განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002984905
საქმე № 1ბ/1836 -19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მაკა გველესიანმა
მსჯავრდებულ გ------- პ--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ------- პ--------ს (დაბადებულის 1-----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N5---------2, არასრული საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის მქონის რეგისტრირებულის: წ---–----------------–-------------------------) მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- პ--------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 01 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ------–--–-----–-------–---–-------------ში, გ------- პ--------მ 7 წლის დ-----– პ---–---–ის თანდასწრებით ცემა გერი 9 წლის გ------- პ---–---–ი, იმის გამო, რომ მეზობლის ბავშვებმა მის დაუკითხავად ჭამეს საჭმელი. გ------- პ--------მ გ------- პ---–---–ს ესროლა ჭიქა, რომელიც მოხვდა ბავშვს და დაიწყო ტირილი, რის შემდეგ გაღიზიანებულმა გ------- პ--------მ გ------- პ---–---–ს რამდენჯერმე ხელი დაარტყა თავის და სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რა დროსაც გ------- პ---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენით, გ------- პ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა გ------- პ--------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- პ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ------- პ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 02 აპრილიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ------- პ--------მ.
მსჯავრდებული გ------- პ-------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, სს საქმეზე არ იქნა კანონიერად და ობიექტურად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად იქნა შეფასებული საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რამაც ხელი შეუწყო უკანონობას და მის დამნაშავედ ცნობას. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ გ------- პ--------ს სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ გ------- პ--------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ------- პ--------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. დანაშაულის შემადგენლობისთვის ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ქმედების განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისზეც იძალადეს, განიცადოს ფიზკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატის მიერ მსჯავრდებულ გ------- პ--------ს განმარტება მისი უდანაშაულების თაობაზე, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგეილი იქნა შემდეგი:
არასრულწლოვან დაზარალებულ გ------- პ---–---–ის ჩვენებით დადაგენილია, რომ იგი 2019 წლის 1 აპრილს იმყოფებოდა სახლში მამინაცვალ გ------- პ--------სთან და ძმასთან დ-----– პ---–---–თან ერთად. მოგვიანებით სახლში სტუმრად მივიდნენ გ------- პ--------ს ნათესავები - ბ-------------, რომლებსაც მოშივდათ და კარადიდან აიღეს სუპი. გ------- პ--------მ, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და ეძინა, გაღვიძებისას მოსთხოვა კარადიდან სუპის გამოტანა, რაზეც უთხრა, რომ სუპი ჭამეს მასთან სტუმრად მყოფმა მისმა ნათესავებმა. გ------- პ-------- გაბრაზდა თუ რატომ შეყავდა სტუმარი მის დაუკითხავად ოთახში, რის შემდეგაც ჭიქა ესროლა მუცლის არეში, ხოლო შემდგომ მუშტები დარტყა სახის და ტანის არეში. მან შეძლო მისგან თავის დაღწევა და დახმარების სათხოვნელად მეზობლის კართან მიირბინა, თუმცა კარი დახვდა დაკეტილი და გ------- პ--------მ კვლავ განაგრძო მისი ცემა, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
არასრულწლოვან მოწმე დ-----– პ---–---–ის ჩვენებით დადაგენილია, რომ იგი 2019 წლის 1 აპრილს იმყოფებოდა სახლში ძმასთან - გ------- პ---–---–თან, მამინაცვალთან- გ------- პ--------სთან და ბინის მეპატრონე -ვ----------------თან ერთად. სახლში ყოფნის დროს გ------- პ--------მ ჭიქა ესროლა გ------- პ---–---–ს, ხოლო შემდეგ მუშტები ურტყა. გ------- პ---–---–ი თხოვდა დახმარებას, თუმცა შეეშინდა მამინაცვალს ისიც არ ეცემა, რის გამოც ვერ შეძლო მისი დახმარება. გ------- პ---–---–ს სხეულზე ეტყობოდა ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებები, ხოლო სახის არე მთლიანად ჰქონდა დალურჯებული.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ---–----- ტ------–---–ის ჩვენებით დადაგენილია, რომ 2019 წლის 15 მაისს მის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, 02.04.2019 წელს გ------- პ---–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთის, ნაჭდევების და სისხლჩაქცევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. მარჯვენა ბეჭზედა მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთი ხანდაზმულობით დაახლოებით 5-9 დღისაა. დანარჩენი დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. მოწმის განმარტებით, გ------- პ---–---–ს შუბლის მიდამოში მარჯვნივ აღენიშნებოდა მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 4,0X5,0 სმ, რომლის ფონზეც აღინიშნება კანის დონიდან დაბლა მდებარე მოწითალო ფერის მშრალ ზედაპირიანი ზოლისებრი ფორმის ნაჭდევი ზომით 0,2X0,8 სმ. ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთები აღენიშნება შუბლის მიდამოში მარცხნივ ზომით 2,5X3,5 სმ, მარჯვენა თვალბუდის ორივე ქუთუთოზე, მოიცავს ცხვირის ორივე ფრთას და მარცხენა თვალბუდის ორივე ქუთუთოს ზომით 4,5X14 სმ, მარცხენა თვალბუდის სკლერაში აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა. მარჯვენა ბეჭზედა მიდამოში, იღლიის უკანა და ბეჭის ხაზებს შორის ზომით 0,3X1,0 სმ, მარცხენა საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის საპროექციოდ ზომით 1,5X1,1 სმ; მუცლის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება მოიისფრო-მოლურჯო ფერის მშრალზედაპირიანი უსწორო ფორმის ნაჭედევი ზომით 1,4X0,8 სმ; ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთები აღენიშნება: მარცხენა თეძოს ფრთის საპროექციოდ ზომით 4,0X1,0 სმ; მარცხენა მხრის შუა მესამედში წინა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე ზომით 2,5X4,4 სმ; მარცხენა შუბლ-თხემ საფეთქლის მიდამოში აღენიშნება, გაფანტული, კანის დონიდან დაბლა მდებარე მოწითალო ფერის მშრალზედაპირიანი ალაგ ზოლისებრი, ალაგ წერტილოვანი ფორმის ნაჭდევები 4,5X6,0 სმ ფართზე. ასეთივე ხასიათის ნაჭდევი აღენიშნება: ქვედა ტუჩის მიდამოში მარჯვნივ ზომით 0,5X0,8 სმ, ზედა ტუჩის ლორწოვანზე ცენტრალურად აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა ზომით 1,5X1,0 სმ; მარჯვენა ბეჭზედა მიდამოში აღენიშნება მოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 2,5X4,5 სმ.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ მ------ ღ-------ის ჩვენებით დადაგენილია, რომ 2019 წლის 03 აპრილს მიღებული შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე მ------ ქ----–---–---- ერთად გამოცხადდა კ--–-------–---–-------------ში, სადაც ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს. დაზარალებულის მითითებით დასურათებული იქნა ის ადგილები, სადაც მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა.
მოწმე ბ-------–------ის ჩვენებით დადაგენილია, რომ 2019 წლის 02 აპრილს პირადი კონტაქტისგან მიიღო ინფორმაცია, რომ გ------- პ---–---–ის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილე გ------- პ-------- იმყოფებოდა თბ--–--–------------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შესახებაც პატაკის სახით აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმე ნ----–------–--ის ჩვენებით დადაგენილია, რომ 2019 წლის 02 აპრილს, თანამშრომელ გ------- ჩ--------–თან ერთად მონაწილეობა მიიღო გ------- პ---–---–ის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილე გ------- პ--------ს დაკავებაში, რაზეც შეადგინა დაკავების ოქმი, რასაც გაეცნო ბრალდებული გ------- პ-------- და ოქმის სისწორე დაადასტურა ხელმოწერით.
მოწმე გ------- ჩ--------–ის ჩვენებით დადაგენილია, რომ 2019 წლის 02 აპრილს, ჩ-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე თანამშრომელ ნ----–------–--ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო გ------- პ--------ს ბრალდებულის სახით დაკავებაში. სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმე გ--–----------ს ჩვენებით დადაგენილია, რომ 2019 წლის 1 აპრილს მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება არასრულწლოვან გ------- პ---–---–ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. გ------- პ---–---–მა, რომელსაც ვიზუალურად ეტყობოდა სხეულზე არსებული დაზიანებები გამოკითხვის დროს დაადასტურა მამობილის - გ------- პ--------ს მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. მოწმის განმარტებით, ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დანიშნა სასამართლო სამედიცინო, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზები და გამოკითხა მოწმეები.
მოწმე ზ-----------–--ის ჩვენებით დადაგენილია, რომ 2019 წლის 1 აპრილს მიღებული შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე ს----------------–---–--ან ერთად გამოცხადდა კ--–-------–---–-------------ში, სადაც ადგილი ჰქონდა არასრულწლოვან ბავშვზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ადგილზე დახვდათ ნ-------------–---–ი და მისი არასრუწლოვანი შვილი - გ------- პ---–---–ი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა ადგილას ეტყობოდა ფიზიკური დაზიანების კვალი. ნ-------------–---–ის განმარტებით, მამობილმა გ------- პ--------მ, რომელიც იმ მომენტისთვის არ იმყოფებოდა სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის არასრულწლოვან შვილს, რომელსაც სასწრაფო დახმარების მიერ გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება.
მოწმე ვ---------------- ჩვენებით დადაგენილია, რომ დ-----– და გ------- პ---–---–ები დედასთან და გ.პ--------სთან ერთად ქირით ცხოვრობდნენ მის ბინაში, კ--–-------–---–-------------ში. 2019 წლის 1 აპრილს, დ-----– პ---–---–ისგან ცნობილი გახდა, რომ გ------- პ--------მ სცემა მისი გერი გ------- პ---–---–ი, რომელიც რაღაცეების საყიდლად წაყვანილი ჰყავდა მაღაზიაში. თავად ჩხუბის ფაქტს არ შესწრებია. გ------- პ---–---–ს სახლში დაბრუნების შემდგომ აღენიშნებოდა პირღებინება, დასიებული ჰქონდა სახე და ეტყობოდა ფიზიკური დაზიანებების კვალი. გ------- პ---–---–მა თავად უთხრა, რომ სახლში ყოფნის დროს სცემა მამობილმა გ------- პ--------მ.
მოწმე ვ-–--–-----–--ს ჩვენებით დადაგენილია, რომ მას ნათესაური ურთიერთობა აკავშირებს გ------- პ--------სთან, რომლის -გერები გ------- და დ-----– პ---–---–ები მეგობრობდნენ მის შვილიშვილებთან - გ----------------------–---–--თან. 2019 წლის 1 აპრილს, გ------- პ---–---–ი მისული იყო მასთან სახლში, რა დროსაც თავად სახლში არ იმყოფებოდა. მოწმის განმარტებით, მოგვიანებით გ------- პ--------ს შეხვდა ქუჩაში, რა დროსაც იგი იმყოფებოდა მის გერთან გ------- პ---–---–თან ერთად.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------------–---–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ გ------- პ--------ს სააპელაციო საჩივარში მითითებულ პოზიციას, რომ საქმეში არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. გ------- პ--------ს მხრიდან, 2019 წლის 01 აპრილს გ------- პ---–---–ზე არასრულწლოვანი გერის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი დასტურდება, როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო და სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით. კერძოდ, დაზარალებულმა არასრულწლოვანმა გ------- პ---–---–მა სრულად დაადასტურა მისი მამინაცვლის - გ------- პ--------ს მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და განმარტა, რომ 2019 წლის 01 აპრილს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ------- პ--------მ, მისი არასრულწლოვანი ძმის - დ-----– პ---–---–ის თანდასწრებით, იმის გამო, რომ მისმა ნათესავებმა მის დაუკითხავად შეჭამეს საჭმელი, ესროლა ჭიქა, რაც მოხვდა მუცლის არეში, რის შემდეგაც გაღიზიანებულმა გ------- პ--------მ მიაყენა ფიზიკური დაზიანება, რაც გამოიხატებოდა თავის და სხეულის სხვადასხვა მიდამოში მუშტების დარტყმაში, რა დროსაც განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. მსჯავრდებულ გ------- პ--------ს მხრიდან გ------- პ---–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა სრულად დაადასტურა დაზარალებულის არასრულწლოვანმა ძმამ- დ-----– პ---–---–მა, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 1 აპრილს იმყოფებოდა სახლში ძმასთან გ------- პ---–---–თან, მამინაცვალთან გ------- პ--------სთან და ბინის მეპატრონე ვ----------------თან ერთად. სახლში ყოფნის დროს გ------- პ--------მ ჭიქა ესროლა გ------- პ---–---–ს, ხოლო შემდეგ მუშტები ურტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას. გ------- პ---–---–ი თხოვდა დახმარებას, თუმცა შეეშინდა მამინაცვალს მისთვისაც არ ეცემა, რის გამოც ვერ შეძლო მისი დახმარება. გ------- პ---–---–ს სხეულზე ეტყობოდა ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებები, ხოლო სახის არე მთლიანად ჰქონდა დალურჯებული. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ნ----–------–--ის, ბ-------–------ის, გ--–----------ს და გ------- ჩ--------–ის ჩვენებებით დგინდება, რომ გამოძიება დაიწყეს და სისხლის სამართლის საქმე აწარმოეს შემდგომში დაზარალებულად ცნობილი არასრულწლოვან გ------- პ---–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, რომელმაც ჩვენების მიცემისას სრულად დაადასტურა მამინაცვლის - გ------- პ--------ს მხრიდან, არასრულწლოვანი ძმის თანდასწრებით მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. მოწმე ზ-----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 1 აპრილს მიღებული შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე ს----------------–---–--ან ერთად გამოცხადდა კ--–-------–---–-------------ში, სადაც ადგილი ჰქონდა არასრულწლოვან ბავშვზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ადგილზე დახვდა არასრუწლოვანი გ------- პ---–---–ი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა ადგილას ეტყობოდა ფიზიკური დაზიანების კვალი. ბავშვის დედამ ნ-------------–---–მა, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი, განმარტა, რომ მისმა მეუღლემ - გ------- პ--------მ, რომელიც იმ მომენტისთვის არ იმყოფებოდა სახლში, იძალადა მის არასრულწლოვან შვილზე და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას. არასრულწლოვან გ------- პ---–---–ის სხეულზე ფიზიკური დაზიანებების არსებობის ფაქტს ადასტურებს ასევე მოწმე ვ--------------ა, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ როგორც მისთვის დ-----– და გ------- პ---–---–ებისგან გახდა ცნობილი, გ------- პ--------მ სახლში ყოფნის დროს სცემა მისი არასრულწლოვანი გერი გ------- პ---–---–ი, რომელსაც აღენიშნებოდა პირღებინება, დასიებული ჰქონდა სახე და ეტყობოდა ფიზიკური დაზიანებების კვალი. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ გ------- პ--------ს ქმედებების შედეგად გ------- პ---–---–მა განიცადა ფსიქოლოგიური (მორალური) ტანჯვა. სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად დადგენილია, რომ გ------- პ---–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დეტალურად არის აღწერილი დაზარალებულ გ------- პ---–---–ზე მიყენებული დაზიანებები, აღწერილია მათი სიმძიმე და რაოდენობა. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ გ------- პ---–---–ის სხეულზე არსებული დაზიანება სისხლნაჟღენთის, ნაჭდევების და სისხლჩაქცევების სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–----- ტ------–---–მა. დასკვნაზე დართული ფოტოილუსტრაციაში, ნათლად ჩანს მიყენებული დაზიანების კვალი არასრულწლოვან გ.პ---–---–ზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ------- პ--------ს ქმედებას.
სააპელაციო პალატა შეფასებას აძლევს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის განმარტება, იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ სამართალწარმოების პროცესში არასწორად შეფასებულმა მტკიცებულებებმა გამოიწვია მისი დამნაშავედ ცნობა, ვერ იქნება გაზიარებული. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა გ------- პ--------ს ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ, ასევე საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ-ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთიმეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს, რომ გ------- პ--------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სამართლებრივი შეფასება
პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი გ------- პ--------ს მიმართ არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული. საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა საფუძველი გახდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ------- პ--------ს დამნაშავედ ცნობისათვის.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
სტამბოლის კონვენციის განმარტებითი ანგარიშის თანახმად, ბავშვები ხშირად ხდებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი. ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის მიმართ, როგორი ფორმითაც არ უნდა გამოვლინდეს, სავალალო გავლენას ახდენს ბავშვის ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე და მოწყვლადს ხდის აგრესიული ქცევების ათვისებისა და შემდგომში გამოვლინების მიმართ. გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-19 მუხლი მონაწილე სახელმწიფოებს ავალდებულებს ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მიმართონ, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტმოქმედებისაგან, იმისაგან, რომ ბავშვი მოკლებული არ იყოს ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ეპყრობოდნენ ან ექსპლუატაციას უწევდნენ, აგრეთვე სექსუალურ ძალადობას იჩენდნენ. ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია.
პალატა მსჯავრდებულ გ------- პ--------ს მიმართ დანიშნული სასჯელის თანაზომიერების შეფასებისას ყურადღებას გაამახვიებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს (სტამბოლის კონვენციის) კონვენციის 45-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთას.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს გ------- პ--------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახით -თავისუფლების აღკვეთის 2(ორი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით 3(სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, პალატა სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისადმი და სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკებს. გ------- პ--------ს მიერ არასრულწლოვანი დაზარალებულის მიმართ განხორციელებულია ფიზიკური ძალადობა, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოირჩევა დაუნდობელი ხასიათითა და მომეტებული საშიშროებით, მან არასრულწოვანს რამდენჯერმე ხელი დაარტყა თავის და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ასევე იმ გარემოებას, რომ საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით გ------- პ-------- ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 მაწილის „ა“ ქ/პუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლებოს აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა’’ ქვეპუნქტის თანახმად ნასამართლობა გაქარწყლდება პირობით მსჯავრდებულისა - გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ. შესაბამისად, გ------- პ-------- იყო ნასამართლევი განზრახი დანაშაულისათვის, არასრულწლოვანი დაზარალებულის მიმართ ძალადობის განახორციელების დროს და მსჯავრდებული იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. ზ/აღნიშნული გარემოებები ცნობილი იყო რა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან ერთად, შეაფასა და გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, დამამძიმებელი გარემოებები და სწორედ, აღნიშნულის შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ------- პ--------ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას ასევე დაცულია საქართველოს სსკ-ის 17-ე მუხლის პირველი ნაწილისა და სსკ-ის 58 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის დამამძიმებელ გარემოებაზე, კერძოდ, დანაშაულის მოტივზე, ქმედების ინტენსივობაზე და ხასიათზე, რამაც პალატის შეფასებით გამოიწვია მოვალეობათა დარღვევის მაღალი ხარისხი, რისი გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ გ------- პ--------ს ქმედებები წარმოადგენს ოჯახის წევრებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველს, მიუთითებს მის არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე ოჯახის წევრების მიმართ, რისი გათვალისწინებითაც მხოლოდ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი, უზრუნველყოფს დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სამართლიანობის აღდგენას.
პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ------- პ--------ს მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ------- პ--------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ------- პ--------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ------- პ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი, მსჯავრდებულ გ------- პ--------ს მიმართ, დარჩეს უცვლელი.
გ------- პ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს გ------- პ--------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 2(ორი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- პ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ------- პ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 02 აპრილიდან.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
_ ნ-------------–---–ის თანხმობის წერილი და ოქმი გარეგნული დათვალიერების შესახებ თანდართული სურათებით, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოცხრილი ელექტრონულ დისკზე შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი