განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100119002892193
№1ბ/1938-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
გამართლებული: ს------ გ-----------, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–------------------ს, პირადი ნომრით 4----------, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული ქ. ა---––-----–----------------------–---------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ა---––----------------------ში.
კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბერის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კახაბერ ლეკიშვილმა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბერის განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ს------ გ-----------ის მიმართ. აპელანტს მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბერის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, შემდეგ გარემოებათა გამო: გამამართლებელი განაჩენის დადგენას, სასამართლომ საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები, არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ს------ გ-----------ის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში - ვინაიდან პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ფ------ ბ--–---–---–მა და მოწმე ლ---- გ-----------მა გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მიაწოდეს ინფორმაცია, რაც დანაშაულში ამხელდა ახლო ნათესავს. ფაქტის შემსწრე გარდაცვლილ ა--------- ა------ის გამოკითხვისას მიღებული და სასამართლოში გამოკვლეული ინფორმაცია, კი სასამართლოს განმარტებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ვერ დაედებოდა საფუძვლად. აპელანტი არ ეთანხმება აღნიშნულ მსჯელობას და მიაჩნია, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ს------ გ-----------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე მ-----– ბ--–---–---–მა დაადასტურა ს------ გ-----------ის მიერ ძალადობრივი ქმედების ჩადენის ფაქტი და ასევე დაადასტურა, რომ მის დას სახეზე ეტყობოდა სიწითლე. დაკითხულმა საქმის გამომძიებლაბმა დაადასტურეს ძალადობრივი ქმედების შესახებ შეკრებილი მტკიცებულებების რეალურობა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი დგინდება, რომ ფ------ ბ--–---–---–ი უჩიოდა ტკივილს მარცხენა თვალბუდის არეში. ყოველივე ზემოთაღნიშნულის მხედველობაში მიღებით მოსამართლეს უნდა შექმნოდა შინაგანი რწმენა, ს------ გ-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე. მართალია, დაზარალებულმა ფ------ ბ--–---–---–მა და მოწმე ლ---- გ-----------მა გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება, თუმცა, გამოძიების ეტაპზე მათ მიერ მიცემული ჩვენებებით უდაოდ დასტურდება ს------ გ-----------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, არასრულწლოვნის თანდასწრებით. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბერის განაჩენი ს------ გ-----------ის მიმართ და დადგენილი იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა, გამართლებულ ს------ გ-----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე--------------–--ემ და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბერის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით წარდგენილი ბრალდება:
ს------ გ-----------ს, წარედგინა ბრალდება, რომ მან ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქ. ა---––---–----------------------ში მცხოვრები ს------ გ-----------ი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ამცირებდა და შეურაცხყოფდა მის მეუღლეს ფ------ ბ--–---–---–ს, უშლიდა მობილური ტელეფონით საუბარს, კომუნიკაციის დამყარებას ნათესავებთან, თავისი შეხედულებისამებრს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, რითაც ს------ გ-----------ი თვლიდა, რომ ოჯახში იყო მამაკაცი და მისი მითითება იყო სავალდებულოდ შესასრულებელი. გარდა ზემოაღნიშნულისა 2019 წლის 01 თებერვალს დაახლოებით 14:00 საათზე სახლში მყოფ ს------ გ-----------ს და მის მეუღლეს ფ------ ბ--–---–---–ს ეჭვიანობის ნიადაგზე მოუვიდათ შელაპარაკება, რა დროსაც ს------ გ-----------მა არასრულწლოვანი შვილის, 2010 წლის 24 დეკემბერს დაბადებულ ლ---- გ-----------ის თანდასწრებით მეუღლეს ფ------ ბ--–---–---–ს მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რა დროსაც ფ------ ბ--–---–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ს------ გ-----------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულებმა ფ------ ბ--–---–---–მა და ლ---- გ-----------მა, ასევე მოწმე რ----- გ-----------მა (რომელიც არის შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირი და შესაბამისად გამოძიებისას უშუალოდ გამოკითხული არ ყოფილა)
გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლება და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის - შვილის, მეუღლის და მამის - ს------ გ-----------ის მიმართ.
მოწმე მ-----– ბ--–---–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 1 თებერვალს იმყოფებოდა სოფელ უ---–-, როდესაც დაურეკა დამ ფ------ ბ--–---–---–მა და უთხრა, რომ ს------ გ-----------მა დაარტყა, რა დროსაც მან დარეკა 112-ში და წავიდა დასთან ქ. ახალციხეში. მოწმის განმარტებით იგი მომხდარ კონფლიქტს არ შესწრებია, ფ------ ბ--–---–---–ი ნახა პოლიციის შენობაში, რომელსაც სახეზე დარტყმული არ ემჩნეოდა. ბრალდების მხარის შეკითხვაზე, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს მოწმის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, რომ ქ. ახალციხეში დის ფ------ ბ--–---–---–ის საცხოვრებელ სახლში, მისვლისას დაინახა, რომ ფ------ს სახეზე მარცხენა თვალის მიდამოში ჰქონდა გაწითლებული, ფ------მ საუბრისას უთხრა, რომ ს------მ მას გაშლილი ხელი რამოდენიმეჯერ დაატყა სახის არეში, მოწმემ განმარტა, ნაცემი სადაც წერია, შესაძლებელია ნერვიულობისგან, ტირილისგან ყოფილიყო გაწითლებული და დარტყმული არ ყოფილიყო.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე პროკურორმა საჯაროდ წაიკითხა მოწმე ა--------- ა------ის გამოძიების დროს, 2019 წლის 1 თებერვალს მიცემული ინფორმაცია, ვინაიდან მოწმე გარდაიცვალა. გამოკითხვის ოქმში მოწმე უთითებს, რომ ცხოვრობს ქ. ახალციხეში, მასთან ერთად ასევე ცხოვრობს მისი შვილიშვილი ს------ გ-----------ი მეუღლესთან ფ------ ბ--–---–---–თან და მათ სამ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად. 2019 წლის 1 თებერვალს ა--------- ა------მა გაიგონა ს------ გ-----------ის და მისი მეუღლის ფ------ს საუბარი, მაგრამ თუ რაზე ლაპარაკობდნენ დიდად არ მიუქცევია ყურადღება, მათი საუბარი გადაიზარდა კამათში, რა დროს დაინახა, რომ მისაღებ ოთახში ს------ გ-----------მა ხელი კრა თავის ცოლს, რომელიც წაიქცა დივანზე, რა დროსაც ატირდა ლ---- გ-----------ი.
მოწმე ა-–--------------------ემ განმარტა, რომ მუშაობს შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 1 თებერვალს ოჯახური დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ქ. ახალციხეში ორბელიანის ქუჩაზე დააკავა ს------ გ-----------ი. იგივე გარემოება დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ-------–---------–---–მა.
მოწმე თ------------–-–---–მა განმარტა, რომ მუშაობს შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა მ-----– ბ--–---–---–ი.
მოწმე ა-–-------------------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება, გამოკითხა მოწმეები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ბრალდებულ ს------ გ-----------ს გააცნო დადგენილება ბრალდების შესახებ, ასევე დაზარალებულს გააცნო დადგენილება და გამოკითხა იგი.
მოწმე ა-------------ემ განმარტა, რომ მუშაობს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტად, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც გადაიღო ფოტოსურათები.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად 2019 წლის 02 თებერვალს 14:30 საათიდან 15:00 საათამდე გამომძიებელ ა-–-------------------–---–ის მიერ ექსპერტ ა-------------ის და რ----- გ-----------ის თანდასწრებით მოხდა ქ.ახალციხეში, ყაზბეგის ქ.N85-ში მდებარე ს------ გ-----------ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერება, რის შედეგადაც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი აღმოჩენილი ვერ იქნა, ექსპერტის მიერ გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რაც დაერთო ოქმს.
ს------ გ-----------მა გამოიყენა დუმილის უფლება და უარი განაცხადა სასამართლოზე ჩვენების მიცემაზე.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 4 თებერვლის N1--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფ------ ბ--–---–---–ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბერის განაჩენი ს------ გ-----------ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, ,,არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა, ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს, მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/).
სააპელაციო პალატამ, გააანალიზა რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, ს------ გ-----------ის, მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას. კერძოდ: მოწმეები ა-–--------------------ე, გ-------–---------–---–ი, თ------------–-–---–ი, ა-–-------------------–---–ი და ა-------------ე მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში და ისინი არ ფლობენ ინფორმაციას წარდგენილი ბრალდებით დადგენილად მიჩნეულ საქმის გარემოებებზე. მოწმე მ-----– ბ--–---–---–ი, ფ------ ბ--–---–---–ის მიმართ მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის თაობაზე ინფორმაციას ფლობს, თავად ფ------ ბ--–---–---–ისგან, რომელმაც სასამართლოში არ დაადასტურა ძალადობის ფაქტი. ამასთან, მ-----– ბ--–---–---–ის ჩვენება არათანამიმდევრულია და ის ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აჩვენებს სასამართლოს. თავდაპირველი განმარტებით დაზარალებულს ფიზიკური ძალადობის კვალი არ ეტყობოდა, ხოლო მისი გამოკითხვის ოქმიდან შეკითხვის დასმის შემდგომ განმარტა, რომ მის დას თვალის მიდამოში სიწითლე ეტყობოდა, რომელიც შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ტირილის ან ნერვიულობის შედეგად. შესაბამისად, მ-----– ბ--–---–---–ის ჩვენება არ ქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მისი სანდოობის თაობაზე, ამასთან მის მიერ, სასამართლოში მიცემული ჩვენებით არც დასტურდება ს------ გ-----------ის მხრიდან ფ------ ბ--–---–---–ზე ძალადობის განხორციელების ფაქტი და არც ძალადობის კვალის არსებობა ფ------ ბ--–---–---–ის სახეზე. რაც შეეხება მოწმე ა--------- ა------ის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას, სააპელაციო პალატა განმარტავს, პირველ რიგში მოწმე გამოკითხვისას არ ადასტურებს ბრალდების ფორმულირების იმ ფარგლებს, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა დადგენილად მიიჩნია, რომ ს------ გ-----------მა ფ------ ბ--–---–---–ს ,,რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რა დროსაც ფ------ ბ--–---–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი“. მოწმე გამოკითხვის ოქმში განმარტავს, რომ დაინახა როგორ კრა ხელი ს------ გ-----------მა ფ------ ბ--–---–---–ს, ის არ ადასტურებს დარტყმების ან დარტყმის არსებობას და არც დაზარალებულის მდგომარეობას აღწერს ტკივილის განცდასთან მიმართებაში. მოწმეს არ დასმია დამაზუსტებელი შეკითხვა, კონკრეტულად რას გულისხმობდა ხელის კვრაში, სხეულის რა მიდამოში მოხდა შეხება და ფიზიკურად რა მდგომარეობაში იყო დაზარალებულად ცნობილი პირი ,,ხელის კვრის“ შემდგომ. ამასთან, მოწმე სასამართლოში უშუალოდ გამოკითხული არ ყოფილა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად, მხოლოდ მოწმის გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაცია დაედოს საფუძვლად.
აპელანტის პოზიციას, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება ს------ გ-----------ის მხრიდან, ფ------ ბ--–---–---–ზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფ------ ბ--–---–---–ი ექსპერტს წარედგინა იმავე დღეს, 2019 წლის 01 თებერვალს და ობიექტურად სხეულზე გარეგნულად დათვალიერებით დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა. მართალია ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ პირადი გასინჯვისას ფ------ ბ--–---–---–ი უჩიოდა ტკივილს მარცხენა თვალბუდის არეში, მაგრამ გამომწვევ მიზეზზე ფ------ ბ--–---–---–ს ექსპერტთან არაფერი განუცხადებია, უტყუარად არც მოწმეების მ-----– ბ--–---–---–ის და ა--------- ა------ის ჩვენებებით და ბრალდების მხარის არც სხვა მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაზარალებულის მიერ განმარტებული მარცხენა თვალბუდის არეში ტკივილი გამოწვეული იყო, ს------ გ-----------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად.
პაკლატა ასევე ვერ გაიზიარებს, აპელანტის პოზიციას, რომ მართალია, დაზარალებულებმა ფ------ ბ--–---–---–მა და ლ---- გ-----------მა გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება, თუმცა, გამოძიების ეტაპზე მათ მიერ მიცემული ჩვენებებით უდაოდ დასტურდება ს------ გ-----------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ვინაიდან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, დაზარალებულებმა ფ------ ბ--–---–---–მა და ლ---- გ-----------მა კი გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლება და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სისტემატურობა უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული სისტემატურობით, ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ამ თვალსაზრისით, გამეორება, ე.ი. მომდევნო ქმედებები, მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა მოხდეს, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი ხასიათი, ანუ მისი განმეორების ალბათობა გარკვეულ „სისტემას“ (განპირობებულია რაიმე ნიშნით, გარემოებით ან ზოგადად, უმიზეზოდ ხდება) უკავშირდება და მუდმივად მოსალოდნელია. შესაბამისად, სისტემატურობა სახეზეა მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის გასული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ პირველი ქმედებით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ანდა ფსიქიკური ტანჯვა ჯერაც არ გამქრალა და მას კვლავ განიცდის დაზარალებული, სწორედ ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ინდიკატორი სისტემატურობის შესაფასებლად. ს------ გ-----------ის ბრალდების დადგენილებაში, სისტემატიურ ძალადობასთან დაკავშირებით მითითებული გარემოებები, რომ ,,ს------ გ-----------ი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ამცირებდა და შეურაცხყოფდა მის მეუღლეს ფ------ ბ--–---–---–ს, უშლიდა მობილური ტელეფონით საუბარს, კომუნიკაციის დამყარებას ნათესავებთან, თავისი შეხედულებისამებრს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, რითაც ს------ გ-----------ი თვლიდა, რომ ოჯახში იყო მამაკაცი და მისი მითითება იყო სავალდებულოდ შესასრულებელი, ასევე არ დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობით, არამედ ერთი რაიმე მტკიცებულებითაც კი და არც სააპელაციო საჩივარში აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი აღნიშნულთან მიმართებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაშიც კი, საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით), არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (22/01/2015; №1/1/548; §52) მითითებულია, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს. სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე, მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13, §4.1.2.).
პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ს------ გ-----------ის ბრალეულობას ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და უტყუარობის თვალსაზრისით კი, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ს------ გ-----------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.
ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გაანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს------ გ-----------ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბერის განაჩენი ს------ გ-----------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის, კახაბერ ლეკიშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ბრალმდებლის, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის, კახაბერ ლეკიშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბერის განაჩენი ს------ გ-----------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.
ს------ გ-----------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ს------ გ-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ს------ გ-----------ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე