განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.12.2018
საქმის ნომერი
330210014671735
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210014671735

საქმე №2ბ/3421-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ოთარ სიჭინავა

 

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

 

I აპელანტი - თ----------–----------------–--–------

წარმომადგენელი- ზ----------------

II აპელანტი - ბ---------------–---------------------–---–-- მ-----–------------------------–------, ზ-----–------–----–-------------, ა---------–--------–-------------------------------, მ------------------ ო-------------–---–------------------–---–-

წარმოამდგენელი - კ--------------–---–-

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,-----–----

წარმომადგენელი - კ---------------–---–-

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.10.2017 წლის გადაწყვეტილება.

დავის საგანი - იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.10.2017 წლის გადაწყვეტილებით, ბა--------------–----------------------–---–--, მ-----–-------------------------–-------, ზ-----–------–-----–-------------, ა---------–--------–---------------------------------- მ------------------- ო-------------–---–-------------------–---–--, ა-------–--–------- და თ----------–------- სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2013 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა სამოქალაქო საქმე №2/4283-13, ბა--------------–----------------------–---–--, მ-----–-------------------------–-------, ზ-----–------–-----–-------------, ა---------–--------–---------------------------------- მ------------------- ო-------------–---–-------------------–---–--, ა-------–--–-------, თ----------–------- და სხვათა (სულ _ 19 პირი) სარჩელისა გამო მოპასუხე სს „----–----- მიმართ, ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სს ”----–----- ის ბრძანებები, რომლითაც მოსარჩელეები სამსახურიდან იქნენ გათავისუფლებული; სასამართლომ მოსარჩელეები აღადგინა სამსახურში, ამასთან, სს „თ--–---“ დაეკისრა (სარჩელის შესაბამისად), თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან 2013 წლის 02 აპრილამდე (სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე) პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (იხ. გადაწყვეტილება, ტ. 1, ს.ფ. 24-53; მხარეთა ახსნაგანმარტება, სასამართლოს 02.05.2017 წლის სხდომის ოქმი, ტ. 3, ს.ფ. 108-127; აუდიოჩანაწერი, დისკი, ს.ფ. 172; ასევე, ტ. 3, ს.ფ. 197-208; 209-211; 212-224; აუდიოჩანაწერი, დისკი, ს.ფ. 235);

 

2013 წელს აღძრული სარჩელით, თითოეული მოსარჩელე, ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნად უთითებდა სს „თ--–---------“, მის სასარგებლოდ, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან (ბრძანების გამოცემის დღიდან) 2013 წლის 02 აპრილამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრებას მისი ყოველთვიური ხელფასის დარიცხული ოდენობის გათვალისწინებით, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა (იხ. გადაწყვეტილება; მხარეთა ახსნა-განმარტება);

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება (სამოქალაქო საქმეზე №2/4283-13) კანონიერ ძალაშია შესული (იხ. გადაწყვეტილება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, ტ. 1, ს.ფ. 54-81; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, ტ. 1, ს.ფ. 82-88; მხარეთა ახსნა-განმარტება);

სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული, კანონიერ ძალაში შესული, სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით (სამოქალაქო საქმეზე, რომელშიც მონაწილე მხარეები, მოცემული სამოქალაქო საქმის განხილვისას მონაწილეობენ), სხვა ფაქტებთან ერთად, დადგენილია შემდეგი ფაქტები (ფაქტობრივი გარემოებები):

1. მოსარჩელეები დასაქმებული იყვნენ სს „თ--–--–-“, სახელდობრ:

ა. ბ---------------–--- მუშაობდა მოპასუხის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის 2-------------- კვ.ზე ქსელის ენერგოზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 3000 ლარს (დარიცხული);

ბ. გ---------------–---–- მუშაობდა მოპასუხის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის ქსელის ენერგოზედამხედველობის განყოფილების 2-------------- კვ.ზე ქსელის ენერგოზედამხედველობის ჯგუფის ინჟინერ-ინსპექტორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 1060ლარს (დარიცხული);

გ. მ-----–------------ მუშაობდა მოპასუხის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის ქსელის ენერგოზედამხედველობის განყოფილების 2-------------- კვ.ზე ქსელის ენერგოზედამხედველობის ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 1600 ლარს (დარიცხული);

დ. გ---------–------ მუშაობდა მოპასუხის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის კომერციული განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 4400 ლარს (დარიცხული);

ე. ზ-----–------–- მუშაობდა მოპასუხის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის ”დიდუბის” აბონენტთა მომსახურების ცენტრის ელექტრომონტიორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 800 ლარს (დარიცხული);

ვ. ლ------------ მუშაობდა მოპასუხის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის ”ოქროსუბნის” აბონენტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 2300 ლარს (დარიცხული);

ზ. ა---------–--------–---- მუშაობდა მოპასუხის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის რეალიზაციის კოორდინატორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 4385 ლარს (დარიცხული);

თ. გ------------------------ მუშაობდა მოპასუხის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის ”სამგორის” აბონენტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 2400 ლარს (დარიცხული);

ი. მ----------------- მუშაობდა მოპასუხის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის ”სამგორის” აბონენტთა მომსახურების ცენტრის აბონენტთა ელექტროენერგიის შეზღუდვის ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 1200 ლარს (დარიცხული);

კ. ო-------------–---–- მუშაობდა მოპასუხის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის ”დელისის” ბიზნესცენტრის აბონენტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის _ ბიზნესცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ენერგოგასაღების დარგში თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 2300 ლარს (დარიცხული);

ლ. დ-------------–---–- მუშაობდა მოპასუხის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ელექტროენერგიის შესყიდვის დეპარტამენტის ელექტრობალანსების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 3150 ლარს (დარიცხული);

მ. ა-------–--–------ მუშაობდა მოპასუხის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის ”ოქროსუბნის” აბონენტთა მომსახურების ცენტრის აბონენტთა ელექტროენერგიის შეზღუდვის ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 1200 ლარს (დარიცხული);

ნ. თ----------–------ მუშაობდა მოპასუხის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ელექტროენერგიის ენერგოგასაღების დეპარტამენტის ”ავჭალის” აბონენტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 2400 ლარს (დარიცხული);

2. მხარეთა შორის არსებობდა განუსაზღვრელი ვადით წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა;

3. მოსარჩელეები კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ შრომით მოვალეობებს;

4. სს „თ--–----- მოსარჩელეები გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობებიდან პირადი განცხადების საფუძველზე, 2012 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეებში გამოცემული ბრძანებებით.

5. სს „----–----- მიერ, 2012 წლის ივნის-აგვისტოს თვეებში, მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემული, სადავო ბრძანებები არის ბათილი: ბათილად იქნა ცნობილი მათი გამოცემის საფუძველი _ მოსარჩელეთა განცხადებები, ამასთან, თვითონ ბრძანებები გამოცემული იყო მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით;

6. სს „----–-----, როგორც დამსაქმებლის მიერ მოსარჩელეების, როგორც დასაქმებულების მიმართ განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებებით მოსარჩელეებს მიადგათ ზიანი. მათ დაკარგეს სამუშაო, რომელსაც კეთილსინდისიერად ასრულებენ; მათ ძალადობით, მოტყუებით, დაშინებით წაართვეს შრომის უფლება და შესაბამისად, შრომის ანაზღაურების მიღების უფლება (იხ. გადაწყვეტილება; მხარეთა ახსნა-განმარტება).

სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტები (ფაქტობრივი გარემოებები) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამტკიცებას არ საჭიროებენ.

სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება აღსრულებულია (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება);

სასამართლომ განმარტა, რომ არ დადგინდა _ სასამართლოსთვის უცნობია, თითოეული მოსარჩელის მიმართ, სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების თარიღი (და სხვა დეტალები): მოსარჩელეს არ მიუთითებია აღნიშნულის შესახებ და არც შესაბამისი მტკიცებულებები წარმოუდგენია (მოსარჩელე მხარის განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების _მოპასუხე კომპანიისთვის, თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ, მათ სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის გადახდის დაკისრების შემთხვევაში, გადაწყვეტილებაში მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენის თარიღის მიუთითებლობა არ წარმოდგენს დაბრკოლებას შემდგომში, მოცემული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის), _იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება;

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარის ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა 2013 წლის 02 აპრილს აღძრული სარჩელით იყო ის, რაც ამჟამად, სასამართლოს განხილვაში არსებულ, 2014 წლის დეკემბრის თვეში აღძრულ სარჩელშია _ მოპასუხე კომპანიისათვის, მათ სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის გადახდის დაკისრება (იხ. გადაწყვეტილება; სარჩელი; მხარეთა ახსნა-განმარტება);

მოსარჩელეთა მიერ 2013 წლის აპრილის თვეში და 2014 წლის დეკემბრის თვეში აღძრულ სარჩელებში, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა ეხება დროის სხვადასხვა მონაკვეთს (პერიოდს): 2013 წლის აპრილის თვეში აღძრული სარჩელით, მოსარჩელე მხარე ითხოვდა მოპასუხე სს „თ--–---------“, მათ სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის გადახდის დაკისრებას, მათი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოში მათ მიერ სარჩელის აღძვრამდე _ 2013 წლის 02 აპრილამდე, ხოლო, 2014 წლის დეკემბრის თვეში აღძრული სარჩელით, მოსარჩელე მხარე ითხოვს, მოპასუხე სს „თ--–---------“, მათ სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის გადახდის დაკისრებას, მათ მიერ პირველი სარჩელის აღძვრის დღიდან _ 2013 წლის 02 (03) აპრილიდან სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე (მათ სამსახურში აღდგენამდე), _ იხ. გადაწყვეტილება; სარჩელი; მხარეთა ახსნა-განმარტება;

მოსარჩელეებს, 2013 წლის აპრილის თვეში, სასამართლოში სარჩელის აღძვრისას (და შემდგომ, სასამართლოში საქმის მოსამზადებელ სტადიაზე და სხვ.) სრულიად თავისუფლად, დაუბრკოლებლად შეეძლოთ მოპასუხე კომპანიისგან მოეთხოვათ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე (სამსახურში აღდგენამდე) და არა მხოლოდ _ სარჩელის აღძვრამდე (2013 წლის 02 აპრილამდე), რაც მათ, თავიანთი ნების თავისუფალი გამოხატვის სრული შესაძლებლობის პირობებში, არ გაუკეთებიათ: ეს იყო მათი უფლება, ვინაიდან, სამოქალაქო პროცესში მოსარჩელე მხარე თავად განსაზღვრავს დავის საგანს, ანუ, მოთხოვნის ფარგლებს (იხ. იქვე);

სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ მოსარჩელეთა ორივე სარჩელს _ 2013 წელს აღძრულ სარჩელს (სასარჩელო მოთხოვნას) და 2014 წელს აღძრულ სარჩელს აქვთ ერთიდაიგივე საფუძველი _ 2012 წელს, სს „----–----- მიერ, მათთან შრომითი ხელშეკრულებების არამართლზომიერი შეწყვეტა და ამ ქმედებით მათთვის ზიანის მიყენება. მხარის განმარტებით, 2014 წელს აღძრულ სარჩელს ჰქონდა განსხვავებული საფუძველი _ სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება. სასამართლომ საბოლოოდ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის აღნიშნული პოზიცია (იხ. გადაწყვეტილება; სარჩელი; მხარეთა ახსნა-განმარტება);

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ განსახილველი სარჩელით დააყენა იგივე მოთხოვნა, იგივე საფუძვლით. ამასთან, მიიჩნია, რომ წინა სარჩელისგან განსხვავება მხოლოდ მოთხოვილი იძულებითი განაცდურის დროის მონაკვეთშია, რაც დაუშვებელია.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით _ საქართველოს შრომის კოდექსით.

საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით, ერთი მხარე, დასაქმებული (მოსარჩელე) იღებს ვალდებულებას, შეასრულოს სამუშაო კვალიფიკაციის, თანამდებობისა და დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, რისთვისაც იღებს შრომის ანაზღაურებას.

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულდროსა და ადგილას.

საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

ამავე კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

დასახელებული კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს მიუღებელი შემოსავლისთვისაც: მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „თ--–----- მოსარჩელეებთან არაკანონიერად შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა 2012 წელს. 2013 წლის 02 აპრილს, მოსარჩელეებმა აღძრეს სარჩელი სს „----–----- მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გამოცემული ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე _ 2013 წლის 02 აპრილამდე იძულებითი განაცდურის გადახდის დაკისრების თაობაზე. სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: სასამართლომ ბათილად ცნო მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სს „----–----- მიერ გამოცემული ბრძანებები, აღადგინა ისინი სამსახურში და დააკისრა მოპასუხე კომპანიას, მათ სასარგებლოდ, მოთხოვილი პერიოდის იძულებითი განაცდური. სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულებულია.

ამჟამად სასამართლოს განხილვაში არსებული სარჩელი სს „----–----- მიმართ, მოსარჩელეებმა აღძრეს 2014 წლის დეკემბრის თვეში და მოითხოვეს მოპასუხისათვის, მათ სასარგებლოდ, 2013 წლის 2 (3) აპრილიდან სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის გადახდის დაკისრება.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ, 2013 წელს აღძრული ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ და მათ მიერვე, 2014 წლის დეკემბრის თვეში აღძრული სარჩელი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ წარმოადგენს დავას იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით, და რომ განსახილველი სარჩელი წინა სარჩელისგან (სასარჩელო მოთხოვნისგან) მხოლოდ იძულებითი განაცდურის დაკისრების დროის მონაკვეთით განსხვავდება, რაც დაუშვებელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის (საქმეზე ას-268-255-2016) მიერ 2016 წლის 27 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში მოცემული განმარტებით: მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა წარმოადგენს პირის სამართლის ნორმით/ნორმებით უზრუნველყოფილ უფლებას კონკრეტული მოვალისაგან მოითხოვოს შესრულება (ასევე, მოქმედებისაგან თავის შეკავებაც, _ სსკ-ის 316.1 მუხლი). ამ უფლების ძალით კრედიტორს (მოსარჩელეს), კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, კონკრეტული მიზნის მისაღწევად, მხოლოდ ერთხელ შეუძლია აღძრას სარჩელი. მოსარჩელე თვითონ განსაზღვრავს დავის საგანს, ანუ მოთხოვნის ფარგლებს (სსსკ-ის 3.1. მუხლი), შესაბამისად, სასამართლოც ამ ფარგლებითაა შებოჭილი (სსსკ-ის 248-ე მუხლი). მოსარჩელეს, გადაწყვეტილებით დამთავრებულ პროცესშივე შეეძლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე თანხის დაკისრება მოეთხოვა, რაც არ გაუკეთებია. სსსკ-ის 266-ე მუხლით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მხარეებს უფლებას უკარგავს, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე. „... მოსარჩელემ თავდაპირველად აღძრული სარჩელით მოითხოვა, რომ მოპასუხეს ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07% დაკისრებოდა 2011 წლის 22 თებერვლიდან 2012 წლის 10 აპრილამდე. სასამართლომ მისი ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამჟამად განსახილველი სარჩელით მოსარჩელე იმავე მოთხოვნას აყენებს, იმავე საფუძვლით. წინა სარჩელისგან განსხვავება მხოლოდ ასანაზღაურებელი თანხის დროის მონაკვეთშია, რაც დაუშვებელია...“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაამტკიცა ის გარემოებები, რაზეც ამყარებდა თავის სარჩელს; ხოლო, მოპასუხე სს ”თ--–----- დაუსაბუთა სასამართლოს თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რამაც განაპირობა მოსარჩელეებისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

I. ა-------–--–-------ა და თ----------–------ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები;

აპელანტების განმარტებით, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ მოსარჩელეთა მიერ, 2013 წელს აღძრული ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ და მათ მიერვე, 2014 წელს დეკემბრის თვეში აღძრული სარჩელი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არის ერთიდაიგივე სასარჩელო მოთხოვნა, ერთიდაიგივე საფუძვლით და ამჟამად განსახილველი სარჩელი წინა სარჩელისგან მხოლოდ იძულებითი განაცდურის დროის მონაკვეთით განსხვავდება რაც დაუშვებელია, წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოებების არასწორ სამართლებრივ განმარტებას, ვინაიდან მართალია სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება უკანონოდ გათავისუფლებას მაგრამ ამავდროულად ახალი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც უკანონოთ იქნა აღიარებული მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლება. ასევე, მოთხოვნა მართალია ორივე სარჩელში არის იძულებით განაცდური, თუმცა, პირველი სარჩელისგან განსხვავებით აღნიშნულ სარჩელში მოთხოვნა არის იძულებით განაცდურის ანაზღაურება სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამასთან, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ მოთხოვნა, საფუძვლები და მხარეები იყვნენ ერთიდაიგივე უნდა მიეღო სსსკ-ის 266-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და არა საქმე განეხილა, შეეფასებინა მტკიცებულებები და მიეღო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება.

 

II. ბა--------------–----------------------–---–--, მ-----–-------------------------–-------, ზ-----–------–-----–-------------, ა---------–--------–---------------------------------- მ-------------------- ო-------------–---–-სა და დ-------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები;

აპელანტების მოსაზრებით, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2013 წლის აპრილის თვეში აღძრულ სარჩელსა და 2014 წლის დეკემბრის თვეში აღძრულ სარჩელს აქვთ ერთიდაიგივე საფუძველი და ხსენებულ ორ სარჩელში სასარჩელო მოთხოვნები არის ერთიდაიგივე.

მხარეების მიერ დავის საგნის განსაზღვრა – დისპოზიციურობის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს უფლება არა აქვს გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. მხარეთა შორის არსებულ პირველ დავაში, მოსარჩელეებს არ მოუთხოვიათ მათი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. აქედან გამომდინარე სასამართლო ვერ იმსჯელებდა და 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვერ დააკისრებდა მოპასუხე მხარეს იმ პერიოდის განაცდურის ანაზღაურებას, რაც მოსარჩელეს არ მოუთხოვია. მოსარჩელეებს მოთხოვნილი ჰქონდათ მოპასუხეზე მათი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან 2013 წლის 02 აპრილამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა. დღეის მდგომარეობით სასარჩელო მოთხოვნა (დავის დაგანი) ძირეულად განსხვავდება პირვანდელ სარჩელში არსებული სასარჩელო მოთხოვნისაგან. სასამართლოს პირველად უწევს მსჯელობა აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნაზე. სასამართლოს ამ დრომდე ასეთი მოთხოვნის შესახებ არ უმსჯელია და შესაბამისად არც გადაწყვეტილება მიუღია. იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელეები პირველ დავაში მოითხოვდნენ გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის განაცდურის ანაზღაურებას და სასამართლო მათ მოთხოვნას მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილებდა (ან საერთოდ უარს ეტყოდა დაკმაყოფილებაზე) და ამ სახით შევიდოდა გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში, ცხადია მოსარჩელეებს პროცესუალურად აღარ ექნებოდათ უფლება იმისა, რომ დღეის მდგომარეობით დაეყენებინათ მოთხოვნა იმ სახით, რა სახითაც წარმოდგენილია მოცემულ სარჩელში. ხოლო, თუ მაინც დააყენებდნენ ამგვარ მოთხოვნას, სახეზე იქნებოდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2013 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა სამოქალაქო საქმე №2/4283-13, ბა--------------–----------------------–---–--, მ-----–-------------------------–-------, ზ-----–------–-----–-------------, ა---------–--------–---------------------------------- მ------------------- ო-------------–---–-------------------–---–--, ა-------–--–-------, თ----------–------- და სხვათა (სულ _ 19 პირი) სარჩელისა გამო მოპასუხე სს „----–----- მიმართ, ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სს ”----–----- ის ბრძანებები, რომლითაც მოსარჩელეები სამსახურიდან იქნენ გათავისუფლებული; სასამართლომ მოსარჩელეები აღადგინა სამსახურში, ამასთან, სს „თ--–---“ დაეკისრა (სარჩელის შესაბამისად), თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან 2013 წლის 02 აპრილამდე (სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე) პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

2013 წელს აღძრული სარჩელით, თითოეული მოსარჩელე, ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნად უთითებდა სს „თ--–---------“, მის სასარგებლოდ, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან (ბრძანების გამოცემის დღიდან) 2013 წლის 02 აპრილამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრებას მისი ყოველთვიური ხელფასის დარიცხული ოდენობის გათვალისწინებით, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება (სამოქალაქო საქმეზე №2/4283-13) კანონიერ ძალაშია შესული.

ზემოაღნიშნული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სხვა ფაქტებთან ერთად, დადგენილია შემდეგი ფაქტები (ფაქტობრივი გარემოებები):

1. მოსარჩელეები დასაქმებული იყვნენ სს „თ--–--–-“, სახელდობრ:

ა. ბ---------------–--- მუშაობდა მოპასუხის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის 2-------------- კვ.ზე ქსელის ენერგოზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 3000 ლარს (დარიცხული);

ბ. გ---------------–---–- მუშაობდა მოპასუხის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის ქსელის ენერგოზედამხედველობის განყოფილების 2-------------- კვ.ზე ქსელის ენერგოზედამხედველობის ჯგუფის ინჟინერ-ინსპექტორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 1060 ლარს (დარიცხული);

გ. მ-----–------------ მუშაობდა მოპასუხის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის ქსელის ენერგოზედამხედველობის განყოფილების 2-------------- კვ.ზე ქსელის ენერგოზედამხედველობის ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 1600 ლარს (დარიცხული);

დ. გ---------–------ მუშაობდა მოპასუხის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის კომერციული განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 4400 ლარს (დარიცხული);

ე. ზ-----–------–- მუშაობდა მოპასუხის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის ”დიდუბის” აბონენტთა მომსახურების ცენტრის ელექტრომონტიორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 800 ლარს (დარიცხული);

ვ. ლ------------ მუშაობდა მოპასუხის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის ”ოქროსუბნის” აბონენტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 2300 ლარს (დარიცხული);

ზ. ა---------–--------–---- მუშაობდა მოპასუხის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის რეალიზაციის კოორდინატორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 4385 ლარს (დარიცხული);

თ. გ------------------------ მუშაობდა მოპასუხის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის ”სამგორის” აბონენტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 2400 ლარს (დარიცხული);

ი. მ----------------- მუშაობდა მოპასუხის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის ”სამგორის” აბონენტთა მომსახურების ცენტრის აბონენტთა ელექტროენერგიის შეზღუდვის ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 1200 ლარს (დარიცხული);

კ. ო-------------–---–- მუშაობდა მოპასუხის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის ”დელისის” ბიზნესცენტრის აბონენტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის _ ბიზნესცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ენერგოგასაღების დარგში თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 2300 ლარს (დარიცხული);

ლ. დ-------------–---–- მუშაობდა მოპასუხის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ელექტროენერგიის შესყიდვის დეპარტამენტის ელექტრობალანსების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 3150 ლარს (დარიცხული);

მ. ა-------–--–------ მუშაობდა მოპასუხის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის ”ოქროსუბნის” აბონენტთა მომსახურების ცენტრის აბონენტთა ელექტროენერგიის შეზღუდვის ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 1200 ლარს (დარიცხული);

ნ. თ----------–------ მუშაობდა მოპასუხის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ელექტროენერგიის ენერგოგასაღების დეპარტამენტის ”ავჭალის” აბონენტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 2400 ლარს (დარიცხული);

2. მხარეთა შორის არსებობდა განუსაზღვრელი ვადით წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა;

3. მოსარჩელეები კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ შრომით მოვალეობებს;

4. სს „თ--–----- მოსარჩელეები გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობებიდან პირადი განცხადების საფუძველზე, 2012 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეებში გამოცემული ბრძანებებით.

5. სს „----–----- მიერ, 2012 წლის ივნის-აგვისტოს თვეებში, მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემული, სადავო ბრძანებები არის ბათილი: ბათილად იქნა ცნობილი მათი გამოცემის საფუძველი _ მოსარჩელეთა განცხადებები, ამასთან, თვითონ ბრძანებები გამოცემული იყო მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით;

6. სს „----–-----, როგორც დამსაქმებლის მიერ მოსარჩელეების, როგორც დასაქმებულების მიმართ განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებებით მოსარჩელეებს მიადგათ ზიანი. მათ დაკარგეს სამუშაო, რომელსაც კეთილსინდისიერად ასრულებენ; მათ ძალადობით, მოტყუებით, დაშინებით წაართვეს შრომის უფლება და შესაბამისად, შრომის ანაზღაურების მიღების უფლება.

აღნიშნული ფაქტები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამტკიცებას არ საჭიროებენ.

სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება აღსრულებულია.

პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ აპელანტების ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა 2013 წლის 02 აპრილს აღძრული სარჩელით იყო ის, რაც ამჟამად, სასამართლოს განხილვაში არსებულ, 2014 წლის დეკემბრის თვეში აღძრულ სარჩელშია - სს ,,თ--–----------“ მათ სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის გადახდის დაკისრება, და მიუთითებს შემდეგს:

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.

ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის თანახმად ''დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში, მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებებს იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან; ბ) მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლება საპატიო მიზეზების გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში. მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ მუშაკის მიერ მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება საპატიო მიზეზების გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.''

შრომის უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება. შრომა, სოციალური გარემო არის ადამიანის ყოფიერების უმთავრესი ელემენტი, ხოლო, ანაზღაურება - ღირსეული არსებობის მთავარი პირობა. შრომის უფლება მხოლოდ საარსებო წყაროს მოპოვების საშუალებად არ მოიაზრება, ის ადამიანის ღირსების დაფიქსირების, პიროვნული დამკვიდრებისა და განვითარების, თვითრეალიზაციის შესაძლებლობების მთავარი და სასიცოცხლო მიზანიცა და საშულებაცაა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, შრომის თავისუფლება ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება №2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება, დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ, ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულდროსა და ადგილას.

საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პალატა მიუთითებს, რომ მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარება, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

ამავე კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს მიუღებელი შემოსავლისთვისაც: მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს „თ--–----- აპელანტებთან არაკანონიერად შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა 2012 წელს. 2013 წლის 02 აპრილს, აპელანტებმა (მოსარჩელეებმა) აღძრეს სარჩელი სს „----–----- მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გამოცემული ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე _ 2013 წლის 02 აპრილამდე იძულებითი განაცდურის გადახდის დაკისრების თაობაზე. სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: სასამართლომ ბათილად ცნო მოსარჩელეებთან (აპელანტებთან) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სს „----–----- მიერ გამოცემული ბრძანებები, აღადგინა ისინი სამსახურში და დააკისრა სს ,,თ--–---“ მათ სასარგებლოდ მოთხოვილი პერიოდის იძულებითი განაცდური. სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულებულია. ამასთან, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2013 წელს აღძრული ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ და 2014 წლის დეკემბრის თვეში აღძრული სარჩელი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ერთსა და იმავე სარჩელად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, კუმულაციურად უნდა არსებობდეს სამივე ელემენტი, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგი. ერთ-ერთის არარსებობის შემთხვევაში გამოირიცხება ამ მუხლის გამოყენების წინაპირობა.

პალატა მიუთითებს, რომ პირებს, რომლებზეც ვრცელდება გადაწყვეტილების კანონიერი ძალა უფლება არ აქვთ კვლავ აღძრან იგივე სარჩელი, იმავე მოთხოვნითა და იმავე საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში, პალატა აღნიშნავს, რომ 2013 წელს აღძრული სარჩელით სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლებიდან 2013 წლის 02 (03) აპრილამდე პერიოდზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეებს (აპელანტებს) უარი არ უთქვამთ 2013 წლის 02 (03) აპრილის შემდგომ სამსახურში აღდგენამდე პერიოდზე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე, რაც პირდაპირ გარანტირებულია საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლით, რომლის შინაარსიდან გამომდინარეც დასაქმებულის შრომის ანაზღაურება დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროის მთელ პერიოდზე უნდა ანაზღაურდეს სრული ოდენობით, რაც მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მოსარჩელეების მიერ 2013 წელს აღძრული სარჩელის ფარგლებში რეალიზებული არ ყოფილა. ამასთან, სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე სადავო არ არის სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი. შესაბამისად, პალატის შეფასებით, მოსარჩელეთა უმნიშვნელოვანესი შრომითი უფლების რეალიზების თვალსაზრისით, იმ პირობებში, როდესაც სარჩელი არ არის მიჩნეული ხანდაზმულად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა მიუთითებს, რომ 2016 წლის 18 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და განმარტა შემდეგი:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია, დავის საგანი დღეს არის იძულებითი განაცდურის დაკისრება და ადრე განხილულ სარჩელშიც იძულებითი განაცდურის დაკისრება დავის საგნის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, მაგრამ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის პერიოდი განსხვავებულია. კერძოდ, 2014 წლის 11 დეკემბერს აღძრული სარჩელით მოსარჩელე მხარე ითხოვდა განაცდურის ანაზღაურებას 2013 წლის 03 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდში. რაც შეეხება დავის საფუძველს, საფუძველი განსხვავებულია, მოცემულ დავაში მოსარჩელე დავის საფუძვლად მიუთითებს 2013 წლის 26 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას.

შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თავად პირველი ინსტანციის სასამართლომ მითითებული საოქმო განჩინებით განმარტა, რომ 2013 წელს და 2014 წელს აღძრულ სარჩელებს გააჩნიათ სხვადასხვა საფუძველი და ამასთან, განსხვავებულია განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის პერიოდი. ამდენად, დადგენილია, რომ სასამართლომ არ შეწყვიტა საქმის წარმოება ზემოაღნიშნული საფუძვლით, რაც დამატებითი წინაპირობაა ზემოხსენებული პროცესუალური საფუძლით სარჩელზე უარის თქმის გამოსარიცხად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე და 106-ე მუხლებზე დაყრდნობით, მოცემულ შემთხვევაში, პრეიუდიციული არის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და აღარ არსებობს არავითარი აუცილებლობა მათ ხელახლა დასადგენად. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მუხლების საფუძველზე ვინაიდან, დამტკიცებას არ საჭიროებს ის გარემოება, რომ აპელანტები უკანონოდ გათავისუფლდნენ სამსახურიდან, არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და სს ,,თ--–---“ აპელანტების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2013 წლის 02 (03) აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე მათი ყოველთვიური ხელფასის ანაზღაურება სარჩელში მითითებული ოდენობებით.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს არაქონებრივ დავაზე - 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე - შესაბამისად 150 და 300 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოწინააღმდე მხარეს სს ,,თ--–---“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 7000 ლარის ოდენობით გადახდა (3000+1060+1600+4400+800+2300+4385+2400+1200+2300+3150+1200+2400*12/7).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. თ----------–-------, ა-------–--–-------, ბა--------------–----------------------–---–--, მ-----–-------------------------–-------, ზ-----–------–-ს, ლ--------------, ა---------–--------–---------------------------------- მ------------------- ო-------------–---–-სა და დ-------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.10.2017 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სს ,,თ--–---“ ბ---------------–---- სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 03 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის 3000 ლარის (დარიცხული) ოდენობით;

4. სს ,,თ--–---“ გ---------------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 03 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის 1060 ლარის (დარიცხული) ოდენობით;

5. სს ,,თ--–---“ მ-----–------------- სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 03 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის 1600 ლარის (დარიცხული) ოდენობით;

6. სს ,,თ--–---“ გ---------–------- სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 03 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის 4400 ლარის (დარიცხული) ოდენობით;

7. სს ,,თ--–---“ ზ-----–------–-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 03 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის 800 ლარის (დარიცხული) ოდენობით;

8. სს ,,თ--–---“ ლ------------- სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 03 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის 2300 ლარის (დარიცხული) ოდენობით;

9. სს ,,თ--–---“ ა---------–--------–----ს სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 03 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის 4385 ლარის (დარიცხული) ოდენობით;

10. სს ,,თ--–---“ გ------------------------- სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 03 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის 2400 ლარის (დარიცხული) ოდენობით;

11. სს ,,თ--–---“ მ------------------ სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 03 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის 1200 ლარის (დარიცხული) ოდენობით;

12. სს ,,თ--–---“ ო-------------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 03 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის 2300 ლარის (დარიცხული) ოდენობით;

13. სს ,,თ--–---“ დ-------------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 03 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის 3150 ლარის (დარიცხული) ოდენობით;

14. სს ,,თ--–---“ ა-------–--–------- სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 02 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის 1200 ლარის (დარიცხული) ოდენობით;

15. სს ,,თ--–---“ თ----------–------- სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 02 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის 2400 ლარის (დარიცხული) ოდენობით;

16. მოწინააღმდეგე მხარეს სს ,,თ--–---“ დაეკისროს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 7000 ლარის ოდენობით გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

17. სს ,,თ--–---“ ბა--------------–----------------------–---–--, მ-----–-------------------------–-------, ზ-----–------–-----–-------------, ა---------–--------–---------------------------------- მ-----------------, ო-------------–---–-სა და დ-------------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს მათ მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 2000 ლარის გადახდა;

18. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-19 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

19. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

 

ოთარ სიჭინავა