განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.05.2019
საქმის ნომერი
180210017001855288
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
14.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 180210017001855288

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/133-19 14 მაისი, 2019 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მომხსენებელი, თავმჯდომარე - მაია სულხანიშვილი

მოსამართლეები - ნატალია ნაზღაიძე

გელა ქირია

 

სხდომის მდივანი – მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი - ლ--–- ქ--------–---–ი

წარმომადგენელი - ნ--------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარეები - გ------------–---–ი, რ----- ქ--------–---–ი

 

დავის საგანი - მემკვიდრედ და სამკვიდრო ქოენბაზე თანამესაკუთრედ ცნობა, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების დადასტურება, კანონით მემკვიდრეობის მოწმობის ნაწილობრივ გაუქმება, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების დაფიქსირება, ხელშეშლის აღკვეთა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ლ--–- ქ--------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონება, მდებარე: მ–--------------–-------–---–ი, ს/კ 7-----------, დაზუსტებული ფართობი 1700.00 კვ.მ. შენობა N1, 2012 წლის 31 იანვრიდან რეგისტრირებულია გ------------–---–ის სახელზე ½ წილი.

 

2.2. მოსარჩელე არის დ----- ქ--------–---–ის შვილი, რომელიც გარდაიცვალა 2005 წლის 22 თებერვალს. ოჯახის და კომლის უფროსად ერთადერთ წევრად ჩაწერილი იყო მისი მამა, დ----- ქ--------–---–ი. მასთან ერთად, როგორც მის სიცოცხლეში, ასევე მის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელე ცხოვრობდა მამის სახლში და ეწეოდა მეურნეობას. მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულა 1000.

 

2.3. დადგენილებით სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ დადგენილია, რომ 2005 წლის 22 თებერვალს გარდაცვლილი დ----- ქ--------–---–ის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით 2005 წლის 22 ივლისს მიმართა გ------------–---–მა, ხოლო 2005 წლის 22 ივლისს მეორე მემკვიდრეს რ----- ქ--------–---–ს კანონით დადგენილ ექვსი თვის ვადაში არ მიუმართვას. 2012 წლის 20 იანვარს გაიცა სამკვიდრო მოწმობა აწ. გადაცვლილი დ----- ქ--------–---–ის კუთვნილი ქონების უფლებების და მოვალეობების ½ წილზე შვილზე გ------------–---–ზე, ხოლო სამკვიდრო ქონების 1/2 წილზე საკვიდრო მოწობა დღემდე გაცემული არ არის რ----- ქ--------–---–ის სახელზე, ხოლო ლ--–- ქ--------–---–ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ ირკვევა, რომ ის კანონით დადგენილ ექვსი თვის ვადაში დაეუფლა ფაქტობრივად აწ. გარდაცვლილი მამის დ----- ქ--------–---–ის ქონებას.

 

დადაგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა სასამართლოს მიერ ხორციელდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერების გზით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელე მხარის მითითებით, იგი მოპასუხეებთან ერთად წარმოადგენს მამკვიდრებლის დ----- ქ--------–---–ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, შვილს, რის გამოც მას უფლება აქვს, მოპასუხებთან ერთად, თანაბარი წილის უფლებით მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით აღირიცხოს სადავო უძრავი ქონების

 

საქმის მასალების მიხედვით, საარქივო ცნობის 19/12 2016წ. აა 2016082625-03 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #811აქტის თანახმად, ოჯახის და კომლის უფროსად ერთადერთ წევრად ჩაწერილი იყო დ----- ქ--------–---–ი. მისი გარდაცვალების თარიღია 2005 წლის 22 თებერვალი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები; მეორე რიგში - გარდაცვლილის დები და ძმები. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილები და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

 

დადგენილია, რომ დ----- ქოჩოარაშვილს ჰყავდა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები: ლ--–- ქ--------–---–ი გია და რ----- ქ--------–---–ები. დ----- ქ--------–---–ის გარდაცვალების თარიღია 2005 წლის 22 თებერვალი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამდენად, დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე მცხეთა სოფელ მისაქციელში წარმოადგენდა დ----- ქ--------–---–ის სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის ადგილიდან. ამავე კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად კი სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1499-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. ამავე კოდექსის 1500-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს.

