განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002994960
საქმე N1ბ/1431-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მაკა გველესიანმა
მსჯავრდებულ ა-–---ი ც--–---–-–---–ის ინტერესების დამცველის ადვოკატoს თ-------–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------), ა-–---ი ც--–---–-–---–ის, (დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-----------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--–-------------------------ში)მიმართ;
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა-–---ი ც--–---–-–---–ს ბრალი ედებოდა მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ა-–---ი ც--–---–-–---–ი, 2017 წლის აგვისტოდან 2019 წლის 08 იანვრამდე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ი----- ტ-------ეს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით, აგინებდა, ლანძღავდა, რის შედეგად ი----- ტ-------ემ განიცადა სულიერი ტანჯვა. კერძოდ, 2017 წლის 06 აგვისტოს და 2018 წლის 08-09 იანვარს ა---------------–------------------------ში ა-–---ი ც--–---–-–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს - ი----- ტ-------ეს. ასევე 2018 წელს, ქ.თბილისში, სხვდასხვა ადგილზე ცხოვრებისას, ა-–---ი ც--–---–-–---–ი აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს ი----- ტ-------ეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცდიდა ფსიქიკური ტანჯვა და სულიერ ტანჯვა.
ა-–---ი ც--–---–-–---–ის ქმედებით ი----- ტ-------ეს მიადგა მორალური სახის ზიანი.
ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით;
ასევე, ბრალი ედებოდა მასში, რომ ა-–---ი ც--–---–-–---–მა ჩაიდინა სისტემატური ცემა და სხვაგავარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
ა-–---ი ც--–---–-–---–ი ი----- ტ-------ესთან 2 წლის განმავლობაში, თანაცხოვრების პერიოდში, სიტემატურად სცემდა და ძალადობდა. აღნიშნული გამოიხატებოდა ხელებისა და ფეხების სხეულის სხვადასხვა ორგანოში დარტყმით. ასევე თმების მოქაჩავით, რა დროსაც ი----- ტ-------ე განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას. ყველა შემთხვევას თან ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და დამამცირებელი მიმართვა. ი----- ტ-------ე 2017 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ა-–---ი ც--–---–-–---–თან, რომელთანაც ჰყავს შვილი - 2018 წელს დაბადებული ც------ ც--–---–-–---–ი. 2017 წლის 06 აგვისტოს და 2018 წლის 08-09 იანვარს, ა---------------–------------------------ში ა-–---ი ც--–---–-–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლეს ი----- ტ-------ეს. კერძოდ, დაარტყა ხელები და ფეხები სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ასევე 2018 წლის 30 აგვისტოს, ქ. თ---–--–--------------------------------------ში ა-–---ი ც--–---–-–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლეს ი----- ტ-------ეს. კერძოდ, დაარტყა ხელები სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, წვდა ყელში და ცდილობდა მისთვის ზიანის მიყენებას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტანჯვა. ასევე, 2019 წლის 07 იანვარს, ქ. თ---–--–-------------------------ში ა-–---ი ც--–---–-–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლეს - ი----- ტ-------ეს, კერძოდ დაარტყა ხელები სახეში, თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში, წააქცია იატაკზე და ურტყამდა ზემოდან ხელებსა და ფეხებს, რის შედეგადაც ი----- ტ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით;
ასევე, ბრალი ედებოდა მასში, რომ ა-–---ი ც--–---–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ა-–---ი ც--–---–-–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ი----- ტ-------ეს არასრულწლოვანი შვილების ა------- და მ------ ტ---------–---–ების თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, ლანძღავდა, აგინებდა. 2017 წლის 06 აგვისტოს და 2018 წლის 08-09 იანვარს, ა---------------–------------------------ ში, ა-–---ი ც--–---–-–---–მა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ი----- ტ-------ეს. ასევე, 2018 წლის იანვრის თვეში, ქ. თ---–--–-----------–---–-------------ე, ა-–---ი ც--–---–-–---–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მ------ ტ---------–---–ს. ა-–---ი ც--–---–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებებით ა------- და მ------ ტ---------–---–ებმა განიცადეს ფსიქიკური ტანჯვა და მიადგათ მორალური სახის ზიანი.
ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით;
ასევე, ბრალი ედებოდა მასში, რომ ა-–---ი ც--–---–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
ა-–---ი ც--–---–-–---–ი თვეების განმავლობაში, თანაცხოვრების პერიოდში, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ი----- ტ-------ეს. კერძოდ: 2017 წლის 06 აგვისტოს, 2018 წლის 08-09 იანვარს ა---------------–-----------------------ში, ა-–---ი ც--–---–-–---–ი სიტყვიერი შელაპარაკების დროს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით მეუღლეს ი----- ტ-------ეს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში. ასევე, 2018 წლის 30 აგვისტოს, ქ.-----–--–----------------------------------------------------------ში, ა-–---ი ც--–---–-–---–ი სიტყვიერი შელაპარაკების დროს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით მეუღლეს ი----- ტ-------ეს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ასევე 2019 წლის 07 იანვარს, ქ------–--–-------------------------ში ა-–---ი ც--–---–-–---–ი სიტყვიერი შელაპარაკების დროს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით მეუღლეს ი----- ტ-------ეს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ა-–---ი ც--–---–-–---–ის ქმედების შედეგად, ი----- ტ-------ეს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში, რის შედეგადაც მიადგა მორალური სახის ზიანი.
ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1- ლი ნაწილით;
პირველი ინსტანციის სასმართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–---ი ც--–---–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი დანაშაულები და ვიანიდან არ დადასტურდა ა-–---ი ც--–---–-–---–ის მიმართ შერაცხული ბრალდება არასრულწლოვან ა------- ტ---------–---–ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდში, რამაც ტანჯვა გამოიწვია და ა-–---ი ც--–---–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 04 ივნისის განაჩენით:
ა-–---ი ც--–---–-–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე და სასჯელის სახედ დაენიშნა თვისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.
ა-–---ი ც--–---–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ დაენიშნა თვისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით; მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
ა-–---ი ც--–---–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261- ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ დაენიშნა თვისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თვისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით ა-–---ი ც--–---–-–---–ს სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით და მასვე, 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
მსჯავრდებულ ა-–---ი ც--–---–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 08 იანვრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 04 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა-–---ი ც--–---–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ-------–-----–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 04 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას ა-–---ი ც--–---–-–---–ისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით. კერძოდ, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის სანქციით გათვალისწინებულ მინიმუმამდე შემცირებას, დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლას და ორი წლის გამოსაცდელი ვადის დადგენას, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ა-–---ი ც--–---–-–---–მა თავიდანვე აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალი, ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოებთან, ინანიებს ჩადეილ ქმედებას, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს და მსჯავრდებულს ჰყავთ 10 თვის მცირეწლოვანი შვილი, რომელიც დედასთან ერთად ცხოვროს თავშესაფარში, რომელსაც სჭირდება აღზრდა და მატერიალური უზრუნველყოფა. ოჯახის ერთადერთი მარჩენალი თავად ა-–---ი ც--–---–-–---–ია, რომელიც დაკავებამდე მუშაობდა, უზრუნველოფდა მას და მისი მამობრივი ვალდებულებებიდან გამომდინარე, ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენება იქნება სამართლიანი.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა-–---ი ც--–---–-–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ ა-–---ი ც--–---–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ-------–-----–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ა-–---ი ც--–---–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა-–---ი ც--–---–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - ი----- ტ-------ის, ა------- და მ------ ტ---------–---–ების, და------------–---–---------------------–---–-ს გამოკითხვის ოქმების, სასამართლოში ა-–---ი ც--–---–-–---–ის მიერ დანაშაულის აღიარების, პაციენტის სამედიცინო ბარათის, შემაკავებელი ორდერის, სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის, სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა-–---ი ც--–---–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; მანვე ჩაიდინა სისტემატური ცემა და სხვაგავარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა-–---ი ც--–---–-–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის სანქციით გათვალისწინებულ მინიმუმამდე შემცირების თაობაზე. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ცალსახად წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს. სააპელაციო პალატა ასევე აცხადებს, რომ 2018 წლის 30 ნოემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც ამოქმედდა 2018 წლის 28 დეკემბრიდან, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლს დაემატა მე-3 და მე-4 ნაწილები. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლის (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლი) პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. ამავე კოდექსის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მოცემულ შემთხვევაში ა-–---ი ც--–---–-–---–ს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინა 2017 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით (ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ა-–---ი ც--–---–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად სწორად და კანონიერად აქვს განსაზღვრული სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმუმზე ერთი წლით მეტი - 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
ევროპის საბჭოს კონვენციით „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად, სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი ოჯახის წევრია.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისთვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, ა-–---ი ც--–---–-–---–ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი კი სასამართლოს ასევე ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ა-–---ი ც--–---–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხზე, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომაზე, კერძოდ, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ა-–---ი ც--–---–-–---–ის დაზარალებულს სისტემატურად აყენებდა როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ, ხელებსა და ფეხებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, შეურაცხყოფას აყენებდა მის შვილებს, რითაც ი----- ტ-------ე განიცდიდა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ტანჯვას.
მოცემულ შემთხვევაში პალატა განმარტავას, რომ სასჯელის სამართლიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის დამამძიმებელ გარემოებაზე, კერძოდ, დანაშაულის მოტივზე (მუქარა, ფიზიკური შეურაცხყოფა და სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა და დამცირება, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის, მეუღლისა და ასევე არასრულწლოვნის მიმართ), ქმედების ინტენსივობაზე და ხასიათზე, რამაც პალატის შეფასებით გამოიწვია მოვალეობათა დარღვევის მაღალი ხარისხი, რისი გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ა-–---ი ც--–---–-–---–ის ქმედებები წარმოადგენს ოჯახის წევრებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველს, მიუთითებს მის არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე ოჯახის წევრების მიმართ, რისი გათვალისწინებითაც მხოლოდ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი, უზრუნველყოფს დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სამართლიანობის აღდგენას.
დაცვის მხარის განმარტება, რომ ა-–---ი ც--–---–-–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს და არის მცირეწლოვანი შვილის ერთადერთი მარჩენალი, ამ გარემოებებს, მოცემულ შემთხვევაში ვერ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალების მიხედვით, შეურაცხყოფის მიყენებას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი. ამასთან, საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულმა, არაერთხელ მიყენებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების მიუხედავად, მხოლოდ ბოლო ფაქტის დროს გადაწყვიტა სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვა. ფიზიკურ ძალადობას ოჯახში, არასრულწლოვნების თანდასწრებით გააჩნია განსაკუთრებულად მძიმე ხასიათი, აქვს დამანგრეველი გავლენა მსხვერპლზე და არასრულწლოვნებს საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და ვერ გახდება სასჯელის შემსუბუქების საფუძველი სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტი, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ა-–---ი ც--–---–-–---–ისთვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. ა-–---ი ც--–---–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, სასჯელის შემსუბუქება (დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა) იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი ძალადობრივი დანაშაული. პალატას მიაჩნია, რომ ა-–---ი ც--–---–-–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მეუღლისა და არასრულწლოვან მ------ ტ---------–---–ის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 04 ივნისის განაჩენი ა-–---ი ც--–---–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა-–---ი ც--–---–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა-–---ი ც--–---–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ-------–-----–---–ის სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 04 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ა-–---ი ც--–---–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.
ა-–---ი ც--–---–-–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე;
ა-–---ი ც--–---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261- ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით -თვისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - თვისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
- საქართველოს სსკ-ის 1261- ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თვისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
-საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თვისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით ა-–---ი ც--–---–-–---–ს სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით და მასვე, 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
მსჯავრდებულ ა-–---ი ც--–---–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 08 იანვრიდან.
ცნობად იქნას მიღებული, რომ ა-–---ი ც--–---–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ა-–---ი ც--–---–-–---–ის პირადი ნივთები (ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს; ხოლო ი----- ტ-------ის მიერ განხორციელებული ზარის აუდიო ჩანაწერი, მოთავსებული კომპიუტერულ დისკზე შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი