განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001978465
საქმე №1ბ/1363-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 ოქტომბერი, 2019 წელი ქ-------–--ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის:
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - ლელა ბახტაძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ------–--------;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - დ---------------ე (დაბადებული - 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, მცხოვრები: ქ.-------------------–----–------–------------------------------------ში);
სასჯელი: ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით;
გამართლებული გ--------------–-- (დაბადებული - 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ზ------------------–-------–---–---------–-------–----------------–-);
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები.
დისპოზიცია: სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2----–-–----------ს ქ-------–--ში, ლ--------------------------------ში მდებარე, მ-----------–-–---ს საცხოვრებელ ბინაში, მასთან ქირავნობის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, დროებით მცხოვრები დ---------------ე და გ--------------–--, მოქმედებდნენ რა საერთო განზრახვით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ამავე საცხოვრებელი ბინიდან მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს მათსავე მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, მ-----------–-–---ს კუთვნილი ,,ჰიტაჩის“ მარკის მაცივარი, რომელიც სალომბარდო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ქ------–--–-----------------------ში მდებარე ინდ. მეწარმე ,,------------–---–ის“ ლომბარდს. აღნიშნული ქმედებით მ-----------–-–---ს მიადგა 450 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა გ--------------–--ს მიერ მ-----------–-–---ს კუთვნილი მაცივრის მითვისების ფაქტი.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2----–-–----------ს დ---------------ემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მ-----------–-–---ს კუთვნილი ,,ჰიტაჩის“ ფირმის მაცივარი, კერძოდ, სალომბარდო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ქ-------–--ში, კ-------------------ში მდებარე ინდ. მეწარმე ,,------------–---–ის“ ლომბარდს. აღნიშნული ქმედებით მ-----------–-–---ს მიადგა 450 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენით:
გ--------------–-- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
დ---------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
დ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დ---------------ეს დამატებით სასჯელად დაეკისრა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ: თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ------–--------მ.
4. მხარეთა პოზიციები:
აპელანტის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი და უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ--------------–--მ და დ---------------ემ ჩაიდინეს მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, გ--------------–--ს და დ---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენას. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შესაფება მისცა მსჯავრდებულ დ---------------ის ქმედებას, მართებულად არ იმსჯელა გ--------------–--ს ქმედებაზე, ამასთან, დ---------------ის მიმართ გამოიყენა შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელი ვინაიდან მოსამართლემ სრულად არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, სპეციფიკა და მსგავსი ხასიათის დანაშაულის შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მეორე მხარის - გამართლებული გ--------------–--ს პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინიდან, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო მსჯავრდებულ დ---------------ის პოზიციის მას არ ჰქონია ნივთის მითვისების და მითუფრო გასხვისების მიზანი.
5. მტკიცებულებების ერთობლიობა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სააპელაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ასევე რამდენად ქმნის მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2----–-–----------ის შემთხვევის ადგილის (საცხოვრებელი ბინის) დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ-------–--ის ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს მე-7 განყოფილების გამომძიებელ გ-------–---–---–ის მიერ, ექსპერტების - თ-------------–-–---–ისა და გ-----------ის მონაწილეობით, დაზარალებულ მ-----------–-–---ს თანდასწრებით დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, მდებარე ქ-------–--ში, ლ-----------------------------------------ში. მ-----------–-–---მ მიუთითა ადგილზე, სადაც განთავსებული იყო მაცივარი, რომელიც ოქმის თანახმად, ბინიდან არის გატანილი. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.
გამომძიებელმა გ-------–---–---–მა და ექსპერტმა გ-----------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე.
მოცემული მტკიცებულებებით დასტურდება საგამოძიებო მოქმედების - შემთხვევის ადგილის დათვალიერების კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ჩატარება, შემთხვევის ადგილზე ნივთების განლაგება და ის გარემოება, რომ სადავო მაცივარი შემთხვევის ადგილზე განთავსებული არ არის.
