განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002977841
საქმე № 1ბ/1871-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: მაკა გველესიანი
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
გამართლებული - ზ---– ი---–-–---–ი, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პ/№3----------, განქორწინებული, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------–---–------------;
კვალიფიკაცია:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი (11 ეპიზოდი).
განაჩენის მიხედვით: ზ---– ი---–-–---–ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი (11 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ზ---– ი---–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ზ---– ი---–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 11 ივნისის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ზ---– ი---–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ზ---– ი---–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ზ---– ი---–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ზ---– ი---–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 3 დეკემბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ზ---– ი---–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 20 თებერვლის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ზ---– ი---–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 25 თებერვლის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ზ---– ი---–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ზ---– ი---–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 7 ივნისის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ზ---– ი---–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ---– ი---–-–---–ს წარედგინა ბრალდება მასში, რომ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ---– ი---–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზ---– ი---–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით და სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2011 წლის 14 ივნისს და საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2013 წლის 22 ნოემბერს).
მიუხედავად აღნიშნულისა, 2017 წლის 11 აპრილს, ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირსა და პეკინის გამზირის კვეთაზე, ზ---– ი---–-–---–ი მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც გამოვლენილი იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
აღნიშნულის გამო ზ---– ი---–-–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ზ---– ი---–-–---–ს წარედგინა ბრალდება მასში, რომ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ---– ი---–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზ---– ი---–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით და სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2011 წლის 14 ივნისს და საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2013 წლის 22 ნოემბერს).
მიუხედავად აღნიშნულისა, 2017 წლის 11 ივნისს, ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ზ---– ი---–-–---–ი მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც გამოვლენილი იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
აღნიშნულის გამო ზ---– ი---–-–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ზ---– ი---–-–---–ს წარედგინა ბრალდება მასში, რომ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ---– ი---–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზ---– ი---–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით და სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2011 წლის 14 ივნისს და საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2013 წლის 22 ნოემბერს).
მიუხედავად აღნიშნულისა, 2017 წლის 11 ივლისს, ქ. თბილისში, ქავთარაძე-თოფურიას ქუჩების კვეთაზე, ზ---– ი---–-–---–ი მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც გამოვლენილი იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
აღნიშნულის გამო ზ---– ი---–-–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ზ---– ი---–-–---–ს წარედგინა ბრალდება მასში, რომ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ---– ი---–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზ---– ი---–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით და სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2011 წლის 14 ივნისს და საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2013 წლის 22 ნოემბერს).
მიუხედავად აღნიშნულისა, 2017 წლის 26 ოქტომბერს, ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე, ზ---– ი---–-–---–ი მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც გამოვლენილი იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
აღნიშნულის გამო ზ---– ი---–-–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ზ---– ი---–-–---–ს წარედგინა ბრალდება მასში, რომ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ---– ი---–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზ---– ი---–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით და სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2011 წლის 14 ივნისს და საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2013 წლის 22 ნოემბერს).
მიუხედავად აღნიშნულისა, 2017 წლის 27 ნოემბერს, ქ. თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე, ზ---– ი---–-–---–ი მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც გამოვლენილი იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
აღნიშნულის გამო ზ---– ი---–-–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ზ---– ი---–-–---–ს წარედგინა ბრალდება მასში, რომ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ---– ი---–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზ---– ი---–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით და სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2011 წლის 14 ივნისს და საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2013 წლის 22 ნოემბერს).
მიუხედავად აღნიშნულისა, 2017 წლის 3 დეკემბერს, ქ. თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ზ---– ი---–-–---–ი მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც გამოვლენილი იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
აღნიშნულის გამო ზ---– ი---–-–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ზ---– ი---–-–---–ს წარედგინა ბრალდება მასში, რომ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ---– ი---–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზ---– ი---–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით და სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2011 წლის 14 ივნისს და საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2013 წლის 22 ნოემბერს).
მიუხედავად აღნიშნულისა, 2018 წლის 20 თებერვალს, ქ. თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ზ---– ი---–-–---–ი მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც გამოვლენილი იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
აღნიშნულის გამო ზ---– ი---–-–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ზ---– ი---–-–---–ს წარედგინა ბრალდება მასში, რომ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ---– ი---–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზ---– ი---–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით და სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2011 წლის 14 ივნისს და საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2013 წლის 22 ნოემბერს).
მიუხედავად აღნიშნულისა, 2018 წლის 25 თებერვალს, ქ. თბილისში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილზე, ზ---– ი---–-–---–ი მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც გამოვლენილი იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
აღნიშნულის გამო ზ---– ი---–-–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ზ---– ი---–-–---–ს წარედგინა ბრალდება მასში, რომ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ---– ი---–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზ---– ი---–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით და სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2011 წლის 14 ივნისს და საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2013 წლის 22 ნოემბერს).
მიუხედავად აღნიშნულისა, 2018 წლის 8 აპრილს, ქ. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ზ---– ი---–-–---–ი მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც გამოვლენილი იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
აღნიშნულის გამო ზ---– ი---–-–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ზ---– ი---–-–---–ს წარედგინა ბრალდება მასში, რომ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ---– ი---–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზ---– ი---–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით და სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2011 წლის 14 ივნისს და საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2013 წლის 22 ნოემბერს).
მიუხედავად აღნიშნულისა, 2018 წლის 7 ივნისს, ქ. თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ზ---– ი---–-–---–ი მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც გამოვლენილი იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
აღნიშნულის გამო ზ---– ი---–-–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ზ---– ი---–-–---–ს წარედგინა ბრალდება მასში, რომ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ---– ი---–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზ---– ი---–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით და სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2011 წლის 14 ივნისს და საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2013 წლის 22 ნოემბერს).
მიუხედავად აღნიშნულისა, 2018 წლის 16 სექტემბერს, ქ. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ზ---– ი---–-–---–ი მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც გამოვლენილი იქნასაპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
აღნიშნულის გამო ზ---– ი---–-–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით;
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ხ-----------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ზ---– ი---–-–---–ის მიმართ, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ბრალთან მიმართებით არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ზ---– ი---–-–---–ის ბრალეულობაში. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა შემდეგი მტკიცებულებები: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, სასამართლოს განაჩენი, 2013 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო დაეყრდნო ზ---– ი---–-–---–ის ჩვენებას, რომელმაც განაცხადა, რომ ამნისტიის კანონის გავრცელების შემდგომ ეგონა, რომ სატრანსპორტო მართვის უფლება აღდგენილი ჰქონდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის განჩინებით ირკვევა, რომ მან მიმართა სასამართლოს ახალად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თოაბაზე. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუკი რომელიმე სახელმწიფო დაწესებულების მიერ ტექნიკური შეცდომა იქნა დაშვებული, ეს უკანასკნელი არ შეიძლება გახდეს პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუგისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან პირმა, ამ შემთხვევაში ზ---– ი---–-–---–მა იცოდა განაჩენით ჩამორთმეული სატრასპორტო საშუალების მართვის უფლების თაობაზე. მან თავად გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. მან იცოდა, რომ უფლებები განაჩენით ჰქონდა ჩამორთმეული, არ მიუმართავს მუდმივმოქმედი კომისთვიის უფლებების აღდგენის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს მიაჩია, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს და ითხოვს ზ---– ი---–-–---–ის დამანაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (11 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, გამართლებულ ზ---– ი---–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - დ------–-–--–---–მა წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამართლებულ ზ---– ი---–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს ზ---– ი---–-–---–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ---– ი---–-–---–ის მიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობის ფაქტებს (11 ეპიზოდი), კერძოდ:
წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, ზ---– ი---–-–---–ის ჩვენების გარდა დამტკიცებულ იქნა უდავო მტკიცებულებებად. შესაბამისად, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი გამოკვლევის გარეშე დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ზ---– ი---–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მაგრამ როდესაც ამნისტიის საფუძველზე 2013 წლის 22 ნოემბერს დატოვა პენიტენციური დაწესებულება, მას ეგონა, რომ ამნისტიით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც აღდგენილი ჰქონდა, ვინაიდან როგორც წესი, ამნისტიით ნარკოდანაშაულებისთვის მსჯავრდებულებს სრულად აღუდგათ ჩამორთმეული უფლებები. ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგი მივიდა ე.