განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N33-210018002784017
N2ბ/7435-2019
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტები (მოპასუხეები) - გ--- ყე-–-----–---–ი, ნა----–ა ყე-–-----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თე-------ზ კე------–--ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
2. გასაჩივრებული სასამართლო აქტების დასკვნებზე მითითება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, თე-------ზ კე------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების გ--- ყე-–-----–---–ის და ნა----–ა ყე-–-----–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხვილ იქნა მოსარჩელე თე-------ზ კე------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ჩი-------ს ქუჩა #3-, სარდაფი #5, ს/კ 01.10.17.023.001.00.11.0-- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე თე-------ზ კე------–--ეს.
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიხედვით, თე-------ზ კე------–--ის საკუთრებაშია ქ. თბ--–--–ი, ჩი-------ს ქუჩა №3--ში მდებარე №- სარდაფი (ს/კ 01.10.17.023.001.00.11.0--). მოსარჩელის საკუთრების გვერდით მდებარე №6 სარდაფის (ს/კ 01.10.17.023.001.00.11.006) მესაკუთრეები არიან მოპასუხე გ--- ყე-–-----–---–ი და ნა----–ა ყე-–-----–---–ი. მოპასუხეები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ და სარგებლობენ თე-------ზ კე------–--ის საკუთრებაში არსებული სარდაფით და მოსარჩელის არაერთი თხოვნის მიუხედავად უარს აცხადებენ მის გათავისუფლებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ მოითხოვა უძრავი ნივთის მდებარე: ქ. თბილისი, ჩი-------ს ქუჩა №3-, №- სარდაფის (ს/კ 01.10.17.023.001.00.11.0--) გამოთხოვა მოპასუხეების გ--- ყე-–-----–---–ის და ნა----–ა ყე-–-----–---–ის უკანონო მფლობელობიდან და მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
სასამართლოს მითითებით, საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, მოსარჩელეს დაევალა მოპასუხეებისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოში წარმოდგენა 2 თვის ვადაში. სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე ნა----–ა ყე-–-----–---–ს ჩაბარდა 2019 წლის 11 იანვარს, ხოლო გზავნილის ჩაბარება მოსარჩელის მიერ მოპასუხე გ--- ყე-–-----–---–ისათვის ვერ მოხერხდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 თებერვლის განჩინებით შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დაევალა მოპასუხეთათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება.
შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ 2019 წლის 20 თებერვალს წარდგენილი მიმართვითა და ხელწერილით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სარჩელი და თანდართული საბუთები ჩაბარდა მოპასუხე გ--- ყე-–-----–---–ის 2019 წლის 16 თებერვალს. წერილობითი შესაგებლის წარსადგენად მოპასუხეებს დანიშნული ჰქონდათ 10 დღის ვადა, მაგრამ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხეებმა შესაგებელი არ წარადგინეს და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპოროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეებს ან მის წარმომადგენელებს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, გზავნილი მოპასუხე ნა----–ა ყე-–-----–---–ს ჩაბარდა 2019 წლის 11 იანვარს, ხოლო გ--- ყე-–-----–---–ს - 2019 წლის 16 თებერვალს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ნა----–ა ყე-–-----–---–მა სარჩელი და თანდართული მასალები ჩაიბარა 2019 წლის 11 იანვარს. შესაბამისად, მისთვის შესაგებლის წარმოსადგენად სასამართლოს მიერ დანიშნული 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო სარჩელის ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი. 2019 წლის 12 იანვრიდან და საქართველოს სსსკ-ის 61-ე მუხლის თანახმად, ამოიწურა 2019 წლის 21 იანვარს. გ--- ყე-–-----–---–ისათვის შესაგებლის წარმოსადგენად სასამართლოს მიერ დანიშნული 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო სარჩელის ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი. 2019 წლის 17 თებერვლიდან, ვინაიდან მას გზავნილი ჩაბარდა 2019 წლის 16 თებერვალს და საქართველოს სსსკ-ის 61-ე მუხლის თანახმად, ამოიწურა 2019 წლის 26 თებერვალს. მოპასუხეთა მიერ კი სასამართლოში შესაგებელი წარდგენილი არ ყოფილა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სარჩელში მითითებულ ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე თე-------ზ კე------–--ის საკუთრებაშია ქ. თბ--–--–ი, ჩი-------ს ქუჩა №3--ში მდებარე №- სარდაფი (ს.კ 01.10.17.023.001.00.11.0--).
მოსარჩელის საკუთრების გვერდით მდებარე №6 სარდაფის (ს/კ 01.10.17.023.001.00.11.006) მესაკუთრეები არიან მოპასუხე გ--- ყე-–-----–---–ი და ნა----–ა ყე-–-----–---–ი.
მოპასუხეები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ და სარგებლობენ თე-------ზ კე------–--ის საკუთრებაში არსებული სარდაფით და მოსარჩელის არაერთი თხოვნის მიუხედავად უარს აცხადებენ მის გათავისუფლებაზე.
სასამართლომ სამართლებრივად შეაფასა სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ისინი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე და 312-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებდნენ მოსარჩელის მოთხოვნას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება''. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, CASE OF MARCKX v. BELGIUM, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი.
ამდენად, სასამართლოს გზავნილის ჩაბარებით მოპასუხეთათვის ცნობილი გახდა შესაგებლის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარდგენის სავალდებულოობის და მისი წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ, შესაბამისად მის წარუდგენლობას უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
„სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია“ (იხ. სუსგ ას-1108-1065-2016, 18.04.2017წ.).
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
2019 წლის 05 აპრილს გ--- ყე-–-----–---–მა და ნა----–ა ყე-–-----–---–მა საჩივრით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვეს იმავე სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან მათი შვილი - გელა ყე-–-----–---–ი არის მძიმე ავადმყოფი და ისინი დაკავებულები იყვნენ მისი მოვლით, აღნიშნულის გამო ვერ მოახერხეს შესაგებლის სასამართლოში წარდგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის განჩინებით გ--- ყე-–-----–---–ის და ნა----–ა ყე-–-----–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ ამ კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლით, რომ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და მოპასუხეს აღუდგენს პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად,მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებაა - სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის", ხოლო ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებაა - ,,გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ შესაგებლის წარმოუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით ან არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის პირობები, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, გ--- ყე-–-----–---–ისა და ნა----–ა ყე-–-----–---–ს საჩივარს თან ერთვოდა 2019 წლის 04 აპრილით დათარიღებული შპს “ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკის” მიერ გაცემული ფორმა №100, მათი შვილის - გელა ყე-–-----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, სადაც მითითებულია, რომ პაციენტი სტაციონარში მოთავსდა 2018 წლის 05 თებერვლს და გაეწერა 2019 წლის 10 თებერვალს.
საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებების თანახმად დასტურდება, რომ ნა----–ა ყე-–-----–---–ს სარჩელი ჩაბარდა 2019 წლის 11 იანვარს, ხოლო გ--- ყე-–-----–---–ს 2019 წლის 16 თებერვალს.
|
სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეთა მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2019 წლის 11 მარტს, შესაბამისად აღნიშნული მტკიცებულება ვერ იქნებოდა სასამართლოს მხრიდან საპატიო გარემოებად მიჩნეული, რაც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით.
სასამართლო აღნიშნა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამიტომ, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ხოლო მასში მითითებული ფაქტები, არ მიუთითებდნენ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზებზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საჩივრის ავტორებმა ვერ მიუთითეს ისეთ გარემოებებზე და ვერ წარმოადგინეს 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ისეთი მტკიცებულებები, რაც მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა, რაც კიდევ უფრო გამორიცხავდა მის საფუძვლიანობას.
სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია“ (იხ. სუსგ ას-1108-1065-2016,18.04.2017წ.).
სასამართლომ ასევე დამატებით განმარტა, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვა და ამ საჩივრის ძალაში დატოვება-არდატოვების საკითხის გადაწყვეტა ხდება საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების განხილვა-შეჯერების საფუძველზე.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებს სარჩელი და თანდართული დოკუმენტების ასლები ჩაბარდათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად. გ--- ყე-–-----–---–ისა და ნა----–ა ყე-–-----–---–ს მიერ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებელი შემოტანილი არ ყოფილა. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები კი მიჩნეული იქნა დამტკიცებულად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლისა. შესაბამისად არ არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 11 მარტს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტებმა - გ--- ყე-–-----–---–მა და ნა----–ა ყე-–-----–---–მა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითეს, რომ სასამართლომ სრულიად უკანონოდ არ გაიზიარა ის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომ მათ შესაგებლის სასამართლოში წარდგენა ვერ შეძლეს ობიექტური მიზეზის გამო. მათი განმარტებით, ისინი არიან მოხუცებული პირები, რომელთაც ჰყავთ ინსულტის დიაგნოზის მატარებელი ერთადერთი შვილი. ისინი დაკავებულები არიან მძიმე ავადმყოფი შვილის მოვლით და ამ მიზეზით ვერ მოახერხეს დადგენილ ვადაში სასამართლოში შესაგებლის წარდგენა. ამასთან, აპელანტები განმარტავენ, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება არ არის კანონიერი, ვინაიდან არასწორად არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, სარდაფი #5 და სარდაფი #6 გვერდიგვერდ არ მდებარეობს და ეს წარმოდგენილ ნახაზში აშკარად სჩანს. ასევე, არასწორია, რომ აპელანტები სთხოვენ მოსარჩელეს სარდაფის გაცვლას. მათი განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა სასამართლოს არ შეეძლო იმის გამოც, რომ სარჩელი არ არის იურიდიულად გამართლებული.
4. გასაჩივრებული სასამართლო აქტების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.1 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის ანუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამოხატვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებელი აწესებს ზეპირი მოსმენის გარეშე მის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას.
ამდენად, სასამართლო ვალდებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. კერძოდ, 1. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული საბუთების ასლები) კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოპასუხეს და შესაბამისად, განემარტა შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ; ამასთან, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ მის მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს პასუხს (შესაგებლს). 2. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად რამდენად ამართლებს (ასაბუთებს) სასარჩელო მოთხოვნას.
4.2. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეთა მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, თე-------ზ კე------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების გ--- ყე-–-----–---–ის და ნა----–ა ყე-–-----–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხვილ იქნა მოსარჩელე თე-------ზ კე------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ჩი-------ს ქუჩა #3-, სარდაფი #5, ს/კ 01.10.17.023.001.00.11.0-- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე თე-------ზ კე------–--ეს.
დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის განჩინებით, გ--- ყე-–-----–---–ის და ნა----–ა ყე-–-----–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 მარტს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეებს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ნა----–ა ყე-–-----–---–ს სარჩელი ჩაბარდა 2019 წლის 11 იანვარს, ხოლო გ--- ყე-–-----–---–ს 2019 წლის 16 თებერვალს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ,,საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში’’. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი’’. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება’’.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ნა----–ა ყე-–-----–---–მა სარჩელი და თანდართული მასალები ჩაიბარა 2019 წლის 11 იანვარს. შესაბამისად, მისთვის შესაგებლის წარმოსადგენად სასამართლოს მიერ დანიშნული 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო სარჩელის ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი. 2019 წლის 12 იანვრიდან და საქართველოს სსსკ-ის 61-ე მუხლის თანახმად, ამოიწურა 2019 წლის 21 იანვარს, ხოლო გ--- ყე-–-----–---–ისათვის შესაგებლის წარმოსადგენად სასამართლოს მიერ დანიშნული 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო სარჩელის ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი. 2019 წლის 17 თებერვლიდან, ვინაიდან მას გზავნილი ჩაბარდა 2019 წლის 16 თებერვალს და საქართველოს სსსკ-ის 61-ე მუხლის თანახმად, ამოიწურა 2019 წლის 26 თებერვალს.
მოპასუხეთა მიერ სასამართლოში შესაგებელი წარდგენილი არ ყოფილა.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ: ა) თუ მხარე არ იყო მოწვეული ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;
პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტები გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ არსებობდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, კერძოდ მათი შვილის ავადმყოფობა.
პალატა განმარტავს, რომ იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარეს შუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტები შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ ისინი დაკავებულები არიან ავადმყოფი შვილის მოვლით და ვერ მოახერხეს სასამართლოში შესაგებლის წარდგენა.
აპელანტების ამ პოზიციას პალატა ვერ მიიჩნევს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად, გამომდინარე იქიდან, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითა, რომ გ--- ყე-–-----–---–ისა და ნა----–ა ყე-–-----–---–ს საჩივარს თან ერთვოდა 2019 წლის 04 აპრილით დათარიღებული შპს „ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკის“ მიერ გაცემული ფორმა №100, მათი შვილის, გელა ყე-–-----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, სადაც მითითებული იყო, რომ პაციენტი სტაციონარში მოთავსდა 2018 წლის 05 თებერვლს და გაეწერა 2019 წლის 10 თებერვალს.
საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებების თანახმად დასტურდება, რომ ნა----–ა ყე-–-----–---–ს სარჩელი ჩაბარდა 2019 წლის 12 იანვარს, ხოლო გ--- ყე-–-----–---–ს 2019 წლის 16 თებერვალს. მოპასუხეთა მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2019 წლის 11 მარტს და აღნიშნული მტკიცებულება ვერ იქნება სასამართლოს მხრიდან საპატიო გარემოების დამადასტურერბლად მიჩნეული, რაც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით.
პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და დამატებით განმარტავს, რომ გ--- ყე-–-----–---–ის და ნა----–ა ყე-–-----–---–ის მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზეც არ არის წარმოდგენილი რელევანტური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შესაგებლის წარმოდუგენლობის საპატიო მიზეზს, ხოლო მათი ზეპირსიტყვიერი განმარტება სათანადო მტკიცებულების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის სამართლებრივ საფუძველს საააპელაციო საჩივრის დასაკმაყოფილებლად.
მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტებმა ვერ დაადასტურეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, მათ ეკისრებოდათ.
4.4. როგორც ზემოთ აღინიშნა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის კიდევ ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად მიიჩნია დადგენილად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.
4.5. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას- 664-635-2016, 02.03.2017წ; პ.202).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი იურიდიულად გამართლებული იყო.
რაც შეეხება აპელანტის მითითებას სარჩელის იურიდიულ გამართულობასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს, არ შედის წარმოდგენილი მტკიცებულებების არსებით კვლევაში, არამედ მსჯელობს მხოლოდ სარჩელის შინაარსის ფარგლებში და სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.
4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახეზე არ არის გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მითითებული ნორმის თანახმად, საპროცესო ხარჯები უნდა დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით. შესაბამისად, აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 80 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ--- ყე-–-----–---–ის და ნა----–ა ყე-–-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. აპელანტების - გ--- ყე-–-----–---–ის და ნა----–ა ყე-–-----–---–ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 80 ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 3--ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ვლადიმერ კაკაბაძე