განაჩენი

სისხლის სამართლის 18.10.2019
საქმის ნომერი
330100118002646685
ინსტანცია
თარიღი
18.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100118002646685

საქმე №1ბ/907-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ბესიკ ბუგიანიშვილი

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

მანუჩარ კაპანაძე

 

სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - რ--------------ე;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ს------ მ--–-------- (საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–---------------ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისში, ვ---------–---------------------------------------------------------ში);

 

ადვოკატი - ა-–-------------;

 

დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით და არაერთგზის.

 

თარჯიმანი - ი----------------ე.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2014 წლის 19 თებერვალს, ს------ მ--–-------- გასამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ნასამართლობის გაქარწყლებამდე კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ:

 

2018 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 16:30 საათზე, ს------ მ--–-------- სტუმრად იმყოფებოდა თ---–-------–----–----–---------------------------ში მდებარე ი-------–---–---ს საცხოვრებელ სახლში, სადაც დანის გამოყენებით თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით თავს დაესხა ი-------–---–---ს, თმებში სწვდა ხელით, დანა მიადო ყელზე და სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით მუქარით მოსთხოვა თანხის გადაცემა, რის შემდეგაც დაეუფლა ი-------–---–---ს საფულეში მოთავსებულ თანხას 856 ლარს და „ლენოვოს“ ფირმის მობილურ ტელეფონს და დატოვა შემთხვევის ადგილი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–--იის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ს------ მ--–--------მ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2014 წლის 19 თებერვალს, ს------ მელნიშენკო გასამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ნასამართლობის გაქარწყლებამდე კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ:

 

2018 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 16:30 საათზე, ს------ მ--–-------- სტუმრად იმყოფებოდა ქ.თ---–-------–----–----–---------------------------ში მდებარე ი-------–---–---ს საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით, აშკარად დაეუფლა ი-------–---–---ს კუთვნილ „ლენოვოს“ ფირმის მობილურ ტელეფონს და დატოვა შემთხვევის ადგილი.

 

ს------ მ--–--------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

 

ს------ მ--–-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კო-–--იის 2014 წლის 19 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კო-–--იის 2014 წლის 19 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს------ მ--–--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–--იის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ--------------ემ, ასევე მსჯავრდებულმა ს------ მ--–--------მ და მისმა ადვოკატმა ა-–-------------მ.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

ბრალდების მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–--იის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენი არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისი იყო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ს------ მ--–--------ს ქმედების ყაჩაღობად მიჩნევისთვის. დაზარალებულ ი-------–---–---ს განმარტებით, მას შემდეგ რაც ს------ მ--–--------მ დაინახა, სად შეინახა ი-------–---–---მ ფულადი თანხა, ს------ მ--–-------- გავიდა სხვა ოთახში და როდესაც დაბრუნდა ხელში ეჭირა დანა, მარცხენა ხელით მოქაჩა თმაზე, მარჯვენა ხელით კი ყელზე მიადო დანა და მოსთხოვა 300 ლარის გადაცემა, რაზეც დაზარალებულმა უთხრა უარი. აღნიშნულის შემდეგ, ს------ მ--–--------მ მიიყვანა ი-------–---–--- იმ კომოდთან სადაც თანხა ინახებოდა და თეთრ საფულეში იპოვა 856 ლარი, ხოლო კიდევ ერთი ლარი აიღო კომოდის ზედაპირიდან, ასევე აიღო ლენოვოს ფირმის მობილური ტელეფონი და წავიდა. აღნიშნული ნივთები, ი-------–---–---ს მოთხოვნის მიუხედავად მას არ დაუბრუნებია. აღნიშნული ფაქტები გამტკიცებულია, არა მარტო დაზარალებულის ჩვენებით, არამედ, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებითაც, კერძოდ 2018 წლის 9 აგვისტოს ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ს------ მ--–--------სგან ამოღებულ იქნა ლენოვოს ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ეკუთვნოდა ი-------–---–---ს. 2019 წლის 09 აგვისტოს დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ვაჟაფშაველას გამზირი N47, ბინა 92-ში ექსპერტების მონაწილეობით მისაღებ ოთახში არსებული კომოდის ზედა უჯრის სახელურიდან ამოღებულ იქნა ანაწმენდები, ამავე უჯრიდან ტყავის საფულე, სამზარეულოს მაგიდიდან კი ერთი ცალი მოყავისფრო ფერის დანა. ნიმუშის აღების ოქმით დადგინდა, რომ ს------ მ--–--------სგან ექსპერტის მიერ აღებულ იქნა ბიოლოგიური ნიმუში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კი საქმეზე დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც დადგინდა, რომ: 1. საძინებელი ოთახის კარადის ზედა პირველი უჯრის სახელურიდან აღებული გენეტიკური პროფილი ეკუთვნოდა ს------ მელნიჩენსკოს, 2. ამოღებული საფულის გარე ზედაპირზე არსებული გენეტიკური პროფილი ეკუთვნოდა ს------ მ--–--------ს 3. ამოღებულ დანაზე არსებული გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ს------ მ--–--------ს. მოცემულ ემთხვევაში აშკარაა, რომ გარდა დაზარალებულის ჩვენებისა არსებობს რამდენიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ს------ მელნიჩენსკოს მიერ ყაჩაღობის ჩადენაზე.

 

დაცვის მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–--იის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან გონივრულს ეჭვს მიღმა არ დადასტურებულა ო-–-- მ--–--------ს მიერ დანაშაულის ჩადენა. სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბრალდების ნაწილში სასამართლომ არ ჩათვალა დაზარალებულის ჩვენება სანდო და უტყუარ მტკიცებულებად და ფაქტიურად გაიზიარა ბრალდებულის ჩვენება (სხვა პირადაპირი მტკიცებულებები კი საქმეში არ მოიპოვება), ამასთან სასამართლომ შესაბამისი საფუძვლის გარეშე გაიზიარა დაზარალებულის ჩვენება, რომ თითქოს ს------ მ--–--------მ დაზარალებულის მობილური ტელეფონი წაიღო მისი ნების საწინააღმდეგოდ. სასამართლომ სათანადო შეფასების გარეშე დატოვა მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის ჩამოყალიბებული ახლო მეგობრული ურთიერთობა, რომელიც მათი ჩვენებებით უტყუარად დადასტურებულია, ისინი მიდიოდნენ ერთმანეთის ბინაში, სადაც რჩებოდნენ ღამისთევით, და საათობით საუბრობდნენ სხვადასხვა თემებზე, ხვედებოდნენ ხშირად ერთმანეთს ქალაქში, ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს ხშირად მობილური ტელეფონით და ინტერნეტის მეშვეობით. შემთხვევის დღეს ს------ მ--–--------მ მართალია დაზარალებულის მობილური ტელეფონი წაიღო ამ უკანასკნელის ბინიდან, მაგრამ მას აღნიშნული მობილური ტელეფონის მისაკუთრების მიზანი არ ჰქონია. მას ტელეფონი სჭირდებოდა საზღვარგარეთ დასარეკად, ამასთნ, ვინაიდან ი-------–---–---სთან კამათი მოუვიდა შემთხვევის დღეს, მეორე დღისათვის ის მიიპატიჟა თავის ბინაში, შერიგების მიზნით და ტელეფონის წასაღებად. თუ ი----ა არ მივიდოდა მასთან ბინაში მსჯავრდებული რა თქმა უნდა თვითონ მიუტანდა მას თავის მობილურ ტელეფონს. სასამართლომ მსჯავრდებულის აღნიშნული ჩენება არ გაიზიარა, რისი საფუძველიც საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე არ გააჩნდა. მართალია, ი-------–---–---ს ჩვენება გამოირჩევა ფაქტების შეგნებულად დამახინჯებით, მაგრამ მისი ჩვენების ობიექტურად შეფასების შემთხვევაში მობილური ტელეფონის ს------ მ--–--------ს მხრიდან დაუფლების ფაქტზე არ იძლევა საფუძველს მსჯავრდებულის დასადანაშაულებლად. კერძოდ, სასამართლოს მოსაზრებით ი-------–---–---ს თანხმობა არ განუცხადებია ს------ მ--–--------სთვის, რომ მას წაეღო მისი მობილური ტელეფონი. ზემოაღნიშნული მოსაზრება არსებით წინააღმდეგობაშია ი-------–---–---ს ჩვენებასთან, რომელმაც ბრალდებულს უთხრა ტელეფონის წაღებისას, რომ ტელეფონი უნდა დაებრუნებინა მეორე დღის შუადღემდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მიმართავდა პოლიციას. ამდენად, ი-------–---–---, მისი ჩვენებიდან გამომდინარე არ იყო წინააღმდეგი, მისი ტელეფონი წაეღო ს------ მ--–--------ს მეორე დღის შუადღემდე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში იმსჯელებს აპელანტების საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ იზიარებს ან არ იზიარებს მათ.

 

4. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ბრალდების მხარის მტკიცებულების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, იძლევა თუ ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას ეს მტკიცებულებები და აკმაყოფილებს თუ არა მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.

