განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.11.2018
საქმის ნომერი
330210016001526345
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001526345

საქმე №2ბ/2516-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ოთარ სიჭინავა

 

სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე

 

აპელანტები - გ---–----------, ნ-------------–---–-

წარმომადგენელი - ჯ--------------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე - ჯ------------------

წარმომადგენელი - მ---------–-–---–-

 

დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.03.2018 წლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.03.2018 წლის გადაწყვეტილებით:

1. ჯ------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. ბათილად იქნა ცნობილი 2004 წლის 27 მაისს გარდაცვლილი მ-------------------–---–-- სამკვიდრო ქონების, მდებარე ქალაქი თბილისი, დ----------------–-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------, მ-------------------–---–-- წილზე, ნ-------------–---–-ს სახელზე, 2007 წლის 14 მარტს, ნოტარიუს ვიტალი შელიას მიერ გაცემული #----- სამკვიდრო მოწმობა;

3. ბათილად იქნა ცნობილი ნ-------------–---–-- და გ---–----------ს შორის, 2015 წლის 08 ივნისს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი თბილისი, დ----------------–-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:0---------------, ნასყიდობის ხელშეკრულება;

4. ჯ------------------ (პასპორტის ნომერი 7---------) ცნობილი 2004 წლის 27 მაისს გარდაცვლილი დედის, მ-------------------–---–-- ანდერძისმიერ (კანონისმიერ) მემკვიდრედ, უძრავ ქონებაზე მდებარე ქალაქი თბილისი, დ----------------–-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში წარმოდგენილი ნოტარიუს ე-–-----------–---–-- მიერ დამოწმებული ანდერძის 0---------წ, რეესტრის #------ შესაბამისად, მ-------------------–---–-- მთელი თავისი ქონება, რაც აღმოჩნდებოდა მის საკუთრებაში, უანდერძა შვილს ჯ------------------.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ნოტარიუს ე-–-----------–---–-- მიერ დამოწმებული ანდერძი 0---------წ, რეესტრის #------(ტომი1, ს.ფ.7).

 

მ-------------------–---–- გარდაიცვალა 2004 წლის 27 მაისს. გარდაცვალების მომენტისათვის მის პირველი რიგის კანონისმიერ, ასევე, ანდერძისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენდა შვილი - ჯ------------------.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მ-------------------–---–-- გარდაცვალების მოწმობა, სააქტო ჩანაწერის #0081170 (ტომი 1, ს.ფ.14);

- ჯ------------------ს დაბადების მოწმობა სააქტო ჩანაწერი #2199 (ტომი1, ს.ფ.15).

 

მ-------------------–---–-- გარდაცვალების მომენტისათვის მის სამკვიდრო მასას შეადგენდა კუთვნილი წილი უძრავ ქონებაში მდებარე ქ.თბილისი, დ-----------. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რეესტრის #-----, 1---------წ (ტომი1, ს.ფ.8-11).

 

მ-------------------–---–-- მეორე რიგის მემკვიდრეს, დას, წარმოადგენდა - ნ-------------–---–-.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში წარმოდგენილი კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის 1---------წ, რეესტრის #----- მიხედვით, მ-------------------–---–-- სამკვიდრო ქონებაზე, დის, ნ-------------–---–-ს სახელზე გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა 1---------წ, რეესტრის #----- (ტომი1, ს.ფ.8-11).

 

საქმეში წარმოდგენილი უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, 0--------- მიხედვით, ნ-------------–---–-- გ---–----------ს მიჰყიდა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.თბილისი, დ------------------------------------, შენობა #2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------. ნასყიდობის საფასური განისაზღვრა - 8000 ლარით. მყიდველი საჯარო რეესტრში აღირიცხა ნივთის მესაკუთრედ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, 0--------- (ტომი2, ს.ფ.25-26);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, 25/08/2016წ. (ტომი1, ს.ფ.12-13).

 

საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დახმარებისათვის მომართვის შესახებ ცნობის #------------- მიხედვით, ჯ------------------ 2004 წლის 16 მარტიდან დღემდე მკურნალობდა სისხლძარღვთა ქირურგთან, ქ------------------------–---------------–-----------–-------------–----------–----------–-------------------------------------------–-----

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სამედიცინო დახმარებისათვის მომართვის შესახებ ცნობა #------------- (ტომი 1, ს.ფ.160-161).

 

სასამართლომ განმარტა, რომ მხარის ახსნა-განმარტებისა და მოწმის ჩვენების საფუძველზე დადგენილია, რომ მ-------------------–---–-- გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე ჯ------------------, კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში, დედის კუთვნილი უძრავი ქონების მართვით, რომელსაც ახდენდა ნათესავების დახმარებით, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის ქონების მიღებაზე უარის თქმას. ვარაუდის გაქარწყლების ვალდებულება კი ეკისრება პირს, რომლის წინააღმდეგაცაა მიმართული იგი. მოცემულ შემთხვევაში, ნ-------------–---–-, დასახელებული ფაქტების საწინააღმდეგო, უარმყოფელი, სათანადო დასაბუთება არ წარმოუდგენია. წარმოდგენილი მტკიცებულებებით მან ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის საპროცესო უფლების სრულყოფილი რეალიზაცია.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

მემკვიდრეობით სამართალი სამკვიდრო უფლებების წარმოშობას უკავშირებს როგორც ანდერძისმიერ, ასევე, კანონისმიერ მემკვიდრეობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 

ამავე კოდექსის 1344-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსი ადგენს კანონით მემკვიდრეობის რიგითობას, კერძოდ, როგორ უნდა მოხდეს სამკვიდროს განაწილება კანონისმიერი მემკვიდრეობისას. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები კანონით მემკვიდრედ ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. მეორე რიგში გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

 

ამავე კოდექსის 1337-ე მუხლის თანახმად, წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ-------------------–---–-- გარდაცვალებით, 2004 წლის 27 მაისს გაიხსნა სამკვიდრო. მის კანონით პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენდა შვილი - ჯ------------------. საქმეში წარმოდგენილი ნოტარიუს ე-–-----------–---–-- მიერ დამოწმებული ანდერძის 0---------წ, რეესტრის #------, შესაბამისად, მ-------------------–---–-- მთელი თავისი ქონება, რაც აღმოჩნდებოდა მის საკუთრებაში, უანდერძა შვილს -ჯ------------------. დადგენილია, ასევე, რომ მ-------------------–---–-- გარდაცვალებისას სამკვიდრო მასას წარმოადგენდა კუთვნილი წილი უძრავ ქონებაში მდებარე ქ.თბილისი, დ-----------.

 

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღონ სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრის ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.

 

დასახელებული ნორმების განსაზღვრების თანახმად, კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა, თავისი სპეციფიკურობით ხასიათდებიან. სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნას ექვსი თვის განმავლობაშ სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამკვიდროს მიღების წესი ერთნაირია როგორც კანონით, ისე ანდერძით მემკვიდრეობის დროს. იგი შეიძლება მიღებულ იქნას სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით და სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობითა და მართვით. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრის მიერ დანაშთი სამკვიდროს მართვა, თუნდაც სხვა პირის საშუალებით, განიხილება სამკვიდროს მიღებად ( თუ ცხადია, მემკვიდრე უარს არ აცხადებს მის მიღებაზე).

 

სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ------------------ 6 თვის ვადაში სამკვიდროს მიღების განცხადებით სანოტარო ორგანოსათვის არ მიუმართავს. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, მემკვიდრის მხრიდან სამკვიდროს მიღებაზე გაცხადებული უარი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მხარის ახსნა-განმარტებისა და მოწმის ჩვენების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-------------------–---–-- გარდაცვალების შემდეგ ჯ------------------, კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში, დედის კუთვნილი უძრავი ქონების მართვით, რომელსაც ახდენდა ნათესავების დახმარებით, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის ქონების მიღებაზე უარის თქმას.

 

სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ მიუხედავად ჯ------------------ს მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებისა, საქმეში წარმოდგენილი კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის 1---------წ, რეესტრის #----- მიხედვით, მ-------------------–---–-- სამკვიდრო ქონებაზე, დის, ნ-------------–---–-ს სახელზე გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა.

 

კანონით მემკვიდრეების რიგითობა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულია სსკ-ის 1336-ე მუხლში. ყველა რიგის მემკვიდრეს ერთნაირი სიახლოვე არა აქვს მამკვიდრებელთან, ამიტომ ფიზიკურ პირთა მემკვიდრეებად მოწვევის თანმიმდევრობა ძირითადად დადგენილია მამკვიდრებელთან ნათესაური კავშირის ხარისხის (რიგითობის) მიხედვით. სამკვიდროს გახსნის შემდეგ, სამკვიდროს მისაღებად მოწვეული იქნებიან პირველი რიგის მემკვიდრეები. თუ პირველი რიგის თუნდაც ერთი მემკვიდრე მაინც არის, მაშინ მეორე რიგის მემკვიდრეები სამკვიდროს ვერ მიიღებენ.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მამკვიდრებლის შვილი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა დედის დანაშთ სამკვიდრო ქონებას, იგი ნათესავების დახმარებით მართავდა მას და არ უთქვამს უარი კანონით დადგენილი წესით, მ-------------------–---–-- ქონების მიღებაზე. შესაბამისად, გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზეა წინა რიგის, მოცემულ შემთხვევაში, პირველი რიგის კანონით მემკვიდრეობა, შვილმა კანონის შესაბამისად მიიღო დედის დანაშთი სამკვიდრო ქონება, ხოლო, ნ-------------–---–--, სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით, არ განაცხადა წინა რიგის მემკვიდრის არსებობის თაობაზე, უსაფუძვლოა მეორე რიგის მემკვიდრის, გარდაცვლილის დის პრეტენზია სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს.

 

შესაბამისად იმის გათვალისწინებით, რომ მამკვიდრებელს დარჩა ერთი ანდერძისმიერი, ასევე, ერთი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, შვილის, ჯ------------------ს სახით, რომელსაც თავის მხრივ მიღებული აქვს სამკვიდრო ფაქტობრივი მართვის გზით, რის გამოც მისი არსებობა, გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას, მოსარჩელის წილი განისაზღვრება მ-------------------–---–-- მთლიანი დანაშთი ქონებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს ჯ------------------ს სარჩელის მესაკუთრედ ცნობისა და 2007 წლის 14 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

რაც შეეხება ჯ------------------ს მოთხოვნას 2015 წლის 08 აგვისტოს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის საფუძვლიანობის შეფასებისათვის აუცილებელია ნასყიდობის გარიგების მეორე მხარის (მყიდველის) - გ---–----------- კეთილსინდისიერების ფაქტის დადგენა ქონების შეძენის მიმართ, ხელშეკრულების მოჩვენებითი ბუნების განსაზღვრა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას იმის თაობაზე, რომ ნ-------------–---–-- იცოდა ჯ------------------ს, როგორც კანონისმიერი, ასევე, ანდერძისმიერი მემკვიდრის არსებობა. ასევე, გ---–---------- წარმოადგენს ნ-------------–---–-ს ოჯახის ახლობელს, რძლის ნათესავს და არა გარეშე პირს.

 

კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების დაცვის საკითხს სამოქალაქო კოდექსი წყვეტს სამოქალაქო ბრუნვის სიმყარისა და სტაბილურობის ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

 

კეთილსინდისიერი შემძენის ასეთი უფლებრივი მდგომარეობა გამოწვეულია საჯარო რეესტრის სპეციფიკური დანიშნულებით სამოქალაქო ბრუნვის მექანიზმში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელინე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრისჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. ბრუნვის კეთილსინდისიერება ამ ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერებაა, ეს კი გულისხმობს ბრუნვის მონაწილეებისადმი სანდოობას. ასეთი ურთიერთდამოკიდებულება გამარტივებული და ცოცხალი სამოქალაქო ბრუნვის აუცილებელი წინაპირობაა. ეს სრულიადაც არ ნიშნავს ურთიერთობის მონაწილეთა მხრიდან ერთმანეთის მიმართ თვალდახუჭულ ნდობას. იგი აუცილებლად გულისხმობს წინდახედულობის გონივრულ მასშტაბს, რისი გარანტიც საჯარო რეესტრი და მისი ჩანაწერებია. ამასთან, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შემძენის შესაძლებლობანი რეესტრის არასწორი ჩანაწერის ცოდნასთან მიმართებით, ანუ უნდა გაირკვეს, შემძენს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შეეძლო და უნდა სცოდნოდა თუ არა სადავო ფაქტი. სწორედ ამ გარემოებატა გამოკვლევას უნდა ეფუძნებოდეს დასკვნა შენაძენის ნამდვილობისა და მისი დაცვის მიზანშეწონილობის თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი ემსახურება მხოლოდ კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების დაცვას, ხოლო, როდესაც შემძენმა იცის ან უნდა იცოდეს, რომ გამსხვისებელი არ არის ნივთის მესაკუთრე, იგი ვერ ისარგებლებს ამ მუხლით მინიჭებული დაცვის უფლებით.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მყიდველ გ---–----------ს, როგორც ნ-------------–---–---- ხანგრძლივი დროის განმავლობაში ოჯახური ურთიერთობით დაკავშირებულ პირს, გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შეეძლო და უნდა სცოდნოდა კიდეც, რომ უძრავი ქონება, რაზედაც გაფორმდა ხელშეკრულება, წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას, შესაბამისად, იგი ვერ იქნება მიჩნეული კეთილსინდისიერ შემძენად.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ანშეწყვეტისაკენ.

 

ამავე კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიულიშედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

სასამართლომ მიუთითა, რომ დასახელებული ნორმის აღწერილობითი ნაწილი იძლევა მოჩვენებითი გარიგების იურიდიულ დეფინიციას და ნორმით გათვალისწინებული შედეგის მიმართ გადამწყვეტია მხოლოდ მხარეთა ნამდვილი ნება, ანუ მათ არ უნდა სურდეთ იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რასაც გარიგება ითვალისწინებს. მოჩვენებითი გარიგება, როგორც წესი, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ყოველთვის შეესაბამება ამ ტიპის გარიგების დადებისათვის კანონით დადგენილ წესსა და პირობებს. გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ,,ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

მოცემულ შემთხვევაში უძრავ ნივთზე მდებარე ქ.თბილისი, დ---------------, 2015 წლის 08 ივნისს დადებული ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენდნენ ერთის მხრივ მესაკუთრე, ნ-------------–---–-, ხოლო მეორეს მხრივ მესაკუთრის რძლის ნათესავი, გ---–----------. გარიგების მონაწილე სუბიექტებს შორის არსებობდა ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთდამოკიდებულება. მოწმე მ-----–----------- ჩვენებით, უძრავ ნივთს დღემდე აქირავებს ნ-------------–---–-ს რძალი, იგი იღებს ქირის თანხას, ნ-------------–---–-- მასთან საუბარში აღნიშნა კიდეც, რომ რეალურად სახლი გაყიდული არ არის.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ საქმეში მოჩვენებით გარიგებასთან მიმართებით განმარტავს, რომ ,,სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის საფუძველზე გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმგვარ პრეზუმირებულ ფაქტებს, რომელთა ერთობლივი ანალიზი ნებისმიერ საშუალო წინდახედულობის ადამიანში ეჭვქვეშ აყენებს გარიგების ნამდვილობას, ბუნებრივია, საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ნორმის აბსტრაქტული შემადგენლობის ყველა ელემენტის მითითება და შესაბამისი მტკიცებულებით გამყარება მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო ამ მტკიცებულებათა გაქარწყლება (სადავო გარიგების ნამდვილობის დადასტურება) მოპასუხეს აწევს ტვირთად.“(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე #ას-667-638-2016).

 

შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტების, ფაქტების, მოწმის ჩვენების და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეჯერება, სარწმუნოს ხდის მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ პოზიციას იმის თაობაზე, 2015 წლის 08 ივნისს ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენისას, მხარეები მოჩვენებითად მოქმედებდნენ, არ ითვალისწინებდნენ შესაბამისი შედეგის დადგომას - ნივთზე საკუთრების უფლების გ---–----------ზე გადაცემას. სადავო გარიგება წარმოადგენს მოჩვენებით შეთანხმებას, ხელშეკრულების კონტრაჰენტებს არ ჰქონიათ განზრახვა, რომ გარიგებას შესაბამისი იურიდიულიშედეგი მოჰყოლოდა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მოჩვენებით გარიგებად მიჩნევისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გარიგების მიზნის დადგენა, არამედ გამოკვლევა იმისა, სადავო გარიგებას მოჰყვა თუ არა შესაბამისი სამართლებრივი შედეგი. საქარველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით განსაზღვრული გარემოებების მოჩვენებითობა რომ არ დადგინდეს, აუცილებელია ამ ნორმის შემადგენელი ელემენტების არსებობის დადასტურება მოწინააღმდეგე მხარის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამდენად, მყიდველის ვალდებულებაა დაადასტუროს, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება გადაუხადა მყიდველს, მას გადაეცა საკუთრების უფლება ნასყიდობის საგანზე და სამაგიეროდ მიიღოუძრავი ნივთი ანუდაეუფლას მას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით დადასტურებული არ არის მყიდველების მიერ გამყიდველისათვის, გ---–-----------ათვის ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდის ფაქტი და გარდა ამისა, უდავოა, რომ მოპასუხე ნასყიდობის საგანს ფაქტობრივად არ დაუფლებია. სადავო უძრავ ქონებას დღემდე მუდმივად ფლობენ ყოფილი მესაკუთრე, ნ-------------–---–- და მისი ოჯახი. შესაბამისად, სახეზე არ არის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობისათვის აუცილებელი რამდენიმე არსებითი ნიშანი. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ მხარეებს არ სურდათ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის დადგომა, რაც სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველია.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, მიუთითებს სადავო ხელშეკრულებით გამოხატული ნების გამოვლენის ნაკლზე და ქმნის საფუძველს დადგინდეს, რომ ხელშეკრულების მხარეებს, ნ-------------–---–-- და გ---–----------ს, რეალურად არ სურდათ იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა, საკუთრების უფლების მყიდველზე გადასვლა, რასაც სადავო გარიგება ითვალისწინებს. აღნიშნული კი გარიგების ბათილად ცნობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველია.

 

რაც შეეხება მოპასუხის მითითებას სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობაზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. სწორედ ასეთ სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას გვთავაზობს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი, კონკრეტულად იმ შემთხვევისათვის, როცა პირს სურს შეედავოს სამკვიდრო მოწმობას. მითითებული ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1421-1451-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას (სუსგ 30.10.2015წ. №ას-111-104-2015, სუსგ 8.04.2013 წ. №ას-72-68-2013), რის გამოც, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მხრივ მოპასუხის მითითება სამართლებრივ მნიშვნელობას მოკლებულია. ასევე, დაუშვებელია – მესაკუთრეს დაუწესდეს რაიმე ხანდაზმულობის ვადა მისი საკუთრების აბსოლუტური უფლების დაცვასთან დაკავშირებით. (ეს დასკვნა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას იხ: 2014 წლის 24 იანვრის განჩინება სამოქალაქო საქმეზე №ას-911-869-2013).

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტების მითითებით, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.03.2018 წლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ჯ------------------- ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო ქონება, რადგან აღნიშნულის დამდასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ამასთან, მას არც სანოტარო ბიუროში წარუდგენია განცხადება სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში, რითიც მან დაკარგა სამკვიდროს მიღების უფლება. მას არ უცხოვრია უძრავ ქონებაში არასდროს და არც მასში განლაგებული ნივთები განუკარგავს. შესაბამისად, არასწორია მსჯელობა იმაზე, რომ ჯ------------------ ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა ქონებას მაშინ, როდესაც მას ქონების მიმართ ინტერესი არ გამოუხატავს 2004 წლიდან სარჩელის შეტანიდ დღემდე. ასევე, აპელანტების მითითებით, ჯ------------------- რამდენჯერმე განაცხადა უარი სამკვიდროს მიღებაზე ზეპირსიტყვიერად ნ-------------–---–---- საუბრის დროს და განმარტა, რომ არ სურდა საქართველოში დაბრუნება და ქონების მიღება.

 

ის ფაქტი, რომ ნ-------------–---–-- ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა აიღო მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, მიუთითებს იმაზე, რომ იგი ელოდებოდა ჯ------------------ს ჩამოსვლასა და ქონების მიღებას. რაც შეეხება სამკვიდროს მიღების დროს იმ გარემოების გაცხადებას, რომ არსებობდა მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრე, აღნიშნულის ვალდებულება ნ-------------–---–- არ გააჩნდა.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორების განმარტებით, მათ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის არ უნდა იყოს განმსაზღვრელი თანხის გადახდის ამსახველი მტკიცებულება. ამასთან, არასწორია მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სადავო უძრავ ქონებას დღემდე ფლობს ნ-------------–---–-, ვინაიდან, მისი მესაკუთრე არის გ---–----------, რომელიც ოჯახის წევრების მეშვეობით განკარგავს და ფლობს ქონებას. შესაბამისად, გ---–---------- არის კეთილსინდისიერი მფლობელი და იგი არ იყო ვალდებული სცოდნოდა უძრავ ქონებაზე არსებული დავის შესახებ მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ნივთის მესაკუთრედ ფიქსირდებოდა ნ-------------–---–-.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,ნოტარიუს ე-–-----------–---–-- მიერ დამოწმებული ანდერძის 0---------წ, რეესტრის #------ შესაბამისად, მ-------------------–---–-- მთელი თავისი ქონება, რაც აღმოჩნდებოდა მის საკუთრებაში, უანდერძა შვილს ჯ------------------.

 

მ-------------------–---–- გარდაიცვალა 2004 წლის 27 მაისს. გარდაცვალების მომენტისათვის მის პირველი რიგის კანონისმიერ, ასევე, ანდერძისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენდა შვილი - ჯ------------------.

 

მ-------------------–---–-- გარდაცვალების მომენტისათვის მის სამკვიდრო მასას შეადგენდა კუთვნილი წილი უძრავ ქონებაში მდებარე ქ.თბილისი, დ-----------.

 

მ-------------------–---–-- მეორე რიგის მემკვიდრეს, დას, წარმოადგენდა - ნ-------------–---–-.

 

კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის 1---------წ, რეესტრის #----- მიხედვით, მ-------------------–---–-- სამკვიდრო ქონებაზე, დის, ნ-------------–---–-ს სახელზე გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა.

 

საქმეში წარმოდგენილი უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, 0--------- მიხედვით, ნ-------------–---–-- გ---–----------ს მიჰყიდა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.თბილისი, დ------------------------------------, შენობა #2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------. ნასყიდობის საფასური განისაზღვრა - 8000 ლარით. მყიდველი საჯარო რეესტრში აღირიცხა ნივთის მესაკუთრედ.

 

საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დახმარებისათვის მომართვის შესახებ ცნობის #------------- მიხედვით, ჯ------------------ 2004 წლის 16 მარტიდან დღემდე მკურნალობდა სისხლძარღვთა ქირურგთან, ქ------------------------–---------------–-----------–-------------–----------–----------–-------------------------------------------–-----

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

შეჯიბრებითობის პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობებით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნების ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებული არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მისმა დედამ ნარგიზა მელიქიძემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის შალვა ბუხრიკიძის სამკვიდრო ქონება. შესაბამისად, მასვე ეკისრება ამ ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი, მას აკისრია საპროცესო ვალდებულება წარმოადგინოს უტყუარი მტკიცებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვდირო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.

 

ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვდირო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობა, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 

ამავე კოდექსის 1344-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც.

 

ამავე კოდექსის 1337-ე მუხლის თანახმად, წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ-------------------–---–-- გარდაცვალებით, 2004 წლის 27 მაისს გაიხსნა სამკვიდრო. მის კანონით პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენდა შვილი - ჯ------------------. საქმეში წარმოდგენილი ნოტარიუს ე-–-----------–---–-- მიერ დამოწმებული ანდერძის 0---------წ, რეესტრის #------, შესაბამისად, მ-------------------–---–-- მთელი თავისი ქონება, რაც აღმოჩნდებოდა მის საკუთრებაში, უანდერძა შვილს - ჯ------------------. ამასთან, დადგენილია, რომ მ-------------------–---–-- გარდაცვალებისას სამკვიდრო მასას წარმოადგენდა კუთვნილი წილი უძრავ ქონებაში მდებარე ქ.თბილისი, დ-----------.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.

 

საქართველოს სამოქალქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვდიროს გასხნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება. სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვდიროს მიღების შესახებ.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა სამკვიდროს მიღებას უკავშირებს, ასევე, სამკვიდროს ფლობას და მართვას, რაც უნდა მოხდეს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში. ამასთან, ფლობა და მართვა უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ მემკვიდრემ ამით განახორციელა მესაკუთრის ბატონობა და, აქედან გამომდინარე, იკისრა მესაკუთრის ყველა უფლება და ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჯ------------------ 6 თვის ვადაში სამკვიდროს მიღების განცხადებით სანოტარო ორგანოსათვის არ მიუმართავს. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, მემკვიდრის მხრიდან სამკვიდროს მიღებაზე გაცხადებული უარი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ასევე, პალტა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჯ------------------- ზეპირსიტყვიერად, რამდენჯერმე განაცხადა უარი სამკვიდროს მიღებაზე, ვინაიდან, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოპიოვება. აღნიშნულის საპირისპიროდ, მხარის ახსნა-განმარტებისა და მოწმის ჩვენების საფუძველზე პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მ-------------------–---–-- გარდაცვალების შემდეგ ჯ------------------, კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში, დედის კუთვნილი უძრავი ქონების მართვით, რომელსაც ახდენდა ნათესავების დახმარებით, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას.

 

ამასთან, მიუხედავად ჯ------------------ს მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებისა, საქმეში წარმოდგენილი კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის 1---------წ, რეესტრის #----- მიხედვით, მ-------------------–---–-- სამკვიდრო ქონებაზე, დის, ნ-------------–---–-ს სახელზე გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა. შესაბამისად, ვინაიდან სახეზეა წინა რიგის, მოცემულ შემთხვევაში, პირველი რიგის კანონით მემკვიდრეობა, შვილმა კანონის შესაბამისად მიიღო დედის დანაშთი სამკვიდრო ქონება, ხოლო, ნ-------------–---–--, სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით, არ განაცხადა წინა რიგის მემკვიდრის არსებობის თაობაზე, რასაც არ უარყოფს თავად აპელანტი და მისივე განმარტებით, მას არ გააჩნდა აღნიშნული ფაქტის გაცხადების ვალდებულება, უსაფუძვლოა მეორე რიგის მემკვიდრის, გარდაცვლილის დის პრეტენზია სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს.

 

პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მამკვიდრებელს დარჩა ერთი ანდერძისმიერი, ასევე, ერთი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, შვილის, ჯ------------------ს სახით, რომელსაც თავის მხრივ მიღებული აქვს სამკვიდრო ფაქტობრივი მართვის გზით, რის გამოც მისი არსებობა, გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას, არსებობს ჯ------------------ს სარჩელის მესაკუთრედ ცნობისა და 2007 წლის 14 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

რაც შეეხება 2015 წლის 08 აგვისტოს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, პალატა მიუთითებს შემდეგს:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ნ-------------–---–-- იცოდა ჯ------------------ს, როგორც კანონისმიერი, ასევე, ანდერძისმიერი მემკვიდრის არსებობა. ასევე, გ---–---------- წარმოადგენს ნ-------------–---–-ს ოჯახის ახლობელს, რძლის ნათესავს და არა გარეშე პირს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ანშეწყვეტისაკენ.

 

ამავე კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიულიშედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

პალატა მიუთითებს, რომ მოჩვენებითია გარიგება, როცა ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი. ე.ი. ახდენენ გარეგნულად გამოხატულის მიღწევის სიმულაციას. მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს ორი ძირითადი ნიშანი: ის დადებულია მოსაჩვენებლად და მხარეებს არ აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა, ხოლო, მიზანი არის მესამე პირის მოტყუება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად - ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მათ.

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

მითითებული ნორმის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად განსაზღვრულია ნასყიდობის ხელშეკრულების სუბიექტთა უფლება-მოვალეობები და დადგენილია, რომ გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. თავის მხრივ, დადგენილია მყიდველის მოვალეობა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. აღნიშნული განმარტებიდან ნათლად იკვეთება სასყიდლიანი გარიგების კონსესუალური და ორმხრივი ბუნება და კანონმდებელი ნასყიდობისათვის დადგენილი ზოგადი წესით განსაზღვრავს ამ ვალდებულების მთავარ პირობებს. ამასთან, ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული მხარეთა მოქმედების რეგლამენტი და უპირატესობა ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს ენიჭება. გარიგების შესრულებულად მიჩნევისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობების ჯეროვნად და სრულყოფილად განხორციელება.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება განეკუთვნება ორმხრივად მავალდებულებელ გარიგებათა რიცხვს და თავისი შინაარსით საკუთრების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების პირველივე მუხლი მიუთითებს, რომ იგი მიმართულია ქონებაზე მყიდველის საკუთრების უფლების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხოლო, გამყიდველის მიზანს წარმოადგენს ნივთის გასხვისებით სარგებლის მიღება.

 

პალატა განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რამდენადაც გამყიდველმა მყიდველისათვის ნივთის გადაცემის სანაცვლოდ უნდა მიიღოს ამ უკანასკნელისაგან მიღებული საქონლის ფასის გადახდის სახით შემხვედრი დაკმაყოფილება. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულება სინალაგმატური ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამყიდველის მიერ თავისი ვალდებულების - ნივთის გადაცემის შემთხვევაში, მყიდველს ეკისრება შემხვედრი ვალდებულება - ნაყიდი ნივთის ფასის გადახდა.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით დადასტურებული არ არის მყიდველის მიერ გამყიდველისათვის ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდის ფაქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, უძრავ ნივთზე მდებარე ქ.თბილისი, დ---------------, 2015 წლის 08 ივნისს დადებული ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენდნენ ერთის მხრივ მესაკუთრე, ნ-------------–---–-, ხოლო მეორეს მხრივ მესაკუთრის რძლის ნათესავი, გ---–----------. მოწმე მ-----–----------- ჩვენებით, უძრავ ნივთს დღემდე აქირავებს ნ-------------–---–-ს რძალი, იგი იღებს ქირის თანხას, ნ-------------–---–-- მასთან საუბარში აღნიშნა კიდეც, რომ რეალურად სახლი გაყიდული არ არის. შესაბამისად, მხარეთა ახსნა-განმარტების, მოწმის ჩვენების და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ-------------–---–- და გ---–---------- ერთმანეთისთვის არიან ოჯახის ახლობლები, პალატას მიაჩნია, რომ სადავო გარიგება წარმოადგენს მოჩვენებით შეთანხმებას, რაც მისი ბათილობის საფუძველია.

 

შესაბამისად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დგინდება, რომ გ---–---------- არ წარმოადგენდა უძრავი ნივთის კეთილსინდისიერ შემძენს.

 

პალატა მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სადავო უძრავი ქონების შეძენისას საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით მესაკუთრედ ირიცხებოდა ნ-------------–---–-, მყიდველისთვის - გ---–-----------ათვის ცნობილი იყო სადავო ქონებაზე ჯ------------------ს მემკვიდრეობის უფლების არსებობა. შესაბამისად, არ არსებობს მყიდველის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის წინაპირობები.

 

რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხს, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ორთვიან ვადას და არა სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას (სუსგ 30.10.2015წ. №ას-111-104-2015, სუსგ 8.04.2013 წ. №ას-72-68-2013). ამასთან, მემკვიდრის მიერ სამკვიდროს დაუფლება, ასევე, პრივატიზაციის უფლების ქონა თავისთავად წარმოადგენს საკუთრების უფლების წარმოშობას და ის გარემოება, მხარემ საკუთრების უფლების რეგისტრაცია განახორციელა თუ არა ამ უფლების ნამდვილობაზე გავლენას ვერ ახდენს (სკ-ის 311-ე მუხლის შესაბამისად, რეეგისტრაცია ძირითადად მესამე პირთა უფლებადამცავი აქტია), შესაბამისად, საკუთრება წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მასზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება (საქმეზე _ სუსგ №ას-146-140-2012, 12 ივლისი, 2012 წელი, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლით განსაზღვრული დანაწესის თანახმად, საკუთრების უფლება ჩნდება კანონის საფუძველზე. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, როგორც რეგისტრაციასავალდებულო უფლება, მოითხოვს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. შესაბამისად, მემკვიდრეს წარმოეშობა მიღებული უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლება, მაგრამ ამ რეგისტრაციის განუხორციელებლობა არ ნიშნავს იმას, რომ მან არ მიიღო ეს ქონება. სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში, მას აქვს უფლება, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკივიდრეებისაგან, მათ შორის, იმ მემკვიდრეებისაგან, რომლებმაც განახორციელეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ხანდაზმულობის საგანი არის ფარდობითი უფლება და არა აბსოლუტური უფლება, შესაბამისად, აბსოლუტურ უფლებაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება).

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ჯ------------------ს მიერ წარმოდგენილ წერილობითი მტკიცებულებებთან და ახსნა-განმარტებებთან ერთად მოწმე მ-----–----------- ჩვენების ურთიერთშეჯერების საფუძველზე პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებსა და შეფასებებს და მიუთითებს მათზე. აღნიშნულზე დაყრდნობით პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

საპროცესო ხარჯები

 

აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ-------------–---–-სა და გ---–----------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.03.2018 გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

 

ოთარ სიჭინავა