განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100119003109221
№1ბ/1881-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 იანვარი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე
სხდომის მდივნები: ნანა გიგიტაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: თინათინ სტურუა
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ზ------ი ხ--------–-–---–ი, დაბადებული - 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: გ---------------------------–-------–------------ი, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–----------–----------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 10 ივნისის, 2019 წლის 7 ივნისის და 2019 წლის მაისის ეპიზოდები).
სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
მხარეთა პოზიციები:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ და მოითხოვა, ზ------ი ხ--------–-–---–ის მიმართ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულ ზ------ი ხ--------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით. აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლოს განაჩენი უნდა მოიცავდეს სამართლიანობის კომპონენტს რაც გულისხმობს დანიშნული სასჯელის შესაბამისობას მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. დაზარალებულის მიმართ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფიზიკური ძალადობის ხასიათიდან და ინტენსივობიდან გამომდინარე თავად დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანების ხასიათის ღრმა ანალიზის შედეგად მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის პრინციპის მიღწევას. სახელმწიფო ბუნებრივია არ ცდილობს ჩაერიოს ოჯახის პირად საქმეებში, თუმცა როდესაც საქმე ეხება ძალადობას და მსხვერპლთა დაცვას, არსებობს უმაღლესი საჯარო ინტერესი მოხდეს ოჯახში ჩადენილი დანაშაულების პრევენცია, შესაბამისად სასჯელის ინსტიტუტი და მიზნები სწორედაც ამას გულისხმობს, აღდგეს სამართლიანობა და დაზარალებულებს გაუჩნდეთ დაცულობის განცდა. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ზ------ი ხ--------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას და ამ თვალსაზრისით ცვლილების შეტანას გასაჩივრებულ განაჩენში.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ, მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა ზ------ი ხ--------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით, იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას ერთერთ ეპიზოდში არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება - გენდერული დისკრიმინაციის მოტივი, ასევე არ იქნა გათვალისწინებული ქმედების ხასიათი, ინტენსივობა და სიმძიმე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, დაცვის მხარემ, მსჯავრდებულმა ზ------ი ხ--------–-–---–მა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
ზ------ი ხ--------–-–---–მა ჩაიდინა, ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დანაშაული (დანაშაულის სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის მაისის თვის დასაწყისიდან 7 ივნისამდე გ----------------------------–------–------------ში ზ------ი ხ--------–-–---–ი მეუღლეს ე-–----- ნ------ას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა რის გამოც ე-–----- ნ------ა განიცდიდა ტანჯვას. ამასთან 2019 წლის 10 ივნისს, საღამოს საათებში გ----------------------------–------–------------ში ზ------ი ხ--------–-–---–მა გენდერული დასკრიმინაციის მოტივით ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით ძალადობა განახორციელა ე-–----- ნ------ას მიმართ კერძოდ საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობაში მოქაჩა თმები და ათრია ეზოში საცხოვრებელი სახლის სარდაფში, ესროლა სითხიანი ბოთლი რომელიც ე-–----- ნ------ას მოხვდა მკერდის არეში და მიიღო დაზიანება, ასევე რამდენჯერმე მოქაჩა თმები და ხელები და ფეხები ურტყა სხეულის სხვადასხვა არეში.
2019 წლის 7 ივნისს, გ----------------------------–------–------------ში, ზ------ი ხ--------–-–---–მა ძალადობა განახორციელა ე-–----- ნ------ას მიმართ, კერძოდ მოქაჩა თმები დააგდო იატაკზე და ფეხები ურტყა სხეულის სხვადასხვა არეში.
2019 წლის მაისის თვის შუა რიცხვებში გ----------------------------–------–------------ში ზ------ი ხ--------–-–---–მა მეუღლეს ე-–----- ნ------ას ფეხი დაარტყა მკერდის არეში რა დროსაც ე-–----- ნ------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენით, ზ------ი ხ--------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 10 ივნისის ეპიზოდი) საქართველოს სსკ–ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 7 ივნისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ზ------ი ხ--------–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ ზ------ი ხ--------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 10 ივნისიდან, 2019 წლის 14 ივნისის ჩათვლით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ზ------ი ხ--------–-–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია ზ------ი ხ--------–-–---–ის უფლებების შეზღუდვას, მხარეები შეთანხმდნენ უდავო მტკიცებულებებზე, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებზე, დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია შეთანხმების ფაქტი არსებითი განხილვისას და სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ზ------ი ხ--------–-–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ე-–----- ნ------ას გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების: ნ-----–---- გ------ის, ხ---- ნ-----–-–---–ის, ნ---–- ხ--------–-–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთებით და თავად მსჯავრდებულ ზ------ი ხ--------–-–---–ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ ზ------ი ხ--------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ზ------ი ხ--------–-–---–მა ჩაიდინა, ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 10 ივნისის, 2019 წლის 7 ივნისის და 2019 წლის მაისის ეპიზოდები).
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მსჯავრდებულ ზ------ი ხ--------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც მის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია, ხოლო მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით (2019 წლის 10 ივნისის ეპიზოდი).
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ზ------ი ხ--------–-–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
სტამბოლის კონვენციაში ,,გენდერი" განმარტებულია, როგორც სოციალურად შემუშავებული როლების, ქცევების, ღონისძიებებისა და მახასიათებლების ერთობლიობა, რომლებსაც მოცემული საზოგადოება მიიჩნევს სათანადოდ ქალებისა და მამაკაცებისათვის. ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით გულისხმობს ქალის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას იმის გამო, რომ ის ქალია, ან რომელიც არათანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე. 2010 წლის 26 მარტის საქართველოს კანონის "გენდერული თანასწორობის შესახებ" მე-3 მუხლის მიხედვით, გენდერი განმარტებულია, როგორც სქესთა შორის ურთიერთობის სოციალური ასპექტი, რომელიც გამოხატულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და გულისხმობს სოციალიზაციით განპირობებულ შეხედულებებს ამა თუ იმ სქესზე.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას 2019 წლის 7 ივნისის ეპიზოდში არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება - გენდერული დისკრიმინაციის მოტივი და განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. სააპელაციო საჩივრში, სახელმწიფო ბრალმდებელი, ითხოვს დანიშნული სასჯელის დამძიმებას და არ ასაჩივრებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენის დასაბუთებას იმ ნაწილში, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 7 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილად მიჩნეული გენდერული დისკრიმინაციის მოტივით. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 7 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა არ მომხდარა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მსჯავრდებულ ზ------ი ხ--------–-–---–ის მიერ ე-–----- ნ------ას მიმართ ძალადობა განხორციელებული იქნა არა სქესის ნიშნით (როგორც ქალის), არამედ დანაშაულის ჩადენის მიზეზი იყო სატელეფონო ზართან დაკავშირებით მომენტალურად წარმოშობილი უთანხმოება მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა ან თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, მათ შორის ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ და 2019 წლის 7 ივნისის და 2019 წლის მაისის ეპიზოდებისთვის დაუნიშნა მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 10 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის, ასევე გათვალისწინებული იქნა დანაშაულის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით და დაუნიშნა სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ზომა. ამასთან, საქმეზე არსებული მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული ზ------ი ხ--------–-–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ქმედების ჩადენის შემდგომი ქცევით მიაღწია დაზარალებულთან შერიგებას, პალატას მიაჩნია, არ არსებობს ზ------ი ხ--------–-–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სახის, ზომის და მოხდის წესის - თავისუფლების აღკვეთის, რაც პირობითად ჩაეთვალა, შეცვლის ან დამძიმების აუცილებლობა და დანიშნული სასჯელი სრულიად საკმარისია მსჯავრდებულზე ზემოქმედების მოსახდენად, რომ მას გაუჩნდეს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზ------ი ხ--------–-–---–ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამიტომ, მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ზ------ი ხ--------–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 297-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ბრალმდებლის, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენი ზ------ი ხ--------–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ზ------ი ხ--------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 10 ივნისის, 2019 წლის 7 ივნისის და 2019 წლის მაისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 10 ივნისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ–ის 531-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 7 ივნისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით ,რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ზ------ი ხ--------–-–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ ზ------ი ხ--------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 10 ივნისიდან - 2019 წლის 14 ივნისის ჩათვლით.
მსჯავრდებულ ზ------ი ხ--------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
მსჯავრდებულ ზ------ი ხ--------–-–---–ს, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე დაევალოს გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი, რომლის უზრუნველყოფა დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს. მსჯავრდებული ზ------ი ხ--------–-–---–ი ვალდებულია სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი
საქართველოს სსკ–ის 66-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ზ------ი ხ--------–-–---–ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული პოლიეთილენის ბოთლი წყლით განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული თმის რეზინიანი სამაგრი და იატაკის საწმენდი ხის ჯოხი კი, დაუბრუნდეს მის მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ჯორბენაძე