განაჩენი

სისხლის სამართლის 31.10.2019
საქმის ნომერი
330100118002636827
ინსტანცია
თარიღი
31.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 330100118002636827

საქმე N1ბ/767-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29.10.2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი

 

სხდომის მდივანი - მერი ლაბარტყავა,ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე: გ------- შ--------ა, ა------–-----

 

დაცვის მხარე: გ------- ო-----, ზ------ შ-----, ც---- ხ-----------

 

მსჯავრდებული: ვ----– ბ-------- (დ---დებული - 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ მცხოვრები: ქ-------–-----------–------------–------------------ში),კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით

 

სასჯელი: 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა 3 წლის ვადით.

 

მსჯავრდებული: გ------- ბ-------- (დ---დებული - 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ ნასამართლევი, მცხოვრები: ქ-------–-----------–------------–------------------ში),კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით.

 

სასჯელი: 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა 4 წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის განაჩენით:

 

ვ----– ბ-------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში

 

ვ----– ბ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა 3 წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ- ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ვ----– ბ-------- საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა 3 წლის ვადით.

 

ვ----– ბ-------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 25 ივნისიდან.

 

გ------- ბ-------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ------- ბ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა 4 წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ- ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ------- ბ-------- საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა 4 წლის ვადით.

 

გ------- ბ-------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 25 ივნისიდან.

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ------- ბ---------- მისი და მსჯავრდებულ ვ----– ბ--------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ------- ო------, ზ------ შ-----მ და ც---- ხ-----------მ, წარმოდგენილი საჩივრით ითხოვეს ვ----– ბ--------ს და გ------- ბ--------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა ბრალდების ყველა ეპიზოდში.

 

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში უთითებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება. ვ----– ბ--------ს და გ------- ბ--------ს მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამართლებელი განაჩენი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდების ნაწილში კი გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი. აპელანტის მითითებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილშიც არის დაუსაბუთებული, ვინაიდან არ არის გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მსჯავრდებულ ვ----– ბ-------- ყავს მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ არ არსებობს დამამძიმებელი გარემოება. სასამართლოს მხრიდან ვ----– ბ--------ს ნასამართლობის გაქარწყლების პირობებში საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენება არაკანონიერია. ასევე გ------- ბ--------ს მიმართ დანიშნული სასჯელის მაქსიმუმი, ნასამართლობის ქონა ცალკე არ უნდა იქნას გამოყენებული და გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნისას. ე----- ე-–------მ დაადასტურა, რომ მუქარის განხორციელების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ასევე ადგილი არ ჰქონია ვ----– ბ--------ს მხრიდან მისი მისამართით ხელზე დარტყმის ფაქტს, ხოლო თავში ჩარტყმაზე არ განუცხადებია, რომ ამით განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. რაც შეეხება ძალადობის ფაქტს ბ--- ბ--------ს ჩვენებით შესაძლებელია ჩხუბის დროს მისი ხელიც კი მოხვედროდა დაზარალებულებს. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერს - „როდესაც ავტომატის მაგვარი უკავიათ ხელში არ ისმის შეურაცმყოფელი სიტყვები, გინება და მუქარა“. ვიდეო ჩანაწერში არსებული სროლის ხმა დადებულია (დამონტაჟებულია) და კადრები გადაადგილებულია, ჩანაწერში არ ისმის რაიმე სახის მუქარის განხორციელების ფაქტი. თუ მართლაც ადგილი ჰქონდა გასროლას რატომ არ ჩანს კვამლი. დაცვის მხარის პოზიციით ადგილი აქვს მოწყობილ პროვოკაციას. აპელანტები ასევე უთითებენ იმ გარემოებას, რომ მოწმე მ-------- ც-------, მ--- ბ-------- და ა---------– ც------- არიან დაინტერესებული მოწმეები, მათი ჩვენებები კი არასარწმუნოა. თუ მუქარის განხორციელებას ექნებოდა ადგილი მაშინ შეშინებული დაზარალებულები უნდა გადასულიყვნენ თავდაცვით ქმედებაზე, რასაც არ ჰქონია ადგილი. ე----- ე-–------- ჩვენება სადაც ის ამბობს, რომ მას ხელი მოუჭირა და ამით მიაყენა ფიზიკური ტკივილი არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა გ------- შ--------ამ, აპელანტმა ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ მსჯავრდებულ ვ----– ბ--------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და მაქსიმალურ სასჯელთან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. ასევე მსჯავრდებულ გ------- ბ--------ს დამნაშავედ ცნობა სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და მაქსიმალურ სასჯელთან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

 

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში უთითებს შემდეგ გარემოებებზე: პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამამართლებელ ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან გამოძიებისას მოპოვებული და სასამართლოში გამოკველული მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ 2018 წლის 24 ივნისს ვ----– ბ-------- ძ------- ერთად გ------- ბ----------- ერთად იმოფებოდა ქ. თ---–--–-, დ--- წ------, ა---–------- ქუჩა N---ში და ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განახორციელა რა გასროლა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბ--- ბ--------, მ--- ბ--------, ე----- ე-–------ს, რომელთაც გაუჩდათ სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე. თავის მხრივ გ------- ბ--------- ძმას ვ----– ბ-------- წაართვა ცეცხლსასროლი იარაღი და იგიც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით ბ--- ბ--------, მ--- ბ-------- და ე----- ე-–------ს. ასევე, ჯანმრთელობის დაზიანება ვ----– ბ--------- და გ------- ბ--------- მიაყენეს ბ--- ბ--------, მ--- ბ-------- და ე----- ე-–------ს, კერძოდ: ვ----– ბ--------- რამოდენიმეჯერ ხელი დაარტყა გულმკერდის არეში ბ--- ბ--------, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხელი დაარტყა მ--- ბ-------- ხელის არეში, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და ე----- ე-–------ს ხელი ჩაარტყა თავისა და ხელის არეში, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, ამავდროულად, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედების დროს ვ----– ბ-------- და გ------- ბ-------- გადაადგილდებოდნენ რა ქ. თ---–--–-, დ--- წ------, ა---–------- ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით აშკარა უპატივცემულობას გამოხატავდნენ იქ მყოფი და მცხოვრები მოქალაქეების მიმართ, რითაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და აშკარა უპატივცემულობა გამოხატეს საზოგადოებისადმი. აღნიშნული ბრალდების ყველა ეპიზოდში დადასტურებულია როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით გ------- ბ-------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 თვის ვადით, რაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განაჩენით. მიუხედავად აღნიშნულისა, 2018 წლის 24 ივნისს, გ------- ბ-------- ძ------- ვ----– ბ----------- ერთად იმყოფებოდა ქ. თ---–--–-, დ--- წ------, ა---–------- ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე და ურთიერთშელაპარაკებისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბ--- ბ--------, მ--- ბ--------, ე----- ე-–------ს. ვ----– ბ--------- საკუთარ ეზოში გაისროლა იარაღისმაგვარი საგანი, ხოლო გ------- ბ--------- მოახდინა მისი დემონსტრირება ეზოს მიმდებარედ, ქუჩაში. დაზარალებულებს განხორციელებული ქმედებებიდან გამომდინარე, გაუჩნდათ სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში. ასევე გ------- ბ--------- და ვ----– ბ--------- ბ--- ბ--------, მ--- ბ--------ა და ე----- ე-–------ს მიაყენს ფიზიკური შეურაცხყოფა - სხეულის სხვადასხვა მიდამოში დაარტყეს ხელი, რითაც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ვ----– ბ--------ს და გ------- ბ--------ს მიერ 2018 წლის 24 ივნისს, ქ. თ---–--–-, დ--- წ------, ა---–------- ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევისა და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვის ფაქტები.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის განაჩენი გ------- ბ-------- და ვ----– ბ--------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები გ------- ბ--------ს და ვ----– ბ--------ს როგორც გამართლების ნაწილში, ისე მსჯავრდების ნაწილში, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი, დანიშნული სასჯელი კი სამართლიანი.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

მტკიცებულებათა შეფასება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს:

 

„ა) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში“.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ----– ბ--------ს მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 24 ივნისს, ვ----– ბ-------- ძ------- გ------- ბ----------- ერთად იმყოფებოდა ქ.თ---–--–-, დ--- წ------, ა---–------- ქუჩა N---ში და ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განახორციელა რა გასროლა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბ--- ბ--------, მ--- ბ--------, ე----- ე-–------ს, რომელთაც გაუჩნდათ სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე. თავის მხრივ გ------- ბ--------- ძმას ვ----– ბ-------- წაართვა ცეცხლსასროლი იარაღი და იგიც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით ბ--- ბ--------, მ--- ბ-------- და ე----- ე-–------ს. ასევე, ჯანმრთელობის დაზიანება ვ----– ბ--------- და გ------- ბ--------- მიაყენეს ბ--- ბ--------, მ--- ბ-------- და ე----- ე-–------ს, კერძოდ: ვ----– ბ--------- რამოდენიმეჯერ ხელი დაარტყა გულმკერდის არეში ბ--- ბ--------, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხელი დაარტყა მ--- ბ-------- ხელის არეში, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და ე----- ე-–------ს ხელი ჩაარტყა თავისა და ხელის არეში, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, ამავდროულად, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედების დროს ვ----– ბ-------- და გ------- ბ-------- გადაადგილდებოდნენ რა ქ. თ---–--–-, დ--- წ------, ა---–------- ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით აშკარა უპატივცემულობას გამოხატავდნენ იქ მყოფი და მცხოვრები მოქალაქეების მიმართ, რითაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და აშკარა უპატივცემულობა გამოხატეს საზოგადოებისადმი.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- ბ--------ს მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით გ------- ბ-------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 თვის ვადით, რაც ძალაში იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განაჩენით. მიუხედავად აღნიშნულისა, 2018 წლის 24 ივნისს, გ------- ბ-------- ძ------- ვ----– ბ----------- ერთად იმყოფებოდა ქ. თ---–--–-, დ--- წ------, ა---–------- ქუჩა N---ში და ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განახორციელა რა გასროლა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბ--- ბ--------, მ--- ბ--------, ე----- ე-–------ს, რომელთაც გაუჩნდათ სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე. თავის მხრივ ვ----– ბ--------- ძმას გ------- ბ-------- წაართვა ცეცხლსასროლი იარაღი და იგიც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით ბ--- ბ--------, მ--- ბ-------- და ე----- ე-–------ს. ასევე, ჯანმრთელობის დაზიანება გ------- ბ--------- და ვ----– ბ--------- მიაყენეს ბ--- ბ--------, მ--- ბ-------- და ე----- ე-–------ს. კერძოდ, გ------- ბ--------- რამოდენიმეჯერ ხელი დაარტყა გულმკერდის არეში ბ--- ბ--------, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხელი დაარტყა მ--- ბ-------- ხელის არეში, რა დროსაც განიცადა, ფიზიკური ტკივილი და ე----- ე-–------ს ხელი ჩაარტყა თავისა და ხელის არეში, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, ამავდროულად, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედების დროს გ------- ბ-------- და ვ----– ბ-------- გადაადგილდებოდნენ რა ქ. თ---–--–-, დ--- წ------, ა---–------- ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით აშკარა უპატივცემულობას გამოხატავდნენ იქ მყოფი და მცხოვრები მოქალაქეების მიმართ, რითაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივ წესრიგი და აშკარა უპატივცემულობა გამოხატეს საზოგადოებისადმი.

 

რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს:

 

დაზარალებულმა ბ--- ბ--------- დაადასტურა, რომ კონფლიქტი დაიწყო გ------- ბ----------- სიტყვიერი დაპირისპირებით, რომელშიც მალევე ჩაერთო ვ----– ბ--------. ორივე მათგანმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა როგორც მას, ასევე მისი ოჯახის წევრებს (მ--- ბ-------- და ე----- ე-–------ს), რომლებიც ცდილობდნენ მოჩხუბრების გაშველებას, დაემუქრნენ მათ გადაწვითა და სიცოცხლს მოსპობით. ვ----– ბ--------- თავისივე ეზოში გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან (პირველად ერთჯერადი გასროლები მოახდინა, შემდეგ ჯერით) და გ------- ბ----------- ერთად არაერთხელ მოახდინა მისი დემონსტრირება, როგორც ქუჩაში ასევე ეზოში. კონფლიქტში მეზობლების ჩარევის გამო ბრალდებულებმა ვერ მოახერხეს იარაღის დამიზნებით გასროლა მისი ოჯახის წევრების მიმართულებით. ვ----– და გ------- ბ----------- დარტყმები მიაყენეს მკერდის არეში, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო სიცოცხლის მოსპობის მუქარა აღიქვა რეალურად ბრალდებულების აგრესიული ქმედებების, მათ მიერ იარაღიდან გასროლისა და იარაღის დემონსტრირების გამო. პირადად დაინახა თუ როგორ მიაყენეს ბრალდებულებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მ--- ბ--------ა და ე----- ე-–------ს. ავტომატს, რომელიც ბრალდებულებმა გამოიყენეს ყავისფერი სახელური ჰქონდა. ვიზუალურად და ასევე ხმაზე ეტყობოდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი იყო. დაზარალებულმა განმარტა, რომ როდესაც გ------- ბ--------- მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მანაც სიტყვიერი შეურაცხყოფით უპასუხა.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2018 წლის 26 ივნისს გ-----------– ვ-------- კ-------–---ს მიერ, ე-------- თ------ ს--------ს, დაზარალებულ ბ--- ბ--------ს მონაწილეობით, ამ უკანასკნელის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც დაზარალებულმა მიუთითა დ--- წ-----–-, ა---–------- ქ--------–- მდებარე საცხოვრებელ სახლზე, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- ბ--------- და ვ----– ბ--------- მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა 2018 წლის 24 ივნისს, დაემუქრნენ მას და მისი ოჯახის წევრებს, ავტომატის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე/კანონთან შესაბამისობა დაადასტურა გ-----------–მა ვ-------- კ-------–---- პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.

 

დაზარალებულმა მ--- ბ--------- განმარტა, რომ 2018 წლის 24 ივნისს, დ--- წ-----–-, ა---–------- ქუჩაზე განვითარებული კონფლიქტის ინიციატორი იყო გ------- ბ--------, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის ძმას - ბ--- ბ--------. სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა კონფლიქტი გ------- ბ--------ა და ბ--- ბ-------- შორის, რომელშიც ჩაერთო ვ----– ბ-------- და ბრალდებულებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც პირადად მას, ასევე მისი ოჯახის წევრებს - ბ--- ბ-------- და ე----- ე-–------ს. ვ----– ბ--------- და გ------- ბ--------- სხეულის სხვადსხვა მიდამოში მიაყენეს დარტყმები, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. გარდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა, ბრალდებულები აგრესიული ტონით, იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით (ამოხოცვით, აფეთქებითა და ამობუგვით) დაემუქრნენ ოჯახის ყველა წევრს, მათ შორის ბ--- ბ-------- დაემუქრნენ აჩეხვითა და ყელის გამოჭრით. საკუთარი სახლის ეზოს შუა ნაწილში მყოფმა ვ----– ბ---------- მეზობლებთან ძიძგილაობის მიუხედავად, მაინც გაისროლა იარაღიდან მისი ოჯახის წევრების მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ იარაღის დემონსტრირება განახორციელა გ------- ბ---------- თუმცა მეზობლების ჩარევის გამო ვერ გაისროლა მათი მიმართულებით. კონფლიქტის ხასიათის, გ------- ბ--------ს წარსული ნასამართლობისა და ბრალდებულების აგრესიული ქმედებების გამო, ვ----– და გ------- ბ----------ს მუქარა მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის შესახებ აღიქვა რეალურად და შეეშინდა.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 3 აგვისტოს #--------- დასკვნის თანახმად, მ--- ბ-------- პირადი შემოწმებისას (2018 წლის 25 ივნისს) აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. სასამართლო - სამედიცინო ე--------იზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ე--------მა გ---–----- ტ------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.

 

დაზარალებულმა ე----- ე-–------- განმარტებით, 2018 წლის 24 ივნისს, საღამოს საათებში, ქ. თ---–--–-, დ--- წ-----–-, ა---–------- ქ---------–- კონფლიქტი დაიწყო გ------- ბ--------ს მიერ მისი ოჯახის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო. სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა ჩხუბი და გ------- და ვ----– ბ----------- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მის შვილს - ბ--- ბ--------. იგი მ--- ბ----------- ერთად აშველებდა მოჩხუბრებს, რა დროსაც ბრალდებულებმა მათაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი დაარტყეს სხეულის სხვადასხვა მიდამოში. დაზარალებულმა დაადასტურა ვ----– ბ--------ს მიერ იარაღიდან გასროლისა და გ------- ბ--------ს მიერ ავტომატის დემონსტრირების ფაქტები და აღნიშნა, რომ ბრალდებულები სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ პირადად მას, ასევე მისი ოჯახის წევრებს. დაზარალებულის განმარტებით, იარაღი, რომელიც ბრალდებულებს ჰქონდათ, იყო ცეცხლსასროლი.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 24 აგვისტოს #--------- დასკვნის თანახმად, შპს „ს-------–---–-- სახელობის ს------------------ კლინიკის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #--------- ე----- ე-–------ მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 2018 წლის 24 ივნისს, სადაც დაესვა დიაგნოზი: გ.ი.დ. არასტაბილური სტენოკარდია, დილატაციური კარდიომიოპათია ჰისის კონის მარცხენა ფეხის ბლოკადა დაუზუსტებელი პარკუჭოვანი ექტრასისტოლია. სამედიცინო დოკუმენტებში აღწერილია მარცხენა მხრის მედიალურ ზედაპირზე მცირე კანქვეშა სისხლჩაქცევები. დაზიანებები სისხლჩაქცევების სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი- ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებების ხანდაზმულობის განსაზღვრა ე--------იზაზე წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში დაზიანებების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო შეუძლებელია. სასამართლო-სამედიცინო ე--------იზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ე--------მა ე-- ჩ---–--–---–-ა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.

 

მოწმე ვ-–- ბ--------- პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, 2018 წლის 24 ივნისს იმყოფებოდა სახლში და კივილის ხმაზე გარეთ გასულმა დაინახა გ------- ბ--------, რომელიც მის ცოლ-შვილს ფიზიკურად უსწორდებოდა (ცემდა). ბრალდებული აგრესიას ძირითადად ბ--- მიმართ გამოხატავდა. მისი შვილი (მ--- ბ--------) და მეუღლე შუაში იდგენენ და აშველებდნენ მოჩხუბრებს. ეცადა კონფლიქტის მონაწილეთა გაშველებას, მაგრამ ვერ მოახერხა. შევიდა სახლში და ბრალდებულების შეშინების მიზნით სახლიდან გამოიტანა პნევმატური იარაღი. გარეთ გამოსულმა დაინახა, რომ ჩხუბში ვ----– ბ--------ც იყო ჩართული. გ------- და ვ----– ბ---------- ეზოში შეცვივდნენ და ავტომატიდან ატეხეს სროლა, რამაც ძალიან შეაშინა. ავტომატი ორივე ბრალდებულის ხელში დაინახა, თუმცა გასროლა სახლიდან ვ----– ბ--------- განახორციელა. კონფლიქტში მეზობლების ჩართვამ მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე გადაარჩინა. მოწმემ დაადასტურა ვ----– ბ--------სა და გ------- ბ--------ს მიერ მისი ოჯახის წევრების მიმართ ხელის დარტყმისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები. მოწმის განმარტებით, ერთი მათგანი ამბობდა „დაგასამარებთო“, მეორე „ეხლავე შეგისრულებთო“. მან კონკრეტულად ვერ მიუთითა რომელ დაზარალებულს, სხეულის რომელ ადგილებში მოხვდა ბრალდებულების მიერ მოქნეული ხელი.

 

მოწმე ა---------– ც-------მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 24 ივნისს იმყოფებოდა წ-----–- მდებარე მეუღლის მშობლების ოჯახში. საღამო ხანს, ეზოს ჭიშკართან გამოჩნდა გ------- ბ--------, რომელმაც დანახვისთანავე შეაგინა იქვე მდგომ ბ--- ბ--------. (გ------- ბ-------- გაბრაზებული იყო და წინა ინცინდენტს იხსენებდა). პასუხად მისმა ცოლის ძმამაც შეაგინა, რასაც ბრალდებულის მხრიდან ხელის დარტყმა და ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. რამდენიმე წუთიანი ინტენსიური ჩხუბი მიმდინარეობდა, რომელშიც ყველა ჩართული იყო. ბ--- ბ--------ს საპასუხო შეგინების ხმაზე ვ----– ბ-------- გამოიქცა სახლიდან, მას მოჰყვებოდნენ მისთვის უცნობი პიროვნებები (სტუმრები) და გაგრძელდა ხელჩართული ჩხუბი. მოულოდნელად ვ----– ბ-------- სახლისკენ გაიქცა, ჩაილაპარაკა „ეხლა თქვენ...“ და გინებით შევარდა ეზოში. დაინახა, რომ ბრალდებულმა ავტომატი გამოიტანა სახლიდან. ვ----– ბ--------ს სიძე ცდილობდა ავტომატისთვის მიმართულება შეეცვალა. ამ დროს მ--- ბ--------, ბ--- ბ-------- და ე----- დ--–---–---–- ხეივნის თავში იმყოფებოდნენ. სიძესთან ძიძგილაობის დროს ვ----– ბ--------- მათი მიმართულებით გაისროლა, მაგრამ ტყვია არავის მოხვედრია. აღნიშნულის შემდეგ, გ------- ბ-------- შევარდა ეზოში, ვ----– ბ-------- ხელიდან გამოგლიჯა ავტომატი, გავიდა ქუჩაში და ბ---ს დაუმიზნა. იქვე იმყოფებოდა მეზობელი ო----- ა--–-------, რომელმაც გ-------ს ავტომატის დამიზნებაში ხელი შეუშლა, თუმცა იარაღის წართმევა ვერ შეძლო. რამდენიმე წუთში ვ----– ბ-------- გამოიქცა თავისი ეზოდან, გ-------ს ხელიდან გამოგლიჯა ავტომატი და სახლში შეიტანა. ამით დასრულდა კონფლიქტის პირველი ეპიზოდი. აღნიშნულის შემდეგ გ------- ბ-------- კვლავ გამოიქცა ბ--- ბ--------ს მიმართულებით და ხელი დაარტყა. ამასობაში საპ--------–ო პოლიცია მივიდა შემთხვევის ადგილზე. კონფლიქტი გვიან ღამემდე გაგრძელდა. მოწმემ დაადასტურა, რომ ვ----– და გ------- ბ---------- მის მეუღლეს და სიდედრს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ბრალდებულების მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მუქარას სიტყვებით: „დაგმარხავ, მოგკლავ, ყელს გამოგჭრი, გადაგწვავ..“. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ქალბატონები კონფლიქტის ცენტრში აღმოჩნდნენ და ბევრიც მოხვდათ. გ------- და ვ----– ბ----------- სამივე დაზარალებულს (ბ---ს, მ---ს და ე-----ის) დაარტყეს ხელი.

 

მოწმე მ-------- ც-------მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დეტალურად განმარტა 2018 წლის 24 ივნისს, ქ.თ---–--–-, დ--- წ-----–-, ა---–------- ქუჩაზე განვითარებული კონფლიქტის დეტალები და აღნიშნა, რომ ჩხუბი დაიწყო გ------- ბ--------ს გინების გამო, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჭიშკართან მდგომ ბ--- ბ-------- და დასარტყმელად გაიწია მისკენ. ვინაიდან ხელში ბავშვი ეჭირა, სახლში შევიდა და კონფლიქტის პირველი ნაწილი არ უნახავს. რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ გავიდა გარეთ, ბავშვი რძალს მიაწოდა, მასვე გამოართვა მობილური ტელეფონი და დაიწყო კონფლიქტის გადაღება. პირადად დაინახა საკუთარ ეზოში მყოფი ვ----– ბ--------, რომელსაც ავტომატი ეჭირა ხელში და ცდილობდა ბ---სთვის დამიზნებას. გასროლის მომენტში შეშინდა და ღობეს მოეფარა. ამ დროს ეზოდან გამოვიდა გ------- ბ--------, რომელსაც ხელში აღნიშნული იარაღი ეჭირა. ბრალდებულის შეჩერებას ცდილობდა მეზობელი მამაკაცი, რომელიც წინ ედგა გ------- ბ-------- და გასროლის საშუალებას არ აძლევდა. მოწმემ დაადასტურა, რომ დაინახა კონფლიქტის ის მონაკვეთი, როდესაც გ------- ბ-------- იწევდა ბ--- ბ--------სკენ, ხოლო ე----- ე-–------ და მ--- ბ-------- ეფარებოდნენ. ბრალდებულების მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა ქალბატონების ხელით გათრევის ფაქტს. ვ----– და გ------- ბ----------ს ძირითადი აგრესია ბ--- ბ--------სკენ იყო მიმართული, თუმცა ისინი ოჯახის ყველა წევრს ემუქრებოდნენ ამოხოცვით. იარაღი რომელიც ბრალდებულებს ჰქონდათ, ვიზუალურად ავტომატს ჰგავდა. მ--- ბ--------ს და ე----- ე-–------- მიმართ დარტყმები ძირითადად სხეულის ზედა ნაწილებში განხორციელდა.

 

მოწმე ო----- ა--–-------- პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 24 ივნისს მისი ჭიშკრის პირდაპირ, ქუჩაში გაიგონა ხმაური. გარეთ გასულმა ხელჩართული ჩხუბი დაინახა - ბრალდებულები და დაზარალებულები ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ. გაუკვირდა რადგან ისინი ერთმანეთის ნათესავები არიან. ცოტა ხანში მოჩხუბრები დაშოშმინდნენ და ერთმანეთს დასცილდნენ. გ------- ბ-------- და ვ----– ბ-------- შევიდნენ თავიანთ სახლში. იფიქრა რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ ცოტა ხანში გ------- ავტომატით გამოვარდა ქუჩაში და ბეტონის ღობის მხარეს წავიდა. მიუახლოვდა გ------- ბ--------, რა დროსაც ვ----– ბ-------- მივარდა მეორე მხრიდან, გამოგლიჯა ძმას ხელიდან ავტომატი და სახლში შეიტანა. სროლის ხმა გ------- და ვ----– ბ----------ს ეზოდან გაიგო. მოწმის განმარტებით, ხელების ინტენსიურ ქნევაში ვერ დაიანხა ვინ ვის ურტყამდა. და ე----- ე-–------ მოჩხუბრებს აშველებდნენ, მათ დარტყმები ძირითადად ხელებზე და ტანზე ხვდებოდათ. ადგილი ჰქონდა ხელის ქნევას, ჯაჯგურს და ძიძგილაობას. მუქარა ჩხუბის შესაბამისი ისმოდა. უფრო გ------- ბ-------- იგინებოდა. ქუჩაში ვ-–- ბ--------ც ნახა, რომელსაც ხელში პისტოლეტი ეჭირა. ქუჩაში გასროლა არ მომხდარა. ავტომატი, რომელიც ბრალდებულებს ჰქოდნათ ცეცხლსასროლ იარაღს წარმოადგენდა თუ არა, დანამდვილებით არ იცის (თუმცა ჰგავდა). ქალბატონებისთვის სერიოზული დაზიანებები არ შეუმჩნევია, თუმცა დაინახა, რომ მათ მხარში და სხეულის სხვა ადგილებში ხვდებოდათ ხელი.

 

პ--------– - ი--------------- გ--- ვ--------–---–მა და ჯ------– ქ-------მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტეს, რომ 2018 წლის 24 ივნისს ღამის ცვლაში ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება წ-----–-, ა---–------- ქუჩაზე კონფლიქტთან დაკავშირებით. გაემართნენ შემთხვევის ადგილისკენ, სადაც დახვდათ მ--- ბ--------. ქუჩაზე ხალხმრავლობა იყო. კონფლიქტში მონაწილე მხარეებიდააშორეს ერთმანეთს და სიტუაცია განმუხტეს. გ------- და ვ----–ი სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოირჩეოდნენ, რომელიც მიმართული იყო მათი ბ---შვილებისკენ. მ--- ბ--------ს განმარტებით, ვ----– ბ--------- მისი (მ--- ბ--------ს) ძმის - ბ--- ბ--------ს მიმართ განახორციელა გასროლა, ხოლო გ------- ბ-------- ქუჩაში ყოფნისას ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას ახდენდა. გარდა ამისა ბრალდებულები ემუქრებოდნენ მისი ოჯახის წევრებს. მომხდარის შესახებ შეატყობინეს საგამოძიებო სამსახურს. ასევე დაუკავშირდნენ ოცმეთაურს და დამატებითი ეკიპაჟის გამოყოფა სთხოვეს. მოწმეთა განმარტებით, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკთან იმყოფებოდნენ, როდესაც შეტყობინება მიიღეს. შემთხვევის ადგილამდე მისასვლელად დაახლოებით 10 წუთი დასჭირდათ. მათი გამოჩენის შემდეგ ბრალდებულები ეზოში შევიდნენ, ისინი იმუქრებოდნენ და ლანძღავდნენ მ--- ბ--------ს ოჯახის წევრებს. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარება იქნა გამოძახებული, რომლის დახმარებაც მ--- ბ--------ს დედას დასჭირდა. განახორციელეს შემთხვევის ადგილის დაცვა. ავტომატიდან გასროლილი გილზა მათ მიერ აღმოჩენილი არ ყოფილა.

 

მოწმე ბ---- ა--–-------- პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 24 ივნისს, ნასვამ მდგომარეობაში სახლში იმყოფებოდა. საღამო ხანს ხმაური და ქალების კივილის ხმა შემოესმა. გაიხედა ჭიშკრიდან და დაინახა მეზობლის სახლთან (ქვედა მხარეს) შეკრებილი ადამიანები. ადგილზე მისვლისას დაინახა, რომ ვ----– ბ-------- ხმამაღლა ე--მათებოდა ვ-–- ბ--------. შეეცადა მათ დამშვიდებას. ვ----– ბ--------- დაუჯერა და ეზოში შეჰყვა. ამ დროს გ------- ბ--------ც შევიდა თავის ეზოში და ორივე დამშვიდებული დატოვა სახლში. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ქუჩიდან მოესმა მხოლოდ ყვირილი და ხმამაღალი საუბარი. ხმაურის შედეგად მისი სიმყუდროვე არ დარღვეულა. იფიქრა ვინმეს დახმარება ხომ არ სჭირდებოდა და ამ მიზნით გავიდა სახლიდან. ვინმეს ხელში იარაღი არ შეუნიშნავს.

 

