევა უხეში ხასიათისა არ ყოფილა. ამაზე მეტყველებს, რომ არც ერთი თანამშრომელი, რომლებიც პასუხისმგებელ პირებად არიან მითითებულნი, ამ დარღვევების გამო, სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ. ამდენად, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის “ზ“ ქვეპუნქტის გამოყენება ნ-------–----–---–თან მიმართებაში დაუშვებელი იყო და თუკი ამ მუხლის გამოყენებას მართლზომიერად ვცნობთ, მაშინ ადგილი ექნება დისკრიმინაციას - ანალოგიურ პირობებში მყოფი პირების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას - რაც დაუშვებელია“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის, ასევე, შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით.

 

შეგებებული სარჩელის თანახმად, ნ-------–----–---–- იყო პეკინის ფილიალის ხელმძღვანელი და სადაო კრედიტის თანხები გაცემული იქნა უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით (ყველა შესაბამის დოკუმენტს ხელს აწერს ნ-------–----–---–-). ნ-------–----–---–- დოკუმენტებს, მათ შორის საკრედიტო ხელშეკრულებებს, ხელს აწერდა, რადგან ფილიალის ხელმძღვანელი იყო და გააჩნდა ფილიალის წარმომადგენლობის უფლებამოსილება. ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ საკრედიტო ხელშეკრულებაზე, რომელსაც ფილიალი აფორმებდა, პასუხისმგებელი პირი - ნ-------–----–---–- იყო. ასეთი მიდგომის შემთხვევაში, ნებისმიერი დიდი ორგანიზაციის დირექტორი, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებას მესამე პირებთან ურთიერთობაში და ხელს აწერს დოკუმენტებს, ყოველი შიდა სამსახურებრივი დოკუმენტის დარღვევისას, პასუხისმგებელ პირად უნდა გვეცნო, რაც არასწორი იქნებოდა.

 

ნებისმიერი გონივრული კრიტერიუმის გამოყენებისას გამოვლინდება, რომ ნ-------–----–---–- ფილიალის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარმატებით მუშაობდა და მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ფილიალის შემოსავლებმა საგრძნობლად იმატა. ამიტომაც, ნ-------–----–---–ს ყოველთვის მადლობას უცხადებდნენ სამუშაოს ხარისხიანად შესრულებისთვის. ნ-------–----–---–ს ახალი კონტრაქტი სწორედ იმიტომ შესთავაზეს, რომ იგი მაღალკვალიფიციურად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ფილიალის ხელმძღვანელის ფუნქციას.

 

ნ-------–----–---–ს არ შეიძლება პრეტენზია წაეყენოს იმ ქმედებისთვის, რაზედაც პასუხისმგებელი არ ყოფილა თვით სს “კ----------------------ის“ მიერ ჩატარებული შემოწმებით (30.05.2012 წლით დათარიღებული პეკინის განყოფილების მიერ გაცემული სესხების მონიტორინგის ანგარიშში). ეს იმ შემთხვევაში, თუკი დარღვევას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, რაც რბილად რომ ვთქვათ საკამათოა. ის, რომ ბანკი ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს ნ-------–----–---–-სგან და არა იმ პირებისგან, რომლებიც პასუხისმგებლებად არიან დასახელებულნი ამ დარღვევებისთვის წარმოადგენს დისკრიმინაციას - ანალოგიურ პირობებში მყოფი პირების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას - რაც დაუშვებელია“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის, ასევე, შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით.

 

როგორც ცნობილია, კომერცია რისკთან არის დაკავშირებული. არც ერთი ბანკის პრაქტიკაში არ ყოფილა და არც შეიძლება ყოფილიყო შექმნილი ისეთი მდგომარეობა, როდესაც ყოველი კლიენტი ჯეროვნად შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას. ამიტომაც, ის რომ ნ-----–---------–---–მა, ან რომელიმე სხვა პირმა, სრულად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, არ წარმოადგენს საბანკო საქმიანობისთვის განსაკუთრებულ შემთხვევას, როგორც ამის წარმოსახვას ცდილობს ჩვენი პროცესუალური მოწინააღმდგე. სს “ტ----------“-ს მითითებით, სააღსრულებლო წარმოების ფარგლებში გაირკვა, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 45 000 ლარს (ანუ დაახლოებით 27 000 აშშ დოლარს), მაგრამ ეს ქონება საჯარო აუქციონზე გაიყიდა 20 000 აშშ დოლარად. ეს სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ზუსტი პროგნოზირება, თუ რა ფასად მოხდება ამა თუ იმ ქონების რეალიზება აუქციონზე - შუძლებელია. სს “ტ----------“ უთითებს, რომ პეკინის ფილიალმა არასწორად შეაფასა ქონების საბაზრო ღირებულება. მიგვაჩნია, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. მითუმეტეს ასეთი დასკვნის გამოტანა შეუძლებელია მხოლოდ სესხის ფაილში დაცული ფოტოსურათებით. მხედველობაშია მისაღები, რომ პეკინის ფილიალის მიერ გაკეთებული შეფასებიდან სააღსრულებო წარმოების საქმის დაწყებამდე გასული იყო თითქმის ორი წელიწადი. საბაზრო ფასები იცვლება და უძრავი ქონების ღირებულება ერთ ნიშნულზე არ დგას.

 

რაც შეეხება ა---------–--------–---–თან დაკავშირებულ სესხს - ბანკი არ ასახელებს შესაბამის ნორმას, რომელიც გამორიცხავს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულ ავტომობილზე აღსრულების მიქცევას, იმის გამო რომ დღეის მდგომარეობით ავტომანქანა თურქეთის საელჩოს დიპლომატიური სტატუსის მქონე პირის საკუთრებაა და მასზე აღსრულება ვერ ხორციელდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბანკი საკუთარ მოთხოვნას ვერ ასაბუთებს და არც ცდილობს მოთხოვნის დასაბუთებას.

 

აპელანტის აზრით სს “ტ----------“-ს პოზიციის არსი იმაშია, რომ ბანკის კონტრაჰენტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თანხის გადახდა ბანკის თანამშრომელს უნდა დაეკისროს. არ არსებობს ასეთი მოთხოვნის გამამართლებელი სამართლებრივი ნორმა. ალბათ, სს “ტერა ბანკს“ ეს დაუჯერებლად ეჩვენება, მაგრამ შესაძლებელია, რომ ბანკის რომელიმე თანამშრომლის მონაწილეობით დადებული გარიგება, რომლის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულება ზედმიწევნით ზუსტად არ იქნა შესრულებული კონტრაჰენტის მიერ, ბანკისთვის მომგებიანი გამოდგეს და თანაც, უფრო მომგებიანი, ვიდრე სხვა გარიგება, რომელიც შესრულებული იქნა. მაგალითად, ნ-----–---------–---–ის კრედიტთან დაკავშირებული საკითხის სრულყოფილად შესწავლისთვის აუცილებელია ვიცოდეთ, რა თანხა გასცა ბანკმა და რა თანხა მიიღო ნ-----–---------–---–ისგან. რამდენადაც ვიცით, ნ-----–---------–---–ს დაბრუნებული აქვს მის მიერ მიღებული თანხა, რაც არ ნიშნავს, რომ მან ბანკის წინაშე ჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, მაგრამ ის თანხა რაც მიიღო - დაბრუნებული აქვს.

 

აქედან გამომდინარე, მაგალითად, იმისი მტკიცება, რომ რომელიმე თანამშრომელმა ბანკს ზიანი მიაყენა 8405.78 აშშ დოლარის ოდენობით იმიტომ, რომ აღნიშნული თანხა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ჰქონდა დასაბრუნებელი ნ-----–---------–---–ს - წარმოადგენს აბსოლუტურად უსაფუძვლო განცხადებას. ასეთი განცხადება უსაფუძვლოა, რადგან 8405.78 აშშ დოლარი არის თანხა, რომლის გადახდაც ბანკისთვის ევალებოდა ნ-----–---------–---–ს, მაგრამ არა ბანკის თანამშრომელს. ამიტომაცაა, რომ სს “ტ----------“ ვერ უთითებს შესაბამის ნორმას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მისთვის კომპენსაციის მიკუთვნება. თუკი საკითხს სხვაგვარად შევხედავთ, მაშინ გამოვა, რომ ყოველთვის, როდესაც კონტრაჰენტისგან თანხის სრულად ამოღება ვერ ხდება, მაშინ ბანკის რომელიმე თანამშრომელი უნდა ვცნოთ ზიანის მიმყენებლად და დავაკისროთ კონტრაჰენტისგან მიუღებელი თანხის ანაზღაურება.

 

შეგებებული სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ნაწილში, სასამართლომ მართებულად მიუთითა იმ გარემოების შესახებ, რომ ნ-----–---------–---–თან დადებული სესხი ხელშეკრულება, რომლის ვადა იყო 84 თვე, ხოლო ოდენობა 25,000 აშშ დოლარი იყო არაერთი გადაცდომის შემცველი. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ

 

ა) მოხდა სესხის უზრუნველყოფის (იპოთეკის საგნის) არასწორი შეფასება, რამაც პირდაპირი გავლენა მოახდინა სესხის მოცულობაზე;

ბ) მსესხებელი არ ჯდებოდა სესხის თავსებადობის კრიტერიუმებში თავისი ასაკის გამო;

გ) სესხის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაცია აშკარად მიუთითებდა შეუსაბამო ფაქტების შესახებ - ჩანდა, რომ არარეალური იყო მსესხებლის განცხადებები მის სამუშაო ადგილთან დაკავშირებით.

 

ამასთან, საქმიდან გამოიკვეთა, რომ ნ-----–---------–---–ი იყო დაკავშირებული შპს "დ.მ.გ. ვესტლაინთან", რომელ კომპანიასთან მიმართებით ნ-------–----–---–-ს ქმედებებს სასამართლომ მისცა უხეში დარღვევის კვალიფიკაცია. საქმის გარემოებებით დასტურდება ისიც, რომ სესხი სრულად ვერ დაიფარა, ხოლო გამოყენებული უზრუნველყოფა აღმოჩნდა არასაკმარისი, რის გამოც ბანკს მიადგა პირდაპირი ზიანი 8,405 აშშ დოლარის ოდენობით.

 

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო დაეთანხმა ბანკის მოსაზრებას ნ-------–----–---–-ს მხრიდან სესხის გაცემის პროცედურების დარღვევების შესახებ, სასამართლომ მაინც დაადგინა, რომ შეფასება გაკეთდა ბანკის სხვა თანამშრომლის მიერ, რის გამოც ასეთ შეფასებაზე პასუხისმგებელი არ უნდა იყოს ნ-------–----–---–-.

 

მხარის განმარტებით სასამართლოს მსჯელობა ამ ნაწილში წინააღმდეგობაში მოდის მისივე პოზიციასთან, რომელიც ასახულია გადაწყვეტილების მე-20 გვერდზე, სადაც სასამართლო ადგენს, რომ: "ბანკის სერვის ცენტრის/განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია განყოფილების ფუნქციების შესრულებაზე, იგი წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების გამგებლობას არსებულ საკითხებს. შესაბამისად, ხელმძღვანელობითი ფუნქციების შესრულება გულისხმობს ბანკის თანამშრომლების მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესწავლას და ამის შედეგად სესხის გაცემის გადაწყვეტილების მიღებას.... სესხის ხელშეკრულებების პასუხისმგებელ პირად ნ-------–----–---–- არ არის მითითებული, თუმცა ეს მას სამსახურებრივი პასუხსიმგებლობისგან არ ათავისუფლებს. მართალია ნ-------–----–---–- ხელშეკრულებების ტექნიკური მხარის მომზადებაში არ მონაწილეობს, მაგრამ იგი, როგორც განყოფილების უფროსი, იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სესხის გაცემაზე. შებამისად, მას ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა".

 

ამრიგად:

ა) სასამართლო მართებულად ადგენს, რომ სესხი გაიცა დარღვევით;

ბ) სასამართლო მართებულად აკისრებს პასუხისმგებლობას ფილიალის უფროსს გაცემულ სესხებზე, მიუხედავად იმისა, ტექნიკური ნაწილის მომზადებაში იყო თუ არა ჩართული იგი;

გ) სასამართლო მართებულად ადგენს, რომ ბანკმა განიცადა ზიანი;

დ) მიუხედავად ამისა, ადგენს, რომ ნ-------–----–---–ს არ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ნაწილში, სასამართლო აღნიშნავს, რომ ა---------–--------–---–ზე 36 თვით იქნა გაცემული სესხი 11,531 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის უზრუნველყოფად გამოყენებული იყო ავტომანქანა, რომელის შეძენაც წარმოადგენდა სესხის მიზანს. სესხის გაცემა მოხდა მიუხედავად იმისა, რომ კლიენტი იყო კრედიტ ინფოს ნეგატიურ ბაზაში, რის გამოც ნ-------–----–---–ს საერთოდ არ ჰქონდა სესხის გაცემის უფლებამოსილება. აქვე დადგენილია, რომ ა---------–--------–---–ის სესხიც დაკავშირებული იყო შპს "დ.მ.გ ვესტლაინთან". ამგვარად, სასამართლო ადგენს, რომ სესხი დარღვევით იქნა გაცემული.

 

საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ გადაუხდელი სესხის პირობებში, ნ-------–----–---–მა პირადად მისწერა წერილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და გასცა თანხმობა, რომ გირავნობის საგანი გადაფორმებულიყო (საკუთრებაში გადასცემოდა) "თურქეთის საელჩოს დიპლომატს ჰ-----------------ს". ავტომანქანა რეგისტრირდა დიპლომატიური სანომრე ნიშნებით. მას შემდეგ, რაც გირავნობის საგანი გასხვისდა, ა---------–--------–---–მა არ დააბრუნა სესხი. აქვე დგინდება ისიც, რომ ბანკმა ვერ მოახერხა აღსრულების მიქცევა გირავნობის საგანზე. საბოლოოდ, სესხი დარჩა გაუსტუმრებელი, რის გამოც ბანკს მიადგა სოლიდური ფინანსური ზიანი 11,697 აშშ დოლარის ოდენობით.

 

უფრო მეტიც, გარდა ფინანსური ნაწილისა, ბანკს მიადგა რეპუტაციული ზიანიც, როდესაც თურქეთის დიპლომატიურმა უწყებამ საკითხის გასარკვევად მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, განმარტებებისთვის დაუკავშირდა ბანკს.

 

შესაბამისად, აშკარაა, რომ:

ა) სესხი გაიცა დარღვევით;

ბ) გირავნობის საგანი გასხვისდა ისე, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ იყო;

გ) ბანკმა ვერ შეძლო მოთხოვნის დაკმაყოფილება გირავნობის საგანზე აღსრულების მიქცევით;

დ) ბანკს მიადგა ფინანსური და რეპუტაციული ზიანი.

 

მიუხედავად ამისა, სასამართლომ ამ ნაწილში არასწორად შეაფასა შემდეგი ორი გარემოება:

 

ა) სასამართლომ არასწორად დაადგინა, თითქოს ავტომობილი არ იყო აღსრულებისგან დაცვის ობიექტი დიპლომატიური სტატუსის არქონის გამო. თუ დავუშვებთ, რომ ავტომობილის შეძენა მოხდა სტანდარტული, კერძო, კომერციული ურთიერთობის ფარგლებში რიგითი ფიზიკური პირის მიერ, რომელსაც არ ეხება დილომატიური დაცვა, მაშინ გაუგებარია

- რა საჭირო იყო ნ-------–----–---–-ს წერილში შსს-დმი ხაზგასმა იმ გარემოებაზე, რომ ახალი მესაკუთრე უნდა გახდეს "თურქეთის საელჩოს დიპლომატი";

- რატომ მოხდა ავტომანქანაზე დიპლომატიური ნომრის განთავსება;

- რატომ მოხდა რიგითი უცხოელი ფიზიკური პირის სამართლებრივ პრობლემაზე კომუნიკაცია დიპლომატიური არხებით, საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს გავლით. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ დიპლომატს არასდროს განმარტებია იმ სამართლებრივი დატვირთვის შესახებ, რომელიც იყო რეგისტრირებული შეძენილ ავტომანქანაზე. ამდენად, არასწორია სასამართლოს შეფასება, თითქოს ავტომანქანა არ არის დიპლომატიური იმუნიტეტით აღსრულებისგან დაცვის ობიექტი. ასევე არასწორია სასამართლოს მოსაზრება, თითქოს ნ-------–----–---–ს "არ შეეძლო ევარაუდა, რომ ავტომობილის რეალიზაცია ვერ მოხდებოდა". საქმიდან მკაფიოდ იკვეთება, რომ, დიახ, ავტომანქანა დიპლომატიური იმუნიტეტით იყო დაცული და არანაირ კერძო, კომერციულ შემთხვევასთან საქმე არ გვაქვს.

 

ბ) სწორედ ამავე კონტექსტში სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ გირავნობის უფლების ძალაში დატოვება საკმარისი ზომა იყო ბანკის ინტერესების დასაცავად და რომ ნ-------–----–---–მა ეს ზომა მიიღო. სინამდვილეში, გახდა რა ავტომანქანა დიპლომატის საკუთრება, ყველანაირმა გირავნობამ ფაქტობრივად დაკარგა ძალა, რადგან მოგირავნის უფლება ფაქტობრივად აღუსრულებელი გახდა, მიუხედავად სამართლებრივად მისი არსებობის შენარჩუნებისა. ნ-------–----–---–ს არა მხოლოდ შეეძლო ევარაუდა, რომ აღსრულება გართულდებოდა, არამედ იმის ვარაუდიც შეეძლო (და ევალებოდა), რომ აღსრულება საერთოდ ვერ მოხდებოდა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ნ-------–----–---–ს ასეთი თანხმობის გაცემის უფლება საერთოდ არ ჰქონდა.

 

ხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლომ უმართებულოდ უთხრა ბანკს უარი შეგებებული სარჩელის ამ ნაწილის დაკმაყოფილებაზეც, რის გამოც გადაწყვეტილება შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში უნდა გაუქმდეს და ნ-------–----–---–ს უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება ზემოთ მითითებული ოდენობით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, ნ-------–----–---–- 2007 წელს დასაქმდა სს „კ----------------------ში“ (ამჟამად სს ”ტ---------“). 2013 წლის 26 აგვისტომდე მუშაობდა ბანკის პეკინის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, ხოლო 2013 წლის 31 დეკემბერს დადებული შრომის ხელშეკრულებით დაინიშნა ბანკის აღმაშენებლის განყოფილების უფროსად. მოსარჩელის შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში _ 3500 ლარს.

 

2016 წლის 24 მაისს, გაცემული სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სს „კ----------------------მა“ შეიცვალა სახელწოდება და ეწოდა სს“ტ---------“.

 

2013 წლის 31 დეკემბერს სს „კ-----------------------სა“ და ნ--------–----–---–ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულებით ნ--------–----–---–ი დაინიშნა ბანკში აღმაშენებლის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. ხელშეკრულება ძალაშია 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით.

 

ხელშეკრულების მე-6 მუხლი განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს. კერძოდ: თანამშრომელი ვალდებულია განუხრელად დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები და ბანკის შინაგანაწესის მოთხოვნები; დაკისრებული მოვალეობები შეასრულოს კეთილსინდისიერად შესაბამის პროფესიულ დონეზე; თავისი სამუშაოს შესრულების დროს, გაუფრთხილდეს ბანკის ქონებას; პასუხისმგებელია ბანკის წინაშე მის მიერ განზრახ ჩადენილი არასწორი ქმედებისათვის ან თავისი ვალდებულების აშკარა დარღვევის შემთხვევაში, თუ თანამშრომლის ბრალეული ქმედებით, ვალდებულების დარღვევით ან დაუდევრობით (შეცდომით) ბანკს მიადგა ზიანი, თანამშრომელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი სრულად ან იმ ოდენობის ფარგლებში, რასაც ბანკი დაადგენს; წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ხელშეკრულების შეწყვეტიდან არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების განმავლობაში ბანკი თანამშრომელს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობების შეწყვეტისას არსებული ოდენობით; თანამშრომელს აქვს პარალელურად სხვაგან მუშაობის (შეთავსების) უფლება მხოლოდ ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში;

 

აუცილებლობის შემთხვევაში, მისი კომპეტენციიდან გამომდინარე, თანამშრომელს შეიძლება დროებით დაეკისროს სხვა სამუშაოს შესრულება, რაც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული წინამდებარე ხელშეკრულებით. ამის თაობაზე ბანკმა უნდა აცნობოს თანამშრომელს სულ ცოტა ერთ დღით ადრე მაინც.

 

ნ-------–----–---–სა და სს „კ----------------------ს“ შორის შრომითი ურთიერთობა არ წარმოშობილა ხსენებული ხელშეკრულების დადებით, რადგან მხარეთა განმარტებით დასტურდება, რომ ნ-------–----–---–მა ბანკში მუშაობა დაიწყო 2007 წელს. 2011-2013 წლებში მოსარჩელე მუშაობდა ბანკის პეკინის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, ხოლო 2013 წლის 26 აგვისტოდან გადაყვანილ იქნა ბანკის აღმაშენებლის განყოფილებაში.

პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 13-ე ნაწილის საფუძველზე, 2013 წლის 31 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს შორის ფაქტობრივად განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდა არსებული შრომითი ურთიერთობა.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, 1. შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით; 11 პუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება. ამავე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. შრომის კოდექსის აღნიშნული ნორმა შეიცავს შენიშვნას, რომლის მიხედვით, ამ მუხლის 11_13 პუნქტების მოქმედება ვრცელდება ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (12.06.2013 N729) ამოქმედების შემდეგ დადებულ ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებაზე ან/და კოლექტიურ ხელშეკრულებაზე. მე-6 მუხლის 13 პუნქტის პირობების მიუხედავად, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე დასაქმებულთან, რომლის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, უვადო შრომითი ხელშეკრულება მე-6 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად დადებულად ჩაითვლება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ, ხოლო თუ ასეთივე დასაქმებულის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში, მასთან უვადო შრომითი ხელშეკრულება მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად დადებულად ჩაითვლება ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (12.06.2013 N729) ამოქმედებიდან 2 წლის შემდეგ).

 

ამავე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადებაზე ამ მუხლით დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მეწარმე სუბიექტზე, თუ მისი სახელმწიფო რეგისტრაციიდან არ გასულა 48 თვე (დამწყები საწარმო) და იგი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ დამატებით პირობებს (ასეთი პირობების დადგენის შემთხვევაში), იმ პირობით, რომ ამ პუნქტის მიზნებისთვის ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 3 თვეზე ნაკლები.

 

პალატას მიაჩნია, რომ ერთიდაიმავე დამსაქმებელთან რამდენჯერმე შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას კანონმდებელი უვადო შრომითი ურთიერთობად მიიჩნევს იმის გამო, რომ მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა ხანგრძლივი, სტაბილური და განგრძობადი ხასიათისაა. შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, უვადო შრომით ურთიერთობად ითვლება 30 თვეზე მეტი ვადით დადებული შრომის ხელშეკრულება ან ვადიანი შრომის ხელშეკრულების ორჯერ ან მეტჯერ გაგრძელება, თუ მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს.

 

ნ-------–----–---–სა და ბანკს შორის შრომითი ურთიერთობა წარმოიშვა 2007 წელს, შესაბამისად, 2013 წლის 31 დეკემბერს შრომის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის, ამ ურთიერთობის ვადა 5 წელზე მეტს შეადგენდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის მიუხედავად, რომ შრომის ხელშეკრულებით მხარეებმა განსაზღვრეს ხელშეკრულების ვადა 1 წლით, შრომითი ურთიერთობა განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებულად უნდა შეფასდეს, რადგან საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას. კანონის ამ ნორმით განსაზღვრულია შრომის კოდექსის ზოგადი პრინციპი, რაც გულისხმობს შრომის სახელშეკრულებო დებულებების განმარტებას დასაქმებულის კანონით გათვალისწინებული უფლებების და ინტერესების სასარგებლოდ. ამასთან, შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 13 ნაწილის თანახმად, 30 თვეზე მეტი ვადით არსებული შრომითი ურთიერთობის ან ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შემთხვევაში, თუ მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ამდენად, ზემოთდასახელებულ შემთხვევებში კანონი შრომით ურთიერთობას განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებულად მიიჩნევს, რის გამოც მხარეთა საწინააღმდეგო შეთანხმება დასაქმებულის ინტერესების საწინააღმდეგოდ ვერ იქნება განმარტებული გამომდინარე შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 პუნქტიდან.

 

ამდენად, შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-6 მუხლის 13-14-ე პუნქტების საფუძველზე, 2013 წლის 31 დეკემბრის შეთანხმების დადებით მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდა.

 

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე ნ-------–----–---–ს დისციპლინური სახდელი დაკისრებული არ ჰქონდა.

 

სს „კ----------------------ის“ დირექტორის 2014 წლის 27 თებერვლის ბრძანების საფუძველზე, ნ-------–----–---–თან შეწყდა შრომითი ურთიერთობა, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

2014 წლის 27 თებერვალს, ნ-------–----–---–ს გადაეცა შეტყობინება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ბანკის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის და ბანკის თანამშრომლისათვის მიუღებელი საქმიანობის წარმოების გამო, 2014 წლის 27 თებერვლიდან, ბანკი წყვეტს შრომით ურთიერთობას. შეტყობინების ხელმომწერ პირად მითითებულია სს „კ----------------------ის“ გენერალური დირექტორი ნ-------------.

 

2014 წლის 27 თებერვალს, სს „კ----------------------ის“ დირექტორის მ------------–----------------------ის მიერ გამოცემულია ბრძანება N2-------, ნ-------–----–---–-ს განთავისუფლების შესახებ. ბრძანებაში მითითებულია, რომ ნ-------–----–---–- გათავისუფლდა სს „კ----------------------ის“ აღმაშენებლის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან 2014 წლის 27 თებერვლიდან, ბანკის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევისა და ბანკის თანამშრომლისათვის მიუღებელი საქმიანობის წარმოების გამო. ბრძანების ხელმომწერ პირებად მითითებულნი არიან დირექტორი მ------------–----------------------ი და გ----------------–---–-.

 

პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია აპელანტის მოსაზრება აღნიშნული ბრძანების სიყალბის შესახებ, რადგან ნ-------–----–---–თან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ნება გამოვლენილია კანონით დადგენილი ფორმის დაცვით.

 

სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ სადავო ბრძანების გამოცემის დროს, სს „კ----------------------ის“ აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი იყო მ------------–-----------------------, ხოლო გენერალური დირექტორი იყო ნ-------------. ამდენად, მ------------–----------------------- იყო ბანკის ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებიდან ერთერთი დირექტორი.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილია მ------------–-----------------------ს 2014 წლის 11 დეკემბრის განცხადება დოკუმენტისა და ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ, რომლითაც იგი ადასტურებს 2014 წლის 27 თებერვლის N2------- ბრძანების ხელმოწერის ფაქტს.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილია სს «კ----------------------ის» 2015 წლის 17 თებერვლის ბრძანების ასლი, რომლითაც ბანკის დირექტორთა საბჭოს მიერ დადასტურებული (მოწონებული) იქნა ბანკის შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული ყველა ქმედება/გადაწყვეტილება ნ-------–----–---–-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მათ შორის _ 2014 წლის 27 თებერვლის N2------- ბრძანება და ბანკის კომერციული დირექტორის _ გ----------------–---–-ს 2014 წლის 27 თებერვლის შეტყობინება ნ-------–----–---–-ს მიმართ, ამ უკანასკნელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

 

ამდენად საქმეში წარმოდგენილი ბრძანების ასლით, სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერით, ბანკის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცემულია ბანკის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი დირექტორის მიერ და შესაბამისი წერილობითი შეტყობინებით ნების გამოვლენა მიუვიდა მოსარჩელეს.

 

გარდა აღნიშნულისა სადავო ბრძანების სიყალბეზე არ მიუთითებს ის ფაქტი, რომ ბრძანების ყველა გვერდი არ არის ხელმოწერილი დირექტორის მიერ. კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილი არ არის ხელშეკრულების ყველა გვერდზე მხარეთა ხელმოწერის არსებობა და ბრძანების გამოცემის ასეთი წესი არც ბანკის შინაგანაწესითაა დადგენილი. ხელშეკრულების რომელიმე გვერდზე მხარეთა ხელმოწერის არარსებობა არ მიუთითებს ამ გვერდზე მოცემულ პირობებზე შეუთანხმებლობას, რადგან ხელშეკრულების ან ბრძანების ტექსტის დასასრულს მხარეთა ხელმოწერა მიუთითებს გარიგების დადებაზე თანხმობას.

 

შესაბამისად საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ნ--------–----–---–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით, რადგან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულია წერილობითი აქტი, ხოლო მოსარჩელეს დამსაქმებლის ნება ეცნობა შესაბამისი წერილობითი შეტყობინებით.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ ნ-------–----–---–თან შრომითი ურთიერთობა შეწყდა მოსარჩელის მიერ შრომის ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევის გამო. კერძოდ,ნ-------–----–---–თან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა ბანკის პეკინის ფილიალის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში ჩადენილი გადაცდომების გამო, რაც ბანკმა გამოავლინა ბანკის კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2012-2013 წლებში ჩატარებული შემოწმების დროს. შემოწმების შედეგად გამოვლინდა არაერთი სესხის ხელშეკრულების დადება ბანკის მიერ დადგენილი წესების დარღვევით, ასევე საბანკო ეთიკის დარღვევა - ბანკის კლიენტების სასესხო ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, მოპასუხის განმარტებით, ნ--------–----–---–მა დაარღვია ბანკის დირექტორატის მიერ დამტკიცებული „საცალო გაყიდვების სეგმენტში შემავალი კლიენტების სამომხმარებლო (უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი) სესხების მომსახურების პროცედურით“ გათვალისწინებული აკრძალვა, რომლის მიხედვით სერვის ცენტრის თანამშრომელს, ასევე უფროსს არა აქვთ პორტფელში არსებული კლიენტების სასესხო დავალიანების დაფარვის უფლება. დარღვეულია, ასევე სესხის გაცემის პროცედურა - გადაჭარბებულია ფილიალისათვის დადგენილი სესხის ლიმიტი და სესხი გაცემულია ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანხმობის გარეშე, ასევე რეალურ ღირებულებაზე არსებითად მეტი თანხით არის შეფასებული უზრუნველყოფის საგნის ღირებულება.

 

ბანკის კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2012 წლის 30 მაისს შედგენილია პეკინის განყოფილების მიერ გაცემული სესხების მონიტორონგის ანგარიში, რომლის თანახმად, შემოწმება ჩატარდა თემატურად (სალარო აპარატების განვადების გარეშე). შემოწმდა 68 მსესხებელი (პორტფელის 23%), გაცემული თანხა ჯამურად შეადგენს 1 055 951 ლარს, მიმდინარე დავალიანებაა 977 937 ლარი (მთლიანი პორტფელის 53%).68 მსესხებლიდან 28-ზე დაფიქსირებულია სხვადასხვა ტიპის დარღვევები. მეორადი ავტოსესხების აბსოლუტური უმრავლესობა დარღვევით არის გაცემული. ხშირია ფილიალის ლიმიტს გადაცილებული სესხები.

 

ანგარიშის თანახმად, დარღვევები დაფიქსირებულია ნ-----–---------–---–თან, ნ-------–---სთან, დ------–-----სთან, დ--–---------–---–თან, გ--------–-------სთან, ფ----------------–-–---–თან, ხ---------------–-----სთან, ზ--------------------სთან, თ-------------–---–თან, ს-------------–---სთან, ს-----------------თან, ა-–------------------–---–თან, ნ----------------სთან სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებების დადების დროს. ანგარიშში დარღვევებად მითითებულია სესხის გაცემა ფილიალისათვის დამტკიცებული ლიმიტის გადაჭარბებული თანხით, სესხის გაცემა აშკარად არასაკმარისი უზრუნველყოფით (თავმდებების გარეშე, თავმდებების მწირი ქონებრივი შესაძლებლობის პირობებში და ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების გარეშე, შემცირებული თანადაფინანსების პროცენტით), უზრუნველყოფის საგნის აშკარად გადაჭარბებული შეფასება.

 

სს „კ----------------------ის“ დირექტორთა საბჭოს მიერ 2011 წლის 23 დეკემბერს დამტკიცებულია პროცედურა „საცალო გაყიდვების სეგმენტში შემავალი კლიენტების უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მომსახურება“, რომელიც ადგენს ფიზიკურ პირებზე სამომხმარებლო სესხის გაცემის წესებს და ვრცელდება ბანკის სერვის ცენტრებსა და განყოფილებების კლიენტთან მომსახურე ოფიცრებზე, კლიენტთან ურთიერთობის ოფიცრებზე, კლიენტთან ურთიერთობის მენეჯერებზე, საოპერაციოების უფროსებზე, ფილიალების მმართველებზე საკრედიტო რისკების დეპარტამენტის თანამშრომლებზე, საცალო გაყიდვების განყოფილების თანამშრომლებზე, იურიდიული დეპარტამენტის

 

თანამშრომლებზე და კრედიტების ადმინისტრირების განყოფილების თანამშრომლებზე.

 

ამ წესის მე-10 პუნქტი ითვალისწინებს იმ სესხის გაცემის პროცედურას, რომელიც არ თავსდება ფილიალის ლიმიტში.

 

პროცედურების თანახმად, თუ სესხის უზრუნველყოფა არის ავტომანქანა, დასაგირავებელი ავტომანქანა აუცილებლად უნდა იყოს დაზღვეული და მოსარგებლე იყოს სს „კ----------------------ი“. თუ ავტომანქანა უკვე დაზღვეულია, საჭიროა კლიენტის ინფორმირება, რომ სესხის გაცემისას მოსარგებლედ უნდა დაფიქსირდეს ბანკი.

 

პროცედურით დადგენილია ბანკში სესხის დაბრუნების აღრიცხვის წესები, რომლის თანახმად, ნაღდი სახით თანხის შეტანა მსესხებლის ანგარიშზე შესაძლებელია განახორციელოს ნებისმიერმა მესამე ფიზიკურმა პირმა. კლიენტთა მომსახურების ოფიცერს და განყოფილების/სერვისცენტრის უფროსს უფლება არა აქვს დაფაროს საკუთარ პორტფელში არსებული კლიენტების სასესხო დავალიანება.

 

ბანკის პოზიციის შესაბამისად, ნ-----–---------–---–თან, ნ-------–---სთან, თ-------------–---–თან, ზ-------------–---–თან, ა---------–--------–---–თან სესხის ხელშეკრულებები დადებულია ბანკის მიერ განსაზღვრული წესების დარღვევით.

 

მონიტორინგის სამსახურის აქტის თანახმად, ნ-----–---------–---–თან 2012 წლის 17 იანვარს დაიდო სესხის ხელშეკრულება 84 თვის ვადით, სესხის თანხაა 25 000 აშშ დოლარი. სესხის ტიპი - იპოთეკური, სესხის მიზნობრიობაა უძრავი ქონების - ბინის, მდებარე თბილისში, ვ---------–----------------------, მე-8 კორპ, ბინა 28-ში, შეძენა. პასუხისმგებელი პირია თამარ აფციაური. სესხი გაცემულია ადგილობრივი ლიმიტის საფუძველზე. აქტში მითითებულია შემდეგი გადაცდომები: მსესხებლის ფაქტიური და იურიდიული მისამართი არის გურჯაანი, ხოლო პროექტის მიხედვით, კლიენტი მუშაობს გურჯაანში ბიბლიოთეკარად, სადაც ხელფასი ერიცხება „ლ-------------ში“ და თბილისში, შპს „დ----------–---ში“ დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად, სადაც მუშაობა დაიწყო სესხის მიღებამდე ორი კვირით ადრე. გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება მუშაობდეს პირი ორ სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა პოზიციაზე; სესხის თავსებადობის კრიტერიუმებში არ თავსდება მსესხებლის ასაკი - 59 წლის და სესხის ვადის ბოლოს იქნება 66 წლის.

 

აქტის თანახმად, ნ-------–---სთან 2012 წლის 14 მაისს დაიდო სესხის ხელშეკრულება 72 თვის ვადით, სესხის თანხაა 22 000 აშშ დოლარი. სესხის მიზნობრიობაა უძრავი ქონების - თბილისში, ვ-–----–----–---------------, კორპ. 25-ში მდებარე ბინის შეძენა. პასუხისმგებელი პირია ლელა ლაღუნდარიძე. სესხი გაცემულია ადგილობრივი ლიმიტის საფუძველზე. სესხი გაცემულია შემდეგი დარღვევებით: მსესხებელს ვაჟა- ფშაველას გამზირზე არსებული ბინა გაქირავებული აქვს სესხის აღების დღეს, ასევე მარნეულში გაქირავებული აქვს ბინა, თბილისის ბინაზე მაღალ ფასში იმავე თვეში, თუმცა არც ერთი მათგანი ბანკში არ ირიცხება; სესხის პროექტში არ არის აღწერილი ტექნიკური ნაწილი, სადაც მითითებული იქნებოდა სესხის შესახებ ზოგადი ინფორმაცია; იჯარების შეკრების შემთხვევაში, მითითებული შემოსავალი თითქმის ორჯერ განსხვავდება პროექტში მითითებულისაგან (წერია 1800 აშშ დოლარი, საბუთების მიხედვით არის 1095 აშშ დოლარი); უზრუნველყოფის სალიკვიდაციო ღირებულება ნაკლებია სესხის თანხაზე (სესხის თანხაა 22 000 აშშ დოლარი, ხოლო იპოთეკის საგნის ღირებულებაა 18 900 აშშ დოლარი). ამ კლიენტისთვის სესხის გაცემაზე უარი აქვს ნათქვამი რისკების დეპარტამენტს. პროექტი მომზადებული ჰქონდა მარნეულის დეპარტამენტს აპრილში, ხოლო პეკინის ფილიალს სესხის გაცემული აქვს მაისში. მარნეულის მიერ მომზადებულ პროექტში შემოსავალი იყო 1700 ლარი, ხოლო წყარო _ ხელფასი და აბიტურიენტების მომზადება. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ მსესხებელს მარნეულში ბინა გაქირავებული არა აქვს, თვითონ ცხოვრობს. მას აქვს შემოსავალი ხელფასის და აბიტურიენტების მომზადებიდან 1900 ლარის ოდენობით. თუმცა ამ შემოსავალს იღებს წლის მანძილზე 10 თვის განმავლობაში. აღნიშნული გარემოებების გამო სესხის გაპრობლემების რისკი მაღალია.

 

აქტის თანახმად, თ-------------–---–ს 2011 წლის 14 ივლისს 60 თვის ვადით აღებული აქვს იპოთეკური სესხი 12000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 2012 წლის 3 აპრილს სამომხმარებლო სესხი 8 000 აშშ დოლარის ოდენობით. პასუხისმგებელ პირებად მითითებულნი არიან თ--------------- და ლელა ლაღუნდარიძე. აქტში მითითებულია შემდეგი დარღვევები: ფილიალს არა აქვს რემონტისთვის იპოთეკური სესხის დამტკიცების უფლება, ასევე არა აქვს 5 000 აშშ დოლარზე მეტი თანხის სამომხმარებლო სესხის გაცემის უფლება; სესხის გაცემის კრიტერიუმებს არ შეესაბამება თანამსესხებლის ასაკი - აღემატება 65 წელს; პროექტში არ არის მითითებული, რომელი ბინის მოწყობა სურს მსესხებელს; საბუთებში არ დევს ბოლო სამი თვის ამონაწერი ანგარიშიდან; მსესხებლის ანგარიშზე ხელფასი ჩაირიცხა ორჯერ, სესხის აღებამდე რამდენიმე დღით ადრე. ხელფასი ჩარიცხულია იმ კომპანიის (შპს ”ს-------–-”) მიერ, რომლის დირექტორის ერთადერთი დამფუძნებელიც არის მსესხებელი; თანამსესხებლის იჯარის შემოსავლებში ერთერთი მოიჯარე არის იგივე კომპანია შპს „ს-------–-“; სამომხმარებლო სესხის პროექტში გათვალისწინებული არ არის იპოთეკური სესხის გადახდები.

 

აქტის თანახმად, 2011 წლის 22 ნოემბერს ზ-------------–---–მა 36 თვის ვადით აიღო მეორადი ავტოსესხი 11 531,97 აშშ დოლარის ოდენობით. პასუხისმგებელი პირია თ---------------. სესხი გაცემულია ადგილობრივი ლიმიტით, შპს «დ----------–----ს» პირობით. სესხის გაცემულია მერსედეს ბენც ცლკ 270, გამოშვების წელი 2004, შესაძენად - ღირებულება 17 820 აშშ დოლარი. სესხის გაცემულია შემდეგი დარღვევებით: არ მომხდარა თანამონაწილეობის თანხის შეტანა კლიენტის ანგარიშზე; არ მომხდარა განბაჟებისათვის საჭირო თანხების გადარიცხვა სს „კ------------------------დან“; თუ ავტომობილი არის 2002-2007 წლებში გამოშვებული, საჭიროა 40% თანამონაწილეობა, ამ ხელშეკრულებაში კი არის 35%-იანი თანამონაწილეობა; კლიენტი მოხვედრილია თიბისი ბანკის კრედიტ ინფოს ნეგატიურ ბაზაში, რის გამოც სესხის გაცემის უფლებამოსილება მმართველს არ ჰქონდა. სესხის გადახდა მიმდინარებს გრაფიკის მიხედვით მცირედი ვადაგადაცილებით. ეს კლიენტი დაკავშირებულია ნ-----–---------–---–თან, რომელიც არის შპს „დ----------–---ის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და სარგებლობს ბანკის იპოთეკური სესხით.

 

პალატა ეთანხმება გასაცივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ შეფასებას და დასკვნას მასზედ, რომ დასახელებულ შემთხვევებში, სესხის ხელშეკრულებები დადებულია ბანკის მიერ დამტკიცებული წესების დარღვევით, რომლებიც, სასამართლოს აზრით, სხვადასხვა სიმძიმისაა. რამდენიმე ხელშეკრულების შემთხვევაში მითითებულია, რომ სესხის პროექტში არასრულად არის მითითებული ინფორმაცია, რაც არსებით და მნიშვნელოვან დარღვევად ვერ შეფასდება. აღნიშნული არის პროცედურული ხასიათის დარღვევა, რადგან გავლენას ვერ ახდენს სესხის ხელშეკრულების ძირითადი პირობების ჩამოყალიბებაზე და შეთანხმებაზე.

 

სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას დაშვებულ მნიშვნელოვან დარღვევებად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ რიგ შემთხვევებში სესხი გაცემულია ფილიალისათვის დადგენილი ლიმიტის გადაჭარბებული თანხით. კერძოდ, სესხის ლიმიტი გადაჭარბებულია თ-------------–---–თან დადებულ სამომხარებლო სესხის ხელშეკრულებაში, რადგან გაცემულია 8000 აშშ დოლარი.

 

2011 წლის 14 სექტემბერს, ნ----------------სთან დადებულ სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხის თანხაა 14 000 აშშ დოლარი. სესხი გაცემულია საკრედიტო კომიტეტის თანხმობის გარეშე.

 

მიხეილ ლოლუას, 2011 წლის 8 ნოემბერს დადებული სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული აქვს სესხი 15 500 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2013 წლის შემდეგ მონიტორინგის აქტში მითითებული ხელშეკრულებებიდან საკრედიტო ლიმიტის გადაჭარბებით გაცემულია შემდეგი სესხები:

 

2012 წლის 3 ივლისს, გ--------------სთან დადებული ავტოსესხის ხელშეკრულებით გაცემულია სესხი 24 280 აშშ დოლარი.

 

ნ--------------სთან დადებულია ორი სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულება - 2012 წლის 14 თებერვალს, თანხით _ 12 500 აშშ დოლარი და 2012 წლის 17 მაისს, თანხით _ 5000 აშშ დოლარი. მსესხებელი მოხვედრილია კრედინფოს ნეგატიურ ბაზაში და სესხი უნდა დაემტკიცებინა რისკების დეპარტამენტს.

 

2011 წლის 14 ნოემბერს, ბანკის გენერალური დირექტორის _ გ-----------–------ს მიერ გაცემული მინდობილობით, სს „კ----------------------ი“ უფლებამოსილებას ანიჭებს პეკინის ფილიალის მმართველს ნ-------–----–---–ს ბანკის სახელით ხელი მოაწეროს ბანკის საკრედიტო კომიტეტის მიერ დამტკიცებული და შესაბამისი წესით ხელმოწერილი საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე შედგენილ გენერალურ საკრედიტო, საბანკო კრედიტის და ოვერდრაფტის ხელშეკრულებებს, ასევე ბანკის პეკინის განყოფილებიდან გასაცემი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებს, ასევე ამ პუნქტში აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის (იპოთეკის, გირავნობის, თავდებობის, მოვალის გარანტიის ხელშეკრულებებს).

 

სს „კ----------------------ის“ დირექტორთა საბჭოს მიერ 2011 წლის 29 ივნისს დამტკიცებულია ბანკის განყოფილების (სერვის ცენტრის) მიერ გასაცემი კრედიტების ლიმიტები. ბინის შესაძენად და ბინის კაპიტალური რემონტისთვის სესხის ლიმიტია 25 000 აშშ დოლარი, სამომხმარებლო სესხის (უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი) ლიმიტია 5000 აშშ დოლარი; ბინის კეთილმოწყობის სამომხმარებლო სესხის ლიმიტია 15 000 აშშ დოლარი. ახალი ავტომობილის შესაძენი სესხის ლიმიტია 12 000 აშშ დოლარი, მეორადი ავტომობილის შესაძენი სესხის ლიმიტია 7000 აშშ დოლარი.

 

ამდენად, ბანკის განყოფილება უფლებამოსილი იყო სამომხმარებლო სესხის სახით გაეცა 5000 აშშ დოლარამდე ოდენობის თანხა, ახალი ავტომობილის შესაძენად 12 000 აშშ დოლარამდე სესხი, ხოლო მეორადი ავტომობილის შესაძენად 7000 აშშ დოლარამდე ოდენობის თანხა. ამ ლიმიტის გადაჭარბებით თანხის გაცემა განყოფილების ხელმძღვანელს შეეძლო მხოლოდ ბანკის საკრედიტო რისკების განყოფილების ან საკრედიტო კომიტეტის თანხმობით, რადგან დირექტორთა საბჭოს მიერ დადგენილი წესის მიხედვით, ლიმიტის გადაჭარბებით სესხის თანხის განაცხადი განსახილველად უნდა გადაცემოდა ბანკის ზემოთდასახელებულ სტრუქტურულ ერთეულებს. მითითებულ შემთხვევებში, სესხი გაცემულია ამ წესების დარღვევით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ბანკის განყოფილებისათვის გასაცემი სესხის თანხის ლიმიტის დაწესება და ლიმიტის გადაჭარბებული თანხის სესხის გაცემისათვის თანხმობის დაწესების მიზანია სესხის დაუბრუნებლობის რისკების შემცირება და ამ საკითხის გადაწყვეტა სათანადო ანალიზის საფუძველზე - მსესხებლის გადახდისუნარიანობის, შემოწმების გზით, აღნიშნული წესის დაცვა ბანკის გამართული საქმიანობისათვის მნიშვნელოვანია, ხოლო ამ წესის დარღვევა ქმნის ბანკისათვის ზიანის მიყენების რისკს და უნდა შეფასდეს შრომითი მოვალეობის უხეშ დარღვევად.

 

ბანკის მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგენილი აქტების თანახმად, პეკინის ფილიალში ლიმიტის გადაჭარბებით სესხის გაცემის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც, ეს დარღვევა ერთჯერადი ხასიათის არ იყო, 2012 წელს მონიტორინგის შედეგად, ამ ფაქტების გამოვლენის შემდეგ, მსგავსი ფაქტები გამოვლინდა, ასევე 2013 წელს ჩატარებული მონიტორინგის დროსაც. შესაბამისად, განყოფილების ხელმძღვანელს ამ პრობლების გამოსწორების მიზნით ეფექტური ზომები არ მიუღია.

 

შრომითი მოვალეობის უხეშ დარღვევად უნდა შეფასდეს, ასევე რისკების განყოფილების თანხმობის გარეშე, სესხის გაცემის ფაქტი იმ პირზე, ვინც რეგისტრირებულია კრედიტინფოს მონაცემთა ბაზაში. ი-----–--------–--ლთან დადებულია ორი სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულება: 2012 წლის 25 ივნისს _ 1690 აშშ დოლარზე და 2013 წლის 12 ივლისს _ 2000 აშშ დოლარზე. მსესხებელი რეგისტრირებულია კრედიტინფოს ნეგატიურ ბაზაში, რის გამოც სესხი დამტკიცებული უნდა ყოფილიყო რისკების დეპარტამენტის მიერ. ბანკის მიერ დამტკიცებული „საცალო გაყიდვების სეგმენტში შემავალი კლიენტების უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მომსახურების მომსახურება პროცედურის“ პირველი თავი განსაზღვრავს კლიენტთან გასაუბრების წესებს. ამ თავის მე-5 პუნქტის მიხედვით, კლიენტი გადამოწმდება „კრედიტ ინფო საქართველოს“ საგადასახადო დავალიანების ბაზაში. თუ კლიენტს ერიცხება საგადასახადი დავალიანება, სესხის გაცემამდე ან გაცემისას, სასურველია აღნიშნული დავალიანების დაფარვა და ეს არ უნდა იყოს კლიენტისთვის სესხის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი.

 

5.6 პუნქტის მიხედვით, თუ კლიენტი უარს აცხადებს საგადასახდო დავალიანების დაფარვაზე, საჭიროა, დავალიანების წარმოშობის მიზეზის დადგენა და აღნიშნულის სესხის პროექტში მითითება. პროექტი, ფილიალის ლიმიტის მიუხედავად, იგზავნება საკრედიტო რისკების და სესხების დაფარვის დეპარტამენტში განსახილველად.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას კონკრეტულ დარღვევებზე მხოლოდ კონკრეტული ხელშეკრულებებზე პასუხის მგებელი პირების პასუხისმგებლობისა და ნ-------–----–---–-ს პასუხისმგებლობის გამორიცხვის თაობაზე და აღნიშნავს, რომ განყოფილების/სერვის ცენტრის მმართველის თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად, მმართველის მოვალეობაა ფილიალის/სერვის -ცენტრის საკრედიტო საქმიანობაზე კონტროლის დაწესება, კომპეტენციის და დადგენილი ლიმიტების ფარგლებში სესხების განხილვა/დამტკიცება, სესხის გასაცემად ყველა საჭირო საბუთის დამოწმება. სასესხო პორტფელის მუდმივი მონიტორინგი შესაბამის ოფიცრებთან ერთად და საჭიროების შემთხვევაში (მაგ. პრობლემური სესხების შემთხვევაში), შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და/ან ბანკის შესაბამის სტრუქტურული ქვედანაყოფის ინფორმირება.

 

ამდენად, ბანკის სერვის ცენტრის/განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია განყოფილების ფუნქციების შესრულებაზე, იგი წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების გამგებლობაში არსებული საკითხებს. შესაბამისად, ხელმძღვანელობითი ფუნქციის შესრულება გულისხმობს ბანკის თანამშრომლების მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესწავლას და ამის შედეგად სესხის გაცემის გადაწყვეტილების მიღებას.

 

ბანკის მიერ შედგენილი მონიტორინგის ანგარიშში ზემოთდასახელებულ სესხის ხელშეკრულებების პასუხისმგებელ პირად ნ-------–----–---–- მითითებული არ არის,თუმცა ეს მოსარჩელეს სამსახურებრივი პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს. მართალია, მოსარჩელე ხელშეკრულებების ტექნიკური მხარის მომზადებაში არ მონაწილეობს, მაგრამ იგი, როგორც განყოფილების უფროსი, იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სესხის გაცემის საკითხზე. შესაბამისად, მას ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა ისეთ შემთხვევაზე, როცა დარღვეულია სესხის გაცემის ლიმიტი, სესხის გაცემას მოითხოვს კრედიტინფოს ბაზაში რეგისტრირებული პირი და ეს სესხები გაცემულია რისკების დეპარტამენტის თანხმობის გარეშე.

 

შრომითი მოვალეობის მნიშვნელოვან დარღვევად უნდა შეფასდეს, ასევე ნ-------–----–---–-ს მიერ კლიენტთა სასესხო ვალდებულებების შესრულების ფაქტები.

„საცალო გაყიდვების სეგმენტში შემავალი კლიენტების უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მომსახურების მომსახურება პროცედურის“ მე-6 თავის მე-3 პუნქტის მიხედვით, ნაღდი სახით თანხის შეტანა მსესხებლის ანგარიშზე შესაძლებელია განახორციელოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა. კლიენტთა მომსახურების ოფიცერს და განყოფილების/სერვის -ცენტრის უფროსს არა აქვს უფლება დაფაროს საკუთარ პორტფელში არსებული კლიენტების სასესხო დავალიანება.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერებით დასტურდება, რომ ნ-------–----–---–-ს მიერ ნ-------------–---–-ს სესხის დასაფარად 2013 წლის 26 სექტემბერს, გადახდილია 846 ლარი. 2013 წლის 6 მარტს, ნ-------–----–---–-ს მიერ სალომე კვირიკაშვილის ანგარიშზე სესხის დასაფარად გადახდილია 2360 ლარი.

 

სს „კ----------------------ის“ საოპერაციო რისკების განყოფილების უფროსის _ მ-----–-----–---–---–-ს მიერ 2014 წლის 29 ივლისს გაცემულია ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ 2014 წლის იანვარში მოხდა აღმაშენებლის ფილიალის მმართველის ნ-------–----–---–-ს მიერ განხორციელებული ნაღდი ფულის ოპერაციების ანალიზი, მისი ბანკში მუშაობის დაწყებიდან 2014 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე. საკუთარ ანგარიშებზე შეტანილი ნაღდი ფულის ოდენობამ შეადგინა 1 871 235,06 ლარის ექვივალენტი, სხვა კლიენტების ანგარიშებზე 2 076 633,88 ლარი.

 

ამდენად, სს „კ----------------------ში“ საქმიანობის პერიოდში, ნ-------–----–---–-ს მიერ ხდებოდა ბანკის კლიენტთა სასესხო დავალიანების დაფარვა, რომლის საერთო თანხამ შეადგინა 2 076 633,88 ლარი. ამასთან, ნ-------–----–---–-ს პირად ანგარიშებზე ბანკის კლიენტების სასესხო დავალიანების დაფარვიდან ნაღდი ფულის სახით შეტანილია 1 871 235,06 ლარი. ბანკის მიერ მითითებული ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია და არგუმენტირებულად ვერ უარყო ბანკის მიერ მითითებული ეს გარემოებები.

 

სამოქალაქო სამართლწარმოების ძირითადი შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლით განსაზღვრულია მტკიცებულებათა წრე, რომელთა მეშვეობით შეიძლება მხარის მიერ მითითებულ გარემოებათა დამტკიცება. ესენია, თვით მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები.

 

მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას გასათვალისწინებელია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. ამ შემთხვევაში სადავოა შრომითი ურთიერთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება. შესაბამისად, დამსაქმებელმა უნდა დაადასტუროს იმ დარღვევების არსებობა, რომელთა გამოც შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა. ამ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა მოსარჩელის მიერ შრომის ხელშეკრულების პირობების დარღვევა, ხოლო შრომითი მოვალეობის დარღვევად ბანკმა მიიჩნია სერვის-ცენტრისათვის დადგენილი ლიმიტის გადაჭარბებით სესხების გაცემა რისკების დეპარტამენტის განყოფილების გადაწყვეტილების გარეშე, კლიენტთა სასესხო დავალიანების გადახდა, საკუთარ ანგარიშზე კლიენტთა თანხების ჩარიცხვა. ამ გარემოებების შესახებ მოპასუხის მიერ წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულებები, ხოლო საწინააღმდეგო პოზიციის დასადასტურებლად, კერძოდ, დარღვევების დასადასტურებლად დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირისპიროდ აპელანტს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები.

 

რაც შეეხება აპელანტის იმ პოზიციას, რომ პეკინის ფილიალის მმართველად საქმიანობის განმავლობაში, მის გამგებლობაში არსებული განყოფილების საქმიანობა იყო წარმატებული, შემოსავლებმა იმატა, რაც მისი, როგორც ხელმძღვანელის კეთილსინდისიერ მუშაობაზე მიუთითებს, პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები ზემოაღნიშნული პოზიციის დასასაბუთებლად, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული.

 

სს „ტ---------ს“ შეგებებულ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით პალატა მიუთითებს შემდეგს: კერძოდ, დადგენილია, რომ სს „კ----------------------სა“ და ნ-----–---------–---–ს შორის 2012 წლის 14 იანვარს დაიდო სესხის ხელშეკრელება, 25 000 აშშ დოლარზე. საკრედიტო ხელშეკრულებასთან ერთად დაიდო ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ნ-----–---------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, თბილისში, ვ---------–----------–---, მ----------, კვარტ 8, კორპ 8, ბინა 28-ში. იპოთეკის საგანი ხელშეკრულებაში შეფასებულია 36 000 აშშ დოლარად, ხოლო მისი სწრაფად გასხვისების ღირებულება 25 000 აშშ დოლარად.

 

ნ-----–---------–---–მა სასესხო ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც იპოთეკის საგანი იძულებით აუქციონზე გასხვისდა 2013 წლის 23 დეკემბერს 34 200 ლარად (20 000 აშშ დოლარად), ხოლო აღმასრულებელმა ბინა შეაფასა 45 000 ლარად (27 000 აშშ დოლარად).

იძულებით აუქციონზე ბინა გასხვისდა 34 200 ლარად (20 000 აშშ დოლარად). ნ-----–---------–---–ის დავალიანება სულ შეადგენდა 26 758,07 აშშ დოლარს, შესაბამისად იძულებითი აღსრულების გზით დავალიანება გადახდილია ნაწილობრივ და გადასახდელად დარჩენილია 6758,07 აშშ დოლარი.

 

სს „ტ---------ს“ პოზიცია ხელშეკრულებაში იპოთეკის საგნის უსწოროდ განსაზღვრის შესახებ ეფუძნება იმ ფაქტს, რომ იძულებითი აღსრულების დროს, იპოთეკის საგნის ღირებულება განისაზღვრა ხელშეკრულებაში მითითებულ ფასზე მნიშვნელოვნად ნაკლებ ფასად და გაცემული სესხი სრულად ვერ დაბრუნდა. პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ დასაბუთებას, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ წარმოდგენილი ბინის ფოტოსურათები, (ბინის მდგომარეობის შესაბამისად) საკმარისი არ არის იმის დასადასტურებლად, რომ ქონების ღირებულება აშკარად არასწორად არის განსაზღვრული. ბინის საბაზრო ფასის არასწორად შეფასებას, ასევე არ ამტკიცებს მხოლოდ ის ფაქტი, რომ სააღსრულებო ბიუროს შემფასებელმა ბინა შეაფასა 10 000 აშშ დოლარით ნაკლებ ფასად. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია აუდიტის დასკვნა ან ექსპერტიზის დასკვნა იმ საკითხზე, თუ იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს რამდენს შეადგენდა ბინის ღირებულება ისეთ პირობებში, როგორიც წარმოდგენილია ფოტოსურათებზე.

 

აღსანიშნავია, რომ სესხის უზრუნველსაყოფად დადებულია ნასყიდობისა და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ნ-----–---------–---–მა იპოთეკის საგანი დინა გოგაძისაგან შეიძინა 36 000 აშშ დოლარად. შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული ფასი, ამავე დროს არის ამ უძრავი ქონების ნასყიდობის ფასი. ამდენად, ბინის ასეთი ფასი არ ეფუძნება მხოლოდ ბანკის თანამშრომლის შეხედულებას და შეფასებას და წარმოადგენს მყიდველისა და გამყიდველის მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში შეთანხმებულ ფასს.

 

პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ბანკის თანამშრომლის (კლიენტთან ურთიერთობის ოფიცრის/სერვისცენტრის უფროსის) მიერ სესხის უზრუნველყოფის საგნის შეფასების სისწორე ვერ შეფასდება სხვა შემფასებლის (ამ შემთხვევაში აღმასრულებლის) მიერ განხორციელებულ შეფასებასთან შედარების გზით, მით უფრო რომ ამ შემთხვევაში შეფასება განხორციელებულია ბანკის თანამშრომლის შეფასებიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, რაც სხვადასხვა ობიექტური, ეკონომიური ფაქტორების შესაძლო გავლენების გამო ზრდის შეფასებებს შორის სხვაობის ალბათობის რისკს. პალატას მიაჩნია, რომ შეფასების უსწორობის საკითხი შესაძლებელია დადგეს, თუ დადასტურდება ანალოგიურ პირობებში, ანალოგიურ ქონებებთან შედარებით იმგვარად შეუსაბამო ფასის განსაზღვრა, რაც აშკარა იქნებოდა არასპეციალისტის მოსაზრებითაც, რასაც აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.

 

ა---------–--------–---–ის ეპიზოდთან დაკავშირებით, დადგენილია შემდეგი: სს „კ----------------------ის“ პეკინის ფილიალის მმართველს ნ-------–----–---–სა და ა---------–--------–---–ს შორის, 2012 წლის 5 ივნისს, დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება ჩNშ AUთ შ-----------------, რომლის საფუძველზე, ბანკმა გასცა სესხი 10 870 აშშ დოლარი 36 თვის ვადით, წლიური 18% სარგებლის დარიცხვით. 2012 წლის 5 ივნისს დადებული გირავნობის ხელშეკრულებით, კრედიტის უზრუნველსაყოფად დაგირავდა ა---------–--------–---–ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთი - ავტომობილი მერსედეს ბენც E 200 სახ. ნომერი ღ-------.

 

2012 წლის 24 სექტემბერს, დაგირავებული ავტომანქანა ნ-------–----–---–-ს თანხმობით, გასხვისდა თურქეთის საელჩოს თანამშრომელზე. კერძოდ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 23 სექტემბრის ცნობის თანახმად, ავტომობილის მერსედეს ბენც E 200 საიდენტიფიკაციო ნომერი ჭ---------------- 2012 წლის 24 სექტემბრიდან რეგისტრირებულია სანომრე ნიშნით - 003D85 ჰ-----------------ის სახელზე. ავტომობილზე 2012 წლის 5 ივნისიდან რეგისტრირებულია გირავნობა, დამგირავებელი ა. მ------–---–-, მოგირავნე სს «კ----------------------ი». 2012 წლის 24 სექტემბრიდან ავტომობილის მესაკუთრის შეცვლასთან ერთად შეიცვალა ავტომობილის სახელმწიფო ნომერი და მიენიჭა დიპლომატიური სამსახურის ნომერი.

 

ა---------–--------–---–მა ბანკისათვის კრედიტის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა. 2013 წლის 9 ოქტომბრის, წერილობითი შეტყობინების შესაბამისად დავალიანება შეადგენს 11 967,79 აშშ დოლარს.

 

შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, საბოლოოდ ა---------–--------–---–ის დავალიანების იძულებით გადახდევინება ვერ განხორციელდა, რადგან დაგირავებული ავტომანქანა გადავიდა დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის საკუთრებაში.

 

ამ შემთხვევაში, ავთანდილ მუჯნიშვილის სესხი უზრუნველყოფილი იყო რეგისტრირებული გირავნობით, რის გამოც გირავნობის საგნის გასხვისების შედეგად შემძენის საკუთრებაში გადავიდა გირავნობის უფლებით დატვირთული მოძრავი ნივთი.

 

პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენდა ზიანის გამომწვევ უშუალო შედეგს. ხოლო მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო იყო თუ არა ზიანი, სამართლებრივი ურთიერთობის არსიდან გამომდინარე უნდა დადგინდეს. ამ შემთხვევაში, ნ-------–----–---–მა, როგორც ბანკის ფილიალის ხელმძღვანელმა თანხმობა განაცხადა დაგირავებული ავტომობილის უცხო ქვეყნის დიპლომატზე გასხვისებაზე. ამ შემთხვევაში ბანკის უფლებები დაცული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 274- ე მუხლით, რადგან შემძენზე გადავიდა უფლებრივად დატვირთული საკუთრების უფლება იმის მიუხედავად, რომ შემძენი იყო უცხო ქვეყნის დიპლომატი.

 

პალატას მიაჩნია, რომ მართალია ავტომობილის გასხვისებაზე თანხმობით მოპასუხემ შრომითი მოვალეობა დაარღვია, ამასთან, მოპასუხეს შეეძლო ევარაუდა ავტომობილის რეალიზაციის გართულების შესახებ, მაგრამ პალატის მოსაზრებით ბანკისთვის აპელანტის მიერ მითითებული ზიანი არ წარმოადგენს ნ-------–----–---–-ს მოქმედებით (თანხმობის გაცემა გასხვისებაზე) გამოწვეულ უშუალო შედეგს, რის გამოც მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნა დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

საპროცესო ხარჯები

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარზე და შეგებებული სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ-------–----–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. სს ,,ტ---------ს“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.06.2016წ. გადაწყვეტილება;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი

 

ხათუნა არევაძე