განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2019
საქმის ნომერი
190100119003190228
ინსტანცია
თარიღი
25.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100119003190228

№1ბ/1913-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - პ------ მ----------ი, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, განათლების არმქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------–----–----------------–-----–-----------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსისი 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასჯელი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და პ------ მ----------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა პ------ მ----------ის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, კერძოდ მსჯავრდებულმა დროის მცირე მონაკვეთში ძალადობა განახორციელა ორი პირის - მეუღლის და მეუღლის ბიძის მიმართ, ძალადობის დროს გამოიყენა საგნები: ჭიქა, ქვა და ჩანგალი, ამასთან ქმედებათა ჩადენისას იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ. ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვევებში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ ტრავმას და ფსიქიკურ აშლილობას, რომელიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს. სწორედ ასეთი შედეგის თავიდან აცილების და ოჯახური ძალდობის პრევენციისთვის, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებულ იქნეს ადეკვატური ზომები ოჯახური დანაშაულის აღსაკვეთად და მსხვერპლთა დასაცავად. აღნიშნული მიზნების მიღწევა კი შესაძლებელია სათანადო სასჯელით, რომელიც ემსახურება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. მსჯავრდებულის აღიარება, მონანიება და მარჩენალად ყოფნა არ წარმოადგენს მყარ არგუმენტს, გამოყენებულ იქნეს ნაკლებად მკაცრი სასჯელის ზომა, ვინაიდან ,,სტამბულის კონვენცია“ მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლის მშობელი, მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის სხვა წევრია. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და პ------ მ----------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ პ------ მ----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს---------–--ემ წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

პ------ მ----------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსისი 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე, ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 09 ივლისს, ღამის საათებში გ----------------------------–----–----ში, პ------ მ----------მა განახორციელა ძალადობა, მეუღლის - ი--- მ----------ის მიმართ, კერძოდ ჭიქა ჩაარტყა თავის არეში და მუშტი ჩაარტყა გულ-მკერდის არეში, რა დროსაც ი--- მ----------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 09 ივლისს, ღამის საათებში, გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში, პ------ მ----------მა განახორციელა ძალადობა, მეუღლის ბიძის, მ-----– მ----------ის მიმართ, კერძოდ ქვა ჩაარტყა თავის არეში და ჩანგალი ჩაარტყა ხელის არეში, რა დროსაც მ-----– მ----------მა მიიღო დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით, პ------ მ----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ პ------ მ----------ს დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნა – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ პ------ მ----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დროის პერიოდი 2019 წლის 14 ივლისიდან, 2019 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მსჯავრდებულ პ------ მ----------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ პ------ მ----------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების ი--- მ----------ის და მ-----– მ----------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების: გ------- ბ--------ის, პ------ მ----------ის, რ---- კ------–---ის, ლ---- ა-–-------ას გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ნივთებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემაკავებელი ორდერით და თავად პ------ მ----------ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ პ------ მ----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ–ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ პ------ მ----------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსისი 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით; მანვე, ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

პ------ მ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულებს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის რომ დანაშაული ჩაიდინა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი პ------ მ----------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ–ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას, ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა ან თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ–ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, მათ შორის ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პ------ მ----------ის მიერ დანაშაულის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში, ორი პირის და მათ შორის ერთ-ერთი ოჯახის წევრის მიმართ და თითოეული დანაშაულისთვის, სასჯელის სახედ დაუნიშნა სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი, სასჯელის ზომად კი - ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის მინიმალურ სასჯელის ზღვარზე ექვსი თვით მეტი, ხოლო სხვა პირის მიმართ, სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა. ამასთან, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ პ------ მ----------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, შეურიგდა დაზარალებულებს, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი და საჭიროებს მკურნალობას, დანიშნული სასჯელი ჩაუთვალა პირობით, რაც ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლასთან ერთად, სრულიად საკმარისია მსჯავრდებულზე ზემოქმედების მოსახდენად, რომ მას გაუჩნდეს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ პ------ მ----------ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც მისი საზოგადოებისგან იზოლირების გარეშეც უზრუნველყოფს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი თემურ იაშვილის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

პ------ მ----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით,საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით პ------ მ----------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი;

 

მსჯავრდებულ პ------ მ----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დროის პერიოდი 2019 წლის 14 ივლისიდან 2019 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ პ------ მ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ პ------ მ----------ს, საქართველოს სსკ–ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, მსჯავრდებულ პ------ მ----------ს დაევალოს გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. ამასთან, მსჯავრდებულ თემურ იაშვილის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მაისური, ბალიშის პირი, თ----- ი---------გან ამოღებული მაისური და შარვალი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს .

 

_ მ-----– მ----------ისა და პ------ მ----------ის სისხლის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ქვა, ჩანგალი, გატეხილი ჩანგალი, ზ------ ხ------–---–ისგან ამოღებული ორი ცალი ქვა, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ჯორბენაძე