 

დაზარალებულ ი-------–---–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თ---–--–-----–----–----–-----------------------------------------------ში. შემთხვევის დროსაც ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე. ს------ მ--–-------- გაიცნო 2018 წლის თებერვალში სოციალურ ქსელ „Одноклассники“-?? ?????????. თავდაპირველად ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, შემდეგ იჩხუბეს, რის გამოც დაბლოკა და მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდათ. ს------ მ--–-------- რამდენჯერმე დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე და მოუბოდიშა, რის შემდეგაც შეხვდნენ, ხოლო შემდეგ პერიოდულად ხვდებოდნენ ერთმანეთს. 2018 წლის 7 აგვისტოს შეხვდნენ მის სახლთან ახლოს კაფეში, ლუდი მიირთვეს, რის შემდეგ ს------ მ--–--------მ უთხრა, რომ უნდოდა დალევა და ასულიყვნენ მასთან სახლში, რაზეც დათანხმდა და ავიდნენ მასთან სახლში. სახლში ასვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ გაუთავდა სიგარეტი, ს------ს თანდასწრებით გამოაღო კომოდის უჯრა, სადაც თანხას ინახავდა და ამოიღო თანხა. ჩავიდა, შეიძინა სიგარეტი და უკან დაბრუნებულმა ხურდა დადო კომოდის თავზე. ს------ მ--–--------მ დაინახა როგორ ამოიღო თანხა კომოდის უჯრიდან. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო, თუ სად ინახავდა თანხას. მათ მიირთვეს ალკოჰოლური სასმელი, თავად დალია რამდენიმე ჭიქა, რის შემდეგ ს------ მ--–-------- გავიდა, სად არ იცის, სავარაუდოდ საპირფარეშოში ან/და სხვა ოთახში. როდესაც ს------ დაბრუნდა, ხელში ეჭირა დანა, მარცხენა ხელით თმაზე მოქაჩა, მარჯვენა ხელით ყელზე დანა მიადო უკანა მხრიდან, ანუ ის მხარე დაადო, რომელიც არ ჭრის და მოსთხოვა 300 ლარის გადაცემა, რაზეც უთხრა, რომ არ ჰქონდა ფული. ს------ მ--–--------მ თმაზე მოქაჩა და თავისი სხეულით უბიძგა კომოდისკენ, სადაც ინახავდა თანხას. დანა დადო მაგიდაზე, თმაზე ხელი გაუშვა და ორივე ხელით ეძებდა თანხას. კომოდს აქვს ოთხი უჯრა, პირველი უჯრა გამოაღო და დაიწყო საფულეებში ფულის ძებნა, თეთრ საფულეში იპოვა ფული 856 ლარი, ხოლო ერთი ლარი აიღო კომოდის ზედაპირიდან და ჩაიდო ჯიბეში, ასევე აიღო თეთრი ფერის „Lenovo A5000“ ფირმის მობილური ტელეფონი და წავიდა. ს------ მ--–--------ს უთხრა, რომ თანხას და მობილურ ტელეფონს მეორე დღის ორ საათამდე თუ არ დაუბრუნებდა, პოლიციას მიმართავდა. ვინაიდან ს------მ არ დაუბრუნა ნივთები, მეორე დღეს შეატყობინა პოლიციას, რომლებმაც დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი და ამოიღეს თეთრი ფერის საფულე და დანა, რომლებიც დალუქეს და ხელი მოაწერეს. მოწმის განმარტებით, ს------ მ--–--------ს მუქარის შეეშინდა. მოწმის განმარტებით, ს------ მ--–-------- მისი მაღაზიაში ყოფნის დროს სახლში იმყოფებოდა მარტო და მას შეეძლო თავად აეღო თანხა, მაგრამ იმიტომ არ აიღო, რომ იცოდა თავადაც მისცემდა, რადგან მანამდეც მიუცია მისთვის თანხა. ბრალდებული მასთან აღნიშნულ სახლში არასოდეს დარჩენილა, სხვაგან როდესაც ცხოვრობდა, დარჩა მასთან, ვინაიდან მთვრალი იყო და ჩაეძინა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 დეკემბრის ექსპერტის N--------- დასკვნით დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: ,,...ანაწმენდის ნიმუში 2 (ორი) ცალი სტერილურ ჩხირზე აღებული საძინებელ ოთახში კარადის ზედა პირველი უჯრის სახელურიდან...“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი (ობ. N1) ეკუთვნის ს------ მ--–--------ს (ობ. N6; პაკეტი, წარწერით: „... ნერწყვის ნიმუში 1 (ერთ) სტერილურ ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული ს------ ა-–-------------- მ--–--------ს (დაბ. 1---------წ) პირის ღრუდან...“). პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთი) ცალი საფულე (ღია ფერის) მასზე არსებული წარწერებით ამოღებული საძინებელ ოთახში არსებული უჯრებიანი კარადის ზედა, პირველი უჯრიდან...“ მოთავსებულ საფულის გარე ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ. N2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ს------ მ--–--------ს (ობ. N6), ხოლო საფულის შიდა ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ. N3) გენეტიკური პროფილი ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო არაინფორმატიულია. პაკეტში წარწერით: „...1 (ერთი) ცალი დანა ამოღებული სამზარეულო ოთახში არსებული მაგიდის ზედაპირიდან... მოთავსებულ დანაზე არსებული ბიომასალის (ბ. N4,5) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ს------ მ--–--------ს (ობ. N6).

 

ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნანი ნანობაშვილმა.

 

2018 წლის 9 აგვისტოს ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ს------ მ--–--------სგან ამოღებული იქნა თეთრი ფერის „Lenovo“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდებით: 8-----------------------------------

 

2018 წლის 9 აგვისტოს პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა ი-------–---–---მ ამოიცნო მის წინ წარმოდგენილი სამი მამაკაციდან მარჯვნიდან მარცხნივ რიგით მეორე ადგილას მდგომი მამაკაცი - ს------ მ--–--------. იგი არის სწორედ ის მამაკაცი, რომელმაც 2018 წლის 7 აგვისტოს მის საცხოვრებელ ბინაში დანის მუქარით გასტაცა ფულადი თანხა 856 ლარი და „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი. ი-------–---–---მ ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ასაკით, სიმაღლით, აღნაგობით, ხორბლისფერი ოდნავ მოგრძო პირისახით, ოდნავ კეხიანი ცხვირით, საშუალო ზომის წარბებით, თხელი ტუჩებით, ღია ფერის თვალებით, ჭაღარა შემელოტებული მოკლედ შეჭრილი თმით.

 

2018 წლის 9 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა თ---–-------–----–----–--------------------------, რა დროსაც ექსპერტების მიერ მისაღებ ოთახში არსებული კომოდის ზედა უჯრის სახელურიდან ამოღებული იქნა ანაწმენდები სტერილურ ჩხირებზე. ამავე უჯრიდან ამოღებული იქნა მოთეთრო ფერის ტყავის საფულე. სამზარეულოში არსებული მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი მოყავისფრო ფერის ტარიანი დანა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კო-–--იის 2014 წლის 19 თებერვლის განაჩენით: ს------ მ--–-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. ს------ მ--–--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 6 იანვრიდან.

 

2015 წლის 12 ივნისის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დადგენილია, რომ შეწყალებულ იქნა ს------ ა-–-------------- მ--–--------, დაბადებული 1975 წელს, მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კო-–--იის 2014 წლის 19 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა.

 

2015 წლის 23 სექტემბერს ს------ ა-–-------------- მ--–-------- სასჯელის მოხდით განთავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

 

მითითებული განაჩენით დადგენილი ნასამართლობა მას მოხსნილი და გაქარწყლებული არ ჰქონია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ გ-----------–-–---–---------------------–------–-–--------------------------, რომლებმაც ჩვენებით ძირითადად დაადასტურეს მათ მიერ ან/და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ამ მოწმეთა ჩვენებები, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია, სააპელაციო პალატა მათ სიღმისეულად არ მიმოიხილავს.

 

თავად ს------ მ--–--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ი-------–---–--- გაიცნო სოციალური ქსელის მეშვეობით, დაუტოვა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომერი, რის შემდეგ დაუკავშირდა და დაპატიჟა ნაქირავებ ბინაში. 2018 წლის 10 თებერვალს ი----ამ უთხრა, რომ მისულიყო ქ------–--–-----–----–----–------------თან და შემდეგ უკარნახებდა როგორ მისულიყო. ავიდა მასთან, სადაც სუფრა იყო გაშლილი და დარჩა 4 დღე. შემდეგაც ადიოდა და რჩებოდა მასთან, ხან ერთი კვირით, ხან 3 დღით. 2018 წლის 29-30 ივლისს იყო დაზარალებულთან ღამისთევით. ეს ორი დღე სვამდნენ და სიმთვრალეში კამათი მოუვიდათ. კამათის გაგრძელება არ უნდოდა, ჩამოჯდა სავარძელზე და ჩაეძინა. დაზარალებულმა არ გააღვიძა და გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომ ვითომ მის ბინას არ ტოვებდა და მას უნდოდა, რომ დაეტოვებინა ბინა. მან ი-------–---–---ს უთხრა, რომ გაეღვიძებინა და ეთქვა, რომ წასულიყო, რა საჭირო იყო პატრულის გამოძახება, ჩვეულებრივად წავიდა, არც წინააღმდეგობა გაუწევია და არც პრეტენზია გამოუთქვამს. სასმელს სვამდნენ ყველა შეხვედრაზე. 2018 წლის 6 აგვისტოს დილის 11:00 საათზე ი-------–---–---ს მისწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ 30 ლარი სჭირდებოდა და ესესხებინა, რაზეც მან უპასუხა, რომ მისულიყო მასთან. 12:00 საათიდან 12:30 საათამდე შუალედში შეხვდნენ მეტროსთან. ი----ამ უთხრა, რომ ცოტა არაყი ჰქონდა დალეული, ლუდის დალევა უნდოდა და სთხოვა გაყოლოდა დასალევად. წავიდნენ ბარში, თითო კათხა ლუდი დალიეს, მას ვალი ჰქონდა მისაცემი მაღაზიაში და უნდა წასულიყო. ი----ამ უთხრა, რომ რა ეჩქარებოდა, რესტორანში წასულიყვნენ და შემდეგ მისცემდა ვალს. მან უთხრა, რომ რესტორანში არ უნდოდა წასვლა. ი----ას ცუდი სიმთვრალე აქვს, ადრეც იყვნენ 4-ჯერ ერთად რესტორანში და იცოდა, რომ ი-------–---–--- პერსონალთან და გვერდზე მსხდომებთან ჩხუბობდა. მან ი----ას უთხრა, რომ თუ სურდა მასთან სახლში ასულიყვნენ, იქ გაეგრძელებინათ დალევა, ერთი საათი გაჩერდებოდა და შემდეგ წავიდოდა. აიღეს ერთი ბოთლი არაყი, გაშალეს სუფრა, თავადაც აკეთებდა საკვებს, ბინაში როცა რჩებოდა, დალიეს 4 ჭიქა და დააპირა წასვლა, რაზეც ი----ამ უთხრა, რომ არ წასულიყო. აბაზანაში შესვლა უნდოდა და უთხრა შენი პირსახოცი კომოდის უჯრაში დევს და აიღეო. მათ მიირთვეს ალკოჰოლური სასმელი, შემდეგ ორი ბოთლი სასმელი შეიძინეს და დაიწყეს დალევა. მან ი-------–---–---ს უთხრა, რომ მათ არანაირი მომავალი არ ჰქონდათ, რაზეც ი----ა გაბრაზდა და იკამათეს. შემდეგ შერიგდნენ და გააგრძელეს დალევა. მან ი----ას უთხრა, რომ აპირებდა წასვლას, რაზეც ი----ამ უპასუხა, რომ მასთან ერთად სურდა წასვლა. ისინი ერთად წავიდნენ, შევიდნენ მაღაზიაში, უკვე იყო საღამო. ი----ასთან ერთად მივიდა სახლში დაახლოებით 21:00 საათზე, სახლში იმყოფებდნენ მისი დედა და რძალი. დედამისს ი----ასთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა და იცოდა, რომ ი----ას ხვდებოდა, მათ ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, გაიცნეს ერთმანეთი, ცოტა დალიეს. იმ ღამეს ი----ა მასთან დარჩა. დილით, დაახლოებით 07:00 საათზე, გაიღვიძეს, დარჩენილი არაყი დალიეს და ი----ამ თქვა, რომ უნდა წასულიყო. მან უთხრა, რომ გააცილებდა სახლში. ტაქსი გააჩერეს, მივიდნენ საბურთალოზე, აიღეს ისევ არაყი და ავიდნენ ი----ასთან სახლში. სვამდნენ და საუბრობდნენ. საუბრისას ი----ამ უთხრა, რომ ქირის ფული ჰქონდა გადასახდელი, 400 ლარი დააკლდა და სთხოვა დახმარებოდა ამ ფულის მოძიებაში. იგი დაუკავშირდა დედას სახლის ტელეფონით და უთხრა იქნებ ვინმესთვის გამოერთვა ეს თანხა და მაქსიმუმ ორ კვირაში დაუბრუნებდა, რაზეც დედამისმა უარი უთხრა. ამის გამო ი----ა გაბრაზდა და დაუყო ჩხუბი. მან გაშალა სუფრა, დასხდნენ, დალიეს, როგორც საკუთარ სახლში ისე იყო, ისევ დალიეს და ისევ იკამათეს. ეს კამათი გაგრძელდა და იფიქრა, რომ თავს აარიდებდა და დააპირა წასვლა. მან ი-------–---–---ს უთხრა, რომ ტელეფონი სჭირდებოდა, თუმცა არ უთქვამს რისთვის, რაზეც ი----ას არაფერი არ უთქვამს. შემდეგ ი----ას უთხრა, ვიცი ტელეფონი გჭირდება და ხვალ მოდი, სალაპარაკო მაქვსო. მან წაიღო ტელეფონი და წავიდა. ტელეფონი იმიტომ აიღო, რომ ბელორუსიაში ჰქონდა დასარეკი. მან ჩათვალა, რომ ტელეფონის აღების უფლება ჰქონდა, მათი ურთიერთობიდან გამომდინარე. მისი ანაბეჭდებიც იმიტომ ამოვიდა, რომ უფლება ჰქონდა მიცემული, რომ არ გაეღვიძებინა ი----ა და ჩასულიყო მაღაზიაში, თუ რამე დასჭირდებოდა. შემდეგ წავიდა სახლში. მეორე დღეს ორი ადამიანი დაუკავშირდა და „ლ---–-“ იკითხეს. მან უთხრა, რომ ი----ას ტელეფონი დარჩა და ან მოგვიანებით დაერეკათ, ან როცა ი----ა მივიდოდა ეტყოდა და გადაურეკავდა. ტელეფონი სახლში მიტანის შემდეგ ჩართული ჰქონდა. მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, ჰკითხეს სად ჰქონდა მობილური ტელეფონი, მან გამოიტანა ტელეფონი და გადასცა მათ. შემდეგ სთხოვეს პოლიციის განყოფილებაში გაყოლა, რასაც იგი დაემორჩილა. პოლიციის განყოფილებაში დაიკითხა და მისცა ჩვენება.

 

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სააპელაციო პალატასაც უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ს------ მ--–-------- ნამდვილად დაეუფლა დაზარალებულის მობილურ ტელეფონს, რომელიც მოგვიანებით იქნა მისგან ამოღებული.

 

დაცვის მხარის მტკიცებით, ს------ მ--–--------ს მობილური ტელეფონის მისაკუთრების მიზანი არ ჰქონია და მეორე დღეს უნდა დაებრუნებინა დაზარალებულისთვის, ხოლო ბრალდების მხარის მტკიცებით ს------ მ--–-------- თავს დაესხა დაზარალებულს და დანის მუქარით გასტაცა ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, იმის დასადასტურებლად, რომ ს------ მ--–-------- დანის გამოყენებით დაესხა თავს ი-------–---–---ს და გასტაცა მას მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ ი-------–---–---ს ჩვენება, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 დეკემბრის ბიოლოგიურ-გენეტიკური ექსპერტის N--------- დასკვნა, 2018 წლის 9 აგვისტოს ამოღების ოქმი, 2018 წლის 9 აგვისტოს პირის ამოცნობის ოქმი.

 

სააპელაციო პალატას სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ დანაშაულის ჩადენის ადგილის (დახურული სივრცე), ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბრალად წარდგენილი ქმედების განხორციელების დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მხოლოდ ი-------–---–--- და ს------ მ--–--------, სასამართლო გულდასმით შეაფასებს დაზარალებულის ჩვენების სანდოობას, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია.იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

ამდენად, უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სტანდარტის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ შეაფასა დაზარალებულ ი-------–---–---ს ჩვენება, რომელიც თავის მხრივ არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი, სრულ თანხვედრაშია გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნასთან და არ არსებობს ობიექტური საფუძველი მის სანდოობაში ეჭვის შესატანად. დაზარალებულის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ ს------ მ--–-------- დანის გამოყენებით ემუქრებოდა, უტყუარად არის დადასტურებული გენეტიკური ექსპერტის დასკვნით, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დანაზე ცალსახად არის ს------ მ--–--------ს გენეტიკური კვალი. დაზარალებულის ჩვენებას სანდოობას მატებს ის გარემოება, რომ ს------ მ--–--------ს გენეტიკური კვალი აღმოჩენილია სწორედ იმ კარადის უჯრაზე, რომელზეც დაზარელბული უთითებდა, რომ შენახული ჰქონდა ფულადი თანხა, რომელიც ს------ მ--–--------მ გასტაცა და ამავე უჯრაში მოთავსებულ საფულზე.

 

სააპელაციო პალატას სურს აღნიშნოს კონკრეტული მტკიცებულების მაღალი სტანდარტი, რაც სისხლის სამართლის საქმეში ენიჭება "დნმ"-ის (გენეტიკური პროფილის) კვალის არსებობას და ამ მტკიცებუელბის წონას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საყურადღებო იყო ის ფაქტი, რომ ბრალდებულის "დნმ" არ იყო აღმოჩენილი დაზრალებულისგან ამოღებულ ძირითად ნივთმტკიცებაზე. ეს იყო ის გარემოება, რომლის საფუძველზედაც ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული ყველა სხვა მტკიცებულება არ იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის ბრალდებულის ბრალეულობის დასადგენად. აღნიშნულის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ბრალდებულმა ვერ ისარგებლა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, როგორც ეს გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Vronchenko v. Estonia no. 59632/09 2013 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება §19, 64 და 66). ამდენად, თვალნათელია, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო "დნმ"-ის მტკიცებულებას პირის ბრალეულობის დასაბუთებისთვის. "დნმ"-ის ექსპერტიზით დადგენილი მონაცემები გაცილებით უტყუარია და ითვლება უალტერნატივო საშუალებად დანაშაულის ჩამდენი პირის დასადგენად.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულ ი-------–---–---ს ჩვენება, თავის მხრივ იყო თანმიმდევრული, ცალსახად და დამაჯერებლად აღწერდა დანაშაულის დეტალებს და სრულ თანხვედრაშია როგორც გენეტიკური ექსპერტის დასკვნასთან, ასევე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული სხვა მტკიცებულებებთან, როგორიც არის ამოცნობის ოქმი, ამოღების ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცება და მცირედი უზუსტობები, რაც შეინიშნება დაზარალებულის მონათხრობში, მათ შორის ს------ მ--–--------ს წარსულში მის სახლში ვიზიტთან დაკავშირებით, შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით, მთლიანობაში ვერ დაუკარგავს მას სანდოობას. მითუფრო, როდესაც დაზარალებულმა ცალსახად დაადასტურა ის გარემოება, რომ ნივთებზე, სადაც აღმოჩენილია ს------ მ--–--------ს გენეტიკური კვალი, საყოფაცხოვრებო მიზნით არასდროს ჰქონია ამ უკანასკნელს შეხება.

 

ამასთან, რაიმე სახის მტკიცებულება, რაც სააპელაციო პალატას გაუჩენდა გონივრულ ეჭვს დაზარალებულის შესაძლო მიკერძოების ან ო-–-- მ--–--------ს მიმართ რაიმე სახის არაჯანსაღი ინტერესის თაობაზე, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ს------ მ--–--------ს მიერ ი-------–---–---ზე ყაჩაღური თავდასხმის განხორციელების ფაქტი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ყაჩაღობის დასადასტურებლად ფაქტობრივად წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ერთი მტკიცებულება დაზარალებულის ჩვენების სახით, თუმცა უტყუარად დადასტურდა ს------ მ--–--------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზირებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ურთიერთგამომრიცხველ პოზიციას, როდესაც დაზარალებულის ჩვენება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ თანხვედრაში იყო გენეტიკური ექსპერტის დასკვნასთან არ გაიზიარა ს------ მ--–--------ს მიერ ი-------–---–---ზე დანით თავდასხმის და ნივთების გატაცების ნაწილში და აღნიშნა, რომ დაზარალებულის ჩვენება არასაკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, თუმცა ამავდროულად სწორედ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე დასდო მსჯავრი ს------ მ--–--------ს მობილური ტელეფონის აშკარა გატაცებაში.

 

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ცალმხრივ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ს------ მ--–--------ს გენეტიკური კვალის არსებობა ი-------–---–---ს ბინაში არსებულ საგნებზე შესაძლოა განაპირობა ამ უკანასკნელის ვიზიტებმა დაზარალებულის სახლში, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ ს------ მ--–--------ს გენეტიკური კვალი აღმოჩენილია სწორედ იმ საგნებზე, რომლებზეც დაზარალებულმა მის ჩვენებაში მიუთითა და ამასთან გამორიცხა ს------ მ--–--------ს საყოფაცხოვრებო მიზნით ამ საგნებთან რაიმე სახის კონტაქტი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ო-–-- მ--–-------- სწორედ დანის მუქარით დაეუფლა ი-------–---–---ს საფულეში მოთავსებულ თანხას 856 ლარს და „ლენოვოს“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რომლის დაუფლების უფლება მისთვის ი-------–---–---ს არ მიუცია.

 

სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს, დაცვის მხარის არგუმენტს, თითქოს ი-------–---–--- არ იყო ნივთის გადაცემის წინააღმდეგი და თავადვე დაადასტურა, თუკი ს------ მ--–-------- მეორე დღემდე არ დაუბრუნებდა მობილურ ტელეფონს, დაემუქრა, რომ პოლიციას მიმართავდა, რადგან პირიქით, ამ სიტყვებით აშკარად ჩანს ი-------–---–---ს პოზიცია და მის მიერ გაწეული წინააღმდეგობა, რომელსაც ნამდვილად ჰქონდა ადგილი, რადგან დაზარალებულს არ სურდა მისი ნივთის გადაცემა და გააფრთხილა დამნაშავე, რომ სამართალდამცავებს მიმართავდა, რაც ფაქტის ობიექტურად შეფასებისას არამც და არამც არ შეიძლება გაგებული იქნეს როგორც დაზარალებულის თანხმობა.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ს------ მ--–--------მ 2018 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 16:30 საათზე, თ---–--–-----–----–----–---------------------------ში, ი-------–---–---ს საცხოვრებელ სახლში, დანის გამოყენებით თავს დაესხა ი-------–---–---ს, თმებში სწვდა ხელით, და სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცა 856 ლარი და „ლენოვოს“ ფირმის მობილურ ტელეფონი, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–--იის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენი გასაჩივრებულია როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მიერ ს------ მ--–--------ს მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა. ამდენად, უნდა შეფასდეს ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულების შინაარსობრივი მხარე, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება თითოეული მათგანით და ერთობლივად რა ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ისინი.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ყაჩაღობისთვის. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ანდა ასეთი ძალადობის მუქარა, რომელიც უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. ამასთან დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან საფუძვლიანი ეჭვი უნდა გაუჩნდეს, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მუქარა რეალიზებული იქნება. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს საკუთრების უფლებას და ადამიანის ჯანმრთელობას, შესაბამისად ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია, როგორც საკუთრების უფლება, ისე ადამიანის ჯანმრთელობა. სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - ჩადენილი არაერთგზის.

 

არაერთგზის დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

ამდენად, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ს------ მ--–-------- დანის გამოყენებით თავს დაესხა ი-------–---–---ს, თმებში სწვდა ხელით, და სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცა 856 ლარი და „ლენოვოს“ ფირმის მობილურ ტელეფონი, სახეზეა დანაშაულის - ყაჩაღობაб ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის, შემადგელობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ს------ მ--–--------ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–--იის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ს------ მ--–--------ს მიმართ უნდა შეიცვალოს და ს------ მ--–-------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ს------ მ--–--------ს სასჯელის სახით უალტერნატივოდ ითვალისწინებს რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ჩადენის ანგარებით მოტივსა და სხვისი ნივთის დაუფლების მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დამნაშავის მყარ სურვილს ჩაედინა დანაშაული, მიუხედავად დაზარალებულის წინააღმდეგობისა და გაფრთხილებისა, რომ მიმართავდა სამართალდამცავებს), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (დანის გამოყენებით დაზარალებულზე თავდასხმა) ასევე მის პიროვნებას (საქმეში არსებული მტკიცებულებები მსჯავრდებულის უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა), ასევე მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ზიანი ნაწილობრივ ანაზღაურებულია, ვინაიდან მობილური ტელეფონი ამოღებულია და დაუბრუნდება კანონიერ მფლობელს) და მიიჩნევს, რომ ს------ მ--–--------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ამასთან, გასათვალსიწინებელია, რომ ს------ მ--–--------მ განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

ამდენად, ს------ მ--–--------ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, რა დროსაც ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: ს------ მ--–--------სგან ამოღებული მობილური ტელეფონი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული საფულე, რომელებიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ი-------–---–---ს; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები, დანა და ს------ მ--–--------ს ბიოლოგიური ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ რ--------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ს------ მ--–--------სა და მისი ადვოკატის ა-–-------------ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–--იის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენში;

 

ს------ მ--–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კო-–--იის 2014 წლის 19 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კო-–--იის 2014 წლის 19 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს------ მ--–--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

 

ს------ მ--–--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 9 აგვისტოდან.

 

ს------ მ--–--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

- ს------ მ--–--------სგან ამოღებული მობილური ტელეფონი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული საფულე, რომლებიც ინახება შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ი-------–---–---ს.

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები, დანა და ს------ მ--–--------ს ბიოლოგიური ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ბესიკ ბუგიანიშვილი

 

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

 

მანუჩარ კაპანაძე