განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002962335
№1ბ/1694-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - ა-–---------ე მ------–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ. თ---–----------------------------------ში. ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–---------–---–-----------------------ში.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი); საქართველოს სსკ–ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).
სასჯელი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით, საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ა-–---------ე მ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა-–---------ე მ------–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად სამართლიანი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ცრუ ჩვენებების გათვალისწინებით მიუსაჯა სასჯელი, რასაც არ ეთანხმება გამომდინარე იქედან, რომ არ ჩაუდენია მუქარა და რა მიუყენებია იმ ზომით ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც დაზარალებულმა თავის ჩვენებაში მიუთითა. გულწრფელად აღიარებს დანაშაულს რაც ჩაიდინა და დაზარალებულს ბოდიშიც მოუხადა. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად სამართლიანი განაჩენის დადგენას.
ბრალდების მხარეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
ა-–---------ე მ------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მანვე ჩაიდინა მუქარა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მსჯავრდებულ ა-–---------ე მ------–---–ის მიერ ზემოაღნიშნულ დანაშაულთა ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 17 მარტს, დაახლოებით 01:30 საათზე, ქ. თ---–--–------–---–-----------------------–ში, ა-–---------ე მ------–---–მა მეუღლეს – თ----- გ-------–---–ს მიყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, სწვდა ხელით თმაში და რამდენჯერმე მოქაჩა. ამის შემდეგ ისე, რომ ა-–---------ე მ------–---–ს არ გაუშვია თმებისთვის ხელი მეორე ხელით სახის არეში მარჯვენა და მარცხენა მხარეს დაარტყა, ხოლო შემდეგ თავში ჩაარტყა გაშლილი ხელი ზედიზედ ორჯერ, რა დროსაც თ----- გ-------–---–მა ყოველ ჯერზე განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 17 მარტს დაახლოებით 01:40 საათზე, ქ. თ---–--–-------–---–-----------------------–ში, ა-–---------ე მ------–---–ი სიტყვიერი შელაპარაკების დროს დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მეუღლეს – თ----- გ-------–---–ს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენით, ა-–---------ე მ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით, საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ა-–---------ე მ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ა-–---------ე მ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 19 მარტიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ა-–---------ე მ------–---–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ, მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში თავი დამნაშავედ ცნო, ხოლო მეუღლის მიმართ განხორციელებულ მუქარაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ დაახლოებით ხუთი წელია თ----- გ-------–---–თან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2019 წლის 17 მარტს, სახლში დაბრუნდა დაახლოებით 01:00 საათზე, რა დროსაც მეუღლემ უთხრა, რომ თავადაც გვიან დაბრუნდა სახლში, რადგან სამსახურში სამუშაო საათები დაუმატეს. საჯარო სამსახურისათვის აღნიშნული გარემოება მას საეჭვოდ ეჩვენა, რის გამოც შეკამათდნენ და მეუღლე გამოუტყდა, რომ სამუშაო საათების დამატების შესახებ მოიტყუა, რეალურად კი სამსახურის შემდეგ, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა სახინკლეში. მეუღლის მხრიდან ტყუილის თქმის გამო იგი გაბრაზდა და კამათის დროს რამდენჯერმე დაარტყა თ-----ს სახეში ხელი, თუმცა მისთვის თავში არ ჩაურტყამს, ხოლო ტვინის შერყევის ფაქტს უკავშირებს მისი მხრიდან თ-----სთვის ხელის კვრის შედეგად კედელზე თავის მირტყმას, ხელის კვრა კი გამოწვეული იყო იმით, რომ თ----- გაცლოდა იქაურობას და წასულიყო დედამისთან.
ბრალდებულის განმარტებით, იგი თ----- გ-------–---–ს არ დამუქრებია დანის გამოყენებით, მისი ან მამამისის სიცოცხლის მოსპობით ან ჯანმრთელობის დაზიანებით. ამოღებული დანა მართალია ეკუთვნის მას, თუმცა ინციდენტის ღამით საერთოდ არ სჭერია ხელში, უფრო მეტიც, იგი სხვა ოთახში არსებულ სათევზაო ჩანთაში ჰქონდა მოთავსებული სხვა იარაღებთან ერთად. მისი თქმით, თ-----მ არ იცის ტყუილის თქმა და იგი მეუღლის მხრიდან ფაქტების გაზვიადებას უკავშირებს სიდედრის - ლ-----------–---–ის დაინტერესებას - ქმარი ჩამოაშოროს თ-----ს.
დაზარალებულმა თ----- გ-------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ დაახლოებით ხუთი წელია, რაც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ა-–---------ე მ------–---–თან. 2019 წლის 16 მარტს, მან და მისმა თანამშრომლებმა პირველად აიღეს ხელფასი, რის გამოც გადაწყვიტეს მისი აღნიშვნა და ხინკლის საჭმელად წასვლა, თუმცა აღნიშნული ვერ შეატყობინა მეუღლეს, რადგან ბრალდებულმა მის ზარებს არ უპასუხა. სახლში დაბრუნდა დაახლოებით 21:30 საათზე, ხოლო მისი მეუღლე დაბრუნდა გვიან ღამით, - უკვე 2019 წლის 17 მარტს, დაახლოებით 00:30 საათზე. მეუღლემ როგორც კი შეიტყო, რომ იგი მეგობრებთან ერთად წასული ყოფილა ხინკლის საჭმელად, ძალიან გაღიზიანდა და უყვირა „ეს რა გამიკეთეო“ და ეჭვიანობის ნიადაგზე დაუწყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, კერძოდ, მოქაჩა თმით, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახესა და თავში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და დაიწყო ტირილი. ასევე, დანის გამოყენებით დაემუქრა მეუღლე და უთხრა, რომ, თუ ვინმეს ეტყოდა მისი მხრიდან განხორციელებული ცემის შესახებ, - მოკლავდა. ამასთან, ვინაიდან მის ქმარს არ უნდოდა, რომ ემუშავა, ემუქრებოდა სახის დასერვითა და ტანსაცმლის დაწვით, რომ სამსახურში ვეღარ წასულიყო. მის მიმართ განხორციელებული მუქარის გამო, მას ძალიან შეეშინდა და დამორჩილდა ქმრის ნებას და დასახმარებლად არ მიუმართავს იმავე სახლში მცხოვრები მშობლებისათვის. გამთენიისას მეუღლის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და მუქარის შესახებ მოუყვა დედას - ლ-----------–---–ს. იგი მთელი დღის განმავლობაში იყო შეუძლოდ, სტკიოდა თავი, რის გამოც 2019 წლის 18 მარტს, დედასთან ერთად, წავიდა ექიმთან და დაუდგინდა ტვინის შერყევა.
მოწმე რ--------- მ-------ა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს სადაზღვეო კომპანია PSP-ში ოჯახის ექიმად. 2019 წლის 19 მარტს, გამოძახების საფუძველზე მივიდა ბინაზე, სადაც დახვდა პაციენტი თ----- გ-------–---–ი, რომელსაც სამედიცინო გამოკვლევები უკვე ჩატარებული ჰქონდა და დადგენილი ჰქონდა დიაგნოზი - თავის ტვინის შერყევა. პაციენტის - თ----- გ-------–---–ის განმარტებით, დაზიანებები მიღებული ჰქონდა მეუღლის მხრიდან ცემის შედეგად, თუმცა, ვინაიდან ეშინოდა ქმრის მხრიდან განხორციელებული მუქარის, სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ ჰქონდა მიმართული. მან პაციენტს გაუწია სამედიცინო კონსულტაცია, გახსნა საავადმყოფო ფურცელი და ძალადობის შესახებ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
2019 წლის 18 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის #11ა/5315-19 განჩინების საფუძველზე, გამომძიებელ გ---–---------ს მიერ შპს „ნიუ ჰოსპიტალიდან“ კანცელარიის სპეციალისტისაგან ამოღებულ იქნა თ----- გ-------–---–ის (პ/ნ 0----------) სრული სამედიცინო დოკუმენტაცია - 13 ფურცლად;
2019 წლის 18 მარტს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, თ----- გ-------–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი - თავის ტვინის შერყევა S06.0, ცერვიკალგია M54.2; აღნიშნული ცნობის თანახმად, პაციენტი უჩიოდა საერთო სისუსტეს, თავის ტკივილს მეტად კეფის არეში. უკავშირებდა მიღებულ ტრავმას - ხელის დარტყმას კეფის არეში (ოჯახური კონფლიქტი).
2019 წლის 18 მარტის თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვნის თანახმად, არსებული კტ. კვლევით ვლინდება მცირე ზომის დარბილების უბანი მარჯვნივ შუბლის წილში პერივენტრიკულურად.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 25 ივლისის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და თ----- გ-------–---–ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ თ----- გ-------–---–მა, ა-–---------ე მ------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, ექსპერტმა მ----- ბ------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
დაზარალებულის დედამ - ლ-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ის და მისი მეუღლე ცხოვრობენ ქალიშვილთან და სიძესთან ერთად ერთ სახლში. 2019 წლის 16 მარტს, გვიან ღამით, დაახლოებით 21:30 საათზე დაბრუნდა თ----- გ-------–---–ი სახლში, ხოლო უკვე 17 მარტს, დაახლოებით 00:30 საათზე, დაბრუნდა მისი სიძე - ა-–---------ე მ------–---–ი. ამ უკანასკნელის დაბრუნებიდან დაახლოებით 10 წუთში, ცოლ-ქმარს შორის დაიწყო ჩხუბი, რა დროსაც მისი შვილი - თ----- გ-------–---–ი ყვიროდა და ტიროდა, თუმცა თავად არავითარი ზომები არ მიუღია, რადგან იფიქრა, რომ მისი ჩარევით სიტუაცია უფრო გართულდებოდა. მათ სახლში მცხოვრები ლ--–---ა ბ----------ის რჩევით გადაწყვიტა, რომ ცოლ-ქმარს შორის არსებულ კონფლიქტში არ ჩარეულიყო. მეორე დღეს მისი შვილი - თ----- გ-------–---–ი მოუყვა მეუღლის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და მუქარის შესახებ. თ----- გ-------–---–ი მთელი დღის განმავლობაში თავს გრძნობდა ძალიან ცუდად, რის გამოც წაიყვანა ექიმთან და დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა.
სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა ლ--–---ა ბ----------ი, რომელმაც განმარტა, რომ ცხოვრობს იმავე სახლში, სადაც ცხოვრობენ ბრალდებული და დაზარალებული. 2019 წლის 16 მარტს, შუა ღამისას, უკვე 17 მარტს, გააღვიძა თ----- გ-------–---–ის დედამ - ლ-----------–---–მა, რომელიც იყო ძალიან აღელვებული უთხრა, რომ ქვემოდან ესმოდა მისი შვილის - თ----- გ-------–---–ის ყვირილისა და ტირილის ხმა და სთხოვა მას რჩევა - როგორ მოქცეულიყო, ჩარეულიყო თუ არა ცოლ-ქმრის კონფლიქტში. რამდენადაც მან იცოდა, რომ თ----- გ-------–---–ის დედას - ლ-----------–---–ს თავის სიძესთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, ურჩია, რომ არ ჩარეულიყო მათ კონფლიქტში, რომ უფრო მეტად არ გართულებულიყო მდგომარეობა. მოწმის განმარტებით, თ----- გ-------–---–ის და ა-–---------ე მ------–---–ის საცხოვრებელი ოთახიდან ისმოდა ყვირილისა და თ----- გ-------–---–ის ტირილის ხმა. მეორე დღეს ლ-----------–---–ისაგან გაიგო, რომ ცოლ-ქმარს უჩხუბიათ, რა დროსაც ა-–---------ე მ------–---–ს მეუღლეზე ფიზიკურადაც უძალადია, რაც გამოწვეული ყოფილა იმ ფაქტით, რომ თ----- გ-------–---–მა მეუღლეს ვერ შეატყობინა მეგობრებთან ერთად კაფეში წასვლის შესახებ. შემდეგ უკვე თავად თ----- გ-------–---–ისაგან შეიტყო, რომ ა-–---------ე მ------–---–ის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას და ცემას, რის გამოც იგი იყო ძალიან ცუდად. მეორე დღეს თ----- და დედამისი წავიდნენ ექიმთან, სადაც გამოკვლევის შედეგად თ-----ს დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა.
დაზარალებულის მამამ - ხ---- გ-------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 16 მარტს, გვიან ღამით, როდესაც მისი სიძე დაბრუნდა სახლში, გაიგო მის შვილს - თ----- გ-------–---–სა და სიძეს - ა-–---------ე მ------–---–ს შორის ჩხუბის ხმა, თუმცა, ვინაიდან ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი ხშირად ხდებოდა, ჩარევა არ უცდია. მეორე დღეს მეუღლისაგან - ლ-----------–---–ისაგან გაიგო, რომ სიძეს - ა-–---------ე მ------–---–ს უცემია თ----- გ-------–---–ი.
მოწმე გ------- ქ-----ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ დაზარალებული თ----- გ-------–---–ი არის მისი მამიდაშვილი. 2019 წლის 16 მარტის მდგომარეობით ცხოვრობდა მამიდის - ლ-----------–---–ის სახლში, პირველ სართულზე, თ----- გ-------–---–ისა და ა-–---------ე მ------–---–ის საცხოვრებელი ოთახის გვერდით ოთახში. 2019 წლის 16 მარტის ღამით იგი არ იმყოფებოდა სახლში, დარჩა მეგობართან, ხოლო მეორე დილას დაურეკა თ----- გ-------–---–მა და უთხრა, რომ წინა ღამით მეუღლემ ეჩხუბა და იყო ძალიან ცუდად. როდესაც სახლში მივიდა, ნახა, რომ თ----- გ-------–---–ი თავს გრძნობდა შეუძლოდ და იწვა, როგორც თ-----მ უთხრა ა-–---------ე მ------–---–ს სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაურტყამს ხელი.
2019 წლის 19 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, გამომძიებელ გ---–---------ს მიერ თ----- გ-------–---–ისაგან ამოღებულ იქნა ერთი ცალი დასაკეცი დანა, რომელსაც აქვს შავი ფერის ლითონის ტარი, ასევე შავი ფერის პირი, რომლის წვეტი არის მოტეხილი. თ----- გ-------–---–ის განმარტებით, აღნიშნული დანის გამოყენებით 2019 წლის 17 მარტს, ა-–---------ე მ------–---–ი დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 3 აპრილის ცივი იარაღის ექსპერტიზის #1---/ცი დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მოქალაქე თ----- გ-------–---–ისაგან ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა დ------ კ-------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი დანის ლესილი პირი წვეროს მხარეს იყო გატეხილი, რის გამოც დანას არ გააჩნდა მჩხვლეტავი საგნისათვის დამახასიათებელი თვისებები.
შემაკავებელი ორდერის #0----- ოქმის თანახმად, 2019 წლის 17 მარტს, 01:30 საათზე, თ----- გ-------–---–ს მისმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა სახისა და თავის არეში და დანის გამოყენებით დაემუქრა მისი და მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობით.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-9 განყოფილების თანამშრომლები - გ------- გ------–--ე და შ--–-ა მ------ი, რომელთაც განმარტეს, რომ 2019 წლის 19 მარტს, მათი თანამშრომლის - დავით ბაგაურის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში - ქ.თბილისში, ბიჭვინთის ქუჩა 1, ბინა N40-ში, გ------- გ------–--ის მიერ შ--–-ა მ------ის მონაწილეობით, საპროცესო ნორმების დაცვით დაკავებულ იქნა თ----- გ-------–---–ის მიმართ ძალადობისა და მუქარის განმახორციელებელი პირი - ა-–---------ე მ------–---–ი. მათ დაადასტურეს დაკავების ოქმის სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-9 განყოფილების გამომძიებელი - გ---–---------, რომელმაც დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
დუშეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ივლისის განაჩენით ა-–---------ე მ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ძველი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2005 წლის 17 ივლისიდან. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის განჩინებით კი მსჯავრდებულ ა-–---------ე მ------–---–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით, ა-–---------ე მ------–---–ს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 12 ივლისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2005 წლის 17 ივლისიდან - 2006 წლის 12 ივლისამდე პატიმრობაში ყოფნის დრო. მსჯავრდებული ა-–---------ე მ------–---–ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 1 თებერვალს სასჯელის მოხდის შემდეგ.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ა-–---------ე მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ა-–---------ე მ------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება, არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება, როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა - სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პალატას მიაჩნია, საქმეზე დაშვებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ ა-–---------ე მ------–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის - თ----- გ-------–---–ის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. კერძოდ: თავად ა-–---------ე მ------–---–ი, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე სააპელაციო საჩივარში ადასტურებს მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს, რომ მოქაჩა თმებზე და რამდენჯერმე გაარტყა სახის არეში. დაზარალებულ თ----- გ-------–---–ის ჩვენებით უტყუარად დასტურდება, რომ ა-–---------ე მ------–---–მა 2019 წლის 17 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოქაჩა თმებზე, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში, რის შედეგადაც ჰქონდა თავის ძლიერი ტკივილი, როგორც ძალადობისას ასევე შემდეგაც და მეორე დღეს 2019 წლის 18 მარტს მიმართა ექიმს, გამოკვლევის შედეგად კი დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა. 2019 წლის 17 მარტს, ა-–---------ე მ------–---–სა და თ----- გ-------–---–ს შორის ჩხუბის ფაქტი დაადასტურეს მოწმეებმა - ლ-----------–---–მა, ხ---- გ-------–---–მა და ლ--–---ა ბ----------მა, რომელთაც უშუალოდ გაიგონეს ჩხუბისა და თ----- გ-------–---–ის ტირილის ხმა, ხოლო მეორე დღეს თ----- გ-------–---–ისაგან გაიგეს, რომ წინა ღამით ა-–---------ე მ------–---–ის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ სიტყვიერ კონფლიქტს, არამედ ფიზიკურ ძალადობასა და მუქარას. მათ განმარტეს, რომ დაზარალებულს ჰქონდა, თავის ძლიერი ტკივილი და გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა. ძალადობის შედეგად, თ----- გ-------–---–ის ცუდად ყოფნის ფაქტი ასევე დაადასტურეს, მოწმეებმა გ------- ქ-----ემ და რ--------- მ-------ა, რომლებსაც დაზარალებულმა განუმარტა, რომ ა-–---------ე მ------–---–მა სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. 2019 წლის 18 მარტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, თ----- გ-------–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი - თავის ტვინის შერყევა S06.0, ცერვიკალგია M54.2; პაციენტი უჩიოდა საერთო სისუსტეს, თავის ტკივილს მეტად კეფის არეში, რასაც უკავშირებდა მიღებულ ტრავმას - ხელის დარტყმას კეფის მიდამოში. შესაბამისად, დაზარალებულ თ----- გ-------–---–ის, მოწმეების ლ-----------–---–ის, ხ---- გ-------–---–ის, ლ--–---ა ბ----------ის, გ------- ქ-----ის და რ--------- მ------ის ჩვენებები არ წინააღმდეგობაში არ მოდის ერთმანეთთან და 2019 წლის 18 მარტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობასთან და ისინი წარმოადგენს აშკარა, ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა-–---------ე მ------–---–მა ჩაიდინა, ძალადობა ოჯახის წევრის - თ----- გ-------–---–ის მიმართ, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
სააპელაციო პალატა, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია თ----- გ-------–---–ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტიც. დაზარალებულმა თ----- გ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ა-–---------ე მ------–---–ი დანის გამოყენებით დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, თუ ვინმეს შეატყობინებდა მისი მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ. ასევე დაემუქრა სახის დასერვით, რომ ვეღარ შეძლებოდა მას სამსახურში წასვლა. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ ა-–---------ე მ------–---–ი დაემუქრა მამის - ხ---- გ-------–---–ის „დანაზე აცმით“, თუ იგი გაბედავდა შვილის დასახმარებლად მათ ოთახში შესვლას. ყოველივე აღნიშნულმა კი თ----- გ-------–---–ს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან მისი მეუღლე იყო უკიდურესად აგრესიული და იცოდა, რომ ნასამართლევი იყო მკვლელობის მცდელობისათვის. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებლის მიერ თ----- გ-------–---–ისაგან ამოღებულ იქნა ის წვერმოტეხილი დასაკეცი დანა, რომლის გამოყენებითაც ემუქრებოდა მსჯავრდებული სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით. აღნიშნული დანა ცივი იარაღის ექსპერტიზის #1---/ცი დასკვნის თანახმად, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. დანის კუთვნილება დაადასტურა თავად ა-–---------ე მ------–---–მა, თუმცა უარყო აღნიშნული დანით მუქარის განხორციელების ფაქტი. რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული, დაზარალებულის დამაჯერებელი ჩვენების და საქმეზე არსებული ფაქტების გათვალისწინებით. ა-–---------ე მ------–---–ის აგრესიული ქცევის, მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლეობის გათვალისწინებით, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და დაუნდობელი ძალადობის პირობებში, მუქარის განხორციელების შიშით, დარჩა მოძალადესთან პირისპირ და დასახმარებლად ვერ მიმართა, იქვე სახლში მყოფ მშობლებსა და სხვა პირებს, ასევე ვერ მიმართა სამართალდამცავ ორგანოს.
სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ დაცვის მხარის პოზიციას, რომ ცრუ ჩვენებების საფუძველზე მოხდა მისი დამნაშავედ ცნობა და არ მოხდა ფაქტობრივი გარემოებების ობიქტურად დადგენა, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ზემოთ მითითებული მტკიცებულებები არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, საქმეში არ არსებობს და არც აპელანტს წარმოუდგენია რაიმე გარემოება, რაც გავლენას მოახდენადა მტკიცებულებათა უტყუარობასა და დამაჯერებლობაზე. სააპელაციო პალატა, ა-–---------ე მ------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ, ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ა-–---------ე მ------–---–ის მიერ, ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევდა, ა-–---------ე მ------–---–ის ჩვენებაში მითითებული გარემოებას, რომ დაზარალებულისთვის თავში არ ჩაურტყამს და ტვინის შერყევის ფაქტს უკავშირებს მისი მხრიდან თ-----სთვის ხელის კვრის შედეგად კედელზე თავის მირტყმას, დადასტურებული იქნებოდა მისი მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან სახეზე იქნებოდა მიზეზობრივი კავშირი მსჯავრდებულის განზრახ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, გარდა აღნიშნულისა თავად ა-–---------ე მ------–---–იც არ უარყოფს, რომ დაზარალებულს მოქაჩა თმებზე და ხელი რამოდენიმეჯერ გაარტყა სახეში, თ----- გ-------–---–ის განმარტებით კი მან ტკივილი განიცადა თმებზე მოქაჩვის და სახეში ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმის დროსაც.
ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-–---------ე მ------–---–ის მიერ ჩადენილია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა-–---------ე მ------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის იყო ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მუქარა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელთა სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ა-–---------ე მ------–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ასორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
დუშეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ივლისის განაჩენით ა-–---------ე მ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით, ა-–---------ე მ------–---–ს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. მსჯავრდებული ა-–---------ე მ------–---–ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 1 თებერვალს სასჯელის მოხდის შემდეგ და შესაბამისად, ა-–---------ე მ------–---– არის განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, თავისუფლების აღკვეთის სახით დასანიშნი სასჯელის მინიმალური ვადაა ექვსი თვე. შესაბამისად, ა-–---------ე მ------–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით დასანიშნი სასჯელის მინიმალური ზომაა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, თავისუფლების აღკვეთის სახით დასანიშნი სასჯელის მინიმალური ვადაა ექვსი თვე. შესაბამისად, ა-–---------ე მ------–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის და დანაშაულის რეცედივის გათვალისწინებით სასჯელის მინიმალური ზომაა - 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, დანაშაულის ჩადენის მოტივის, ქმედების განხორციელების სახის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის პიროვნების, აგრესიული ხასიათის, დანაშაულის ჩადენის მომენტში არსებული ნასამართლობის და შემამსუბუქებელი გარემოებების არარსებობის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ა-–---------ე მ------–---–ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი, ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენი, მსჯავრდებულ ა-–---------ე მ------–---–ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, მსჯავრდებულ ა-–---------ე მ------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა-–---------ე მ------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა-–---------ე მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენი ა-–---------ე მ------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ა-–---------ე მ------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ა-–---------ე მ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ა-–---------ე მ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 19 მარტიდან.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება – თ----- გ-------–---–ისგან ამოღებული დანა – განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ჯორბენაძე