მოწმე ვ--–------ ა--–-------- პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ბრალდებულები და დაზარალებულები მისი მეზობლები არიან. 2018 წლის 24 ივნისს იმყოფებოდა სახლში და საქმიანობდა გომურში, რა დროსაც შემოესმა სროლის ხმა. გარეთ გამოსულს წივილ-კივილის ხმაც შემოესმა. გაიხედა ეზოდან და დაინახა ბ----------ს სახლიდან მიმავალი თავისი მეუღლე და ვაჟი. მათგან გაიგო რომ ჩხუბი მოხდა. ხმაურისა და სროლის ხმაზე შეწუხდა, რადგან იფიქრა რაიმე ცუდი ხომ არ მოხდა. დაახლოებით 2-3 გასროლის ხმა შემოესმა. ხმაურის გამო თავს დაზარალებულად არ მიიჩნევს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 25 ივნისს, საპ--------–ო პ---–-–------------------------------–-----------------–------------------------------–--- გ-----------– გ----- კ-----–---–--ს მიერ, ე--------ების - ზ---- ჯ---–-------- და ზ------ ჯ------–---–-ს, მესაკუთრე ა----- ჯ----–---–-ს მონაწილოებით დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი მდებარე დ--- წ------, ა---–------- ქ---------–-, საკარმიდამო ეზოში. ასფალტის საფარიანი გზის გაღმა, მარცხნივ არის ბეტონის ღობით შემოსაზღვრული ეზო. ღობის გვერდით დგას პლასტმასის მწვანე ფერის ნაგვის ურნა, ეზოში არის ბალახის მწვანე საფარი, დგას ხეები, არის ვაზის ხეივანი. ხეივნის მეორე ბოძთან ხელმარჯვნივ ბოძის უკანა მხარეს ხის ბოძზე ჩარჭობილია შავტარიანი დასაკეცი დანა გაშლილ მდგომარეობაში, წარწერით „მაგნუმ“, რომელიც ამოღებულ იქნა ე--------ების მიერ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სხვა რაიმე ნივთი ამოღებული არ ყოფილა. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა დასურათებულ იქნა ე--------რების მიერ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების კანონთან შესაბამისობა/სისწორე დაადასტურა გ-----------–მა გ----- კ-----–---–--მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 25 ივნისს, გ-----------– გ----- კ-----–---–--ს მიერ, დაზარალებულ მ--- ბ--------სგან ამოღებულ იქნა ამ უკანასკნელის კუთვნილი, „LG-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 3 ივლისს, გ-----------– ბ----- კ-----–---–--ს მიერ, დათვალიერებულ იქნა დაზარალებულ მ--- ბ--------სგან გამოთხოვილი „NIE\2326“ და „WCWY6060“ ვიდეოჩანაწერები. „NIEA2326“ ჩანაწერის ხანგრძლივობა არის 0:01:37 წუთი. კადრში ჩანან ვ----– და გ------- ბ----------, რომლებიც დგანან მათივე საცხოვრებელი სახლის შესასვლელი ეზოს სიღრმეში. მათთან ერთად იმყოფება ორი მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია მოკლემკლავიანი მოშავო ფერის მაისური და მოკლე შარვალი, ეჭიდავება ვ----– ბ-------- თითქოს ცდილობს მისთვის რაღაცის წართმევას, მათთან ერთად დგას ასევე გ------- ბ--------, რომელიც წელს ზევით არის შიშველ მდგომარეობაში. გ------- ბ-------- ტოვებს მის ძმას და თანმხლებ პირებს ეზოში, ხოლო თვითონ გარბის საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარისკენ, რომელიც არის ღია მდგომარეობაში. როდესაც იგი უახლოვდება ჭიშკარს, ისმის სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამოდენიმეჯერ გასროლის ხმა. სროლის ხმებზე გ------- ბ-------- ისევ შერბის ეზოში, ამ დროს ისმის სავარაუდოდ ბ--- ბ--------ს ხმა „ისვრი მიდი მესროლე ბიჭო“, რის შემდეგაც უკვე მიყოლებით ისმის სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლის ხმა. სროლების შეწყვეტიდან რამდენიმე წამში ეზოდან ხელში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით გამოდის გ------- ბ--------. ეს უკანასკნელი ბ--- ბ--------ს დასანახად ახდენს იარაღის დემონსტრირებას და იწვევს მისკენ, თუმცა მას ბ--- ბ----------- მიახლოების საშუალებას არ აძლევს ო----- ა--–-------. ამავდროულად მასთან მირბის მისი ძმა, ვ----– ბ--------, რომელიც გ. ბ-------- ართმევს იარაღს და ისევ შედის მის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულის შემდეგ გ------- ბ-------- თავს ესხმის ბ--- ბ--------, ასევე ხელით ტანსაცმელზე ექაჩება ბ--- ბ--------ს დედას, ე----- ე-–------ს ბ--- ბ--------ს და, მ--- ბ-------- და ე----- ე-–------ ცდილობენ გ------- ბ--------ს და ვ----– ბ--------ს შეჩერებას, ამ დროს კადრში ჩანს ვ-–- ბ--------, რომელსაც ხელში უჭირავს მოვერცხლისფრო ფერის კორპუსის მქონე პისტოლეტი. გამომძიებლის მიერ ასევე დათვალიერდა WCW Y6060 ჩანაწერი, რომლის ხანგრძლივობაა 00:00:16 წამი. ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას რაიმე სახის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი არ ფიქსირდება. დათვალიერებული დისკები დაილუქა გამომძიებლის მიერ. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გ-----------–მა ბ----- კ-----–---–--მ პირველი ინსტანციის სასამრთლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ გ----------–--- - მ------ ქვ----------–-----------------------------------–----–------------–---------–-------------------–---–-, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ (მათი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და სისწორე.მხარეთა მიერ უდავოდ იქნა ცნობილი საქართველოს შს სამინსიტროს საე--------ო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 6 ივლისის #--------------------------ნა, რომლის თანახმადაც, ე--------იზაზე წარდგენილ ვ----– და გ------- ბ----------ს ტანსაცმელზე დენთის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის, ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტების - სტიბიუმის, ბარიუმის, სპილენძის და ტყვიის არსებობა, რკინის მეტალიზაციის და ზეთოვანი ნა-----ბ პროდუქტების კვალი არ დაფიქსირდა;

 

ე--------იზაზე წარდგენილ ვ----– და გ------- ბ----------ს ხელებიდან და სახის მიდამოდან აღებულ ანაწმენდებზე დენთის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის კვალი დაფიქსირდა ვ----– ბ--------ს მარცხენა ხელიდან აღებულ ანაწმენდზე. ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტების - სტიბიუმის, ბარიუმის, სპილენძის და ტყვიის არსებობა ანაწმენდებზე არ დაფიქსირდა.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ვერ იქნა ამოღებული იარაღი და გასროლილი მასრები, რომლებიც გასროლის შედეგად გადმოვარდა იარაღიდან, შესაბამისად შეუძლებელია კატეგორიულად იმის მტკიცება, რომ დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებში, ასევე ვიდეო ჩანაწერში დაფიქსირებული იარაღის მაგვარი საგანი წარმოადგენს ცეცხლსასროლ იარაღს (ავტომატს) და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.

 

ვ----– ბ--------- პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 24 ივნისს, საღამოს საათებში ქუჩიდან არასასიამოვნო ხმები გაიგონა. ქუჩაში გაიხედა და დაინახა, რომ მ--- ბ-------- და ე----- ე-–------ს მაისურით ეჭირათ მისი ძმა - გ------- ბ--------, რომელსაც ბ--- ბ-------- და ა---------– ც------- ურტყამდნენ. მათთან ახლოს, იარაღით ხელში დარბოდა ბ---მისი ვ-–- ბ--------, რომელიც იძახდა „გამიშვით და თავი უნდა გავუხვრიტო“. მოჩხუბრების დაშოშმინების მიზნით სახლიდან გამოიტანა პნევმატური იარაღი, რომელიც ავტომატს წააგავს. ამასობაში გ------- ბ-------- ეზოში დახვდა, რომელმაც გამოართვა აღნიშნული იარაღი და გაიქცა ქუჩისკენ. ბ--- ბ--------- იცოდა, რომ იარაღი პნევმატური იყო, წინ დაუდგა გ-------ს და ეძახდა მესროლეო. გ------- ბ-------- აღნიშნული იარაღი გამოართვა და ეზოში შევიდა, რა დროსაც გაიგონა რამდენიმე გასროლის ხმა. გ------- ვ-–-ს ეძახდა „ამხელა კაცმა რა გააკეთეო“. დაახლოებით 5-10 წუთში პ--------–ის თანამშრომლები მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. კონფლიქტის დროს ბ---მისს ცეცხლსასროლი იარაღი ე--ვა და არა ის პისტოლეტი, რაც სასამართლოში წარმოადგინეს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი დამონტაჟებულია, „ხმა აქვს დადებული“. მისთვის გაუგებარია, თუ მოკვლით ემუქრებოდა მ--- ბ--------, როგორ გადაიღო მობილური ტელეფონით მისი ეზო. თუ ავტომატიდან გაისროლა, გილზა რატომ ვერ იქნა ამოღებული ან ვიდეოში კვამლი რატომ არ ჩანს. ფიქრობს, რომ მ--- ბ--------ს პოლიციელმა მეუღლემ და დეიდაშვილებმა პროვოკაცია მოუწყვეს. ვიდეოში არ ჩანს, თუ როგორ დასცინის მ--- ბ-------- გ------- ბ--------, როგორ უმიზნებს ვ-–- ბ-------- მას იარაღს და როგორ სცემენ მის ძმას. მისი განმარტებით, მას არავინ უცემია და არც არავის დამუქრებია. მისი პნევმატური იარაღი „კალაშნიკოვს“ ჰგავს, მჭიდში ბურთულები იდება, რომელთა გასროლაც ბალონის მეშვეობით ხდება. აღნიშნული იარაღი ჯერ ონკანთან დააგდო, შემდეგ სახლში შეიტანა და სკამზე დადო.

 

გ------- ბ--------- პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 24 ივნისს იმყოფებოდა სახლში. საღამო ხანს სამუშაო ტანსაცმლით გავიდა ქუჩაში, სადაც დახვდნენ ბ--- - ვ-–- ბ--------, ბ-–---–- - ე----- ე-–------, ბ---შვილები - ბ--- ბ--------, მ--- ბ--------, ამ უკანასკნელის მეუღლე ა----- დასთან ერთად. მათთვის ხმა არ გაუცია, მხოლოდ შეხედა. აღნიშნულმა პიროვნებებმა ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს, რის შემდეგაც მ--- ბ--------- მობილური ტელეფონით ვიდეოს გადაღება დაიწყო, ხოლო მალევე დამცინავი ტონით მიმართა: „რას ჰგავს, როგორ დადისო“. მ---ს დამცინავ საქციელს იმავე სტილში უპასუხა. მისმა სიტყვებმა ვ-–- ბ--------ს ოჯახის წერვები გააღიზიანა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბ---მისმა ცეცხლსასროლი იარაღი მიუშვირა. ვ-–- ბ-------- უთხრა ესროლა მისთვის და რამდენჯერმე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. საპასუხოდ ბ--- ბ---------ც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისთვის ხელის დარტყმა უნდოდა (შეიძლება ერთი ორი მიარტყა კიდეც). დაიწყეს ჩხუბი და კარგად სცემეს. ვ-–- ბ-------- მასთან ახლოს არ მისულა. ჩხუბის პროცესში დაინახა მისი ძმა ვ----– ბ--------, რომელსაც პნევმატური იარაღი ეჭირა ხელში. იფიქრა აღნიშნული იარაღით შეაშინებდა მოჩხუბრებს. გამოართვა ვ----–ს იარაღი და გარეთ გავიდა. იქვე შეხვდა მეზობელი, რომელმაც გაშველება დაიწყო. ისევ ვ----–მა გამოართვა იარაღი და სახლში შეიტანა. ამ დროს გაიგონა 3-4 გასროლის ხმა. რამდენიმე წამში მიტრიალდა და ჭიშკართან ე----- ე-–------ დაინახა, რომელიც კონფლიქტში მას ადანაშაულებდა. შემთხვევის ადგილზე მეზობელი ბ---- ა--–------- მივიდა დედამისთან ერთად, რომლებმაც დააწყნარეს ისინი და სახლში შეიყვანეს. რამდენიმე წუთში კონფლიქტის ადგილზე მივიდა საპ--------–ო პოლიცია, ჩასვეს ძმები ავტომანქანაში და წაიყვანეს განყოფილებაში. მას ქალბატონებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ხელი მხოლოდ ბ--- ბ-------- დაარტყა. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონებიც მონაწილეობდნენ ჩხუბში, მათი ფიზიკური შეურაცხყოფის განზრახვა არ ჰქონია. პირველი დარტყმა ვინ განახორციელა არ ახსოვს. ბ--- ბ--------- დასარტყმელად გამოიწია თუ არა, არ იცის, რადგან არ შეუხედავს. კონფლიქტის დასრულების შემდეგ პნევმატური იარაღი სახლში ჰქონდათ, მაგრამ სად წავიდა მისთვის უცნობია. პნევმატური იარაღიდან გასროლა არ განუხორციელებიათ.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, იმის თაობაზე თითქოსდა საქმეში დაკითხულ მოწმეთა ნაწილის მიმართ არსებობს უნდობლობის საფუძველი და მათი ჩვენებები არასარწმუნოა. როგორც საქმის მასალებით ირკვევა დაზარალებულების - მ--- ბ--------ს, ბ--- ბ--------სა და ე----- ე-–------- მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები, გარდა დაზარალებულებისა, ასევე დაადასტურეს მოწმეებმა - ა---------– ც-------მ (მ--- ბ--------ს მეუღლემ) და მ-------- ც-------მ, (მათი ჩვენებები თანხვედრაშია შემთხვევის ფაქტის მომსწრე მოწმის - ო----- ა--–-------ს ჩვენებასთან). მოწმეები თანმიმდევრულად აღწერენ კონფლიქტის დეტალებს და უთითებენ სისხლის სამართლის საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე არაერთ გარემოებაზე, მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ გ------- და ვ----– ბ---------- დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით დაზარალებულებს. ვ----– ბ--------- ეზოში რამდენჯერმე გაისროლა იარაღიდან, ხოლო გ------- ბ--------- ქუჩაში მოახდინა იარაღის დემონსტრირება. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ასევე დაადასტურეს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ კონფლიქტი დაიწყო გ------- ბ---------- მან და ვ----– ბ--------- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაზარალებულებს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ქუჩაში მოახდინა იარაღის დემონსტრირება. პალატა უთითებს, რომ მოწმეთა ჩვენებებში რაიმე ხასიათის არსებით წინააღმდეგობას ან შეუსაბამობას არ აქვს ადგილი.

 

ზოგადად მოვლენის აღქმისას გასათვალისწინებელია თითოეული ადამიანის განუმეორებელი და ინდივიდუალური მახასიათებლები, მისი გონებრივი, ფსიქოლოგიური და სხვა განმსაზღვრელი ფაქტორები, შესაბამისად მოწმეთა მიერ მოვლენის აღქმის გადმოცემა აბსოლუტურად იდენტური ჩვენებებით, ობიექტურ დამკვირვებელში ბევრად მეტ კითხვის ნიშანს გააჩენს ჩვენების საანდოობასთან დაკავშირებით, ვიდრე უმნიშვნელო განსხვავებების არსებობის პირობებში. მოცემულ შემთხვევაში საქმეში ა---------– ც-------ს და მ-------- ც-------მ ჩვენებები დანაშაულის კვალიფიკაციისათვის ყველა ძირითად და აუცილებელ ელემენტზე სცემს პასუხს და ქმნის ობიექტურ განცდას დაზარალებულების - მ--- ბ--------ს, ბ--- ბ--------სა და ე----- ე-–------- მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა განხორციელდა. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ა---------– ც------- და მ-------- ც------- არიან კონფლიქტის შემსწრე ნეიტრალური მოწმეები, მათ შორის რაიმე სახის უთანხმოების არსებობა მსჯავრდებულ ვ----– ბ----------- და მსჯავრდებულ გ------- ბ----------- არ იკვეთება. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას განხილვისას და ასევე სააპელაციო წესით განხილვისას არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რაც ა---------– ც-------სა და მ-------- ც-------ს ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა, მხოლოდ დაცვის მხარის მიერ პოზიციის დაფიქსირება არა არის საკმარისი.

 

პალატა ყურაღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზეც, რომ მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთთან შესაბამისობაშია, ამასთან აღნიშნული ჩვენებები თანხვედრაში მოდის სასამართლო სამედიცინო ე--------იზის დასკვნებში ასახულ ინფორმაციასთან (მ--- ბ--------სა და ე----- ე-–------- მიმართ), რომელთა გონივრული შეფასების შედეგად, ცალსახაა, რომ ვ----– და გ------- ბ---------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ ბ--- ბ--------, მ--- ბ--------სა და ე----- ე-–------ს, არაერთი დარტყმა მიაყენეს სხეულზე.

 

სააპელაციო პალატისათვის დაცვის მხარის პოზიცია არ არის სარწმუნო და არ იზიარებს მითითებულ არგუმენეტებს ვ----– ბ--------ს და გ------- ბ--------ს უდანაშაულობის შესახებ და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დადასტურდა ვ----– ბ--------სა და გ------- ბ--------ს მიერ ბ--- ბ--------ს, მ--- ბ--------ს, ე----- ე-–------- ცემისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ ვ----– ბ-------- და გ------- ბ-------- მოქმედებდნენ ჯგუფურად, აგრესიულად მიმართავდნენ ბ--- ბ--------, მ--- ბ--------ა და ე----- ე-–------ს, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ, რომ „გადაწვავდნენ“ და „ამოწყვეტდნენ“. ვ----– ბ--------ს და გ------- ბ--------ს აგრესიულმა ქმედებებმა, მათ შორის იარაღისმაგვარი საგნის დემონსტრირებამ და ეზოში გასროლამ, დაზარალებულებს გაუჩინა საფუძვლიანი შიში მუქარის განხორციელების რეალურობის შესახებ.

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით განსახილველი ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ის ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ) შედეგში შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული. მუქარა წარმოადგენს მატერიალურ (შედეგიან) დანაშაულს და ის დამთავრებულია მაშინ, როცა დაზარალებულს გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოთქმული მუქარისას დაზარალებულებს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, სწორედ ზ/აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისას, ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი (და არა ძალიან მშიშარა, ან პირიქით ძალიან გულადი) ჩათვლიდა, რომ მუქარა იყო რეალური. პალტა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან დგინდება, რომ ვ----– და გ------- ბ--------ს მიერ განხორციელებული მუქარა არ იყო აბსტრაქტული და შემთხვევით წარმოთქმული, ბრალდებულები დაემუქრნენ დაზარალებულებს და აღნიშნული ქმედება გარეგნულად ისეთი ფორმით იყო გამოხატული, რაც მუქარის ადრესატებს გაუჩენდათ საფუძვლიან შიშს. აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისთვის არ აქვს არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა დაცვის მხარის მიერ შემოთავაზებული საკითხის გარკვევას, თუ რატომ არ გადავიდნენ დაზარალებულები თავდაცვით მოქმედებაზე, რატომ არ დაიმალნენ და გაერიდნენ შექმნილ სიტუაციას, თუ მართლაც გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ცემისთვის ან სხვაგვარი ძალადობისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. ცემა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებს წარმოადგენს ქმედების ჩადენა ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ვ----– ბ--------- და გ------- ბ--------- ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, სამი პირის მიმართ, რისთვისაც ისინი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ.

 

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში უთითებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულების ჩვენებებით ვერ დადგინდა მუქარის და ცემის ფაქტები. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეო მასალიდან არ ჩანს რომ მ--- ბ--------- ბრალდებულების მხრიდან მიიღო დაზიანება. არ გამოირიცხება ვარაუდი, რომ მას დაზიანება შემთხვევით მიაყენა ბ--- ბ---------- რომელიც ჩხუბის დროს ხელებს იქნევდა. აპელანტის მითითებით ე----- ე-–------მ დაადასტურა, რომ მუქარის განხორციელების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ასევე ადგილი არ ჰქონია ვ----– ბ--------ს მხრიდან მისი მისამართით ხელზე დარტყმის ფაქტს, ხოლო თავში ჩარტყმაზე არ განუცხადებია, რომ ამით განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. რაც შეეხება ძალადობის ფაქტს ბ--- ბ--------ს ჩვენებით შესაძლებელია ჩხუბის დროს მისი ხელიც კი მოხვედროდა დაზარალებულებს. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერს - „როდესაც ავტომატის მაგვარი უკავიათ ხელში არ ისმის შეურაცმყოფელი სიტყვები, გინება და მუქარა“. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, უპირველესად ყურადღებას ამახვილებს ე----- ე-–------- ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც მოწმე საუბრობს 2018 წლის 24 ივნისს, საღამოს საათებში, ქ. თ---–--–-, დ--- წ-----–-, ა---–------- ქ---------–- მომხდარ შემთხვევაზე, „სიტყვიერ დაპირისპირებას ჩხუბი მოჰყვა და გ------- და ვ----– ბ----------- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მის შვილს - ბ--- ბ--------. მ--- ბ----------- ერთად აშველებდა მოჩხუბრებს, რა დროსაც ბრალდებულებმა მათაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი დაარტყეს სხეულის სხვადასხვა მიდამოში“. დაზარალებულმა ბ--- ბ--------- განმარტა, რომ ვ----– და გ------- ბ----------- „დარტყმები მიაყენეს მკერდის არეში, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო სიცოცხლის მოსპობის მუქარა აღიქვა რეალურად ბრალდებულების აგრესიული ქმედებების, მათ მიერ იარაღიდან გასროლისა და იარაღის დემონსტრირების გამო“. მ--- ბ--------- მიუთითა: რომ „ვ----– ბ--------- და გ------- ბ--------- სხეულის სხვადსხვა მიდამოში მიაყენეს დარტყმები, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. გარდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა, ბრალდებულები აგრესიული ტონით, იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით (ამოხოცვით, აფეთქებითა და ამობუგვით) დაემუქრნენ ოჯახის ყველა წევრს. ბ--- ბ-------- აჩეხვითა და ყელის გამოჭრით დაემუქრნენ. მოწმე ვ-–- ბ--------- დაადასტურა ვ----– ბ--------სა და გ------- ბ--------ს მიერ მისი ოჯახის წევრების მიმართ ხელის დარტყმისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები. მოწმის განმარტებით, ერთი მათგანი ამბობდა „დაგასამარებთო“, მეორე „ეხლავე შეგისრულებთო“. მოწმე ა---------– ც-------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 24 ივნისს იმყოფებოდა წ-----–- მდებარე მეუღლის მშობლების ოჯახში. საღამო ხანს, ეზოს ჭიშკართან გამოჩნდა გ------- ბ--------, რომელმაც დანახვისთანავე შეაგინა იქვე მდგომ ბ--- ბ--------. (გ------- ბ-------- გაბრაზებული იყო და წინა ინცინდენტს იხსენებდა). პასუხად მისმა ცოლის ძმამაც შეაგინა, რასაც ბრალდებულის მხრიდან ხელის დარტყმა და ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. გ------- და ვ----– ბ----------- სამივე დაზარალებულს (ბ---ს, მ---ს და ე-----ის) დაარტყეს ხელი. მოწმე ო----- ა--–-------- განმარტებით, „ხელების ინტენსიურ ქნევაში ვერ დაიანხა ვინ ვის ურტყამდა. ბრალდებულები ცდილობდნენ ბ--- ბ--------სთვის დაერტყათ. მ--- ბ-------- და ე----- ე-–------ მოჩხუბრებს აშველებდნენ, მათ დარტყმები ძირითადად ხელებზე და ტანზე ხვდებოდათ. ადგილი ჰქონდა ხელის ქნევას, ჯაჯგურს და ძიძგილაობას“.

 

მოწმეთა ჩვენებების პარალელურად სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 3 აგვისტოს #--------- დასკვნაზე, რომლი თანახმად, მ--- ბ-------- პირადი შემოწმებისას (2018 წლის 25 ივნისს) აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ე--------იზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 24 აგვისტოს #--------- დასკვნის თანახმად, შპს „ს-------–---–-- სახელობის ს------------------ კლინიკის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #--------- ე----- ე-–------ მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 2018 წლის 24 ივნისს, სადაც დაესვა დიაგნოზი: გ.ი.დ. არასტაბილური სტენოკარდია, დილატაციური კარდიომიოპათია ჰისის კონის მარცხენა ფეხის ბლოკადა დაუზუსტებელი პარკუჭოვანი ექტრასისტოლია.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით, ასევე, სასამართლო სამედიცინო ე--------იზის დასკვნებით უტყუარად დადასტურდა, რომ ვ----– და გ------- ბ----------- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ბ--- ბ--------, მ--- ბ--------ა და ე----- ე-–------ს, ხელი დაარტყეს სხეულის სხვადასხვა მიდამოში რამაც დაზარალებლების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. შესაბამისად, სახეზეა დანაშაულის (ცემის) შემადგენლობისთვის აუცილებელი ყველა ნიშანი და მაკვალიფიცირებელი გარემოებები - ქმედების ჩადენა ჯგუფურად, სამი პირის მიმართ (დანაშაული გათვალისიწნებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით).

 

დაცვის მხარე მიუთითებს ვიდეოჩანაწერის მონტაჟის არსებობაზე, რომელზეც მათი პოზიციით სროლის ხმა დადებულია და კადრები გადაადგილებულია, ჩანაწერში არ ისმის რაიმე სახის მუქარის განხორციელების ფაქტი. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დათვალიერებული იქნა და ასევე პალატის მიერ ნანახი იქნა ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ფიქსირდება ძირითადად იგივე ფაქტობრივი გარემოებები, რაც ასახულია ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმში. აღსანიშნავია, რომ ვიდეო ჩანაწერი არ ასახავს კონფლიქტის სრულ განვითარებას და მასზე არ ჩატარებულა საე--------ო კვლევა ვიდეო და აუდიო ნაწილებზე მონტაჟის ნიშნების არარსებობის თაობაზე, შესაბამისად მის საფუძველზე უტყუარად დადგენა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივად შეუძლებელია.

 

პალატას სარწმუნოდ მიაჩნია მოწმეთა თანმიმდევრული და ერთმანეთთან შესაბამისობაში არსებული ჩვენებები, რომელიც დასტურდება სხვა მტკიცებულებებით, რომელიც ერთობლიობაში საკმარისია ვ----– ბ--------ს და გ------- ბ--------ს მიმართ გამამატყუნებელი განაჩენის გამოსატად ცემის და მუქარის ნაწილში, ყველა დაზარალებულმა და მოწმეებმაც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს, რომ მსჯავრდებულებსა და დაზარალებულებს შორის მიმდინარეობდა ჩხუბი, რომელშიც მონაწილეობდნენ ვ----– ბ--------, გ------- ბ-------- და ბ--- ბ--------. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი აგრესია მიმართული იყო ბ--- ბ--------სკენ, ბრალდებულების მიერ მოქნეული ხელი ინტენსიურად ხვდებოდათ მოჩხუბრების გაშველებაში ჩართულ მ--- ბ--------ა და ე----- ე-–------ს. ბრალდებულები აგრესიულად მიმართავდნენ მათ, ემუქრბეოდნენ და სხეულის სხვადასხვა მიდამოში (მათ შორის გვერდებში და მკლავზე) ურტყამდნენ ხელს.

 

დაცვის მხარე საპელაციო საჩივარში ასევე უთითებს, იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ვ----– ბ--------ს ნასამართლობის გაქარწყლების პირობებში საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენება არაკანონიერია. ასევე გ------- ბ--------ს მიმართ დანიშნული სასჯელის მაქსიმუმი, ნასამართლობის ქონა ცალკე არ უნდა იქნას გამოყენებული და გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნისას.

 

როგორც საქმის მასალებით ირკვევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 აგვისტოს განაჩენით, ვ----– ბ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის #1/3080-17 განაჩენით გ------- ბ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 თვით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის 26/04/2018 წლის ცნობის თანახმად, ვ----– ბ-------- გამოსაცდელი ვადა დაუსრულდა 26.04.2018 წელს. შესამაბისად მუქარისთვის ნასამართლევმა გ------- ბ--------- 2018 წლის 24 ივნისს კვლავ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (სიცოცხლის მოსპობის მუქარა), შესაბამისად, სახეზეა დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი - არაერთგზისობა (გ------- ბ--------ს მიმათ).

 

რაც შეეხება ბრალდებას ხულიგნობის ნაწილში, სააპელაციო პალატა სრული მოცულობით იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და კანონიერად და სამართლიანად მიაჩნია ამ ნაწილში ვ----– ბ--------ს და გ------- ბ--------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: ვ----– ბ-------- და გ------- ბ-------- გადაადგილდებოდნენ რა ქ. თ---–--–-, დ--- წ------, ა---–------- ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით აშკარა უპატივცემულობას გამოხატავდნენ იქ მყოფი და მცხოვრები მოქალაქეების მიმართ, რითაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და აშკარა უპატივცემულობა გამოხატეს საზოგადოებისადმი. ეზოში იარაღის მაგვარი საგნიდან გასროლის ფაქტს, ბრალდების მხარე იყენებს მუქარის რეალურობისა და ამ დანაშაულის შემადგენლობის დასაბუთების კონტექსტში, ხოლო ამავე დადგენილების თანახმად, იარაღის მაგვარი საგნიდან გასროლის ფაქტს, ხულიგნობის ეპიზოდში, არ ახსენებს და, შესაბამისად, ბრალდებულებს არ ედავება ასევე იარაღის გასროლით ხულიგნობის ჩადენას. ვ----– და გ------- ბ----------ს იარაღის მსგავსი საგნით მხოლოდ გადაადგილება (ბრალდების დადგენილების თანახმად) ქ. თ---–--–-, დ--- წ------, ა---–------- ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა არ არის საკმარისი ქმედების ხულიგნობად დასაკვალიფიცირებლად, თუ მათ ქმედებას არ ახლავს თან საზოგადოებისადმი იმ ხარისხით აშკარა უპატივცემულობა და არ არღვევს იმგვარად საზოგადოებრივ წესრიგს, რაც სავალდებულოა ქმედების ხულიგნობად დაკვალიფიცირებისათვის.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომ სასამართლო მოკლებულია სასამრთლებრივ შესაძლებლობას გასცდეს წარდგენილი ბრალდების ფარგლებს და იმგვარად მოახდინოს ბრალდების ფორმულირების შეცვლა, რომელი ფორმითაც ბრალდების მხარე არ ედავება ბრალდებულებს ხულიგნობის ჩადენას, ანუ შეითავსოს ბრალდების ფუნქცია და დაამძიმოს გ------- და ვ----– ბ----------ს სამართლებრივი მდგომარეობა.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებში აღწერილი მუქარისა და ცემის ეპიზოდების და ხულიგნობის ფორმულირების ერთიდაიგივე დასაბუთება გამოიწვევდა ერთიდაიგივე ქმედების ორმაგ კვალიფიკაციას, ვინაიდან ხულიგნობა ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით მოიცავს ძალადობასაც და მუქარასაც, რაც ცალკე დანაშაულის შემადგენლობას (ცემა და მუქარა), როგორც წესი არ იძლევა.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ვ----– ბ--------ს და გ------- ბ--------ს მიერ 2018 წლის 24 ივნისს, ქ. თ---–--–-, დ--- წ------, ა---–------- ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევისა და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვის ფაქტები.

 

საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ხულიგნობისთვის - ქმედებისათვის, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. მოცემული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი. დამატებითი ობიექტი შეიძლება იყოს ადამიანის ხელშეუხებლობა და მისი ჯანმრთელობა. დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედების ჩადენა ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. ობიექტური მხრივ ხულიგნობას ახასიათებს შემდეგი ნიშნები: 1. პირმა უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი; 2. ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას; 3. ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ერთ-ერთის არ არსებობა აღარ ქმნის ხულიგნობის შემადგენლობას.

 

განსახილველ შემთხვევაში კითხვის ნიშნებს ტოვების პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით აშკარა უპატივცემულობას გამოხატავა იქ მყოფი და მცხოვრები მოქალაქეების მიმართ, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას აღნიშნულ ბრალდების ნაწილში პალატა სრული მოცულობით იზიარებს. საქმის შესწავლით დგინდება, რომ ვ----– ბ-------- და გ------- ბ-------- ამოძრავებდათ პირადი მოტივი ბ--- ბ--------ს ოჯახის წევრების მიმართ. სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია ვ----– ბ--------სა და გ------- ბ--------ს აგრესიული ქმედებები დაზარალებულების მიმართ. გ------- და ვ----– ბ---ურებს აგრესია არ გამოუხატავთ არცერთი მეზობლის ან იქ მყოფი პირის მიმართ. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მოწმეებმა (მეზობლებმა) - ო----- ა--–--------, ვ--–------ ა--–-------- და ბ---- ა--–--------, აღნიშნეს, რომ კონფლიქტის შედეგად მათი მყუდროება არ დარღვეულა. აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს კერძო დასახლებაში, კონფლიქტს არ გამოუწვევია მანქანების ან ადამიანების მოძრაობის შეფერხება, რაიმე სამუშაო პროცესის შეწყვეტა ან საზოგადოების ჩვეულებრივი/ნორმალური ცხოვრების რიტმის შეცვლა, შესაბამისად, ბრალდებულების ქმედებები არ წარმოადგენს საზოგადოებისათვის იმგვარ აშკარა უპატივცემულობას და წესრიგის დარღვევას, რაც დანაშაულის - ხულიგნობის შემადგენლობისთვის არის სავალდებულო.

 

შესაბამისად საქმეში არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს, თითქოსდა ბრალდება ხულიგნობის ნაწილში დადასტურებულია როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ----– ბ--------ს და გ------- ბ--------ს ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი, დანიშნული სასჯელი კი კანონიერი და სამართლიანი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ვ----– ბ--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ხოლო გ------- ბ--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით გ------- ბ--------ს და ვ----– ბ--------ს მიერ არ დადასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდება.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავდებულ ვ----– ბ-------- და გ------- ბ--------ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი მათ მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რადგან სასამართლომ გაითვალისწინა ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები), დანაშაულის ჩადენის სახე და ხერხი, (ვ----– ბ--------- და გ------- ბ--------- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ბ--- ბ--------, მ--- ბ--------ა და ე----- ე-–------ს, დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით, რასაც თან ახლდა იარაღისმაგვარი საგნის დემონსტრირება), გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი (შურისძიება/დაშინება და ტკივილის მიყენება), შესაბამისად აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მათ დაუნიშნა ისეთი სახის და ზომის სასჯელები, რაც აუცილებელია მსჯავრდებულების მხრიდან ჩადენილი ქმედების გასაცნობიერებლად იმ მიზნით, რომ გამოიტანონ სათანადო დასკვნები, მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:

 

ორი ერთეული პისტოლეტი მჭიდით და ვაზნებით, დანა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;

 

ვ----– და გ------- ბ----------ს ტანსაცმელი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;

 

ნერწყვის ნიმუშები და ანაწმენდები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;

 

დისკი შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილსის პროკურატურის პროკურორის გ------- შ--------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ გ------- ბ--------ს, მისი და მსჯავრდებულ ვ----– ბ--------ს ინტერესების დამცველის ადვოკატების გ------- ო-----ს, ზ------ შ------ და ც---- ხაჭაპურიძის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ვ----– ბ-------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ვ----– ბ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 1 წლითა და

9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა 3 წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ- ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ვ----– ბ-------- საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა 3 წლის ვადით.

 

ვ----– ბ-------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან

- 2018 წლის 25 ივნისიდან.

 

ვ----– ბ--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

გ------- ბ-------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ------- ბ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა 4 წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ- ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ------- ბ-------- საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა 4 წლის ვადით.

 

გ------- ბ-------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 25 ივნისიდან.

 

გ------- ბ--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- ორი ერთეული პისტოლეტი მჭიდით და ვაზნებით, დანა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;

 

- ვ----– და გ------- ბ----------ს ტანსაცმელი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;

 

- ნერწყვის ნიმუშები და ანაწმენდები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

- დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ხვიჩა კიკილაშვილი