 

დადგენილია, რომ 2012 წლის 20 იანვარს გაიცა სამკვიდრო მოწმობა აწ. გადაცვლილი დ----- ქ--------–---–ის კუთვნილი ქონების უფლებების და მოვალეობების წილზე შვილზე - გ------------–---–ზე, ხოლო სამკვიდრო ქონების 1/2 წილზე საკვიდრო მოწობა დღემდე გაცემული არ არის რ----- ქ--------–---–ის სახელზე, ხოლო ლ--–- ქ--------–---–ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ ირკვევა, რომ მან კანონით დადგენილა ექვსი თვის ვადაში დაეუფლა ფაქტობრივად აწ. გარდაცვლილი მამის დ----- ქ--------–---–ის ქონებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებულია სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. სწორედ ასეთ სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას გვთავაზობს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი კონკრეტულად იმ შემთხვევისათვის, როცა პირს სურს შეედავოს სამკვიდრო მოწმობას. მითითებული ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი.

 

აღნიშნული ნორმით დადგენილია, რომ სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1421-1451-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას (სუსგ 30.10.2015წ. №ას-111-104-2015, სუსგ 8.04.2013 წ. №ას-72-68-2013)

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის ახსნა-განმატება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ ამ მოვლენათა თაობაზე იცოდა, რასაც თავად მოსარჩელე არ უარყოფს, მხოლოდ მაშინ გახადა სადავო აღნიშნული ქონება, 12 წლის შემდეგ. როდესაც მან დაკარგა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი.

 

გარდა ზემოთ ხსენებულისა, სასამართლომ დამატებით განმარტა შემდეგი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. 2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 1. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიძვრება სარჩელით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში - განცხადებით. 2. სარჩელი (განცხადება) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. (15.12.2010. N4037); 3. სარჩელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით. სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოსარჩელის მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. (15.12.2010. 037) ხოლო ამავე კოდექსის 178-ე მუხლის შესაბისად კი სარჩელში უნდა აღინიშნოს: ე) კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს; ვ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს; ზ) მოსარჩელის მოთხოვნა;

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ცნობილი იქნეს მამის - დ----- ქ--------–---–ის პირველი რიგის კანონიერ მემკვიდრედ და დანატოვარი ქონების 1/3 წილის მესაკუთრედ, უძრავი ქონებაზე, მდებარე შემდეგ მისამართზე: მ–--------------–-------–---–ი, საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით 80 კვ.მ და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულები მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 1700 კვ.მ. და 1.4. ცვლილება იქნეს შეტანილი სამკვიდრო მოწმობაში (სამკვიდრო მოწმობა #120020695) დამოწმების თარიღი 20/01/2012 ნოტარიუსი თინათინ კობერიძე), კერძოდ, მოპასუხის გ------------–---–ის წილის ნაწილში და მის წილად მიეთითოს 1/3. მაშინ როდესაც ზემოთ ხსენებული საკანომდებლო ნორმიდან გამომდინარე, საქმეს არ ახლავს მტკიცებულება (სასამართლოს მხედველობაში აქვს (სამკვიდრო მოწმობა #120020695), რომელიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს; და ასევე არ არის მოსარჩელის მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის თობაზე მოპასუხის გ------------–---–ის წილის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 248-ე მუხლის თანხმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის 1.1. სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო და სამართლებრივად დაუსაბუთებელი, რის გამოც მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება 1.4. სასარჩელო მოთხოვნას აღნიშნული წარმოადგენს 1.1. სასარჩელო მოთხოვნის თანამდევ შედეგს, რომლის დაკმაყოფილებაც შესაძლებელი იქნებოდა 1.1. სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში.

 

2.6. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

განსახილველ შემთხვევაში, სადაოა მოსარჩელის მიერ მშობლის დანაშთი სამკვიდრო ქონების დაუფლება ფაქტობრივი ფლობით, რაც მამკვიდრებელის გარდაცვალებისა და, შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმებით უნდა იქნეს შეფასებული. სასამართლომ გამოიკვლია და დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ გამოავლინა ნება მშობლის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილის მიღებაზე და ფაქტობრივად ვერ დაეუფლა უძრავ ქონებას და ამის საწინააღმდეგოდ სასამართლოს ვერ წარუდგინა ვერც ერთი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულება საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად. ხოლო საქმეზე დართული 2015 წლის 29 აპრილის #75 ცნობა გაცემული მისაქციელის ადმინისტრაციული ერთეულში მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ და ასევე საქმეზე დართული მეზობლების ახსნა-განმარტება უტყუარად ვერ ადასტურებს მოსარჩელის მხრიდან მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტს

 

საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა: „მემკვიდრეობის უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია ორი პირობიდან ერთ-ერთის შესრულება: სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლება (მართვა), ან სანოტარო ორგანოში განცხადების წარდგენა. აღნიშნული მოქმედებები განხორციელებულ უნდა იქნას სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის ვადაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ ანუ სამკვიდროს მიღებულად მიჩნევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრის ნებას, სურვილს, მიიღოს სამკვიდრო“ (იხ. სუსგ # ას-482-455-2012, 31.05.2012წ). სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედ.) 539-ე, 544-ე, 556-ე მუხლების იდენტურ მოწესრიგებას ადგენს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი 1336-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლები (იხ. სუსგ-ები# ას-480-454-2012, 30.04.2012წ; #ას-373-354-2013, 23.12.2013წ; #ას-964-913-2015, 12.12.2016წ; # ას-284-270-2016, 16.06.2016წ; #ას-530-506-2016, 23.09.2016წ; #ას-33-29-2017, 24.03.2017წ.). ასევე საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ფაქტი, რომელიც უნდა არსებობდეს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის მანძილზე და რომლითაც დასტურდება მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება, საკმარისია, რომ სამკვიდრო ჩაითვალოს მიღებულად. ისეთ კონკლუდენტურ მოქმედებებს, რომლებიც მიუთითებენ სამკვიდროს მართვაზე, შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს იმ შემთხვევებში, როდესაც მემკვიდრე, მართალია, არ ფლობს მამკვიდრებლის ქონებას, მაგრამ მისი მოქმედებებიდან (იხდის კომუნალურ გადასახადებს, განკარგავს ამ ქონებიდან მიღებულ შემოსავალს და ა.შ.) ირკვევა, რომ ამ ქონებას იგი თავისად მიიჩნევს“ (იხ. სუსგ # ას-483-794-09, 04/02.2010წ.). განსახილველ შემთხვევაში, იმ ფაქტობრივი გარემოების დასამტკიცებლად, რომ მოსარჩელემ მშობლის დანაშთი სამკვიდროდან კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიიღო უძრავი ქონება, რის გამოც მას წარმოეშვა კუთვნილ 1/3 წილზე საკუთრების უფლება, მან ვერ შეძლო საკუთარი მტკიცების ტვირთის რეალიზების ფარგლებში, რაც საფუძვლად დაედებოდა სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2.7. მესამე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ უძრავი ნივთი, მდებარე: მ–--------------–-------–---–ი, ს/კ 7----------- დაზუსტებული ფართობი 1700.00 კვ.მ. შენობა #1, 2012 წლის 31 იანვრიდან რეგისტრირებულია მოპასუხის გ------------–---–ის სახელზე 1/3½ წილი, ხოლო მოსარჩელე ლ--–- ქ--------–---–ი რომლის რეალური წილიც განსაზღვრული არ არის და არ წარმოადგენს ნივთის მესაკუთრეს შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნის უფლება მას არ წარმოეშობა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულება იმ გარემოებათა დასტურად, რასაც აფუძნებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ--–- ქ--------–---–ის სარჩელი უსაფუძვლო იყო და არ დააკმაყოფილა იგი.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ლ--–- ქ--------–---–ის მიერ მამის დანაშთი ქონების ფაქტობრივი ფლობით დაუფლების ფაქტი, რასაც ფუნდამენტურად ემყარებოდა მისი სასარჩელო მოთხოვნა. აპელანტის შეფასებით, სასამართლომ გადაწყვეტილება მთლიანად მოპასუხე მხარეთა ახსნა-განმარტებებს დააყრდნო და იგი იმდენად არასრულად არის დასაბუთებული, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აპელანტი ასევე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოხმობილ მსჯელობას სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ სამკვიდრო მოწმობა არ ერთვოდა საქმეს, ასევე ხანდაზმულობის შედავების ვადასთან დაკავშირებით და თვლის, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და უნდა გაუქმდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონების 1/2 წილი, მდებარე: მ–--------------–-------–---–ი, ს/კ 7-----------, დაზუსტებული ფართობი 1700.00 კვ.მ. შენობა N1, 2012 წლის 31 იანვრიდან რეგისტრირებულია გ------------–---–ის სახელზე.

აპელანტი არის დ----- ქ--------–---–ის შვილი, რომელიც გარდაიცვალა 2005 წლის 22 თებერვალს და რომელიც ოჯახის უფროსა და კომლის ერთადერთ წევრად იყო ჩაწერილი სადავო საცხოვრებელ მისამართზე.

ლ--–- ქ--------–---–ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 1000-ს.

დადგენილებით სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ დასტურდება, რომ 2005 წლის 22 თებერვალს გარდაცვლილი დ----- ქ--------–---–ის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით 2005 წლის 22 ივლისს ნოტარიუსს მიმართა გ------------–---–მა, ხოლო 2005 წლის 28 ივლისს - მეორე მემკვიდრემ, მოპასუხე - რ----- ქ--------–---–მა.

2012 წლის 20 იანვარს გაიცა სამკვიდრო მოწმობა აწ. გადაცვლილი დ----- ქ--------–---–ის კუთვნილი ქონების უფლებების და მოვალეობების ½ წილზე შვილზე - გ------------–---–ზე, ხოლო სამკვიდრო ქონების 1/2 წილზე საკვიდრო მოწობა რ----- ქ--------–---–ის სახელზე გაცემული არ არის.

ლ--–- ქ--------–---–ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ ირკვევა, რომ ის კანონით დადგენილ ექვსი თვის ვადაში დაეუფლა ფაქტობრივად აწ. გარდაცვლილი მამის დ----- ქ--------–---–ის ქონებას.

 

4.2. პალატის შეფასებით, აპელანტი ლ--–- ქ--------–---–ი ვერ ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მან ფაქტობრივი დაუფლებისა და მართვის გზით მიიღო სამკვიდროში შემავალი უძრავი ქონება.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის შესაბამისად, კანონით მინიჭებული მემკვიდრეობის უფლების პრაქტიკულად განხორციელებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელია მემკვიდრის მიერ ზემოაღნიშნული ორი პირობიდან ერთ-ერთის შესრულება. ამასთან, სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებები, რომლებიც, თავის მხრივ, ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

პალატის შეფასებით, აპელანტის სადავო მისამართზე ცხოვრების დასტურად საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მისაქციელის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლის მიერ 2015 წლის 29 აპრილის N75 ცნობა და საქმეზე დართული მეზობლების ახსნ-განმარტება უტყუარად ვერ ადასტურებს მოსარჩელის მხრიდან მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტს, თავად აპელანტის ახსნა-განმარტება, რომ იგი 2007 წლამდე ცხოვრობდა სადავო მისამართზე, შედავებულ იქნა მოწინააღმდეგე მხარის მიერ, რომლის განმარტებითაც, აპელანტი ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში, გათხოვების შემდეგ კი - მისაქციელში, ქმრის საცხოვრებელ სახლში, მემკვიდრეობის მიღების საკითხი კი მხოლოდ მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ლ--–- ქ--------–---–სმა და მისმა ქმარმა სასესხო ვალდებულებების გამო დაკარგეს საცხოვრებელი ბინა. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ლ--–- ქ--------–---–ი მამის - დ----- ქ--------–---–ის გარდაცვალების დროისათვის და გარდაცვალების შემდგომ, 6 თვის განმავლობაში ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სახლში.

 

ამასთან, პალატა ასევე განუმარტავს მხარეს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა შეიძლება განხორციელდეს სახვასდასხვა გზით, - სამკვიდრო უძრავი ქონებით სარგებლობით, ამ ქონებაში ცხოვრების ფაქტით, მისი მოვლა-პატრონობით, სამკვიდროში არსებული მოძრავი ნივთების დაუფლებითა და სარგებლობით, კომუნალური გადასახადების გადახდით და ა.შ. აღნიშნული კი, აპელანტის მიერ ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და ვერც სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ვერ იქნა დადასტურებული, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ცნების განმარტების მიზნებისათვის, პალატა იმასაც აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება გულისხმობს აღნიშნულ სამკვიდროში შემავალი ქონების ან მისი ნაწილის პერიოდულად ფლობას, გამოყენებას. სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებულ მოქმედებად მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში ანდა გარკვეული პერიოდულობით ამ სახლის ფლობა და მართვა, როგორც საკუთარისა. ამავდროულად, სამკვიდროს მიღებისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა განახორციელოს იურიდიული ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მითითება მასზედ, რომ ლ--–- ქ--------–---–მა მამის სახლიდან წაიღო საარაყე ქვაბი, თავად აპელანტმა დააზუსტა სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე და მიუთითა, რომ ქვაბი მისი პირადი საკუთრება იყო და ამის გამო წაიღო.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ახსნა- განმარტებებს, პალატა მას უტყუარი მტკიცებულების ძალას ვერ მიანიჭებს, რადგან აღნიშნული პირები სხდომაზე მოწმის სახით არ დაკითხულან და არც ამ მოქმედების განხორციელების სურვილი გამოუხატავს მოსარჩელეს. პალატა სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მისაქციელის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემულ წერილსაც(იხ ს.ფ.25), რადგან აღნიშნულ ცნობაში საუბარია 10 წლის წინ მომხდარ გარემოებაზე ისე, რომ ცნობის გამცემი პირი არ უთითებს, თუ რის საფუძველზეა გაცემული ეს ცნობა და არც ის არის აღნიშნული, თუ რამდენადაა იგი უფლებამოსილი გასცეს მსგავსი ცნობა.

 

პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა გამოკვლევის ამ საპროცესო სტანდარტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია, საქმეში არსებული მასალები შეაფასოს ინდივიდუალურად და ერთობლიობაში და ამ გზით დაადგინოს მტკიცების საგანში შემავალი იმ სადავო ფაქტების ნამდვილობა, რომლებზეც მხარეები მიუთითებენ. (სუსგ №ას-402-379-2014, 25.05.2015 წ.). პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად არ დგინდება ის გარემოება, რომ ლ--–- ქ--------–---–ს ფაქტობრივი ფლობით აქვს მიღებული 2005 წელს გარდაცვლილი მამის - დ----- ქ--------–---–ის დანაშთი ქონება, რის გამოც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, პალატას არ ექმნება შინაგანი რწმენა აპელანტის მიერ მამის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების თაობაზე.

 

4.3. ამასთან, რაც შეეხება აპელანტის განმარტებას, რომ სასამართლომ არასწორად იმსჯელა მიერ მითითებულ სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობაზე, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. სწორედ ასეთ სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას გვთავაზობს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი, კონკრეტულად იმ შემთხვევისათვის, როცა პირს სურს შეედავოს სამკვიდრო მოწმობას.

 

მითითებული ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1421-1451-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას.

 

შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას (სუსგ 30.10.2015წ. №ას-111-104-2015, სუსგ 8.04.2013 წ. №ას-72-68-2013), რის გამოც ამ მხრივ აპელანტის შედავება ამ ნორმის მოცემულ დავასთან მიმართებით გამოყენების თაობაზე სამართლებრივ მნიშვნელობას მოკლებულია, მით უფრო იმ პირობებში, რომ მსგავსი სახის დავების გადაწყვეტისათვის უპირატესი მნიშვნელობის გარემოება - სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი - სახეზე არ არის და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აპელანტის მიერ მითითებულ სხვა საფუძვლებზე მსჯელობა პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და თვლის, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ--–- ქ--------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ--–- ქ--------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს მცხთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები ნატალია ნაზღაიძე

 

გელა ქირია