განაჩენი

სისხლის სამართლის 26.12.2019
საქმის ნომერი
160100118002617279
ინსტანცია
თარიღი
26.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160100118002617279

საქმე № 1ბ/1104-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

26 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ვეფხია ლომიძე

სხდომის მდივანი: სოფიკო კაპანაძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზ---- ც---------ა

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული:

ნ----- მ--------ი,დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, მცხოვრები, მა-------–-------------–---–----------

ადვოკატი: ზ------ დ--–---–---–ი

თარჯიმანი: ა---- ს---–--------ი

პირველი ინსტანციის სასამართლოს კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილი (2018 წლის 4 ივლისის ეპიზოდი).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილი (2018 წლის 6 ივლისის ეპიზოდი).

სასჯელი: საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების არსი

1.1. ნ----- მ--------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება,ჩადენილი არაერთგზის.

ამ ეპიზოდში ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ნ----- მ--------ი გასამართლებული იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2015 წლის 8 აპრილს, ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვისათვის და ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. ის ასევე გასამართლებული იქნა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ, 2017 წლის 26 ივნისს და ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით. იყო რა ნასამართლევი ხსენებული დანაშაულის ჩადენისათვის, ნ----- მ--------მა გასაღების მიზნით არაერთგზის უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, საერთო წონით 0,0696 გრამი, რომელიც 2018 წლის 04 ივლისს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქალაქ მ--------––------------–---–-----------, 100 ლარად, არაერთგზის გაასაღა მოქალაქე ე-–--- ი---------ზე.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ” ქვეპუნქტი (2018 წლის 4 ივლისის ეპიზოდი).

1.2. ნ----- მ--------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა,ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება,ჩადენილი არაერთგზის.

ამ ეპიზოდში ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ნ----- მ--------ი გასამართლებული იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2015 წლის 08 აპრილს, ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვისათვის და ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. ის ასევე გასამართლებული იქნა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ, 2017 წლის 26 ივნისს და ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით. იყო რა ნასამართლევი ხსენებული დანაშაულის ჩადენისათვის, გასაღების მიზნით, არაერთგზის, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, საერთო წონით 0,04247 გრამი, რომელიც 2018 წლის 06 ივლისს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქალაქ მ--------––----------–---–-- ქუჩაზე 100 ლარად, არაერთგზის, გაასაღა მოქალაქე ე-–--- ი---------ზე.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ” ქვეპუნქტი (2018 წლის 6 ივლისის ეპიზოდი).

1.3. ნ----- მ--------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა,ჩადენილი არაერთგზის.

ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ნ----- მ--------ი გასამართლებული იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2015 წლის 08 აპრილს, ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვისათვის და ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. ის ასევე გასამართლებული იქნა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ, 2017 წლის 26 ივნისს და ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით. იყო რა ნასამართლევი ხსენებული დანაშაულის ჩადენისათვის, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, საერთო წონით 0,000705 გრამი, რომელიც ამოღებული იქნა შს-----------–-------------–--------------–--- თანამშრომლების მიერ, 2018 წლის 30 აგვისტოს, 06:40 საათზე ქალაქ მ--------––----------–---–-- ქ---------–- ჩატარებული ნ----- მ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი (2018 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი).

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, ბრალდებულ ნ----- მ--------ის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი (2018 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი). ასევე არ დადასტურდა ნ----- მ--------ის მიმართ (2018 წლის 4 ივლისის და 2018 წლის 6 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით. ამ ნაწილში (ორივე დასახელებულ ეპიზოდში) ჩადენილი ქმედებები გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილზე.

3. მხარეთა პოზიცია

ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 15 მაისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულმა ნ----- მ--------მა, მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ------ დ--–---–---–მა, ასევე მ--------–-------------–--------------------ს პროკურორმა ზ---- ც---------ამ.

3.1.1. დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარი დაუჭირა თავის საჩივრებს - მასში მოყვანილ გარემოებებს და ითხოვა მსჯავრდებულის გამართლება ბრალდების ყველა ეპიზოდში. დაცვის სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ არგუმენტებსა და ფაქტობრივ გარემოებებს:

3.1.2. დაცვას მიაჩნია, რომ ბრალდება არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ის აგებულია ერთი პირის - არაერთგზის ნასამართლევი და ნარკოტიკების აქტიური მომხმარებლის ე-–--- ი---------ის ჩვენებაზე. ეს პიროვნება სასამართლო სხდომზე არ დაკითხულა და დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა უშუალოდ მისთვის კითხვების დასმის გზით გაერკვია მნიშვნელოვანი გარემოებები. დაცვა აღნიშნავს, რომ ამ ყველაფერმა წარმოშო ეჭვები, რაც უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

3.1.3. ექსპერტიზამ ვერ დაადასტურა, რომ ვიდეოჩანაწერში არსებული ხმები ეკუთვნის ნ----- მ--------ს. სასამართლომ კი ეს ფაქტი დადგენილად მიიჩნია და ყურადღების მიღმა დატოვა სპეციალური ცოდნის მქონე ექსპერტთა დასკვნები და ჩვენებები. მან დადგენილად მიიჩნია ისეთი გარემოება, რომლის დადგენაც საჭიროებს სპეციალურ ცოდნას.

3.1.4. ბრალდების მხარის მხრიდან არ წარმოდგენილა სატელეფონო ანძების ამონაწერი, რაც დაადასტურებდა ბრალდებულის მხრიდან „ჰეროინის“ მოძიების ფაქტს.

3.1.5. რაც შეეხება ბრალდების სააპელაციო საჩივარს, მის ირგვლივ დაცვამ განმარტა, რომ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს იმ ნაწილში, რაც ბრალდების მხარეს აქვს გასაჩივრებული.

3.2.1. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მის საჩივარს მხარი დაუჭირა ბრალდების მხარემაც და ითხოვა დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით: წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ----- მ--------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ნაწილში (2018 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი). ბრალდება არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ნ----- მ--------ის ბინაში, მის გარდა ცხოვრობდა კიდევ რამდენიმე სხვა პირი და ბრალდებამ ვერ წარადგინა, 2018 წლის 30 აგვისტოს, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალების კონკრეტულად მ--------ისადმი კუთვნილების ფაქტი. საწინააღმდეგოდ ბრალდება უთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია ბრალდებულის ბინიდან; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფომაციით ნ----- მ--------ს ხშირი შეხება ჰქონდა ნარკოტიკებთან, იყო მისი აქტიური მომხმარებელი და აქედან გამომდინარე, გარდა რეალიზაციის ის თავისთვისაც ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას; თვითონ ბრალდებულმაც დაადასტურა ჩვენებაში, რომ მოიხმარდა ნარკოტიკს, მაგრამ გამოყენებულ შპრიცებს ყრიდა. ამ ნაწილში მისი ჩვენება არ უნდა გაიზიაროს სასამართლომ, რადგან მოგონილია პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით.

3.2.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლის თანახმად: არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. სადავოდ არაა გამხდარი ის გარემოება, რომ ნ----- მ--------ი ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით. მას ბრალი წარედგინა ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით - ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისათვის. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე სახეზეა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (2018 წლის 4 ივლისის და 2018 წლის 6 ივლისის ეპიზოდები).

4. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას, ბრალდების ყველა ეპიზოდში მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

5. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

5.1. მტკიცებულებათა ერთობლიობა

5.1.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად „სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე“. ამ საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარდგენია. გარდა ამისა, მხარეებს არ დაუყენებიათ შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის საჭიროების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით და კანონის შესაბამისად, საჩივრის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა (შემდგომში პალატა) განიხილავს და შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რაც მხარეებმა წარუდგინეს და გამოიკვლიეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.

5.1.2. ნ----- მ--------ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედებების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს წარუდგინა: მოწმე ე-–--- ი---------ის გამოკითხვის ოქმები, მოწმე ე-–-------- მ--------ის გამოკითხვის ოქმი,მოწმე ე-–----- ბ---–----ის ჩვენება,მოწმე გ------- ბ----–--ას ჩვენება, მოწმე დ----- გ-----ს ჩვენება, მოწმე გ--–- ა-----ის ჩვენება, მოწმე ი----- ქ---–--ის ჩვენება, მოწმე ა------ დ--–---–---–ის ჩვენება, 2018 წლის 4 ივლისის ამოღების ოქმი, 2018 წლის 6 ივლისის ამოღების ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები N-------------------------------------- - შესაბამისი ექსპერტების დაკითხვის ოქმები; 2018 წლის 30 აგვისტოს ნ----- მ--------ის პირადი ჩხრეკის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმები; ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N------- და შესაბამისი ექსპერტის დაკითხვის ოქმი; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა N---------------- და შესაბამისი ექსპერტის დაკითხვის ოქმი; 2018 წლის 17 სექტემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, ფონოსკოპიური ექსპერტიზის N 2----- დასკვნა და შესაბამისი ექსპერტების დაკითხვის ოქმები; ბრალდებულ ნ----- მ--------ის დაკითხვის ოქმი, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალა, 2004 წლის 06 აგვისტოს ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენი ნ----- მ--------ის მიმართ, 2005 წლის 26 აპრილის თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენი ნ----- მ--------ის მიმართ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი ნ----- მ--------ის მიმართ და განკარგულება, ნ----- მ--------ის განთავისუფლების ცნობა, წარმოდგენის ოქმი, მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 დეკემბრის განაჩენი ნ----- მ--------ის მიმართ, 2009 წლის 23 იანვრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ნ----- მ--------ის მიმართ, უზენაესი სასამართლოს განჩინება, ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინება „ამნისტიის შესახებ“, ნ----- მ--------ის განთავისუფლების ცნობა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 08 აპრილის განაჩენი, 2015 წლის 05 ივნისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, 2015 წლის 07 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი, 2016 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. ნ----- მ--------ის 2016 წლის 07 ოქტომბრის გათავისუფლების ცნობა, 2017 წლის 26 ივნისის ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინება ნ----- მ--------ის მიმართ, 2018 წლის 06 ივნისის ცნობა ნ----- მ--------ის განთავისუფლების შესახებ, ნ----- მ--------ის ნასამართლობის ცნობა და სხვა წერილობითი მტკიცებულებები.

5.1.3. მოწმე ე-–--- ი---------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად (01.07.2018წ.) საქმის ირგვლივ და გამოძიების მიერ დასმულ კითხვებზე მოწმე გამომძიებელს პასუხობს შემდეგს: ცხოვრობს ქალაქ მ--------––---–-----------------–-------------------–- ოჯახთან ერთად, რამდენიმე წელია იცნობს ნ----- კ--------- მ--------ს, დაბადებულს 1---------. რომელიც ცხოვრობს ასევე ქალაქ მ--------––------------–---–------------–-. მასთან გააჩნია კარგი ურთიერთობა. როგორც იცის, ნ----- მ--------ი არის ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორი და სარგებლობაში აქვს მობილური ტელეფონი 5----------- სიმბარათით. იგი თანახმაა მასთან ჩატარდეს ფარული საგამოძიებო მოქმედება, მზადაა შეხვდეს ნ----- მ--------ს, დაელაპარაკოს საქმისთვის საინტერესო საკითხებზე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციასთან დაკავშირებით, ასევე აღიჭურვოს და აწარმოოს ნარკოტიკული საშუალების შესყიდვა.

5.1.4. მოწმე ე-–--- ი---------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად (04.07.2018წ.) 2018 წლის 4 ივლისს, შუადღის საათებში, ქალაქ მ--------––-, შეხვდა ნ----- მ--------ს. შეხვედრის დროს იგი აღჭურვილი იყო ვიდეო და აუდიო მოწყობილობით რა დროსაც მან ნ----- მ--------ს გადასცა 100 ლარი. ამ თანხის სანაცვლოდ ნ----- მ--------მა მას გადასცა ერთ წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც გახვეული იყო იასამნისფერ ცელოფნის მონახევში. ამ ყველაფერს, ვიდეო და აუდიო სპეციალური ჩამწერი მოწყობილობა იწერდა და აღბეჭდილი იქნება თუ როგორ შეიძინა 100 ლარის სანაცვლოდ ნ----- მ--------ისგან ერთ წონაკი ნარკოტიკული საშუალება. ნ----- მ--------ისგან შეძენილი ერთი წონაკი ნარკოტიკული საშუალება ამჟამად აქვს თან, რომელსაც გამოკითხვის შემდეგ გამომძიებელს წარუდგენს ნებაყოფლობით.

5.1.5. მოწმე ე-–--- ი---------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად (06.07.2018წ.) 2018 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქალაქ მ--------––-, გ--------–---–-- ქუჩაზე შეხვდა ნ----- მ--------ს. შეხვედრის დროს ის აღჭურვილი იყო ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობით რა დროსაც მან ნ----- მ--------ს გადასცა 100 ლარი. ამ თანხის სანაცვლოდ ნ----- მ--------მა მას გადასცა ერთ წონაკად დაფასოებული იისფერ ცელოფნის მონახევში გახვეული ნარკოტიკული საშუალება. შესაბამისად, ვიდეო და აუდიო სპეციალური ჩამწერი მოწყობილობა ჩაიწერდა და დააფიქსირებდა მათ შეხვედრას, საუბარს და ასევე იმ ფაქტს, როდესაც ნ. მ--------ს გადასცა 100 ლარი, ხოლო ნ----- მ--------მა გადასცა ერთ წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც გახვეულია იისფერი ცელოფნის მონახევში. გამოკითხვის ოქმის თანახმად, ნ----- მ--------ისგან შეძენილი ერთი წონაკი ნარკოტიკული საშუალება გამოკითხბისას მოწმეს აქვს თან და მზადაა გამოკითხვის შემდეგ, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე წარუდგინოს გამომძიებელს.

5.1.6. მოწმე ე-–-------- მ--------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ ცხოვრობს ქალაქ მ--------––-, გ--------–---–-- ქ---------–- ბიძასთან - ნ----- მ--------თან ერთად. ნ----- მ--------ი მარტოხელაა, არ არის დაოჯახებული და აღნიშნულის გამო ცხოვრობ მასთან ერთად. ნ-----ი დაკავებული იყო და 2018 წლის ივნისის თვეში გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. მისი გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდნენ ერთად. 2018 წლის 30 აგვისტოს, გამთენიისას მათთან სახლში მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ბიძამისს, ნ----- მ--------ს წარუდგინეს სასამართლოს განჩინება მისი დაკავების შესახებ. ამის შემდეგ პირადად მას წაუდგინეს დადგენილება საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესახებ, რომელსაც გაეცანო თარჯიმნის მეშვეობით და დაეთანხმა ჩხრეკის ჩატარებაზე. ჩხრეკის შედეგად, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ სარდაფში, ფანჯრის რაფაზე ნანახი იქნა ხუთი ცალი მინის ფლაკონი და ექვსი ცალი შპრიცი, რომელიც მის თვალწინ დალუქეს, ლუქზე მოაწერა ხელი პირადად. ასევე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე საპირფარეშოში, თაროზე მიყუდებული სარკის უკნიდან ამოიღეს სამი ცალი სამედიცინო შპრიცი და ერთი ცალი ამპულა, რომელიც ასევე დალუქეს და ლუქზე მოაწერა ხელი. ჩხრეკის დასრულების შემდეგ იგი დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით. პოლიციის თანამშრომლებს არც მისთვის და არც ბიძამისისთვის - ნ----- მ--------ისთვის არ მიუყენებიათ არანაირი სახის შეურაცხყოფა, მათ ყველაფერი ჩაატარეს კანონის ფარგლებში და მათ მიმართ არანაირი სახის პრეტენზია არ გააჩნია. მისთვის უცნობია ბიძამისის საქმიანობის შესახებ და ასევე უცნობია ვაჭრობს თუ არა იგი ნარკოტიკული საშუალებებით. თვითონ არის სპორტსმენი, მორბენალი და შესაბამისად მიყვება ცხოვრების ჯანსაღ წესს. არ მოიხმარს და არანაირი სახის შეხება არაქვს ნარკოტიკულ საშუალებებთან. პოლიციის თანამშრომლების მიმართ არანაირი სახის პრეტენზია არ გააჩნია, მათ ყველაფერი ჩაატარეს კანონის ფარგლებში.

5.1.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ე-–----- ბ---–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შ------------–-------------–-------------–--–- უბნის ინსპექტორ- გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ ნ----- მ--------ის მიმართ დაწყილი იქნა გამოძიება ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით. მას დაეწერა ე-–--- ი---------ის განცხადება სადაც იგი მიუთითებდა, რომ მისი ნაცნობი ნ----- მ--------ი იყო ნარკოტიკების რეალიზატორი. მის მიერ მოწმის სახით გამოკითხული იქნა ე-–--- ი---------ი, რა დროსაც თანხმობა განაცხადა აღჭურვილიყო სათანადო ტექნიკით, მანვე განაცხადა, რომ ნ----- მ--------ი ყიდდა ნარკოტიკულ საშუალებას, რომელსაც იყიდდა თვითონ, რა დროსაც დაფიქსირდებოდა მის მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტი. სასამართლოში აღებული იქნა განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ. განჩინების საფუძველზე 2018 წლის 4 ივლისს და 6 ივლისს, ე-–--- ი---------ის მიერ მოხდა ნ----- მ--------ის ფარული ჩაწერა რა დროსაც ე-–--- ი---------მა ნ----- ამედოვისგან შეიძინა ნარკოტიკული საშულება. ე-–--- ი---------ის მიერ ნ----- მ--------ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება გადაუდებელი აუცილებლობით ამოღებული იქნა მის მერ. ასევე დანიშნული იქნა ექსპერტიზები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე მის მიერვე ჩატარდა ნ----- მ--------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა. მანვე ბრალდებულის სახით დააკავა ნ----- მ--------ი, რომელიც გადაყვანილი იქნა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე რა დროსაც დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ოპიუმის ჯგუფის, მარიხუანის მოხმარების ფაქტი.

5.1.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე გ------- ბ----–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შ------------–-------------–-------------–--–- უბნის სინსპექტორ - გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ საქმეზე მის მიერ სასამართლო განჩინების საფუძველზე, გამომძიებლის, მოწმისა და თარჯიმნის მონაწილეობით ჩატარდა ნ----- მ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა რა დროსაც ნ----- მ--------ის სცხოვრებელი სახლის პირველი სართულის სარდაფის ფანჯრის რაფაზე ნანახი იქნა 5 ცალი მინის, გამჭვირვალე ფლაკონი, 6 ცალი საინექციო შპრიცი. ნ----- მ--------ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის საპირფარეშოში, მარცხენა კედელზე მოწყობილი თაროზე მიყუდებული კედლის სარკის უკან ნანახი და ამოღებული იქნა 6 ცალი, 3 მილიგრამიანი საინექციო შპრიცი, ერთი გამჭვირვალე მინის ამპულა. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონის შესაბამისად. მის მიერ მოწმის სახით გამოკითხული იქნა სახლის ჩხრეკაში მონაწილე ნ----- მ--------ის ძმის შვილი ე-–-------- მ--------ი.

5.1.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე დ----- გ-----მა, (შ------------–-------------–-------------–--- დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლი) გ--–- ა-----ემ (შ------------–-------------–-------------–--- დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლი) ი----- ქ---–--ემ (შ------------–-------------–-------------–--- დეტექტივ გამომძიებლი) ა------ დ--–---–---–მა (შ------------–-------------–-------------–--- უმცროსი ინსპექტორი) დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სასწორე და მართებულობა.

5.1.10. 2018 წლის 04 ივლისის, ამოღების ოქმით დადგენილია, რომ შს-----------–-------------–--------------–--- უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ე-–----- ბ---–----ის მიერ, თარჯიმან ნ-----–- გ-------ს მონაწილეობით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მშვიდ წყნარ ვიტარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ე-–--- ი---------ისაგან ამოღებული იქნა ერთ წინაკად დაფასოებული სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება.

5.1.11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის, 2018 წლის 5 ივლისის, N----------------- დასკვნით დადასტურებულია, რომ შს-----------–-------------–--------------–--- უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ე-–----- ბ---–----ის მიერ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, იისფერ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით, წონით 0,1207 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონა შეადგენს 0,0696 გრამს.

5.1.12. 2018 წლის 06 ივლისის, ამოღების ოქმით დადგენილია, რომ შს-----------–-------------–--------------–--- უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ე-–----- ბ---–----ის მიერ, თარჯიმან ლ--–- კ-----–---–ის მონაწილეობით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მშვიდ წყნარ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ე-–--- ი---------ისაგან ამოღებული იქნა ერთ წინაკად დაფასოებული სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება.

5.1.13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, 2018 წლის 9 ივლისის, ქიმიური ექსპერტიზის N----------------- დასკვნით დადასტურებულია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, პოლიეთილენის ნაჭერში დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება წლონით 0,0702 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: ჰეროინის წონით 0,04247 გრამს, მორფინს (მარილი) - 0,00039 გრამს და კოდეინს წონით-0,00011 გრამს შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონა შეადგენს 0,0696 გრამს.

5.1.14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მოწმემ ექსპერტ-ქიმიკოსმა თ----- უ---–--ამ დაადასტურა მისი მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, მანვე დაადასტურა რომ ექსპერტიზაზე გადაცემული პაკეტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

5.1.15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს------- ც--------მ დაადასტურა მისი მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნები და მხარეთა მიერ დასმულ კითხვაზე გამარტა, რომ მან მხოლოდ ვიზუალურად შეამოწმა პაკეტები, რომელიც იყო დალუქული და ლუქი დაზიანებული არ იყო.

5.1.16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა პ------ წ--–---–--ემ დაადასტურა მისი მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და გამარტა, რომ ინსტრუმენტული ანალიზი ჩაატარა ექსპერტ თ----- ო-----–---–თან ერთად.

5.1.17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----- ო-----–---–მა დაადასტურა მისი მონაწილეობით გაცემული ექსპერტიზის დასკვნა და მხარეთა მიერ დასმულ კითხვაზე გამარტა, რომ ექსპერტიზა ჩაატარა ექსპერტ პ------ წ--–---–--ესთან ერთად.

5.1.18. 2018 წლის 30 აგვისტოს, ქალაქ მ--------––-, გ---------–---–-- ქ---------–-, შს-----------–-------------–--------------–--- უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ე-–----- ბ---–----ის მიერ გამომძიებელ ა------ დ--–---–---–ის და თარჯიმან ნ-----–- გ-------ს მონაწილეობით, ღამის საათებში, ხელოვნური განათების პირობებში, მშვიდ წყნარ ვიტარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ჩატარდა ნ----- მ--------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ნ----- მ--------ისგან ამოღებული იქნა ,,ნოკიას" ფირმის მობილური ტელეფონი.

5.1.19. 2018 წლის 30 აგვისტოს, ქალაქ მ--------––-, გ---------–---–-- ქ---------–-, შს-----------–-------------–--------------–--- უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ------- ბ----–--ს მიერ, გამომძიებელ გ--–- ა-----ის, ა------ დ--–---–---–ის, მოწმე ე-–-------- მ--------ის და თარჯიმან ნ-----–- გ-------ს მონაწილეობით, ღამის და დღის საათებში, ხელოვნური და ბუნებრივი განათების პირობებში, მშრალ ამინდში ჩატარდა ნ----- მ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ნ----- მ--------ის სცხოვრებელი სახლის პირველი სართულის სარდაფის ფანჯრის რაფაზე ნანახი იქნა 5 ცალი მინის, გამჭვირვალე ფლაკონი, 6 ცალი საინექციო შპრიცი. ნ----- მ--------ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის საპირფარეშოში, მარცხენა კედელზე მოწყობილი თაროზე მიყუდებული კედლის სარკის უკან ნანახი და ამოღებული იქნა 6 ცალი, 3 მილიგრამიანი საინექციო შპრიცი, ერთი გამჭვირვალე მინის ამპულა.

5.1.20. 2018 წლის 30 აგვისტოს, ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ შს-----------–-------------–--------------–--- უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ე-–----- ბ---–----ის მიერ, გამომძიებელ ა------ დ--–---–---–ის და თარჯიმან ნ-----–- გ-------ს მონაწილეობით მშვიდ წყნარ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დაკავებული იქნა ნ----- მ--------ი.

5.1.21. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს, N------- ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია ნ----- მ--------ის მხრიდან ნარკოტიკული საშუალების მეტადონის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.

5.1.22. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექიმ-ნარკოლოგმა მაკა ღვედაშვილმა დაადასტურა მისი მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა და გამარტა, რომ ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ ბიოლოგიურ მასალა შარდში ნარკოტიკული საშუალების შემცველობა მეტადონის შემთხვევაში 10 დღის განმავლობაში ვლინდება, მარიხუანის 40 დღის განმავლობაში. რაც შეეხება კლინიკურ თრობას, ის მხოლოდ რამოდენიმე საათი გრძელდება - სამიდან ექვს საათამდე მარიხუანას, ხოლო ათ საათამდე მეტადონის შემთხვევაში.

5.1.23. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის, 2018 წლის 30 აგვისტოს, N----------------- დასკვნით დადასტურებულია, რომ:

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხუთი ცალი ერთჯერადი გამოყენების 1.0 მლ-ანი ინსულინის სამედიცინო შპრიცის და ერთი ცალი ერთჯერადი გაოყენების 2,5 მლ-იანი შპრიცის შიდა ზედაპირი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, საერთო რაოდენობით-0,000035 გრამს და ნარკოტიკულ საშუალება მორფინს (მარილი), საერთო რაოდენობით-0,000005 გრამს (N3 ობ).

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხუთი ცალი მინის ფლაკონის შიდა ზედაპირზე არსებული მოყავისფრო ნივთიერების დანაშრევი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, საერთო რაოდენობით-0,00067 გრამს და ნარკოტიკულ საშუალება მორფინს (მარილი), საერთო რაოდენობით-0,000021 გრამს (N4 ობ).

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის, საერთო რაოდენობაა-0,000705 გრამი და ნარკოტიკული საშუალება მორფინის (მარილი), საერთო რაოდენობაა-0,000026 გრამი.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამი ცალი ერთჯერადი გამოყენების 5,0(6,0) მლ-ანი ცარიელი სამედიცინო შპრიცის შიდა ზედაპირზე არ აღინიშნება ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების კვალი (N1 ობ).

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ მინის ამპულაში, ეტიკეტით ,,NOBOКАИН" მოთავსებული უფერო გამჭვირვალე სითხე, რაოდენობით 5,0 მლ, არ წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ ნივთიერებას, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას და მათ შემცველს (N2 ობ).

5.1.24. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ექსპერტმა ი------------მ დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნა და მხარეთა მიერ დასმულ კითხვაზე გამარტა, რომ კვლევა ჩაატარა ს------- ც--------სთან ერთად. ექსპერტიზაზე წარდგენილი პაკეტების მთლიანობა დარღვეული არ იყო, პაკეტები იყო დალუქული. ცარიელი ჭურჭლის შემთხვევაში აპარატი, რომელიც არის ძალიან მგრძნობიერე ადგენს რა ნივთიერება და რა ოდენობის ნივთიერება იყო ჭურჭელში.

5.1.25. 2018 წლის 17 სექტემბრის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმით დადგენილია, რომ შს-----------–-------------–--------------–--- უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ე-–----- ბ---–----ის მიერ, ზ----- ქ-----ის მონაწილეობით, 2018 წლის 17 აგვისტოს განჩინების საფუძველზე, მშვიდ წყნარ ვითარებაში, დღის საათებში, თ---–--–---–-----------–---–-------------–- მდებარე შპს ჯეოსელიდან" ამოღებული იქნა GSM ნომერზე 5-----------, 2018 წლის 4 ივლისის, 09:00 საათიდან 23:00 საათის პერიოდში, შემავალი და გამავალი ზარების, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებების დეტალურური ნუსხა.

5.1.25. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, 2018 წლის 8 ნოემბრის, ფონოსკოპიური ექსპერტიზის N2----- დასკვნით დადასტურებულია, რომ 1) ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად შესულ ვიდეიგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟი არ აღენიშნება. 2) ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ხმის ნიმუში (სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერი) არ არის ვარგისი საიდენტიფიკაციო გამოკვლევისთვის პიროვნების ხმის და მეტყველების მიხედვით, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს ექსპერტების ხელთ არსებულ მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნებს - რეპრეზენტატულობას. ჩანაწერის რეპრეზენტატულობა მთავარი პირობაა ჩანაწერის მიხედვით პიროვნების საიდენტიფიკაციოდ. ჩანაწერი არ არის რეპრეზენტატული, ანუ არ გააჩნია დამაკმაყოფილებებლი ხარისხი და ხანგრძლივობა პიროვნების თავისუფალი მეტყველების ჩანაწერისა.

5.1.26. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, 2019 წლის 25 აპრილის, ჰაბიტოსკოპიური და ვიდეო-ექსპერტიზის N------- დასკვნით დადასტურებულია, რომ 1. სს N031010718003 საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებულ N1-4 ვიდეოგრამებს არ აღენიშნება მონტაჟის ნიშნები. 2. ლაზერულ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებიდან, სახელწოდებით-,,------------"(ვიდეოგრამა N1) ,------------- (ვიდეოგრამა N2) და ,,------------ (ვიდეოგრამა N4) ამოღებულ N4-5-6 ფოტოსურათებზე დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პირის გამოსახულებები იდენტიფიკაციისთვის ვარგისია. 3. გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით ,,------------ (ვიდეოგრამა N1), ,------------- (ვიდეოგრამა N2) და ,,------------ (ვიდეოგრამა N4) ამოღებულ ფოტოსურათებზე და ექსპერტების ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში 1--------- წელს დაბადებული ნ----- კ--------- მ--------ის (პ-------------) სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე არსებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N7-8) გამოსახულია ერთიდაიგივე პიროვნება. 4. გამოკვლევაზე წარდგენილ N1 ლაზერულ დისკზე არსებულ ვიდეოგრამაზე სახელწოდებით ,,Rec1_003.avi (ვიდეოგრამა N3) გამოძიებისთვის საინტერესო პირის იერსახის გამოსახულება არ ფიქსირდება. 5. ფოტოსურათები დამუშავდა გრაფიკულ რედაქტორ Adobe Potoshop GS6-ში მათზე ასახული მოქმედებების, მათი თანმიმდევრობის და შინაარსობრივი ხასიათის სახეცვლილების გარეშე, ამოიბეჭდა ფერად პრინტერზე და წარმოდგენილია დანართის სახით.

5.1.27. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ე-–----- ა--–------მ (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფ---------------------------–-------------------------, ლინგვისტი) დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნა და გამარტა, რომ ხმის ნიმუში და ხანგრძლივობა არ იყო საკმარისი რის გამოც გაიცა დასკვნა არ არის რეპრეზენტატული. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ნიმუშში სხდომის ოქმში დიქტორი საუბრობდა არასაკმარისი დროით, ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭიროა დიქტორმა ისაუბროს გაბმულად სამ-ხუთი წუთის ხანგრძლივობით.

5.1.28. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე დ----- გ-------–---–მა (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფ---------------------------–-------------------------) დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნა და გამარტა, რომ წარმოდგენილი ნიმუშს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნებოდა, ექსპერტიზის მიერ ვერ მოხდა დადასტურება იმისა, რომ ხმა ეკუთვნოდა ნ----- მ--------ს.

5.1.29. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე გ------- ხ------–---–მა (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიური ფოტო ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკური ექსპერტიზის გ---------–------------------------ი) დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნა.

5.1.30. მოწმის სახით დაიკითხულმა ბრალდებულმა ნ----- მ--------მა განმარტა, რომ, წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით თავს დამნაშავედ არ ცნობს. ცხოვრობს ქალაქ მ--------––- მ------–---–-ს ქ---------–-, არის ნასამართლევი ნარკოტიკული დანაშაულისათვის და პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლდა 2018 წლის 01 ივნისს. სახლში მისვლისას აღმოაჩინა, რომ მის სახლში ცხოვრობდა ე-–--- ი---------ი და ბერძენი ეროვნების მამაკაცი. მისი სახლი გადაქცეული იყო უსახლკაროების თავშეყრის ადგილად. ე-–--- ი---------ის სახლიდან გაგდება დააპირა, მაგრამ მისი ძმისშვილის ე-–-------- მ--------ის თხოვნით დატოვა. ე-–---ი ყოველდღე ეკითხებოდა იცოდა თუ არა ვინ ყიდდა წამალს, რაზეც ის პასუხობდა, რომ არ იცოდა. ე-–---მა ერთ დღეს მას 80 ლარი გადასცა და უთხრა, რომ აღნიშნული ფულით პროდუქტი ეყიდა, ე-–---მავე მას მისცა ,,ჰეროინი“ და უთხრა, რომ მოეხარშა. ჰეროინი მოსახმარებლად გაამზადა, ნახევარზე ე-–---მა უთხრა, რომ უკან უნდა წაეღო, მან ნარკოტიკული საშუალება ერთი წონაკად შეკრა და ე-–---ს გადასცა. მეორე ეპიზოდთან დაკავშირებითაც ,,წამალი“ ე-–---მა მოიტანა და მაგიდაზე დადო, უთხრა, რომ ნახევარი მოეხმარათ, ხოლო ნახევარი უკან უნდა წაეღო. მან მოამზადა ნარკოტიკული საშუალება მოსახმარად, ხოლო ნახევარი ისევ ე-–---ს დაუბრუნა. ე-–---მა ,,წამალი“ აიღო და წავიდა. მანვე განმარტა, რომ არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, ჩართულია მეტადონის პროგრამაში და ყოველ საღამოს ეწეოდა მარიხუანას. მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემდეგ გამოყენებულ შპრიცს არ აჩერებდა, იგი შპრიცს წვავდა, რათა ბავშვებს არ ეპოვათ და არ დაზიანებულიყვნენ. მის სახლის პირველ სართულს და ეზოს არ აქვს კარი და მის ეზოში ხშირად შედიოდნენ ბავშვები სათამაშოდ. მისივე განმარტებით მას არ ეკუთვნის არც მისი საცხოვრებელის პირველ სართულზე არსებული ფანჯრის რაფიდან ამოღებული ნივთები და არც მეორე სართულზე მდებარე საპირფარეშოდან ამოღებული ნივთები. მასთან ერთად ცხოვრობდა ე-–--- ი---------ი და მისი მისშვილი ე-–-------- მ--------ი, მასთან ასევე ხშირად დადიოდნენ მისი ნათესავები, რომლებიც სარგებლობდნენ მისი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განთავსებული საპირფარეშოთი და აბაზანით.

5.1.31. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 2 ცალი ლაზერული დისკის დათვალიერებისას ნანახია შემდეგი: ჩანაწერში ჩანს თუ როგორ გადაუხადა თანხა ე-–--- ი---------მა ნ----- მ--------ს, თანხის აღებისა და დათვლის შემდეგ, როგორ შეფუთა პოლიეთილენის ნაჭერში ნ----- მ--------მა ერთ „წონაკად" ნივთიერება და სანთებელას დახმარებით თუ, როგორ მოუკრა თავი და გადასცა ე-–--- მ--------ს. მეორე შემთხვევაშიც, ანალოგიურად ნათლად ჩანს ნ----- მ--------ის მიერ პოლიეთილენის ნაჭერში ნივთიერების შეფუთვის, სანთებელას მეშვეობით თავის მოკვრის და ე-–--- მ--------ზე გადაცემის ფაქტი.

5.2. ფაქტობრივი გარემოებების დადგენა 2018 წლის 4 და 6 ივლისის ეპიზოდებში.

5.2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. ამავე დროს, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მოწმე ე-–--- ი---------ი და ე-–-------- მ--------ი არ იმყოფებიან საქართველოში, მათ დატოეს საქართველოს საზღვრები და იმყოფებიან საზღვარგარეთ, შესაბამისად მათი ჩვენება გამოქვეყვებული იქნა სასამართლო სხდომაზე. იგივე ჩვენებები გამოიყენა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას, როგორც ბრალდების მტკიცებულებები.

5.2.2. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი ძირითადად ემყარება სწორედ იმას, რომ დაცვას არ მიეცა საშუალება სასამართლოში დაეკითხა პიროვნება, ვისზედაც ბრალდების მიხედვით, ნ----- მ--------მა გაასაღა ნარკოტიკული საშუალება. პალატა ამ საკითხზე ქვემოთ უფრო დეტალურად შეჩერდება. ამჯერად აღნიშნავს მხოლოდ შემდეგს: ეროვნული კანონმდებლობა, კერძოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი ნორმები, გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებად მიიჩნევს ასეთი სახის მტკიცებულებას. კანონითვე განსაზღვრულია ასეთი გამონაკლისები - მოწმე საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. კონკრეტულ შემთხვევაში დაცვის მხარეს სააპელაციო სასამართლოში არ გაუპროტესტებია ის ფაქტი, რომ მითითებული მიზეზების გამო, ამოწურული იყო მოწმეების სასამართლოში წარდგენის შესაძლებლობა. ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ამოწურული იყო მოწმეების: ე-–--- ი---------ის და ე-–-------- მ--------ის სასამართლოს წინაშე წარდგენის და დაკითხვის ყველა გონივრული შესაძლებლობა. აღნიშნულის შედეგად კი დადგენილია ისიც, რომ პროცესუალურად ამ პირთა ჩვენების გამოქვეყნება იყო სწორი, ეროვნული კანონმდებლობის, კერძოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისი.

5.2.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის შეფასებისას და ამის შედეგად გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა: საქართველოს კონსტიტუციის, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმებით და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. გარდა ამისა, სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლით, რომლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე იდავოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შესახებ. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვავს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.

5.2.4. შემდგომში სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49). გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

5.2.5. იხელმძღვანელა რა დასახელებული კრიტერიუმებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ----- მ--------ის გამოვლენის მიზნით, 2018 წლის 4 ივლისს და 2018 წლის 6 ივლისს, ე-–--- ი---------ი ნებაყოფლობით აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვისათვის მივიდა ნ----- მ--------თან. ამ დროს მან ნ----- მ--------ისაგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ და უმოკლეს დროში, შეძენილი ნარკოტიკული საშუალება ნებაყოფლობით გადასცა სამართალდამცავებს, რომლებიც ელოდებოდნენ და აკონტროლებდნენ ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებას. გამომძიებლებმა ე-–----- ბ---–----ემ დაადასტურა ე-–--- ი---------ის მხრიდან თანამშრომლობა გამოძიებასთან, ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერის მიზნით მისი აღჭურვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებით. მისივე ჩვენებით საკონტროლო შესყიდვიდან მცირე დროში მან ე-–--- ი---------ისაგან, 2018 წლის 4 ივლისს და 2018 წლის 6 ივლისს, ამოიღო ნ----- მ--------ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება. ე-–--- ი---------ის მიერ ნ----- მ--------ისაგან ნარკოტიკების შეძენის ფაქტი ასახულია ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე. აღნიშნული აუდიო-ვიდეო მასალა კრებსით ამონაწერთან ერთად გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე. გამოკვლეული მტკიცებულებით როგორც ვიზუალურად, ასევე ვერბალურად დადასტურდა ნ----- მ--------ის მიერ, 2018 წლის 4 ივლისს და 2018 წლის 6 ივლისს, ე-–--- ი---------ზე ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი. ხსენებული ვიდეოჩანაწერების ავთენტიკურობა დასტურდება ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ექსპერტიზის N------- დასკვნით და ექსპერტების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით. ე-–--- ი---------ისა და ნ----- მ--------ის შეხვედრებისა და საუბრების ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა განხორციელდა სასამართლოს ნებართვით. ნ----- მ--------მა ნამდვილად ნარკოტიკული საშუალება რომ გაასაღა ე-–--- ი---------ზე დასტურდება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, ქიმიური ექსპერტიზის N----------------- და N----------------- დასკვნებით და ექსპერტების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით.

5.2.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდებულის განმარტება იმის თაობაზე, რომ თითქოს ე-–--- ი---------მა ორჯერ თავად მიუტანა ნარკოტიკული საშუალება, ხოლო 80 ლარი პროდუქტების შესაძენად გადასცა. სასამართლოს აზრით, ბრალდებულის ეს ვერსია არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე არსებული არცერთი მტკიცებულებით და არც თავად დაცვის მხარეს წარმოუდგენია რამე ამის დასადასტურებლად. აშკარაა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ბრალდებულისა და ე-–--- ი---------ის შეხვედრა შედგა ორჯერ და მათ შორის გარკვეული ფულადი თანხის სანაცვლოდ ხდება ნარკოტიკული საშუალების გადაცემა. საგულისხმოა, რომ ვიდეოჩანაწერის მიხედვით ნარკოტიკის გასაღების ორივე შემთხვევაში ნ----- მ--------ი არის მაქსიმალურად ფრთხილი, ცდილობს რომ მისი ქმედებები არ იყოს ხილული. სასამართლოს შეფასებით, ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის გადაბრალება ე-–--- ი---------ზე არის მისი მცდელობა სასამართლო შეიყვანოს შეცდომაში და ამ გზით თავი აარიდოს მოსალოდნელ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

5.2.7. შედეგად, გამოკვლეული მტკიცებულებებს საფუძველზე სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიიჩნია, ნ----- მ--------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება 2018 წლის 4 ივლისის ეპიზოდი. მან ასევე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება 2018 წლის 6 ივლისის ეპიზოდი.

5.2.8. გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღება მოხდა საკონტროლო შესყიდვების დროს და მიიჩნია, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს დანაშაულის პროვოკაციას. ამ დასკვნამდე პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: განსახილველ შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელებულია სასამართლოს ნებართვით და კონტროლით. ამასთან სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაიკითხა ყველა ის პირი, ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში. დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ყველა ეს პირი დაეკითხა ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში, დაცვას მიეცა შეუზღუდავი შესაძლებლობა მიეღო სრულყოფილად მონაწილეობა მტკიცებულებათა გამოკვლევაში, ასევე დაესვა შეკითხვები მოწმეებისათვის. საგულისხმოა ის გარემოება, რომ სამართალდამცავებს ჰქონდათ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ეჭვი ნ----- მ--------ის მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების თაობაზე, სწორედ აღნიშნული გახდა სასამართლოს მხრიდან ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე ნებართვის გაცემის საფუძველი. ნარკოტიკული დანაშაულების ჩადენისაკენ ნ----- მ--------ის მიდრეკილებას ადასტურებს მისი წარსული ნასამართლობა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისათვის. ასევე, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების კვალდაკვალ შეაფასა ნ----- მ--------ის ქმედება, ხომ არ იყო იგი პროვოცირებული მოწმე ე-–--- ი---------ის მხრიდან, რომელიც ნებაყოფობით ჩაერთო დანაშაულის გამოვლენაში და სახეზე ხომ არ იყო მისი მხრიდან ნ----- მ--------ის ,,მახეში გაბმა“. გამოკვეული მტკიცებულება - ვიდეო-ჩანაწერები არის მკაფიო დასტური იმისა, რომ ,,მახეში გაბმას“ და ნ----- მ--------ზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რათა მას გაესაღებინა ნარკოტიკი ადგილი არ ჰქონია. ,,ფარული აგენტი“ არ გაცდენილა ,,პასიურ როლს“, ე-–--- ი---------ის მხრიდან არ ჰქონდა ადგილი აქტიურობას და დაყოლიებას. ნ----- მ--------მა ყოყმანის გარეშე გაასაღა მასზე ნარკოტიკული ნივთიერება. ყოველივე აღნიშნული სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არწმუნებს, რომ არა საკონტროლო შესყიდვა ნ----- მ--------ის მიერ მაინც იქნებოდა ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, იგი მაინც გაასაღებდა ნარკოტიკულ საშუალებას. ,,მახეში გაბმას“ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ადგილი რომ არ ჰქონია დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ ნ----- მ--------ის მხრიდან ეს არ იყო ერთჯერადი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, მის ქცევებსა და საქმიანობას ჰქონდა სისტემატური ხასიათი. ამას მოწმობს ის გარემოება, რომ მან ორჯერ, დროის მცირე ინტერვალში, ერთიდაიგივე სქემით და ხერხით გაასაღა ნარკოტიკული საშუალება ე-–--- ი---------ზე. გარდა ამისა, სასამართლომ განმარტა, რომ ნ----- მ--------ის მსჯავრდება არ ემყარება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებას. პირის ბრალეულობა დასტურდება სხვა არაერთი მტკიცებულებით და მათ შორის სასამართლოს ნებართვითა და კონტროლით განხორციელებული ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით.

5.2.9. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულ დასკვნებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

5.2.10. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით დადგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის რაობა. კერძოდ, ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ რამდენიმე - არანაკლებ ორი მტკიცებულება. ამავდროულად პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

5.2.11. ის, თუ რომელი მტკიცებების ერთობლიობა ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს სასამართლომ კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენში აღნიშნა, რომ: „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია“.

5.2.12. თავის მხრივ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ყველა თეორული - შესაძლო, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი და პრაქტიკულად განუხორციელებადი ვარიანტის გამორიცხვას. გონივრული ეჭვი არის მოვლენათა ისეთი განვითარების დაშვების შესაძლებლობას, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება და აფიქრებინებს, რომ დასახელებული ვერსია დასაშვებია, შესაძლოა პრაქტიკულად მომხდარიყო ასეთი რამ.

5.2.13. როგორც აღინიშნა, პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიჩნია, რომ ნ----- მ--------მა შეიძინა, შეინახა და 2018 წლის 4 და 6 ივლისს გაყიდა ნარკოტიკული საშუალებია. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მოხსენიებულ არგუმენტებს, პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება წარმოდგენილი უნდა იყოს მისი თანდასწრებით, საჯარო განხილვაზე, შეჯიბრებითი პაექრობის უზრუნველსაყოფად. ესაა ზოგადი პრინციპი, რომელზეც დაცვის მხარეც უთითებს და არავინ სადავოდ არ ხდის. თუმცა განსახილველ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს საკითხი იმ შემთხვევის დროს, როდესაც სახეზეა ამ ზოგადი წესიდან გამონაკლისი.

5.2.14. პალატის აზრით, ამ საკითხთან დაკავშირებით საკმარისად დეტალური და ამომწურავი განმარტება აქვს გაკეთებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატას საქმეზე ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ (Schatschaschwili v. Germany), 2015 წლის 15 დეკემბერი. ამ გადაწყვეტილაბაში სტრასბურგის სასამართლო უთითებს, რომ პრინციპები, რომლებიც ვრცელდება საქმეებზე, სადაც ბრალდების მოწმე არ ესწრებოდა სასამართლო განხილვას და მის მიერ მანამდე მიცემული ჩვენება დაშვებულ იქნა მტკიცებულებად, დიდმა პალატამ შეაჯამა და განავითარა საქმეზე ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery) 2011 წლის 15 დეკემბერს (პუნქტი 102). პოლიციის მიერ მოკვლევისა და სასამართლო გამოძიების ეტაპზე მოპოვებული ჩვენებების მტკიცებულებად მიღება თავისთავად არ არის შეუსაბამო 6.1 და 6.3.d მუხლთან, იმ პირობით, რომ დაცვის მხარის უფლებების პატივისცემა ხდება (იქვე. პუნქტი 105). სასამართლომ დაასკვნა, რომ (იგულისხმებაადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო) იმ მოწმის ჩვენების მტკიცებულებად მიღება, რომელიც არ ესწრებოდა სასამართლო სხდომას და რომლის წინასასამართლო ჩვენება ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულბა იყო ბრალდებულის წინააღმდეგ ავტომატურად არ იწვევდა 6.1 მუხლის დარღვევის დადგენას (იქვე. პუნქტი 106). საქმეზე ალ-ხავაჯა და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery) შემუშავებული პრინციპების თანახმად აუცილებელია სამ ეტაპად იქნას შესწავლილი იმ საქმისწარმოების კონვენციის 6.1 და 6.3.d მუხლთან შესაბამისობის შესწავლა, რომელშიც მოწმის ჩვენებები, რომლებიც ესწრებოდნენ და დაიკითხნენ სასამართლო სხდომაზე, დაშვებულ იქნა მტკიცებულებად (ibid., § 152). სასამართლომ უნდა შეისწავლოს: (i) არსებობდა თუ არა მოწმეთა დაუსწრებლობისა და შესაბამისად, დაუსწრებელი მოწმის გამოუცდელი ჩვენებების მტკიცებულებად დაშვების საპატიო მიზეზი; (ii) დაუსწრებელი მოწმის ჩვენება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი და (iii) სახეზე იყო თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რაც მოახდენდა დაცვის მხარისთვის გამოუცდელი მტკიცებულების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას და იმის უზრუნველყოფას, რომ სასამართლო განხილვა, ერთიანობაში აღებული, სამართლიანი იყო (იქვე. პუნქტი 107).

5.2.15. ამავე გადაწყვეტუილებაში სტრასბურგის სასამართლომ განმარტა შემდეგი: რაც შეეხება საკითხს, აუცილებელია თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორების არსებობის შემოწმება იმ საქმეებზეც კი რომლებზეც დაუსწრებელი მოწმის მტკიცებულების მნიშვნელოვნება არ უახლოვდება განმცხადებლის მსჯავრდების საფუძვლად მიჩნეული ერთადერთი თუ გადამწყვეტი მტკიცებულების მიჯნას, სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ ის ზოგადად აუცილებლად მიიჩნევს ერთიანობაში საქმისწარმოების სამართლიანობის შესწავლას. ეს ტრადიციულად გულისხმობს როგორც ბრალდებულის წინააღმდეგ გადაუმოწმებელი მტკიცებულების მნიშვნელოვნების შესწავლას, ისე მართლმსაჯულების ორგანოების მიერ დაცვის მხარისთვის წარმოშობილი დაბრკოლებების დამაბალანსებელი ღონისძიებების შეფასებას (იქვე. პუნქტი 115).

5.2.16. დასახელებული სამი კრიტერიუმიდან პირველთან დაკავშირებით პალატამ ზემოთ მიუთითა, რომ ბრალდების ვერსიით მოწმე ე-–--- ი---------ის ადგილსამყოფელის დადგენა და მისი სასამართლოში წარდგენა ვერ მოხერხდა. ამავე ვერსიით ის საერთოდ არ იმყოფებოდა საქართველოში. ეს საკითხი არც დაცვის მხარეს არ გაუპროტესტებია და ითვლება დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად. შესაბამისად, დაუსწრებელი მოწმის გამოუცდელი ჩვენებების მტკიცებულებად დაშვების საპატიო მიზეზი არსებობდა.

5.2.17. მეორე საკითხის გარკვევისას, ანუ იმის დასადგენად დაუსწრებელი მოწმის ჩვენება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი მნიშვნელოვანია გავარკვიოთ თვითონ ტერმინის - ერთადერთი და გადამწყვეტი, არსი. სტრასბურგის სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებაში (ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ (Schatschaschwili v. Germany), 2015 წლის 15 დეკემბერი) აღნიშნული აქვს: რაც შეეხება საკითხს, დაუსწრებელი მოწმის მტკიცებულება, რომლის ჩვენებებიც მტკიცებულებად იქნა დაშვებული, იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი (ალ-ხავაიას (Al-Khawaja) ტესტის მეორე ეტაპი), სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ “ერთადერთი” მტკიცებულება გაგებულ უნდა იქნას, როგორც ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მხოლოდ ერთი მტკიცებულება (იხილეთ ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, § 131). “გადამწყვეტი” მტკიცებულება ვიწროდ უნდა განიმარტოს, რადგანაც ამგვარი მასშტაბისა და მნიშვნელობის მტკიცებულება მაღალი ალბათობით საქმის შედეგის განმაპირობებელია. როდესაც მოწმის გადაუმოწმებელი მტკიცებულება გამყარებულია ბრალდების სხვა მტკიცებულებით, იმის შეფასება გადამწყვეტი იყო თუ არა ის, დამოკიდებული იქნება მხარდამჭერი მტკიცებულების ძალაზე; რაც უფრო ძლიერია ბრალდების მტკიცებულება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოუცხადებელი მოწმის მტკიცებულებას იგივე რეჟიმში განიხილავდეს, როგორც გადამწყვეტ [მტკიცებულებას] (პუნქტი 123). აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ ჩვენს შემთხვევაში ე-–--- ი---------ის გამოქვეყნებული ჩვენება არ წარმოადგენს ერთადერთს, რამდენადაც მის გარდა არსებობს ფარული ჩანაწერები, სადაც აშკარად ჩანს ნარკოტიკის გასაღების ფაქტი. არის მოწმის წერილობითი განცხადების საფუძველზე დაწყებული საკონტროლო შესყიდვისა და ფარული საგამოძიებო მოქმედების შემადგენელი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები.

5.2.18. პალატა აქვე უპასუხებს დაცვის მხარის მოსაზრებას, თითქოს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები არ უნდა გაიზიაროს სასამართლომ, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნით არ არის დადგენილი ბრალდებულის ხმის იდენტურობა. პალატა განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, სპეციალური ცოდნის გამოყენება თვითმიზანი და მტკიცებულების დასაშვებად ცნობის აუცილებელი პირობა კი არ არის, არამედ მხოლოდ საშუალებაა ამისათვის. მით უმეტეს ისეთი საკითხის გარკვევისას, როგორიცაა დადგენა იმისა ეკუთვნის თუ არა ხმა, ვიდეოფირზე გამოსახულ მოსაუბრეს. განსახილველ შემთხვევაში ასეთ საშუალებად გამოდგება თვითონ ბრალდებული. ის ადასტურებს, რომ ფირზე გამოსახულია თვითონ, თვითონ საუბრობს, თანხა შემძენს თვითონ გამოართვა (პროდუქტის შესაძენი ფულიაო აცხადებს დაკითხვისას) და ნარკოტიკსაც თვითონ ფუთავს (მოწმემ მომცა, მაგრამ იმ პირობით, რომ ნაწილი უკან უნდა დამებრუნებინა და ეს რაც შევფუთე და გადავეცი მოწმეს, უკან დასაბრუნებელი წილიაო) და გადასცემს მოწმეს. ამ დროს ექსპერტიზა იმას კი არ აცხადებს, რომ მოსაუბრის ხმა სხვაა და არ ემთხვევა ფირზე აღბეჭიდილი პიროვნებების ხმას, არამედ მან კითხვას პასუხი საერთოდ ვერ გასცა შესადარებელი ნიმუშის არასაკმარისობის გამო. ასეთ პირობებში დაცვის მოთხოვნა ექსპერტიზის კატეგორიული დასკვნის არარსებობა განხილული იქნეს ბრალდებულის სასარგებლოდ, მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკურ საფუძველს.

5.2.19. საკითხი მესამე, რაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ იმ პირობებში, როდესაც მოწმის სასამართლოში დაკითხვა ვერ მოხდა, არის იმისი გარკვევა სახეზე იყო თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რაც მოახდენდა დაცვის მხარისთვის გამოუცდელი მტკიცებულების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას და იმის უზრუნველყოფას, რომ სასამართლო განხილვა, ერთიანობაში აღებული, სამართლიანი იყო. ასეთ ფაქტორებს, მათ შორის წარმოადგენს: საქმის სასამართლო განხილვაზე მოწმის გადაუმოწმებელი ჩვენების განმამტკიცებელი ბრალდების მტკიცებულების ხელმისაწვდომობა, ასევე ბრალდებულს შესაძლებლობა უნდა მიეცეს წარმოადგინოს მოვლენათა საკუთარი ვერსიაც და გააჟღეროს დაუსწრებელი მოწმის სანდოობასთან დაკავშირებული ეჭვი, სხვა მოწმის ჩვენებებთან შეუსაბამობასა ან არაშესატყვისობაზე მითითებით (იხ.ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ (Schatschaschwili v. Germany), 2015 წლის 15 დეკემბერი. პუნქტი 130, 131) [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ მნიშვნელოვან დამცავ ფაქტორად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დაუსწრებელი მოწმის გადაუსინჯავი მტკიცებულება სიფრთხილით მიიღეს (იქვე. პუნქტი 126). პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში ეს გარემოებებიც სახეზეა. დაცვისათვის, სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, ხელმისაწვდომი იყო მოწმის გადაუმოწმებელი ჩვენების განმამტკიცებელი ბრალდების ყველა მტკიცებულება. თავის მხრივ სასამართლომ შეამოწმა და განიხილა დაცვის მხარის ვერსიაც. მათ შორის მტკიცებულებები შეაფასა ერთმანეთთან შესაბამისობის და უტყუარობის თვალსაზრისით.

5.2.20. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში დ-----აძე რუსეთის წინააღმდეგ. სტრასბურგი. 2013 წლის 30 მაისი. პუნქტი 142-143 აღნიშნა შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო აღიარებს ფარული აგენტების გამოყენებას, როგორც ლეგიტიმურ საგამოძიებო ტექნიკას სერიოზულ დანაშაულთან საბრძოლველად, ის მოითხოვს შესაბამისი გარანტიების უზრუნველყოფას ამ ზომის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, რადგან საზოგადოებრივი ინტერესი ვერ გაამართლებს იმ მტკიცებულების გამოყენებას, რომელიც მოპოვებულია იმ მოქმედების შედეგად, რაც კლა----იცირებულია როგორც პოლიციის მიერ დანაშაულის სავარაუდო წაქეზება მხილების განზრახვით. საქმეებში, სადაც ძირითადი მტკიცებულება მომდინარეობს ფარული ოპერაციისაგან, ხელისუფლებას უნდა შეეძლოს დემონსტრირება, რომ მათ ჰქონდათ კარგი მიზეზები ფარული ოპერაციის წარმოებისა, რაც მიმართულია კონკრეტული პირისკენ. კერძოდ, ხელისუფლება უნდა ფლობდეს კონკრეტულ და ობიექტურ მტკიცებულებას, სადაც ნაჩვენებია რომ მომჩივანმა გადადგა თავდაპირველი ნაბიჯები იმ დანაშაულებრივი ქმედების ჩასადენად, რაშიც მას შემდგომ ბრალი წაუყენეს. ამ კუთხით განსახილველი საქმის შეფასებისას სახეზეა: ბრალდებულის წარსული ნასამართლობები და ნარკუტიკული საშუალებების მოხმარებაზე დამოკიდებულება, ე-–--- ი---------ის წერილობითი განცხადება, ბრალდებულის მიერ ნარკოტიკების გასაღების შესახებ და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ადასტურებს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საფუძვლის არსებობას და იმას, რომ არ მომხდარა დანაშაულის ჩადენაში ნ----- მ--------ის წაქეზება ან ამისათვის მისი პროვოცირება.

5.2.21. ამდენად, პალატას დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ----- მ--------ი გასამართლებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2015 წლის 08 აპრილს, ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვისათვის და ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. ის ასევე გასამართლებულია ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ, 2017 წლის 26 ივნისს და ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით. მან, გასაღების მიზნით, არაერთგზის უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, საერთო წონით 0,0696 გრამი, რომელიც 2018 წლის 04 ივლისს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქალაქ მ--------––------------–---–----------- გაასაღა მოქალაქე ე-–--- ი---------ზე. მანვე, გასაღების მიზნით, არაერთგზის, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, საერთო წონით 0,04247 გრამი, რომელიც 2018 წლის 06 ივლისს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქალაქ მ--------––----------–---–-- გაასაღა მოქალაქე ე-–--- ი---------ზე.

5.3. სამართლებრივი შეფასება 2018 წლის 4 და 6 ივლისის ეპიზოდებში

5.3.1. კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების გასაღება. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც მოწესრიგებულია ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ან პრეკურსორის ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესით. აღნიშნული წესი დადგენილია როგორც კანონით „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან პრეკურსორის და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, ისე იმ საერთაშორისო კონვენციებით, რომელსაც საქართველო შეუერთდა და რომლებიც აწესრიგებენ ამ საკითხს. დანაშაულის საგანია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სხვადასხვა ნივთიერება. კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკულ საშუალებას მიეკუთვნება „ჰეროინი“.

5.3.2. საკითხის გადაწყვეტა — მიეკუთვნება თუ არა ესა თუ ის ნივთიერება ნარკოტიკულ საშუალებებს, ფორმალურ-იურიდიული საკითხია და არა სამედიცინო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს სასამართლომ არ შეიძლება იხელმძღვანელოს ფარმაცევტული ცნობარებით, ან თუნდაც მოცემული ნივთიერების შეფასება მოახდინოს როგორც ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებისა მათი ქიმიური თუ ფარმაკოლოგიური დახასიათების საფუძველზე. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონით, კონკრეტულად იმ სპეციალური სიით, რომელიც თან ახლავს საქართველოს კანონს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“. ე.ი. ნარკოტიკულ საშუალებად უნდა ჩაითვალოს სწორედ ის ნივთიერებები, რაც კანონმდებელმა მიიჩნია ასეთად და შესაბამისად შეტანილია ამ სიაში.

5.3.3. ნარკოტიკული საშუალების ცნება მოიცავს ორ ასპექტს: სამედიცინო და იურიდიულ ასპექტებს. სისხლის სამართლის კოდექსში იგულისხმება ამ ცნების იურიდიული ასპექტი. კერძოდ, ნარკოტიკულ საშუალებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში. ამდენად, თუკი შესაბამისი ექსპერტიზით დადგინდება ბრუნვიდან ამოღებული, ნივთიერების მოლეკულური სტრუქტურა, ასევე დადგინდება, რომ მოცემულ ნივთიერებას აქვს თვისება, ნარკოტიკული საშუალების ანალოგიური ზემოქმედება მოახდინოს ორგანიზმზე, სახეზეა ნარკოტიკის ანალოგი. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე არაა დანაშაულის საგანი, რადგან ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს პირის სასარგებლოდ. საქართველოს კანონში „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ ჩამოთვლილია საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სია: 1 სია მოიცავს ნარკოტიკული საშუალებების კრებსით ჩამონათვალს. II სია მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს. საქართველოში ეს ნივთიერებები სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის აკრძალულია. ესენია განსაკუთრებით საშიში ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა გამოყენებაც ნებადართულია მხოლოდ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-დიაგნოსტიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით. სწორედ ასეთი ნარკოტიკული საშუალებაა ,,ჰეროინი“.

5.3.4. განსახილველი ნორმის ობიექტური მხარე გამოიხატება შემდეგ ქმედებებში: უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. ჩამოთვლილ ქმედებათა უკანონობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ქმედებები ჩადენილია ნარკოტიკული ნივთიერების, მათი ანალოგისა და პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე. უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით. უკანონო შენახვაში იგულისხმება ნებისმიერი განზრახი ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენაში. მაგალითად, მისი შენახვა ბინაში, მანქანის საბარგულში იმის მიუხედავად, მანქანას ატარებს ეს პირი, თუ იგი უძრავ მდგომარეობაში იმყოფება. უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე. უკანონო გასაღების საშიშროება რადიკალურად განსხვავდება სხვა ქმედებების: შეძენა, შენახვა და ა.შ. საშიშროებისაგან, რადგან გასაღებისას საფრთხე ექმნება სხვა პირის (შემძენის) სამართლებრივ სიკეთეს. სამართლის მიზანია სწორედ რომ პირის დაცვა არა თვით საფრთხისაგან, არამედ სხვა პირთა მხრიდან ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. უკანონო გასაღება დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირზე - გადასცემს მას სხვას. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა და გასაღება) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

5.3.5. ,,ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების შეძენის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1988 წლის კონვენციით მიჩნეულია ნარკოტიკული საშუალების ბრუნვასთან ბრძოლა სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ გზად. კონვენცია პირდაპირ ავალდებულებს ხელმომწერ მხარეებს სისხლის სამართლებრივი წესით დასაჯონ ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული მთელი რიგი ქმედებები, განსაკუთრებით ნარკოტიკების გამსაღებლები.

5.3.6. რაც შეეხება ქმედების კვალიფიკაციას, კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება არაერთგზის. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, არაერთგზის. თავის მხრივ ტერმინი არაერთგზისობა წარმოადგენს სამართლებრივ ცნებას და მისი რაობა დადგენილია საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლით. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არაერთგზისობა ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.

5.3.7. საქმეში წარმოდგენილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 2015 წლის 8 აპრილის, განაჩენით ნ----- მ--------ი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით. ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2017 წლის 26 ივნისის, განაჩენით ნ----- მ--------ი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციალურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა - 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. ორივე ამ შემთხვევაში მ--------ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვისათვის. ის გასამართლებული არ ყოფილა ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით კი დასჯადია, ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის. თუ არაერთგზისობის ზემოთ მოყვანილ (საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლით დადგენილ) განმარტებას მოვიშველიებთ, უდავოა, რომ 2018 წლის 4 ივლისს და 2018 წლის 6 ივლისს ნ----- მ--------ი იყო ნასამართლევი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვისათვის და შესაბამისად, ორივე ამ ეპიზოდში - შეძენა, შენახვის ნაწილში მან ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

5.3.8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დასჯადია ნარკოტიკული საშუალების ... უკანონოდ გასაღება, ხოლო მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - ამ მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი არაერთგზის. ცალსახაა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, ისეთი საკითხის მიმართ, როგორც არის ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო გასაღების რაობის დადგენა, სპეციალური ნორმაა სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლთან მიმართებით. სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის გასაღება ნიშნავს იმავე დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების გასაღების არაერთგზის ჩადენას. სხვაგვარად, რომ ვთქვათ ეს ნორმა ცალსახად უთითებს, რომ ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის გასაღებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ნარკოტიკს გაასაღებს არა ზოგადად სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, არამედ კონკრეტულად ამ მუხლის მეოთხე ნაწილით ნასამართლევი პირი. ნ----- მ--------ი კი არ ყოფილა ნასამართლევი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით. შესაბამისად, მისი ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან ამავე მუხლის მეოთხე ნაწილზე გადაკვალიფიცირება (2018 წლის 4 ივლისს და 2018 წლის 6 ივლისს ეპიზოდებში) არის სწორი. ანალოგიურადაა გადაწყვეტილი ეს საკითხი სასამართლო პრაქტიკით. (მაგალითისათვის იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი საქმეზე საქმე № 1ბ/989-18, რაც უცველი დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ).

5.4. ფაქტობრივი გარემოებების დადგენა 2018 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდში.

5.4.1. პალატას, ამ განაჩენის 5.2.9-5.2.12. პუნქტებში მითითებული სამართლებრივი ნორმების და სასამართლო პრაქტიკის შედეგად დადგენილი სტანდარტით, აფასებს რა ბრალდების მტკიცებულებებს, დადგენილად მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, 2018 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდთან დაკავშირებით არის სწორი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. პალატა ასევე უთითებს ამ განაჩენის 5.1.1. პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ, 2018 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლოს წარუდგინა იგივე მტკიცებულებები, რაზეც ზემოთ მივუთითეთ.

5.4.2. თავის მხრივ, პირველი ინსტანციის სასამართლომ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნია შემდეგი: ნ----- მ--------ი ცხოვრობს ქალაქ მარნეული, მ------–---–-ს ქ---------–- თავის ძმისშვილთან ე-–-------- მ--------თან და მეგობარ ე-–--- ი---------თან ერთად. მისი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული გამოუსადეგარია საცხოვრებლად და იქ ხშირად იკრიბებიან ნარკოტიკების მომხმარებელი პირები. ასევე ბრალდებული ნ----- მ--------ი გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და განთავისუფლდა 2018 წლის 01 ივნისს. ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა 2018 წლის 30 აგვისტოს, ქალაქ მ--------––-, გ---------–---–-- ქ---------–- შს-----------–-------------–--------------–--- უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ------- ბ----–--ს მიერ გამომძიებელ გ--–- ა-----ის, ა------ დ--–---–---–ის, მოწმე ე-–-------- მ--------ის და თარჯიმან ნ-----–- გ-------ს მონაწილეობით, ნ----- მ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნ----- მ--------ის სცხოვრებელი სახლის პირველი სართულის სარდაფის ფანჯრის რაფაზე ნანახი 5 ცალი მინის, გამჭვირვალე ფლაკონის, 6 ცალი საინექციო შპრიცის და ნ----- მ--------ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის საპირფარეშოში, მარცხენა კედელზე მოწყობილი თაროზე მიყუდებული კედლის სარკის უკან ნანახი 6 ცალი 3 მილიგრამიანი საინექციო შპრიცის და ერთი გამჭვირვალე მინის ამპულის ნ----- მ--------ისათვის კუთვნილების ფაქტს. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ----- მ--------ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი), წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდეს.

5.4.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. სასამართლმ აღნიშნა, იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ ნ----- მ--------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვას, ჩადენილი არაერთგზის (2018 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი).

5.4.4. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ რომელიმე კატეგორიის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.

5.4.5. პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43). სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

5.4.6. განსახილველ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ 2018 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები არის წორი და ამავდროულად საკმარისი სააპელაციო საჩივრის გადაწყვეტისათვის. ზემოთ მოყვანილი მსჯელობა შეეხება და დასაბუთებულ პასუხს სცემს საჩივარში მოყვანილ ყველა მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მოსაზრებას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული, რომ ამ ეპიზოდში ბრალდებულმა ნ----- მ--------მა ჩაიდინა დანაშაული. რაც შეეხება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს, ის მეტისმეტად ზოგადია და არ უთითებს არცერთ მტკიცებულებაზე, რაც დაადასტურებდა ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ნ----- მ--------ისადმი კუთვნილებას. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში აღნიშნული გარემოებები, რომ: არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ნ----- მ--------ის ბინაში, მის გარდა ცხოვრობდა კიდევ რამდენიმე სხვა პირი; ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია ბრალდებულის ბინიდან, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფომაციით ნ----- მ--------ს ხშირი შეხება ჰქონდა ნარკოტიკებთან, იყო მისი აქტიური მომხმარებელი და აქედან გამომდინარე, გარდა რეალიზაციის ის თავისთვისაც ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას, ბრალდებულისვე განმარტებითვე ის მოიხმარდა ნარკოტიკს - არის ზოგადი ხასიათის მოსაზრებები, რაც არაა საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებისათვის, რომ 2018 წლის 30 აგვისტოს ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებას ინახავდა სწორედ ნ----- მ--------ი.

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ნ----- მ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ეპიზოდთა სიმრავლე და ხერხი, ასევე ის, რომ დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

7.1. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

7.2. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

7.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

7.4. პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

7.5. სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მათ შორის პალატა ითვალისწინებს მიხეილ ასლამაზიშვილის პიროვნებას, მის ასაკს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

7.6. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ნ----- მ--------ს ისჯება თავისუფლების აღკვეთით, შესაბამისად ვადით ხუთიდან რვა წლამდე და ექვსიდან თერთმეტ წლამდე.

6.7. უშუალოდ ნ----- მ--------ისათვის სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას პალატა ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების არსებობას და ხარისხს. ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, კერძოდ მას, რომ სახეზეა ბრალდებულის მიერ კანონის ნორმების მოთხოვნათა აშკარა უგულვებელყოფა და მიდრეკილება ნარკოტიკული დანაშაულების ჩადენისაკენ. პალატა ხაზს უსვამს ნარკოტიკული საშუალების სახეობას (ჰეროინი), რომელიც არის ბრუნვისათვის მკაცრად აკრძალული ნარკოტიკული საშუალება. ამასთან, ნ----- მ--------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების გასაღების არაერთი ეპიზოდი. ეს გარემოება კიდევ უფრო ზრდის მისი ქმედების მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას. კერძოდ მისი ქმედებით დაირღვა რა ნარკოტიკული საშუალების ბრუნვისათვის კანონით დადგენილი წესი, ამასთან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლის ქცევა არის მომეტებული საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელი. მისი ქმედებების განსაკუთრებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე მიუთითებს ასევე მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ----- მ--------ს უნდა დაენიშნოს ზომიერად მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ საკითხის გადაწყვეტისას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ----- მ--------ის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ------ დ--–---–---–ის, ასევე მ--------–-------------–--------------------ს პროკურორის ზ---- ც---------ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 15 მაისის, განაჩენი ნ----- მ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

ნ----- მ--------ი (2018 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.

ნ----- მ--------ის მიმართ (2018 წლის 4 ივლისის და 2018 წლის 6 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილზე.

ნ----- მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (2018 წლის 4 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ნ----- მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (2018 წლის 6 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით 6 (ექვსი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით 7 (შვიდი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთამ 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ნ----- მ--------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ----- მ--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

ნ----- მ--------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება. მასვე ამავე კანონის შესაბამისად, 20 წლით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

მსჯავრდებულ ნ----- მ--------ისათვის ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

მსჯავრდებულ ნ----- მ--------ის მიმართ ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

ნ----- მ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

ნ----- მ--------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 აგვისტოდან.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: ე-–--- ი---------ისგან, 2018 წლის 4 ივლისს და 2018 წლის 6 ივლისს, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, (ინახება მ--------–---–------------–-------------–--–-) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი

 

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

 

ვეფხია ლომიძე