განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002840331
საქმე №1ბ/1344-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი - ლელა ბახტაძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - შ------------ია;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ნ-----–---- ე-–--------–---–ი, დაბადებული 1----–-–---------სს, პირადი №0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ბ------–--ის ქუჩა №15-ში;
ადვოკატი - მ-----ა კ---------ე;
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება;
სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე თბილისში, ბ------–--ის ქუჩა №15-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნ-----–---- ე-–--------–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ სროლისთვის ვარგის ცეცხლსასროლ იარაღებს - 1871 წლის ნიმუშის „S-----------------------------“ მოდელის 44 მმ კალიბრის რევოლვერსა და 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტს და საბრძოლო მასალას - 423 ცალ ვაზნას, ასევე გამოსაყენებლად ვარგის ასაფეთქებელ მოწყობილობებს - ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსს სასკდომი მუხტით და ამფეთქ ფალიას.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის განაჩენით:
ნ-----–---- ე-–--------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისლხის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ნ-----–---- ე-–--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ - მსჯავრდებულმა ნ-----–---- ე-–--------–---–მა და მისმა ადვოკატმა მ-----ა კ---------ემ.
3. მხარეთა პოზიციები:
აპელანტების პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) საქმის მასალებით და მტკიცებულებების გამოკვლევით დადგინდა, რომ ამოღებული ნივთმტკიცებები ნ-----–---- ე-–--------–---–ს არ შეუძენია, ხოლო ტარება გამოიხატა იარაღთან ერთად გადაადგილებაში. გამოძიებით ვერ დადგინდა, თუ ვისგან შეიძინა ნ-----–---- ე-–--------–---–მა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა, ხოლო ნაპოვნის დაუფლება წუთიერად, შემდეგ კი სამართალდამცავების თანდასწრებით მისი დაგდება ქუჩაში იარაღის შეძენის კვალიფიკაციას ცალსახად არ იძლევა.
ბ) 2018 წლის 21-22 დეკემბრის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ თბილისში, ბ------–--ის ქ. N15-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოღებული იქნა მომწვანო ფერის ჩანთა მასში მოთავსებული იარაღით, საბრძოლო მასალითა და ასაფეთქებელი მოწყობილობით. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ფარდულის მეპატრონის ჩვენება, რომლის თანახმად, ამოღებული ნივთმტკიცებები მას შესთავაზა ხელოსანმა და მისმა თანმხლებმა პირმა და ეს არ იყო ნ-----–---- ე-–--------–---–ი. აღნიშნულით უტყუარად ვერ დადგინდა, რომ ამოღებული ნივთებს ფლობდა ნ-----–---- ე-–--------–---–ი.
გ) დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქმეზე გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის ერთ-ერთი ძირითადი მტკიცებულება იქნებოდა ბიოლოგიური-გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა გამოძიება დასრულდა აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების გარეშე. მტკიცების ტვირთი კი ეკისრება ბრალმდებელს. არავინაა ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა,ბრალდების მხარის - პროკურორ შ------------იას პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან იგი არის კანონიერი და დასაბუთებული.
4. მტკიცებულებების ერთობლიობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სააპელაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ასევე რამდენად ქმნის მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
ნ-----–---- ე-–--------–---–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონოდ შეძენისა და ტარების ფაქტების დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეების - ბ--ა ც--–---–-–---–ის, მ-----ნ ვ-–------ის, რ---–---- მ--–----ის, შ---ი ხ-------–---–ის, ზა-----–--–-–---–ის, გ------ი ხ-------–---–ის, მ-----– ბ----------–---–ის, კ---------–---ას, ექსპერტების - ნ---- ლ----ის, დ-------------–---–ის, ლ------------ას, ლ------------–---–ის, თ----- ხ----ის და ვ-–- დ------–---–ის ჩვენებები, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი, ექსპერტიზის დასკვნები, კერძოდ:
მოწმე ბ--ა ც--–---–-–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ თანამშრომელთან მ-----ნ ვ-–------თან ერთად გამოცხადდა თბილისში, ბ------–--ის ქუჩა N15-ში, რათა ნ-----–---- ე-–--------–---–ისთვის (ე.წ. ,,ბალგარკის“ ქურდობის საქმეზე) ჩაებარებინა უწყება საგამოძიებო ორგანოში გამოძახების მიზნით. მისამართზე მისვლისას შენიშნეს, რომ ბინიდან გამოვიდა პირი, რომელსაც ხელში ეკავა მომწვანო ფერის ჩანთა. მან კითხვაზე დაუდასტურა, რომ იყო ნ-----–---- ე-–--------–---–ი. გამომძიებლებმა განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და უნდოდათ უწყების გადაცემა, თუმცა პოლიციის ხსენებისთანავე ნ-----–----ი გაიცა. გაჩნდა ეჭვი, რომ მას შესაძლოა, ჩანთაში ჰქონდა საეჭვო ნივთები, რის გამოც დაედევნენ. რამდენიმე მეტრის გარბენის შემდეგ ნ-----–----ს ფეხი დაუცდა და დაეცა. ხმაურზე ქუჩაში შეიკრიბნენ ნ-----–----ის მეზობლები. პოლიციელები ცდილობდნენ, ყურადღება მიექციათ როგორც ბრალდებულისთვის, ასევე მისი ჩანთისთვის. ამით ისარგებლა ბრალდებულმა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მ-----ნ ვ-–------ი დაუკავშირდა სამორიგეო ნაწილს და აცნობა მომხდარის შესახებ, ხოლო თვითონ ბ--ა ც--–---–-–---–ი იცავდა შემთხვევის ადგილს. ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები შ---ი ხ-------–---–ი და რ---–---- მ--–----ე, გამოიძახეს ექსპერტები, რომლებმაც გახსნეს ჩანთა. ჩანთაში აღმოჩნდა 4 იარაღი, მათ შორის ერთი - დაშლილი, ერთი ხელყუმბარა და სხვადასხვა კალიბრის ტყვიები 400-500 ცალამდე. ვინაიდან არსებობდა აფეთქების საშიშროება, უსაფრთხოების მიზნით გამოიძახეს გამნაღმველები, რომელთა მიერ სიტუაცია შეფასდა, როგორც უსაფრთხო და გააგრძელეს მუშაობა - ამოიღეს და დალუქეს ჩანთაში არსებული ნივთები, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც წარდგენილი 4 ფოტოსურათიდან ამოიცნო ბრალდებულის ფოტოსურათი.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა მ-----ნ ვ-–------მა და დამატებით განმარტა, რომ მანაც მიიღო მონაწილეობა ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო ბრალდებულ ნ-----–---- ე-–--------–---–ის ფოტოსურათი.
მოწმე რ---–---- მ--–----ემ (გამომძიებელი) დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე და განმარტა, რომ 2018 წლის 21 დეკემბერს შ---ი ხ-------–---–თან ერთად ექსპერტების მონაწილეობით ჩაატარა იმ ტერიტორიის დათვალიერება, სადაც ნ-----–---- ე-–--------–---–მა დააგდო ჩანთა. ჩანთა გახსენეს ექსპერტებმა. მასში აღმოჩნდა იარაღები, ხელყუმბარა. ამიტომ გამოიძახეს გამნაღმველები. ამოღებული და დალუქული იქნა ჩანთაში არსებული ნივთები. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი შეადგინა შ---ი ხ-------–---–მა. ოქმს გაეცნენ მონაწილე პირები და მოაწერეს ხელი.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე შ---ი ხ-------–---–მა (გამომძიებელი).
მოწმე ნ---- ლ----ემ (ექსპერტ-კრიმინალისტი) განმარტა, რომ პოლიციის სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩაატარა ადგილმდებარეობის დათვალიერება - მეწყვილე გ------ი გ----------თან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც გამომძიებელმა განუმარტა, რომ უნდა დაეთვალიერებინათ მომწვანო ფერის ჩანთა. ჩანთის გახსნისას მასში აღმოჩნდა სხვადასხვა სახის იარაღები, მასრები და ხელყუმბარა, რის გამოც შეწყვიტა დათვალიერება და გამოიძახა გამნაღმველები, რომლებმაც დაუდასტურეს სამუშაო გარემოს უსაფრთხოება და ამის შემდეგ გააგრძელა მუშაობა. ამოღებული ნივთები დაილუქა, დასურათდა და გადაეცა გამომძიებელს.
მოწმე ზა-----–--–-–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს ნ-----–---- ე-–--------–---–ის მეზობლად. 2018 წლის 21 დეკემბერს იყო სახლში, რა დროსაც ქუჩიდან შემოესმა ხმაური, გავიდა გარეთ და დაინახა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც ჭიდაობდნენ. მივიდა ახლოს და ნახა, ერთ-ერთი იყო მისი მეზობელი ნ-----–---- ე-–--------–---–ი, მეორეს არ იცნობდა. მოუწოდა, შეჩერებულიყვნენ, თუმცა ვინაიდან ყური არავინ ათხოვა, დაუძახა ნ-----–---- ე-–--------–---–ის ოჯახის წევრებს. სახლიდან გამოსვლისას არ შეუნიშნავს, თუმცა უკან დაბრუნების შემდეგ შენიშნა მისი სახლის შესასვლელ ჭიშკართან დაგდებული მუქი ფერის ჩანთა.
მოწმე გ------ი ხ-------–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს თბილისში, ფ------------–ის ქ. N18, ბინა N49-ში. 2018 წლის სექტემბერში უნდოდა ავტოფარეხის კარის შეცვლა. ქავთარაძის ბაზრობიდან წამოიყვანა ხელოსანი, რომელსაც თან ახლდა კიდევ ორი პირი. ერთ-ერთ მათგანს გაესაუბრა ნადირობასა და იარაღებზე, რასაც უცნობის მხრიდან მოჰყვა შეთავაზება - მანქანიდან ამოიღო ორი პარკი, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა ძალიან ბევრი იარაღი, ზოგი მათგანი იყო დაშლილი. მათ შორის იყო ,,მაკაროვის“ ტიპის იარაღი მაყუჩით, ,,გეკოს“ კალიბრის მაყუჩი, ძველებური რევოლვერის ტიპის მაყუჩიანი პისტოლეტი, საფოსტო ნაგანი, დაშლილი პისტოლეტისმაგვარი საგანი, ხელყუმბარა, ნულოვანი ხელყუმბარის დეტონატორი, დაშლილი მექანიზმები (სავარაუდოდ, იარაღის ნაწილები), ასევე სხვადასხვა კალიბრის სხვადასხვა იარაღებისთვის განკუთვნილი უამრავი ტყვია - ნაწილი კოლოფებში, ნაწილი - მრგვალი მეტალის ყუთში. მან ხელოსანს გადასცა ,,ბოშის“ ფირმის მწვანე ჩანთა, რომელშიც ამ პირმა ჩაალაგა იარაღები და ერთმანეთს დაშორდნენ. ხელოსნის სახე არ ახსოვს. არ იცის, იგი იყო თუ არა ნ-----–---- ე-–--------–---–ი.
პიროტექნიკური ექსპერტის N3----- დასკვნით (26.12.2018) ექსპერტიზაზე გამოკვლეული 1 ერთეული საკვლევი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული „P-----“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი სასკდომი მუხტით, მარკირებით: „1----------“, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას, საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე ვარგისი იყო დანიშნულებით გამოსაყენებლად; ექსპერტიზაზე გამოკვლეული 1 ერთეული საკვლევი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული „У----“ ტიპის ამფეთქი ფალია, მარკირებით: „У----------------“ და „583“, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას და საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე ვარგისი იყო დანიშნულებით გამოსაყენებლად.
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ-------------–---–მა.
ქიმიური ექსპერტის N3------- დასკვნით (26.12.2018) ექსპერტიზაზე წარდგენილი ოთხივე იარაღის ლულიდან აღებულ ანაწმენდზე დაფიქსირდა დენთის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის - NO2-ის არსებობა. ე.ი ექსპერტიზაზე წარდგენილი ოთხივე იარაღიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა. მასრიდან აღებულ ანაწმენდზე დაფიქსირდა დენთის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის - NO2-ის არსებობა.
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ------------ამ.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ: ლ------------–---–ი, თ----- ხ----ე, ვ-–- დ------–---–ი, მ-----– ბ----------–---–ი, კ---------–---ა, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ/მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე, თუმცა ვინაიდან ეს ჩვენებები ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია, სააპელაციო პალატა მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, მტკიცებულებების ნაწილი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რისი გათვალისწინებით მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით (21-22.12.2018), რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ირკვევა, რომ 2018 წლის 21-22 დეკემბერს დათვალიერებულ იქნა ქ. თბილისი, ბ------–--ის ქუჩა N15-ის მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც ამოღებული იქნა ერთი ცალი მომწვანო ფერის ჩანთა მასში მოთავსებული იარაღით, საბრძოლო მასალითა და ასაფეთქებელი მოწყობილობით.
ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმით (24.12.2018), რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ირკვევა, რომ 2018 წლის 24 დეკემბერს მ-----ნ ვ-–------მა მისთვის წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის ამოიცნო №2 ფოტოსურათზე გამოსახული პირი - ნ-----–---- ე-–--------–---–ი და განმარტა, რომ იგი არის ის პირი, რომელიც ნახა 2018 წლის 21 დეკემბერს, გაექცათ მას და ბ--ა ც--–---–-–---–ს და გადააგდო ჩანთა. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ასაკით, ჭაღარაშერეული თმით, ოდნავ მოგრძო ფორმის ცხვირით, მოთეთრო პირისახით, საშუალო ზომის (წვრილი) ტუჩებით, მორკალული წარბებით და სახის მთლიანი მოყვანილობით.
ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმით (24.12.2018), რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ირკვევა, რომ 2018 წლის 24 დეკემბერს ბ--ა ც--–---–-–---–მა მისთვის წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის ამოიცნო №4 ფოტოსურათზე გამოსახული პირი - ნ-----–---- ე-–--------–---–ი და განმარტა, რომ იგი არის ის პირი, რომელიც ნახა 2018 წლის 21 დეკემბერს, გაექცათ მას და მ-----ნ ვ-–------ს და გადააგდო ჩანთა. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ასაკით, საშუალო ზომის (წვრილი) ტუჩებით, რკალისებრი წარბებით, ოდნავ გრძელი ცხვირით, მოშავო ფერის ჭაღარანარევი თმით, სახის სრული მოყვანილობით.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსპერტის N2----- დასკვნით (25.12.2018), რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ:
ექსპერტიზაზე წარდგენილი ერთი ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1871 წლის ნიმუშის „S-----------------------------” მოდელის 44 მმ კალიბრის რევოლვერი, იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, გაუმართავია და ვარგისია სროლისათვის; ერთი ცალი NK------ ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტი, მას შეცვლილი აქვს ლულა, რომელსაც სათაო ნაწილზე გააჩნია ხრახნი. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; ერთი ცალი ობიექტი არის მაყუჩი, რომელიც დამზადებულია კუსტარული წესით. აღნიშნული მაყუჩი ეხრახნება გამოკვლევაზე წარდგენილ NK------ პისტოლეტს ლულაზე.
ამავე დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, „P---------------------“, მოდელის, 8 მმ ნომინალური კალიბრის აირის პისტოლეტი, იგი არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ნომინალური კალიბრის აირის (მხუთავი ეფექტის, აირის მქონე) ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის აირის პისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის (მათ შორის, ექსპერტიზაზე წარდგენილი „P---------------------“ მოდელის პისტოლეტისათვისაც). აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება თავდაცვითი დანიშნულების (მხუთავი აირის ეფექტის წარმომქმნელ ვაზნას) მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ექსპერტიზაზე წარდგენილი ცილინდრული ფორმის არამაგნიტური ლითონის საგანი დამზადებულია კუსტარული წესით და შესაბამისად მისი ფუნქციონალური დანიშნულების დადგენა ვერ მოხერხდა.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსპერტის N2------- დასკვნით (27.12.2018), რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ:
ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 38 კალიბრის მასრა, განკუთვნილი ამავე კალიბრის უცხოური წარმოების რევოლვერებისათვის. იგი ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 38 კალიბრის იარაღში. აღნიშნული მასრა არ არის გასროლილი სს N0----------- საქმეზე წარმოდგენილ იარაღებში. ექსპერტიზაზე წარდგენილი საერთო რაოდენობით 392 ცალი ვაზნიდან: 96 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული „ბრაუნინგის“ კონსტრუქციის პისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის განკუთვნილი 9 მმ კალიბრის ვაზნა. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 66 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის „IIM“; სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის „AПC“ და სხვა, (მათ შორის გამოკვლევაზე წარდგენილი N K------ პისტოლეტისათვისაც). აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად; 100 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1906 წლის ნიმუშის 6,35 მმ. კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი ამავე 6,35 მმ. კალიბრის „მაუზერისა“ და „ბრაუნინგის“ კონსტრუქციის პისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; 50 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1900 წლის ნიმუშის 7,65 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი 7,65 მმ კალიბრის „ბრაუნინგის“ კონსტრუქციის პისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის და სხვა. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად; 55 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1930 წლის ნიმუშის 7,62 მმ. კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ. კალიბრის „TT“ კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის, „ППШ“ „ППД“ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად; 21 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული ვაზნა, განკუთვნილი „ნაგანის“ კონსტრუქციის რევოლვერებისათვის, აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად; 4 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 38 კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის უცხოური წარმოების რევოლვერებისათვის. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად; 10 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების მგეზავი ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის "A----", "A-------------------" მოდელის ავტომატებისათვის, "CKC" მოდელის კარაბინისათვის და სხვა. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის; 10 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების ჯავშანმხვრეტ-ცეცხლგამჩენი ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის "A---------------------------" მოდელის ავტომატებისათვის, "CKC" მოდელის კარაბინისათვის და სხვა. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის; 5 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1908 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღებისათვის სავაზნე მჭიდიანი, თვითდამმუხტავი და ავტომატური შაშხანებისათვის, კარაბინებისათვის, სადაზგო, სატანკო და საავიაციო ტყვიამფრქვევებისათვის. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის; 5 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებულ, 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების მგეზავი ვაზნა, განკუთვნილს 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრის „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის “A------------------------" ავტომატებისათვის, "P--" ხელის ტყვიამფრქვევისათვის და სხვა. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის; 1 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებულ 1890 წლის ნიმუშის 6,5 მმ კალიბრის „Mannlicher-Carcano” ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის „Mannlicher“ შაშხანებისათვის და სხვა. აღნიშნული ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად;
ამავე დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტები არის რევოლვერის ჩარჩო სასხლეტთან და ჩახმახთან ერთად, 5 კამორიანი დოლურა, დოლურის მაფიქსირებელი ღერძი, 2 ცალი ლითონის ფირფიტა, 1 ცალი ლითონის საგანი და 1 ცალი ჭანჭიკი. აღნიშნული დეტალები მთლიანობაში ვერ უზრუნველყოფს იარაღის სრულ კომპლექტაციას, წარდგენილი სახით არ არის ცეცხლსასროლი იარაღი, შესაბამისად ვერ მოხდება შედარება საცნობარო მონაცემებთან და მისი მონაცემების დადგენა. ექსპერტიზაზე წარდგენილი შავი ფერის ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული მაყუჩი, განკუთვნილი 5,56 მმ კალიბრის უცხოური წარმოების იარაღებისათვის. ჩალისფერი არამაგნიტური ლითონისაგან დამზადებული ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული საბჭოური წარმოების დურბინდის კორპუსი. 35 ცალი ცილინდრული ფორმის არამაგნიტური ლითონის საგანი დამზადებულია კუსტარული წესით და მათი ფუნქციონალური დანიშნულების დადგენა ვერ მოხერხდა. 5 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 5,45 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრის სასწავლო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის “A------------------------" ავტომატებისათვის, "P--" ხელის ტყვიამფრქვევისათვის და სხვა. აღნიშნული ვაზნები არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და არის სასწავლო დანიშნულების. 3 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებულ 1888 წლის ნიმუშის 7,92 მმ კალიბრის „Mauser”-ის დემონტირებული ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის „მაუზერის“ შაშხანებისათვის და სხვა. აღნიშნული ვაზნები არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და უვარგისია გამოსაყენებლად. 1 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1888 წლის ნიმუშის 7,92 მმ კალიბრის „Mauser”-ის ვაზნის შემადგენელი ნაწილი-მასრა, განკუთვნილი ამავე კალიბრის „მაუზერის“ შაშხანებისათვის და სხვა. იგი არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.
სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს N6---------- წერილით (26.12.2018), რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ირკვევა, რომ ნ-----–---- გ------ის ძე ე-–--------–---–ის (დაბადებულის 03.06.1977 წელს პ--------------) სახეზე რაიმე სახის ცეცხლსასროლი იარაღი ან/და გაზის (აირის) იარაღი რეგისტრირებული არ არის.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
ა) სააპელაციო პალატა, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ და სააპელაციო პალატასაც ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ნ-----–---- ე-–--------–---–ს 2018 წლის 21 დეკემბერს, როდესაც იგი ქუჩაში შეაჩერეს პოლიციელებმა, თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა (დაცვის მხარის მტკიცებით, ამოღებული იარაღი ნ-----–---- ე-–--------–---–ს არ შეუძენია, ხოლო ნაპოვნის დაუფლება წუთიერად და მისი დაგდება ქუჩაში, იარაღის შეძენის კვალიფიკაციას არ იძლევა), შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმეებმა ბ--ა ც--–---–-–---–მა და მ-----ნ ვ-–------მა, რომელთა სანდოობაში გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველი სააპელაციო პალატას არ გასჩენია, ცალსახად დაადასტურეს, რომ 2018 წლის 21 დეკემბერს თბილისში, ბ------–--ის ქ. N15-ში მისვლისას, შეხვდათ ნ-----–---- ე-–--------–---–ი, რომელიც სახლიდან გამოდიოდა და ხელში ეკავა ჩანთა რომელიც, მას შემდეგ, რაც შეიტყო პოლიციელთა ვინაობა, დააგდო და გაიქცა. ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმებით უტყუარად არის დადგენილი, რომ პირი, რომელმაც დააგდო ჩანთა და გაიქცა, ბ--ა ც--–---–-–---–მა და მ-----ნ ვ-–------მა ამოიცნეს და აღმოჩნდა ნ-----–---- ე-–--------–---–ი. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, ასევე მოწმეების რ---–---- მ--–----ის, შ---ი ხ-------–---–ის და ნ---- ლ----ის ჩვენებებით, ვისი უშუალო მონაწილეობითაც ჩატარდა ეს საგამოძიებო მოქმედება, დადგინდა, რომ ჩანთიდან, რომლითაც ნ-----–---- ე-–--------–---–ი გადაადგილდებოდა, ამოღებული იქნა სხვადასხვა სახეობის იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობები. პიროტექნიკური და ბალისტიკული ექსპერტის დასკვნებით ცალსახად არის დადასტურებული, რომ ამოღებული საგნები მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა, საბრძოლო მასალათა და ასაფეთქებელ მოწყობილობათა კატეგორიას, დადგენილია ასევე მათი ვარგისოანობა გამოყენებისათვის. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს N6---------- წერილით კი დადგენილია, რომ ნ-----–---- ე-–--------–---–ს ამ ნივთების შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება კანონით მინიჭებული არ ჰქონია.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ნაპოვნის დაუფლება წუთიერად და შემდეგ მისი დაგდება ქუჩაში (რაც არც დადასტურებულა წარმოდგენილი მტკიცებულებებით), შეძენის კვალიფიკაციას არ იძლევა. ცალსახად არის დადგენილი, რომ ნ-----–---- ე-–--------–---–ი ქუჩაში გადაადგილდებოდა იარაღით, საბრძოლო მასალითა და ასაფეთქებელი მოწყობილობით, რომლებიც მოთავსებული ჰქონდა ჩანთაში. რაც შეეხება ამ ნივთების შეძენას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეძენა შესაძლებელია როგორც საზღაურით, ასევე მის გარეშე და გულისხმობს ნივთის პირის ხელში ფაქტობრივად გადასვლას და დამთავრებულია მისი განკარგვის შესაძლებლობისთანავე. მოცემულ შემთხვევაში კი ცალსახადაა დადასტურებული, რომ აღნიშნული ნივთები ნამდვილად იმყოფებოდა ნ-----–---- ე-–--------–---–ის მფლობელობაში და გააჩნდა პირადი შეხედულებისამებრ მათი განკარგვის შესაძლებლობა, ისინი მოთავსებული ჰქონდა ჩანთაში და გადაადგილდებოდა ქუჩაში.
ბ) როგორც აღინიშნა, დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოწმე გ------ი ხ-------–---–მა მასთან იარაღებითა და საბრძოლო მასალით მისულ პირში ვერ ამოიცნო ნ-----–---- ე-–--------–---–ი. ამასთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მოწმის ჩვენება არ შეეხებოდა დანაშაულის ჩადენის დროს განვითარებულ მოვლენებს - ამ მტკიცებულებით შეუძლებელია იმის უტყუარად დადასტურება/უარყოფა, 2018 წლის 21 დეკემბერს ნ-----–---- ე-–--------–---–ი ნამდვილად ატარებდა თუ არა ქუჩაში იარაღს, საბრძოლო მასალასა და ასაფეთქებელ მოწყობილობას. გ------ი ხ-------–---–ის ჩვენებით შესაძლებელია მხოლოდ იმის მტკიცება, რომ მან უცხო პირს გადასცა „ბოშის“ ფირმის გორგოლაჭებიანი ჩანთა, რომელშიც ამ უკანასკნელმა მოათავსა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი (მათ შორის ზოგი დაშლილი), საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა და ჩანთის აღწერილობა ზედმიწევნით ემთხვევა იმ ჩანთას, რომელიც თან ჰქონდა ნ-----–---- ე-–--------–---–ს და რომელშიც აღმოჩნდა ასევე დიდი რაოდენობით იარაღი (ზოგი დაშლილი), საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა. მიუხედავბად იმისა, რომ არსებობს ლოგიკური ჯაჭვი გ------ი ხ-------–---–ის ჩვენებას (მომწვანო ჩანთის გადაცემასთან დაკავშირებით) და ნ-----–---- ე-–--------–---–ის ბრალდებას შორის (მომწვანო ჩანთით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტარების შესახებ), სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმე გ------ი ხ-------–---–ის ჩვენებას არ აქვს რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა და სასამართლოს მასზე დაყრდნობით უტყუარად არ დაუდგენია რაიმე ფაქტობრივი გარემოება და იგი საფუძვლად არ დაუდია გამამტყუნებელი განაჩენისთვის. სააპელაციო პალატა იმაზე დიდ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებს მტკიცებულებას, მოცემულ შემთხვევაში გ------ი ხ-------–---–ის ჩვენებას, ვიდრე ეს თავად ამ მტკიცებულების ბუნებიდან გამომდინარეობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმეში არსებობს უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა - მოწმეების ბ--ა ც--–---–-–---–ის, მ-----ნ ვ-–------ის, რ---–---- მ--–----ის, შ---ი ხ-------–---–ის, ნ---- ლ----ის ჩვენებები, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი, ექსპერტის დასკვნები და არ არსებობს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს ან გააჩენს გონივრულ საფუძველს სააპელაციო პალატის მიერ გაცხადებული პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გ) დაცვის მხარე ასევე აცხადებდა, რომ რომ ბრალდების მხარე არ დაელოდა კონკრეტული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების (გენეტიკური ექსპერტიზა) შედეგებს და არ წარუდგინა იგი სასამართლოს. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს: სასამართლო საქმეს იხილავს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, რა დროსაც მხარეები თავად განსაზღვრავენ სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების მოცულობას. მოწმეების ბ--ა ც--–---–-–---–ის, მ-----ნ ვ-–------ის, რ---–---- მ--–----ის, შ---ი ხ-------–---–ის, ნ---- ლ----ის ჩვენებების, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის, ექსპერტის დასკვნების შინაარსის დეტალური და გონივრული ანალიზის შედეგად უტყუარად დგინდება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რაც ცალსახად აქარწყლებს დაცვის მხარის მიერ განვითარებულ ვერსიას გენეტიკური ექსპერტიზის გადამწყვეტი მნიშვნელობის თაობაზე. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ ნ-----–---- ე-–--------–---–მა შეიძინა და ქუჩაში ატარებდა 1871 წლის ნიმუშის „S-----------------------------“ მოდელის 44 მმ კალიბრის რევოლვერს და 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტს, 423 ცალ ვაზნას და ხელის მსხვრევად ყუმბარის კორპუსს სასკდომი მუხტით და ამფეთქ ფალიას.
ამასთან, სააპელაციო პალატას სურს აღნიშნოს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის №96აპ-17 გადაწყვეტილებაში მითითებულია: ,,... იმ პირობებში, როდესაც არსებობს: მოწმე პოლიციელების - რ. დ-ს, ლ. ჯ-ს, ა. რ-სა და თ. კ-ს თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია; ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან გ. ვ-ს მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება; მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, მით უფრო, იმ მოცემულობით, როდესაც ექსპერტები განმარტავენ, თუ რა შემთხვევაში და რა ალბათობით არის შესაძლებელი, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დარჩეს კვალი და რომელი გარემოებები გამორიცხავს კვალის დარჩენის შესაძლებლობას, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს‘‘. ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის #262აპ-17 გადაწყვეტილებით, მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ბრალდებულის გენეტიკური პროფილის აღმოუჩენლობა ნივთზე ადასტურებს მის უდანაშაულობას, დაუსაბუთებელია. მეტიც, თუკი სასამართლოები მსგავს პოზიციას განამტკიცებენ, ამით შესაძლოა, წახალისდეს კრიმინალი იმ თვალსაზრისით, რომ ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ა.შ., ისეთი საშუალებით (მაგ. ხელთათმანებით), რომლის გამოყენების შემთხვევაშიც ნივთზე არ დარჩება პირის გენეტიკური პროფილი, უპირობოდ იქნება გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, რაც მიუღებელია.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ შეფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა და გონივრულ ეჭვს მიღმა, უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 21 დეკემბერს ნ-----–---- ე-–--------–---–ი, როდესაც იგი შეაჩერეს პოლიციელებმა, ნამდვილად გადაადგილდებოდა ჩანთით, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა 1871 წლის ნიმუშის „S-----------------------------“ მოდელის 44 მმ კალიბრის რევოლვერი, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტი და 423 ვაზნა, ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი სასკდომი მუხტით და ამფეთქი ფალია. ქმედების კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ ნ-----–---- ე-–--------–---–ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის განხილვა და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა სწორედ ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით კრიმინალიზებულია მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის), საბრძოლო მასალის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისთვის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის), ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა; ამავე მუხლის მე-4 ნაწილით - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის (გამოყენებისთვის). კონკრეტული ობიექტი მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა/საბრძოლო მასალათა/ასაფეთქებელ მოწყობილობათა კატეგორიას, ასევე მათი ვარგისიანობა დადასტურებული უნდა იყოს ექსპერტის დასკვნით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს ,,იარაღის შესახებ” 2003 წლის 8 მაისის საქართველოს კანონის დარღვევით, არაუფლებამოსილი პირის მიერ მათ დაუფლებას - ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, ნაჩუქარის მიღებას, მემკვიდრეობით გადაცემას, ნაპოვარის დაუფებას და სხვა. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არ აქვს. ეს შეიძლება განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც იგი მოძრაობს.
ამდენად, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე თბილისში, ბ------–--ის ქუჩა №15-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნ-----–---- ე-–--------–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ სროლისთვის ვარგის ცეცხლსასროლ იარაღებს - 1871 წლის ნიმუშის „S-----------------------------“ მოდელის 44 მმ კალიბრის რევოლვერსა და 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტს და საბრძოლო მასალას - 423 ცალ ვაზნას, ასევე, გამოსაყენებლად ვარგის ასაფეთქებელ მოწყობილობებს - ხელის მსხვრევად ყუმბარის კორპუსს სასკდომი მუხტით და ამფეთქ ფალიას, რომლის შეძენისა და ტარების უფლება ამ უკანასკნელს კანონით მინიჭებული არ ჰქონია, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენისა და ტარების - დანაშაულის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც ნ-----–---- ე-–--------–---–ი ცნობილიო უნდა იქნას დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ-----–---- ე-–--------–---–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ნ-----–---- ე-–--------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რისი ჩადენისთვისაც მსჯავრი დაედო ნ-----–---- ე-–--------–---–ს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება კი - თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ნ-----–---- ე-–--------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაულების ერთობლიობა), დამნაშავის წარსული ცხოვრებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მსჯავრდებულის წარსულის უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა), პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, დაკავებამდე იყო თვითდასაქმებული), ასევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას (დაავადებულია გენერალიზებული ეპილეფსიით), ასევე იმ გარემოებას, რომ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი გახადა უდავოდ და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ნ-----–---- ე-–--------–---–ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს როგორც საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული მინიმალური სასჯელები, რაც ჩადენილი დანაშაულბის სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
ასაქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, ნ-----–---- ე-–--------–---–ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად - შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, რა დროსაც საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შემდგომი რეაგირებისათვის უნდა გადაეგზავნოს შსს შეიარაღების შესაბამის სამსახურს; სუნის კვალის და ნერწყვის ნიმუშები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; ტყავისა და „დუტის“ ქურთუკები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ-----–---- ე-–--------–---–ის და მისი ადვოკატის მ-----ა კ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ნ-----–---- ე-–--------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ნ-----–---- ე-–--------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 4 წლის ვადით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით;
ნ-----–---- ე-–--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 დეკემბრიდან;
ცდნობად იქნას მიღებული, რომ ნ-----–---- ე-–--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შსს შეიარაღების შესაბამის სამსახურს;
- სუნის კვალის და ნერწყვის ნიმუშები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
- ტყავისა და „დუტის“ ქურთუკები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე