განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2018
საქმის ნომერი
080100116002710323
ინსტანცია
თარიღი
02.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100116002710323

საქმე №1/ბ-571-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ დ----- შ---------ის

ადვოკატის – მ------- ა----------ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულის – მ------- ა-–------ის მონაწილეობის გარეშე

 

ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ მ------- ა-–------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------- ა----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მ------- ა-–------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–--------------–-, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებელის, რეგისტრირებულის ბ-----------------------------–--------–-- ფაქტობრივად მცხოვრების ქ--------–---------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მესამე ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ნოემბრის განაჩენით:

 

მ------- ა-–------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2016 წლის 24 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2016 წლის 31 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით მ------- ა-–------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და მ------- ა-–------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ მ------- ა-–------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენში მითითებული დაკავების დღიდან - 2016 წლის 13 იანვრიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ------- ა-–------ემ დანიშნული სასჯელი უნდა მოიხადოს შ--------------------------–---–--------–------------------------------–----------------–-–------–----------------------) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა უნდა გაგრძელდეს საერთო წესით.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: მექანიკური საპარსი მოწყობილობის დაშლის შედეგად განცალკავებული ბასრი ნაწიბურების მქონე კომპონენტი დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს, ხოლო სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეომასალა _ 02 ცალი DVD-R დისკი, სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეო მასალა _ 02 ცალი CD-R დისკი, რომლებიც თან ერთვის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დარჩეს საქმეში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ------- ა-–------ემ ჩაიდინა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა (2016 წლის 24 მარტის და 2016 წლის 31 მარტის ეპიზოდები) და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შენახვა და ტარება.

 

განაჩენის მიხედვით, მ------- ა-–------ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

მ------- ა-–------ე 2016 წლის 13 იანვარს დაკავებული იქნა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლების მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით და მოთავსებული იქნა პენიტენციური დეპარტამენტის №2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სადაც გაცნობილი იყო ბრალდებულის უფლება-მოვალეობებს და დაწესებულების დღის წესრიგს. 2016 წლის 24 მარტს, დაახლოებით 17:20 საათზე, №2 დაწესებულების C კორპუსის №01 საკანში ყოფნისას მან მოტეხა საკანში არსებული ხელსაბანის ნიჟარა, დაიწყო ხმაური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს, რასაც არ წყვეტდა დაწესებულების თანამშრომელთა არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად. ამის გამო, დაახლოებით 17:45 საათზე, ბრალდებულ მ------- ა-–------ისთვის ხელბორკილის დადების მიზნით №01 საკანში შევიდნენ დაწესებულების თანამშრომლები, რა დროსაც მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ გ------- გ------ს, რომელსაც მარცხენა თვალბუდის არეში მუშტის ძლიერი დარტყმის შედეგად მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რაც აღკვეთილი იქნა სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლების მიერ.

2016 წლის 31 მარტს მ------- ა-–------ე პენიტენციური დეპარტამენტის №18 სამკურნალო დაწესებულებიდან შეყვანილი იქნა №2 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც გაცნობილი იყო ბრალდებულის უფლება-მოვალეობებს და დაწესებულების დღის წესრიგს. შემდეგ მას ჩაუტარდა შემოწმება-დათვალიერება და დაახლოებით 21 საათსა და 45 წუთზე, გადაყვანილი იქნა სამორიგეო ნაწილში არსებულ სამედიცინო ოთახში, სადაც უნდა ჩატარებოდა სამედიცინო შემოწმება. აღნიშნულ ოთახში ყოფნისას ბრალდებულმა მ------- ა-–------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ოპერატიულ მორიგე-ინსპექტორის თანაშემწეს, ლ-–- ქ-----–--ეს, რომელსაც სახის არეში თავის დარტყმის შედეგად მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 

მ------- ა-–------ე, რომელიც 2016 წლის 13 იანვარს დაკავებული იქნა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლების მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით და მოთავსებული იქნა პენიტენციური დეპარტამენტის №2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სადაც გაცნობილი იყო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული დებულების №1 დანართის მეთერთმეტე პუნქტით განსაზღვრულ აკრძალულ საგანთა ნუსხას და მასში შეტანილ ცვლილებას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მან დაშალა სტანდარტული (ქარხნული) წესით დამზადებული ერთი ცალი მექანიკური საპარსი მოწყობილობა, რომლის განცალკევებული ბასრი ნაწიბურების მქონე აკრძალული საგნით, 2016 წლის 10 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, შეეცადა სხეულზე დაზიანების მიყენებას, რაც აღკვეთეს დაწესებულების თანამშრომლებმა და დებულებით აკრძალული საგანი _ დაშლილი ერთჯერადი სამართებლის ბასრი პირი, მისგან ამოღებული იქნა სათანადო წესით.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ------- ა-–------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------- ა----------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მ------- ა-–------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, როგორც ფაქტობრივი ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, მასში ჩამოყალიბებული დასკვნები არ შეესაბამება ობიექტურ რეალობას; საქმეში წარმოდგენილი არ არის პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა და განაჩენი ემყარება მხოლოდ დაინტერესებული მხარის _ ციხის თანამშრომლების ჩვენებებს, ხოლო ნეიტრალური მოწმე, რომელიც დაინტერესებული არ იქნებოდა საქმის შედეგით, არ არსებობს.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ მ------- ა-–------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------- ა----------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა დ----- შ---------ემ ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეისწავლა საქმის მასალები, შეაფასა მსჯავრდებულ მ------- ა-–------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------- ა----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას მ------- ა-–------ის გამართლების თაობაზე, ვინაიდან, თვლის, რომ მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მესამე ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

დაზარალებულ გ------- გ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობდა №2 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორად. 2016 წლის 24 მარტს, დილით, გამოცხადდა სამსახურში და შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას. თათბირის შემდეგ გაანაწილეს C კორპუსის პირველ და მეორე საგუშაგოებზე. დაახლოებით 17:20 საათზე, C კორპუსის №01 სამარტოო საკანში მყოფმა ბრალდებულმა მ------- ა-–------ემ გამოიწვია ხმაური, კერძოდ, მოტეხა საკანში არსებული ხელსაბანი ნიჟარა და ცდილობდა ვიდეოთვალის დაზიანებას. ამის გამო მივიდნენ მასთან და მოუწოდებდნენ დამშვიდებულიყო, მაგრამ იგი არ დაემორჩილა დაწესებულების თანამშრომლების მოთხოვნას და ისევ განაგრძობდა ხმაურს და გინებას მათი მისამართით. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა მ------- ა-–------ისათვის ხელბორკილის დადება. ამ მიზნით ის (გ------- გ------ი) კორპუსის ოფიცერთან, ზ------ დ--------–--ესთან და კონტროლიორებთან _ გ------- ხ------სთან და მ----- შ-----–--სთან ერთად შევიდა სამარტოო საკანში, სადაც ხელბორკილის დადების პროცესში ბრალდებულმა მ------- ა-–------ემ მოუქნია მუშტი და მთელი ძალით დაარტყა მარცხენა თვალის არეში, რის შედეგადაც იგრძნო ძლიერი ტკივილი. ამის შემდეგ მან და მისმა თანამშრომლებმა ერთიანი ძალისხმევით შეძლეს მ------- ა-–------ის შებოჭვა და მისთვის ხელბორკილის დადება.

 

დაზარალებულ გ------- გ------ის ჩვენებაში მითითებული გარემოებები მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს №2 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა _ სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების კორპუსის ოფიცერმა ზ------ დ--------–--ემ, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორმა გ------- ხ------მ და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორმა მ----- შ-----–--მ, კერძოდ:

მოწმე ზ------ დ--------–--ემ აჩვენა, რომ 2016 წლის 24 მარტს, დილით გამოცხადდა სამსახურში და 2016 წლის 25 მარტის დილის 10 საათამდე იყო მორიგე. დაახლოებით 17:30 საათზე კონტროლიორებმა შეატყობინეს, რომ №01 სამარტოო საკანში, სადაც მიმდინარეობდა ვიდეო კონტროლი, ბრალდებულმა მ------- ა-–------ემ მოტეხა ხელსაბანი ნიჟარა და ცდილობდა ვიდეოთვალის ჩამოგდებას. სიტუაცია იყო უმართავი და ბრალდებული არ ემორჩილებოდა მოთხოვნას, რომ შეეწყვიტა ასეთი ქმედება, რის გამოც ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება მისთვის ხელბორკილის დადების შესახებ. მოწმის განმარტებით, იგი თანამშრომლებთან _ გ------- გ------თან, გ------- ხ------სთან და მ----- შ-----–--სთან ერთად შევიდა საკანში პატიმარ მ------- ა-–------ისათვის ხელბორკილის დადების მიზნით, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მუშტი დაარტყა გ------- გ------ს სახის არეში, რის შედეგადაც მან მიიღო დაზიანება. ბრალდებული მ------- ა-–------ე ამის შემდეგაც არ ჩერდებოდა, ყვიროდა, რომ სახლში წასვლა უნდოდა, ილანძღებოდა და იგინებოდა. მათ ერთობლივად შეძლეს მისთვის ხელბორკილის დადება. გ------- გ------ს გაწითლებული ჰქონდა დაზიანებული ადგილი, რაც შემდგომ გაულურჯდა. აღნიშნულის თაობაზე ეცნობა ხელმძღვანელობას და შედგა აქტი, რომელიც გადაეცა გამოძიებას.

 

მოწმე გ------- ხ------მ აჩვენა, რომ 2016 წლის 24 მარტს მორიგეობდა C კორპუსის პირველ სართულზე. დაახლოებით დღის მეორე ნახევარში, ამავე კორპუსის №01 სამარტოო საკანში მოთავსებულმა პატიმარმა მ------- ა-–------ემ დაიწყო ხმაური და ყვირილი. როდესაც სარკმელი გააღეს და იკითხეს რა ხდებოდა, საპასუხოდ მისგან აგრესია მიიღეს. მ------- ა-–------ე განერვიულებული იყო, მას მოტეხილი ჰქონდა საკანში არსებული ხელსაბანი ნიჟარა და ვიდეოთვალის დაზიანებასაც ცდილობდა. მ------- ა-–------ემ მოულოდნელად გამოსწია ხელი სარკმლიდან და მსუბუქად მოარტყა მას მარცხენა მხარეზე. ამის შემდეგ თავად დაიხია უკან და მთავარ ინსპექტორ გ------- გ------ს უხმო, რომელმაც დაუძახა კორპუსის უფროსს, ზ------ დ--------–--ეს. მ------- ა-–------ე განაგრძობდა ხმაურს და ყველას აგინებდა, რის გამოც ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება მისთვის ხელბორკილის დადების შესახებ. ამ მიზნით გააღეს საკნის კარი და გ------- გ------ი, მ-----ი შ-----–--, ზ------ დ--------–--ე და თავად (გ------- ხ------) შევიდნენ საკანში. მ------- ა-–------ემ გ------- გ------ს შესვლისთანავე მუშტი დაარტყა ძლიერად მარცხენა თვალში, რომლიც მას გაუწითლდა და შემდგომ გაუშავდა. მოწმის განმარტებით, ამის შემდეგ მ------- ა-–------ეს დაადეს ხელბორკილი და მომხდარის შესახებ ინფორმაცია გადასცეს ხელმძღვანელობას.

 

მოწმე მ----- შ-----–--მ აჩვენა, რომ 2016 წლის 24 მარტს, დილით გამოცხადდა სამსახურში და განაწილებული იქნა C კორპუსის პირველ სართულზე. დაახლოებით 17:20 საათზე, №01 სამარტოო საკნიდან შემოესმა ძლიერი ხმაური, რის გამოც ინსპექტორ-კონტროლიორ გ------- ხ------სთან ერთად მივიდა აღნიშნულ საკანთან, სადაც მოთავსებული იყო ბრალდებული მ------- ა-–------ე. მათი მოწოდების მიუხედავად, რომ დამშვიდებულიყო, ბრალდებულმა მოგლიჯა ხელსაბანი ნიჟარა და ცდილობდა ვიდეოთვალის დაზიანებას. ინსპექტორ-კონტროლიორი გ------- ხ------ შეეცადა მ------- ა-–------ის დაწყნარებას და უთხრა, რომ ყველა მის მოთხოვნას განიხილავდნენ, თუმცა ის მაინც არ გაჩერდა და, პირიქით, დაიწყო ადმინისტრაციის ლანძღვა. მ------- ა-–------ემ მოულოდნელად ხელი გამოსწია სარკმლიდან და კისრის არეში დაარტყა გ------- ხ------ს, რომელსაც ხელი ძლიერად არ მოხვედრია. არსებული ვითარების შესახებ აცნობეს მთავარ ინსპექტორს, რომელიც შეუთანხმდა კორპუსის უფროსს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მ------- ა-–------ისათვის დაედოთ ხელბორკილი და გაეკონტროლებინათ, რომ ვიდეოთვალის დაზიანება კიდევ არ მომხდარიყო. როდესაც მისთვის ხელბორკილის დასადებად შევიდნენ საკანში, მ------- ა-–------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მთავარ ინსპექტორ გ------- გ------ს, რომელსაც შესვლისთანავე ძლიერად დაარტყა მუშტი მარცხენა თვალის არეში. მ------- ა-–------ეს მაშინვე დაადეს ხელბორკილი და გაანეიტრალეს სიტუაცია. გ------- გ------ს დარტყმის შედეგად შეშუპებული ჰქონდა მარცხენა თვალის არე და ცოტა სიწითლე დაჰკრავდა, რაც რამდენიმე საათში სილურჯეში გადაუვიდა.

№2 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ნ-----–---- რ---–---–ის მიერ შედენილი №298 ოქმის თანახმად, 2016 წლის 24 მარტს, დაახლოებით 17:21 საათზე, დაწესებულების C კორპუსის №01 საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა მ------- ა-–------ემ დააზიანა ხელსაბანი ნიჟარა, რომელიც ჩამოგლიჯა კედლიდან. თანამშრომლების მოთხოვნაზე მან დამშვიდებისა და სარეჟიმო მოთხოვნის შესრულების ნაცვლად, აღნიშნული თანამშრომლების მიმართ გამოხატა აგრესია. კერძოდ, კორპუსის მთავარ ინსპექტორ გ------- გ------ს და ინსპექტორ-კონტროლიორ გ------- ხ------ს შეეხო ხელით, რა დროსაც გ------- გ------ს მიაყენა დაზიანება მარცხენა თვალბუდის არეში.

№2 პენიტენციური დაწესებულების სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 24 მარტს, 16:00 საათზე, ეკრანზე მოჩანს C კორპუსის პირველი სართულის სამარტოო საკნების მცირე ზომის დერეფანი და მარჯვენა მხარეს მოჩანს საკანი, წარწერით C-01. 17:24:49 საათზე №01 საკანთან მიდის დაწესებულების თანამშრომელი გ------- გ------ი და ღია საკვებურიდან ესაუბრება ხსენებულ საკანში მოთავსებულ პატიმარს. ამავე საკანთან დგება დაწესებულების ორი თანამშრომელი, იმავდროულად ფეხზე წამოდგება კიდევ ერთი თანამშრომელი და ისინი ესაუბრებიან მსჯავრდებულ მ------- ა-–------ეს, რის შემდეგაც გადაადგილდებიან დერეფანში. 17:34:51 საათზე დაწესებულების თანამშრომლები შედიან №01 საკანში, 17:36:48 საათზე დაწესებულების თანამშრომელთა ნაწილი, მათ შორის, გ------- გ------ი გამოდიან №01 საკნიდან, რა დროსაც იგი მარცხენა თვალბუდის არეში იკიდებს ხელს. C-01 სამარტოო საკნის სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერის დათვალიერებისას, 2016 წლის 24 მარტს, 16:00 საათზე, ეკრანზე მოჩანს საკანი, სადაც მოთავსებულია მსჯავრდებული მ------- ა-–------ე, რომელიც 17:23:53 საათზე რამდენჯერმე ურტყამს ფეხს საკნის კარებს. 17:26:33 საათზე, საკვებურთან მყოფი მ------- ა-–------ე ხელს იქნევს სავარაუდოდ დაწესებულების თანამშრომლის მისამართით და იწყებს საკანში გადაადგილებას, იმავდროულად საუბრობს და პერიოდულად დგება საკვებურთან. 17:34:51 საათზე საკანში შედიან დაწესებულების თანამშრომლები, 17:34:54 საათზე მ------- ა-–------ე ხელს ურტყამს მარცხენა თვალბუდის არეში დაწესებულების თანამშრომელს _ გ------- გ------ს, რის შემდეგაც დაწესებულების თანამშრომლებმა დაიმორჩილეს იგი, დააწვინეს თავის საწოლზე და დაადეს ხელბორკილი.

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ მოქ. გ------- გ------ს 2016 წლის 24 მარტს ჩატარებული პირადი შემოწმებისას მარცხენა თვალბუდის მიდამოში, ქვედა ქუთუთოზე აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მოწითალო-მოიისფრო არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე სისხლნაჟღენთი, ზომით 4,5X2,2 სმ, რომელიც განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

დაზარალებულ ლ-–- ქ-----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობდა №2 პენიტენციურ დაწესებულებაში ოპერატიული მორიგის თანაშემწედ. 2016 წლის 31 მარტს, პენიტენციური დეპარტამენტის №18 დაწესებულებიდან საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების მიერ №2 პენიტენციურ დაწესებულებაში შეყვანილი იქნა პატიმარი მ------- ა-–------ე. მას ჩაუტარდა დათვალიერება, რის შემდეგაც იგი თავად გადაიყვანა სამედიცინო ოთახში, სადაც ექიმის მიერ უნდა მომხდარიყო მისი შემოწმება. სანამ ოთახში შეიყვანდა, მ------- ა-–------ე მოულოდნელად შეტრიალდა მისკენ და სრულიად უმიზეზოდ თავი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც მიიღო დაზიანება შუბლის მიდამოში. იმ მომენტში თვითონ მარტო იყო, ხოლო ოდნავ მოშორებით იმყოფებოდნენ თანამშრომლები რ----- გ----------- და ზ---- ტ--------. აღნიშნულზე შედგა სათანადო ოქმი, რის შემდეგაც დაიკითხა გამომძიებლის მიერ და ჩაუტარდა ექსპერტიზა. დაზარალებულ ლ-–- ქ-----–--ის განმარტებით, მ------- ა-–------ეს მანამდე არ იცნობდა და მასთან რაიმე სახის ურთიერთობა არ ჰქონია.

 

დაზარალებულ ლ-–- ქ-----–--ის ჩვენებაში აღნიშნული ფაქტი მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს №2 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა _ უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა რ----- გ-----------მ, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ოფიცერმა ზ---- ტ--------მ და მორიგე ექიმმა მ--–---- ნ-----–--–---–--, კერძოდ:

 

მოწმე რ----- გ-----------მ აჩვენა, რომ 2016 წლის 31 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, №2 პენიტენციურ დაწესებულებაში №18 სამკურნალო დაწესებულებიდან შეყვანილი იქნა ბრალდებული მ------- ა-–------ე, რომელიც ვიზუალური დათვალიერების შემდეგ მორიგის თანაშემწე ლ-–- ქ-----–--ემ წაიყვანა ექიმთან გასასინჯად. მათ გაიარეს კორიდორი და სანამ ექიმის ოთახთან მოუხვევდნენ, მ------- ა-–------ე მოუბრუნდა ლ-–- ქ-----–--ეს და თავი ჩაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ორივეს აღენიშნებოდა თავზე სიწითლე. შემდეგ ისინი ექიმმაც შეამოწმა და აღწერა დაზიანებების მდგომარეობა. მოწმის განმარტებით, მომხდარზე მის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელიც ხელმოწერით დაადასტურეს ლ-–- ქ-----–--ემ, ზ---- ტ--------მ და ექიმმა მ--–---- ნ-----–--–---–--, ხოლო მ------- ა-–------ემ უარი განაცხადა ხელის მოწერაზე, რისი მიზეზიც არ დაუსახელებია.

 

მოწმე ზ---- ტ--------მ აჩვენა, რომ 2016 წლის 31 მარტს გამოცხადდა სამსახურში და განაწილებული იქნა A კორპუსში. დაახლოებით 21:30 საათზე შეატყობინეს, რომ ახალი პატიმარი იყო შეყვანილი და ჩასულიყო სამორიგეო ოთახში. როგორც გაირკვა, №18 დაწესებულებიდან შემოყვანილი იყო ბრალდებული მ------- ა-–------ე, რომელიც ლ-–- ქ-----–--ემ დაათვალიერა და შემდეგ წაიყვანა ექიმ მ--–---- ნ-----–--–---–თან გასასინჯად. ამ დროს დაინახა, რომ მ------- ა-–------ე უცებ შემოუბრუნდა ლ-–- ქ-----–--ეს და თავი ჩაარტყა შუბლის არეში.

 

მოწმე მ--–---- ნ-----–--–---–-- აჩვენა, რომ ექიმი ამოწმებს დაწესებულებაში შეყვანილი ყველა პატიმრის ზოგად მდგომარეობას, აქვს თუ არა მას დაზიანება და რა მდგომარეობაშია. 2016 წლის 31 მარტს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა სამსახურში, თავის სამუშაო ოთახში, რა დროსაც ფოიედან გაიგონა ხმაური და ჩოჩქოლი. როდესაც გაიხედა, დაინახა, რომ პატიმარ მ------- ა-–------ეს თავი ჰქონდა დარტყმული შუბლის არეში ლ-–- ქ-----–--ისათვის, რომელსაც სახის მარჯვენა მხარეს აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. ამ დროს იქ იმყოფებოდნენ თანამშრომლები ზ---- ტ-------- და რ----- გ-----------, რომლებმაც გააკავეს მ------- ა-–------ე. მის მიერ შემოწმებული იქნა აღნიშნული პატიმარი, რომელსაც ასევე ჰქონდა სისხლნაჟღენთი შუბლის არეში, მარცხენა მხარეს.

№2 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ რ----- გ----------ის მიერ შედგენილი №3-- ოქმის თანახმად, 2016 წლის 31 მარტს №2 პენიტენციურ დაწესებულებაში №18 სამკურნალო დაწესებულებიდან შეყვანილი იქნა ბრალდებული მ------- ა-–------ე, რომელმაც სამედიცინო ოთახში გადაყვანისას ოპერატიული მორიგის თანაშემწეს, ლ-–- ქ-----–--ეს თავი დაარტყა შუბლის არეში, რის შედეგადაც ორივეს აღენიშნებოდათ სისხლნაჟღენთები შუბლის არეში.

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 2016 წლის 01 აპრილს ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ლ-–- ქ-----–--ეს შუბლის მოდამოში, მარჯვნივ წარბის რკალის მცირედ ზემოთ აღენიშნებოდა უსწორო ოვალური ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი, ზომით: 3,7X1,5 სმ, რომელიც განვითარებულ იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ თანახმად წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ცნობა) მონაცემებისა, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით ბრალდებულ მ------- ა-–------ეს სამედიცინო დახმარება გაეწია 2016 წლის 31 მარტს, 21:45 საათზე, რა დროსაც დაუდგინდა სისხლნაჟღენთი შუბლის მიდამოში.

 

მოწმე გ------- ლ---–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს №2 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის თანამდებობაზე. 2016 წლის 10 მარტს, დილით გამოცხადდა სამსახურში და თათბირის შემდეგ განაწილდა A კორპუსის პირველ სართულზე. საღამოს, დაახლოებით 18:55 საათზე, კორპუსის ოფიცერთან _ ზ---- ტ--------სთან ერთად იმყოფებოდა №103 საკანში, სადაც მარტო იყო მოთავსებული პატიმარი მ------- ა-–------ე, რომელმაც დააზიანა ამავე საკანში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერა, კერძოდ, გაწყვიტა მასში შემავალი სადენი და გათიშა იგი. მ------- ა-–------ე იყო ძალიან აგრესიულად განწყობილი და ითხოვდა სხვა საკანში გადაყვანას, რადგან არ სურდა ვიდეოთვალიან ოთახში ყოფნა. მას მოუწოდეს დამშვიდებულიყო, თუმცა არ ჩერდებოდა და კატეგორიულად ითხოვდა გადაყვანას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თვითდაზიანების მიყენებით იმუქრებოდა. ამ დროს მან და ზ---- ტ--------მ შეამჩნიეს, რომ მ------- ა-–------ეს ხელში ეჭირა მექანიკური საპარსი მოწყობილობა დაშლილ მდგომარეობაში _ ერთ მხარეზე იყო პლასტმასი და მეორე მხარეზე მჭრელი ნაწილი, რომელიც გააგდებინეს ხელიდან და მან თვითდაზიანების მიყენება ვეღარ მოახერხა. მომხდარის შესახებ აცნობეს უსაფრთხოების განყოფილებას. მალევე გამოცხადდა უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელი, რომელმაც აღნიშნულის თაობაზე შეადგინა ოქმი.

 

მოწმე ზ---- ტ-------ის (№2 პენიტენციურ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების კორპუსის ოფიცრის) ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 10 მარტს იმყოფებოდა №2 პენიტენციურ დაწესებულებაში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. დაახლოებით საღამოს 7 საათზე, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ გ------- ლ---–----ესთნ ერთად შევიდა A კორპუსის პირველ სართულზე მდებარე №103 საკანში, ვინაიდან, აღნიშნულ საკანში მოთავსებულმა ბრალდებულმა მ------- ა-–------ემ დააზიანა ვიდეო სათვალთვალო კამერა. იგი ითხოვდა სხვა საკანში გადაყვანას და თუ მის მოთხოვნას არ შეასრულებდნენ, თვითდაზიანების მიყენებით იმუქრებოდა. ამ დროს შენიშნეს, რომ მას ხელში ეჭირა ერთჯერადი საპარსი „ბიგი“ დაშლილ მდგომარეობაში, რომელიც მაგიდაზე დააგდებინეს და მომხდარის შესახებ ტელეფონით შეატყობინეს უსაფრთხოების განყოფილების უფროს ინსპექტორ შ----- შ---–----ეს. ეს უკანასკნელი მალევე მივიდა და აღნიშნულთან დაკავშირებით შეადგინა შესაბამისი ოქმი, ასევე დალუქა ამოღებული ნივთი.

 

№2 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორის, შ----- შ---–----ის მიერ შედგენილი №230 ოქმის თანახმად, 2016 წლის 10 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, იგი შევიდა A კორპუსის №103 საკანში, სადაც მაგიდაზე იდო ერთჯერადი საპარსი „ბიგის“ მჭრელი პირი, რომელიც ზ---- ტ-------ის და გ------- ლ---–----ის განმარტებით, ხელიდან წაართვეს ბრალდებულ მ------- ა-–------ეს. აღნიშნული ერთჯერადი საპარსის მჭრელი პირი დაშლილ მდგომარეობაში მოთავსებული იქნა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა.

საქმეზე ჩატარებული ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ გამოსაკვლევი ობიექტი ნაწილთა ტექნიკო-კონსტრუქციული მონაცემების მიხედვით წარმოადგენს სტანდარტული, (ქარხნული) წესით დამზადებულ, მექანიკური საპარსი მოწყობილობის დაშლის შედეგად განცალკევებულ, ბასრი ნაწიბურის მქონე კომპონენტს. არსებული მდგომარეობით გამოსაკვლევი საგანი არ წარმოადგენს ცივ იარაღს.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების №1 დანართი შეიცავს იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა შენახვა, გამოყენება ეკრძალებათ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. მითითებული დანართის მე-11 პუნქტის თანახმად, ასეთ ნივთებს მიეკუთვნებიან დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი.

 

მსჯავრდებული მ------- ა-–------ე 2016 წლის 16 იანვარს გაეცნო ზემოაღნიშნული დებულების №1 დანართს და შესაბამისად, იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელთა შენახვა და გამოყენება ეკრძალებოდა ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და იწვევდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, რაც დასტურდება მისივე ხელმოწერით (ტ.1. ს.ფ. 217).

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო მტკიცებულებათა არ არსებობის გამო მსჯავრდებულ მ------- ა-–------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ, ვინაიდან, თვლის, რომ ზემოაღნიშნული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ------- ა-–------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

 

ასევე უსაფუძვლოა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ სააპელაციო საჩივარსა და სასამართლო სხდომაზე გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს, მ------- ა-–------ეს სათანადო დროს რომ ჩატარებოდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, შესაძლებელია, ჩადენილი დანაშაულებისათვის მისი მსჯავრდება არ მომხდარიყო, რასაც პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან, საქმეზე ჩატარებული ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს (2016 წლის 10 მარტს, 2016 წლის 24 მარტს და 2016 წლის 31 მარტს) მ------- ა-–------ე ქრონიკული ფსიქიკური დაავადებით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით, ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო; მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა _ ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). ამავე დასკვნის თანახმად, მ------- ა-–------ეს შემდგომში განუვითარდა და ამჟამადაც უგრძელდება ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა, დეკომპენსაციის მდგომარეობა, ამჟამად იგი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და გამამტყუნებული განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი მან უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში გამოჯანმრთელებამდე (არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე). აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ვ------- ჟ----–---–---მა, ა---- ტ-----–--ემ და დ----- მ-------ემ.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მ------- ა-–------ისათვის სასჯელის დანიშვნისას არასწორად იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით, რომლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, ვინაიდან, მ------- ა-–------ეს გასაჩივრებული განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის დროს წინა ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა და შესაბამისად, სახეზე არ იყო რეციდივის შემთხვევა. კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელია, რომ მ------- ა-–------ე ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 368-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულისთვის და მას დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, შესაბამისად, ადგილი აქვს დანაშაულის რეციდივს და სასჯელის დანიშვნა მის მიმართ უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მ------- ა-–------ე ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 იანვრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 368-ე მუხლით (მტკიცებულების განადგურება სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მიემატა მ------- ა-–------ისათვის ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, მ------- ა-–------ე გათავისუფლდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან _ 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 368-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით, რისი ათვლაც დაეწყო 2008 წლის 28 ნოემბრიდან და იგი დაუყოვნებლივ, 2013 წლის 24 იანვარსვე გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნასამართლობა გაქარწყლდება ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ, ხოლო მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ მსჯავრდებული კანონით დადგენილი წესით სასჯელის მოხდისაგან ვადამდე იქნა გათავისუფლებული ან თუ მას სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, ნასამართლობის გაქარწყლების ვადა შესაბამისად გამოითვლება სასჯელის ფაქტობრივად მოხდილი ვადიდან ან უფრო მსუბუქი სახის სასჯელის (ძირითადი და დამატებითი) მოხდის მომენტიდან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 368-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, შესაბამისად, იგი მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. მ------- ა-–------ემ აღნიშნული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი ფაქტობრივად მოიხადა 2013 წლის 24 იანვარს. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენით ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის დროს (2016 წლის 10 მარტს, 2016 წლის 24 მარტს და 2016 წლის 31 მარტს), მას წინა ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა.

 

სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, აგრეთვე მხედველობაში იღებს რა მსჯავრდებულ მ------- ა-–------ის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მიიჩნევს, რომ სამართლიანი იქნება მისთვის სასჯელის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ------- ა-–------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------- ა----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ნოემბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ მ------- ა-–------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------- ა----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ნოემბრის განაჩენში შევიდეს მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება სასჯელის ნაწილში.

 

3.მ------- ა-–------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2016 წლის 24 მარტის და 2016 წლის 31 მარტის ეპიზოდები) და 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2016 წლის 24 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2016 წლის 31 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნულმა ერთმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით მ------- ა-–------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს მ------- ა-–------ისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და საბოლოოდ მ------- ა-–------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

6.მსჯავრდებულ მ------- ა-–------ეს საბოლოო სასჯელში ჩაეთვალოს პირველი განაჩენით მოხდილი სასჯელი და შესაბამისად, საბოლოო სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2016 წლის 13 იანვრიდან.

 

7.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლი საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულმა მ------- ა-–------ემ დანიშნული სასჯელი მოიხადოს შ-------------------------–---–--------–------------------------------–----------------–-–------–-------------------) მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით.

 

8.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: მექანიკური საპარსი მოწყობილობის დაშლის შედეგად განცალკავებული ბასრი ნაწიბურების მქონე კომპონენტი დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს, ხოლო სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეომასალა _ 02 ცალი DVD-R დისკი, სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეო მასალა _ 02 ცალი CD-R დისკი, რომლებიც თან ერთვის საქმეს, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დარჩეს საქმეში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/