დაზარალებულმა მ-----------–-–---მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 5 მაისს დ---------------ეს და გ--------------–--ს მიაქირავა მისი კუთვნილი ბინა მდებარე ქ-------–--ი, გ---------------------------------------ში. საცხოვრებელ ბინაში სხვა ავეჯთან და ტექნიკასთან ერთად განთავსებული ჰქონდა ,,ჰიტაჩის“ ფირმის მაცივარი. ბინის გაქირავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაუკავშირდა გ--------------–--ს დედა, რომელმაც უთხრა, რომ დავალიანების გამო ბინაში ელექტრო ენერგია იყო გამორთული და სთხოვა თანხის გადახდა. ქალბატონს სთხოვა, რომ თავად გადაეხადათ კომუნალური გადასახადები, რასაც ბინის ქირას გამოაკლებდა. დაზარალებულის განმარტებით, მისთვის უცნობი იყო, რომ წინა მდგმურებმა დატოვეს გადაუხდელი კომუნალური გადასახადი. პოლიციისგან შეიტყო, რომ გ--------------–--მ და დ---------------ემ დაქირავებული ბინიდან გაიტანეს მისი კუთვნილი ,,ჰიტაჩის“ ფირმის მაცივარი და ლომბარდში ჩააბარეს. დაზარალებულმა დაადასტურა, გამომძიებლის და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილოებით, ქ-------–--ი, გ---------------------------------------ში მდებარე მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ფაქტი. მ-----------–-–---ს განმარტებით, გამომძიებელს წარუდგინა მაცივრის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაცია, რომელიც დაემთხვა ლომბარდიდან ამოღებული მაცივრის მონაცემებს. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ბინა გ--------------–--ზე და დ---------------ეზე ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ჰქონდა გაქირავებული. კომუნალური გადასახადის დავალიანების სანაცვლოდ მაცივრის ლომბარდში ჩაბარების უფლება ბრალდებულებისთვის არ მიუცია (არც წერილობით და არც ზეპირად) და აღნიშნულ საკითხზე მათ შორის კომუნიკაცია არ შემდგარა.
მოწმე ნ-------–---მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობდა ქ-------–--ში, კოსტავას 75 ნომერში მდებარე ინდ. მეწარმე ,,------------–---–ის“ ლომბარდში ოპერატორად. 2----–-–----------ს მასთან მივიდა კლიენტი (როგორც შემდეგ გაირკვა დ---------------ე) და დასალომბარდებლად მიუტანა ,,ჰიტაჩის“ ფირმის მაცივარი. დ---------------ეს მისთვის მაცივრის შესახებ დოკუმენტაცია არ წარუდგენია. მოწმის განმარტებით, შეამოწმა მაცივარი, დ---------------ესთან გააფორმა სალომბარდე ხელშეკრულება და გადასცა 250 ლარი. ლომბარდში დადგენილი წესის შესაბამისად, დ---------------ის მიერ მიტანილი მაცივარი შეფასდა 250 ლარად, მისი ღირებულების მესამედ ფასად. ურთიერთობა ჰქონდა მხოლოდ დ---------------ესთან. ბრალდებულს მაცივრის მიტანაში ვინმე ეხმარებოდა თუ არა, არ დაუნახავს. ლომბარდში მასთან ერთად სხვა ვინმე არ ყოფილა. დ---------------ემ წარუდგინა კუთვნილი ID ბარათი, რომლის ასლიც დაურთო სალომბარდო ხელშეკრულებას. ბრალდებულმა განუმარტა, რომ მაცივარს გაიტანდა 3 დღეში. დ---------------ის წასვლიდან დაახლოებით საათნახევარში მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც მოწმის სახით გამოკითხეს. სამართალდამცველებმა დაათვალიერეს აღნიშნული მაცივარი. მეორე დღეს დაიბარეს ამოცნობაზე, სადაც ამოიცნო დ---------------ე. ასევე ლომბარდიდან ამოღებულ იქნა ,,ჰიტაჩის“ ფირმის მაცივარი, სალომბარდო ხელშეკრულება და დ---------------ის ID ბარათის ასლი. მოგვიანებით, დ---------------ის მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული, როგორც ძირი თანხა ასევე პროცენტი. ლომბარდს მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
2----–-–----------ის ადგილმდებარეობის (ლომბარდის) დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ-------–--ის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების გამომძიებელ ბ--------------------ის მიერ მოწმე ნ-------–---ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა ქ-------–--ში, კ-------------------ში მდებარე ინდ. მეწარმე ი-----------–---–ის ლომბარდი, სადაც დათვალიერებული იქნა ,,ჰიტაჩის“ მარკის მაცივარი საიდენტიფიკაციო კოდით 2---------, სალომბარდო ხელშეკრულება №--, სადაც მითითებულია დ---------------ის პირადი ნომერი და მობილური ტელეფონის ნომერი, ასევე დათვალიერებული იქნა დ---------------ის პიროვნების დამადასტურებელი ID ბარათის ასლი.
მოწმე ბ--------------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ადგილმდებარეობის (ლომბარდის) დათვალიერების ოქმის სისწორე.
2017 წლის 26 მაისის პირის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ნ-------–---ის მიერ ამოცნობილი იქნა მარჯვნიდან მარცხნივ პირველ ადგილზე მდგომი პირი დ---------------ე, რომელიც ამოიცნო სიმაღლით (არის დაახლოებით 180 სმ.), სუსტი აღნაგობით, ქერა საშუალო ზომის თმით, მოწითალო ფერის წვერით, საშუალო ზომის ტუჩებით, ცხვირით და ყურებით.
მოწმე თ----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ამოცნობის ოქმის სისწორე.
დაზარალებულ მ-----------–-–---ს მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია სრულად შეესაბამება საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებს. მტკიცებულებათა გამოკვლევისას არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რაც მიანიშნებდა დაზარალებულის იმგვარ დაინტერესებაზე ბრალდებულების მიმართ, რაც მ----------–-–---ს ჩვენებას ეჭვქვეშ დააყენებდა. დაზარალებული მისი კუთვნილი მაცივრის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს პირადად არ შესწრებია. მ-----------–-–---ს ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებულებს მიაქირავა მისი კუთვნილი ბინა, მდებარე ქ-------–--ში, გ---------------------------------------ში, სადაც სხვა ნივთებთან ერთად განთავსებული ჰქონდა „ჰიტაჩის“ ფირმის მაცივარი. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა ბრალდებულ გ--------------–--ს დედასთან საუბარი, რომელიც შეეხებოდა მის მიერ (მ-----------–-–---ს მიერ) ელექტროენერგიის გადასახადის გადახდას. მ-----------–-–---მ კატეგორიულად მიუთითა, რომ მას გ--------------–--სათვის და დ---------------ისათვის მაცივრის ლომბარდში ჩაბარების უფლება არ მიუცია.
მოწმე ნ-------–---ის ჩვენებით ცალსახად დგინდება მ-----------–-–---ს კუთვნილი ,,ჰიტაჩის“ მარკის მაცივრის დ---------------ის მიერ ლომბარდში ჩაბარების ფაქტი. მოწმის განმარტებით, ხელშეკრულება დ---------------ესთან გააფორმა და სწორედ მას გადასცა 250 ლარი. ნ-------–---ს არ დაუდასტურებია, რომ დ---------------ეს მაცივრის მიტანაში ვინმე (მითუმეტეს გ--------------–--) ეხმარებოდა. ის გარემოება, რომ მაცივარი ნ-------–---ის ლომბარდში სწორედ დ---------------ემ ჩააბარა, დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, ხოლო გ--------------–--ს დახმარება/მონაწილეობა მაცივრის დაქირავებული ბინიდან გამოტანაში და ლომბარდში ჩაბარებაში, არ დასტურდება, არც დაზარალებულის და არც მოწმე ნ-------–---ის ჩვენებით. რაც შეეხება ადგილმდებარეობის დათვალიერებისა და პირის ამოცნობის ოქმებს, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ პირთა ჩვენებებს, სასამართლოს მოცემული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 26 მაისს ნ-------–---მა მისთვის წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო დ---------------ე, რომელმაც მას მაცივარი ჩააბარა. გამომძიებლის მიერ დათვალიერებულ იქნა მაცივარი და დოკუმენტაცია. გამომძიებლებმა - ბ--------------------მა და თ----------------–---–მა დაადასტურეს, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამდენად, სასამართლო აღნიშნულ გარემოებებზე დამატებით არ იმსჯელებს.
მოწმე მ----------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მისმა დედამ - მ-----------–-–---მ ქ-------–--ში, გ-------------------------------------- გააქირავა ორ სტუდენტ ბიჭზე. მოგვიანებით, მ-----------–-–---მ პოლიციისგან შეიტყო, რომ მდგმურებმა მისი კუთვნილი მაცივარი ლომბარდში ჩააბარეს. მოწმის განმარტებით, მაცივრის ღირებულება დაახლოებით 900 ლარს შეადგენდა. ბრალდებულებს მ-----------–-–---სგან მაცივრის ჩაბარების ნებართვა არ ჰქონდათ. კომუნალური გადასახადების დავალიანების არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა. ბრალდებულების სახელები არ იცის. მისთვის ცნობილია მხოლოდ გვარები - ქ-----–-- და ბ--------ე.
მოწმე მ---------------- არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე. ქ-------–--ში, გ---------------------------------------ში, მდებარე ბინის გაქირავების, აღნიშნული ბინიდან მაცივრის გატანისა თუ სხვა გარემოებების შესახებ მან ინფორმაცია მიიღო დედის - მ-----------–-–---სგან. შესაბამისად, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით მოწმის ჩვენება არაინფორმაციულია და სასამართლო მასზე დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს. მოწმემ დაადასტურა მხოლოდ ის გარემოება, რომ მ-----------–-–---ს მაცივრის ლომბარდში ჩაბარების ნებართვა მდგმურებისთვის არ მიუცია.
ამოღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 28 მაისს, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების გამომძიებელ თ------------------ის მიერ, ინდ. მეწარმე ,,------------–---–ის“ ლომბარდის ოპერატორ ნ-------–---ისგან ქ-------–--ი, კ-------------------დან ამოღებულ იქნა ,,ჰიტაჩის“ მარკის მაცივარი საიდენტიფიკაციო კოდით 2---------, რომელიც დაილუქა სათანადო წესით, სალომბარდო ხელშეკრულება №-- და დ---------------ის სახელზე გაცემული ID ბარათის ქსეროასლი.
ამოღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 28 მაისს, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების გამომძიებელ თ------------------ის მიერ, მ-----------–-–---სგან ქ------–-------–-----------------------------------------დან ამოღებულ იქნა დ---------------ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობის ქსეროასლი, გ--------------–--ს სახელზე გაცემული საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტური ბარათის ასლი და ,,ჰიტაჩის“ მარკის მაცივრის საგარანტიო ტალონი.
თ------------------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ამოღების ოქმების სისწორე.
ამოღების ოქმებითა და გამომძიებელ თ------------------ის ჩვენებით ზოგადად დგინდება, 2017 წლის 28 მაისს, კანონმდებლობის დაცვით, „ჰიტაჩის“ მარკის მაცივრისა და დოკუმენტაციის (სალომბარდე ხელშეკრულება, პირადობის მოწმობის ასლი, სტუდენტური ბარათის ასლი, მაცივრის საგარანტიო ტალონი) ამოღების ფაქტი. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და მათი ჩატარების დროს რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია. პირადობის მოწმობის ასლითა და სტუდენტური ბარათის ასლით დგინდება, რომ ბინა იქირავეს დ---------------ემ და გ--------------–--მ, თუმცა ამ დოკუმენტებით შეუძლებელია დადგინდეს გ--------------–--ს მონაწილეობა მ-----------–-–---ს კუთვნილი მაცივრის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებაში.
2017 წლის 30 მაისის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მაცივრის ,,HITACHI R-H290PUC4K“, სერიული ნომრით 2--------- საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით 2----–-–----------ის მდგომარეობით შეადგენს 450 ლარს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა მ-----------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ მ-----------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მ-----------–-–---ს კუთვნილი ,,ჰიტაჩის“ მარკის მაცივრის ღირებულება ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს 450 ლარს.
მ----------------ემ (გამომძიებელი) სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედების კანონთან შესაბამისობა. მოწმის განმარტებით, მ-----------–-–---მ დამატებით დაკითხვისას დაადასტურა, რომ კომუნალური გადასახადების გადახდის მიზნით, საცხოვრებელი ბინიდან ტექნიკის ან ავეჯის გატანის და ლომბარდში ჩაბარების შესახებ ბრალდებულებთან წერილობითი ან ზეპირსიტყვიერი შეთანხმება არ ჰქონია (ამ თემაზე მათ შორის კომუნიკაცია არ შემდგარა).
მ-----–-–--------–მა (გამომძიებელი) სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ შედგენილი პატაკისა და გამოკითხვისას გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორე.
გამომძიებლების - მ----------------ისა და მ-----–-–--------–ის ჩვენებებით დგინდება მხოლოდ მათი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო მოქმედებების სისწორე.
საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულმა პოლიციელებმა და ექსპერტებმა დაადასტურეს იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მართებულობა, რომლებიც მათ მიერ იქნა ჩატარებული ან რომელშიც მიიღეს მონაწილეობა, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და მხარეთა მიერ ეჭვქვეშ არ დამდგარა. აღნიშნული მოწმეები, ასევე მოწმე მ---------------- არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების მიმართ ან საერთოდ არ შეიცავს არანაირ ინფორმაციას ან წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს (ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას).
საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №------- გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2.).აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).
ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმეების - მ-----–-–--------–ის, მ----------------ს, ბ--------------------ის, გ-------–---–---–ის, მ----------------ის, თ----------------–---–ის, თ------------------ისა და გ-----------ის ირიბი ჩვენებების (მათ შორის ჩვენებების, რომლებიც არ შეეხება დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელ ფაქტობრივ გარემოებებს), საფუძველზე უტყუარად დაადგინოს თუ ვინ და რა ფორმით დაეუფლა მ-----------–-–---ს კუთვნილ ,,ჰიტაჩის“ მარკის მაცივარს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები, კერძოდ:
ბრალდებულმა დ---------------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის მაისის დასაწყისში გ--------------–--სთან ერთად მ-----------–-–---სგან, სიტყვიერი შეთანხმებით იქირავა ბინა მდებარე ქ-------–--ი, ლ----------------------ში. დაახლოებით 15 დღეში, წინა მდგმურების მიერ დატოვებული კომუნალური გადასახადის გადაუხდელობის გამო ელექტრო ენერგია გაითიშა. დაურეკეს მ-----------–-–---ს და სთხოვეს ელექტრო ენერგიის დავალიანების გადახდა. მ-----------–-–---მ აღიარა, რომ დავალიანება წინა მდგმურების გადასახდელი იყო, განაცხადა, რომ მოცემულ მომენტში თანხა არ ჰქონდა და სთხოვა გადასახადი მათ გადაეხადათ, გადახდილ თანხას მოგვიანებით ბინის ქირას გამოაკლებდა. მშობლებმა თანხა ვერ გადმოურიცხეს, რის შესახებაც შეატყობინეს მ-----------–-–---ს და უთხრეს, რომ კომუნალური გადასახადს ვერ გადაიხდიდნენ. სთხოვეს, რომ მაცივარს ორი-სამი დღით ლომბარდში ჩააბარებდნენ, რაზეც მ-----------–-–---მ თანხმობა განაცხადა. 25 მაისს ტაქსის მძღოლის დახმარებით მაცივარი ლომბარდში მიიტანა. გამოსვლისთანავე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. მესამე დღეს სრულად დაფარა ლომბარდის თანხა პროცენტის ჩათვლით. გ--------------–-- ლომბარდში არ ყოფილა. მას მოგვიანებით დაუკავშირდა. დაკავებისას შემთხვევით აღმოჩნდა მის გვერდით. მაცივრის მითვისების და გასხვისების მიზანი არ ჰქონია. ნივთი ლომბარდში დროებით დატოვა, კომუნალური დავალიანების გადახდის მიზნით.
ბრალდებულმა გ--------------–--მ მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ, 2017 წლის აპრილის ბოლოს დ---------------ესთან ერთად იქირავა ბინა მ-----------–-–---სგან, მდებარე ქ-------–--ი, ლ-----------------------------. ბინაში განთავსებული იყო ტექნიკა, მაგრამ არ მუშაობდა ონკანები, მოგვიანებით გაითიშა ელექტრო ენერგია. დაკავების შემდეგ შეიტყო, რომ მ-----------–-–---ს მაცივარი ლომბარდში ჩააბარა დ---------------ემ ელექტრო ენერგიის დავალიანების გადახდის მიზნით. პირადად ესაუბრა მ-----------–-–---ს და უთხრა, რომ ბინაში შუქი გაითიშა დავალიანების გამო, რომელიც არ იყო მათი გადასახდელი. მ-----------–-–---მ შესთავაზა მათ გადაეხადათ გადასახადი, რომელსაც თვის ბოლოს ბინის ქირას გამოაკლებდა. მშობლებს თანხის გამოგზავნის საშუალება არ ჰქონდათ, რაზედაც ორჯერ ან სამჯერ დაურეკეს მ-----------–-–---ს, თუმცა შედეგი არ ჩანდა. დაზარალებული გადასახადს არ იხდიდა. როგორც მისთვის არის ცნობილი, დ---------------ემ შესთავაზა დაზარალებულს, რომ დროებით, 3-4 დღით მის კუთვნილ მაცივარს ჩააბარებდა ლომბარდში. აღებული თანხით კი კომუნალურ დავალიანებას დაფარავდა და ონკანს გააკეთებდა. როგორც გაიგო მ-----------–-–---მ ნებართვა მისცა დ---------------ეს. დ---------------ემ მაცივარი სახლიდან გაიტანა ტაქსის მძღოლის დახმარებით. მაცივრის ჩაბარებისას სახლში არ იმყოფებოდა. გამომძიებელი დაპირდა მათ რომ საქმე რამდენიმე დღეში დასრულდებოდა. ბინაში არ შეუშვეს და ტანსაცმლის გამოცვლის საშუალება არ მისცეს. გ--------------–--ს განმარტებით, არც მაცივრის ბინიდან გამოტანაში და არც ლომბარდში ჩაბარებაში მონაწილეობა არ მიუღია.
ბრალდებულმა დ---------------ემ მოწმის სახით დაკითხვისას ცალსახად დაადასტურა, რომ 2----–-–----------ს ლომბარდში ჩააბარა მ-----------–-–---ს კუთვნილი „ჰიტაჩის“ ფირმის მაცივარი. დ---------------ე არ დაეთანხმა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებას, სადაც აღნიშნულია, რომ მან მესაკუთრის ნებართვის გარეშე გაასხვისა სხვისი კუთვნილი ნივთი. ბრალდებულმა აღნიშნა, რომ მას მაცივრის მითვისების განზრახვა არ ჰქონია და ნივთი მესაკუთრის თანხმობით ჩააბარა ლომბარდში. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ დ---------------ის ვერსიას თითქოს მას მაცივრის მითვისების განზრახვა არ ჰქონია, ვინაიდან საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. დაზარალებულმა მ-----------–-–---მ კატეგორიულად უარყო მაცივართან დაკავშირებით ბრალდებულებთან კომუნიკაციის ფაქტი. ანალოგიური გარემოება დაადასტურა მ-----------–-–---ს შვილმა მ----------------მაც.
ამდენად, სასამართლოს მოწმეების - მ-----------–-–---ს, მ----------------სა და ნ-------–---ის ჩვენებებით, ამოცნობის ოქმით, დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებითა და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ---------------ემ მესაკუთრის თანხმობის გარეშე მართლსაწინააღმდეგოდ განკარგა და ლომბარდში ჩააბარა სხვისი კუთვნილი ნივთი - მაცივარი. აღსანიშნავია, რომ მაცივრის ლომბარდში ჩაბარების უფლება დ---------------ეს თავისად დაგულვებულად არ მიუჩნევია, ვინაიდან ამის თაობაზე თავად არ განუცხადებია და აპელირებდა მესაკუთრის თანხმობაზე (მაცივრის ლომბარდში ჩაბარების შესახებ), რაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა.
რაც შეეხება ქმედების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით დანაშაული მაშინ ჩაითვლება ჩადენილად, როდესაც ასეთი შეთანხმება დანაშაულში მონაწილე პირებს შორის მიღწეულია და არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში მითითებული ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე. ამასთან, ცხადია, მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი ხნით ადრე შედგა ასეთი შეთანხმება დამნაშავეთა შორის და რა ფორმით ან საშუალებით იქნა გამოხატული იგი. უშუალოდ დანაშაულის დაწყების შემდეგ, მხედველობაშია თუნდაც ერთ-ერთი ამსრულებლის მიერ ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყება, მისი ჩადენის პროცესში დამნაშავეთა შორის შეთანხმება ერთობლივი მოქმედების თაობაზე არ შეიძლება ჩაითვალოს წინასწარ შეთანხმებად, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ ვერ იარსებებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევა, როგორიცაა წინასწარ შეუთანხმებლად ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენა, რომელშიც ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 1 თებერვლის N868აპ.-10 განჩინება). წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ - წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩინება №მ-ი შ-618აპ-15).
ბრალდების მხარემ გ--------------–--ს მიერ ,,ჰიტაჩის“ ფირმის მაცივრის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში თანაამსრულებლობის დასადასტურებლად, სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ვერცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. სასამართლო სხდომაზე დაკითხული არცერთი მოწმე (მათ შორის ლომბარდის ოპერატორი ნ-------–---ი) არ ადასტურებს რაიმე ფორმით გ--------------–--ს მონაწილეობას დანაშაულის ჩადენაში. მხოლოდ ის გარემოება, რომ გ--------------–--მ დ---------------ესთან ერთად მ-----------–-–---საგან იქირავა ბინა, არ მიუთითებს ავტომატურად მის მონაწილეობაზე დანაშაულის ჩადენაში, მით უფრო, რომ აღნიშნული არცერთი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამდენად, გ--------------–--ს მიმართ წარმოდგენილი არ ყოფილა არა თუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც აუცილებელია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, არამედ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებაც კი, რომლითაც დადასტურდებოდა ბრალდებულის მონაწილეობა მაცივრის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში.
მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე კი, არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
ამდენად, სააპელაციო პალატამ შაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და აპელანტის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ცალსახად დასტურდება, რომ დ---------------ემ 2----–-–----------ს, მართლსაწინააღმდეგოდ, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ბინიდან გამოიტანა და უკანონოდ განკარგა - ნ-------–---ის ლომბარდში ჩააბარა მ-----------–-–---ს კუთვნილი „ჰიტაჩის“ მარკის მაცივარი, თუმცა გ--------------–--ს მონაწილეობა მაცივრის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.
6. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი გასაჩივრებულია ბრალდების მხარის მიერ, მათ შორის გ--------------–--ს გამართლების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის განხილვა და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მითვისებისათვის. აღნიშნული მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დანაშაულის სუბიექტს უფლება აქვს ქონება ჰქონდეს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში და მისი ქმედება მიმართული უნდა იყოს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არსებული ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისკენ. პირი (დანაშაულის სუბიექტი) ქონების მართლზომიერ მფლობელობას ან გამგებლობას უნდა ახორციელებდეს სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობის ან სპეციალური დავალების საფუძველზე. მითვისება გულისხმობს აქტიურ მოქმედებას, რომელიც გამოიხატება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ამოღებაში მისი კანონიერი მესაკუთრისაგან და მის დაუფლებაში საკუთარი თავის სასარგებლოდ. დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას - პირს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, უნდა ითვალისწინებდეს, რომ ამ მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს მესაკუთრისათვის აღნიშნული ზიანის მიყენება. ქმედების მითვისებად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ დ---------------ის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა მის მიერ დროებით საცხოვრებლად დაქირავებულ ბინაში არსებული ,,ჰიტაჩის“ მარკის მაცივარი, რომლის განკარგვის რაიმე უფლებამოსილებაც მას არ გააჩნდა. მიუხედავად აღნიშნულისა, მან მესაკუთრის თანხმობის გარეშე ბინიდან გამოიტანა და უკანონოდ განკარგა მ-----------–-–---ს კუთვნილი მაცივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ივნისის №1042აპ განჩინება, სამოტივაციო ნაწილი) მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ ,,იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლება ავტომობილს, რა დროსაც მას აქვს მისი, როგორც ფაქტობრივად საკუთარის, გამოყენების შესაძლებლობა, არა აქვს მნიშვნელობა, პირი რა სახით გამოიყენებს ავტომანქანას, - მისი დროებით სარგებლობა სურს, თუ ფიქრობს მისი გამოყენების სხვა ფორმებზე, - მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის გამოყენებული ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესაბამისი მუხლით“. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც დ---------------ემ მის მართლზომიერ მფლობელობაში (ბინის ქირავნობიდან გამომდინარე მაცივარიც იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობაში) არსებული ნივთი - მაცივარი, მართლსაწინააღმდეგოდ, მესაკუთრის თანხმობის გარეშე გამოიტანა და განკარგა - ჩააბარა ლომბარდში, სახეზეა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და მნიშვნელობა აღარ აქვს ნივთი ლომბარდში დროებით ჩააბარა თუ, საბოლოოდ აღარ აპირებდა ნივთის ლომბარდიდან გამოტანას.
რაც შეეხება ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას - ქმედებას რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 პუნქტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის ეკონომიკური დანაშაულის თავში მნიშვნელოვნად ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ,,ჰიტაჩის“ მარკის მაცივრის ღირებულება არის 450 ლარი, შესაბამისად, სახეზეა მნიშვნელოვანი ზიანი.
ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი კიდევ ერთ გარემოებაზე - ქმედება ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით (არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობით) არ დადასტურდა გ--------------–--ს მონაწილეობა დანაშაულის ჩადენაში, რაც ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს ქმედების ჩადენას წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ამდენად, ბრალდების მხარის ეჭვი და ვარაუდი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქმედების ჩადენის თაობაზე, დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურებდა ვერც ერთი მტკიცებულებით.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დავით ბაკურაძის ქმედებაში სახეზეა დანაშაულის - მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რისი გათვალისწინებით დ---------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ უტყუარად ვერ დადასტურდა გ--------------–--ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, გ--------------–-- საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი გ--------------–--ს გამართლების ნაწილში განაჩენის შეცვლის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც დ---------------ეს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/მაცივრის დაუფლება), დ---------------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (მან ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (დ---------------ემ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისა სხვისი ქონება), დ---------------ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის სურვილს, მისწრაფებას სხვისი ნივთის დაუფლებით მიეღო ფინანსური სარგებელი), დამდგარ შედეგს (დაზარალებულ მ-----------–-–---ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ზიანი ანაზღაურებულია, ვინაიდან მაცივარი დაუბრუნდა დაზარალებულს), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (არის სტუდენტი), ასევე დ---------------ის წარსულ ცხოვრებას (საქმეში არსებული მტკიცებულებები მისი წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა) და ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიაჩნია, რომ დ---------------ეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს, რისი გათვალისწინებით არ უნდა დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის მოთხოვნა სასჯელის გამკაცრების თაობაზე.
8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ,,ჰიტაჩის“ მარკის მაცივარი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს; ერთი ცალი მყარი დისკი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტო ცხრილით, შენახულ უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------–--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
გ--------------–-- საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;
გ--------------–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გ--------------–--ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
დ---------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
დ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დ---------------ეს დამატებით სასჯელის სახით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლის ვადით.
დ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- ,,ჰიტაჩის“ მარკის მაცივარი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- ერთი ცალი მყარი დისკი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტო ცხრილით, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი