განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002665842
საქმე №1ბ/458-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატა შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მაია თეთრაული
სხდომის მდივანი - ლელა ბახტაძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ---- გ-------–--ე, გ--------------–---–ი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ს------ ზ--------- (დაბადებული 1----–-–--------------ს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: რ------------------–------------------------------–------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–----------------------------–ი)
ადვოკატები - ა-–-----------------–--ე, მ-----–--------–---–ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები, საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ამავე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები.
სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა;
თარჯიმანი - ი----------------ე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
რუსეთის მოქალაქემ ს------ ზ---------მ საქართველოში ყოფნის პერიოდში - 2018 წლის 18 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით, 22 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით და 17 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში შეიძინა ნარკოტიკული ნივთიერება - 20,09 გრამი ალფა - პვპ (a-PVP), დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება - 0,925 გრამი მეტამფეტამინი (მარილი) და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები - 15,45 გრამი მდმა (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და 117,4674 გრამი ტეტრაჰიდროკანაბინოლი. ამ ნარკოტიკული ნივთიერებებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას - 7,3690 გრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლს ინახავდა პირადად თბილისში, თ---–--------------------------–------------–--------------ში მდებარე ა------------–--ას ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის მასივში ყოფნისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება 32,2568 გრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლს ინახავდა დროებით საცხოვრებელ მისამართზე - თბილისში, ა-–----------------------------------------ში, ხოლო 77,8416 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ტეტრაჰიდროკანაბინოლი, დიდი ოდენობით - 20,09 გრამი ალფა-პვპ (a-PVP), განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 15,45 გრამი მდმა (3,4 გრამი მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი და 0,925 გრამი მეტამფეტამინი (მარილი)) დააფასოვა პაკეტებად და გასაღების მიზნით მოათავსა თბილისში, თ---–-------------------------------------------------–----------------–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და ბ-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწაში ამოთხრილ სპეციალურად მონიშნულ 147 სამალავში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით:
ს------ ზ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს------ ზ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს------ ზ---------ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვა:ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ: მსჯავრდებულ ს------ ზ---------ს ადვოკატებმა მ-----–--------–---–მა და ა-–-----------------–--ემ.
3. მხარეთა პოზიციები:
აპელანტების პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, იგი უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად გამოტანილი უნდა იქნას გამამართლებელი განაჩენი შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) დადგენილია, რომ მსჯავრდებულს ჰყავდა თანამზრახველი - ე.წ. ნარკოტიკული ნივთიერებების მომწოდებელი საქართველოში. ცნობილია, რომ სწორედ იგი აწვდიდა ს------ ზ---------ს ნარკოტიკულ საშუალებებს სამალავებში მოსათავსებლად და იცოდა ამ სამალავების ზუსტი ადგილსამყოფელი. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო სხვა პირებისთვისაც, რომლებიც ს------ ზ---------ს მსგავსად ეხმარებოდნენ მომწოდებელს ნარკიტიკული საშუალებების დამალვაში, ასევე - ,,კლიენტებისთვის“, რომლებზეც ხდებოდა ნარკოტიკული საშუალებების გასაღება. ასე რომ, დასახელებულ პირებს შეეძლოთ ნარკოტიკული საშუალებები სამალავებიდან აეღო მთლიანად, დაემატებინათ ან შეეცვალათ ისინი იგივე ან სხვა ნარკოტიკით. ამდენად, არ არის გამორიცხული ეჭვი იმის შესახებ, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამალავებიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები სწორედ ს------ ზ---------ს მიერ იყო შენახული, რაც ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების იმთავითვე დაუშვებლად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
ბ) ს------ ზ---------ს ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული იყო მსჯავრდებულის კუთვნილი DELL-ის ფირმის ლეპტოპი. სასამართლოში აღნიშნულ ლეპტოპში მოზილას ბრაუზერის ისტორიის დათვალიერების დროს დადასტურდა, რომ 2018 წლის 24 მაისის 18:30 საათამდე, ე.ი სანამ ბინის ჩხრეკა დაიწყებოდა და ლეპტოპს ამოიღებდნენ სამართალდამცავები, აღნიშნული ლეპტოპიდან მოხდა რამდენიმე საიტთან დაკავშირება. იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკა დაიწყო 2018 წლის 24 მაისს, 15:00 საათზე, რის შემდეგ იგი დააკავეს, გაჩნდა ლეგიტიმური ეჭვი, რომ ლეპტოპში არსებული ინფოროფმაციის ნიშან-თვისებები არის შეცვლილი. ამასთანავე, ეჭვის ქვეშ დგება ამ კომპიუტერიდან მიღებული მტკიცებულებების, მათ შორის სამალავების ლოკაციების ნამდვილობა და მათი გამოყენებით ადგილმდებრაობის დათვალიერებისას ამოღებული ნარკოტიკების კანონიერება. ასევე ეჭვის ქვეშ დგება მსხჯავრდებულის ნაქირავებ ბინაში ჩატარებული ჩხრეკა და მისი შედეგები, მითუმეტეს, რომ მხოლოდ სასამართლოში საქმის განხილვის დროს გახდა ცნობილი, რომ ს------ ზ---------ს ნაქირავები ბინა სხვა მომიჯნავე ბინას ესაზღვრებოდა და მათ კარი აკავშირებდა ერთმანეთთან. შესაბამისად, მომიჯნავე ბინიდან ს------ ზ---------ს ნაქირავებ ბინაში სხვა პირს შეეძლო შეღწევა, რაც სასამართლოს მხრიდან ცალკე განსჯის საგანი უნდა გამხდარიყო მტკიცებულებების უტყუარობის შეფასებისას. დაცვის მხარის მიერ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნული იყო კომპიუტერული ქსპერტიზა, მაგრამ იმ მიზეზით, რომ ბრალდების მხარესაც დანიშნული ჰქონდა ანალოგიური ქსპერტიზა შსს საექსპერტო სამსახურში და ის ჯერ არ დასრულებულა, დაცვის მხარეს შეეზღუდა უფლება, მოეპოვებინა და სასამართლოში წარედგინა მტკიცებულება, რომელიც მსჯავრდებულს თუნდაც ნაწილობრივ გაამართლებდა წარდეგნილ ბრალდებაში ან შეუმსუბუქებდა სასჯელს.
გ) დაცვის მხარის მტკიცებით, ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებების მოპოვება და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელდა კანონის მოთხოვთა არსებითი და უხეში დარღვევებით, ვინაიდან ს------ ზ---------ს მიმართ ადგილი ჰქონდა ფუნდამეტური უფლების დარღვევას - 2018 წლის 24 მაისს, 15:00-დან 15:40 საათამდე დროის შუალედში გადაუდებლად ჩატარდა ს------ ზ---------ს პირადი ჩხრეკა, ვინაიდან მიჩნეული იქნა, რომ დაყოვნებას შეიძლება, გამოეწვია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება და დაყოვნება შეუძლებელს გახდიდა მათ მოპოვებას. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ, 2018 წლის 24 მაისს, 15:45 საათზე ს------ ზ--------- დაკავებული იქნა წინააღმდეგობის გაწევის გარეშე მშვიდ სიტუაციაში. დაცვის მხარის მოსაზრებით, თარჯიმნის გარეშე დაკავების ჩატარების აუცილებლობა არ არსებობდა და პოლიციელებს გააჩნდათ საშუალება, მოეწვიათ თარჯიმანი, მითუმეტეს, რომ არაქართული სახელისა და გვარის მატარებელი პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ რამდენიმე საათით ადრე ფლობდნენ ოპერატიულ ინფორმაციას. პირადი ჩხრეკის თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე ჩატარებამ გამოიწვია ს------ ზ---------ს საპროცესო კანონით გათვალისწინებული უფლებების არსებითი დარღვევა.
დ) ს------ ზ---------ს ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის მცდელობა არ ჩაუდენია, რისი დამამტკიცებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. ს------ ზ---------მ თავის ჩვენებაში დაადასტურა, რომ მან მხოლოდ შენახვის განზრახვით შეინახა ნარკოტიკული ნივთიერებები მათი მესაკუთრის თხოვნით. დაცვის მხარე ეთნხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ნარკოტიკებისთვის ადგილსამყოფელის მიჩენა წარმოადგენს ნარკოტიკების შეძენისა და შენახვის ნაირსახეობას, თუმცა საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მათი გასაღების შესახებ მსჯავრდებულის განზრახვის არსებობას. ს------ ზ---------ს ნარკოტიკების სხვისთვის გადაცემა არ განუზრახავს, ასეულობით სამალავის მომზადება ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს ნარკოტიკების რეალიზაციის მცდელობას.
ე) დაცვის მხარის მტკიცებით, ს------ ზ---------ს მიმართ ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოკაციას, ვინაიდან ს------ ზ---------ს განცხადებით, მას დაუკავშირდა უცნობი პირი და რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა მის დაყოლიებას საქმიანობაზე, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი იყო მისთვის. ს------ ზ--------- ეწეოდა პატიოსან ცხოვრებას, თუმცა უცნობი ინფორმირებული იყო რა მისი მძიმე ოჯახური მდგომერეობის შესახებ, არ წყვეტდა მასთან სოციალურ ქსელში კავშირს. კომუნიკაცია გრძელდებოდა დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე არ წყდებოდა ს------ ზ---------ზე ინტენსიური ფსიქოლოგიური ზეწოლა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ს------ ზ---------ს დედა მძიმედ დაავადდა, დაუდგინდა სახსრების დაავადება, საჭირო გახდა სასწრაფო ოპერაციის ჩატარება, რაც მოითხოვდა დიდ თანხებს. დედისთვის დასმული დიაგნოზი აღმოჩნდა ბოლო წვეთი, რამაც განაპირობა მისი დათანხმება დანაშაულებრივ საქმიანობაზე. დაკავების შემდეგ ს------ ზ---------მ გამოძიებას მიაწოდა საჭირო ინფორმაცია მასზე ზეწოლის განმახორციელებელი პირის გამოსავლენად.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს დაცვის მხარემ ჩამოაყალიბა სააპელაციო საჩივრის ალტერნატიული მოთხოვნა - ძირითადი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გამოძიებასთან თანამშრომლობისა და სხვა შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით ს------ ზ---------ს შეუმსუბუქდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი.
ბრალდების მხარის - პროკურორ ლ---- გ-------–--ის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენი ს------ ზ---------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად ვინაიდან იგი არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სასჯელი - სამართლიანი.
4. მტკიცებულებების ერთობლიობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სააპელაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
ამდენად, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს მტკიცებულებების შინაარსზე და იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, თუ რა ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.
მოწმე გიორგი ტატაშვილმა (გამომძიებელი) დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 24 მაისს შედგენილი პატაკის სისწორე, რომლის თანახმად, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ქ.თბილისში, თ---–---------------------------–--------------ში მდებარე ა------------–--ას სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტყის მასივში იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი 1--- წელს დაბადებული ს------ ა-–----------ს ძე ზ---------, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება.
პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 24 მაისს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, თბილისში, თ---–---------------------------–--------------ში მდებარე ა------------–--ას სახელობის ეკლესიის მიმდებარედ ტყის მასივში ს------ ზ---------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა: 18 შეკვრად დაფასოებული, მოყვითალო ფერის წებოვანი ლენტშემოხვეული გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული მუქი ფერის სპეციფიური სუნის მქონე მასა, შავი ფერის ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო 12 ცალი უცხოენოვანი პლასტიკური ბარათი, 3 ცალი უცხოენოვანი სავიზიტო ბართი, 1 ცალი მინი სიმ-ბარათი, ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი და ავტომანქანის მართვის მოწმობა უცხო ენაზე, პლასტიკური ბარათების ჩასადები 2 პლასტიკური ბარათით, „iPhone”-ის ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით: 3--------------, ზურგჩანთა, რომელშიც მოთავსებულია: ერთი დანა, რომლის ტარზეც შემოვლებულია ყვითელი ფერის წებოვანი ლენტი, ხოლო ტარსა და დანის პირის შემაერთებელ ნაწილებზე შემოვლებულია თეთრი ფერის პარკი, გადაკრული ყვითელი ფერის წებოვანი ლენტით; გასაღებები და ბრელოკი. ს------ ზ---------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი გ----------, მონაწილე პირები: დ----–-–---–---------------, თარჯიმანი გ. პ-–----).
დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 24 მაისს, 15:42 საათზე თბილისში, თ---–--------------------------–--------------ში მდებარე ა------------–--ას სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტყის მასივში, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ს------ ა-–----------ს ძე ზ--------- (გამომძიებელი გ----------, მონაწილე პირები: დ----–-–---–---------------, თარჯიმანი გ. პ-–----).
მოწმეებმა გ-----------------მ, დ-------–-–---–მა და ვ-–----------------მ (გამომძიებლები) დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და შესაბამისი ოქმების სისწორე და განმარტეს, რომ ეცვათ პოლიციის ფორმა, ს------ ზ---------ს მაინც წარუდგნენ, როგორც პოლიციის თანამშრომლები. პირადი ჩხრეკის დაწყებამდე ს------ ზ---------ს მიეცა წინადადება, ნებაყოფლობით წარმოედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთები თუ ნივთიერებები, რაზეც უარი განაცხადა, თუმცა არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. აღნიშნულის შემდეგ ჩატარდა ს------ ზ---------ს პირადი ჩხრეკა და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით. ბრალდებულმა უარი განაცხადა როგორც ოქმებზე, ისე ლუქებზე ხელის მოწერაზე. პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები შედგა ადგილზე და როგორც ოქმები, ისე უფლებები ს------ ზ---------ს მისთვის გასაგებ რუსულ ენაზე გაეცნო გ----------------ისა და დ-------–-–---–ის მიერ. მოწმეთა ჩვენებით, ვინაიდან წინასწარ არ ფლობდნენ ინფორმაციას, რომ ს------ ზ--------- არ ფლობდა სამართალწარმოების ენას, პირადი ჩხრეკა და დაკავება განხორციელდა გადაუდებელი აუცილელობის შემთხვევაში თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე, თუმცა პირველივე შესაძლებლობისთანავე, პოლიციის განყოფილებაში დაკავებულის მიყვანისთანავე, ადგილზე დახვდათ თანამშრომლის მიერ გამოძახებული თარჯიმანი, რომელმაც ს------ ზ---------ს უთარგმნა ყველა დოკუმენტი რუსულ ენაზე.
მოწმე გ----------–---მა (თარჯიმანი) დაადასტურა, რომ 2018 წლის 24 მაისს, გამოძახებიდან დაახლოებით 1 საათში გამოცხადდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–------ს სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებაში, სადაც ასევე მიიყვანეს დაკავებული ს------ ზ---------. მან დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, პირადი ჩხრეკის ოქმი და დაკავების ოქმი უთარგმნა მისთვის გასაგებ რუსულ ენაზე ს------ ზ---------ს, თუმცა ბრალდებულმა თავი შეიკავა ხელმოწერისაგან ადვოკატის მისვლამდე. ადვოკატთან ერთად ესწრებოდა საპყრობილეში ს------ ზ---------სათვის გამომძიებელ ე---------ს მიერ ბრალის წარდგენას და სს საქმის მასალების გადაცემას. იგი ასევე მონაწილეობდა ბრალდებულთან ჩატარებულ ორივე საგამოძიებო ექსპერიმენტში თავიდან ბოლომდე გამომძიებელთან, ექსპერტებთან და ბრალდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატებთან ერთად (იზოლატორიდან საგამოძიებო მოქმედების დასრულებამდე), რა დროსაც ს------ ზ---------ს ნებაყოფლობითი მითითების შესაბამისად, მიწიდან ამოთხრილი იქნა გარკვეული ობიექტები, თუმცა იყო ადგილები, სადაც არაფერი არ აღმოჩენილა. მან კატეგორიულად უარყო, რომ გამომძიებელს ტელეფონით ან ლეპტოპით თავად მიეთითებინოს რომელიმე ლოკაცია. მოწმემ დაადასტურა ყველა იმ დოკუმენტის სისწორე, რომელზეც ფიქსირდება მისი ხელმოწერა.
მოწმე ვ-----------–-----–---–მა (გამომძიებელი) დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 24 მაისს შედგენილი პატაკის სისწორე, რომლის თანახმად, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ს------ ზ---------ს (დაბადებული 0----.1---წ) მის დროებით საცხოვრებელ მისამართზე, მდებარე: თ---–--–-----–------------------------ში, ა-----–---------–---–-ს (დაბადებული 2---------წ) კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში შენახული უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება.
ბინის ჩხრეკის ოქმის (24.05.2018) თანახმად, 2018 წლის 24 მაისს, 20:10-22:35 საათებს შორის შუალედში გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქ. თ---–-------–-----------------------------------------ში, ა-----–---------–---–-ს კუთვნილ ბინაში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც სამზარეულოში წყლის ნიჟარის ქვეშ არსებული სათავსოდან ამოღებული იქნა შავი ფერის დიდი ზომის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულია ასევე შავი ფერის პოლიეთილენის პარკში გადახვეული შედარებით მცირე ზომის მოთეთრო ფერის 4 ცალი პოლიეთილენის პარკი. მათში კი აღმოჩენილი იქნა 58 ცალი გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან მცირე ზომის პაკეტში მოთავსებული ასეთივე გამჭვირვალე ჩამკეტიანი პაკეტები, რომლებშიც დევს მუქი ფერის სპეციფიური სუნის მქონე მკვრივი მასა. თეთრი ფერის პარკში ასევე დევს 3 ცალ შეკვრად დაფასოებული წითელი ფერის წებოვანი ლენტშემოვლებული მკვრივი მასა; „------ის ფირმის შავი ფერის ლეპტოპი (დაილუქა F--------- პაკეტში) მასში მოთავსებული მეხსიერების ბარათის მსგავსი დეტალით, ყვითელი ფერის წებოვანი ლენტის ხვეული, რუსეთის ფედერაციის პასპორტი გაცემული ს------ ზ---------ს სახელზე. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას ექსპერტების მიერ გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ დისკზე დაერთო სს საქმეს (გამომძიებელი გ.მაკასარაშვილი, მონაწილე პირები: ა.მღებრიშვილი, ექსპერტები: გ.ნებიერიძე და ნ. მარღიშვილი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები: ბ.აფციაური, დ. ლუარსაბიშვილი).
მოწმეებმა გ--------------–---–მა, ბ-------–------მა და დ-------–---------–---–მა (გამომძიებლები), აგრეთვე გ------------------მ და ნ-------------–---–მა (ექსპერტები) და ქ.თ---–--–-----–-----------------------------------------ის მესაკუთრემ ა-----–---------–---–მა დაადასტურეს ზ/აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებისა და შესაბამისი ოქმის სისწორე. კერძოდ:
მოწმე ა-----–---------–---–მა განმარტა, რომ ე.წ. „Messenger“-ის საშუალებით კუთვნილი ბინა, მდებარე თ---–--–-----–-----------------------------------------ში მიაქირავა ს------ ზ---------ს 2018 წლის 17 მაისიდან 29 მაისამდე პერიოდში და საქართველოში ჩამოსულ ბრალდებულს გადასცა ბინის გასაღები. იგი სულ ორჯერ ნახა, პირველად - გასაღების გადაცემისას და მეორე დღეს, როდესაც ბრალდებულის თხოვნით მივიდა ბინაში არსებული მეორე, დაკეტილი ოთახის გასაღებად, ვინაიდან ს------ ზ---------ს განმარტებით, ელოდებოდა სტუმრების ჩამოსვლას. 2018 წლის 24 მაისს მას დაუკავშირდნენ პოლიციიდან, განუმარტეს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გამო უნდა გაეჩხრიკათ მისი ბინა და სთხოვეს ადგილზე მისვლა. სახლთან მისულს სადარბაზოსთან დახვდა მანქანაში მყოფი რამდენიმე პოლიციელი, ცოტა ხანში მივიდნენ კრიმინალისტებიც და ერთად შევიდნენ ს------ ზ---------ს მიერ დაქირავებულ ბინაში. ბინის ჩხრეკის დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა სამზარეულოს ონკანის ქვეშ აღმოაჩინა დამალული პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო პატარა ზომის პაკეტებად დაფასოებული რაღაც ნივთიერება, პაკეტების ზუსტი რაოდენობა არ ახსოვს. ჩხრეკის შედეგად ასევე ამოიღეს ნოუთბუქი და პასპორტი. მოწმის განმარტებით, ამოღებული ნივთები დალუქეს ადგილზე, მან კი ხელმოწერით დაადასტურა ბინის ჩხრეკის ოქმის სისწორე.
მოწმეებმა გ--------------–---–მა, ბ-------–------მა და დ-------–---------–---–მა განმარტეს, რომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოცხადდნენ თ---–--–-----–-----------------------------------------ში, სადაც დაელოდნენ ბინის მესაკუთრისა და ექსპერტ-კრიმინალისტების მისვლას და აღნიშნულის შემდეგ ჩაატარეს ს------ ზ---------ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რაც დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. ბინის ჩხრეკის შედეგად უშუალოდ დ--–---------–---–ის მიერ ამოღებული იქნა სამზარეულოში, წყლის ნიჟარის ქვეშ არსებულ სათავსოში დამალული შავი ფერის დიდი ზომის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო მცირე ზომის პაკეტები ნივთიერებით, რაც დაილუქა სათანადო წესით. ასევე ამოღებული იქნა ბინის ჩხრეკის ოქმში მითითებული სხვა ნივთებიც, რაც ასევე დაილუქა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა თანდასწრებით. გამომძიებელმა გ--------------–---–მა ადგილზევე შეადგინა ბინის ჩხრეკის ოქმი, რომლის სისწორე ხელმოწერით დაადასტურა ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირმა. რაიმე შენიშვნა ან განცხადება არ გაკეთებულა.
მოწმეებმა გ------------------მ და ნ-------------–---–მა განმარტეს, რომ გამომძიებელთან, პოლიციის ორ თანამშრომელთან და ბინის მესაკუთრესთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდნენ თ---–--–-----–-----------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც ჩხრეკის ოქმში მითითებულ სხვა ნივთებთან ერთად პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ ამოღებული იქნა სამზარეულოში, წყლის ნიჟარის ქვეშ არსებული სათავსოში დამალული შავი ფერის დიდი ზომის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო 61 ცალ პაკეტად დაფასოებული ნივთიერება. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით და გადაეცა გამომძიებელს, ხოლო ბინის ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურეს ხელმოწერებით. ექსპერტებმა ასევე განმარტეს, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მიმდინარეობდა ფოტოგადაღება.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური გამოკვლევის №------- დასკვნით (25.05.2018), დაკავების შემდგომ, 2018 წლის 25 მაისს ს------ ზ---------ს ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმება, თუმცა არც კლინიკურად და არც ლაბორატორიულად არ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ფაქტი.
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი და მისი სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლაშა ხუფენიამ.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნის თანახმად, ს------ ზ---------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 18 (თვრამეტ) ცალად დაფასოებული მომწვანო-მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით 38,28 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს, საერთო წონით 7,3690 გრამს.
ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნის შინაარსი და სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა თ-----------–---მ და ს--------–--------მ.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნის თანახმად, ს------ ზ---------ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული 58 (ორმოცდათვრამეტ) ცალად დაფასოებული მომწვანო-მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით 138,60 გრამი, (ობ.№1-58) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკარაბინოლს, საერთო წონით 26,5415 გრამი; 3 (სამი) ცალად დაფასოებული მომწვანო-მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით 30,16 გრამი, (ობ.№59-61) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკარაბინოლს, საერთო წონით 5,7153 გრამს. წარმოდგენილ ობიექტებში №1-61 ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკარაბინოლის საერთო წონაა 32,2568 გრამი.
ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნის შინაარსი და სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა თ-----------–---მ და ს--------–--------მ.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2018 წლის 25 მაისს თ---–------------------------------------–----------------- ტერიტორიაზე, უშუალოდ ბრალდებულ ს------ ზ---------ს მითითებით, სხვადასხვა ადგილზე მიწაში ექსპერტების მიერ აღმოჩენილი, დანომრილი და დასურათებული იქნა 37 ცალი მოყვითალო ფერის წებოვან ლენტში გახვეული მცირე ზომის პაკეტი (ამოღების დაწყებამდე ობიექტების დაცვა უზრუნველყო პოლიციამ). საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ექსპერტების მიერ გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ DVD დისკზე დაერთო სს საქმეს. (გამომძიებელი ი-------–---- ექსპერტები: ხ-------------------------–------- ადვოკატი ნ-------–-–---–-, თარჯიმანი გ.პ-–----, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები: ე-------–---–----------–---–---
მოწმეებმა ი------------–---მ, კო-----------------–---–---------–-------------–---–მა (გამომძიებლები), აგრეთვე ხ-------------------------------------–------მ (ექსპერტები) დაადასტურეს ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე. ყველა ხსენებულმა მოწმემ დაადასტურა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ბრალდებულის ადვოკატისა და თარჯიმნის მონაწილეობით, რა დროსაც ბრალდებული საკუთარ მეხსიერებაზე დაყრდნობით, ნებაყოფლობით უთითებდა ნარკოტიკული საშუალების შენახვის ადგილებს - ეს იყო ხის ძირში, ბუჩქის ქვეშ და ა.შ. ნიადაგში ჩამარხული (ისე, რომ ზედაპირზე არ ჩანდა) და საჭიროებდა მიწის ამოთხრას. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს 37 ადგილზე აღმოჩენილი იქნა ყვითელი ფერის საიზოლაციო ლენტში გახვეული ნივთიერება, რაც დაინომრა ობიექტებად, დასურთდა და მათ ამოღებამდე დაცული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. გამომძიებელმა ოქმი შეადგინა ადგილზე, რაც ხელმოწერილი იქნა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირის მიერ და არანაირი შენიშვნა ან პრეტენზია არ დაფიქსირებულა. მოწმეებმა ასევე განმარტეს, რომ გამომძიებელს, ბრალდებულს ან სხვა პირს რაიმე დოკუმენტი, მობილური ტელეფონი ან ლეპტოპი ლოკაციების მოსაძებნად არ გამოუყენებიათ, ნიადაგის ამოთხრა მიმდინარეობდა მხოლოდ იმ ადგილებზე, სადაც უთითებდა ს------ ზ---------.
ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 25 მაისს ამოღებული იქნა ზემოაღნიშნული 37 ცალი მოყვითალო ფერის წებოვან ლენტში შეფუთული მცირე ზომის პაკეტი, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ე---------, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ი------------–---–-- უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ა--------------).
მოწმეებმა ე----------------------------------------------მა (გამომძიებლები) და ი------------–---–მა (ქ.თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი სპეციალისტი) დაადასტურეს ზ/აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე. ე------------------მა და ა--------------------მა განმარტეს, რომ 2018 წლის 25 მაისს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მითითებით 37 ადგილზე აღმოჩენილი, დანომრილი და დასურათებული იქნა 37 ცალი მოყვითალო ფერის წებოვან ლენტში შეფუთული მცირე ზომის პაკეტი, რაც დაცული იყო პოლიციის თანამშრომლების მიერ. საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულებისთანავე აღნიშნული დაცული ობიექტები ამოღებული და დალუქული იქნა შესაბამისი წესით, რასაც ესწრებოდა ქ.თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი სპეციალისტი ი------------–---–ი. ამოღების ოქმი გამომძიებელმა შეადგინა ადგილზე და მისი სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირმა. რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია არ დაფიქსირებულა. მოწმე ი------------–---–მა დამატებით განმარტა, რომ დ---------–---------------ი არის ქ.თბილისის მერიის მუნიციპალური საკუთრება და მისი სამსახური ახორციელებს აღნიშნული ტერიტორიის მეთვალყურეობას, რის გამოც ქ.თბილისის გ-–-----------–------ს შს სამმართველოს თხოვნითა და სამსახურის უფროსის დავალებით, როგორც მესაკუთრის წარმომადგენელმა, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედება - ამოღებაში. ი-----------–---–-ს ჩვენებით, ყველა ობიექტს იცავდა და პერიმეტრს აკონტროლებდა პოლიციის თანამშრომელი, ასევე პარკი დაცული იყო რიგითი მოქალაქეებისაგან.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნით ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 37 (ოცდაჩვიდმეტ) ცალად დაფასოებული მომწვანო-მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით 112,35 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს, საერთო წონით 21,68 გრამი.
ზემოაღნიშნული ექსერტის დასკვნის შიაარსი და სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ნ--------------------მ და პ-------–--–---–---მ.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კრიმინალისტიკური ექსპერტიზის №-----–- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა არის ცალპირიანი პირის ორმხვრივი ალესვით, დამზადებულია ქარხნული წესით და არ მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნის შინაარსი და სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ბ-----–-----–--მ.
ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, 2018 წლის 22 ივნისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქ.თ---–--–-----–----–----–---------------2-ში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს თანამშრომლის, გმს ინსპექტორ ზ-------------–---–-ს მონაწილეობით გახსნილი და დათვალიერებული იქნა ბრალდებულ ს------ ზ---------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული F--------- პაკეტში 24.05.2018წ დალუქული „DELL“-ის ფირმის ლეპტოპი და მეხსიერების ბარათი. აღნიშნული ლეპტოპის ე.წ. დესკტოპზე არსებული საქაღალდე წარწერით „Новая Папка“ მასში არსებული ფოტოსურათებითა და Word-ის დოკუმენტებით, სულ 2806 ფაილად, აგრეთვე პროგრამა „firefox”-ის ვებ-საიტების ისტორია (ფიქსირდება ვებ-საიტ maps.me-სთან კავშირები) გადატანილი იქნა ზ.გოჩიაშვილის სამსახურებრივ კომპიუტერში და ჩაიწერა 3 ცალ DVD დისკზე. დათვალიერების დასრულების შემდეგ ლეპტოპი, მეხსიერების ბარათი და DVD დისკები დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ე---------).
ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე დაადასტურა მოწმე ზ-------------–---–მა.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 24 ივნისს დათვალიერდა ,,DELL“-ის ფირმის ლეპტოპიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შემცველი DVD დისკები და ამოიბეჭდა როგორც ფოტოსურათები, ისე Word-ის დოკუმენტები რუსულ ენაზე შესრულებული ტექსტებით, რაც მომზადდა თარჯიმანთა ბიუროში სათარგმნად (გამომძიებელი ე---------).
ს------ ზ---------ს ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ,,DELL“-ის ფირმის ლეპტოპიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შემცველი DVD დისკების სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო გამოკვლევის შედეგად დადგინდა შემდეგი:
საქაღალდეში წარწერით „1.05“ აღმოჩნდა 105 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 105-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „1.05 гашиш ж“ და 1-დან 105-ის ჩათვლით დანომრილი ციფრების კომბინაცია და რუსულენოვანი ტექსტი; საქაღალდეში წარწერით „2.05“ აღმოჩნდა 41 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 41-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „2.04 Альфа 5 шт ж, остальные кр“ და 1-დან 41-ის ჩათვლით დანომრილი, ციფრების კომბინაცია და რუსულ ენოვანი ტექსტი; საქაღალდეში წარწერით „23.04“ აღმოჩნდა 55 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 55-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „23.04“, ნუმერაცია 1-დან 55-ის ჩათვლით, ციფრების კომბინაცია და რუსულენოვანი ტექსტი; საქაღალდეში წარწერით „24.04“ აღმოჩნდა 96 ფოტოსურათი, ნუმერაცია 1-დან 96-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „24.04“ ნუმერაცია 1-დან 96-ის ჩათვლით, ციფრების კომბინაცია და რუსულენოვანი ტექსტი; საქაღალდეში წარწერით „25.05“ აღმოჩნდა 99 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 99-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „25.04“, ნუმერაცია 1-დან 99-ის ჩათვლით, ციფრების კომბინაცია და რუსულენოვანი ტექსტი; საქაღალდეში წარწერით „26.04“ აღმოჩნდა 100 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 100-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „26.04 Альфа 1 кр“, ნუმერაცია 1-დან 99-ის ჩათვლით, ციფრების კომბინაცია და რუსულენოვანი ტექსტი; საქაღალდეში წარწერით „27.04“ აღმოჩნდა 131 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 131-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „27.04 Альфа 5 ж“, ნუმერაცია 1-დან 131-ის ჩათვლით, ციფრების კომბინაცია და რუსულენოვანი ტექსტი;საქაღალდეში წარწერით „28.04“ აღმოჩნდა 100 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 100-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „28.04 гашиш 2 кр“, ნუმერაცია 1-დან 131-ის ჩათვლით, ციფრების კომბინაცია და რუსულენოვანი ტექსტი; საქაღალდეში წარწერით „29.04“ აღმოჩნდა 109 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 109-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „29.04“, ნუმერაცია 1-დან 109-ის ჩათვლით, ციფრების კომბინაცია და რუსულენოვანი ტექსტი; საქაღალდეში წარწერით „30.04“ აღმოჩნდა 150 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 150-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „23.04 гашиш 2 ж“, ნუმერაცია 1-დან 150-ის ჩათვლით, ციფრების კომბინაცია და რუსულენოვანი ტექსტი; საქაღალდეში წარწერით „05.18“ აღმოჩნდა 141 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 141-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „18.05 гашиш 5“, ნუმერაცია 1-დან 141-ის ჩათვლით, ციფრების კომბინაცია და რუსულენოვანი ტექსტი; საქაღალდეში წარწერით „05.19“ აღმოჩნდა 150 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 150-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „19.05 Альфа 0.5“, ნუმერაცია 1-დან 150-ის ჩათვლით, ციფრების კომბინაცია და რუსულენოვანი ტექსტი; საქაღალდეში წარწერით „05.20“ აღმოჩნდა 146 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 146-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „20.05 МДМА“, ნუმერაცია 1-დან 146-ის ჩათვლით, ციფრების კომბინაცია და რუსულენოვანი ტექსტი; საქაღალდეში წარწერით „05.21“ აღმოჩნდა 150 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 150-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „21.05 Альфа 0.5 ж“, ნუმერაცია 1-დან 150-ის ჩათვლით, ციფრების კომბინაცია და რუსულენოვანი ტექსტი; საქაღალდეში წარწერით „05.22“ აღმოჩნდა 151 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 151-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „22.05 Альфа 0.5 ж“, ნუმერაცია 1-დან 151-ის ჩათვლით, ციფრების კომბინაცია და რუსულენოვანი ტექსტი; საქაღალდეში წარწერით „05.23“ აღმოჩნდა 162 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 162-ის ჩათვლით, თითოეულ ფოტოსურათზე დასმული თითო წითელი ფერის მიმანიშნებელი ისრით და Word-ის ერთი დოკუმენტი, რომლის გახსნისას იკითხება წარწერა „23.05 Альфа гашиш 20к“, ნუმერაცია 1-დან 162-ის ჩათვლით, ციფრების კომბინაცია და რუსულენოვანი ტექსტი; საქაღალდე წარწერით „Оригиналы 2“ აღმოჩნდა 165 ფოტოსურათი, დანომრილი 1-დან 162-ის ჩათვლით, ხოლო ბოლო სამ ფოტოსურათს აქვს ნუმერაცია IMG_6399, IMG_6419 და IMG_6472; საქაღალდეში წარწერით „Оригиналы” აღმოჩნდა 5 საქაღალდე, კერძოდ: „05.18“ მასში არსებული 141 ფოტოსურათით, „05.19“ მასში არსებული 150 ფოტოსურათით, „05.20“ მასში არსებული 146 ფოტოსურათით, „05.21“ მასში არსებული 150 ფოტოსურათით, „05.22“ მასში არსებული 151 ფოტოსურათით. ხსენებული ფოტოსურათები არ არის დანომრილი და მათზე რაიმე მინიშნება ან მინაწერი არ ფიქსირდება.
მიღება-ჩაბარების აქტის (17.07.2018) თანახმად, შპს „ი-----–--------------ს“ დირექტორმა ს--–-----–---–----მ გამომძიებელ ე------------------ს გადასცა მითითებული რუსულ ენაზე შედგენილი დოკუმენტაციის თარგმანი ქართულ ენაზე, შესრულებული თარჯიმან ნ--------------ს მიერ.
შპს „ი-----–--------------ს“ დირექტორმა ს--–-----–---–----მ და თარჯიმანმა ნ--------------მ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს ზემოაღნიშნული ოქმის სისწორე. მოწმეებმა განმარტეს, რომ შს სამინისტროსა და შპს-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ნ--------------მ სისხლის სამართლის საქმის მასალები თარგმნა რუსულიდან ქართულ ენაზე, დოკუმენტაცია შინაარსობრივად ეხებოდა კონკრეტულ ლოკაციებს და აღნიშნულ ლოკაციებზე განთავსებულ ე.წ. „განძს.“
,,DELL“-ის ფირმის ლეპტოპიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შემცველი DVD დისკებისა და თარჯიმან ნ---------ს მიერ შესრულებული აღნიშნული ინფორმაციის ქართული თარგმანის ერთობლივი გამოკვლევით სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ ციფრების კომბინაციის (ე.წ. ლოკაციების) გვერდით გაკეთებული რუსულენოვანი ჩანაწერები არის მინიშნება კონკრეტულ ადგილზე ნარკოტიკული საშუალების განთავსების თაობაზე (მაგ: „ეძებე განძი მიწაში, ხესთან, სურათზე არსებული ისრის მიხედვით. განძი ყვითელ იზოლენტშია, თხრილი დახლოებით 5სმ), რაც სრულ შესაბამისობაშია აღნიშნულ ლოკაციაზე გადაღებულ ფოტოსურათთან და მასზე წითელი ისრით გაკეთებულ მინიშნებასთან.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2018 წლის 6 ივლისს ქ.თბილისში, ვ---------–-ს მეურნეობისა და თბილისის ზღვის ე.წ. პატარა ზღვის სანაპიროს მიმდებარედ ვ---------–-ს მხრიდან, უშუალოდ ს------ ზ---------ს მითითებით, სხვადასხვა ადგილზე მიწაში აღმოჩენილი, დანომრილი და ექსპერტების მიერ დასურათებული იქნა 14 ცალი წითელი და ყვითელი ფერის წებოვან ლენტში გახვეული მცირე ზომის პაკეტი (ამოღების დაწყებამდე ობიექტების დაცვას უზრუნველყოფდა პოლიცია). საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ექსპერტების მიერ გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ DVD დისკზე დაერთო სს საქმეს (გამომძიებელი ი-------–---- ექსპერტები: ლ---------------------------- ადვოკატი ა-–-------–---- თარჯიმანი გ.პ-–----, საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები: თ------------ა, ზ-------------).
მოწმეებმა ი------------–---მ (გამომძიებელი), ლ-–-----------------------------------მ (ექსპერტები) დაადასტურეს ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ 2018 წლის 6 ივლისს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ბრალდებულის ადვოკატის ა-–-------–--ის და თარჯიმნის მონაწილეობით, რა დროსაც ბრალდებული საკუთარ მეხსიერებაზე დაყრდნობით, ნებაყოფლობით უთითებდა ნარკოტიკული საშუალების შენახვის ადგილებს - ხის ქვეშ, ბუჩქის ქვეშ და ა.შ. ნარკოტიკი ნიადაგში იყო ჩამარხული ისე, რომ ზედაპირზე არ ჩანდა და საჭიროებდა მიწის ამოთხრას. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს 14 ადგილზე აღმოჩენილი იქნა ყვითელ და წითელ საიზოლაციო ლენტში გახვეული ნივთიერებები, რაც დაინომრა ობიექტებად, დასურთდა და მათ ამოღებამდე დაცული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დისკზე ჩაწერილი გადაღებული ფოტოსურათები დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. გამომძიებელმა ოქმი შეადგინა ადგილზე, რაც ხელმოწერილი იქნა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირის მიერ და რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია არ დაფიქსირებულა. მოწმეებმა ასევე განმარტეს, რომ გამომძიებელს, ბრალდებულს ან სხვა პირს რაიმე დოკუმენტი, მობილური ტელეფონი ან ლეპტოპი ლოკაციების მოსაძებნად არ გამოუყენებიათ, ნიადაგის ამოთხრა მიმდინარეობდა მხოლოდ იმ ადგილებზე, სადაც უთითებდა ს------ ზ---------.
ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 6 ივლისს ამოღებული იქნა ზემოაღნიშნული 14 ცალი მოწითალო და მოყვითალო ფერის წებოვან ლენტში გადახვეული მცირე ზომის პაკეტი, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ე---------, მონაწილე პირები: გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ი------------–---–- და უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი გ----------.
მოწმეებმა ე------------------მა, გ--–----------მ (გამომძიებლები) და ი------------–---–მა (ქ.თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი სპეციალისტი) დაადასტურეს ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. ე-------------------------მ განმარტეს, რომ 2018 წლის 6 ივლისს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მითითებით 14 ადგილზე აღმოჩენილი, დანომრილი და დასურათებული იქნა წითელი და ყვითელი ფერის წებოვან ლენტში შეფუთული 14 ცალი მცირე ზომის პაკეტი, რაც დაცული იყო პოლიციის თანამშრომლების მიერ. საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულებისთანავე აღნიშნული ობიექტები ამოღებული და დალუქული იქნა შესაბამისი წესით, რასაც ესწრებოდა ქ.თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი სპეციალისტი ი------------–---–ი. ამოღების ოქმი გამომძიებელმა შეადგინა ადგილზე. მისი სისწორე ხელმოწერით დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირმა, რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია არ დაფიქსირებულა. მოწმე ი------------–---–მა დამატებით განმარტა, რომ დ---------–---------------ი არის ქ.თბილისის მერიის მუნიციპალური საკუთრება და მისი სამსახური ახორციელებს აღნიშნული ტერიტორიის მეთვალყურეობას, რის გამოც ქ.თბილისის გ-–-----------–------ს შს სამმართველოს თხოვნით, სამსახურის უფროსის დავალებით, როგორც მესაკუთრის წარმომადგენელმა, მეორედ მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედება - ამოღებაში. ი-----------–---–-ს ჩვენებით, ყველა ობიექტს იცავდნენ და პერიმეტრს აკონტროლებდნენ პოლიციის თანამშრომლები, პარკი ასევე დაცული იყო რიგითი მოქალაქეებისაგან.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნის თანახმად:
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: „ქ.თბილისში, ვ---------–-ს მეურნეობისა და თბილისის ზღვაზე, ე.წ. პატარა ზღვის სანაპიროს მდებარე ტერიტორიიდან ამოღებული“ 14 (თოთხმეტ) ცალად დაფასოებული მომწვანო-მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით-90,45 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს, საერთო წონით-17.34 გრამს.
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი და სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ--------------------მ და პ-------–--–---–---მ.
ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 10 აგვისტოს ქ.თბილისში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს------ ზ---------ს ლეპტოპიდან გამოთხოვილი ინფორმაციის (ფაილი წარწერით „05.23“-დან ამობეჭდილი 162 ფოტოსურათი და 162 ლოკაციის ამობეჭდილი ვერსია) საფუძველზე, „IPHONE 6”-ის მოდელის მობილურ ტელეფონში “GOOGLE MAP“-ის პროგრამაში ზ/აღნიშნული ლოკაციების შეყვანისა და შესაბამისი ადგილების მოძებნის შედეგად, ოცი ლოკაციიდან ამოღებული იქნა 20 (ოცი) ცალი ყვითელი ფერის საიზოლაციო ლენტში გახვეული მცირე ზომის პაკეტი, რაც დაილუქა სათანადო წესით. საგამოძიებო მოქმედების დროს ექსპერტების მიერ გადაღებული ფოტოსურათები ერთვის სისხლის სამართლის საქმეს (გამომძიებელი ე---------, ექსპერტები: გ-----------------------------; უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ე---–---–-----).
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნის თანახმად:
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 20 ცალად დაფასოებული მიწისმაგვარი დანაშრევებიანი ყვითელი საიზოლაციო ლენტის ნაჭრებით შემოგარსული, უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის 20 ცალ ორმაგ პაკეტში (ჩამკეტებით) მოთავსებული სპეციფიკური სუნის მქონე, მომწვანო-მოყავისფრო ფერის, წვრილად დაქუცმაცებული (დაპრესილი) მცენარეული მასები, საერთო წონით - 101,03 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს 19,57 გრამის ოდენობით.
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი და სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ-----–---------------------–------–----ემ.
ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 21 აგვისტოს ქ.თბილისში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს------ ზ---------ს ლეპტოპიდან გამოთხოვილი ინფორმაციის (ფაილი წარწერით „05.23“-დან ამობეჭდილი 162 ფოტოსურათი და 162 ლოკაციის ამობეჭდილი ვერსია) საფუძველზე, „IPHONE 6”-ის მოდელის მობილურ ტელეფონში „GOOGLE MAP“-ის პროგრამაში ზ/აღნიშნული ლოკაციების შეყვანისა და შესაბამისი ადგილის მოძებნის შედეგად, 37 ლოკაციიდან ამოღებული იქნა 37 (ოცდაჩვიდმეტი) ცალი ყვითელი ფერის იზოლენტში შეფუთული პაკეტი, რაც დაილუქა სათანადო წესით. საგამოძიებო მოქმედების დროს ექსპერტების მიერ გადაღებული ფოტოსურათები ერთვის სისხლის სამართლის საქმეს (გამომძიებელი ე---------, ექსპერტები: ლ--–--------------------).
ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 22 აგვისტოს ქ.თბილისში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და თბილისის დ---------–---------------ის ტერიტორიაზე, ს------ ზ---------ს ლეპტოპიდან გამოთხოვილი ინფორმაციის (ფაილი წარწერით „05.23“-დან ამობეჭდილი 162 ფოტოსურათი და 162 ლოკაციის ამობეჭდილი ვერსია) საფუძველზე, „IPHONE 6”-ის მოდელის მობილურ ტელეფონში „GOOGLE MAP“-ის პროგრამაში ზ/აღნიშნული ლოკაციების შეყვანისა და შესაბამისი ადგილის მოძებნის შედეგად, 21 ლოკაციიდან ამოღებული იქნა 21 (ოცდაერთი) ცალი ცალი წებოვან ლენტში შეხვეული პაკეტი, რაც დაილუქა სათანადო წესით. საგამოძიებო მოქმედების დროს ექსპერტების მიერ გადაღებული ფოტოსურათები ერთვის სისხლის სამართლის საქმეს (გამომძიებელი ი-------–---- ექსპერტები: მ---------------------------ე).
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №2--------------- დასკვნის თანახმად:
1. F--------- პაკეტში მოთავსებული ყვითელი ფერის საიზოლაციო ლენტში გადახვეული უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან ორ-ორ პაკეტში 4 ცალად დაფასოებული სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო მყარი ნივთიერება, საერთო წონით 8.33 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლს, წონით 2.33გრამს.
F--------- პაკეტში მოთავსებული ყვითელი ფერის საიზოლაციო ლენტში გადახვეული უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან ორ-ორ პაკეტში 22 ცალად დაფასოებული სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო მყარი ნივთიერება, საერთო წონით 61.04 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლს, წონით 17.09გრამს.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის საერთო რაოდენობაა 19.42 გრამი.
2. F--------- პაკეტში მოთავსებული ყვითელი ფერის საიზოლაციო ლენტში გადახვეული უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან ორ-ორ პაკეტში 8 ცალად დაფასოებული და წითელი ფერის საიზოლაციო ლენტში გადახვეული უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან ორ-ორ პაკეტში 6 ცალად დაფასოებული, სულ 14 ცალად დაფასოებული ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლების მქონე მოყვითალო-მოთეთრო ნივთიერება ფხვნილისა და გრანულების სახით, საერთო წონით 10,84 გრამი, შეიცავს ნივთიერება ალფა-პვპ (a-PVP)-ს, რომელიც მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებათა ჯგუფს.
F--------- პაკეტში მოთავსებული ყვითელი ფერის საიზოლაციო ლენტში გადახვეული უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან ორ პაკეტში 1 ცალად დაფასოებული მოყვითალო-მოთეთრო ნივთიერება ფხვნილისა და გრანულების სახით, წონით 1,09 გრამი, შეიცავს ნივთიერება ალფა-პვპ (a-PVP)-ს, რომელიც მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებათა ჯგუფს.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ (a-PVP)-ს შემცველი ნივთიერების საერთო წონაა 11,93გრამი.
3. F--------- პაკეტში მოთავსებული ყვითელი ფერის საიზოლაციო ლენტში გადახვეული უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან ორ-ორ პაკეტში 3 ცალად დაფასოებული ოთხკუთხედი ფორმის თითო ცალი ლურჯი, თითო ცალი შავი და სამ-სამი ცალი ყვითელი აბი, სულ 5-5 ცალი აბი თითოეულ პაკეტში, საერთო წონით 6.61 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), საერთო რაოდენობით 2,52 გრამი და ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს (მარილი) საერთო რაოდენობით 0,148 გრამი.
F--------- პაკეტში მოთავსებული ყვითელი ფერის საიზოლაციო ლენტში გადახვეული უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან ორ-ორ პაკეტში 14 ცალად დაფასოებული ოთხკუთხედი ფორმის ლურჯი, შავი და ყვითელი აბი, სულ 5-5 ცალი აბი თითოეულ პაკეტში, საერთო წონით 34,17 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), საერთო რაოდენობით 12,93 გრამი და ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს (მარილი) საერთო რაოდენობით 0,777 გრამი.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) საერთო რაოდენობაა 15.45 გრამი და ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინის (მარილი) საერთო რაოდენობა - 0.925 გრამი.
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი და სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ი--------------------------–------–-----მ.
ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 13 სექტემბერს ქ.თბილისში, ბ-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ს------ ზ---------ს ლეპტოპიდან გამოთხოვილი ინფორმაციის (ფაილი წარწერით „22.05“-დან ამობეჭდილი 151 ფოტოსურათი და 151 ლოკაციის ამობეჭდილი ვერსია) საფუძველზე, „IPHONE 6”-ის მოდელის მობილურ ტელეფონში „GOOGLE MAP“-ის პროგრამაში ზ/აღნიშნული ლოკაციების შეყვანისა და შესაბამისი ადგილის მოძებნის შედეგად, 11 ლოკაციიდან ამოღებული იქნა 11 (თერთმეტი) ცალი მოყვითალო ფერის საიზოლაციო ლენტის შეფუთვა, რაც დაილუქა სათანადო წესით. საგამოძიებო მოქმედების დროს ექსპერტების მიერ გადაღებული ფოტოსურათები ერთვის სს საქმეს (გამომძიებელი ე---------, ექსპერტები: ზ--------–---–-----------–------ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ნ-–------–-----
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №2--------------- დასკვნის თანახმად:
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 11 (თერთმეტ) ცალად დაფასოებული მოთეთრო-მოყვითალო ფერის ნივთიერება ფხვნილისა და კრისტალების სახით, საერთო წონით 5,56 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (a-PVP).
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი და სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ნ--------------------მ და პ-------–--–---–---მ.
ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 21 სექტემბერს ქ.თბილისში, ბ-----------------ის მიმდებარე ტყის მასივის ტერიტორიაზე ს------ ზ---------ს ლეპტოპიდან გამოთხოვილი ინფორმაციის (ფაილი წარწერით „22.05“-დან ამობეჭდილი 151 ფოტოსურათი და 151 ლოკაციის ამობეჭდილი ვერსია) საფუძველზე, „IPHONE 6”-ის მოდელის მობილურ ტელეფონში GOOGLE MAP“-ის პროგრამაში ზ/აღნიშნული ლოკაციების შეყვანისა და შესაბამისი ადგილების მოძებნის შედეგად 7 ლოკაციიდან ამოღებული იქნა 7 (შვიდი) ცალი მოყვითალო ფერის წებოვან ლენტში გადახვეული მასა, რაც დაილუქა სათანადო წესით. საგამოძიებო მოქმედების დროს ექსპერტების მიერ გადაღებული ფოტოსურათები ერთვის სისხლის სამართლის საქმეს (გამომძიებელი ე---------, ექსპერტები: თ--------------------–-–------ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ჯ----–---–---–ი).
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №2------------ქრ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი:
- 1 (ერთი) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, წონით 2.09 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს, წონით 0,2059 გრამი (ობ.№1);
- 6 (ექვსი) ცალად დაფასოებული მოთეთრო-მოყვითალო ფერის ნივთიერება ფხვნილისა და კრისტალების სახით, საერთო წონით 2,6 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (a-PVP) (ობ. №2).
ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ნ--------------------მ და გრიგოლ ქურციკიძემ.
მოწმეებმა ე------------------მა, ი------------–---მ, ნ----–------–--ემ და ჯ-------–---–---–მა (გამომძიებლები), აგრეთვე გ------------------მ, მ-----------------მ, ლ--------–--------------------------------------------–---–---------------–-----------------------------------------–-–-----მ (ექსპერტები) დაადასტურეს ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების - 2018 წლის 10 აგვისტოს, 21 აგვისტოს, 22 აგვისტოს, 13 სექტემბერსა და 21 სექტემბერს ჩატარებული ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმების შინაარსის სისწორე.
დასახელებულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ყველა ჯერზე ადგილმდებარეობის დათვალიერება წარიმართა ერთიდაიგივე პროცედურის დაცვით, კერძოდ, გამომძიებელს ჰქონდა ლეპტოპიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ამობეჭდილი, ქარალდის ვერსია, ერთ-ერთი გამომძიებლის მობილურ ტელეფონში შეჰყავდა აღნიშნულ ინფორმაციაში მითთებული ლოკაციები, პროგრამა “google map”-ის მეშვეობით ეძებდა კონკრეტულ ლოკაციებს და ადგილზე მისულები, ასევე ამობეჭდილ ფოტოსურათებზე წითელი ისრით გაკეთებული მინიშნებებით (ხის ძირში, ბუჩქის ქვეშ და ა.შ.) ეძებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. შემოწმებული ლოკაციებიდან ნაწილზე, მიწაში, ნიადაგის ამოთხრის შედეგად აღმოჩენილი იქნა ყვითელი და წითელი ფერის საიზოლაციო ლენტში გახვეული ნივთიერებები, ხოლო ნაწილზე ნარკოტიკი არ აღმოჩნდა. აღმოჩენილი ობიექტები ამოღებული და დალუქული იქნა სათანადო წესით, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმები შედგა ადგილზე და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირმა ოქმებისა და ლუქების სისწორე დაადასტურეს ხელმოწერებით, რაიმე შენიშვნა და პრეტენზია არ დაფიქსირებულა. ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ყველა შემთხვევაში მიმდინარეობდა ფოტოგადაღება, დისკზე ჩაწერილი ფოტოსურათები კი დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. მოწმეებმა: მ---------------------------------–---–მა დამატებით განმარტეს, რომ ადგილებში, სადაც არაფერი იქნა აღმოჩენილი, მიწა უკვე ამოთხრილი დახვდათ. ყველა მოწმემ დაადასტურა, რომ ლოკაციების შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში ობიექტების აღმოჩენა შეუძლებელი იყო.
მოწმეებმა ე------------------მა და ი------------–---მ (გამომძიებლები) დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. გამომძიებლებმა განმარტეს, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედების ოქმი შედგენილი იქნა ადგილზე, გაეცნო მასში მონაწილე პირებს (მათ შორის, ბრალდებულს თარჯიმნის მონაწილეობით), რომელთაც ხელმოწერით დაადასტურეს ოქმების სისწორე. მოწმეებმა აჩვენეს, რომ ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს იხელმძღვანელეს ს------ ზ---------ს ლეპტოპიდან ამობეჭდილი ლოკაციებით, მობილურ ტელეფონში არსებული პროგრამის „google map”-ის მეშვეობით ადგენდნენ ადგილმდებარეობას და ფოტოსურათებზე ისრით გაკეთებული მინიშნებების მიხედვით, ნიადაგის გათხრის შედეგად იღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რაც ადგილზევე ილუქებოდა სათანადო წესით. გამომძიებლებმა ასევე განმარტეს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებული პირადად უთითებდა ნარკოტიკული საშუალებების ადგილსამყოფელს, რასაც ესწრებოდა პირველ შემთხვევაში სახაზინო წესით დანიშნული, მეორე შემთხვევაში კი - შეთანხმებით აყვანილი ადვოკატი და არცერთ მონაწილეს ოქმზებზე რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია არ დაუფიქსირებია. გამომძიებლებმა ასევე აჩვენეს, რომ ლოკაციებიდან გარკვეულ ნაწილზე ნარკოტიკული საშუალება აღარ დახვდათ, ვინაიდან მიწა ამოთხრილი იყო და ნარკოტიკული საშუალება - სავარაუდოდ წაღებული. ე.ჩაჩხიანმა დაადასტურა, რომ ბრალდებულმა დაკითხვის დროს აღიარა, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით ურთიერთობა ჰქონდა უცნობ პირთან, რომლის დავალებითაც, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ უკანონოდ შეძენილ და შენახულ ნარკოტიკულ საშუალებებს განათავსებდა კონკრეტულ ლოკაციებზე, რასაც აღბეჭდავდა შესაბამის ფოტოსურათებზე, მანვე აღიარა, რომ დროებით საცხოვრებელ ბინაშიც ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს.
ს------ ზ---------მ ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მან დაადასტურა, რომ სოციალური ქსელით გაიცნო პირი, რომელმაც შესთავაზა ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმება, კერძოდ, ბრალდებულს აღნიშნული პირის კუთვნილი ნარკოტიკული საშუალება ჰაშიში (და არა სხვა რომელიმე ნარკოტიკული ნივთიერება) კონკრეტულ ლოკაციებზე უნდა განეთავსებინა (შენახვის და არა გავრცელების მიზნით), გადაეღო ფოტოები და გაეგზავნა დამსაქმებლისთვის, ანაზღაურება კი უნდა მომხდარიყო კრიპტოვალუტით - ბიტკოინით. რამდენჯერმე მოახერხა დავალების შესრულება, თუმცა ბოლო ჯერზე, 2018 წლის 24 მაისს, იგი პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. ს------ ზ---------მ განმარტა, რომ დაკავებისთანავე დეტალური ჩვენება მისცა გამოძიებას და სრულად მიაწოდა მის ხელთ არსებული ინფორმაცია როგორც უცნობი პირის, ისე მათი საქმიანობის შესახებ. ასევე დაადასტურა, რომ მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნამდვილად იქნა ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები. გამოძიებასთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ორი საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ნებაყოფლობით მიუთითა ადგილები, სადაც დამალული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები. ასევე დაადასტურა მისი ლეპტოპიდან ამოღებული ინფორმაციის მისდამი კუთვნილება და განმარტა, რომ უცნობი პირისაგან მიღებულ მცირე ზომის პაკეტებში დაფასოებულ ნარკოტიკულ ნივთიერებებს თავად საიზოლაციო ლენტში ფუთავდა, ათავსებდა მიწის ქვეშ სხვადასხვა ადგილას, ინახავდა აღნიშნული ადგილის ლოკაციას და იღებდა ფოტოსურათებს, ფოტოსურათებზე კი აკეთებდა ისრებით მინიშნებას ნარკოტიკული საშუალების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ. ს------ ზ---------მ უარყო ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი და განმარტა, რომ კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას დათანხმდა, ვინაიდან იყო უმუშევარი და ავადმყოფი დედის ოპერაციისათვის ჭირდებოდა ფულადი თანხა. მან უცნობი პირისაგან მიიღო მხოლოდ თვითმფრინავით მგზავრობის და ბინის ქირის თანხა, დაპირებული ანაზღაურება ბიტკოინებში არ მიუღია, ვინაიდან დააკავეს.
მოწმე დ---------------ის ჩვენებით (გამომძიებელი), მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ინტერნეტსაიტების მეშვეობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე გამოკითხა ბრალდებული ს------ ზ---------, თუმცა გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისგან მიღებული და, შესაბამისად, რეალიზებული არ ყოფილა.
მოწმე ე-–--- ზ--------აიას ჩვენებით, ს------ ზ--------- მისი ერთადერთი შვილია. მოწმემ ბრალდებული დადებითად დაახასიათა და განმარტა, რომ კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში ს------ ზ---------ს ჩართვა განაპირობა მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ, ვინაიდან საჭიროებდა ოპერაციას, რისთვისაც არ ჰქონდათ საკმარისი თანხა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
ა) დაცვის მხარიის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ ს------ ზ---------ს გარდა სამალავებში შენახულ ნარკოტიკებთან თავისუფალი წვდომა ჰქონდათ სხვა პირებსაც, რომლებსაც თავისუფლად შეეძლოთ ნარკოტიკული საშუალებები აეღოთ მთლიანად, დაემატებინათ ან შეეცვალათ ისინი იგივე ან სხვა ნარკოტიკით, რის გამოც შეუძლებელია უშუალოდ ს------ ზ---------ს მიერ შენახული ნარკოტიკული საშუალებების იდენტიფიცირება, სააპელაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს: თვითონ ს------ ზ--------- არ უარყოფს და სასამართლოსაც ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ სამალავებში ნარკოტიკული საშუალებები თავად ს------ ზ---------მ მოათავსა, საიდანაც სწორედ მისივე მითითებით იქნა მოგვიანებით ამოღებული. ამდენად, იმის მტკიცება, რომ სამალავებთან სხვა პირებსაც ჰქონდათ წვდომა და მათ შეეძლოთ ნარკოტიკული საშუალებები აეღოთ, დაემატებინათ ან შეეცვალათ, ალოგიკურია ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მთელი სქემის გათვალისწინებით, როდესაც დადგენილია, რომ სამალავებში ნარკოტიკული საშუალებების მოთავსება ხდებოდა მათი რეალიზაციის (შემძენისთვის გადაცემის) მიზნით. შესაბამისად, ლოკაციის შესახებ ინფორმაციის გაცემა ხდებოდა მხოლოდ ნარკოტიკის შემძენზე, რაც გამორიცხავს კონკრეტულ ადგილზე ნარკოტიკის დამატების ან შეცვლის შესაძლებლობას. დაცვის მხარის მიერ დასახელებული შესაძლო ვარიანტებიდან გონივრულია მხოლოდ პირველი - სამალავებიდან სხვა პირების მიერ ნარკოტიკული საშუალებების აღება და არა დამატება ან შეცვლა. ამდენად, სააპელაციო პალატას ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ს------ ზ---------ს მითითებით სამალავებიდან სწორედ მის მიერ მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებები იქნა ამოღებული.
ბ) ს------ ზ---------ს სახლიდან ამოღებულ კომპიუტერში შესაძლო არასანქცირებულ შეღწევის შესახებ დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა ნივთმტკიცების ნიშან-თვისებების შესაძლო შეცვლას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ როდესაც დაცვის მხარის მიერ ხდება ასეთი ტიპის მოსაზრების გაჟღერება, სასამართლოს უჩნდება ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოების არსებობასთან დაკავშირებით მხარის მტკიცება იქნება არგუმენტირებული. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა კომპიუტერული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ და არსებობდა შესაძლებლობა, საექსპერტო კვლევით პასუხი გასცემოდა დაცვის მხარის ეჭვებს, თუმცა სასამართლოსთვის აუხსნელი მიზეზით დაცვის მხარემ ექსპერტიზა აღარ ჩაატარა, რაც სააპელაციო პალატას უჩენს რწმენას, რომ დაცვის მხარისთვის ეჭვის არსებობა უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ვიდრე ამ ეჭვების გამორიცხვა. სააპელაციო პალატა ვერ გასცდება ობიექტური არბიტრის პოზიციას და ვერ უკარნახებს მხარეს სასამართლოში წარმოსადგენი მტკიცებულებების მოცულობას, თუმცა სააპელაციო პალატის გადმოსახედიდან დაცვის მხარის ტაქტიკა იყო შუამდგომლობა შუამდგომლობისთვის და მიზნად არ ისახავდა გაცხადებული ეჭვების გაქარწყლებას. რაც შეეხება ს------ ზ---------ს სახლში მომიჯნავე სახლთან ზიარი კარის არსებობას, რაც თითქოსდა ეჭვქვეშ აყენებს ბინის ჩხრეკას და ამოღებული ნივთმტკიცების უტყუარობას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბინის მესაკუთრის ა-----–---------–---–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ საცხოვრებელ სახლში, სადაც დროებით ცხოვრობდა ს------ ზ---------, ჰქონდა არა ზიარი კარი სხვა ბინასთან, არამედ თავად ბინაში იყო დაკეტილი ოთახი, რომელიც ს------ ზ---------ს თხოვნით გახსნა.
გ) რაც შეხება დაცვის მხარის მოსაზრებას ს------ ზ---------ს ფუნდამენტური უფლების დარღვევასთან მიმართებით, ვინაიდან მის დაკავებას და პირად ჩხრეკას არ ესწრებოდა თარჯიმანი, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მ--- მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ პირს დაკავების მიზეზები უნდა ეცნობოს ,,დაუყოვნებლივ“ და არა ,,მაშინვე“. დაკავების მიზეზების სათანადოდ განმარტების მიუცემლობა, როდესაც განმარტება შესაძლებელია, თავისთავად საკმარისი იქნება, რათა თავისუფლების აღკვეთა ჩაითვალოს თვითნებურად და, ამდენად, არამართლზომიერად მ--- მუხლის მიზნებისათვის. თავდაპირველ დაკავებასა და ადეკვატური განმარტების მიცემის მომენტს შორის ინტერვალის დასაშვებობა დიდად არის დამოკიდებული კონკრეტული საქმის გარემოებებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ასეთი გარემოება მათ შორის შეიძლება იყოს მისაღები, როდესაც ადგილი აქვს პრაქტიკულ სირთულეებს განმარტების მიცემაში, მაგალითად, როდესაც ვერ ხერხდება თარჯიმნის სწრაფად მონახვა. სასამართლოს მიერ ამ დებულების ინტერპრეტაცია მოხდა იმ მნიშვნელობით, რომ ნებისმიერ დაკავებულ პირს, მარტივ, არატექნიკურ ენაზე, რომელიც მას ესმის, განემარტოს დაკავების ძირითადი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები იმგვარად, რომ მას, მ--- მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში დაკავების კანონიერების გასაჩივრების შესაძლებლობა მიეცეს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ფოქსი, კემპბელი და ჰარტლი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Fox, Campbell and Hartley v. UK), Nos. 12244/86, 12245/86 და 12383/86, 30.8.90, პარ. 40; HB შვეიცარიის წინააღმდეგ (HB v. Switzerland), No. 26899/95, 5.4.01, პარ. 47; შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ (Shamayev and others v. Georgia and Russia), No. 36378/02, 12.4.05, პარ. 413). განსახილველი საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს------ ზ---------ს პირადი ჩხრეკა ჩატარდა 2018 წლის 24 მაისს, 15:00-15:40 საათებს შორის შუალედში, რის შემდეგაც მოხდა მისი ფაქტობრივი დაკავება იმავე დღის 15:42 საათზე. დაკავებული პოლიციის განყოფილებაში მიყვანის ზუსტი დროა 16:10 საათი. ამდენად, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ს------ ზ---------ს პირადი ჩხრეკა და დაკავება ჩატარდა არა მოსამართლის განჩინებით, არამედ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ფორსირებულ რეჟიმში, რაც აპრიორი ნიშნავს, რომ ნებისმიერ დაყოვნებას, მათ შორის დაკავშირებულს თარჯიმნის მოწვევასთან, შესაძლოა, გამოეწვია საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურება. აღსანიშნავია, რომ პირადი ჩხრეკის და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცების კანონიერება შემოწმდა სასამართლოს მიერ, რა დროსაც სასამართლოს მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგად კანონიერად იქნა ცნობილი როგორც ს------ ზ---------ს პირადი ჩხრეკა, ასევე ამ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები. ამდენად, სააპელაციო პალატა შეაფასებს, შეეძლო თუ არა ამ პროცესუალურ დარღვევას მთლიანობაში უსამართლო გაეხადა პროცესი და არსებობდა თუ არა საქმეში ამ დარღვევის დამაბალანსებელი ძლიერი პროცესუალური გარანტიები. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პატაკში, რომლის საფუძველზეც დაიგეგმა და ჩატარდა ს------ ზ---------ს პირადი ჩხრეკა, არაფერია მითითებული მისი მოქალაქეობის შესახებ. ამდენად, არაგონივრულია გამოძიების მწარმოებელ ორგანოს მოსთხოვო მხოლოდ პატაკში მითითებული პირის გვარის არაქართული ჟღერადობის გამო გამოიძახოს თარჯიმანი, თან დაუკონკრეტებელი ენის მცოდნე, რაც საგამოძიებო მოქმედების მიღმა ცალკე პროცედურებთან არის დაკავშირებული. ამასთან, საყურადღებოა, რომ პირისთვის წარდგენილი ბრალდების საფუძვლების მისთვის გასაგებ ენაზე განმარტება, პირველ რიგში, ემსახურება მისი თვითინკრიმინაციისგან დაცვის უფლების უზრუნველყოფას, ასევე იმას, რომ არ გაწიოს წინააღმდეგობა იმის გამო, რასაც ჩვეულებრივ არ გააპროტესტებდა და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ს------ ზ---------ს ხელი არ მოუწერია არც ერთ საპროცესო დოკუმენტზე, რომელიც მას სათანადო ენაზე არ ეთარგმნა და არ გაუკეთებია იმდაგვარი განმარტება, რაც შესაძლოა, მომავალში მის წინააღმდეგ ყოფილიყო გამოყენებული, არ გაუწევია წინააღმდეგობა. მეტიც, პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები მას დაკავებიდან მალევე, პოლიციის განყოფილებაში მიყვანისთანავე ეთარგმნა მისთვის გასაგებ ენაზე თარჯიმნის მიერ. და ბოლოს, ს------ ზ---------ს ჰქონდა უფლება, გაეპროტესტებინა მისი დაკავებისა და ჩხრეკის დროს მის მიმართ შესაძლო დარღვევები სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე, დაკავებიდან არაუგვიანეს 48 სათისა, როდესაც მას ჰყავდა თარჯიმანი და მის ინტერესებს იცავდა კვალიფიციური ადვოკატი. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ს------ ზ---------სთვის პირადი ჩხრეკისა და დაკავების საფუძვლების, ასევე მისი უფლებების მისთვის გასაგებ ენაზე განმარტების რამდენიმე საათით დაყოვნებას არსებითად მთლიანობაში უსამართლო არ გაუხდია სამართალწარმოების პროცესი.
დ) დაცვის მხარის არგუმენტებთან დაკავშირებით, თითქოს ს------ ზ---------ს ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მცდელობა არ ჰქონია, არამედ შენახვის განზრახვით მოათავსა ნარკოტიკული საშუალებები სამალავებში, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, უტყუარად დადასტურდა, რომ ს------ ზ---------, რომელიც ჩაბმული იყო დანაშაულებრივ საქმიანობაში, მოქმედებდა ერთი და იგივე, უკვე კარგად ნაცადი სქემით - უკანონოდ შეძენილ და შენახულ სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკულ საშუალებებს ფუთავდა საიზოლაციო ლენტებში (რასაც ადასტურებს როგორც ს------ ზ---------, ასევე ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული საიზოლაციო ლენტების მთლიანი და გახარჯული ხვეულები, რომელთა ფერები შესაბამისობაშია საგამოძიებო ექსპერიმენტებისა და ადგილმდებარეობის დათვალიერების შედეგად ამოღებული ობიექტების შეფუთვასთან), ათავსებდა მიწაში სხვადასხვა ადგილზე ქალაქის მასშტაბით, კონკრეტულ ლოკაციებს ასურათებდა და ფოტოსურათებს უკეთებდა წითელი ისრით მინიშნებას იმ მიზნით, რომ დაინტერესებული პირისათვის (რომელსაც შეეძლო კონკრეტული ლოკაციის პოვნა პროგრამა „GOOGLE MAP”-ის მეშვეობით) - ნარკოტიკული საშუალების შემძენისათვის ობიექტის მოძიება გაემარტივებინა (ამ მხრივ ყურადსაღებია მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ცალკეულ ლოკაციებზე მიწა უკვე ამოთხრილი და ნარკოტიკული საშუალებები უკვე წაღებული დახვდათ, რაც ნათლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ლოკაციების მონიშვნა, დასურათება და ისრით მინიშნება მიზნად ისახავდა სწორედ მათ რეალიზაციას). ნარკოტიკული საშუალებების ოდენობებისა და სახეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მოქმედების საკმაოდ რთული და კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის მიზანი იყო სწორედ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გავრცელება საქართველოში და სრულიად ალოგიკურია ს.ზ---------ს ვერსია, რომ ასეულობით ადგილზე ნიადაგის ამოთხრა და მიწაში ნარკოტიკული საშუალებების თითო-თითო მცირე ზომის პაკეტის დამარხვა მიზნად ისახავდა მხოლოდ მათ შენახვას და არა გავრცელებას.
ე) დაცვის მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ ს------ ზ---------ს მიმართ ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოკაციას, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, ყურადღება გაამახვილოს დაცვის მხარის ერთ-ერთ ძირითად არგუმენტზე დანაშაულის სავარაუდო წაქეზების თაობაზე და აღნიშნავს, რომ დანაშაულის წაქეზება არ დასტურდება საქმეზე არსებული მტკიცებულებებით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია შემდეგი: სასამართლოსთვის ცნობილია ის სირთულეები, რაც დამახასიათებელია პოლიციის საქმიანობასთან, რომელიც უკავშირდება მტკიცებულებების მოძიებასა და შეგროვებას დანაშაულის აღმოჩენისა და გამოძიების მიზნით. ამ სამუშაოს შესრულების მიზნით ისინი სულ უფრო მეტად საჭიროებენ საიდუმლო აგენტების, ინფორმატორებისა და ფარული პრაქტიკის გამოყენებას, კერძოდ, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლაში (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 49.). უფრო მეტიც, კორუფცია, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაში, გადაიქცა უმნიშვნელოვანეს პრობლემად მრავალ ქვეყანაში, როგორც ამას მოწმობს ევროსაბჭოს სისხლის სამართლის კონვენცია ამ საკითხზე. ამ ინსტრუმენტით ნებადართულია სპეციალური ტექნიკის გამოყენება, როგორიცაა საიდუმლო აგენტები, რომლებიც შეიძლება, აუცილებლები იყვნენ ამ სფეროში ინფორმაციის შესაგროვებლად, იქიდან გამომდინარე, რომ უფლებები და ვალდებულებები, რაც მომდინარეობს საერთაშორისო, მრავალმხრივი კონვენციებიდან, რომლებიც უკავშირდება „სპეციალურ საკითხებს“, მაგალითად, ადამიანის უფლებებს, არ იყოს შელახული (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 50.). სახელისუფლებო ორგანოებს განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდებისთვის მიმართვა უწევთ, რაც განსაკუთრებით საჭიროა ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების პროცესში. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდები, კერძოდ, ფარული ოპერაციების ჩატარების ტექნიკა თავისთავად არ არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ ასეთი ტექნიკის გამოყენება დაკავშირებულია დანაშაულის წაქეზების რისკთან, მათი გამოყენება მკაცრად დაცულ ფარგლებში უნდა იყოს დასაშვები (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 51.) ამასთან დაკავშირებით სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია უფლებამოსილია ჩაატაროს ფარული ოპერაციები, მაგრამ არა წააქეზოს დანაშაული (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Khudobin V. Russia, პარ. 128.).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დანაშაულის წაქეზების თაობაზე მსჯელობს ორი მიმართულებით საპროცესო და მატერიალური ტესტის შესაბამისად.
საპროცესო ტესტი - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზება შეიძლება მიჩნეული იქნას მე-6 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანს სასამართლო განხილვის პროცესში საშუალება ჰქონდა, განეცხადებინა შეპასუხების ან სხვა ფორმით, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის წაქეზებას, და მოცემული საკითხი სასამართლოს მიერ იქნა შესწავლილი. მხოლოდ ისეთი ზოგადი გარანტიების არსებობა, როგორიცაა მხარეთა თანასწორობა ან დაცვის უფლებების პატივისცემა, არ არის საკმარისი (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 69.). ამასთან დაკავშირებით სასამართლო პირველ რიგში შეისწავლის prima facie საჩივარი მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზების თაობაზე წარმოადგენს თუ არა არსებით არგუმენტს ბრალდებულის დასაცავად ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ან წარმოადგენს თუ არა მოცემული არგუმენტი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის საფუძველს იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Bannikova v. Russia, პუნქტი 54;)
როდესაც ბრალდებული ამტკიცებს, რომ მან წაქეზებით (მახის დაგებით) ჩაიდინა დანაშაული, სასამართლოებმა საქმის მასალები გულდასმით უნდა შეისწავლონ, რადგანაც იმისთვის, რომ სასამართლო პროცესი სამართლიანად იქნას მიჩნეული კონვენციის მუხლი 6 § 1-ის მნიშვნელობით, ყველა მტკიცებულება, რომლებიც მოპოვებული იქნა პოლიციის მიერ დანაშაულის წაქეზების გზით, ამორიცხული უნდა იქნას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 60.) იხილეთ, საქმე Khudobin v. Russia, სადაც ეროვნულმა სასამართლოებმა არ შეისწავლეს შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი ელემენტები, რათა განესხვავებინათ დანაშაულის წაქეზება კანონიერი საგამოძიებო მოქმედებებისგან; Shannon v. the United Kingdom, სადაც კერძო პირის მიერ გამოყენებული მახის დაგების მეთოდი ეროვნული სასამართლოების მხრიდან დეტალურ შესწავლას დაექვემდებარა და საბოლოოდ მიჩნეული იქნა, რომ ბრალდებულის მტკიცება უსაფუძვლო იყო.
ამასთან დაკავშირებით სასამართლო გაიმეორებს, რომ მე-19 მუხლის თანახმად, სასამართლოს საქმეა ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების კონვენციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. მტკიცებულების დასაშვებობა, უპირველესად, ეროვნული კანონმდებლობით რეგულირების საგანია და, როგორც წესი, ეროვნული სასამართლოების საქმეა მათ ხელთ არსებული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა. სასამართლო, თავის მხრივ, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მთლიანი პროცესი, იმის გათვალისწინებითაც, თუ რა ვითარებაში იქნა მოპოვებული მტკიცებულება, იყო სამართლიანი (იხ., მრავალ სხვა ცნობილ საქმეებს შორის, ვან მაკელენი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ (Van Mechelen and Others v. the Netherlands) 23 აპრილი 1997, § 50; ზემოთდასახელებული ტეიშეირა დე კასტრო პორტუგალიის წინაღმდეგ (Teixeira de Castro), § 34; სეკეირა პორტუგალიის წინააღმდეგ (Sequeira v. Portugal) (განჩინება), № 73557/01, ECHR 2003-VI და შანონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ Shannon v. the United Kingdom (განჩინება), № 67537/01, ECHR 2004-IV). ამასთან დაკავშირებით, სასამართლოს ამოცანა არ არის იმის დადგენა, რამდენად იყო ცალკეული მტკიცებულება უკანონოდ მოპოვებული, არამედ მისი მიზანია უფრო მეტად იმის შემოწმება, ასეთმა „უკანონობამ“ რამდენად გამოიწვია კონვენციით დაცული სხვა უფლების დარღვევა.
ამდენად, სასამართლო დაცვის მხარის მიერ წამოჭრილ არგუმენტთან დაკავშირებით თავდაპირველად მსჯელობს საპროცესო ტესტის კონტექსტში და აღნიშნავს, რომ ს------ ზ---------ს სისხლის სამართლის საქმეზე სრულად არის დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დანაშაულის წაქეზების თაობაზე დადგენილი სტანდარტები. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს ჰქონდა ეფექტური შესაძლებლობა როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ედავა შესაძლო დანაშაულის პროვოკაციის თაობაზე, კერძოდ: აღნიშნულ საკითხზე დაცვის მხარე უთითებდა მის შესავალ და დასკვნით სიტყვაში, დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობები, რომლებიც შეეხებოდა მტკიცებულებების დაშვებასა და მოწმეთა დაკითხვას. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებულის დედა - ე-–--- ზ--------აია, დაცვის მხარის მოწმე - დ---------------ე და თავად ს------ ზ---------, სააპელაციო სასამართლოში დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა კომპიუტერული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, რასაც შესაძლოა, ნათელი მოეფინა რიგი გარემოებებისთვის, თუმცა ექსპერტიზა არ ჩატარებულა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მოცემულობის პირობებში სრულად იქნა დაკმაყოფილებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ტესტი, ვინაიდან დაცული იყო შეჯიბრებითი პროცესის უფლება და დაცვის მხარეს ჰქონდა ეფექტური შესაძლებლობა, ედავა შესაძლო პროვოკაციის თაობაზე. რაც შეეხება შეფასებას და მსჯელობას, თუ რატომ არ არის სახეზე მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის წაქეზება (პროვოკაცია) აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო იმსჯელებს მატერიალური ტესტის ფარგლებში.
მატერიალური ტესტი - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზებასა და ლეგიტიმურ ფარულ ოპერაციებს შორის გამიჯვნის მიზნით, დანაშაულის წაქეზება განსაზღვრა, როგორც სიტუაცია, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების ან უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები ან მათი ინსტრუქციებით მოქმედი სხვა პირები არ შემოიფარგლებიან მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის პასიური გამოძიებით, არამედ მტკიცებულებების მოძიებისა და წარმოების დაწყების მიზნით ისეთ ზემოქმედებას ახდენენ სუბიექტზე, რომ იგი ხელს უწყობს ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პუნქტი 55;) სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ სამართალდამცავი ორგანოების ან/და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მოქმედებდნენ თვითინ ან მათი ინსტრუქტაჟით მოქმედებდა პირი, ვისგანაც ს------ ზ---------მ, შესაძლოა, შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები. საყურადღებოა, რომ ს------ ზ---------ს არ მოუხდენია ამ პირის იდენტიფიცირება. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თუკი მოდავე მხარე ვერ ან არ ახდენს იმ პირის იდენტიფიცირებას, ვისაც დანაშაულის შესაძლო პროვოკაციაში თავად ადანაშაულებს, შეუძლებელია სასამართლომ მატერიალური ტესტით ამ ვირტუალური წამქეზებილს მოქმედებები შეაფასოს და შეფასება უნდა შეწყვიტოს. თუმცა, მიუხედავად ამ მოცემულობისა, აპელანტის სამართლიანი დაკმაყოფილებისთვის, სასამართლო განაგრძობს შეფასებას.
იმის დადგენისას, იყო თუ არა გამოძიება „ძირითადად პასიური“ ხასიათის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შეისწავლის ფარული ოპერაციის განმაპირობებელ მიზეზებს, და სახელისუფლებო ორგანოების წარმომადგენლების ქცევას, კერძოდ: სასამართლო ადგენს ობიექტური ეჭვის არსებობას იმის თაობაზე, რომ მომჩივანი დანაშაულებრივ საქმიანობაში იყო ჩართული ან გააჩნდა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის განზრახვა. (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Bannikova v. Russia, პუნქტი 38;) აღსანიშნავია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებამდე უნდა არსებობდეს ობიექტური ეჭვი და არა ზოგადი ინფორმაცია დანაშაულში პირის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ, თუმცა არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილება, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განმცხადებლის წინასწარგანწყობა შესაძლოა, ასევე დაადასტუროს მისმა ქმედებებმა უშუალოდ საგამოძიებო ოპერაციის მსვლელობისას და არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენის წინასწარი განწყობის დადასტურების შესაძლებლობა ასეთი ფორმით (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Toran and Schymik v. Romania, პუნქტი 58; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2004 წლის 6 აპრილის განჩინება საქმეზე Shannon v. the United Kingdom , განაცხადი N67537/01 .)
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მატერიალური ტესტის ფარგლებში თავდაპირველად უნდა შეფასდეს, იყო თუ არა ს------ ზ--------- დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული ან გააჩნდა თუ არა წინასწარგანწყობა დანაშაულის ჩასადენად, ვიდრე დაიწყებოდა ფარული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული პირველი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამ საკითხზე (დანაშაულებრივი საქმიანობისა და დანაშაულის ჩადენის წინასწარგანწყობის არსებობას) ითხოვს მსჯელობას, ს------ ზ---------ს საქმესთან სრულად რელევანტური არ არის, ვინაიდან აღნიშნული კრიტერიუმი გამოყენებულ უნდა იქნას ისეთ შემთხვევებში, როდესაც ბრალდებულთან პირდაპირი და მიზანმიმართული კავშირი ხდება ოპერატიული თანამშრომლის მიერ, რათა გამოავლინოს დანაშაული, ან თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ოპერატიული თანამშრომელი შუამავლის მეშვეობით მიზანმიმართულად და აშკარად მოქმედებს დანაშაულის გამოვლენის მიზნით, როგორც ეს ,,რამანაუსკასის“ (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania.) საქმეში განხორციელდა. არსებითად განსხვავებული ფაქტობრივი მოცემულობა გვაქვს ს------ ზ---------ს შემთხვევაში, როდესაც უშუალოდ ს------ ზ---------სთან დაკავშირება არ მომხდარა ოპერატიული თანამშრომელის მიერ, მისი მოთხოვნით ან სურვილით. მოცემულ საქმეში ასეთი კავშირი გამოძიების ფარგლებში ოპერატიული თანამშრომლის მხრიდან საერთოდ არ დასტურდება. თავად ს------ ზ---------ს ჩვენება მთლიანად გამორიცხავს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რაიმე ზეწოლას დანაშაულის ჩასადენად და ცალსახად ადასტურებს, რომ მას არათუ გააჩნდა წინასწარი განწყობა დანაშაულის ჩადენის თაობაზე, არამედ აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობა წარმოადგენდა მისი შემოსავლის წყაროს საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდეც, ვინაიდან იგი დაკავებულია 2018 წლის მაისში, ნარკოტიკული საშუალებების კონკრეტულ ლოკაციებზე განთავსების პირველი ეტაპი კი მან დაიწყო იმავე წლის მარტში და ასეულობით ლოკაციაზე განათავსა ნარკოტიკული საშუალებები, რაც ამოღებული იქნა საგამოძიებო მოქმედებების დროს. უტყუარად არ დასტურდება არც ის გარემოება, რომ ს------ ზ---------მ ვერ გაუძლო დედის ჯანმრთელობის და მძიმე ფინანსური მდგომარეობის ფონზე დაუდგენელი პირის მიერ სოციალური ქსელით განხორციელებულ ინტენსიურ ზეწოლას და ჩაერთო დანაშაულებრივ საქმიანობაში, ვინაიდან თავად მისი ჩვენებით ირკვევა, რომ რაიმე სახის უკანონო, რეალური ზეგავლენა მასზე არ განხორციელებულა და იგი მოქმედებდა საკუთარი სურვილით, სოლიდური ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. ამასთან, მეტად არადამაჯერებელია საუბარი ასეთ ინტენსიურ და მიზანიმართულ ზეწოლაზე იმ პირის მხრიდან, რომელსაც ს------ ზ---------, მისივე მტკიცებით, რეალურად არც კი იცნობდა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტაცია ს------ ზ---------ს დანაშაულის ჩადენაში წაქეზების შესახებ არ არის საფუძვლიანი და სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, გაიზიაროს დაცვის მხარის ეს ვერსია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა აღნიშნულ საკითხზე სიღრმისეული მსჯელობა და დანაშაულის წაქეზების ფაქტი არ დადასტურდა.
სააპელაციო პალატამ სიღმისეულად გააანალიზა აპელანტის მიერ წარმოდგენილი ძირეული არგუმენტები და მიაჩნია, რომ არ არსებობს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ საფუძველს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაცხადებული პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სააპელაციო პალატამ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ს------ ზ---------მ საქართველოში ყოფნის პერიოდში (2018 წლის 18 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით, 22 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით და 17 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით) შეიძინა ნარკოტიკული ნივთიერება - 20,09 გრამი ალფა - პვპ (a-PVP), დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება - 0,925 გრამი მეტამფეტამინი (მარილი) და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები - 15,45 გრამი მდმა (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და 117,4674 გრამი ტეტრაჰიდროკანაბინოლი. ამ ნარკოტიკული ნივთიერებებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას - 7,3690 გრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლს ინახავდა პირადად, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას - 32,2568 გრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლს ინახავდა დროებით საცხოვრებელ სახლში, ხოლო 77,8416 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ტეტრაჰიდროკანაბინოლი, დიდი ოდენობით - 20,09 გრამი ალფა-პვპ (a-PVP), განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 15,45 გრამი მდმა (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და 0,925 გრამი მეტამფეტამინი (მარილი) დააფასოვა პაკეტებად და გასაღების მიზნით მოათავსა სხვადასხვა ადგილებში მიწაში ამოთხრილ სპეციალურად მონიშნულ 147 ადგილზე. ქმედების კვალიფიკაციაზე პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
5. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ ს------ ზ---------ს მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, მისი სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის განხილვა და საბოლოოდ პირის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა სწორედ ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით კრიმინალიზებულია, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.
ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენაში, შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება, გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის დაუფლებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას - აღნიშნული დანაშაული დასრულებულია, როდესაც გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, რაც შეიძლება გამოიხატოს სასყიდლიან გადაცემაში, გაჩუქებაში, სხვა ნივთში გაცვლაში და სხვა, რასაც დანაშაულის კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში, სხეულში ან სხვაგვარად. იმავე მუხლის ,,წ“ პუნქტის თანახმად გასაღება ეს არის - სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა.
რაც შეეხება ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს, დიდი და განსაკუთრებით დიდ ოდენობას, სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არა მარტო ნარკოტიკული საშუალების წონა და ოდენობა, არამედ მისი თვისება, ზემოქმედების უნარი ადამიანის ორგანიზმზე. ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა განსაზღვრულია ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით, რომელშიც ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №1-ში, ჰორიზონტალური გრაფა №331 არის ,,α-PVP“, ჰორიზონტალური გრაფა №96-ში არის ,,მდმა“, ჰორიზონტალური გრაფა №164-ში არის ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, სია №2-ში, ჰორიზონტალური გრაფა №42 არის ,, მეტამფეტამინი“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
ამდენად, სააპელაციო პალატას ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს------ ზ---------ს ქმედებაში სახეზეა ნარკოტიკული საშუალების, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა - დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა - დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. სახეზეა მითიტებულ დანაშაულთა შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ს------ ზ---------ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ს------ ზ---------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რითიც მსჯავრი დაედო ს------ ზ---------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს ს------ ზ---------ს პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის ანგარებით მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას - წინდახედულობა და სიფრთხილე დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებისას მიუთითებს, რომ მისი ნება იყო მტკიცე და ურყევი, რომ სოლიდური ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ ჩაედინა ასეულობით ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს - დანაშაულის ძალზედ საშიში, შენიღბული ფორმით ჩადენას და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ნარკოტიკების გავრცელების მასშტაბებს, ასევე ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების მრავალფეროვნებას და რაოდენობას, ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დანაშაულის ხასიათს - დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ს------ ზ--------- ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით ახდენდა საქართველოს ტერიტორიაზე. დანაშაულებრივი საქმიანობის წარმოება ერთ სახელმწიფოში, მაგრამ მისი მომზადების, დაგეგმვისა თუ კონტროლის განხორციელება სხვა სახელმწიფოში (დანაშაულებრივი საქმიანობა წარმოებდა საქართველოში, თუმცა მისი მომზადება, დაგეგმა და კონტროლი ბრალდებულის განმარტებით, ხორციელდებოდა რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში) მიუთითებს, რომ სახეზეა სავარაუდო ტრანსნაციონალური დანაშაული, რომელიც დიდ პრობლემებს უქმნის სახელმწიფოსა და საზოგადოებას, ხელს უშლის რა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სახელმწიფოს მიერ მართლწესრიგის დაცვას. ტრანსნაციონალური დანაშაული მოვლენაა, რომელიც საფრთხეს უქმის ნებისმიერი სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ს------ ზ---------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მაქსიმუმი - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან სასამართლოს შეფასებით, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების, დანაშაულებრივი სქემისა და სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ს------ ზ---------ს დანაშაულებრივი ქმედება ისეთი მაღალი საფრთხის შემცველია, რომ მიზანშეწონილია მისი თავისუფლების აღკვეთა, საზოგადოებისგან მისი იზოლირება მაქსიმალური ვადით, რაც შეამცირებს საზოგადოებისათვის იგივე პირის მიერ ზიანის მიყენების რისკს.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ს------ ზ---------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 5 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: ნარკოტიკული ნივთიერებები, ს------ ზ---------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა, ს------ ზ---------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული წებოვანი ლენტის დასაკრობი რგოლები და წებოვანი ლენტის ხვეული, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; ს------ ზ---------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე, მობილური ტელეფონი, ზურგჩანთა, გასაღებები და ბრელოკი, ს------ ზ---------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ლეპტოპი და პასპორტი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს; კომპიუტერული დისკები შენახული უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე მუხლის მ--- ნაწილით, 22-ე მუხლის მ--- ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ სერეი ზ---------ს ადვოკატების მ-----–--------–---–ის და ა-–-----------------–--ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ს------ ზ---------ს მიმართ დარჩეს უცვლელი;
ს------ ზ--------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის მე-19, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე მუხლის მ--- ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს------ ზ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს------ ზ---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 24 მაისიდან.
ს------ ზ---------ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ჩამორთმეული უფლებების ვადა აითვალოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- ნარკოტიკული ნივთიერებები, ს------ ზ---------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა, ს------ ზ---------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული წებოვანი ლენტის დასაკრობი რგოლები და წებოვანი ლენტის ხვეული სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
- ს------ ზ---------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე, მობილური ტელეფონი, ზურგჩანთა, გასაღებები და ბრელოკი, ს------ ზ---------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ლეპტოპი და პასპორტი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;
-
- კომპიუტერული დისკები შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე
მ. თეთრაული