განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002794258
საქმე №1ბ/888-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატა შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მაია თეთრაული
სხდომის მდივანი - ლელა ბახტაძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ------------–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ნ----------–-------–ი, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები კ-----------------------–---------------------------–------ში;
ადვოკატი - ზ-------------–---–ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (სამი ეპიზოდი) - ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება; 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა;
სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
თარჯიმანი - ზ---------------ა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ნ----------–-------–იმ გამოძებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება საერთო წონით 0,9087 გრამი, რომელშიც ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის“ რაოდენობამ შეადგინა 0,3905 გრამი, საიდანაც ნ----------–-------–იმ მოთეთრო, თავდამდნარ პოლიეთილენის ნაჭერში ორ ცალად დაფასოებული კუსტარული წესით დამზადებული მოყავისფრო ნივთიერება საერთო წონით 0,4757 გრამი, რომელიც შეიცავდა 0,194 გრამის ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, 2018 წლის 21 ნოემბერს 200 ლარად უკანონოდ გაასაღა კ-----------------–--------–---–ზე, რომლისგანაც აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს კანონით დადგენილი წესით იქნა ამოღებული პოლიციის თანამშრომლების მიერ.
ნ----------–-------–იმ 2018 წლის 22 ნოემბერს მოთეთრო, თავმდამდნარ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული კუსტარული წესით დამზადებული მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით 0,1830 გრამი, რომელიც შეიცავს 0,0825 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, 100 ლარად უკანონოდ კვლავ გაასაღა კ-----------------–--------–---–ზე, რომლისგანაც აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს კანონით დადგენილი წესით იქნა ამოღებული პოლიციის თანამშრომლების მიერ.
ნ----------–-------–იმ პოლიეთილენის ნაჭერში ერთ ცალად დაფასოებული კუსტარული წესით დამზადებული მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება საერთო წონით 0,25 გრამი, რომელიც შეიცავს 0,114 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, 2018 წლის 26 ნოემბერს 100 ლარად უკანონოდ გაასაღა კ-----------------–--------–---–ზე, რომლისგანაც აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს კანონით დადგენილი წესით იქნა ამოღებული პოლიციის თანამშრომლების მიერ.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის განაჩენით:
ნ----------–-------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 22 ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 26 ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი) -თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 22 ნოემბრის ეპიზოდი) -თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 26 ნოემბრის ეპიზოდი) -თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ნ----------–-------–ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით;
ნ----------–-------–ის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ - მსჯავრდებულ ნ----------–-------–ის ადვოკატმა ზ-------------–---–მა.
3. მხარეთა პოზიციები:
აპელანტის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდებულის განმარტება, რომ კ-----------------–--------–---–ზე არ გაუსაღებია ნარკოტიკული საშუალება და თანხა ხორცის საყიდლად გადასცა. ასევე განაჩენში მითითებულია, რომ ნ----------–-------–ი და კ-----------------–--------–---–ი სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სამჯერ მოხდა კ--–--------–---–ის მხრიდან თანხის გადაცემა, რაც დადასტურებულად არის მიჩნეული საკონტროლო შესყიდვის განმხორციელებლის - კ-----------------–--------–---–ის ჩვენებით და სასამართლოს ნებართვითა და კონტროლით განხორციელებული ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით, თუმცა ვიდეო ჩანაწერებში ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტი არაა დაფიქსირებული, ხოლო ნ---------–-------–ი საუბრობს თანხაზე, რომელიც ხორცის გასაყიდადაა განკუთვნილი. ეჭვი, რომ თითქოსდა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნ---------–-------–იმ გადასცა კ-----------------–--------–---–ს, არ დადასტურებულა ვიდეო ჩანაწერებით. აუდიო ჩანაწერით კი შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რა მიზნით ხდება თანხის გადაცემა. სასამართლომ გვერდი აუარა იმის შეფასებას, რომ გამოძიებელი ვალდებული იყო, ყოველმხრივ და ობიექტურად ეწარმოებინა გამოძიება, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ბრალდებას არ გამოურიცხავს იმის შესაძლებლობა, რომ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ეკუთვნოდა კ. კ--–--------–---–ს და მან ნ----------–-------–ი გარკვეული მოტივით მიზანმიმართულად ამხილა დანაშაულის ჩადენაში. არ ჩატარებულა ექსპერტიზა ნარკოტიკულ საშუალებაზე ნ----------–-------–ის ბიოლოგიური მასალის აღმოჩენის მიზნით.
ბრალდების მხარის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან იგი არის კანონიერი და დასაბუთებული.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
4. მტკიცებულებების ერთობლიობა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები და განსაზღვრავს, რამდენად აკმაყოფილებს ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი მხარეების მიერ სადავოდ არ იქნა მიჩნეული, რისი გათვალისწინებითაც მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ:
მოქალაქე კ-----------------–--------–---–ის მიერ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის სახელზე შედგენილი განცხადებით (20.11.2018) ირკვევა, რომ კ-----------------–--------–---–მა გამოთქვა სურვილი, ეთანამშრომლა სამართალდამცავ ორგანოებთან და აცნობა, რომ კ-----------------------–--------–-------------------ში მცხოვრები ნ----------–-------–ი ახორციელებს ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციას, და გამოთქვა მზადყოფნა, მისგან საკონტროლოდ შეეძინა ნარკოტიკული საშუალება.
ფულადი თანხის გადაცემის ოქმით (21.11.2018) დასტურდება, რომ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა გ---------–-------–---–მა შეადგინა ოქმი მასზედ, რომ სისხლის სამართლის 090201118001 საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით კ-----------------–--------–---–ს ნ----------–-------–ისგან ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაეცა ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობი. კუპიურების ქსეროასლები დაერთო ოქმს.
ამოღების ოქმის (21.11.2018) მიხედვით, 2018 წლის 21 ნოემბერს, 12:13-12:30 საათებს შორის შუალედში საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს დეტექტივ-გამოძიებლ გ---------–-------–---–ის მიერ ქ. თბილისში, ბ--–--–---–---------ში მდებარე რესტორან ,,თ-–---ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე კ-----------------–--------–---–ისგან ამოღებულ იქნა ფოლგის ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული ორი ცალი მოთეთრო ფერის პოლიეთილენის თავმომწვარ პარკში დაფასოებული ნივთიერება, რაც, სავარაუდოდ, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 3--------------- დასკვნის (22.11.2018) თანახმად, 2018 წლის 21 ნოემბერს კ-----------------–--------–---–ის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი ცალ მხარეს ვერცხლისფერი და მეორე მხარეს თეთრი ფერის ფოლგის ქაღალდში, წარწერით: ,,Davidoff“, შეხვეული: მოთეთრო, თავმომწვარ პოლიეთილენის ნაჭრებში ორ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით 0,4757 გრამი შეიცავს 0,194 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.
ფულადი თანხის გადაცემის ოქმით (22.11.2018) დადგენილია, რომ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების წინააღდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა გ---------–-------–---–მა შეადგინა ოქმი მასზედ, რომ სისხლის სამართლის 090201118001 საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით კ-----------------–--------–---–ს ნ----------–-------–ისგან ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაეცა ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით. კუპიურების ქსეროასლები დაერთო ოქმს.
ამოღების ოქმის (22.11.2018) მიხედვით, 2018 წლის 22 ნოემბერს, 13:43-14:02 საათებს შორის შუალედში საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს დეტექტივ-გამოძიებლ შ--–-----------ის მიერ ქ. თბილისში, ბ--–--–---–-------------ში მდებარე რესტორან ,,თ-–---ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე კ-----------------–--------–---–ისგან ამოღებულ იქნა ერთ ცალ წონაკად დაფასოებული მოთეთრო ფერის პოლიეთილენის თავმომწვარი პარკის ნაჭერში დაფასოებული მუქი ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება, რაც, სავარაუდოდ, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 3--------------- დასკვნის (23.11.2018) თანახმად, 2018 წლის 22 ნოემბერს კ-----------------–--------–---–ის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი მოთეთრო, თავმომწვარ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება, წონით 0,1830 გრამი შეიცავს 0,0825 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.
ფულადი თანხის გადაცემის ოქმით (26.11.2018) დასტურდება, რომ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების წინააღდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა გ---------–-------–---–მა შეადგინა ოქმი მასზედ, რომ სისხლის სამართლის 090201118001 საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით კ-----------------–--------–---–ს ნ----------–-------–ისგან ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაეცა ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით, მათ შორის ერთი 50 ლარიანი კუპიურა ნომრით AA07946081. კუპიურების ქსეროასლები დაერთო ოქმს.
ნ----------–-------–ის პირადი ჩხრეკის ოქმით (26.11.2018) ირკვევა, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს, 14:56-15:20 საათებს შორის შუალედში თბილისში, ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე, სამასი არაგველის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა ნ----------–-------–ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც სხვა ნივთებთან ერთად მისი ჯინსის შარვლის პატარა ჯიბიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა - 380 ლარი, მათ შორის ერთი 50 ლარიანი კუპიურა ნომრით AA07946081.
ამოღების ოქმის (26.11.2018) მიხედვით, 2018 წლის 26 ნოემბერს, 11:07-11:27 საათებს შორის შუალედში საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს დეტექტივ-გამოძიებელ გ---------–-------–---–ის მიერ ქ. თ---–--–--------------------------------------–-----------------ში მდებარე რესტორან ,,შ---------------–---–-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე კ-----------------–--------–---–ისგან ამოღებული იქნა ფოლგის ქაღალდის ნაჭრებში შეხვეული ერთ წონაკად დაფასოებული მოთეთრო ფერის პოლიეთილენის თავმომწვარ პარკში მოთავსებული მუქი ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება, რაც, სავარაუდოდ, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 3--------------- დასკვნის (23.11.2018) თანახმად, 2018 წლის 26 ნოემბერს კ-----------------–--------–---–ის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი პოლიეთილენის ნაჭერში ერთ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება ნოტიო მდგომარეობაში, წონით ნოტიო მდგომარეობაში - 0,36 გრამი და წონით მუდმივ წონამდე გამოშრობის შემდეგ - 0,25 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის რაოდენობაა 0,114 გრამი.
მოწმე კ-----------------–--------–---–მა დაადასტურა ნ----------–-------–ისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვების ფაქტი და განმარტა, რომ ნ----------–-------–ი 2018 წლის ნოემბერში ს------–---------ში გააცნო მეგობარმა. საუბრისას მას შესათავაზეს ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შეძენა 100 ლარად და ამისათვის დაგეგემეს შეხვედრა თბილისში. აღნიშნულის შემდეგ იგი მივიდა ქალაქის შს მთავარ სამართველოში, გააკეთა განაცხადი და მოხდა მისი ნებაყოფლობით აღჭურვა სპეციალური ჩამწერი მოწყობილობით. პირველი შეხვედრა შედგა 21 ნოემბერს ბ--–--–---–--------ზე, რესტორან ,,თ-–---ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნ----------–-------–ი მივიდა ავტომანქანით. იგი მას ჩაუჯდა მანქანაში, გადასცა 200 ლარი და შეიძინა ორი ,,ჩეკი“ ნარკოტიკული საშუალება. მეორე დღეს იმავე სატელეფონო ნომრებით შეთანხმდნენ შეხვედრაზე. შეხვედრა მოხდა ისევ იმ ვითარებაში - ნ----------–-------–ის ჩაუჯდა ა/მანქანაში და 100 ლარად შეიძინა ერთი „ჩეკი“ ნარკოტიკული საშუალება. დაახლოებით ხუთი დღის შემდეგ შედგა მესამე შეხვედრა რ--------ს გამზირზე - იგი ისევ ჩაუჯდა ნ----------–-------–ის ავტომანქანაში და ისევ 100 ლარად შეიძინა მისგან ერთი „ჩეკი“ ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვებისათვის საჭირო თანხას მას წინასწარ აძლევდნენ პოლიციელები. მოწმემ აჩვენა, რომ ნ----------–-------–ისთვის თანხის გადაცემა არ ხდებოდა ხორცის შესაძენად.
2018 წლის 21 ნოემბრის ვიდეოჩანაწერის თანახმად ბ--–--–---–--------ზე მდებარე რესტორან ,,თ-–---ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე კ-----------------–--------–---–ი ჩაჯდა ავტომანქანაში, საჭესთან ზის ნ----------–-------–ი, რა დროსაც კ-----------------–--------–---–ი მას აძლევს ფულს, თვითონ კი ხელში უჭირავს ფოლგის ქაღალდში შეხვეული სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება.
კ-----------------–--------–---–ი: მერე? ორი ცალი ხო წამომიღე?
ნ----------–-------–ი: ჰო, სპეცბაშები. გაუშვი, რა, კაცო.
კ-----------------–--------–---–ი: სპეცბაში? ორია აქა, ჰო?
ნ----------–-------–ი: ჰო, მაგარი თავებია, იცოდე, რა.
კ-----------------–--------–---–ი: მაგარი თავები რას ჰქვია?
ნ----------–-------–ი: „კაროჩე“, ძლიერია, რა.
კ-----------------–--------–---–ი: კარგია.
კ-----------------–--------–---–მა ფოლგის ქაღალდში გახვეული მრგვალი შეკვრა ხელით მოსინჯა და დაემშიდობნენ ერთმანეთს.
2018 წლის 22 ნოემბრის ვიდეოჩანაწერის თანახმად, ბ--–--–---–--------ზე მდებარე რესტორან ,,თ-–---ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე კ-----------------–--------–---–ი ჩაჯდა ავტომანქანაში, საჭესთან ზის ნ----------–-------–ი. კ-----------------–--------–---–ი მას აძლევს ფულს, ხოლო თვითონ კი ხელში უჭირავს ერთი ,,წონაკი“ სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება.
კ-----------------–--------–---–ი: რავა ხარ, ნ-----? რავა ხარ, ძმა? ვაიმე, დედა! რას შვები?
ჯიბიდან ამოიღო თანხა 50, 20 და 100 ლარიანი კუპიურები. მარჯვენა ხელში უკავია სავარაუდოდ ერთი ცალი მცირე ზომის „ბაში“.
კ-----------------–--------–---–ი: მეტი ხომ არა გაქვს?
ნ----------–-------–ი საუბრობს ტელეფონზე ...
კ-----------------–--------–---–ი: მეტი ხომ არა გაქვს?
ნ-----მა მიანიშნა, რომ აღარ აქვს მეტი.
კ-----------------–--------–---–ი: ბიჭო, რატომ მაწვალებ?
ნ----------–-------–ი: რა გინდა, რა?
კ-----------------–--------–---–ი: რატომ მაწვალებ?! ცოტა... თუ მეტყვი... (აღარ ასრულებს) მესმის, რომ პრობლემები გაქვს.
ნ----------–-------–ი: აი, შვილს ვფიცავარ, როგორი პრობლემები მაქვს, იცი? მე არავის არ ვუსურვებ, ძმაო. შვილებს გეფიცები!
კ-----------------–--------–---–ი: ვიცი, ძმაო, ვიცი.
ნ----------–-------–ი: ცუდი პრობლემები მაქვს, რა.
კ-----------------–--------–---–ი: ვიცი, ვიცი.
ნ----------–-------–ი: ბავშვებს გეფიცები, რა.
კ-----------------–--------–---–ი: გაიხარე, კაი კაცი ხარ. მადლობა, რომ მაინც ახერხებ.
ნ----------–-------–ი: მქვს ერთი ცალი ისა კიდევ...
კ-----------------–--------–---–ი: არა, არა, იყოს. ისა, „პროსტო“ დროს რომ მეტყვი, მითხარი და თავის დროზე იმას ქენი ხოლმე, რა, ძმურად, რა.
ნ----------–-------–ი: „კაროჩე“ მე, ხვალე გეტყვი ყველაფერსა, რა. ხვალე წამოგიღო?
კ-----------------–--------–---–ი: ჰო, აბა რა?!
ნ----------–-------–ი: ერთი ცალი დილით?
კ-----------------–--------–---–ი: ჰო. ან ორი უფრო. დაგირეკავ მე საღამოზე.
ნ----------–-------–ი: არ გინდა დარეკვა, რა. არ გინდა, რა. ხვალ თერთმეტიდან თორმეტამდე მოვალ.
კ-----------------–--------–---–ი: გქონდეს ის (ჩურჩულით ეუბნება).
ნ----------–-------–ი: ჰო, კაი.
კ-----------------–--------–---–ი: 11-დან 12-მდე?
ნ----------–-------–ი: შენი შიში არა მქონდეს, რა.
კ-----------------–--------–---–ი: თერთმეტიდან თორმეტამდე მოხვალ?
ნ----------–-------–ი: ჰო.
კ-----------------–--------–---–ი: არ მომატყუო, მეც საქმე მაქვს რა, ნ----- რა.
ნ----------–-------–ი: კარგი, თუ ვერ მოვალ, დაგირეკავ, კაცო.
კ-----------------–--------–---–ი: რას ჰქვია დამირეკავ? დამირეკავ რას ჰქვია?! კ-----------------–--------–---–ი გადადის მანქანიდან.
ნ----------–-------–ი: თუ ვერ მომოვალ, დაგირეკავ. თუ ვერა ვნახე, ყოველი შემთხვევისთვის.
კ-----------------–--------–---–ი: ჰო კაი. გელოდები რა მაინც.
2018 წლის 26 ნოემბრის ვიდეოჩანაწერის თანახმად კ-----------------–--------–---–ი ქუჩაში ხვდება ნ----------–-------–ის, საუბრის შემდეგ ორივე ერთად ჯდება ავტომანქანაში, საჭესთან ჯდება კ------------ე კ--–--------–---–ი, ხოლო მის გვერდით წინა სავარძელზე - ნ----------–-------–ი. ნ----------–-------–ი კ-----------------–--------–---–ს უთითებს ავტომანქანის ბარზე, რის შემდეგაც კ-----------------–--------–---–ი მას აძლევს ფულს, იგი კი ართმევს თანხას.
კ-----------------–--------–---–ი: ბიჭო, რაზე მეჩხუბები, ე?
ნ----------–-------–ი: ბიჭო, არ გეჩხუბები.
კ-----------------–--------–---–ი: აბა?
ნ----------–-------–ი: ციხეზე მივდივარ რუსთავში.
კ-----------------–--------–---–ი: მერე?
ნ----------–-------–ი: იმათ დამირეკეს, რა და გასასვლელი ვარ, ხო აზრზე ხარ?
სხდებიან მანქანის წინა სავარძლებზე.
კ-----------------–--------–---–ი: რატომ მანერვიულებ, ჰა, რას მერჩი? რატომ მანერვიულებ?
ნ----------–-------–ი: მალე ქენი, რა.
კ-----------------–--------–---–ი: ეხლა რა მინდა რომ გითხრა. „კაროჩე“ რომ ვთქვათ, ესე რომ არ ირბინო, ერთი 4 ცალი მომიტანე, 5 ცალი. მე მოგცემ ფულს, ძმაო, ტყუილა არ მინდა. მე კოსტა ვარ, ტყუილა არაფერი არ მინდა, „პროსტა“ რომ არ მაწვალო. ერთი 4 ცალს ჩამომიტან?
ნ----------–-------–ი: ვერა.
კ-----------------–--------–---–ი: რატომ?
ნ----------–-------–ი: არ მაძლევენ მაგდენს უცბად. არ მაძლევენ მაგდენს.
კ-----------------–--------–---–ი: ფული მიეცი, კაცო, მაშინ. რა გინდა, წინასწარ მოგცე ფული? მოგცემ, ძმაო. მოგცემ და „კაჟდი ვტაროი დენ“ ესე იმას ვქნათ. მოგცემ ფულს, ფულის პრობლემა არ არის.
ნ----------–-------–ი: ჰო, მაიტა, მაიტა, გამიშვი. მიდი, მიდი მალე ქენი.
კ-----------------–--------–---–ი: სად მიდიხარ?
ნ----------–-------–ი: რუსთავში მივდივარ. აგე, იქ დავდე, რა.
კ-----------------–--------–---–ი: დადევი ისა?
ნ----------–-------–ი: ჰო. თან კაი ისინია,კ-----------------–--------–---–ი: „კაროჩე“, ფული რომ მოგცე 4 ცალს წამომიღებ დღეს?
ნ----------–-------–ი: არა, ვერ გეტყვი, დღეს.
კ-----------------–--------–---–ი: მომისმინე, მოდი ჩემთან, მე შენ მოგცემ 400 ლარს და წმომიღე ხვალისთვის.
ნ----------–-------–ი: კაი.
კ-----------------–--------–---–ი: მოსულა? დღეს გამომივლი ეხლა რუსთავიდან?
ნ----------–-------–ი: საღამოთი.
კ-----------------–--------–---–ი: საღამოთი რატომ?
ნ----------–-------–ი: რუსთავიდან გვიან მოვალ. თუ არა და ხვალე გნახავ, რა, ხვალე თან წამოგიღებ,თან გნახავ.
კ-----------------–--------–---–ი: წამომიღებ 4 ცალს ხვალე?
ხელში უჭირავს შუაზე მოკეცილი ქაღალდის კუპიურა, ჩანს 100 ლარიანი კუპიურა, არ ჩანს, რამდენი ცალია.
ნ----------–-------–ი: არ ვიცი, ვნახოთ, თუ არა და 2 ცალს მაინც წამოგიღებ.
კ-----------------–--------–---–ი: უეჭველი.
ნ----------–-------–ი: ჰო, რა. კარგი, რა.
კ-----------------–--------–---–ი: კაი. ეს ფული გამომართვი.
აძლევს მოკეცილ ქაღალდის კუპიურას, ჩანს 100 ლარიანი კუპიურა, არ ჩანს, რამდენი ცალია.
მოწმე დ----------–--ემ (გამომძიებელი) დაადასტურა მის მიერ (მისი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და განმარტა, რომ 2018 წლის 20 ნოემბერს შს სამმართველოს განცხადებით მიმართა საქართველოს მოქალაქე კ-----------------–--------–---–მა, რომელმაც განაცახადა, რომ საქართველოს მოქალაქე ნ----------–-------–ი ეწევა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენას, შენახვას და გასაღებას. აღნიშნული განცხადების საფუძველზე გატარებული იქნა შესამაბისი ღონისძიებები, კერძოდ კ-----------------–--------–---–ის მიერ მოხდა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა ნ----------–-------–ისგან. ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერით მოხდა შეხვედრების და საუბრების ჩაწერა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს ნ---------–-------–ი იმყოფებოდა თბილისში, კ------------ე გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე, რესტორან ,,კრწანისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე კუთნილი ავტომანქანით, რა დროსაც თან უნდა ჰქონოდა სარელიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება. ოპერატიული ჯგუფის მიერ ბრალდებული შემჩნეული იქნა სამასი არაგველის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შედეგადაც წარედგინა დადგენილებები გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შესახებ. ჩხრეკის შედეგად კანონსაწინაღმდეგო არაფერი ყოფილა ამოღებული. ამოღებული იქნა მხოლოდ ფულადი თანხა და მისი პირადი ნივთები. ამოღებული ფულის კუპიურებიდან ნაწილი იყო კ-----------------–--------–---–ის მიერ ნარკოტიკების საკონტროლო შეძენის მიზნით გადაცემული თანხა.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს დეტექტივ-გამოძიებლმა ზ---------------–---–მა, რომელმაც ასევე დაადასტურა მის მიერ (მისი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე.
მოწმე გ---------–-------–---–მა (გამომძიებელი) დაადასტურა მის მიერ (მისი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და განმარტა, რომ კ-----------------–--------–---–ის განცხადების საფუძველზე დაწყებული იქნა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ნ----------–-------–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე. ნ----------–-------–ისგან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა სამ ეპიზოდად განხორციელდა, პირველი - 2018 წლის 21 ნოემბერს, შემდგომ მეორე - 22 ნოემბერს და მესამე - 26 ნომებერს. პირველი შესყიდვის დროს ბრალდებულისგან იყიდეს ორი წონაკი და გადასცეს 200 ლარი, შემდგომ შესყიდვებზე თითო-თითო წონაკების შესყიდვა მოხდა 100-100 ლარად. მან დაათვალიერა ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს ნარკოტიკის და ფულადი თანხის გადაცემის ფაქტი. გადაცემული თანხა იყო დანომრილი და დაქსეროქსებული, შედგენილია ოქმი, თუ რა სახის და ნუმერაციის კუპიურებია გადაცემული, რაც ერთვის საქმეს.
სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომელთა დიდი წილი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კ-----------------–--------–---–ის ჩვენებიდან ცალსახად დგინდება 2018 წლის 21, 22 და 26 ნოემბერს ნ----------–-------–ისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის დეტალები. კ-----------------–--------–---–მა დეტალურად განმარტა მისი ნ----------–-------–ისთან ურთიერთობის შესახებ. დაადასტურა, რომ ნებაყოფლობით ითანამშრომლა სამართალდამცავ ორგანოებთან, აღიჭურვა ჩამწერი მოწყობილობით, ხოლო ნარკოტიკული საშუალების შესაძენად გადაეცა თანხა. მოწმის განმარტებით, ნ----------–-------–თან მისი პირველი ორი შეხვედრა 21 და 22 ნოემბერს შედგა ბ--–--–---–--------ზე, რესტორან ,,თ-–---ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 26 ნოემბერს - რ--------ს გამზირზე. 21 ნოემბრის შეხვედრისას მან ნ----------–-------–ის გადასცა 200 ლარი, ხოლო სანაცვლოდ მიიღო ორი ე.წ. ,,ჩეკი“ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“. 22 და 26 ნოემბერს კი გადასცა 100-100 ლარი და სანაცვლოდ მიიღო თითო-თითო ე.წ. ,,ჩეკი“ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს გამომძიებლებმა დ----------–--ემ, ზ---------------–---–მა და გ---------–-------–---–მა. მოწმე გ---------–-------–---–მა განმარტა, რომ კ-----------------–--------–---–მა ნებაყოფლობით ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიჭურვა ჩამწერი მოწყობილობით და ნ----------–-------–ისგან სამგზის შეიძინა ნივთიერებები, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება. დ----------–--ემ და ზ---------------–---–მა აღნიშნეს, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს ჩატარდა ნ----------–-------–ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა ფულადი თანხა, მათ შორის ის კუპიურა, რომელიც კ-----------------–--------–---–ს საკონტროლო შესყიდვის მიზნით ჰქონდა გადაცემული.
ფულადი თანხის გადაცემის 2018 წლის 26 ნოემბრის ოქმის თანახმად კ-----------------–--------–---–ს ნ----------–-------–ისგან ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაეცა ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით, მათ შორის ერთი 50 ლარიანი კუპიურა ნომრით AA07946081, რომელიც კ-----------------–--------–---–თან შეხვედრის და ნარკოტკის საკონტროლო შესყიდვის შემდეგ იქნა ამოღებული ნ----------–-------–ის პირადი ჩხრეკისას, რაც უტყუარად არის დადასტურებული 2018 წლის 26 ნოემბრის ნ----------–-------–ის პირადი ჩხრეკის ოქმით.
ფულადი თანხის გადაცემის 2018 წლის 21, 22 და 26 ნოემბრის ოქმებით დასტურდება, რომ სწორედ საკონტროლო შესყიდვისთვის გადაცემული თანხებით მოხდა ნ----------–-------–ისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შეძენა. შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები კი კ-----------------–--------–---–ისგან ამოღების ოქმების თანახმად დაუყოვნებლივ ამოღებულ იქნა გამომძიებელ გ---------–-------–---–ის მიერ.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 3--------------- დასკვნით (22.11.2018) დადასტურებულია, რომ 2018 წლის 21 ნოემბერს კ-----------------–--------–---–ისგან ამოღებული ნივთიერება შეიცავს კუსტარული წესით დამზადებულ 0,194 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 3--------------- დასკვნით (23.11.2018) დადასტურებულია, რომ 2018 წლის 22 ნოემბერს კ-----------------–--------–---–ისგან ამოღებული ნივთიერება შეიცავს კუსტარული წესით დამზადებულ 0,0825 გრამს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 3--------------- დასკვნით (23.11.2018) დადასტურებულია, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს კ-----------------–--------–---–ისგან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ რაოდენობაა 0,114 გრამი.
სააპელაციო პალატამ დეტალურად შაფასა აუდიო-ვიდეო ჩანაწერები და აღნიშნავს შეწმდეგს: არც თვითონ დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ, რომ კ-----------------–--------–---–ი და ნ----------–-------–ი ნამდვილად შეხვდნენ ერთმანეთს 21, 22 და 26 ნოემბერს, თუმცა მხარეებს შორის დავას იწვევდა არა თავად კომუნიკაციის ფაქტი, არამედ მისი შინაარსი. სააპელაციო პალატას უტყარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ კ-----------------–--------–---–ი და ნ----------–-------–ი ცალსახად საუბრობენ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით (21 ნოემბრის შეხვედრისას ნ----------–-------–ი ახსენებს ,,სპეც.ბაშებს“, ამბობს, რომ არის ,,ძლიერი“, 26 ნოემბრის შეხვედრისას კ-----------------–--------–---–ი ეუბნება, ,, ესე რომ არ ირბინო, ერთი 4 ცალი მომიტანე, 5 ცალი. მე მოგცემ ფულს, ძმაო, ტყუილა არ მინდა. მე კოსტა ვარ, ტყუილა არაფერი არ მინდა, „პროსტა“ რომ არ მაწვალო. ერთი 4 ცალს ჩამომიტან?“, რაზეც ნ----------–-------–ი პასუხობს, ,,ვერა, არ მაძლევენ მაგდენს უცბად“). ჩანაწერებში კარგად ჩანს, რომ კ-----------------–--------–---–ი აძლევს თანხას ნ----------–-------–ის. ვიდეო ჩანაწერებში ნარკოტიკული საშუალების ხელიდან ხელში გადაცემის მომენტი არ ჩანს, რაც არც არის გასაკვირი, ვინაიდან, ნარკოტიკული საშუალების გასაღება, როგორც წესი, ხდება შენიღბულად - გამსაღებელი ყოველთვის ცდილობს, რომ მისი ქმედებები არ იყოს ხილული და მოქმედებს სწრაფად. ვიდეო ჩანაწერებით დასტურდება, რომ შეხვედრები მხოლოდ 1, 3 და 5 წუთს გრძელდება. ამასთან ნ----------–-------–ი მაქსიმალურად ფრთხილობს, როდესაც, მაგალითად, 22 ნოემბრის შეხვედრისას არწმუნებს კ-----------------–--------–---–ს, რომ არ დაურეკოს მას (,,არ გინდა დარეკვა, რა. არ გინდა, რა. ხვალ თერთმეტიდან თორმეტამდე მოვალ“), ასევე ცდილობს, დარწმუნდეს, რომ კ-----------------–--------–---–ისგან საფრთხე არ ემუქრება (,,შენი შიში არა მქონდეს, რა“). მიუხედავად ამისა, ჩანაწერებით ცალსახად დგინდება, რომ შეხვედრის მიზანია ნარკოტიკული საშუალებების შეძენა ნ----------–-------–ისაგან - ჩანაწერებით დგინდება, რომ ერთმანეთს ესაუბრება მხოლოდ ორი ადამიანი. სხვა პირი მანქანაში არ იმყოფება. არცერთი სიტყვა არ არის ნახსენები რაიმე ხორცის შეძენაზე (როგორც ამაზე ნ----------–-------–ი განმარტავს), ხოლო საუბრის შინაარსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ სიტყვიერი კომუნიკაცია არის ორმხრივი და შეეხება ნარკოტიკული საშუალების შეძენას. ყველა აღნიშნული გარემოების საღი და გონივრული შეფასების პირობებში უტყუარად დგინდება, რომ ნ----------–-------–იმ კ-----------------–--------–---–ზე სამჯერ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება და რაიმე გონივრული ეჭვი ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ არ არსებობს.
ნ----------–-------–იმ საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ თ---–--–-------------ის ძეგლთან ყიდდა ხორცს. კ-----------------–--------–---–ი მისგან ხორცს ყიდულობდა. ხორცის საყიდლად კ--–--------–---–მა ერთხელ გადაუხადა 200 ლარი, მეორედ - 80 ლარი და მესამედ 50 - ლარი. ის, რაშიც პროკურორი ედავება, არ შეესაბამება სიმართლეს. მას ნარკოტიკი არ გაუყიდია. ეს მოგონილია კ-----------------–--------–---–ის მიერ. მიზეზი, თუ რატომ დააბრალა კ-----------------–--------–---–მა ნარკოტიკების გასაღება, მისთვის უცნობია.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ნ----------–-------–ის განმარტებებს, თითქოს მას ნარკოტიკული საშუალებები არ გაუსაღებია, არამედ იგი ყიდდა მხოლოდ ხორცს და სწორედ ხორცის საფასური გადაუხადა მას სამჯერ კ-----------------–--------–---–მა. აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან, არ დასტურდება არცერთი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულებით. საპირისპირო გარემოებები დასტურდება ფარული ვიდეო ჩანაწერებით და თავად კ-----------------–--------–---–ის ჩვენებით, რომელმაც ცალსახად დაადასტურა, რომ ნ----------–-------–ისთვის ხორცის შესაძენად არ გადაუხდია თანხა. ვიდეო ჩანაწერის ხილვისა და საუბრის მოსმენის შემდეგ შეუძლებელი ხდება ნ----------–-------–ის პოზიციის გაზიარება, ვინაიდან ვიდეო-აუდიო ჩანაწერებში იგი აქტიური საუბარობს ე.წ. ,,ბაშებზე“, რაც შესაძლოა მიემართებოდეს მხოლოდდამხოლოდ ნარკოტიკულ საშუალებას, ვინაიდან დამკვიდრებულია სწორედ ნარკოტიკული საშუალბების ერთეულად. ამასთან, სააპელაციო პალატას სურს ხაზგამით აღნიშნოს, რაიმე სახის გარემოება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მოწმე კ-----------------–--------–---–ის სანდოობას, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა. საყურადღებოა, რომ არც დაცვის მხარეს გააჩნია მკაფიო პოზიცია, თუ რატომ უნდა დაებრალებინა კ-----------------–--------–---–ს ნ----------–-------–ისთვის არჩადენილი დანაშაული.
დაცვის მხარის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება მიმდინარეობდა მიკერძოებულად და არ ჩატარებულა რიგი საგამოძიებო მოქმედებებისა (მაგალითად ბიოლოგიურ-გენეტიკური კვლევა), სააპელაციო პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია გამამტყუნებელი განაჩენისთვის სავალდებულო მტკიცებულებების ერთობლიობა. ამასთან, სააპელაციო პალატას სურს, აღნიშნოს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის №96აპ-17 გადაწყვეტილებაში მითითებულია: ,,... იმ პირობებში, როდესაც არსებობს: მოწმე პოლიციელების - რ. დ-ს, ლ. ჯ-ს, ა. რ-სა და თ. კ-ს თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია; ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან გ. ვ-ს მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება; მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, მით უფრო იმ მოცემულობით, როდესაც ექსპერტები განმარტავენ, თუ რა შემთხვევაში და რა ალბათობით არის შესაძლებელი, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დარჩეს კვალი და რომელი გარემოებები გამორიცხავს კვალის დარჩენის შესაძლებლობას, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს‘‘. ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის #262აპ-17 გადაწყვეტილებით, მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ბრალდებულის გენეტიკური პროფილის აღმოუჩენლობა ნივთზე ადასტურებს მის უდანაშაულობას, დაუსაბუთებელია. მეტიც, თუკი სასამართლოები მსგავს პოზიციას განამტკიცებენ, ამით შესაძლოა, წახალისდეს კრიმინალი იმ თვალსაზრისით, რომ ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ა.შ., ისეთი საშუალებით (მაგ. ხელთათმანებით), რომლის გამოყენების შემთხვევაშიც ნივთზე არ დარჩება პირის გენეტიკური პროფილი, უპირობოდ იქნება გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, რაც მიუღებელია.
რაც შეეხება კ-----------------–--------–---–ის გამოძიებასთან თანამშრომლობას და ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვას, სააპელაციო პალატას სურს, აღნიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ უკრძალავს პირს (თანამშრომლობა, როგორც წესი, არ წარმოადგენს კანონის დარღვევას), რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან, თუმცა სასამართლოს დამატებით მიზანშეწონილად მიაჩნია, ყურადღება გაამახვილოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებზე პირის მიერ საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის პირობებში დანაშაულის გამოვლენის, საქმის სამართლიანი განხილვის უფლებასთან (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან) შესაბამისობის შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ კ-----------------–--------–---–ის თანამშროლობა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების პირობებში საკონტროლო შესყიდვის განხორციელება მოცემულ შემთხვევაში სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილ სტანდარტებს, კერძოდ:
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სახელისუფლებო ორგანოებს განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდებისთვის მიმართვა უწევთ, რაც განსაკუთრებით საჭიროა ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების პროცესში. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდები, კერძოდ, ფარული ოპერაციების ჩატარების ტექნიკა თავისთავად არ არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 51). სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია უფლებამოსილია, ჩაატაროს ფარული ოპერაციები, მაგრამ არა წააქეზოს დანაშაული (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Khudobin V. Russia, პარ. 128). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე Miliniene v. Lithuania ასევე განმარტებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ გავლენა იქონია მოვლენების მსვლელობაზე იმით, რომ კერძო პირს ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა საუბრების ჩასაწერად და ხელს უწყობდა მომჩივანისთვის ფინანსური შეთავაზების გაკეთებას, პოლიციის ქმედებები კვალიფიცირებული იქნა, როგორც დანაშაულებრივ საქმიანობასთან ,,მიერთება“ და არა როგორც ამ საქმიანობის ინიცირება, რადგან მოცემულ შემთხვევაში ინიციატივა კერძო პირისგან მოდიოდა. ამ უკანასკნელმა იჩივლა პოლიციასთან, რომ მომჩივანი ქრთამს მოითხოვდა მისი საქმის მისთვის ხელსაყრელი შედეგით დასრულებისთვის. სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე არ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Miliniene v. Lithuania, პარ. 37-38, 41).
სასამართლომ მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზებასა და ლეგიტიმურ ფარულ ოპერაციებს შორის გამიჯვნის მიზნით, დანაშაულის წაქეზება განსაზღვრა, როგორც სიტუაცია, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების ან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ან მათი ინსტრუქციებით მოქმედი სხვა პირები არ შემოიფარგლებიან მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის პასიური გამოძიებით, არამედ მტკიცებულებების მოძიებისა და წარმოების დაწყების მიზნით ისეთ ზემოქმედებას ახდენენ სუბიექტზე, რომ იგი ხელს უწყობს ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რომელსაც იგი ასეთი წაქეზების გარეშე არ ჩაიდენდა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 55).
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საგამოძიებო ორგანოს მოქმედებები სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოაღნიშნულ სტანდარტებს. მოწმეთა ჩვენებებით, ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით ცალსახად დგინდება, რომ ნ----------–-------–ი აბსოლუტურად ნებაყოფლობით, მომზადებული ხვდება კ-----------------–--------–---–ს, იღებს ფულად თანხას, ხოლო სანაცვლოდ გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებებს. ვიდეო ჩანაწერებიდან არ იკვეთება, რომ ნ----------–-------–ი ყოყმანობს, ჩაიდინოს თუ არა დანაშაული. პირიქით, იგი მომზადებული მიდის შეხვედრებზე, ესაუბრება ნარკოტიკების საკითხზე და შეთანხმებისამებრ გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებას. კ-----------------–--------–---–ი არის არსებითად პასიური და მის მოქმედებებში რაიმე ფორმით არ შეინიშნება იძულების, დაყოლიების, თავის შეცოდების მცდელობა, რაც ნ----------–-------–ის უბიძგებდა (წააქეზებდა) დანაშაულის ჩადენისაკენ. საყურადღებოა, რომ ნ----------–-------–ის მიერ სამჯერ განხორციელდა ნარკოტიკული საშუალების გასაღება, რაც მინიმუმამდე ამცირებს მისი დანაშაულის ჩასადენად დაყოლიების რისკს. საგამოძიებო ორგანოების მოქმედებებიც შეესაბამება ევროპული სასამართლოს სტანდარტებს, ვინაიდან მხოლოდ კერძო პირის - კ-----------------–--------–---–ის განცხადების შემდეგ ჩაერთო საგამოძიებო ორგანო საქმეში და დაგეგმა ფარული საგამოძიებო მოქმედებები. ამდენად, საგამოძიებო ორგანოები შემოიფარგლნენ მხოლოდ დანაშაულის პასიური გამოძიებით და მიუერთდნენ დაწყებულ დანაშაულს, რაც სრულად შეესაბამება დანაშაულის წაქეზების საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს.
ამდენად, სააპელაციო პალატამ შაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ----------–-------–იმ შეიძინა და შეინახა 0,3905 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, საიდანაც 0,194 გრამი 2018 წლის 21 ნოემბერს 200 ლარად, 0,0825 გრამი 2018 წლის 22 ნოემბერს 100 ლარად და 0,114 გრამი 2018 წლის 26 ნოემბერს 100 ლარად გაასაღა კ-----------------–--------–---–ზე. ქმედების კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ ნ----------–-------–ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის განხილვა და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა სწორედ ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა დიდი ოდენობა, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით დასჯადია ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენაში და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება, გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების (შეძენა/შენახვა) უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე. ეს ხერხებია: გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა სხვა ნივთში, გასესხება, ვალის გადახდა (პირს ემართა სხვისი ფული და კრედიტორს ფულის ნაცვლად ვალში მისცა ნარკოტიკული საშუალება).
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ ნ----------–-------–იმ უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რომელიც 2018 წლის 21, 22 და 26 ნოემბერს უკანონოდ გაასაღა კ-----------------–--------–---–ზე.
ამდენად, სააპელაციო პალატას ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ----------–-------–ის ქმედებაში სახეზეა დანაშაულის - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და ნარკოტიკული საშუალების გასაღების სამი ეპიზოდის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (სამი ეპიზოიდი), რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ----------–-------–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ნ----------–-------–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რითიც მსჯავრი დაედო ნ----------–-------–ის, ისჯება ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი - თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თერთმეტ წლამდე. ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სააპელაციო პალატა სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ნ----------–-------–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ნარკოტიკული დანაშაულების ერთობლიობა, რაც მაღალი საშიშროების მატარებელია), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/შემოსავლის მიღება), ასევე მსჯავრდებულის პიროვნებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მისი უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა), ასევე იმ გარემოებას, რომ უდავო გახადა მტკიცებულებების ნაწილი, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ნ----------–-------–ის სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანარჩენ ორ ეპიზოდში 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ნ----------–-------–ის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, ნ----------–-------–ის სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ამასთან, ნ----------–-------–ის, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით უნდა ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით უნდა ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
5.ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: 5 ცალი დისკი, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით; ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; ნ----------–-------–ის პირადი ჩხრეკისს ამოღებული ფულადი თანხა და პირადი ნივთები, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ----------–-------–ის ადვოკატის ზ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ნ----------–-------–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ნ----------–-------–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 22 ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 26 ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 22 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 26 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ნ----------–-------–ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ნ----------–-------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
ნ----------–-------–ის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 26 ნოემბრიდან;
ნ----------–-------–ის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს;
ნივთიერი მტკიცებულებები:
- 5 დისკი, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;
- ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
- ნ----------–-------–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა და პირადი ნივთები, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე
მ. თეთრაული