განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/602-18 3 ივლისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
თავმჯდომარე - ლევან გვარამია
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი – ლ---------------------;
წარმომადგენელი - მ--–----------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე – ნ----------------, თ-----------------;
წარმომადგენელი - დ----- ჩ-----;
დავის საგანი _ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების წილზე მესაკუთრედ ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ნ---------------ის (პირადი N0----------) და თ-----------------ს (პირადი N0----------) სარჩელი; ცნობილ იქნა ნ---------------- (პირადი N0----------) და თ----------------- (პირადი N0----------) საჯარო რეესტრში ლ---------------------ს (პირადი N0----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, გ---------------------–---------–--–----, /ს.კ 0---------------/ - 1/2 ნაწილის მესაკუთრედ. ცვლილება იქნა შეტანილი კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში N4-162 (გაცემის თარიღი 10.09.1987 წელი, ნოტარიუსი ლ. გ-------–----), რითაც ლ--------- ქ---------მა (პირადი N0----------) სამკვიდროს სახით მიიღო უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, გ---------------------–---------–--–----, /ს.კ 0---------------/.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. კ----------------------ი (მოსარჩელეების ნ---------------ის და თ-----------------ს დიდი პაპა) გარდაიცვალა 1944 წლის 28 აპრილს;
ა------–-------------ცი (მოსარჩელეთა პაპა) გარდაიცვალა 1983 წლის 10 მაისს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 25 იანვარს გაცემული გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N395 (ტომი 1, ს.ფ. 32);
_გარდაცვალების აქტის ჩანაწერი (ტომი 1, ს.ფ. 34-35).
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 25 იანვარს გაცემული გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N337 (ტომი 1, ს.ფ. 36);
_1983 წლის 10 მაისის გარდაცვალების აქტის ჩანაწერი (ტომი 1, ს.ფ. 38-39)
2.2. ა------–-------------ცს დარჩა ექვსი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე ს-------– კ---------ი და შვილები: უ–---- კ---------ი, ლ--------- კ---------ი, დ----- კ---------ცი, ჟ---ა კ---------ცი, ჟ----ა (გ-------) კ---------ი; ს-------– კ---------ი, და-ძმა ჟ---ა და ჟ----ა (გ-------) კ---------ები გარდაცვლილები არიან;
დ----- კ---------ცს სადავო სამკვიდრო ქონებაზე არავითარი პრეტენზია არ გააჩნია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
- დ----- კ---------ცის დაბადების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 72);
- დ----- კ---------ცის 2016 წლის 04 თებერვლის განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 73);
- მოწმე დ----- კ---------ცის ჩვენება (სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. 1987 წლის 10 სექტემბერს მოპასუხე ლ---------------------ს სახელზე გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, მამკვიდრებლის ა------– კ---------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. თბილისი, გ-----ს I--------ში, სამი საცხოვრებელი ოთახი, საცხოვრებელი ფართი 49.85 კვ.მ., მიწის ნაკვეთის საერთო ფართია 234 კვ.მ. საკუთრებაში მიიღო პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, შვილმა ლ--------- ქ---------მა.
სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა ლ---------------------. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ფართობი დოკუმენტით შეადგენდა 234 კვ.მ., ხოლო 1994 წლამდე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე იყო 203 კვ.მ. მიწის ფართი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 1987 წლის 10 სექტემბერს, ნოტარიუსს ლ. გ-------–----ს მიერ გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 30);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 20.01.2016 წელს გაცემული ცნობა-დახასიათება (ტომი 1, ს.ფ. 24);
2.4. ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, ქ. თბილისი, გ------------------------“-ში მდებარე უძრავი ნივთი (ს N------) თავდაპირველად აღირიცხა 1949 წელს - კ--------------------ის (საარქივო ბარათის თავფურცელზე დაფიქსირებულია გვარი ,,ქ---------ი“) სახელზე, საფუძველი: 19.12.1925 წლის N4520 სააღსრულებო ფურცელი, 19.12.1925 წლის რN688 ნოტარიალური ხელშეკრულება, ხოლო ბოლო მდგომარეობით 10.09.1987 წლის რN 4-162 (ნოტარიუსი გ-------–----) კანონისმიერი მემკვიდრეობის საფუძველზე აღირცხულია ლ---------------------ს სახელზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ (ტომი 1. ს.ფ. 31);
2.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარმოდგენილია უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა მისამართით ,,თბილისი, გ-------------------“. ტექნიკური აღრიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში (მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სია) უძრავი ნივთის მფლობელად მითითებულია ლ---------------------. საფუძველი: 10.09.1987 წლის რ4-162 (ნოტარიუსი ნ, გ-------–----) კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, სააღრიცხვო მასალა 1940 წელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 10 თებერვალს გაცემული ცნობა N27987 (ტომი 1, ს.ფ. 25-26);
2.6. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში გარდაცვლილი ა------–ი კ---------ცის სამკვიდრო ქონების თაობაზე მოიძებნა ჩანაწერები შემდეგი სახით: 1987 წელს პირველი სანოტარო კანტორის მიერ შესრულებული სამემკვიდრეო საქმის წარმოებასთან დაკავშირებული სხვა სანოტარო მოქმედებები და 1987 წლის 10 სექტემბერს ნოტარიუს ლ. გ-------–----ს მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2016 წლის 18 თებერვალს გაცემული N16/1429 ინფორმაცია ერთიანი ელექტორნული სამემკვიდრეო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 69-70);
2.7. სადავო უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ------------------- (საკადასტრო კოდი N0---------------) დღეისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ლ---------------------ს სახელზე. უფლების დამადასტურებელ მტკიცებულებად მითითებულია კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა N4-162, დამოწმების თარიღი 10.09.1987, ნოტარიუსი ლ. გ-------–----, და სააღრიცხვო ბარათი N------, აღირცხულია 1956 წელს. საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის თარიღს წარმოადგენს 20.04.20116 წელი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 20.04.2016 წელი (ტომი 1, ს.ფ. 118-119);
- საკადასტრო გეგმა, მომზადების თარიღი 20.04.2016 წელი (ტომი 1, ს.ფ. 120).
2.8. უ–---- კ---------ი და ლ---–- ქ---------- ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1959 წლის 11 იანვრიდან. ნ---------------- (დაბადებული 1959 წლის 16 სექტემბერს) და თ----------------- წარმოადგენენ მათ შვილებს;
უ–---- კ---------ი 1979 წლიდან რეგისტრირებული იყო მისამართზე ქ. თბილისი, გ----------------–--–-----; ლ---–- ქ---------- ზემოთხსენებულ მისამართზე რეგისტრირებულია 1959 წლის 30 ივლისიდან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2014 წლის 27 ნოემბერს გაცემული ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N41 (ტომი 1, ს.ფ. 46);
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2014 წლის 17 დეკემბერს გაცემული საინფორმაციო ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 42);
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 05 თებერვალს გაცემული საინფორმაციო ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 48);
- ნ---------------ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N2434 (ტომი 1, ს.ფ. 52);
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 27 ნოემბრის გადაწყყვეტილება დაბადების აქტის ჩანაწერში შესწორების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 53-54);
_ თ-----------------ს დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N724 (ტომი 1, ს.ფ. 56);
2.9. ლ---–- ქ---------- გარდაიცვალა 1997 წლის 26 მარტს. უ–---- კ---------ი გარდაიცვალა 1989 წლის 18 თებერვალს; უ–---- კ---------ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერში საცხოვრებელ მისამართად აღნიშნულია ქ. თბილისი, გ----------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2014 წლის 25 სექტემბერს გაცემული გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N1636 (ტომი 1, ს.ფ. 41);
- გარდაცვალების აქტის ჩანაწერი (ტომი 1, ს.ფ. 44-45);
- 1997 წლის 26 მარტს გაცემული გარდაცვალების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 47);
- გარდაცვალების აქტის ჩანაწერი (ტომი 1, ს.ფ. 50-51);
2.10. უ–---- კ---------ის სამკვიდრო მიღებული აქვთ მის შვილებს, ნ----------------ს და თამარ კ---------ს 2014 წლის 26 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობებით.
ნ---------------- სადავო საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრირებულია 1977 წლის 08 სექტემბრიდან, ხოლო თ-----------------ს აღნიშნულ მისამართზე (ქ. თბილისი, გ----------------) რეგისტრაციის თარიღს წარმოადგენს 1978 წლის 23 ივლისი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 26 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის ნომერი N141408920 (ტომი 1. ს.ფ. 60-62);
- 2014 წლის 26 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის ნომერი N141408928 (ტომი 1. ს.ფ. 63-65);
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2014 წლის 23 სექტემბერს გაცემული საინფორმაციო ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 57-59);
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2013 წლის 06 ივნისს გაცემული საინფორმაციო ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 57-59);
2.11. სს ,,თელასის“ მონაცემთა ბაზაში, მისამართზე ქ. თბილისი, გ----------------, 1996 წლის პირველადი მონაცემებით აბონენტად ფიქსირდება უ–---- კ---------ი, ხოლო შემდეგ ნ----------------. ცვლილებების განხორციელების ზუსტი თარიღი უცნობია ხანდაზმულობის გამო. 1996 წლამდე ინფორმაცია სს ,,თელასში“ არ ინახება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,თელასის“ 2014 წლის 26 სექტემბერს გაცემული ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 66);
- ქვითრები (ტომი 1,ს .ფ. 67-68);
2.12. შპს ,,ინფოაუდიტის“ მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნის მიხედვით, შეფასდა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, გ------------------------. ჩატარებული ანალიზით, წარმოდგენილი დოკუმენტებით, ქონების პარამეტრებისა და დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, ლ---------------------ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, გ------------------------, შეფასდა 37 500 (ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ინფოაუდიტის“ მიერ 2016 წლის 15 თებერვალს მომზადებული უძრავი აუდიტორული შეფასება N10/02-15/18 (ტომი 1, ს.ფ. 74);
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.13. მხარეთა განმარტებით, მოსარჩელე უ–---- კ---------ი და მისი ოჯახი ცხოვრობდა სადავო ქონების მისამართზე (ქ. თბილისი, გ----------------). აღნიშნულ მისამართზე მიწის ნაკვეთის საერთო ფართია 437 კვ.მ. მოპასუხე მხარის მითითებით, მამკვიდრებლის ა------– ქ---------ის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელეთა მამა, უ–---- კ---------ი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა მოპასუხე მხარის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაში, რაც არ შედიოდა სამკვიდრო ქონებაში, რაც მოპასუხე ლ--------- ქ---------მა მიიღო 1987 წლის 10 სექტემბრის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე. მოპასუხის მხარის მოსაზრებით, ნოტარიუს ლ. გ-------–----ს მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობაში მითითებული სამკვიდრო ქონება შეადგენდა 234 კვ.მ.მ., ხოლო 203 კვ.მ. ფართი მიწის ნაკვეთი ლ--------- ქ---------მა გაიფორმა მას შემდეგ, რაც მან მიიღო სამკვიდრო ქონება.
მოწმე დ----- კ---------ცი, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელე მამის და უ–---- კ---------ის და მოპასუხის ლ--------- კ---------ის ძმას, მიუთითებს, რომ მოსარჩელეთა მამა უ–---- კ----------ი მთელი ცხოვრება, გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ მისამართზე - ქ. თბილისი, გ----------------, თავის ოჯახთან ერთად. ლ---–- ქ----------სთან (ქორწინების შემდგომ ,,კ---------ი) დაქორწინების შემდეგ, უ–---- კ---------ი საცხოვრებლად გადავიდა იმავე მისამართზე, იმავე ეზოში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რომელიც ააშენა მამამ ა------– ქ---------მა. იმასვე ადასტურებს ს-----–----------- (მხარეთა მეზობელი). აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა უ–---- კ----------ი გარდაცვალებამდე და ძმებს არსებულ საცხოვრებელ შენობებს შორის ურთიერთგამმიჯნავი რაიმე ღობე ან კედელი აღმართული არ ჰქონიათ. უ–---- კ----------ი არ აპირებდა არსად გადასვლას და ცხოვრობდა იმ საცხოვრებელში, როგორც საკუთარში; მოწმეების ლ--–----–----–---–ის და ოლღა მ-----–---–ის ჩვენებით კი, მართალია აღნიშნული პირები არ უარყოფენ აღნიშნულ მისამართზე ლ---------------------ს საცხოვრებელი ფართიდან მოშორებით, იმავე ეზოში მდგარ შენობაში მოსარჩელეთა მამის ცხოვრების ფაქტს, თუმცა უ–---- კ---------ის აღნიშნულ მისამართზე ცხოვრება იყო დროებითი, იგი აპირებდა გადასვლას, ვინაიდან მას ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა თავის მშობლებთან. უ–---- კ---------ის მშობლებთან კონფლიქტურ ურთიერთობას კი კატეგორიულად უარყოფენ მოწმეები დ----- კ---------ცი და ს-----–----------- და ისინი განმარტავენ, რომ მოსარჩელეთა მამა მუდმივად ცხოვრობდა სადავო ქონების მისამართზე და სხვა საცხოვრებელი მას არ გააჩნდა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
- მოწმეების დ----- კ---------ცის, ს-----–-----------ს, ლ--–----–----–---–ის და ოლღა მ-----–---–ის ჩვენებები (სასამართლო სხდომის ოქმი);
2.14. მოსარჩელეთა მამამ უ–---- კ---------მა მამის ა------– კ---------ცის გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის დანაშთი სამკვიდრო ქონება მოპასუხესთან ლ--------- კ---------თან ერთად. ამ უკანასკნელმა 1987 წლის 10 სექტემბერს ერთპიროვნულად მიიღო კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომლის შინაარსიდან ირკვევა, რომ ქონება ირიცხებოდა 1944 წლის 28 აპრილს გარდაცვლილი კ-------- ქ----------ზე, რომლის მემკვიდრე შვილმა - ასევე გარდაცვლილმა ა------– კ---------ცმა მიიღო სამკვიდრო მაგრამ არ გაიფორმა თავისი სამემკვიდრეო უფლებები, თუმცა მიღებული ჰქონდა რა მამის ქონება ფაქტობრივი ფლობით, იგი მისი გარდაცვალების შემდეგ შევიდა მის სამკვიდრო აქტივში. საქმეში წარმოდგენილი 08.05.2017 წლის NTT2017059129-03 გადაწყვეტილებით მიღებული ძველი საინვენტარიზაციო გეგმით, თავდაპირველი და 1956 წლის აღრიცხვითაც, ტექნიკური აღრიცხვის ბარათით მკაფიოდ ჩანს, რომ 437 კვ.მ. აღრიცხულია 1956 წელს, ხოლო ლ--------- ქ---------ზე ჩანაწერი ჩნდება 1987 წლიდან. ტექ. ბიუროს 08.06.1987 წლის ლ---------------------ს წერილიდან ჩანს, რომ იმ დროისათვის ლ--------- ქ---------ს არ ჰქონდა საკუთრების უფლება რეგისტრირებული სადავო ქონებაზე (არც მის ნაწილზე). განსახილველ საქმეზე, როგორც მხარეთა განმარტებით, ისე მოწმეთა ჩვენებით, დასტურდება, რომ როგორც სადავო საცხოვრებელ მისამართზე დოკუმენტით რიცხული ფართი 234 კვ.მ., ასევე თვითნებურად დაკავებული ფართი 203 კვ.მ., როგორც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი, წარმოადგენს ერთიან, განუყოფელ მიწის ნაკვეთს, სადაც ა------– კ----------ცის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგაც, უწყვეტად და მუდმივად ცხოვრობდნენ მოსარჩელეთა მამა უ–---- კ---------ი და მოპასუხე ლ---------------------. ხოლო უ–---- კ---------ის გარდაცვალების შემდეგ, მის საცხოვრებელ ფართში ცხოვრება განაგრძეს მისმა შვილებმა ნ----------------მ და თამარ კ---------მა. აღნიშნულ გარემოებას, არც მოპასუხე მხარე უარყოფს. მიუხედავად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობისა, 203 კვ.მ. ფართსაც მხარეები ფლობდნენ, მართავდნენ და სარგებლობდნენ, როგორც საკუთარ ქონებას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთის ფართი თავდაპირველი აღრიცხვის საფუძველზე შეადგენს 234 კვ.მ.-ს, ხოლო 1956 წლის აღრიცხვა ინვენტარიზაციის შემდგომ მიწის ფართად დაფიქსირებულია 437 კვ.მ., მოპასუხის ლ--------- კ---------ის საკუთრების უფლება კი ჩნდება მოგვიანებით, 1987 წელს. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელეთა მამა და შემდგომ მოსარჩეელები მამკვიდრებლის ა------– კ----------ცის გარდაცვალების შემდგომ ცხოვრობდნენ თვითნებურად დაკავებულ ფართში და აღნიშნული არ შედიოდა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოპასუხის საკუთრებაში გადაცემულ ფართში. ამასთან, მხარეებიც ადასტურებენ და მოწმეებმა თავიანთ ჩვენებაში მიუთითეს, რომ ქ. თბილისში, გ-------------------ში მდებარე სახლთმფლობელობა არის ერთიანი, გაუმიჯნავი ეზო, გამყოფი ღობის არსებობას უარყოფენ მოწმეებიც და დადგენილია, რომ აღნიშნულ საცხოვრებლის ეზოს, შენობა-ნაგებობს ჯერ კიდევ ა------– კ----------ცი თავის სოცოცხლეში ფლობდა და სარგებლობდა შეუზღუდავად, როგორც ერთიანს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდგომ, ამ ეზოში არსებულ შენობა-ნაგებობებით სარგებლობა, ფლობა განაგრძეს მისმა შვილებმა, უ–---- კ---------მა და ლ--------- ქ---------მა, რაც უდავოდ მოწმობს რომ მათ მიიღეს სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლისა, ფაქტობრივად, მოსარჩელეთა მამას უ–---- კ---------ს მიღებული აქვს მამის სამკვიდრო ქონების ის ნაწილიც, რაც თვითნებურად იქნა დაკავებული და ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში დარეგისტრიდა 203 კვ.მ. ფართის ოდენობით უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. ზემოთმითითებული 1328-ე მუხლით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობის (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება, ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. მოსარჩელეები ნ---------------- და თ----------------- მამის, უ–---- კ---------ის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობენ უწყვეტად ქ. თბილისში, გ-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რაც ნიშნავს, რომ მათ სამკვიდრო მიიღეს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეთა მამა და შემდგომ, თავად მოსარჩეელეებიც სადავო ფართში ცხოვრობდნენ დროებით და არა როგორც საკუთარ საცხოვრებელში და აპირებდნენ სხვა მისამართზე გადასვლას, აღნიშნული გარემოებას მოსარჩელე მხარე უარყოფს, ხოლო მოპასუხეს რაიმე სახის სარწმუნო, უტყუარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 მაისს მომზადებული ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 205);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 207-209);
- ტექ. ბიუროს 1987 წლის 08 ივნისის წერილი ლ--------- ქ---------ს (ტომი 1, ს.ფ. 210);
- თბილისის საქალაქო საბჭოს კომუნალური მეურნეობის განყოფილების ტექნიკური აღირიცხვის ბარათი N------ (ტომი 1, ს.ფ. 215-216);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
- მოწმეების დ----- კ---------ცის, ს-----–-----------ს, ლ--–----–----–---–ის და ოლღა მ-----–---–ის ჩვენებები (სასამართლო სხდომის ოქმი);
2.15. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 1987 წლის 14 მაისს შედგენილი ანდერძით, ს-------– კ---------მა მთელი თავისი ქონება, მათ შორის სახლი, მდებარე ქ. თბილისი, გ------------------, უანდერძა ლ--------- ქ---------ს. მოპასუხე მხარის მითითებით, აღნიშნული ანდერძის არსებობით დასტურდება ის გარემოება, რომ ა------– კ----------ცს გარდაცვალების შემდეგ, გარდა მოსარჩელეთა მამის, უ–---- კ---------ისა და ლ---------------------სა, დარჩა სხვა პირველი რიგის მემკვიდრეები.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ს-------– კ---------ი გარდაიცვალა 1991 წელს, ხოლო 1987 წლის 10 სექტემბრის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მოპასუხე ლ--------- ქ---------ს უკვე მიღებული ჰქონდა სადავო ქონება სრულად. ამასთან, აღნიშნული ანდერძი არ არის წარმოდგენილი სსიპ ნოტარიუსთა პალატიდან და შესაბამისად, დაუდგენელია ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არის თუ არა ჩანაწერი ანდერძის თაობაზე თუ გაუქმებულია იგი; ამასთან, თუ როდის მოხდა სადავო სამკვიდრო ქონების გადასვლა ს-------– კ---------ზე, საქმეში არ მოიპოვება და არავითარი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_1987 წლის 14 მაისის ანდერძი, რეესტრში რეგისტრაციის 4-99 (ტომი 1, ს.ფ. 178);
2.16. თამარ კ---------მა 2011 წლის 14 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადება და უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, გ-----ს გ----------------, მესაკუთრე ლ---------------------ს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი გაცემა;
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეების ნ---------------ის და თ-----------------ს სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან მათთვის 2011 წლის აპრილის თვეში უკვე ცნობილი იყო სადავო სამკვიდრო მოწმობის არსებობის შესახებ და მათ გაშვებული აქვთ მოპასუხის მიერ სამკვიდროს მიღების შედავების კანონით დადგენილი ვადა. სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოთ როგორც აღინიშნა, მოსარჩელეებს ნ----------------ს და თამარ კ---------ს სადავო სამკვიდრო მიღებული აქვს ფაქტობრივი ფლობით. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ მოსარჩელეთა მამა, უ–---- კ---------მა მამის ა------– კ----------ცის გარდაცვალების შემდეგ, განაგრძო ცხოვრება სადავო ქონების მისამართზე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნულ საცხოვრებელში ცხოვრობენ მისი შვილები, ნ---------------- და თ-----------------. სამკვიდროზე საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტი დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლით, კერძოდ, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. შესაბამისად, მიუხედავად სამკვიდრო მოწმობის არარსებობისა, მოსარჩელეებს სადავო ქონების შესაბამის წილზე საკუთრების უფლება მოპოვებული აქვთ მემკვიდრეობითი წესით მამის, უ–---- კ---------ცის გარდაცვალების შემდეგ 6 თვის ვადაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეთა ქონებაზე საკუთრების უფლების მიმართ არ გამოიყენება კანონით განსაზღვრული შედავების ორთვიანი ვადა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამკვიდროს მიღება შეუქცევადია, რის გამოც უსაფუძვლოა მოპასუხის პოზიცია მოსარჩელეთა მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თ-----------------ს 2011 წლის 14 აპრილის განცხადება საჯარო რეეტსრის ეროვნულ სააგენტოს (ტომი 1, ს.ფ. 136);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის განცხადების მიღების ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 137);
- 2011 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 138);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა სასამართლოს მიერ ხორციელდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერების გზით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.17. მოსარჩელე ნ----------------მ და თამარ კ---------მა მოითხოვეს 1987 წლის 10 სექტემბერს ლ---------------------ს სახელზე 1983 წლის 09 მაისს გარდაცვლილი ა------–-------------ცის დანაშთ უძრავ ქონებაზე ნოტარიუსს ლ. გ-------–----ს მიერ გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის 1/2 ნაწილში ბათილად ცნობა და მოპასუხე ლ---------------------ს სახელზე რეგისტრირებული უძრავ ქონების მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ-----ს ქუჩა, პ------–---------–--–----- (საკადასტრო კოდი №0---------------) 1/2 ნაწილზე მოსარჩელეების ნ---------------ისა და თ-----------------ს მესაკუთრედ აღიარება. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აღნიშნულ მისამართზე მდებარე ნაკვეთის დანიშნულებაა არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობია 437.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალია N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8.
დადგენილია, რომ კ----------------------ი (მოსარჩელეების ნ---------------ის და თ-----------------ს დიდი პაპა) გარდაიცვალა 1944 წლის 28 აპრილს. ა------–-------------ცი (მოსარჩელეთა პაპა) გარდაიცვალა 1983 წლის 10 მაისს. ა------–-------------ცს დარჩა ექვსი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე ს-------– კ---------ი და შვილები: უ–---- კ---------ი, ლ--------- ქ---------ი, დ----- კ---------ი, ჟ---ა კ---------ცი, ჟ----ა (გ-------) კ---------ი; ს-------– კ---------ი, და-მა ჟ---ა და ჟ----ა (გ-------) კ---------ები გარდაცვლილები არიან. დ----- კ---------ცს სადავო სამკვიდრო ქონებაზე არავითარი პრეტენზია არ გააჩნია.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 539-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით და ანდერძით. მემკვიდრეობის კანონისმიერი წესი მოქმედებს ყოველთვის, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 540-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე. 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 541-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის უკანასკნელი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო თუ იგი ცნობილი არ არის - სამკვიდროს ქონების ან მისი ძირითადი ნაწილის ადგილსამყოფელი.
1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 542-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად შეიძლება იყვნენ: კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს - მოქალაქენი, რომლებიც ცოცხალი იყვნენ სამკვიდროს დამტოვებლის სიკვდილის მომენტისათვის და აგრეთვე სამკვიდროს დამტოვებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადნენ.
1997 წლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან.
სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები.
დადგენილია, რომ 1987 წლის 10 სექტემბერს მოპასუხე ლ---------------------ს სახელზე გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, მამკვიდრებლის ა------– კ--------–იანის დანაშთი სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. თბილისი, გ-----ს I--------ში, სამი საცხოვრებელი ოთახი, საცხოვრებელი ფართი 49.85 კვ.მ., მიწის ნაკვეთის საერთო ფართია 234 კვ.მ. საკუთრებაში მიიღო პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, შვილმა ლ--------- ქ---------მა.
სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა ლ---------------------. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ფართობი დოკუმენტით შეადგენდა 234 კვ.მ., ხოლო 1994 წლამდე მიწის ფართი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე იყო 203 კვ.მ.;
საქმეში წარმოდგენილი მასალებით, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, ქ. თბილისი, გ------------------------“-ში მდებარე უძრავი ნივთი (ს N------) თავდაპირველად აღირიცხა 1949 წელს - კ-------- ქ----------ის (საარქივო ბარათის თავფურცელზე დაფიქსირებულია გვარი ,,ქ---------ი“) სახელზე, საფუძველი: 19.12.1925 წლის N4520 სააღსრულებო ფურცელი, 19.12.1925 წლის რN688 ნოტარიალური ხელშეკრულება, ხოლო ბოლო მდგომარეობით 10.09.1987 წლის რN 4-162 (ნოტარიუსი გ-------–----) კანონისმიერი მემკვიდრეობის საფუძველზე აღირცხულია ლ---------------------ს სახელზე. ტექნიკური აღრიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში (მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სია) უძრავი ნივთის მფლობელად მითითებულია ლ---------------------. საფუძველი: 10.09.1987 წლის რ4-162 (ნოტარიუსი ნ, გ-------–----) კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, სააღრიცხვო მასალა 1940 წელი. ამდენად, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ა------–-------------ცის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე (რომელიც თავის მხრივ ა------– კ----------ცმა მიიღო მამის სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით) გაიცა სამკვიდრო მოწმობა მხოლოდ ერთ პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეზე, ლ--------- ქ---------ზე და ამ უკანასკნელმა სხვა მემკვიდრეების მალულად სრულად საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა მამის დანაშთი ქონება 1987 წელს.
1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 566-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად მოწოდებულ პირებს შეუძლიათ მოსთხოვონ მემკვიდრეობის გახსნის ადგილის სანოტარო კანტორას მემკვიდრეობის უფლების მოწმობა. ამავე კოდექსის 567-ე მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეობის უფლებას მოწმობა ეძლევა მემკვიდრეებს ექვსი თვის გასვლის შემდეგ სამკვიდროს გახსნის დღიდან.
ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ, მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 1987 წლის 10 სექტემბერს ნოტარიუსის მიერ მოპასუხე ლ---------------------ს სახელზე ისე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომ არ იქნა გათვალისწინებული სხვა იმავე რიგის მემკვიდრეთა უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 312-ე მუხლით განსაზღვრულია რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ------------------- (საკადასტრო კოდი N0---------------) დღეისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ლ---------------------ს სახელზე. უფლების დამადასტურებელ მტკიცებულებად მითითებულია კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა N4=162, დამოწმების თარიღი 10.09.1987, ნოტარიუსი ლ. გ-------–----, და სააღრიცხვო ბარათი N------, აღირცხულია 1956 წელს; საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის თარიღს წარმოადგენს 20.04.20116 წელი.
უ–---- კ---------ი და ლ---–- ქ---------- ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1959 წლის 11 იანვრიდან. ნ---------------- (დაბადებული 1959 წლის 16 სექტემბერს) და თ----------------- წარმოადგენენ მათ შვილებს. საქმეში არსებული მასალების, კერძოდ, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის შესაბამისად, უ–---- კ---------ი 1979 წლიდან რეგისტრირებული იყო მისამართზე ქ. თბილისი, გ----------------–--–-----; ლ---–- ქ---------- ზემოთხსენებულ მისამართზე რეგისტრირებულია 1959 წლის 30 ივლისიდან. ლ---–- ქ---------- გარდაიცვალა 1997 წლის 26 მარტს. უ–---- კ---------ი გარდაიცვალა 1989 წლის 18 თებერვალს. უ–---- კ---------ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერში საცხოვრებელ მისამართად აღნიშნულია ქ. თბილისი, გ----------------. უ–---- კ---------ის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ მისი შვილები, ნ---------------- და თ-----------------. მამის დანაშთი სამკვიდრო ნ----------------ს და თამარ კ---------ს მიღებული აქვთ 2014 წლის 26 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობებით. საინფორმაციო ბარათის მიხედვით კი, ნ---------------- სადავო საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრირებულია 1977 წლის 08 სექტემბრიდან, ხოლო თ-----------------ს აღნიშნულ მისამართზე (ქ. თბილისი, გ----------------) რეგისტრაციის თარიღს წარმოადგენს 1978 წლის 23 ივლისი.
1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის თანახმად, იმისთვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. არ შეიძლება სამკვიდროს მიღება რაიმე პირობების წამოყენებით. სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრეც ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დრიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
სასამართლო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ უ–---- კ---------მა თავის ძმის, მოპასუხე ლ---------------------ს მსგავსად ფატქობრივი ფლობით მიიღო მამის, ა------– კ---------ცის დანაშთი ქონება. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. მემკვიდრეობითი- სამართლებრივი ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვი თვის განმავლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობას და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა.
მხარეთა განმარტებით, დადგენილია, რომ მოსარჩელე უ–---- კ---------ი და მისი ოჯახი მამკვიდრებლის ა------– კ---------ცის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობდა სადავო ქონების მისამართზე (ქ. თბილისი, გ----------------). მოპასუხის მითითებით, მამკვიდრებლის ა------– კ----------ცის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელეთა მამა, უ–---- კ---------ი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა მოპასუხე ლ---------------------ს მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაში, რაც არ შედიოდა სამკვიდრო ქონებაში. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს ის ფართი გადმოეცა არა მემკვიდრეობის გზით, არამედ შემდეგ გაიფორმა მან ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის საფუძველზე. მოპასუხის აღნიშნულ პოზიციასთან მიმართებით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.05.2017 წლის NTT2017059129-03 გადაწყვეტილებით მიღებული ძველი საინვენტარიზაციო გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, თავდაპირველი და 1956 წლის აღირცხვითაც, ტექნიკური აღრიცხვის ბარათით მკაფიოდ ჩანს, რომ 437 კვ.მ. აღრიცხულია 1956 წელს, ხოლო ლ--------- ქ---------ზე ჩანაწერი ჩნდება 1987 წლიდან. ტექ. ბიუროს 08.06.1987 წლის ლ---------------------ს წერილიდან ჩანს, რომ იმ დროისათვის ლ--------- ქ---------ს არ ჰქონდა საკუთრების უფლება რეგისტრირებული სადავო ქონებაზე (არც მის ნაწილზე). ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებულ 203 კვ.მ. არ შედიოდა მამკვიდრებლის ა------– კ----------ცის ფაქტობრივად დაკავებულ ფართში. ვინაიდან მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც დაადატსურებდა, რომ მითითებული 203 კვ.მ. თავიდანვე მიიღო დამოუკიდებლად ლ--------- ქ---------მა და შემდეგ მოახდინა მისი გაერთიანება მემკვიდრეობით მიღებულ ნაკვეთთან. მოპასუხემ საინვენტარიზიაციო გეგმის ნახაზზე ვერც გამიჯნა აღნიშნული ფართი მემკვიდრეობით მიღებული ფართისგან.
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შესძლო მოპასუხის მიერ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძლად მითითებულ და წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაქარწყლება საწინააღმდეგო სახის მტკიცებულებით.
განსახილველ საქმეზე, როგორც მხარეთა განმარტებით, ისე მოწმეთა ჩვენებით, დასტურდება, რომ როგორც სადავო საცხოვრებელ მისამართზე დოკუმენტით რიცხული ფართი 234 კვ.მ., ასევე თვითნებურად დაკავებული ფართი 203 კვ.მ., როგორც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი, წარმოადგენს ერთიან, განუყოფელ მიწის ნაკვეთს, სადაც ა------– კ---------ცის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგაც, უწყვეტად და მუდმივად ცხოვრობდნენ მოსარჩელეთა მამა უ–---- კ---------ი და მოპასუხე ლ---------------------. ხოლო უ–---- კ---------ის გარდაცვალების შემდეგ, მის საცხოვრებელ ფართში ცხოვრება განაგრძეს მისმა შვილებმა ნ----------------მ და თამარ კ---------მა. აღნიშნულ გარემოებას, არც მოპასუხე მხარე უარყოფს. მიუხედავად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობისა, 203 კვ.მ. ფართსაც მხარეები ფლობდნენ, მართავდნენ და სარგებლობდნენ, როგორც საკუთარ ქონებას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთის ფართი თავდაპირველი აღრიცხვის საფუძველზე შეადგენს 234 კვ.მ.-ს, ხოლო 1956 წლის აღრიცხვა ინვენტარიზაციის შემდგომ მიწის ფართად დაფიქსირებულია 437 კვ.მ., მოპასუხის ლ--------- კ---------ის საკუთრების უფლება კი ჩნდება მოგვიანებით, 1987 წელს. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელეთა მამა და შემდგომ მოსარჩეელები მამკვიდრებლის ა------– კ----------ცის გარდაცვალების შემდგომ ცხოვრობდნენ ზუსტად იმ ფართში, ან იმ ფართის ნაწილზე, რომელიც იყო ამ ოჯახის მიერ თვითნებურად დაკავებული. ამდენად, პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულების არარსებობის გამო, არ დასტურდება მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ მოსარჩელეთა მამის და შემდგომ თავად მოსარჩელეების ფაქტობრივი საცხოვრებელი სახლი (შენობა-ნაგებობა) არ შედიოდა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოპასუხის საკუთრებაში გადაცემულ ფართში.
სადავო 1987 წლის 10 სექტემბერს გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის შინაარსიდან ირკვევა, რომ უძრავი ქონება ირიცხებოდა 1944 წლის 28 აპრილს გარდაცვლილი კ-------- ქ----------ცზე, რომლის მემკვიდრე შვილმა - ასევე გარდაცვლილმა ა------– კ----------ცმა მიიღო სამკვიდრო მაგრამ არ გაიფორმა თავისი სამემკვიდრეო უფლებები, თუმცა მიღებული ჰქონდა რა მამის ქონება ფაქტობრივი ფლობით, იგი მისი გარდაცვალების შემდეგ შევიდა მის სამკვიდრო აქტივში. მოწმეების ლ--–----–----–---–ის და ოლღა მ-----–---–ის ჩვენების შინაარსის მიხედვით, ისინი არ უარყოფენ სადავო ქონების მისამართზე ლ---------------------ს საცხოვრებელი ფართიდან მოშორებით, იმავე ეზოში მდგარ შენობაში მოსარჩელეთა მამის ცხოვრების ფაქტს, თუმცა მიუთითებენ, რომ უ–---- კ---------ის აღნიშნულ მისამართზე ცხოვრება იყო დროებითი, იგი აპირებდა გადასვლას, ვინაიდან მას ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა თავის მშობლებთან. უ–---- კ---------ის მშობლებთან კონფლიქტურ ურთიერთობას კი კატეგორიულად უარყოფენ მოწმეები დ----- კ---------ცი და ს-----–----------- და ისინი განმარტავენ, რომ მოსარჩელეთა მამა მუდმივად ცხოვრობდა სადავო ქონების მისამართზე, მოპასუხისგან ცალკე განთავსებულ შენობა-ნაგებობაში და სხვა საცხოვრებელი მას არ გააჩნდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობის (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
მხარეებიც ადასტურებენ და მოწმეებმა თავიანთ ჩვენებაშიც მიუთითეს, რომ ქ. თბილისში, გ-------------------ში მდებარე სახლთმფლობელობა არის ერთიანი, გაუმიჯნავი ეზო, გამყოფი ღობის არსებობას უარყოფენ მოწმეებიც და დადგენილია, რომ აღნიშნულ საცხოვრებლი ეზოს, შენობა-ნაგებობს მთლიანად ჯერ კიდევ ა------– კ---------ცი თავის სოცოცხლეში ფლობდა და სარგებლობდა შეუზღუდავად, როგორც ერთიანს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდგომ, ამ ეზოში არსებულ შენობა-ნაგებობებით სარგებლობა, ფლობა განაგრძეს მისმა შვილებმა, უ–---- კ---------მა და ლ--------- ქ---------მა, რაც უდავოდ მოწმობს რომ მათ მიიღეს სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლისა, მოსარჩელეთა მამას უ–---- კ---------ს მიღებული აქვს მამის სამკვიდრო ქონების ის ნაწილიც, რაც ფაქტობრივად, თვითნებურად იქნა დაკავებული და ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში დარეგისტრიდა 203 კვ.მ. ფართის ოდენობით უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1424-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, მოსარჩელეთა მამამ უ–---- კ---------მა მამის ა------– კ----------ცის გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის დანაშთი სამკვიდრო ქონება მოპასუხესთან ლ--------- ქ---------თან ერთად. შესაბამისად, მად მსგავსად ლ---------------------სა გააჩნდა თანაბარი უფლებები სადავო ქონების მიმართ. ხოლო უ–---- კ---------ის გარდაცვალების შემდეგ, მისი დანაშთი ქონების პირველი რიგის მემკვიდრეების, შვილების ნ---------------ისა და თ-----------------ს მიერ მიღება დასტურდება როგორც მათ მიერ ქონების ფაქტობრივად დაუფლების, ისე საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 26 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობებით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, როგორც მოსარჩელეების, ისე მოპასუხე მხარის მემკვიდრეობითი სამართლებრივი საფუძვლით არსებული პრეტენზია (მიუხედავად სამკვიდრო მოწმობაში მითითებული ფართისა) უნდა გავრცელდეს მთლიან სახლთმფლობელობაზე, მდებარე ქ. თბილისი, გ-----ს ქუჩა, I--------–--–----- (საკადასტრო კოდი №0---------------) ნაკვეთის დანიშნულება არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 437.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8.
სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ს-------– კ---------ის 1987 წლის 14 მაისს შედგენილ ანდერძზე. როგორც საქმეში არსებული მასალებიდან და მხარეთა განმარტებიდან ირკვევა, ს-------– კ---------ი წარმოადგენდა 1983 წლის 09 მაისს გარდაცვლილ ა------–-------------ცის მეუღლეს.
1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 546-ე მუხლის თანახმად, ყოველ მოქალაქეს შეუძლია მთელი თავისი ქონება ან მისი ნაწილი (ჩვეულებრივი საოჯახო მოწყობილობისა და საყოფაცხოვრებო საგნების ჩათვლით) დაუტოვოს ანდერძით ერთს ან რამდენიმე პირს, როგორც კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშესაც, აგრეთვე სახელმწიფოს ან ცალკეულ სახელმწიფო, კოოპერაციულ თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციას.
მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1344-ე მუხლით, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისთვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით, 1987 წლის 14 მაისს შედგენილი ანდერძით, ს-------– კ---------მა მთელი თავისი ქონება, მათ შორის სახლი, მდებარე ქ. თბილისი, გ------------------, უანდერძა ლ--------- ქ---------ს. მოპასუხე მხარის მითითებით, აღნიშნული ანდერძის არსებობით დასტურდება ის გარემოება, რომ ა------– კ---------ცს გარდაცვალების შემდეგ, გარდა მოსარჩელეთა მამის, უ–---- კ---------ისა და ლ---------------------სა, დარჩა სხვა პირველი რიგის მემკვიდრეები. სხვა მემკვიდრეთა არსებობას არც მოსარჩელე მხარე უარყოფს და თავადვე მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე სასარჩელო განცხადებაში. თუმცა თავად მხარეთა განმარტებით, მოწმეების ჩვენებებით, ცალსახად დგინდება ის გარემოება, რომ სადავო საცხოვრებელ მისამართზე, გარდა მოსარჩელეთა მამის, უ–---- კ---------ის და მოპასუხე ლ---------------------სა სხვა მემკვიდრეს არ უცხოვრია. ამასთან, დღეის მდგომარეობით, გარდაცვლილნი არიან მეუღლე ს-------– კ---------ი, და-ძმა ჟ---ა და ჟ----ა (გ-------) კ---------ები. დ----- კ---------ცი კი, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა, პრეტენზიას არ აცხადებს სადავო ქონების მიმართ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ანდერძი არ არის წარმოდგენილი სსიპ ნოტარიუსთა პალატიდან და შესაბამისად, დაუდგენელია ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არის თუ არა ჩანაწერი მოქმედი ანდერძის თაობაზე, თუ გაუქმებულია იგი. ამასთან, ს-------– კ---------ი გარდაიცვალა 1991 წელს, ხოლო 1987 წლის 10 სექტემბრის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მოპასუხე ლ--------- ქ---------ს უკვე მიღებული ჰქონდა სადავო ქონება სრულად. შესაბამისად, ხსენებულ ანდერძის საფუძველზე (თუკი არ არის გაუქმებული) მოპასუხე მხარეს არ წარმოშობია მემკვიდრეობით-სამართლებრივი უფლებები მამკვიდრებელ ს-------– კ---------ის დანაშთ ქონებაზე.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით. მოპასუხის მიერ წარმოდგენილია მოსარჩელე თ-----------------ს მიერ 2011 წლის 14 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელზე შედგენილი განცხადება, რომლითაც იგი მოითხოვდა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადება და უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, გ-----ს გ----------------, მესაკუთრე ლ---------------------ს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის გაცემას. სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლით, კერძოდ, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას. ამდენად, სამკვიდროს მიღების ფაქტს, განსახილველი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 1450-ე, 1433-ე მუხლი) თანახმად, გააჩნია უკუძალა. ე.ი. მემკვიდრე, რომელმაც მიიღო სამკვიდრო ქონება, ითვლება, მის მესაკუთრედ სამკვიდროს გახსნის დღიდან. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვს თვეში ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ მემკვიდრეს სამკვიდრო უკვე მიღებული აქვს, რაც მის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლის ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა მემკვიდრეობითი უფლების მოწმობის გასაჩივრების ვადას. განსახილველ შემთხვევაში, უტუარად დადასტურებულია, რომ მოსარჩელეებმამ სამკვიდრო ქონება მიიღო ფაქტობრივი დაუფლების წესით კანონით დადგენილ ვადაში და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება უსაფუძვლოა.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტური სანივთო უფლების კლასიკური სახეა, რომელიც დროში არ იზღუდება. აბსოლუტური უფლების ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ იგი სხვა პირთა თანაქმედებისაგან დამოუკიდებლად არსებობს. ამ უფლების განხორციელება უფლებამოსილი პირის აბსოლუტური ძალაუფლების სფეროს განეკუთვნება, ხოლო მისი დაცვა უზრუნველყოფილია ნებისმიერი შესაძლო ხელყოფისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, ვინაიდან მოსარჩელეები ნ---------------- და თ----------------- წარმოადგენენ უ–---- კ---------ის პირველი რიგის მემკვიდრეებს, არსებობს საფუძველი სამკვიდრო ქონების მდებარე მისამართზე, ქ. თბილისი, გ-----ს გ----------------, საკადსტრო კოდი N0---------------) 1/2 ნაწილზე, მათი მესაკუთრედ აღიარებისა და შესაბამისად, ცვლილება უნდა იქნეს შეტანილი კანონისმიერი მემკვდირეობის უფლების მოწმობაში N4-162 (გაცემის თარიღი 10.09.1987 წელი, ნოტარიუსი ლ. გ-------–----).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოპასუხე ლ---------------------ს მიმართ ნ----------------სა და თ-----------------ს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მიუთითებით, სასამართლომ არასწორად ცნო დადგენილად მოსარჩელეთა მამის უ–---- კ---------ის მიერ მამის ა------– კ---------ის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების ფაქტი. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 566-ე მუხლის მე-2 აბზაცის თანახმად, სამკვიდროს მიღების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენდა, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგებოდა სამკვიდრო ქონების ფლობასა ან მართვას. ამავე მუხლის მესამე აბზაცის თანახმად, აღნიშნული მოქმედებები შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. აპელანტი განმარტებით სამკვიდრო გაიხსნა 1983 წელს 9 მაისს, ხოლო თელასის წერილში საუბარია 1996 წლის მონაცემებზე. აპელანტი ასევე უთითებს, რომ სამკვიდრო მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს მიღებულად, თუ სახეზეა მემკვიდრის ნება. კონკრეტულ შემთხვევაში, კი, როგორც იგი მიუთითებს, მართალია მოსარჩელეთა მამა ცხოვრობდა სადავო ქონების მისამართზე, თუმცა იგი იქ ცხოვრობდა დროებით. აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ უ–---- კ---------ი სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებას ფლობდა არა როგორც საკუთარს არამედ როგორც სხვისას, დროებით.
3.2. აპელანტი აღნიშნავს, რომ 1987 წლის 14 მაისს შედგენილი ანდერძით, ს-------– კ---------მა მთელი თავისი ქონება, მათ შორის სახლი, მდებარე ქ. თბილისი, გ------------------, უანდერძა ლ--------- ქ---------ს. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მითითებული მტკიცებულება შემდეგი მოტივით: „ანდერძი არ არის წარმოდგენილი სსიპ ნოტარიუსთა პალატიდან და შესაბამისად, დაუდგენელია ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არის, თუ არა ჩანაწერი ანდერძის თაობაზე, თუ გაუქმებულია იგი“. მისი განმარტებით კანონი არ ადგენს სავალდებულობას დედნის წარდგენაზე, თუ არ იქნება მხარის შუამდგომლობა ან სასამართლოს მოთხოვნა, რასაც ადგილი არ ჰქონია.
ასევე გაუგებარი რას ნიშნავს, ს-------– კ---------ის გარდაცვალების მომენტისათვის მიღებული ჰქონდა, თუ არა სამკვიდრო ლ--------- ქ---------ს ან/და მიღების შემთხვევაში რატომ არ წარმოეშვა მემკვიდრეობით-სამართლებრივი უფლებები სიკვდილამდე მასთან მცხოვრები მამკვიდრებელ ს-------– კ---------ის დანაშთ ქონებაზე, რომ არ ყოფილიყო უძრავი ქონება მისი მოძრავი და პირადი დარჩა სახლში. შესაბამისად, აპელანტის განმარტებით, გაურკვეველია რატომ ჩამოართვა სასამართლომ მას მემკვიდრეობის უფლება.
3.3. ლ--------- ქ---------ს მემკვიდრეობით მიღებული აქვს ქონება, რაზეც გაცემულია სამკვიდრო მოწმობა ნოტარიუს ლ. გ-------–----ს მიერ, სადაც მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 234 კვ.მ., რაც შეეხება დანარჩენ 203 კვ.მ. მიწის ფართს, აღნიშნული ფართი ლ--------- ქ---------მა გაიფორმა მას შემდეგ, რაც მან მიიღო სამკვიდრო ქონება, ანუ ლ--------- ქ---------ს არ მიუღია მემკვიდრეობით 437 კვ.მ მიწის ფართი, არამედ მან მიიღო 234 კვ.მ. მიწის ფართი.
ამასთან, სასამართლომ მოსარჩელეებს მიაკუთვნა ის რაც მათ არ მოუთხოვიათ. კერძოდ, 203 კვ.მ. მიწის ფართზე აპელანტმა საკუთრების უფლება მოიპოვა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე. მოსარჩელეებმა 203 კვ.მ. მიწის ფართის ½ ნაწილზე ისე მოითხოვეს საკუთრების უფლების აღიარაბე, რომ სადავოდ არ გაუხდიათ საჯარო რეესტრის ის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ ნაკვეთზე აღიარებული იქნა აპელანტის საკუთრების უფლება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4. ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. კონკრეტულ შემთხვევაში სადავოდ არ არის, შესაბამისად პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1-3.1.11. პუნქტებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. (მოცემული განჩინების 2.1-2.11. პუნქტები).
4.2. აპელანტის განმარტებით, 1987 წლის 10 სექტემბერს გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის მიხედვითაც, მამკვიდრებლის ა------– კ---------ის დანაშთი სამკვიდრო მასაში შედიოდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, გ-----ს I--------ში, სამი საცხოვრებელი ოთახი, საცხოვრებელი ფართი 49.85 კვ.მ., მიწის ნაკვეთის საერთო ფართია 234 კვ.მ. რაც შეეხება, 203 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთს აღნიშნულ ნივთზე, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლება მოპოვებული - აღიარებული იქნა, შესაბამისი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათებით, დგინდება, რომ 1987 წლის 10 სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებული იქნა აპელანტის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, გ-----ს I--------ში. ამასთან მიწის ნაკვეთის ფართობი დოკუმენტით შეადგენდა 234 კვ.მ.-ს, ხოლო 1994 წლამდე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე იყო 203 კვ.მ. მიწის ფართი. ტექნიკური აღრიცხვის ბარათის თანახმად, კი, კ----------------------ის ექსლუატაციაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენდა, 437 კვ.მ-ს. ამასთან, თავად აპელანტის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი პირველი ინსდანციის მიერ დადგენილი გარემოება, რომ დოკუმენტით რიცხული ფართი 234 კვ.მ., ასევე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული 203 კვ.მ. ფართი, წარმოადგენს ერთიან, განუყოფელ მიწის ნაკვეთს. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ 203 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის არ წარმოადგენს ცალკე უფლების ობიექტს და მასზე არსებული უფლება შესაძლოა მოპოვებული ყოფილიყო მხოლოდ სამკვიდროს მიღების გზით ე.ი. ამ ფართის სარგებლობის და აქედან გამომდინარე საკუთრების შეძენის უფლება წარმოადგენდა სამკვიდრო მასაში შემავალ აქტივს.
4.3. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა, თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, 1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 3. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება.
პალატა აღნიშნავს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს: კერძოდ, მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში, სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის, მიღებითა და განკარგვით, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვით, მამკვიდრებლის კუთვნილი ფასიანი ქაღალდებისა და საბანკო ანგარიშების დაუფლებით, სამკვიდროს გახსნის შემდეგ სამკვიდრო ქონებაზე გადასახადების გადახდით, სამკვიდრო ქონების გაქირავებით და სხვა.
საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი სს ,,თელასის“ მიერ 2014 წლის 26 სექტემბერს გაცემული ცნობის თანახმად, გ სს ,,თელასის“ მონაცემთა ბაზაში, მისამართზე ქ. თბილისი, გ----------------, 1996 წლის პირველადი მონაცემებით აბონენტად ფიქსირდება უ–---- კ---------ი, ხოლო შემდეგ ნ----------------. ამასთან, მითითებული მტკიცებულებით არ დგინდება, რომ უ–---- კ---------ი 1996 წლამდე ქ. თბილისი, გ---------------- არ მოიხმარდა ელექტროენერგიას და არ იხდიდა მის საფასურს. უ–---- კ---------ი გარდაიცვალა 1989 წლის 18 თებერვალს, რაც უდავოდ მიუთითებს საპირისპირო გარემოებაზე. მითითებული ცნობაში ასახულია, მხოლო 1996 წლის შემდგომ პერიოზე არსებული ინფორმაცია, ვინაიდან ამ პერიოდამდე მონაცემები სს ,,თელასს“ არ გააჩნია. საგულისხმოა, ასევე, რომ უ–---- კ---------ი 1979 წლიდან მის გარდაცვალებამდე ე.ი. 1989 წლის 18 თებერვალამდე რეგისტრირებული იყო მისამართზე ქ. თბილისი, გ----------------–--–-----, რაც დგინდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული ცნობით და გარდაცვალების აქტის ჩანაწერით. თავის მხრივ ის გარემოება, რომ ა------–-------------ცის სამკვიდროს გახსნიდან უ–---- კ---------ი ფლობდა სამკვიდრო მასაში შემავალ აქტივებს, ასევე, დადასტურებული იქნა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული უ–---- კ---------ის და ლ--------- კ---------ის ძმის დ----- კ---------ცის და მეზობლის ს-----–-----------ს მიერ. ამდენად, იმ გარემოებით, რომ უ–---- კ---------ი 1979 წლიდან 1989 წლის 18 თებერვალამდე ფლობდა სამკვიდრო მასაში შემავალ აქტივს, დასტურდება ამ უკანასკნელის ნება ნივთის არა დროებით სარგებლობაში მიღების, არამედ მისი დაუფლების შესახებ, რაც მის მიერ იყო რეალიზებული.
4.4. ლ---------------------ს მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნა 1987 წლის 14 მაისს ს-------– კ---------ის მიერ შედგენილი ანდერძი, რომლის მიხედვით, მან მთელი თავისი ქონება, მათ შორის სახლი, მდებარე ქ. თბილისი, გ------------------, უანდერძა ლ--------- ქ---------ს. პალატა, თავდაპირველად აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ლ--------------------- არ ცნობს სარჩელს გაურკვეველია თუ საქმისათვის რა მნიშვნელობის გარემოება შესაძლოა დადგინდეს ამ მტკიცებულებით. ამასთან, პალატა იზიარებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ რამდენადაც ანდერძი შედგენილია 1987 წლის 14 მაისს, ხოლო ს-------– კ---------ი გარდაიცვალა 1991 წელს, ამასთან, ვინაიდან ანდერძი არ არის წარმოდგენილი სსიპ ნოტარიუსთა პალატიდან, შესაბამისად, დაუდგენელია ერთიან ელექტრონულ რეესტრში არის თუ არა ჩანაწერი ანდერძის თაობაზე თუ გაუქმებულია იგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული დოკუმენტი, არ უნდა იქნეს მიჩნეული იმ სახის მტკიცებულებად, რომელიც დაადასტურებდა აპელანტის პოზიცია.
სამართლებრივი დასაბუთება
4.5. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა 1944 წლის 28 აპრილს გარდაცვლილი კ----------------------ის სამკვიდრო მასაში შემავალ აქტივს, რაც ფაქტობრივი ფლობით მიიღო მისმა შვილმა ა------–-------------ცმა. ა------–-------------ცი გარდაიცვალა 1983 წლის 10 მაისს. განსახილველ შემთხვევაში სადავოა, მოსარჩელეთა მამის - 1989 წლის 18 თებერვალს გარდაცვლილი უ–---- კ---------ის მიერ მამამისის (მოსარჩელეთა პაპის) ა------–-------------ცის მემკვიდრეობის მიღების ფაქტი. დადგენილია, ასევე, რომ ა------–-------------ცი გარდაიცვალა 1983 წლის 10 მაისს. ამდენად, მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდროს მიღების საკითხებთან დაკავშირებით დავა უნდა გადაწყდეს საქართველოს სსრ-ის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 1964 წლის რედაქციის ნორმათა შესაბამისად. აღნიშნული კანონის 539- მუხლის თანახმად მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით და ანდერძით. 544-ე მუხლი შესაბამისად, კი, კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები (მათ შორის შვილობილები), მეუღლე და მშობლები. კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც სადავო არ არის, რომ 1989 წლის 18 თებერვალს გარდაცვლილი უ–---- კ---------ი იყო 1983 წლის 10 მაისს გარდაცვლილი ა------–-------------ცის შვილი ე.ი. პირველი რიგის მემკვიდრე. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ სამკვიდროს გახსნის შედეგად, მემკვიდრეობის მიღებისათვის, მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების ქონა საკმარისი არ არის ე.ი. მხოლოდ უფლების არსებობა არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს. აღნიშნული უფლების სარეალიზაციოდ აუცილებელია იურიდიული მოქმედების განხორციელება - მემკვიდრეობის მიღება, რაც გამომდინარეობს 556-ე მუხლის დანაწესიდან, რომლის მიხედვით, იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. არ შეიძლება სამკვიდროს მიღება რაიმე პირობების წამოყენებით. სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. მიღებული სამკვიდრო ითვლება მემკვიდრის საკუთრებად მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. იმავე კოდექსის 540-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე. ამდენად, სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა და თავისი სამართლებრივი ბუნებით, არ გულისხმობს მხოლოდ ნების არსებობას, შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის აუცილებელია, რომ აღნიშნული ნება გამოვლენილი იქნეს. სამკვიდროს მიღების შესახებ კანონმდებელი აწესებს ორ განსხვავებულ ფორმას, თუ რა შემთხვევაში შესაძლოა დადგინდეს მსგავსი ნების გამოვლენის არსებობა კერძოდ: სამკვიდრო მასაში შემავალი ქონების ფაქტობრივი ბატონობა ან სამკვიდროს გახსნის ადგილას სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების შეტანა. აქვე ხაზგასასმელია, რომ გარკვეულ შემთხვევებში, ნების გამოვლენის ავტონომია კანონისმიერ ჩარჩოებშია მოქცეული, კერძოდ, კანონი აღიარებს პირის უფლებას მიიღოს ან არ მიიღოს სამკვიდრო, თუმცა აწესებს ნების გამოვლენის ვადას, კერძოდ სამკვიდროს მიღების ნების არსებობის შემთხვევაში, ნება გამოვლენილი უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში. ამ ვადაში სამკვიდროს მიღების ნების გამოუხატველობის შემთხვევაში, კი, 561-ე მუხლის მიხედვით სამემკვიდრეო წილი გადადის მემკვიდრეებად მოწოდებულ დანარჩენ კანონისმიერ მემკვიდრეებზე და მათ შორის ნაწილდება თანასწორწილად. უდავოა, რომ უ–---- კ---------ს მამამისი სამკვიდროს გახსნის დღიდან სამკვიდროს გახსნის ადგილას სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადება არ შეუტანია. შესაბამისად კვლევის საგანს წარმოადგენდა, იმ გარემოების დადგენა, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში უ–---- კ---------ის მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი სამკვიდრო მასაში შემავალი ქონების ფაქტობრივი ბატონობას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ უ–---- კ---------ი და ლ--------- კ---------ი წარმოადგენდნენ ა------–-------------ცის მემკვიდრეებს პირველს რიგში. ამასთან, უ–---- კ---------მა ქონება მოპასუხესთან ლ--------- კ---------თან ერთად ა------– კ---------ცის გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის დანაშთი სამკვიდრო. დადგენილია, ასევე, რომ 1987 წლის 10 სექტემბერს ნოტარიუსის მიერ მოპასუხე ლ---------------------ს სახელზე ისე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომ არ იქნა გათვალისწინებული იმავე რიგის მემკვიდრის - უ–---- კ---------ი უფლებები, რომელსაც, როგორც უკვე აღინიშნა ლ--------- კ---------თან ერთად სამკვიდრო მასაში შემავალი ქონების ფაქტობრივი ბატონობით მიღებული ჰქონდა სამკვიდრო. დადგენილია, რომ სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივზე 437.00 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე მდებარე ქ. თბილისი, გ------------------- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0---------------) საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, რეგისტრირებულია მხოლოდ ლ--------- კ---------ის საკუთრების უფლება. მოცემულიდან გამომდინარე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ უ–---- კ---------ის სამკვიდრო მიღებული აქვთ მის შვილებს, ნ----------------ს და თამარ კ---------ს, პირველი ინსტანციის სასამართლო მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ---------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე /ლევან გვარამია/
მოსამართლეები: /გელა ქირია/
/გოგიტა თოთოსაშვილი/