განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100119002894598
საქმე № 1ბ/1046-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - გ------- ა---–------ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ოზურგეთის რაიონი, სოფელი ბ---------ი, მ---------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვ---------–--------–--------------------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა).
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------- ა---–------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ---- ფ---------მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა, რომ გ------- ა---–------ი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას. სასამართლო სხდომაზე მან თავი ცნო დამნაშავედ, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთან, მართალია სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას მართებულად იქნა გამოყენებული საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით დადგენილი წესი და გათვალისწინებული იქნა წინა განაჩენით ნასამართლობა, რომელიც არ არის გაქარწყლებული ან მოხსნილი, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ გ------- ა---–------ს ნასამართლობა გაქარწყლებული არ აქვს წინა განაჩენით განსაზღვრული ჯარიმის გადაუხდელობის გამო. რაც, თავის მხრივ, გამოწვეული იყო მისი ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით. კერძოდ, გ------- ა---–------ს ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი, მათ შორის, სამი არასრულწლოვანი, ერთ-ერთი მათგანი არის მძიმედ დაავადებული, ჩატარებული აქვს არაერთი ოპერაცია და საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებას საზღვარგარეთ. ბავშვის სამკურნალოდ ოჯახს აღებული აქვს ფინანსური ვალდებულებები სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებაში. ოჯახი განიცდის მძიმე ეკონომიკურ სიდუხჭირეს და ფაქტობრივად დამოკიდებულია სოციალურ დახმარებაზე. გარდა ამისა, თავად გ------- ა---–------ის ჯანმრთელობაც შერყეულია. აპელანტი მიუთითებს, რომ გ------- ა---–------ს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ქმედების გამო. მართალია, რომ სასჯელის სახე და ზომა, რომელიც მის მიმართაა გამოყენებული არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ მეტისმეტი სიმკაცრის გამო აშკარად უსამართლოა. ამასთან, სამართლიანობის აღდგენის, რესოციალიზაციის და სასჯელის სხვა მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, რადგან სასჯელის მიზანი არა მართლსაწინაღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის დასჯა, არამედ მისი რესოციალიზაცია, გამოსწორება და საზოგადოებაში ინტეგრაციაა, კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენება აუცილებელია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მოითხოვა სასჯელის შემცირება სანქციის მინიმუმამდე.
ბრალდების მხარეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
გ------- ა---–------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 17 თებერვალს, ი-------------ის პოლიციის მ--- განყოფიელბაში, გ------- ა---–------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ (a-PVP), წონით 0,52 გრამი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის განაჩენით, გ------- ა---–------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გ------- ა---–------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ა---–------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ------- ა---–------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ------- ა---–------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით - 2019 წლის 17 თებერვლის ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტმანეტის 2019 წლის 18 თებერვლის №-------------- ექსპერტიზის დასკვნით, მოწმეების - გ--–-------------–---–ის, გ------- ფ------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მსჯავდებულის აღიარებით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ გ------- ა---–------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ------- ა---–------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------- ა---–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
გ------- ა---–------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, ის, რომ იგი არის ნასამართლევი.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ------- ა---–------ის ადვოკატ დ---- ფ---------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
სასჯელის დანიშვნისას, პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ბრალად ედება იშვიათი სახეობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას (გ------- ა---–------ი არაერთხელაა ნამყოფი კანონთან კონფლიქტში, ამასთან ბოლო განაჩენით დადგენილი სასჯელი არ აქვს მოხდილი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (არის სოციალურად დაუცველი), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის ხასიათი, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვას წარმოადგენს საფრთხეს ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, არ იძლევა სასჯელის შემცირების საფუძველს. პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, რაც გახდება მსჯავრდებულ გ------- ა---–------ის რესოციალიზაციის საფუძველი.
რაც შეეხება განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნას პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად ,,განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს“. პალატას მიაჩნია, რომ გ------- ა---–------ის სოციალური და ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის დროს გამოყენებულ იქნას სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და ახლადდანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავდებულ გ------- ა---–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ---- ფ---------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
ჩხრეკისას ამოღებული ინსულინის შპრიცი, მცირე ზომის მინის ქილა, მასში მოთავსებული სითხით და მოთეთრო ფერის ფხვნილი, განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ------- ა---–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ---- ფ---------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
გ------- ა---–------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
გ------- ა---–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობილობით, გ------- ა---–------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გ------- ა---–------ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.
გ------- ა---–------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 17 თებერვლიდან.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
ჩხრეკისას ამოღებული ინსულინის შპრიცი, მცირე ზომის მინის ქილა, მასში მოთავსებული სითხით და მოთეთრო ფერის ფხვნილი, განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო სანდოძე