წ. ,,მე-12 ოთახში“, სადაც იკითხა, ჰქონდა თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მას განუცხადეს, რომ ასეთი უფლება ჰქონდა. ამის შემდეგ იგი პოლიციამ რამდენჯერმე შეაჩერა მანქანის მართვისას, რა დროსაც ბაზაში გადაამოწმეს მისი მონაცემები და მანქანის მართვასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნია. 2017 წლის 27 სექტემბერს მან კითხვით მიმართა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ჰქონდა თუ არა მანქანით მოძრაობის უფლება, რაზეც 2017 წლის 2 ოქტომბერს წერილობით განუმარტეს, რომ მის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მართვის უფლების შეჩერება არ ფიქსირდებოდა. მისთვის ეს პასუხი ნიშნავდა, რომ მანქანით მოძრაობის უფლება ჰქონდა, რადგან 7 კლასის განათლება აქვს და არ იცის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასა და სისხლის სამართლის დანაშაულს შორის რა განსხვავებაა და ვინაიდან მიუთითეს, რომ მართვის უფლების შეჩერება არ ფიქსირდებოდა, ჩათვალა, რომ მანქანის ტარების უფლება ჰქონდა. ამის შემდეგ 2018 წლის 14 აპრილს შსს მომსახურების სააგენტომ მის სახელზე გასცა ცნობა, რომ ჰქონდა ,,B“, „C“ და ,,E“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება და მართვის უფლების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში აღრიცხული არ იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლოში უდავო მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზ---– ი---–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით და სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის განჩინებით, ზ---– ი---–-–---–ი გათავისუფლდა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან. მასვე სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 2 თვისა და 7 დღის ვადით, პირობითი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 3 თვის და 22 დღის ვადით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, 3 თვე და 22 დღე.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2013 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ზ---– ი---–-–---–ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე 8 თვით და 29 დღით ადრე;
ზ---– ი---–-–---–მა საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2013 წლის 22 ნოემბერს.
პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის 2019 წლის 26 თებერვლის წერილის მიხედვით, ზ---– ი---–-–---–ის განცხადება ჩამორთმეული უფლების აღდგენასთან დაკავშირებით კომისიას არ განუხილავს.
პატრულ-ინსპექტორის ზ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 11 აპრილს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ქ. თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირისა და პეკინის გამზირის კვეთაზე მის მიერ შეჩერებული იქნა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ზ---– ი---–-–---–ი. იგი გადაამოწმა საინფორმაციო ბაზაში, თუმცა ბაზაში არ ჩანდა, რომ ზ---– ი---–-–---–ს სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით 5 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნულ ფაქტში ეჭვი არ შეუტანია და ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინა სათანადო დოკუმენტაცია.
პატრულ-ინსპექტორის გ-------------------ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 11 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მან გააჩერა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ზ---– ი---–-–---–ი. იგი გადაამოწმა საინფორმაციო ბაზაში, თუმცა ბაზაში არ ჩანდა, რომ ზ---– ი---–-–---–ს სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით 5 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნულ ფაქტში ეჭვი არ შეუტანია და ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინა სათანადო დოკუმენტაცია.
პატრულ-ინსპექტორის ვ-–--------------–--–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 11 ივლისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ქ. თბილისში, ქავთარაძე-თოფურიას ქუჩების კვეთაზე მან გააჩერა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ზ---– ი---–-–---–ი. იგი გადაამოწმა საინფორმაციო ბაზაში, თუმცა ბაზაში არ ჩანდა, რომ ზ---– ი---–-–---–ს სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით 5 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნულ ფაქტში ეჭვიარ შეუტანია და ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინა სათანადო დოკუმენტაცია.
პატრულ-ინსპექტორის ზ-------------ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 26 ოქტომბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე მან გააჩერა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ზ---– ი---–-–---–ი. იგი გადაამოწმა საინფორმაციო ბაზაში, თუმცა ბაზაში არ ჩანდა, რომ ზ---– ი---–-–---–ს სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით 5 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნულ ფაქტში ეჭვი არ შეუტანია და ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინა სათანადო დოკუმენტაცია.
პატრულ-ინსპექტორის გ--------------ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 27 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ქ. თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე მან გააჩერა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ზ---– ი---–-–---–ი. იგი გადაამოწმა საინფორმაციო ბაზაში, თუმცა ბაზაში არ ჩანდა, რომ ზ---– ი---–-–---–ს სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით 5 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნულ ფაქტში ეჭვი არ შეუტანია და ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინა სათანადო დოკუმენტაცია.
პატრულ-ინსპექტორის ბ------–----–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 3 დეკემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მან გააჩერა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ზ---– ი---–-–---–ი. იგი გადაამოწმა საინფორმაციო ბაზაში, თუმცა ბაზაში არ ჩანდა, რომ ზ---– ი---–-–---–ს სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით 5 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნულ ფაქტში ეჭვი არ შეუტანია და ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინა სათანადო დოკუმენტაცია.
პატრულ-ინსპექტორის ა-–---------------–--–--ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 20 თებერვალს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ქ. თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მან გააჩერა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ზ---– ი---–-–---–ი. იგი გადაამოწმა საინფორმაციო ბაზაში, თუმცა ბაზაში არ ჩანდა, რომ ზ---– ი---–-–---–ს სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით 5 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნულ ფაქტში ეჭვი არ შეუტანია და ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინა სათანადო დოკუმენტაცია.
პატრულ-ინსპექტორის დ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 25 თებერვალს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ქ. თბილისში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილზე მან გააჩერა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ზ---– ი---–-–---–ი. იგი გადაამოწმა საინფორმაციო ბაზაში, თუმცა ბაზაში არ ჩანდა, რომ ზ---– ი---–-–---–ს სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით 5 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტოსაშუალების მართვის უფლება. აღნიშნულ ფაქტში ეჭვიარ შეუტანია და ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინა სათანადო დოკუმენტაცია.
პატრულ-ინსპექტორის დ--------------–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 8 აპრილს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ქ. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მან გააჩერა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ზ---– ი---–-–---–ი. იგი გადაამოწმა საინფორმაციო ბაზაში, თუმცა ბაზაში არ ჩანდა, რომ ზ---– ი---–-–---–ს სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით 5 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნულ ფაქტში ეჭვი არ შეუტანია და ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინა სათანადო დოკუმენტაცია.
პატრულ-ინსპექტორის ა----------------–--ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 7 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ქ. თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მან გააჩერა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ზ---– ი---–-–---–ი. იგი გადაამოწმა საინფორმაციო ბაზაში, თუმცა ბაზაში არ ჩანდა, რომ ზ---– ი---–-–---–ს სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით 5 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნულ ფაქტში ეჭვი არ შეუტანია და ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინა სათანადო დოკუმენტაცია.
პატრულ-ინსპექტორის ჯ--–-------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 16 სექტემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ქ. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მან გააჩერა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ზ---– ი---–-–---–ი. იგი გადაამოწმა საინფორმაციო ბაზაში, თუმცა ბაზაში არ ჩანდა, რომ ზ---– ი---–-–---–ს სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით 5 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნულ ფაქტში ეჭვი არ შეუტანია და ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინა სათანადო დოკუმენტაცია.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის წერილით დასტურდება, რომ ზ---– ი---–-–---–ის მიმართ 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენის ასლი შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა 2011 წლის 19 სექტემბერს.
შსს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის 2019 წლის 11 აპრილის წერილით დასტურდება, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენი შსს ადმინისტრაციის საქმის წარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოში შევიდა 2011 წლის 21 სექტემბერს და იმავე დღეს დარეგისტრირდა. აღნიშნული დოკუმენტი დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში, მომსახურების სააგენტოში, სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამნტში და სენაკის რაიონულ სამმართველოში .
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებელი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის ვ-----------–---–ის 2019 წლის 15 აპრილის წერილით ირკვევა, რომ საინფორმაციო მონაცემთა ბაზაში ზ---– ი---–-–---–ს ადმინისტრაციული ჯარიმები უფიქსირდება 2015 წლის 18 ნოემბრიდან, ხოლო მართვის უფლება მას შეჩერებული არ ჰქონია.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის თ-------------–----- 2019 წლის 12 აპრილის წერილით დასტურდება, რომ 2017 წლის 27 სექტემბერს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს განცხადებით (№2------) მიმართა ზ---– ი---–-–---–მა, რომელზეც პასუხი ჩაიბარა ხელზე - 2017 წლის 2 ოქტომბერს.
ზ---– ი---–-–---–ის 2017 წლის 27 სექტემბრის №2------ განცხადებით დასტურდება, რომ იგი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიმართავს შეკითხვით და ითხოვს ცნობას იმის შესახებ, აქვს თუ არა მანქანით მოძრაობის უფლება.
2017 წლის 2 ოქტომბრის M------------- წერილით, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების უფროსი ა. გოგუაძე ზ---– ი---–-–---–ს აცნობებს, რომ მის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მართვის უფლების შეჩერება არ ფიქსირდება.
შსს მომსახურების სააგენტოს იურიდიული სამმართველოს უფროსის მოადგილის ნ-–--–------ს 2019 წლის 22 აპრილის წერილით დასტურდება, რომ 2019 წლის 29 იანვარს ზ---– ი---–-–---–მა მიმართა შსს მომსახურების სააგენტოს და წარუდგინა განაჩენები, განჩინება და სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ გაცემული მოწმობის ასლი. ამავე დღეს ზ---– ი---–-–---–მა განცხადებებით ასევე მიმართა ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნებასთან დაკავშირებით და მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს თეორიული გამოცდის განყოფილებაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ მას აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მასზე გაიცა მართვის მოწმობა სერიით A----------, კატეგორიით,,B,C,BE,CE”.
შსს მომსახურების სააგენტოს მართვის მოწმობების განყოფილების უფროსის 2019 წლის 25 აპრილის წერილის მიხედვით, ზ---– ი---–-–---–ის მიმართ 2018 წლის 14 აპრილის ცნობა მართვის მოწმობის გაცემის შესახებ აღნიშნული შინაარსით არ უნდა გაცემულიყო, რადგან ხსენებული ცნობა გაიცა ხარვეზით და ზ---– ი---–-–---–ს 5 წლის ვადით ჰქონდა ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება რეალიზებული იქნეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობით. აღნიშნული დანაშაული ფორმალური ხასიათისაა და დამთავრებულად ჩაითვლება ძალაში შესული შესაბამისი სასამართლო აქტის აღსრულებისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის მომენტიდან ან და მისი შესრულებისათვის (აღსრულებისათვის) ხელის შემშლელი ამა თუ იმ მოქმედების ჩადენის მომენტიდან. ეს ქმედება პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, კერძოდ, პირს გაცნობიერებული აქვს, თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, არ ასრულებს ან ხელს უშლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას, ითვალისწინებს შედეგს სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ინტერესებისათვის მოსალოდნელი ზიანის სახით და სურს ეს შედეგი ანდა ითვალისწინებს ასეთი შედეგის განხორციელების გადაუვალობას.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევა (შეუსრულებლობა) გამოიწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით დადგენილ პასუხისმგებლობას“.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით პირს, როდესაც ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მართლსაწინააღმდეგოდ ჯდება სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ითვალისწინებს ამ ქმედებით სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტს და სურს ეს შედეგი (გადაწყვეტილების შეუსრულებლობა).
ამ დანაშაულის ამსრულებელი სპეციალურია - ხელისუფლების წარმომადგენელი, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს მოხელე, ანდა სამეწარმეო, ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განმახორციელებელი. როგორც წესი, ამ დანაშაულის ამსრულებელი არაა ის, ვის მიმართაც გამოტანილია სასამართლო გადაწყვეტილება (გამონაკლისია ნარკოტიკულ დანაშაულზე ნასამართლევი პირი).
მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ზ---– ი---–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ზ---– ი---–-–---–მა პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განცხადებით მიმართა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და ითხოვა ცნობის გაცემა, ჰქონდა თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რაზეც მიიღო პასუხი, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული არ ჰქონდა. ამასთანავე, მან შსს მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის დაბრუნების მიზნით, თავად წარადგინა საკუთარი განაჩენი და სხვა სასამართლო დოკუმენტები, რის შემდეგაც მას აღუდგინეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მასზე გასცეს ,,B,C,BE,CE” კატეგორიის მართვის მოწმობა. გარდა ამისა, იგი 11-ჯერ იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გადამოწმებული და ადმინისტრაციულად დაჯარიმებული, თუმცა არც ერთხელ არ გამოვლენილა განაჩენით მართვის უფლების ჩამორთმევის ფაქტი. საქმეზე დაკითხული ყველა პატრულ-ინსპექტორი აცხადებს, რომ მათ ზ---– ი---–-–---–ის მართვის უფლებასთან დაკავშირებით ეჭვი არ გაჩენიათ. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ზ---– ი---–-–---–ს მისი განცხადების საფუძველზე სახელმწიფო ორგანოები წერილობით, ოფიციალურად განუმარტავენ, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული არ ჰქონდა, მის სახელზე გასცემენ ახალ მართვის მოწმობას და პატრულ-ინსპექტორები ვერ ადგენენ მართვის უფლების ჩამორთმევის ფაქტს, გაუმართლებელია ზ---– ი---–-–---–ის ბრალეულობის დასაბუთება. წარმოდგენილი მასალები ზ---– ი---–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებების პირდაპირ განზრახვით განხორციელებაში ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა. მტკიცებულების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. პირდაპირი განზრახვისას სუბიექტი თავისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მართლზომიერი ქმედების ვალდებულებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას გამოხატავს. პირის ბრალეულობა გულისხმობს იმას, რომ სუბიექტი იკიცხება არა მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისთვის, არამედ მართლზომიერი ქმედების ვალდებულებისადმი იმ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისთვის, რომელიც მის მიერ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით გამოიხატა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილ ფაქტს წარმოადგენს, რომ შსს საინფორმაციო მონაცემთა ბაზაში ზ---– ი---–-–---–ის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ ინფორმაცია შეტანილი არ იყო.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ სახელმწიფო დაწესებულების მიერ დაშვებული ტექნიკური შეცდომა არ უნდა გახდეს ზ---– ი---–-–---–ის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი, რადგან მან იცოდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმეული ჰქონდა ხსენებული უფლება და სატრანსპორტო საშაულების მართვისთანავე ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, რადგან მაშინ, როდესაც ზ---– ი---–-–---–ი პატრულ-ინსპექტორების მიერ გამოვლენილი იქნა სატრანსპორტო საშუალების მართვისას, სენაკის რაიონული სასამართლოს განაჩენი მართვის უფლების ჩამორთმევის ნაწილში ჯერ კიდევ აღუსრულებელი იყო შესაბამისი სამსახურების მიერ. მართალია, განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილი), თუმცა აღსრულების თითოეულ კომპონენტს აქვს თავისი მექანიზმი და დადგენილი წესი.
მართალია ზ---– ი---–-–---–მა იცოდა, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ჩამორთმეული ჰქონდა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მაგრამ მისი გაურკვევლობა, აღუდგა თუ არა ზ/აღნიშნული უფლებები გამოიწვია 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებამ, რის გამოც მან კითხვით მიმართა შესაბამის ორგანოებს. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სენაკის რაიონულმა სასამართლომ თავის მხრივ აღსასრულებლად მიაქცია 2011 წლის 27 აგვისტოს განაჩენი მისი ასლების შესაბამის დაწესებულებებში გადაგზავნის სახით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის ფაქტი მაინც არ აისახა შსს საინფორმაციო ბაზაში, რითაც განაჩენი ამ ნაწილში არ აღსრულებულა. შესაბამისად, კონკრეტული საჯარო მოხელის (მოხელეების) განზრახი თუ გაუფრთხილებელი ქმედებით განაჩენის აღუსრულებლობა არ უნდა გახდეს ზ---– ი---–-–---–ის პასუხისმგებლობის საფუძველი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მას წერილობით განუმარტეს, რომ ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მის მიერ განაჩენის ასლის წარდგენის შემდეგ მისცეს მართვის მოწმობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას არ მიაჩნია, რომ ზ---– ი---–-–---–მა თავისი ქმედებით მართლზომიერი ქმედების ვალდებულებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება გამოხატა, ანუ ბრალეულად ჩაიდინა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
სააპელაციო პალატა ბრალდების მხარის არგუმენტაციას, რომ ზ---– ი---–-–---–მა ვინაიდან მიმართა შუამდგომლობით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახალად გამოვლენილ გარემოებათა გამო, შესაბამისად მისთვის, ცნობილი იყო ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის თაობაზე, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზ---– ი---–-–---–მა მიმართა შუამდგომლობით ახალად გამოვლენილ გარემოებათა გამო არა ჩამორთმეული უფლებების აღდგენის მოთხოვნით, არამედ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) 2013 წლის 17 აპრილის კანონში შესული ცვლილებიდან გამომდინარე, სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ზ---– ი---–-–---–მა 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების შემდგომ ნამდვილად იცოდა, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომ კვალავ აკრძალული ჰქონდა სატრასპორტო საშუალების მართვის უფლება და მართლსაწინააღმდეგოდ დაჯდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად, რითაც განზრახ არ შეასრულა ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რომელიც დაადასტურებდა ზ---– ი---–-–---–ის ბრალეულობას.
პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ზ---– ი---–-–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ დაჯდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად და განზრახ არ შეასრულა ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ზ---– ი---–-–---–ის დამნაშავეობაში.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ხ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ზ---– ი---–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ზ---– ი---–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველინაწილითწარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 11 ივნისის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ზ---– ი---–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ზ---– ი---–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ზ---– ი---–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ზ---– ი---–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 3 დეკემბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ზ---– ი---–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 20 თებერვლის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ზ---– ი---–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 25 თებერვლის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ზ---– ი---–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ზ---– ი---–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 7 ივნისის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ზ---– ი---–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ზ---– ი---–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
ზ---– ი---–-–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი